„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/357/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%- ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; 2. მე-2 მუხლის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მათ შორის დროებითი ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“; 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ემისიის პროსპექტის მომზადების, დამტკიცების და შეთავაზების მოთხოვნები.“; 4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება.“; 5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს ამ მუხლით გათვალისწინებული პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების შესრულება.“; 6. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრს ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენა.“; 7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას, შეიძლება გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს ამ მუხლით განსაზღვრულ პირს ან პირთა ჯგუფს შეტყობინების წარმოდგენა.“; 8. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. თუ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/დროებითი შეჩერება ან ახალი საჯარო ფასიანი ქაღალდების (აქციების) სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. 32. თუ, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შემძენი პირი არ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟაზე დაშვებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, საგამონაკლისო სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მისი დაშვება საფონდო ბირჟაზე შესაძლებელია არაუმეტეს 24 თვისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება სარეზოლუციო უფლებამოსილება. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი, კერძოდ სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%- ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფინანსური ინსტიტუტის დეფინიციას ემატება დროებითი ბანკი. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე არ გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ემისიის პროსპექტის მომზადების, დამტკიცების და შეთავაზების მოთხოვნები. კანონის მე-8 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულებისგან. კანონის მე-11 მუხლს ემატება ახალი მე-10 პუნქტი, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს ამ მუხლით გათვალისწინებული პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების შესრულებისგან. კანონის მე-12 მუხლს ემატება ახალი მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრს ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენისგან. კანონის მე-14 მუხლს ემატება ახალი მე-7 პუნქტი, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას, შეიძლება გაათავისუფლოს ან დროებით გადაუვადოს ამ მუხლით განსაზღვრულ პირს ან პირთა ჯგუფს შეტყობინების წარმოდგენა. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება ახალი 31 და 32 პუნქტები, კერძოდ თუ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/დროებითი შეჩერება ან ახალი საჯარო ფასიანი ქაღალდების (აქციების) სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ასევე, თუ, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შემძენი პირი არ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟაზე დაშვებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, საგამონაკლისო სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მისი დაშვება საფონდო ბირჟაზე შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 24 თვისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). შესატანი გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.