„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/357/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი) – იურიდიული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფულადი სახსრების გადარიცხვის ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება, ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის „რეჟიმი“ საქართველოში მოიცავს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადებას ან რეაბილიტაციის დაწყებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებითი ადმინისტრაციის, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; 2. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი პირი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, საგამონაკლისო სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მისი დაშვება საგადახდო სისტემაში შესაძლებელია არაუმეტეს 24 თვისა.“; 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ტრანსფერორდერის გამოთხოვის დაუშვებლობა სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა.“; 4. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ პუნქტის დებულებები სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისათვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისათვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს: ა) ის ტრანსფერორდერი, რომელიც სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ; ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ. 5. საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.“; 5. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის მიერ სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ.“; 6. 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად.“; 7. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ფაქტი არ უნდა გახდეს გირაოს ამოქმედების საფუძველი, თუ, კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით ან სხვა ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა ფინანსური გირაო. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე დააწესოს შეზღუდვები ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის უფლებაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე დაადგინოს ურთიერთგაქვითვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.“; 8. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს ამოქმედებით მიღებული თანხით ვალდებულებების შესრულებას, ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალის, კრედიტორის, დამგირავებლის ან მოგირავნის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება სარეზოლუციო უფლებამოსილება. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება საქმიანობის შეზღუდულ რეჟიმის დეფინიციას ემატება რეზოლუციის რეჟიმი. კანონის 51 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი, კერძოდ თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი პირი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, საგამონაკლისო სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მისი დაშვება საგადახდო სისტემაში შესაძლებელია არაუმეტეს 24 თვისა. კანონის მე-8 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა. კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად აღნიშნული პუნქტები სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისათვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისათვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს: ა) ის ტრანსფერორდერი, რომელიც სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ; ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ. ასევე, საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ. კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის მიერ სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ. კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად. ამასთან, კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად. კანონის 37-ე მუხლს ემატება ახალი მე-3-მე-5 პუნქტები, რომლის თანახმად კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ფაქტი არ უნდა გახდეს გირაოს ამოქმედების საფუძველი, თუ, კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით ან სხვა ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა ფინანსური გირაო. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე დააწესოს შეზღუდვები 37-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის უფლებაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე დაადგინოს ურთიერთგაქვითვასთან დაკავშირებული მოთხოვნები. კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს ამოქმედებით მიღებული თანხით ვალდებულებების შესრულებას, ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალის, კრედიტორის, დამგირავებლის ან მოგირავნის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). შესატანი გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.