„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის ,,ჰ35“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;“; ბ) ,,გ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;“; 3. 473 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხული პირებისათვის.“; ბ) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით. 5. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები ვალდებული არიან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე განახორციელოს სტუდენტების მიღება.“; 4. 52-ე მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირი და რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; გ) ოსური ენის ტესტი; დ) აფხაზური ენის ტესტი.“; ბ) 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „5 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის: ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; გ) 1%-ს – აფხაზური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. დ) 1%-ს – ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. 52. შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და 1 მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 5 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.“; გ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: ,,53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.“; დ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „9 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“; 5. 521 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 522 მუხლი: ,,მუხლი 522. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირების მიღების საფუძველი 1. საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ. 2. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებას. 3. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს: ა) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ბ) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა საბაზო ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.“; 6. 54-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“; 7. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“; 8. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ 1 9. 80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 1 10. 89 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 11. 90-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „2 . ამ კანონით გათვალისწინებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2023–2024 სასწავლო წლის ჩათვლით.”. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადი ნომრის მინიჭებას იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად, ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). პირადი ნომრის მინიჭებით ზემოაღნიშნული პირებისთვის კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები, რითაც ხელს შეუწყობს ამ პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას. აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ზემოხსენებული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და მათთვის განათლების დაფინანსების შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ჰქონდეს სახელმწიფო სასწავლო (მათ შორის სამაგისტრო) გრანტების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა კანონპროექტის მიზანია აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების რეალური შესაძლებლობის მიცემა. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე ზემოხსენებული პირებისთვის სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის გავლის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მოპოვების შესაძლებლობის მიცემა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად: ა) სახელმწიფო სასწავლო (სამაგისტრო) გრანტის მიმღები შეიძლება იყოს ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რაც შესაბამისად იწვევს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ5“ ქვეპუნქტში, მე-80 და 801 მუხლების პირველ პუქნტებში ცვლილების შეტანას. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებს პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს პირადი ნომერი უფლება ეძლევა, სწავლა განაგრძოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რამაც გამოიწვია ცვლილების შეტანა 1 კანონის 89 მუხლის პირველ პუქნტში. ბ) აფხაზურენოვან და ოსურენოვან აბიტურიენტებს - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შეეძლებათ ახალი რეგულაციით, კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების აფხაზური ან ოსური ენის ტესტის ჩაბარების საფუძველზე, ნაცვლად ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის ჩაბარებისა. აღნიშნული ცვლილების განხორციელება აუცილებელია, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტი, იმისათვის რომ, მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ზოგადი უნარები აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ ან ოსურ ენაზე, რაც, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ვინაიდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) აფხაზურ და ოსურ ენებზე ამა თუ იმ საგნის სწავლება მხოლოდ დაწყებით საფეხურზე (მეოთხე კლასის ჩათვლით) ხდება. ზოგადი უნარების ტესტი აფასებს ახალი ინფორმაციის გააზრების, ლოგიკურად მსჯელობის უნარს. ტესტის ერთი ნაწილი ამოწმებს აბიტურიენტთა ვერბალურ კომპეტენციას, ლექსიკურ სიმდიდრეს, ვერბალურად წარმოდგენილი ინფორმაციის, სხვადასხვა ტექსტის გაგებისა და გააზრების, ანალიზის უნარს. ეს ტექსტები მრავალფეროვან თემატიკას შეეხება - ისტორიას, ბიოლოგიას, ხელოვნებას და ა. შ. სასკოლო განათლების ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რომლებიც ამა თუ იმ საგნის სამეცნიერო ტერმინოლოგიის სწავლების ძირითადი, განმსაზღვრელი ეტაპებია, სამეცნიერო ტერმინოლოგია ოსურ და აფხაზურ ენებზე არ ისწავლება. ზოგადი უნარების ტესტის მეორე ნაწილი ამოწმებს რაოდენობრივი აზროვნების უნარს რიცხვების სახით წარმოდგენილი ინფორმაციის გაგებისა და გაანალიზების, მათემატიკური ცნებებით ოპერირების უნარებს. ზემოხსენებულ რეგიონებში მათემატიკის სწავლება დაწყებითი საფეხურის შემდეგ რუსულად მიმდინარეობს და შესაბამისად, მათემატიკური ცნებები, მეცნიერული ტერმინები ოსურ და აფხაზურ ენებზე უცნობი იქნება აბიტურიენტებისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზოგადი უნარები ადამიანს თანდათანობით უვითარდება. ამ უნარებს აყალიბებს მეცადინეობა, კითხვა, მეცნიერებასა და კულტურასთან ზიარება, ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აბიტურიენტი წლების განმავლობაში ემზადება ზოგადი უნარების გამოცდისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქართველოში 2004 წლიდან სახელმწიფოს მიერ შემუშავდა და დაინერგა ზოგადი განათლებლის ახალი პოლიტიკა და კანონმდებლობა, შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა და ეროვნული სასწავლო გეგმა. ზოგადი განათლების სისტემა ეტაპობრივად გადავიდა სწავლების ახალ პრინციპებზე - აქცენტი ფაქტობრივი ცოდნის მიღებიდან გადატანილ იქნა ინფორმაციის გააზრებაზე, ცოდნის გააზრებულად შეძენაზე. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არ იქნება სამართლიანი, აფხაზურენოვან და ოსურენოვან აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება დავავალდებულოთ. მიზანშეწონილი იქნება, მათ მიეცეთ საშუალება, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვონ მხოლოდ ოსური/აფხაზური ენის ტესტის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული იწვევს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ35“ პუნქტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტში, 473 მუხლის პირველი, მე-4-მე-7 პუნქტებში,52-ე მუხლში, 54-ე მუხლის 21 პუნქტში, 66-ე მუხლის მე5 პუნქტსა და 90-ე მუხლის 22 პუნქტში ცვლილების შეტანას. გ) შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მოსახლეობა ვერ იღებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული ზოგადი განათლების სტანდარტების შესაბამის განათლებას, შეიქმნება სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა, რომელიც სპეციფიურად გათვალისწინებული იქნება აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, უზრუნველყოფს მათ ზოგადი განათლების დონის გაზრდას და სრულფასოვან მომზადებას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული პროგრამის არსებობა, საგანმანათლებლო და პროცედურული თვალსაზრისით, საგრძნობლად გააუმჯობესებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის განათლების ხელმისაწვდომობას როგორც საქართველოში არსებულ, ასევე უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება განხორციელდეს ზემოხსენებული რეგიონიდან სტუდენტების მომზადება/გადამზადება სასურველ საგნებში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, აფხაზურ ან ოსურ ენაში, უცხოურ ენაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებულ არჩევით საგნებში, ზოგად უნარებში, კომპიუტერულ პროგრამებში, და ა.