„აღსრულების კოდექსი“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი
ნომერი
#07-3/34/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აღსრულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი აღსრულების კოდექსი წიგნი I. ზოგადი დებულებანი თავი I. კოდექსის მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებები მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო ეს კოდექსი აწესრიგებს აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს აღმასრულებელთა პალატის (შემდგომ - აღმასრულებელთა პალატა) მოწყობისა და ფუნქციონირების წესს, აღმასრულებელთა სტატუსსა და საქმიანობის წესს, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს. მუხლი 2. საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კოდექსისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების წესები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან/და კონსტიტუციურ კანონს. მუხლი 3. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღსრულების ეროვნული ბიურო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ იუსტიციის სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო; ბ) აღმასრულებელი - აღმასრულებელთა პალატის წევრი, რომელიც სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ - იუსტიციის მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმეთა აღსრულებისა; გ) ინსპექტორი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი რომელიც უფლებამოსილია, საქართველოს მთელ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეები, ტერიტორიაზე აღასრულოს საქართველოს რესპუბლიკური/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოების გრიფის მქონე საქმეები, აგრეთვე განკარგოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებული თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აღსრულების პოლიციელი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი, რომელიც უფლებამოსილია, აღასრულოს ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო საქმეები, მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეები და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები ამ კოდექსით დადგენილი წესით; ე) აღსასრულებელი დოკუმენტი - ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი; ვ) სააღსრულებო წარმოება - აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებათა ერთობლიობა, აღსრულების დაწყებიდან მის დასრულებამდე; ზ) მხარეები - სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი/კრედიტორები და მოვალე/მოვალეები; თ) კრედიტორი - ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, რომლის სასარგებლოდ ან ინტერესებისთვის მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება; ი) მოვალე - ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება; კ) უზრუნველყოფილი კრედიტორი - კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკის ან გირავნობის (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის) უფლებით; ლ) მორიგება - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა მორიგება; მ) ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი - მოვალის ქონების აღწერისა და ყადაღის დადების შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი; ნ) დეპონირების საგანი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში დეპონირების მიზნით შეტანილი მოძრავი ნივთი და ფულადი თანხა; ო) სერტიფიკატის განახლება - აღმასრულებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ხელახლა ჩაბარება. თავი II. აღსასრულებელი დოკუმენტი მუხლი 4. აღსასრულებელი დოკუმენტები ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება შემდეგი აღსასრულებელი დოკუმენტები: ა) საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოცემული აღსასრულებელი დოკუმენტი: ა.ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ა.ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განრიდების შესახებ თანხის/ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; ა.გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ა.დ) ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ა.ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; ა.ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ა.ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ; ა.თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე; ა. ი) სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; ბ) აღსასრულებელი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოცემული აღსასრულებელი დოკუმენტი (მათ შორის: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ლიზინგის მოწმობა, დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ); გ) ნოტარიუსის მიერ გაცემული აღსასრულებელი დოკუმენტი; დ) არბიტრაჟის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღსრულებას დაქვემდებარებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული აღსასრულებელი დოკუმენტი; ე) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განაჩენის საფუძველზე გამოცემული აღსასრულებელი დოკუმენტი; ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ზ) გირავნობის მოწმობა; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება), ბრძანება შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე (შემდგომ − შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანება), აღსრულების შესახებ ბრძანება; ი) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ; კ) უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ. სხვისი მუხლი 5. იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე). 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის (მათ შორის, სადაზღვევეო ბროკერის), ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის/სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). 5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. 6. კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ მიმდინარე, ამ კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. თავი III. აღსრულების დაწყება მუხლი 6. აღსრულების დაწყების საფუძვლები 1. აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს: ა) იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (დედნის) საფუძველზე. სააღსრულებო ფურცელს წარდგენისას უნდა დაერთოს აღსასრულებელი დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე; გ) დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე; დ) აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე; ე) აღმასრულებლის მიერ პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანისას - ამ დადგენილების საფუძველზე; ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით − ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის მოწმობის საფუძველზე; თ) შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით - შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე; ი) ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აღსასრულებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს დედნის სახით, ხოლო „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით გაცემული აღსასრულებელი დოკუმენტი - ელექტრონული დოკუმენტის სახით. 3. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით დოკუმენტაცია წარედგინება აღმასრულებელს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღმასრულებელთა პალატას ან ავტორიზებულ მომხმარებელს. 4. ავტორიზებულ მომხმარებელთა სტატუსი და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ხელშეკრულებით. 5. ამ კოდექსის ბრძანებითა მე-4 მუხლით და ავტორიზებულ განსაზღვრული იმ მომხმარებელთან დადებული აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. თუ აღსრულებადია აღსასრულებელი დოკუმენტის ნაწილი, აღსრულებას მხოლოდ ეს ნაწილი ექვემდებარება. მუხლი 7. აღსრულების დაწყების ცალკეული წესები 1. კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით და აღსრულება დაწყებულად ჩაითვლება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გამოცემისთანავე, თუ: ა) ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება; ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული აღსრულების შესახებ ბრძანება და შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 2. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ ქონებაზე იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე აღარ არის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე. ამ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მითითებული მოვალედ ამ ქონებასთან მიმართებით, ითვლება მოვალის უფლებამონაცვლედ. მუხლი 8. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისთვის დამატებითი მოთხოვნები 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის ან უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს კომპეტენტური პირის ან ორგანოს მიერ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება აღსრულების საფასურის ოდენობა. ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება, რაც არ წარმოადგენს აღსრულების დაწყების შემაფერხებელ გარმოებას. 3. თუ შეფასებისას აღმოჩნდება, რომ ქონება უფრო მეტი ღირებულებისაა, ვიდრე მითითებულია პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღმასრულებელი კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა შეავსოს სრულ ოდენობამდე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის აღუსრულებლად დაბრუნებას. სააღსრულებო 4. ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენიმა სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ განცხადების აღსასრულებლად წარდგენისას მას უნდა დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ თანაბარმნიშვნელოვანი დოკუმენტი, აგრეთვე ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მუხლი 9. საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნით ქონების შეფასება 1. იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი დოკუმენტი, აღმასრულებელი უფლებამოსილია, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქონების შეფასების მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ შეაფასოს ქონება. ამ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს და სააღსრულებო მოქმედებები განხორციელდეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. 2. ქონების შეფასების შემდეგ აღმასრულებელი კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის აღუსრულებლად დაბრუნებას, ხოლო სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შედეგად ამოღებული ნივთი უბრუნდება მოვალეს. მუხლი 10. აღსასრულებელ მოთხოვნაზე სარგებლისა და საურავის დარიცხვა 1. იმ აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის განცხადების რეგისტრაციის დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. 2. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღმასრულებელი ამ კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს აღსასრულებელ დოკუმენტს. მუხლი 11. ქვემდებარეობა 1. სააღსრულებო აღმასრულებლის მიერ ფურცელი ან/და აღსასრულებელი იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დოკუმენტი აღსრულდება განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე, მოვალის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რამდენიმე მოვალის არსებობისას კონკრეტული სამოქმედო ტერიტორიისათვის საქმის მიკუთვნების მიზნით ერთ-ერთი მოვალის საცხოვრებელ მისამართს ირჩევს კრედიტორი. აღსრულების მიმდინარეობისას მოვალის საცხოვრებელი მისამართის ცვლილება არ გამოიწვევს სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის ქვემდებარეობის შეცვლას. 2. უძრავ ქონებაზე აღსრულების შემთხვევაში აღსრულებას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განთავსებულია შესაბამისი უძრავი ქონება. 3. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღმასრულებელთა პალატას, რომელიც სააღსრულებო ფურცელს გადასცემს აღმასრულებელს მოვალის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. 4. უძრავი ქონების სხვადასხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიებზე არსებობისას ან/და ერთი და იმავე მოვალის მიმართ ორი ან მეტი აღმასრულებლის მიერ აღსრულების განხორციელებისას, ასევე სხვა შემთხვევებში, როდესაც ცალსახად არ ირკვევა აღსრულების ქვემდებარეობა, გადაწყვეტილებას აღსრულების ქვემდებარეობის შესახებ იღებს კრედიტორი. 5. თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობისას აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებულია სხვადასხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიებზე განთავსებული უძრავი ქონებების რეალიზაცია და რეალიზაციის აღმასრულებელი უფლებამოსილია აღსასრულებელი რიგითობა დადგენილი არ არის, დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულება განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულია ერთ-ერთი სარეალიზაციო უძრავი ქონება. 6. თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობისას აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებულია სხვადასხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიებზე განთავსებული უძრავი ქონებების რეალიზაცია და რეალიზაციის რიგითობა დადგენილია, აღმასრულებელი უფლებამოსილია აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულება განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულია ის უძრავი ქონება, რომელიც ექვემდებარება პირველად რეალიზაციას რიგითობის გათვალისწინებით. 7. თუ აღსრულება მიმდინარეობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ და სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმოჩნდება, რომ უძრავი ქონება განთავსებულია სხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმასრულებელი უფლებამოსილია აღსრულება განახორციელოს სხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიაზეც. 8. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიაზეც. მუხლი 12. პირთა სიმრავლე 1. თუ აღსასრულებელი დოკუმენტი გაცემულია რამდენიმე სოლიდარული კრედიტორის სასარგებლოდ, ერთ-ერთი კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულება დაიწყოს აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული სრული მოთხოვნის მის სასარგებლოდ აღსასრულებლად. 2. თუ აღსასრულებელი დოკუმენტი გამოცემულია რამდენიმე სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ, კრედიტორის განცხადებით შესაძლებელია აღსრულება დაიწყოს აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული სრული მოთხოვნის ფარგლებში ერთ-ერთი ან რამდენიმე მოვალის წინააღმდეგ. 3. თუ აღსრულება მიმდინარეობს რამდენიმე სოლიდარული კრედიტორის სასარგებლოდ და ერთ-ერთმა სოლიდარულმა კრედიტორმა მოითხოვა აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება, აღსრულება გაგრძელდება სხვა სოლიდარული კრედიტორის/კრედიტორების სასარგებლოდ. 4. თუ აღსრულება მიმდინარეობს რამდენიმე სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ და ერთერთი მოვალის მიმართ მოთხოვნილია: ა) აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება, სხვა მოვალეების მიმართ სააღრულებო წარმოება გრძელდება კრედიტორის მიერ განსაზღვრულ სრულ თანხაზე; ბ) სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, სააღრულებო წარმოება გრძელდება სხვა მოვალეების წინააღმდეგ არსებული მოთხოვნის ფარგლებში. 