„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 29-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის,
ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს
მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე
პერიმეტრზე
დამონტაჟებული
ავტომატური
ვიდეო-ტექნიკით,
რომელიც
უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს
ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო
აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად.
ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით,
არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული
მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა
უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის
დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;“.
მუხლი 2
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია 2019
წლის 1 ოქტომბრამდე შესაბამისობაში მოიყვანოს სამორინეში, აზარტულ კლუბში, სათამაშო
აპარატების სალონში, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად
მოწყობილ
შენობა-ნაგებობებში
დამონტაჟებული
ავტომატური
ვიდეო-ტექნიკის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში ვიდეომეთვალყურეობასთან
დაკავშირებული საკითხების ერთიანი და ერთგვაროვანი რეგულაციების არარსებობით. არ
არსებობს სავალდებულო ვიდეომეთვალყურეობას დაქვემდებარებული ობიექტების ერთიანი
სია/ჩამონათვალი ან/და ასეთი ობიექტების განსაზღვრის კრიტერიუმები. ამასთან, სხვადასხვა
ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება მოცემულია
განსხვავებული იერარქიის მქონე აქტებში - კანონში, მთავრობის დადგენილებაში ან
ბრძანებაში. შესაბამისად არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც
ერთგვაროვნად მოაწესრიგებდა ქვეყანაში ვიდეომეთვალყურეობის საკითხებს და დაადგენდა
ერთიან სტანდარტს, მით უფრო, რომ დღეს არსებული აქტების უმეტესი ნაწილი
მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
შესაბამისად, აუცილებელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან, რომლის თანახმადაც, საჯარო
სივრცეში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების ერთიანი წესების დადგენა მოხდება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
კანონპროექტის
თანახმად,
აღნიშნული
დადგენილება მოაწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი,
სადაც სავალდებულო იქნება ვიდეო მეთვალყურეობის კამერების დამონტაჟება, ასევე,
აღნიშნული კამერების განთავსების წესები, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად,
ვიდეომეთვალყურეობასთან დაკავშირებული სტანდარტები, კამერების განთავსების წესი,
ტექნიკურ
მახასიათებლები,
შენობა-ნაგებობათა
ჩამონათვალი
და
სხვა
საკითხები
დარეგულირდება მთავრობის დადგენილების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე,
აუცილებელია, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რათა იგი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
წესრიგის დაცვის მიზნით დადგენილი ერთიანი სტანდარტი ვიდეომეთვალყურეობის
განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელთან შესაბამისობაშიც მოვა „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
ორგანიზატორი ვალდებულია სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი,
ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობანაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან,
შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეო ტექნიკით,
რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ 2019-2022 წლებში შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. აღსანიშნავია, რომ
არსებული რეგულაციითაც სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი,
ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობანაგებობები აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე
პერიმეტრზე ავტომატური ვიდეოტექნიკით. თუმცა, ახალი რეგულაციით ვიდეოტექნიკის
ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს არა შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მთავრობის დადგენილებით
შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული მოთხოვნები, რამაც შესაძლოა გავლენა
მოახდინოს ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, აღნიშნული გავლენა თითოეულ შემთხვევაში
დამოკიდებული იქნება ვიდეოქტენიკის საბაზრო ფასზე და იმ შენობა-ნაგებობების
რაოდენობაზე, სადაც პირს მოწყობილი აქვს სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო
აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.