საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნები: ა) „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“; ბ) „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-9640/20
25-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნებს:
1. „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“
2. „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი
ნინო წილოსანი
დანართი 1 - 77 ფურცელი.
დანართი 2 - 61 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
აღნიშნული ანგარიში მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
(NDI)
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს მხარდამჭერი დონორი
ორგანიზაციის შეხედულებებს.
თემატური მოკვლევის შესახებ
ტყვიასთან დაკავშირებული თემატური მოკვლევის განხორციელება გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებისკომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული და
ამავე წლის 20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე
დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ნინო წილოსანის, ინიციატივით.
პარლამენტის
რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
თემატური მოკვლევის — „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ —
დაწყების შესახებ. შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ილია ნაკაშიძე, ენძელა მაჭავარიანი,
ზაზა ხუციშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე.
საქართველოში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოში გავრცელებული
ვირუსის, „COVID 19“-ის, გამო, მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, სახელმწიფო უწყებები და
საქართველოს პარლამენტი განაგრძობდნენ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. მათ შორის
აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი თემატურ მოკვლევასთან — „გარემოს ტყვიით
დაბინძურების შეფასება საქართველოში“ — დაკავშირებით.
თემატური მოკვლევის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოში ადამიანის ტყვიის მიმართ
ექსპოზიციის შესწავლა და კორელაციის დადგენა ინდივიდებში ტყვიის შემცველობასა და იმ
ფაქტორებს შორის, რომლებიც უკავშირდება ტყვიით გარემოს, კერძოდ, წყლის, ნიადაგისა და
ჰაერის შესაძლო დაბინძურებას.
თემატური მოკვლევა განხორციელდა 2020 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით. ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მაღალი
გამჭვირვალობის სტანდარტიდან გამომდინარე, თემატური ჯგუფმა მოკვლევის ფარგლებში —
„გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ — გამართა დარგის ექსპერტების,
დასაბუთებული პოზიციის წარმომდგენი პირებისა და სახელმწიფო უწყებების ზეპირი
მოსმენები, საბოლოოდ მოკვლევის ჯგუფმა მიიღო 5 დადასტურებული პოზიცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, გაიმართა 6 ზეპირი მოსმენა, მათ შორის 3 მოსმენა
ჩატარდა დისტანციურად, თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა 45 პირს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია გამოიკვლიოს და დაადგინოს ის ეკოლოგიური და გარემო
ფაქტორები, რომლებიც იწვევს საქართველოში მცხოვრები ბავშვების 40%-ში ტყვიის მაღალ
ექსპოზიციას. მოკვლევის მიზანია შეისწავლოს, შეაჯამოს და დაადგინოს სავარაუდო მიზეზშედეგობრივი ასპექტები საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
1
ანგარიშის ხელმისაწვდომობა: საპარლამენტო თემატური მოკვლევის პროცესში მიღებული და
გამოყენებული ყველა მასალა, დოკუმენტაცია, ანგარიშები, დასკვნები, ზეპირი მოსმენების
სტენოგრამა და საბჭოს საბოლოო ანგარიში ელექტრონულად ხელმისაწვდომია საქართველოს
პარლამენტის ვებგვერდზე www.parliament.ge[1]
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: რუსთაველის გამზირი 8, 0114, თბილისი
ელ. ფოსტა: garemo@parliament.ge
[1]
საქართველოს
პარლამენტის
ვებ-გვერდი:
http://parliament.ge/ge/saparlamentosaqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-komiteti/sakomitetomokvleva/sakomiteto-mokvleva-garemos-tyviit-dabindzurebis-shefaseba-saqartveloshi
2
თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა:
თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
ნინო წილოსანი - თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი და მომხსენებელი
ენძელა მაჭავარიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი გაჩეჩილაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
ზაზა ხუციშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
ილია ნაკაშიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
თემატური მოკვლევის ჯგუფის ექსპერტი - გურანდა ავქოფაშვილი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი:
დენის სალუქვაძე - მთავარი სპეციალისტი
3
სარჩევი
1. შესავალი. .........................................................................................................
2. თემატური მოკვლევის მიზანი და მეთოდოლოგია. ...............................
3. დასაბუთებული პოზიციების წარმომდგენი პირებისგან მიღებული
ინფორმაცია. ...............................................................................................
გეოლოგების პოზიცია. ...............................................................................
UNICEF. ..........................................................................................................
ტოქსიკოლოგებისა და დარგის ექსპერტების დასაბუთებული
პოზიცია. .....................................................................................................
ნოდარ ტანგიაშვილის დასაბუთებული პოზიცია. .................................
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის
დასაბუთებული პოზიცია. .............................................................................
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დასაბუთებული პოზიცია.
მწვანე ალტერნატივის დასაბუთებული პოზიცია..................................
ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“
დასაბუთებული პოზიცია. .............................................................................
ეკოხედვის დასაბუთებული პოზიცია........................................................
4. მოკვლევის პროცესში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან
მიღებული ინფორმაციები. ............................................................................
5. თემატური მოკვლევის ანალიზი. ..................................................................
5.1. დასავლეთ საქართველო...................................................................
5.2. წყალი. ...................................................................................................
5.3. ატმოსფერული ჰაერი. ...........................................................................
5.4. საწვავი. ...................................................................................................
5.5. სურსათი. ...............................................................................................
5.6. სხვადასხვა. ........................................................................................
5.7. ბავშვებსა და მოზრდილებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები...
5.8. საქართველოში განხორციელებული კვლევები. ......................
6. რეკომენდაციები.........................................................................................
დანართი N 1. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით ტყვიის შემცველობა საქართველოს ნიადაგებში,
რეგიონების მიხედვით.........................................................................................
დანართი N 2 ტყვიითი დამაბინძურებელ საქმიანობაზე გაცემული
ნებართვების სია..................................................................................................
7. გამოყენებული ლიტერატურა. .......................................................................
ABOUT
US
WHAT
WE
OFFER
4
5
6
8
8
10
10
11
11
14
14
15
16
18
24
30
37
40
40
43
49
53
54
59
63
71
72
შესავალი
1. მსოფლიოს მოდერნიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ გარემოში მრავალი ეკოლოგიური
პრობლემა წარმოშვა, რომლებიც აისახება თითოეულ ცოცხალ ორგანიზმზე. ყველა მავნე
დამაბინძურებელი, რომლებიც მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე გროვდება გარემოში,
უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენ ირგვლივ არსებულ ეკოსისტემას, რაც საბოლოოდ იწვევს გლობალურ
დათბობას, კლიმატურ ცვლილებებს და სხვა. გარემოს მავნე დამაბინძურებლები შეიძლება იყოს
რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური (ორგანული და არაორგანული) ნივთიერებები. დღეს
არაორგანული ქიმიური ნივთიერებებიდან გარემოს ყველაზე მეტად მძიმე ლითონები აბინძურებს.
მძიმე ლითონებიდან ყველაზე ტოქსიკურია კადმიუმი Cd, დარიშხანი As, ტყვია Pb, სპილენძი (Cu),
თუთია (Zn), ნიკელი (Ni), მოლიბდენი (Mo), მანგანუმი (Mn), თორიუმი (Th), ურანი (U) და სხვა. ჩვენს
დიდ ინტერესს იწვევს ტყვია და მისი ნაერთები, რომლებსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან
დღემდე მოიხმარს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფახცოვრებო დანიშნულებისამებრ.
1950-იანი წლებიდან ინტენსიურად დაიწყო საწვავში მეთილირებული ტყვიის დამატება
დეტონაციის გაზრდის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მრავალ ქვეყანაშია აკრძალული
ასეთი საწვავის მოხმარება, ის დღემდე ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოზე.
2. ტყვია იშვიათად გვხვდება ბუნებაში თვითნაბადი მეტალის სახით. იგი ნაცრისფერი, მოლურჯომოთეთრო ფერის მეტალია, რომელიც მცირე რაოდენობითაა დედამიწის ქერქში. მენდელეევის
პერიოდული სისტემის 4A ჯგუფის ელემენტებს მიეკუთვნება, რომლის ატომური ნომერია 82 და
ატომური მასა -207.2 გ/მოლ. ტყვია გავრცელებულია ორ ან მეტ სხვა ელემენტთან ერთად, ტყვიის
ნაერთების სახით. ეს არის ძალიან ელასტიკური და ჭედადი ლითონი. იგი შედარებით ცუდი
ელექტროგამტარია. ტყვია ძალიან მდგრადია კოროზიის მიმართ, ამასთან ტყვია ჰაერის
ზემოქმედების შედეგად შავდება [2]. მისი ჟანგვითი რიცხვია +2 და +4, თუმცა გარემოში
გავრცელებულია +2. არაორგანული ტყვიის ნაერთები, როგორებიცაა: ტყვიის ფოსფატი, ტყვიის
კარბონატი. იგი აგრეთვე წარმოქმნის ორგანულ და არაორგანულ ფორმებს. გარემოში ტყვიის
არაორგანული ნაერთები უფრო დომინირებს, ვიდრე მისი ორგანული ნაერთები. ორგანული
ტყვიის ნაერთები - 3-ალკილ-ტყვია და ტეტრაალკილ-ტყვია - უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მისი
არაორგანული ფორმები. ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში ორგანული ტყვიის ნაერთები
მეტაბოლიზმს განიცდის და გარდაიქმნება ტყვიის არაორგანულ ფორმებად. ტყვია გვხვდება
ჰაერში, წყალსა და ნიადაგში. ნიადაგში ტყვია შეიძლება აღმოჩნდეს საგზაო მაგისტრალებთან
ახლოს, კარიერების მიმდებარე ტერიტორიებზე ან თუნდაც სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებში. ის
შეიძლება მოხვდეს პესტიციდების გამოყენების შემთხვევაშიც. ტყვია აკუმულაციას განიცდის
ყველა სახის სურსათში. იგი სახიფათო ელემენტს წარმოადგენს ადამიანისათვის. მძიმე ლითონები
და, მათ შორის, ტყვიაც ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სურსათიდან, წყლიდან ან ჰაერიდან.
ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია აზიანებს ნერვულ, რეპროდუქციულ და გულსისხლძარღვთა
[2] Toxicological Profile for Lead, https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK158769/
5
სისტემას, ტვინს, თირკმელს. იწვევს ჰიპერტენზიას, ზრდის შენელებას, ენცეფალოპათიას, მუცლის
ტკივილს, ჰორმონალური დარღვევებს, ანემიას და ა.შ. ხელს უწყობს სიმსივნისა და სხვა მძიმე
დაავადებების განვითარებას[3]. ბავშვებსა და ორსულებში ტყვიის მცირე კონცენტრაციაც კი
იწვევს:
ნეიროტოქსიკურ და ნეიროგანვითარების დარღვევებს;
გულსისხლძარღვთა სისტემის ეფექტებს;
ნეფროტოქსიკურ ეფექტებს;
ჰემატოლოგიურ ეფექტს (რკინადეფიციტური ანემია);
3. ტყვიის ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში ამ ბოლო დროს მეტად
აქტუალური საკითხია საზოგადოებისთვის. საქართველოს მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს
ტყვიასთან დაკავშირებული კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის, კვლევითი
დაწესებულების, კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ განხორციელდა. 2019 წელს კი
გამოქვეყნდა სახელმწიფოსა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული
კვლევა „მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS)“, რომლის მიხედვითაც სულ
გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის დონე ≥ 5 მკგ/დლ, ხოლო 16% -ში 10 მკგ/დლ-ს
აღემატებოდა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის
მიმართულებით საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბერს N680 დადგენილებით
დამტკიცდა „გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022წ ეროვნული სამოქმედო გეგმა NEHAP 2“.
სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე „გარემოს ტყვიით
დაბინძურების შეფასება საქართველოში“, რომლის დეტალურ შედეგებსაც ქვემოთ განვიხილავთ.
2. თემატური მოკვლევის მიზანი და
მეთოდოლოგია
4. თემატურ მოკვლევას „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ახორციელებს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ
დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. მოკვლევის
მიზანია შეისწავლოს საქართველოში ბოლო დროს ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის
კონცენტრაციის შემცველობის გამომწვევი გარემო ფაქტორები და დაადგინოს ტყვიასთან
ექსპოზიციის სავარაუდო წყაროები. თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან პარლამენტის გარემოს
[3] European Food Safety
Authority; Lead dietary exposure in the European population. EFSA Journal 2012;
10(7):2831. doi: 10.2903/j.efsa. www.efsa.europa.eu/efsajournal
6
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები:
ნინო წილოსანი - თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი და მომხსენებელი
ენძელა მაჭავარიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი გაჩეჩილაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
ზაზა ხუციშვილი- საქართველოს პარლამენტის წევრი
ილია ნაკაშიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
5. მოკვლევის პროცესი მიმდინარეობდა 2020 წლის აპრილიდან აგვისტომდე. პირველ ეტაპზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოწვევით მოკვლევის საკითხზე
წერილობითი ანგარიში წარმოადგინეს დაინტერესებულმა პირებმა (ძირითადად სამოქალაქო
სექტორისა და გარემოს დაცვით საკითხებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა). საბოლოოდ შემოვიდა 6 დასაბუთებული პოზიცია. ზეპირ მოსმენაზე
დაბარებულ იქნა 4 პოზიციის წარმომდგენი პირი, ერთი პოზიცია წინასწარ განსაზღვრული ვადის
შემდგომ წარმოადგინა ორგანიზაცია “ეკოხედვამ”. ზეპირი მოსმენები ჩატარდა დარგის
ექსპერტებთან, ექიმებთან, გეოლოგებთან, პოზიციის წარმომდგენებთან, რეგიონალურ
თვითმმართველობებთან და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან. ონლაინმოსმენები
მიმდინარეობდა აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში. აღნიშნულის პარალელურად მოკვლევაზე
მომუშავე ჯგუფმა განახორციელა ერთი ონლაინშეხვედრა აჭარის, გურიის და იმერეთის
რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებთან, გუბერნატორებთან, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC-ს) რეგიონალურ წარმომადგენლებთან. შეხვედრები
გაიმართა შემდეგ მუნიციპალიტეტებთან: ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ჩოხატაურის,
ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მერებთან,
გურიისა და იმერეთის გუბერნატორებთან.
გარდა ონლაინ შეხვედრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენებიდან შემოსული
ინფორმაციისა, კვლევის პროცესში შეისწავლეს შესაბამისი დოკუმენტური მასალა:
საკანონმდებლო აქტები, მთავრობის დადგენილებები, საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციების ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, სტატიები და ანგარიშები. განსაკუთრებული
ადგილი დაეთმო საერთაშორისო და სამეცნიერო კვლევების მიმოხილვას. ზემოხსენებული
წყაროების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა
რეკომენდაციები.
7
3. დასაბუთებული პოზიციების
წარმომდგენი პირებისგან მიღებული
ინფორმაცია
დასაბუთებული პოზიციების წარმომდგენი პირებისგან მიღებული ინფორმაციები არ
წარმოადგენს თემატური მოკვლევის ჯგუფის ოფიციალურ პოზიციას. ამ თავში მოცემული
ინფორმაცია პოზიციის წარმომდგენი პირების მიერ შემუშავებული შეფასებაა.
6. მოკვლევის პროცესში სულ შემოვიდა 6 (ექვსი) დასაბუთებული პოზიცია. პოზიციების
წარმომდგენი პირები საქართველოს პარლამნეტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით
მოწვეული იყვნენ ზეპირ მოსმენებზე. ზეპირ მოსმენებზე ასევე მოწვეულ იქნენ დარგის
ექსპერტები, გეოლოგები და ექიმები. მოსმენებზე მომხსენებლები ყურადღებას ამახვილებდნენ
შემდეგ ფაქტორებზე:
გეოლოგების პოზიცია
7. საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ნიადაგი ბინძურდება სხვადასხვა საწარმოო
პროცესის შედეგად, რაც იწვევს როგორც სურსათის, ასევე მცენარეების დაბინძურებას. შემდომ კი
ადამიანის ორგანიზმში გროვდება.
8. ტყვიის შემცველობა, რომელიც „პოსტეთილირებული საწვავის“ მოხმარებით არის
აკუმულირებული გარემოში, თანამედროვე ურბანული (ევროპული) ქალაქების მტვრის თიხური
ფაზის 3%-ში აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყვიის შემცველი ე.წ. ეთილირებული საწვავი
ჩვენში 70 წელზე მეტხანს გამოიყენებოდა, ამ ხნის განმავლობაში გარემოში უნდა დაგროვილიყო
ტყვიის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც, სავარაუდოდ, პერიოდულად, გარკვეული
ციკლურობით იჩენს თავს. ასეთი ტიპის დაბინძურების აღმოჩენა სტანდარტული მონიტორინგის
პროცესში ნაკლებად სავარაუდოა და პრაქტიკულად უშედეგოა. ჰაერის აღნიშნული გზით
დაბინძურების ხარისხის, მასშტაბისა და წყაროს დადგენა ემყარება მონიტორინგული კვლევების
თანამედროვე, საკმაოდ სპეციფიკურ მეთოდოლოგიებს, რაც საქართველში ჯერჯერობით არ
ჩატარებულა. იგივე უნდა ითქვას საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებზე.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული
სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს 8 ავტომატური სადგურის საშუალებით
ახორციელებს ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. სადგურებზე უწყვეტ
რეჟიმში ისაზღვრება შემდეგი მავნე ნივთიერებების — NOx, NO2, NO, SO2, O3, CO, PM10, PM2.5 —
კონცენტრაციები. გარდა ამისა, წელიწადში ოთხჯერ საქართველოს 25 ქალაქში ტარდება
ინდიკატორული გაზომვები და ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის
შემცველობები. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციების განსაზღვრის მიზნით სინჯებს
იღებენ ქალაქებში (რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი) ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების
განთავსების ლოკაციებზე, ხოლო ქალაქ თბილისში 2018 წლის შემოდგომიდან მაღალი
8
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით სხვადასხვა ლოკაციაზე, ძირითადად, საბავშვო
ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ტყვია
ჰაერში შესაძლებელია მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ბუნებრივ ფონს. ბოლო 15-20 წელი, მას
შემდეგ, რაც ტყვიაეთილირებული საწვავი მოხმარებიდან ამოიღეს, საქართველოში ჰაერში ტყვიის
შემოწმება პერმანენტულად არ ხდება და კვლევები მხოლოდ ფრაგმენტულად ტარდება.
10. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ თბილისში მაღალია ბუნებრივი მტვრის კონცენტრაცია,
ხოლო ატმოსფერული ნალექების შედეგად ფერდობებიდან ქუჩებში ხვდება დიდი რაოდენობის
ჩამორეცხილი თიხოვანი მასალა, რომელიც გაშრობის შედეგად ბუნებრივი მტვრის სახით
გვევლინება. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის მუდმივი განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში
შეიძლება არ იყოს ერთიანი ნათელი სურათის მომცემი, თუმცა ბუნებრივ მტვერში
აბსორბირებული ტყვიისა და სხვა ლითონების ნაწილაკების ჰაერში მოხვედრა არის პერიოდული
და ძირითადად დამოკიდებულია ამტვერიანებასთან.
11. ქუჩაში, არსებული ბუნებრივი მტვრის გარდა, შეიძლება იყოს მშენებარე ობიექტებზე და
სამშენებლო მასალების ჰაერში გაფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მტვერი, ლითონების,
სამრეწველო პროდუქციის, ელექტროენერგიისა და სამშენებლო პროდუქტების წარმოება,
უკატალიზატორო ავტომობილების შიდაწვის პროცესიდან გამოტყორცნილი ტყვიის შენაერთები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის შუაგულში ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები და
მოძრაობს ტრანსპორტი, რის გამოც დროთა განმავლობაში ადამიანების ორგანიზმში ტყვიის
ჭარბი კონცენტრაცია გროვდება. აღნიშნული მიგნება შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ტყვიის
მაღალი შემცველობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია:
„ვერცერთი კატალიზური კონვერტორი ვერ იჭერს ტყვიას. შესაბამისად, თუ ხდება
ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება (რაც საქართველოში ბოლო წლების არცერთი კვლევით არ
დასტურდება) ტყვია ერთნაირად გაიფრქვევა როგორც კატალიზური კონვერტორის მქონე, ისე
მისი არმქონე ავტომობილიდან.“
12. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ზედაპირულ და მიწისქვეშა
წყლებში არსებული დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენური გეოქიმიური ფონი. როგორც
ცნობილია, საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ისეთებით, რომლებიც
შეიცავენ მძიმე მეტალებს (ჭიათურის, ტყიბულის, ბოლნისის, ურავის საბადოები და სხვა). ამ
საბადოების გარშემო შესაძლებელია წარმოიქმნას მძიმე ლითონების (მათ შორის ტყვიის)
მაღალი კონცენტრაციები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში. განსაკუთრებით საშიშია მიწისქვეშა
წყლები, რომლებიც დიდ არეალზე ვრცელდება. მიწისქვეშა გრუნტის წყლების გამოყენება ხშირია
დასავლეთ საქართველოში, ამიტომ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე ნიადაგების
ტყვიით დაბინძურება მაღალია (იხ. დანართი 1).
13. დღესასწაულებზე გამოყენებული ჭარბი პიროტექნიკა და ფოიერვერკები დიდ საფრთხეს
წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. იგი სხვა მომწამვლელ ნივთიერებებთან ერთად
შეიცავს მძიმე ლითონთა (დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი და სხვა) მაღალ კონცენტრაციას.
აფეთქების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები დიდი ხნით რჩება
9
შეწონილი ნაწილაკების სახით ატმოსფეროში, შემდგომ კი ილექება ნიადაგში, ეფინება მწვანე
საფარს, ხოლო გაბატონებული ქარების მეშვეობით იგი ვრცელდება დიდ მანძილზე და ხვდება
ადამიანის სასუნთქ ორგანოებში.
14. გეოლოგიური ფაქტორი ვერ იქნება ტყვიითა და სხვა ლითონებით გარემოსა და ადამიანის
ექსპოზიციის მიზეზი. პრობლემა შესაძლოა ანთროპოგენურ ფაქტორებში ვეძებოთ, რისთვისაც
საჭიროა ჩატარდეს სიღრმისეული გეოქიმიური კვლევები თითოეულ რეგიონში და შეიქმნას
დაბინძურების გავრცელების არეალების რუკები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს
როგორც ნიადაგების, ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე მაგისტრალური გზების,
სამთო-მოპოვებით, ფეროშენადნობი და სხვა ტიპის მძიმე მრეწველობების მიმდებარე
ტერიტორიებს.
UNICEF
15. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების დაახლოებით 40%-ს სისხლში ტყვია
მომატებული აქვს, რაც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველია. მიუხედავად
პრობლემის სიმწვავისა, სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმები, რომ პრობლემა მოაგვაროს.
პრობლემასთან გასამკლავებლად აუცილებელია სახელმწიფოში გაჩნდეს ლაბორატორია,
რომელიც ტყვიისა და სხვა ტოკსიკური ნივთიერებების ტესტირებას შესაძლებელს გახდის. გარდა
ამისა, კარგი იქნება, თუ ინსპექტირება ან/და საბაზრო ზედამხედველობა სხვადასხვა სფეროში
(მაგ.: სურსათის უვნებლობის სფეროში) გახდება უფრო პროაქტიული ტოქსიკური ნივთიერებების
შემოწმების მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამაბინძურებლების ჯანმრთელობაზე
გავლენის მონიტორინგის მექანიზმი (environmental health surveillance system), რომელიც
პერიოდულად შეაგროვებს მონაცემებს:
დამაბინძურებლების შესახებ გარემოში, სხვადასხვა პროდუქტსა თუ მასალაში;
აღნიშნულ დამაბინძურებლებთან ადამიანების ექსპოზიციის შესახებ;
მოსახლეობის ექსპოზიციიდან გამოწვეულ დაავადებათა ტვირთის (disease burden) შესახებ.
ეს მონაცემები დაეხმარება შესაბამის ორგანიებს, მოახდინონ ადეკვატური ინტერვენციების
შემუშავება და იმპლემენტაცია, რომ ეფექტურად და დროულად მოხდეს დამაბინძურებლებით
ადამიანთა დასნებოვნების პრევენცია.
ტოქსიკოლოგებისა და დარგის ექსპერტების დასაბუთებული პოზიცია
16. არ არის შესწავლილი და გამოკვლეული ჩერნობილის აფეთქების შედეგად წამოსული
რადიაციული წვიმები, რომელიც დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლის ტერიტორიაზე
გავრცელდა, რა ზეგავლენა იქონია გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე. არ არის
დადგენილი,
არის თუ არა კორელაციური დამოკიდებულება დასავლეთ საქართველოს
მოსახლეობაში ტყვიის მომატებულ შემცველობასა და რადიაციულ დაბინძურებას შორის. დარგის
ექსპერტებისა და ტოქსიკოლოგების ინფორმაციით, ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებების
ზემოქმედება და შეღწევადობა აქტიურია, როდესაც გარემოში რადიაციული ფონი მატულობს.
რადიაციული ლაქების არსებობის შემთხვევაში (სოფ. ანასეული, მერია და სხვა) არ ხდება
აღნიშნული ტერიტორიების სათანადო დაცვა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა არ არის
სათანადოდ ინფორმირებული.
10
17. ცნობილი ფაქტია, რომ ჩაის კულტურა ნიადაგიდან რადიაციის ამოღების დიდი უნარით
ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას რადიაციის დონე და მძიმე ლითონების
კონცენტრაცია დასავლეთ საქართველოში მოყვანილ ჩაის კულტურაში.
18. დასავლეთ საქართველოში საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ სოფლად მცხოვრები
მოსახლეობა მსხვილფეხა პირუტყვს უმეთვალყურეოდ უშვებს მინდვრებსა და მიმდებარე
ტერიტორიებზე. ხშირ შემთხვევაში პირუტყვი ლოკალიზდება გზებსა და მის მიმდებარე არეალში,
სადაც შესაძლოა ტყვიის მაღალი დაბინძურებაა. ასევე პირუტყვი გზის პირას არსებული
გუბურებიდან სვამს წყალს . თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე
მაღალია წლების განმავლობაში დაგროვილი ტყვიის კონცენტრაცია, შესაძლოა, მძიმე
ლითონებმა აკუმულაცია განიცადოს მსხვილფეხა პირუტყვის ორგანიზმში, რძესა და რძის
სურსათში, რასაც ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის მონაცემებიც (იხ. გვერდი
40).
19. ტოქსიკოლოგების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არ შეიძლება ორგანიზმიდან ტყვიისა და
სხვა ლითონების ხელატური გამოდევნა, თუ ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაცია 40 მკგ/დლ
ნაკლებია.
ნოდარ ტანგიაშვილის დასაბუთებული პოზიცია
20. 2019 წელს თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ჩატარებული ტყვიის მოწამვლის გამომწვევი
წყაროების კვლევის მიხედვით, თბილისში გარემოს ტყვიით დაბინძურების წყაროები არის
მრავალფაქტორული: სულ აღებული იქნა 268 სინჯი, აქედან 84 სურსათი, 77 სათამაშო, 34
სამშენებლო, 17 საყოფაცხოვრებო მტვერი, 22 კოსმეტიკა, 21 საოჯახო და სამზარეულოს ნივთები, 5
საყოფაცხოვრებო ქიმია, 3 ბიჟუტერია და 5 სხვადასხვა; ტყვიის ჭარბი კონცენტრაცია დაფიქსრიდა
სინჯების 17,91%-ში; სურსათის 3 სინჯში დაფიქსირდა ტყვიის კონცენტრაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე მაღალი; სათამაშოებიდან 19 სინჯში დაფიქსირდა ტყვიის
მაღალი კონცენტრაცია; სამშენებლო და სარემონტო მასალებიდან 13 სინჯში დაფიქსირდა ტყვიის
მაღალი კონცენტრაცია; კოსმეტიკიდან 2 სინჯში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
საოჯახო და სამზარეულოს ნივთებიდან 1 სინჯში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
ბიჟუტერიიდან 2 სინჯში, მათ შორის, 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ სამაჯურში;
საყოფაცხოვრებო ქიმიის სინჯიდან ტყვია არ დაფიქსირებულა; სხვადასხვა სინჯიდან 1 სინჯში
აღმოჩნდა ტყვია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მაისურში.
21. კვლევის საფუძველზე გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის
ექსპერტებმა ( „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“; „მწვანე
ალტერნატივა“; „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“; „პარტნიორობა საგზაო
უსაფრთხოებისთვის“; ქ-ნი ინგა ღვინერია; ქ-ნი ინგა გრძელიშვილი; „ხარისხის ლაბორატორია“ და
ბ-ნი ნოდარ ტანგიაშვილი) სხვადასხვა უწყების მიმართ შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც
ნაწილობრივ შესრულდა 2019 წელს.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დასაბუთებული
პოზიცია
22. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერების მიერ არაერთი კვლევაა ანხორციელებული
11
ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზე როგორც სურსათში, ასევე სხვა
სამომხმარებლო ნივთებში.
ირკვევა, რომ, სურსათის გარდა, ტყვიის შემცველობა დიდი
რაოდენობით აღმოჩნდა სამკაულებში (ე.წ. ბიჟუტერია). უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო
ნივთების უმეტესობისთვის უსაფრთხოების ნორმები საქართველოში დღემდე არ არსებობს. ამ
ეტაპზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდება
შემდეგ სამომხმარებლო პროდუქტებზე: სანთებელები, შეცდომაში შემყვანი პროდუქტები,
რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის უსაფრთხოებას, სათამაშოები, აირად საწვავზე
მომუშავე მოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია:
"უკანასნელი სამი პროდუქტისათვის 2021 წლამდე წესდება ბაზარზე ზედამხედველობა და
შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა შეუსაბამობების გამოსასწორებლად. 2021 წლის პირველი
იანვრიდან ყველა შეუსაბამობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი შემზღუდველი
ღონისძიებები."
23. სურსათში (მათ შორის, სასმელ წყალში) ტყვიის შემცველობას რეგულარულად იკვლევს
სურსათის ეროვნული სააგენტო. 2011-2019 წლების მონაცემებით, ყველაზე მეტი დარღვევა 2017
წელს გამოვლინდა - ტყვიაზე გამოკვლეული ნიმუშების 13%-ში დაფიქსირდა დარღვევა. 2017-2019
წლების მონაცემებით, სურსათის სახეობებიდან ყველაზე მეტი დარღვევა აღმოჩნდა ხორცსა და
ხორცის სურსათში (58 შემთხვევა), სუნელებში (53 შემთხვევა), რძესა და რძის ნაწარმში (29
შემთხვევა).
24. ტყვიის ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ 2019 წელს
სახელმწიფომ მიიღო N869 განკარგულება - „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების
ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“, თუმცა 10 თვის შემდეგ
ნაწილობრივ შესრულდა, რაც დროულ და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. ვერ ჩატარდა
განკარგულებით გათვალისწინებული ყველა კვლევა; ზუსტად ვერ დადგინდა ქვეყნის მასშტაბით
ტყვიით ინტოქსიკაციის წყაროები; ვერ დასრულდა მუშაობა ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების
კონტროლის სახელმწიფო გეგმაზე.
25. საქართველოში 1578 ბავშვში ტყვიის კონცენტრაციის შემცველობაზე ჩატარებული კვლევის
შემდგომ არ არის სათანადოდ შესწავლილი ტყვიის გამომწვევი წყაროები, სხვა განვითარებულ
ქვეყნებში კი მიმდინარეობს ამ წყაროების კვლევა. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე დგინდება
შესაძლო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამის საფუძველზე ხდება სტრატეგიის
შემუშავება. საქართველოში კი ეს კვლევები დღემდე არ განხორციელებულა, ამიტომ „ტყვიის
ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი
სამოქმედო გეგმის მომზადება“ არასრულყოფილი და პრობლემატურია, თუ არ იქნება წყაროების
საფუძვლიანი კვლევა ჩატარებული.
26. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ უნდა განახორციელოს პროდუქტის
ზოგადი უსაფრთხოების დირექტივის მოთხოვნები (GPSD). თუმცა სამომხმარებლო პროდუქციის
უმრავლესობის მიმართ კანონმდებლობა არ არეგულირებს პროდუქტის უსაფრთხოების ყველა
12
ასპექტს, მაგ. არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავდა სხვადასხვა ტიპის საღებავში
მძიმე მეტალებს, არ არსებობს პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებდა
ბაზარზე შემოტანილი კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოებას.
27. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ერთ-ერთი მთავარი
ხარვეზი არის ის, რომ კანონი არ ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერებების შემცველ
პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებლობას მთლიანად მეწარმეს აკისრებს.
ხოლო იმ პროდუქტებზე, რომლებზეც მიღებულია კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტი და
დადგენილია უსაფრთხოების მოთხოვნები, ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრულია სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. შესაბამისად, კანონში არ არის საკმარისად გაწერილი ის
პირობები, რომლებიც ტყვიით გარემოს დაბინძურების პრევენციას შეუწყობდა ხელს.
28. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად,
საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური
უმრავლესობის უსაფრთხოება, მათ შორის, ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად. 2020
წლიდან საქართველოს ბაზარზე ინტენსიურად ხორციელდება სათამაშოებზე ზედამხედველობა
და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა შეუსაბამობების გამოსასწორებლად, აღნიშნული
რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს 2021 წლის პირველ იანვრამდე, 2021 წლის
პირველი იანვრიდან ყველა შეუსაბამობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი
შემზღუდველი ღონისძიებები. 2020 წლის 20 იანვრის N47 დადგენილებით დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ითვალისწინებს სათამაშოების
იმპორტისას შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებას.
სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც დოკუმენტური, ასევე
ტექნიკური შემოწმებით, ტექნიკური შემოწმება ითვალისწინებს ,ლაბორატორიულ შემოწმებასაც.
29. „საქართველოში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული
ხანგრძლივვადიანი 2019 – 2030 წლების სამოქმედო გეგმა“ (სამუშაო პირველადი ვერსია და
საბოლოო სახე მიეცემა უწყებათაშორისი შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ).
30. გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით (NEHAP-2)
გათვალისწინებულია ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის, ტყვიის) გასაკონტროლებლად
კანონმდებლობის შემუშავება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. გეგმის ერთ-ერთი ფოკუსია
პარფიუმერია-კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია, საღებავები და პიროტექნიკა.
31. ზემოაღნიშნული გეგმებით არ არის გათვალისწინებული ყველა სახის სამომხმარებლო
პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა; 2. გეგმების არსებობა არ
იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. არცთუ იშვიათად ხდება
სამთავრობო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გადავადება; 3. გეგმებით
გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება არ ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის
ამოქმედებას. გავრცელებული პრაქტიკაა ამა თუ იმ ნორმის დამტკიცება, მაგრამ მისი ამოქმედების
ვადის წლებით გადაწევა; 4. წინასწარ შეუძლებელია სამთავრობო გეგმებით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტების ეფექტიანობის შეფასება. ამგვარად, იგი ეჭვის ქვეშ აყენებს ამ გეგმას და
ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რეალურად არ
სრულდება და მოსახლეობა ისევ მოიხმარს დაბინძურებულ და უხარისხო პროდუქციას.
13
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დასაბუთებული პოზიცია
32. 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის
სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის
კომპონენტს. სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, კომპონენტი მოიცავს ოჯახის ექიმისა და/ან
პედიატრის მიერ 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე.
აღნიშნული კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის
შემთხვევაში მათი და მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები)
უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით.
33. ექიმების ზეპირი მოსმენისას დასახელდა მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა (ეს ჰიპოთეზა სწორია იმ
ქვეყნებისთვის, სადაც დადასტურებულია რკინადეფიციტური ანემიების მაღალი მაჩვენებლები,
ძირითადად ეს არის ცენტრალური აფრიკის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები), რომლის
თანახმადაც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ორგანიზმი არ არის გაჯერებული
საკმარისი რაოდენობის რკინითა და სხვა სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტებით. ზოგადად,
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ცილოვან საკვებს (ისეთს ,როგორიც ძროხის ხორცია)
საკმარისი რაოდენობით არ იღებენ, შესაბამისად, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით
იღებს რკინის ელემენტებს, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ორგანიზმში შეაღწიოს ტყვიამ. არც
ტყვიის სახლემწიფო პროგრამის ფარგლებში და არც სხვა რომელიმე კვლევით საქართველო არ
განეკუთვნება რკინადეფიციტური ანემიის მაღალი პრევალენტობის მქონე ქვეყანას. დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019 წლის მონაცემებით
საქართველოში 15 წლამდე ასაკის ბავშვებში (საერთო რაოდენობა 748.000) რეგისტრირებულია
ანემიის სულ 9.821 შემთხვევა. მიუხედავად ნუტრიციული სტატუსისა, აუცილებელია, რომ ბავშვის
ორგანიზმში სერთოდ არ მოხვდეს ტყვია. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები როგორც
იმპორტირებულ სურსათზე, ისე ნებართვების გაცემა ტყვიის გადამამუშავებელ ობიექტებზე.
მწვანე ალტერნატივის დასაბუთებული პოზიცია
34. ჰაერის ტყვიით დაბინძურების წყაროები შეიძლება იყოს სამშენებლო ობიექტები, ძველი
შენობების დაშლის, განახლების, ავტოსაგზაო და სამღებრო სამუშაოები და სხვა. რაც გულისხმობს
იმას, რომ მნიშვნელოვანია მშრომელთა ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით სპეციალური
სახელმძღვანელო პრინციპების არსებობას. მნიშვნელოვანია, ჰაერის მუდმივი მონიტორინგი
ურბანულ დასახლებებში და ამ მონაცემების გამოქვეყნება-გასაჯაროება.
35. საქართველოში 14 ნებართვაა გაცემული ისეთ საწარმოებზე, რომლებიც მოიხმარს ან
გადაამუშავებს ტყვიას (იხ დანართი 2). მათი შეფასებით, არ არსებობს ერთიანი ანგარიში ან
რეესტრი, რომელიც აღრიცხავდა, თუ როგორ ხდება მათი მუშაობის მონიტორინგი სახელმწიფოს
მხრიდან, რა გარემოსდაცვითი ღონისძიებები იქნა/იქნება გატარებული მათი შესაძლო
ლიკვიდაციის /ან მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში და ა.შ.
14
36. ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებელ წყაროს საქართველოში
არსებული ნაგავსაყრელები წარმოადგენს, სადაც ხვდება დღემდე საშიში ნივთიერებების, მათ
შორის, ტყვიის შემცველი ნარჩენები (ელექტრონიკა, თერმომეტრები, ბატარეები, აკუმულატორები
და სხვ.). ძველი გამოცვლილი აკუმულატორები, ხშირ შემთხვევაში, განთავსებულია
ავტომობილების შემკეთებელ პუნქტებთან ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ხოლო ზემოთ
აღნიშნული ნარჩენების სახეობების გარკვეული ნაწილის განთავსებულია მუნიციპალურ ან
არალეგალურ ნაგავსაყრელებზე. თუმცა, ერთი მხრივ, საქართველოში არ გვაქვს კვლევები
არსებული და სტიქიური ნაგავსაყრელების ზემოქმედების შესახებ გარემოსა და ადამიანების
ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის სახიფათო ნარჩენების
კლასიფიცირება.
37. ტყვიის ნიადაგში, ადამიანის ორგანიზმსა და ბუნებაში მოხვედრის ერთ-ერთი გზა არის
ნადირობა, განსაკუთრებით პრობლემატურია ტყვიის მოხვედრა ნადირობისას წყალჭარბ და
წყლის ეკოსისტემებში. ტყვიის საფანტით ნადირობას მავნე ზეგავლენა აქვს როგორც
ადგილობრივ დონეზე, ასევე ტრანსასაზღვრო ასპექტში. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა
აგვისტო-სექტემბერში, განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში, ხდება სწორედ წყალჭარბ
ტერიტორიებზე. 2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ სწორედ მონადირეების პროტესტის
გამო გაიწვია ნადირობის კანონპროექტი, რომელიც ტყვიის საფანტის ფოლადის საფანტით
ჩანაცვლებას გულისხმობდა. მონადირეების გამოკითხვიდან დგინდება, რომ თითოეული სეზონის
განმავლობაში ერთი მონადირე 3-5 კგ ტყვიის საფანტს ისვრის. აჭარის რეგიონი კი მიჩნეულია
უკანონო ნადირობის ცხელ წერტილად, ხოლო ტყვიის საფანტის ფასის გამო მონადირეები მას
ხშირად ამზადებენ კუსტარულ პირობებში.
ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ დასაბუთებული
პოზიცია
38.
თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კრიზისულ
სიტუაციებში ძირითადად ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების
იმედად რჩება, ისეთის, როგორიც ველოსიპედია. ხოლო მისი გამოყენება მოსახლეობის დიდი
ნაწილის მიერ საუკეთესო გზაა საზოგადოებრივ და კერძო სატრანსპორტო სისტემებზე
დატვირთვის შესამცირებლად. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თბილისში გადაადგილდება
450 000 ერთეული ავტომობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ავტომფლობელების 20%
ავტომობილით დღეში საშუალოდ 1.5 კმ-მდე მანძილს გადის. მიზანშეწონილია, რომ შეიქმნას
საზოგადოებრივ
ტრანსპორტთან
და
სივრცეებთან
კარგად
დაკავშირებული
ველოინფრასტრუქტურა, რათა მოქალაქეებმა აღნიშნული მანძილის დაფარვა შეძლონ ფეხით ან
სხვა ალტერნატიული საშუალებებით.
39. ლონდონში ის მძღოლები, რომელთა ავტომობილები
დადგენილ მოთხოვნებს ვერ
აკმაყოფილებს, დაბალი ემისიების ზონაში შესვლისას 12,50 ფუნტ სტერლინგს იხდიან, ხოლო
აღნიშნულ ზონაზე დაწესებული გადასახადის პარალელურად, ორშაბათიდან პარასკევის
15
ჩათვლით, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ზონაში შესასვლელად— ყოველდღიურად
11,50 ფუნტ სტერლინგს. ლონდონის ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენლების გათვლებით,
თავდაპირველი სქემის შედეგად, გზებზე ტოქსიკური ემისიები ორი წლის განმავლობაში
დაახლოებით 45%-ით შემცირდა. გერმანიაში აღნიშნული ზონები მოქმედებს 2008 წლიდან მთელი
ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გერმანიის სხვადასხვა
რეგიონში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრებში, მაგისტრალებსა და გადატვირთულ
ტერიტორიებზე.
კატალაზატორი არის აგრეგატი, რომელიც მანქანაში დამონტაჟებულია ძრავსა და მაყუჩს შორის.
როცა ძრავში საწვავის არასრული წვა მიმდინარეობს, ანუ როცა საწვავის გარკვეული ნაწილაკები
ბოლომდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფრქვევა. ამიტომ ავტომანქანებში
კატალიზატორების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს
ან საერთოდ არ იყოს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია:
„ვერცერთი კატალიზური კონვერტორი ვერ იჭერს ტყვიას. შესაბამისად, თუ ხდება
ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება (რაც საქართველოში ბოლო წლების არცერთი კვლევით არ
დასტურდება) ტყვია ერთნაირად გაიფრქვევა როგორც კატალიზური კონვერტორის მქონე, ისე
მისი არმქონე ავტომობილიდან.“
40. საქართველო უახლოვდება საწვავის ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ხარისხიანი საწვავი მაინც
ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება. საჭიროა მაქსიმალურად შემცირდეს ბაზარზე საწვავის
ფალსიფიცირების რისკები. საწვავის ხარისხის შემოწმებისა და მონიტირინგის სისტემის
გაუმჯობესება გულისხმობს საწვავის ხარისხის გამართული მონიტორინგის სისტემის შექმნას
როგორც საბაჟოზე, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. კანონმდებლობით უნდა დაინერგოს
ბენზინგასამართი სადგურების ეკომარკირების სისტემა და საწვავის შემადგენლობა განთავსდეს
ბენზინგასამართ სადგურებზე, რათა მომხმარებელმა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია.
მიზანშეწონილია შესაბამისი ლაბორატორიისა და დანადგარების შეძენა საბაჟო გამშვებ
პუნქტებზე საწვავის მავნე ნივთიერებებზე მონიტორინგისათვის (მაგ: ბენზაპირენი,
ფორმალდეჰიდი, ბენზოლი, აკროლეინი, ტყვია, ამიაკი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში
სხვა ნივთიერებები).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია:
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინი არცერთი კვლევისა თუ
სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე არ ფიქსირდება. საწვავის ხარისხის კონტროლის
შედეგები გვიჩვენებს, რომ ბენზინში ოქტანური რიცხვის სტანდარტის, ხოლო დიზელში
გოგირდის შემცველობისა და სიმკვრივის სტანდარტების დარღვევები ფიქსირდება მხოლოდ
არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე."
ეკოხედვის დასაბუთებული პოზიცია
41. ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა იყოს
ტყვიის შემცველი დეკორატიული საღებავები, კერძოდ, ისეთი ტიპის დეკორატიული საღებავები,
რომლებიც გამოიყენება ინტერიერებისა და ექსტერიერების შესაღებად საცხოვრებელ სახლებში,
16
გოფისებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებსა და სხვა შენობებში. აღიშნული წყარო
განსაკუთრებით სახიფათოა გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისგან
განრიდება. მიუხედავად აღნიშნული რეგულაციებისა, ტყვიის შემცველი საღებავები ჯერ კიდევ
ფართო მასშტაბით იყიდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ვინაიდან
სქართველოში აღნიშნული საკითხის სრულფასოვანი კონტროლი ვერ ხერხდება, არ არის
გამორიცხული, მსგავსი პროდუქციის იმპორტი ჩვენს ქვეყანაშიც ხორციელდებოდეს.
42. ევროკავშირისა და აშშ-ს რეგულაციების მიხედვით, ტყვიის დასაშვები კონცენტრაცია
საღებავებში არის 90 ppm (90 მგ/კგ).
43.საქართველოში ამ მიმართულებით სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა. 2016 წელს, IPEN
(International POPs (Persistent Organic Pollutant) Elimination Network.)-ის მხარდაჭერით, ჩვენს
ქვეყანაში ტყვიის შემცველობაზე შემოწმდა ბაზარზე წარმოდგენილი 15 ბრენდის 37 დასახელების
გამხსნელზე დაფუძნებული საღებავი. აქედან 32% -ში ტყვიის შემცველობა 600 ppm-ზე მეტი
აღმოჩნდა, ხოლო 11% -ში კი - 10 000 ppm-ზე მეტი. (წყარო: IPEN – Lead in Solvent - Based paints for
Home Use Global Report, 2017 ). ტყვიის შემცველი ინგრედიენტები ყველაზე ხშირად გამოიყენება
გამხსნელზე დაფუძნებულ საღებავებში. ძველი და დაზიანებული ტყვიაშემცველი საღებავიდან
ადვილად ხვდება ტყვია გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
ბავშვები ძირს ხოხვისა და თამაშის დროს დიდი რაოდენობით მტვერს ჩაისუნთქავენ, ხოლო
ტყვიის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ მტვერსა და ნიადაგში მაღალია მავნე ზემოქმედება.
17
4. მოკვლევის პროცესში სახელმწიფო
უწყებების წარმომადგენლებისგან
მიღებული ინფორმაციები
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციები არ წარმოადგენს
სახელმწიფო
უწყებების
წარმომადგენლებისგან
ინფორმაციები
არ
თემატური მოკვლევის
ჯგუფის
ოფიციალურ პოზიციას.მიღებული
ამ თავში მოცემულია
სახელმწიფო
წარმოადგენს
თემატური მოკვლევის ჯგუფის ოფიციალურ პოზიციას. ამ თავში მოცემულია
უწყებების შეფასებები.
სახელმწიფო უწყებების შეფასებები.
44.
ზეპირი მოსმენებისას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით,
ქალაქებში - რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში - ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ატმოსფერულ
ჰაერში ერთსა და იმავე ლოკაციაზე მუდმივად მიმდინარეობს, ხოლო დედაქალაქში მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, 2018 წლის შემოდგომიდან ტყვიით
დაბინძურების ცხელი კერების აღმოსაჩენად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არსებული
მონიტორინგის ფარგლებში ტყვიის შემცველობის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე
გადაჭარბების შემთხვევები არ ფიქსირდებოდა, გაიზარდა სინჯების აღების წერტილები
სხვადასხვა ლოკაციაზე,
ძირითადად, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე
ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია, რომ იშვიათად ხდება ერთსა და იმავე ადგილზე ნიადაგის ტყვიის კონცენტრაციის
დინამიკაში განსაზღვრა. ასევე სინჯები სხვადასხვა ადგილზეა აღებული, რაც დინამიკაში
დაკვირვების საშუალებას არ იძლევა.
45.
მათივე ინფორმაციით, ჰაერში არსებულ ბუნებრივ და ანთროპოგენურ მტვერში არ არის
ტყვიის კინცენტრაცია, რადგან სინჯის აღებისას ის სპეციალურ ფილტრზე ილექება და
შემდგომ განისაზღვრება ტყვიის კონცენტრაცია.
46.
საქართველოში პესტიციდებში, ჰერბიციდებსა და ინსექტიციდებში ხარისხობრივ კვლევას
ახორციელებს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი, თუმცა მოკვლევის პროცესში ვერ დადგინდა,
საქართველოში კონტროლდება თუ არა აღნიშნული ნივთიერებები ტყვიის კონცენტრაციაზე.
47. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში სასმელად
გამოყენებულ წყალში ტყვია არ ფიქსირდება (ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაზე მეტი
რაოდენობით). თუმცა მასშტაბურად და ყოვლისმომცველად წყალში ტყვიის კონცენტრაციის
საკითხი არ არის შესწავლილი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციებით მათ
ეკრძალებათ სინჯის აღება ისეთი ობიექტიდან, რომელიც არ არის საჯარო და მას არ მოიხმარს
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
48.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მოსაზრებით, მოსახლეობის მიერ
სურსათის მოხმარების - ,,ფაქტობრივი კვების“ - შესწავლა ვერ იქნება საფუძველი სურსათისმიერი
ტყვიის მიმართ ექსპოზიციის შესაფასებლად აქ წარმოდგენილი რისკის ქვეშ არსებული
კონკრეტული პოპულაციური ჯგუფების მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია ფაქტობრივი კვების
შესწავლა განხორციელდეს რისკის შეფასებისთვის რელევანტური მეთოდოლოგიით.
18
49. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს ნორმატიული აქტებით
არ აქვთ მოსახლეობის საცხოვრის გარემოში შესვლის ვალდებულება, რათა ოჯახებში ტყვიის
შემცველობა გამოიკვლიონ სხვადასხვა მოხმარებად სურსათში, ასევე მტვერში, საღებავში.
50. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლიდან შეიცვალა და დაიწია ხორცსა
და რძეში ტყვიის კონცენტრაციის ნორმებმა და გაუტოლდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ
ნორმატივებს. მაგ. ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმა თუ გვქონდა 0.5 მგ/კგ, დღეს მან დაიწია
0.1 მგ/კგ-მდე. იგივე შეიძლება ითქვას რძეზეც. მაგრამ სახელმწიფოში მცირეა იმ
ლაბორატორიების რაოდენობა, რომლებშიც არის კვალიფიციური პერსონალი და საგამოცდო
ტესტური თანამედროვე ხელსაწყოები. რასაც საბოლოოდ განათლების პრობლემასთან
მივყავართ.
51. საქართველოში არსებობს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო — აკრედიტაციის
ცენტრი, რომელიც მომზადებულია სათანადოდ, რათა შესაბამისი ლაბორატორიული რესურსის
გაჩენის შემთხვევაში მიანიჭოს ლაბორატორიას აკრედიტაცია. გამოწვევაა ლაბორატორიული
რესურსის არარსებობა.
52. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საწარმოების მიერ ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და საწარმოო ჩამდინარე წყლების ხარისხის
თვითმონიტორინგის წარმოების ვალდებულებას. ამასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
გაცემისას სამინისტრო ახდენს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ და ზედაპირული წყლის
ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ნორმირებას
(შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმების გზით) და საქმიანობის განმახორციელებლებისთვის
განსაზღვრავს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის მონიტორინგსა და მონიტორინგის შედეგების
სამინისტროში წარმოდგენის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს. საქმიანობის
სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები მოიცავს, ასევე,
ღონისძიებათა ნუსხას, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში
დამაბინძურებლების (მათ შორის, ტყვიის) პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მოხვედრის
პრევენციას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების მდგომარეობის, ასევე,
მონიტორინგის
შედეგების
კონტროლი
მიმდინარეობს
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელების პროცესში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.
53. ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ,ბენზინსა და ნავთობპროდუქტებში
ტყვიის შემცველობასა და სხვა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მუდმივად ხორციელდება
სახელმწიფო კონტროლი როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ბენზინში. ძირითადად
მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ლიცენზიანტების მუდმივი
მონიტორინგი. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს საწვავში აღარ იყენებენ ტყვიის ნაერთებს
ანტიდეტონატორად. მეწარმეები მკაცრად იცავენ საწვავისთვის განსაზღვრულ საკანონმდებლო
მოთხოვნებს. საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების წილი იმპორტირებულთან
შედარებით საკმაოდ დაბალია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ
არაერთხელ იქნა შემოწმებული
ბენზინში ტყვიის კონცენტრაცია და არც ერთხელ არ
დაფიქსირებულა ტყვიის კონცენტრაციის ნორმის გადაჭარბება. 2018 წელს განხორციელებული
19
ყველაზე მასშტაბური შემოწმების შედეგები, კერძოდ, 240 სინჯში ტყვიის შემცველობაზე, არის
საჯარო და განთავსებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - air.gov.ge . 2020 წლის
აპრილში
54.
ბენზინის სინჯი იქნა აღებული და არცერთ მათგანში არ დაფიქსირდა ტყვიის შემცველობის
გადაჭარბება, ხოლო მაისში აღებულ იქნა 252 სინჯი, რომლებიც მუშავდება ლაბორატორიაში და
ველოდებით ანალიზის პასუხებს. საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების, სამკაულების
(ე.წ. ბიჟუტერია), პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმის, სამშენებლო და სარემონტო
მასალების, სურსათის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე არ ხორციელდება საზღვარზე, ხოლო
შემოტანისას აღნიშნულ პროდუქციაზე არ მოწმნდება ტყვიის კონცენტრაცია. ამ პროდუქციის
შემოტანისას იმპორტიორ კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, რომ საზღვარზე შემოტანისას
წარადგინონ ტყვიის კონცენტრაციის შემცველობაზე აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ
გაცემული სერტიფიკატი. საქართველოში არ არის ორგანო, რომელიც მკაცრად გააკონტროლებდა
ბაზარზე შემოტანილ და რეალიზებულ პროდუქციის - სათამაშოების, სამკაულების (ე.წ.
ბიჟუტერია), პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმის, სამშენებლო და სარემონტო მასალების ეკოლოგიურ სრულფასოვნებას. „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი
უსაფრთხოების სხვა მოთხოვნებთან ერთად ადგენს სათამაშოში ტყვიის შემცველობის ზღვრებს,
შესაბამისად, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდება აღნიშნული
მოთხოვნის კონტროლი, 2021 წლიდან ზედამხედველობა განხორციელდება ასევე საზღვარზე
იმპორტისას. ამასთან, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს სამშენებლო
პროდუქტების ზედამხედველობას, რაც ითვალისწინებს დოკუმენტურ და ტექნიკურ შემოწმებას,
საჭიროების
შემთხვევაში
ლაბორატორიულ
კვლევას,
აღნიშნული
ზედამხედველობა
ხორციელდება ასევე საზღვარზე.
55.
საბაჟო დეპარტამენტი ნავთობპროდუქტებს ამოწმებს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვებამდე. დეკლარირებისას საქონლის თითოეულ პარტიას უნდა ახლდეს დოკუმენტი,
რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 124
დადგენილებითა („დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და
მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“) და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის
№ 238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს. საბაჟო დეპარტამენტი შემთხვევით შერჩევითი
გზით საწვავის გარკვეული პარტიიდან არ იღებს სინჯებს და არ ამოწმებს ტყვიის კონცენტრაციასა
და სხვა პარამეტრებს.
საწვავის შემოტანისას საქონლის გაფორმების დროს
საბაჟო
დეპარტამენტი აღიარებს და ენდობა იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილ იქნა
იმპორტიორის მიერ.
56.
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2016 წლის 23 დეკემბრის N567
დადგენილების თანახმად, არაცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობის სასაზღვრო
კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, განსაზღვრულია სურსათის
კონკრეტული სახეობები, როგორებიცაა: სუნელ-სანელებლები, სასურსათო შაქარი, პალმის ზეთი,
ხილის წვენები, რომლებიც საქართველოში შემოტანისას საზღვარზე ექვემდებარება
20
დოკუმენტურ, იდენტურ და ფიზიკურ შემოწმებას, მათ შორის, ნიმუშების აღებას.
ლაბორატორიული კვლევა აღნიშნულ სურსათზე ხორციელდება როგორც ტყვიის შემცველობაზე,
ასევე სხვა კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებზე. სუნელ-სანელებლები, რომელთა
მწარმოებელი ან გამომგზავნი ქვეყნებია უკრაინა და ინდოეთი, ექვემდებარება 100% - იანი
ნიმუშების აღებას ლაბორატორიული კვლევისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბაჟო
დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ ნიმუშებში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა. რაც
შეეხება თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილ სუნელებში სუდანის ჯგუფის საღებავების
შემცველობას, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მათზე ხორციელდება კონტროლი საერთაშორისო
აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენით, რომლითაც
დასტურდება, რომ კონკრეტული სასაქონლო პარტია არ შეიცავს აღნიშნულ ნივთიერებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად არ არსებობს აკრედიტირებული ლაბორატორია,
სადაც მოხდება სუდანის შემცველობაზე საქონლის შემოწმება.
57.
საქართველოში დაფიქსირდა სუნელების ფალსიფიცირების ფაქტები. კერძოდ, ხდება
სხავდასხვა მცენარის დაფქვა და შემდეგ იატაკის საღებავით შეღებვა ე.წ. „სურიკით“, სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ აღოაჩინა ასეთი იატაკქვეშა ფალსიფიცირებული სუნელის
დამამზადებელი წარმოება.
58.
სუნელების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას დეკლარანტმა შასაძლებელია
დეკლარაციის შევსებისას არ მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყანა, რაც ეჭვქვეშ აყენებს
სუნელების
უვნებლობის სანდოობას, თუმცა საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით,
დოკუმენტური შემოწმებისას ადგენენ კონკრეტული სუნელის წარმოშობის ქვეყანას. თუ სუნელი
იქნება უკრაინიდან და ინდოეთიდან იმპორტირებული, მაშინ ყველა სასაქონლო პარტია
მოწმდება ტყვიის შემცველობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თანმხლები დოკუმენტებით,
ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციით ან სხვა საშუალებებით ვერ ირკვევა საქონლის წარმოშობის
ქვეყანა, ამ შემთხვევაში ხორციელდება ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა. რაც შეეხება
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებს, რისკების შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (23.12.2016 N567), სუნელ-სანელებლები, მათ
შორის, წითელი წიწაკა, შესაბამისი სიხშირით მოწმდება ლაბორატრიულად სხვადასხვა
დამაბინძურებელზე, როგორებიცაა: პესტიციდის ნარჩენები, აფლატოქსინი. აფლატოქსინით
დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/
ცხოველის შემთხვევაში დამატებით მოითხოვება ჯანმრთელობის სერტიფიკატი და ექსპორტიორი
ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული კვლევის ოქმი.
59.
წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში არსებობს
ტყვიის შემცველობის მქონე მადნები, თუმცა ტყვიის მომპოვებელი და გადამამუშავებელი
საწარმო არ არსებობს. ბოლნისის ტერიტორიაზე ტყვიის კონცენტრაცია არსებულ მადნებში
ფიქსირდება, თუმცა ძალიან დაბალია მისი კონცენტრაცია ქანებში. რაც შეეხება აჭარაში მერისის
პოლიმეტარულ საბადოს, დღეს არ ხდება ამ საბადოზე წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება.
წინასწარი შესწავლისა და კვლევა-ძიების მონაცემებით მერისის საბადოზე ტყვიის მარაგები არის,
თუმცა საჭიროა ამ მარაგების ხელახალი დათვლა. მერისის საბადოზე კვლევა-ძიებისთვის
წინასწარ ჩატარებული სამუშაოები არ შეიძლება იყოს გარემოში ტყვიის დაბინძურების გამომწვევი
მიზეზი. გარემოში ტყვია თავისუფალი სახით არ არსებობს, რთულია საბადოების გადამუშავების
პროცესისას ტყვიის მიღება, რაც ქიმიური გზით მადნის გადამუშავებას გულისხმობს.
21
60. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოების წარმოებისას სამუშაოს
განმახორციელებლისგან ითხოვს სამშენებლო მასალების ხარისხის დამადასტურებელი
სერტიფიკატების წარდგენას. ხოლო კონტრაქტორი პირების შემოწმება ხდება ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტული დასკვნის
საფუძველზე. სააგენტო მუნიციპალიტეტებში არსებულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
არახორციელებს სარემონტო სამუშაოებს, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ (esida) შეძლებს
დანერგოს ევროკავშირის ქვეყნებისთვის წაყენებული სტანდარტები.
61.
საქსტატის მიერ განხორციელდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS),
რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2-7 წლის ასაკის ბავშვებში სისხლში მომატებული ტყვიის
შემცველობის გავრცელების შესახებ. კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია სქესის, დასახლების
ტიპის, ასაკის, რეგიონის, შინამეურნეობის უფროსის ეროვნებისა და კეთილდღეობის ინდექსის
კვინტილის მიხედვით. კვლევის შედეგებმა აჩვენა კორელაციური კავშირები შინამეურნეობის
სოციალურ მდგომარეობასა და სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელებას შორის.
კვლევა განახორციელა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. კვლევის პროცესის ყველა ეტაპზე ჩართული იყვნენ
UNICEF-ის ექსპერტები.
62.
საქსტატს გააჩნია ინფორმაცია შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების შესახებ. ასევე
ხელმისაწვდომია ინფორმაცია სურსათის საშუალო თვიური მოხმარების შესახებ როგორც ერთ
შინამეურნეობაზე, ასევე ერთ სულზე გაანგარიშებით ქვეყნის დონეზე. არსებული შერჩევის ზომა (4
320 შინამეურნეობა კვარტალში) საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას სტატისტიკურად სანდო
მონაცემები ჯამური სასურსათო ხარჯების შესახებ რეგიონების მიხედვით. ასევე, შინამეურნეობაში
ცალკეული სურსათის
მოხმარება ხელმისაწვდომია ქვეყნის დონეზე. შინამეურნეობებში
ცალკეული სურსათის მოხმარების შესახებ მონაცემების მისაღებად რეგიონის ჭრილში საჭირო
იქნება გამოკვლევის შერჩევის ზომის მკვეთრად გაზრდა, რაც დამატებით ბიუჯეტს და
მატერიალურ რესურსებს მოითხოვს.
63. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს სამომხმარებლო და
ინდუსტრიულ პროდუქტებზე. სააგენტო სულ ერთი წლის ჩამოყალიბებულია და 9 თანამშრომლით
არის დაკომპლექტებული. 2020 წლამდე კონკრეტულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას
ახორციელებდა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. სსიპ ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა 2020 წლის იანვარში და დაუყოვნებლივ დაიწყო
სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესი, რომელიც შეყოვნდა პანდემიური
სიტუაციის გამო. თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესი განახლდა და აქტიურად
მიმდინარეობს 2020 წლის ივნისიდან. ამ ეტაპზე სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს
მიერ ხორციელდება ზედამხედველობა, იმ სამშენებლო პროდუქტებზე (ცემენტი, არმატურა,
პლასტმასის მილი, კაბელები), რომლებიც მიჩნეულ იქნა პრიორიტეტად. 2022 წლისათვის,
როგორც ამას ითვალისწინებს DCFTA, სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი
გავრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი
ევრორეგულაციით. 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს
მიერ სულ შემოწმებულ იქნა 2790 სამშენებლო პროდუქტი; აქედან საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან
მიღებული განცხადებების მიხედვით, დოკუმენტურად შემოწმდა 2780 სამშენებლო პროდუქტი,
22
ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 10 სამშენებლო პროდუქტი; დოკუმენტური კონტროლი
განხორცილდა 2790 სამშენებლო პროდუქტზე. 5 სამშენებლო პროდუქტის ნიმუში გაგზავნილ იქნა
საზღვარგარეთ არსებულ შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ქიმიურ შემადგენლობაზე
შემოწმების მიზნით. 2020 წელს განხილულ იქნა არმატურის 231 განცხადება, საიდანაც დადებითი
პასუხი გაეცა 191-ს
64.
სათამაშოებში ტყვიის შემცველობაზე კონტროლი დაიწყება მომავალი წლიდან, რადგან
გარდამავალ ეტაპზე ოპერატორები ვერ მოასწრებდნენ რეგლამენტით განსაზღვრული
მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ ამ წელს მათ მხოლოდ რეკომენდაციები მიეცათ, ხოლო
მომავალი წლიდან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით
გათვალისწიენბული მკაცრი მექანიზმები.
65.
ამ ეტაპისთვის ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოწმებს მხოლოდ ზოგიერთ
სამშენებლო მასალას (ცემენტი, არმატურა, კაბელები, პლასტმასის მილები). ამ ეტაპზე
საქართველოში შესაძლებელია გარკვეული პროდუქტის როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური
მახასიათებლების
შემოწმება. ცემენტი შესაძლებელია შემოწმდეს ქიმიურ და ფიზიკურ
მახასიათებლებზე. არმატურის გამოცდა შესაძლებელია ფიზიკურ მახასიათებლებზე და ა.შ. იმ
შემთხვევაში, თუ პროდუქტის გამოცდა საქართველოში შეუძლებელია აკრედიტებული
ლაბორატორიის არარსებობის გამო, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იგზავნება
პროდუქტის ნიმუში უცხოეთის ლაბორატორიაში. 2020 წლის განმავლობაში 5 სამშენებლო
პროდუქტის ნიმუში გაგზავნილ იქნა საზღვარგარეთ არსებულ შესაბამის აკრედიტირებულ
ლაბორატორიაში ქიმიურ შემადგენლობაზე შემოწმების მიზნით.
66.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შესწავლილ ოჯახებში ტყვიით
მოწამვლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სუნელები. მათ მიერ მოწვეული საერთაშორისო
ექსპერტული ორგანიზაციის (Pure Earth) მიერ ჩატარებული კვლევებით სუნელები აღმოჩნდა
ტყვიის გავრცელების მთავარი წყარო. მათ მიერ ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების
შედეგად დადგინდა, რომ აჭარაში მცხოვრებ ოჯახებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც
ბავშვები საჭმელს არ ჭამენ სუნელების გარეშე, ხოლო ქვემო ქართლში ცხოვრობდა ოჯახი,
რომელსაც სპეციალურად აჭარიდან ჩამოჰქონდა სუნელი. ხოლო ამ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს კი
ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაუფიქსირდათ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მოსაზრებით , აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს: 1. დეტალური
ინფორმაცია რეგონების მიხედვით რამდენი ინდივიდი იქნა გამოკვლეული/ინტერვიურებული, და
2. კითხვარები, შესაბამისად, სურსათის მოხმარებაზე მიღებული დეტალური შედეგები
67.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კორდინაციით სურსათისა და გარემოს
ეროვნულ სააგენტოებს მიეცათ დავალება, შესულიყვნენ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს ტყვიის
კონცენტრაცია 10 მკგ/დლ-ზე მაღალი აღმოაჩნდათ და შეესწავლათ ტყვიის შემცველობა გარემო
ფაქტორებსა და სურსათში. თუმცა ეს კვლავ გამოწვევად რჩება. ამასთანავე საჭიროა, ზემოთ
აღნიშნულმა უწყებებმა კვლევამდე მოახდინონ წინასწარი კოორდინირება და კვლევის მოდელის
შეთანხმება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სურსათისმიერი რისკების
შემფასებელ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ მოპოვებულ იქნეს სურსათისმიერ ტყვიის რისკის
შეფასებისთვის ვალიდური მონაცემები.
23
68. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გაუგზავნა შესატანი ცვლილებების პროექტი — „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების
ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“, რათა 2019 წლის 19
აპრილის N869 დადგენილებაში შესულიყო ცვლილება, თუმცა მოკვლევის პროცესში გაირკვა, რომ
დადგენილებაში ჯერ კიდევ არ არის ცვლილება შესული, ხოლო სააგენტოებს ამ კვლევების
ჩასატარებლად ესაჭიროებათ მეტი ფინანსური მხარდაჭერა და ადამიანური რესურსი.
69. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს კანონმდებლობით არ აქვს კვლევების ჩატარების უფლება
ადამიანის საცხოვრებელ ტერიტორიაზე. მათ შეძლეს მხოლოდ ახლოს მდებარე საჯარო
სივრცეებიდან სინჯების აღება და ტყვიის კონცენტრაციის კვლევა.
70. მომავალში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრი და ფიზიოლოგიის ინსტიტუტი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გეგმავს
ჯანმრთელობის რისკების, მათ შორის ტყვიისა და კადმიუმის, შესწავლას.
5. თემატური მოკვლევის ანალიზი
71.
მსოფლიო მასშტაბით ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფა 1950 წლიდან
დაახლოებით 50%-დან 80 %-მდე გაიზარდა, რომელიც საბოლოოდ ნიადაგში ილექება[4]. ევროპის
განვითარებული ქვეყნები და შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობენ ატმოსფეროში მავნე
ნივთიერებების გამოყოფის შემცირებაზე. ამ მუშაობისა და კვლევების შედეგად ვერცხლისწყლის,
კადმიუმის და ტყვიის გამოყოფა საშუალოდ 10-ჯერ შემცირდა 1970-იან წლებთან შედარებით[5].
მავნე ემისიებიდან ყველაზე საშიშია დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია. დარიშხანი
ძირითადად სასმელი წყლის საშუალებით ხვდება ორგანიზმში და იწვევს კანის ძლიერ
დაავადებებს, ვერცხლისწყალი - საკვების საშუალებით, ძირითადად თევზებშია აღმოჩენილი
მეთილ ვერცხლისწყლის სახით, რომელიც ყველაზე საშიში ნივთიერებაა. კადმიუმი ძირითადად
საკვების მეშვეობით ხვდება ორგანიზმში, ნიადაგში მისი შემცველობისას საკვები მცენარეები
დიდი რაოდენობით ითვისებენ კადმიუმს, ხოლო ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება წყლიდან,
ჰაერიდან, საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქციიდან და მტვრიდან. ტყვიაეთილირებული
საწვავის გამოყენება 1921 წლიდან დაიწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხოლო დღესდღეობით
[4] Lead in the Human Environment, Washington, D.C.: National Academy of Sciences, 1980.
https://books.google.ge/books/about/Lead_in_the_Human_Environment.html?
id=NFdRAAAAMAAJ&redir_esc=y
[5] Timothy Dignam, Rachel B. Kaufmann, Lauren LeStourgeon,Mary Jean Brown, (2019), Control of Lead
Sources in the United States, 1970-2017: Public Health Progress and Current Challenges to Eliminating Lead
Exposure, J Public Health Manag Pract. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6522252/
24
ალჟირში, ერაყში, იემენში, მიანმარში, ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთსა და სხვა ქვეყანაში კიდევ
გამოიყენება. ამ გარემოებამ ტყვიის დიდი რაოდენობით მიგრაცია განაპირობა ნიადაგში,
ატმოსფეროსა და მიწისქვეშა წყლებში, რაც საბოლოოდ სურსათის სახით ცოცხალ ორგანიზმებში
გროვდება. ტყვიის ინტენსიური გამოყენება ხდება სხვადასხვა სამშენებლო მასალაში,
სათამაშოებში, პარფიუმერულ ნაწარმში, ტექსტილში და სხვა. საქართველოში ტყვიის მავნე
ზემოქმედებას მეცნიერები ათეული წლის წინ სწავლობდნენ, თუმცა ტყვიის მავნე ზემოქმედების
საკითხი ბავშვებსა და მოზრდილებში დადგა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნიუ-იორკის ჯანდაცვის
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, დოკუმენტში აღინიშნა, რომ
ემიგრანტების მიერ საქართველოში შეძენილ ზოგიერთ სუნელს აქვს ტყვიის მაღალი
შემცველობა[6]. ამ ამბავს დიდი დაინტერესება მოჰყვა როგორც მედია საშუალებების, ასევე
მოსახლეობის ფართო მასების მხრიდან[7]. იგი ასევე დასტურდება სურსათის ეროვნული
სააგენტოს მონაცემებით, რომლის თანახმადაც 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული სურსათის
ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული[8].
72. როგორც ჩანს, ელემენტებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ქიმიური ბარიერი, ამიტომ
შერჩევითობის პოტენციალის გამო შეზღუდულია ნიადაგიდან მცენარეში ტოქსიკური ელემენტების
გადაცემა. მცენარეს გააჩნია დაბალი შთანთქმის უნარი ქრომისა და ტყვიის მიმართ, შედარებით
მაღალი კი კადმიუმის, სპილენძის ნიკელისა და თუთიის მიმართ. ქრომი და ტყვია ძირითადად
განიცდის დაგროვებას მცენარის ფესვებში, ხოლო ფოთლებში, ხილსა და თესლში შედარებით
ნაკლებად გვხვდება. მცენარეში ტოქსიკური ლითონების შთანთქმა შემდეგნაირად იზრდება: Pb <
Cr < Hg < Cu < Ni < Zn < Cd < Mo < Ti. მცენარე ასევე კარგად ითვისებს კადმიუმს, სპილენძს, ნიკელსა
და თუთიას ნიადაგის ბიოლოგიურად მყარი ფაზიდან [9].
73.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც მეცნიერი კლერ პატერსონი მიიწვიეს ჩიკაგოს
უნივერსიტეტში დედამიწის ასაკის დასადგენად. მან არა მარტო დედამიწის ასაკი დაადგინა,
არამედ აღმოაჩინა, რომ ტყვიის კონცენტრაციის მომატება გარემოში დაიწყო მას შემდეგ, რაც
ტყვიანარევი ბენზინის ფართო რეალიზება ხდებოდა 1920-იანი წლებიდან. ათეულობით წლის
განმავლობაში ოკეანის წყლებზე, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულებზე ჩატარებულმა
მისმა სიღრმისეულმა კვლევებმა დაადგინა, რომ გარემოში მომატებული ტყვიის კონცენტრაცია
გამოწვეულია ტყვია ეთილირებული საწვავის გამოყენებით [10][11]. მან თავისი კვლევებით
[6] ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა
აღმოჩენილია 2017 წელსაც, https://on.ge/story/12165-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3[7] ტყვია ქართულ სუნელებში-ცხელ კვალზე https://www.amerikiskhma.com/a/lead-in-georgianspices-nyc/3924484.html
[8] Lead poisoning and the fall of Rome link
[9] გურანდა ავქოფაშვილი, (2018) ტექნოგენურად დაბინძურებულ ნიადაგებზე მძიმე ლითონთა
ფიტომიგრაცია, დისერტაცია, გვ 1-124. link
[10] Patterson, C. (1965), "Contaminated and natural lead environments of man", Arch. Environ.
Health, 11 (3): 344–360. link
[11] Settle, D. M.; Patterson, C. C. (1980), "Lead in albacore: guide to lead pollution in
Americans", Science, 207 (4436): 1167–76 link
25
დაამტკიცა, რომ ტყვია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენდა. სწორედ ეს
კვლევები დაედო საფუძვლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტყვიანარევი საწვავის, საღებავებისა
და პესტიციდების აკრძალვას. მას შემდეგ არაერთი მეცნიერული კვლევა ჩატარდა გარემოს
ტყვიით დაბინძურების შესახებ. საქართველოშიც არიან მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ
ტყვიის დაბინძურებას ნიადაგში, წყალსა და მცენარეებში. ამ კვლევების საფუძველზე დგინდება,
რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გვაქვს ნიადაგების დაბინძურების ცხელი კერები, რაც
გამოწვეულია სხვადასხვა ანთროპოგენური ზემოქმედებით, ისეთით, როგორიცაა: სამთამადნო
წარმოება, მეტალურგია, ნაგავსაყრელები, ბატარეების წარმოება, მიტოვებული ყოფილი
საწარმოები და ა.შ. კვლევების თანახმად დგინდება, რომ საქართველოს ნიადაგებს ტყვიით
ყველაზე მეტად აბინძურებს ისეთი საწარმოები, როგორებიცაა: მანგანუმის მომპოვებელი და
ფეროშენადნობი, ქვანახშირის, დარიშხანის, მეტალურგიული, ბატარეების, აკუმულატორის
გადამამუშავებელი და პოლიმეტალური საწარმოები, რომელთაგან ზოგი დღემდე ფუნქციონირებს
საქართველოში, ზოგიც აღდგენა - რემედიაციის გარეშე მიტოვებულია ღია ცის ქვეშ. ეს და სხვა
მრავალი ფაქტორი განაპირობებს ნიადაგების ტყვიით დაბინძურებას. დღეისათვის არსებული
მონაცემებით საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ტყვიის შემცველობა ზღვრულ დასაშვებ
კონცენტრაციას მნიშვნელოვნად აღემატება[12]
.
74. 2014-2015 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გამოკვლეულ იქნა დმანისის,
ბოლნისის, ჭიათურის, ზესტაფონის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლების
ნიადაგებში Li, Be, B, Na, Mg, Al, Si, P, K, Sc, Ti, V, Cr, Mn, Fe, Co, Ni, Cu, Zn, Ga, Ge, As, Se, Br, Rb, Sr, Y, Zr,
Nb, Mo, Pd, Ag, Cd, In, Sn, Sb, Te, I, Cs, Ba, La, Ce, Pr, Nd, Sm, Eu, Gd, Tb, Dy, Ho, Er, Tm, Yb, Lu, Hf, Ta, W,
Re, Os, Ir, Pt, Au, Hg, Tl, Pb, Bi, Th და U ლითონების შემცველობა. საიდანაც ჩანს, რომ ტყვიის
შემცველობა აჭარბებს სოფელი ანასეულის ნიადაგებში, ხოლო სოფელ ბერეთისაში ახლოსაა
ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან . იხ. სურათი1.
[12] გურანდა ავქოფაშვილი, (2016), ნიადაგების ფიტორემედიაცია, გვ, 1-198.
26
2014
ზდკ
40
30
20
10
დ
მა
ნი
ბა სი
ლ
გა
ი
ნთ ჭი
სა იად
ყდ ი
რ
ის
ი
კი ქვ
ე
რ
ის ში
ცე
ნ
წუ ახ ხი
რ იდ
ღ
ულ ურ
ი
აშ
კა ენ
ზრ ი
ე
რ
ატ თი
ე
ბე ვა
რ ნი
ეთ
შუ ის
ქრ ა
უთ
მე ი
ან რე
ქვ ას ვი
ედ ეუ
ლ
ა
სა ი
ქა
რ
ა
ზე სვ
ი
სტ რ
აფ ი
ო
ნი
0
სურ.1. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ტყვიის შემცველობის მონაცემები (მგ/კგ), 2014 წელი.
75. მძიმე ლითონების შემცველობის მხრივ ნიადაგების ეკო-გეოქიმიური მდგომარეობის
ფაქტობრივი მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კაზრეთის მადნიან ზონაში გავრცელებული
ნიადაგების ერთი ან რამდენიმე ტოქსიკური მიკროკომპონენტით გაჭუჭყიანებაში შეიმჩნევა
გარკვეული კანონზომიერებები. ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე 3-ჯერ და უფრო მეტად
მაღალი შემცველობის ნიადაგები უმთავრესად გავრცელებულია მადნეულის სამთო-მომპოვებელი
კარიერის გარემომცველ ტერიტორიაზე, მდინარეების - კაზრეთულასა და ფოლადაურის წყალშუეთში. აქ ძირითადად წარმოდგენილია ერთდროულად ოთხი, ხუთი და ექვსი
მიკროკომპონენტით გაჭუჭყიანებული ფართობები. კვლევებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის
ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ნიადაგები საშუალოდ გაჭუჭყიანებულ კატეგორიას მიეკუთვნება.
76. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის
სოფლების ნიადაგებში მძიმე ლითონთა შესწავლა. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 18
სოფლის ნიადაგი (ნახიდური, მწყნეთი, ფოლადაური, ქვემო ბოლნისი, რატევანი, მუშევანი, ტანძია,
დარბაზი, ფოცხვერიანი, აკაურთა, კაზრეთი, აბულბუქი, ბალიჭი, გომარეთი, განთიადი,
ვარდისუბანი, მამიშლო, პატარა დმანისი). სასოფლო სამეურნეო ნიადაგის სინჯებში გამოკვლეულ
იქნა სპილენძის, თუთიის, მანგანუმის, კადმიუმის, ტყვიისა და ქრომის შემცველობა. ამ კვლევის
ფარგლებში გაირკვა, რომ ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოს ინტენსიური
ზემოქმედებით გარემოში მოიმატა კადმიუმისა და ტყვიის კონცენტრაციამ 2014-2015 წლებთან
27
შედარებით, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ზემოთ აღნიშნული სოფლების
ნიადაგების 25 %-ში ტყვიის კონცენტრაცია აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას [13].
77.
ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ნიადაგების კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ
2014 წლიდან 2017 წლამდე შეინიშნება ტყვიის მკვეთრი მატების ტენდენცია, ხოლო 2018 წლიდან
2019 წლებში ეს ტენდენცია მცირდება. იხ სურათი 2.
ნიადაგში ტყვიის კონცენტრაციის დინამიკა
ბალიჭი
ვარდისუბანი
100
75
50
25
0
2013
2014
2015
2017
2018
2019
სურ. 2. ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭისა და ვარდისუბნის ნიადაგებში
ტყვიის კონცენტრაციის შემცველობა დინამიკაში, 2014, 2015, 2017, 2018 და 2019 წლების
მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევა განხორციელებულია ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერის მიერ
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მონაცემები მოცემულია მგ/კგ-ში.
[13] ნიკოლოზ წიქარიძე, გურანდა ავქოფაშვილი, ხვიჩა ყაზაიშვილი, მარიკა ავქოფაშვილი,
ალექსანდრე ღონღაძე, ზურაბ სამხარაძე (2017) ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო
დაბინძურების
ანალიზი
მწვანე
პოლიტიკის
პერსპექტივიდან,
პროექტი,
გვ.
41.
https://greenpolicyplatform.wordpress.com/2018/01/15
28
78. ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულმა ზოგიერთმა ეკოლოგიურმა ღონისძიებამ
[14] შედარებით შეამცირა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყვიით დაბინძურება, თუმცა
სრულად ვერ აღმოფხვრა, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიც ცხადყოფს. იხ.
სურათი 3.
50
40
30
20
10
0
2014
2015
2016
2017
2018
2019
სურ.3. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, დაბა კაზრეთში ტყვიის
საშუალო კონცენტრაცია ნიადაგებში, ნიადაგებში ტყვიის კონცენტრაციის ზდკ 32 მგ/კგ-ს შეადგენს.
79. სურათი 3-დან ჩანს, რომ დაბა კაზრეთში ნიადაგებში ტყვიის კონცენტრაცია მაღალია საწარმოს
მიმდებარე ტერიტორიაზე. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კვლევები ჩატარებული აქვს 2014
წლიდან 2019 წლამდე 10 წერტილში, თუმცა სინჯის აღების წერტილები იშვიათად ემთხვევა
ერთმანეთს, რაც მონიტორინგის ნათელი სურათის საშუალებას არ იძლევა. მონაცემების
მიხედვით არის ადგილები, სადაც ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას
აჭარბებს და არის ადგილები, სადაც ნაკლებია ტყვიის კონცენტრაცია. იგივე სურათია დმანისის
მუნიციპალიტეტში. ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი არ ტარდებოდა წლების მანძილზე და
აღდგენილი იქნა 2013 წლიდან. შესაბამისად, სინჯების აღება ხდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე,
რათა გამოვლენილიყო დაბინძურებული არეალები, რის საფუძვლზეც დადგინდება მუდმივი
მონიტორინგის წერტილები. ერთიანი სურათის დასადგენად და სწორი მონიტორინგისთვის
[14] საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი (2020)
ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის 2018-2019
წლების მონიტორინგის ანგარიში, http://parliament.ge/uploads/other/134/134783.pdf
29
საჭიროა სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მუდმივი საკვლევი წერტილები განსაზღვროს, რაც
მოგვცემს საშუალებას დავაკვირდეთ ნიადაგების დაბინძურების ხარისხს დინამიკაში წლების
მიხედვით.
80.
თუმცა მუდმივი მონიტორინგი და სამუშაოების შესრულების ეფექტურობა აუცილებელია
გაგრძელდეს როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან, ისე
ქვემო ქართლის შემსწავლელი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მხრიდან.
5.1. დასავლეთი საქართველო
იმერეთის რეგიონი
81. დასავლეთ საქართველოში თავს იყრის ისეთი დიდი სამრეწველო საწარმოები, როგორებიცაა
:მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხნები ჭიათურაში, მანგანუმის ფეროშენადნობი ქარხანა
ზესტაფონში, ქვანახშირის მომპოვებელი საწარმო ტყიბულში, რაჭასა და სვანეთში, ყოფილი
დარიშხანის საწარმო ურავსა და ცანაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულსა და
მერიაში, სადაც შესაძლო რადიაციული ლაქებია და სხვა. განვიხილოთ ჭიათურისა და ზესტაფონის
მუნიციპალიტეტების სოფლების ნიადაგებში მძიმე ლითონთა შემცველობები სხვადასხვა
კვლევებზე დაყრდნობით. მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
საწარმოო პროცესის დროს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ბინძურდება მდინარე ყვირილა
სხვადასხვა დამაბინძურებელი აგენტებით. მდინარე ყვირილა დაბინძურების შემთხვევაში
ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის, რაც საბოლოო ჯამში ისევ ცოცხალ ორგანიზმებსა და
ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება. ოზურგეთის, ამბროლაურის,ზესტაფონისა და ჭიათურის
მუნიციპალიტეტებში ტყვიის, მანგანუმის და სხვა ლითონთა კონცენტრაციები გამოკვლეულ იქნა
2014 და 2019 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 2014 წელს ანასეულში ტყვიის კონცენტრაცია მაღალი იყო
ნიადაგებში (იხილეთ სურათი 1).
82. ჭიათურის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი“ მოპოვებით სამუშაოებს
ახორციელებს როგორც მიწისქვეშა, წესით, ასევე, ღია კარიერული მეთოდით. შესაძლოა, გარემოს
დაცვით ღონისძიებებს სრულფასოვნად არ ატარებენ მადნის მოპოვებისა და გამდიდრების დროს.
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად
სავარაუდო ზიანი ადგება იქ არსებულ
ჰიდროგრაფიულ ქსელს, კერძოდ, რგანის ღელესა და მდინარე ყვირილას. დასახელებული
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ფლობს
მხოლოდ ,,ჯორჯიან მანგანეზი“, ხოლო დანარჩენი კომპანიები ოპერირებენ ლიცენზიანტ
კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მათ საკუთარი ლიცენზიები არ
გააჩნიათ (იხ. სურათი. 4).
30
სურ.4. დაბინძურებული მდინარე ყვირილა, ქალაქი ჭიათურა, 2020 წლის ივნისი.
83. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილა ქვაბულში მიედინება, ამიტომ, სავარაუდოდ,
ის არ გამოიყენება სარწყავ სისტემაში, რადგან სოფლებისა და მდინარის ადგილმდებარეობის
გამო გართულებულია ეს პროცესი.
84. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მიერ მონიტორინგი
ჩატარდა შემდეგ სოფლებში: შუქრუთში, მერევსა და ბერეთისაში. ეს სოფლები მადნის
მომპოვებელი საბადოებიდან დაახლოებით დაცილებულია 5, 10, 30 კილომეტრით [15] [16].
მიღებული შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში
დაბინძურება ძირითადად ატმოსფერული ჰაერით არის გამოწვეული, რადგან მანგანუმის
მომპოვებელი კომპანიების მიერ მადნის დამუშავება არ მიმდინარეობს დახურულ სივრცეში. ასევე
ბევრია პატარა ღია კარიერული საწარმო, რომლებიც მანგანუმის მადნის მოპოვებისას გარემოს
დაცვით რეგულაციებს, შესაძლოა, სრულფსაოვნად არ იცავენ [17].
[15] Avkopashvili, G., Avkopashvili, M., Gongadze, A., Gakhokidze,R. 2017. ECO-Monitoing of Georgia’s
Contaminated Soil and Water with Heavy Metals. Carpathian Journal of Earth and Environmental
Sciences. Vol. 12, No. 2, p. 595-604. http://www.ubm.ro/sites/CJEES/viewTopic.php?topicId=712
[16] გურანდა ავქოფაშვილი, (2016), ნიადაგების ფიტორემედიაცია, გვ. 51-59.
[17] Brian S. Caruso, Merab Mirtskhulava, Michael Wireman, William Schroeder, Boris Kornilovich, Susan
Griffin, (2012) Effects of Manganese Mining on Water Quality in the Caucasus Mountains, Republic of
Georgia,
Mine
Water
and
the
Environment
volume
31,
pages16–28.
https://link.springer.com/article/10.1007/s10230-011-0163-3
31
აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში წელიწადის უმეტეს პერიოდში გაბატონებულია
აღმოსავლეთის ქარები, რაც საწარმოო მტვრის დიდ მანძილზე გადატანას უწყობს ხელს.
ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მანგანუმი და
დარიშხანი, რომელთა კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებს აღემატება.
85.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მადნის მომპოვებელი შახტები და ღია კარიერები
განლაგებულია მდინარის პირას და მადნის გასარეცხად იყენებენ მდინარე ყვირილას წყალს, რის
შედეგადაც ჩნდება საფრთხე იმისა, რომ მდინარე საგრძნობლად დაბინძურდეს მძიმე
ლითონებით. ,,ჯორჯიან მანგანეზი“ 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს წყლის გამწმენდი
ნაგებობების დამონტაჟებას, რაც ხელს შეუწყობს მდინარე ყვირილას დაცვას სხვადასხვა
დამაბინძურებლისგან[18]. ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კვლევების მიხედვით
დგინდება, რომ ტყვიის ჭარბ კონცენტრაციას შეიცავს ქალაქ ჭიათურისა და სფელ მერევის
ნიადაგები( იხ. სურ. 5).
სურათი 5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიადაგებში ტყვიის კონცენტრაცია (ტყვიის ზდკ 32 მგ/კგ.),
2019 წლის მონაცემების მიხედვით.
[18] „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი დანადგარები
მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს, https://bm.ge/ka/article/jorjian-manganezis-axalidanadgarebi-mdinare-yvirilas-dabindzurebisgan-daicavs/57611
32
85. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მანგანუმის ფეროშენადნობი ქარხანაა. არსებობს ვარაუდი,
რომ საწარმოს გაუმართავი ფილტრებისა და აღჭურვილობის გამო ჰაერში გამოიყოფა
მომწამვლელი აეროზოლები, რაც ასეთ შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების
შესაძლებლობას ქმნის მძიმე ლითონებითა და სხვადასხვა მავნე ემისიებით (იხ. სურათი 6 და 7).
ატმოსფეროში გამოყოფილი საწარმოო დამაბინძურებლების შემცველი მტვერი გაბატონებული
ქარების შედეგად გადაიტანება ფართო მასშტაბებზე, ადსორბირდება ნიადაგის ზედაპირზე (იხ.
დანართი 1, სადაც მოყვანილია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული
მონიტორინგის შედეგები), გადადის უფრო ღრმა ფენებში და ხშირ შემთხვევაში შეერევა
მიწისქვეშა წყლებს.
სურათი 6. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან მავნე
აეროზოლების შესაძლო გამოფრქვევა ატმოსფეროში, 2015 წ.
ნივთიერებების
შემცველი
33
სურ.7. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან მავნე ნივთიერებების შემცველი აეროზოლების
შესაძლო გაფრქვევის ამსახველი აეროფოტო, 2019 წელი.
87. მდ. ყვირილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობისათვის (ძირითადად, საირიგაციო მიზნებისათვის). მანგანუმის ფეროშენადნობი
საწარმოს მუშაობის შედეგად ატმოსფეროში შესაძლოა გამოიყოს მავნე აირებისა და მადნის
შემცველი მტვერი.ასეთ შემთხვევაში საწარმოო მტვერი საბოლოოდ მიმდებარე სოფლების
ნიადაგებში აკუმულირდება და იწვევს ნიადაგების დაბინძურებას სხვადასხვა ელემენტით.
სამეცნიერო სექტორისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ქალაქ ზესტაფონში, სოფელ ქვედა საქარასა და სვირში
ნიადაგები ბინძურდება.
88. თუ დავეყრდნობით გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებს (იხ. დანართი 1),
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე სოფლებსა და
მუნიციპალიტეტში ტყვიის კონცენტრაცია შესაძლოა ზღვრულ დასაშვებ ნორმას აღემატებოდეს
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე, ხოლო მანგანუმის კონცენტრაცია ასევე მომატებულია
ყველა საკვლევ ობიექტზე [19].
ოზურგეთი
89.
სოფელი ანასეული მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც, ერთ-ერთი
კველვისმიხედვით, შესაძლოა ფიქსირდებოდეს რადიაციული ლაქა. ამ სოფელში გამოკვლეულ
იქნა ნიადაგებში ელემენტების შემცველობა. კვლევიდან ჩანს, რომ ანასეულში ნიადაგები
[19] საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის დაბინძურების წელიწდეული ,2017 წლის
მონაცემები, გარემოს ეროვნული სააგენტო. link
34
დაბინძურებულია თუთიით, სტრონციუმით, ტყვიითა და ცეზიუმით. ანასეულის ნიადაგებში ტყვიის
შემცველობაზე მონაცემი იხილეთ სურათ N 1-ში [20].
სამეგრელო,ზემო სვანეთი, რაჭა
90.
დასავლეთ საქართველოში კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სამეგრელოს რეგიონში
ქალაქი ჩხოროწყუ, სოფლები ახუთი და მუხური, ზემო სვანეთში სოფელი მულახი, რაჭაში სოფელი
ზნაკვა, სორი და ურავი. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე ნაჩვენებია ნიადაგების ზედაპირსა (0-5 სმ)
და სიღრმეზე (30-35 სმ) ტყვიის კონცენტრაციები 2019 წლის მონაცემების მიხედვით. იხილეთ
სურათი 8 და 9.
სურ. 8. სამეგრელოს რეგიონის ქალაქ ჩხოროწყუს, სოფლების - ახუთის, მუხური N1-ისა და მუხური
N2-ის ტერიტორიებზე ნიადაგებში ტყვიის კონცენტრაცია (ტყვიის ზდკ 32 მგ/კგ.), 2019 წელი.
კვლევები განხორციელებულია ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ.
[20] Avkopashvili, G., Avkopashvili, M., Gongadze, A., Gakhokidze,R. 2017. ECO-Monitoing of Georgia’s
Contaminated Soil and Water with Heavy Metals.Carpathian Journal of Earth and Environmental Sciences.
Vol. 12, No. 2, p. 595-604. http://www.ubm.ro/sites/CJEES/viewTopic.php?topicId=712
35
50
ზედაპირი
სიღრმე
ზდკ
40
30
20
10
0
მულახი
ზნაკვა
სორი
ურავი 1
ურავი 2
ურავი 3
სურ. 9. სვანეთის რეგიონის სოფელ მულახისა და რაჭის რეგიონის სოფლების-ზნაკვას, სორის და
ურავის ტერიტორიების ნიადაგებზე ტყვიის შემცველობა (ტყვიის ზდკ 32 მგ/კგ.), 2019 წელი.
კვლევები განხორციელებულია ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ.
91. ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერის მიერ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში (აშშ) განხორციელებული
კვლევებიდან ირკვევა, რომ ტყვიის კონცენტრაცია მაღალია სამეგრელოს სოფელ ახუთსა და
მუხურში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სოფლები არის ქალაქიდან (მუნიციპალური ცენტრებიდან)
დაცილებული და არ მიმდინარეობს ამ სოფლებში არანაირი სამთო მოპოვებითი საქმიანობა და
არ შეინიშნება ადამიანის ზემოქმედების შედეგად მიყენებული ანთროპოგენული ზიანი. ამ
სოფლების სიახლოვეს არ არის ცენტრალური მაგისტრალები და ნაკლებია ავტოტრანსპორტის
გადაადგილება, თუმცა რითი შეიძლება აიხსნას ამ სოფლებში ტყვიის ანომალური მატება, ამას
უფრო სიღრმისეული კვლევები სჭირდება.რაც შეეხება რაჭასა და სვანეთს, აქ მხოლოდ ურავის
ტერიტორიაზეა ტყვიის ჭარბი კონცენტრაცია. ურავი N1 მდებარეობს დარიშხანის ყოფილი
საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ურავი N2-ისა და N3-ის ლოკაციები თანაბრად არის
დაშორებული ყოფილი საწარმოდან და ტყვიის კონცენტრაციაც , შესაბამისად, პროპორციულად
იკლებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სოფელში ძალზე მაღალია დარიშხანის კონცენტრაცია, რაც
კვლევის შედეგებით დასტურდება. ხოლო სოფელი ზნაკვა და სორი აღებულია ფონურ
წერტილებად. აქ ტყვიის კონცენტრაცია დაბალია და არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
92. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლების მონაცემების მიხედვით,
საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ნიადაგები ტყვიით დაბინძურებულია სხვადასხვა ლოკაციაზე
( იხილეთ დანართი 1). დაბინძურების ხარისხი აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ტყვიით დაბინძურებული ნიადაგები
ჭარბობს ბოლნისის, დმანისის, ზესტაფონის, ჭიათურის, გურიისა და აჭარის ტერიტორიებზე.
36
93.
აღნიშნული მონაცემების შეჯამების შედეგად ირკვევა, რომ ნიადაგების დაბინძურება
საშუალო ხარისხისაა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნორმას 5-ჯერ და 6-ჯერ აჭარბებს, თუმცა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, გართულებულია
ერთსა და იმავე ადგილზე დინამიკაში დაკვირვება. მართალია, მეთოდი ემყარება ცხელი კერების
აღმოჩენას, თუმცა იქ, სადაც ნიადაგში წინა წელს აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია,
მომდევნო წელს სინჯი სხვა ლოკაციაზეა აღებული, რაც დინამიკაში დაკვირვებას ართულებს.
ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი არ ტარდებოდა წლების განმავლობაში და აღდგენილი
იქნა 2013 წლიდან. შესაბამისად, სინჯების აღება ხდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რათა
გამოვლენილიყო დაბინძურებული არეალები და ,შესაბამისად,
დადგენილიყო მუდმივი
მონიტორინგის წერტილები.
94. საქართველოში ნიადაგების დაბინძურების თვალსაზრისით არის რეგიონები, სადაც გარემოს
დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივი მადნეულის მომპოვებელი, გადამამუშავებელი და
გამამდიდრებელი ქარხნები. ასევე არის რეგიონები, სადაც ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგში
მაღალია, თუმცა დაბინძურების წყარო არ ჩანს.
5.2. წყალი
95. საქართველო მდიდარია მიწისქვეშა და მიწისზედა წყლებით, თუმცა რამდენადაც მდიდარია,
იმდენად ნაკლებია კვლევები წყალში ტყვიის შემცველობის შესახებ. თუმცა, მოდით განვიხილოთ
ის მონაცემები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებისა და სამეცნიერო სექტორის მიერაა დღემდე
დაგროვილი ტყვიის შემცველობის თვალსაზრისით. მრავალი წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ჰიდროგრაფიული ქსელის დაბინძურებას იწვევდა კომპანია RMG-ის (ყოფილი მადნეულის)
საქმიანობა. 2006 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ ტყვიის კონცენტრაცია
დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა მდინარე ფოლადაურში, მის მარცხენა შენაკადებსა და მდინარე
კაზრეთულაში [21]. 2010, 2011 და 2017 წლებში ამავე მდინარეების წყლებში განხორციელებული
კვლევების მიხედვით დგინდება, რომ მათში მაღალია კადმიუმის კონცენტრაცია [22] [23] [24],
[21] გიორგი მელიქაძე, (2006) საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი და
სივრცულ-დროითი მოდელირება ეკოლოგიური და სეისმური პრობლემის გადაწყვეტის მიზნით,
დისერტაცია, გვ. 12. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000135/Melikadze.pdf
[22]Avkopashvili, G., Avkopashvili, M., Gongadze, A., Gakhokidze,R. 2017. ECO-Monitoing of Georgia’s
Contaminated Soil and Water with Heavy Metals. Carpathian Journal of Earth and Environmental
Sciences. Vol. 12, No. 2, p. 595-604. http://www.ubm.ro/sites/CJEES/viewTopic.php?topicId=712
[23] Withanachchi, S.S., Ghambashidze, G., Kunchulia, I., Urushadze, T. and Ploeger, A. (2018) A
Paradigm Shift in Water Quality Governance in a Transitional Context: A Critical Study about the
Empowerment of Local Governance in Georgia. Water, 10, 98. https://doi.org/10.3390/w10020098
[24]Withanachchi, S.S., Ghambashidze, G., Kunchulia, I., Urushadze, T. and Ploeger, A. (2018) Water
Quality in Surface Water: A Preliminary Assessment of Heavy Metal Contamination
of the Mashavera River, Georgia. International Journal of Environmental
Research and Public Health, 15, 1-25. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5923663/
37
ხოლო ტყვიის კონცენტრაცია არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას, თუმცა ამავე კვლევის
ფარგლებში ირკვევა, რომ მდინარე ფოლადაურის მარცხენა შენაკადის ფსკერიდან აღებულ სინჯში
ტყვიის კონცენტრაციამ 250 მგ/კგ შეადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერიოდულად
მიმდინარეობდა მაღალი ტყვიის კონცენტრაციის შემცველი წყლის ჩადინება [25]. თუმცა დღეს
მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა მიხედვითაც კარიერებიდან და კუდსაცავებიდან
დრენირებული დაბინძურებული წყლები აღარ უნდა მოხვდეს მდინარე ფოლადაურსა და
კაზრეთულაში, რისთვისაც იგეგმება გამწმენდი ნაგებობების აშენება და მოწყობა. ქვემო ქართლის
რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის 2018-2019 წლების
მონიტორინგის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების
მშენებლობის მიზნით გარკვეული სამუშაოები განახორციელა და, ამავდროულად, ხელშეკრულება
გააფორმა პორტუგალიურ („Elevolution“) და გერმანულ („Cerafiltec“) კომპანიებთან, თუმცა
სამუშაოები ამ ეტაპისთვის არ დასრულებულა [26].
96.
საწარმოდან გამომავალი წყლები პირდაპირ უერთდება მდინარე ყვირილას და შესაძლოა
აბინძურებს სხვადასხვა (იხილეთმძიმე ლითონით სურათი 10). აეროფოტოდან ჩანს, რომ მდინარე
სავარაუდოდ, ბინძურდება საწარმოდან გამოსული ჩამდინარე წყლით, რის შემდეგაც იგი შავი
ფერის ხდება ( იხ. სურ. 10).
სურ. 10. მდინარე ყვირილას ჩამდინარე წყლებით სავარაუდო დაბინძურების ამსახველი
აეროფოტო. ისარი მიანიშნებს საწარმოდან გამოსული ჩამდინარე წყლების შეერთების ადგილს
მდინარე ყვირილასთან. 2019 წელი.
[25] ნიკოლოზ წიქარიძე, გურანდა ავქოფაშვილი, ხვიჩა ყაზაიშვილი, მარიკა ავქოფაშვილი,
ალექსანდრე ღონღაძე, ზურაბ სამხარაძე (2017), ქვემო ქართლის სამთო მოპოვებითი სამრეწველო
დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან, პროექტი, გვ. 25-27. link
[26] საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი (2020)
ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის 2018-2019
წლების მონიტორინგის ანგარიში, გვ. 22-24. http://parliament.ge/uploads/other/134/134783.pdf
38
97. მდინარე ყვირილა ასევე, სავარაუდოდ, ბინძურდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
ფეროშენადნობი ქარხნის საქმიანობის შედეგად, იხილეთ სურათი 11.
სურ. 11. მდინარე ყვირილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ფეროშენადნობთა ქარხანა,
აეროფოტო. ისარი მიუთითებს მდინარის პირას საწარმოო ნარჩენების განლაგებას. 2019 წელი.
აეროფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ მდინარე ყვირილა ჭიათურისა და ზესტაფონის
მუნიციპალიტეტებში , სავარაუდოდ, ბინძურდება საწარმოო საქმიანობის შედეგად, რაც[27], ეს კი
სამომავლოდ საჭიროებს მაკონტროლებელი ორგანოებიდან დამატებით კვლევასა და
მონიტორინგს.
98.
რაც შეეხება სასმელ წყალს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულ
დასაშვებ კონცენტრაციას, შესაძლოა, აღემატება ცალკეულ შემთხვევებში. სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან—„სურსათში ტყვიასთან
ასოცირებული რისკის შეფასება“ — ირკვევა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ტყვიის კონცენტრაცია 2015, 2016, 2017 წლებში
დაფიქსირდა[28]. 2019 წელს ანგარიშის — „თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც
[27] Marika Avkopashvili, Alexander Gongadze, Lia Matchavariani,
Guranda Avkopashvili, Irakli
Avkopashvili, (2019) Soil, Water and Air Pollution by Amnganese Industry in the
Imereti Region, Georgia. 19th International Multidisciplinary Scientific
GeoConference SGEM 2019, p 417-424.
[28] სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში, (2018) სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, გვ. 13.
http://srca.gov.ge/files/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf
39
დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების შესწავლა“ — მიხედვით დგინდება, რომ ამ ოჯახებში
ტყვიის ექსპოზიციის წყარო არ არის სასმელი წყალი, რადგან აღებული წყლის ნიმუშებში
ტოქსიკური ლითონის კონცენტრაცია საკმაოდ დაბალია. ამავე წლის ზაფხულში გამოქვეყნებული
კვლევის— „ტყვიის ექსპოზიციის შეფასების შედეგები საქართველოში“— მიხედვით, რომელიც
Pure Earth-მა განახორციელა, ირკვევა, რომ სინჯები აიღეს 26 ოჯახში, რომლებიც ცხოვრობენ
აჭარის (9 ოჯახი), გურიის ( 5 ოჯახი) იმერეთის (7 ოჯახი) და შიდა ქართლის (4 ოჯახი) რეგიონებში.
კვლევის მონაწილე ოჯახების მიერ მოხმარებულ სასმელ წყალში ტყვიის შემცველობა არ
აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას [29].
5.3. ატმოსფერული ჰაერი
99.
ატმოსფერულ ჰაერში კვლევების მიხედვით ტყვიის ჭარბი შემცველობები არ ფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, იგი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას
არ აღემატება, თუმცა კვლევები მიმდინარეობდა მხოლოდ ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში
(თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში) იგივე შედეგები დაფიქსირდა არასამთავრობო
ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ 2018 წელს ქ. თბილისში განხორციელებული ხანმოკლე
ეპიზოდური კვლევის შედეგად. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის რუტინული
მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე (air.gov.ge).
კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია ზემოაღნიშნული ოთხივე ქალაქისთვის წლების მიხედვით
მოცემულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის წელიწდეულებში, ხოლო ქ. თბილისში ტყვიის
გაფართოებული მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება ონლაინრეჟიმში რუკაზე დატანით ჰაერის
ხარისხის ინდექსის საშუალებით. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ტყვიის კონცენტრაცია
ატმოსფერულ ჰაერში არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას.[30]
5.4. საწვავი
100.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ასევე განთავსებულია მონაცემები ბენზინში
ტყვიის შემცველობის შესახებ, ბენზინის სინჯები გარემოს დაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ
აღებულია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა
ბენზინგასამართ სადგურზე. სინჯების აღების რაოდენობა შემდეგნაირია რეგიონების მიხედვით:
კახეთის 20 სადგურიდან 30 სინჯი, სამეგრელოს 20 სადგურიდან 28 სინჯი, სამცხე-ჯავახეთის 15
სადგურიდან 27 სინჯი, აჭარის 20 სადგურიდან 32 სინჯი; იმერეთის, რაჭისა და სვანეთის 19
სადგურიდან 34 სინჯი; ქვემო ქართლის 15 სადგურიდან 30 სინჯი; მცხეთა- მთიანეთის და შიდა
ქართლის 13 სადგურიდან 29 სინჯი; თბილისის 14 სადგურიდან 30 სინჯი. ირკვევა, რომ 240 სინჯში
ტყვიის შემცველობა ბენზინისთვის არის ერთი მონაცემი და შეადგენს < 0,0025გ/ლ (ზღვრულად
[29] ტყვიის ექსპოზიციის შეფასების შედეგები საქართველოში, (2019), Pure Earth, გვ 19.
[30] http://air.gov.ge/
40
დასაშვები ნორმა 0,005გ/ლ), 2020 წლის აპრილის თვეში ქვეყნის მასშტაბით აღებული იქნა 92
ერთეული სინჯი, მათ შორის, 49 საავტომობილო ბენზინის და 43 დიზელის საწვავის, 49 ერთეული
საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18 მათგანში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის
მაჩვენებელი არ იყო შესაბამისობაში მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებთან,
ხოლო დიზელის 43 ერთეული სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა
დადგენილ ნორმებს, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში 2-ჯერ და 4- ჯერაც კი აჭარბებდა
დაშვებულ კონცენტრაციას, კერძოდ, ნაცვლად 50 მგ/კგ-ისა, დაფიქსირდა 211 მგ/კგ. 2020 წლის
მაისში ქვეყნის მასშტაბით აღებულ იქნა 252 ბენზინის სინჯი და არც ერთ მათგანში არ
დაფიქსირებულა ტყვიის შემცველობის ზღვრული ნორმის გადაჭარბება. ამ მონაცემების მიხედვით
ირკვევა, რომ აღებულ ბენზინის სინჯებში ტყვიის კონცენტრაცია არ აჭარბებს ზღვრულ ნორმას,
[31] კარგი იქნება, უფრო დეტალური ინფორმაცია განთავსდეს ბენზინის სინჯების კატეგორიებისა
და წარმომავლობის შესახებ და ასევე განთავსდეს სხვა წლების მონიტორინგის მონაცემები, რაც
კვლევის ნათელ სურათს დაგვანახებდა. ასევე, გარდა ბენზინისა, არ იძებნება მონაცემები
დიზელისა და სხვა კატეგორიის საწვავის შესახებ.
მართალია, ბენზინში ტყვიის შემცველობის გადაჭარბება არ დასტურდება, თუმცა გარკვეული
დარღვევები ფიქსირდება ბენზინში ოქტანური რიცხვის, ხოლო დიზელში გოგირდის
შემცველობისა და სიმკვრივის მაჩვენებლების კუთხით, კერძოდ;
[31] ბენზინში
ტყვიის შემოწმების შედეგები (2018), https://air.gov.ge/pages/4/6?news_event_id=1
41
სურ. 12. ბენზინის და
დიზელის აღებული
სინჯების
რაოდენობა
წლების მიხედვით.
გარემოს ეროვნული
სააგენტოს
მონაცემებზე
დაყრდნობით.
ბენზინის ხარისხის კონტროლის შედეგები
წელი
სინჯების
რ-ბა
დარღვევა ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით
გოგირდის მასური
წილი მგ/კგ
ოქტანური რიცხვი
ტყვიის
შემცველობა გ/ლ
2016
9
-
-
-
2017
23
-
-
-
2018
247
-
-
-
2019
-
-
-
-
2020
301
-
20
-
სულ
580
-
20
-
42
დიზელის ხარისხის კონტროლის შედეგები
წელი
სინჯების
რ-ბა
დარღვევა ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით
გოგირდის მასური
წილი მგ/კგ
ოქტანური რიცხვი
ტყვიის
შემცველობა გ/ლ
2016
9
-
-
-
2017
18
3
-
-
2018
7
-
-
-
2019
270
63
-
10
2020
43
14
20
1
სულ
347
80
20
11
5.5. სურსათი
101.
კვლევებით დასტურდება, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკვებში შემცირდა
ტყვიის კონცენტრაცია.[32]. ტყვია აღმოჩენილია შემდეგი სახის სურსათში: 1. სასმელები; 2.
ბურღულეული და საკონდიტრო ნაწარმი; 3. ხილი და ბოსტნეული; 4. მარილი, სანელებლები,
ბულიონები, სოუსები და საწებლები; 5. დამატკბობლები, თაფლი და ტკბილეული; 6. ხორცი და
მისი ნაწარმი; 7. რძე და რძის ნაწარმი; 8. კვერცხი; 9. მცენარეული ცხიმები. საქართველოს
მოსახლეობაზე სურსათისმიერი ტყვიის მავნე ზემოქმედების ალბათობისა და სიმძიმის შეფასების
საკითხი დადგა აშშ-ის ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე. კერძოდ, დოკუმენტში აღინიშნა, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ
სუნელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა. იგი ასევე დასტურდება სურსათის ეროვნული
სააგენტოს მონაცემებით, რომელთა თანახმადაც, 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული
[32] EFSA Panel on Contaminants in the Food Chain (CONTAM), Scientific Opinion on Lead in Food, European
Food Safety Authority (EFSA), Parma, Italy, EFSA Journal 2010; 8 (4): 1570. pp
11-101. https://www.efsa.europa.eu/en/efsajournal/pub/1570
43
სასურსათო ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული [33]. სურსათის ეროვნული სააგენტოს
მიერ 2016 წელს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული კვლევის შედეგად
შესწავლილი იქნა რძისა და ხორცპროდუქტების 47 ნიმუში. აღებულ ნიმუშებში ყველგან
დაფიქსირდა დარღვევა, რის შედეგადაც ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს აჭარბებდა.
ნიმუშების აღების რაოდენობა და ადგილმდებარეობა შემდეგნაირია: 2 რძის ნიმუში, აქედან ერთი
იმერეთში და ერთი აჭარაში; 1 ქათმის ხორცის ნიმუში სამეგრელოში; 1 ღორის ხორცის ნიმუში
იმერეთში უკრაინიდან იმპორტირებული; 43 მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის ნიმუში, აქედან 17
სამეგრელოში, 8 აჭარაში, 13 იმერეთში, 4 გურიაში და 1 რაჭა-ლეჩხუმში. უნდა აღინიშნოს, რომ
აღებული ნიმუშებიდან მხოლოდ ერთია უკრაინიდან იმპორტირებული, დანარჩენი ადგილობრივი,
ადასავლეთ საქართველოში ნაწარმოები. მიკვლევადობიდან ირკვევა, რომ ზოგიერთი სურსათის
წარმოშობის ადგილი მდებარეობს სამრეწველო ობიექტებთან ახლოს, თუმცა უმეტესობა მათგანი
არ არის ინდუსტრიული ობიექტების სიახლოვეს. ამ მდგომარეობის გამოსაკვლევად სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ გარემოს დაცვის სამინისტროს 2016 წლის 4 ნოემბერს გაუგზავნა წერილი
#09/8549 და ითხოვდაგამოეკვლია ნიადაგისა და წყლის ნიმუშებში ტყვიის კონცენტრაცია
მიკვლევადობის შედეგად დადგენილ მისამართებზე. იმავე წლის 18 ნოემბერს გარემოს
ეროვნულმა სააგენტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა წერილი #21/11713 და
დანართი, რომელშიც მოცემული იყო ნიადაგებში ტყვის შემცველობის მონაცემები, რომლებიც
გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე დადგენილი ჰქონდა 2015 წელს დასავლეთ საქართველოს
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ტყვიის კონცენტრაცია არ
ფიქსირდება ზედაპირულ წყლებში. აღნიშნული ვითარება ხაზს უსვამს იმას, რომ ნიადაგის
ტყვიით მინიმალური დაბინძურებაც კი პირდაპირ უკავშირდება ცოცხალი ორგანიზმების ტყვიით
მოწამვლას, რადგან მძიმე ლითონები ერთვება ცხოველქმედების ცოცხალ ჯაჭვში და იწვევს
ჯანმრთელობისთვის შეუქცევად პროცესებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ
მსხვილფეხა პირუტყვი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 10-დან 15 კილოგრამამდე საკვებს
იღებს და ამუშავებს, ასევე თუ იკვებება ისეთი სურსათით, რომელიც ტყვიით დაბინძურებულ
ნიადაგებზეა მოწეული, მაშინ გარდაუვალია ნიადაგიდან პირუტყვსა და მის ნაწარმში
დამაბინძურებლების არსებობა. დასავლეთ საქართველოში ასევე არ არის მოგვარებული
პირუტყვების გზებზე გადაადგილების საკითხი, საავტომობილო გზებსა და მის მიმდებარედ
როდესაც ცხოველი იკვებება ბალახით, შესაძლოა, ყოველდღიურად ტყვიის მაღალი კონცენტრაცია
მიიღოს, რადგან წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ტყვიაშემცველი საწვავი, რომელმაც
აკუმულაცია ყველაზე დიდი რაოდენობით განიცადა გზის პირას და მის ახლოს მიმდებარე
მინდვრებსა და სავარგულებში.[34].
102.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017
[33] სურსათში ტყვიასთან ასოცირებული
რისკის შეფასების ანგარიში, (2018), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,
გვ.
3-4.
http://srca.gov.ge/files/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf
[34] Guranda Avkopashvili, Marika
Avkopashvili and Ramaz Gakhokidze, (2019) Ecomonitoring of
agricultural products in villages adjacent to industrial areas, Journal of Biological Physics and Chemistry, V
19, issues 1-2, p. 6-10. http://www.amsi.ge/jbpc/121919/19-12-abs-1.htm
44
44
წელს საქართველოს მასშტაბით აღებულ იქნა 712 სხვადასხვა ნიმუში, ამათგან ტყვიის
შემცველობაზე დარღვევა დაფიქსირდა 97 ნიმუშში. 97 დარღვევიდან 32 იყო სუნელ-სანელებელი
(აღებული იყო სულ 187 სუნელ-სანელებლის ნიმუში), 49 ხორცი და ხორცის პროდუქტები (აღებული
იყო სულ 127 ხორცისა და მისი ნაწარმის ნიმუში), 14 რძე და რძის ნაწარმი (აღებული იყო სულ 37
ნიმუში). 2018 წელს 1241 ნიმუშიდან დარღვევა დაფიქსირდა 23 ნიმუშში. 23 ნიმუშიდან 8 იყო
სუნელ-სანელებელი (სულ აღებულ იქნა 137 სუნელ- სანელებლის ნიმუში), 15 რძე და რძის ნაწარმი
( სულ აღებულ იქნა 82 ნიმუში). 2019 წელს აღებულ იქნა 1173 ნიმუში, აქედან დარღვევა
დაფიქსირდა 25 ნიმუშში. 25 ნიმუშიდან 13 იყო სუნელ-სანელებელი ( სულ აღებულ იქნა 169
სუნელ-სანელებლის ნიმუში), 9 იყო ხორცი და ხორცის პროდუქტი (სულ აღებულ იქნა 229 ნიმუში), 1
ჩვილ ბავშვთა სურსათი (სულ აღებულ იქნა 84 ნიმუში), 2 თაფლის სურსათი (სულ აღებულ იქნა 11
თაფლის ნიმუში). აღნიშნული მონაცემებით, 2017 წელს აღებული საკვები სურსათის 13.62 % იყო
ტყვიით დაბინძურებული, 2018 წელს- 1,85 %, ხოლო 2019 წელს- 2,13 %.
103.
2019 წელს განხორციელებული კვლევის ფარგლებში — „თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში
ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების შესწავლა“ — აღებულ იქნა 84
სურსათის ნიმუში. 84 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 სურსათში, რომლებშიც ტყვიის
კონცენტრაცია შემდეგნაირია: ყვითელი ყვავილი 1323 მგ/კგ (ზდკ 5 მგ/კგ) -სურსათი შეძენილი იყო
ქსელური სუპერმარკეტის ინდურ განყოფილებაში; ხარჩოს სუნელი 5,1 მგ/კგ (ზდკ 5 მგ/კგ)სურსათი შეძენილი იყო მუნიციპალიტეტში,ბოსტნეულის ბულიონის კუბები 3,3 მგ/კგ (ზდკ 1 მგ/
კგ)- სურსათი შეძენილი იყო ქსელურ სუპერმარკეტში [35].
104.
2019 წელს Pure Earth-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოწვევით ჩაატარა
კვლევა იმ 25 ოჯახში, რომლებშიც ბავშვებს ტყვიის ყველაზე ჭარბი კონცენტრაცია დაუდგინდათ.
Pure Earth
ნიუ–იორკში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია
ჯანმრთელობისათვის საშიში რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და შემცირება. ორგანიზაცია
დაკომპლექტებულია ექსპერტებით, რომლებიც ორიენტირებული არიან რისკების შეფასებაზე,
პრობლემის მოგვარებასა და შესაძლებლობების განვითარებაზე. კვლევაში მონაწილე ოჯახებიდან
სინჯები აიღეს საღებავიდან, ოთახის მტვრიდან, ნიადაგიდან, სათამაშოებიდან, წყლიდან,
სამზარეულოს ჭურჭლიდან, სუნელებიდან, მედიკამენტებიდან, კოსმეტიკური საშუალებებიდან და
სხვა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ნიადაგები არის საშუალოდ დაბინძურებული, ხოლო
აღებული ნიმუშებიდან ტყვიის ძალზე მაღალი შემცველობა დაფიქსირდა სუნელ-სანელებლებში
5-დან 20000 ppm-ის ფარგლებში (1ppm=1მგ/კგ). სუნელ-სანელებლების 150 ნიმუში გამოკვლეულ
[35] გურანდა ავქოფაშვილი, ინგა გრძელიშვილი, ჰანს გუთბროდი, ნოდარ
ტანგიაშვილი, (2019), თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი
ნივთიერების,
წყაროების
შესწავლა,
თბილისი,
გვ.
74.
https://static1.squarespace.com/static/5649466de4b0e2061208a4c9/t/5cc19536c83025027b13e2b5/1556
190534159/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf
45
იქნა ტყვიის შემცველობაზე. ნიმუშები აიღეს როგორც ოჯახებიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის
ბაზრებიდანაც. დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ზოგიერთ სუნელ-სანელებელში 1000-ჯერ და
მეტჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. აღნიშნული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ
ტყვიის კონცენტრაცია გავრცელებულია სუნელ-სანელებლებში. კვლევის ფარგლებში ნიადაგში
დაფიქსირდა ტყვიის შემცველობა 400-დან 800 მგ/კგ-ის ფარგლებში. ერთ-ერთ ოჯახში იყო ძველი
მანქანების სახელოსნო, რომლის ახლოს მდებარეობდა ბავშვების სათამაშო ადგილი.
საღებავებში, სათამაშოებში, წყალში, მტვერში, მედიკამენტებსა და სხვა ნიმუშებში არ
დაფიქსირებულა ტყვიის ჭარბი შემცველობები. კვლევის მონაწილე ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ
საქართველოს მოსახლეობის სისხლში ტყვიის მაჩვენებელი მერყეობს სუნელებში ტყვიის
დაბინძურების დონისა და პერიოდის მიხედვით [36].
105. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოში
წელიწადში დაახლოებით 1600 ტონა სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებელი შემოდის
სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი,
თურქეთი და უკრაინა, თუმცა შემოსული სურსათის უმეტესობას დეკლარირების დროს არ ეთითება
წარმოშობის ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოში წარმოებული სუნელ-სანელებლების
რაოდენობას, უცნობია მისი წილი არსებულ ბაზარზე.
106. 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში, წაღებულ იქნა
სინჯები სამეცნიერო კვლევითი მიზნით ისეთი ფერმერებისგან, რომლებსაც სუნელები მოჰყავთ
სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ზოგიერთ სოფელში. აღებულ ნიმუშებში არსად
ტყვიის ჭარბი კონცენტრაცია არ დაფიქსირდა ( ისილეთ სურათი 13).
[36] Bret Ericson, (2019), Preliminary Report on Sources of Lead (Pb) Exposure in Targeted Georgian
Households, Pure Earth, New York, USA, p 30.
46
სვანეთში მოწეულ სურნელებში ტყვიის შემცველობა
25
20
15
10
5
გი
ცრ
ულ
ი
ყვ
ავ
ილ
ი
ყვ
ით
ელ
ი
ქი
ნძ
ი
სუ
ნე
ლ
ი
უც
ხო
მა
რ
ილ
ი
სვ
ან
ურ
ი
ნი
ად
აგ
ი
0
სურ. 13. სვანეთში, მულახის თემში, წარმოებულ ზოგიერთ სუნელ-სანელებელსა და ნიადაგში
ტყვიის შემცველობა (ტყვიის ზდკ ნიადაგში 32 მგ/კგ, სუნელ- სანელებლებში ზდკ 5 მგ/კგ), 2019
წლის მონაცემების მიხედვით. კვლევები განხორციელებულია მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში
(ა.შ.შ.).
47
სურ. 14. ტყვიის შემცველობა სოფელ მერევისა და მუხურის ნიადაგებში (ნიადაგებში ტყვიის ზდკ 32
მგ/კგ) და ამ ნიადაგებზე მოყვანილ წითელ წიწაკაში, ქინძსა და ყვითელ ყვავილში (სუნელსანელებლებში ტყვიის ზდკ 5 მგ/კგ), 2019 წელი.
ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, როდესაც ორგანულ მეურნეობას ეწევა მეწარმე, ამ
შემთხვევაში მცენარე ადგილობრივი ნიადაგიდან ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე ბევრად
ნაკლებ ტყვიას ითვისებს.
107.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს გამოვლინდა სუნელის ფალსიფიკაციის
შემთხვევები, როდესაც დაფქვის პროცესში მწარმოებლები ურევდნენ სხვადასხვა სახის
მცენარეებს და ღებავდნენ ორგანული და არაორგანული პიგმენტებით, როგორიცაა სუდანი და
ტყვიის ნაერთი. აღნიშნულ დარღვევებზე მწარმოებლები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
მიეცნენ. რეგულაციები სუნელ-სანელებლების დაფქვისა და რეალიზების წესების შესახებ 2017
წელს ამოქმედდა 2 წლის ვადით. რეგულაციების თანახმად, რეალიზატორებს ევალებათ
მომხმარებლის თვალწინ დაფქვან სუნელი, ასევე ეკრძალებათ შეფუთვისა და ეტიკეტირების
გარეშე გაყიდვა. მიუხედავად ამისა, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად,
კვლავ ფიქსირდება სუნელ-სანელებლებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაცია.
108.
საზღვარგარეთ არაერთი კვლევაა ჩატარებული აზიურ სუნელებში ტყვიის შემცველობის
შესახებ [37] [38]. კვლევების მიხედვით, საკმაოდ მაღალი შემცველობები ფიქსირდებოოდა
ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, პაკისტანში და ა.შ. სუნელებიდან კურკუმა ინდურ ტრადიციულ
რიტუალებში დიდი პოპულარლობით სარგებლობს[39]. მას პირდაპირი წესით ემატებოდა ტყვიის
ოქსიდი,[40] რომელიც ყვითელ შეფერილობას აძლევდა.[41] ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც
მსგავსი წესით დამზადებულ ფალსიფიცირებულ „კურკუმას“ სუნელს ყიდიან, როგორც ყვითელი
ყვავილის სუნელს. ტყვიის მაღალი კონცენტრაციის არსებობა ნიუ-იორკის ჯანდაცვის
დეპარტამენტმა აღმოაჩინა არა მარტო ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებულ
[37]
Neurotoxin
lead
sometimes
added
to
turmeric
https://www.sciencedaily.com/releases/2019/09/190924101446.htm
for
brighter
color,
(2019),
[38] Jenna E.Forsyth; SyedaNurunnahar; Sheikh SharifulIslam; MusaBaker; DaliaYeasmin; M. SaifulIslam;
MahbuburRahman; ScottFendorf; Nicole M.Ardoin; fPeter J.Winch; Stephen P.Luby, (2019),Turmeric means
“yellow” in Bengali: Lead chromate pigments added to turmeric threaten public health across Bangladesh,
Environmental Research Volume 179, Part A. link
[39] The makeup and spices were meant to be good for their daughter — not dangerous, (2019), link
[4] Red Lead. https://www.gravitaindia.com/products/red-lead/
[5] Finding lead in turmeric, (2019),https://vpge.stanford.edu/news/video/finding-lead-turmeric
48
სუნელებში, არამედ აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩატანილ სუნელებშიც.[42]
5.6. სხვადასხვა
109.
ტყვიით მოწამვლის სხვა წყაროები: ტყვიის შემცველი მტვერი, სათამაშოები, აზიური
ტრადიციული მედიცინა, კერამიკა-მინის ჭურჭელი, თმის საღებავები, ზოგიერთი კოსმეტიკა,
სამშენებლო და შენობების გადახურვითი სამუშაოები, ძველი ელექტროტექნიკის შეკეთება,
ვიტრაჟული მინები, თევზსაჭერი გილზები (ტყვიები). განვიხილოთ ზოგერთ მათგანში ტყვიის
შემცველობა ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით.
110.
სათამაშოები: ადგილობრივი კვლევებისა და მოკვლევის პროცესში მიღებული
ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სათამაშოების გარკვეულ ნაწილში ტყვიის ჭარბი
შემცველობაა. ტყვიას შეიცავს როგორც პლასტმასის, ისე მეტალის სათამაშოები, თუმცა ტყვიის
შემცველობა ჭარბობს მეტალის სათამაშოებში. თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ჩატარებული
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ აღებული 77 ნიმუშიდან, რომლებსაც შეადგენდა სხვადასხვა
სახის სათამაშო, წიგნები, გასაფერადებლები, ფანქრები, საწერი კალმები, საღებავი - აღმოჩნდა 16
სინჯში. აღებული სათამაშოების სინჯების 20.7 %-ში. კვლევის მიხედვით, 17 ოჯახიდან 7 ოჯახში
ტყვიის ზემოქმედების წყაროს სათამაშო წარმოადგენდა [43].
111.
2019 წლის სექტემბერში Pure Earth-ის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად
დგინდება, რომ აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოკვლეულ ოჯახებში არსებულ
სათამაშოებში ტყვიის კონცენტრაცია აჭარბებდა ზოგიერთ სათამაშოში. სულ აღებულ იქნა 79
სათამაშოს სინჯი, საიდანაც 9 იყო მეტალის, დანარჩენი კი პლასტმასის და სხვა. მეტალის
სათამაშოებში ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა მხოლოდ ერთ სათამაშოში. რაც შეეხება სხვა
სათამაშოებს, გამოკვლეული სინჯებიდან 49-ში ტყვიის საშუალო მნიშვნელობამ 147 მგ/კგ
შეადგინა. სათამაშოების სამ ნიმუშში დაფიქსირდა ტყვიის ძალზე ჭარბი მნიშვნელობა, რამაც 458,
460 და 1098 მგ/კგ- ზე შეადგინა (ზდკ 100 მგ/კგ). გამოკვლეული პასტელების ფანქრებში ასევე
დაფიქსირდა ტყვიის 42 და 48 მგ/კგ კონცენტრაცია [44][25-17გვ].
112. მოყვანილი მოკვლევის მიხედვით ირკვევა, რომ დღეს საქართველოში ხდება რეალიზება
ზოგიერთი ისეთი სათამაშოსი, რომლებიც ტყვიის ჭარბ კონცენტრაციას შეიცავს. 2020 წლიდან
საქართველოს
ბაზარზე
განთავსებულ
სათამაშოებზე
ინტენსიურად
ხორციელდება
ზედამხედველობა და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები შეუსაბამობების გამოსასწორებლად.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს 2021 წლის პირველ იანვრამდე,
[42] Lead in Spices, Herbal Remedies, and Ceremonial Powders Sampled from Home Investigations for
Children with Elevated Blood Lead Levels — North Carolina, 2011–2018. link
[43] გურანდა ავქოფაშვილი, ინგა გრძელიშვილი, ჰანს გუთბროდი, ნოდარ ტანგიაშვილი, (2019),
თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების
შესწავლა, თბილისი, გვ. 74.
