„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს
წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას. წლიურ საბიუჯეტო
კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი
წესით, თუ ამ კოდექსის მე-401 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:
„მუხლი 401. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული გარანტიის გაცემისას/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებისა
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან
დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის
შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს
საქართველოს პარლამენტს.
წარმოდგენილ პროექტს განიხილავს საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან
დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის
შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს
საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან
არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
3. პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის
დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის
შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის მოხსენებებს.“
3. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხებზე ,
რომლის გაცემის წესი დადგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული
ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და
აღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმის ეფექტურად
განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება
სარეზოლუციო
უფლებამოსილება.
შესაბამისად,
აღნიშნული
უფლებამოსილების
შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა შესაბამისი
სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი
ცვლილებების შეტანა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი შესაბამისობაში მოვა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან, ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებული რეზოლუციის პროცესის დაფინანსებისას/გარანტიის გაცემისას
განხორციელდება შემჭიდროვებულ ვადაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რეზოლუციის პროცესის
დაფინანსებასთან/გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განხორციელდება ზოგადი წესის მიხედვით
გარკვეული სპეციფიკის გათვალისწინებით - დგინდება განსხვავებული ვადები საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილვისათვის და საქართველოს პარლამენტის მიერ
პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვისათვის.
კერძოდ, განისაზღვრება, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონით
გათვალისწინებული
რეზოლუციის
პროცესის
დაფინანსებასთან/გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ
განსახილველად წარდგენილ კანონის პროექტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. ხოლო,
საქართველოს პარლამენტი პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს
მთავრობის მიერ პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 5
დღის ვადაში. პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რეზოლუციის პროცესის
დაფინანსებასთან/გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი
ასევე ისმენს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
ამასთან, პროექტის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2
ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საბიუჯეტო კოდექსის IX თავის ნორმები
(სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა) არ გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო
დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხებზე, რომლის გაცემის წესი დადგინდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი
აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა
გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
შესატანი
გადასახადის,
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.