„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 109 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 108 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებს და მათი ცვლილების წესს, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის პრინციპებს, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სტატუსსა და საქმიანობის
სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის მიზნები
ამ კანონის მიზანია მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავების, მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, მიწის
ბალანსის
შედგენის,
აღრიცხვისა
და
სასოფლო-სამეურნეო
სტატისტიკური
დანიშნულების
მონაცემების
წარმოების,
მიწის
რესურსების
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის სახელმწიფო
მონიტორინგის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის ან
საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება (ან რომლის გამოყენებაც არის
შესაძლებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობანაგებობით ან მათ გარეშე;
1
ბ) საძოვარი - ბალახოვანი ან/და ბუჩქოვანი მცენარით დაფარული (ბუნებრივი ან
გაკულტურებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც
გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (საკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ან/და
დამხმარე ნაგებობით, ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომლის ნიადაგურ-კლიმატური
პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ასეთად
გამოყენება არის შესაძლებელი;
გ) სათიბი - ბალახოვანი ან/და ბუჩქოვანი მცენარით დაფარული (ბუნებრივი ან
გაკულტურებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც
გამოიყენება თივის, სენაჟის, სილოსის, ბალახეული ფქვილის ან ცხოველის სხვა
დამატებითი საკვების დასამზადებლად, მასზე არსებული სამეურნეო ან/და დამხმარე
ნაგებობით, ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომლის ნიადაგურ-კლიმატური
პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ასეთად
გამოყენება არის შესაძლებელი;
დ) სახნავი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც
გამოიყენება
სასოფლო-სამეურნეო
კულტურების
მოსაყვანად
(მათ
შორის
მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა), მასზე არსებული სამეურნეო ან/და
დამხმარე ნაგებობით, ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომლის ნიადაგურ-კლიმატური
პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ასეთად
გამოყენება არის შესაძლებელი;
ე)
საკარმიდამო
- სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის ნაკვეთი,
რომელზეც განთავსებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან
მშენებარე) და გამოიყენება საკარმიდამოს ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად,
მასზე არსებული სამეურნეო ან/და დამხმარე ნაგებობით ან ამის გარეშე;
ვ) საოჯახო მეურნეობა - საოჯახო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის,
სამეურნეო
ნაგებობების,
გადამამუშავებელი
მრეწველობის
ობიექტებისა
ან/და
მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის წარმოებას;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც
არ არის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების;
თ) მიწის ნაკვეთი - გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია, რომელიც
მოქცეულია ერთიან საზღვრის კონტურში და ერთიან უფლებრივ სივრცეში;
ი)
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
2
დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა - საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
სახელმწიფო
ბიუჯეტში
გადასახდელი
საკომპენსაციო თანხა, რომელიც იანგარიშება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის და კატეგორიის გათვალისწინებით;
კ) მომსახურების საფასური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული
სააგენტოს
გადასახდელი
თანხა,
მიერ
გაწეული
რომელიც
მომსახურებისათვის
განისაზღვრება
მის
ანგარიშზე
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
თავი II. მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
მუხლი 4. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტო
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიწის
მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
(შემდეგში - სააგენტო).
2. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ
კანონითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
3.
სააგენტოს
ხელმძღვანელობს
სააგენტოს
თავმჯდომარე,
რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, შესაბამისი საბანკო
ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი სახსრები, გრანტები, მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები და
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილებანი
1.
სააგენტო
საქმიანობას
წარმართავს
საქართველოს
კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და სააგენტოს დებულების
საფუძველზე.
2. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის ბალანსის შედგენა და სტატისტიკური
მონაცემების წარმოება, მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
ბ) მიწის რესურსების რაციონალური და მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის
სახელმწიფო პოლიტიკის და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების
შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
დ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის კატეგორიის განსაზღვრა და მათი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) გაუდაბნოების წინააღმდეგ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და
მისი განხორციელება;
ვ)
ქარსაფარის
(მინდორდაცვითი)
ზოლის
მართვასთან
დაკავშირებული
ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
ზ)
ნიადაგების
ეროზიისა
და
დეგრადაციის
საწინააღმდეგო,
აგრეთვე
ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობის
მიღება და განხორციელება;
თ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების პირობების
განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ი) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
კ) სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში
მონაწილეობის მიღება.
4
თავი III. მიწის მიზნობრივი დანიშნულება. სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მართვა
მუხლი 6. საქართველოს მიწის ფონდი
1. საქართველოს მიწის ფონდი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწებს, მათ შორის ტყით და წყლის ობიექტებით დაკავებულ მიწებს.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება გამოყენებულ
იქნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის, საკარმიდამოს ან/და
საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მასზე შესაძლებელია განთავსებული იყოს
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ან/და დამხმარე ნაგებობები.
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც
დაკავებულია მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ელექტროსისტემის
ან/და სხვ. ობიექტებით და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ასევე,
წყლის ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი, ტყით დაფარული ტერიტორია.
4. მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე, დაუშვებელია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებით.
5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების
შედეგად,
მიწის
ხარისხის
გაუარესებით
გამოწვეული
ზიანი
ექვემდებარება
ანაზღაურებას, რომელიც იანგარიშება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
მეთოდიკის მიხედვით მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიებისთვის დადგენილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით.
მუხლის 7. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება
1. სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს შეიძლება
შეეცვალოს მიზნობრივი დანიშნულება, რაც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის
მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება დასაშვებია დასაბუთებული საჭიროების
არსებობის შემთხვევაში.
5
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილება დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ იგი ამ მიზნით არ
გამოიყენება და შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.
4.
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, წარდგენილი დოკუმენტაციის, სააგენტოში
დაცული ინფორმაციისა და სივრცითი დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით.
მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება რეგისტრირდება საჯარო
რეესტრში.
5.
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების წესი და მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
ცვლილების
დანიშნულების
საფასური
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
მოიცავს
დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხას და მომსახურების საფასურს.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილებისთვის გადაიხდება მომსახურების საფასური.
7.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
დანიშნულების
ცვლილების
მიწის
საკომპენსაციო
ნაკვეთის
თანხა
მიზნობრივი
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით
საქართველოს მთავრობის დადგენილებით და გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში.
8.
მომსახურების
საფასური
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით და გადაიხდება სააგენტოს ანგარიშზე.
9. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისთვის გადახდილი
საკომპენსაციო თანხა გამოიყენება ახალი მიწების ათვისებისა და მიწის ხარისხის
გაუმჯობესების ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და
მათი ცვლილება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:
ა) საძოვარი;
ბ) სათიბი;
6
გ) სახნავი;
დ) საკარმიდამო.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება
დასაშვებია შემდეგი წესით:
ა)
საძოვრის
კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
ბ)
სათიბის
კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთისათვის სახნავის ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
გ)
სახნავის
კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.
3.
დაუშვებელია
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
კატეგორიის ცვლილების გარეშე უფრო მაღალი ინტენსივობის კატეგორიისათვის
გათვალისწინებული დანიშნულებით სისტემატურად გამოყენება.
4.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
კატეგორიის
განსაზღვრისა და მისი ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო
წარდგენილი დოკუმენტაციის, სააგენტოში დაცული მონაცემებისა და სივრცითი
დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით, რაც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
5.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
კატეგორიის
განსაზღვრისა და მისი ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი და
მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფოს უპირატესი
შესყიდვის უფლება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვისა და მიწის
რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკიდან
გამომდინარე,
სახელმწიფოს
აქვს
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლება მესაკუთრის მიერ
მისი გასხვისების შემთხვევაში.
2.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
სახელმწიფოს
უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს უფლებას, შეიძინოს მიწის
7
ნაკვეთი მესაკუთრისგან იმ ფასად და იმავე პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ
ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს.
3.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
სახელმწიფოს
უპირატესი შესყიდვის უფლების მიმართ გამოიყენება საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 50-ე მუხლით
დადგენილი წესი.
მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/
მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე(ები) სარეგბლობს(-ენ) წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. უპირატესი შესყიდვის
უფლებით ასევე სარგებლობს კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან
გასულია არანაკლებ 2 წელი. ამ უფლებით არ სარგებლობენ „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირები.
2. უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პირის ვალდებულება, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს
შესთავაზოს იმავე ფასად და პირობებით, რომლებითაც ის მესამე პირსთვის მიყიდვას
აპირებს.
3. პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს,
ვალდბულია
უპირატესი
შესყიდვის
უფლების
მქონე
პირს(-ებს)
გაუგზავნოს
შეტყობინება დაზღვეული წერილით ფოსტის მეშვეობით საქართველოში არსებულ
მისამართზე ან, შეტყობინების ჩაბარების განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში
მითითებულ უნდა იქნეს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა
და
ამ
მუხლის
მე-7
პუნქტით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესახებ
ინფორმაცია. შეტყობინებაში ასევე მითითებულ უნდა იქნეს უპირატესი შესყიდვის
უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს
და იგი აითვლება შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
4. პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს,
უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
8
განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია უპირატესი შესყიდვის
უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული მისამართის შესახებ, ხოლო ეს
უკანასკნელი ვალდებულია გასცეს ამგვარი ინფორმაცია.
5. თუ შეტყობინება არ ჩაბარდა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს
საქართველოში არსებული მისამართზე, არ დგინდება უპირატესი შესყიდვის უფლების
მქონე პირის საქართველოში არსებული მისამართი ან საჯარო რეესტრში დაცული
მონაცემებით ვერ ხდება პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ვალდებული პირი
შეტყობინებას
აქვეყნებს
სააგენტოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე.
შეტყობინება
ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.
6. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება პირს არ ეკისრება, თუ
არსებობს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის სათანადოდ დამოწმებული
თანხმობა უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
7. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში,
მემკვიდრე უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს სამკვიდროს გახსნისა და
სამართალმემკვიდრის რეგისტრაციის შემდეგ. სამართალმემკვიდრის რეგისტრაციამდე
პირს არ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება და მის მიმართ არ ვრცელდება ამ
მუხლით დადგენილი ვალდებულებები.
8. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი, თუ იგი აპირებს ამ უფლების
გამოყენებას, ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
აღნიშნულის
თაობაზე
აცნობებს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რა დროსაც წარუდგენს დოკუმენტაციას შეტყობინების
თაობაზე.
უძრავ
ნივთზე
რეგისტრირდება
უპირატესი
შესყიდვის
უფლება
შეტყობინებაში განსაზღვრული ვადით.
9. პირი უფლებამოსილია გაასხვსოს მესამე პირზე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების
მქონე პირი უარს განაცხადებს უფლების გამოყენებაზე ან კანონით დადგენილ ვადაში
არ მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს.
10. თუ ვალდებული პირი შეტყობინებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ
გაასხვისებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, ამ
ვადის გასვლის შემდეგ, მას კვლავ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება.
9
მუხლი 11. უცხოელის და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და
საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) ვალდებულებები
1.
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილების
მისაღებად,
დაინტერესებული პირი საინვესტიციო გეგმას წარუდგენს დარგში პოლიტიკის
განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას,
რომელიც
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,
სააგენტოსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საინვესტიციო გეგმას
წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
2. საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის
მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საინვესტიციო გეგმასთან ერთად
წარედგინება საკუთრების უფლების რეგისტრაციისას.
3. საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
დარგში
პოლიტიკის
განმახორციელებელი
აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს მთავრობას და წარუდგენს
შესაბამის
ინფორმაციას
გადაწყვეტილების
მისაღებად.
საინვესტიციო
გეგმით
განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს და ვალდებულ პირს.
4. ვალდებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის 1 წლის ვადაში გაუსხვისებლობის
შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში
გადასვლას.
5.
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისთვის, მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების
შესახებ
ინფორმაციას
სააგენტოს
აწვდის
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი ორგანო. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე
10
ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო და
ინფორმაციას ათავსებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ვადა აითვლება მიწის გამოყენების შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შესაბამისი
კალენდარული წლის პირველი იანვრიდან. ორგანული კანონით დადგენილი ვადის
უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს,
რომელიც
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
წესის
შესაბამისად, უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას.
7. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა წარმოებს წინასწარი, სრული და
სამართლიანი
ანაზღაურებით.
ქონების
ღირებულების
დადგენისა
და
მისი
ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. თუ ვალდებული პირი არ ეთანხმება მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული
შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში
გადასვლის პირობებს, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა წარმოებს
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესაბამისად.
9. თუ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა,
რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას, მიწის ნაკვეთის
სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საკითხი წყდება საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, მიწის ნაკვეთზე დამდგარი სამართლებრივი შედეგების
გათვალისწინებით.
10.
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისთვის, მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი
წესის შესაბამისად. ორგანული კანონით დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის
შემთხვევაში,
ვალდებული
პირის
მიმართ
გამოიყენება
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.
11
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი
დებულებანი
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019
წლის პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და
სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნა.
2. სააგენტომ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „თ“-„კ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება
უზრუნველყოს 2020 წლის პირველი მარტიდან.
მუხლი 13. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, 2020 წლის პირველ მარტამდე დაამტკიცოს:
ა) მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრის და მათი ცვლილების წესი
და საფასურები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო
თანხები მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების
მიხედვით;
ბ) მიწის რესურსების აღრიცხვის, მიწის ბალანსის შედგენისა და სტატისტიკური
მონაცემების წარმოების წესი.
2. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარდგინებით, 2020 წლის პირველ იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
ბ)
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
სახელმწიფოს
საკუთრებაში გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების
განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესი.
3. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
12
მუხლი 14. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
არასასოფლო-სამეურნეო
მიზნით
გამოყოფისას
სანაცვლო
მიწის
ათვისების
ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 1997
წლის 2 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 11).
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-11 და მე-14 მუხლებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის
პირველი ოქტომბრიდან.
3. ამ კანონის მე-3, მე-6-მე-10 და მე-14 მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი
მარტიდან.
4. ამ კანონის მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
13
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების და სოფლის მეურნეობის
სექტორის განვითარებისათვის აუცილებელია მიწის მართვის ეფექტური პოლიტიკის
შემუშავება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, მიწა
წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და მოქალაქეებს გადაეცემოდათ
სარგებლობის
უფლებით.
„საქართველოს
რესპუბლიკაში
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა
კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების გამოცემით, საქართველოში
დაიწყო მიწის რეფორმა, რასაც მოყვა სასოფლო-სამეურნეო მიწების მასობრივი
განსახელმწიფოებრიობა. რეფორმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი
ნაწილი გადაეცა მოსახლეობას. მიწა გადაეცა როგორც სოფლის, ისე ქალაქად
მაცხოვრებლებს, მიუხედავად იმისა, ეწეოდნენ თუ არა ისინი სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობას მანამდე. ხშირ შემთხვევაში, გადაცემული ფართობები დანაწილებული იყო
3-4 სხვადასხვა ადგილას მდებარე მცირე ზომის ნაკვეთად. შესაბამისად, მოხდა
ნაკვეთების
ფრაგმენტაცია,
გათვალისწინებულ
არ
იქნა
ძირითადი
ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უფლებათა
გამიჯვნის საკითხი და მიწის ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელი სხვა
მნიშვნელოვანი ფაქტორები. ამასთან, საკუთრების უფლების ფორმალური აღიარების
საკითხი მოუწესრიგებელი დარჩა.
2005 წლამდე, მიწის მართვის დეპარტამენტის გაუქმებამდე, საქართველოში
წარმოებდა მიწების აღრიცხვა დანიშნულებისა და კატეგორიების, მიწის მესაკუთრეთა
და მოსარგებლეთა მიხედვით რაიონების შესაბამისად. ყოველწლიურად დგებოდა
მიწის ბალანსი, რომელიც განიხილებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო
დეპარტამენტის,
დაინტერესებული
სამინისტროებისა
და
უწყებების
მიერ
და
14
მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო
მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
მიწის ბალანსში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში,
სასოფლო-სამეურნეო
სავარგულებში
და
საკუთრება-სარგებლობაში
მომხდარი
რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები. მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა
იძლეოდა სახელმწიფო კონტროლის საშუალებას მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ
ცვლილებასთან
დაკავშირებით,
მათ
შორის
ინტენსიური
და
არაინტენსიური
სავარგულების მატება-კლების დინამიკის აღრიცხვის, ქალაქმშენებლობის, გზების და
სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან
ამოღების, სამაგიერო მიწის ჩანაცვლების და ა.შ, რაც წარმოადგენდა მიწის მართვის
საფუძველს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სწორი მართვისათვის მხოლოდ
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები არ იძლევა საკმარის ინფორმაციას.
მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხის მოწესრიგება მთავრობის ერთ-ერთი
უმთავრესი ამოცანაა, ვიდაიდან სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა
დამოკიდებულია
რაციონალურ
სასოფლო-სამეურნეო
გამოყენებასთან.
მიწის
დანიშნულების
ეფექტიანი
მიწის
მართვის,
რესურსების
როგორც
სოფლის
მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარი პირობის შემაფერხებელ გარემოებას
წარმოადგენს მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არარსებობა, რაც აძნელებს
სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების
აუცილებლობა განპირობებულია, ერთის მხრივ, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შემუშავებით და, მეორეს
მხრივ, მიწის მიზნობრივ დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის კატეგორიების განსაზღვრის და მათი ცვლილების, მიწის ბალანსის შედგენის,
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
რესურსების
აღრიცხვისა
და
სტატისტიკური მონაცემების წარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
რესურსების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის სახელმწიფო მონიტორინგის
საკანონმდებლო საფუძვლების შექმნის აუცილებლობით, ასევე, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო
15
სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შექმნის მიზნით.
მიწისა და მიწის რესურსების განვითარების სტრატეგიისა და სახელმწიფო
პროგრამების შემუშავება მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. მისი
არარსებობა,
თავის
მხრივ,
მნიშვნელოვან
გავლენას
ახდენს
რეგიონალურ
განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის და
სოფლის განვითარებაზე. გრძელვადიან პერიოდეზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის
მისაღებად
აუცილებელია
მიწის
ბალანსის
შედგენის,
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის, მონიტორინგის და
დაცვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ხელს
შეუწყობს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მიწის
რაციონალური გამოყენებას და დაცვას, დადგინდება მიწის რესურსების აღრიცხვის,
მიწის ბალანსის შედგენის და სტატისტიკური მონაცემების წარმოების სამართლებრივი
საფუძველი. კანონის პროექტით განისაზღვრება მიწის მიზნობრივ დანიშნულების და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიების და მათი ცვლილების წესი.
კანონის პროექტის მიღება უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მართვის სახელმწიფო ინსტიტუციონალურ მოწესრიგებას, რა მიზნითაც იქმნება
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
–
მიწის
მდგრადი
მართვის
და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
თავი I. ზოგადი დებულებები
1. კანონის პროექტის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კანონი
წარმოადგენს
მიწის
მიზნობრივ
დანიშნულების
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის კატეგორიების განსაზღვრის და მათი ცვლილების სამართლებრივ
საფუძველს. კანონის ადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრად
მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხის მოწესრიგების, ასევე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს.
16
2.
კანონის პროექტის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მიწის მდგრადი
მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, მიწის რაციონალური
გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, მიწის ბალანსის შედგენის, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვისა და სტატისტიკური
მონაცემების წარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების
მიზნობრივი გამოყენების და დაცვის სახელმწიფო მონიტორინგის სამართლებრივი
საფუძვლების განსაზღვრა.
3. კანონის პროექტის მე-3 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტებები.
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტერმინის
განმარტებას, ხოლო ზოგიერთი ცნების განმარტება არ არსახავს მის შინაარსს.
3.1. პროექტის
მიხედვით,
ახლებურად
ყალიბდება
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ცნება. მიწის სასოფლო-სამეურნეო დაიშნულების განსაზღვრა არ
არის დამოკიდებული მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან, როგორც ეს მოქმედი
კანონმდებლობით არის განმარტებული, ასევე ამოღებულ იქნა მემცენარეობისა და
მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე მითითება, ვინაიდან ასეთი პროდუქციის
წარმოებისათვის
შეიძლება
გამოყენებულ
იქნეს
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწაც. მოცემული განმარტება შეესაბამება „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტს.
3.2. წინამდებარე
პროექტი,
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად,
ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ოთხ კატეგორიას და
განმარტებულია თითოეული კატეგორიის ცნება, რაც მნიშვნელოვანია ნორმის
პრაქტიკული
გამოყენებისთვის.
საძოვრის,
სათიბის
და
სახნავის
კატეგორიის
განსაზღვრა ხდება მიწის ამგვარი სახით გამოყენების ან გამოყენების შესაძლებლობის
დათქმით, მიწის ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული
მდებარეობის გათვალისწინებით. სახნავის კატეგორიის მიწის ნაკვეთი მოიცავს ასევე
მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. საკარმიდამო კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად განისაზღვრება მიწის ნაკვეთი, რომელზეც
განთავსებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. განმარტებულია ასევე
საოჯახო მეურნეობის ცნება. ასეთად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო ნაგებობების,
გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა ან/და მოწყობილობათა ერთობლიობა,
რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. ამგვარი
განმარტება მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების
17
შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონში. ამ ტერმინს პრაქტიკული
დანიშნულება გააჩნია მრავალი სხვა კანონისთვის, მათ შორის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმებში კეთდება დათქმა
საოჯახო მეურნეობაზე. კანონი პირდაპირ არ განმარტავს არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწას და კეთდება მითითება, რომ მიწა, რომელიც არ არის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების, არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ამგვარი
განმარტება
მოცემულია
მოქმედ
კანონმდებლობაშიც,
ვინაიდან
არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს ან/და გამოიყენებოდეს მრავალი
სხვადასხვა სახით. კანონის პროექტი ითვალისწინებს „მიწის ნაკვეთის“ ცნებას და იგი
არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ერთიან
საზღვრის კონტურში და ერთიან უფლებრივ სივრცეში.
3.3. კანონით
განმარტებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა, რომელიც
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და იგი გადაიხდება
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
საკომპენსაციო თანხა იანგარიშება მიწის მდებარეობის, ფართობის და კატეგორიის
გათვალისწინებით. კანონის პროექტი ითვალისწინებს ასევე მომსახურების საფასურის
ცნებას და იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის
მის
ანგარიშზე
გადასახდელი
თანხა.
თანხის
ოდენობა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი II. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტო
4.
მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - მიწის მდგრადი მართვია და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტო.
4.1. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
სწორი მართვისათვის მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები არ
არის საკმარისი. სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის ერთიანი პრინციპების შექმნა,
მიწის ბაზრის განვითარება და შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება
მოითხოვს სათანადო ინსტიტუციურ მოწყობას, რომლის არარსებობა უარყოფით
გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია
18
სათანადოდ
უფლებამოსილი
უწყების
მიერ
მოხდეს
მიწის
რაოდენობრივ-
ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ბალანსის წარმოება დანიშნულებისა და კატეგორიების
შესაბამისად. აღნიშნული შექმნის შესაძლებლობას სახელმწიფოს ჰქონდეს ინფორმაცია
მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, მათ შორის,
ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატების-კლების დინამიკის, მიწის
ხარისხის
გაუმჯობესების
ღონისძიებების,
მიზნით
ურბანული
რაიონების
მშენებლობის,
მიხედვით
გზების
და
გასატარებელი
სხვა
საჭირო
ინფრასტრუქტურისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან
ამოღების და სამაგიერო მიწის ჩანაცვლების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული
წარმოადგენს მიწის მდგრადი მართვის საფუძვლებს.
4.2. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით ნათლად არ არის განსაზღვრული მიწის
მიზნობრივი
დანიშნულებისა
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
კატეგორიის ცვლილების პირობები და წესი. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების
ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას
იღებს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისთვის საკმარისია
დასაბუთებული საჭიროების არსებობა და არ ხდება მისი განხილვა მიწის მდგრადი
მართვის ერთიანი პრიციპებიდან გამომდინარე. კიდევ უფრო მარტივია სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთისათვის კატეგორიის შეცვლა. ცვლილებისთვის საკმარისია
მიწის მესაკუთრის განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება წარმოებს
საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობის
გარეშე. ამგვარად, აუცილებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, რომელიც უზრუნველყოფს მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიების განსაზღვრას და მათ ცვლილებას,
რომელიც შესაბამისი იქნება მიწის მდგრადი მართვის ერთიანი პრიციპების და
გათვალისწინებულ იქნება ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარების პირობები.
5. კანონის მე-5 მუხლით განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს
უფლებამოსილება.
სააგენტო
უზრუნველყოფს
სახელმწიფოს
მმართველობითი ფუნქციების შესრულებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის რაციონალური გამოყენებისა და მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაციის თავიდან
19
აცილების მიზნით; ახალი მიწების ათვისებისა და მიწის ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით; უფლებამოსილების ფარგლებში, გაუდაბნოების წინააღმდეგ საქმიანობის
დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით; უზრუნველყოფს მიწის ბალანსის შედგენას
და სტატისტიკური მონაცემების წარმოებას; წინამდებარე კანონის შესაბამისად,
შეიმუშავებს
მიწის
მიზნობრივი
დანიშნულებისა
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრის და მათი ცვლილების ერთიან
პრინციპებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი
III.
მიწის
მიზნობრივი
დანიშნულება.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მართვა
6. კანონის პროექტის მე-6 მუხლის თანახმად, დგინდება საქართველოს მიწის
ფონდის ცნება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის მიწა, მათ შორის
ტყით და წყლის ობიექტებით დაკავებული მიწები, რომელიც შეიძლება იყოს
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო
საკუთრებაში, ერთიანობაში ქმნის საქართველოს მიწის ფონდს. საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს
საქართველოს მიწის ფონდის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
6.1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენება სოფლის
მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის, საკარმიდამოს ან/და საოჯახო მეურნეობის
მოსაწყობად და მასზე შესაძლებელია განთავსებული იყოს ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლი სამეურნეო ან/და დამხმარე ნაგებობებით. ხოლო არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების არის ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც
დაკავებულია
მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ელექტროსისტემის ან/და სხვ.
ობიექტებით და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ასევე, წყლის
ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი, ტყით დაფარული ტერიტორია.
6.2. კანონის
პროექტის
თანახმად,
დაუშვებელია
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით,
მიწის
მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების
გარეშე.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების შედეგად, მიწის ხარისხის
გაუარესებით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, რომელიც იანგარიშება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
მეთოდიკის
მიხედვით
მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებისთვის
დადგენილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით.
20
7. კანონის პროექტის მე-7 მუხლის თანახმად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილება დასაშვებია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფით, ასევე არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა. ამ უკანასკნელს
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც
სათანადო ინვესტიციების განხორციელების პირობით მოხდა სასოფლო მიწის
ნაკვეთისათვის დანიშნულების ცვლილება, თუმცა შემდეგ, გარკვეული გარემოებების
გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი საინვესტიციო პირობების შესრულება და მიწის
ნაკვეთი კვლავ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში
მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა მიწის ნაკვეთს აღუდგინოს მიზნობრივი
დანიშნულება.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
საგადასახადო
კანონმდებლობით
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის დადგენილია გადასახადის
უფრო მაღალი განაკვეთი, ასეთი მიწის მესაკუთრე იხდის დაუსაბუთებლად მაღალ
გადასახადს, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ არის მიმზიდველი იმ დაინტერესებული
პირებისთვის,
რომელთაც
სურთ
სასოფლო-სამურნეო
პროდუქციის
წარმოება.
სახელმწიფოს ინტერესია მაღალი ინტენსივობის სასოფლო-სამეურნეო მიწების
შენარჩუნება და დანიშნულების შესაბამისად გამოყენება.
7.1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილება
დასაშვებია
დასაბუთებული
საჭიროების
შემთხვევაში,
სივრცითი
დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით. საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის თანახმად, სივრცის
დაგეგმარება არის საზოგადოების ეკონომიკური (მათ შორის, აგრარული, სამრეწველო,
სატრანსპორტო და ა.შ.), სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პოლიტიკის
გეოგრაფიული
ასახვა,
მრავალდისციპლინური
რომელიც
მიდგომის
ვითარდება
ფარგლებში
და
მრავალმხრივი
უზრუნველყოფს
და
საერთო
სტრატეგიის შესაბამისად, დაბალანსებულ განვითარებას და სივრცის ფიზიკურ
ორგანიზებას. სივრცითი დაგეგმვის პრინციპების გათვალისწინებით ტერიტორიებისა
და დასახლებათა განვითარება უნდა განხორციელდეს ეკონომიკური და სხვა
საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა
და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით. უზრუნველყოფილ უნდა
იქნეს
დასახლებათა
პოლიცენტრული,
მრავალფეროვანი
და
დაბალანსებული
განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სივრცით-ტერიტორიული
წინაპირობების შექმნა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიზნებია საქართველოს მთელი ტერიტორიისა და
მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო და კერძო
21
ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის
დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით, ადამიანის ცხოვრებისა
და
საქმიანობისათვის
ღირსეული
გარემოს
ქალაქთმშენებლობითი
დაგეგმვისა
და
შექმნა,
სივრცის
მშენებლობის
დაგეგმარების,
პროცესში
ადამიანის
ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვა, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში
საზოგადოების
ეფექტიანი
მონაწილეობის
უზრუნველყოფით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულს უკავშირდება მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების
საკითხის გადაწყვეტა. მიწის დანიშნულების ცვლილება ვერ განხორციელდება
სივრცითი დაგეგმარების პირობებისგან დამოუკიდებლად. ევროკავშირის წევრი
ქვეყნების
კანონმდებლობით,
გადაწყვეტილება
მიიღება
მიწის
მართვასთან
ტერიტორიების
დაკავშირებულ
სივრცითი
საკითხებზე
მოწყობის
პირობების
გათვალისწინებით. მიწის მდგრადი მართვისა და რაციონალური გამოყენების
პრინციპებიდან
გამომდინარე,
მხოლოდ
მესაკუთრის
მიერ
გაცხადებული
დასაბუთებული საჭიროება არ არის საკმარისი მიწის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილებაზე
გადაწყვეტილების
მისაღებად
და
აუცილებელია
სივრცითი
დაგეგმარების პირობების გათვალისწინება.
7.2. პროექტის თანახმად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და
მისის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა
და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. მიწის ნაკვეთის
მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე განცხადების წარდგენისა და
გადაწყვეტილების
მიღების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტებით.
7.3. სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
ცვლილების
დანიშნულების
საფასური
მოიცავს
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
მიწის
ნაკვეთის
მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხას და სააგენტოს მომსახურების
საფასურს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილებისთვის გადაიხდება მხოლოდ მომსახურების საფასური.
მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების ღირებულება იანგარიშება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარეობის, ფართობისა და
კატეგორიის
გათვალისწინებით.
მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების
ღირებულების თანხა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გამოიყენება
ახალი მიწების ათვისებისა და მიწის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა
დასაფინანსებლად.
22
8. კანონის
პროექტის
მე-8
მუხლის
თანახმად,
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს ოთხი კატეგორიის. კატეგორიის
ცვლილება დასაშვებია დაბალი ინტენსივობის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის
კატეგორიაში გადაყვანით. ხოლო საკარმიდამოს კატეგორია შეიძლება მიენიჭოს
როგორც სახნავის, ასევე საძოვარის და სათიბის კატეგორიის მიწის ნაკვეთებს.
აღნიშნული
წესი
განსხვავდება
მოქმედი
კანონმდებლობით
დადგენილი
რეგულაციისგან, რომლის თანახმად საკარმიდამოს კატეგორია შეიძლება მიენიჭოს
მხოლოდ სახნავის კატეგორიის მიწის ნაკვეთს. ვინაიდან, წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით
საკარმიდამოს
კატეგორიის
განმსაზღვრელი
არის
მიწის
ნაკვეთზე
საცხოვრებელი სახლის არსებობა, ამ კატეგორიის მინიჭება შესაძლებელი უნდა იყოს
ყველა დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის, თუ
მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი.
8.1.
კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება წარდგენილი
დოკუმენტაციის, სააგენტოში დაცული მონაცემებისა და სივრცითი დაგეგმარების
პირობების გათვალისწინებით, რაც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრისა და მისი
ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი და მომსახურების საფასური
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. კანონის პროექტის მე-9 მუხლი აწესებს, სახელმწიფოს მიერ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული
შენობა-ნაგებობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უპირატესი
შესყიდვის უფლებას მესაკუთრის მიერ მისი გასხვისების შემთხვევაში. ამგვარ წესს
ითვალისწინებს
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული
და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. კანონის პროექტი დამატებით აზუსტებს, რომ
უპირატესი შესყიდვის უფლება სახელმწიფოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის და მიწის რესურსების
რაციონალური გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. ამ
შემთხვევაშიც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს
უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს უფლებას, შეიძინოს მიწის
ნაკვეთი მესაკუთრისგან იმ ფასად და იმავე პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ
ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს. უპირატესი შესყიდვისას გამოიყენება
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესი.
23
10. კანონის პროექტის მე-10 მუხლი ითვალისწინებს უპირატესი შესყიდვის
უფლებას, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არის საერთო
საკუთრების ან გაცემულია იჯარით. უცხო ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი
ცხადყოფს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისებისას,
უმეტეს შემთხვევაში, დადგენილია უპირატესი შესყიდვის უფლება (საფრანგეთი,
რუმინეთი, ლიტვა და სხვა.). სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის უწყვეტობის,
სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია
დამატებითი გარანტიების არსებობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მესაკუთრეთათვის და ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარგებლობს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (მოიჯარე). ამგვარი წესი მოცემულია
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსი
1460-ე
და
1480-ე
მუხლებში,
მხოლოდ
მემკვიდრეებთან მიმართებით და ამ ნორმების მიზანია სწორედ უზრუნველყოფილ
იქნეს მიწის ნაკვეთზე სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის შენარჩუნება.
10.1. კანონის პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
გასხვისებისას თანამესაკუთრე სარეგბლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით.
უპირატესი შესყიდვის უფლებით ასევე სარგებლობს კერძო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების
რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. ამ უფლებით არ სარგებლობენ
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირები,
რადგან მათ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობის სპეციალური საფუძვლები
გააჩნიათ.
10.2. კანონის პროექტის დეტალურად ადგენს უპირატესი შესყიდვის უფლების
გამოყენების წესებს, რათა არაგონივრულად არ შეიზღუდოს საკუთრების უფლება.
პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს,
ვალდბულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს გაუგზავნოს შეტყობინება
დაზღვეული წერილით ფოსტის მეშვეობით საქართველოში არსებულ მისამართზე ან,
შეტყობინების ჩაბარების განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში მითითებულ
უნდა იქნეს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა და მის მიერ
შესასრულებელი
ვალდებულების
შესახებ
ინფორმაცია.
უპირატესი
შესყიდვის
უფლების გამოყენების ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები, რათა
გონივრულ ვადაში შეძლოს უფლების რეალიზება ასეთი დაინტერესების არსებობის
შემთხვევაში.
24
10.3. თუ შეტყობინდება არ ჩაბარდა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე
პირს საქართველოში არსებული მისამართზე, არ დგინდება უპირატესი შესყიდვის
უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული მისამართი ან საჯარო რეესტრში
დაცული მონაცემებით ვერ ხდება პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ვალდებული პირი
შეტყობინებას
აქვეყნებს
სააგენტოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე.
შეტყობინება
ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს
მესაკუთრეს უფლებას ქონდეს ქონების რეალიზების გონივრული შესაძლებლობა.