5. სოლიდარულ კრედიტორთა სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისას ერთერთი სოლიდარული კრედიტორის მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, აღსრულება გრძელდება სრულ თანხაზე სხვა სოლიდარულ კრედიტორთა სასარგებლოდ. 6. სოლიდარული მოვალეების წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისას კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოების შეჩერებისას აღსრულება გრძელდება სხვა სოლიდარულ მოვალეთა წინააღმდეგ. მუხლი 13. შეტყობინების გაგზავნა 1. აღმასრულებლის მიერ შეტყობინების გაგზავნა ხდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. აღმასრულებლის მიერ მოვალეს შეტყობინება ეგზავნება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 3. მოვალეს ეცნობება: ა) ფულადი მოთხოვნის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში აღსასრულებელი დოკუმენტის ნებაყოფლობით შესრულების შესაძლებლობის შესახებ, ასევე მოთხოვნის აღნიშნულ ვადაში შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ამ ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კოდექსის მე-20, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. 4. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. 5. არაფულად მოთხოვნებზე მოვალისათვის შეტყობინება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით. მოვალე ვალდებულია აღსასრულებელი დოკუმენტის მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კოდექსით განსაზღვრულია მოთხოვნის შესრულების ვადა. 6. აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებას ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელი დოკუმენტის შესრულების ვალდებულების შესახებ. თავი IV. დოკუმენტების/შეტყობინებების გაგზავნისა და ჩაბარების წესი მუხლი 14. დოკუმენტების/შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების ზოგადი წესი ამ კოდექსით გათვალისწინებული აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ ამ კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 15. პირისათვის შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების წესი 1. შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის ჩაჰბარდება ადრესატს ან მის წარმომადგენელს ან ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს ამ კოდექსით დადგენილი წესით. წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შესახებ აცნობოს მარწმუნებელს. 2. შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატს შეიძლება ჩაჰბარდეს ფოსტით, პირადი ჩაბარებით, სატელეფონო შეტყობინებით, ან სხვა ტექნიკური საშუალებით. 3. ტექნიკური საშუალებით შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებისას გამგზავნი/ჩამბარებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის დასახელება, რომლის აღსრულების მიზნითაც ხდება შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება; ბ) შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების მიზნით გამოყენებული ტექნიკური საშუალება, მისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და შეტყობინების ჩაბარების მიზნით განხორციელებული მოქმედებები; გ) შეტყობინების/დოკუმენტის ჩამბარებლის ვინაობა; დ) შეტყობინების/დოკუმენტის მიმღების და ადრესატის ვინაობა; ე) გაგზავნილი/ჩაბარებული შეტყობინების/დოკუმენტის შინაარსი; ვ) შეტყობინების/დოკუმენტის გაგზავნის/ჩაბარების ადგილი (საჭიროების შემთხვევაში) და დრო; ზ) შეტობინების/დოკუმენტის გამგზავნის/ჩამბარებლის ხელმოწერა; თ) იმ პირთა ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ესწრებოდნენ შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებას; 4. შედგენილი ოქმი დაერთვება სააღსრულებო საქმის მასალებს. 5. შეტყობინების/დოკუმენტის ადრესატისათვის პირადი ჩაბარება დასტურდება ადრესატის ხელმოწერით. მუხლი 16. შეტყობინების/დოკუმენტის გაგზავნა 1. შეტყობინების/დოკუმენტის გაგზავნის/ჩაბარების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი. 2. შეტყობინების/დოკუმენტის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით. ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შეტყობინების/დოკუმენტის შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების თარიღი. ჩაბარებისას მიეთითება 3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების/დოკუმენტაციის პირისათვის გაგზავნა/ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით შეტყობინების/ჩაბარების შესახებ შედგენილი ოქმით; ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების/ჩაბარების შესახებ შედგენილი ოქმით. 4. შეტყობინების/დოკუმენტის დეპეშით გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით. 5. შეტყობინება/დოკუმენტი შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. 6. ადრესატისათვის სამუშაო ადგილზე ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება/დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ამავე ფუნქციის მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც პასუხისმგებელია შეტყობინების ადრესატისთვის გადაცემაზე. 7. აღმასრულებელი უფლებამოსილია, მხარის თანხმობით, პირადად გადასცეს მას შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც აღმასრულებელმა პირადად გადასცა შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატისათვის ჩასაბარებლად, ვალდებულია, აღმასრულებელს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი ადრესატის ხელმოწერით. მუხლი 17. შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები 1. შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატს ეგზავნება და ბარდება აღმასრულებლისთვის ცნობილ რეგისტრაციის/იურიდიულ ან/და ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, სამუშაო ადგილზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღმასრულებელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელ მისამართზე გააგზავნოს შეტყობინება/დოკუმენტი და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. 2. თუ შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა აღმასრულებლისთვის ცნობილ მისამართზე, შეტყობინება/დოკუმენტი მას ხელმეორედ ეგზავნება სხვა ცნობილ მისამართზე, ხოლო ასეთი მისამართის არქონის შემთხვევაში - იმავე მისამართზე. 3. განმეორებითი მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის შეტყობინების/დოკუმენტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 4. თუ ადრესატს მის მიერ მითითებულ მისამართზე ვერ ჩაჰბარდა შეტყობინება/დოკუმენტი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მუხლი 18. შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში 1. თუ შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებისას ადგილზე არ აღმოჩნდა ადრესატი, შეტყობინება/დოკუმენტი ბარდება და ამ შეტყობინების/დოკუმენტის ადრესატისთვის გადაცემის ვალდებულება წარმოეშობა: ან ა) ადრესატის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - მასთან მცხოვრებ სხვა ქმედუნარიან პირს მისამართზე მყოფ ქმედუნარიან პირს, რომელიც თანხმობას განაცხადებს შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებაზე და ადრესატისათვის გადაცემაზე; ბ) სამუშაო ადგილის მიხედვით – ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესით შესაბამისი შეტყობინების/დოკუმენტის მიმღებ პირს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება დაუშვებელია, თუ ადრესატი და შესაბამისი პირი სააღსრულებო წარმოებაში მოწინააღმდეგე მხარეები არიან. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ შეტყობინების/დოკუმენტის მიღებისას შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე უნდა აღნიშნოს ჩამბარებლის სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება/დაკავებული თანამდებობა, მისთვის ცნობილი ადრესატის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და დაბრუნების სავარაუდო დრო. შეტყობინების/დოკუმენტის მიმღები ვალდებულია შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადრესატს. 4. შეტყობინების/დოკუმენტის ამ მუხლით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება შეტყობინების/დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება შეტყობინების/დოკუმენტის მიმღების ხელმოწერით (მათ შორის, ელექტრონული საშუალებით შესრულებული ხელმოწერით). მუხლი 19. შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებაზე უარი 1. თუ ადრესატმა უარი განაცხადა შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებაზე, შესაბამისი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს შეტყობინებაზე/დოკუმენტზე. ამ შემთხვევაში შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 2. თუ ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა ან მასთან მცხოვრებმა პირმა უარი განაცხადა შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებაზე, შესაბამისი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს შეტყობინებაზე/დოკუმენტზე. ამ შემთხვევაში შეტყობინება/დოკუმენტი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. შეტყობინება/დოკუმენტი ჩაბარებულად არ ჩაითვლება, თუ იგი მას პირველად ეგზავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეტყობინება/დოკუმენტი გაიგზავნა ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. მუხლი 20. მისამართის შეცვლა სააღსრულებო წარმოების დროს 1. სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებული არიან აცნობონ აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია, რომ მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოებაში. 2. ამ მუხლით გათალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას შეტყობინება გაიგზავნება აღმასრულებლისათვის ცნობილ ან მხარის მიერ დადასტურებულ უკანასკნელ მისამართზე და შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ის აღარ წარმოადგენს ადრესატის მისამართს. მუხლი 21. საჯაროდ გამოქვეყნება 1. თუ ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების/დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. 2. შეტყობინება/დოკუმენტი საჯაროდ ქვეყნდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე განთავსებით ან სააღსრულებო წარმოების მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ქვეყნდება ინფორმაციის სხვა საშუალებებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეტყობინება/დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების/დოკუმენტის აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. თავი V. სააღსრულებო ფურცელი მუხლი 22. სააღსრულებო ფურცელი 1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამავე კოდექსით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანების, აღმასრულებლის მიერ პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილების, ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. 2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კოდექსის თანახმად, ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. 3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. 4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები 1. გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაში - გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, სააღსრულებო ფურცელს გადასცემს კრედიტორს. 2. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის თაობაზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის და მისი კანონიერ ძალაში შესვლის თარიღები; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის ვინაობა/დასახელება და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, მისამართები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას. 3. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი; გ) ვალდებულების შესრულების და მოთხოვნის შესრულების დრო; დ) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა; ე) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს: ა) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი); ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით. 5. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და სამედიაციო მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ. ხოლო „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით გამოცემული სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს ელექტრონული ხელმოწერით და/ან ელექტრონული შტამპით. მუხლი 24. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა შესაბამისი მოვალის (მოპასუხის), კრედიტორის (მოსარჩელის) და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც უნდა აღსრულდეს თითოეული ასეთი სააღსრულებო ფურცლით. მუხლი 25. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის დედანი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. მუხლი 26. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ 1. სააღსრულებო ფურცელი/აღასრულებელი დოკუმენტი შეიძლება გაიცეს აღსასრულებელი დოკუმენტის გამომტანი პირის მიერ აღსასრულებელ დოკუმენტში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან ნოტარიუსმა. 2. თუ უფლებამონაცვლეობის დადგენა ვერ ხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უფლებამონაცვლეობას ადგენს სასამართლო. 3. სააღსრულებო წარმოების მხარის უფლებამონაცვლის დადგენისა და აღსასრულებელი დოკუმენტის/სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით აღსასრულებელი დოკუმენტის გამომცემი პირის ან სასამართლოსათვის მიმართვაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან მხარეები ან დაინტერესებული პირები. მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თავი VI. აღსრულების დაწყება და დასრულება მუხლი 28. განცხადების რეგისტრაცია და აღსრულების დაწყება 1. სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ კრედიტორის განცხადება რეგისტრირებულად ითვლება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღმასრულებელთან, აღმასრულებელთა პალატაში ან ავტორიზებულ მომხმარებელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტების წარდგენისა და წინასწარი საფასურის/საფასურის აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან. 2. განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღმასრულებელი იღებს გადაწყვეტილებას: ა) აღსრულების დაწყების თაობაზე; ბ) ხარვეზის დადგენის თაობაზე მისი აღმოფხვრის ვადის მითითებით, არა უმეტეს ერთი თვისა; გ) აღსრულების დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. 3. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა იწვევს აღსრულების დაწყებაზე უარის თქმას. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორს უბრუნდება მის მიერ გადახდილი წინასწარი საფასური/საფასური. 5. იძულებითი აღსრულება არ დაიშვება, თუ გასულია აღსასრულებელი დოკუმენტის აღსასრულებლად წარდგენის ვადა. მუხლი 29. სააღსრულებო წარმოების დასრულება სააღსრულებო წარმოების დასრულების საფუძვლებია: ა) აღსრულება; ბ) აღსრულების შეწყვეტა; გ) აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება. წიგნი II. სააღსრულებო წარმოების მხარეები და მონაწილე პირები თავი VII. ზოგადი დებულებანი მუხლი 30. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე – სააღსრულებო წარმოების მხარეები; ბ) აღმასრულებელი; გ) ინსპექტორი; დ) აღსრულების პოლიციელი; ე) სხვა დაინტერესებული პირები. მუხლი 31. სააღსრულებო წარმოების მხარეები 1. სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი დოკუმენტი. 