„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) 158-ე მუხლი პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტი“ ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლის
მიხედვით კონცესიის გადაცემა უნდა დარეგულირდეს „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით თანმდევი კონცესიების
დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი
აქტის მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემის (სავალდებულო
მანდატირება) სამართლებრივი რეჟიმიდან ამოღებული იქნება კონცესიების გაცემა.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში კონცესიების გაცემა
ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტის შესაბამისად. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში
ითვალისწინებს სახელმწიფო კონცესიების გაცემის სპეციფიკურ და მოქნილ წესებსა
და პროცედურებს, რომელიც მორგებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის
პროექტებზე და პასუხობს ამ უკანასკნელთა საჭიროებებს. შედეგად, კანონპროექტი
ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის
ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რამე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 158. დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულოობა
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ
დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) კონცესიის გაცემისას, თუ კონცესიის ფასი აღემატება 250 000 ლარს;
ბ) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზაციის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს.
2. კანონით შეიძლება დადგინდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გამოცემის
სავალდებულოობაც.
3. დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების
მოთხოვნები.