10.4. უპირატესი
შესყიდვის
უფლების
მქონე
პირის
გარდაცვალების
შემთხვევაში, მემკვიდრე უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს სამკვიდროს
განხსნისა და სამართალმემკვიდრის რეგისტრაციის შემდეგ. სამართალმემკვიდრის
რეგისტრაციამდე პირს არ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება და მის მიმართ არ
ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებები. ვინაიდან შესაძლებელია,
მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტა ხანგრძლივის დროის განმავლობაში ვერ მოხდეს
და ამის მიზეზი იყოს, მათ შორის, მემკვიდრის მხრიდან სათანადო ინტერესის არ
არსებობა ან მემკვიდრეებს შორის დავა, ამ ვადის განმავლობაში მესაკუთრის უფლების
არაგონივრულად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, კანონის პროექტი
ითვალისწინებს მემკვიდრის უპირატესი შესყიდვის უფლებას მხოლოდ მისი უფლების
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
10.5. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი ვალდებულია შეტყობინების
მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე დაარეგისტრიროს
უპირატესი შესყიდვის უფლება. მესაკუთრე უფლებამოსილია გაასხვსოს მესამე პირზე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, თუ უპირატესი
შესყიდვის უფლების მქონე პირი უარს განაცხადებს უფლების გამოყენებაზე ან კანონით
დადგენილ
ვადაში
არ
მიმართავს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
თუ ვალდებული პირი შეტყობინებიდან 1 წლის
განმავლობაში ვერ გაასხვისებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან
მის ნაწილს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მას კვლავ ეკისრება შეტყობინების
ვალდებულება.
11. კანონის პროექტის მე-11 მუხლი გამომდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტიდან და დგინდება წესები უცხოელის და საქართველოში რეგისტრირებული
კერძო სამართლის იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის
25
უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) უფლებების
რეალიზებისთვის და ორგანული კანონის გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულებისთვის. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის
იურიდიული
პირი,
რომლის
დომინანტი
პარტნიორი
არის
უცხოელი
ან/და
საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების მისაღებად საინვესტიციო გეგმას წარუდგენს დარგში პოლიტიკის
განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას,
რომელიც
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,
სააგენტოსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საინვესტიციო გეგმას
წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების
წესი განისაზღვრება შესაბამისი დადგენილებით.
11.1. იურიდიული
პირის
მიერ
საინვესტიციო
გეგმით
განსაზღვრული
ვალდებულების შეუსრულებლობა დასტურდება ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით,
რათა არსებობდეს მათი უფლებების დაცვის მეტი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ
მთავრობის გადაწყვეტილებით დადასტურდა ვალდებულებების შეუსრულებლობა, ეს
ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს და ვალდებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის 1
წლის
ვადაში
გაუსხვისებლობის
შემთხვევაში,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მიწის
ნაკვეთის
სახელმწიფოს
საკუთრებაში
გადასვლას.
თუ
საინვესტიციო
გეგმის
ფარგლებში მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილება, ზემოაღნიშნული წესი გავრცელდება ასევე, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზეც.
11.2. „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხოელი,
რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი, ვალდებულია უზრუნველყოს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება. ამ ინფორმაციას
სააგენტოს აწვდის შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ხოლო
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებით
გამოყენების
თაობაზე
დადგენილი
ვალდებულების შესრულების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო და ამ
ინფორმაციას ათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე. უცხოელის მიერ ვალდებულების 3
წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში და ასევე თუ ამ ვადაში იგი არ
გაასხვისებს მიწის ნაკვეთს, სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც
26
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ასევე
უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას.
11.3. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა წარმოებს წინასწარი,
სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ქონების ღირებულების დადგენისა და მისი
ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თუ
ვალდებული პირი არ დაეთანხმება მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში
გადასვლის პირობებს, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა მოხდება
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით.
11.4. კანონის პროექტი ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მიწის
ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა. ასეთ დროს, მიწის
ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საკითხი გადაწყდება საჯაროსამართლებრივი
შეზღუდვის
გაუქმების
შემდეგ,
დამდგარი
სამართლებრივი
შედეგების გათვალისწინებით.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
12. კანონის პროექტის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა
უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და სააგენტოს თავმჯდომარის
დანიშვნა. მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტომ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,
„დ“
და
„თ“-„კ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება უნდა უზრუნველყოს 2020 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ, რაც
მიღებულ იქნება შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები, მოხდება
სააგენტოს სრულყოფილად დაკომპლექტება და შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა
ბაზით უზრუნველყოფა.
13. კანონის პროექტის მე-13 მუხლში მოცემულია საქართველოს მთავრობისა და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მისაღები
ნორმატიული აქტების ჩამონათვალი.
14. კანონის პროექტის მე-14 მუხლით ძალადაკარგულად ცხადდება „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას
სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 ოქტომბრის კანონი.
15. კანონის პროექტის მე-15 მუხლით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების
ვადები, რომელზეც განმარტება უფრო ვრცლად მოცემულია ქვემოთ.
27
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მთავრობის
მიერ
ძალაში
შესვლის
კანონქვემდებარე
თარიღი
უკავშირდება
ნორმატიული
აქტების
საქართველოს
შემუშავებისთვის
გათვალისწინებულ ვადას და ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს შექმნას და სააგენტოს მიერ ფუნქციების შესრულების ეტაპობრივად
დაწყებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევით მიღებული სახსრები.
28
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
მოქმედი კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში სანაცვლო
საკომპენსაციო
თანხა
დადგენილია
მხოლოდ
თბილისისა
და
ბათუმის
მუნიციპალიტეტების და სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის. თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში სანაცვლო
საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 34 001 ლარს, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიაზე
არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის - 100 000
ლარს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით
გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის
ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი 2016 წლეს შეადგენდა 1 258 471 ლარს, 2017
წელს - 1 892 983 ლარს, 2018 წელს - 2 730 692 ლარს. წინამდებარე კანონპროექტი
ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების საკომპენსაციო
თანხის
საქართველოს
მთელი
იანგარიშება
დანიშნულების
მიწის
ტერიტორიაზე,
ნაკვეთის
რაც
მდებარეობის,
გადახდის
ვალდებულებას
სასოფლო-სამეურნეო
ფართობის
და
კატეგორიის
გათვალისწინებით და გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, დგინდება
სააგენტოს
მიერ
გაწეული
მომსახურების
საფასური
სასოფლო-სამეურნეო
და
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილებისთვის,
კატეგორიების
ასევე,
სასოფლო-სამეურნეო
ცვლილებისთვის.
