„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) დროებითი ბანკი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან
არაპირდაპირ დაფუძნებული და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დროებითი
კომერციული ბანკი, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის
აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული ფუნქციების მთლიანად ან
ნაწილობრივ გადასაცემად ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის
მიზნების მისაღწევად;”;
ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:
„ღ1) რეზოლუცია - ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო მანდატის ფარგლებში
კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და ამ კანონითა და
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების განხორციელება ამ კანონის
551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:
„ი1) განახორციელოს კომერციული ბანკის რეზოლუცია;
„ი2) მონაწილეობა მიიღოს კრიზისული სიტუაციებისათვის მომზადებასა და კრიზისის
მართვაში.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების
იმ ორგანოებთან, რომელთაც ეროვნული ბანკის მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი
თანამშრომლობა შესაძლოა, მოიცავდეს ზედამხედველობასთან და რეზოლუციასთან
დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, ასევე, ინფორმაციის, მათ შორის,
კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას, იმ პირობით, რომ მხარეთა მიერ დაცული
იქნება მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას, ეროვნულ ბანკს შეუძლია, განახორციელოს
სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ
განხორციელებული რეზოლუციის ან სხვა ექვივალენტური პროცესის ხელშეწყობის
მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ გამოიყენებს
სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ აღნიშნულმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას
ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და იმ შემთხვევაში,
თუ აღნიშნული ქმედებით არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის
კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.“.
4. 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის
საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და
განხორციელება.
3. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ბ) განიხილოს საფინანსო
სექტორის
წარმომადგენელთა შენიშვნები
ეროვნული
ბანკის შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების
მიერ
განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ;
გ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის
სფეროში შემავალ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით;
დ) ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულებისაგან მოითხოვოს და დადგენილ
ვადაში მიიღოს ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ
საკითხებზე.“.
5. კანონს 161 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 მუხლი:
„მუხლი 162. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი
1. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომში - რეზოლუციის კომიტეტი)
იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის
შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტები. კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კომიტეტის შემადგენლობაში
ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ამასთან,
კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და
მოწვეული პირები, თუ აღნიშნული პირების დასწრება აუცილებელია საკითხზე
ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული
ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის
კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის
შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
2. რეზოლუციის კომიტეტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ
რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის მიმართ
რეზოლუციის რეჟიმის შემოღებასთან, ასევე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის მიმართ ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
სარეზოლუციო
უფლებამოსილებების
განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
3. რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ ან/და
ეროვნული
ბანკის
საბჭოს
მოთხოვნის
შემთხვევაში
წარუდგენს
ანგარიშს
რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული
სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე.
4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო და
სხვა სახის ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობას, მათ შორის ორგანიზაციული
მოწყობის კუთხით, , ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.“.
6. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული
ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე
ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან კომერციული ბანკის
რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები,
წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან
დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი
შესაძლოა დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ
მმართველად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის,
რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო
ან სარეზოლუციო უფლებამოსილებას, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული
ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან
დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო
საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა
წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს,
მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან
რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის
წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია.“.
7. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა
ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდისა და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები
ეროვნულ ბანკში
ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების,
არასაბანკოსადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა და
საპენსიო სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ
დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისათვის გახსნას ანგარიში (სარეზოლუციო
ფონდი).”.
8. 33-ე მუხლის მე-3 პუნტი ამოღებულ იქნას
9. კანონს 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს კანონს 331 მუხლი:
„მუხლი 331. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების გაცემა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ მუხლის
მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და თავის მიერ
დადგენილი წესით, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, გასცეს
სპეციალური დაფინანსება იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობას
შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს
მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) სესხი უნდა გაიცეს შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით;
ბ) სესხი უნდა გაიცეს მაქსიმუმ 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც,
გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით
გაგრძელდეს დამატებით, არაუმეტეს 91 კალენდარული დღით;
გ) სესხის გაცემა საჭირო უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობის მიზნებიდან
გამომდინარე;
დ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი
უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში;
ე) სესხი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით
უზრუნველყოფილი.
ამასთან,
სესხის
უზრუნველყოფის
საგანთან
ერთად
წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული
გარანტია.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის
შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს დაუწესოს დამატებითი ან/და
განსხვავებული მოთხოვნები.
10. 48-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი
ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები,
შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.“;
ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი გამოაქვეყნოს მის დამტკიცებამდე
დაინტერესებული მხარეებისაგან კომენტარების მიღების მიზნით. ეს მოთხოვნა არ ეხება
იმ ნორმატიული აქტის პროექტს, რომლის მიღება აუცილებელია რეზოლუციის
მიზნებისათვის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და
რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.
14.
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი
ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) მიაწოდოს აღნიშნული სუბიექტის
შემფასებელს და აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). ამ უფლებამოსილებას ეროვნული
ბანკი იყენებს საზედამხედველო ან/და სარეზოლუციო მოთხოვნების ჯეროვნად
შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით, ასევე სარეზოლუციო
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს
ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის
მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება
გახდეს ამ სუბიექტის აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის ან
შემფასებლის მიერ შეფასების არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. აუდიტორი
(აუდიტორული ფირმა) და შემფასებელი ვალდებული არიან დაიცვან ეროვნული
ბანკისგან
მიღებული
ინფორმაციის
კონფიდენციალურობა,
გარდა
კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
11. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა
და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას,
დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვების, საზედამხედველო ზომების, სანქციების
დაწესებას;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:
„თ1) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული გაჯანსაღების
გეგმა, მოითხოვოს წარმოდგენილ გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ2) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომები, მათ
შორის, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;“;
დ) „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და რეზოლუციის
პროცესის
ეფექტიანად
წარმართვისათვის
დაადგინოს
გამარტივებული
საზედამხედველო მოთხოვნები;“.
