„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/294/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 105 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 105 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი: „მუხლი 113. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებით არ დგინდება ან არასრულყოფილია იურიდიული პირის პარტნიორის(-ების) შესახებ მონაცემები, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია პარტნიორების შესახებ, რომლითაც დგინდება დომინანტი პარტნიორი. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო უფლების ან საკუთრების დანიშნულების უფლებასთან მიწის ნაკვეთზე დაკავშირებული იპოთეკის ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის/გაერთიანების, რომელიც არ რეგისტრირდება იურიდიული პირის სახით, საკუთრების, იპოთეკის ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია ამხანაგობების/გაერთიანებების წევრების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის შემდგენ პირს. არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლების რეგისტრაციისას, თუ სახეზეა პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მიუხედავად მოეთხოვოს სამართლებრივი დომინანტი პარტნიორის ფორმისა), შესახებ განმცხადებელს ინფორმაციის შეიძლება წარდგენა, რაც განისაზღვრება ინსტრუქციით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების კანონმდებლობის ნებადართული საქმიანობის შედეგად. 3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონითა და „სასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“. 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა 1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტით არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლოსამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. 3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო საქართველოს ორგანული დანიშნულების კანონისა და მიწის „მიწის საკუთრების მიზნობრივი შესახებ“ დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებით განსაზღვრული წესები შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლების რეგისტრაციის საკითხებსაც. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით დგინდება განსაკუთრებული წესი და გამონაკლისები სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, აღნიშნული წესის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უფლების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ორგანოსთვის შესაძლებელი უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორის დადგენა, რაც მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს, მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის წესს. ამ წესის მიხედვით უნდა ასახოს სარეგისტრაციო ორგანომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია. შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ზემოაღნიშნულ ნორმებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დადგენილი ნორმების აღსრულების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონპროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან. ცვლილების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, დაინტერესებულ პირს ვალდებულება ეკისრება წარადგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება დომინანტი პარტნიორის შესახებ მონაცემები, რაც უზრუნველყოფს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებას. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ, მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია (თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტით არ ირკვევა ზემოაღნიშნული) განხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების ამოღებას, ვინაიდან აღნიშნული ცნებების განმარტება ხდება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონს ემატება ასევე 113 მუხლი, რომელის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს „სასფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება დომინანტი პარტნიორის შესახებ მონაცემები, თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებით ეს გარემოება არ დგინდება (მაგ.: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში) ან მონაცემები არასრულყოფილია (მაგ.: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან კომანდიტური საზოკადოების შემთხვევაში) . აღნიშნული ვალდებულება ჩნდება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გარკვეული სახის იურიდიული პირების პარტნიორების შესახებ მონაცემები არ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამგვარი იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისას უნდა დადგინდეს დომინანტი პარტნიორის შესახებ მონაცემები. შესაბამისად, მათ ეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ სათანადო წესით შედგენილი ინფორმაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. ზემოაღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას. საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც თავის მხრივ არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა პარტნიორები შეიძლება იყვნენ ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები და ა.შ., ასეთ შემთხვევაში, დომინანტი პარტნიორის განსაზღვრა სარეგისტრაციოდ განსაზღვრულ ვადაში, მითუმეტეს თუ სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს დაჩქარებულ ვადებში, საჭიროებს არაგონივრულად დიდ რესურს. ამგვარად, თუ იმ იურიდიული პირის, რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირდება, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემით არ დგინდება დომინანტი პარტნიორი ერთმნიშვნელოვნად, დაინტერესებული მხარეს შეიძლება მოეთხოვის თვითონ წარადგინოს ამგვარი ინფორმაცია უფლების რეგისტრაციისას. კონკრეტული შემთხვევები ამომწურავად უნდა განისაზღვროს ინსტრუქციით. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მონაცემების სისწორეზე, თუ ეს მონაცემი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, პასუხისმგებლობა ეკისრება მის შემდგენ პირს. არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის შედეგად, რადგან ასეთ შემთხვევაში არ დგას დომინანტი პარტნიორის დადგენის ვალდებულება. კანონის მე-12 მუხლს ემატება ზოგადი ნორმა, რომლის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „სასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება კანონის მე-15 მუხლი. კერძოდ, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტით არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონის პროექტით გათვალისწინებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასოფლოსამეურნეო დანიშნულებით შეცვლა, რაც ასახულია მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი საქართველოს კანონპროექტის ნორმებიდან გამომდინარე. მართვის შესახებ“ ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, ხელშეკრულების/შეთანხმებისარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, რომელსაც ისეთი უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის საკითხთა კომიტეტი. ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