„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N20, 04.05.2005, მუხ.143) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს
მოქალაქეზე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირზე, უცხო
ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
მქონე
სხვა
სახელმწიფოს
მოქალაქეზე),
მოქალაქეობის
არმქონე
პირზე
და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრომ
უზრუნველყოს
შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ პირადი ნომრის მინიჭებას იმ პირთათვის, რომლებიც
მუდმივად, ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). პირადი
ნომრის მინიჭებით ზემოაღნიშნული პირებისთვის კიდევ უფრო მეტად იქნება
ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები, რითაც ხელს შეუწყობს ამ პირთა
ერთიან სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას.
აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
აუცილებლობა,
რათა
უზრუნველყოფილი იქნენ ზემოხსენებული პირები ზოგადი განათლების მიღების
შესაძლებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, რომელთაც საქართველოს
კანონმდებლობით
სახელმწიფოს
დადგენილი
მიერ
წესით
კონტროლირებად
მინიჭებული
აქვთ
ტერიტორიაზე
პირადი
ზოგადი
ნომერი,
განათლების
დაფინანსებით უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების
დაფინანსების
შესაძლებლობა
გავრცელდება
ასევე
აფხაზეთის
ავტონომიურ
რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ
ოლქში)
ლეგიტიმურად
მცხოვრებ
პირებზე,
რომელთაც
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, რაც
შესაბამისად
იწვევს
ცვლილების
შეტანას
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა რაიმე
სახის გადასახდელის დაწესებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის
განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
გრძელდება 12 წლის განმავლობაში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლ
ილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერითფინანსდება სახელმწიფოს მიერ .
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების უზრუნველყოფის
გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
დააფინანსოს კერძო სკოლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და
პირობების
შესაბამისად,
შესაბამისი
მიზნობრივი
პროგრამის/პროგრამების
ფარგლებში.
3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური
ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების
ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ
მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად,
განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის
დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების
დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული
დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.
4. ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების
დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი, რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება
გრძელდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში მოსწავლის
გადასვლის შემთხვევაში.
5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.
6. საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის
ინდივიდუალური
საფუძველზე
საქართველოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
მიიღოს
აქტის
დამატებითი
დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის
ფარგლებში.
61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქა
რთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისმიერ საჯარო სამართლის იური
დიულ პირებად დაფუძნებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში
სააღმზრდელომომსახურების , მოსწავლეთა ზოგადი განათლების , საცხოვრებელი პ
ირობების , მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას .
6 2 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო
მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების
დაფინანსებას.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს
მოქალაქეზე,
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის,
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის ან დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირზე და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირზე.