„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“-„ჰ3“ ქვეპუნქტები:
„ჰ) გაჯანსაღების გეგმა - კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც
სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს მნიშვნელოვანი ფინანსური
სირთულეების დადგომისას;
ჰ1) რეზოლუციის გეგმა - ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის
შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს რეზოლუციის რეჟიმის
პროცესში კომერციული ბანკის მიმართ სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და
უფლებამოსილებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ჰ2) რეკაპიტალიზაცია მოცულობის ან ხარისხის ზრდა;
კომერციული
ბანკის
საზედამხედველო
კაპიტალის
ჰ3) კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების,
ვალდებულებების ან/და აქტივების ჩამოწერა - კომერციული ბანკის საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტების, ვალდებულებების ან/და აქტივების გაუქმება ან მათი
ღირებულების შემცირება.“;
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები და მოთხოვნები.“;
3. მე-7 მუხლის:
ა) „ი“-„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კომერციული ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, ფინანსური
მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც
შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის
სტაბილურობას ან საფრთხე შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურ და ეფექტურ
ფუნქციონირებას;
კ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური
პრობლემები, რომელიც მათ შორის, შესაძლოა გამოიხატოს მომგებიანობის სუსტ
მაჩვენებლებში, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევაში;
ლ)
კომერციული
გადახდისუუნარობა;“;
ბანკის
გადახდისუუნარობა
ან
მოსალოდნელი
ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:
„ლ1) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების ან ეროვნული ბანკის სპეციალური დაფინანსების საჭიროება;
ლ2) ამ კანონის 301 მუხლის ფარგლებში გატარებული ადრეული ინტერვენციის
ზომების უშედეგოდ განხორციელება;“;
გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის
რეჟიმის უშედეგოდ დასრულება;“;
დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჟ)
უცხოური
ბანკის
ფილიალის
ან/და
შვილობილი
ბანკის
სათავო
დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო
საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა ან შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის შეფასებით,
უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალთან მიმართებით დადგენილ
მოთხოვნებს და ამასთან, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ან გონივრულ
ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება/გადახდისუუნარობის ან გაკოტრების
საქმის წარმოების დაწყება ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება,
ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება არ იქნება საკმარისი
საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის, ასევე იმ შემთხვევაში, თუ
ადგილსამყოფელი ქვეყნის რეზოლუციის რეჟიმში, გაკოტრების ან გადახდისუუნარობის
საქმისწარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის
კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი;“;
4. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულიმოთხოვნები და
პროცედურები.“;
5. 84 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 84. მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ დეკლარაციის წარდგენის
მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ
მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე არ წარადგენს დეკლარაციას ან ეროვნული ბანკის
შეფასების საფუძველზე, იგი ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს,
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:
ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის
საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;
ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. გაჯანსაღების გეგმა
1. თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და ეროვნულ ბანკს
წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა.
გაჯანსაღების გეგმა სხვა ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს იდიოსინკრატულ,
სისტემურ და კომბინირებულ სტრეს-სცენარებს, შესაბამის გასატარებელ ზომებსა და
ღონისძიებებს კომერციული ბანკის ლიკვიდობასთან ან/და გადახდისუნარიანობასთან
დაკავშირებული რისკების შემცირებისა და ფინანსური სიჯანსაღის აღდგენის
მიზნებისათვის.
2. გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი, რომელიც
უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მასში ცვლილებების შეტანა იმ
მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხრის მიზნით, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას
გაჯანსაღების გეგმის განხორციელებას.
3. კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს და, საჭიროებისამებრ,
განაახლოს გაჯანსაღების გეგმა. გაჯანსაღების გეგმა უნდა განახლდეს, თუ არსებითი
ცვლილებები განხორციელდება კომერციული ბანკის საქმიანობაში, სტრუქტურაში, რისკის
პოზიციებში ან იმ დაშვევებთან მიმართებით, რაც გაჯანსაღების გეგმის შედგენისას იქნა
გამოყენებული. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ბანკს
გაჯანსაღების გეგმის გადახედვა და განახლება.
4. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია,
ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, რაც
ასევე მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ
მუხლით განსაზღვრულ გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები
და წესები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ
ბანკებისთვის, რომელთაც ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით
შესაძლოა, გაჯანსაღების დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული/განსხვავებული
მოთხოვნები განესაზღვროთ.
6. გაჯანსაღების გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს გაჯანსაღების
გეგმისგან განსხვავებულად.“;
7. 21-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
მოთხოვნები“;
21.
ეკონომიკური
ლიმიტები,
ნორმატივები
და
ინდივიდუალური
8. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები, სანქცია (ფულადი ჯარიმა) და ადრეული
ინტერვენციის ზომები
მუხლი 30. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლით განსაზღვრული ერთი
ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია - ფულადი ჯარიმა ბანკის, ბანკის
ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი
ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას:
ა) კომერციულმა ბანკმა, მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა
პირმა დაარღვია:
ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი,
ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;
ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის
ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;
ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა
არაზუსტი ინფორმაცია;
ა.დ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნები;
ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
კანონის მოთხოვნები;
შესახებ“
საქართველოს
ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული
მოთხოვნები, რომლის შედეგად შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო ან
სარეზოლუციო პროცესი;
ბ) კომერციული ბანკი ჩართული იყო ან ჩართულია არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ
საბანკო პრაქტიკაში;
გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების
შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) გამოვლინდა რისკები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის
გამოვლენისას, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანმიმდევრულად,
პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი
საზედამხედველო ზომა:
ა) კომერციულ ბანკს, ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს
გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკა-პროცედურების, გაჯანსაღების
გეგმის, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და გაუმჯობესება;
დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან
შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება)
მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებთან და საქმიანობის ჯანსაღ პრაქტიკასთან შესაბამისობა და ეროვნული ბანკის
მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები, რის თაობაზედაც, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, მოსთხოვოს ბანკს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა;
ე) მოსთხოვოს ბანკს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის
მიზნებისათვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება;
ვ) ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და
კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსაგან, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის
შემთხვევაში - კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებისგან მოითხოვოს
ადმინისტრატორ(ებ)ის თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან
გათავისუფლება;
თ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების
განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების
მოზიდვა;
ი) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან აუკრძალოს გარკვეული სახის საქმიანობა,
ოპერაციები, რომელიც გადაჭარბებულ რისკებს ქმნის ან/და ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირებას
საფრთხეს უქმნის;
კ)
კომერციულ ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან,
სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება;
პროდუქტებთან
ან/და
ლ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების შემცირება იმ
მოცულობით, რაც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების
დაცვისა და სხვა ნორმატივების შესრულებისათვის;
მ) შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს კომერციულ ბანკს აქციონერებისთვის ან/და
დამატებითი პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და
სარგებლის გაცემა;
ნ) კომერციულ ბანკს განუსაზღვროს
დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები;
საზედამხედველო
ანგარიშგებასთან
ო) დაუწესოს კომერციულ ბანკს ლიკვიდობის ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ
შორის, შეზღუდვები აქტივებსა და ვალდებულებებს შორის განსხვავებულ ვადიანობაზე;
პ) კომერციულ ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები;
ჟ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში
საზედამხედველო ზომასთან ერთად ან დამოუკიდებლად დააკისროს კომერციულ ბანკს, მის
ადმინისტრატორებს ან/და მაკონტროლებელ პირს სანქცია - ფულადი ჯარიმა ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საზედამხედველო
კაპიტალისა.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის - ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი
ჯარიმა) გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება შესაბამისი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1
თვის ვადაში.
მუხლი 301. ადრეული ინტერვენციის ზომები
1. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან
რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ფინანსური
მდგომარეობა უარესდება ან მოსალოდნელია, რომ გაურესდება, რაც მათ შორის, შეიძლება
გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდობის მდგომარეობის გაუარესებაში, ლევერიჯის,
უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდაში, ეროვნული ბანკი ამ
კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო ზომებისგან
დამოუკიდებლად ან მასთან/მათთან ერთად, უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვემოთ
ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ადრეული ინტერვენციის ზომა პროპორციულობის
პრინციპის გათვალისწინებით:
ა) მოსთხოვოს კომერციულ ბანკს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან
რამდენიმე ზომის მიღება;
ბ) მოსთხოვოს კომერციულ ბანკს სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება,
რომელიც, ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების
პირობებზე მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერის მიერ ბანკის
პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს;
გ) მოითხოვოს ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაში;
დ) მოითხოვოს ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის მფლობელობის ან
ორგანიზაციულ სტრუქტურაში;
ე) მოითხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი
ინფორმაცია, რაც აუცილებელია კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის განახლების
მიზნით;
ვ) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი კომერციული ბანკისა და საფინანსო
სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და კომერციული
ბანკის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით. დროებითი
ადმინისტრატორი უფლებამოსილია, დროებით იმუშავოს კომერციული ბანკის არსებულ
ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი.
ზ) მოსთხოვოს ბანკს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან
შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ;
თ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი
ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ საერთო კრების
მოწვევის თაობაზე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, თავად მოიწვიოს საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის
წესრიგით და მოსთხოვოს კრებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;
2.
დროებითი ადმინისტრატორი
შესაძლოა დაინიშნოს მხოლოდ
იმ
შემთხვევაში, თუ ადრეული ინტერვენციის სხვა ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან
ეროვნული ბანკის შეფასებით არ იქნება საკმარისი შედეგის მისაღწევად. დროებითი
ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის
კრიტერიუმებს და ამასთან, სახეზე არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი. კომერციულ
ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც სხვა საკითხებთან
ერთად უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და
უფლებამოსილებებს. თუ დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილებას ახორციელებს
კომერციული ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია,
გარკვეულ
გადაწყვეტილებებთან
მიმართებით
არსებულ
ადმინისტრატორებს განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორისგან თანხმობის მიღების
ვალდებულება.
დროებითი
ადმინისტრატორზე
არ
გადადის
საერთო
კრების
უფლებამოსილებები. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის
გარკვეული გადაწყვეტილებები შესაძლოა, საჭიროებდეს ეროვნული ბანკისგან წინასწარ
თანხმობას. წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შესაძლოა, განისაზღვროს
როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების სხვა ეტაპებზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს
დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი საფუძვლით.
3. დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ ეროვნული
ბანკის შეფასებით დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძველი არ აღმოფხვრილა.
4.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები და დანიშვნის წესი.
5. მხარეს, რომლის მიმართაც ადრეული ინტერვენციის ზომა გამოიყენება, აქვს მისი
სასამართლოში გასაჩივრების უფლება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 302. პროპორციულობის პრინციპი
1. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 301 მუხლების ფარგლებში მიღებული
გადაწყვეტილება პროპორციული უნდა იყოს საზედამხედველო ზომის, სანქციის - ფულადი
ჯარიმისა და ადრეული ინტერვენციის ზომების გამოყენების საფუძვლებთან.