შ., რათა მათ შემდგომში გაუადვილდეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შერჩეულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება. ერთწლიანი პროგრამის დასრულებისა და შერჩეულ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევის შედეგად, პირს შეეძლება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე. აღნიშნული იწვევს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისათვის 53 პუნქტისა და 522 მუხლის დამატებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი იქნება ფინანსური რესურსები: სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ადმინისტრირებისა და განხორციელებისათვის; სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩარიცხული პირების უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი: 32 02 13) უზრუნველყოფს გალის რაიონის აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 120 აბიტურიენტი. კანონპროექტის მიღების შემდგომ, სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის გავლის საფუძველზე პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი ჩარიცხვა განხორციელდება 2019 წელს. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ადმინისტრირებისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯი, ასევე სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩარიცხული პირების უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის აუცილებელი ხარჯი წარმოიშობა 2019 წლიდან და დამოკიდებული იქნება სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობაზე. 2019 წელს სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯის სავარაუდო მოცულობა 200 ბენეფიციარის არსებობის შემთხვევაში იქნება 220.0 ათასი ლარი. ამასთან, აღნიშნული 200 პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება 1.7 მლნ ლარი, მათი უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის. საგულისხმოა, რომ ქალაქ თბილისში მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ბევრ ბენეფიციარზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალისთვის, უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისათვის. დაგეგმილ და საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებში ადგილები საჭიროებისამებრ და უფასოდ გათვალისწინებული იქნება აფხაზი და ოსი სტუდენტებისთვის. რაც შეეხება შემდგომ წლებს, საყურადღებოა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის სისტემის გამარტივების გამო მოსალოდნელია ბენეფიციართა ზრდა, რის პარალელურადაც გაიზრდება აუცილებელი დაფინანსების ოდენობა სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული პირების უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის იმ ბენეფიციარებთან დაკავშირებით, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, აღსანიშნავია, რომ მათი განათლების დაფინანსება განხორციელდება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, რომლის სავარაუდო მოცულობა 2019 წლისთვის დამოკიდებული იქნება ბენეფიციართა რაოდენობაზე და ამასთან, ყოველი 200 ბენეფიციარის შემთხვევაში სავარაუდო მოცულობა განისაზღვრება 1.9 მლნ ლარით. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მოახდენს გავლენას სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირებზე, კერძოდ: ა) საქართველოს მოქალაქეებზე და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით - რამდენადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მოემზადონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო გაგრძელების შემთხვევაში მიიღონ უმაღლესი განათლების დაფინანსება. ბ) საქართველოს მოქალაქეებზე და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა საბაზო ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით - რამდენადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მოემზადონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო გაგრძელების შემთხვევაში მიიღონ პროფესიული განათლების დაფინანსება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: მრავალმხრივ მრავალმხრივ დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტებით შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა; ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო პერსონალისა და სტ უდენტთა უფლება , დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება , სამეცნიერო კვლევა და სწავ ლა ; გ1 ) ატესტაცია – პროფესორის , მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების , ა კადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენე ბულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ; დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწა ვლის , სწავლებისა და კვლევის პროცესებშიმონაწილეობისათვის როგორც საქართველოში , ისე უცხოეთში , რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ,კრედიტების ან კვა ლიფიკაციის აღიარება ; ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო; ე1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება − უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს; ე2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შე მადგენელი დოკუმენტი , რომელშიცსისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ; ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ვ1 ) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობი ს შესაბამისად აღიარებული უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერპირისთვის აკა დემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია ; ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის; თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება; ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში; ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით; კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის; ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამო უკიდებელი სტრუქტურული ერთეული ( სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი , ცენტრი , ლაბ ორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსა ც ჰყავს მართვისორგანოები . დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში .დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეუ ლი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვ რულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით . დამოუკიდებე ლი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები , მართვისა და საქმიანობ ის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვ ლევითი ერთეულის დებულებით ; ნ2 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართ ლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება , რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯა რო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით . საჯა რო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლისიურიდ იული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქ მიანობას და უფლება აქვს , უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხე ლშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ; ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფი კაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ,აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდე ბლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისმიერ ერთო ბლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის; ო2 ) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი , რომელიც პირს მასწავლე ბლის მომზადების ინტეგრირებულისაბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილიკრედიტების დ აგროვების შედეგად ენიჭება . განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მი ანიჭოს მასწავლებლობის უფლება; ო3) ვეტერინარიის მაგისტრი − იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება; პ) ( ამოღებულია); პ1) (ამოღებულია); ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი , რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი ს აგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტისმიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღ ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციისდასადას ტურებლად , აგრეთვე დოკუმენტი , რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლეს ი საგანმანათლებლო პროგრამის გავლისშედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართ ველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესისაგანმანათ ლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადას ტურებლად ; რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად; ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში; ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით; უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება; უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება; ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად; ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს; ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად; ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა; ღ) (ამოღებულია); ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ღ2 ) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პრ ოგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცე მული დიპლომით ან სერტიფიკატით , აგრეთვე სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა ერთობლ ივიუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / დ ა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისადაღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე სებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით / დიპლომებით ან სერტიფიკატით ; ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად; შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში; წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის; წ1 ) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრ ის , დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის , მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკა დემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი , რომელიც აპირებს სწავლის მაგის ტრატურაში გაგრძელებას . რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლ ის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკა დემიური ხარისხი ; წ2 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და მასწავლ ებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამე ბისაგან დამოუკიდებელი , შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგ ანმანათლებლო პროგრამა ; წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად; წ4 ) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებ ლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზედაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლე ბლო პროგრამა , რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების / საგნობრივი ჯგუფებისმოდუ ლს , მასწავლებლის მომზადების მოდულს , თავისუფალი კომპონენტების მოდულს , სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევისმოდულს ; წ5 ) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებ ობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებსსამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უ ფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტებისსა მეცნიერო - კვლევით მუშაობას ; წ6 ) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ს აქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულშიან დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერ თეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით ; წ7) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა; წ8) ვეტერინარის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად; წ9) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე დონის აღმწერის შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებას; ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას; ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა; ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე; ჰ2 ) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა , რომლის განხორციელების წინაპირობა , შესაბა მისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა ,არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებ ა ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელ ია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ; ჰ3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით; ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე; ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა); ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში; ჰ8 ) (ამოღებულია); ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება; ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი − სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად; ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება; ჰ12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება; ჰ 13 ) (ამოღებულია); სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო ჰ14 ) დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში; ჰ15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს; ჰ17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელიც ახორციელებ ს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის უმა ღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ; ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით; ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო; ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო; ჰ22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად; ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული; ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად; ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388); ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში; ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს; ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი; ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე; ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით; ჰ33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ჰ34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები; ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური ჰ35) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად; ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით; ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი; ჰ39) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ჰ40) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს; ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა; ჰ43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ჰ46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ჰ47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება; ჰ48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა , რ ომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებას / დაწესებუ ლებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესსაგანმანათლ ებლო დაწესებულებას შორის , აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ ლებასა და დამოუკიდებელსამეცნიერო - კვლევით ერთეულს / საჯარო სამართლის იურიდიუ ლ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს– სამეცნიერო - კ ვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწე სებულებას შორის ერთობლივიუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესა ხებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პ როგრამის განხორციელებისშესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები . მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში 1. საქართველოს მთავრობა: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს; ბ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით; ბ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); ბ3) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა; გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწ ავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცუ ლობასა და ოდენობას ; გ 2 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , სომხურ ენოვანი , აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზეჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას , რო მლებიც გადიან ქართულენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ; გ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა; გ4 ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობასა და პირობებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით; გ5 ) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები; საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი; გ6 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სტგ6უდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; დ 1 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საჯ არო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პი რის – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების დაფუძნების კრიტერიუმებსა და წესს ; ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (შემდგომ − საქართველოს შსს აკადემია) ანიჭებს უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 2. ( ამოღებულია). მუხლი 47 3 . ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. 2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60- კრედიტიანი და მისი ს წავლება სავალდებულოა პირველისასწავლო წლის განმავლობაში . 3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლე სი საგანმანათლებლო დაწესებულებაგასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სე რტიფიკატს . 4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით. 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო -შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო -შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა გააგრძელონ ქართულ ენაზე. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე იმ სტუდენტების მიღება, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. 8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. მუხლი52.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო , ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგ ისტრო , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლოპროგრამაზე სტუ დენტის მიღების საფუძველი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე. 2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს: ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად; ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად. 3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917). 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. 51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის: ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. 52 . შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგად ი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ,სომხურენოვანი , აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტ ების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობისგათვალისწინებით , უმ აღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართვე ლოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე , შესაძლებელია ამ მ უხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტულიგადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებშ ი. 6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. 7. (ამოღებულია). 8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა. 9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს. 91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს. მუხლი 54. სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭება 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების დოკუმენტს, გარდა ამ კანონის 54 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2.სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის ტრის მიერ დადგენილი წესით . 21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა გააგრძელონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. ( ამოღებულია – 22.03.2013, №388). მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა არის 4 წელი. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 31. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. 32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. 33. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას; ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით. 5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე. მუხლი 80. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტით 1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისა, რომლის უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით. 3. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ფარგლებში, გარდა სამინისტროების მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების შემთხვევისა. მუხლი 801. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით 1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს , პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე . 2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისა, რომლის უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით. 3. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით. 4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასურს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულების მიერ, სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ფარგლებში. 5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 89 1 . საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები 1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 2. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. 3. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლებამოსილი არიან სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა 1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 21. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე. 22. ამ კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების ჩარიცხვა არის არაქართულენოვანი საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართული დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2018–2019 სასწავლო წლის ჩათვლით. 23. 2016−2017 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ამ კანონით დადგენილი წესით. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე 24. ამ მუხლის 23 აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილი არიან ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტები, რაც იწვევს მათზე მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტების ჩაბარებისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას. 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.