12. 491 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის
მოთხოვნები;“;
მართვის
შესაბამისი
ბ) „ე.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ი“ ქვეპუნქტი:
„ე.ი) სხვა დამატებითი მოთხოვნები.“.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:
„თავი IX1. კომერციული ბანკის რეზოლუცია და ლიკვიდაცია, კრიზისული
სიტუაციების კოორდინაცია და მართვა
მუხლი 551. რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო
უფლებამოსილება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უშუალოდ ან სპეციალური მმართველის
მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და
უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი
ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით:
ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშნელოვანი უარყოფითი გავლენის
თავიდან აცილება;
გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;
დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა;
ე) მომხმარებლების სახსრებისა და აქტივების დაცვა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტიკული
ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები
თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმში იღებს ყველა ზომას
რეზოლუციის
მიზნების
შესრულების
უზრუნველსაყოფად
თითოეული
შემთხვევისათვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში
უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორების დანაკარგების
მინიმუმამდე დაყვანას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების შესრულების
უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოსცეს სამართლებრივი
აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები,
კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება
გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს, შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი კომერციული ბანკის
მიმართ
და
ამ
რეჟიმის
ფარგლებში
განახორციელოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები.
5. სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, ნებისმიერი პირისგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს
და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
6. კომერციული ბანკი და სხვა პირები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ეროვნული
ბანკის სარეზოლუციო რეჟიმის ფარგლებში დადგენილი ინსტრუქციები, მითითებები,
მოთხოვნები და შეზღუდვები და ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს რეზოლუციის
მიზნების შესრულებაში. საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები
შესაბამის დახმარებას უწევენ ეროვნულ ბანკს.
7. ეროვნული ბანკი სარეზოლუციო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას
აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული გადაწყვეტილების
შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება
ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მუხლი 552. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის
რეჟიმის შემოღების თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
განახორციელოს ყველა საჭირო სარეზოლუციო უფლებამოსილება, რაც აუცილებელია
რეზოლუციის მიზნების შესრულებისთვის, მათ შორის:
ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული
კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის
ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, არ დაიცვას „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ 31-ე მუხლი „გ“ და „დ“ პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ
ეს აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილურობის, სისტემური რისკების თავიდან
აცილებისა და კრედიტორების სასარგებლოდ კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის
მაქსიმიზაციის მიზნით.
გ) განახორციელოს რეზოლუციაში მყოფი ბანკის აქტივებისა და ვალდებულების
შეფასება;
დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომლები,
ადმინისტრატორები და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის,
ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;
ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსულ
ვალდებულებებზე ან/და შეუზღუდოს მხარეს კომერციულ ბანკთან გაფორმებულ
ხელშეკრულებებთან
მიმართებით
ხელშეკრულების
ადრეული
შეწყვეტის
უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა;
ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის
წარმოების დროებითი შეჩერების ან/და ახალი საქმის წარმოებაში მიღების გადავადების
მოთხოვნით;
თ) მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან ბანკის
აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;
ი) მოახდინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების სრულად ან
ნაწილობრივ მესამე პირ(ებ)ზე გადაცემა. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას
ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტების გადაცემა განხორციელდეს
მხოლოდ სხვა კომერციული ბანკის ან დროებით ბანკისათვის;
კ) განახორციელოს აქციებისა ან/და კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და
კაპიტალის ინსტრუმენტების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების
სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების,
საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა
ინსტრუმენტების გამოშვება;
მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი
კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში
კონვერტაცია;
ნ) გარდა კომერციული ბანკის მიერ სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე
ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენებისა, შეწყვიტოს, მათ შორის,
ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი
ხელშეკრულებაასევე, დერივატივების შესახებ ხელშეკრულება. .
ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და
სხვა ვალდებულებები (გარდა უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს
მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის
გადახდის
პერიოდულობა/ვადები;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
კომერციული ბანკის იმ აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა
თანამშრომლებისგან, რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, რაც მათ
შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიცავს მიღებული პრემიის,
ანაზღაურების ან სხვა მსგავსი ტიპის შემოსავლის დაბრუნების მოთხოვნას;
ჟ) კომერციული ბანკის ხარჯით დადოს
ხელშეკრულება დამოუკიდებელ
აუდიტორებთან, შემფასებლებთან, იურისტებთან, ბუღალტრებთან, კონსულტანტებთან
ან/და სხვა პირებთან ეფექტური რეზოლუციის მიზნებისათვის. ამ პირების მიერ
რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე გაწეული მომსახურების ხარჯებს გაიღებს
ეროვნული ბანკი;
რ) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისათვის,
შეიმუშავოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და
დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას;
ს) გამოსცეს სამართლებრივი აქტი რეზოლუციასთან დაკავშირებული ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების უცხოური ბანკების ფილიალებზე გავრცელების თაობაზე;
ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
2. რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ
კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები გამოიყენოს ინდივიდუალურად ან
ერთობლივად, თითოეული შემთხვევისათვის დამახასიათებელი კონკრეტული
გარემოებების გათვალისწინებით.
3. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის
სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით
დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული
სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ
კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების
თანხმობის გარეშე. ეს წესი ასევე ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების,
გამოქვეყნების, დოკუმენტების რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცების და
კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.
4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად,
ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებას
უწევს კომერციულ ბანკს, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია,
უცვლელი პირობებით გააგრძელოს აღნიშნული მომსახურების მიწოდება რეზოლუციის
რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, ასევე
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკის შემძენისათვის ან/და
დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, უზრუნველყოს
შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის
მიერ მომსახურების მიწოდება კომერციული ბანკის ხარჯით.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნების მისაღწევად,
შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და
მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებელი
რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ამ
მოთხოვნის შესრულება.
6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო
ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/დროებითი შეჩერება ან
ახალი აქციების სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი
ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე
თანხმობის გაცემა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული
წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შესაძლოა, არ იქნას დაცული
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან გარკვეული ვადით გადავადდეს მათი
შესრულება.
