„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 16-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) კომპეტენციის ფარგლებში „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. 24-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ“ ქვეპუნქტი:
„ე.ზ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება
და
შესაბამისი
ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.“.
3. 54-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.მ“ ქვეპუნქტი:
„დ.მ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებს.“.
4. 68-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„საჯარო
„მ)
და
კერძო
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება
და
შესაბამისი
ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.“.
5. 75-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ნ“ ქვეპუნქტი:
„დ.ნ ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებს.“.
6. 104-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ქვეპუნქტი:
„ე)
„საჯარო
და
კერძო
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საჯარო და კერძო პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების
მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე.“.
7. კანონის 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო პროექტის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ურთიერთობები, რომლის
ფარგლებშიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტები უნდა განხორციელდეს
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით თანმდევი ურთიერთობების
მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილებები „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
და
შესაბამისი
ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად
მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და
განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების
განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.
2. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება,
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის
მოსმენა და შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო
სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო
ტრანზაქციების წარმოება;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ
კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და
ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის
რესურსების, მართვა კანონით დადგენილი წესით;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება
კანონით
დადგენილი
წესით,
მათი
განაკვეთების
დადგენა
კანონით
გათვალისწინებული
ზღვრული
ოდენობების
ფარგლებში;
ადგილობრივი
მოსაკრებლების ამოღება;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში
ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ
შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების
გეგმის,
დასახლებათა
ტერიტორიების
გამოყენებისა
და
განაშენიანების
რეგულირების წესების, დამტკიცება;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო
ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების,
პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის
გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა;
ზ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა;
თ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და
წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო
სისტემის განვითარება;
ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე
აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
[ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
შექმნა
და
მათი
ფუნქციონირების
უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი 1)
მუნიციპალიტეტის
მართვაში
არსებული
სკოლისგარეშე
დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
აღზრდის
ი 2 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ( ამოქმედდეს 2017 წლის 1
ოქტომბრიდან)]
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი
მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების
წესების რეგულირება;
ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით
მომსახურების ორგანიზება;
მ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;
ნ)
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
მშენებლობის
ნებართვის
გაცემა,
მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო
აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში;
ო) შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების
რეგულირება კანონით დადგენილი წესით;
პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული
ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი
ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს,
მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის,
ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობანაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი
წესით;
ჟ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ს) სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა;
ტ)
ადგილობრივი თვითმყოფადობის,
შემოქმედებითი
საქმიანობისა
და
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვა
და
განვითარება;
ადგილობრივი
მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და
რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო
დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო
დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების
უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;
უ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის
განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური
ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა;
ფ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს
ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ
არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის
კანონით.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის
მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის,
ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო
პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის
მიზნით,
აგრეთვე
ადგილობრივ
დონეზე
ახალგაზრდული
პოლიტიკის
განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის,
საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების,
ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური
განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი
იდენტურობის განსაზღვრის სფეროში:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი
საზღვრების დადგენა;
ა.ბ)
მუნიციპალიტეტის
შექმნის/გაუქმების,
ადმინისტრაციული
ცენტრის
დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
შუამდგომლობების წარდგენა;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
(გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;
ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და
მინიჭების წესების დადგენა;
ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის,
წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის,
ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობანაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა
მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;
და
თავმჯდომარის
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის
არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა
და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და
გაუქმება, დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება
და მასში ცვლილების შეტანა;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცება;
ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს
წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;
ბ.თ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების
შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და
მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და
კონტროლის სფეროში:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების
თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და
შეფასება;
გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი
ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
სტრუქტურული
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის
უნდობლობის გამოცხადება;
[ გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების
დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის
გამოცხადება; ( ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი
წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება,
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი
და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;
დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა
და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ.გ)
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული
ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის
მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის
ფარგლებში მუნიციპალიტეტის
განსაზღვრა;
მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის
გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის
წარდგინებით გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობრივი
სარგოების
ოდენობების
განსაზღვრა
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობების
რანგირების სისტემის გათვალისწინებით;
[ დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის
წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების
დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის
ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5
პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის
ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით
მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობების
რანგირების
სისტემის
გათვალისწინებით; ( ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების
მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი
მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული წესით;
[ ე.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა
და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული წესით; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
ე.ბ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
ე.გ)
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დადგენილი
წესის
შესაბამისად
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის წესების დადგენა;
ე.დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის
ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის
დამტკიცება;
[ ე.დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების
საპრივატიზაციო
ობიექტების
ნუსხისა
და
პრივატიზაციის
გეგმის
დამტკიცება; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ
კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების
მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
ან
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ
უფლებამოსილებას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ან
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
[ 3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
ან
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ
უფლებამოსილებას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ან
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დავალებით
–
მუნიციპალიტეტის
მერი. (ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან
საქართველოს
კანონმდებლობით
პირდაპირ
განსაზღვრულია,
როგორც
მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა
ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი
გადაცემის შესაძლებლობას.