საზედამხედველო ზომის, სანქციის - ფულადი ჯარიმისა თუ ადრეული ინტერვენციის
ზომის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკი მხედველობაში
იღებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით გათვალისწინებული
საფუძვლების
სერიოზულობას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი, მინიმუმ, აფასებს კომერციული
ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის დონეს
მის რისკებთან მიმართებით, კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ამ კანონის 30-ე
და 301 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ
ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, ბანკის საქმიანობის კანონიერებას
ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს;
ბ) კომერციული ბანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 30-ე და 301
მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი,
მინიმუმ, აფასებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორების შესაძლებლობას გამოავლინოს,
შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს და მართოს კომერციული ბანკის რისკები. ეროვნული
ბანკი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად ხდება ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით
გათვალისწინებული საფუძვლების
აღმოფხვრა და რამდენად თანამშრომლობენ
კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ეროვნულ
ბანკთან;
გ) რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მის
ეფექტიან ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს
და აფასებს კომერციული ბანკის სისტემურობასა და მის ზომას, ასევე მის
ურთიერთმიმართებას საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, კომერციული ბანკის
ფუნქციების ჩანაცვლებადობას, მისი საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის საზედამხედველო
ზომის, სანქციის - ფულადი ჯარიმისა და ადრეული ინტერვენციის ზომების გამოყენების
შემთხვევებზე.“;
9. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
რეზოლუცია და ლიკვიდაცია
მუხლი 31. რეზოლუციის პრინციპები
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმს წარმართავს
შემდეგი პრინციპების დაცვით:
რეზოლუციის
ა) კომერციული ბანკის აქციონერები იღებენ პირველად ზარალს;
ბ) კომერციული ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდგომ
ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო
მიმდევრობით, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;
გ) ერთი და იმავე რიგის კრედიტორების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს
მათი ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი
გამონაკლისებისა;
დ) აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი
იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები
გათავისუფლებულ უნდა იქნან თანამდებობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი
თანამდებობებზე დატოვება ეროვნული ბანკის შეფასებით, აუცილებელია არსებული
გარემოებების გათვალისწინებით;
ვ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტები დაცული უნდა იყოს.
საქართველოს
კანონით
მუხლი 32. რეზოლუციის გეგმები
1. ეროვნული ბანკი აფასებს თითოეული კომერციული ბანკის ეფექტური
რეზოლუციის შესაძლებლობას. ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის განსაზღვრისას
ეროვნული ბანკი აფასებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების
არსებობისას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან
ლიკვიდაციის დაწყების მიზანშეწონილობას.
2. ეროვნული ბანკი ადგენს რეზოლუციის გეგმებს იმ კომერციული ბანკებისათვის,
რომელთა
მიმართ
კანონმდებლობით
დადგენილი
საფუძვლების
არსებობისას
მიზანშეწონილია ლიკვიდაციის ნაცვლად რეზოლუციის რეჟიმის შემოღება. რეზოლუციის
გეგმები უნდა მოიცავდეს შესაბამის სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და სარეზოლუციო
უფლებამოსილებებს, რომელთაც ეროვნული ბანკი განახორციელებს კომერციული ბანკის
რეზოლუციის რეჟიმში.
3. თუ ეროვნული ბანკის მიერ იდენტიფიცირებული იქნება კომერციული ბანკის
რეზოლუციის განხორციელების არსებითი შემაფერხებელი გარემოებები, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, მოსთხოვოს კომერციულ ბანკს წარმოადგინოს გეგმა ასეთი გარემოებების
აღმოფხვრის მიზნით. თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი გეგმა არ
უზრუნველყოფს არსებითი შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრას ეროვნული ბანკი
კომერციულ ბანკს აძლევს კონკრეტულ მითითებებს აღნიშნული მიზნის მისაღწევად და
განუსაზღვრავს შესაბამის ვადას. კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა
აღნიშნული მითებების შესასრულებლად. ეროვნული ბანკის მითითებები, შესაძლოა,
მოიცავდეს შემდეგ ზომებს:
ა) კომერციული ბანკის მაქსიმალური ინდივიდუალური და საერთო რისკის
პოზიციების შეზღუდვა;
ბ) დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე;
გ) განსაზღვრული აქტივების გასხვისების მოთხოვნა;
დ) კომერციული ბანკის მიმდინარე ან/და დაგეგმილი საქმიანობის/პროდუქტის
შეზღუდვა ან შეწყვეტა;
ვ) კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის საოპერაციო საქმიანობიაში, ორგანიზაციულ
ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების მოთხოვნა, რაც ასევე შესაძლოა,
მოიცავდეს მფლობელობის სტრუქტურის გამარტივებას ან/და მშობელი საწარმოს ან
შვილობილი საწარმოს დაფუძნებას საქართველოს ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ
უზრუნველყოფილი იყოს კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნება რეზოლუციის
პროცესში;
ზ) განცხადებული საწესდებო კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის
მოთხოვნა იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ახალი აქციების ან საკუთრების სხვა
ინსტრუმენტების გამოშვება რეზოლუციის პროცესში;
თ) 378 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ნებადართული
ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნების დაწესება და დაცვა.
4. ეროვნულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს რეზოლუციის გეგმებს და
საჭიროების შემთხვევაში განაახლოს ისინი. რეზოლუციის გეგმა უნდა განახლდეს,
კომერციული ბანკის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და საქმიანობაში ან ფინანსურ
მდგომარეობაში ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს
რეზოლუციის გეგმის შინაარსზე ან/და განხორციელებაზე.
5. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფი ვალდებულია, ითანამშრომლოს და
ხელი შეუწყოს ეროვნულ ბანკს რეზოლუციის გეგმების შედგენის პროცესში, რაც მათ შორის
მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით დაადგინოს
სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით დამატებითი ან/და გამარტივებული
მოთხოვნები და წესები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს შესაბამისი
კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც ზომის, სისტემურობისა და
რისკის პროფილის გათვალისწინებით შესაძლოა
სარეზოლუციო დაგეგმვასთან
დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნები დაუწესდეთ.
7. რეზოლუციის გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს რეზოლუციის
გეგმისგან განსხვავებულად.
მუხლი 33. რეზოლუციის პირობები და რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის
მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე ლიცენზიის გაუქმების ამ კანონის მე-7
მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ და „პ1“ ქვეპუნტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალიწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის
არსებობისას ან/და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე
აუცილებელია.
2. თუ ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე არ არსებობს
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღების საჭიროება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
მოისმინოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორების პოზიციები და წინადადებები
რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით განსაზღვრული
საზედამხედველო ზომების ან/და ადრეული ინტერვენციის ზომების მიღება არ წარმოადგენს
რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებელ წინაპირობას.
4.
რეზოლუციის რეჟიმი შემოღებულად ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ მისი
შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნების მომენტიდან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას რეზოლუციის რეჟიმის შემოღების
საფუძვლების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
კომერციულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტს. რეზოლუციის რეჟიმის
შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში“. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ სხვა
ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული პირები ინფორმირებულად ჩაითვლებიან
სარეზოლუციო რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შედეგად.
მუხლი 34. რეზოლუციის რეჟიმის ხანგრძლივობა და მისი დასრულება
1. რეზოლუციის რეჟიმი შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა. ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია, გააგრძელოს აღნიშნული ვადა არაუმეტეს 12 თვით. ვადის
გაგრძელების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს
ვადის გაგრძელების საფუძველი. ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა
გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე კონფიდენციალურობის წესების დაცვით.
2. კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმი დასრულდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში;
ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,
საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში;
რეზოლუციის
რეჟიმის
შემოღების
გ) კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.
3. რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე, კომერციული ბანკი რჩება ეროვნული
ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და მასზე ვრცელდება ამ კანონის მოთხოვნები.
4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის 3710 მუხლის მე-7 პუნქტი არ გავრცელდება ამ
თავის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.
5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება დროებით ბანკზე.
მუხლი 35. სპეციალური მმართველი
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ კანონით მინიჭებული სარეზოლუციო
უფლებამოსილებები განახორციელოს უშუალოდ ან დანიშნოს ერთი ან რამდენიმე
სპეციალური მმართველი. სპეციალურ მმართველად შესაძლოა, დაინიშნოს ეროვნული
ბანკის თანამშრომელი. სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და
პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც სპეციალურმა მმართველმა
შესაძლოა
განახორციელოს კომერციული ბანკის სრული კონტროლი და მასზე შესაძლოა გადავიდეს
კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. სპეციალური მმართველი მოქმედებს კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის მიერ
გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი
ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე. სპეციალური მმართველი
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, ვადებითა და ფორმით წარუდგენს საქმიანობის
ანგარიშს ეროვნულ ბანკს რეგულარულად ან/და მოთხოვნის შემთხვევაში.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით
გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი და სპეციალურ მმართველად დანიშნოს სხვა
პირი თავის მიერ დადგენილი წესით. სპეციალური მმართველის პასუხისმგებლობა და
ინტერესთა კონფლიქტის საკითხები, რეგულირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
სპეციალური მმართველი იღებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ანაზღაურებას. ყველა
ხარჯი, მათ შორის სპეციალური მმართველის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა
სპეციალური მმართველის მიერ საქმიანობის განხორციელებისას ანაზღაურდება
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ.
5. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს ლიცენზია გაუუქმდება და მის
მიმართ დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,
სპეციალური მმართველი შესაძლოა, კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დაინიშნოს.
მუხლი 36. კომერციულ ბანკზე კონტროლი რეზოლუციის რეჟიმში
1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე, კომერციული ბანკის ყველა ორგანოს
სრული უფლებამოსილება გადადის ეროვნულ ბანკზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
კომერციული ბანკის ორგანოებს დააკისროს გარკვეული ქმედებების განხორციელების
ვალდებულება ამ კანონის შესაბამისად. ბათილია კომერციული ბანკის, სპეციალური
მმართველის მიერ ან კომერციული ბანკის სახელით რეზოლუციის რეჟიმში მიღებული
ყველა ქმედება და გადაწყვეტილება, თუ ის ეროვნული ბანკის მიერ ან მის მიერ მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში არ არის მიღებული.
2. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების მომენტიდან, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს
შეუზღუდავი წვდომა კომერციული ბანკის აქტივებზე, საბუღალტრო ანგარიშებსა და
ჩანაწერებზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წვდომის უზრუნველსაყოფად მიიღოს
ყველა საჭირო ზომა, მათ შორის გაუუქმოს ან შეუზღუდოს კომერციული ბანკის სახელით
მოქმედების უფლებამოსილება ნებისმიერ პირს.
მუხლი 37. გადახდების განხორციელების შეჩერება
პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში
და
სამართლებრივი
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში შეაჩეროს კაპიტალის
განაწილება აქციონერებზე, ასევე, ადმინისტრატორებზე ნებისმიერი ანაზღაურების გაცემა,
გარდა რეზოლუციის რეჟიმში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მომსახურებების
განხორციელებისთვის გადახდილი ანაზღაურებისა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დააწესოს მორატორიუმი კომერციული ბანკის
ვადამოსულ გადახდებზე ან მათ ნაწილზე, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან
დაკავშირებულ, ასევე, საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემის ან ასეთი სისტემის
მონაწილეების მიმართ და საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე
გადახდებსა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ გადახდებზე. მორატორიუმის ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის
რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების დროებითი
შეჩერების ან/და ახალი საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში - საქმის განხილვის
გადავადების მოთხოვნით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, რეზოლუციის რეჟიმში
მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ჩერდება ან/და არ შეიძლება გამოყენებული იქნას
ნებისმიერი იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიება (მათ შორის, სარჩელისა და
გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები) და
საქართველოს
საგადასახადო
და
სამოქალაქო
კოდექსებით
გათვალისწინებული
მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90 კალენდარული დღის
განმავლობაში.
5. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება, ასევე, ნებისმიერი სარეზოლუციო
უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების
შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ასევე,
ნებისმიერი სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს ფინანსური
გირაოს ამოქმედების საფუძველი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს
ნაკისრ ვალდებულებებს.
მუხლი 371. ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება
1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების
მისაღებად ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს
ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების
შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აღრიცხვასთან ერთად,
კომერციული ბანკის მიმართ სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და
ინსტრუმენტ(ებ)ის შერჩევის მიზნით,
ეროვნული ბანკი შეფასების კონსერვატიული
მიდგომით აფასებს ბანკის აქტივებს, მათ შორის აქტივებზე დარიცხულ ზარალს და
ვალდებულებებს (სრულყოფილი შეფასება).
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას იმის თაობაზე, ლიკვიდაციის შემთხვევაში რა ოდენობის ზარალს მიიღებდა ამ
კანონის 3710 მუხლით განსაზღვრული კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული
შეფასების შედეგად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს 378 მუხლის მე-10 პუნქტით
გათვალისწინებული შესაბამისობისათვის საჭირო ფულადი სახსრების სავარაუდო
ოდენობას. აღნიშნული შეფასება გამოიყენება რეზოლუციის სავარაუდო ხარჯების
შესაფასებლად და არ გამოიყენება იმ კომპენსაციების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, რაც
შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცეს კრედიტორებზე ან/და
აქციონერებზე, თუ შეფასების საფუძველზე დადასტურდება, რომ კრედიტორები ან/და
აქციონერები იმაზე ნაკლებ ზარალს მიიღებდნენ ლიკვიდაციის დროს, ვიდრე მათ
იზარალეს რეზოლუციის შედეგად.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დანიშნოს დამოუკიდებელი შემფასებელი ამ
მუხლით განსაზღვრული შეფასების განსახორციელებლად.
5. რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეფასების დასრულებამდე (შუალედური შეფასების
შედეგების საფუძველზე) მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილება და შესაძლებლობისთანავე განახორციელოს კომერციული ბანკის
სრულყოფილი შეფასება.
6. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მისაღებ ან მიღებულ სარეზოლუციო ინსტრუმენტთან
მიმართებით ან ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სარეზოლუციო
ინსტრუმენტის გამოყენების თაობაზე.
7. რეზოლუციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეროვნული
რეზოლუციის რეჟიმის რეზოლუციის პრინციპებთან შესაბამისობას.
ბანკი
აფასებს
8. ეროვნული ბანკი ადგენს შეფასების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას,
მათ შორის დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
9. ამ მუხლის განსაზღვრული შეფასებები სარეზოლუციო ინსტრუმენტის ან/და
უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. მათი
გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 372. რეკაპიტალიზაცია საზედამხედველო
ჩამოწერის ან აქციებში კონვერტაციის გზით
კაპიტალის
ინსტრუმენტების
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოწეროს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტები ან გადააკონვერტიროს
ისინი კომერციული ბანკის აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში. აღნიშნული
უფლებამოსილება შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სარეზოლუციო
ინსტრუმენტებთან ერთად.
2. ამ კანონის 31-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის
პრინციპების შესრულების მიზნით, საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების
ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს იმ სარეზოლუციო
ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლის შედეგადაც სხვა კრედიტორები (გარდა
აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელებისა)
მიიღებდნენ
პირველად
ზარალს.
ეროვნულმა
ბანკმა
შესაძლოა
აღნიშნული
უფლებამოსილება არ გამოიყენოს იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება კომერციული ბანკის
აქტივებისა ან/და ვალდებულებების ნაწილობრივი გადაცემა და კომერციული ბანკის
ბალანსზე დარჩენილი აქციებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების
ღირებულება დაფარავს არსებულ ზარალს.
3. საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია
უნდა დაეფუძნოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების
შეფასებას ამ კანონის 371 მუხლის მიხედვით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში
ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ლიკვიდაციის პროცესში დადგენილ მოთხოვნათა
რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, რათა უზრუნველყოს:
ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების
შემცირება ზარალის პროპორციულად ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების
გაუქმება, შემცირება ან/და გადაცემა; ან/და
ბ) შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება
ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ
აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.
5. ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის
ან აქციებში კონვერტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის
ძალაში.
6. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გამოყენებამდე, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს
ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელების
მიერ მათი შეძენის მიზნით.
მუხლი 373. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები
1. ეროვნულ ბანკს სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას
შეუძლია გამოიყენოს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტი:
ა) კომერციული ბანკის შერწყმა;
ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება;
გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების, დროებითი
ბანკისთვის გადაცემა;
დ) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების გზით;
ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან
კონვერტაციის გზით.
2. სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენება არ საჭიროებს კომერციული
ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, მოვალეების, კრედიტორებისგან თანხმობის
მიღებას, ისევე როგორც ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის
გამოყენებამდე რაიმე სახის წინასწარი შეტყობინების, გამოქვეყნების, ან/და პროსპექტის
დამტკიცებას.
3. რეზოლუციის რეჟიმის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა
კომერციული ბანკის, როგორც სამართალსუბიექტის მომწესრიგებელი სამართლებრივი
ნორმები არ იქნეს გათვალისწინებული.
4. რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
სამართლებრივი აქტით დაადგინოს საზედამხედველო პროცესში ამ კანონით
გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესები და კრიტერიუმები
სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელებისათვის.
მუხლი 374. კომერციული ბანკის შერწყმა
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის
მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურისა.
მუხლი 375. კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების
გასხვისება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შემძენზე (გარდა დროებითი ბანკისა) სრულად
ან ნაწილობრივ გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები,
აქტივები ან/და ვალდებულებები.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რამდენჯერმე გამოიყენოს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, ასევე, შემძენის თანხმობით და თავის მიერ
წინასწარ დადგენილ ვადაში გამოითხოვოს გასხვისებული აქციები, აქტივები ან/და
ვალდებულებები და დაუბრუნოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.
3. გასხვისების შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა კომერციული ბანკის
აქციონერებს ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მას შემდეგ, რაც დაიფარება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდის ხარჯები (ასეთი ხარჯების არსებობის
შემთხვევაში).
4. გასხვისების გადაწყვეტილება ძალაში შედის მიუხედავად კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურისა. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის აქციების შემძენი წარმოადგენს კომერციული ბანკის აქციონერს, ხოლო აქტივებისა
ან/და ვალდებულებების შემძენი წარმოადგენს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის უფლებამონაცვლეს თითოეულ გასხვისებულ აქტივთან და ვალდებულებასთან
მიმართებით. თუ შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების
სისტემებში მონაწილეობის ან საფონდო ბირჟაზე დაშვებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს,
მისი დაშვება აღნიშნულ სისტემებზე/საფონდო ბირჟაზე შესაძლებელია ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებით გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვისა.
5. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებსა და
კრედიტორებს, ასევე სხვა მესამე პირებს, რომელთა აქციები, აქტივები ან/და
ვალდებულებები არ იქნა გასხვისებული, არ აქვთ უფლებები გასხვისებულ აქციებზე,
აქტივებსა ან/და ვალდებულებებზე.
6. შემძენი ვალდებულია ეროვნული ბანკისგან მიიღოს საზედამხედველო პროცესში
ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო თანხმობა. დეპოზიტების გადაცემის
შემთხვევაში, შემძენს უნდა გააჩნდეს მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
7. თუ გასხვისების შედეგად, კომერციული ბანკის შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი
მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა კომერციული ბანკის კაპიტალში 10,
25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით, ეროვნული
ბანკი მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განაცხადს დაჩქარებულად განიხილავს ისე,
რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. თუ რეზოლუციის რეჟიმის
სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის
დაუყოვნებლივ გამოყენება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მნიშვნელოვანი წილის
შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე განახორციელოს გასხვისება და ეროვნული ბანკის
მიერ შეფასების განხორციელებამდე აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები შეზღუდოს
ან/და მიიღოს გადაწყვეტილება ხმის უფლებების თავად გამოყენების თაობაზე. შეფასების
შედეგების საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შემძენს მოსთხოვოს აქციების
გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ
შესაფერისობის კრიტერიუმებს.
8. აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შეთავაზების პროცესი უნდა
წარიმართოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული ფორმით, სადაც
გამორიცხული იქნება ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, შეთავაზების გარეშე მოახდინოს გასხვისება იმ შემთხვევაში, თუ
სხვაგვარად შესაძლოა შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას
რეზოლუციის მიზნების შესრულებას.
9. ამ მუხლით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას,
შესაძლოა გადავადდეს ან არ იქნეს დაცული ფასიანი ქაღალდების ბაზრის
მარეგულირებელი კანომდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები.
მუხლი 376. დროებითი ბანკი
1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების
უწყვეტობის
შენარჩუნებისათვის,
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
მიიღოს
გადაწვეტილება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და
აქტივებისა ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისათვის სრულად ან ნაწილობრივ
გადაცემის თაობაზე.
2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სარეზოლუციო
ინსტრუმენტის
უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს
გადაცემული აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შემდგომში გასხვისების
მიზნით.
3. დროებით ბანკზე გადაცემული ვალდებულებების ჯამი არ უნდა აჭარბებდეს
კომერციული ბანკიდან და სხვა წყაროებიდან გადაცემული აქტივების ჯამს.
4. თუ გადაცემული აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების გარკვეული
ნაწილი არ შეესაბამება გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ
კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გადაცემული აქციები,
აქტივები ან/და ვალდებულებები დაუბრუნდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ
ბანკს.
5. ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე
იღებს გადაწყვეტილებას დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის
თაობაზე არაუგვიანეს 1 თვისა. გადაწყვეტილებაში მიეთითება დროებითი ბანკისათვის
ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების წესი.
6. დროებითი ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სექტორის
სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს დროებითი ბანკი
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის დაცვისგან ლიცენზიის
გაცემიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
7. დროებითი ბანკის ადმინისტრატორები უნდა აკმაყოფილებდნენ ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ
შეიძლება დანიშნულ იქნას დროებითი ბანკის ადმინისტრატორად.
8. დროებითი ბანკი უნდა იმართებოდეს პროფესიული და კომერციული
საფუძვლებით. დროებითი ბანკი არ წარმოადგენს მუდმივ ინსტრუმენტს და მისი აქციების,
აქტივებისა ან/და ვალდებულებების გასხვისება უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად
მოკლე ვადაში. ამ მიზნით დროებითი ბანკის ადმინისტრატორებმა ეროვნული ბანკის
ინსტრუქციებისა და მითითებების საფუძველზე უნდა შეიმუშავონ და განახორციელონ
დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა
შესაძლოა, მოახდინოს დროებითი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, დროებითი
ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება,
ასევე, მოახდინოს დროებითი ბანკის რეკაპიტალიზაცია, მათ შორის ბანკის
ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით.
9. გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებით დროებით ბანკს გაუუქმდება საბანკო საქმიანობის ლიცენზია დროებითი
ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელების ან ნარჩენი აქტივების ან/და
ვალდებულებების სრულად ჩამოწერის შემთხვევაში.
10. დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელების შედეგად
მიღებულ თანხებს მიიღებენ დროებითი ბანკის აქციონერები.
11. თუ დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელების ფარგლებში
მოხდა დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება,
გამოიყენება ამ კანონის 375 მუხლით დადგენილი წესი.
12.
დროებით
ბანკზე
ვრცელდება
კომერციული
ბანკების საქმიანობის
მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, თუ ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
13. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით
განსაზღვროს დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნები, ასევე,
დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და
განხორციელებასთან დაკავშირებული წესები და პირობები.
მუხლი 377. რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების გზით
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გაზრდისა და მისი ჯანსაღი ფუნქციონირების
უზრუნველყოფის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის მიერ ახალი
აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის შესახებ.
2. რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად დასრულების მიზნით, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია ახლადგამოშვებული აქციები შესთავაზოს არსებულ აქციონერებს, თუ
ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის
კრიტერიუმებს და არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ
ეროვნული ბანკი არსებულ აქციონერებს არ შესთავაზებს ახლადგამოშვებულ აქციებს, მათ
არ ექნებათ აქციების უპირატესი შესყიდვის ან აქციათა სხვაგვარი შესყიდვის უფლება.
3. კომერციული ბანკის აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის
ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ ზარალის უპირველესად მიღების რეზოლუციის
პრინციპიდან გამომდინარე, ახალი აქციების გამოშვებამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა
განახორციელოს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში
კონვერტაცია 373 მუხლის შესაბამისად.
4.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ახალი
აქციების გამოშვების გზით რეკაპიტალიზაციის პირობები, კაპიტალში მათი შენატანების
განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული
შენატანები სრულად უნდა იქნას განაღდებული. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამ
ვალდებულების შესრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღისა.
მუხლი 378. რეკაპიტალიზაცია ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის
გზით
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან
კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი გამოიყენოს:
ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით;
ბ)
დროებითი ბანკის
რეკაპიტალიზაციისათვის.
სარეზოლუციო
ინსტრუმენტის
გამოყენებისას
მისი
2. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტი გამოიყენება 371 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების
საფუძველზე.
3. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა, ბანკის
ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის
მოქმედება შესაძლოა გავრცელდეს კომერციული ბანკის თითოეულ ვალდებულებაზე,
რომელიც არ იქნა ჩამოწერილი ან კონვერტირებული ამ კანონის 372 მუხლით დადგენილი
წესით, ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნათა რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით.
თუ კრედიტორთა შესაბამისი რიგი არ ექვემდებარება ვალდებულებების სრულად ჩამოწერას
ან კონვერტაციას, ჩამოწერა ან კონვერტაცია უნდა განხორციელდეს ამ რიგის თითოეული
კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
4. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტის გამოყენებამდე, უნდა ჩამოიწეროს ან კონვერტირებულ იქნას ის
ვალდებულებები,
რომელთა
სახელშეკრულებო
პირობებით
პირდაპირ
არის
გათვალისწინებული ვალდებულების ჩამოწერა ან მისი კონვერტაცია ჩვეულებრივ აქციებში.
5. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ვალდებულებების მიმართ:
ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
გათვალისწინებულ დაზღვეულ დეპოზიტებზე;
შესახებ“
საქართველოს
კანონით
ბ) საგადასახადო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მიმართ არსებულ
ვალდებულებებზე;
გ) „დეპოზიტების დაზღვევის
გათვალისწინებულ შენატანებზე;
სისტემის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დ) ნებისმიერ ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიშობა კლიენტის აქტივების
ფლობის შედეგად;
ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილ
უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში;
ვალდებულებაზე,
აღნიშნული
ვ) კომერციული ბანკის თანამშრომლების მიმართ არსებულ ვალდებულებებზე,
გარდა კომერციული ბანკის ადმინისტრატორების არასახელფასო ანაზღაურებებისა;
ზ) საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემების მიმართ არსებულ
ვალდებულებებზე 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
თ) სხვა კომერციული ბანკების მიმართ არსებულ ვალდებულებებზე (გარდა იმავე
საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკ(ებ)ისა) 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
ი) იმ კრედიტორების მიმართ არსებულ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშობა
კომერციული ბანკისთვის ისეთი პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდების შედეგად,
რომელიც
კრიტიკული
მნიშვნელობისაა
კომერციული
ბანკის
ყოველდღიური
საქმიანობისთვის (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიწოდება, კომუნალური,
საიჯარო და სხვა ტექნიკური მომსახურებები).
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული
ვალდებულებების გარდა კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან
კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის მოქმედების ფარგლებიდან
გამორიცხოს სხვა ვალდებულებები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ კანონის 31-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პრინციპი.
7. დერივატივებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია
შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათი ურთიერთგაქვითვის შემდეგ.
8. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტის გამოყენებისას, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის აქციონერების ან/და
საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელების მიმართ უფლებამოსილია:
ა) გააუქმოს არსებული აქციები ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტები ან გადასცეს
ისინი იმ კრედიტორებს, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა ამ მუხლით
გათვალისწინებული ინსტრუმენტი;
ბ) კომერციული ბანკის აქციონერების წილის მაქსიმალურად შემცირების მიზნით,
კომერციული ბანკის დადებითი სააქციო კაპიტალის შემთხვევაში, განახორციელოს
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტის ან/და ვალდებულებების კომერციული ბანკის
ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.
9. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
აქციების მიმართ, თუ ვალდებულებების აქციებში კონვერტაცია განხორციელდა
რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ან 372 მუხლის საფუძველზე საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აქციებში კონვერტაციის შემდგომ.
10. კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ
საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რაც საჭიროა კომერციული ბანკის პირველადი
ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დაცვისთვის, ხოლო დროებითი ბანკის
შემთხვევაში, შესაბამისად დადგენილი კაპიტალის კოეფიციენტის დაცვისთვის. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, კაპიტალის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის
მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო
მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისათვის აუცილებელი
რესურსები.
11. კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი:
ა) ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის
საპირისპირო მიმდევრობით ნულამდე შეამცირებს აქციების ან/და საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებას იმ
ზღვრამდე, როდესაც ბანკის სააქციო კაპიტალი მიაღწევს ნულს. ვალდებულებები უნდა
შემცირდეს მაქსიმალური ოდენობით;
ბ) მოახდინოს ბანკის ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში
ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია იმ მიზნით, რომ მიღწეულ იქნას ამ
მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობა.
12. თუ ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული ამ მუხლის
მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობა, რეზოლუციის დაფინანსების მიზნით,
შესაძლოა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გამოყენება. დროებითი სახელმწიფო
დაფინანსება შესაძლოა, განხორციელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ფორმით:
ა) კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით,
სარეზოლუციო ფონდის საშუალებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აანაზღაურებს
იმ ზარალს, რომელიც ვერ იქნა დაფარული ამ მუხლით განსაზღვრული ინსტრუმენტის
გამოყენების შედეგად;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების შეძენის
გზით.
13. კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ შედის ძალაში და შესასრულებლად სავალდებულოა კომერციული ბანკის,
დროებითი ბანკის, აქციონერებისა და კრედიტორებისთვის. ჩამოწერილი ვალდებულება ან
ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ
დარიცხულა უნდა იქნას გაუქმებული და აღარ უნდა აღდგეს. კომერციული ბანკის
ვალდებულების ნაწილობრივი ჩამოწერის შემთხვევაში, ის ხელშეკრულება, რომელიც
საფუძვლად უდევს აღნიშნულ ვალდებულებას, განაგრძობს მოქმედებას დარჩენილ
ნაწილში,
აღნიშნული
ნაწილი
ექვემდებარება
ცვლილებას
ეროვნული
ბანკის
მოთხოვნისამებრ.
14. თუ კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად, პირის ან ერთობლივად მოქმედ
პარტნიორთა
(აქციონერთა)
ჯგუფის
ან
ბენეფიციარი
მესაკუთრის
პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა კომერციული ბანკის კაპიტალში 10, 25 ან 50
პროცენტს გადააჭარბებს, ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით, ეროვნული ბანკი
მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განაცხადს დაჩქარებულად განიხილავს.
15. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს სამოქმედო
გეგმის შედგენა და განხორციელება, რომელიც მოიცავს კომერციული ბანკის ფინანსური
მდგომარეობის გრძელვადიან პერიოდში გაუმჯობესების ღონისძიებებს. აღნიშნული გეგმა
შეთანხმებულ უნდა იქნას ეროვნულ ბანკთან. კომერციული ბანკი ვალდებულია
რეგულარულად აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან სამოქმედო გეგმის
შესრულების თაობაზე.
16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
კომერციული
ბანკის
ვალდებულებების
ჩამოწერის
ან
კონვერტაციის
გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებასთან, დაკავშირებული წესები და პირობები,
მათ
შორის,
ნებდართული
ვალდებულებების,
ამ
მუხლის
მე-10
პუნქტით
გათვალისწინებული შესაბამისობისათვის საჭირო ფულადი სახსრების გამოთვლის,
შეფასების, კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის, სამოქმედო გეგმის შედგენის,
შეთანხმებისა და განხორციელების საკითხები.
მუხლი 379. რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები
1. სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი იყენებს
ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას, რომლის დროსაც
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ კანონის 378 მუხლით დადგენილი გამონაკლისები.
2. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენებისას ეროვნული ბანკის მიერ
უზრუნველყოფილი უნდა იქნას თანაბარი მოპყრობა ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა
მიმართ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა არ დაიცვას
აღნიშნული პრინციპი, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილურობის,
სისტემური რისკების თავიდან აცილებისა და კრედიტორების სასარგებლოდ კომერციული
ბანკის სააქციო კაპიტალის მაქსიმიზაციის მიზნით.
3. კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე
მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. თუ რეზოლუციის
შემდგომ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე
ნაკლებად იზარალებდნენ ლიკვიდაციის დროს, ვიდრე მათ იზარალეს რეზოლუციის
შედეგად, ისინი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს
მიერ დაკისრებული ფულადი კომპენსაცია გადახდილ უნდა იქნეს სარეზოლუციო
ფონდიდან.
4. აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლების შეფასების
მიზნით, შეფასება შესაძლოა, განხორციელდეს ეროვნული ბანკის ან დამოუკიდებელი
შემფასებლის მიერ. შეფასების ფარგლებში გამორიცხული უნდა იქნას ყველა სახის
არსებული და პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომერციულ
ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 31-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად), როგორც სახელმწიფოს, ისე
ეროვნული ბანკის მიერ.
