„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/357/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 62-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 62. საპროცესო ვადის შეჩერება და ვადების დინება საქმის განხილვის გადავადებისას 1. ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება. 2. ამ კოდექსის 1861, 3711 და 3981 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროცესო ვადების დინება არ იწყება. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.“; 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861 მუხლი: „მუხლი 1861. სარჩელის განხილვის გადავადება 1. მოსამართლე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმართვის საფუძველზე არ ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს და აჩერებს საქმის განხილვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება.“; 3. 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოქმედება ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არაუმეტეს 90 დღისა. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.“; 4. 279-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებულ საქმეთა წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; 5. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის მიმართვაში მითითებული ვადით.“; 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3711 მუხლი: „მუხლი 3711. სააპელაციო საჩივრის განხილვის გადავადება 1. მოსამართლე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმართვის საფუძველზე არ ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს და აჩერებს საქმის განხილვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება.“; 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3981 მუხლი: „მუხლი 3981. საკასაციო საჩივრის განხილვის გადავადება 1. მოსამართლე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმართვის საფუძველზე არ ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს და აჩერებს საქმის განხილვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება სარეზოლუციო უფლებამოსილება. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლი, კერძოდ ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება. ამათან, ამ კოდექსის 1861, 3711 და 3981 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროცესო ვადების დინება არ იწყება. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება. ასევე, კოდექსს ემატება ახალი 1861 მუხლი, რომლის თანახმად მოსამართლე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმართვის საფუძველზე არ ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს და აჩერებს საქმის განხილვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა ამ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება. კოდექსის 191-ე მუხლს ემატება ახალი მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოქმედება ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არაუმეტეს 90 დღისა.“; კოდექსის 279-ე მუხლს ემატება ახალი „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულება იქნება შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებულ საქმეთა წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კოდექსის 281-ე მუხლს ემატება ახალი „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საქმის წარმოება ჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის მიმართვაში მითითებული ვადით. კოდექსს ემატება ახალი 3711 მუხლი, რომლის თანახმად მოსამართლე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმართვის საფუძველზე არ ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს და აჩერებს საქმის განხილვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. ამ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება. ანალოგიური პრინციპის ასახვა ხდება საკასაციო საჩივრს განხილვის თავშიც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). შესატანი გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.