მუხლი 553. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის
მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. ლიკვიდატორი
ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორზე
გადადის
კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით
შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის
უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ასევე, აქტივები ან/და
ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირს.
4. ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ
გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (ასეთის გამოყენების შემთხვევაში)
და რეზოლუციის მიზნებს.
მუხლი 554. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება
1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ აღნიშნული
აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და
დაფინანსების სხვა წყაროდან მოძიება შეუძლებელია. დროებითი სახელმწიფო
დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-10
პუნქტის მიხედვით „ნ“-„ს“ ქვეპუნქტების ჩათვლით განსაზღვრული კრედიტორები
ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო
მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების
გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო
დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი მიმართავს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს. მოთხოვნა უნდა მოიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო
ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვასა და დასაბუთებას
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების შესახებ, მათ შორის, საჭირო
ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, კანონმდებლობით
განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრულ მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებით სახელმწიფო
დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით:
ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;
ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა;
გ) სარეზოლუციო ფონდის მეშვეობით კომერციული ბანკისათვის სესხის ან/და
გარანტიის გაცემა ან/და
დ) სარეზოლუციო ფონდის მეშვეობით სხვა ისეთი ფორმით დაფინანსება, რაც
აუცილებელი იქნება რეზოლუციის მიზნებისათვის.
4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს
წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ კომერციული
ბანკი იმართებოდეს ადეკვატურ კომერციულ და პროფესიულ საფუძვლებზე, რაც
წარმოდგენილ უნდა იყოს სამოქმედო გეგმის სახით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი
სამართლებრივი აქტით ადგენენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.
6. ეროვნული ბანკი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში
გამოყოფილი
სახსრების
შემდგომი
ანაზღაურების
მიზნით,
საქართველოში
ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს
განუსაზღვრავს
შესაბამისი
შენატანების
განხორციელების
ვალდებულებას
სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული
კომერციული
ბანკისთვის
განისაზღვრება
ობიექტური
და
პროპორციული
კრიტერიუმების საფუძველზე. პროპორციულობის
კრიტერიუმი გულისხმობს
შენატანების განხორციელებას ვალდებულებების პროპორციულად, რომელიც არ
მოიცავს ისეთ ვალდებულებებს რომლებიც ამავდროულად არის საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტი ან არის დაზღვეული დეპოზიტები. ობიექტურობის
კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს.
7. შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და განხორციელების წესი განისაზღვრება
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად
დაადგენს: შენატანების დაწესების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის
შემადგენელ ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, პერიოდულობასა და ვადებს. ზედა
ზღვრის დადგენისას გაითვალისწინება პრინციპი, რომ შენატანის განხორციელება
საფრთხეს
არ
უნდა
უქმნიდეს
კომერციული
ბანკის
ლიკვიდობას
ან
გადახდისუნარიანობას.
მუხლი 555. სარეზოლუციო ფონდი
1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეროვნული
ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს - სარეზოლუციო ფონდს.
სარეზოლუციო ფონდი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ამ კანონის 554 მუხლით
განსაზღვრული წესით დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ასევე,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 378 მუხლის მე-12
პუნქტის ან/და ამავე კანონის 379 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნით.
2. სარეზოლუციო ფონდს ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული
ბანკი პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ
ვალდებულებებზე. სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ დაუშვებელია
კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის
გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების გამოყენება.
3. ეროვნული ბანკი ვალდებულია, სარეზოლუციო ფონდის შესახებ ფინანსური
ანგარიშგება
მოამზადოს
ეროვნული
ბანკის
ფინანსური
ანგარიშგებებისგან
დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა შემოწმდეს
დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება
უნდა აღირიცხოს საბაზრო ღირებულებით და ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
კომერციულ ბანკზე გასაცემი სესხები, გარანტიები, გრანტები და სხვა წყაროებიდან
მიღებული ფინანსური სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული
ლიმიტების
ფარგლებში.
სარეზოლუციო
ფონდის
ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად შესაძელოა გამოყენებულ იქნას ფინანსთა სამინისტროს მიერ
გაცემული გარანტია.
5. სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და ადმინისტრირების წესი განისაზღვრება ამ
კანონის 554 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი
აქტით. აღნიშნული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, დადგინდეს ასევე,
გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების ან მათი
ანგარიშგების მოთხოვნების შესახებ წესები.
მუხლი 556. კრიზისული სიტუაციებისათვის მომზადება და კრიზისის მართვა
1. ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით
იქმნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი), რომელიც
პასუხისმგებელია ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის
მექანიზმების შემუშავებაზე. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს
ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტოს
უფროსი
და
სსიპ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის
შემადგენლობაში
შესაძლოა,
სხვა
სახელმწიფო/ადმინისტრაციული
ორგანოს
წარმომადგენლებიც შევიდნენ. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს ფინანსთა
მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი მოვალეობის შემსრულებელი.
კომიტეტის წევრები უფლებამოსილნი არიან, კომიტეტის სხდომებზე მონაწილეობის
უფლებამოსილების დელეგირება მოახდინონ სხვა პირებზე.
2. კომიტეტი სხდომას მართავს მინიმუმ, წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის
მოთხოვნის შემთხვევაში.
3. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის
დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებები
მიიღება ერთხმად.
4. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან, მაქსიმალურად ითანამშრომლონ
ერთმანეთთან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში,
დამოუკიდებლობის
პრინციპის
დაცვით
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად.
5. ეროვნული ბანკი ვალდებულია:
ა) აცნობოს კომიტეტს ფინანსური სტაბილურობის პოტენციურ საფრთხეებსა და
რისკებზე და მიაწოდოს კომიტეტს მის ხელთ არსებული საჭირო ინფორმაცია;
ბ) ადრეულად აცნობოს კომიტეტს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების ან/და ეროვნული ბანკის სპეციალური დაფინანსების
საჭიროების თაობაზე.
6. კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია
(კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, იდენტიფიცირებული
რისკების
შესახებ,
რაც
შესაძლოა,
მნიშვნელოვანი
იყოს
კომიტეტის
ფუნქციონირებისათვის.
კომიტეტის
წევრებმა
უნდა
დაიცვან
ინფორმაციის
კონფიდენციალობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება მისი დებულებით, რომელიც გამოიცემა
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, კომიტეტის ყველა წევრის ერთობლივი
შეთანხმების საფუძველზე. დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრების მიერ
ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, ასევე, სისტემური რისკების
ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის, სისტემური რისკ-სცენარების შეფასების
წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული
დაგეგმარების, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და
კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
8. კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან
ერთადყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.“.
14. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ზემოთ
აღნიშნული
უფლებამოსილებანი
ეროვნული
ბანკის
საბჭოს
გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციისა და რეზოლუციის
რეჟიმებში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ.“.
15. 68-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-53 პუნქტები:
51. სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში ეროვნული
ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო
ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ
შეფასებებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შეფასება შეიცავს აშკარა
შეცდომას/ხარვეზს.
52. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების, რეზოლუციის რეჟიმში მიღებული ან საბანკო
საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების
გასაჩივრებისას სასამართლოს მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გაუქმების
შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დამდგარი ზიანის
ანაზღაურება.
53. რეზოლუციის პრინციპების გათვალისწინებით, თუ „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეფასების მიხედვით,
რეზოლუციის შედეგად კრედიტორ(ებ)მა ან/და აქციონერ(ებ)მა იზარალა იმაზე მეტად,
ვიდრე ის იზარალებდა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, აღნიშნული
სხვაობა
უნდა
ანაზღაურდეს
გადაწყვეტილების საფუძველზე.“
სარეზოლუციო
ფონდიდან
სასამართლო
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი
პასუხისმგებლობა
რომელიმე
პირის
მიმართ
რაიმე
მოქმედებისათვის
ან
უმოქმედობისათვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისაგან თავი
შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი
ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მოქმედი ან
ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება სამსახურებრივი
ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის
ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული
ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული
მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა
და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის
ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი ვრცელდება დროებით ადმინისტრატორზე,
სპეციალურ მმართველსა და ლიკვიდატორზე, აგრეთვე
დროებითი ბანკის
ადმინისტრატორებზე
მხოლოდ
ეროვნული
ბანკის
მიერ
მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული რეზოლუციის კომიტეტის შექმნა,
რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობისა და მისი საქმიანობის წესის განისაზღვრა.
2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალისა ან/და
კრიტერიუმების განსაზღვრა.
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში
უზრუნველყოს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი
სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით, შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და
განხორციელების წესი განსაზღვრა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნული ბანკმა ამ კანონის
ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ ერთობლივი სამართლებრივი აქტის
გამოცემა:
ა) დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის თაობაზე;
ბ) სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე.
5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში
უზრუნველყოს ეროვნული ბანკის სპეციალური დაფინანსების გაცემის წესისა და ამ
დაფინანსების ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფის ფორმისა და წესის
განსაზღვრა.
6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში
უზრუნველყოს
რეზოლუციასთან
დაკავშირებული
ამ
კანონით
დადგენილი
მოთხოვნების უცხოური ბანკების ფილიალებზე გავრცელების თაობაზე სამართლებრივი
აქტის გამოცემა.
7. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში
უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დებულების მიღება.
8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში
უზრუნველყოს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო და სხვა სახის
ფუნქციებისგან ოპერაციული დამოუკიდებლობა ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის
მიზნით.
9. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში
უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა სამართლებრივი აქტის
გამოცემა.
10. ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს 2020 წლის 1
ივლისიდან.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ფინანსური
სექტორის
კომპლექსურობისა
და
საფინანსო
ინსტიტუტების
ურთიერთდამოკიდებულების ზრდასთან ერთად აუცილებელია ეფექტური სამართლებრივი
ჩარჩოს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო სექტორის ფინანსური
სტაბილურობის შენარჩუნებას კრიზისულ სიტუაციებში. აღნიშნული ჩარჩოს ეფექტიანად
ფუნქციონირებისათვის, ერთი მხრივ, საზედამხედველო ორგანოს უნდა შეეძლოს
კომერციული ბანკის საქმიანობის არაჯანსაღ პრაქტიკაზე დროული რეაგირება
საზედამხედველო ზომების გამოყენების გზით, მეორე მხრივ, აღნიშნული რეაგირების
უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში (როდესაც დგება კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის
გაუქმების საფუძვლები), საფინანსო სექტორის სტაბილურობას უნდა ადგებოდეს რაც
შეიძლება ნაკლები ზიანი. ამისათვის, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომერციული
ბანკის ლიკვიდაციის ნაცვლად, უნდა არსებობდეს დამატებითი მექანიზმი, რაც
უზრუნველყოფს კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციას იმგვარად, რომ შენარჩუნებულ
იქნეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსურ
სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული
ბანკები ექვემდებარებიან ზედამხედველობის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც იცავენ
კაპიტალისა თუ ლიკვიდური სახსრების მოთხოვნებს, გარკვეულ შემთხვევევში, მათ შორის
სისტემური კრიზისებისას საჭირო ხდება ზემოთ აღნიშნული დამატებითი მექანიზმის ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს - ამუშავება.
მოცემული ჩარჩოს
ფუნქციონირების ფარგლებში, ერთი მხრივ, კომერციულ ბანკს შემუშავებული უნდა ჰქონდეს
გეგმა, რომლის მიხედვითაც, წინასწარ გაწერილი წინაპირობების დადგომის შემთხვევაში,
მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს კომერციული ბანკის
რეზოლუციის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც შეიმუშავებს რეზოლუციის
სტრატეგიას, იმ შემთხვევისთვის, თუ ბანკი ისეთი ფინანსური სირთულეების წინაშე
აღმოჩნდება, როდესაც ბანკის შემუშავებული გეგმა ეფექტურად ვერ სრულდება, ხოლო ამ
ბანკის ლიკვიდაცია ფინანსურ სისტემაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს.