5. ვალდებულებების გადაცემის შემთხვევაში, დაუშვებელია უზრუნველყოფისა და
ვალდებულების განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეფექტური რეზოლუციის
მიზნით,
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი
უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა ჩანაცვლებული იქნება სხვა მსგავსი
ფორმისა და ღირებულების უზრუნველყოფით ან/და ფინანსური კომპენსაცია იქნება
გადახდილი. ფინანსური გირაოს ხელშეკრულებები და ურთიერთგაქვითვის შეთანხმებები,
რომელთაც ერთი და იგივე კონტრაჰენტები ჰყავთ და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე
ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
აუცილებელია რეზოლუციის მიზნებისათვის.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა ფინანსური გირაოს
ხელშეკრულებისა და ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის უფლებებზე,
რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგ პირობების დაცვა:
ა) შეზღუდვა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ უფლებებს, რომლებიც წამოიშვა
ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისი პირობების თანახმად მხოლოდ რეზოლუციის
რეჟიმის შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების საფუძველზე;
ბ) შეზღუდვა შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა;
გ) ხელშეკრულებების/შეთანხმებების შემძენი მხარისთვის გადაცემისას, აღნიშნული
ხელშეკრულებებიდან/შეთანხმებებიდან გამომდინარე ადრეული შეწყვეტის უფლებები
აგრძელებს მოქმედებას შემძენ მხარესთან მიმართებით მის მიერ სახელშეკრულებო
ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში;
დ)
კონტრაჰენტს
უფლება
აქვს
განახორციელოს
ადრეული
შეწყვეტის
უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ
შემთხვევაში,
თუ
ეროვნული
ბანკი
შეატყობინებს,
რომ
წინამდებარე
ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება.
მუხლი 3710. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული
ბანკის ლიკვიდაცია, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების
ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და კრედიტორების მოთხოვნათა
მაქსიმალურად დაკმაყოფილება. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს
ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი
წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის
დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება კომერციული ბანკის მიმართ
მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
2. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი
ან/და ანგარიშსწორების აგენტი, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია
დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე
საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო
სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების
განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში
შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს.
ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით.
4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია კომერციული ბანკის
აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი
რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს
კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის
უფლება გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ამ კომერციული
ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და
ვალდებულებების გადაცემისას კომერციული ბანკის კრედიტორებისგან თანხმობის მიღება
არ არის საჭირო.
6. კომერციული ბანკის ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს:
ა) გარიგება კომერციული ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები იმ მომსახურების
კომერციული ბანკი მონაწილეობდა;
შესახებ,
რომლის
განხორციელებაშიც
გ) კომერციული ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების
მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის
თაობაზე, რომ კომერციული ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების
უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც
დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად
წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას;
დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და ისინი იმავე
პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში. მათი გადატანისათვის საჭირო არ არის
საბანკო გარანტიის ბენეფიციარის და პრინციპალის თანხმობა. ლიკვიდატორი ვალდებულია
ბენეფიციარს და პრინციპალს შეატყობინოს საბანკო გარანტიების სხვა კომერციულ ბანკში
გადატანის შესახებ.
7. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი
უფლებამოსილი არიან, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული
ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის
დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი
ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ
კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე
უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის
ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
8. კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა:
ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის
შესაწყვეტად, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების,
როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და
განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
ბ)
უნდა გაუგზავნოს მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება
კომერციული ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ
კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც კომერციული ბანკის სეიფებში ინახავენ
ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება.
შეტყობინებაში
აღინიშნება,
რომ
ლიკვიდატორისათვის
პრეტენზიის
წარდგენა
შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს
შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება;
გ) უნდა მოსთხოვოს კომერციული ბანკის მსესხებლებს და დებიტორებს
კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ
ვადაში დაფარვა; კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით,
ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლების და სხვა დებიტორების
დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების
პატიებას), რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური
საშუალებები დავალიანებების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში
დასაფარავად.
9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში
მითითებულ ვადაში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება,
რომლებიც კომერციულ ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, მოუკითხავ
რესურსად ითვლება და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში მესაკუთრის
გამოვლენის მიზნით. მოუკითხავი ფულადი სახსრები ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ
მოუკითხავი თანხების ანგარიშზე.
10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს
ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების
უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს
შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ფინანსთა სამინისტრო სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სხვა დაფინანსების
ფარგლებში, ეროვნული ბანკი, სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, გარდა სხვა
კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხებისა. ამასთანავე,
საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების
შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რიგითობით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო;
გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“ და „ე“
ქვეპუნქტების შესაბამისად;
ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“, „ე“ და
„ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და
სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და
სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ
პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
კ) სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხები;
ლ)
საბიუჯეტო
საგადასახადო
ვალდებულებები
და
დავალიანებები,
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
მათ
შორის,
მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნ) კომერციული
ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი
და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“-„ს” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ო) კომერციული ბანკის სუბორდინირებული
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი;
ვალი,
რომელიც
არ
არის
პ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან
საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული
გარდა „რ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;
ჟ) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინტრუმენტები;
რ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ს) კომერციული
ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული
პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.
ბანკის
11.
თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-10 პუნქტში
აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა
დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
12.
ყოველი მომდევნო რიგის
მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.
მოთხოვნა
დაკმაყოფილდება
წინა
რიგის
13.
კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში კომერციული
ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ასეთი
ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების
ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
14.
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასრულების
მიზნით ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, კომერციულ
ბანკში არსებული ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სამართლებრივი
შეზღუდვები
ან/და
უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში
აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების
არსებული რიგითობის დაურღვევლად, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით,
უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში.
15.
ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც კომერციული ბანკის
ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად
ჩაითვლება ლიკვიდირებული კომერციული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებას
იძენს ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ამოღებული აქტივი
ფულადი სახსრებია, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული
ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ
საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით,
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური
აქტივის ამოღების შემთხვევაში მისი განკარგვის მიზნით ეროვნული ბანკი გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება
ამოღებული აქტივის განკარგვის წესი ლიკვიდირებული კომერციული ბანკის
ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს:
ა) გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნებისა და წესების,
აგრეთვე შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა იმ ბანკებისთვის, რომელთაც ზომის,
სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით შესაძლოა, გაჯანსაღების
დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული/განსხვავებული მოთხოვნები განესაზღვროთ;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებისა და დანიშვნის წესის
განსაზღვრა;
გ) სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით დამატებითი ან/და გამარტივებული
მოთხოვნებისა და წესების, აგრეთვე შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა იმ
კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის
გათვალისწინებით შესაძლოა სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული
მოთხოვნები დაუწესდეთ.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს:
ა) დროებითი ბანკის ლიცენზირების წესის (განსხვავებული ან/და გამარტივებული
პროცედურებისა და მოთხოვნების) განსაზღვრა;
ბ) დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნების დადგენა, ასევე, დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა
და განხორციელებასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების განსაზღვრა;
გ) დროებითი ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენა;
დ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის
გამარტივებული/განსხვავებული მოთხოვნებისა და პროცედურების დადგენა;
ე) სპეციალური მმართველის დანიშვნის წესის, სპეციალური მმართველის
პასუხისმგებლობა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხების, სპეციალური მმართველის
შესაფერისობის კრიტერიუმების განსაზღვრა;
ვ) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესების,
პროცედურებისა და მეთოდოლოგიის, მათ შორის დამოუკიდებელი შემფასებლის
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ზ) რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, საზედამხედველო პროცესში ამ კანონით
გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესებისა და კრიტერიუმების
განსაზღვრა სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელებისათვის;
თ) კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესებისა და
პირობების დადგენა;
ი) ახალი აქციების გამოშვების გზით რეკაპიტალიზაციის პირობების დადგენა;
კ) ამ კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მუხლი 3.
1. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონით გათვალისწინებული გაჯანსაღების გეგმები
უნდა შეიმუშავონ 2020 წლის 30 ივნისამდე.
2. ეროვნულმა ბანკმა ამ კანონით განსაზღვრული რეზოლუციის გეგმები სისტემური
მნიშვნელობის კომერციული ბანკებისათვის უნდა შეიმუშავოს 2020 წლის 30 ივნისამდე.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის
გეგმების შემუშავების ვადები იმ კომერციული ბანკებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ
სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებს.
4. ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს 2020
წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის
მომზადებით. ორგანულ კანონში შემუშავებული ცვლილებებით საქართველოს ეროვნულ ბანკს
მიენიჭება სარეზოლუციო მანდატი, შეიქმნება სარეზოლუციო უფლებამოსილებების
განხორციელების სამართლებრივი მექანიზმი, შესაბამისი ინსტრუმენტები და კრიზისული
სიტუაციების მართვის ზომები, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს
ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება. რეზოლუციის ფარგლებში ეროვნული ბანკი
შეძლებს შეინარჩუნოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციები და უკეთ დაიცვას
დეპოზიტორთა ინტერესები. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილებები უფრო კონკრეტულად გაწერს ეროვნული ბანკის
საზედამხედველო ზომებსა და მათი გამოყენების საფუძვლებს, ფინანსური სირთულეების
ადრეული იდენტიფიკაციის შემთხვევებს, სარეზოლუციო ინსტრუმენტებს, ბანკების მიერ
შესამუშავებელი გაჯანსაღების გეგმებისა და საზედამხედველო ორგანოს მიერ შესამუშავებელი
რეზოლუციის გეგმების მოთხოვნებს. თავის მხრივ, ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის
ჩარჩოს შემუშავება მიზნად ისახავს, რომ რეზოლუციის პროცესი წარიმართებოდეს კომერციული
ბანკების კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისა და ფინანსური სისტემის ეფექტური და
სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის, საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვის,
დაზღვეული დეპოზიტორების დაცვისა და კლიენტთა ფინანსური სახსრებისა და აქტივების
დაცვის მიზნით.
ამასთან, საფინანსო სექტორის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათ რეგულირებასთან
დაკავშირებული კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა, რათა სამართლებრივი ჩარჩო მეტად
შეესაბამებოდეს ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ევროკავშირში
მოქმედ შესაბამის დირექტივებს1. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა,
ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა და
რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივა (Bank Recovery and Resolution Directive (BRRD)), 2013 წლის 26
ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/36/EU დირექტივა “საკრედიტო ინსტიტუტების
საქმიანობისა და საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული
ზედამხედველობის თაობაზე” და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 575/2013
რეგულაცია „საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების
თაობაზე“.
