„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირები) მიერ გამოცემული აქტი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებულმა ცვლილებების პროექტმა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იუსრიდიქციის სრულად აღდგენამდე, ამ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და მათთვის რეგისტრაციის საფუძველზე პირადი ნომრის მინიჭების შესაძლებლობის დადგენას. პირადი ნომრის მინიჭებით ზემოაღნიშნული პირებისთვის კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები, რითაც ხელს შეუწყობს ამ პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას. პროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული პროექტი, რომელიც ადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტების განხილვის შესაძლებლობას არა მხოლოდ პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე პირის დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის. საგულისხმოა, რომ ამჟამად ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი უკანონო ორგანოების მიერ გამოცემული აქტის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კანონში 2010 წლის 26 თებერვალს შეტანილი ცვლილებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, დღემდე აღნიშნული კანონი არ შეიცავს შესაბამის რეგულაციებს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შევიდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელშიც ასახული იქნება ნორმები უკანონო ორგანოების მიერ გამოცემული აქტების ცალკეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრები პირებისთვის ცალკეულ სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესაძლებლობის მიცემა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების მიერ გამოცემული აქტის წარდგენა პირის დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის. კანონპროექტით კანონის მე-11 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. შედეგებს იმ ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა რაიმე სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11. განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.