[44] Bret Ericson, (2019), Preliminary Report on Sources of Lead (Pb) Exposure in Targeted Georgian
Households, Pure Earth, New York, USA, p 17.
49
2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა შეუსაბამობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება
შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიებები. 2020 წლის 20 იანვრის N47 დადგენილებით
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ითვალისწინებს
სათამაშოების იმპორტისას შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის
ვალდებულებას.
სათამაშოების
ბაზარზე
ზედამხედველობა
ხორციელდება
როგორც
დოკუმენტური, ასევე ტექნიკური შემოწმებით, ტექნიკური შემოწმება მოიცავს მათ შორის
ლაბორატორიულ შემოწმებას. 2020 წლის იანვრიდან დღემდე შემოწმდა 39 კომპანიის 139
დასახელების სათამაშო, მათგან 102 შემთხვევაში გამოვლინდა ტექნიკური შეუსაბამობა.
113.
სამშენებლო მასალა: მეოცე საუკუნის ოციან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა სახლის
ინტერიერისა და ექსტერიერისათვის ტყვიის ბაზაზე დამზადებული საღებავები,
თუმცა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტყვიის შემცველი მეტალი დღემდე გამოიყენება სახლებისა და
შენობების გადახურვის მასალებში[45]. საქართველოში იმპორტირებულ და ადგილზე
დამზადებულ სამშენებლო მასალებზე ამ დროისთვის არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლის
მექანიზმები ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, რაც ზეპირი მოსმენების პროცესში ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელმაც აღნიშნა. ადგილობრივი და უცხოური
კვლევების შესაბამისად, ირკვევა, რომ საქართველოს ბაზარზე არის გავრცელებული სამშენებლო
მასალები, რომლებიც შეიცავს ტყვიის ჭარბ კონცენტრაციას. 2019 წელს თბილისში მცხოვრებ 17
ოჯახში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის მიზანიც იყო ტყვიის მოწამვლის წყაროების
მიკვლევა და დადგენა, აღმოჩნდა, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალების 34 სინჯიდან 13
სინჯში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია, აქედან 9 ოჯახში ტყვიის გავრცელების
წყაროს სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენდა. კვლევის მიხედვით, სამშენებლო
მასალებში (საღებავი, ცემენტი, გაჯი, სამშენებლო ბლოკი და სხვა.) ყველაზე მეტია ტყვიით
დაბინძურება. გამომდინარე აქედან, ოჯახების უმეტესობაში აღმოჩნდა ისეთი სამშენებლო თუ
სარემონტო მასალა, რომელშიც ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. ეს მიგნება კვლევის
ყველაზე დასაფიქრებელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ სახლის მშენებლობისთვის
გამოყენებულ მასალებში აღმოჩნდა ტყვიის კონცენტრაცია, ხოლო ადამიანების უმრავლესობა
დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს, იქნება ეს სახლი, სამსახური თუ სასწავლო
დაწესებულება. ამასთან, თბილისის თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობები და
მშენებარე ნაგებობების უმრავლესობას არ აქვს არანაირი დამცავი საშუალებები, ამიტომ მაღალია
რისკი, რომ ასეთი ობიექტების ტერიტორიაზე წარმოქმნილი მტვერი ატმოსფერულ ჰაერში
იფანტება და დროთა განმავლობაში ადამიანების ორგანიზმში აკუმულირდება. კვლევაში
მონაწილე ოჯახების უმრავლესობა ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს ან
ახალი დასრულებულია მშენებლობები. აგრეთვე ხშირია თბილისის მოუწყობელ გარეუბნებში
სამშენებლო ინერტული მასალის გზებზე დაყრა (გზების მოსწორება სამშენებლო მასალით). 9
ოჯახს, სადაც ტყვიის გავრცელების ერთ-ერთ წყაროს სამშენებლო მასალა წარმოადგენდა,
სახლები 2010 - 2015 წლების შემდეგ ჰქონდა გარემონტებული ან აშენებული, [46] რაც
საყურადღებოა, რადგან თანამედროვე სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი ნაწილი,
[45] Are lead roofing and flashings a problem?. https://www.fs.fed.us/eng/toolbox/haz/haz22.htm
[46] გურანდა ავქოფაშვილი, ინგა გრძელიშვილი, ჰანს გუთბროდი, ნოდარ
ტანგიაშვილი, (2019), თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი
ნივთიერების, წყაროების შესწავლა, თბილისი, გვ. 74.
50
შესაძლოა, ტყვიის დიდ კონცენტრაციას შეიცავდეს, ხოლო არარსებული მკაცრი რეგულაციების
გამო ისინი თავისუფლად რეალიზდება ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტის მიერ.
114.
2019 წელს Pure Earth-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აჭარაში, გურიაში,
იმერეთსა და შიდა ქართლში იმ ოჯახებში, რომელთა ბავშვების სისხლშიც ტყვიის მაღალი
შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის მოწამვლის წყაროს არ წარმოადგენს კედლებისა და ავეჯის
საღებავი. კვლევის მიმდინარეობისას ადგილზე რედგენოფლუორესცენიური მეთოდით შეამოწმეს
228 საღებავის სინჯი, ტყვიის შემცველობამ საშუალოდ 0,159 მგ/სმ2 შეადგინა, ხოლო მისი
კონცენტრაცია მერყეობდა 0,02-დან 1,14 მგ/სმ2 -ის ფარგლებში [47].
115.
პარფიუმერიული, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები: კოსმეტიკური საშუალებები
წარმოადგენს
სხვადასხვა
დამაბინძურებელი
ნივთიერებების
გავრცელების
წყაროს.
საქართველოში გავრცელებული კვლევების მიხედვით, ზოგიერთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ
ნაწარმში ფიქსირდება ტყვიის შემცველობა. თბილისში მცხოვრებ ოჯახებში ჩატარებული კვლევის
მიხედვით, 22 სინჯიდან ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა მხოლოდ 1 ნიმუშში. 17 ოჯახიდან
მხოლოდ ერთ ოჯახში აღმოჩნდა ტყვიით დაბინძურებული კოსმეტიკური ნაწარმი. რეგიონებში
ტყვიის შესაძლო წყაროების დადგენის თვალსაზრისით Pure Earth-ის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით, ტყვიის 140 მგ/კგ კონცენტრაცია დაფიქსირდა ფრჩხილის ლაქში.
116.
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა ჩაატარა კვლევა
ჰიგიენურ და კოსმეტიკურ ნაწარმზე. მათ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 40
დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმი და გააგზავნეს გერმანიის ლაბორატორია
„ევროფინსში“ პარაბენების, ტყვიისა და დარიშხანის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები
შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2
ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა, 5 ნიმუშში პარაბენები და 40 ნიმუშშივე
ფორმალდეჰიდი [48]. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღეისათვის არ არის
მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შეამოწმებდა პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმის
სრულფასოვნებასა და ხარისხს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიხედვით,
საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს
დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული, რომელშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში
ერთი ცვლილებაც კი არ შესულა და არ არის გათვალისწინებული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური
ნაწარმის უსაფრთხოებისადმი თანამედროვე მსოფლიოში არსებული მიდგომები. ამავე დროს,
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება-სახელმწიფო სანიტარიული
ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გაუქმდა.
მიუხედავად ამისა,
ბრძანების მიხედვით, პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ტყვია იკრძალება.
117. ბიჟუტერია: სამკაულები როგორც ბავშვის, ისე მოზარდის ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთი
წყაროა იმ შემთხვევაში, თუკი ის დიდი რაოდენობით შეიცავს მას. საქართველოში
[47] Bret Ericson, (2019), Preliminary Report on Sources of Lead (Pb) Exposure in Targeted Georgian
Households, Pure Earth, New York, USA, p 17.
[48] პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შემოწმება, (2020),
https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6721
51
განხორციელებული რამდენიმე კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სამკაულებში, ე.წ.
ბიჟუტერიაში, მაღალია ტყვიის კონცენტრაცია. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრის მიერ განხორციელებილი კვლევებიდან ირკვევა, რომ აღებული სინჯების უმრავლესობაში
ტყვიის ძალზე მაღალი კონცენტრაცია იყო. კვლევის დროს თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში
შემთხვევითი შერჩევით შესყიდული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ფირმის მიერ
წარმოებული პროდუქცია. შეძენილი იყო 29 დასახელების სამკაული, რომლებიც გაიგზავნა აშშ-ის
ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად.
ლაბორატორიული ანალიზების შედეგად ცნობილი გახდა, რომ 12 ნიმუში ტყვიისა და კადმიუმის
ძალზე მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია. აღნიშნული
სამკაულები
ხელმისაწვდომია
საქართველოს
მოქალაქეების
ფართო
მასებისათვის.
საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები დღემდე არ
არსებობს, ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა. კვლევის
შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში
კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ ან ასეულჯერ აჭარბებდა დაშვებულ
ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალი იყო, ლაბორატორიულმა ხელსაწყომ ზუსტი
კონცენტრაციის აღქმა ვერ მოახერხა [49]. სამკაულებში ტყვიის შემცველობაზე მოწმობს კვლევა—
„თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების
შესწავლა“. კვლევის მიხედვით აღებული ბიჟუტერიის სინჯები შეადგენს 3 ნიმუშს, ამათგან ტყვია
აღმოჩნდა ორ ნიმუშში, ბიჟუტერია კი ორ ოჯახში წარმოადგენდა ტყვიის გავრცელების ერთ-ერთ
წყაროს. კვლევის მონაცემებით დგინდება, რომ ერთი სინჯი, რომელშიც აღმოჩნდა ტყვიის
შემცველობა, წარმოადგენდა ბავშვისთვის განკუთვნილ სამკაულს (საბავშვო ფერადი სამაჯური)
[50].
118.
პესტიციდები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები: საქართველოში იმპორტირებული და
რეალიზებული ჰერბიციდების, პესტიციდების და ინსექტიციდების კონტროლის მექანიზმები არ
არსებობს. საზღვარზე შემოსული პროდუქციის დეკლარირებისას შესაძლებელია მათი სახელების
შეცვლა და ისე რეალიზება. მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში კი დიდი ხნის განმავლობაში
გამოიყენებოდა ტყვია არსენატის შემცველი პესტიციდები, მათი მოხმარების შემთხვევაში
აღნიშნული ნივთიერება ნიადაგში დიდი ხნით
გროვდება და შემდგომ მცენარეებში
აკუმულირდება [51]. 1970-იანი წლებიდან დაიწყო ტყვია არსენატის პესტიციდის ჩანაცვლება
ორგანული პესტიციდებით, თუმცა უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად,
დღემდე მოიხმარენ პესტიციდების, ჰერბიციდების და ინსექტიციდების გარკვეულ ნაწილს,
რომელიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ტყვიის, დარიშხანის და სხვა მძიმე ლითონების
ნაერთებს [52].
[49] ბიჟუტერიის შემოწმება, (2019), https://www.momxmarebeli.ge/articles/211/6662
[50] გურანდა ავქოფაშვილი, ინგა გრძელიშვილი, ჰანს გუთბროდი, ნოდარ ტანგიაშვილი, (2019),
თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების
შესწავლა, თბილისი, გვ. 42.
[51] The Global Problem of Lead Arsenate Pesticide, https://www.lead.org.au/lanv10n3/lanv10n3-7.html
[52] N. Defargea, J. Spiroux de Vendômoisb, G. Séralinia, (2018), Toxicity of formulants and heavy metals in
glyphosate-based herbicides and other pesticides, Toxicology Reports, volum 5 , pp. 156–163. link
52
119.
თამბაქო: მცენარეს შესწევს უნარი დაბინძურებული ნიადაგიდან ამოიღოს ტყვია და
დაიგროვოს სამომხმარებლოდ განკუთვნილ ნაწილებში. ასევე შესაძლებელია ფოთლების
ზედაპირზე ტყვიის კონცენტრაცია იმ შემთხვევაში, თუ ფერმერები იყენებენ ტყვიის შემცველ
პესტიციდს, რაც აბინძურებს თამბაქოს პროდუქციას როგორც ტყვიით, ასევე დარიშხანით და სხვა
მძიმე ლითონებით. თუ ტყვია წარმოდგენილია თამბაქოში, ერთ ღერ სიგარეტში დაახლოებით 2,5დან 12,2 მკგ-მდე მოდის მისი შემცველობა, მწეველები კი სასუნთქი გზებით 2-6%-ს შეითვისებენ.
ადამიანზე ზემოქმედების მაქსიმალური ზღვარი, რაც შეიძლება დასაშვებად ჩაითვალოს, არის 0,2დან 1,0 მკგ-მდე 20 ღერ სიგარეტზე გადათვლით [53].
120.
პიროტექნიკა: პიროტექნიკის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მის შემადგენლობაში შედის
სხვადასხვა სახის ნივთიერებები და, მათ შორის, მძიმე ლითონების ნაერთები. მძიმე ლითონების
ოქსიდებს იყენებენ აფეთქების მომენტში სხვადასხვა ფერის წარმოსაქმნელად. სხვადასხავ
კვლევით დგინდება, რომ პიროტექნიკა შეიცავს ტყვიას, დარიშხანს, კადმიუმს და სხვა [54].
5.7. ბავშვებსა და მოზრდილებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები
121. ორსულობის განმავლობაში ტყვიის ზემოქმედებისას იგი აკუმულირდება დედის ორგანიზმში
და ახალშობილობის პერიოდში ძვლოვან სისტემაში განიცდის წრებრუნვას. ამგვარად, ტყვია
მობილიზებულია კალციუმთან ერთად დედის ძვლოვან სისტემაში (ჩონჩხში) და ტრანსფორმაციას
განიცდის პლაცენტას გასწვრივ. ტყვია ახალშობილის სისხლში ძალიან ადრეულ პერიოდში დედის
რძიდან მხოლოდ 12% აღირიცხება. ასევე აღმოჩენილია, რომ მშობიარობის შემდგომ 60-დან 90
დღემდე დედის რძიდან ჩვილის სისხლში 36-დან 80%-მდე ტყვია ნაწილდება, ხოლო ხელოვნური
ნარევის შემთხვევაში სისხლში ტყვიის დონე მერყეობს 24-დან 68%-მდე.[55] 20-დან 40 წლამდე
ქალებში ორსულობის შემთხვევაში ტყვიის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული რისკი მაღალია,
რაც დედის და ბავშვის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება და შთამომავლობას გადაეცემა.
მენოპაუზის დროს ქალებში ტყვია ისევე შეიწოვება და ნაწილდება სისხლსა და ძვლებში, როგორც
ორსულ ქალებში. ორსულებისთვის და მუცლად მყოფი ჩვილისთვის არ არის დადგენილი
ბენჩმარკის დაბალი კონფიდენციალობის საკონტროლო დოზის ლიმიტი.
122.
ტყვიის განაწილება ხდება სხვადასხვა ქსოვილში. სისხლში იგი აღმოჩენილია წითელ
უჯრედებში (ერითროციტებში). სისხლში ტყვიის დონის მომატება წრფივადაა დამოკიდებული
შრატის დონესთან. ეს დამოკიდებულება ორსულობის დროს ძლიერდება. ინ ვიტრო მონაცემებმა
[53] EFSA Panel on Contaminants in the Food Chain (CONTAM), Scientific Opinion on Lead in Food, European
Food Safety Authority (EFSA), Parma, Italy, EFSA Journal 2010; 8 (4): 1570. pp 11-101. link
[54] Jocelyn A. Licudine, PhD, Henry Yee, BS, Wanda L. Chang, MS, and A. Christian Whelen, (2012),
Hazardous Metals in Ambient Air Due to New Year Fireworks During 2004–2011 Celebrations in Pearl City,
Hawaii, Public Health Rep. Vol. 127(4), pp. 440–450. link
[55] სურსათში ტყვიასთან ასოცირებული
რისკის შეფასების ანგარიში, (2018) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
53
აჩვენა, რომ ნაყოფის გემოგლობინს აქვს უფრო მეტი უნარი მჭიდროდ შეითვისოს ტყვია, ვიდრე
ზრდასრულ ადამიანს. თუმცა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ტყვია გადალახავს უჯრედულ
მემბრანას, არ არის სრულად ახსნილი და შესწავლილი. აგრეთვე შესაძლებელია კალციუმი და
ტყვია იზიარებდნენ გამტარიანობის გზას, რომელიც შესაძლებელია იყოს Ca2+ შეთვისების არხი.
ტყვია ნაწილდება ერითროციტების მიერ აქტიური ტრანსპორტირების გზით. ტყვია იწვევს
ძვლების დემინერალიზაციას, განსაკუთრებით ორსულობისას, ლაქტაციის დროს და
ოსტეოპოროზით დაავადების შემთხვევებში.
123.
ტყვია ადვილად ტრანსფერირდება (გადადის) დედიდან შვილზე კვებისა და მუცლად
ყოფნის დროს. ორსულებსა და ბავშვებში ტყვიას შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალური
ბარიერი და გამოიწვიოს მისი დაგროვება. მას ასევე შეუძლია შეცვალოს სხვა მემბრანები, გავლენა
მოახდინოს სისხლისა და თავის ტვინის ბარიერზე,აგრეთვე ტვინის უჯრედებზე. ტყვიის
ზემოქმედება მიზეზია ლიპოსომებში კლასტერული ლიპიდებისა და რკინის ინიცირებული
ლიპიდების დაჟანგვის მაჩვენებლის ზრდისა, რის შედეგადაც ზიანდება მემბრანა. საკვებიდან
ჩვილებში ტყვიის გავრცელების ძირითადი წყარო არის დედის რძე და ჩვილის კვებისთვის
განკუთვნილი ხელოვნური ნარევი. ჩვეულებრივი და ხელოვნური ნარევით ჩვილის კვებისას
ეგზოგენურად მიმდინარეობს ტყვიის ზემოქმედება, ხოლო ენდოგენური კვლევების შედეგად
დადგენილია, რომ თუ ნიადაგში ტყვიის შემცველობა მერყეობს 100 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაშინ
ბავშვმა მიწაში თამაშისას შესაძლოა განიცადონ 10 მკგ ტყვიის ზემოქმედება, ხოლო საშუალო
შემცველობის დროს, როდესაც 23 მგ/კგ ტყვიას შეიცავს ნიადაგი, ბავშვი დაახლოებით 2.3 მკგ-ის
ზემოქმედებას განიცდის. ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ავტომაგისტრალების სიახლოვეს,
სადაც მოძრაობა ინტენსიურია და სასოფლო სამეურნეო ბაღებთან, სადაც წარსულში იყენებდნენ
ტყვიის არსენატის შემცველ პესტიციდებს, აქტიურად განიცდიან ტყვიის ზემოქმედებას [56].
5.8. საქართველოში განხორციელებული კვლევები
124.
საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევები ჯერ კიდევ 2015 წელს
დაიწყო. ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს
ბაზაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა
და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკური და ფინანსური
მხარდაჭერით განხორციელდა კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-და 5 წლამდე
ბავშვების სისხლში ტყვიის განსაზღვრა. სულ გამოკვლეული იქნა აღნიშნული ასაკის 254 ბავშვი.
საშუალო მაჩვენებელი იყო 3.9 მკგ/დლ; 33%- ში (აბსოლუტური რიცხვი 83) სისხლში ტყვიის
შემცველობა იყო ≥5 მკგ/დლ-ზე.
125.
2015 წლის 25-28 დეკემბერს იმავე სახის კვლევა ჩატარდა ბოლნისისა და დმანისის
მუნიციპალიტეტების რიგ სოფლებში. სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 4-დან 6
წლამდე ასაკის 46 ბავშვი, რომელთაგან 14 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ და
მეტი აღმოჩნდა (30.5%).
[56] EFSA Panel on Contaminants in the Food Chain (CONTAM), Scientific Opinion on Lead in Food, European
Food Safety Authority (EFSA), Parma, Italy, EFSA Journal 2010; 8 (4): 1570. pp 11-101
. https://www.efsa.europa.eu/en/efsajournal/pub/1570
54
126. საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის
ცენტრების
ტექნიკური
მხარდაჭერით,
დაავადებათა
კონტროლისა
და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა განმეორებითი კვლევა იმ
ბავშვებში, რომლებსაც 2015 წლის კვლევაში დაუფიქსირდათ 5 მკგ/დლ და მეტი მაჩვენებელი —
სულ 84 ბავშვი. მათ დაემატა რამდენიმე ბავშვი, რომელთაც უკვე ჩატარებული ჰქონდათ
გამოკვლევა და დაუფიქსირდათ მაღალი მაჩვენებლები. კვლევაში ასევე განისაზღვრა ტყვიის
შემცველობა ჰაერში, წყალში, სუნელებსა და კედლის საღებავის ჩამონაფხეკში; ასევე, საჭიროების
შემთხვევაში, ნიადაგში. სისხლში ტყვიის ანალიზი განხორციელდა იაშვილის კლინიკის ბაზაზე;
ჰაერში, წყალში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკსა და ნიადაგში ტყვიის
განსასაზღვრად კვლევაში ჩაერთო გარემოს ეროვნული და სურსათის ეროვნული სააგენტოები.
სულ შეგროვდა 100 ნიმუში. 100 ნიმუში გაიგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების
ლაბორატორიაში, სადაც კვლევა ჩატარდა DLS 3016.8 ანალიტიკური მეთოდით ინდუქციურად
შეწყვილებული პლაზმური მას-სპექტრომეტრიის (ICP-DRC-MS - dynamic reaction cell inductively
coupled plasma mass spectroscopy) საშუალებით. ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ და მეტი აღმოანდა
36 პაციენტს (36.6%). სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ
ჩატარებული კვლევებით, კვლევაში მონაწილე ბავშვების ოჯახებიდან აღებულ სასმელ წყალში
ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
ნორმებს შეესაბამებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კომპეტენციის
ფარგლებში გარემოში (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი) ტყვიის შემცველობის დადგენის
მიზნით 2019 წელს სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მითითებულ ლოკაციებზე,კერძოდ,16
ბავშვის საცხოვრებელი გარემოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს შესაბამისი სინჯები
ატმოსფერული ჰაერისა (17 სინჯი) და წყლის (6 სინჯი) სახით. არც ერთ მათგანში ნორმაზე
გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ასევე აღებული იქნა ნიადაგის 31 სინჯი და აქედან სოფ.
ცეცხლაურში ორ შემთხვევაში (ერთ წერტილში
ორ სიღრმეზე) დაფიქსირდა ნორმაზე
გადაჭარბება. ნიადაგის ნიმუშები 2 ლოკაციაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნორმას.
127.
2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მრავალინდიკატორული
კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის
სინჯები აიღეს 2-დან 7 წლამდე ასაკის 1578 ბავშვისგან. მათი კვლევაში ჩართვა მოხდა
შემდეგნაირად: ტყვიის ტესტის კითხვარის დიზაინის თანახმად, სისხლში ტყვიის შემცველობის
ტესტირებისათვის თითოეული შინამეურნეობიდან შეირჩა მხოლოდ ერთი ბავშვი. შესაბამისად,
შინამეურნეობებში, სადაც ორი ან მეტი ბავშვი ცხოვრობდა, ვენური სისხლის ასაღებად
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აიყვანეს ერთი ბავშვი. ამგვარი პრინციპით აღებული სისხლის
სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც ევროპის
წამყვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტია. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის
კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP
MS), რაც დღეს მსოფლიოში ყველაზე ზუსტი მეთოდია მძიმე ლითონების განსაზღვრის
თვალსაზრისით. საკვლევი პოპულაციის შერჩევა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში,
ესენია: თბილისი, აჭარის ა/რ, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, მცხეთამთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი. კვლევის
შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 510 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო
ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
55
შედეგების უფრო დეტალურად გასაცნობად კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია [57].
128.
ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით საქართველოს
მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია შემდეგი ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა
გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული
გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; დამტკიცდა ცვლილება „2019 წლის
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N 693 დადგენილების გათვალისწინებით; მიღებული იქნა
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი;
ჩატარდა პედიატრთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტთა ტრენინგები როგორც
პირისპირ, ასევე ვებინარის საშუალებით; გამოკვლეული იქნა ის 16 ბავშვი, რომელთა სისხლში
ტყვიის შემცველობა და იყო ≥30 მკგ/დლ მათი ოჯახის წევრები (NCDC, პედიატრი, გარემოს
ეროვნული სააგენტო); დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში კვლევაში
მონაწილე ყველა ბავშვს, მათ 18 წლამდე ოჯახის წევრებსა და ორსულებს ჩაუტარდათ
გამოკვლევები, მკურნალობა და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. ჯანმრთელობის
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას 2019 წელს დაემატა „გარემო და ჯანმრთელობის“
ქვეკომპონენტი ორი პრიორიტეტული მიმართულებით - ჰაერის დაბინძურება და ტყვია. შემუშავდა
რეკომენდაციები ტყვიით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ბეჭდური ვერსიები დაურიგდათ MICS
კვლევის მონაწილე ბავშვებს და მათ, ვინც არ იყო კვლევის მონაწილე. ტყვიის საკითხებზე
სამუშაოდ 2019 წლის 22-24 ივლისს საქართველოში ჩამოსული იყო ჯანმო-ს მისია იოანნა
ტემპოვსკისა და ირინა ზასტენსკაიას სახით, რომლის დროსაც ჩატარდა მრგვალი მაგიდა.
შემუშავდა
„საქართველოში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი
მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი 2019 – 2030 წლების სამოქმედო გეგმის“ პირველადი
ვერსია ( სამუშაო პირველადი ვერსია უკვე არის და საბოლოო სახე მიეცემა უწყებათაშორისი
შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ). სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
ღონისძიებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებად განისაზღვრა ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და
ფინანსთა სამინისტრო. დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისათვის გაგზავნილი იქნა ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
129.
2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაავადებათა ადრეული გამოვლენა და
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის
კომპონენტს, რომლის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. კომპონენტი მოიცავს, სამედიცინო ჩვენებიდან
გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის მიერ 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას
სისხლში ტყვიის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/
დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო
[57] მიქსი საქართველო 2018 (მე-6 რაუნდი) - კვლევის შედეგების ანგარიში,
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/634/miksi-sakartvelo-2018-me-6-raundi-kvlevisshedegebis-angarishi?fbclid=IwAR2hTvW7nVfjOSZal_An2mFVPZwS9D7WnjM9vTqFARkRIUYWIsxnIMX-wSE
56
სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და
ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისებით
დაკმაყოფილებას. კერძოდ, სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული
აბსორბციის ატომური, სპექტრომეტრული და/ან პლაზმური მას-სპექტრომეტრული მეთოდით,
დამატებით დიაგნოსტიკას (ექიმი პედიატრის კონსულტაციას — ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური
განვითარების შეფასებას წინასწარ შედგენილი სპეციალური კითხვარის მეშვეობით; ბავშვის
კვებითი სტატუსის განსაზღვრას — კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის
შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღება; ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი
წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას ტყვიით ექსპოზიციის
შესაძლო წყაროების შესახებ; პროტოკოლით გაწერილი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას იმ
მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლზე, მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით)
უზრუნველყოფას ექიმის დანიშნულების შესაბამისად და ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების სპეციალისტების შესაბამისი გუნდების გადამზადებას
ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებში.
130.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ
მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრებთან (CDC/Atlanta), იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტთან (ISS),
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტთან (PHE), და ა.შ.
131.
MICS კვლევამ აჩვენა, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა გავრცელებულია ქვეყანაში
და, შესაბამისად, დადგა გადაუდებელი საჭიროება გამოკვლეულიყო გარემოს სხვადასხვა
ფაქტორი ტყვიის პოტენციური წყაროს მისაგნებად, რაც განსაზღვრულია საქართველოს
მთავრობის განკარგულებით „ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის
და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“.
132.
იმ ბავშვების ოჯახებში ტყვიის შესაძლო წყაროების დასადგენად საქართველოში მოწვეულ
იქნა ნიუ-იორკში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია Pure Earth, რომელმაც გამოიკვლია 25
ოჯახში სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნიმუშებში ტყვიის შემცველობა
ადგილზე და ქიმიური ანალიზის მეთოდით ლაბორატორიაში. ორგანიზაციას აღნიშნულ
საკითხებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაკომპლექტებულია დარგის
ექსპერტებით, რომელნიც თანამშრომლობენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრებთან და მსგავს კვლევებს ატარებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორგანიზაციას მხარს
უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების
ორგანიზაცია (UNIDO), ევროკომისია, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკი.
ორგანიზაციას მსგავსი პროექტები განხორციელებული აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
133.
მკვლევართა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრების და Pure Earth თანამშრომლებისგან. კვლევა ჩატარდა იმ 16 ბავშვის ოჯახში,
რომელთაც სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები (BLL > 30 μg/dL) დაუფიქსირდათ და
საკონტროლო ოჯახებში იმავე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სადაც
57
მაჩვენებლები დაბალი (BLL < 5 μg/dL) იყო. სულ გამოკვლეულ იქნა 25 ოჯახი საქართველოს 4
რეგიონში: აჭარა (9 ოჯახი); გურია (5 ოჯახი); იმერეთი (7 ოჯახი); შიდა ქართლი (4 ოჯახი).
134.
განხორციელებული კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ოჯახებში ტყვიის შემცველი საღებავი
არ არის გავრცელებული; ნიადაგის დაბინძურება დაბალია; წყალი არ არის ექსპოზიციის წყარო;
ტყვიით გაზავებული სუნელები ძალზე ხშირია და გარკვეულ შემთხვევებში კონცენტრაციის დონე
ძალიან მაღალია; სისხლში ტყვიის მაჩვენებელი მერყეობს სუნელებში ტყვიის კონტემინაციის
დონისა და პერიოდის მიხედვით, რაც მიუთითებს, რომ ტყვიით ექსპოზიციის ძირითად წყაროდ
უნდა განვიხილოთ სუნელები.
135.
ამჟამად მიმდინარეობს ტყვიის წყაროების დადგენის მცირე ერთობლივი კვლევა ინგლისის
საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან (Public Health England) ერთად. საველე სამუშაოები
დასრულებულია, აღებულია სინჯები (სისხლი, სუნელები, წყალი, რძე, ჩაი, ფქვილი, მტვერი) და
გაგზავნილია ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. კვლევა საშუალებას მოგვცემს დადგინდეს
ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო იზოტოპური მეთოდის საშუალებით. ტყვიის წყაროების დადგენის
მიზნით 2020 წელს დაგეგმილია საველე სამუშაოები UNICEF-სა და ISS-თან ერთად.
136.
ბავშვებისა და ორსულების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემცველობასთან
დაკავშირებით შემუშავდა მკურნალობის პროტოკოლები ექსპერტთა ჯგუფის მიერ. პროტოკოლი
„ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და მართვა“ დამტკიცებულ
იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს (No 01-148/ო). ასევე
ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო/საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც ევალება ტყვიით
ექსპოზიციის ფაქტორების აღმოჩენა და მათი ზემოქმედების შემცირება.
137.
ჩატარდა შერჩეული პედიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების
ტრენინგები როგორც პირისპირ, ისე ვებინარის საშუალებით.
138. ამ ეტაპზე ზედამხედველობის სიტემაში ჩართულია სისხლისა და შარდის ლაბორატორიული
კვლევის კომპონენტი რკინის, ფოლატის და იოდის დეფიციტის გამოსავლენად როგორც ბავშვთა,
ასევე ორსულთა კონტინგენტში. 2019 წლიდან სისტემაში ჩაერთო სისხლში ტყვიის
კონცენტრაციის განსაზღვრის კომპონენტიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს
საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსა და სურსათის
ეროვნულ სააგენტოებთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციასთან (WHO), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან
(CDC/Atlanta), იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტთან (ISS), გაერთიანებული სამეფოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტთან (PHE), ამერიკულ საკონსულტაციო
ორგანიზაცია Pure Earth-თან და ა.შ.
58
N
რეკომენდაციები
თემატური მოკვლევის პროცესში დასაბუთებული პოზიციებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად
მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობა
1
საქართველოს
მთავრობამ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით), 6 თვის ვადაში დაამტკიცოს
საქართველოში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგიისა და
ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმა;
2
საქართველოს მთავრობამ „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან,
გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის
დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
მოქმედების ვადა გააგრძელოს 2020 წლის თებერვლის შემდეგ;
3
საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოფილ იქნეს
სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ
2009 წლის 18 ივნისის ევროპის
პარლამენტისა
და
საბჭოს
2009/48/EC
დირექტივასთან
დაახლოებული
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20
იანვრის N47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სრულად
აღსრულება, მათ შორის, სანქცირებისა და შემზღუდველი ღონისძიებების
გათვალისწინებით.
4
მიღებული იქნეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის
საფუძველზეც
სსიპ
სურსათის
ეროვნულ
სააგენტოს
განესაზღვრება
შინამეურნეობებიდან (ოჯახებში) ტყვიის შემცველობაზე სინჯების აღების
უფლებამოსილება.
საქართველოს პარლამენტი
5
2021 წლის ბოლომდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ
ჩატარდეს თემატური მოკვლევა - „ნარჩენების როლი ნიადაგებისა და წყლების
ტყვიით დაბინძურების ნაწილში“.
6
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის მიერ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის უკანონო
ნადირობის საკითხებს, სამუშაო ჯგუფმა ასევე შეისწავლოს ტყვიის შემცველი
ვაზნების სხვა ალტერნატივით ჩანაცვლების შესაძლებლობა.
7
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის მიერ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო
სისტემის გაჯანსაღებას და ჰაერში სხვადასხვა მავნე (ტოქსიკური) ნივთიერებების
გაფრქვევების შემცირებას.
59
N
რეკომენდაციები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
8
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის
ვადაში
შეიმუშავოს
სამოქმედო
გეგმა
თანამედროვე,
აპრობირებული
მეთოდოლოგიის შესაბამისად საპილოტე მუნიციპალიტეტებში (აჭარასა და
გურიაში) გარემოს (ნიადაგი, ჰაერი, წყალი) ტყვიით დაბინძურების მდგომარეობის
შესწავლის შესახებ.
9
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2021
წლის ბოლომდე დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც დადგინდება
სასმელი
წყლის
შემცველობაში
ტყვიის
კონცენტრაციის
განსაზღვრის
მეთოდოლოგია რეგიონალური (ადგილობრივი) წყლის კომპანიებისთვის
შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიების საშუალებით;
10
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021
წლიდან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაავალოს ატმოსფერულ ჰაერში
ტყვიის კონცენტრაციის კვლევის ჩატარება თბილისში მინიმუმ ერთ ან რამდენიმე,
მათ შორის, ფონურ წერტილში, რაც დინამიკაში დაკვირვების საშუალებას
მოგვცემს. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროს მიერ დამკვიდრებული
საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით პროაქტიულად გამოქვეყნდეს ჰაერის
შესაბამის ელექტრონულ პორტალზე.
11
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის
ვადაში მოამზადოს და კომიტეტს წარმოუდგინს სამომხმარებლო ნარჩენების
კლასიფიცირების შესახებ ანგარიში, რომლიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორ განხორციელდება მოხმარებული ბატარეების, აკუმულატორების,
მოძველებული ელექტროტექნიკის და სხვა ტყვიის შემცველი პროდუქციის
სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსება. ასევე მომავალში როგორ
განხორციელდება მათი გადამუშავება-აღდგენა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
12
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის
ვადაში კომიტეტს წარუდგინოს ხედვა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს
პესტიციდების, ჰერბიციდებისა და ინსექტიციდების კონტროლი ტყვიის
კონცენტრაციაზე.
13
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის
ბოლომდე შეიმუშავოს
სია ადგილობრივი მწარმოებლების რისკჯგუფებისა,
რომელთა მიერ რეალიზებული სურსათი შესაძლოა შეიცავდეს ტყვიის მაღალ
კონცენტრაციას. აგრეთვე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაანალიზების შედეგად
გამოავლინოს ის ქვეყნები და ის სურსათი, რომლებიც, შესაძლოა, შეიცავდეს
ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტ ტყვიის ოდენობას და შეიმუშავოს
რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის.
60
N
რეკომენდაციები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
14
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ
გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 6 თვის განმავლობაში
ტყვიის მონიტორინგის კუთხით ჩაატაროს სამინისტროს სისტემაში შემავალი
უწყებების თანამშომლების გადამზადების კუთხით საჭიროებების კვლევა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
15
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ წიაღის
ეროვნულ სააგენტოს დაავალოს სამთო მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა
და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც უნდა
განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე .
16
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 6 თვის ვადაში კომიტეტს წარუდგინოს
ხედვა პრიორიტეტების მიხედვით შერჩეული სამომხმარებლო პროდუქტების
უსაფრთხოების
სახელმწიფო
კონტროლთან
დაკავშირებით,
კერძოდ,
პოტენციურად რა პროდუქტები შეიძლება დაექვემდებაროს სსიპ
ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს კონტროლს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
17
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2021 წლის ბოლომდე
შეიმუშავოს
სახელმწიფო
პროგრამა
დაავადებათა
კონტროლისა
და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულ
მუნიციპალიტეტებში (სადაც გამოვლინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა)
მცხოვრები ბავშვების ჯანსაღი კვებისა და სათანადო ნუტრიციული სტატუსის
უზრუნველსაყოფად.
12
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
(NCDC)
18
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მიერ 2021 წლის ბოლომდე შემუშავდეს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების
გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი მაღალი პროფესიული რისკჯგუფებისათვის.
61
N
რეკომენდაციები
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
19
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტომ 2021 წლის ბოლომდე ხელი შეუწყოს და გაუზიაროს თავისი საუკეთესო
გამოცდილება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საბავშვო ბაღებში სამშენებლო/
სარემონტო ღონისძიებების განხორციელების პროცესში ახალი სტანდარტების
დანერგვის თვალსაზრისით.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
20
62
მიზანშეწონილია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2020
წლის ბოლომდე,
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშაოს
მულტილატერული პროექტი თანმხლები ბიუჯეტით, გამიზნული სურსათის
მოხმარების შესწავლისთვის. (პროექტის განხორციელებით მიღებული სურსათის
მოხმარების მონაცემები, სურსათში ტყვიის ხდომილების მონაცემებთან ერთად,
მოხმარდება სურსათისმიერ ტყვიასთან ექსპოზიციის განსაზღვრას რისკის
შეფასების ნაწილში).
დანართი N 1. გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით ტყვიის შემცველობა
საქართველოს ნიადაგებში, რეგიონების
მიხედვით.
გურია
ქალაქი ლანჩხუთი
ქ. ლანჩხუთში 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი სინჯი. ქ.
ლანჩხუთის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2015
წელს - 5.46 მგ/კგ-დან 46.14 მგ/კგ-მდე, უდიდესი მნიშვნელობა 46.14 მგ/კგ დაფიქსირდა
გამგეობასთან; 2016 წელს - 12.01 მგ/კგ-დან 24.05 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 24.05
მგ/კგ დაფიქსირდა თბილისის ქ.N10-თან; 2017 წელს - 3.26 მგ/კგ-დან 28.08 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური კონცენტრაცია-28.08 მგ/კგ- დაფიქსირდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან; 2018
წელს - 11.28 მგ/კგ-დან 17.59 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 17.59 მგ/კგ აღინიშნა
,,ავერსის“ მოპირდაპირე მხარეს; 2019 წელს - 15.05 მგ/კგ-დან 76.83 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
მნიშვნელობა 76.83 მგ/კგ გურიის ფეხბურთის ფედერაციის წინ.
ქალაქი ოზურგეთი
ქ. ოზურგეთში 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი ნიმუში.
ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2015
წელს - 7.01 მგ/კგ - 35.04 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 35.04 მგ/კგ
დაფიქსირდა კვლევით ინსტიტუტთან; 2016 წელს - 2.25 მგ/კგ - 15.28 მგ/კგ-ის ფარგლებში.
მაქსიმალური მნიშვნელობა 15.28 მგ/კგ დაფიქსირდა საწარმოსთან Black sea group; 2017 წელს 5.26 მგ/კგ-დან 36.82 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 36.82 მგ/კგ დაფიქსირდა კოსტავას ქ.
N9-თან. 2018 წელს - 2.76 მგ/კგ-დან 39.08 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 39.08 მგ/კგ
დაფიქსირდა დვაბის ასახვევთან; 2019 წელი - 15.53 მგ/კგ-დან 34.10 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა- 34.10 მგ/კგ დაფიქსირდა საჯარო რეესტრის წინ.
სოფელი სუფსა
სოფ. სუფსის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის
ხუთ-ხუთი სინჯი. სოფ. სუფსის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს - 15.68 მგ/კგ-დან 40.84 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 40.84 მგ/კგ
დაფიქსირდა რკინიგზის სადგურთან; 2016 წელს - 9.01 მგ/კგ-დან 78.16 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
მნიშვნელობა 78.16 მგ/კგ დაფიქსირდა ხიდმაღალას შესახვევთან; 2017 წელს - 4.51 მგ/კგ-დან
39.37 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 39.37 მგ/კგ დაფიქსირდა პოლიციასთან. 2018 წელს
- 1.75 მგ/კგ-დან 17.54 მგ/კგ-მდე, ყველაზე დიდი მნიშვნელობა -17.54 მგ/კგ დაფიქსირდა
პოლიციის შენობასთან; 2019 წელს - 12.51 მგ/კგ-დან 89.27 მგ/კგ-მდე, ყველაზე დიდი
მნიშვნელობა - 89.27 მგ/კგ დაფიქსირდა რკინიგზის სადგურთან.
63
დაბა ურეკი
დაბა ურეკის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთხუთი სინჯი. დაბა ურეკის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს - 17.03 მგ/კგ-დან 41.96 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 41.96 მგ/კგ
დაფიქსირდა ურეკის II ზოლში ინტერნეტჯიხურთან; 2016 წელს - 7.01 მგ/კგ-დან 33.03 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა 33.03 მგ/კგ დაფიქსირდა რკინიგზის გადასასვლელთან; 2017 წელს 1.26 მგ/კგ-დან 12.78 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 12.78 მგ/კგ დაფიქსირდა სკოლის
წინ; 2018 წელს 3.0 მგ/კგ-დან 7.26 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 7.26 მგ/კგ
დაფიქსირდა
თაყაიშვილის ქ.N137-თან;
2019 წელს - 3.01 მგ/კგ-დან 13.78 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა 13.78 მგ/კგ დაფიქსირდა პოლიციის წინ.
დაბა ჩოხატაური
დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის
ხუთ-ხუთი სინჯი. დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის
შემცველობა მერყეობდა: 2015 წელს - 5.51 მგ/კგ-დან 22.02 მგ/კგ-მდე, ყველაზე მაღალი
კონცენტრაცია 22.02 მგ/კგ დაფიქსირდა თბილისის ქ. N 38-თან; 2016 წელს - 2.76 მგ/კგ-დან 13.29
მგ/კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 3.29 მგ/კგ აღინიშნა წერეთლის ქ. N 1-თან; 2017 წელს 5.54 მგ/კგ-დან 26.86 მგ/კგ-მდე, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 26.86 მგ/კგ დაფიქსირდა
ბენზინგასამართ სადგურ ,,სოკართან“; 2018 წელს - 2.51 მგ/კგ-დან 13.05 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
კონცენტრაცია 13.05 მგ/კგ აღინიშნა რუსთაველის ქ.N6-თან; 2019 წელს - 3.76 მგ/კგ-დან 38.08 მგ/
კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 38.08 მგ/კგ აღინიშნა 6 მაისის ქ.#4-თან.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი აბაშა
ქ. აბაშის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთხუთი სინჯი. ქ. აბაშის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს - 15.73 მგ/კგ - 32.33 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა
32.33 მგ/კგ დაფიქსირდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე; 2016 წელს - 6.51მგ/კგ - 19.04 მგ/
კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 19.04 მგ/კგ დაფიქსირდა კაჭარავას ქუჩაზე; 2017
წელს - 13.79 მგ/კგ - 25.80 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 25.80 მგ/კგ
დაფიქსირდა ს. ჩიქოვანის სახლ-მუზეუმთან, 2018 წელს - 7.26 მგ/კგ-60.37 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური კონცენტრაცია 60.37 მგ/კგ დაფიქსირდა დავით აღმაშენებლის I შესახვევი N3-თან,
2019 წელს - 54.16 მგ/კგ - 86.42 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური კონცენტრაცია 86.42 მგ/კგ
დაფიქსირდა თავისუფლების ქ. N71-თან.
