„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ ავტომატური
ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის
მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;
2. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 271. ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტო გასამართი,
აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების,
ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა
ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან
აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და
ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში ვიდეომეთვალყურეობასთან
დაკავშირებული საკითხების ერთიანი და ერთგვაროვანი რეგულაციების არარსებობით.
სხვადასხვა
ობიექტის
ვიდეოტექნიკის
დამონტაჟების
ვალდებულება
მოცემულია
განსხვავებული იერარქიის მქონე აქტებში - კანონში, მთავრობის დადგენილებაში ან
ბრძანებაში. შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც
ერთგვაროვნად მოაწესრიგებდა ქვეყანაში ვიდეომეთვალყურეობის საკითხებს და დაადგენდა
ერთიან სტანდარტს. დღეს არსებული აქტების უმეტესი ნაწილი მოძველებულია და ვერ
პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
ამასთანავე, აუცილებელია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსი
შესაბამისობაში
განსახორციელებელ
იყოს
„პოლიციის
ცვლილებებთან,
რომლის
შესახებ“
საქართველოს
თანახმადაც,
საჯარო
კანონში
სივრცეში
ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების ერთიანი წესების დადგენა მოხდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული დადგენილება
განსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს, სადაც სავალდებულო იქნება ვიდეო
ტექნიკის დამონტაჟება, ასევე, აღნიშნული კამერების განთავსების წესებს, ტექნიკურ
მახასიათებლებს და სხვა საკითხებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
განპირობებულია „პოლიციის
შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის
თანახმადაც, ვიდეომეთვალყურეობასთან დაკავშირებული სტანდარტები, ვიდეოკამერების
განთავსების წესი, ტექნიკურ მახასიათებლები, შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი და სხვა
საკითხები დარეგულირდება მთავრობის დადგენილების შესაბამისად. შესაბამისად,
აუცილებელია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
შევიდეს ცვლილება, რათა იგი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების მიღების
შედეგად განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით
დადგენილი
ერთიანი
სტანდარტი
ვიდეომეთვალყურეობის
განხორციელებასთან
დაკავშირებით,
რომელთან
შესაბამისობაშიც
მოვა
პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად ცვლილება შედის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის შენიშვნაში და მიეთითება, რომ ავტოგასამართი
სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული
წესის
შესაბამისად
დადგენილი
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
ასევე თავიდან ყალიბდება კანონის 271 მუხლი, რომელიც ვიდეოტექნიკის ფუნქციონირების
წესებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებაზე გადამისამართებას ითვალისწინებს. რამდენადაც ვიდეოტექნიკის ერთიანი
მახასიათებლები და მისი ექსპლუატაციის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით,
271 მუხლშიც მითითება ხდება მთავრობის დადგენილებაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს 2019-2022 სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. ავტოგასამართ სადგურებს დღესაც აკისრიათ ვიდეოკამერების
განთავსების ვალდებულება, თუმცა, მთავრობის დადგენილებით შესაძლოა დაევალოთ
განსხვავებული
ტექნიკური
მახასიათებლების
მქონე
ვიდეოტექნიკის
განთავსების
ვალდებულება, აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს 271 მუხლით გათვალისწინებულ
სანქციას - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას. ამასთან, რამდენადაც კანონის 271 მუხლში
არსებული სანქცია იგივე რჩება, ამ მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გავლენა უცვლელი იქნება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა 2019-2022 წლების განმავლობაში გავლენა მოახდინოს იმ
პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ავტოგასამართ სადგურებს დღესაც აკისრიათ ვიდეოკამერების განთავსების ვალდებულება,
თუმცა, მთავრობის დადგენილებით შესაძლოა დაევალოთ განსხვავებული ტექნიკური
მახასიათებლების მქონე ვიდეოტექნიკის განთავსების ვალდებულება, რამაც შესაძლოა
ფინანსური გავლენა იქონიოს ავტოგასამართ სადგურებზე. აღნიშნული ფინანსური გავლენა
დამოკიდებული იქნება ბაზარზე არსებულ ფოტო- ან/და ვიდეო ტექნიკის ფასებსა და
ავტოგასამართი სადგურების იმ რაოდენობაზე, სადაც ისინი ახორციელებენ საქმიანობას.
ამასთან, რამდენადაც კანონის 271 მუხლში სანქცია იგივე რჩება, ამ მხრივ, ავტოგასამართ
სადგურებზე არსებული ფინანსური გავლენა უცვლელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.