„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს:
ა) პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის
მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
ბ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან წარმოშობილი
ან ამ პროექტებთან დაკავშირებული დავა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია განისაზღვროს „არბიტრაჟის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის ურთიერთმიმართება
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედების სფერო გავრცელდეს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტის დებულებებზეც, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო
და კერძო თანამშრომლობის ურთიერთობებში დავების გადაწყვეტასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის
შესახებ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული
საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტებიდან წარმოშობილი ან ამ პროექტებთან დაკავშირებული
დავები შესაძლებელია გადაწყდეს არბიტრაჟის გზით. „არბიტრაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის ამჟამინდელი ვერსიით არბიტრაჟი უფლებამოსილია
განიხილოს მხოლოდ კერძო ხასიათის ქონებრივი დავები, რამაც შესაძლებელია არ
მოიცვას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ურთიერთობების ბუნების მქონე დავები.
შესაბამისად, მოცემული კანონპრექტი აზუსტებს, რომ
საჯარო და კერძო
თანამშრომლობის ურთიერთობები ასევე ექცევა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების სფეროში. დღესდღეობით, არბიტრაჟი წარმოადგენს დავების
გადაწყვეტის
პოპულარულ
ალტერნატივას
სასამართლოს
გვერდით,
რაც
განპირობებულია მისი სწრაფი, იაფი, ეფექტური, მოქნილი პროცედურებით და
კონფიდენციალური ხასიათით. აქედან გამომდინარე, კანონის მოქმედების სფეროს
დაკონკრეტება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაწილეებისთვის,
განსაკუთრებით
ინვესტორებისთვის იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო
მზად არის, ხელი შეუწყოს და წაახალისოს მათი ჩართულობა საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში და შეუქმნას მათი უფლებების
დაცვის გარანტიები, მათ შორის, პროცედურული გარანტიები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების,
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო
ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.