ასეთი ჩარჩოს არსებობა ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:
კრედიტორებისა და აქციონერების მიერ ზარალის მიღებას ლიკვიდაციის დროს
განსაზღვრული თანმიმდევრობის საპირისპირო იერარქიით (პირველ რიგში, ზარალს
იღებს აქციონერი, შემდგომ ყველაზე ქვედა რიგის კრედიტორი და ა.შ);
არც ერთმა კრედიტორმა და აქციონერმა არ უნდა იზარალოს იმაზე მეტად, ვიდრე
იზარალებდა ლიკვიდაციის შემთხვევაში. სწორედ, ამ შეფასებასა და ფინანსურ
სტაბილურობაზე კომერციული ბანკის ლიკვიდაციის გავლენის ანალიზს ეფუძნება
რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნული ჩარჩოს შემუშავებას საერთაშორისო
პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამავდროულად,ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.
კერძოდ, კანონპროექტის მიზანია კომერციული ბანკების ფინანსური სირთულეების ადრეული
იდენტიფიკაცია და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა თავდაპირველად კომერციული ბანკის
მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმით (გაჯანსაღების გეგმა), ხოლო აღნიშნულის
წარუმატებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმით
(რეზოლუციის გეგმა) ან ეროვნული ბანკის სხვა სარეზოლუციო უფლებამოსილების
განხორციელების (რეზოლუცია) გზით. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზანია დაიცვას
ფინანსური სექტორის სტაბილურობა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური სირთულეების
დროს, პრობლემური კომერციული ბანკის ლიკვიდაცია გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით
შედეგებს ფინანსურ სექტორზე, მოხდეს ალტერნატიული გზის - რეზოლუციის - გამოყენება.
ამასთან, საფინანსო სექტორის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია
მათ
რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა, რათა
სამართლებრივი ჩარჩო მეტად შეესაბამებოდეს ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო
პრაქტიკას, მათ შორის ევროკავშირში მოქმედ შესაბამის დირექტივებს1. აღნიშნული თავის
მხრივ უზრუნველყოფს ინვესტორთა, დეპოზიტართა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა
მხრიდან საფინანსო სისტემის მიმართ მეტ ნდობას.
ამასთან, რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს
კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების
უწყვეტობისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე დეპოზიტართა
ინტერესების უკეთესი დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის (გადასახადების გადამხედელების
თანხის) მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ
ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციასა და ლიკვიდაციის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრისას უნდა
აღინიშნოს, რომ უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი რეზოლუციასა და ლიკვიდაციას შორის,
და ამავე დროს, რეზოლუციის უპირატესობა კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების
უწყვეტობის შენარჩუნება და ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების სექტორის სხვა
მონაწილეებზე გადადების რისკების მაქსიმალური შემცირებაა. გარდა ამისა, რეზოლუციის
პროცესში დაზღვეულ დეპოზიტებზე წვდომა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე
დაყვანის პრინციპი ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა
ინტერესების დაცულობას. თუმცა, რეზოლუციის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც
კომერციული ბანკის ლიკვიდაცია არ არის მიზანშეწონილი და გამართლებული იქიდან
გამომდინარე, რომ მისმა ლიკვიდაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა
მოახდინოს მთლიანად ფინანსურ სისტემაზე.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა
და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივა (Bank Recovery and Resolution Directive (BRRD)), 2013 წლის
26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/36/EU დირექტივა “საკრედიტო ინსტიტუტების
საქმიანობისა და საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული
ზედამხედველობის თაობაზე” და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 575/2013
რეგულაცია „საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული
მოთხოვნების თაობაზე“.
1
მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს რეზოლუციის განხორციელების შესაძლებლობას,
რის
გამოც
აუცილებელია
საკანონმდებლო
ჩარჩოს
ცვლილება
სარეზოლუციო
უფლებამოსილებებისა და ზომების შესაქმნელად. კანონპროექტით იხვეწება როგორც
კომერციული ბანკების ადრეული ინტერვენციის საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე დგინდება
ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები, ეროვნული ბანკი საკანონმდებლო
დონეზე განისაზღვრება რეზოლუციის განმახორციელებელ ორგანოდ.
რეზოლუციის ჩარჩოს ეფექტურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია რეზოლუციის
პროცესის დაფინანსების, კრიზისული სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის
მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოიაზრებს
ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებაში არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ
ყველა სხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს, ჩართულობასა და
შესაბამისი როლების განსაზღვრას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის თანხმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭება სარეზოლუციო
მანდატი, შეიქმნება სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი
მექანიზმი, შესაბამისი ინსტრუმენტები და კრიზისული სიტუაციების მართვის ზომები, რაც
შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის
შენარჩუნება, რომლის ფარგლებშიც მას შეეძლება შეინარჩუნოს კომერციული ბანკის
კრიტიკული ფუნქციები და უკეთ დაიცვას დეპოზიტართა ინტერესები.
ამასთან, კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს ეროვნული ბანკის
საზედამხედველო ჩარჩოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით შემოდის რეზოლუციის ცნება, რაც გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ
სარეზოლუციო მანდატის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის
შემოღებასა და სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების განხორციელებას
რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა კომერციული ბანკის კრიტიკული
ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა, ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე
მნიშნელოვანი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება, საბიუჯეტო და სახელმწიფო
სახსრების დაცვა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტებისა და მომხმარებლების სახრებისა და აქტივების დაცვა.
ამასთან ახლებურად განიმარტება დროებითი ბანკი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფუძნებულ და ეროვნული ბანკის
მიერ ლიცენზირებულ დროებით კომერციულ ბანკს, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში
მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული
ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადასაცემად კანონმდებლობით განსაზღვრული
რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.