მუხლი 54. მერის უფლებამოსილება
1. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული
ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო
ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს
თანამდებობის პირებს;
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
მერიის
ა.დ) თანამდებობაზე
მოსამსახურეებს;
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
მერიის
ნიშნავს
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის
თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის
პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“,
„ბ.ა“−„ბ.გ“,
„დ.კ“,
„ე.ვ“
და
„ე.ზ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის
შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის
უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების
შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებებს
მერიის
მოხელეთა
წახალისებისა
და
საჯარო
მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების
შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე
მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ,
აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ
საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ერთი
მეოთხედის
მოთხოვნით
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის
მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით
განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს
კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს
სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
მიერ
მიღებული
ადმინისტრაციულ-
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს
დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ
დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების
შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო
კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და
გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ
კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის
შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;
ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის
შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის
დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული
პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის
წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან
უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის
წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან
უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის
ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების
ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების
დარღვევისთვის
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული
ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან
დაკავშირებული
პირობის
(პირობების)
შესრულების
ვალდებულებისგან
განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ქონების
მოვლა-პატრონობას,
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების
გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის
შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების
მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და
გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და
განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების
შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის
სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ვ 1 )
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ან/და
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
კანონით/უფლებამოსილების
დელეგირების
შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით,
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა
და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
უფლებამოსილებებს.
მერიის დებულებითა და საკრებულოს
აქტებით
გათვალისწინებულ
სხვა
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება
განისაზღვრება მერიის დებულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს
წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. ( ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
მუხლი 68. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
1. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილების
გარდა,
აგრეთვე
განეკუთვნება:
ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა;
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის
ადმინისტრაციული
ერთეულის,
ისტორიულად
ჩამოყალიბებული
უბნის,
გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული
ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის
(გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს,
ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის,
საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის
ობიექტის სახელდება;
დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების
შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის
წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების
დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის
ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5
პროცენტს;
ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და
განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული წესით;
ზ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
თ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);
ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე
დანიშვნაზე თანხმობის მიცემა;
კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების
მიღება;
ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით
გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
ან
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ
უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საკრებულო ან თბილისის
საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის მთავრობა.
3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან
საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც თბილისის
საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან
თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის
შესაძლებლობას.
4. თბილისის საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
მუხლი 75. მთავრობის უფლებამოსილებები
მთავრობა:
ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და
თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას;
ა.ბ) დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ა.გ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის
რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს;
ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების
შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის
კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს;
ბ) თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად
წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს
დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის
შესახებ, ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის
საჯაროობას;
გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს
მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების
შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო
კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.გ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს
სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი
წესით;
გ.დ)
თბილისის
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
კანონით
განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების,
ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა თბილისის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების
გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული
პროგრამების განხორციელების წესს;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი
კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და
ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული
პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე
იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.ბ1) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო
სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას
მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის
შესახებ;
დ.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ
წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას
(დებულებას);
დ.დ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);
დ.ე) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);;
დ.ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის
უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ზ) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს
პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის
ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ
წინადადებას;
დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების
გასხვისების შესახებ;
დ.ი)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ქონების
მოვლა-პატრონობას,
დ.კ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);;
დ.ლ) ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით
მონიტორინგს უწევს თბილისის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით ან
მართვის უფლებით მიმღების მიერ ამ ქონების პრივატიზების, სარგებლობის
უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობის (პირობების)/ვალდებულების (ვალდებულებების)
შესრულებას ან/და აღნიშნული ქონების გამოყენების წესების დაცვას;
დ.მ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა)
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილების
ფარგლებში
უზრუნველყოფს
შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების,
სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას და განხორციელებას;
ე.ბ) შეიმუშავებს
დოკუმენტებს;
მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმვის
ე.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს,
ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის
გადახდის წესებს;
ე.დ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და
M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო
გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და
M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
ე.ვ) გასცემს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვას;
ე.ზ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს;
ე.თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ე.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით
გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს
მიერ დადგენილი წესით;
ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და
თბილისის
საკრებულოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტებით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის
ფარგლებში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 104. თავის რეგულირების სფერო
1. ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა
და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა
და
რომელთა
ფლობა
და
განკარგვა
მოწესრიგებულია
საქართველოს
კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და
სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ
საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო
შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად
განკარგვა;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლებისათვის,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკებისათვის,
მუნიციპალიტეტისათვის
ან
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირისათვის
სარგებლობაში
გადაცემული
შენობა-ნაგებობის
რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე,
რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს
აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან
ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის;
დ)
კანონიერი
მოსარგებლეებისათვის
გადასაცემი
არაპრივატიზებული
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული)
ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი
მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ,
საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებზე.
3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობანაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად
მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას
აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან
ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის ეს ორგანო ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებითა
და მართვის უფლებით გადაცემის რეგულირება და საწყისი საპრივატიზებო
საფასურის განსაზღვრის განსაკუთრებული შემთხვევები
1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის
უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო
საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ადგენს
საქართველოს მთავრობა.
2. თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ამ ქონების
საწყის საპრივატიზებო საფასურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე
მიღებული თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბაზრო
ღირებულებაზე ნაკლები ფასი განისაზღვროს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება
წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ
საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე
არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების
შემთხვევებზე.