„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/362/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №34, 04.12.2008, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ლიცენზიის გამცემი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (შემდგომში - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“);“; 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ შესაბამისი ახალი მოთხოვნის/გადაწყვეტილების მიღებამდე, 2019 წლის 30 ივნისამდე დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გამოცემულ მოთხოვნებს/გადაწყვეტილებებს შეუნარჩუნდეთ იურიდიულ ძალა მათი მოქმედების ვადით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების და კონტროლის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების აუცილებლობით, რაც მდგომარეობს კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გამცემი და მაკონტროლებელი ორგანოს ახლებურად განსაზღვრაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვითი საქმიანობის კონტროლი და ამავე ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტი იღებს ინფორმაციას მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაცვის საჭიროების გათვალისწინებით, დადგა აუცილებლობა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო დაცვის მომსახურების კონტროლისა და პარალელურად სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ანალოგიური სერვისის განხორციელების უფლებამოსილებები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. დასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული მუხლები ძალადაკარგულად ცხადდება 2019 წლის 30 ივნისიდან. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიცავდეს მითითებას აღნიშნული საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტის თაობაზე, აუცილებელია, ცვლილება შევიდეს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და განისაზღვროს დასახელებული ფუნქციის განმახორციელებელი ორგანო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კერძო დაცვითი საქმიანობის ფარგლებში შეიქმნება დასახელებული საქმიანობის კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, იცვლება კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასა და საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გამოირიცხება ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ დაცვითი საქმიანობისა და ამ სფეროზე კონტროლის განხორციელება იმ პირობით, რომ დაცული იქნება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლების მოთხოვნები და იარსებებს კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვისგან დაცვის გარანტიები. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ასევე აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად განახორციელებს ასევე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი მუხლი ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კერძო დაცვით საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემისა და მასზე კონტროლის ფუნქცია ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. აღნიშნულის დაფინანსება მოხდება, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და კონტროლის ფუნქცია ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას გასცემდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო კონტროლს ახორციელებდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. აღნიშნული ფუნქციების გადაცემით არ ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხარჯების შემცირება, რამდენადაც ამ უწყებებში აღნიშნულ ფუნქციებს მოსამსახურეები ასრულებდნენ სხვა ფუნქციებთან ერთად. შესაბამისად, ამ ფუნქციების გადაცემა არ გამოიწვევს ამ უწყებების ადამიანური რესურსის შემცირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ის მიერ გაზრდილი ფუნქციის დაფინანსება მოხდება, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, ასევე, პროექტი განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსით, შესაბამისად, აღნიშნული არ გამოიწვევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ადამიანური რესურსის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.