„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. 541 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 542 მუხლი:
„მუხლი 542.
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მომდევნო და
ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის
ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.
3. საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტის მიერ, რომლის
დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული
პირი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მომდევნო და
ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის
ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.“
2. 2222 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2223 მუხლი:
„მუხლი 2223.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
542-ე
მუხლით
გათვალისწინებული
საქმეების განხილვისა
ადმინისტრაციულ
და ადმინისტრაციული სახდელების
შეფარდების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტით დგინდება სპეციალური წესი სასოფლო-სამეურნეო მიწის
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მე-10 მუხლის მე-2
პუნქტი ეხება კანონის ამქომედების მომენტისათვის, უცხოელის და საქართველოში
რეგისტრირებული
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
(რომლის
დომინანტი
პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი)
საკუთრების უფლებას. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მიწის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება (მათ შორის, დასაშვებია მესამე პირის
მეშვეობით). ხოლო ვალდებულების ზედიზედ 3 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის
შემთხვევაში მათ დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სანქცია.
ამასთან
კანონი
ითვალისწინებს
ვალდებულებას საქართველოს კანონით
განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის
უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და საკუთრების
უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში კანონის ამოქმედების მომენტისათვის.
ამგვარი ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის
ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული პროექტებით
განსაზღვრული
სანქციები
საჭიროებს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტით
შესაბამისი
დადგენილი
საკანონმდებლო
ნორმების
აღსრულების
ცვლილებების
მიზნით,
განხორციელება
აუცილებელია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
განისაზღვრება
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
საქართველოს
ორგანული
პროექტის
კანონის
მიწის
მე-10
გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
საკუთრების
მუხლის
და
მე-2
შესახებ“
პუნქტით
საქართველოს კანონით
განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით
განსაზღვრული
ვალდებულების შეუსრულებლობა. ასევე, ამ სამართალდარღვევათა საქმის განხილვაზე
უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის
მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის ამქომედების მომენტისათვის, თუ უცხოელის ან საქართველოში
რეგისტრირებული
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
(რომლის
დომინანტი
პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი)
საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით
გამოყენება (მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით). აღნიშნული ვალდებულების ზედიზედ
3 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემდეგ მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 542 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია,
ჯარიმის სახით - 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა. ხოლო აღნინშული ვალდებულების
მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს
დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.
ამ
კანონის
ამქომედების
მომენტისათვის,
თუ
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი
ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების უფლება
რეგისტრირებულია
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთზე,
იგი
ვალდებულია უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
გასხვისება ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. ასევე, „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
ამოქმედების შემდეგ საკუთრების უფლების წარმოშობისას, ასევე ვალდებულია გაასხვისოს
2 წლის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას
დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 542
მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის
ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული
ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის
ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვათა კოდექსს დაემატა 2223
მუხლი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 542-ე მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვასა
და
სანქციის
შეფარდებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონისა და „მიწის
მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ნორმებიდან გამომდინარე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის
მიმართ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის
მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ
მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან კანონის პროექტით დგინდება ადმინისტრაციული სახდელები იმ
პირების მიმართ, რომლებიც არ შეასრულებენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონით
გათვალისწინებულ
ვალდებულებებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდებაზე უფლებამოსილი იქნება საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული სააგენტოს შექმნა გათვალისწინებულია
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, უცხოელი ან საქართველოში რეგისტრირებული
კერძო სამართლის იურიდიული პირი (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი
ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომლის საკუთრების
უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და იგი
ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ უზრუნველყოფს მის გამოყენებას (მათ შორის, მესამე
პირის მეშვეობით), დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 542
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია ჯარიმის სახით - 1 ჰა-მდე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის 500 ლარის ოდენობით და ყოველ
მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.
ხოლო აღნინშული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს - 1 ჰა-მდე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა
მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა. ასევე,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი (რომლის
დომინანტი
პარტნიორი
არის
უცხოელი
ან/და საზღვარგარეთ
რეგისტრირებული
იურიდიული პირი), რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედების მომენტისათვის ან
დარეგისტრირდება მომავალში, და არ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისებას 2 წლის
ვადაში, დაეკისრება ჯარიმა 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე
500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით,
მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და
ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში - 1 ჰა-მდე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ
მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.
კანონის პროექტით გათვალისწინებული სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონის
ამოქმედებიდან არაუადრეს 2 წლისა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ახალი სანქციების შემოღებას „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის
პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტი.