„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 81 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს დეკლარანტის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად კომერციული სტრუქტურის ცვლილების ბანკის პოტენციურ მფლობელობის გავლენას სტრუქტურის/ჯგუფის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, აგრეთვე აღნიშნულ ტრანზაქციასთან მიმართებით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.“. 2. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101 . მოთხოვნები კომერციული ბანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას 1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა. 2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ა) ბანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს თავისი შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ბანკისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) ბანკი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“. 3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციული ბანკის ჯგუფის შიგნით და კომერციულ ბანკებს შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლაზე.“. 4. 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 211. კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება 1. კომერციული ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. 2. კომერციულმა ბანკმა თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებისასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. კომერციული ბანკი ასევე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.“. 5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექტირება 1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით კომერციული ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, აგრეთვე ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მოგებიანობას თვით კომერციული ბანკის და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მიზნებისათვის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“. 6. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „დ) დაარღვია „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“. 7. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. მოთხოვნები კომერციული ბანკის შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს მიმართ იმ კომერციულმა ბანკმა, რომელმაც ამ კანონის 101 მუხლის ამოქმედებამდე შექმნა ან შეიძინა შვილობილი საწარმო, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის 2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015 წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ ევროკავშირის მეოთხე დირექტივა), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული დირექტივები. საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები) და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ - ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. ამდენად, აუცილებელია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი არ შეესაბამება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს. ამდენად, აუცილებელია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული კანონპროექტით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში გამოყენებულია ტერმინები „მონიტორინგის განმახორციელებელი პირი“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“. „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი აღნიშნული ტერმინების კორექტირებას ახდენს. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში აგრეთვე გამოყენებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის სათაური, რომელიც „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურით უნდა შეიცვალოს. ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტით, ცვლილებები შედის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101, მე-17, 211, 29-ე და 39-ე მუხლებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: შემოთავაზებული კანონპროექტი უკავშირდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და ამიტომ, მათი ამოქმედებაც ერთდროულად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, უნდა მოხდეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): შემოთავაზებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. და მისი მომზადება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.