„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პირს პირადი ნომერი ენიჭება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; 2. 2013 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2013 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და ასეთ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციის უფლება არა აქვს პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციას ახდენს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის ან რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმართ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4– მე-5 პუნქტები და 111 მუხლი. 8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4–მე-5 პუნქტები და 111 მუხლის პირველი პუნქტი.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები1 პირებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაფართოება და გამარტივება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ წინა წლებში ამ მიმართულებით უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებების გზით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის 1 აღნიშნული კანონი ,,ლეგიტიმურად მცხოვრები პირის“ ცნებას იცნობს 2011 წლიდან ნეიტრალური დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის და ამ დროიდან მოყოლებული, შემუშავებულია და დარეგულირებულია ცალკეული სამართლებრივი აქტებით აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე პირების ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენის მექანიზმი. არსებული რეგულაციების თანახმად, ამ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება და მხედველობაში მიიღება: ა ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებულ ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; გ) არასრულწლოვნი /ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტი და მშობლის ( მშობლების ) /მეურვის /მზრუნველის ზემოთ მოხსენიებული რომელიმე დოკუმენტ ი ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებში მოიაზრება ისეთი პირები, რომლებსაც უდასტურდებათ აღნიშნულ ტიერიტორიებზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრების ფაქტი, ასევე ასეთი პირების შვილები. პირის ლეგიტიმურად ცხოვრების დადგენის არსებული მექანიზმის მიზანია, გამორიცხოს ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა ისეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე (ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე), რომლებიც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ან დასახლდნენ სახელმწიფოს მიერ ამ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვის შემდგომ; იხ. შემდეგი სამართლებრივი აქტები: ,,პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის N133 ბრძანება; ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის N11 დადგენილება. გაითვალისწინა ნეიტრალური დოკუმენტის აღების შესაძლებლობა, რაც მის მფლობელს სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით დადგენილ არაერთ სერვისს და სარგებელს სთავაზობს. თუმცა, ამგვარ დოკუმენტებზე მათი ინტერესი არის დაბალი და ამასთან ერთად ვლინდება ასეთი პირების ნეგატიური დამოკიდებულება ნეიტრალური დოკუმენტების აღების მიმართ, ვინაიდან ნეიტრალური დოკუმენტი მათი მხრიდან ცალკეულ შემთხვევებში აღიქმება პირადობის დამადასტურებელ საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტად. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული პირების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი ინტეგრაციისათვის, მათთვის ცალკეულ სერვისებზე წვდომის გაფართოებისა და გამარტივების უზრუნველსაყოფად, დამატებით შემუშავდეს ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი. კანონპროექტის მიხედვით, ასეთ მექანიზმად განიხილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის გზით ე.წ. ,,პირადი ნომრის“ მინიჭება. აღნიშნული გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ შესაძლებლობას პირადი ნომერით რეგისტრაციის გზით. ზემოხსენებული პირების იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მათთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის მიზნით, დაინერგება ისეთი პროცესი, რომლის შედეგიც იქნება სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირება, პირადი ნომრის მინიჭება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირზე პირადი ნომრის შესახებ ცნობის გაცემა. რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის იდენტიფიცირების პროცედურა იქნება დიდწილად ნეიტრალური პირადობის მოწმობის გაცემის პროცედურის მსგავსი, კერძოდ კი, იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები (პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) მის ბიომეტრიულ მონაცემებთან ერთად (ბიომეტრიული ფოტო). აღსანიშნავია, რომ პირის იდენტიფიკაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მოქმედი არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაციის გამოყენების პრაქტიკა უკვე არსებობს არა მხოლოდ ნეიტრალური დოკუმენტების გაცემისას, არამედ მათი ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაში ჩართვისას2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციის პროცესი დაიწყება მისი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში ან საზოგადოებრივ ცენტრებში გამოცხადებისას. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება აგრეთვე ელექტრონული ფორმით. სააგენტოს მიერ პირის იდენტიფიკაციის შემდეგ მოხდება 2 ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამის მოსარგებლეები არიან ასევე პირები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ ე.