კანონპროექტით ეროვნული ბანკის ამოცანებსა და ფუნქციებს ემატება ეროვნული ბანკის
სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისა კრიზისული სიტუაციებისათვის
მომზადებასა და კრიზისის მართვაში მონაწილეობის მანდატი.
კანონპროექტით საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით იქმნება შესაძლებლობა,
ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის
შესაბამისი ორგანოსათვის რეზოლუციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით და ასევე
ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომელთაც ეროვნული ბანკის მსგავსი
ფუნქციები აქვთ. აღნიშნული თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასთან
და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას.
კანონპროექტით უფრო ნათლად და მკაფიოდ განისაზღვრა ეროვნული ბანკის საფინანსო
სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციები და უფლებამოსილებები.
ორგანულ კანონს ემატება 162 მუხლი, რომლითაც იქნება ეროვნული ბანკის რეზოლუციის
კომიტეტი, განისაზღვრება მისი შემადგენლობა და ძირითადი ფუნქციები. კომიტეტის
შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, რომლებსაც
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება გააჩნიათ. რეზოლუციის კომიტეტი იღებს
გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებასთან, ასევე,
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეზოლუციის გეგმების დამტკიცებასთან და
რეზოლუციის
რეჟიმში
მყოფი
კომერციული
ბანკის
მიმართ
სარეზოლუციო
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის კომიტეტი
ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე და მას წარუდგენს ანგარიშს
წელიწადში ერთხელ ან/და მოთხოვნის შემთხვევაში.
კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს
სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო და სხვა სახის ფუნქციებისგან საოპერაციო
დამოუკიდებლობას, მათ შორის ორგანიზაციული მოწყობის კუთხით, , ინტერესთა
კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.
კანონპროექტით იცვლება ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღარ იქნება შესაძლებელი განსაკუთრებულ
შემთხვევებში უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და
არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა.
კანონპროექტით განისაზღვრება განსაკუთრებულ შემთხვევებში ფინანსური სისტემის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების
გაცემის შესაძლებლობაც იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობას შესაძლოა
საფრთხე შეექმნას. კანონპრპოექტი ასევე დეტალურად არეგულირებს ასეთი დაფინანსების
გაცემის წინაპირობებს.
კანონპროექტით ეროვნულ ბანკს ემატება რიგი საზედამხედველო უფლებამოსილებებისა,
კერძოდ:
განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი გაჯანსაღების
გეგმა, მოითხოვოს წარმოდგენილ გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს ადრეული ინტერვენციის ზომები;
რეზოლუციის მიზნებისა და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის
დაადგინოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები; ორგანულ კანონს ემატება
კომერციული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის, კრიზისული სიტუაციების
კოორდინაციისა და მართვის თავი, რომელიც აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა
რეზოლუციის მიზნები, ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები, კომერციული
ბანკის ლიკვიდაცია, დროებითი სახელმწიფო დაფინანსება და სარეზოლუციო ფონდი, ასევე,
კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებისა და კრიზისის მართვის საკითხები.
წინამდებარე თავში გაწერილია რეზოლუციის მიზნები, კერძოდ, ეროვნული ბანკი
რეზოლუციის პროცესში შემდეგი მიზნებით ხელმძღვანელობს:
ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშნელოვანი უარყოფითი გავლენის თავიდან
აცილება;
გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;
დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დაზღვეული დეპოზიტების დაცვა.
ე) მომხმარებლების სახრებისა და აქტივების დაცვა.
ამასთან, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხებს, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას
რეზოლუციის მიზნების შესასრულებლად
გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს
წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, კომერციული ბანკებისთვის
შეიმუშავოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს,
შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი და ამ რეჟიმის ფარგლებში განახორციელოს სხვა
სარეზოლუციო უფლებამოსილებები.
კანონპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები,
რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების შესრულებისათვის, კერძოდ, ეროვნული
ბანკი რეზოლუციის პროცესში უფლებამოსილია ინდივიდუალურად ან ერთობლივად,
თითოეული
შემთხვევისათვის
დამახასიათებელი
კონკრეტული
გარემოებების
გათვალისწინებით:
ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი
ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს
სრული უფლებამოსილება;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, არ დაიცვას „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ 31-ე მუხლი „გ“ და „დ“ პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ ეს აუცილებელია
ფინანსური სექტორის სტაბილურობის, სისტემური რისკების თავიდან აცილებისა და
კრედიტორების სასარგებლოდ კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის მაქსიმიზაციის
მიზნით.