სოფელი ანაკლია
სოფ. ანაკლიის ტერიტორიაზე 2018 და 2019 წელს აღებული იქნა ნიადაგის 5 სინჯი. სოფ.
ანაკლიის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2018
წელს - 8.53 მგ/კგ-დან 17.52 მგ/კგ-მდე. მაქსიმალური მნიშვნელობა 17.52 მგ/კგ დაფიქსირდა
სასტუმრო ,,ოქროს თევზის“ წინ, ხოლო 2019 წელს 3.26 - 21.86 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
მნიშვნელობა 21.86 მგ/კგ დაფიქსირდა აფხაზეთის ქ. #24-თან.
ქალაქი ზუგდიდი
ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთხუთი სინჯი. ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
64
მერყეობდა: 2015 წელს 12.06 მგ/კგ - 36.55 მგ/კგ-ის ფარგლებში, უდიდესი მნიშვნელობა 36.55 მგ/
კგ აღინიშნა აღმაშენებლის ქ .N145-თან; 2016 წელს - 10.77 მგ/კგ - 61.87 მგ/კგ-ის ფარგლებში,
უდიდესი მნიშვნელობა - 61.87 მგ/კგ აღინიშნა ზუგდიდის გასასვლელში; 2017 წელს 4.26 მგ/კგ 22.02 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 22.02 მგ/კგ აღინიშნა ტექნოპარკთან;
2018 წელს 7.77 მგ/კგ - 25.28 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 25.28 მგ/კგ
აღინიშნა ი.ჭავჭავაძის ქ.N19-თან; 2019 წელს 10.01 მგ/კგ - 79.08 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური მნიშვნელობა 79.08 მგ/კგ აღინიშნა სოხუმის ქ.N17-თან.
ქალაქი მარტვილი
ქ. მარტვილში 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი ნიმუში. ქ.
მარტვილის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2016
წელს 3.00 მგ/კგ - 12.76 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 12.76 მგ/კგ
დაფიქსირდა ავტოსადგურთან; 2017 წელს 7.03 მგ/კგ - 42.59 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური
მნიშვნელობა 42.59 მგ/კგ დაფიქსირდა ბენზოგასამართ სადგურ ,,გალფთან“. 2018 წელს 7.76 მგ/
კგ - 31.31 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 31.31 მგ/კგ დაფიქსირდა
გამსახურდიას ქ.N1-თან; 2019 წელს 23.82 მგ/კგ - 77.08 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური
მნიშვნელობა 77.08 მგ/კგ დაფიქსირდა ჭყონდიდელის ქ.#14-თან.
ქალაქი სენაკი
ქ. სენაკის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთხუთი სინჯი. ქ. სენაკის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს 33.95 მგ/კგ-დან 40.5 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 40.5 მგ/კგ
დაფიქსირდა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე; 2016 წელს 5.53 მგ/კგ-დან 31.91 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა 31.91 მგ/კგ დაფიქსირდა სადგურის უკან; 2017 წელს 8.26 მგ/კგ-დან
61.24 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური კონცენტრაციები 61.24 მგ/კგ (1.9 ზდკ) დაფიქსირდა
ბენზინგასამართ სადგურ ,,რომპეტროლთან“. ქ. სენაკის ტერიტორიაზე; 2018 წელს 6.01 მგ/კგდან 47.34 მგ/კგ-მდე, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 47.34 მგ/კგ დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქ.N32თან; 2019 წელს 14.26 მგ/კგ-დან 55.31 მგ/კგ-მდე, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 55.31 მგ/კგ
დაფიქსირდა მშვიდობის ქ.N135-თან.
ქალაქი ფოთი
ქ. ფოთის ტერიტორიაზე 2014 წელს აღებული იქნა ნიადაგის 10 სინჯი, ხოლო 2015, 2016, 2017,
2018 და 2019 წლებში ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. ფოთის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში
ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2014 წელს 4 მგ/კგ-დან 49.58 მგ/კგ-მდე. მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 49.58 მგ/კგ დაფიქსირდა ნაბადაში; 2015 წელს 10.10 მგ/კგ- 31.27 მგ/კგ-ის
ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 31.27 მგ/კგ დაფიქსირდა ცენტრალურ მოედანზე. 2016
წელს 4.76 მგ/კგ - 46.18 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 46.18 მგ/კგ
დაფიქსირდა ჯავახიშვილის ქ. N16-თან; 2017 წელს 10.02 მგ/კგ - 20.52 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური მნიშვნელობა 20.52 მგ/კგ დაფიქსირდა წყალგამყოფ კაშხალთან. 2018 წელს - 8.02
მგ/კგ - 25.33 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 25.33 მგ/კგ დაფიქსირდა
გეგიძის ქუჩაზე; 2019 წელს 18.27 მგ/კგ - 43.54 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 43.54 მგ/კგ დაფიქსირდა მშვიდობის ქ. N5-ის გასწვრივ.
6568
დაბა მესტია
დ. მესტიაში 2017 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი ნიმუში. დაბა მესტიის
ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2017 წელს ტყვიის
შემცველობა იცვლებოდა
24.02 მგ/კგ - 31.12 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 31.12 მგ/კგ დაფიქსირდა ა.გელოვანის ქ. N33-თან; 2019 წელს 5.01 მგ/კგ - 97.95 მგ/
კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 97.95 მგ/კგ დაფიქსირდა ერეკლე ფარჯიანის
ქ. N 14-თან.
ქალაქი ხობი
ქ. ხობში 2019 წელს აღებული იქნა ნიადაგის ხუთი ნიმუში. 2019 წელს ნიადაგის სინჯებში ტყვიის
შემცველობა მერყეობდა: 9.77 მგ/კგ - 31.03 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 31.03 მგ/კგ დაფიქსირდა ცოტნე დადიანის ქ. N67-თან;
აჭარა
ქალაქი ბათუმი
ქ. ბათუმის ტერიტორიაზე 2013 და 2014 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ათ-ათი სინჯი, ხოლო
2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში - ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე აღებულ
ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2013 წელს 3.01 მგ/კგ - 70.612 მგ/კგ-ის
ფარგლებში, მისი ყველაზე დიდი მნიშვნელობა 70.612 მგ/კგ დაფიქსირდა ნავსადგურის
ტერიტორიაზე (მარცხენა მხარეს); 2014 წელს 6.53 მგ/კგ - 79.57 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური მნიშვნელობა 79.57 მგ/კგ დაფიქსირდა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე; 2015
წელს 9.02 მგ/კგ-დან 55.62 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 55.62 მგ/კგ დაფიქსირდა
ბაგრატიონის ქუჩა N117- თან; 2016 წელს 8.51 მგ/კგ-დან 31.28 მგ/კგ-მდე. მაქსიმალური
მნიშვნელობა 31.28 მგ/კგ დაფიქსირდა ჯავახიშვილის ქუჩა N61-თან; 2017 წელს 6.27 მგ/კგ-დან
59.37 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 59.37 მგ/კგ დაფიქსირდა თამარის დასახლება N12თან; 2018 წელს 4.51 მგ/კგ-დან 13.78 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 13.78 მგ/კგ
დაფიქსირდა ,,ალეაპალასთან“; 2019 წელს 18.77 მგ/კგ-დან 57.87 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
მნიშვნელობა 57.87 მგ/კგ დაფიქსირდა 26 მაისის სახელობის პარკში.
დაბა ქედა
დ. ქედაში 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი ნიმუში. დ. ქედაში 2018 წელს
ტყვიის კონცენტრაცია მერყეობდა 6.51 მგ/კგ - 63.46 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური
შემცველობა კი 63.46 მგ/კგ დაფიქსირდა ვაჟა-ფშაველს ქ. N20-თან, ხოლო 2019 წელს 1.50 მგ/კგ 33.32 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური შემცველობა კი 33.32 მგ/კგ დაფიქსირდა 9
აპრილის ქ. N2-თან.
დაბა ხულო
დ.ხულოს ტერიტორიაზე 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი სინჯი. 2018
წელს ტყვიის კონცენტრაცია იცვლებოდა 1.25 მგ/კგ - 11.27 მგ/კგ-ის ფარგლებში. მისი
მაქსიმალური კონცენტრაცია 11.27 მგ/კგ დაფიქისირდა მ. აბაშიძის ქ. N35-თან, 2019 წელს 10.27
მგ/კგ - 153.11 მგ/კგ-ის ფარგლებში. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 153.11 მგ/კგ დაფიქსირდა
საავადმყოფოსთან.
66
დაბა შუახევი
დ. შუახევის ტერიტორიაზე 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი სინჯი. 2018
წელს ტყვიის კონცენტრაცია იცვლებოდა 4.26 მგ/კგ - 79.49 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი ყველაზე
მაღალი კონცენტრაცია 79.49 მგ/კგ დაფიქსირდა ჰოსპიტალთან; 2019 წელს 3.01 მგ/კგ - 49.60 მგ/
კგ-ის ფარგლებში, მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 49.60 მგ/კგ დაფიქსირდა ცენტრალურ
აფთიაქთან.
ქალაქი ქობულეთი
ქ. ქობულეთში 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი ნიმუში.
ქ. ქობულეთის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2015
წელს 1.0 - 40.57 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი უდიდესი მნიშვნელობა 40.57 მგ/კგ დაფიქსირდა
ბათუმიდან შემოსასვლელში; 2016 წელს 9.51 მგ/კგ - 32.03 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური
კონცენტრაცია 32.03 მგ/კგ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ქ. N608-თან; 2017 წელს 3.01მგ/კგ 20.27 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური შემცველობა 20.27 მგ/კგ დაფიქსირდა ქობულეთის
შესასვლელში; 2018 წელს 14.51 მგ/კგ - 26.30 მგ/კგ-ის ფარგლებში; მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 26.30 მგ/კგ დაფიქსირდა ლესელიძის ქ. N15-თან; 2019 წელს 10.02 - 64.56 მგ/კგ-ის
ფარგლებში; მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 64.56 მგ/კგ დაფიქსირდა ეკლესიასთან, პარკში.
მესხეთ-ჯავახეთი
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ქ. ახალციხის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის
ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. ახალციხის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს 1.00 მგ/კგ - 16.57 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 16.57
მგ/კგ დაფიქსირდა რაბათის ძირში, 2016 წელს 3.01 მგ/კგ - 205.41 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური მნიშვნელობა 205.41 მგ/კგ დაფიქსირდა ასპინძის ქ. N33-თან; 2017 წელს 7.53 მგ/კგდან 29.53
მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 29.53 მგ/კგ აღინიშნა ,,გალფის“
ბენზინგასამართი სადგურის წინ. ქ. ახალციხის ტერიტორიაზე; 2018 წელს 1.00 მგ/კგ-დან 24.32
მგ/კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 24.32 მგ/კგ აღინიშნა ჭონქაძის ქ. N27-თან აღებულ
სინჯში; 2019 წელს 6.53 მგ/კგ-დან 33.85 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 33.85 მგ/კგ
აღინიშნა პ. ნათენაძის ქ. N25-თან აღებულ სინჯში.
ქვემო ქართლი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ქ.ბოლნისში 2013, 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ათ-ათი სინჯი.
ქ. ბოლნისის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2013
წელს 8.3 - 239.6 მგ/კგ-ის ფარგლებში. მისი უდიდესი მნიშვნელობა 239.6 მგ/კგ დაფიქსირდა მდ.
კაზრეთულას მარცხენა ნაპირიდან 0.3 მ-ის მანძილზე; 2015 წელს - 16.43 მგ/კგ-დან 35.49 მგ/კგმდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 35.49 მგ/კგ დაფიქსირდა თბილისისკენ გასასვლელთან; 2016
წელს ტყვიის კონცენტრაცია მერყეობდა 3.01 მგ/კგ-დან 34.06 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური
მნიშვნელობა 34.06 მგ/კგ აღინიშნა ბოლნისის შემოსასვლელში; 2017 წელს 6.26 მგ/კგ - 52.61 მგ/
კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 52.61 მგ/კგ დაფიქსირდა ავტოსადგურთან. ქ.
ბოლნისის ტერიტორიაზე; 2018 წელს 18.57 მგ/კგ - 173.77 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი
მაქსიმალური მნიშვნელობა 173.77 მგ/კგ დაფიქსირდა საბავშვო ბაღთან; 2019 წელს 4.52 მგ/კგ 39.08 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 39.08 მგ/კგ დაფიქსირდა მუზეუმის
შენობასთან.
6770
დაბა კაზრეთი
კაზრეთის ტერიტორიაზე 2014, 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის
ათ-ათი სინჯი. დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2014 წელს 6.79 მგ/კგ-214.07 მგ/კგ-ის ფარგლებში; მისი ყველაზე მაღალი
კონცენტრაცია 214.07 მგ/კგ დაფიქსირდა დ. კაზრეთში; 2015 წელს 7.13 მგ/კგ-დან 32.10 მგ/კგმდე. მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 32.10 მგ/კგ დაფიქსირდა საკონტროლო წერტილთან
მაშავერა 500-თან; 2016 წელს 3.26 მგ/კგ-დან 29.31 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა
29.31 მგ/კგ დაფიქსირდა პარკთან; 2017 წელს ტყვიის 19.29 მგ/კგ-დან 53.94 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა 53.94 მგ/კგ დაფიქსირდა კორპუსთან N 103/106. 2018 წელს - 2.76 მგ/
კგ-დან 56.31 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 56.31 მგ/კგ დაფიქსირდა რუსთაველის
ქ.N28-თან; 2019 წელს 5.26 მგ/კგ-დან 75.98 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 75.98 მგ/
კგ დაფიქსირდა 5-იანების დასახლებასთან.
დმანისის მუნიციპალიტეტი
ქ. დმანისის ტერიტორიაზე 2015 წელს აღებული იქნა ნიადაგის 13 სინჯი, ხოლო 2016, 2017, 2018
და 2019 წლებში ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. დმანისის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში
ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2015 წელს 6.02 მგ/კგ-დან 243.90 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 243.90 მგ/კგ დაფიქსირდა ს. აბულმიქეში; 2016 წელს 9.51 მგ/კგ-დან 97.15 მგ/კგმდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 97.15 მგ/კგ აღინიშნა წმინდა ნინოს ქ.N61-თან; 2017 წელს 8.78
მგ/კგ-დან 82.92 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა 82.92 მგ/კგ აღინიშნა ვარდისუბანში; 2018
წელს 14.82 მგ/კგ-დან 112.73 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 112.73 მგ/კგ
დაფიქსირდა 9 აპრილის ქ.N80-თან.
2019 წელს 5.26 მგ/კგ-დან 19.79 მგ/კგ-მდე, მისი
მაქსიმალური კონცენტრაცია 19.79 მგ/კგ, დაფიქსირდა წმინდა ნინოს ქ.N9-თან.
კახეთი
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ქ. ახმეტის ტერიტორიაზე 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი
სინჯი. ქ. ახმეტის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა:
2016 წელს 8.51 მგ/კგ - 19.29 მგ/კგ-ის ფარგლებში, 19.29 მგ/კგ დაფიქსირდა ვაჟა ფშაველას ქ.N25თან; 2017 წელს ტყვიის შემცველობა მერყეობდა 2.76 მგ/კგ - 17.82 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი
მაქსიმალური კონცენტრაცია 17.82 მგ/კგ დაფიქსირდა ტრასაზე ,,ქვევრებთან“; 2018 წელს 5.77
მგ/კგ - 37.58 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 37.58 მგ/კგ დაფიქსირდა ქ.
ახმეტის შესასვლელთან; 2019 წელს 4.26 მგ/კგ - 7.77 მგ/კგ-ის ფარგლებში, 7.77 დაფიქსირდა
ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ საბავშვო სკვერის ტერიტორიაზე, სკოლასთან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ქ. დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე 2015, 2016, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის
ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის
შემცველობა მერყეობდა: 2015 წელს 7.01 მგ/კგ - 14.54 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი ყველაზე
მაღალი კონცენტრაცია 14.54 მგ/კგ დაფიქსირდა გამგეობასთან; 2016 წელს 9.28 მგ/კგ - 19.79 მგ/
კგ-ის ფარგლებში, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 19.79 მგ/კგ დაფიქსირდა
სასტუმროსთან; 2018 წელს 8.02 მგ/კგ-47.64 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი მაქსიმალური
მნიშვნელობა 47.64 მგ/კგ აღინიშნა ჰერეთის ქ.N48-თან; 2019 წელს 4.51 მგ/კგ-45.09 მგ/კგ-ის
ფარგლებში, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 45.09 მგ/კგ დაფიქსირდა მარჯანიშვილის ქ. N24თან.
68
თელავის მუნიციპალიტეტი
ქ.თელავის ტერიტორიაზე 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთხუთი სინჯი. ქ. თელავის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა
მერყეობდა: 2015 წელს 7.5 მგ/კგ-დან 11.55 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 11.55 მგ/
კგ დაფიქსირდა თელავის შემოსასვლელში ხიდთან; 2016 წელს 3.0 მგ/კგ-დან 25.55 მგ/კგ-მდე,
მაქსიმალური მნიშვნელობა 25.55 მგ/კგ დაფიქსირდა ბახტრიონის ქ.N16-თან; 2017 წელს 3.75 მგ/
კგ-დან 48.85 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური კონცენტრაცია 48.85 მგ/კგ დაფიქსირდა ,,რომპეტროლის“
ბენზინგასამართ სადგურთან; 2018 წელს 6.77 მგ/კგ-დან 66.07 მგ/კგ-მდე. მისი მაქსიმალური
კონცენტრაცია 66.07 მგ/კგ დაფიქსირდა რუსთაველის ქ.N86-თან; 2019 წელს 12.55 მგ/კგ-დან 34.85
მგ/კგ-მდე. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 34.85 მგ/კგ დაფიქსირდა საბჭოს ქ.N37-თან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ქ. ლაგოდეხში 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი სინჯი. ქ.
ლაგოდეხის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2016
წელს 7.52 მგ/კგ-18.04 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 18.04 მგ/კგ
დაფიქსირდა გამგეობასთან; 2017 წელს ტყვიის კონცენტრაცია იცვლებოდა 9.03-20.54 მგ/კგ-ის
ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 20.54 მგ/კგ დაფიქსირდა ლაგოდეხის შესასვლელში;
2018 წელს ტყვიის კონცენტრაცია 4.01 მგ/კგ-10.02 მგ/კგ-ის ფარგლებში იყო; მისი ყველაზე
მაღალი კონცენტრაცია 10.02 მგ/კგ დაფიქსირდა ზაქათალის ქ.N48-თან; 2019 წელს 28.84 მგ/კგ 62.12 მგ/კგ-ის ფარგლებში იყო, მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 62.12 მგ/კგ დაფიქსირდა
ახალგაზრდობის ქ. #5-თან.
ყვარლის მუნიციპალიტეტი
ქ. ყვარლის ტერიტორიაზე 2017, 2018 და 2019 წელს აღებული იქნა ნიადაგის ხუთ-ხუთი სინჯი. ქ.
ყვარელის ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის სინჯებში 2017 წელს ტყვიის მნიშვნელობები
იცვლებოდა 4.00 მგ/კგ-დან 11.01 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 11.01 მგ/კგ
აღინიშნა აღმაშენებლის ქუჩაზე. 2018 წელს ტყვიის მნიშვნელობები იცვლებოდა 5.26 მგ/კგ-დან
39.08 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 39.08 მგ/კგ აღინიშნა ბავშვთა პარკთან. 2019
წელს 38.79 მგ/კგ-დან 59.12 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 59.12 მგ/კგ დაფიქსირდა
კულტურისა და დასვენების პარკთან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე 2017 წელს აღებული იქნა ნიადაგის 5 სინჯი. 2017 წელს ტყვიის
კონცენტრაციები იცვლებოდა 2.25 მგ/კგ - 32.03 მგ/კგ-ის ფარგლებში, მისი უდიდესი
მნიშვნელობა 32.03 მგ/კგ დაფიქსირდა სარაჯიშვილის ქ.N1-თან.
იმერეთი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე 2013 და 2014 წლებში აღებული იქნა ნიადაგის ათ-ათი სინჯი,
ხოლო 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში - ხუთ-ხუთი სინჯი. ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე
აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2013 წელს 4.7 მგ/კგ-დან 50.6 მგ/კგმდე. მისი უდიდესი მნიშვნელობა 50.6 მგ/კგ დაფიქსირდა ავტოსადგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე; 2014 წელს 7.01 მგ/კგ-დან 52.1 მგ/კგ-მდე, უდიდესი მნიშვნელობა 52.1 მგ/კგ
დაფიქსირდა სვირში; 2015 წელს 22.28 მგ/კგ-დან 34.97 მგ/კგ-მდე, უდიდესი მნიშვნელობა 34.97
69
მგ/კგ დაფიქსირდა აბესაძის ქუჩაზე; 2016 წელს 11.27 მგ/კგ-დან 141.28 მგ/კგ-მდე, უდიდესი
მნიშვნელობა 141.28 მგ/კგ დაფიქსირდა ქ. ზესტაფონის შესასვლელში; 2017 წელს - 8.02 მგ/კგდან 72.18 მგ/კგ-მდე, მაქსიმალური მნიშვნელობა
72.18 მგ/კგ დაფიქსირდა სვირის
გადასახვევთან; 2018 წელს 2.75 მგ/კგ-დან 16.78 მგ/კგ-მდე, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა
16.78 მგ/კგ დაფიქსირდა მაღლაკელიძის ქ.N9-თან. 2019 წელს 8.78 მგ/კგ-დან 22.32 მგ/კგ-მდე.
მისი უდიდესი მნიშვნელობა 22.32 მგ/კგ დაფიქსირდა დავით აღმაშენებლის ქ. N10-თან.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2014 წელს აღებული იქნა ნიადაგის 10 სინჯი, 2015,
2016, 2017, 2018 და 2019 წლებში - ხუთ-ხუთი სინჯი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
აღებულ ნიადაგის სინჯებში ტყვიის შემცველობა მერყეობდა: 2014 წელს 2.00 მგ/კგ - 75.61 მგ/კგის ფარგლებში, მისი მაქსიმალური მნიშვნელობა 75.61 მგ/კგ დაფიქსირდა სოფ. დარკვეთში; 2015
წელს 10.16 მგ/კგ - 24.94 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 24.94 მგ/კგ
დაფიქსირდა სოფ. დარკვეთის გადასახვევთან; 2016 წელს 7.51 მგ/კგ-57.11 მგ/კგ-ის ფარგლებში,
მაქსიმალური მნიშვნელობა 57.11 მგ/კგ დაფიქსირდა აღმაშენებლის ქუჩა N9-თან; 2017 წელს 6.77
მგ/კგ - 18.77 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 18.77 მგ/კგ დაფიქსირდა
ავტოსაგამოცდო ცენტრის წინ; 2018 წელს 14.01 მგ/კგ - 41.42 მგ/კგ-ის ფარგლებში, მაქსიმალური
მნიშვნელობა 41.42 მგ/კგ დაფიქსირდა ავტოსადგურთან; 2019 წელს 6.52 მგ/კგ - 11.77 მგ/კგ-ის
ფარგლებში, მაქსიმალური მნიშვნელობა 11.77 მგ/კგ დაფიქსირდა გიორგაძის ქ. N8-სთან.
70
დანართი N2 ტყვიით დამაბინძურებელ
საქმიანობაზე გაცემული ნებართვების სია.
ინფორმაცია აღებულია http://maps.eiec.gov.ge/#currentProjects
1.
შპს „ოქროს საწმისი“ (ქუთაისი) - ტყვიის სასტარტო აკუმულატორების ბატარეების აწყობის
საამქროს პროექტი.
2.
შპს „თელეთი 200“ (გარდაბანი) - ამორტიზებული მჟავა აკუმულატორებიდან ტყვიის
ამოღების საამქრო
3.
შპს „გაჩიანი 2004“ (გარდაბანი) - ამორტიზებული უტილიზირებადი მჟავა
აკუმულატორებიდან ტყვიის ამოღების საწარმო
4. შპს „ დერინ მეტალ იმპექსი“ (თბილისი) - ტყვიის სადნობი საამქრო
5. შპს „მაზო“ (ხელვაჩაური)- ტყვიის სადნობი საამქრო
6.
სს „ჰეფერ მეთალ დოქუმ სანაი ვე თიჯარეთ“ (გარდაბანი) - მეორადი ნედლეულის
გადამუშავება (ამორტიზებული აკუმულატორებიდან ამოღებული ტყვიის ჯართისაგან ტყვიის
სხმულების წარმოება)
7.
შპს “GLW” (რუსთავი) - ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული აკუმულატორების ტყვიის
ჯართისა და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო
8. შპს „EPP+ მაიფერი’’ (თბილისი) - ნარჩენების აღდგენა
9.
შპს „გრავიტა ჯორჯია“ (თბილისი) - ნარჩენების აღდგენისა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო
ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი
10. შპს „სტარკ მეტალს“ (თბილისი)- ნარჩენების აღდგენა
11. სს „ჰეფერ მეთალ დოქუმ სანაი ვე თიჯარეთ“ (გარდაბანი) - ნარჩენების აღდგენა
12. შპს „ქეი კარგო“ (სამტრედია) - ნარჩენების აღდგენა
13. შპს „ბლექსი 2013“ (ხობი) - ნარჩენების აღდგენა
14.
შპს „თათლი“ (გარდაბანი)- ამორტიზებული აკუმულატორებიდან ტყვიის სადნობი და
დნობისას წარმოქმნილი ტყვიის შემცველი წიდის დროებითი დასაწყობების საწარმოს
ექსპლუატაცია
71
7. გამოყენებული ლიტერატურა
Ana Paula Duarte & Vander Freitas Melo & George G. Brown & Volnei Pauletti,(2014) Earthworm
(Pontoscolex corethrurus) survival and impacts on properties of soils from a lead mining site in Southern
Brazil, Biol Fertil Soils (2014) 50:851–860.
Nastasia Wanat, Emmanuel Joussein, Marilyne Soubrand, Jean-Francois Lenain,(2014) Arsenic (As),
antimony (Sb), and lead (Pb) availability from Au-mine Technosols: a case study of transfer to natural
vegetation cover in temperate climates, Environ Geochem Health 36, 783–795.
EFSA Panel on Contaminants in the Food Chain (CONTAM), Scientific Opinion on Lead in Food, European
Food Safety Authority (EFSA), Parma, Italy, EFSA Journal 2010; 8 (4): 1570. pp 11-101.
European Food Safety Authority; Lead dietary exposure in the European population. EFSA Journal 2012;
10(7):2831. doi: 10.2903/j.efsa.2012.2831. Available online: www.efsa.europa.eu/efsajournal.
Lars Jorhem (NFA), Per Fjeldal (Mattilsynet), Birgitta Sundstrom (NFA) and Kettil Svensson (NFA); Lead
Extracted from Ceramics under Household Conditions; The Swedish National Food Administration (NFA)
and the Norwegian Food Safety Authority (Mattilsynet); Rapport 19-2007.
Opinion of the Panel on Contaminants of the Norwegian Scientific Committee for Food Safety; Risk
assessment of lead exposure from cervid meat in Norwegian consumers and in hunting dogs; 2013;
Doc. no: 11-505-final; ISBN: 978-82-8259-096-9.
EDF Health; Lead in food: A hidden health threat; FDA and industry can and must do better; June 15, 2017.
D'souza, HS.,Menezes, G., Dsouza, SA., Venkatesh, T. Evaluation of Symptoms and Characteristic Features
of Lead Poisoning and their Assistance in Clinical Decision Making International Journal of Clinical
Therapeutics and Diagnosis (IJCTD) ISSN 2332-2926.
C. O. Ujowundu, G. N. Okwu, J. J. Achilike, L. A. Nwaogu, A. C. Ene, C. I. Iheme, Lead-induced Oxidative
Stress and Chemoprotective Role of Dietary upplements on Wistar Albino Rats; Annual Research & Review
in Biology, 13(6): 1-14, 2017; Article no. ARRB.33167, ISSN: 2347-565X, NLM ID: 101632869.
Lead in Drinking-water, Background document for development of WHO Guidelines for Drinking-water
Quality, 2009.
Lead and Cadmium for Ceramics, No. 023/2005 of BfR from 26 March, 2004. გარემოს ხარისხობრივი
მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ 2001 წლის 16 აგვისტო, ქ. თბილისი.
სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის
დადგენილება №58 2014 წლის 15 იანვარი, ქ. თბილისი.
72
Lead and Cadmium for Ceramics, No. 023/2005 of BfR from 26 March, 2004.
ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული
ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №61 2003 წლის 18 ივნისი ქ.
თბილისი.
Rafael Clemente, David J. Walker, M. Pilar Bernal, (2005) Uptake of heavy metals and As by Brassica
juncea grown in a contaminated soil in Aznalco´ llar (Spain): The effect of soil amendments, Environmental
Pollution 138, 46-58.
Daniela Salvagio Mantaa, Massimo Angeloneb, Adriana Bellancaa, Rodolfo Neria, Mario Sprovieria, (2002)
Heavy metals in urban soils: a case study from the city of Palermo (Sicily), Italy, The Science of the Total
Environment 300, 229–243.
Lia Matchavariani, Besik Kalandadze, (2012) Pollution of soils by heavy metals from irrigation rear mining
region of Gerogia, Forum Geografic,Volume XI, pp 127-136.
Gakhokidze R. (2012) On the Systematic approach of regulation of plant living processes // Information
and computer technologies theory and practice. Nova Science Publ. Chapter 46. N.Y.:. Inc., P. 431-436.
Gakhokidze R. (2008) Effects of Bioenergoactivators on Productivity of Plants // Chemistry of Advance
Compounds and Materials. New York, Nova Science Publ. Inc., P. 269-275.
George Holliday, Lloyd Deuel. (2009) Guide book for wast and soil remediation, Asme press.
Green Energy, Biomass Fuels and the environment, (1991) United nations environment programme.
Hanauer, T., Felix-Henningsen, P., Steffens, D., Kalandadze, B., Navrozashvili, L., & Urushadze, T. (2010,
November 18). In situ stabilization of metals (Cu, Cd, and Zn) in contaminated soils in the region of Bolnisi,
Georgia. pp. 193-208.
Hanauer, T., Felix-Henningsen, P., Steffens, D., Kalandadze, B., Navrozashvili, B., Urushadze, T. 2011. In situ
stabilization of metals (Cu, Cd, and Zn) n contaminated soils in the region of Bolnisi, Georgia. REGULAR
ARTICLE. Plant Soil 341:193–208.
Kalandadze, B., Hanauer, T,. Felix-henningsen, P,. Urushadze, T,. Narimanidze, E. Steffens, D. 2009. Mining
and agriculture in the Mashavera valley (SE Georgia) - A land use conflict with severe consequences.
Biolog. Journal of Armenia, 2 (61).
Kalandadze, b., Hanauer, T., Felix-Henningsen, p., Urushadze, T., Narimanidze, E., & Stefens, D. 200).
MINING AND AGRICULTURE IN THE MASHAVERA VALLEY (SE GEORGIA) – A LAND USE CONFLICT WITH
SEVERE CONSEQUENCES. Biolog. Journal of Armenia , 10-15.
73
Kavtaradze, I., Avkopashvili, G., Shengelia, E., Gvasalia L. 2012. Monitoring of heavy metals in soils and
plants, Georgian Technical University, Proceedings #3 (485).
Khasitashvili, G., Machavariani, L., Gakhokidze R. 2015. Improving Phytoremediation of Soil Polluted with
Hydrocarbons in Georgia, Soil Remediation and Plants. Chapter 19. New-YorkParis-Tokyo, Elsevier, 547569.
ლარხერი, ვ. 2006. მცენარეთა ეკოლოგია, თბილისი, გვ.16-150 .
ლეჟავა, ი., ლეჟავა, ვ. 2005. ნიადაგის და ნიადაგური საფარის პათოლოგია, თბილისი, გვ. 53-68.
საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №425 2013 წლის 31 დეკემბერი,
ქ. თბილისი.
Risk assessment of lead exposure from cervid meat in Norwegian consumers and in hunting dogs, (2013),
Norwegian Scientific Committee for Food Safety (VKM).
Alexander FW, Clayton BE and Delves HT, 1974. Mineral and trace-metal balances in children receiving
normal and synthetic diets. Quarterly Journal of Medicine, 43, 89-111.
Bacon JR and Dinev NS, 2005. Isotopic characterisation of lead in contaminated soils from the vicinity of a
non-ferrous metal smelter near Plovdiv, Bulgaria. Environmental Pollution, 134, 247255.
Bannon DI, Abounader R, Lees PSJ and Bressler JP, 2003. Effect of DMT1 knockdown on iron, cadmium,
and lead uptake in Caco-2 cells. American Journal of Physiology-Cell Physiology, 284, C44-C50. Lead
poisoning
and
the
fall
of
Romehttps://www.washingtonpost.com/news/to-yourhealth/wp/2016/02/17/lead-poisoning-and-the-fall-of-rome/ Did Lead Poisoning Bring Down Ancient
Rome? https://www.sciencemag.org/news/2014/04/scienceshot-did-lead-poisoning-bring-down-ancientrome#
Avkopashvili, G., Avkopashvili, M., Gongadze, A., Gakhokidze,R. 2017. ECO-Monitoing of Georgia’s
Contaminated Soil and Water with Heavy Metals. Carpathian Journal of Earth and Environmental Sciences.
Vol. 12, No. 2, p. 595-604.
L. Rodrıguez, E. Ruiz, J. Alonso-Azcarate, J. Rincon. 2009. Heavy metal distribution and chemical speciation
in tailings and soils around a Pb–Zn mine in Spain, Journal of Environmental Management 90, pp.1106–
1116.
Avkopashvili, Guranda., Avkopashvili, Marika., Gongadze, Alexander., Tsulukidze, Manana., Shengelia,
Evgenia. 2017. Determination of Cu, Zn and Cd in Soil, Water and Food Products in the Vicinity of RMG
Gold and Cupper Mine, Kazreti, Georgia. Annals of Agrarian Science. p. 1-4.
Bernard AM, Vyskocil A, Roels H, Kriz J, Kodl M and Lauwerys R, 1995. Renal effects in children living in the
vicinity of a lead smelter. Environmental Research, 68, 91-95.
74
BfR (Bundesinstitut für Risikobewertung), 2004. Lead and Cadmium from Ceramics. Updated Expert
Opinion* No. 023/2005 of BfR from 26 March 2004. 12 pp.
Ernst E, 2002. Heavy metals in traditional Indian remedies. European Journal of Clinical Pharmacology, 57,
891-896.
Gercken B and Barnes RM, 1991. Determination of lead and other trace-element species in blood by size
exclusion chromatography and inductively coupled plasma mass-spectrometry. Analytical Chemistry, 63,
283-287.
Goering PL, 1993. Lead-protein interactions as a basis for lead toxicity. Neurotoxicology, 14, 45-60.
Gundacker C, Pietschnig B, Wittmann KJ, Lischka A, Salzer H, Hohenauer L and Schuster E, 2002. Lead and
mercury in breast milk. Pediatrics, 110, 873-878. Gunderson EL, 1988.
FDA Total Diet Study, April 1982-April 1984, dietary intakes of pesticides, selected elements, and other
chemicals. Journal of the Association of Official Analytical Chemists, 71, 1200-1209.
Gzyl J, 1995. Ecological impact and remediation of contaminated sites around lead smelters in Poland.
Journal of Geochemical Exploration, 52, 251-258.
Safety evaluationof certain food additives and contaminants, (2011), WHO FOOD ADDITIVES SERIES: 64.
75
დანართი
saqarTvelos parlamentis
garemos dacvisa da bunebrivi
resursebis komitetis
Tematuri mokvlevis angariSi
municipaluri narCenebis
sferoSi arsebuli
mdgomareobis Sesaxeb
Tematuri mokvleva #ECI-20/02
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით. გამოთქმული
მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების
თვალსაზრისს.
1
სარჩევი
სამუშაო ჯგუფი ................................................................................................................................... 3
უფლებამოსილება ............................................................................................................................... 4
1
შესავალი ....................................................................................................................................... 5
2
თემატური მოკვლევა - მოკლე შეჯამება ................................................................................. 8
3
სახელმწიფო მიდგომა და მართვის სისტემა ....................................................................... 10
4
მოკვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები .............................................................. 13
სატარიფო პოლიტიკა და ხარჯების ამოღება მუნიციპალიტეტებში .................................. 13
ნარჩენების აღდგენის (რეციკლირება და სხვა სახეები) განვითარების ბარიერები ......... 19
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ნაკლოვანებები ........................................................... 24
ოფიციალური და სტიქიური ნაგავსაყრელები ........................................................................ 27
მუნიციპალიტეტების საჭიროებები .......................................................................................... 30
საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის არარსებობა ..................................... 34
ცნობიერების არასაკმარისი დონე ნარჩენების მართვის საკითხებზე ................................. 36
5
კანონმდებლობა ნარჩენების შესახებ..................................................................................... 40
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები ........................................................................ 40
სამართალდარღვევები ................................................................................................................. 43
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია.......................................................................................... 45
6
ნარჩენები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა .......................................................................... 47
7
გარემოს კომიტეტის რეკომენდაციები.................................................................................. 50
8
წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები ................................................................. 54
9
ზეპირი მოსმენები ..................................................................................................................... 55
10 გამოყენებული წყაროები ......................................................................................................... 57
2
სამუშაო ჯგუფი
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე თემატური მოკვლევის
ჩასატარებლად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან (შემდგომში
„გარემოს კომიტეტი“) შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან
საქართველოს პარლამენტის წევრები:
1.
ნინო წილოსანი
2.
კახაბერ კუჭავა
3.
დავით სონღულაშვილი
4.
თინათინ ბოკუჩავა
5.
მერაბ ქვარაია
6.
გოგა გულორდავა
7.
მამუკა ჩიქოვანი
8.
ემზარ კვიციანი
3
უფლებამოსილება
გარემოს კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი „მუნიციპალური
ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ შეიქმნა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის (2018 წელს მოქმედი რედაქციის) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა
და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.
სამუშაო ჯგუფი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის დებულების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი
რესურსების
კომიტეტის
აპარატის
დებულების,
საქართველოს
კანონმდებლობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან
არსებული მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის თემატური
მოკვლევის სამუშაო ჯგუფის დებულების შესაბამისად.
ანგარიშის ხელმისაწვდომობა
საპარლამენტო თემატური მოკვლევისას მიღებული და გამოყენებული მასალა,
დოკუმენტაცია, ანგარიშები, დასკვნები და კომიტეტის საბოლოო ანგარიში
ელექტრონულად ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
www.parliament.ge
თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი:
გიორგი ცხვედიანი, თამარ გელდიაშვილი, ნანა გოგიტიძე, დემეტრე ხოფერია (სტაჟიორი)
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საქართველოს ოფისი:
ბორის ნადირაძე (ხელმძღვანელი), ხათუნა გოგალაძე (მოწვეული ექსპერტი)
საკონტაქტო ინფორმაცია
რუსთაველის გამზირი 8
0114, თბილისი
☎ (+995 32) 2 28 15 09
garemo@parliament.ge
4
1
შესავალი
1.
გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირების კუთხით, სხვა ფაქტორებთან ერთად,
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარემოს კომიტეტისთვის საქართველოს
კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას. ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონში ვიზიტების დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ერთ-ერთ უმთავრეს
გარემოსდაცვით გამოწვევად ასახელებდა მუნიციპალური ნარჩენების მართვას.
აღნიშნული პრობლემისა სიმწვავის გათვალისწინებით, გარემოს კომიტეტმა მეორე
თემატური მოკვლევის საგნად შეარჩია მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული
მდგომარეობა - საკითხი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილზეც აქვს
ზეგავლენა.
2.
ნარჩენებისა და რესურსების მართვა ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. ამ
პროცესის არაეფექტიანად წარმართვამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის
ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.
ნარჩენების მართვის კუთხით საქართველომ არაერთი ინიციატივა განახორციელა, თუმცა
მათგან უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
შეთანხმების თანმდევი ცვლილებები, რომლებიც შეეხო ნარჩენებისადმი მიდგომებსაც. ამ
ცვლილებების მიხედვით, ნარჩენები აღარ აღიქმება დამაბინძურებლად და განიხილება
როგორც რესურსი და ენერგიის წყარო. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ისეთი
ღონისძიებების გატარება, რომლებიც წაახალისებს ნარჩენების პრევენციას, ხელახალ
გამოყენებას, გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას და მაქსიმალური სარგებლის
მიღებას მათი მართვიდან.
3.
წინამდებარე ანგარიში ასახავს ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ
გამოწვევებსა და მათ აღმოსაფხვრელად გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა ანგარიშის
მიზნებისთვის ძირითადი აქცენტი კეთდება მუნიციპალურ ნარჩენებზე. 2015 წლის
მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 ათასი ტონა
მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან 700 ათასი ტონა განთავსდება ოფიციალურ
ნაგავსაყრელებზე.1 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2020
წლის ივლისში მოწოდებული ზეპირი ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ნაგავსაყრელებზე
განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 1,013,000 ტონას, თუმცა
უცნობია მათი მთლიანი წლიური რაოდენობა ქვეყანაში. ნარჩენების ნაგავსაყრელზე
განთავსება რესურსების არაეფექტიანი გამოყენების მაგალითია, ვინაიდან ისინი მიიჩნევა
ღირებულ რესურსად. ნარჩენების მართვის მეთოდებს შორის უპირატესობა ენიჭება
პრევენციას, ხელმეორედ გამოყენებისთვის მომზადებას, რეციკილირებასა და სხვა სახის
აღდგენას, ხოლო ნაგავსაყრელზე განთავსება განიხილება ყველაზე ბოლო და
ნაკლებსასურველ საშუალებად.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N160 დადგენილება „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების
ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“,
მოძიებულია 12 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2Q4u6B9.
1
5
4.
აღსანიშნავია, რომ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები სახიფათო და
არასახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. ზოგადად, მათ განეკუთვნება ბიოდეგრადირებადი
ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო, მინა, პლასტიკი, სამშენებლო ნარჩენები და ა.შ., თუმცა, ე.წ.
„საყოფაცხოვრებო ნარჩენები“, არასახიფათო და ინერტულ ელემენტებთან ერთად, შეიცავს
1000-მდე სახიფათო კომპონენტსაც, კერძოდ, სამშენებლო, ელექტრონულ და სამედიცინო
ნარჩენებს, სადენებს, ტექნიკას და სხვა.
5.
ზემოაღნიშნულ გამოწვევაზე დროულად რეაგირებისთვის, 2018 წელს გარემოს
კომიტეტმა, პირველი მოკვლევის („ატმოსფერული ჰაერის შესახებ“) პარალელურად,
დაიწყო რიგით მეორე თემატური მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების შესახებ. ამ
მიზნით, გარემოს კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა
პოლიტიკური სუბიექტისგან.
6.
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად
შესწავლისთვის, გარემოს კომიტეტმა მოკვლევის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ჩართო
ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარე. სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე გამოაქვეყნა მოკვლევის ტექნიკური პირობები და დაინტერესებული
მხარეებისგან მიიღო 8 წერილობითი დასაბუთებული მოსაზრება. შემდგომ ეტაპზე
კომიტეტმა 10 ზეპირი მოსმენა ჩაატარა კითხვა-პასუხის რეჟიმში, როგორც
დასაბუთებული მოსაზრებების წარმომდგენებთან, ისე რელევანტურ სახელმწიფო
უწყებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზეპირი მოსმენები იყო საჯარო და გადაიცემოდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით (მეორე არხის პირდაპირი ეთერი), ასევე,
პარლამენტისა და კომიტეტის სოციალური ქსელებით.
7.
სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა მიღებული წერილობითი მოსაზრებები, კვლევები,
ანგარიშები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საკითხის საკანონმდებლო
რეგულირება; ასევე, წერილობით გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია შესაბამისი
უწყებებიდან და, მათი დეტალური შესწავლის შემდეგ, მოამზადა წინამდებარე ანგარიში,
სადაც ასახულია გარემოს კომიტეტის რეკომენდაციები მუნიციპალური ნარჩენების
სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სამუშაო ჯგუფმა სულ 18 რეკომენდაცია გასცა 10 სახელმწიფო უწყებისა და
მუნიციპალიტეტების მიმართ, კონკრეტული ვადების მითითებით. მუნიციპალური
ნარჩენების მართვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად
აუცილებელია:
8.
✓ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება;
✓ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების
აღსრულების გაუმჯობესება, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების
შეთანხმების მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად;
✓ სეპარირებული ნარჩენების შეგროვების სისტემისა და მათი ტრანსპორტირების
გაუმჯობესება;
✓ ნარჩენების აღრიცხვის სისტემის შექმნა;
✓ ნარჩენების
წარმოქმნის
ხელშეწყობა;
პრევენციისა
და
გადამუშავების/რეციკლირების
6
✓ მეთოდოლოგიის შექმნა ნარჩენების მართვის ხარჯების დასათვლელად და მათი
სრული, ეტაპობრივი ამოღება;
✓ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში;
✓ მუნიციპალიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერება და კვალიფიციური კადრების
შენარჩუნება; კოორდინაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება საპარლამენტო და
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებსა და მუნიციპალიტეტებს შორის.
7
2
თემატური მოკვლევა - მოკლე შეჯამება
9.
2020 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით,
1,013,000 ტონა ნარჩენი განთავსდება ოფიციალურ ნაგავსაყრელებზე.2 ქვეყანაში არ
არსებობს სახიფათო და ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი და მხოლოდ გარკვეული
სახის სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია ხდება, ისიც შეზღუდული რაოდენობით.
გარკვეული გამოცდილება სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებობს,
თუმცა არ არის ჩამოყალიბებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის, მათ შორის,
სეპარირებული შეგროვების სისტემები. შესაბამისად, ყველა სახის ნარჩენი მუნიციპალურ
ნაგავსაყრელებზე ხვდება.3 როგორც თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა,
მდგომარეობა ნარჩენების სეპარირების მხრივ მეტად რთულია რეგიონებში.
10.
ნარჩენების ეფექტიანი მართვა და სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა ასოცირების
დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხია.
ის პირდაპირ ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთა ნაციონალიზაციაც
განახორციელა საქართველომ. შესაბამისად, მეორე თემატური მოკვლევის საგნის
შერჩევისას, სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა საკითხის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი
განვითარების პროცესში და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საკვლევი საგნის მიმართ:
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების დროს ადგილობრივი მოსახლეობა ერთ-ერთ
უმთავრეს გარემოსდაცვით გამოწვევად ასახელებდა მუნიციპალური ნარჩენების
მართვას.4
11.
2018 წლის 28 სექტემბერს გარემოს კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი,
რომელმაც შეისწავლა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული სისტემური
გამოწვევები, როგორიცაა: ტარიფების ამოღება მუნიციპალიტეტებში, ნარჩენების
აღდგენის განვითარების ბარიერები, საინფორმაციო პორტალის არარსებობა,
მუნიციპალიტეტთა სისუსტეები და საზოგადოების ცნობიერების დონე ნარჩენების
მართვის კუთხით.
12.
თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოცხადდა კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა
და მიგნებებზე დაფუძნებული წერილობითი მოსაზრებების მიღება დაინტერესებულ
მხარეთაგან (სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი, დარგის
ექსპერტები, სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები და ნებისმიერი დაინტერესებული
პირი). მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და დამატებითი მასალის შესწავლისას
გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მოსაზრებების შემომტანთა აზრით, არსებულ გამოწვევებზე
რეაგირება ნულოვანი ან არასათანადოა.5
13.
გარემოს კომიტეტმა დაასრულა რიგით მეორე თემატური მოკვლევა და შეიმუშავა
წინამდებარე ანგარიში. მისი რეკომენდაციების შესრულების შედეგად:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2020 წლის ივლისში
მოწოდებული ზეპირი ინფორმაცია.
3 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N1124 განკარგულება „საქართველოს გარემოს დაცვის
მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“, მოძიებულია 12 ივნისი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/30rHg04.
4 შენიშვნა: ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 2018 წელს.
5 იხ. მე-15 წყარო.
2
8
✓ ხელი შეეწყობა მოქმედი კანონმდებლობის სწორ და ეფექტიან აღსრულებას;
✓ არსებულ გამოწვევებზე რეაგირება იქნება სწრაფი და ქმედითი;
✓ გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
✓ გაუმჯობესდება კომუნიკაცია როგორც პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს
შორის, ისე დაინტერესებულ მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
14.
გარემოს კომიტეტი მიიჩნევს, რომ ნარჩენების მართვისთვის დაწესებული
ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა შესაძლოა ვერ
მოხერხდეს ნარჩენების მართვაში არსებული სისტემური ხარვეზების გამო. აღნიშნულ
გამოწვევაზე რეაგირების მიზნით, გარემოს კომიტეტის პოზიციაა, რომ გარდა ანგარიშში
გაცემული რეკომენდაციებისა, აუცილებელია ნარჩენების მართვაში მონაწილე
სახელმწიფო უწყებებმა, ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების გარდა, უნდა
ითანამშრომლონ 4 ძირითადი რეკომენდაციის აღსრულების კუთხითაც. ესენია:
✓ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და
დანერგვა - ნარჩენების ტრანსპორტირების სწორი მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურის
გამართული ფუნქციონირება, რათა სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის
მასშტაბით;
✓ სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მართვის ხარჯების ამოღების მაჩვენებლის
გაზრდა - სახელმწიფო სუბსიდირების ჩანაცვლება სწორი სატარიფო პოლიტიკით და
ხარჯების ამოღების ზრდა „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის დაცვით;
✓ ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა - სარგებლის
მაქსიმალური ზრდა, გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ზიანის
მიუყენებლად;
✓ ნარჩენების მართვაზე ცნობიერების ამაღლება მუნიციპალურ დონეზე, განსაკუთრებით,
იმ რეგიონებში, სადაც გადასახადების ამოღების მაჩვენებელი დაბალია - ნარჩენების
მართვის ფინანსური პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს აკისრია; ამის გააზრების
გარეშე შეუძლებელი იქნება საჭირო მომსახურების გაწევა და ნარჩენების მართვის
სათანადო სისტემის ჩამოყალიბება.
9
3
სახელმწიფო მიდგომა და მართვის სისტემა
15.
საქართველოს გაცხადებული ნებაა მწვანე ეკონომიკისკენ სწრაფვა.6 ნარჩენების
მართვის ხუთსაფეხურიანი მიდგომა მწვანე ეკონომიკისა და, ზოგადად, „მწვანე
განვითარების“ (Green Growth)7 კონცეფციის განუყოფელი ნაწილია, რომლის მიხედვითაც,
ნარჩენების მართვის მეთოდებს შორის უპირატესობა ენიჭება პრევენციას. შემდეგი
პრიორიტეტებია, რიგის მიხედვით, პროდუქტის ხელმეორედ გამოყენებისთვის
მომზადება, რეციკილირება, სხვა სახის აღდგენა (მაგ., ენერგიის აღდგენა), დაბოლოს,
ნაგავსაყრელზე განთავსება, როგორც უკანასკნელი და ნაკლებად სასურველი საშუალება.8
ამ იერარქიის თანახმად, ნარჩენები არასასურველი ტვირთი კი არა, ღირებული რესურსია.9
სურათი 1 - ნარჩენების მართვის ხუთსაფეხურიანი იერარქია 3R-ზე (Reduce, Reuse, Recycle) დაყრდნობით
16.
სასურველია, ნაგავსაყრელზე განთავსდეს მხოლოდ ის ნარჩენი, რომლის
ხუთსაფეხურიან სისტემაში მოქცევაც (გადამუშავება) ვერ ხერხდება. ნარჩენების მართვა
ხორციელდება ოთხ პრინციპზე დაყრდნობით:
✓ „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი“ – მიღებული უნდა იქნას
ზომები გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
✓ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი – ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების
მფლობელი ვალდებულია, გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
✓ „სიახლოვის პრინციპი“ – ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე
ნარჩენების
დამუშავების
ობიექტზე,
გარემოსდაცვითი
და
ეკონომიკური
ეფექტიანობის გათვალისწინებით;
„მამუკა ბახტაძე: ჩვენს პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა“, საქართველოს
ახალი ამბების სააგენტო, 28 სექტემბერი 2018, მოძიებულია 10 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2Fwb43r.
7 The Organisation for Economic Co-operation and Development (OECD), What is green growth and how can it help
deliver sustainable development? მოძიებულია 1 ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/31xHB1z.
8 2008 წლის 19 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC დირექტივა ნარჩენების შესახებ,
მოძიებულია 10 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2XB9Yd3.
9 იქვე, მუხლი 4.
6
10
✓ „თვითუზრუნველყოფის პრინციპი“ – უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს
მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული
და ადეკვატური ქსელი“.10
17.
საქართველოში ფუნქციონირებს 56 ნაგავსაყრელი, რომელთაგან 54-ს (თბილისისა
და აჭარის ა/რ-ის ობიექტების გარდა) მართავს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების
მართვის კომპანია“. 2013-2019 წლებში მან 31 მუნიციპალური ნაგავსაყრელი მოაწყო.
აქედან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დაიხურა 23.11
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ობიექტები ოფიციალურია და არ მოიცავს სტიქიურ და
არაოფიციალურ ნაგავსაყრელებს.
სურათი 2 - მუნიციპალური ნაგავსაყრელების განლაგება (წყარო: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების
კომპანია“)
18.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, ქვეყანაში
არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს ნარჩენების განთავსების ახალი რეგიონული
ობიექტები ჩაანაცვლებს. ზოგიერთი მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც ქვეყნის
მთიან რეგიონში მდებარეობს, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას, რადგან ზამთარში
დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზები ნარჩენების ტრანსპორტირებას რეგიონულ
ნაგავსაყრელებზე შეუძლებელს გახდის.12
19.
ნარჩენების მართვის სახელმწიფო სისტემის ფუნქციები სახელმწიფო უწყებებს
შორის შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
✓ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში
„გარემოს დაცვის სამინისტრო“) პასუხისმგებელია შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ნარჩენების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 5, მოძიებულია 28 ივნისი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/2pUULFa.
11 შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია“ მოძიებულია 18 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2WYI7TS
10
12
იქვე.
11
წარმოება, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება მთავრობის წინაშე.
ასევე სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
გაცემა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და მათი რეგისტრაცია; ნარჩენების
პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და
რეციკლირების ხელშეწყობა; ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლი და სხვა;
დამატებით,
სამინისტროს
დაქვემდებარებაში
არსებული
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტი
საქმიანობს
უწყვეტი
გარემოსდაცვითი
პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების მიმართულებებითაც;13
✓ საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსთან ერთად) პასუხისმგებელია სამედიცინო ნარჩენების
მართვასა და კონტროლზე;
✓ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (გარემოს დაცვის
სამინისტროსთან ერთად) არეგულირებს ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის
განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა სტანდარტებს, ტრანსპორტირებისთვის
გამოსაყენებელი კონტეინერების საკითხებსა და სახიფათო ნარჩენების გადამზიდავ
სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
✓ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად)
არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებს;
✓ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
პასუხისმგებელია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელთა მოწყობაზე, მართვასა და
დახურვაზე, ასევე, დახურვის შემდგომ მოვლასა და ნარჩენების გადამტვირთავი
სადგურების მოწყობა-მართვაზე საქართველოში (თბილისის მუნიციპალიტეტისა და
აჭარის ა/რ-ის ნაგავსაყრელების გარდა);
✓ მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა მუნიციპალური ნარჩენების მართვა (შეგროვება,
ტრანსპორტირება და დამუშავება, ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთავი სადგურების
მოწყობისა და ოპერირების გარდა). აჭარის ა/რ-ისა და თბილისის ტერიტორიაზე
შესაბამისი ორგანოების (მერია) კომპეტენციას განეკუთვნება: არასახიფათო ნარჩენების
შეგროვება და ტრანსპორტირება; გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და
ოპერირება; ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება, დახურვა და შემდგომი მოვლა;
გარემოს ნარჩენებით დაბინძურების კონტროლი;
✓ მუნიციპალიტეტები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო
აკონტროლებენ სამართალდარღვევებს ნარჩენების მართვის სფეროში.
შენიშვნა: გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები, სწრაფი რეაგირების
ეკიპაჟების მეშვეობით, ახორციელებენ 24-საათიან პატრულირებას ბუნებრივი რესურსების უკანონო
მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების, გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტების
პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
13
12
4
მოკვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები
20.
თემატური მოკვლევისას გამოვლინდა ხუთი ძირითადი გამოწვევა, რომლებიც
თავის მხრივ, სხვა საკითხებსაც აერთიანებს. წლების მანძილზე ამ სფეროში
რეგულაციების არარსებობა, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი,
ადამიანური რესურსების ნაკლებობა, დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება და სხვა
ფაქტორები ქვეყანას გამოწვევების წინაშე აყენებს და საეჭვოს ხდის ნარჩენების
შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების ვადაში მიღწევას. ბოლო წლებში
გადადგმული სასიკეთო ნაბიჯების მიუხედავად, ნარჩენების მართვის სფეროში ამჟამად
არსებული მდგომარეობის ანალიზი არ იძლევა ერთმნიშვნელოვნად ოპტიმისტური
დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
21.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს გამოაქვეყნა „მყარი მუნიციპალური
ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი.“ დოკუმენტი ასახავს ამ კუთხით არსებულ
მდგომარეობას საქართველოში და განიხილავს ნარჩენების ტრანსპორტირების,
მომსახურების მოსაკრებლის, ასევე, ძველი, ახალი და სტიქიური ნაგავსაყრელების
პრობლემურ საკითხებს. საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენისას, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეფექტიანობის აუდიტით აღწერილი
პრობლემები მოკლე ვადებში არ აღმოიფხვრება და კვლავაც აქტუალურია.14 მან აღნიშნა,
რომ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ხასიათდებოდა ხარვეზებით,
რეკომენდაციათა შესრულებისთვის მზაობა კი ძალიან დაბალი ან ნულოვანი გახლდათ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა 22 რეკომენდაცია, რომელთაგან 6-ის სტატუსია
„მიმდინარე“, 1-ის - „შესრულებული“, ხოლო 15 რეკომენდაციასთან მიმართებით ვერ
მოხერხდა სტატუსზე ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი პასუხისმგებელი
უწყებებიდან.15
სატარიფო პოლიტიკა და ხარჯების ამოღება მუნიციპალიტეტებში
22.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია აწესებს მინიმალურ ეროვნულ
მაჩვენებლებს, რომელთა განხორციელებასაც ესაჭიროება სისტემის გამართული
ფუნქციონირება და შესაბამისი ფინანსური რესურსები. სტრატეგიის თანახმად,
აუცილებელია:
✓ 2019 წლისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვა;
✓ 2020 წლისთვის მუნიციპალური ნარჩენების 90%-ისა და სახიფათო ნარჩენების 50%-ის
შეგროვება;16
✓ 2020 წლისთვის სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია;
✓ 2020 წლისთვის ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის
შემუშავება, „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად;
✓ 2023 წლისთვის არსებული ოფიციალური უნებართვო ნაგავსაყრელების დახურვა;
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაპანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის
აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 27 მარტი 2019.
14
15
იგივე.
იხ. წყარო 1, მიზანი 3, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება
და დანერგვა, ამოცანა 3.3.
16
13
✓ 2025 წლისათვის ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის რეციკლირების
მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა (ქაღალდი, მინა და პლასტიკი - 50%, მეტალი 80%).
23.
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის დაწესებულია
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (ტარიფი), რომლის
ოდენობასაც მუნიციპალიტეტები ადგენენ.17 იმ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, სადაც
მომსახურება მიეწოდება, დაწესებულია ტარიფი, რომელიც თვეში ერთ სულ მოსახლეზე
0.15-დან 2.5 ლარამდე მერყეობს.18 გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმები ეკისრება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუმცა ასეთი
ჯარიმების დაკისრებაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს.19
24.
შედეგად, სატარიფო პოლიტიკის არარსებობა, რეალურ ხარჯებთან შეუსაბამო და
არაადეკვატურად დაბალი მოსაკრებელი, მისი არასრული შეგროვება და ხარჯების
ამოღების ეფექტიანი სისტემის არარსებობა გავლენას ახდენს ნარჩენების სრულყოფილად
მართვაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მინიმალური მაჩვენებლების შესრულებას
დათქმულ ვადებში. რეალური ხარჯების სრული სურათის უქონლობა, თავის მხრივ,
განაპირობებს იმას, რომ ძალიან დაბალია როგორც მოქალაქეებისთვის დაწესებული
ნარჩენების მოსაკრებელი, ასევე მისი გადახდის კოეფიციენტი.20
25.
ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ღირებულების უდიდესი ნაწილი
სუბსიდირებულია მუნიციპალიტეტების მიერ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშის თანახმად, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსაკრებელი გროვდება,
დაწესებული ტარიფები დაუსაბუთებელია და არ ითვალისწინებს დასუფთავებისთვის
საჭირო რეალურ ხარჯებს.21 ანგარიშის თანახმად, „აღნიშნული მიდგომა გამოწვეულია
იმით, რომ მუნიციპალიტეტებში არ ხდება სატარიფო სისტემის ანალიტიკური განხილვა,
ხარჯისა და შემოსავლის გაანგარიშება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა
მუნიციპალიტეტის საჭიროებისა და სერვისის სრულად მიწოდების შესაბამისი ტარიფის
განსაზღვრა“.22 აღნიშნულ დასკვნას ამყარებს საჯარო უწყებების მოსაზრებებიც,
რომლებიც დაფიქსირდა ზეპირი მოსმენების ფარგლებში. მაგალითისთვის, სატარიფო
პოლიტიკაზე საუბრისას ალვერდ ჩანქსელიანმა აღნიშნა, რომ „დღევანდელი სატარიფო
პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ რეალობას; ის ტარიფები, რომლებიც დაწესებულია
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე, ვერ პასუხობს იმ სიტუაციას,
რასაც კანონი გვკარნახობს, ანუ „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს. ნარჩენების
წარმომქმნელი ვალდებულია, გაიღოს ხარჯები. ამავდროულად, კოდექსში ჩადებულია 4
მთავარი პრინციპი, მათ შორის, მე-4 პრინციპი გვეუბნება, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების ადეკვატური სისტემა. ის არ
ლაპარაკობს მაღალ ტექნოლოგიებსა და დამუშავების ტექნიკაზე, რომელიც სხვადასხვა
ქვეყანაში სხვადასხვაა. ეს სერიოზულ ხარჯებთან არის კავშირში და კერძო სექტორი უნდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტის
ანგარიში, 2 თებერვალი 2015, გვ. 36, მოძიებულია 20 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2qcHic6.
17
18
იქვე.
იხ. წყარო 1.
იხ. წყარო 17, გვ. 33.
21 იხ. წყარო 17, გვ. 68.
22 იხ. წყარო 17, გვ. 38.
19
20
14
იყოს ჩართული. როგორც მინიმუმ, ქვეყანას უნდა გააჩნდეს ნარჩენების გატანისა და
ეკოლოგიურად განთავსების სისტემა.“23
26.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი კაპანაძის თქმით,
თბილისში მოქმედი სისტემა - კომუნალური გადასახადების ერთსა და იმავე
საიდენტიფიკაციო კოდზე დაანგარიშება - უზრუნველყოფს გადასახადის ამოღების მაღალ
დონეს. ამ თვალსაზრისით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო ბათუმშიც, თუმცა
სხვა მუნიციპალიტეტებში გადასახადის ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.24
27.
ზემოაღნიშნულის საილუსტრაციოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის,
ლევან ჯღარკავას ინფორმაციით,25 დედაქალაქში დასუფთავების ხარჯების ამოღება 93%დან 94%-მდე მერყეობს. 2018 წელს ამოღებულმა თანხამ 47 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა შპს
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ამ მომსახურებისთვის დახარჯული თანხა წელიწადში 50
მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საჭირო გახდა 3 მლნ ლარის სუბსიდირება.26 მისივე
თქმით, შემოღებული ტარიფი მოძველდა და მიმდინარეობს მუშაობა ახალ
მეთოდოლოგიაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტის
ფარგლებში.27
28.
ნარჩენების მართვისთვის დაწესებული ტარიფების არაადეკვატურობაზე საჯარო
უწყებათა ზეპირი მოსმენისას, ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის
ნარჩენების სატარიფო პოლიტიკის შემუშავების ჯგუფის ლიდერმა, არჩილ ლეჟავამ. მან
ტარიფების არსებული სისტემა შეაფასა, როგორც მოძველებული და არარელევანტური,
რომელიც ვერ უზრუნველყოფს ნარჩენების მართვაზე გაწეული ხარჯების ამოღებას და
განაპირობებს შესაბამისი სექტორის არასტაბილურობას.28
29.
დამატებით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ თემატური
მოკვლევისთვის მომზადებული დასაბუთებული მოსაზრება ხაზს უსვამს ნარჩენების
მართვის მომსახურების მოსაკრებლის შეგროვების მნიშვნელობას; ამასთანავე,
მიმოიხილავს არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი
ტარიფების არაადეკვატურობა, მოსაკრებლის დადგენის წესის არარსებობა და
მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების დაბალი მაჩვენებელი.29
30.
CENN-ის დასაბუთებული მოსაზრებიდან ჩანს, რომ USAID-ის პროგრამის
ფარგლებში — „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR)“ — შიდა
ქართლის, აჭარის ა/რ-ისა და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილია
ინფორმაცია დასუფთავების მომსახურებით მოსარგებლეთა და დაწესებული გადასახადის
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ალვერდ ჩანქსელიანი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების
მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, 12 აპრილი 2019.
24 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაპანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის
აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 27 მარტი 2019.
25 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ლევან ჯღარკავა, შპს „თბილსერვის“ ჯგუფის დირექტორი, 27 მარტი
2019.
23
26
27
იგივე.
იგივე.
დასაბუთებული მოსაზრების შემომტან პირებთან ზეპირი მოსმენა, არჩილ ლეჟავა, ნარჩენების სატარიფო
პოლიტიკის შემუშავების ჯგუფის ლიდერი, 1 მარტი 2019.
29 დასაბუთებული მოსაზრება, ა(ა)იპ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
(CENN), ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის
შემუშავება, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/32lF1xc.
28
15
გადამხდელთა რაოდენობაზე. 2016 წლის მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში
ნარჩენების მოსაკრებლის მოსახლეობიდან ამოღების მაჩვენებელი, საშუალოდ, 19%-ს არ
აღემატება,30 რაც უარყოფითად აისახება სერვისის ხარისხზე.31 ამასთანავე, საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის რამდენიმე სოფელში ჯერ კიდევ არ მიეწოდება ნარჩენების მართვის
მომსახურება, არ არის დაწესებული დასუფთავების მოსაკრებელი და, შესაბამისად, არ
გროვდება ამ მომსახურების ხარჯების დასაფარი თანხებიც.
31.
საუკეთესო მაჩვენებელი ხარჯების ამოღების კუთხით დაფიქსირდა თბილისსა და
ბათუმში, სადაც მოქმედებს ე.წ. „ბილინგის სისტემა“ და დასუფთავების მოსაკრებელი
მიბმულია ელექტროენერგიის მოხმარების გადასახადზე. ეს ადასტურებს, რომ მოქმედი
ტარიფი მოძველებულია და საჭიროა ახალი მეთოდოლოგიის წარდგენა, რომელიც
თანდათან შეამცირებს სუბსიდირების აუცილებლობას და გაზრდის კერძო სექტორის
როლს.
32.
2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს ევალებათ ნარჩენების ეფექტიანი სეპარირების
სისტემის შემოღება, რომელიც სრულად უნდა დაინერგოს 2025 წლისთვის. ნარჩენების
მართვის კოდექსისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების თანახმად,
ნარჩენების მართვის სისტემა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს
ევროპულ სტანდარტებს.
33.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2023 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძველ
მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს 8 ახალი რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტი
ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების
საცხოვრებელი პირობები.32 მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ის
გახლავთ, რომ დღემდე არ აშენებულა არც ერთი რეგიონული ნაგავსაყრელი და საჯაროდ
ხელმისაწვდომი არ არის დეტალური ინფორმაცია ნაგავსაყრელების შესახებ (კერძოდ,
რომელ მუნიციპალიტეტებს მოემსახურება ობიექტი, რა ვადებში ამოქმედდება, და
რამდენი იქნება ე.წ. „ჭიშკრის გადასახადი“). ეს საჭიროებს დროულ და ეფექტიან
რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ნარჩენების მართვის
სრულფასოვანი სისტემის დანერგვა. სტრატეგიული დოკუმენტები და ზოგადი
ინფორმაცია მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე, მათი დაფარვის არეალებით,
განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაზიარებაც.
34.
საყურადღებოა, რომ თბილისის მერის განცხადებით, ევროპის განვითარებისა და
რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გრანტით, მერია იწყებს ნარჩენების მართვის სტრატეგიის
შემუშავებას. ამისთვის EBRD-მ, დაახლოებით, 500 000 ევრო გამოყო. მის მიერ
გამოცხადებული ტენდერით შეირჩა კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს
შექმნის. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ნარჩენების მართვის
სტრატეგია „ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა
ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული
ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან
თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების ანალიზი, ხათუნა გოგალაძე.
იხ. წყარო 29.
32 მუნიციპალური ნაგავსაყრელები 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელით ჩანაცვლდება, Reginfo.ge, 24 იანვარი
2019, მოძიებულია 14 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/34yblwQ.
30
31
16
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება
საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა: არსებული მდგომარეობის
შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების
პრაქტიკასთან დაკავშირებით, ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება,
ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში
ხარვეზების აღმოჩენა. ასევე უნდა შემუშავდეს ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო
სქემები ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის “.33
35.
დასუფთავების მოსაკრებლის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შექმნის
აუცილებლობა დაადასტურა ფინანსთა სამინისტრომაც.34 ფინანსთა მინისტრის
მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ახალი მეთოდოლოგიისა და ტარიფების
დანერგვას აბრკოლებს მოსახლეობის მზაობის ნაკლებობა და დამოკიდებულება
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის მიმართ.
36.
ტარიფების დაანგარიშების სრული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია, რომელიც
მუნიციპალიტეტებმა შეიძლება საორიენტაციოდ აიღონ, CENN-ის უცხოელ ექსპერტებთან
თანამშრომლობით მომზადდა და ემყარება ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს:
ერთი და იმავე სერვისისთვის თანაბარი მოსაკრებლის დაწესება; სოციალურად დაუცველი
მოსახლეობის სუბსიდირება; საზოგადოების მონაწილეობა ტარიფების დადგენის
პროცესში; „ბილინგის სისტემის“ შემოღება; „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის
გათვალისწინება და სხვა. მეთოდოლოგიით განსაზღვრულია სამი ტიპის მოსაკრებლის
შემოღება: მოსახლეობისთვის, კომერციული, და სამრეწველო ობიექტებისთვის.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული მეთოდოლოგია წარმატებით დაინერგა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე იწყებს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკაში
დანერგვას.35
37.
ტარიფების განსაზღვრისას, პირველ რიგში აუცილებელია მყარი ნარჩენების
მომსახურების კონკრეტული სახეების დანახარჯების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე,
ტარიფების დადგენის პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს
მაქსიმალურად ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებულ
ყველა სახის დანახარჯზე. მოქალაქეები ინფორმირებული უნდა იყვნენ აღნიშნული
დანახარჯების შესახებ, რათა უკეთ აღიქვან შეთავაზებული ტარიფების ფინანსური
საფუძველი. მომსახურების პროგნოზირებული დანახარჯების დადგენა ტარიფების
განსაზღვრის პროცესის მთავარი და, ამავდროულად, რთული ამოცანაა. თუმცა,
ჩვეულებრივ, ადრე არსებული დანახარჯებისა და შემოსავლების ანალიზი წარმოადგენს
საფუძველს მომავალი დანახარჯების პროგნოზირებისათვის.36
38.
უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის მაქსიმალურად გამართული სისტემის
დანერგვა გაზრდის ამ მომსახურების არეალს ქვეყანაში და მოქალაქეებისთვის ის უფრო
ხელმისაწვდომი გახდება. პარალელურად, საჭიროა გამართული სატარიფო სისტემის
ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება იწყება - EBRD-მა 0.5 მლნ ევრო გამოყო, Business Media Georgia,
27 ნოემბერი 2019, მოძიებულია 30 ივნისი 2020, ბმულიდან https://bit.ly/3jPFAY3.
34 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 28
მარტი 2019.
35 იხ. წყარო 29.
36 დასაბუთებული მოსაზრება, ა(ა)იპ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“
(CENN), ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის
შემუშავება, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/32lF1xc.
33
17
შემუშავება, რომელიც შეამცირებს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების წილს და ხელს
შეუწყობს „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის დანერგვას. ამ სისტემის ამოქმედება
მუნიციპალიტეტების მხრიდან ე.წ. „ჭიშკრის გადასახადის“ (Gate fee) გადახდასაც
მოიცავს.37 ასევე უნდა დაინერგოს მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობის
პრინციპი, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს სტიმულს მისცემს
ნარჩენების გადამუშავებაში (რეციკლირება და აღდგენის სხვა სახეები) მეტი ინვესტიციის
ჩასადებად.38
39.
მუნიციპალიტეტები ნარჩენების შეგროვებისთვის სუბსიდიებს იღებენ და
ნარჩენების განთავსებისთვის არაფერს იხდიან.39 ნარჩენების მართვის სისტემისთვის
დაფინანსების მეთოდის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თემატური მოკვლევის
ფარგლებში გამოიკვეთა, რომ აუცილებელია დასუფთავების მოსაკრებლის გაანგარიშების
მეთოდოლოგიის დანერგვა, რომელიც სავალდებულო იქნება მუნიციპალიტეტებისთვის.
40.
აღსანიშნავია, რომ USAID/CENN-ის ნარჩენების მართვის პროგრამამ შეიმუშავა
დასუფთავების მოსაკრებლის გამოთვლის თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც
განხილულია ყველა პასუხისმგებელ სამთავრობო დაწესებულებასა და სექტორში
ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ამ მეთოდოლოგიით 18
მუნიციპალიტეტში დაანგარიშდა მოსაკრებელი, ყვარელში კი ის საკრებულომ
დაამტკიცა.40
41. 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტებმა შეიმუშაონ ახალი ტარიფები,
რეალური ხარჯებისა და სერვისების გაუმჯობესების გათვალისწინებით; შესაბამისმა
სამინისტროებმა (ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის)
დახმარება გაუწიონ მათ (მეთოდოლოგიების მიწოდებით, კონსულტაციებით,
ტრენინგებით) და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადონ წინადადებები.
42. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის 15 დეკემბრამდე
გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში მთავრობის მიერ 2016 წლის 1 აპრილის N160
დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული
სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების
შესახებ სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიზნების ადექვატურობის შეფასებისა
და ღონიძიებების განხორციელების პროგრესი მათი ამოქმედების დღიდან 2019 წლის
ბოლომდე.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის საინფორმაციო ბიულეტენი #3, ნარჩენების
მართვის ახალი სისტემა საქართველოში, ოქტომბერი 2018, მოძიებულია 30 ივნისი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/2xHbwra.
37
38
39
იქვე.
იქვე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივლისის დადგენილება №53 „ყვარლის
მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და
გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მოძიებულია 10 ივლისი 2019, ბმულიდან https://bit.ly/2XJ0dhT
40
18
ნარჩენების აღდგენის (რეციკლირება და სხვა სახეები) განვითარების
ბარიერები
43.
ნარჩენების მართვის მეთოდად მიიჩნეოდა მათი განთავსება ნაგავსაყრელზე,
თუმცა აღნიშნული მიდგომა მოძველდა და ნარჩენები განიხილება საჭირო რესურსად. ეს
ხედვა აისახა ნარჩენების მართვაზეც და, განთავსების ნაცვლად, სისტემა გადადის
რეციკლირებისა და აღდგენის სხვა მიდგომებზე. ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი
რაოდენობით ნარჩენის ნაგავსაყრელებზე განთავსება აღარ არის გამართლებული
გარემოსდაცვითი და ეკონომიკური თვალსაზრისით.
44.
ნარჩენების აღდგენის (რეციკლირება და აღდგენის სხვა სახეები) განვითარების
აუცილებლობა და ამ კუთხით არსებული ბარიერები ასახულია დასაბუთებულ
მოსაზრებებშიც, რომლებიც გარემოს კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა
თემატური მოკვლევის ფარგლებში მიიღო. ამ მოსაზრებებში საყურადღებოა სამი
ძირითადი საკითხი (ა) „მეორეული ნედლეულის“ ტერმინის განმარტება და
კოდიფიცირების საჭიროება, (ბ) „მეორეული მატერიალური ნედლეულის“ დაბეგვრის
წესები და (გ) რეციკლირების საკანონმდებლო ბარიერები.41
45.
რევაზ ფოფხაძე დასაბუთებულ მოსაზრებაში ხაზს უსვამს მუნიციპალური
ნარჩენების ყოველწლიურ ზრდას საქართველოში და სეპარაციისა და რეციკლირების
აუცილებლობას. მისი თქმით, საჭიროა ნედლეულად გამოსადეგი მასის გამოყოფა
ნარჩენებიდან და რეციკლირება, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ნარჩენების რაოდენობას
ნაგავსაყრელებზე.42 ამ მოსაზრებაში ასახული საკითხებიდან გარემოს კომიტეტისთვის
განსაკუთრებით საინტერესოა გამოუყენებელი სამშენებლო მასალის დაბრუნება
მწარმოებლისთვის, შემდგომი რეციკლირების მიზნით.
46.
საყურადღებოა, რომ საქართველოში ერთადერთი სამშენებლო ნაგავსაყრელი 2010
წლიდან მოქმედებს, თუმცა ობიექტი არაოფიციალურია და ნაგავსაყრელის სტატუსი არ
აქვს. აღნიშნული ნაგავსაყრელი ე.წ. „მიწის ამოვსების პრინციპით“ ფუნქციონირებს, რაც
ნიშნავს, რომ ნებადართულია ინერტული ნარჩენებით ამოვსება. საჯარო უწყებების
ზეპირი მოსმენისას, შპს „თბილსერვის“ ჯგუფის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განმარტა,
რომ ნაგავსაყრელისთვის ლოკაცია არასწორად შეირჩა, რადგან ტერიტორია ხასიათდება
ძლიერი ქარით.43 ფაქტია, რომ სამშენებლო ნაგავსაყრელების არარსებობა ერთ-ერთი
საკვანძო საკითხია, თუმცა ცალკე კვლევის საგანია, რამდენად არის საქართველო მზად ამ
კუთხით მუშაობის დაწყებისთვის.
47.
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენისას თამარ შარაშიძემ დააზუსტა, რომ
ყოველდღიურად მზარდი მშენებლობების ფონზე, ერთი „სამშენებლო ნაგავსაყრელი“
საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ არსებობს გეგმა, რომლის თანახმად,
მოხდება დამატებითი ლოკაციების იდენტიფიცირება და გამოყოფა შესაბამისი
ნაგავსაყრელების მოსაწყობად, რომელთა საკანონმდებლო მოთხოვნებისა და
შენიშვნა: ტერმინები „მეორეული ნედლეული“ და „მეორეული მატერიალური ნედლეული“ გამოყენებულია
ზეპირი მოსმენებისას, 12 აპრილი 2019.
42 დასაბუთებული მოსაზრება, შპს „TIRE GREEN“, საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში
არსებული მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/2JSozvA.
43 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ლევან ჯღარკავა, შპს „თბილსერვის“ ჯგუფის დირექტორი, 27 მარტი
2019.
41
19
საერთაშორისო
სტანდარტების
კომპეტენციაში მოექცევა.44
შესაბამისად
ექსპლუატაცია
მწარმოებლების
48.
ნარჩენების აღდგენის საკითხსა და არსებულ ბარიერებს ეხება აკაკი ფანჩულიძის
დასაბუთებული მოსაზრება.45 დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია ნარჩენების
დამუშავებით მიღებული მეორადი ნედლეულის ეკონომიკურ ციკლში ინტეგრირება და
ნარჩენების ბაზრის განვითარება. ამ მიმართულებით, მოსაზრების ავტორი მიიჩნევს, რომ
სასურველია სათანადო კლასიფიკატორის შექმნა მეორადი რესურსისთვის, რომელიც
რეციკლირებით მიიღება. ეს ეკონომიკურ აგენტს მისცემს მისი დარეგისტრირების
შესაძლებლობას.46
49.
ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, ზეპირ მოსმენაზე საყურადღებო
ფაქტები მოიყვანა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“
აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, პავლე ცაგარეიშვილმა. მისი განცხადებით,
რეციკლირებადი ნარჩენის გადამუშავება ბიზნესისთვის მაშინ არის მომგებიანი, თუ ის
იაფია. არის მაგალითები, როდესაც გადამამუშავებელი საწარმო დაიხურა ნარჩენების
სიძვირისა და არარენტაბელურობის გამო. „თუ ნარჩენებს პროდუქტად თვლი და მეწარმეს
დღგ-ს ახდევინებ, ეს სერიოზული ბარიერია ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის
განვითარებისთვის. აუცილებელია იმაზე დაფიქრება, რომ გამარტივდეს ნარჩენების
შეგროვებისა და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის მიწოდების პროცედურები და
წესები.“47
50.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის აზრით,
მეორადი ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქციაზე შესაძლებელია გარკვეული
ფინანსური შეღავათების დაწესება, მაგრამ კონკრეტული წინადადებების განხილვისა და
ანალიზის გარეშე, შეუძლებელი იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება. „როდესაც
ლაპარაკია მეწარმეების მიერ ჩამოწერილი პროდუქციის განადგურებაზე, ეს თვითმიზანი
არ არის. მთავარია დადასტურება, რომ ეს პროდუქცია არ გაიყიდება და ბაზარზე
განმეორებით არ მოხვდება. უნდა იყოს განსხვავება რეალურად გასაყიდ პროდუქციასა და
ნარჩენს შორის. ეს განსხვავებები საკმაოდ მკაფიოდ იქნება გასაწერი.“48
51.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის,
გრიგოლ კაციას ინფორმაციით, რეგიონებში ნარჩენების სეპარირებისა და შემდგომი
გადამუშავების ხელშესაწყობად, საპილოტე პროექტებისთვის რამდენიმე ქალაქი შეირჩა.
მათთვის მოხდება სპეციალური სეპარირებული ურნების და ტექნიკის შეძენა.
განხორციელდა იმ კომპანიების ინვენტარიზაცია, სადაც გადამუშავდება ნარჩენები,
მაგალითად პლასტიკი, რაც შემდეგ ქვეყნიდან გააქვთ. მუნიციპალიტეტთა მიერ
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, თამარ შარაშიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის
მოადგილე, 28 მარტი 2019.
45 დასაბუთებული მოსაზრება, აკაკი ფანჩულიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები,
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა, პოზიცია N2, ხელმისაწვდომია ბმულიდან
https://bit.ly/2JDxwtY.
44
46
იქვე.
დასაბუთებული მოსაზრებების შემომტან პირებთან ზეპირი მოსმენა, პავლე ცაგარეიშვილი, საქართველოს
მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 1 მარტი 2019.
48 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 28
მარტი 2019.
47
20
მოწოდებული ინფორმაციის პირველადი შეფასებით, 20 მილიონ ლარამდეა საჭირო
დამატებით ტექნიკის შესაძენად.49
52.
CENN-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მუნიციპალური მყარი ნარჩენების
ფიზიკური შემადგენლობა სხვადასხვა ფაქტორისა და რეგიონების მიხედვით იცვლება.50
კვლევა ნათლად წარმოაჩენს ნარჩენების შემადგენლობის შეფასების მნიშვნელობას
ნარჩენების ნაკადში აღდგენადი მასალების მოცულობის განსაზღვრაში, რათა ამის
მიხედვით დადგინდეს ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების პროგრამების
ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობა. ნარჩენების შემადგენლობის შეფასება ასევე
მნიშვნელოვანია ნაგავსაყრელზე განთავსებამდე დასამუშავებელი ბიოდეგრადირებადი
მასალის ოდენობის დადგენის მხრივაც.
53.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად,
რეციკლირებადი მუნიციპალური ნარჩენების ბაზარზე საქართველოში წარმოდგენილია
ოთხი კომპონენტი: ქაღალდი, პლასტიკი, მეტალი და მინა.51 საყურადღებოა, რომ
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
მონაცემთა
მიხედვით,
წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების
აქტივობები საქმიანობის სახეების მიხედვით ერთ კატეგორიად არის დაჯგუფებული.
ამასთან, 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, 756 დარეგისტრირებული
ბიზნესსუბიექტიდან აქტიურია მხოლოდ 149.52
54.
თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში ასახული
მონაცემებით, „საქართველოში მცირეა მუნიციპალური ნარჩენებისა და მისი
კომპონენტების წარმოქმნის პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და
აღდგენის პროგრამების რაოდენობა. ვინაიდან ამ პროცესებში ჩართულ კომპანიებს არ
ევალებოდათ საქმიანობაზე ანგარიშების წარდგენა, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაც
საკმაოდ მწირია“.53 დამატებით, „ნარჩენების ხელახალი გამოყენება დედაქალაქში,
ძირითადად, ბოთლებითა და ალუმინის ტარით შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ
თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში არსებობს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და
ალუმინის რეციკლირების ობიექტები, მონაცემები ამ ობიექტების მიერ რეციკლირებული
ნარჩენების რაოდენობაზე არ მოიპოვება“.54
55.
უმთავრესი ბარიერი, რომელიც უკავშირდება რეციკლირებისა და აღდგენის სხვა
სახეებს, არის ნარჩენების სეპარაცია. სტენდები განთავსებულია დედაქალაქში. მათი
საშუალებით შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირებას და წინასწარ დამუშავებას
უზრუნველყოფს კერძო კომპანია, რომელიც ნარჩენ ქაღალდსა და მინას აწვდის
საქართველოში მოქმედ გადამამუშავებელ საწარმოებს, ხოლო ალუმინი და პეტ ბოთლების
ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის გადასამუშავებლად.55
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გრიგოლ კაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით.
50 იხ. წყარო 29.
51 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა, 3 აპრილი 2019, მოძიებულია 30 ივნისი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2YP4gFJ.
52 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს რეგისტრი საქმიანობის სახეების მიხედვით, 1
ივნისი 2019, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2XXC2LT.
53 იხ. წყარო 51.
49
54
55
იქვე.
იქვე.
21
სურათი 3 - ნარჩენების დახარისხების სტენდები თბილისსა და ბათუმში, 2019 წლის 20 ივლისის
მდგომარეობით (წყარო: https://bit.ly/2LN7eqE)
56.
საყურადღებოა, რომ სეპარაციის ყუთების განთავსების მიუხედავად, პრობლემად
რჩება მოსახლეობის ჩართულობა; კვლავ მთავარი გამოწვევაა საზოგადოების თითქმის
ნულოვანი აქტიურობა და ცნობიერების დაბალი დონე.56 მოკვლევის ჯგუფი დაინტერესდა
შემდეგი საკითხით: მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს გადამამუშავებელი
ქარხანა და სეპარირებული ნარჩენი გადამუშავდება მცირე ზომის (კუსტარული მეთოდით
მომუშავე) საწარმოებში, ის დასაწყობდება, თუ ისევ ერთ ნაგავსაყრელზე განთავსდება.
57.
თემატური მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული სამაგიდო კვლევა
ცხადყოფს, რომ სეპარირებული ნარჩენები კვლავ ერთად იყრება. ეს არა მხოლოდ
ფინანსური და ადამიანური რესურსების არაეფექტიანი ხარჯვაა, არამედ კერძო
ინიციატივებსაც დამატებით ბარიერებს უქმნის. მარნეულის ორგანული ნარჩენების
გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის, ირაკლი მაჭავარიანის თქმით, დასუფთავების
სამსახურისგან მიღებულ ნარჩენებს ქარხანაშივე ახარისხებდნენ სპეციალურად ამ
საქმისთვის დაქირავებული მუშები.57
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, თამარ შარაშიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის
მოადგილე, 28 მარტი 2019.
57 „როგორ ვმართავთ ნარჩენებს“, ზურაბ ვარდიაშვილი, ეკა მაღალდაძე, 31 იანვარი 2017, მოძიებულია 15
ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2YxYH2x.
56
22
„ეს ძალიან რთული შრომაა, რადგან შერევის შემთხვევაში ვერ მივიღებთ პროდუქტს. ჩვენ
ვამზადებდით ორგანულ სასუქს, ბიოდანამატების გარეშე. ქარხანა, ფაქტობრივად,
მინიმალურად იყო დატვირთული, მაქსიმუმ, 10%-ით. ორგანული ნარჩენების
გადამუშავებას დიდი პოტენციალი აქვს, თუ სეპარირებული შეგროვების სისტემა
იმუშავებს, მაგრამ ქარხანა მთლიანად სუბსიდირებულია მარნეულის გამგეობის
მხრიდან. დამოუკიდებლად, ის წამგებიანი ბიზნესია.”
ირაკლი მაჭავარიანი
მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი
58.
სამშენებლო ნარჩენების პარალელურად, მნიშვნელოვანია საბურავებისა და
ელექტრონული მოწყობილობების (ტელევიზორი, ელემენტები, მაგნიტოფონები,
მაცივრები, მობილური ტელეფონები და სხვა) ნარჩენების საკითხი. ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად, „საბურავებისა
და ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვებისა და
გადამუშავების სიმძლავრე მცირეა, თუმცა მის მიმართ ინტერესი - დიდი.“58
ამავდროულად, დიდია კერძო სექტორის ინტერესი ამ სფეროს მიმართ, რაზეც მიუთითებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაახლოებით 100-მდე
კომპანიისთვის გაცემული ნებართვა სხვადასხვა ნარჩენების გადამუშავებაზე და
ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირების საქმიანობაზე რეგისტრირებული 100-მდე
კომპანია.59
59.
ამჟამად არასახიფათო ნარჩენების რეციკლირებაში საქართველოს მასშტაბით
ჩართულია 19 კომპანია. ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად, პირველადი ბაზრების
მდგომარეობა ასეთია:
✓ „ქაღალდის
სეპარირებული
შეგროვება
და
რეციკლირება:
საქართველოში
რეციკლირების ეს სექტორი ყველაზე აქტიურია. მასში ჩართულია რამდენიმე კომპანია.
საერთაშორისო ბაზრებზე, რეციკლირებული ქაღალდის მაღალი ფასის გამო მისი
ნაწილი გადის ექსპორტზე. ქართული კომპანიები ძირითადად აწარმოებენ შესაფუთ
მუყაოს და ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდს;
✓ პლასტიკი - ნარჩენი პლასტიკის ბაზარი საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე
კომპანიით, რომლებიც აღნიშნულ ნარჩენს იყენებენ კონტეინერების, საყოფაცხოვრებო
ნივთების, შუალედური რეციკლირებული ნედლეულისა (პლასტმასის გრანულების, და
სხვ.) და პარკების დასამზადებლად. საქართველოში ასევე არსებობს კომპანიები,
რომლებიც ახორციელებენ პლასტიკის ნარჩენების, განსაკუთრებით, პლასტმასის
ბოთლების, ექსპორტს თურქეთში, უკრაინასა და ირანში;
✓ მეტალის რეციკლირება - საქართველოში ალუმინისა და ლითონის რეციკლირებას
ახორციელებს რამდენიმე კომპანია. მიღებული მასალით მზადდება ალუმინისა და
ლითონის სხმულები, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა, 3 აპრილი 2019, მოძიებულია 30 ივნისი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2YP4gFJ.
59 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ალვერდ ჩანქსელიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, 4
აპრილი 2019.
58
23
დასამზადებლად. მეტალის შეგროვებას მისი მაღალი ღირებულება უწყობს ხელს,
შესაბამისად, საქართველოს ნაგავსაყრელებზე ასეთი ნარჩენი ძალიან მცირე
რაოდენობით ხვდება.
✓ მინის რეციკლირება - მინის წარმოებისა და რეციკლირების საქართველოს ბაზარი
წარმოდგენილია ერთი კომპანიით (შპს „კერე“). იგი წარმოადგენს თურქული კომპანიის
„Şişecam მინის ტარის ჯგუფის“ ქართულ ფილიალს, რომელიც მინის ტარის წარმოების
დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა“.60
60.
საქართველოს მთავრობამ, ფინანსთა და სხვა დაინტერესებული სამინისტროების,
ასევე, გარემოს კომიტეტის ჩართულობით, 2022 წლისთვის პარლამენტის შესაბამის
კომიტეტებში
წარადგინოს
ნარჩენების
პრევენციასა
და
რეციკლირებასთან
დაკავშირებული დაბეგვრის წესები და საგადასახადო შეღავათები.
61.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 1 ივნისამდე გარემოს
კომიტეტს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია სეპარირებული მუნიციპალური
ნარჩენების შემდგომი მართვის შესახებ.
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ნაკლოვანებები
62. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური, მათ შორის,
საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვება და ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის
პასუხისმგებლობაა.61 ნარჩენების შეგროვების მომსახურებას უმეტესწილად საჯარო
ოპერატორები ახორციელებენ, რომლებშიც სახელმწიფოს წილი 100%-ია. კერძო სექტორიც
გარკვეულწილად ჩართულია ნარჩენების მართვის სფეროში, თუმცა საჯარო-კერძო
პარტნიორობის (Public-Private Partnership) პოლიტიკა ნათლად ჩამოყალიბებული არ
არის.62
63.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, პავლე ჩუბინიძის დასაბუთებული მოსაზრება
ხაზს უსვამს მუნიციპალიტეტთა მიერ ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და
გადამამუშავებელ საწარმოებთან თანამშრომლობის საჭიროებას.63 საყურადღებოა, რომ
მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის
უმნიშვნელოვანესია მისი ერთ-ერთი მთავარი რგოლის, ნარჩენების გატანის სისტემის
ოპტიმიზაცია. ამ მიმართულებით, მიმდინარეობს და დაგეგმილია პროექტები სხვადასხვა
დონორთან თანამშრომლობით, თუმცა საკითხი საჭიროებს თანმიმდევრულ სამომავლო
ქმედებებსაც.
64.
ნარჩენები, ძირითადად, დიდ ქალაქებში გროვდება და შეგროვება-გატანის
მომსახურება არ მოიცავს მცირე ზომის ქალაქებისა და სასოფლო დასახლებების
უმეტესობას.64
იხ. წყარო 51.
იხ. წყარო 10.
62 იხ. წყარო 1.
63
დასაბუთებული მოსაზრება, პავლე ჩუბინიძე, მუნიციპალური
მდგომარეობა, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/2LW1ife.
64 იხ.წყარო 3, გვ. 59.
60
61
ნარჩენების სფეროში არსებული
24
65.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო
თანდილაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია, ნარჩენების
შეგროვება-გატანის დაფარვის არეალები საკმაოდ გაიზარდა და, კონტეინერული თუ არა,
ზარის სისტემა მაინც თითქმის ყველგან მოქმედებს, მით უმეტეს, მცირე ზომის ქალაქებში.
სურათი 4 - ნარჩენების მართვის სისტემის საშუალო ხარჯები (წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
დასკვნა)
66.
ნარჩენების მართვაში ჩართული სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, 2015
წლიდან დღემდე სიტუაცია ნარჩენების მართვის მხრივ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,
თუმცა გარკვეული მონაცემების მოძიება ვერ ხერხდება.65
67.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად,
ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეგროვებაგატანის პროცესი ნარჩენების მართვის სისტემის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია.
შესაბამისად, მისი გამართულად ფუნქციონირება დიდ გავლენას ახდენს სისტემის საერთო
ხარჯის შემცირებაზე.66
68.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ნარჩენების შეგროვებაგატანის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რამდენიმე საკვანძო კომპონენტის
გათვალისწინება, კერძოდ:
✓ მიზნის განსაზღვრა;
✓ ინფორმაციის მოპოვება ნარჩენების რაოდენობასა და ტიპებზე;
✓ კერძო და საჯარო სექტორებს შორის როლების განსაზღვრა;
✓ კონტეინერებისა და მანქანების საკითხი;
✓ შეგროვება-გატანის სიხშირე;
✓ მარშრუტი და განრიგი.
შენიშვნა: მაგ.: მონაცემები საქართველოში წელიწადში წარმოქმნილი ნარჩენების საერთო რაოდენობის
შესახებ და სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობის შესახებ.
66 იხ. წყარო 17, გვ. 17.
65
25
69.
პირველ რიგში, აუცილებელია განისაზღვროს მისაღწევი მიზნები, შემდგომი
სრულყოფისთვის კი საჭიროა მათი რეგულარული განხილვა და შესაბამისი ცვლილებების
შეტანა.67
70.
ნარჩენების მოსალოდნელ ოდენობაზე სანდო ინფორმაციის გარეშე, შეუძლებელია
გადაწყვეტილების მიღება საჭირო ტექნიკის, არეალის, ობიექტებისა და პერსონალის
განაწილების შესახებ. შესაბამისად, ინფორმაციის მოპოვება ნარჩენების რაოდენობასა და
ტიპებზე მათი მდგრადი მართვის განუყოფელი ნაწილია.
71.
საყურადღებოა
ნარჩენების
შეგროვება-გატანისთვის
საჭირო
ტექნიკის
მობილიზების საკითხიც. ამ კომპონენტისთვის განმსაზღვრელია ზუსტი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა ნარჩენების ოდენობასა და შემადგენლობაზე. კონტეინერები და
მანქანები ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელსაც ზეპირი მოსმენებისას სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი შეეხო. მისი თქმით, ტექნიკის სწორად განაწილება
და განახლება დამატებით შესწავლასა და ყურადღებას საჭიროებს როგორც ფინანსური
რესურსების დაზოგვის, ისე გარემოსდაცვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე.68
72.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, შეგროვებისა და გატანის
სიხშირე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალაქის კლიმატსა და საზოგადოებაზე.
ნარჩენების შეგროვება-გატანის სიხშირის განსაზღვრას, მხედველობაში მიღებულ უნდა
იქნეს შემდეგი ფაქტორები როგორიცაა ხარჯის შეფასება, მომხმარებლის მოლოდინი,
ტერიტორიის მახასიათებლები, სადაც განთავსებულია ნარჩენები და ა.შ. „გარდა ამისა,
სეზონური ცვლილებების გავლენამ ნარჩენების წარმოქმნაზე შესაძლოა, აუცილებელი
გახადოს მარშრუტის შემცირება ნარჩენების წარმოქმნის კლების პერიოდში (ზამთარში) და
მარშრუტის მომატება ნარჩენების წარმოქმნის მატების პერიოდში (ზაფხულში).“69
73.
ნარჩენების შეგროვება-გატანის ხარჯი მართვის სისტემის, დაახლოებით, 40-60%-ს
შეადგენს. შესაბამისად, ყველაზე დიდი დანაზოგის გაკეთება შეიძლება მარშრუტისა და
განრიგის სწორად შედგენით. არსებობს მრავალი სტრატეგია და ტექნიკა მყარი ნარჩენების
ლოჯისტიკის სისტემის გამართულად მუშაობისთვის.70
74. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის
N159 დადგენილება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომლის პირველ დანართში
დეტალურად არის გაწერილი ნარჩენების შეგროვება-გატანის ყველა ასპექტი.
75.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა, საჭიროებისამებრ, გადახედონ
ნარჩენების გატანა-შეგროვების სისტემას და განახორციელონ მისი ოპტიმიზაცია. ეს,
თავის მხრივ, გააუმჯობესებს სისტემის ეფექტიანობას, დაზოგავს ადამიანურ და ფინანსურ
რესურსებს და დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. ანგარიში ამ რეკომენდაციის
United States Environment Protection Agency (EPA); Decision Maker’s Guide to Solid Waste Management Volume II;
გვ. 4-5; მოძიებულია 20 აგვისტო 2020 ბმულიდან https://bit.ly/3igSvSd.
68 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ლევან ჯღარკავა, შპს „თბილსერვის“ ჯგუფის დირექტორი, 27 მარტი
2019.
69 იხ. წყარო 17, გვ. 18.
70 იხ. წყარო 17, გვ. 19.
67
26
შესრულების პროგრესზე შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებამ/მუნიციპალიტეტმა 2021
წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს გარემოს კომიტეტს.
76.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გაითვალისწინონ
ნარჩენების შესაგროვებელი და გასატანი ტექნიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები
და, საჭიროებისამებრ, განაახლონ ან/და შეიძინონ ეს საშუალებები; ამ რეკომენდაციის
შესრულების პროგრესი გარემოს კომიტეტს აცნობონ 2020 წლის 1 ნოემბრამდე.
ოფიციალური და სტიქიური ნაგავსაყრელები
77.
მოკვლევის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები ცალკე არ
გამოყოფს ოფიციალურ და სტიქიურ ნაგავსაყრელებს, თუმცა მათში ასახული გამოწვევები,
თავის მხრივ, წარმოქმნის ე.წ. სტიქიური ნაგავსაყრელებს, რომლებსაც დროთა
განმავლობაში აყალიბებს მოსახლეობა სერვისების მიუწოდებლობის გამო. დამატებით
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენისას ნაგავსაყრელების საკითხი
არაერთხელ გაჟღერდა.
სურათი 5 - ლილოს ნაგავსაყრელი (ფოტო: აფციაური, 2017 წლის 1 მარტი)
78.
სტიქიური ნაგავსაყრელების საკითხი მუნიციპალიტეტების კომპეტენციას
განეკუთვნება. 2016-2030 სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის დაგეგმილია სტიქიური
ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია.71 საჯარო უწყებათა ზეპირი მოსმენისას გიორგი
შუხოშვილმა ისაუბრა ამ კუთხით არსებულ პროგრესსა თუ გამოწვევებზე და აღნიშნა:
71
იხ. წყარო 1, ამოცანა 4.3.
27
„მუნიციპალიტეტები აქტიურად ახდენენ სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავებას, ეს
ჩვენთან კოორდინაციით ხდება. აქტიურობის მხრივ, გამოვყოფდი კახეთს.“72
79.
დამატებით, გიორგი შუხოშვილმა აღნიშნა, რომ 2015-დან 2019 წლამდე
მუნიციპალიტეტთა ტექნიკური შესაძლებლობები გაუმჯობესდა - მათ გადაეცათ 157
ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი სპეცტექნიკა და 21 ათასი ურნა, რამაც
საგრძნობლად გაზარდა შეგროვების არეალი.73
80.
ზემოხსენებული წინსვლის მიუხედავად, ნარჩენების მართვის სტრატეგიის
მიხედვით, ნარჩენების შეგროვების მომსახურება არ მოიცავს სასოფლო დასახლებებს.
გარდა ამისა, არსებული ნაგავსაყრელები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ შეესაბამება
საერთაშორისო
სტანდარტებს.
ქვეყანაში
არსებობს
უნებართვო
და
ე.წ.
არაკონტროლირებადი სტიქიური ნაგავსაყრელები.74
81.
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს დამტკიცებული აქვს ნარჩენების მართვის
5-წლიანი გეგმა, თუმცა რიგ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს სერვისი არ მიეწოდებათ.
შესაბამისად, მოსახლეობა იძულებულია, თავად შეარჩიოს ლოკაცია და გადაყაროს
ნარჩენები, რაც იწვევს სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნას.75
82.
საქართველოში თითქმის ყველა დასახლებაშია ერთი ან მეტი სტიქიური
ნაგავსაყრელი და ამ ობიექტებზე ნიადაგი უმეტესად დაბინძურებულია. არ ჩატარებულა
ისტორიულად დაბინძურებული ადგილების სრული ინვენტარიზაცია. ასევე, მცირე
გამონაკლისების გარდა, არ არის შეფასებული რისკები და არ შემუშავებულა რემედიაციის
გეგმები.76 განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია რეგიონებში, სადაც, მოსახლეობის
პროტესტის მიუხედავად, ნაგავსაყრელები მჭიდროდ დასახლებულ უბნებთან ახლოს
მდებარეობს.77
83.
2020 წლის ივლისის მონაცემებით, ვითარება ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით
მნიშვნელოვნად შეიცვალა. 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიის მფლობელობაშია, აქედან 31 მოქმედია და 23 - დახურული. მოქმედ ობიექტებზე
ათავსებენ მყარ, არასახიფათო ნარჩენებს, რომელთა რაოდენობა სისტემატურად
განისაზღვრება. ნაგავსაყრელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თითოეული
მათგანისთვის შემუშავებულია შესაბამისობის გეგმები. გარდა ამისა, კომპანიას
დაგეგმილი აქვს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა, რომელიც სრულად
დააკმაყოფილებს სტანდარტებს.78
84.
აქვე აღსანიშნავია სამშენებლო ნარჩენების განთავსების სირთულეები. სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის დასკვნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერიტორიის
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი შუხოშვილი, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიის“ დირექტორი, 27 მარტი 2019.
73 იგივე.
74 იხ. წყარო 1.
75 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაპანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის
აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 27 მარტი 2019.
76 იხ. წყარო 1.
77 „პრობლემური ნაგავსაყრელები“, ილია კილაძე, პირველი არხი, 29 იანვარი 2018, მოძიებულია 15 ივლისი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2XXspOh.
78 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 2020 წლის 20 ივლისს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია.
72
28
გამოყოფა სტიქიური სამშენებლო ნარჩენებისთვის. სახელმწიფო სტრუქტურები არ
ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ სამშენებლო მასალებისთვის სპეციალური
ნაგავსაყრელი არ არსებობს და მათი მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე განთავსებაც
აკრძალულია. ეს რთულ მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომელიც იძულებულია,
ჯარიმის მიღების რისკქვეშ განათავსოს სამშენებლო ნარჩენები.79
85.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
ამჟამად მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალული არ
არის. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია არსებულ ნაგავსაყრელებზე ათავსებს
არასახიფათო სამშენებლო ნარჩენებს, შემდგომ ოპერირების პროცესში გამოყენების
მიზნით (ნარჩენების გადაფარვა).80
86.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური
ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალვერდ ჩანქსელიანის
ინფორმაციით, „თბილისში გამოყოფილია ადგილი (ხევი) სამშენებლო ნარჩენების
განსათავსებლად, რომელზეც, გარკვეული ფინანსური რესურსის დახარჯვის შემთხვევაში
(დაახლოებით 4 მილიონი ლარი), მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა (წყალგამტარი მილი,
შენობა-ნაგებობა, შემოღობვა, განათება, საკონტროლო სისტემები) და მისი რესურსი
გაიზრდება, დაახლოებით, 10 წლით, რითაც ამ ტერიტორიაზე, გარემოსა და ადამიანის
ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდება“.
87.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის
მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე სტიქიური
ნაგავსაყრელი (მუნიციპალური და სამშენებლო), რომლებიც არ არის დახურული ან
რეაბილიტირებული.81 მათ შორის ყველაზე მასშტაბურია:
✓
✓
✓
✓
✓
✓
✓
✓
„ბელიაშვილისა და ფეიქრების ქუჩებზე, მდ. მტკვრის სანაპიროზე;
აეროპორტთან ახლომდებარე გარდაბნის ავტობანზე;
გლდანის ხიდებთან;
თბილისი მოლის უკან, დიღმის საცდელი სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა;
ლისის ტბასთან მდებარე გმაინერის ქუჩაზე;
112-თან ახლომდებარე მაჭავარიანის ქუჩაზე;
მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, ნოზაძის ქუჩაზე;
თბილისის ზღვასთან ახლომდებარე, Hualing Group-ის ტერიტორიაზე.“82
88.
აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს
სტიქიური ნაგავსაყრელების არა
მხოლოდ დასუფთავებასა და დახურვაზე, არამედ წარმოქმნის პრევენციაზეც. ამ
თვალსაზრისით, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების თანმიმდევრულად,
კოორდინირებულად და მჭიდრო კომუნიკაციითა განხორციელება იმ სახელმწიფო
უწყებებს შორის, რომელთა უშუალო კომპეტენციასაც განეკუთვნება ნარჩენების მართვა.
89.
დამატებით აღსანიშნავია, რომ მიუხედევად მაღალი ჯარიმებისა, სტიქიური
ნაგავსაყრელების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა 2012-2014 წლებში არ
გაუმჯობესებულა.83 ეს მიუთითებს, რომ დასახვეწია მონიტორინგის სისტემა,
იხ. წყარო 17, გვ. 63.
იხ. წყარო 78.
81 იხ., წყარო 51.
82 იგივე.
83 იხ., წყარო 17, გვ. 62.
79
80
29
განსაკუთრებით,
განთავსდება.
ისეთ
მიდამოებში,
სადაც
ნარჩენები
ხშირად
არამიზნობრივად
90.
აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა
განახორციელონ არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია და
აღნიშნულზე ინფორმაცია კომიტეტს წარუდგინონ 2022 წლის 1 ივნისამდე.
91.
აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი ზომები
მიიღონ ნარჩენებისგან დასუფთავებული ადგილების რეაბილიტაციისათვის და
თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. ამ ღონისძიებების განხორციელებაზე
ინფორმაცია აჭარის ა/რ-ში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა
2020 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინონ გარემოს კომიტეტს.
მუნიციპალიტეტების საჭიროებები
92.
ზოგადად, ნარჩენების მართვის სისტემაში არაერთი ხარვეზი არსებობს,
განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებს, თუმცა
წინამდებარე ანგარიში ასახავს იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც თემატური
მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა.
93.
გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებას, რომ
აუცილებელია მუნიციპალიტეტებმა მიიღონ ზომები ნარჩენებისაგან დასუფთავებული
ადგილების რეაბილიტაციის კუთხით და თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. ამ
პროცესში მონაწილეობა უნდა დაევალოთ როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე გარემოს
დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს.
აღნიშნული
უწყებების
როლი,
ხელმძღვანელობის
თვალსაზრისით,
ძალიან
84
მნიშვნელოვანია სტიქიური ნაგავსაყრელების აღმოფხვრისა და პრევენციისათვის.
94. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო
თანდილაშვილის აზრით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში მომზადდა 2015 წელს და არ
ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. კერძოდ, გამომდინარე „ნარჩენების მართვის
კოდექსიდან“: „მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება
მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება არ არის."
შესაბამისად, „სრულად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა ეს საკითხი და
საკანონმდებლო კუთხით დარეგულირებულია. ამასთან, იმიტომ დაადგინა კოდექსმა
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების ვალდებულება, რომ ასევე
გეგმებში გაწერილიყო სტიქიურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული საკითხები,
მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება და დასუფთავების შესახებ გაწერილიყო
კონკრეტული ღონისძიებები, ვადების მითითებით.“
95.
ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან ერთად უნდა აღინიშნოს თემატური მოკვლევის
ფარგლებში გამოვლენილი სხვა გამოწვევები და მუნიციპალიტეტთა საჭიროებები.
კერძოდ, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენისას გამოიკვეთა სამი ძირითადი გამოწვევა:
84
იხ. წყარო 17, გვ. 56.
30
ფინანსური რესურსების ნაკლებობა, არასაკმარისი ტექნიკა და ოფიციალური სამშენებლო
ნაგავსაყრელის არარსებობა.85
96.
დამატებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს საჯარო
სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერებას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ
დონეზე.86 თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა
და
ზეპირი
მოსმენების
გათვალისწინებით,
განსაკუთრებით
საყურადღებოა
მუნიციპალიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერება. ნარჩენების მართვის სტრატეგიის
თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში, „მუნიციპალიტეტებმა შესაძლებელია სრული
პასუხისმგებლობა აიღონ მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე. ამასთანავე, მათ
შეუძლიათ, შექმნან და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი
სისტემა. ასეთი მოწყობა კარგად არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.“87
97.
ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტთა მიერ
ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმების შემუშავებას და მათ შეთანხმებას გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.88 გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 60-მდე მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის
გეგმა შემუშავებული აქვს, თუმცა მუნიციპალიტეტებში აშკარად შეინიშნება დაგეგმვის
შესაძლებლობათა ნაკლებობა. ამ მხრივ, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა
მაღალმთიან რეგიონებშია.89
98.
2020 წლის აგვისტოში გარემოს კომიტეტმა სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა 63
მუნიციპალიტეტს და 40 მუნიციპალიტეტისგან მიიღო პასუხები. ამ ინფორმაციის
ანალიზმა აჩვენა, რომ 2018-2020 წლებში მუნიციპლაიტეტბმა მთელი რიგი ღონისძიებები
გაატარეს ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად. 2017-2020 წლებში
თითოეულმა მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა
ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა,
რომელთა უმრავლესობა დამტკიცდა 2017 წლის დეკემბერში. შეძენილია 13 ათასზე მეტი
ნარჩენების კონტეინერი და 43 ერთეული ტექნიკა. მუნიციპალიტეტთა უმრავლესობამ
მოახდინა სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, მათი ნაწილი კი დაასუფთავა და
დახურა. ცალკე უნდა აღინიშნოს ბათუმის მუნიციპალიტეტის, როგორც მნიშვნელოვანი
საკურორტო ქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2018-2020
წლებში ბათუმის შპს „სანდასუფთავებამ“ საკუთარი სახსრებით შეიძინა 6 ერთეული
ტექნიკა და 3,971 ნარჩენების კონტეინერი, ამასთანავე, დაასუფთავა 54 ნაგავსაყრელი.
99.
აღსანიშნავია მუნიციპალიტეტთა თანამშრომლობა მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიასთან, რომელმაც 2018-2020 წლებში 40 მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა
2580 ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერი. კონტეინერებისა და ტექნიკის ნაწილი
შეძენილია მუნიციპალიტეტთა ბიუჯეტებიდან. მუნიციპალური განვითარების ფონდთან
გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები აუცილებელი ფინანსური წყაროა ნარჩენების
შემგროვებელი და გადამზიდავი ტექნიკის შესაძენად. ერთეულ შემთხვევებში
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ტარიელ გრატიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის
დასუფთავების სამსახურის უფროსი, 27 მარტი 2019.
86 იხ. წყარო 1.
87 იხ. წყარო 1.
88 იხ. წყარო 10, მუხლი 13.
89 საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ალვერდ ჩანქსელიანი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 12 აპრილი 2019.
85
31
მუნიციპალიტეტებს ეხმარებიან არასამეწარმეო იურიდიული პირები და დონორი
ორგანიზაციები. მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საქმიანობა მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ცნობიერებისა და კვალიფიკაციის
ასამაღლებლად ნარჩენების მართვის სფეროში (მაგ.: სისტემური კონსულტაციები,
სემინარები და შეხვედრები).
100.
როგორც აღინიშნა, სტიქიური ნაგავსაყრელები მნიშვნელოვნად აბინძურებს
გარემოს. ისინი საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას,
ასევე, აფერხებს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, სიტუაცია
შორსაა იდეალურისგან. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით, ამჟამად 40
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 400-ზე მეტი სტიქიური ნაგავსაყრელია. ხშირ
შემთხვევაში, ისინი სისტემატურად სუფთავდება, მაგრამ ნარჩენები კვლავ გროვდება.
ზოგი ნაგავსაყრელი განლაგებულია ძნელად მისაწვდომ ადგილებში (მაგ.: ხევებში) და
მათი დასუფთავება საჭიროებს სპეციალურ ტექნიკას. არსებული სირთულეების
მიუხედავად, 2018-2020 წლებში დასუფთავდა და გაუქმდა 420 ნაგავსაყრელი. მიღებული
ინფორმაციით, მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ნარჩენების მართვის სფეროში არსებული
ტენდენციები აშკარად დადებითია.90
101.
ზეპირი მოსმენის ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრების“ წარმომადგენლებმა შეაფასეს მუნიციპალიტეტის საჭიროებები და
დააზუსტეს, რომ მუნიციპალიტეტთა გეგმების უმეტესობა არადამაკმაყოფილებელია:
„გეგმა მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც მიბმულია ბიუჯეტზე, შემუშავებული გეგმები კი,
როგორც წესი, არ ითვალისწინებს ბიუჯეტურ დაგეგმვას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ
მუნიციპალიტეტებისთვის უფრო კომფორტულია ბიუჯეტის ნაწილში მთავრობის იმედზე
ყოფნა. არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი რესურსი, მაგრამ
პრობლემა
არასწორ
მართვაშია.
ამ
თვალსაზრისით,
დასაფიქრებელია
91
მუნიციპალიტეტებში გამოცდილი კადრების ნაკლებობა.“
102.
მუნიციპალიტეტებში მუდმივად აღინიშნება ადამიანური, ფინანსური და
ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა, რასაც ემატება გადამზადებული კადრების ხშირი
ცვლა. ნიშანდობლივია მუნიციპალიტეტთა დაბალი მოტივაცია ნარჩენების მართვის
სფეროში რეფორმების გატარების კუთხით, რაც გაჟღერდა თემატური მოკვლევის
ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენებისას.
103.
ზეპირ მოსმენებზე CENN-მა განაცხადა, რომ ნარჩენების მართვის სფეროში
რეფორმების გატარების მხრივ, სამაგალითოა ყვარლის მუნიციპალიტეტი და მის მიერ
შემუშავებული ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც მომზადდა USAID-ის პროგრამის
ფარგლებში: ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR).92 ყვარლის
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გივი ზაუტაშვილისა და ამავე მუნიციპალიტეტის
მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის, ტარიელ გრატიაშვილის განცხადებით,
ყვარელში განთავსებულია 270 ერთეული 1,100-ლიტრიანი ურნა, რომელთა რაოდენობა,
დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები ხელმისაწვდომია ბმულზე https://bit.ly/34ZGRr4.
დასაბუთებული მოსაზრების შემომტან პირებთან ზეპირი მოსმენა, ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თანათავმჯდომარე, 1 მარტი 2019.
92 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივლისის დადგენილება №53 „ყვარლის
მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და
გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2XJ0dhT
90
91
32
გეგმის მიხედვით, 500 ერთეულით უნდა გაიზარდოს. მუნიციპალიტეტს ემსახურება 2017
წელს შეძენილი სამი ერთეული სპეცტექნიკაც.93
104.
ყვარლის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს ყველა ასაკობრივი ჯგუფის
ცნობიერების ასამაღლებლად და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტურისტულ
ზონებს. ყველაზე დიდი სიძნელე უკავშირდება სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელს,
ვინაიდან პრობლემაა მისთვის ტერიტორიის გამოყოფა. ამჟამად, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტთან კონსულტაციების საფუძველზე, სამშენებლო
ნარჩენებით ივსება ორმოები კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გათავისუფლებულია გადასახადისგან. ნარჩენების
გატანისა და ტრანსპორტირების მომსახურება მიეწოდება ყვარლის მუნიციპალიტეტის
გამგებლობაში არსებულ ყველა სოფელს. ხარჯების ამოღება შეადგენს 100%-ს.94
105.
ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმით 2016-2018 წლებში გაწერილ საქმიანობებზე
მონიტორინგისთვის, კომიტეტმა, თემატური მოკვლევის ფარგლებში, ინფორმაცია
გამოითხოვა გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის,
სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება: თითქმის
ყველა მუნიციპალიტეტმა გამოავლინა სტიქიური ნაგავსაყრელები და გაატარა
ღონისძიებები მათი ნაწილის გასაუქმებლად; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
ტურიზმის თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს; იზრდება ნარჩენების შეგროვების
მომსახურების არეალი, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს მათ
გამგებლობაში არსებული ურბანული ტერიტორიის 80-100%-ს და არაურბანული
ტერიტორიის 30-60%-ს; საანგარიშო პერიოდში შეძენილია შესაბამისი ტექნიკა,
ნაგავმზიდები 2-დან 6 ერთეულამდე და ნარჩენების კონტეინერები 100-დან 700
ერთეულამდე. ამავდროულად, ცალკეული მუნიციპალიტეტები ტექნიკის ნაკლებობაზე
აკეთებენ აქცენტს.95
106.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ყოველწლიურად
170-180 მილიონი ლარი იხარჯება ნარჩენების მართვის კუთხით. მან ასევე დააზუსტა, რომ
ბოლო პერიოდში ხარჯები მზარდია - დაახლოებით, 5%-10%-ით. დაგეგმილია 9 ახალი
ნაგავსაყრელის მშენებლობა, ძველის ჩასანაცვლებლად.96
107.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის
მრჩეველის, ხათუნა ჩიკვილაძის ინფორმაციით, კომპანიის კომპეტენციაში შედის
ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა, თუმცა იგი აქტიურად
თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან. კომპანიის ყველა პროექტში ჩადებულია
მუნიციპალიტეტთა გაძლიერების კომპონენტი. მაგალითად, იმერეთის რეგიონში მუშაობს
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), რომელიც რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტს დაეხმარა ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაში. ანალოგიური
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გივი ზაუტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი და ტარიელ
გრატიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი, 27 მარტი 2019.
93
94
იგივე.
მუნიციპალიტეტების მიერ კომიტეტში წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია.
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 28
მარტი 2019.
95
96
33
პროცესი მიმდინარეობს კახეთის და სამეგრელოს რეგიონებში.97 პერიოდულად,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებს
ამარაგებს ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერებით.98
108.
2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მუნიციპალიტეტებმა გაითვალისწინონ
ნარჩენების შესაგროვებელი და გასატანი ტექნიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები
და, საჭიროებისამებრ, განაახლონ ან/და შეიძინონ ეს საშუალებები. ამ რეკომენდაციის
შესრულების პროგრესი წერილობით აცნობონ გარემოს კომიტეტს 2020 წლის 1
ნოემბრამდე.
109.
საქართველოს მთავრობამ, 2022 წლიდან უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო
უწყებების მიერ ნარჩენების მართვის კუთხით ყოველწლიური ხარჯვის ეფექტიანობისა და
ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის გარემოს კომიტეტისათვის წარდგენა.
110.
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა
გაამკაცრონ
ზედამხედველობა
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ ნარჩენების 5-წლიანი გეგმების
შესრულებაზე და წელიწადში ერთხელ გარემოს კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ
სფეროში მიღწეულ პროგრესზე.
საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის არარსებობა
111. ნარჩენების სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ამ პროცესის
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია ნარჩენებთან დაკავშირებული
მონაცემების არსებობა და მათი საჯაროობა. თემატური მოკვლევის ფარგლებში
გამოვლენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საჯაროდ ხელმისაწვდომი
საინფორმაციო პორტალის არარსებობა მუნიციპალური ნარჩენების შესახებ.
სურათი 6 - ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემა (www.waste.moe.gov.ge)
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, ხათუნა ჩიკვილაძე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი, 28 მარტი 2019.
98 იხ. წყარო 78.
97
34
112. ნარჩენების მართვის სისტემის დასაგეგმად, მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის
მოპოვება წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობასა და ტიპებზე: ავტომობილის მიერ
გასატანი ნარჩენების რაოდენობა განისაზღვრება მათი მოსალოდნელი ოდენობისა და
ავტომობილის ტევადობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ნარჩენების სავარაუდო
ოდენობაზე სანდო ინფორმაციის გარეშე, შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება საჭირო
ტექნიკის, არეალის, ობიექტებისა და პერსონალის განაწილების შესახებ.
113. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, არ არსებობს ეროვნული
მონაცემთა ბაზა წარმოქმნილი, შეგროვებული, ტრანსპორტირებული და დამუშავებული
ნარჩენების შესახებ.99 2016 წლამდე არ არსებობდა სპეციფიკური ნარჩენების წარმოქმნისა
და დამუშავების სისტემური ანგარიშგების მექანიზმიც. შესაბამისად, ინფორმაცია ასეთი
ნარჩენების წარმოქმნის, სახეებისა და მახასიათებლების შესახებ ხელმისაწვდომი არ იყო.
ასეთივე სიტუაციაა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებთან
მიმართებით, რაც საქართველოში ნარჩენების საერთო რაოდენობის საკმაოდ დიდ ნაწილს
ქმნის.100
114. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია „ნარჩენების
შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა 2020
წლისათვის“.101 2016 წლის შემდგომ, როდესაც ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსის
ძირითადი ნორმები და შემუშავდა კოდექსის ამოქმედების განმაპირობებელი ნარჩენების
მართვის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, ნარჩენების მართვის
სფეროში შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი მოითხოვს ამ საკითხის დროულად
დარეგულირებას.102
115. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2016 წლიდან ამოქმედდა ნარჩენების
აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება. მისი ფორმა და შინაარსი განისაზღვრა
კანონქვემდებარე აქტებით. ნარჩენების სისტემის გამართული და გამჭვირვალე
მართვისთვის, უმნიშვნელოვანესია ნარჩენებთან დაკავშირებული მონაცემების არსებობა
და მათი საჯაროობა.103
116. ნარჩენების მართვის კოდექსის კონკრეტული ნორმების ამოქმედებამ, რომლებიც ამ
სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის ითვალისწინებს ნარჩენებზე ინფორმაციის
წარმოდგენის
ვალდებულებას,
საფუძველი
ჩაუყარა
ნარჩენების
მონაცემთა
ელექტრონული ბაზის შექმნას. ეს პროცესი საწყის ეტაპზეა. საყურადღებოა, რომ
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულება
(კოდექსის 26-ე მუხლი) ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რეგისტრაციის პროცედურები
და მოთხოვნები კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144
დადგენილებით.104
99
იხ. წყარო 1.
იქვე.
იქვე, მიზანი 8, ამოცანა 8.2.
102 იქვე, მიზანი 8.6.
100
101
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილება „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების,
ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ", მოძიებულია 10 ივლისი 2019, ბმულიდან
https://bit.ly/2JWJGwW.
104 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილება ,,ნარჩენების შეგროვების,
ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების
შესახებ“, მოძიებულია 15 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2X5kdec.
103
35
117. 2018 წლის პირველი იანვრიდან105 ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში
2018 წლის მდგომარეობით დარეგისტრირდა 570 ორგანიზაცია და წარმოდგენილი იყო
სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების 32,000-მდე ფორმა.106 აქვე, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს
ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში 40-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა
ამ საქმიანობისთვის და წარმოდგენილია ნარჩენების ტრანსპორტირების 60,000-მდე
ფორმა. კომპანიები შეიმუშავებენ და სამინისტროსთან ათანხმებენ ნარჩენების მართვის
გეგმებს (ანგარიშის გამოქვეყნების ეტაპზე სამინისტროში წარმოდგენილი იყო 1,000-ზე
მეტი კომპანიის გეგმა). აღნიშნული პროცესი სამომავლოდაც გრძელდება.107
118. ამავდროულად, მუნიციპალიტეტების მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმები, ასევე,
კომპანიების მიერ წარმოდგენილი გეგმები და მათში მოყვანილი ინფორმაციის ანალიზი,
იძლევა პირველადი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებპორტალზე მოქმედი ნარჩენების
მართვის ელექტრონული სისტემა განკუთვნილია ნარჩენების მწარმოებელი კომპანიისა და
სამინისტროს მოხელეებისთვის, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული ფიზიკური
თუ იურიდიული პირებისთვის კი მიუწვდომელია.
119. 2016 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლი. ,
რომლის თანახმად, ნარჩენების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ნარჩენების
მართვის გეგმები, რომლებსაც შესათანხმებლად წარუდგენენ გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და განაახლებენ 3 წელიწადში ერთხელ.108
120. საჯაროდ ხელმისაწვდომი სისტემის არსებობა აამაღლებს საზოგადოების
ცნობიერებას ამ კუთხით და სხვა გამოწვევებზე დროული რეაგირების საშუალებას მისცემს
სახელმწიფო უწყებებს.
121.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე
შეიმუშაოს შესაბამისი საინფორმაციო სისტემის დასანერგად აუცილებელი ღონისძიებები,
მათი გატარების ვადებით, და გარემოს კომიტეტს წარუდგინოს 2021 წლის 1 მარტამდე.
2021 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ნარჩენების შესახებ საჯაროდ
ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის ვებპორტალის შექმნა.
ცნობიერების არასაკმარისი დონე ნარჩენების მართვის საკითხებზე
122.
საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესი
ეტაპია ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების
პროცესში (ისე, რომ გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ზიანი არ მიადგეს).
123. თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებულ წერილობით
ხაზგასმულია
ნარჩენების
მავნე
ზეგავლენა,
საზოგადოების
მოსაზრებებში
ცნობიერების
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლიური ანგარიში 2018, გვ. 187,
მოძიებულია 15 ივნისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/32WQy8c.
105
106
იქვე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლიური ანგარიში 2019, გვ. 138,
მოძიებულია 15 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3kKEj4R.
108
შენიშვნა:
ვრცელდება
იმ
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირებზე,
რომლებიც
წლის
განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო ნარჩენს ან 1,000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს ან ნებისმიერი
რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან.
107
36
არადამაკმაყოფილებელი დონე მათი მართვის შესახებ და ცნობიერების ასამაღლებელ
ღონისძიებათა ნაკლებობა.109
124. ეკოხედვის/ECOVISION-ის დასაბუთებული მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს
საზოგადოების არასაკმარის ინფორმირებულობაზე ნარჩენების მართვის საკითხების
შესახებ. კერძოდ, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ნარჩენების მართვა საქართველოში
კვლავაც მხოლოდ დასუფთავებასთან, ნარჩენების შეგროვებასა და განთავსებასთან
ასოცირდება, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენების მართვის მთავარი მიზანია
მათი სრული უტილიზაცია. ეს ხელს უწყობს ნაგავსაყრელებზე მხოლოდ იმ სახის ნარჩენის
განთავსებას, რომელიც არ გადამუშავდება.110
125. დოკუმენტი
ასევე
მოკლედ
მიმოიხილავს
ნარჩენების
მართვის
და
გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე მიღებულ ძირითად სახელმწიფო
დოკუმენტებს და ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტზე „განათლება მდგრადი
განვითარებისათვის - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, რომელიც ამჟამად შემუშავების
პროცესშია და დაგეგმილია მისი 2019 წელს მიღება. ამ სტრატეგიის განხორციელება ასევე
მნიშვნელოვანი იქნება ნარჩენების მართვის მიზნების ეფექტიანი განხორციელებისათვის.
126. დამატებით, მოსაზრების ავტორები წარმოგვიდგენენ მათი ორგანიზაციის მიერ
გატარებული ზომების ჩამონათვალს ამ თემაზე და გვთავაზობენ საგანმანათლებლო და
საინფორმაციო ღონისძიებათა ნუსხას, რომლებიც ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე:
საგანმანათლებლო მასალების შემუშავება-გავრცელება; ტრენინგების მიწოდება;
მოსახლეობის, დარგის სპეციალისტების, ბიზნესსექტორისა და მედიის ინფორმირების
მექანიზმების შემუშავება; ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარება;
დისკუსიების ორგანიზება; შემეცნებითი პროგრამების დანერგვა და ა.შ.
