„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
- „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22,
31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 211 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
დაარღვია
„ფულის
გათეთრების
და
ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“
2. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 281 . მზღვეველის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან
შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა
1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ანგარიშვალდებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს
შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი
დოკუმენტები:
ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან
შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის და ფინანსური
ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით
ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებით
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან
შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ
ხორციელდება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და
საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:
ა) მზღვეველის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ
მზღვეველი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მზღვეველისადმი საქართველოში არსებული
მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის
თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იმის გამო, რომ ამას
კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო
ქვეყნის კანონმდებლობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება,
უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების
შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის
საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან
ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების
შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს
2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის
2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე,
საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015
წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ ევროკავშირის
მეოთხე
დირექტივა),
რომლითაც
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
ზემოაღნიშნული დირექტივები.
საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ
იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები)
და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და
კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ
- ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონის
პროექტი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“. ამდენად, აუცილებელია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების
შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი არ
შეესაბამება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს. ამდენად, აუცილებელია შეტანა „დაზღვევის
შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა
ხსენებულ კანონპროექტთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული
კანონპროექტი,
„დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში გამოყენებულია
ტერმინები
„მონიტორინგის
ლეგალიზაცია“.
ხელშეწყობის
„ფულის
შესახებ“
განმახორციელებელი
გათეთრების
საქართველოს
და
პირი“
და
ტერორიზმის
კანონის
პროექტი
„უკანონო
შემოსავლის
დაფინანსების
აღკვეთის
აღნიშნული
ტერმინების
კორექტირებას ახდენს. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში
აგრეთვე გამოყენებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის სათაური, რომელიც „ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტის
სათაურით
უნდა
შეიცვალოს.
ამდენად,
შემოთავაზებული
კანონპროექტით, ცვლილებები შედის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 და 281
მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
შემოთავაზებული კანონპროექტი უკავშირდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტს,
წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და ამიტომ, მათი ამოქმედებაც
ერთდროულად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, უნდა მოხდეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
შემოთავაზებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
მისი
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.