„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“. 2. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ 1. საქართველოს მოქალაქედ, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევა: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, თუ მას არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და არ არსებობს მის მიმართ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ჩართულობით, იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დადგენის ან მოქალაქეობის დადგენაზე უარის შესახებ.“. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს ამ კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირების მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სპეციალური, გარკვეულწილად გამარტივებული მექანიზმის შემუშავების აუცილებლობამ. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი ორგანული კანონის 30-ე მუხლი იტვალისწინებს მოქალაქეობის დადგენის ზოგად წესს, რომელიც მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, 2019 წლიდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ პირებს აღარ შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის გზით საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პასპორტის მიღება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუშლის აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ერთიან სახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას, საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული სარგებლის მიღებასა და მეორე მხრივ, გაზრდის ასეთი პირების მოტივაციას, მიიღონ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეობა, რაც ცალსახად არ შედის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს შეეძლოთ ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს, ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შედეგად მიღებული ვიზალიბერალიზაციის სარგებელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის გაზიარება. აღნიშნულ პირებს, სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, საქართველოს პასპორტის გამოყენებით უნდა შეეძლოთ ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი რთული ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე და შემჭიდროვებულ ვადებში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის გრძელვადიანი მექანიზმის შემუშავება. პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა: საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. საქართველოს მოქალაქეებად ასევე მიიჩნევა მოხსენიებული პირის შვილი, თუ მას არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და არ არსებობს მის მიმართ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე მიმართონ, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში- ,,სააგენტო“), ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პირებისთვის მოქალაქეობის დასადგენად დადგინდება სპეციალური წესები, კერძოდ განცხადების წარდგენის შემდეგ, სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ჩართულობით, განიხილავს განცხადებას და შეამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეობის დადგენის ან მოქალაქეობის დადგენაზე უარის შესახებ. მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონის 30-ე მუხლში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქეობის დადგენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით. ამასთან, კანონს ემატება 301 მუხლი, რომლიც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირების მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სპეციალურ წესს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქედ, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევა: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, თუ მას არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და არ არსებობს მის მიმართ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ჩართულობით, იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დადგენის ან მოქალაქეობის დადგენაზე უარის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 30. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეო ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვთ, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიებს.