„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
- „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) VII8 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„თავი VII8. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად სანქცირებული პირების
ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით
მუხლი 2130. მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
ბრძანებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − „გაერო“) წესდების VII
თავის საფუძველზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად,
რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმის ან/და მასობრივი განადგურების იარაღის
გავრცელების დაფინანსების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას, სანქცირებული პირის
ან/და მასთან დაკავშირებული პირ(ებ)ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო
კომისიის (შემდგომ − „სამთავრობო კომისია“) შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მუხლი 2131. სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა
1. გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის მოთხოვნების შესაბამისად
ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა უნდა იყოს
დასაბუთებული.
2. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა უნდა
მიუთითებდეს სანქცირებული პირის და დასაყადაღებელი ქონების შესახებ მონაცემებს,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2132. ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობას განიხილავს დაუყოვნებლივ და
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
2.
მოსამართლე,
სამთავრობო
კომისიის
შუამდგომლობის
საფუძველზე,
გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების
შესაბამისად
სანქცირებული
პირის
ან/და
მასთან
დაკავშირებული
პირ(ებ)ისთვის შეუტყობინებლად.
3. სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში
იღებს ყადაღას დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.
4.
მოსამართლე
გამოსცემს
ბრძანებას
სამთავრობო
კომისიის
შუამდგომლობით
განსაზღვრულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, თუ მივა დასკვნამდე, რომ სამთავრობო
კომისიის შუამდგომლობაში მითითებული პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს
შესაბამისი რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს.
5. მოსამართლის ბრძანებაში ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;
დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;
ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას − მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული
ქონების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ)
შუამდგომლობის
არდაკმაყოფილების
შემთხვევაში
-
სამთავრობო
კომისიის
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი;
ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6. ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის
დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება.
7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში,
მეორე ეგზავნება სამთავრობო კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ
პირს. თუ აღნიშნული პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება
საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და
მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
მუხლი 21 33. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში
შესვლა და გასაჩივრება
1. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის
გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ
სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ
გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე
საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო
სასამართლოს.
3. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის
ვადაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება.
მუხლი
2134.
სამთავრობო
კომისიის
შუამდგომლობა
ქონების
ყადაღისაგან
გათავისუფლების თაობაზე
1. სამთავრობო კომისიის შუამდგომლობას ქონების ყადაღისგან გათავისუფლების
თაობაზე
განიხილავს
თავდაპირველი
ბრძანების
გამომცემი
სასამართლო
„ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გასაზღვრულ შემთხვევებში.
2. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე დადებულ
ყადაღას „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გასაზღვრულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება,
უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების
შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის
საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან
ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების
შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს
2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის
2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე,
საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015
წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ ევროკავშირის
მეოთხე
დირექტივა),
რომლითაც
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
ზემოაღნიშნული დირექტივები.
საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ
იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები)
და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და
კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ
- ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონის
პროექტი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“. ამდენად, აუცილებელია „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“
ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ ზოგიერთი ნორმა არ
შეესაბამება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების
შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული კანონპროექტით, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის“ VII8 თავი შესაბამისობაში მოვა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული კანონპროექტით, ზუსტდება „საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის“ VII8 თავის მოქმედების სფერო, რომელიც მოიცავს გაეროს წესდების VII
თავის საფუძველზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებით
განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტერორიზმის ან
მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციას, გამოვლენას და
აღკვეთას.
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით, დასაყადაღებელი ქონების განმარტება ფართოვდება და
მოიცავს არა მხოლოდ იმ ქონებას, რომელსაც სანქცირებული პირი ფლობს, აკონტროლებს ან
განკარგავს, არამედ იმ ქონებასაც, რომელსაც ფლობენ, აკონტროლებენ ან განკარგავენ
სანქცირებული პირის სახელით ან დავალებით მოქმედი პირები ან/და პირები, რომლებსაც
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს სანქცირებული პირი. ამიტომ,
აუცილებელია „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 2130 მუხლის იმ
ნორმის გაუქმება, რომელიც VII8 თავის მიზნებისთვის ქონებას სხვაგვარად განმარტავს.
გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციები მოითხოვს, რომ ტერორიზმის ან
მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის მიზნით,
სანქცირებული პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების ქონებაზე ყადაღის დადება
განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამდენად, აუცილებელია, რომ „საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 2132 მუხლით, ქონებაზე ყადაღის დადებისთვის,
განსაზღვრული 15 დღიანი ვადა შემცირდეს 3 დღემდე მინიმალური საერთაშორისო
სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით.
ამასთან, ნორმების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ცვლილება ეხება
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ VII8 თავის 2134 მუხლს, რომელიც
აწესრიგებს ქონების ყადაღისგან გათავისუფლების საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებული
მატერიალური სამართლებრივი ნორმები მოცემულია „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
შემოთავაზებული კანონპროექტი უკავშირდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტს,
წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და ამიტომ, მათი ამოქმედებაც
ერთდროულად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, უნდა მოხდეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
შემოთავაზებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
მისი
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.