1
დეპოზიტორთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მხრიდან საფინანსო სისტემის მიმართ მეტ
ნდობას.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს რეზოლუციის
განხორციელების შესაძლებლობას, აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება
სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ზომების შემოსაღებად, რასაც „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი უზრუნველყოფს, ხოლო „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გაიწერება რეზოლუციის შემოღებასა და რეჟიმის მიმდინარეობასთან
დაკავშირებული დეტალური დებულებები. კანონპროექტით იხვეწება როგორც კომერციული
ბანკების საზედამხედველო ზომებისა და ადრეული ინტერვენციის საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე,
დგინდება ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები, მათი
გამოყენების საფუძვლები და შესაბამისი წესები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო და
სარეზოლუციო სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამისობაში მოიყვანს მას აღიარებულ
საერთაშორისო პრაქტიკასთან. შედეგად, ეროვნული ბანკი როგორც ადრეული ინტერვენციის, ისე
რეზოლუციის ეტაპზე საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი მექანიზმებისა და
უფლებამოსილებების განხორციელებით წარმართავს საზედამხედველო და სარეზოლუციო
პროცესებს, რა დროსაც შენარჩუნებული იქნება კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების
უწყვეტობა და უკეთ იქნება დაცული დეპოზიტორთა ინტერესები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული
კანონპროექტით ეროვნულ ბანკს საშუალება ეძლევა რთული ფინანსური პრობლემების
დადგომამდე იმოქმედოს, მათ შორის, ბანკების გაჯანსაღების გეგმების შეფასებისა და
რეზოლუციის პროცესის დაგეგმვის მეშვეობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განიმარტება გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმის, რეკაპიტალიზაციისა
და კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების, ვალდებულებების ან/და
აქტივების ჩამოწერის ცნებები.
კანონპროექტით განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, სამართლებრივი
აქტით განსაზღვროს: დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები და
მოთხოვნები, ასევე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის
შეძენის გამარტივებული პროცედურები და მოთხოვნები.
კანონპროექტის მიხედვით, კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
ჩამორთმევის საფუძვლები ფართოვდება, კერძოდ, ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძვლებს ემატება
შემდეგი:
კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური
პრობლემები, რომელიც მათ შორის, შეიძლება გამოიხატოს მომგებიანობის სუსტ
მაჩვენებლებში, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევაში;
კომერციული ბანკის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა;
კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან ეროვნული ბანკის სპეციალური
დაფინანსების საჭიროება;
ადრეული ინტერვენციის ზომების უშედეგოდ განხორციელება;
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის
უშედეგოდ დასრულება.
კანონპროექტით დაზუსტდება მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ დეკლარაციის
წარდგენის მოთხოვნასთან მიმართებით საზედახემდველო ზომების გამოყენების საფუძვლები.
კერძოდ, 84 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საზედამხედველო ზომების გამოყენების
უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს ექნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც მნიშვნელოვანი წილის
მესაკუთრე არ წარადგენს დეკლარაციას ან ეროვნული ბანკის შეფასების საფუძველზე, იგი ვეღარ
აკმაყოფილებს
შესაფერისობის
კრიტერიუმებს.
უშუალოდ
გამოსაყენებელი
ზომები
კანონპროექტით უცვლელი რჩება.
კანონპროექტით განისაზღვრება კომერციული ბანკების ვალდებულება შეიმუშავონ
გაჯანსაღების გეგმა. იგი წარმოადგენს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც
სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
განსახორციელებელ ღონისძიებებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დადგომისას.
გაჯანსაღების გეგმა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სცენარებს, შესაბამის გასატარებელ
ღონისძიებებს კომერციული ბანკის ფინანსური სიჯანსაღის აღდგენის მიზნით. ამ გეგმას აფასებს
ეროვნული ბანკი, რომელიც უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მასში
ცვლილებების შეტანა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხრის მიზნით, რომელმაც შესაძლოა
საფრთხე შეუქმნას გაჯანსაღების გეგმის განხორციელებას, ასევე, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს
ბანკს გაჯანსაღების გეგმის გადახედვა და განახლება. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო
ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია, ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების
გეგმის შედგენასთან დაკავშირებით. ასევე, განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
სამართლებრივი აქტით დაადგინოს გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნები და წესები. გაჯანსაღების გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს იმოქმედოს
გაჯანსაღების გეგმისგან განსხვავებულად.
კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონის VI თავში, მათ შორის,
ახლებურად ყალიბდება ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ზომებისა და სანქციის
გამოყენების საფუძვლები.
ამავე თავში განისაზღვრება ადრეული ინტერვენციის ზომები, რომლის გამოყენების
უფლებამოსილებაც ეროვნულ ბანკს აქვს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საზედამხედველო ზომის
ან/და სანქციის გამოყენების საფუძველი ან/და იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ფინანსური
მდგომარეობა უარესდება ან მოსალოდნელია, რომ გაურესდება, რაც მათ შორის, შეიძლება
გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდობის მდგომარეობის გაუარესებაში, ლევერიჯის,
უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდაში.
რაც შეეხება ადრეული ინტერვენციის ზომების სახეებს, კანონპროექტის მიხედვით
ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება:
ა) მოსთხოვოს კომერციულ ბანკს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან
რამდენიმე ზომის მიღება;
ბ) მოსთხოვოს კომერციულ ბანკს სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება, რომელიც,
ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების პირობებზე
მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერის მიერ ბანკის პრობლემების
აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს;
გ) მოითხოვოს
ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაში;
დ) მოითხოვოს ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის მფლობელობის ან ორგანიზაციულ
სტრუქტურაში;
ე) მოითხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც
აუცილებელია კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის განახლების მიზნით;;
ვ) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის
სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და კომერციული ბანკის
დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით. დროებითი
ადმინისტრატორი უფლებამოსილია, დროებით იმუშავოს კომერციული ბანკის არსებულ
ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი.
ზ) მოსთხოვოს ბანკს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან
შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ;
თ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა
რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების
განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო
საბჭოსა და დირექტორატის მიერ საერთო კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავად მოიწვიოს საერთო
კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მოსთხოვოს კრებას ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი
ზომების მიღება; კანონპროექტით იცვლება დროებითი ადმინისტრაციის ბუნება და ის მოვა
შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი
რეკომენდაცია გაცემულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის
ერთობლივი (ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის - FSAP) მისიის ფარგლებშიც.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტით განისაზღვრება პროპორციულობის პრინციპი,
რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით განისაზღვრა კანონპროექტში და მიზნად ისახავს
ყოველ ჯერზე პროპორციულობის პრინციპის დაცვით ხდებოდეს ეროვნული ბანკის მიერ
საზედამხედველო ზომის, სანქციისა და ადრეული ინტერვენციის ზომის მიღება.
პროპორციულობის პრინციპის თანახმად, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული
ბანკი მხედველობაში იღებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: საფუძვლების სერიოზულობა,
კომერციული ბანკის მზადყოფნა და რესურსი, აღმოფხვრას წინამდებარე საფუძვლები, ფინანსური
სექტორის სტაბილურობა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების საფრთხეები.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება VII თავი, რომელიც
რეზოლუციისა და ლიკვიდაციის საკითხებს აწესრიგებს.
აღნიშნული თავით განისაზღვრება რეზოლუციის ძირითადი პრინციპები, კერძოდ,
ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმს წარმართავს შემდეგ პრინციპთა დაცვით:
ა) კომერციული ბანკის აქციონერები იღებენ პირველად ზარალს;
ბ) კომერციული ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდგომ
ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო
მიმდევრობით, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;;
გ) ერთი და იმავე რიგის კრედიტორების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი
ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
დ) აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი
იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები
გათავისუფლებულ უნდა იქნან თანამდებობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი
თანამდებობებზე დატოვება ეროვნული ბანკის შეფასებით, აუცილებელია არსებული
გარემოებების გათვალისწინებით;
ვ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
დაზღვეული დეპოზიტები დაცული უნდა იყოს.
აღნიშნული თავით განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეზოლუციის
გეგმებისა და ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის შეფასების საკითხები. რეზოლუციის
გეგმები უნდა შემუშავდეს იმ ბანკებისთვის, რომელთა მიმართ შესაბამისი საფუძვლების
არსებობისას მიზანშეწონილია ლიკვიდაციის ნაცვლად რეზოლუციის რეჟიმის შემოღება.
რეზოლუციის გეგმები უნდა მოიცავდეს შესაბამის სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და
სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, რომელთაც ეროვნული ბანკი განახორციელებს
კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს რეზოლუციის
გეგმების ყოველწლიური გადახედვისა და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლების
ვალდებულებას. კანონპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
სამართლებრივი აქტით დაადგინოს რეზოლუციის გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნები და წესები. რეზოლუციის გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს იმოქმედოს
რეზოლუციის გეგმისგან განსხვავებულად.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის
დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის
ჩამორთმევის ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას.
კანონპროექტის მიხედვით, საზედამხედველო ზომების ან/და ადრეული ინტერვენციის
ზომების მიღება არ წარმოადგენს რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებელ წინაპირობას.
კანონპროექტი ადგენს რეზოლუციის რეჟიმის მოქმედების ვადასა და მისი დასრულების
წინაპირობებს, თუმცა, აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება დროებით ბანკზე. კერძოდ,
კანონპროექტის მიხედვით, რეზოლუციის რეჟიმის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს და
რეზოლუციის რეჟიმი დასრულდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ:
დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში;
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების
საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში;
კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.
ეროვნული ბანკი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს განახორციელებს უშუალოდ ან ერთი
ან რამდენიმე სპეციალური მმართველის მეშვეობით, რომელმაც შესაძლოა განახორციელოს
კომერციული ბანკის სრული კონტროლი და მასზე შესაძლოა გადავიდეს კომერციული ბანკის
ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება. სპეციალური მმართველი მოქმედებს ეროვნული
ბანკის ინსტრუქციებისა და მითითებების მიხედვით და ანგარიშვალდებულია მის მიმართ.
კანონპროექტის მიხედვით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე, კომერციული ბანკის
ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადადის ეროვნულ ბანკზე და ბათილია კომერციული
ბანკის, სპეციალური მმართველის მიერ ან კომერციული ბანკის სახელით რეზოლუციის რეჟიმში
მიღებული ყველა ქმედება და გადაწყვეტილება, თუ ის ეროვნული ბანკის მიერ ან მის მიერ
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ არის მიღებული. კომერციულ ბანკზე სრული
კონტროლის განხორციელება მათ შორის მოიცავს ეროვნული ბანკის შეუზღუდავ წვდომას
კომერციული ბანკის აქტივებზე, საბუღალტრო ანგარიშებსა და ჩანაწერებზე. კანონპროექტის
მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წვდომის უზრუნველსაყოფად მიიღოს ყველა
საჭირო ზომა, მათ შორის გაუუქმოს ან შეუზღუდოს კომერციული ბანკის სახელით მოქმედების
უფლებამოსილება ნებისმიერ პირს.
კანონპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, დააწესოს
მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსულ გადახდებზე ან მათ ნაწილზე, გარდა დაზღვეულ
დეპოზიტებთან დაკავშირებულ, ასევე, საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემის ან ასეთი
სისტემის მონაწილეების მიმართ და საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე
გადახდებსა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ გადახდებზე. კანონპროექტით
განსაზღვრულია, რომ მორატორიუმის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია რეზოლუციის რეჟიმში სამართლებრივი
პროცედურების მიმდინარეობასთან დაკავშირებული სპეციფიკა, რაც გულისხმობს ეროვნული
ბანკის უფლებამოსილებას, რეზოლუციის რეჟიმის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით,
მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წინააღმდეგ
მიმდინარე საქმის წარმოების დროებითი შეჩერების ან/და ახალი საქმის წარმოებაში მიღების
შემთხვევაში - საქმის განხილვის გადავადების მოთხოვნით რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90
კალენდარულ დღეს.
ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკის მიმართ ჩერდება ან/და არ შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი იძულებითი
აღსრულების საპროცესო ღონისძიება (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების
უზრუნველყოფის ღონისძიებები) და საქართველოს საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსებით
გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო
დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90
კალენდარული დღის განმავლობაში.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ასევე, ნებისმიერი
სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში
მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების
შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ასევე,
ნებისმიერი სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს ფინანსური გირაოს
ამოქმედების საფუძველი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ნაკისრ
ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებას
მნიშვნელოვანი როლი აქვს რეზოლუციის პროცესში. შეფასებას საკანონმდებლო ცვლილებების
3010 მუხლი ეძღვნება, რომლის მიხედვით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებაზე ინფორმირებული
გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და
ვალდებულებებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო
მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, აღნიშნულ აღრიცხვასთან ერთად, კომერციული ბანკის მიმართ
სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტ(ებ)ის შერჩევის მიზნით,
ეროვნული ბანკი შეფასების კონსერვატიული მიდგომით აფასებს ბანკის აქტივებს, მათ შორის
აქტივებზე დარიცხულ ზარალს და ვალდებულებებს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სრულყოფილ
შეფასებას.
აღნიშნული შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობით
ზარალს მიიღებდა კრედიტორთა თითოეული რიგი ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუმცა,
აღნიშნული შეფასება გამოიყენება რეზოლუციის სავარაუდო ხარჯების შესაფასებლად და არ
გამოიყენება იმ კომპენსაციების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, რაც შესაძლოა სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცეს კრედიტორებზე ან/და აქციონერებზე, თუ შეფასების
საფუძველზე დადასტურდება, რომ კრედიტორები ან/და აქციონერები იმაზე ნაკლებ ზარალს
მიიღებდნენ ლიკვიდაციის დროს, ვიდრე მათ იზარალეს რეზოლუციის შედეგად.
შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი
შემფასებელი.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეფასების დასრულებამდე
(შუალედური შეფასების შედეგების საფუძველზე)
მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო
ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და
შესაძლებლობისთანავე
განახორციელოს კომერციული ბანკის სრულყოფილი შეფასება, ხოლო რეზოლუციის რეჟიმის
დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი აფასებს რეზოლუციის რეჟიმის რეზოლუციის
პრინციპებთან შესაბამისობას. შეფასების შედეგების საფუძველზე ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მისაღებ ან მიღებულ სარეზოლუციო
ინსტრუმენტთან მიმართებით ან ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სარეზოლუციო
ინსტრუმენტის გამოყენების თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის ადგენს შეფასების წესებს, პროცედურებსა და
მეთოდოლოგიას, მათ შორის დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანონპროექტის
მიხედვით,
შეფასებები
სარეზოლუციო
ინსტრუმენტის
ან/და
უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მათი
გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
კანონპროექტი ეროვნული ბანკის სხვა სარეზოლუციო უფლებამოსილებებთან ერთად
ითვალისწინებს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აქციებში
კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის უფლებამოსილებას, რომელიც გულისხმობს
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის
ინსტრუმენტების ჩამოწერას, შემცირებას ან მათ გადაკონვერტირებას კომერციული ბანკის
აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას
დამოუკიდებლად ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებთან ერთობლიობაში.
წინამდებარე მუხლის თანახმად, რეზოლუციის პრინციპების შესრულების მიზნით,
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა, შემცირება ან აქციებში კონვერტაცია
უნდა განხორციელდეს იმ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლის შედეგადაც
სხვა კრედიტორები (გარდა აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების
მფლობელებისა) მიიღებდნენ პირველად ზარალს. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა აღნიშნული
უფლებამოსილება არ გამოიყენოს იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება კომერციული ბანკის
აქტივებისა ან/და ვალდებულებების ნაწილობრივი გადაცემა და კომერციული ბანკის ბალანსზე
დარჩენილი აქციებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ღირებულება
დაფარავს არსებულ ზარალს.
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გამოყენებამდე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების
გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელების მიერ მათი შეძენის მიზნით.
კანონპროექტით განსაზღვრულია სარეზოლუციო ინსტრუმენტები, რომლებიც ეროვნული
ბანკის მიერ გამოიყენება დამოუკიდებლად ან ერთობლივად, კერძოდ:
ა) კომერციული ბანკის შერწყმა;
ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება;
გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების, დროებითი ბანკისთვის
გადაცემა;
დ) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების გზით;
ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან
კონვერტაციის გზით.
კანონპროექტის თანახმად, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენება არ საჭიროებს
კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, მოვალეების, კრედიტორებისგან
თანხმობის მიღებას, ისევე როგორც ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის
გამოყენებამდე რაიმე სახის წინასწარი შეტყობინების, გამოქვეყნების, ან/და პროსპექტის
დამტკიცებას.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით დაადგინოს საზედამხედველო პროცესში ამ
კანონით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესები და კრიტერიუმები
სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტური და დაუბრკოლებელი განხორციელებისათვის.
რაც შეეხება კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისებას,
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენზე (გარდა დროებითი ბანკისა) სრულად ან
ნაწილობრივ გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები
ან/და ვალდებულებები. აღნიშნული სარეზოლუციო ინსტრუმენტი შესაძლოა, რამდენჯერმე იქნას
გამოყენებული. გასხვისების შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა კომერციული ბანკის
აქციონერებს ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მას შემდეგ, რაც დაიფარება
კანონპროექტით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდის ხარჯები (ასეთი ხარჯების არსებობის
შემთხვევაში).
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების შემძენი წარმოადგენს
კომერციული ბანკის აქციონერს, ხოლო აქტივებისა ან/და ვალდებულებების შემძენი წარმოადგენს
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის უფლებამონაცვლეს თითოეულ გასხვისებულ
აქტივთან და ვალდებულებასთან მიმართებით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, თუ შემძენი
არ აკმაყოფილებს საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებში მონაწილეობის ან
საფონდო ბირჟაზე დაშვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მისი დაშვება აღნიშნულ
სისტემებზე/საფონდო ბირჟაზე შესაძლებელია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით
გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვისა.
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს, ასევე
სხვა მესამე პირებს, რომელთა აქციები, აქტივები ან/და ვალდებულები არ იქნა გასხვისებული, არ
აქვთ უფლებები გასხვისებულ აქციებზე, აქტივებსა ან/და ვალდებულებებზე.
კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, შემძენი
ვალდებულია ეროვნული ბანკისგან მიიღოს საზედამხედველო პროცესში ამ კანონით
გათვალისწინებული ყველა საჭირო თანხმობა, ხოლო დეპოზიტების გადაცემის შემთხვევაში,
შემძენს უნდა გააჩნდეს მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
კანონპროექტის თანახმად, თუ გასხვისების შედეგად, კომერციული ბანკის შემძენის (მათ
შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა კომერციული ბანკის
კაპიტალში 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი წილის შეძენის
თაობაზე განაცხადს დაჩქარებულად განიხილავს ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის
მიმდინარეობა. კანონპროექტის თანახმად, თუ
რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად
წარმართვისათვის აუცილებელია ამ ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე
განახორციელოს გასხვისება და ეროვნული ბანკის მიერ შეფასების განხორციელებამდე აქციებთან
დაკავშირებული ხმის უფლებები შეზღუდოს ან/და მიიღოს გადაწყვეტილება ხმის უფლებების
თავად გამოყენების თაობაზე. შეფასების შედეგების საფუძველზე, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ
აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
კანონპროექტის თანახმად, აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შეთავაზების
პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული ფორმით,
სადაც გამორიცხული იქნება ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, შეთავაზების გარეშე მოახდინოს გასხვისება იმ შემთხვევაში, თუ სხვაგავარად
შესაძლოა შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას რეზოლუციის
მიზნების შესრულებას.
კანონპროექტის მიხედვით, ამ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას, შესაძლოა
გადავადდეს ან არ იქნეს დაცული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი
კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები.
კანონპროექტის შესაბამისად, ერთ-ერთ სარეზოლუციო ინსტრუმენტს წარმოადგენს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი ბანკის დაფუძნება რეზოლუციის რეჟიმში
მყოფი ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. აღნიშნულ
შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის
რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და აქტივებისა ან/და ვალდებულებების
დროებითი ბანკისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის თაობაზე.
დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის უზრუნველსაყოფად, საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ აფუძნებს დროებით ბანკს გადაცემული
აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შემდგომში გასხვისების მიზნით. კანონპროექტით
განსაზღვრულია, რომ თუ გადაცემული აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების
გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით
განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გადაცემული
აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები დაუბრუნდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ
კომერციულ ბანკს. ამასთან, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის
საფუძველზე არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
დროებითი ბანკის ადმინისტრატორები უნდა აკმაყოფილებდნენ ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელი
არ შეიძლება დანიშნულ იქნას დროებითი ბანკის ადმინისტრატორად.
კანონპროექტის თანახმად, დროებითი ბანკი უნდა იმართებოდეს პროფესიული და
კომერციული საფუძვლებით. თუმცა, დროებითი ბანკი არ წარმოადგენს მუდმივ ინსტრუმენტს და
მისი აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების გასხვისება უნდა განხორციელდეს
შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. ამ მიზნით უნდა შემუშავდეს დროებითი ბანკის ბაზრიდან
გასვლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, მოახდინოს დროებითი
ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და
ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება, ასევე, მოახდინოს დროებითი ბანკის
რეკაპიტალიზაცია, მათ შორის, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით
განსაზღვროს დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნები, ასევე, დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და
განხორციელებასთან დაკავშირებული წესები და პირობები.
კანონპროექტის შესაბამისად, ერთ-ერთი სარეზოლუციო ინსტრუმენტია ახალი აქციების
გამოშვების გზით რეკაპიტალიზაცია. ეს სარეზოლუციო ინსტრუმენტი გამოიყენება,
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გაზრდისა და
მისი ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად
დასრულების მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ახლადგამოშვებული აქციები
შესთავაზოს არსებულ აქციონერებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის
კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და არ დაურღვევიათ ეროვნული
ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ ეროვნული ბანკი არსებულ აქციონერებს არ შესთავაზებს
ახლადგამოშვებულ აქციებს, მათ არ ექნებათ აქციების უპირატესი შესყიდვის ან აქციათა
სხვაგვარი შესყიდვის უფლება.
აღსანიშნავია, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებამდე, ეროვნულმა ბანკმა უნდა
განახორციელოს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში
კონვერტაცია. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ახალი აქციების გამოშვების გზით რეკაპიტალიზაციის პირობები, კაპიტალში მათი შენატანების
განხორციელების ვადა. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა იქნას განაღდებული.
