„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ
გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ
წარმოშობს,
გარდა
იმ
შემთხვევისა,
როცა
აღნიშნული
აქტი
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის
დადგენის,
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის,
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების,
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა
და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
შემუშავება
განაპირობა
„საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს
საქართველოს
კანონში
მოქალაქის
მომზადებულმა
პასპორტის
გაცემის
ცვლილებების
წესის
პროექტმა,
შესახებ“
რომელიც
ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის
(ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს
იუსრიდიქციის სრულად აღდგენამდე, ამ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები
პირების რეგისტრაციისა და მათთვის რეგისტრაციის საფუძველზე პირადი ნომრის
მინიჭების შესაძლებლობის დადგენას. პირადი ნომრის მინიჭებით ზემოაღნიშნული
პირებისთვის კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახელმწიფო
სერვისები, რითაც ხელს შეუწყობს
ამ პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ და
სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას.
პროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქის) ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტების
განხილვის შესაძლებლობის დადგენის აუცილებლობა არა მხოლოდ პირადობის
ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირის დაბადების, ქორწინების, განქორწინების,
გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში
(ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების
ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ
გაცემული
აქტების
განხილვის
შესაძლებლობის
განსაზღვრა
საქართველოს
მოქალაქეობის დადგენის, ამ ტერიტორიაზე პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის
დადგენისა და ასეთ პირის რეგისტრაციის მიზნებისათვის, რათა ასეთ პირებს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიენიჭოთ პირადი ნომერი.
ამასთან, შესაძლებელი იქნება ამგვარი დოკუმენტების დახმარებით ისეთი იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, როგორიც არის მაგალითად, საქართველოს
ტერიტორიაზე დაბადება, ქორწინება, განქორწინება და გარდაცვალება. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მიმართ იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის, ისევე, როგორც მათი ზემოაღნიშნულ
ტერიტორიებზე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და რეგისტრაციის
პროცედურები განისაზღვრება ცალკეული კანონქვემდებარე აქტებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
აფხაზეთის
ავტონომიურ
რესპუბლიკასა
და
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრები
პირების რეგისტრაციის მიზნებისათვის შესაძლოა განხილულ იქნეს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტები. აღნიშნული
გამონაკლისი საქართველოს კანონმდებლობით უკვე გათვალისწინებულია (პირადობის
ნეიტრალური
რეგისტრირებულ
მოწმობა,
პირებს
ნეიტრალური
მიეცემათ
სამგზავრო
დოკუმენტი),
საქართველოს
თუმცა,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის უფრო
ეფექტიანი შესაძლებლობა. ამასთან, ასეთი დოკუმენტები შესაძლებელია განხილულ
იქნეს ასევე ცალკეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტისა და საქართველოს
მოქალაქეობის დადგენის მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონში 2010 წლის 26
თებერვალს შეტანილი ცვლილებით მე-8 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის
თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების
დადგენის
შესაძლებლობა
უზრუნველყოფილია
„სამოქალაქო
აქტების
შესახებ“
საქართველოს კანონით. თუმცა კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი არ გაკეთებულა
შესაბამისი ჩანაწერი და ამიტომ ნორმის მოქმედი რედაქცია არ იძლევა ცალკეული
იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტების განხილვის შესაძლებლობას.
ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს არც ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონი. ამიტომ კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილია „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი,
რომელშიც ასახულია ნორმები უკანონო ორგანოების მიერ გამოცემული აქტების
ცალკეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით, სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
კანონპროექტით იცვლება კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)
1. უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი
(დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც
მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა ფუნქციებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ
გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ
წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის.
3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების
დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.