„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს
შემდეგი
ცვლილება:
1.
31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.“.
2.
მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.“.
3.
33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გადაცემულ სახელმწიფო
ქონებაზე.“.
4. 42-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლის მე-5, მე-7-8 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.“.
5. 452 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ მუხლის მე-5, მე-8-9 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული ურთიერთობები, რომლის
ფარგლებშიც სახელმწიფო ქონების გადაცემა უნდა დარეგულირდეს „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით თანმდევი სახელმწიფო ქონების
განკარგვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ კანონი გავრცელდება „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების
მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე, გარდა ამ კანონის მე-31
მუხლის მე-8 პუნქტისა (საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით
უძრავი ნივთის იპოთეკით
დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ
იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით
დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე
ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო
ვალდებულებების გადსვლა), მე-20 მუხლისა (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები, კერძოდ უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვალდებულება და სახელმწიფო
ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის შედეგები) და 33-ე
მუხლის მე-4 პუნქტისა (სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ
სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის,
დაგირავების, სერვიტუტით დატვირთვის, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი
გარიგების
დადების
ან
ისეთი
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის აკრძალვა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის
შეცვლას) .
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების
გადაცემა ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტის შესაბამისად. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების
ფარგლებში ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვასა და
სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ და მოქნილ წესებსა და
პროცედურებს, რომელიც მორგებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის
პროექტებზე და პასუხობს ამ უკანასკნელთა საჭიროებებს. მიუხედავად ამისა,
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სახელმწიფო ქონების
მართვას, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემა ამავდროულად უნდა
განხორციელდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა, რომლებიც გაუმართლებლად შეზღუდავდა
აღნიშნული პროექტებისთვის აუცილებელ მოქნილ რეჟიმს. შედეგად, კანონპროექტი
ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის
ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 31 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების
განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი
ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და
შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო
საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას
შესაბამისი
ხელშეკრულების
ფორმას
ამტკიცებს
სამინისტრო.
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში
გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის
ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის
ვადაში.
4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ
დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ
დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო
საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს
საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ
ვრცელდება
ელექტრონული
აუქციონის
ფორმით
განხორციელებულ ი განკარგვის/სარგებლობის უფლებით გა და ცემის შემთხვევებზე).
5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30
კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების
სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული
ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების
ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში
ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით
იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას ქონების შემძენს უფლება აქვს,
საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი
უძრავი ნივთი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ
განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული
ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ
მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის
შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
მუხლი 20. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების
განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი
განკარგულების მიღებიდან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის
შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო
ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია,
რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების
შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში
მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში
უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის
შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის
ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო
ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო
და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს
წარდგენის
ვალდებულება
არ
ვრცელდება
იმ
მყიდველებზე,
რომლებსაც
ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან
გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პრივატიზების გზით უნდა გადაეცეთ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების
ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო
საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის
უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში
უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების
(ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს
სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 33. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
1. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან
უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
2. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე
ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო
რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო
სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა
ეს ქონება.
4. აკრძალულია სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში
გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით
დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს
ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 42. წილებისა და აქციების პრივატიზება
1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.
2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის
საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო
ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის
შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების
მმართველის მიერ ინიციირებისა და მისი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.
4. ქონების შემძენისათვის წილებისა და აქციების საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5
პუნქტით დადგენილი წესით.
5. წილებისა და აქციების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლით
განსაზღვრული განსაკუთრებული პირობები.
6. წილებისა და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას ქონების მმართველის
თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების
შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი წილები და აქციები.
7. წილებისა და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული
ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ
მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების
შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში
რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი
შესაბამისი ინფორმაცია.
8. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო
ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება
სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა)
გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე
საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია
საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და
გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 452. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების
განკარგვა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების
ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი
მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ
კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით. ქონების შემძენისათვის სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში გადაცემა აგრეთვე
ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3
მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო
საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა, ხოლო პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის
მე-19 მუხლის შესაბამისად.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45
კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის
ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას
გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობები.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ქონების მმართველი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში
გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში
პირობებით გადაცემისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს
უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით
დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები.
8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში
პირობებით გადაცემისას გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის
გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა)
ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ
სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით
დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში
მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების
მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო
პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში
პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე
რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ
ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების
შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ
აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.