„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/294/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 106 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 107 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „უ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ2 ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვარის, სათიბის, სახნავის ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება (ან რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობანაგებობით ან მათ გარეშე;“; ბ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი: „ჰ2) დომინანტი პარტნიორი - საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50%-ზე მეტი ან/და წარმოადგენს პარტნიორების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების და კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარების შემთხვევაში) ან დამფუძნებლების/წევრების (არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის შემთხვევაში) უმრავლესობას და აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს იურიდიული პირის გადაწყვეტილებაზე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით - სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – უსასყიდლოდ.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები : 1 „11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მართვა და „სასოფლო-სამეურნეო განკარგვა ამ კანონის ნორმებთან ერთად დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით. 12. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენა შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფორმით.“. ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრის გარეშე.“. 4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანხმობით დაყონ ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად (არანაკლებ 3-ჰექტარიან ნაკვეთებად. გარდა იმ შემთხვვისა, როდესაც მიწის ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარს არ აღემატება); ბ) დაამზადონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დეტალური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე;“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების სფერო მოიცავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვა/განკარგვის საკითხებს. აღნიშნული პროექტებით განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვა/განკარგვის, საკუთრების, სარგებლობის პირობები, რამაც განაპირობა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საკანონმდებლო ცვლილებებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ საკითებს შესაბამისობაში იქნება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან. შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა განხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით. 3 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განმარტება, შესაბამისობაში მოვიდა ორგანული კანონის პროექტთან, რომლის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება არსებობდეს ოთხი კატეგორიის - საძოვრის, სათიბის, სახნავის ან საკარმიდამოს კატეგორიის. ამასთან, გასთვალისწინებელია, რომ ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს კატეგორიების განმარტებას, რაც მნიშვნელოვანი ნორმის პრაქტიკული გამოყენებისთვის. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენ პირთა წრეს, რაც ახალი რედაქციით დარჩა უცვლელი, თუმცა დაემატა დათქმა, რომ მიწის პრივატიზებისას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად გავრცელდება ორგანული კანონით განსაზღვრული წესები. კანონის მე-7 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვა/განკარგვისა და პრივატიზების საკითხები, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონთან ერთად, რეგულირდება ორგანული კანონით. ამ ნორმის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტ პარტნიორს წარმოადგენს უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა შეუძლია პირდაპირი მიყიდვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე 12 პუნქტით განსაზღვრული პირები ვერ შეიძენენ ქონებას აუქციონის წესით, ვინაიდან ორგანული კანონით აღნიშნული პირები სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას შეძლებენ მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ნორმებიდან გამომდინარე. 4 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 5 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს 6 ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი. 7