„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/362/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1763 მუხლი: „მუხლი 1763. ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში მართლზომიერი მფლობელის მიერ, შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების, დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, – გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობაზე ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, თუ აღნიშნული წესის დაცვა წარმოადგენს სალიცენზიო/სანებართვო პირობის ნაწილს, ასევე არ ვრცელდება ავტოგასამართ სადგურსა ან ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგური).“; 2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდა რღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071–1073, 1075, 108ე, 1 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 2 ნაწილებით, 125-ე და 127-ემუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მე- 129 მუხლით, და 1395 მუხლებით, 131- 1 ემუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 4 127 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 134-ე, 1352−135 155-ე და 170- ე მუხლებით, 1 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპო რტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინი გზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვეფიზიკური პირ ის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა) ), 17415 მუხლით (გარდა 17415მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416, 1761 და 1763 მუხლებით, 177ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 1 181 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე, 1902, 191-ე და 1911 მუხლებით.“; 3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 1741, 174 , 17416, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1 მუხლებით გათვალისწინებულ 15 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 199 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლ ო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსსამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45 -ე, 451, 166-ე და 197 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულისამართალდარღვევების ჩადენის შემთ ხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს 2 შინაგანსაქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან, რომლის თანახმადაც, საჯარო სივრცეში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების ერთიანი წესების დადგენა მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული დადგენილება მოაწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომლის აგრე პერიმეტრზე სავალდებულო იქნება ფოტ-ვიდეოტექნიკის დამონტაჟება, ასევე, აღნიშნული ტექნიკის განთავსების წესები, ტექნიკურ მახასიათებლები და სხვა საკითხები. შესაბამისად, საქართველოს სამართლადარღვევათა კოდექსში აუცილებელია იმ შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც დადგენილებით გათვალისწინებული სუბიექტი დაარღვევს ან არ შეასრულებს მთავრობის დადგენილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აუციელებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების გათვალისწინებულ იქნეს ან/და ექსპლუატაციის შესაბამისი პასუხისმგებლობა. წესის დარღვევისათვის კანონპროექტის მიზანია, დაარეგულიროს ის შემთხვევები, როდესაც ადგილი ექნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის მიერ ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 1763 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სამართალდარღვევად ჩაითვლება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში მართლზომიერი მფლობელის მიერ, ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის ექსპლუატაციის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევა. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 30 ივნისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას, რეაგირებასა და აღსრულებას განახორციელებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2022 წლების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან პროექტით განსაზღვრული 1763 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ჯარიმა შესაბამისად - 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას, რეაგირებასა და აღსრულებას განახორციელებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლების განმავლობაში წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამის პირს/უწყებას 1763 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის დაკისრება დამოკიდებულია პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტი სამართალდარღვევებისთვის ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას. კერძოდ, 1763 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს/უწყებას დაეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.