გ) განახორციელოს რეზოლუციაში მყოფი ბანკის აქტივებისა და ვალდებულების შეფასება;
დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომლები,
ადმინისტრატორები და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან
სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;
ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსულ
ვალდებულებებზე ან/და შეუზღუდოს მხარეს კომერციულ ბანკთან გაფორმებულ
ხელშეკრულებებთან მიმართებით ხელშეკრულების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების
გამოყენების შესაძლებლობა;
ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების
დროებითი შეჩერების ან/და ახალი საქმის წარმოებაში მიღების გადავადების მოთხოვნით;
თ) მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან ბანკის აქციების
სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;
ი) მოახდინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების სრულად ან
ნაწილობრივ მესამე პირ(ებ)ზე გადაცემა. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას
ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტების გადაცემა განხორციელდეს
მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკის ან დროებით ბანკისათვის;
კ) განახორციელოს აქციებისა ან/და კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და
კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების
სხვა ინსტრუმენტებში
კონვერტაცია;
ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების,
საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების
გამოშვება;
მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და კომერციული
ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ნ) გარდა კომერციული ბანკის მიერ სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე
ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენებისა, შეწყვიტოს, მათ შორის,
ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი
ხელშეკრულებაასევე, დერივატივების შესახებ ხელშეკრულება. ო) გააუქმოს კომერციული
ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტუმენტები და სხვა ვალდებულებები (გარდა
უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო
განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კომერციული
ბანკის იმ აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა თანამშრომლებისგან, რომელთა
ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, რაც მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, მოიცავს მიღებული პრემიის, ანაზღაურების ან სხვა მსგავსი ტიპის შემოსავლის
დაბრუნების მოთხოვნას;
ჟ) კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორებთან,
შემფასებლებთან, იურისტებთან, ბუღალტრებთან, კონსულტანტებთან ან/და სხვა პირებთან
ეფექტური რეზოლუციის მიზნებისათვის. ამ პირების მიერ რეზოლუციის რეჟიმის
შემოღებამდე გაწეული მომსახურების ხარჯებს გაიღებს ეროვნული ბანკი;
რ) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისათვის, შეიმუშავოს
ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს
შემუშავებულ გეგმას;
ს) გამოსცეს სამართლებრივი აქტი რეზოლუციასთან დაკავშირებული ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების უცხოური ბანკების ფილიალებზე გავრცელების თაობაზე;
ტ)
გამოსცეს
სამართლებრივი
აქტები
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
რეზოლუციის პროცესის მნიშვნელობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც
გულისხმობს რეზოლუციის რეჟიმის სწრაფ და ეფექტურ მიმდინარეობას, ეროვნულ ბანკს
ექმნება შესაძლებლობა სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს კომერციული
ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. გამონაკლისი ასევე
ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტების
რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცების მოთხოვნებზე. კანონპროექტი ასევე
ითვალისწინებს აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან
მოხსნის/დროებითი შეჩერების ან ახალი აქციების სავაჭროდ დაშვების, ნულამდე
შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვების ან მნიშვნელოვანი
წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის გამარტივებული/დაჩქარებული წესით განხორციელების
შესაძლებლობას. კანონპროექტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას
რეზოლუციის
მიზნებისათვის
შეცვალოს
კომერციული
ბანკის
სადამფუძნებლო
დოკუმენტები/წესდება
და
მარეგისტრირებელ
ორგანოს
მოსთხოვოს
აღნიშნული
ცვლილებების დაუყოვნებელი რეგისტრაცია.
გამონაკლის შემთხვევებში კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს
მიერ რეზოლუციის პროცესის დროებითი დაფინანსების (დროებითი სახელმწიფო
დაფინანსება) შესაძლებლობას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის პროცესის
დაფინანსება აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და
დაფინანსების სხვა წყაროდან მოძიება შეუძლებელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-10
პუნქტის მიხედვით „ნ“-„ს“ ქვეპუნქტების ჩათვლით განსაზღვრული კრედიტორები
ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო
მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების
გათვალისწინებით. კანონპროექტი ითვალისწინებს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების
გაცემის პროცედურულ საკითხებს, კერძოდ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის
მოთხოვნით ეროვნული ბანკი მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რაც უნდა
მოიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის
მიმოხილვასა და დასაბუთებას დაფინანსების საჭიროების შესახებ, მათ შორის საჭირო
ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, კანონმდებლობით განსაზღვრული
რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით. ფინანსთა სამინისტროს
მხრიდან თანხმობის გაცემის შემთხვევაში, დროებითი სახელმწიფო დაფინანასება შეიძლება
გაიცეს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით:
ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;
ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა;
გ) სარეზოლუციო ფონდის მეშვეობით კომერციული ბანკისათვის სესხის ან/და გარანტიის
გაცემა ან/და სარეზოლუციო ფონდის მეშვეობით სხვა ისეთი ფორმით დაფინანსება, რაც
აუცილებელი იქნება რეზოლუციის მიზნებისათვის.
კანონპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების
მიზნით, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების
ფილიალებს განუსაზღვროს შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულება
სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. შენატანის ოდენობა თითოეული კომერციული
ბანკისთვის უნდა განისაზღვროს ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების
საფუძველზე. თავის მხრივ, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ პროპორციულობის
კრიტერიუმი გულისხმობს შენატანების განხორციელებას ვალდებულებების პროპორციულად,
რომელიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებებს რომლებიც ამავდროულად არის
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან არის დაზღვეული დეპოზიტები.
ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს.
კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ შენატანის დაკისრების კრიტერიუმებსა და
განხორციელების წესს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა
საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანების დაწესების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის
პროფილის შემადგენელ ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, პერიოდულობასა და ვადებს.
ზედა ზღვრის დადგენისას გაითვალისწინება პრინციპი, რომ შენატანის განხორციელება
საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდობას ან გადახდისუნარიანობას.
ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის
წესს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავენ ერთობლივი აქტით.
კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად
განხორციელების მიზნით, ეროვნულ ბანკში იხსნება ანგარიში - სარეზოლუციო ფონდი,
რომელშიც ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ
კომერციულ ბანკზე გასაცემი სესხები, გარანტიები, გრანტები და სხვა წყაროებიდან მიღებული
ფინანსური სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების
ფარგლებში. ამასთან, სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად
შესაძელოა გამოყენებულ იქნას ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.
სარეზოლუციო ფონდს ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი, თუმცა, ეროვნული ბანკი
პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე.
ამასთან, კანონპროექტით განსაზღვულია, რომ სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ
დაუშვებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ
შორის გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების გამოყენება.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკი ვალდებულია, სარეზოლუციო ფონდის
შესახებ ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან
დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა შემოწმდეს
დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება უნდა
აღირიცხოს
საბაზრო ღირებულებით და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების დაცვით.
ამასთან, ეროვნული ბანკი და ფინანთა სამინისტრო სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და
ადმინისტრირების წესებს განსაზღვრავენ ერთობლივი სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების
ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც
პასუხისმგებელია ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების
შემუშავებაზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შექმნის რეკომენდაცია გაცემულ იქნა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი (ფინანსური სექტორის
შეფასების პროგრამის - FSAP) მისიის ფარგლებშიც.2
კანონპროექტი განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობას: საქართველოს ფინანსთა
მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს
უფროსი და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსი, თუმცა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლოა, სხვა
სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც შევიდნენ.
