„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/362/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) შექმნა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპების, ამოცანებისა და ფუნქციების განსაზღვრა. მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სამართლებრივი სტატუსი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ არის ამ კანონით დაფუძნებული სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ამოცანები და ფუნქციები 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ამოცანაა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) საგანგებო სიტუაციების, დანაშაულის/სამართალდარღვევისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; გ) ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; დ) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვა, ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, რადარის დამონტაჟება/განთავსება და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, რადარის განთავსებასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; ვ) ვიდეომეთვალყურეობის დაფიქსირება, ძებნილი შედეგად დანაშაულის/დანაშაულის მცდელობის პირებისა და აღმოჩენა, ავტომობილების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფაქტის აგრეთვე, და წესით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა; თ) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და საქმიანობაზე კონტროლი; ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით შესაბამისი მომსახურების განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სტრუქტურა 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. 2. საზოგადოებრივი სტრუქტურული უსაფრთხოების ერთეულების მართვის კომპეტენცია ცენტრის „112“-ის განისაზღვრება სტრუქტურა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს საზოგადოებრივი წარმართვაზე. უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის სწორად 3. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წყვეტს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სახელით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ის მოსამსახურეებს და ახორციელებს მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სახსრებსა და ქონებას; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ზ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შინაგანაწესს; თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დირექტორს ჰყავს მოადგილე(ებ)ი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 7. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ქონება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, აგრეთვე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ის დამოუკიდებელ ბალანსზე. მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დაფინანსება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების სახეებს, საფასურსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარებას. მუხლი 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სახელმწიფო კონტროლი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი 1. რეორგანიზებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომში – „112“) და სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (შემდგომში – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი), რომელთა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე დაფუძნდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. 2. „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. 3. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის ფუნქციები გადაეცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“ს და ჩაითვალოს კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის მიმართულებით სამინისტროს უფლებამონაცვლედ, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიმართულებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. 4. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დირექტორი. 5. „112“-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. 6. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112“-ში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზი და მის საფუძველზე განახორციელოს ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია. 7. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ისთვის: ა) ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას; ბ) სამინისტროზე რიცხული კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას. 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 10. მინისტრმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 აგვისტომდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დებულების დამტკიცება. ბ) 2019 წლის 1 სექტემბრამდე კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მუხლი 12. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016485). მუხლი 13. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-10 და მე-12 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-მე-10 და მე-12 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით, რომელის მიხედვითაც, ხდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება, რის შედეგადაც სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმენა ახალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ამოცანებს წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების, დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირება, რასაც „112“ ახორციელებს ერთიან სატელეფონო ნომერზე შეტყობინებების მიღების გზით, ხოლო ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ვიდეომეთვალყურეობის შედეგად. „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის კოორდინირებული მუშაობის შედეგად უკეთ განხორციელდება, როგორც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა, ასევე სამართალდარღვევების ოპერატიული ფიქსაცია. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვითი საქმიანობის კონტროლი და ამავე ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტი იღებს ინფორმაციას მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაცვის საჭიროების გათვალისწინებით, დადგა აუცილებლობა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო დაცვის მომსახურების კონტროლისა და პარალელურად სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ანალოგიური სერვისის განხორციელების უფლებამოსილებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო დაცვის მომსახურების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება ახალ სსიპ-ს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს, რაც ასევე მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურული გაერთიანება საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. „112“ შექმნილია კანონის საფუძველზე, შესაბამისად, ერთობრივი ოპერაციების ცენტრის „112“-თან გაერთიანებისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. საკანონმდებლო ცვლილებას მოითხოვს ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ისთვის კერძო დაცვით საქმიანობაზე ლიცენზიისა და კონტროლის ფუნქციის განხორციელების მინიჭება. აღნიშნული რეგულირების აუცილებლობას განაპირობებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურია ერთდროულად დაცვითი საქმიანობის განხორციელება და კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გამოირიცხება ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ დაცვითი საქმიანობისა და ამ სფეროზე კონტროლის განხორციელება იმ პირობით, რომ დაცული იქნება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლების მოთხოვნები და იარსებებს კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვისგან დაცვის გარანტიები. ზემოაღნიშნულ გარანტიას წარმოადგენს კერძო დაცვით საქმიაონობაზე კონტროლისა და ლიცენზიის გაცემის ფუნქციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ისთვის მინიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. შესაბამისად, „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული სუბიექტების უფლებამონაცვლე იქნება ახალი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. აღნიშნული სსიპი განახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიანი უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ხორციელდება სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურული გაერთიანება. „112“-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის/სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით, აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად გასცემს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, პროექტის თანახმად, „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ხოლო „112“-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-10 და მე-12 მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი-მე-10 და მე-12 მუხლების ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. პროექტის დაფინანსება მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ასევე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საკუთარი შემოსავლებით. დღეის მდგომარეობით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საშტატო რიცხოვნებას შეადგენს 23 ერთეულს (წლიური - 649 368,0 ლარი). „112“-ის საშტატო რიცხოვნება შეადგენს 303 ერთეულს (წლიური - 5 146 000,0 ლარი). აღნიშნული პირები სრულად გადავლენ ახლად შექმნილ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112“-ში. ახლადშექმნილი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ფუნციონირებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების (საფინანსო უზრუნველყოფა, მატერიალური უზრუნველყოფა, შესყიდვების ორგანიზება) გამოყოფა და გაზრდილი ფუნქციების განხორციელება მოხდება, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების, ასევე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. რამდენადაც შსს სტრუქტურული ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ერწყმის ახლადშექმნილ სსიპ-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები, რომელიც მიმართული იყო ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხარჯების დასაფარად, გადაეცემა სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად მოხდება პირთა თანამდებობრივი გადაადგილება და მათი თანამდებობრივი სარგოს ცვლილება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. დღეის მდგომარეობით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საშტატო რიცხოვნებას შეადგენს 23 ერთეულს (წლიური - 649 368,0 ლარი). „112“-ის საშტატო რიცხოვნება შეადგენს 303 ერთეულს (წლიური - 5 146 000,0 ლარი). აღნიშნული პირები სრულად გადავლენ ახლად შექმნილ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112“-ში. იზრდება ახლად შექმნილი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ის ფუნქციები, კერძოდ, ემატება კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და მისი კონტროლის ფუნქცია. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას გასცემდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო კონტროლს ახორციელებდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. აღნიშნული ფუნქციების გადაცემით არ ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხარჯების შემცირება, რამდენადაც ამ უწყებებში აღნიშნულ ფუნქციებს მოსამსახურეები ასრულებდნენ სხვა ფუნქციებთან ერთად. შესაბამისად, ამ ფუნქციების გადაცემა არ გამოიწვევს ამ უწყებების ადამიანური რესურსის შემცირებას. ამასთან, პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას. აღნიშნული კომისიის საქმიანობა იქნება არაანაზღაურებადი. კომისიის წევრები აღნიშნულ საქმიანობას განახორციელებენ მათთვის დანიშნული თანამდებობრივი სარგოს ფარგლებში. ახლადშექმინილი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ფუნციონირებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების (საფინანსო უზრუნველყოფა, მატერიალური უზრუნველყოფა, შესყიდვების ორგანიზება) გამოყოფა და ზემოაღნიშნული გაზრდილი ფუნქციების განხორციელება მოხდება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უსაფრთხოების მართვის გამოყოფილი ცენტრის ასიგნებების, „112“-ის საკუთარი ასევე საზოგადოებრივი შემოსავლების ფარგლებში. რამდენადაც შსს სტრუქტურული ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ერწყმის ახლადშექმნილ სსიპ-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები, რომელიც მიმართული იყო ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხარჯების დასაფარად, გადაეცემა სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“. ასევე, პროექტი განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსით, შესაბამისად, აღნიშნული არ გამოიწვევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი ადამიანური რესურსის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური უსაფრთხოების ვალდებულებები, მართვის ცენტრი „112“-ის კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. „112“-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე და ჩაითვლებიან სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მოსამსახურეებად. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად მოხდება პირთა თანამდებობრივი გადაადგილება და მათი თანამდებობრივი სარგოს ცვლილება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.