127. აუცილებელია ფართო საზოგადოების, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისა და კერძო
სექტორის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით თემებზე, მათ როლზე გარემოსადმი
პასუხისმგებელი საზოგადოების ფორმირებაში და გარემოსდაცვით უფლებებზე,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ჩათვლით. გარემოსდაცვითი
ასპექტები შეტანილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამებში, თუმცა
საზოგადოების სრული ჩართულობისა და ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ
სათანადო გარემოსდაცვითი განათლების სისტემის საშუალებით, როგორც ფორმალურ,
ასევე არაფორმალურ დონეზე.111
128. აღსანიშნავია, რომ არაერთი პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა მოკლევადიანი და
საპილოტე პროგრამების ფარგლებში, რაც არ კმარა მასშტაბებისა და გამოწვევების
გათვალისწინებით. ეკოხედვის/ECOVISION-ის წარმომადგენელმა, ნინო სულხანიშვილმა,
ზეპირი მოსმენებისას ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ცნობიერების
ასამაღლებელ კამპანიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს მხარს სახელმწიფო უნდა
უჭერდეს, და იმ ქვეყნებში, სადაც ნარჩენების მართვის სფეროში მიაღწიეს წარმატებას,
სახელმწიფოსა და საზოგადოების როლი თანაბრად იყო განაწილებული.112
დასაბუთებული მოსაზრება, პავლე ჩუბინიძე, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული
მდგომარეობა, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/2LW1ife.
110 დასაბუთებული მოსაზრება, ეკოხედვა/ECOVISION, არაფორმალური განათლების როლი და მნიშვნელობა
ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/2NSRHZ7.
109
იხ. წყარო 3.
დასაბუთებული მოსაზრების შემომტან პირებთან ზეპირი მოსმენა, ნინო სულხანიშვილი,
ეკოხედვა|EVOVISION, დამფუძნებელი/ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, 1 მარტი 2019.
111
112
37
129. მუნიციპალური ნარჩენების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი
ღონისძიება განხორციელდა, თუმცა ეს აქტივობები მასშტაბური არ იყო. არსებული
მდგომარეობა ცხადყოფს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა. იმისათვის, რომ
ცნობიერების დონე ამაღლდეს აუცილებელია ღონისძიებებმა მოიცვას შესაბამისი სამიზნე
ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით. ცნობიერების დონის ამაღლება, როგორც ერთერთი საკვანძო კომპონენტი ნარჩენების მართვაში, ხელს შეუწყობს არსებული სტიქიური
ნაგავსაყრელების შემცირებას და მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულების
აღმოფხვრას ნარჩენების მიმართ. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნაში
ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ცნობიერების დონის ამაღლებასთან
დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიც.113
130. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად,
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „სასკოლო
მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს“ დაემატა გარემოსდაცვითი
კომპონენტიც. სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე
სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“,
რომელიც მოიცავს გარემოსდაცვით თემებს, მათ შორის, ნარჩენების მართვას. 2018 წელს
გამოიცა განახლებული სახელმძღვანელო.114
131.
გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად და ცნობიერების ასამაღლებლად,
ცენტრი ახორციელებს აქტივობებს არაფორმალური განათლების მიმართულებით. 2018
წლის განმავლობაში ამ მიზნით ჩატარდა ლექცია-სემინარები მოსწავლეების,
სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.115
132.
მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობათა გასაძლიერებლად,
ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. მუნიციპალური
ნარჩენების მართვის გეგმების შედგენა-განხორციელების ხელშესაწყობად, სამინისტროს
მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ყველა რეგიონში გაიმართა, დაახლოებით, 25
ტრენინგი, ამ უწყების წარმომადგენელთა მონაწიოლეობით. ტრენინგებში მონაწილეობდა
თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.116 2018-2019 წლებში გაიმართა
მედიატურებიც, სადაც მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ნარჩენების მართვის
საკანონმდებლო მოთხოვნებს, ვალდებულებებს, თანამდეროვე მეთოდებს და ა. შ.117
133.
დამატებით, სამინისტრო სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის აქტიურად აწყობს
შეხვედრებს, სემინარებსა და ფორუმებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“. მისი მიზანია
კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, კანონით
დაკისრებული
მოთხოვნებისა
და
თანამედროვე
სამყაროს
სტანდარტების
გათვალისწინებით. 2018 წლის განმავლობაში სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი
მმართველი“ გაიარა 40-მა დაინტერესებულმა პირმა.118 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა
113
114
115
იხ. წყარო 17, გვ. vi.
იხ. წყარო 51, გვ. 35.
იქვე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ზეპირი
ინფორმაცია, 2019.
117 იგივე.
118 იხ. წყარო 51, გვ. 139.
116
38
და განათლების ცენტრის მონაცემებით, კურსი 2015 წლიდან ხორციელდება და 2019 წლის
გაზაფხულისთვის, ჯამში, 355-მა მონაწილემ გაიარა.119
134.
როგორც საჯარო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტრენინგების მიუხედავად, არსებული მდგომარეობა
პრაქტიკულად არ იცვლება. ეს გამოწვეულია კადრების ხშირი ცვლით და აქარწყლებს
სამინისტროსა და მისი პარტნიორი თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების
ძალისხმევას, რომ აამაღლონ მუნიციპალიტეტთა შესაძლებლობები ნარჩენების მართვის
სფეროში. შესაბამისად, ამ ნაწილში იკვეთება, რომ აუცილებელია საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე,
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის როლის გაძლიერება.
135.
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები სისტემური უნდა იყოს,
როგორც ამას ადგენს კანონი. „საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა
და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიზნით, იქმნება გარემოსდაცვითი
განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა,
კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს.“120
136.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,
გააქტიუროს ძალისხმევა განათლებისა და ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად
ნარჩენების
მართვის
საკითხებზე.
ამ
თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია,
მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს როგორც საჯარო
მოხელეებზე, ასევე მოსახლეობაზე, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
სამინისტრომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ამ
მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, შესაბამისი ვადების
მითითებით.
137.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა
რეგულარულ პროფესიულ გადამზადებაში. ამგვარად, მან უნდა განაგრძოს გადამზადების
კურსების ინტენსიურად ჩატარება და ისინი ხელმისაწვდომი გახადოს მთელი
საქართველოს მასშტაბით. ცენტრმა კომიტეტს 2020 წლის 1 დეკემბრამდე უნდა
წარუდგინოს ინფორმაცია 2021 წელს ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილ
ღონისძიებებზე.
119
იქვე.
120
საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 8, მოძიებულია ბმულიდან https://bit.ly/2CEE87x.
39
5
კანონმდებლობა ნარჩენების შესახებ
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები
138.
საქართველოს კონსტიტუცია - ახალი რედაქციის თანახმად, გარემოს დაცვის
უფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას, „ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ
გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“121 ბუნებრივი
გარემოთი სარგებლობის უფლება არაერთ ასპექტს მოიცავს და პრაქტიკაში უნდა
განხორციელდეს ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესთა დაცვით, თუმცა,
წინამდებარე ანგარიშის მიზნებისთვის, აქცენტი კეთდება ნარჩენების მართვის
საკანონმდებლო რეგულაციაზე.
139.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ —
დოკუმენტი მიღებულია 2014 წლის 5 თებერვალს და განსაზღვრავს ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, მისი ორგანოების
უფლებამოსილებებს და შექმნისა და საქმიანობის წესებს. კოდექსის მე-16 მუხლის ახალი
რეგულაცია პირდაპირ ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მუნიციპალური
ნარჩენების მართვის კუთხით. თვითმმართველობის კოდექსში ამ რეგულაციის ასახვა
განაპირობა „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიღებამ (2015). თუმცა, ახალმა
საკანონმდებლო აქტებმა ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს სრულად
ვერ უპასუხა.
140.
„საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ“ - ნარჩენების მართვის
რეგულირებას გარემოს დაცვის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად
განიხილავს. კანონი იცნობს „ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპს“, რომელიც
უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციის ტექნოლოგიის დანერგვას. ამავე კანონის მე-13
მუხლი განსაზღვრავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციამოვალეობებს: კერძოდ, ნარჩენების მართვის ორგანიზებას პირდაპირ მიაკუთვნებს
სამინისტროს კომპეტენციას. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა IX
თავის ცვლილებები, რომლებიც ნებისმიერ სუბიექტს ავალდებულებს ეკოლოგიური
მოთხოვნების დაცვას ნარჩენების მიმართ. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ნარჩენების
პრევენციას, შეგროვებას, აღდგენასა და განთავსებას.
141.
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ - მიღებულია 2014 წელს და
ამოქმედდა 2015 წლის 15 იანვარს. კანონი ადგენს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი
ღონისძიებების დასანერგად, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის
პრევენციას, ხელახალ გამოყენებას და გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც
მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან
ენერგიის აღდგენას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). კოდექსი შემუშავებულია
ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე, შეესაბამება საქართველოს მიერ ასოცირების
შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და აყალიბებს ნარჩენების მართვის
სამართლებრივ მექანიზმს. იგი ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების
მოთხოვნებს, როგორიცაა: ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 19 ნოემბრის
დირექტივა (2008/98/EC) ნარჩენების მართვის შესახებ, 1991 წლის 26 აპრილის დირექტივა
(1999/31/ EC) ნაგავსაყრელების შესახებ და ევროკავშირის ნარჩენებთან დაკავშირებული
სხვა რეგულაციები.
121
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29, ნაწილი 1, მოძიებულია ბმულიდან https://bit.ly/2Ru6neg.
40
142.
„საქართველოს კანონი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ“
- ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისიდან. კანონი არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო
გადაზიდვას და აზუსტებს არასახიფათო ნარჩენების ექსპორტისა და ტრანზიტის
საკითხებს. არასახიფათო ნარჩენების ექსპორტსა და ტრანზიტს არ ესაჭიროება ნებართვა
ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურა,
თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის კომპეტენტური ორგანო სახელმწიფოში.
საქართველოში იმპორტისა და ექსპორტისთვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა
განისაზღვრა მთავრობის დადგენილებით. კანონი ადგენს: ნარჩენებს, რომელთა იმპორტი,
ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია; ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის
ნებადართულ შემთხვევებს; და იმპორტის, ექსპორტისა თუ ტრანზიტის ნებართვის
გაცემის წესსა და პირობებს. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა
გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბაზელის კონვენციის შესაბამისად. ნებართვის გამცემ
ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო.
143.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მიღებულია 1999 წლის 22 ივლისს.
მეათე კარი „დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
წესის წინააღმდეგ“ ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და
სახეებს. კერძოდ:
✓ მუხლი 288. გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის
დარღვევა;
✓ მუხლი 293. ზღვის დაბინძურება;
✓ მუხლი 294. ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის
მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ
შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ეს ევალება.
144.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - ცალკე თავი
ეთმობა გადაცდომებს გარემოს დაცვის სფეროში:
„თავი
VII.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევები
გარემოს
დაცვის,
ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის
სფეროში“. აღნიშნულ თავში ასახული ნორმები ითვალისწინებს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის სახეებს, რომელთა ნაწილი
სამართლებრივი ნორმების დარღვევისთვის დგება:
ნარჩენების
სფეროში
არსებული
✓ მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა;
✓ მუხლი 582. ზღვის დაბინძურება;
✓ მუხლი 795. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო პირობების
დარღვევა.
145.
ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020
წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა - შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით
პროგრამის
„საქართველო-ევროკავშირთან
ასოცირების
ხელშეკრულების
განხორციელების მიზნით ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზის განვითარება"
ფარგლებში. ეროვნულ სტრატეგიაში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მიზნები
დაჯგუფებულია ცხრა მიმართულებად:
•
•
კანონმდებლობა;
ნარჩენების მართვის დაგეგმვა;
41
•
•
•
•
•
•
•
ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება;
ნაგავსაყრელები;
პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა;
ხარჯების ამოღება;
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება;
მონაცემები ნარჩენების შესახებ;
მართვის შესაძლებლობები.
146.
სამოქმედო გეგმა შემუშავდება 5 წელიწადში ერთხელ. პირველი სამოქმედო გეგმა
მოიცავს 2016-2020 წლებს. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება განახლდეს.
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აქვს ერთიანი ფორმატი და გეგმაში წარმოდგენილი
ღონისძიებები ემსახურება სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების
შესრულებას. აღნიშნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა მყარ საფუძველს
ქმნის ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.
147.
საქართველოს მთავრობის აქტები:
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა - ამ
დოკუმენტში ასახულია გარემოსდაცვითი პრიორიტეტები, ასევე, განსაზღვრულია
გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები, უახლოეს 5 წელიწადში განსახორციელებელი
ამოცანები, და კონკრეტული ქმედებები გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მესამე ეროვნული პროგრამა შემუშავდა სამი ძირითადი პოლიტიკური ტენდენციის
გათვალისწინებით:
✓ „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ“;
✓ „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები“ და გარემოსდაცვითი საერთაშორისო
შეთანხმებები, რომელთა მხარეც არის საქართველო;
✓ გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული
ეროვნული და დარგობრივი სტრატეგიები.
ეროვნული პროგრამა ცალკე განიხილავს ნარჩენების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და
პრიორიტეტებს. იგი განსაზღვრავს ნარჩენების მართვის ქმედითი სისტემის
ჩამოყალიბებისთვის საჭირო ღონისძიებებს, გეგმავს ნარჩენების გადამუშავებისა და
უსაფრთხო განთავსების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, კონკრეტულ ნაბიჯების
გადადგმას „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპისა და მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულების შესასრულებლად.
დამატებით, აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის სხვა აქტებიც:
-
,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და
კლასიფიკაციის შესახებ" - 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილება;
,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და
შინაარსის შესახებ" - 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილება122;
შენიშვნა: ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე: 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის
ობიექტის მოწყობა და ოპერირება; არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; ნარჩენების
გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება (ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობები,
რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას).
122
42
-
-
-
-
-
„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილება;
„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ - 2016 წლის
1 აპრილის №159 დადგენილება;
,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი
შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ - 2016 წლის 29 მარტის №144
დადგენილება;
„ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ - 2016 წლის 29 მარტის
№143 დადგენილება;
ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის
პირობების დამტკიცების თაობაზე“;
„აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის
ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ“ - საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის №2-11 ბრძანება;
„კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის
დამტკიცების შესახებ“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015
წლის 4 აგვისტოს №211 ბრძანება;123
მუნიციპალური
ნარჩენების
მართვის
გეგმის
მომზადების
სიტუაციური
სახელმძღვანელო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
19.05.2017;124
„ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ოქტომბრის №91 ბრძანება.
სამართალდარღვევები
148.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „ცხელ ხაზზე“ 2018 წელს
2,601 შეტყობინება დაფიქსირდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევაზე.
„ცხელი ხაზის“ მეშვეობით გამოვლენილი სამართალდარღვევების 2018 წლის
სტატისტიკის მიხედვით, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ცხელ ხაზზე დაფიქსირებული 2,601 შეტყობინებიდან 216
ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხებოდა.125
149.
გარდა „ცხელ ხაზზე“ დაფიქსირებული შემთხვევებისა, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წელს ნარჩენების მართვის
შენიშვნა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობაზე წარდგენილი
ანგარიშის თანახმად: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების
მიუხედავად, ბრძანება ძალადაკარგული არ არის. ის ვრცელდება ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომლის
საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1,000 ტონაზე მეტი
ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება. ამ ეტაპზე სამინისტროსთან შეთანხმებულია 700-მდე კომპანიის ნარჩენების
მართვის გეგმა; 3,960 კომპანიას ჰყავს დანიშნული გარემოსდაცვითი მმართველი და მათი ვინაობა
წარდგენილია სამინისტროში“.
124 დღეისათვის, დაახლოებით, 60 მუნიციპალიტეტს აქვს შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის
გეგმა. „საკანონმდებლო მაცნეში“ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს, ტყიბულის, ვანის, აბაშის,
სენაკისა და თიანეთის ნარჩენების მართვის გეგმები დამტკიცდა 2017-2019 წლებისთვის და რამდენიმე თვეში
ძალადაკარგულად გამოცხადდა.
125 იხ. წყარო 105, გვ. 162.
123
43
კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.126 დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს
დარღვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
-
მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 153 ფაქტი;
-
სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 154 ფაქტი;
-
შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით
ტერიტორიის დაბინძურება - 36 ფაქტი;
-
ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 17 ფაქტი;
-
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ
დანადგარში დაწვა - 107 ფაქტი;
-
სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა - 37 ფაქტი.
150.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2019 წელს
გამოქვეყნებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში (2019 წლის 1 იანვრიდან 20
თებერვლამდე) ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.127
ამავე პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს
დაბინძურების დარღვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161
ოქმი, ხოლო მასალები შემდგომი განხილვისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოებში
გადაიგზავნა.128
დამატებით,
გარემოს
კომიტეტის
სამუშაო
ჯგუფმა
სამართალდარღვევებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვა
ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევათა შესახებ (იხ. ცხრილი 1).129
ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტი
შინაგან საქმეთა
სამინისტრო
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტი
2017 წელი
572
10, 272
1,510
2018 წელი
827
12,670
572
2019 (იანვარიივნისი) წელი
-
4,932
827
151.
სამივე უწყების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა ჯამური რაოდენობა 2018
წელს და 2019 წლის 6 თვეში, შესაბამისად, 16,297-სა და 8,540-ს შეადგენს. ეს იმაზე
მეტყველებს, რომ სამართალდარღვევათა რაოდენობა პრაქტიკულად არ იცვლება.
საყურადღებოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის
დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა, 18 იანვარი 2019, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან
126
https://bit.ly/2FCj03m
127 სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 1 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის
კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა, 20 თებერვალი 2019, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/2xhztp1
128
იქვე.
სამუშაო ჯგუფის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტიდან, თბილისის მუნიციპალიტეტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი
ინფორმაცია.
129
44
2019 წლის ანგარიშიც. ამ დოკუმენტის თანახმად, ინსპექტირებისა და პატრულირების
საფუძველზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10,553 ფაქტი,
მათ შორის, 2,090 ეხებოდა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას.130 24-საათიანი
ცხელი ხაზის მეშვეობით, გამოვლინდა ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 309 ფაქტი.131
152.
ზემოაღნიშნული მონაცემებიდან ძნელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნების
გაკეთება, თუ რამდენად ეფექტიანი იყო სამართალდარღვევათა გამოვლენაზე
პასუხისმგებელი ორგანოების მოქმედება. ეს საჭიროებს უფრო გრძელვადიანი კვლევის
მონაცემთა ანალიზს. თუმცა, მოწოდებული ინფორმაცია ნათლად წარმოაჩენს, რომ
აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და გარემოსდაცვითი ცნობიერების
ამაღლება.
153.
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021 წლის 1 თებერვლამდე
უწყებათშორისი
სამთავრობო
კომისიის
შექმნა,
რომელიც
კონცენტრირდება
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებასა და პრევენციულ ღონისძიებათა
დაგეგმვასა და აღსრულებაზე. აღნიშნული კომისიის სამოქმედო გეგმა შესაბამისი ვადების
მითითებით წარედგინოს გარემოს კომიტეტს 2021 წლის 31 მარტამდე.
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია
154.
მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საჭიროა დამატებითი
ძალისხმევა
მოქმედი
კანონმდებლობის
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
ჰარმონიზაციისთვის; ასევე, უნდა დაიხვეწოს ნარჩენების მართვის კოდექსით
გათვალისწინებულ მოთხოვნათა აღსრულება.
155.
მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ამ პოლიტიკის შეცვლის საკმარისი მოტივაცია,
რაც, თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მომსახურების ხარისხსა და ტექნიკურ
აღჭურვილობაზე. საჭიროა ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც სავალდებულოდ
გახდის მუნიციპალიტეტებისთვის სატარიფო პოლიტიკის შეცვლას, შემუშავებული
მეთოდოლოგიის საფუძველზე.
156.
სახიფათო მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და
გადამუშავება პრობლემატურია როგორც მოსახლეობის, ასევე მომსახურე სტრუქტურების
კუთხით. არ არის გამართული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სახიფათო
ნარჩენების შეგროვების პუნქტები და ნაგავსაყრელები. 2019 წლის დეკემბრიდან ძალაში
შედის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც გარკვეულწილად
დაარეგულირებს ამ პრობლემას. ამასთან, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულაციების შემოღება, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს ამ ვალდებულების
შესრულებაში.
157.
აუცილებელია მუნიციპალიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერება ნარჩენების
მართვის სფეროში, ასევე, კომუნიკაციის გაუმჯობესება აღმასრულებელ თუ
საკანონმდებლო სტრუქტურებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. ამჟამად, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ გააჩნია საკანონმდებლო დონეზე
მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმების
ხარისხის მონიტორინგის უფლებამოსილება. აღნიშნული მიზანშეწონილია, ეს საკითხი
130
131
იხ. წყარო 107.
იგივე.
45
დარეგულირდეს თვითმმართველ ერთეულებთან კონსენსუსით. არსებული პრაქტიკით,
სახელმწიფო სუბსიდირებაზე მუნიციპალიტეტების დამოკიდებულება მაღალია და
აუცილებელია ამ მიდგომის შეცვლა. იმის მიუხედავად, გეგმების წარმოდგენა
ნებაყოფლობითი იქნება თუ არა, ეს საკითხი მკაცრად უნდა დარეგულირდეს.
158.
საქართველოს მთავრობამ, ბიზნესსექტორის ჩართულობით, 2022 წლისთვის
შეიმუშაოს საკანონმდებლო პაკეტები და მოახდინოს მათი ინიცირება. ეს შექმნის
ნარჩენების გადამუშავებისა და რეციკლირების წამახალისებელ გარემოს.
46
6
ნარჩენები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
159.
ნარჩენებთან არასწორი მოპყრობა, მათი შეგროვება, შენახვა და ტრანსპორტირება
სტანდარტების დაუცველად, მნიშვნელოვან რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და
გარემოს. ნაგავსაყრელებზე არასწორად განთავსებული ნარჩენები ლპება და ატმოსფეროში
სხვადასხვა მავნე აირებს გამოყოფს.132 ნარჩენებში მუდმივად ჟონავს წვიმის წყალი,
რომელიც ბინძურდება და, ნაჟური წყლების შემკრები სისტემის არარსებობის
შემთხვევაში, ერევა მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებს. ეს, თავის მხრივ, ინფექციური
დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება.133 ნარჩენების არასწორი მართვა, მაგალითად,
ზეთებისა და პლასტიკის წვა, წარმოქმნის ტოქსიკურ გამონაბოლქვს და საფრთხეს უქმნის
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.134
160.
სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული პოზიციები დეტალურად არ აღწერს ნარჩენებით
დაბინძურების გავლენას გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, თუმცა ეს საკითხი
მაინც ფიგურირებს დასაბუთებულ მოსაზრებებში. ერთ-ერთი პოზიციის ავტორი პავლე
ჩუბინიძე მიიჩნევს, რომ ნარჩენების მართვის ღონისძიებები (მაგ.: ნარჩენების შემცირება,
ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება, ენერგიად გარდაქმნა და ნაგავსაყრელზე
განთავსება) სრულყოფილად უნდა განხორციელდეს, რათა შემცირდეს გავლენა გარემოსა
და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.135
161.
ყველა ძირითად საკანონმდებლო აქტში, რომელიც ნარჩენების სფეროს
არეგულირებს, აღნიშნულია, რომ ნარჩენების სრული ციკლი უნდა იმართებოდეს
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად.136 თუმცა,
საყურადღებოა, რომ საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო
გეგმა (NEHAP-II) ნარჩენების მართვის მხრივ ეხება მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების
ზემოქმედებით გამოწვეული ავადობის პრევენციას.137
162.
ნარჩენების განთავსება, განსაკუთრებით, რეგიონებსა და არაურბანულ ზონებში,
წლების მანძილზე ასოცირდებოდა უკონტროლო/არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე,
ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე განთავსებასთან, ყოველგვარი
უსაფრთხოების
ზომებისა
და
სანიტარულ-გარემოსდაცვითი
ნორმების
138
უგულებელყოფით. ამჟამად არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა (იხ.
პუნქტი 17), თუმცა ეს არ იძლევა საფუძველს საკითხზე მუშაობისა ან შემდგომი
პროცედურების გასაუმჯობესებლ ღონისძიებათა შეწყვეტისათვის.
დათო ფარულავა, ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი - რა იცვლება ნარჩენების მართვის სისტემაში?, 5
ივნისი 2018, მოძიებულია 5 ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2XC0vSx.
132
133
იქვე.
საქართველოს მელიორაცია, ლევან დავითაშვილმა სამთავრობო პროგრამის ფარგლებში არსებულ გეგმებზე
ისაუბრა, 19 ივნისი 2018, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2JLFCjc.
135
დასაბუთებული მოსაზრება, პავლე ჩუბინიძე, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული
მდგომარეობა, ხელმისაწვდომია ბმულიდან https://bit.ly/2LW1ife.
136 იხ. წყარო 1.
137 საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, გვ. 10,
მოძიებულია 10 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2I46dIT.
138 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს „საქართველოს მყარი
ნარჩენების მართვის კომპანია“ სტრატეგია 2014-2024 წწ, გვ. 4, მოძიებულია 10 ივლისი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/2Y6Exro.
134
47
„თუკი ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენების მოვლა-პატრონობა სათანადოდ
მოხდება, დიდია ალბათობა, რომ ნაკლებად დაზიანდეს გარემო და ჩვენი ჯანმრთელობაც
მეტად სახარბიელო გახდეს.”
ალვერდ ჩანქსელიანი
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
163.
ინსენერაცია არ არის ნარჩენების გადამუშავების უსაფრთხო მეთოდი: ამ პროცესში
გამოყოფილი ტოქსიკური აირები საფრთხის ქვეშ აყენებს მიმდებარე ტერიტორიის
მოსახლეობას. რისკები ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც ინსენერატორი გაუმართავია, ან
არასწორად გამოიყენება.139
164.
გარემო ფაქტორების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი
ყველაზე მწვავე საკითხია, რომელიც მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. მხოლოდ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროების ჩართულობა არ კმარა გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ან მათი
პრევენციისთვის.
165.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი აწესებს, რომ
ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის
საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ არ გამოიწვიოს ზიანი
ხმაურითა და სუნით.140 ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ნარჩენების ურნების მოვლის
აუცილებლობა, კერძოდ, მათი გარეცხვა სტანდარტების დაცვით. არსებული პრაქტიკის
თანახმად, ნაგვის ურნები და მანქანები თვეში ერთხელ ირეცხება ქლორის გამოყენებით.
სურათი 7 - იაღლუჯას ნაგავსაყრელი, საქართველო (ფოტო არქივიდან: 2012, ლევან ხერხეულიძე)
166.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ურნების
სისტემატიური რეცხვა განკუთვნილი ხსნარის გამოყენებით, რომლის ნარეცხი
Safe management of wastes from health-care activities, Second edition. Edited by Yves Chartier, Jorge Emmanuel,
Ute Pieper, Annette Prüss, Philip Rushbrook, Ruth Stringer, William Townend, Susan Wilburn and Raki Zghondi,
chapter 8.8.1., გვ. 116; მოძიებულია 20 ივლისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/32d5jn5.
140 იხ. წყარო 1, მუხლი 5, ნაწილი 1(ბ).
139
48
გადაიღვრება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 2021 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე,
გარემოს კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ურნების გასარეცხი სპეციალური ტექნიკის
(იხ. სურათი 8) შეძენას, რომელიც დროის, ადამიანური და ფინანსური რესურსების
დაზოგვისკენ იქნება მიმართული.
167.
მუნიციპალიტეტმა (მათ შორის, აჭარის ა/რ) ეტაპობრივად 2021 წლის 1
სექტემბრამდე უზრუნველყონ ახალი ურნების დამატება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს
სტიქიური ნაგავსაყრელების კერების გაჩენას.
სურათი 8 - GLEAM Bin Cleaning & Pressure Washing Services (წყარო: https://bit.ly/2SGYmV9)
49
7
გარემოს კომიტეტის რეკომენდაციები
შენიშვნა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გაცემული
რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს მიიღებს წერილობითი ან ზეპირი სახით
და სახელმწიფო უწყებებთან წინასწარ შეთანხმებული ფორმით.
სატარიფო პოლიტიკა და ხარჯების ამოღება მუნიციპალიტეტებში
1. 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტებმა შეიმუშაონ ახალი ტარიფები,
რეალური ხარჯებისა და სერვისების გაუმჯობესების გათვალისწინებით; შესაბამისმა
სამინისტროებმა (ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის)
დახმარება გაუწიონ მათ (მეთოდოლოგიების მიწოდებით, კონსულტაციებით,
ტრენინგებით) და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადონ წინადადებები (პუნქტი 41).
2.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის 15
დეკემბრამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში მთავრობის მიერ 2016 წლის 1
აპრილის N160 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების
ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის
განხორციელების შესახებ სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიზნების
ადექვატურობის შეფასებისა და ღონიძიებების განხორციელების პროგრესი მათი
ამოქმედების დღიდან 2019 წლის ბოლომდე (პუნქტი 42).
ნარჩენების აღდგენის (რეციკლირება და სხვა სახეები) განვითარების ბარიერები
3.
საქართველოს მთავრობამ, ფინანსთა და სხვა დაინტერესებული სამინისტროების,
ასევე, გარემოს კომიტეტის ჩართულობით, 2022 წლისთვის პარლამენტის შესაბამის
კომიტეტებში
წარადგინოს
ნარჩენების
პრევენციასა
და
რეციკლირებასთან
დაკავშირებული დაბეგვრის წესები და საგადასახადო შეღავათები (პუნქტი 60).
4.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 1 ივნისამდე გარემოს
კომიტეტს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია სეპარირებული მუნიციპალური
ნარჩენების შემდგომი მართვის შესახებ (პუნქტი 62).
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ნაკლოვანებები
5.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა, საჭიროებისამებრ, გადახედონ
ნარჩენების გატანა-შეგროვების სისტემას და განახორციელონ მისი ოპტიმიზაცია. ეს,
თავის მხრივ, გააუმჯობესებს სისტემის ეფექტიანობას, დაზოგავს ადამიანურ და ფინანსურ
რესურსებს და დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. ანგარიში ამ რეკომენდაციის
შესრულების პროგრესზე შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებამ/მუნიციპალიტეტმა 2021
წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს გარემოს კომიტეტს (პუნქტი 75).
50
6.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გაითვალისწინონ
ნარჩენების შესაგროვებელი და გასატანი ტექნიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები
და, საჭიროებისამებრ, განაახლონ ან/და შეიძინონ ეს საშუალებები; ამ რეკომენდაციის
შესრულების პროგრესი გარემოს კომიტეტს აცნობონ 2020 წლის 1 ნოემბრამდე (პუნქტი
76).
ოფიციალური და სტიქიური ნაგავსაყრელები
7.
აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა
განახორციელონ არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია და
აღნიშნულზე ინფორმაცია კომიტეტს წარუდგინონ 2022 წლის 1 ივნისამდე (პუნქტი 90).
8.
აჭარის ა/რ-ში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი ზომები
მიიღონ ნარჩენებისგან დასუფთავებული ადგილების რეაბილიტაციისათვის და
თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. ამ ღონისძიებების განხორციელებაზე
ინფორმაცია აჭარის ა/რ-ში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა
2020 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინონ გარემოს კომიტეტს (პუნქტი 91).
მუნიციპალიტეტების საჭიროებები
9.
2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მუნიციპალიტეტებმა გაითვალისწინონ
ნარჩენების შესაგროვებელი და გასატანი ტექნიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები
და, საჭიროებისამებრ, განაახლონ ან/და შეიძინონ ეს საშუალებები. ამ რეკომენდაციის
შესრულების პროგრესი წერილობით აცნობონ გარემოს კომიტეტს 2020 წლის 1
ნოემბრამდე (პუნქტი 108).
10.
საქართველოს მთავრობამ, 2022 წლიდან უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო
უწყებების მიერ ნარჩენების მართვის კუთხით ყოველწლიური ხარჯვის ეფექტიანობისა და
ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის გარემოს კომიტეტისათვის წარდგენა (პუნქტი 109).
11.
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა
გაამკაცრონ
ზედამხედველობა
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ ნარჩენების 5-წლიანი გეგმების
შესრულებაზე და წელიწადში ერთხელ გარემოს კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ
სფეროში მიღწეულ პროგრესზე (პუნქტი 110).
საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის არარსებობა
12.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე
შეიმუშაოს შესაბამისი საინფორმაციო სისტემის დასანერგად აუცილებელი ღონისძიებები,
მათი გატარების ვადებით, და გარემოს კომიტეტს წარუდგინოს 2021 წლის 1 მარტამდე.
2021 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ნარჩენების შესახებ საჯაროდ
ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის ვებპორტალის შექმნა (პუნქტი 121).
51
ცნობიერების არასაკმარისი დონე ნარჩენების მართვის საკითხებზე
13.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,
გააქტიუროს ძალისხმევა განათლებისა და ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად
ნარჩენების
მართვის
საკითხებზე.
ამ
თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია,
მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს როგორც საჯარო
მოხელეებზე, ასევე მოსახლეობაზე, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
სამინისტრომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ამ
მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, შესაბამისი ვადების
მითითებით (პუნქტი 136).
14.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა
რეგულარულ პროფესიულ გადამზადებაში. ამგვარად, მან უნდა განაგრძოს გადამზადების
კურსების ინტენსიურად ჩატარება და ისინი ხელმისაწვდომი გახადოს მთელი
საქართველოს მასშტაბით. ცენტრმა კომიტეტს 2020 წლის 1 დეკემბრამდე უნდა
წარუდგინოს ინფორმაცია 2021 წელს ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილ
ღონისძიებებზე (პუნქტი 137).
სამართალდარღვევები
15.
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021 წლის 1 თებერვლამდე
უწყებათშორისი
სამთავრობო
კომისიის
შექმნა,
რომელიც
კონცენტრირდება
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებასა და პრევენციულ ღონისძიებათა
დაგეგმვასა და აღსრულებაზე. აღნიშნული კომისიის სამოქმედო გეგმა შესაბამისი ვადების
მითითებით წარედგინოს გარემოს კომიტეტს 2021 წლის 31 მარტამდე (პუნქტი 153).
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია
16.
საქართველოს მთავრობამ, ბიზნესსექტორის ჩართულობით, 2022 წლისთვის
შეიმუშაოს საკანონმდებლო პაკეტები და მოახდინოს მათი ინიცირება. ეს შექმნის
ნარჩენების გადამუშავებისა და რეციკლირების წამახალისებელ გარემოს (პუნქტი 158).
ნარჩენები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
17.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ურნების
სისტემატიური რეცხვა განკუთვნილი ხსნარის გამოყენებით, რომლის ნარეცხი
გადაიღვრება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 2021 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე,
გარემოს კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ურნების გასარეცხი სპეციალური ტექნიკის
(იხ. სურათი 8) შეძენას, რომელიც დროის, ადამიანური და ფინანსური რესურსების
დაზოგვისკენ იქნება მიმართული (პუნქტი 166).
18.
მუნიციპალიტეტმა (მათ შორის, აჭარის ა/რ) ეტაპობრივად 2021 წლის 1
სექტემბრამდე უზრუნველყონ ახალი ურნების დამატება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს
სტიქიური ნაგავსაყრელების კერების გაჩენას (პუნქტი 167).
52
რეკომენდაციები უწყებების მიხედვით
საქართველოს მთავრობა
- პუნქტები 60, 109, 153, 158.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
- პუნქტები 62, 75, 76, 166.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
- პუნქტები 75, 76, 90, 91, 167.
მუნიციპალიტეტები
- პუნქტები 41, 90, 91, 108, 110, 167.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- პუნქტები 41, 42, 60, 91, 121.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
- პუნქტები 41, 60, 109.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- პუნქტი 41, 60, 91.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- პუნქტები 60, 136.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- პუნქტები 41, 60.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
- პუნქტი 137.
53
8
წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები
თემატური მოკვლევის ფარგლებში წერილობით მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები
ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
„მუნიციპალური
ნარჩენების
წარმოდგენილი პოზიციები:
სფეროში
არსებული
არსებული
მდგომარეობის
შესახებ“
1
მუნიციპალურ ნარჩენების სფეროში
საქართველოში | Eastern Analytics;
მდგომარეობის
შესახებ
2
არაფორმალური განათლების როლი ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში |
კავშირი მდგრადი განვითარებისთვის ეკოხედვა/ECOVISION;
3
ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლისა და დანახარჯების
ანაზღაურების სისტემის შემუშავება | კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო
ორგანიზაციების ქსელი (CENN);
4
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა | პავლე ჩუბინიძე;
5
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა, პოზიცია N1 | ა(ა)იპ
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“;
6
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა, პოზიცია N2 | ა(ა)იპ
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“;
7
ჩამდინარე წყლები | TOPECO;
8
საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში
მდგომარეობის შესახებ | შპს TIRE GREEN, რევაზ ფოფხაძე;
არსებული
თემატური მოკვლევის ფარგლებში წერილობით მიღებული დადასტურებული პოზიციები
ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
54
9
ზეპირი მოსმენები
წერილობით წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ,
გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებთან
და იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის თემატური
მოკვლევის საგანი.
მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებთან ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 1 მარტი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, ნინო წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა, მერაბი
ქვარაია, მამუკა ჩიქოვანი.
კითხვებს პასუხობდნენ:
-
ნინო შავგულიძე, ნინო თევზაძე, არჩილ ლეჟავა, რონი კვაჭაძე | CENN;
ნინო სულხანიშვილი | ეკოხედვა/ECOVISION;
აკაკი ფანჩულიძე | „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“;
პავლე ცაგარეიშვილი | „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“.
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 27 მარტი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, ნინო წილოსანი, მერაბ ქვარაია, დავით
სონღულაშვილი.
კითხვებს პასუხობდნენ:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
-
გიორგი კაპანაძე | დეპარტამენტის უფროსი
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
-
თამარ შარაშიძე | გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
ლევან ჯღარკავა | შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
-
გივი ზაუტაშვილი | მერის მოადგილე;
ტარიელ გრატიაშვილი | დასუფთავების სამსახურის უფროსი.
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 28 მარტი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, მერაბ ქვარაია, მამუკა ჩიქოვანი.
კითხვებს პასუხობდნენ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
-
გიორგი კაკაურიძე | მინისტრის მოადგილე
55
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
-
გრიგოლ კაცია | მინისტრის მოადგილე;
გიორგი შუხოშვილი | მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი;
ხათუნა ჩიკვილაძე | მრჩეველი.
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 12 აპრილი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა
კითხვებს პასუხობდნენ:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
-
ალვერდ ჩანქსელიანი | ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ირმა გურგულიანი | ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების
დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.
მართვის
მართვის
56
10
გამოყენებული წყაროები
ზოგადი წყაროები
✓
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, 2 თებერვალი 2015;
✓
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს რეგისტრი საქმიანობის
სახეების მიხედვით;
✓
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლიური
ანგარიში 2019;
✓
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლიური
ანგარიში 2018;
✓
ა(ა)იპ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN),
ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლისა და დანახარჯების ანაზღაურების
სისტემის შემუშავება;
✓
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, 2014-2024 წლების სტრატეგია;
✓
პავლე ჩუბინიძე, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა;
✓
ეკოხედვა/ECOVISION, არაფორმალური განათლების როლი და მნიშვნელობა
ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში;
✓
აკაკი ფანჩულიძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა,
პოზიცია N2;
✓
შპს „TIRE GREIN“, საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში
არსებული მდგომარეობის შესახებ;
✓
საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული
სამოქმედო გეგმა;
✓
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სიტუაციური
სახელმძღვანელო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
19.05.2017;
✓
კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და მუნიციპალიტეტების
მიერ წარმოდგენილი ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია;
✓
Susan Wilburn and Raki Zghondi, Safe management of wastes from health-care activities,
Second edition;
✓
United States Environment Protection Agency, Decision Maker’s Guide to Solid Waste
Management Volume II;
57
✓
What is green growth and how can it help deliver sustainable development?, The
Organisation for Economic Co-operation and Development (OECD).
საკანონმდებლო ჩარჩო
✓
საქართველოს კონსტიტუცია;
✓
2008 წლის 19 ნოემბრის დირექტივა 2008/98/EC ევროპარლამენტისა და საბჭოს
ნარჩენების შესახებ;
✓
საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ;
✓
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი;
✓
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ ;
✓
საქართველოს კანონი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ;
✓
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
✓
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
✓
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N1124 განკარგულება „საქართველოს
გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
✓
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივლისის დადგენილება
№532018
„ყვარლის
მუნიციპალიტეტში
დასახლებული
ტერიტორიის
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის
დამტკიცების შესახებ“;
✓
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის საინფორმაციო
ბიულეტენი #3, ნარჩენების მართვის ახალი სისტემა საქართველოში, ოქტომბერი
2018;
✓
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა, 3 აპრილი 2019.
საქართველოს მთავრობის დადგენილებები
✓
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილება „ნარჩენების
შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის
რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“;
✓
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილება „ნარჩენების
აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის
შესახებ“;
✓
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილება „ნარჩენების
მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების
ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
58
✓
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილება „სახეობებისა
და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და
კლასიფიკაციის შესახებ”;
✓
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილება „ნარჩენების
აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და ნაგავსაყრელის
მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ”;
✓
2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება
შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“;
✓
2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილება „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის
დამტკიცების თაობაზე“.
„მუნიციპალური
ნარჩენების
მინისტრის ბრძანებები
✓
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 4
აგვისტოს №211 ბრძანება „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და
შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“;
✓
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 9
იანვრის №2-11 ბრძანება „აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და
ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ“.
მედია და ინტერნეტრესურსები
✓
„მამუკა ბახტაძე: ჩვენს პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მწვანე პოლიტიკა და მწვანე
ეკონომიკა“, საქართველოს ახალი ამბების სააგენტო, 28 სექტემბერი 2018, მოძიებულია
2019 წლის 10 ივნისს, ბმულიდან https://bit.ly/2Fwb43r;
✓
„პრობლემური ნაგავსაყრელები“, ილია კილაძე, პირველი არხი, 29 იანვარი 2018,
მოძიებულია 2019 წლის 15 ივლისს, ბმულიდან https://bit.ly/2XXspOh;
✓
დათო ფარულავა, „ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი - რა იცვლება ნარჩენების
მართვის სისტემაში?“ 5 ივნისი 2018, მოძიებულია 2019 წლის 5 ივლისს, ბმულიდან
https://bit.ly/2XC0vSx;
✓
საქართველოს მელიორაცია, ლევან დავითაშვილმა სამთავრობო პროგრამის
ფარგლებში არსებულ გეგმებზე ისაუბრა, 19 ივნისი 2018, მოძიებულია 2019 წლის 10
ივლისს, ბმულიდან https://bit.ly/2JLFCjc;
✓
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, „2018 წელს ნარჩენების
მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა“, 18 იანვარი 2019, მოძიებულია
2019 წლის 10 ივლისს, ბმულიდან https://bit.ly/2FCj03m;
✓
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, „1 იანვრიდან დღემდე
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა“, 20 თებერვალი
2019, მოძიებულია 2019 წლის 10 ივლისს, ბმულიდან https://bit.ly/2xhztp1;
59
✓
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, „1 იანვრიდან დღემდე
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა“, 20 თებერვალი
2019, მოძიებულია 2019 წლის 10 ივლისს, ბმულიდან https://bit.ly/2xhztp1;
✓
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია“, მოძიებულია 2019 წლის 18 ივნისს
ბმულიდან https://bit.ly/2WYI7TS;
✓
„კახა კუჭავა - მუნიციპალიტეტებში აუცილებელია ნარჩენების სეპარირების მეთოდი
დაინერგოს და გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნას“, ინტერპრესნიუსი, 30
ოქტომბერი 2018, მოძიებულია 2019 წლის 10 ივნისს, ბმულიდან https://bit.ly/2NgBp9Z;
✓
„მუნიციპალური
ნაგავსაყრელები
8
ახალი
რეგიონული
ნაგავსაყრელით
ჩანაცვლდება“, Reginfo.ge, 24 იანვარი 2019, მოძიებულია 2019 წლის 14 ივნისს,
ბმულიდან https://bit.ly/34yblwQ;
✓
„თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს“,
ინტერპრესნიუსი, 27 ნოემბერი 2019, მოძიებულია 2019 წლის 28 ნოემბერს, ბმულიდან
https://bit.ly/2SiXojN.
60