კანონპროექტით განსაზღვრულია კომიტეტთან დაკავშირებული პროცედურული
საკითხებიც,
კერძოდ,
კომიტეტის
მიერ
სხდომის
გამართვის
პერიოდულობა,
გადაწყვეტილების მიღების წესი.
კანონპროექტის თანახმად, კომიტეტის წევრები მაქსიმალურად თანამშრომლობენ
ერთმანეთთან, აწვდიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ
ინფორმაციას) კომიტეტს. ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის რიგი
ვალდებულებები კომიტეტთან მიმართებით, კერძოდ, ეროვნული ბანკი ვალდებულია:
ა) აცნობოს კომიტეტს ფინანსური სტაბილურობის პოტენციურ საფრთხეებსა და რისკებზე
და მიაწოდოს კომიტეტს მის ხელთ არსებული ინფორმაცია;
ბ) ადრეულად აცნობოს კომიტეტს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების ან/და ეროვნული ბანკის სპეციალური დაფინანსების საჭიროების
თაობაზე.
კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია კომიტეტის ანგარიშგების საკითხები, კერძოდ,
კომიტეტი ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად, ყოველწლიურად აქვეყნებს
კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.
კანონპროექტით განსაზღვრულია სასამართლოს როლი რეზოლუციის პროცესში, რაც
მოიცავს, სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში ეროვნული
ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს
მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივი და რაოდენობრივი
შეფასებებზე დაყრდნობის შესაძლებლობას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შეფასება
“Set up a Financial Stability Council, comprising the NBG, MOF, securities and insurance regulatory
agencies, and relevant stakeholders (authorities)” (Georgia : Financial System Stability Assessment, 2014)
2
შეიცავს აშკარა შეცდომას/ხარვეზს. ამასთან, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების, რეზოლუციის
რეჟიმში მიღებული ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სასამართლოს მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების
გაუქმების შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ეროვნული ბანკისთვის მხოლოდ
დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
დამატებით, კანონპროექტი განსზღვრავს, რომ თუ „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეფასების მიხედვით, რეზოლუციის შედეგად
კრედიტორ(ებ)მა ან/და აქციონერ(ებ)მა იზარალა იმაზე მეტად, ვიდრე ის იზარალებდა
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, აღნიშნული სხვაობა უნდა ანაზღაურდეს
სარეზოლუციო ფონდიდან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ აღწერილი ცვლილებები კრიტიკული მნიშვნელობისაა სარეზოლუციო
უფლებამოსილებების სათანადოდ განსახორციელებლად, რაც ასევე ასახავს საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკას3.
კანონპროექტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ თავისი თანამშრომლების
ინტერესების დაცვის ვალდებულების პუნქტი გავრცელდება დროებით ადმინისტრატორზე,
სპეციალურ მმართველსა (რეზოლუციის პროცესის განმახორციელებელი პირი) და
ლიკვიდატორზე, აგრეთვე დროებითი ბანკის ადმინისტრატორებზეც მხოლოდ ეროვნული
ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო
ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლის თანახმად, 2019
წლის მაისის ბოლოს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებები ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის განახლებული ჩარჩოს
შესახებ, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან უნდა იყოს შესაბამისობაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა
გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
3
მაგალითისათვის იხილეთ: 2014/59/EU დირექტივის (BRRD) 85(3) მუხლი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც რეზოლუციის
პროცესში მონაწილეობას იღებს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნული მონაწილეობა შესაძლოა
განისაზღვროს რამდენიმე შემთხვევაში: დროებითი ბანკის დაფუძნება, რეზოლუციაში მყოფი
კომერციული ბანკის აქციების შეძენა, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ეროვნული ბანკის
მიერ კომერციული ბანკისათვის სესხის გაცემის სანაცვლოდ გარანტიის გაცემა, და იმ
შემთხვევაში, თუ რეზოლუციის პროცესის დაფინანსება აუცილებელია ფინანსური სისტემის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების სხვა წყაროდან მოძიება შეუძლებელია,
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ
გაცემული თანხების ანაზღაურების მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოში
ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს
შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას სარეზოლუციო ფონდში
გადარიცხვის გზით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების საფუძველზე ფინანსთა
სამინისტროს/ბიუჯეტის წინამდებარე ხარჯი უნდა შეფასდეს არა როგორც აუცილებელი,
არამედ პოტენციური ხარჯი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის ფარგლებში
კანონმდებლობით გაღებული თანხების შემთხვევაში, აღნიშნული თანხების ანაზღაურების
მიზნით, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების
ფილიალებს განესაზღვრებათ შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულება
სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული
ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციის რეჟიმის უმთავრესი პრინციპია, რომ აქციონერებმა
და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ
ლიკვიდაციის
შემთხვევაში,
კანონპროექტი
ამ
თვალსაზრისით
აუმჯობესებს
აქციონერთა/კრედიტორთა ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის ფარგლებში
კანონმდებლობით გაღებული თანხების შემთხვევაში, აღნიშნული თანხების ანაზღაურების
მიზნით, კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის დაკისრებული
შენატანები თითოეული კომერციული ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და
პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო
ფონდის (IMF)-ის სამუშაო ჯგუფმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში, რომელიც ორ ეტაპად
განხორციელდა (მისიის პირველი ფაზა - 1-17 ივლისი, 2018; მისიის მეორე ფაზა -14-26
ნოემბერი). სამუშაო ჯგუფი შეხვდა როგორც ეროვნული ბანკის, ასევე, ფინანსთა სამინისტროსა
და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკა. ასეთად ითვლება 2011 წელს ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ
გამოქვეყნებული „ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების საკვანძო
ელემენტები“ და ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის
ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივა (Bank Recovery and Resolution
Directive (BRRD)), რასაც დაეფუძნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული
გაჯანსაღებისა და რეზოლუციის შიდა სამართლებრივი რეჟიმები.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.