წ. ,,ოსური ან აფხაზური“ პასპორტები; ამასთან, ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა შესაძლებელია მოხდეს შესაბამის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სხვა დოკუმენტების გამოყენებით. განმცხადებლის დაფიქსირებით. პირველადი რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მონაცემების რეგისტრაციის პროცესი განისაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. აღნიშნული პროცედურისთვის მომსახურების საფასური დაწესებული არ იქნება. საკითხის დადებითად დასრულების შემთხვევაში, პირს მიენიჭება თერთმეტნიშნა ინდივიდუალური ნომერი და მისი მონაცემები, ბიომეტრიულ ფოტოსურათთან ერთად, აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ცალკე ველში. აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, ანდა მის ხელთ არსებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, უფრო გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისებით. დაინტერესებულ პირს, მისი შესაბამისი სურვილისა და მოთხოვნის შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადაეცემა მარტივი, A4 ფორმატზე დატანილი ცნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის პირადი ნომრის შესახებ. აღნიშნული ცნობა წარმოადგენს A4 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელიც დაცული იქნება სპეციალური შტრიხ კოდით, არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს და მისი განმეორებით აღება პირს შეეძლება ნებისმიერ დროს, როგორც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (ზუგდიდის იუსტიციის სახლი, რუხისა და ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრები, მეჯვრისხევისა და ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრები, ან ნებისმიერი სხვა). თუმცა, პირადი ნომრის შესახებ A4 ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, როდესაც საერთო მონაცემთა ბაზაზე წვდომის მქონე სერვისების მიმწოდებელ შესაბამის ოპერატორს შეუძლია პირადი ნომრისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე სერვისის მომთხოვნი პირის იდენტიფიცირება. ამგვარი სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება რაიმე დოკუმენტის წარდგენის გარეშეც (მათ შორის, პირადი ნომრით ელექტრონულად), ან პირადი ნომრით რეგისტრაციის დროს იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის მიზნით გამოყენებული ხელთ არსებული „დოკუმენტების“ საფუძველზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა შესახებ დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა სერვისების მიღება გათვალისწინებულია პირადი ნომრით რეგისტრირებული პირებისათვის და რომლებსაც გააჩნიათ წვდომა სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე. პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. შესაბამისად, პირადი ნომრით რეგისტრაცია არ წარმოშობს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს თუ უფლებებს. ეს მექანიზმი ემსახურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის იდენტიფიცირების და რეგისტრაციის ამოცანას და პირადი ნომრის მქონე პირებისთვის ქმნის შესაძლებლობას ისეთ სერვისებზე წვდომისა, როგორიც არის, მაგალითად:  მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება;  გრანტის მიღება;  საბანკო სერვისებით სარგებლობა;  ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;  სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება;  უმაღლესი განათლების მიღება;  პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა;  გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;  და სხვა. შესაძლებელია, ეტაპობრივად, კიდევ უფრო გაფართოვდეს იმ სახელმწიფო სერვისების წრე, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ პირადი ნომრის მქონე პირები. კანონპროექტის მიღება არ განაპირობებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობის გაუქმებას. კანონპროექტი, ამ პირებისთვის შექმნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის დამატებით მეტად გამარტივებულ და დეპოლიტიზირებულ მექანიზმს. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აღნიშნული პირებისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესაძლებლობის დადგენას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და მათთვის პირადი ნორმის მინიჭებას, რაც უზრუნველყოფს ასეთი პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქისთვის არსებული სერვისების, პროგრამების, შეღავათების ხელმისაწვდომობას. კანონპროექტის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებისთვის შექმნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებით, შეღავათებით სარგებლობის ახალი, მარტივი, ეფექტიანი, არსებულისგან (პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა) განსხვავებული მექანიზმი (ასეთი მექანიზმის შემუშავება გარკვეულწილად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების დამოკიდებულებას უკავშირდება, რადგან ისინი ხშირ შემთხვევებში თავს იკავებენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, პირადობის ნეიტრალური მოწმობითა ან\და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობისგან). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს მიენიჭება პირადი ნომერი. პირადი ნომრის მინიჭებით, მათ კვლავ ექნებათ პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა, თუმცა, ასეთ პირებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის მექანიზმები. აღნიშნული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა გათვალისწინებულ იქნება საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. კანონპროექტით რეგულირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებული მხოლოდ ძირითადი საკითხები (მაგ: პირთა წრე, რომლებზედაც არ გაიცემა აღნიშნული დოკუმენტები, პირადი ნომრის მინიჭებაზე უფლებამოსილების მქონე ორგანო, დოკუმენტის გაცემის საკითხის გადაწყვეტაში სხვა უწყებების ჩართვის აუცილებლობა, დოკუმენტის გაცემის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები დაწესების შესაძლებლობა). გარდა ამისა, კანონპროექტით მოწესრიგებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადი ნორმის მინიჭებისა და გაუქმების წესი, რაც დამტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტით იცვლება კანონის 11 მუხლის მე-2 პუნქტის და 2013 მუხლის რედაქცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დაწესებას. ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11 1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. 2. პირს პირადი ნომერი ენიჭება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 2013 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმართ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4– მე-5 პუნქტები და 111 მუხლი.