მომსახურების
დანიშნულების
საფასური
მიწის
ნაკვეთის
გავლენას
იქონიებს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე დღგ-ის გადახდის სახით. მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა და მომსახურების საფასური
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს შექმნას. კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს შექმნა გათვალისწინებულია
29
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, შესაბამისად, 2019 წლის დასრულებამდე სააგენტოს
ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ საჭირო იქნება 150 000 ლარი, რაც მოიცავს
სახელფასო ხარჯებს 100 000 ლარის ოდენობით (პირველ ეტაპზე სავარაუდოდ
დასაქმებული
პირთა
რაოდენობა
-
15)
და
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფისთვის - 50 000 ლარის ოდენობით, 3 თვის მანძილზე. სააგენტოს
შექმნიდან, ეტაპობრივად, მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის, რაც
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულია
2020
წლის
პირველი
მარტიდან,
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება,
კადრების დაკომპლექტება, სააგენტოს ელექტრონული მონაცემებისთვის შესაბამისი
ბაზის შექმნა და სხვა. სააგენტოს 2020 წლის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 1 500 000
ლარს, აქედან: ხელფასის სახით გასაცემი - 900 000 ლარი (სავარაუდოდ დასაქმებულ
პირთა რაოდენობა - 40); მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის და სხვა
სახის ხარჯებისთვის - 600 000 ლარი. სააგენტოს 2021 წლის სავარაუდო ბიუჯეტი
შეადგენს 1 500 000 ლარს, აქედან: ხელფასის სახით გასაცემი - 900 000 ლარი
(სავარაუდოდ დასაქმებული პირთა რაოდენობა - 40), დამატებითი მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფისთვის და სხვა სახის ხარჯებისთვის - 600 000 ლარი.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააგენტოს დაფინანსების ერთერთი წყარო იქნება სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ
შესყიდვას,
რომელთა
გასხვისებას
ვერ
უზრუნველყოფენ
დადგენილ
ვადაში
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული პირები. კერძოდ, უცხოელის მიერ,
მემკვიდრეობით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
გამოყენების
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
მან
უნდა
უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება. ასევე, საინვესტიციო გეგმის საფუძველზე
საკუთრების უფლების წარმოშობისას, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობისას, იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს
მიწის ნაკვეთის გასხვისება. გაუსხვისებლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი გადადის
სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით
წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით, რაც გავლენას იქონიებს
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე
აღნიშნული
პირობის
დადგომის
შემთხვევაში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში
გადასვლის შემდეგ სახელმწიფო უფლებამოსილია უზრუნველყოს მისი პრივატიზება
და მოახდინოს გაღებული ხარჯის ანაზღაურება.
30
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით
არ
დგინდება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ფინანსური შედეგების მხრივ იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კანონპროექტის
თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული, ასევე, იჯარით გაცემულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დგინდება უპირატესი შესყიდვის
უფლება, რაც გამოიწვებს დამატებით ხარჯებს გაწევას. ასევე მიწის კატეგორიის
ცვლილებისთვის დგინდება მომსახურების საფასური, რაც განსაზღვრული იქნება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით,
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
არასასოფლო-სამეურნეო
მიზნით გამოყენების შემთხვევაში სანაცვლო საკომპენსაციო თანხა დადგენილია
მხოლოდ
თბილისისა
ტერიტორიაზე
და
ბათუმის
მუნიციპალიტეტების
სასოფლო-სამეურნეო
არსებული
და
სარეკრეაციო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთებისათვის. თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე
არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლოსამეურნეო მიზნით გამოყენების შემთხვევაში, სანაცვლო საკომპენსაციო თანხა
შეადგენს - 34 001 ლარს, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული 1 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის - 100 000 ლარს. წინამდებარე
კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
მიზნობრივი
დანიშნულების
ცვლილების
საკომპენსაციო
თანხის
გადახდის
ვალდებულებას საქართველოს მთელი ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მათ შორის, თბილისისა და ბათუმის
მუნიციპალიტეტებისა
და
სარეკრეაციო
ტერიტორიებისთვის
და
გადაიხდება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი
ითვალისწინებს
გადასახდელს
მიწის
მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილებისთვის, ასევე სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის
31
კატეგორიის ცვლილებისათვის. მოქმედი კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან
განკარგვის შემთხვევაში სანაცვლო საკომპენსაციო თანხა დადგენილია მხოლოდ
თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების და სარეკრეაციო ტერიტორიაზე
არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის. თბილისისა
და ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან
განკარგვის შემთხვევაში სანაცვლო საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 34 001 ლარს, ხოლო
სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთისათვის - 100 000 ლარს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილების საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულებას საქართველოს მთელი
ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
მათ შორის, თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო
ტერიტორიებისთვის. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს მიერ გაწეული
საქმიანობისთვის მომსახურების საფასურს, რომელიც დადგინდება საქართველოს
მთავრობის მიერ.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
32
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან: საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ასევე,
საქართველოს ეროვნული ბანკი.
კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
წევრებთან
და
დარგის
სპეციალისტებთან.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კანონპროექტის შემუშავების
ეტაპზე, მის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს არასამთავრობო და
საერთაშორისო
ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა:
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადეობა (GIZ); გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV);
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; გაეროს
სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სოფლის მეურნეობის
განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD); საქართველოს ფერმერთა პროფკავშირი;
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში;
33
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს
ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
წერილი
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
დანართის სახით.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას შესწავლილ იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება.
საქართველოს
პარლამენტის
კვლევითი
ცენტრის
მიერ
მომზადდა
შესაბამისი
კვლევითი დოკუმენტაცია (დანართი სახით).
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტი.
34