„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში
საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვაზე.“.
2. პირველი მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „32“ პუნქტი:
„32. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის
შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი
სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე იმ პირობით, რომ აღნიშნულ შერჩევის
პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლი, 161 მუხლის 11, მე-2 და მე-7
პუნქტები და IV-V თავები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
განისაზღვროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი კონკრეტული წესები და პროცედურები, რომლებიც გავრცელდება
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით თანმდევი სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტის
შესაბამისად,
კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე.
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის
შესაბამისად, საჯარო და კერძო თანამშრომლობა ხორციელდება კონცესიის ან
არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით. ეს უკანასკნელი,
თავისი ბუნებით ახლოსაა ტრადიციულ სახელმწიფო შესყიდვებთან, რის გამოც
მასში მონაწილე კონტრაქტორის შერჩევა ექვემდებარება „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პროცედურას. მეორეს მხრივ, საჭირო
გახდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან „საჯარო და
კერძო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში განხორციელებული
საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს მიწოდების შემთხვევების
გამორიცხვა. ასევე, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ურთიერთობებზე
არ
გავრცელდება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი
(შესყიდვების დაგეგმვა), და 161 მუხლის 11, მე-2 და მე-7 პუნქტები (გამარჯვებულ
პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების წესები, რომლებიც ეხება შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევას,
ხელშეკრულების ენის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს და დიდი მოცულობის
სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი
პირობების განსაზღვრას საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი
აქტით) და IV (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი
გადასინჯვის წესი) და V (შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი) თავები,
ვინაიდან აღნიშნული დებულებები არ არის კავშირში არაკონცესიურ პროექტებში
კონტრაქტორის შერჩევის პროცედურასთან. რაც შეეხება
საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტების განხორციელების სხვა ასპექტებს, შესაბამისი
სპეციფიკური წესები და პროცედურები დეტალურადაა გაწერილი „საჯარო და
კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, რომელიც
მაქსიმალურად არის მორგებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებზე
და პასუხობს ამ უკანასკნელთა საჭიროებებს. შედეგად, მოცემული კანონპროექტი
ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის
ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო
შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების
ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის
განხორციელებასთან
და
ნაღდი
ფულით
ქვეყნის
ეკონომიკის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს
ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული
ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან
გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან,
საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და
მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან
დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან
რელიგიურ ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და
წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე;
დ) (ამოღებულია );
დ 1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო
შესყიდვაზე;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს
პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების
საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად,
აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის
სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო
შესყიდვებზე;
ვ)
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
„საქონელი
და
მომსახურების“
მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;
ზ) (ამოღებულია);
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–
147-ე მუხლების შესაბამისად;
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის
უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და
განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი
დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ფართობის
დაქირავებასთან
ლ 1) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის,
ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო
შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული
სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით);
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების,
აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის,
გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის
მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე,
აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო
მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე;
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ
ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის
სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ
საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე
პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის
ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური
მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით
შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე;
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და
საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის
და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის
სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების
შესაბამისად ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის
სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო
ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო
ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების
პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან
დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული
ორგანიზაციები
არ
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების
პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის
განკარგულების საფუძველზე.
5. (ამოღებულია) .