„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
- „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებას და საჯაროობას
უზრუნველყოფს სამსახური მის მიერ დადგენილი წესით.“
2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების
პროგრამების,
სპეციალიზებული
გამოცდების
განმახორციელებელი
ორგანოების,
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას
სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების
შესაბამისად;“
3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტის
მოთხოვნების
დარღვევისათვის
ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო
რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
ა.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);
ა.გ) ფულადი ჯარიმა;
ა.დ) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმება;
ა.ე)
აუდიტორისთვის/აუდიტორული
ფირმისთვის/გარიგების
პარტნიორისთვის
აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული
ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების დროებით,
არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;
ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ.ბ) ფულადი ჯარიმა;
ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული
უფლების ჩამორთმევა;
გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
გ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
გ.ბ) ფულადი ჯარიმა;
გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული
უფლების ჩამორთმევა;
დ) სდპ-ის და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოების მიმართ
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
დ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
დ.ბ) ფულადი ჯარიმა;
დ.გ)
სდპ-ის
მმართველობითი
ორგანოს
წევრისთვის
სდპ-ში
ამ
კანონით
გათვალისწინებული თავისი ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს 3 წლით
აკრძალვა.
ე) პირის მიმართ ამ კანონის ამ კანონის, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტის
მოთხოვნების
დარღვევისათვის
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ე.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ე.ბ.) ფულადი ჯარიმა.“;
4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ „ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებულისა) გამოიწვევს პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით
გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5000 ლარამდე. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
სამსახური
უფლებამოსილია
განახორციელოს
აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის აუდიტორული
მომსახურების განხორციელების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და
აუდიტორული
ფირმის
პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის
აუდიტორული
მომსახურების განხორციელების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება,
უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების
შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის
საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან
ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების
შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს
2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის
2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე,
საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015
წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ ევროკავშირის მეოთხე დირექტივა), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა
ზემოაღნიშნული დირექტივები.
საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ
იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები)
და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და
კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ
- ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონის
პროექტი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“. ამდენად, აუცილებელია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ
კანონპროექტთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი
არ შეიცავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის (შემდგომ - სამსახური) მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის
წარმოების ვალდებულებას. ამასთან, განსაზღვრული არ არის პასუხისმგებლობის ზომები
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
კანონის პროექტის მოთხოვნების დარღვევისთვის, რაც შეუძლებელს ხდის ხსენებული
კანონპროექტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული კანონპროექტით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფულის გათეთრების და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე11 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატება 71 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის მიერ
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებას და საჯაროობის უზრუნველყოფას.
აღნიშნული ცვლილება სამსახურს მისცემს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობას.
შემოთავაზებული კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე20 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურის ფუნქციებს ემატება
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოების ვალდებულება.
შემოთავაზებული კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტით, „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ
პუნქტში
განისაზღვრება
სამსახურის
უფლებამოსილება,
დააკისროს
სანქცია
პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს „ფულის გათეთრების და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
მოთხოვნების
დარღვევისათვის.
შემოთავაზებული კანონპროექტის პირველი მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე
მუხლის
პირველ
პუნქტში
განისაზღვრება
სამსახურის
უფლებამოსილება,
„ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების
მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის,
პირის/აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს წერილობით გაფრთხილება ან
დააკისროს მათ ჯარიმა 5000 ლარამდე. ამასთან, სამსახური უფლებამოსილი იქნება,
აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს 3 წლამდე ვადით აუკრძალოს
აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის
მოწერა, ხოლო აუდიტორული ფირმის პარტნიორებს/აქციონერებს ამავე ვადით აუკრძალოს
აუდიტორული მომსახურების განხორციელება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
შემოთავაზებული კანონპროექტი უკავშირდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტს,
წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და ამიტომ, მათი ამოქმედებაც
ერთდროულად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, უნდა მოხდეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
შემოთავაზებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
შემოთავაზებული
კანონპროექტი
წარმოშობს
ფინანსურ
შედეგებს
პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ, თუ მათ მიმართ
სამსახურის
მიერ
გამოყენებული
იქნება
ფულადი
ჯარიმა
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ფულადი ჯარიმის
გამოყენების
შესაძლებლობას
პირის/აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის/გარიგების
პარტნიორის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
და
მისი
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
დანართი
XV
ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას „ფულის გათეთრების და
ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის
თაობაზე“ ევროკავშირის მეოთხე (2015/849) დირექტივასთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.