„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/362/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება, ასევე, აღნიშნული ფოტო/ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი.“; 2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12 . საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 30 ივნისამდე უზრუნველყოს „ავტომატური ფოტოდა ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე, იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოში ვიდეომეთვალყურეობასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი და ერთგვაროვანი რეგულაციების არარსებობით. არ არსებობს სავალდებულო ვიდეომეთვალყურეობას დაქვემდებარებული ობიექტების ერთიანი სია/ჩამონათვალი ან/და ასეთი ობიექტების განსაზღვრის კრიტერიუმები. ამასთან, სხვადასხვა ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება მოცემულია განსხვავებული იერარქიის მქონე აქტებში - კანონში, მთავრობის დადგენილებაში ან ბრძანებაში. შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ერთგვაროვნად მოაწესრიგებდა ქვეყანაში ვიდეომეთვალყურეობის საკითხებს და დაადგენდა ერთიან სტანდარტს, მით უფრო, რომ დღეს არსებული აქტების უმეტესი ნაწილი მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი ერთიანი ნორმატიული აქტის შემუშავება, რომელიც დაადგენს საერთო სტანდარტს ვიდეომეთვალყურეობასთან დაკავშირებით ყველა იმ ობიექტისათვის, რომელიც დღეს ექვემდებარება ან/და სამომავლოდ შესაძლოა დაექვემდებაროს სავალდებულო ვიდეომეთვალყურეობას. ამასთან, რამდენადაც საკითხი ეხება ერთიანი სტანდარტის შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეგულაცია დამტკიცდეს არა მინისტრის ბრძანებით, არამედ იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტით - მთავრობის დადგენილებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ერთიანი სტანდარტი საჯარო სივრცეში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის განხორციელებისათვის კი აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დადგენილი ერთიანი სტანდარტი საჯარო სივრცეში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულო იქნება ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟებაამასთან, ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკურ მოთხოვნებს - პარამეტრებს/მახასიათებლებს, მისი დამონტაჟების/განთავსების და ექსპლუატაციის წესს, აგრეთვე, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს დაადგენს საქართველოს მთავრობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, რამდენადაც პროექტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც პროექტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლების განმავლობაში წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრება შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულო იქნება ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება. აღნიშნული ვალდებულების დაკისრება ფინანსურ გავლენას მოახდენს შენობა-ნაგებობის კანონიერ მფლობელზე. ამასთან, ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის ბაზარზე არსებულ ფასსა და იმ შენობანაგებობათა რაოდენობაზე, რომელთა გარე პერიმეტრზე ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება იქნება სავალდებულო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.