კანონპროექტის კიდევ ერთ, ინოვაციურ სარეზოლუციო ინსტრუმენტს წარმოადგენს ბანკის
ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს:
ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით;
ბ)
დროებითი
ბანკის
სარეზოლუციო
ინსტრუმენტის
გამოყენებისას
მისი
რეკაპიტალიზაციისათვის. კანონპროექტით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ეს
ინსტრუმენტი, ვრცელდება კომერციული ბანკის ყველა ვალდებულებაზე, ლიკვიდაციისას
დადგენილი მოთხოვნათა რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით. ამასთან, თუ კრედიტორთა
შესაბამისი რიგი არ ექვემდებარება ვალდებულებების სრულად ჩამოწერას ან კონვერტაციას,
ჩამოწერა ან კონვერტაცია უნდა განხორციელდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის
მოცულობის პროპორციულად.
კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებამდე, უნდა ჩამოიწეროს
ან კონვერტირებულ იქნას ის ვალდებულებები, რომელთა სახელშეკრულებო პირობებით
პირდაპირ არის გათვალისწინებული ვალდებულების ჩამოწერა ან მისი კონვერტაცია
ჩვეულებრივ აქციებში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომლებზეც არ
ვრცელდება წინამდებარე ინსტრუმენტის მოქმედება:
ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
დაზღვეული დეპოზიტები;
ბ) საგადასახადო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მიმართ არსებული
ვალდებულებები;
გ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
შენატანები;
დ) ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა კლიენტის აქტივების ფლობის
შედეგად;
ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულება, აღნიშნული უზრუნველყოფის
ღირებულების ფარგლებში;
ვ) კომერციული ბანკის თანამშრომლების მიმართ არსებული ვალდებულებები, გარდა
კომერციული ბანკის ადმინისტრატორების არასახელფასო ანაზღაურებებისა;
ზ) საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემების მიმართ არსებული
ვალდებულებები 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
თ) სხვა კომერციული ბანკების მიმართ არსებული ვალდებულებებ (გარდა იმავე საბანკო
ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკ(ებ)ისა) 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
ი) იმ კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა
კომერციული ბანკისთვის ისეთი პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდების შედეგად, რომელიც
კრიტიკული მნიშვნელობისაა კომერციული ბანკის ყოველდღიური საქმიანობისთვის (მათ შორის,
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიწოდება, კომუნალური, საიჯარო და სხვა ტექნიკური
მომსახურებები).
გარდა წინამდებარე ვალდებულებებისა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული
ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის
მოქმედების ფარგლებიდან გამორიცხოს სხვა ვალდებულებები, რა შემთხვევაშიც ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას კანონპროექტით განსაზღვრული პრინციპი, რომლის
თანახმადაც ერთი და იმავე რიგის კრედიტორების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი
ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.
ამასთან, დერივატივებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ მათი ურთიერთგაქვითვის შემდეგ.
კანონპროექტის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის
აქციონერების ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელების მიმართ უფლებამოსილია:
ა) გააუქმოს არსებული აქციები ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტები ან გადასცეს ისინი იმ
კრედიტორებს, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა ეს ინსტრუმენტი;
ბ) კომერციული ბანკის აქციონერების წილის მაქსიმალურად შემცირების მიზნით,
კომერციული ბანკის დადებითი სააქციო კაპიტალის შემთხვევაში, განახორციელოს
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტის ან/და ვალდებულებების კომერციული ბანკის
ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.
აღნიშნული ინსტრუმენტი შესაძლოა გავრცელდეს იმ აქციების მიმართ, რომლებიც
ვალდებულებების აქციებში კონვეტაციის შედეგად წარმოიშვნენ.
კომერციული
ბანკის
ვალდებულებების
ჩამოწერის
ან
კონვერტაციის
გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ
საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რაც საჭიროა კომერციული ბანკის პირველადი
ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დაცვისთვის, ხოლო დროებითი ბანკის
შემთხვევაში, შესაბამისად დადგენილი კაპიტალის კოეფიციენტის დაცვისთვის. კაპიტალის
განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა
და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული
ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში
შესაბამისობისათვის აუცილებელი რესურსები.
წინამდებარე ინსტრუმენტის ფარგლებში ეროვნული ბანკი:
ა) ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო
მიმდევრობით ნულამდე შეამცირებს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის
ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებას იმ ზღვრამდე, როდესაც
ბანკის სააქციო კაპიტალი მიაღწევს ნულს. ვალდებულებები უნდა შემცირდეს მაქსიმალური
ოდენობით;
ბ) მოახდენს ბანკის ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან
საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციას.
წინამდებარე
ინსტრუმენტის
გამოყენების
შესახებ
მიღებული
გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ შედის ძალაში და შესასრულებლად სავალდებულოა კომერციული ბანკის,
დროებითი ბანკის, აქციონერებისა და კრედიტორებისთვის.
კანონპროექტის შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს, ეროვნული ბანკი
მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განაცხადს დაჩქარებულად განიხილავს, საჭიროების
შემთხვევაში. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს
სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება, რომელიც მოიცავს კომერციული ბანკის
ფინანსური მდგომარეობის გრძელვადიან პერიოდში გაუმჯობესების ღონისძიებებს.
კანონოპროექტით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება სამართლებრივი
აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები მათ
შორის, ნებდართულ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის მიხედვით, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენებისას ეროვნული
ბანკის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას თანაბარი მოპყრობა ერთი და იმავე რიგის
კრედიტორთა მიმართ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა არ დაიცვას
აღნიშნული პრინციპი, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილურობის, სისტემური
რისკების თავიდან აცილებისა და კრედიტორების სასარგებლოდ კომერციული ბანკის სააქციო
კაპიტალის მაქსიმიზაციის მიზნით.
კანონპროექტის თანახმად, კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა
იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. თუ
რეზოლუციის შემდგომ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ აქციონერები ან/და
კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ ლიკვიდაციის დროს, ვიდრე მათ იზარალეს
რეზოლუციის შედეგად, ისინი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ფულადი კომპენსაცია.
სასამართლოს მიერ დაკისრებული ფულადი კომპენსაცია გადახდილ უნდა იქნეს სარეზოლუციო
ფონდიდან.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა
ფინანსური გირაოს ხელშეკრულებისა და ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის
უფლებებზე, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირობების დაცვა:
ა) შეზღუდვა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ უფლებებს, რომლებიც წამოიშვა
ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისი პირობების თანახმად მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის
შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების საფუძველზე;
ბ) შეზღუდვა შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა;
გ) ხელშეკრულებების/შეთანმხებების შემძენი მხარისთვის გადაცემისას, აღნიშნული
ხელშეკრულებებიდან/შეთანმხებებიდან გამომდინარე ადრეული შეწყვეტის უფლებები
აგრძელებს მოქმედებას შემძენ მხარესთან მიმართებით მის მიერ სახელშეკრულებო
ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში;
დ) კონტრაჰენტს უფლება აქვს განახორციელოს ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება ამ
შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეატყობინებს, რომ
წინამდებარე ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება.
კანონპროექტს გარკვეული ცვლილებები შეაქვს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს
მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაში. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად,
რიგითობა შემდეგი სახით ჩამოყალიბდება:
ა) ფინანსთა სამინისტრო სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სხვა დაფინანსების
ფარგლებში, ეროვნული ბანკი, სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, გარდა სხვა
კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხებისა. ამასთანავე,
საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ
წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; ;
გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი
თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
ე) ფიზიკური პირების
ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“ და „ე“
ქვეპუნქტების შესაბამისად;
ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტების შესაბამისად;
თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად;
ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ და „თ“
ქვეპუნქტების შესაბამისად;
კ) სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხები;
ლ) საბიუჯეტო
ვალდებულებები
და
დავალიანებები,
მათ
შორის,
საგადასახადო
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“–„რ
ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნ) კომერციული
ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და
არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“-„ს” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ო) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც არ არის საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტი;
პ) კომერციული
ბანკის ისეთი ვალდებულებები,
რომელთა
ჩამოწერა
ან
საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული გარდა
„რ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;
ჟ) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინტრუმენტები;
რ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ს) კომერციული
ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული
ბანკის პირდაპირი
და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.
კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების
წარმოდგენის მიზნებისათვის, კერძოდ, გარდამავალი დებულების თანახმად, კომერციული
ბანკები ვალდებულნი იქნებიან შეიმუშავონ გაჯანსაღების გეგმები 2020 წლის 30 ივნისამდე.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს რეზოლუციის გეგმები სისტემური მნიშვნელობის
კომერციული ბანკებისათვის 2020 წლის 30 ივნისამდე. გარდამავალი დებულებით ასევე
განსაზღვრულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება განსაზღვროს გაჯანსაღებისა და
რეზოლუციის გეგმების შემუშავების ვადები იმ კომერციული ბანკებისათვის, რომლებიც არ
წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლის თანახმად, 2019 წლის მაისის
ბოლოს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებები ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის განახლებული ჩარჩოს შესახებ, რომელიც
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან უნდა იყოს შესაბამისობაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა
გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც რეზოლუციის
პროცესში მონაწილეობას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნული მონაწილეობა
შესაძლოა განისაზღვროს რამდენიმე შემთხვევაში: დროებითი ბანკის დაფუძნება, რეზოლუციაში
მყოფი კომერციული ბანკის აქციების შეძენა, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ეროვნული ბანკის
მიერ კომერციული ბანკისათვის სესხის გაცემის სანაცვლოდ გარანტიის გაცემა, და იმ
შემთხვევაში, თუ რეზოლუციის პროცესის დაფინანსება აუცილებელია ფინანსური სისტემის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების სხვა წყაროდან მოძიება შეუძლებელია,
დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიერ გაცემული თანხების ანაზღაურების მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოში
ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს
შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის
გზით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს/ბიუჯეტის წინამდებარე ხარჯი უნდა შეფასდეს არა როგორც აუცილებელი, არამედ
პოტენციური ხარჯი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის
ფარგლებში კანონმდებლობით გაღებული თანხების შემთხვევაში, აღნიშნული თანხების
ანაზღაურების მიზნით, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური
ბანკების ფილიალებს განუსაზღვროს შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულება
სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული
ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე,
რომლის დაკისრების კრიტერიუმები და განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით.
იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციის რეჟიმის უმთავრესი პრინციპია, რომ აქციონერებმა
და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის
შემთხვევაში, კანონპროექტი ამ თვალსაზრისით აუმჯობესებს აქციონერთა/კრედიტორთა
ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის ფარგლებში
კანონმდებლობით გაღებული თანხების შემთხვევაში, აღნიშნული თანხების ანაზღაურების
მიზნით, კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის დაკისრებული
შენატანები თითოეული კომერციული ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და პროპორციული
კრიტერიუმების საფუძველზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო
ფონდის (IMF)-ის სამუშაო ჯგუფმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში, რომელიც ორ ეტაპად
განხორციელდა (მისიის პირველი ფაზა - 1-17 ივლისი, 2018; მისიის მეორე ფაზა -14-26 ნოემბერი).
სამუშაო ჯგუფი შეხვდა როგორც ეროვნული ბანკის, ასევე, ფინანსთა სამინისტროსა და
კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ასეთად ითვლება 2011 წელს ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული
„ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების საკვანძო ელემენტები“ და
ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა
და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივა (Bank Recovery and Resolution Directive (BRRD)), რასაც
დაეფუძნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული გაჯანსაღებისა და რეზოლუციის
შიდა სამართლებრივი რეჟიმები.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.