„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/294/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 106 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 105 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 173-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ არ არის დადგენილი, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.“. 2. 959-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ არ არის დადგენილი, წილის გაყიდვის შემთხვევაში, დანარჩენი მოწილეების უფლება უპირატესი შესყიდვის თაობაზე შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.“. 3. 1323-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 1460-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან, თუ ანდერძი არ იყო დატოვებული და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუ ამგვარი გაყოფის შედეგად თითოეულ მემკვიდრეზე მოსული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.“. 5. 1461-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფის დაუშვებლობა თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა უნდა მიეკუთვნოს იმ მემკვიდრეს, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. თუკი ასეთი მემკვიდრე არ არის, მაშინ - მას, რომელსაც უნარი აქვს გაუძღვეს მეურნეობას და აქვს ამის სურვილი.“. 6. 1463-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 1464-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1464. საერთო საკუთრება საოჯახო მეურნეობაზე თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება დარჩეს მათ საერთო საკუთრებაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტი და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტები, გამონაკლის შემთხვევებში ადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უპირატესი შესყიდვის უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საერთო საკუთრებაში არსებულ წილზე და საზიარო საგნის განკარგვაზე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უპირატესი შესყიდვის უფლებაზე. იმ გარმეოებთა გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები რიგ შემთხვევაში პირდაპირ ადგენს უპირატესი შეყიდვის უფლებას, სამოქალაქო კოდექსის ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. აღნიშნული კანონპროექტებით დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უპირატერსი შესყიდვის უფლება და წესი, ასევე „საადგილმამულო მეურნეონბა“ შეცვლილია ახალი ტერმინით - „საოჯახო მეურნეობა“, რომელთანაც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, უპირატესი შესყიდვის უფლება დგინდება მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა საამოქალაქო კოდექსის ნორმებით განსაზღვრული ტერმინოლოგია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ შესაბამისობაში საქართველოს მოდის ორგანულ კანონპროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება შედის სამოქალაქო კოდექსის 173ე მუხლის მე-4 პუნქტში და 959-ე მუხლში. ცვლილების თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლება დგინდება მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით. ცვლილება შედის სამოქალაქო კოდექსის 1460-ე, 1461-ე და 1464-ე მუხლებში და „საადგილმამულო მეურნეობის“ ნაცვლად „საადგილმამულო მეურნეობის“ ცნება მიეთითება მოქმედი „საოჯახო მეურნეობა“. კანონმდებლობით არ არის განმარტებული. აღნიშნული ცენბის განმარტებას ითვალისწინებდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 2000 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია. 2000 წლის 14 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებით ამოღებულ იქნა „საადგილმამულო მეურნეობის“ განმარტება. ამგვარად, სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინის ზუსტი განმარტება ამჟამად არ არსებობს. „სასოფლოსამეურნეო მიწის შესახებს“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით დგინდება „საოჯახო მეურნეობის“ ცნება, რომელიც შეესაბამება „საადგილმამულო მეურნეობის“ ცნებას. კერძოდ, საოჯახო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის, აგრეთვე სამეურნეო ნაგებობების, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა (ან ამის გარეშე) ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. ამგვარად მიზანშეწონილია, სამოქალაქო კოდექსის 1460-ე, 1461-ე და 1464-ე მუხლებში სიტყვები „საადგილმამულო მეურნეობა“ შეიცვალოს საოჯახო მეურნეობით. წარმოდგენილი პროექტის ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე და 1463-ე მუხლების ამოღებას. სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. ხოლო 1463-ე მუხლი თანახმად, თუ საადგილმამულო მეურნეობა კომლის მეურნეობაა და კომლის ბოლო წევრს ანდერძი არ დაუტოვებია, კომლის საერთო ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე იმ პირობით, რომ კომლის მეურნეობა არ დაიშალოს. კომლის ბოლო წევრის მიერ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრის დანიშვნის შემთხვევაში ის წესი უნდა იქნეს გამოყენებული, რომელიც საერთოდ საადგილმამულო მეურნეობას ეხება. „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის არ ითვალისწინებს კომლის საკუთრებას. საქართველოს კანონმდებლობით კომლი არ წარმოადგენს სამართლურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტს. იგი არ არის იურიდიული პირი და არც ამხანაგობა/გაერთიანება, რომელიც ერთობლივი პასუხისმგებლობით მოქმედებს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტით თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტრირდება. ამგვარად, კომლისთვის გადაცემული ქონება წარმოადგენს კომლის წევრების საერთო საკუთრებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასევე კომლის მეურნეობას. შესაბამისად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გახსნა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და დაუსაბუთებლად ზღუდავს კომლის სხვა წევრების მემკვიდრეების უფლებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტის ნორმებიდან გამომდინარე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.