2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, რომლებსაც ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი დოკუმენტი ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას მოვალეს წარმოადგენს პირი, რომელიც ფლობს უძრავ ქონებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს დადგენილ ვადაში არ წარუდგენს უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ამ კოდექსით განსაზღვრულ დოკუმენტს. მუხლი 32. მხარეთა უფლებამოსილებანი 1. მხარეებს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო წარმოების მასალებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია აღსრულებასთან დაკავშირებით, გარდა კომერციული, საგადასახადო, საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა; ბ) მორიგდნენ; გ) დადონ სააღსრულებო შეთანხმება; დ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; ე) აღმასრულებელს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ვ) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ან პირდაპირ სასამართლოში − ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ზ) გაასაჩივრონ სასამართლოში საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში; თ) მოითხოვონ სააღსრულებო მედიაციის განხორციელება. 2. აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში მხარეები აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად 3 დღის ვადაში უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს. 3. მხარეებს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს. მუხლი 33. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება. სააღსრულებო მედიაცია 1. აღმასრულებელი, მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე, უფლებამოსილია თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების შესახებ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. თუ აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობაა არაუმეტეს 10 000 ლარისა, სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას და მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება განწილვადების შემთხვევაში, აღმასრულებელი უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება განწილვადების შესახებ. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულება განახლდება. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თანხის გადახდევინების საქმეებზე აუქციონის გამოცხადებამდე, ხოლო სხვა საქმეებზე - საქმის აღსრულებამდე, აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება სააღსრულებო მედიაციის დაწყების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. 3. სააღსრულებო მედიაციის დაწყების ინიციატორი შესაძლებელია იყოს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი, აღსრულების ეროვნული ბიურო ან/და აღმასრულებელი. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირის მიერ სააღსრულებო მედიაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში, აღმასრულებელი ვალდებულია მიმართოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მედიაციის დაწყების მოთხოვნით. 4. სააღსრულებო მედიაცია იწყება იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო საქმის არც ერთი მხარე არ არის სააღსრულებო მედიაციის წინააღმდეგი. 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სააღსრულებო მედიაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. მედიაციის დაწყებაზე უარი უნდა დასაბუთდეს. 6. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მედიაციას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით. 7. სააღსრულებო მედიაცია ვადაზე ადრე წყდება მხარეთა მოთხოვნით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი გაგრძელება შეუძლებელია. 8. სააღსრულებო მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 9. სააღსრულებო მედიაცია ხორციელდება გონივრული ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 10. საჭიროებიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოების პროცესში, მათ შორის, სააღსრულებო მედიაციის პროცესში მონაწილეობს სოციალური მუშაკი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. სოციალური მუშაკი ახორციელებს მხარეებთან კომუნიკაციას და საჭიროებიდან გამომდინარე, ესწრება სააღსრულებო მოქმედებებს. მუხლი 34. სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა 1. სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული, საგადასახადო, საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა და მათი ასლებისა. 2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, გაეცნოს განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების მხოლოდ იმ მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული, საგადასახადო, საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა. მუხლი 35. მხარეთა ვალდებულებები მხარეები ვალდებული არიან: ა) აღსრულების პროცესში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვან სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) შეასრულონ აღმასრულებლის მოთხოვნა/მითითება, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო მოქმედების განსახორციელებლად; გ) აღმასრულებლის ინფორმაცია/დოკუმენტი, განსახორციელებლად. მოთხოვნის რომელიც საფუძველზე, წარმოადგინონ დამატებითი აუცილებელია სააღსრულებო მოქმედების თავი VIII. წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოებაში მუხლი 36. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში 1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. თუ აღსასრულებელ ავტონომიური რესპუბლიკის დოკუმენტში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ანრომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იმავე ნაწილით განსაზღვრულ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი. მუხლი 37. წარმომადგენლის მონაწილეობა სააღსრულებო წარმოებაში 1. ფიზიკურ პირს შეუძლია მონაწილეობდეს სააღსრულებო წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო იურიდიულ პირებს, პირთა გაერთიანებებს ან სხვა ორგანიზაციებს - შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. 2. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა არ ართმევს პირს უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა სააღსრულებო წარმოებაში. მუხლი 38. პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენელი სააღსრულებო წარმოებაში შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოებაში წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში - ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრული მხარდამჭერი; ბ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, იურიდიული პირების, პირთა გაერთიანებების ან ორგანიზაციების შემთხვევაში – ამ ორგანოებისა და პირების თანამშრომლები ან სხვა ქმედუნარიანი ფიზიკური ან იურიდიული პირები. მუხლი 39. პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლები სააღსრულებო წარმოებაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირები სააღსრულებო წარმოებაში გამოდიან მშობლებად (მშვილებლებად), მეურვეებად, მზრუნველებად ან დამსაქმებლის წარმომადგენლებად, წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, აღმასრულებელი, აღმასრულებლის თანაშემწე, აგრეთვე თანამშრომელი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ან აღმასრულებელთა პალატის მუხლი 40. წარმომადგენლობის ნამდვილობა 1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით გაცემულ მინდობილობაში. 2. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან: ა) იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც პირი სამკურნალოდ იმყოფება; ბ) შესაბამისი სამხედრო ნაწილის უფლებამოსილი პირის მიერ, თუ მინდობილობას გასცემს სამხედრო მოსამსახურე; გ) შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ, თუ მინდობილობას გასცემს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი. 3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ორგანოების, იურიდიული პირის, პირთა გაერთიანების ან ორგანიზაციის სახელით მინდობილობას გასცემს შესაბამისი ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. მუხლი 41. წარმომადგენლის უფლებამოსილება 1. სააღსრულებო წარმოებაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება წარმომადგენელს უფლებას აძლევს, მარწმუნებლის სახელით სრულად განახორციელოს სააღსრულებო წარმოებაში მისი უფლება-მოვალეობები, გარდა: ა) აღსასრულებელი დოკუმენტის აღსასრულებლად წარდგენისა; ბ) სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტისა; გ) მორიგებისა ან სააღსრულებო შეთანხმების დადებისა; დ) მოთხოვნის დათმობისა ან ვალდებულების შესრულების მესამე პირზე გადაკისრებისა; ე) თანხის მიღების უფლებისა; ვ) სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას მოთხოვნის შემცირებისა; ზ) აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნებისა. 2. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. მუხლი 42. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა მარწმუნებლის მიერ 1. მარწმუნებელს უფლება აქვს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს აღმასრულებელს. აღსრულების მიზნებისათვის მინდობილობა გაუქმებულად ითვლება აღმასრულებლისთვის წერილობითი შეტყობინების მომენტიდან. 2. მხარის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს სააღსრულებო მოქმედებების შეჩერებისა ან გადადების საფუძველს. 3. აღმასრულებლისთვის წერილობით შეტყობინებამდე წარმომადგენლის მიერ კანონისა და მინდობილობის საფუძველზე შესრულებული ყველა ქმედება ძალაში რჩება. მუხლი 43. წარმომადგენლის უარი თავის უფლებამოსილებაზე 1. წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე წერილობით განაცხადოს უარი წარმომადგენლობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც აღმასრულებელს, შეწყვეტილად ისე მის ითვლება მომენტიდან. 2. წარმომადგენლის მარწმუნებელს. აღსრულების აღმასრულებლისთვის უფლებამოსილების მიზნებისათვის წერილობითი შეწყვეტა არ მინდობილობა შეტყობინების წარმოადგენს გადაცემის სააღსრულებო მოქმედებების შეჩერებისა თუ გადადების საფუძველს. 3. აღმასრულებლისთვის წერილობით შეტყობინებამდე წარმომადგენლის მიერ კანონისა და მინდობილობის საფუძველზე შესრულებული ყველა ქმედება ძალაში რჩება. მუხლი 44. კანონიერი წარმომადგენლები 1. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს სააღსრულებო წარმოებისას იცავს მისი მშობელი ან მზრუნველი, რომელიც აღმასრულებელს წარუდგენს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. კანონიერი წარმომადგენლები წარმოდგენილი პირის სახელით ასრულებენ ყველა მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მინიჭებული აქვს წარმოდგენილ პირს, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით. 3. თუ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირია სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი, მის წარმომადგენლობას ახორციელებს პირი, რომელსაც სასამართლომ სამართავად გადასცა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება. თავი IX. უფლება-მოვალეობების მესამე პირისათის გადაცემა მუხლი 45. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა 1. თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომლის შესრულება კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან გამომდინარე მესამე პირსაც შეუძლია, აღმასრულებლის თანხმობით, კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება, რომლის შესრულებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც სასამართლო წესით შეიძლება დაეკისროს მოვალეს. 2. მოვალის მიერ აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აღმასრულებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას. მუხლი 46. მოქმედება, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან გამომდინარე მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 47. აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობა 1. აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და აღსრულების მიმდინარეობისას არსებული მოთხოვნის მესამე პირისათვის დათმობის შემთხვევაში, აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება განხორციელდება უფლების მიმღების სასარგებლოდ, ნაცვლად აღსასრულებელ დოკუმენტში მითითებული კრედიტორისა. 2. აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობისათვის საჭირო არ არის მოვალის თანხმობა. აღმასრულებელი მოვალეს აწვდის ინფორმაციას აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობის შესახებ. მუხლი 48. მოთხოვნის დათმობის შედეგები 1. აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის შემძენი იკავებს კრედიტორის ადგილს და მასზე სრულად გადადის კრედიტორის უფლება-მოვალეობები. 2. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. უფლების მიმღები ვალდებულია მოახდინოს უზრუნველყოფის საგნებთან დაკავშრებული მისი უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია. მუხლი 49. აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობის პროცედურები 1. აღსასრულებელი მოთხოვნის მესამე პირისათვის გადაცემისათვის აუცილებელია კრედიტორისა და დაინტერესებული პირის აღმასრულებლისათვის ერთობლივი მიმართვა და მოთხოვნის დათმობის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. 2. მიმართვის სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. მიმართვის შემდგომ მოვალეს 5 დღის ვადაში ეგზავნება მისი ასლი. მუხლი 50. ვალდებულების დაინტერესებული პირისათვის გადაკისრება 1. აღსრულების პროცესში კრედიტორის, მოვალისა და დაინტერესებული პირის ერთობლივი მიმართვისა და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების ვალდებულების დაინტერესებული პირისათვის გადაკისრება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან/და გირავნობა/იპოთეკა, თუკი თავდები ან დამგირავებელი/იპოთეკარი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ასახული უნდა იყოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში. 3. ვალდებულების დაინტერესებული პირისათვის გადაკისრებისას შესაბამისი პირი იკავებს მოვალის ადგილს და მასზე სრულად გადადის მოვალის უფლება-მოვალეობები. ამ შემთხვევაში აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება განხორციელდება შესაბამისი პირის წინააღმდეგ, ნაცვლად აღსასრულებელ დოკუმენტში მითითებული მოვალისა. მუხლი 51. აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ორმხრივი ვალდებულება 1. თუ აღსასრულებელ დოკუმენტში მითითებული მხარის მიერ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ვალდებულების წინასწარ ან იმავდროულად შესრულებაზე, ასევე რაიმე გარემოების დადგომაზე, აღმასრულებელი კრედიტორის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს აღსრულებას, თუ კრედიტორი წარადგენს ვალდებულების შესრულების ან შესაბამისი გარემობის დადგომის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მხარე ვერ წარადგენს ვალდებულების შესრულების ან შესაბამისი გარემოების დადგომის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, აღმასრულებელი არ დაიწყებს სააღსულებო წარმოებას. მუხლი 52. მოვალის მიერ შესასრულებელი ალტერნატიული ვალდებულება 1. თუ აღსასრულებელი დოკუმენტით მოვალეს უფლება აქვს აირჩოს რამდენიმე შესასრულებელი ვალდებულებიდან ერთ-ერთი და გავიდა ამ უფლების გამოყენების დადგენილი ვადა, კრედიტორი უფლებამოსილია მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულებიდან სავალდებულოდ შესასრულებლად აირჩოს ერთ-ერთი, რომლის შეცვლაც აღარ დაიშვება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კრედიტორის არჩევანი უნდა დასტურდებოდეს წერილობითი მიმართვით. მუხლი 53. მესამე პირის სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ 1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ იმ ნივთზე/უფლებაზე, რომელიც უნდა მიექცეს აღსასრულებლად, მას გააჩნია საკუთრების უფლება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი იმ სასამართლოსთვის მიმართვის გზით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. 2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება. თავი X. სააღსრულებო წარმოების დასრულება, შეჩერება და გადადება მუხლი 54. აღსრულება 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული აღსრულება განხორციელებულად ჩაითვლება: ა) კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებით; ბ) აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალიწინებული აღსრულების წესით განსაზღვრული მოქმედებების შესრულებით; გ) კრედიტორისა და მოვალის მიერ სააღსრულებო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. 2. აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების შემთხვევაში დაუშვებელია აღსასრულებელი დოკუმენტის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება. იმავე მუხლი 55. აღსრულების შეწყვეტა 1. აღსრულება წყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის უფლებაუნარიანობის შეწყვეტის შემდეგ აღსასრულებელი დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა მის უფლებამონაცვლეზე ან არ არსებობს უფლებმონაცვლე; დ) აღსასრულებელი დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ვ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 2 წელი; ზ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შეუძლებელია აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება; თ) სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა სხვა სახის სასჯელით; ი) სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; კ) ეს პირდაპირაა გათვალისწინებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ყველა მიმდინარე სააღსრულებო მოქმედება უქმდება. 3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე აღსასრულებელი დოკუმენტის/აღსასრულებელი მოთხოვნის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლება დაუშვებელია. მუხლი 56. აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება 1. აღსასრულებელი დოკუმენტი, რომლითაც არ განხორციელდა ან ნაწილობრივ განხორციელდა აღსრულება, აღმასრულებლის მიერ უბრუნდება კრედიტორს: ა) კრედიტორის განცხადებით; ბ) თუ კრედიტორი, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, აღმასრულებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იყენებს ამ კოდექსით მინიჭებულ უფლებას ან/და არ ასრულებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ან იყენებს თავის უფლებას ისე, რომ შეუძლებელი ხდება ან არსებითად რთულდება აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება; გ) თუ აღსრულება შეჩერებულია კრედიტორის მოთხოვნით და აღსრულების შეჩერების ამ კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; დ) თუ ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი აღმასრულებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს საფასურის თანხას, თუ სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე; ე) თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომელზეც აღსრულების მიმდინარეობის პერიოდში კანონმდებლობით დასაშვებია გადახდევინება, ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, მიუხედავად აღმასრულებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ვ) ამ კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ზ) კრედიტორის მიერ ამ კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას; თ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი) ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას, უძრავი ქონების მფლობელის/მოვალის მიერ სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების აღმასრულებლისათვის წარდგენის შემთხვევაში. 2. აღსასრულებელი დოკუმენტი, რომლითაც დამადასტურებელი არ განხორციელდა დოკუმენტის ან ნაწილობრივ განხორციელდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ გადაწყვეტილების აღსრულება, მიუხედავად აღმასრულებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებისა, შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამო. აღსასრულებელი დოკუმენტის კრედიტორისთვის დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე ნაწილით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, კრედიტორი უფლებამოსილია აღმასრულებელს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საფასურს. ამ კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ვადის ამოწურვამდე კრედიტორი, საფასურის გადახდის შემთხვევაში, უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მოთხოვნით. 4. აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნებისას ყველა მიმდინარე სააღსრულებო მოქმედება უქმდება, ხოლო ამ კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღსრულების მიმდინარეობის ვადა ამავე აღსასრულებელი დოკუმენტის საფუძველზე ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე ჩერდება. 5. აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება კრედიტორს არ ართმევს უფლებას, აღსასრულებელი დოკუმენტის აღსასრულებლად წარდგენის კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ხელახლა წარადგინოს იგი აღსასრულებლად. მუხლი 57. აღსრულების შეჩერება 1. აღსრულების შეჩერება შესაძლებელია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან სააღსრულებო ქმედების გასაჩივრებისას, საჩივრის განხილვის ვადით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ბ) აღმასრულებლის მიერ კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; გ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების გაგრძელებით ზიანი ადგება სახელმწიფოს ან კერძო პირის კანონიერ ინტერესებს - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) აღმასრულებლის გადაწყვეტილებით, კრედიტორის ან მოვალის ისეთ მდგომარეობაში ყოფნისას, რაც ამ გარემოების აღმოფხვრამდე შეუძლებელს ხდის ნების გამოვლენას; ე) აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი დოკუმენტის განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ სააღსრულებო მედიაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას - არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, აღსრულების შეჩერება ამავე ვადით ხორციელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. 2. აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად - არაუმეტეს 3 თვის ვადით; ბ) კრედიტორისა და მოვალის მიერ სააღსრულებო შეთანხმების დადების შემთხვევაში მხარის მიერ შეთანხმების დარღვევის შესახებ განცხადების წარდგენამდე; გ) ისეთი ფაქტობრივი გარემოების დადგომისას, რომლის დროსაც აუცილებელია უფლებამონაცვლის დადგენა − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე ან/და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე, ასევე აღსრულების პროცესში კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის დანიშვნის აუცილებლობისას - მის დანიშვნამდე; დ) იმ ქონებაზე, რომელიც აღსრულების პროცესში ექვემდებარება დაყადაღებას, თუ აღნიშნულ ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად - პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად; ე) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე; ზ) მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას - საქმის წარმოების განახლებამდე. თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს აღმასრულებელს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს წარმოება. ი) სასამართლოს მიერ, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას - ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წარმომადგენლის მიერ ქონების სამართავად მიღებამდე. 3. სოლიდარული კრედიტორების მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების მოთხოვნისას, აღსრულება შეჩერდება იმ კრედიტორის მიმართ, რომელმაც მოითხოვა აღსრულების შეჩერება. 4. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების გაგრძელებით ზიანი ადგება სახელმწიფოს ან კერძო პირის კანონიერ ინტერესებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით, აღსრულების შეჩერების შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობით მიმართვიდან 5 დღის ვადაში სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს განჩინება აღსრულების არაუმეტეს 6 თვის ვადით შეჩერების თაობაზე. სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააღსრულებო მოქმედებები არ ხორციელდება. 5. თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს პროკურორი, აღსრულება შეიძლება შეჩერდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით დადგენილი პირობებით, ვადითა და წესით. თუ აღსრულების შეჩერების 6-თვიანი ვადა გამოძიების ინტერესებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება იმავე წესით, მორიგი ერთი ან მეტი 6 თვემდე ვადით. ამ შემთხვევაში აღსრულების შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. 6. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ აღსასრულებელი დოკუმენტით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დასაშვებია უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 58. აღსრულების შეჩერების თანმდევი შედეგები 1. აღსრულების შეჩერების პერიოდში შეჩერებამდე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები არ უქმდება, ხოლო ახალი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. აღსრულების შეჩერების პერიოდში კრედიტორის თანხმობით დასაშვებია ისეთი სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, რომელიც ამსუბუქებს მოვალის მდგომარეობას. 3. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას, აღსრულების შეჩერების მიუხედავად, დასაშვებია კრედიტრისათვის თანხის ეტაპობრივად გადახდა. 4. აღსრულების შეჩერების პერიოდში ისეთი გარემოების წარმოჩენისას, როცა სააღსრულებო მოქმედების განუხორციელებლობამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მოვალის ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებებს, აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები მოვალის მოთხოვნით და მისი ინტერესების დაცვის მიზნით, თუ ეს არ ხელყოფს კრედიტორის ინტერესებს. 5. აღსრულების შეჩერებისას ჩერდება ამ კოდექსით დადგენილი სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ვადა, ხოლო კონკრეტულ ქონებაზე აღსრულების შეჩერების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მიმდინარების ვადა შეჩერდება მხოლოდ ამ ქონების ნაწილში. მუხლი 59. სააღსრულებო შეთანხმება 1. სააღსრულებო შეთანხმება კრედიტორსა ვალდებულებების შესრულების ალტერნატიულ და მოვალეს საშუალებას. ერთჯერადად აძლევს სააღსრულებო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. 2. აღმასრულებელი მხარეთა მიმართვის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო შეთახმების დამტკიცების საკითხს. შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს აღსრულების საფასურისა და ხარჯის მხარეთა შესრულებისთანავე. მიერ გადახდის ვალდებულებას სააღსრულებო შეთანხების 3. სააღსრულებო შეთანხმებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სააღსრულებო შეთანხმების გაუქმებას და სააღსრულებო შეთანხმების მოქმედების პერიოდში შეჩერებული აღსრულების გაგრძელებას. 4. სააღსრულებო შეთანხმების გაუქმებისას შეთანხმების საფუძველზე შესრულებული ურთიერთვალდებულებები ექვემდებარება გაქვითვას ან შესასრულებელ ვალდებულებებში ჩათვლას. მუხლი 60. სააღსრულებო მოქმედების გადადება 1. ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების აგრეთვე ამავე კოდექსის 219-ე, 227-ე და 230-ე მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, აღმასრულებელი უფლებამოსილია 6 თვემდე ვადით გადადოს სააღსრულებო მოქმედება: ა) აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა), თუკი შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს; ბ) ერთჯერადად, კრედიტორისა და მოვალის ერთობლივი მოთხოვნით. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს დამტებით 6 თვემდე ვადით. 3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით. წიგნი III. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე ორგანოები თავი XI. აღსრულების ეროვნული ბიურო მუხლი 61. აღსრულების ეროვნული ბიურო 1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. 5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 62. აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებები 1. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, ახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსპექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმეების აღსრულებისას ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღამასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა. 4. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილისა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია: ა) პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს ამ კოდექსით განსაზღვრული მომსახურება; ბ) განახორციელოს სააუქციონო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს მუდმივი დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზედამხედველობა; დ) აღმასრულებელთა პალატას/აღმასრულებელს, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს ყველა ის მომსახურება, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად; ე) განახორციელოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსით; ვ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვა; ზ) საკუთარ ფუნქციათა განხორციელების და/ან აღმასრულებელთა პალატისათვის/აღმასრულებლისათვის მომსახურების მიწოდების მიზნით დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი. 5. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ ნაწილით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მუხლი 63. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა 1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღსრულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. ამ პირებს ეკრძალებათ მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში. 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საკითხები წყდება კანონმდებლობის შესაბამისად. და შრომითი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სააღსრულებო წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 64. სამართლებრივი აქტების გამოცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცემა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით და ქვეყნდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ოფიციალურ ვებგვერდზე. თავი XII. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მუხლი 65. აღმასრულებლის მიუკერძოებლობა 1. აღმასრულებელი თავის საქმიანობაში მიუკერძოებელია. აღმასრულებელი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ამ კოდექსის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. აღმასრულებლის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში. აღმასრულებლის საქმიანობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა. მუხლი 66. აღმასრულებლის უფლებამოსილების ფარგლები 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა. 2. ადმინისტრაციული ორგანო, ნებისმიერი პირი ან პირთა გაერთიანება ვალდებულია აღმასრულებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის, მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან. 4. თუ მოვალე ან სხვა პირი წინააღმდეგობას გაუწევს აღმასრულებელს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, აღმასრულებელი უფლებამოსილია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება. 5. აღსრულების პოლიციის მიერ აღმასრულებლის დახმარების გაწევის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 67. აღმასრულებლის უფლებები 1. სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას აღმასრულებელს უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. 2. სააღსრულებო წარმოებისას აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც აღსასრულებელი დოკუმენტით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნა და დაკავება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. დ) კანონის შესაბამისად, აღსასრულებელ დოკუმენტში მითითებული სხვა ღონისძიებები. 3. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები აღსასრულებელი დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. 4. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. 5. აღმასრულებელი უფლებამოსილია შეადგინოს აქტი და განახორციელოს/გააგრძელოს სააღსრულებო მოქმედება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით, თუ ადგილზე განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არ ესწრება არც მოვალე და არც მისამართზე მყოფი ქმედუნარიანი პირი. 6. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სააღსრულებო მოქმედების სათანადოდ დაფიქსირების მიზნით, აღმასრულებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს, მათ შორის, ტანსაცმელზე დაიმაგროს ავტომატური ვიდეოტექნიკა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის დამონტაჟებული ვიდეოტექნიკა მფლობელის თანხმობით. მფლობელობაში არსებული 7. აღმასრულებელი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი გაფრთხილება ტანსაცმელზე დამაგრებული ავტომატური ვიდეოტექნიკის მეშვეობით ვიდეო - აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე. 8. სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო უფლებამოსილ ორგანოს − ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მუხლი 68. აღმასრულებლის ვალდებულებები 1. აღმასრულებელი ვალდებულია, უფლებათა სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების პროცესში თანაბრად უზრუნველყოს მხარეთა ინტერესების დაცვა. 2. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა აღსასრულებელი დოკუმენტის სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მუხლი 69. ოქმი 1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა და ელექტრონული ფორმით განხორციელებული სხვა სააღსრულებო მოქმედებისა, უნდა შეადგინოს ოქმი. 2. ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) მისი შედგენის ადგილსა და დროს; ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი; გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ სააღსრულებო მოქმედებაში; დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება; ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; ვ) სააღსრულებო მოქმედების მიზანს. 3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი, მოვალე და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას. ხელის მოწერაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალის არყოფნის ან მის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში სავალდებულოა დამსწრე პირის ხელმოწერა. სააღსრულებო მოქმედების ვიდეოფირზე ასახვის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მონაცემებს, გარდა იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა. მუხლი 70. მოვალის ძებნა როდესაც მოვალის, მათ შორის, იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და დაყადღებული ქონების შემნახველის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის, იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან ყადაღადადებული ქონების შემნახველის ძებნისა და მოყვანის შესახებ. მუხლი 71. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. ამ დოკუმენტაციის შენახვის წესი, პირობები და მისი ასლის მიღებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თავი XIII. აღმასრულებლის ქმედების/აქტის გასაჩივრება მუხლი 72. აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრების წესი 1. აღმასრულებლის ქმედება საჩივრდება აღსრულების ეროვნული თავმჯდომარესთან ან სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბიუროს 2. სააღსრულებო წარმოების მხარეს და/ან დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვს, ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება. 3. გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს გასაჩივრებულ აღმასრულებლის ქმედებას. 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეაჩეროს გასაჩივრებული აღმასრულებლის ქმედება. 5. საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მუხლი 73. საჩივრის შინაარსი საჩივარში უნდა აღინიშნოს: ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი დოკუმენტი, სააღსრულებო წარმოების მხარეები; გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის ქმედებაც საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ქმედების შინაარსი; ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს თან ერთვის რაიმე დოკუმენტი; ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. მუხლი 74. საჩივრის ფორმა 1. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და შეესაბამებოდეს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. 2. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში. მუხლი 75. საჩივრის მიღების წესი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს საჩივარს, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 73-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 73-ე მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ან იგი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. 3. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე საჩივრის განხილვის ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე. მუხლი 76. საჩივრის განუხილველად დატოვება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 73-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში საჩივრის შემტანი არ წარადგენს შესაბამის დამატებით დოკუმენტს ან/და ინფორმაციას; გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; დ) სასამართლო წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით; ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ვ) გასულია საჩივრის შეტანის ამ კოდექსით დადგენილი ვადა; ზ) გამოცემულია ქონების შემძენისთვის საკუთრების უფლების მინიჭების თაობაზე განკარგულება. მუხლი 77. საჩივრის განხილვა 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. 4. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის გასვლა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება. მუხლი 78. სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XIV. აღმასრულებლის აცილება მუხლი 79. აღმასრულებლის აცილების საფუძვლები 1. აღმასრულებელი არ შეიძლება მონაწილეობდეს სააღსრულებო წარმოებაში, თუ ის: ა) ამ სააღსრულებო წარმოებაში თვითონ წარმოადგენს/წარმოადგენდა მხარეს, ან მხარესთან აკავშრებს საერთო უფლებები ან ვალდებულებები; ბ) მხარის ან მისი წარმომადგენლის, ასევე, იურიდიული პირის შემთხვევაში - მხარის პარტნიორის ან ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ნათესავია; გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო წარმოების შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; დ) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლეები; ბ) დანიშნულები; გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები; დ) და-ძმა; ე) დისშვილები და ძმისშვილები; ვ) მშობლების და-ძმები; ზ) დანათესავებულები (მოყვრები); თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი; ი) პირები, რომლებიც ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მუხლი 80. განცხადება აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ აცილების საფუძვლის არსებობისას აღმასრულებელი ვალდებულია ამ კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა წინაშე განაცხადოს ასეთი საფუძვლის არსებობის შესახებ. მუხლი 81. მხარეთა განცხადება აცილების შესახებ მხარეებს შეუძლიათ სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ დასაბუთებული განცხადება აღმასრულებლის აცილების შესახებ. ეტაპზე წარადგინონ მუხლი 82. განცხადებული აცილების/თვითაცილების გადაწყვეტის წესი 1. აცილების/თვითაცილების შესახებ განცხადებას განიხილავს და წყვეტს აღმასრულებელთა პალატა, ხოლო ინსპექტორის/აღსრულების პოლიციელის აცილების/თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2. ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული აცილების საფუძვლების არსებობისას, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება თვითაცილების შესახებ. 3. გადაწყვეტილება აცილების/თვითაცილების დაკმაყოფილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით. სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება განხორციელებული მოქმედებების გაუქმების თაობაზე. 4. აღმასრულებლის აცილების/თვითაცილების აცილებამდე/თვითაცილებამდე შემთხვევაში საქმე გადაეცემა სხვა აღმასრულებელს. 5. აცილების/თვითაცილების შესახებ ინფორმაცია და საფუძველი აღინიშნება სააღსრულებო საქმის მასალებში. აცილების/თვითაცილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს. თავი XV. აღსრულების პოლიცია მუხლი 83. აღსრულების პოლიცია 1. აღსრულების პოლიცია ფუნქციონირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის - აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახით. 2. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. აღსრულების პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 4. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 5. აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია ეს კოდექსი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. 6. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 84. აღსრულების პოლიციელი 1. აღსრულების პოლიციელი არის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღსრულების პოლიციელის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კანონიერი განკარგულებისადმი აღსრულების პოლიციელის ან მოთხოვნისადმი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 3. აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა. 5. აღსრულების პოლიციელი უფლებამოსილია აღასრულოს ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო საქმეები და მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეები ამ კოდექსით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქმეების აღსრულებისას აღსრულების პოლიციელი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღამასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღსრულების პოლიციელის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა. 7. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. მუხლი 85. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. 3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება; ბ) სპეციალური ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის. 4. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა, აგრეთვე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის ნიშნის მისაცემად. 5. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია. 6. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 7. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანლს და პროკურატურას. 8. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სააღსრულებო მოქმედების სათანადოდ დაფიქსირების მიზნით, აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს, მათ შორის, სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დაიმაგროს ავტომატური ვიდეოტექნიკა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ვიდეოტექნიკა მფლობელის თანხმობით. 9. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი გაფრთხილება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ავტომატური ვიდეოტექნიკის მეშვეობით ვიდეო - აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე. მუხლი 86. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას. 2. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. 3. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება, 15 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 5. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. 6. აღსრულების პოლიციელის შრომის შედგება თანამდებობრივი ანაზღაურება სარგოს, (ხელფასი) სახელფასო დანამატის, სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოს (წოდებრივი სარგო), წელთა ნამსახურობის მიხედვით დადგენილი სარგოსა და ფულადი ჯილდოსგან. თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წოდებრივი და წელთა ნამსახურობის სარგოს ოდენობებს, ასევე მათი გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები თავი XVI. აღმასრულებელთა პალატა მუხლი 87. აღმასრულებელთა პალატა 1. აღმასრულებელთა პალატა არის აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შექმნილი, აღმასრულებელთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. აღმასრულებელთა პალატა იცავს აღმასრულებელთა პალატის წევრების იმიჯს, ღირსებას და უფლებებს. აღმასრულებელთა პალატა უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებლებმა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კეთილსინდისიერად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აღმასრულებელთა პალატის წესდებას იღებს აღმასრულებელთა პალატის საერთო კრება. 3. აღმასრულებელთა პალატას შეიძლება სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფო ან/და აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული მოძრავი და უძრავი ქონება. აღმასრულებელთა პალატა ვალდებულია აღნიშნული ქონება გამოიყენოს მხოლოდ სააღსრულებო მიზნებისთვის. 4. აღმასრულებელთა პალატის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საწევრო შენატანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. 5. აღმასრულებელთა პალატას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიშები. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის აღმასრულებელთა პალატას. მუხლი 88. აღმასრულებელთა პალატის შემადგენლობა 1. აღმასრულებელთა პალატის შემადგენლობაში შედის ყველა აღმასრულებელი და აღმასრულებლის თანაშემწე. აღმასრულებელთა პალატაში აღმასრულებლისა და აღმასრულებლის თანაშემწის გაწევრიანება სავალდებულოა. 2. პირი აღმასრულებელთა პალატის წევრი ხდება აღმასრულებლად/აღმასრულებლის თანაშემწედ დანიშვნისთანავე. აღმასრულებელთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება აღმასრულებლის/აღმასრულებლის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე. მუხლი 89. საწევრო შენატანი 1. აღმასრულებელი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი აღმასრულებელთა პალატაში. 2. საწევრო შენატანის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება აღმასრულებელთა პალატის წესდებით. მუხლი 90. აღმასრულებელთა პალატის უფლებამოსილებანი 1. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად აღმასრულებელთა პალატა უფლებამოსილია: ა) აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად ან დამოუკიდებლად წარმოადგინოს აღმასრულებელი ადმინისტრაციულ ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დაამყაროს ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადებები აღმასრულებელთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით; გ) აღმასრულებლებისაგან განმარტებები; მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი დ) შექმნას აღმასრულებელთა პალატის აპარატი, რომელიც აღმასრულებელთა შორის პროპორციული წესით ელექტრონულად ანაწილებს საქმეებს; ე) სააღსრულებო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სააღსრულებო მოქმედებები; ვ) აწარმოოს აღმასრულებელთა რეესტრი; ზ) შექმნას ეთიკის კომისია; თ) შექმნას საფინანსო-სარევიზიო კომისია; დ) დაადგინოს საწევრო შენატანის ოდენობა და მისი გადახდის წესი; ე) განახორციელოს უფლებამოსილებანი. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა 2. მაღალმთიან დასახლებაში დანიშნულ აღმასრულებელს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს აღმასრულებელთა პალატა. აღმასრულებლისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს აღმასრულებელთა პალატა. 3. აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა და მისი წარმოების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 91. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება 1. აღმასრულებელთა პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ. 2. აღმასრულებელთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) აღმასრულებელთა პალატის გამგეობის ინიციატივით; გ) აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით. 3. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრებას იწვევს აღმასრულებელთა პალატის გამგეობა, რომელიც 2 კვირით ადრე აცნობებს აღმასრულებელთა პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილსა და დღის წესრიგს. 4. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების მუშაობაში აღმასრულებელი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც ამავე პალატის წევრია და რომელსაც ამის შესახებ აქვს სათანადო წერილობითი თანხმობა. 5. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელთა პალატის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თავმჯდომარე უფლებამოსილია ან შესწორებები მასში, თუ ის შეიტანოს გააუქმოს მუხლი 92. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია 1. აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც აღმასრულებელთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება. 2. მხოლოდ აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) აღმასრულებელთა პალატის წესდების მიღება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) აღმასრულებელთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება. 3. აღმასრულებელთა პალატა წლიურ ანგარიშს წარუდგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. მუხლი 93. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის შემადგენლობა და სხდომა 1. აღმასრულებელთა პალატას ხელმძღვანელობს 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან, 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება პირი, რომლესაც აქვს აღმასრულებლად მუშაობის მეტი სტაჟი. ერთი და იგივე პირი აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე წარმოადგენს აღმასრულებელთა პალატას და მოქმედებს მისი სახელით. 2. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურის წარდგენის წესს, აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორცილებისათვის საზღაურის გადახდის პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე შესაბამისი უფლებამოსილების ვადით თავისუფლდება აღმასრულებლის უფლებამოსილების განხორციელებისაგან. 3. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 2 წლის ვადით ირჩევს აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. 4. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის სხდომა, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს აღმასრულებელთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე. მუხლი 94. აღმასრულებელთა პალატის გამგეობის კომპეტენცია 1. აღმასრულებელთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს აღმასრულებელთა პალატის წესდების და აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას. 2. აღმასრულებელთა პალატის გამგეობა აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ასრულებს აღმასრულებელთა პალატის ყველა ფუნქციას, გარდა ამ კოდექსის 92ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა. 3. ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ შემთხვევებში აღმასრულებელთა პალატის გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და საქმეს განსახილველად გადასცემს ეთიკის კომისიას, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თავი XVII. აღმასრულებელი მუხლი 95. აღმასრულებლის დანიშვნა და გათავისუფლება 1. აღმასრულებელი შეიძლება იყოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც: ა) აქვს საქართველოს მოქალაქეობა; ბ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; გ) ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და გავლილი აქვს სავალდებულო სწავლების კურსი; დ) აქვს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). აღმასრულებლის სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი; ე) აქვს მაღალი მორალური რეპუტაცია. 2. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურის ოდენობა, ასევე სავალდებულო სწავლების კურსის გავლის წესი და საფასურის ოდენობა, განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. პირი უფლებამოსილია აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებიდან 4 წლის განმავლობაში დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა აღმასრულებელთა კონკურსში. თუ პირი ოთხწლიანი ვადის განმავლობაში არ დაინიშნება აღმასრულებლად, იგი ვალდებულია განმეორებით ჩააბაროს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 4. პირი ვალდებულია აღმასრულებელთა პალატაში გაწევრიანებიდან ყოველ 7 წელიწადში ერთხელ განაახლოს სერტიფიკატი. სერტიფიკატის განახლების ხარჯებს ფარავს აღმასრულებელთა პალატა. 5. აღსრულების ეროვნული ბიურო, აღმასრულებელთა პალატასა და სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად, მუდმივად ზრუნავს აღმასრულებელთა პროფესიულ განვითარებაზე, შეიმუშავებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს და უზრუნველყოფს აღმასრულებლებისათვის სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებას. 6. აღმასრულებელს უნდა ჰქონდეს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში და ბეჭედი. აღმასრულებელს უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საფასური. 7. აღმასრულებელი უფლებამოსილია აღმასრულებელთა პალატასთან შეთანხმებით სამუშაოზე აიყვანოს თანაშემწე, რომელიც სააღსრულებო მოქმედებებს ახორციელებს აღმასრულებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. თანაშემწეთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღმასრულებელი უფლებამოსილია აღმასრულებლის თანაშემწეს მიანიჭოს ყველა სააღსრულებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, გარდა სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა, შეწყვეტისა და აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნებისა, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვისა, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილისადმი ხარვეზის დადგენისა, სააღსრულებო მედიაციის დაწყების შესახებ ინიციატივით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის მიმართვისა, სააღსრულებო შეთანხმების დამტკიცებისა და სააღსრულებო წარმოების მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების სასამართლოში დასამტკიცებულად გაგზავნისა. 8. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს იმავე სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ სხვა აღმასრულებელთან. 9. აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიას. აღმასრულებლად შეიძლება დაინიშნოს ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 10. აღმასრულებელი დანიშვნიდან იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წინაშე, დებს შემდეგი შინაარსის ფიცს: „ვფიცავ, რომ განვახორციელებ აღმასრულებლის ფუნქციებს კეთილსინდისიერად, პატიოსნად და მიუკერძოებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის აღმასრულებლის ფიცის ტექსტს ხელს აწერს აღმასრულებელი. შესაბამისად“. 11. აღმასრულებელს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. აღმასრულებელს თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 12. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს; ბ) აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან ამნისტიის გამო; დ) აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ვ) აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ზ) აღმასრულებლის მიერ თანამდებობაზე დანიშვნიდან დადგენილ ვადაში ფიცის დაუდებლობა; თ) აღმასრულებლის დანიშვნისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა. 13. პირი ვერ დაინიშნება აღმასრულებლად, თუ მან ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარი განაცხადა აღმასრულებლად დანიშვნაზე, ან გათავისუფლდა აღმასრულებლის თანამდებობიდან ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით და ამ გარემოების დადგომიდან არ გასულა ერთ წელი. 14. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღმასრულებელს დროებით შეუჩეროს სააღსრულებო საქმიანობა შემდეგ შემთხვევებში: ა) აღმასრულებლის მიერ ისეთი სახის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, რაც იწვევს მისთვის აღმასრულებლის საქმიანობის უფლების შეჩერებას - დისციპლინური სახდელის გაუქმებადე; ბ) აღმასრულებლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 15. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღმასრულებელთა პალატას შეაქვს აღმასრულებლისათვის სააღსრულებო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ საქმიანობის უფლების შეჩერების აღმოიფხვრა საფუძველი, აღმასრულებელთა პალატა აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა. 16. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები აღმასრულებელთა პალატის მიერ ნაწილდება ამ კოდექსით დადგენილი წესით და გრძელდება აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური გადახდილად ჩაითვლება. მუხლი 96. აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორია. აღმასრულებლებს შორის საქმეთა განაწილება 1. აღმასრულებელი საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას - ახორციელებს შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეთა აღსრულებისა. 2. აღმასრულებელთა ტერიტორიული მოწყობის სისტემას და სამოქმედო ტერიტორიებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 3. აღმასრულებელი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ნებისმიერი კატეგორიის საქმის აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეებისა. 4. ყოველი წლის დასაწყისში, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს აღმასრულებელთა მაქსიმალურ რაოდენობას შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო საქმეების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. აღმასრულებელთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის დადგენის დროისათვის არსებულ აღმასრულებელთა რაოდენობაზე ნაკლები. 5. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები ნაწილდება საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 6. აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმიანობა განახორციელოს განაწილებული საქმეების მიხედვით თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ამ კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრული ქვემდებარეობის გათვალისწინებით. 7. აღმასრულებელი უფლებამოსილია, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. მუხლი 97. აღმასრულებლის შენაცვლება და სამსახურებრივი შეუთავსებლობა 1. აღმასრულებელს უფლება არა აქვს, სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, აღმასრულებელთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. 3. აღმასრულებლის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. აღმასრულებელი უფლებამოსილია ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო, აღმასრულებლის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს საქართველოს შრომის კოდექსით ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო დადგენილი შვებულების პერიოდით, რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს აღმასრულებელთა პალატას. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში (აღმასრულებლის მძიმე ავადმყოფობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვა), აღმასრულებელთა პალატის თანხმობით, აღმასრულებლის მიერ შესაძლებელია დაინიშნოს აღმასრულებლის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით. 6. აღმასრულებელს ეკრძალება სააღსრულებო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში, როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს. 7. აღმასრულებელი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ასლი წარედგინება აღმასრულებელთა პალატას. 8. აღმასრულებლის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 9. აღმასრულებლის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კოდექსით. 10. აღმასრულებლის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს აღმასრულებლის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას. 11. აღმასრულებლის შემცვლელი პირი სააღსრულებო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ აღმასრულებლის სამსახურებრივ ბეჭედს, რომელსაც იგი ცვლის. სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას, შესაბამის დოკუმენტზე მიეთითება, რომ მოქმედება განხორციელებულია აღმასრულებლის შემცვლელი პირის მიერ. 12. აღმასრულებლის შემცვლელი პირი შრომის ანაზღაურებას იღებს იმ აღმასრულებლისგან, რომელსაც იგი ცვლის. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს აღმასრულებელი. 13. ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია აღმასრულებლის შემცვლელი პირის უკანონო სამსახურებრივმა ქმედებამ, ეკისრება აღმასრულებელს. 14. აღმასრულებელს აქვს შემცვლელი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება. 15. აღმასრულებლის შემცვლელი პირი ასევე შეიძლება იყოს სხვა მოქმედი აღმასრულებელი. მუხლი 98. სამსახურებრივი მოწმობა 1. აღმასრულებელთა პალატა აღმასრულებელს და მასთან დასაქმებულ პირებს გადასცემს სამსახურებრივ მოწმობას. 2. სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, ასევე მისი გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას აღმასრულებელი, ასევე შესაბამისი მოწმობის მქონე პირები ვალდებული არიან განახორციელონ სააღსრულებო მოქმედებები მხოლოდ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის შემდეგ. მუხლი 99. აღმასრულებლის და აღმასრულებელთა პალატის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებებით სარგებლობა 1. სააღსრულებო მიზნებისთვის, აღმასრულებელი, აგრეთვე აღმასრულებელთა პალატა, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, სარგებლობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების სახეები, რომლებიც სავალდებულოდ გასათვალისწინებელია აღმასრულებლის/აღმასრულებელთა პალატისათვის, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებები, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვთ აღმასრულებელს/აღმასრულებელთა პალატას, აგრეთვე შესაბამისი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურებების აღმასრულებლისათვის/აღმასრულებელთა პალატისათვის შეუფერხებლად მიწოდება და გაუწიოს მათ ყველა სახის დახმარება/კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად. 4. ამ მუხლით განსაზღვრული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მოვალისგან ამოღებული საფასურის პროპორციულად. 5. იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელზეც ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მოვალეს არ ეკისრება აღსრულების საფასურის გადახდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური გადაიხდევინება კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურიდან. მუხლი 100. აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე აუქციონის ჩატარების წესი 1. აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ აუქციონისთვის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. 4. აღმასრულებელი ვალდებულია აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აუქციონის ჩატარების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმასრულებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია ამ ვადის დაცვა. მუხლი 101. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხარვეზის დადგენა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია 5 სამუშაო დღის ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. 2. აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. 4. აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. მუხლი 102. აღმასრულების განაცხადზე უარი და განაცხადის გათხოვნა 1. განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი აღმასრულებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი არ აჩერებს აღსრულებას. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია პირველი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე გაითხოვოს განაცხადი. მუხლი 103. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევა 1. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს: ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას; გ) პირველი აუქციონის ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან 1 თვის ვადაში; დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კოდექსით დადგენილი წესით განაწილებას. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარებისას განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კოდექსთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონის შემდგომ მოქმედებას აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. მუხლი 104. სააუქციონო მომსახურების შეჩერება და შეწყვეტა 1. სააუქციონო მომსახურების გაწევისას აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. 2. თუ აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება. მუხლი 105. აღმასრულებლის პასუხისმგებლობა 1. აღმასრულებელი პასუხს აგებს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისას მის, ან მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს აღმასრულებლის მიერ მიყენებული ზიანისათვის. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას აღმასრულებელს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 3. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) აღმასრულებლის სამსახურებრივ გამოვლენილი ნაკლოვანებანი; საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში ბ) პირის განცხადება ან საჩივარი; გ) ოფიციალურად მიღებული სხვა დოკუმენტი ან ცნობა, რომელიც ქმნის აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია: ა) სააღსრულებო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა; ბ) ზნეობრივ-ეთიკური აღმასრულებლის/აღსრულების ნორმების, ეროვნული აგრეთვე, ეთიკის კოდექსის დარღვევა, ბიუროს/აღმასრულებელთა პალატის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; გ) ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღმასრულებლის/აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებელთა პალატის ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და რეპუტაციას; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/აღმასრულებელთა პალატისათვის ბრალეულად მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა; ე) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; ვ) ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ამ ნივთიერებების სამუშაო ადგილზე მიღება, ან სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს აღმასრულებლის ავტორიტეტს; ზ) დაინტერესებული პირების არაკვალიფიციური, არასრულყოფილი ან არაეთიკური მომსახურება; თ) შრომის დისციპლინის დარღვევა; ი) აღმასრულებელთა პალატის წესდების და აღმასრულებელთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება. 5. დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, აღმასრულებელს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება - არაუმეტეს 1 წლისა; დ) თანამდებობიდან გათავისუფლება. 6. აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების უფლებამოსილებით სარგებლობენ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აღმასრულებელთა პალატის ეთიკის კომისია და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „გ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური წარმოების განხორციელებისა და შესაბამის დასკვნის მომზადების უფლებამოსილება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური წარმოების განხორციელებისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების უფლებამოსილება აქვს აღმასრულებელთა პალატის ეთიკის კომისიას. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია დისციპლინური წარმოება განახორციელოს და შესაბამისი დასკვნა მოამზადოს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დასკვნას შესაბამისი რეაგირებისთვის გადასცემენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების უფლება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ეთიკის კომისიას, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის განხილვის შედეგად, გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც: ა) დადასტურებულად თვლის აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და აკისრებს მას დისციპლინურ სახდელს; ბ) დადასტურებულად არ მიიჩნევს აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და წყვეტს დისციპლინურ წარმოებას; გ) დადასტურებულად თვლის აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, თუმცა, მცირე მნიშვნელობის გამო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დისციპლინური სახდელის დაკისრებას, რაც შესაბამისად უნდა დასაბუთდეს. 9. დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება პირს, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი. პირს ასევე არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ცნობილი იყო შესაბამისი უწყებისათვის და 1 წლის განმავლობაში არ მომხდარა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება. 10. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს/აღმასრულებელთა პალატის ეთიკის კომისიას ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს პირს ვადამდე მოუხსნას დისციპლინური სახდელი, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა აღმასრულებელმა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა ფორმდება წერილობით. 11. აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების სხვა პროცედურული საკითხები, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღმასრულებელთა პალატაში დასაქმებულ პირთა დისციპლინური წარმოების წესები განისაზღვრებსა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 106. აღმასრულებლის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა 1. აღმასრულებელი ვალდებულია აღმასრულებლად დანიშვნიდან მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში დააზღვიოს საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობა სააღსრულებო საქმიანობის მთელი პერიოდისათვის. 2. აღმასრულებლის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს აღმასრულებელთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. წიგნი IV. სააღსრულებო წარმოების ზოგადი დებულებანი თავი XVIII. აღსრულების ხარჯი და საფასური მუხლი 107. აღსრულების საფასური 1. აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საფასურს. საფასურის, მათ გადასახდელი შორის, წინასწარი აღსასრულებელი დოკუმენტის საფასურის, მოვალის ასევე აღსასრულებლად მიერ წარდგენისას შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით ვადაში და ვადის გასვლის შემდეგ შესრულებისას და ცალკეული კატეგორიების სააღსრულებო საქმეების აღსრულების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღსრულების საფასური ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და ნაწილდება ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. წინასწარი საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. წინასწარი საფასურის სახით კრედიტორის მიერ გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. 3. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. 4. აღსასრულებელი მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში საფასური დაიფარება ამოღებული თანხის პროპორციულად. 5. თუკი აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობის გარეშე, თანხის მიმღები ვალდებულია თანხის მიღებისთანავე უზრუნველყოს ამ კოდექსით დადგენილი აღსრულების საფასურის ან/და აღსრულების ხარჯის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანა. მუხლი 108. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილება მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად. მუხლი 109. გამარტივებული წარმოების საგარანტიო თანხის აღსრულების წინასწარ საფასურად ჩათვლა ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და შეუსრულებელი ფულად ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 110. წინასწარი საფასურის/საფასურის დაუბრუნებლობა 1. ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი დოკუმენტის გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარი საფასური/საფასური კრედიტორს არ უბრუნდება. 2. ამ კოდექსის XXXVII თავით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინასწარი საფასური კრედიტორს სრულად ან ნაწილობრივ უკან უბრუნდება. მუხლი 111. აღსრულების წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება 1. აღსრულების წინასწარი საფასური/საფასური არ გადაიხდევინება: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ, მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისას; მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ ბ) სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ კოდექსის 112ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აღსრულებისას; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისას; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისას; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისას; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისას; ზ) ამ კოდექსის მე-4 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას. 2. წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული კრედიტორი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; ბ) კრედიტორი - სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კრედიტორების, რომელთაც აქვთ ფულადი მოთხოვნები, მოვალეების მიერ ამ კოდექსით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას საფასურის გადახდის წესი და ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურის გადახდა მოვალეს ეკისრება აღსრულების დაწყებისთანავე. მუხლი 112. წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდისაგან და დაკისრებისაგან გათავისუფლება 1. წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდისაგან და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/მუნიციპალიტეტის ორგანოები, მათ შორის, ამ კოდექსით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ კოდექსის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), და ამ ორგანოთა კრედიტორები. 2. წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა: ა) საქართველოს ეროვნული ბანკისა და მათი კრედიტორები; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მათი კრედიტორები; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა და მათი კრედიტორები. 3. საფასური არ გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე თანხების შეტანაზე, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თანხების შეტანაზე. 4. წინასწარი საფასურის/საფასურის გადახდა და დაკისრება არ ხორციელდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. მუხლი 113. აღსრულების ხარჯები 1. აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის, ტრანსპორტირების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან/და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთნ ერთად, თუ ეს ხარჯი გაიღო აღმასრულებელმა მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და ამის დადასტურება შესაძლებელია შესაბამისი დოკუმენტაციით. 2. აღსრულების ხარჯები იფარება აღსრულების შედეგად ამონაგები თანხიდან იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 3. ცალკეულ შემთხვევებში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ანაზღაურებას დაქვემდებარებული აღსრულების ხარჯები და მათი დაფარვის სპეციალური წესი. მუხლი 114. აღსრულების ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ აღსრულების დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“– „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისას; ბ) სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების აღსრულებისას; გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისას; დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისას, ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თავი XIX. მოვალეთა რეესტრი მუხლი 115. მოვალეთა რეესტრი 1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება – მონაცემთა სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს აღსრულება. 2. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალეები. 3. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არაუმეტეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადისა მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე ან არ მოახდინოს მოვალის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში ამავე ვადით, თუ აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, მოვალის გადახდისუნარიანობა უდავოა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობის მიუხედავად, აღმასრულებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. მუხლი 116. მოვალეთა რეესტრის წარმოება 1. მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მოვალეთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 2. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან. 3. მოვალეთა რეესტრის მონაცემები საჯაროა. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მოვალეთა რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობასა და მონაცემების მუდმივ განახლებას. მუხლი 117. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების გაცემა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეთა რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს შესაბამისი ამონაწერების გაცემას. 2. მოვალეთა რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადებისა და დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის საფუძველზე. 3. მოვალეთა რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერის გაცემის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 118. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით წარმოშობილი ვალდებულებები 1. მოვალეთა რეესტრის ჩანაწერები კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოშობს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისათვის ამ კოდექსით და შესაბამისი ბრძანებებით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების ვალდებულებას. 2. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საჯარო და კერძო დაწესებულებებს შორის მიმოწერა ხორციელდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით. ასეთი მიმოწერის წესი და პირობები განისაზღვრება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შესაბამის დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 119. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეკრძალება მის საკუთრებაში არსებული, როგორც რეგისტრაციას დაქვემდებარებული, ასევე სხვა ნებისმიერი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა, ან ნებისმიერი ისეთი გარიგების დადება, რომლის საფუძელზეც მესამე პირს წარმოეშვება უფლება მოვალის ქონებაზე, გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 161-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 120. მოვალეთა რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარმოშობილი ვალდებულებები 1. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას, შესაბამის მარეგისტრირებელმა ორგანოებმა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, შესაბამისმა მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ნოტარიუსს ეკრძალება ასეთი პირის მიერ ნივთის ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმება. 4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, გემების, ლიცენზიებისა და ნებართვების მარეგისტრირებელმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, გემის, ლიცენზიებისა და ნებართვების რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 121. მოვალეთა რეესტრიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულებებისათვის წარმოშობილი ვალდებულებები 1. საბანკო დაწესებულება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. 2. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღმასრულებელს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში. მუხლი 122. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვების მოხსნა და მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა პირის მიმართ დაწესებული 1. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი ვალდებულებების სრულად შესრულება, ხოლო ალიმენტისა და სარჩოს გადახდის მიზნით წარმოებულ სააღსრულებო საქმეებზე - მიმდინარე პერიოდისათვის არსებული ვალდებულების სრულად შესრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით/სასჯელით შეცვლა; გ) ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება; ე) კრედიტორის მოთხოვნა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ალიმენტის და სარჩოს გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე პერიოდისათვის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ მოვალეს წინასწარ აქვს შესრულებული ერთი წლის ფულადი ვალდებულება ან თუ აღნიშნულ პერიოდზე შესასრულებელ ვალდებულებაზე წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია ან ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ქონებაზე ყადაღის დადებით. 4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღმასრულებლის თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე კრედიტორის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა. 5. ამ კოდექსის 159-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, ასევე 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღმასრულებელი მოვალის კონკრეტულ ქონებას ათავისუფლებს მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან. 6. აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე, თუკი მოვალის მიმართ გაიხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. თავი XX. იძულებითი მართვა (სეკვესტრი) მუხლი 123. იძულებითი მართვა (სეკვესტრი) 1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ან/და ამ კოდექსით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ნივთი იძულებით სამართავად შეიძლება გადაეცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ მმართველს, ან თვით მესაკუთრეს. აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სეკვესტრის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს (ინსპექტორის) წარმოებაში არსებულ საქმეზე, ასევე აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების ეტაპზე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2. იძულებითი მართვის დროს გამოიყენება ამ თავით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. მუხლი 124. იძულებითი მართვის მიზანი იძულებითი მართვის მიზანია, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თავიდან აცილება და მაქსიამლურად მცირე დროში, მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლების ხარჯზე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 125. იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოვალის მოთხოვნით თუ იძულებითი მართვით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში და მოვალის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე/აღმასრულებელი უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით, კრედიტორის ნების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის არაუმეტეს 3 თვის ვადით გამოყენების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 1 თვით. მუხლი 126. იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე 1. ამ კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მოვალე უფლებამოსილია აღმასრულებელს/აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიმართოს იძულებითი მართვის გამოყენებისთვის. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს იძულებითი მართვის გამოყენების გადაწყვეტილება და მიმართოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მმართველის დანიშვნის შუამდგომლობით. აღსრულების ეროვნული ბიუროს (ინსპექტორის) წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ ნაწილით გათვალისწინებულ მოვალის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, რომელიც სეკვესტრის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, ნიშნავს მმართველს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი მართვა აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის სტადიაზე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებულ შემთხვევაში აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე იძულებით მართვას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ამ თავით დადგენილი წესით. მუხლი 127. იძულებითი მართვის გამოყენება ქონებაზე, რომელზეც არ შეიძლება გადახდევინება ქონებაზე, რომელზეც ამ კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება გადახდევინება, არ ხორციელდება იძულებითი მართვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე თანახმაა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს იძულებით სამართავად და იძულებითი მართვის შედეგად შესაძლებელია ვალდებულების შესრულება. მუხლი 128. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხების განკარგვა იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს. მუხლი 129. იძულებითი მართვის შედეგად კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისას შეტყობინების ვალდებულება მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აცნობონ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი მართვის შეწყვეტის შესახებ. მუხლი 130. იძულებითი მართვის გამოყენების დაუშვებლობა 1. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია, ან თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად. 2. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მესამე პირის ან სხვა სააღსრულებო წარმოების კრედიტორის ინტერესები. ამ შემთხვევაში იძულებითი მართვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მესამე პირის ან სხვა სააღსრულებო წარმოების კრედიტორის თანხმობით. მუხლი 131. იძულებითი მართვის გამოყენების შედეგები 1. იძულებითი მართვის გამოყენების შემთხვევაში იმავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ახალი იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორიცელდება არ დაიშვება, ხოლო იძულებითი მართვის გამოყენებამდე გატარებული სააღსრულებო მოქმედებები უცვლელი რჩება, გარდა იძულებითი მართვის მიზნებიდან გამომდინარე განსახორციელებელი სააღსრულებო მოქმედებებისა. 2. იძულებით მართვის პერიოდში დაუშვებელია იძულებით მართვას დაქვემდებარებული ნივთის რეალიზაცია. მუხლი 132. იძულებითი მართვის შეწყვეტის საფუძვლები 1. იძულებითი მართვა წყდება და აღსრულება ზოგადი წესის შესაბამისად გრძელდება, თუ: ა) იძულებითი მართვა გაუმართლებელი გამოდგა; ბ) დაირღვა იძულებითი მართვის არსებითი პირობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მართვის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა და ამაზე თანახმაა კრედიტორი; გ) იძულებითი მართვის პერიოდში გამოვლინდა სხვა გარემოება, რომელიც სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით შეუძლებელს ხდის იძულებითი მართვის გამოყენებას; დ) იძულებითი მართვით არსებითად იზღუდება მესამე პირის ან სხვა სააღსრულებო წარმოების კრედიტორის ინტერესები. 2. იძულებითი მართვის შეწყვეტის და აღსრულების ზოგადი წესით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურის თავმჯდომარე. მუხლი 133. მმართველის დანიშვნა 1. იძულებითი მართვის მიზნებისათვის ინიშნება მმართველი, რომელიც ახორციელებს ქონების განკარგვას ამ კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. მმართველს ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სააღსრულებო წარმოების მხარეების შუამდგომლობის საფუძველზე. მმართველად პირის დანიშვნის თაობაზე მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში მმართველს შეთავაზებული პირებიდან ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მმართველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს წევრი ან ამ გადაწყვეტილების მიმღების ახლო ნათესავი ან პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუწყდა მმართველის უფლებამოსილება. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ პირის მმართველად დანიშვნისას გამოიყენება ამ კოდექსის 79-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვები. 3. იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მმართველს აძლევს საჭირო მითითებებს, ადგენს მმართველის კუთვნილ ანაზღაურებას, ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მის მიერ საქმის წარმოებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შეუძლია გაათავისუფლოს მმართველი, თუ იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მმართველად ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. 5. თუ იძულებითი მართვის განხორციელების მიზნით აუცილებელია პროცესში სპეციალური ცოდნის მქონე პირის ან ექსპერტის მონაწილეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი მართვით მიღებული შემოსავლის ნაწილი გამოიყენოს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში ამ პირის მონაწილეობის დასაფინანსებლად ან მმართველად დანიშნოს ეს პირი. 6. მმართველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 134. მმართველად კრედიტორის დანიშვნა 1. მმართველად კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი და მოვალის ერთობლივი თანხმობა. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მმართველად დანიშნულ კრედიტორს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში უნიშნავს ზედამხედველს. 3. ზედამხედველად შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის დანიშვნისას გამოიყენება მმართველად პირის დანიშვნის წესები. 4. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 135. ხარჯები ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან, ანაზღაურდება იძულებითი მართვის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. მუხლი 136. ვალდებულების შეუსრულებლობა და პასუხისმგებლობა 1. მმართველი პასუხს აგებს მხარეების წინაშე ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. 2. თუ მმართველი არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. მუხლი 137. ანგარიშის წარდგენის ვალდებულება 1. მმართველი ვალდებულია იძულებითი მართვის დასრულების შემდეგ ანგარიში წარუდგინოს სეკვესტრზე გადაწყვეტილების მიმღებს, რომელიც თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოთხოვნით, მმართველს შეიძლება დაეკისროს შუალედური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მუხლი 138. მოვალის მმართველად დანიშვნა 1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ან/და საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს, მმართველად შეიძლება დაინიშნოს მოვალე მისი თანხმობით. ამ შემთხვევაში მოვალე კისრულობს ვალდებულებას, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მმართველის ვალდებულებები. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მმართველად დანიშნულ მოვალეს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში შესაძლოა დაუნიშნოს ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველის მოსმენის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ადგენს, რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთისგან მიღებული მოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მუხლი 139. მმართველად დანიშნული მოვალის ზედამხედველობა 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის დანიშვნისას გამოიყენება პირის მმართველად დანიშვნის წესები. 3. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თავი XXI. თანხების განაწილება კრედიტორთა შორის მუხლი 140. თანხის განაწილების წესი 1. მოვალისათვის გადახდევინებული (მათ შორის, ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხა შეიტანება აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე. 2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხით, პირველ რიგში, დაიფარება აღსრულების ხარჯი და საფასური, ხოლო დანარჩენი თანხა, ამ კოდექსით დადგენილი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის გათვალისწინებით, გაიცემა იმ კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა გადახდევინება. მოთხოვნის 3. მოვალის ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, პირველ რიგში, დაიფარება აღსრულების ხარჯი და საფასური, დანარჩენი თანხა, ამ კოდექსით დადგენილი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის გათვალისწინებით, გაიცემა იმ კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა გადახდევინება. 4. ამ თავით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს, ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. მუხლი 141. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა და თანხის განაწილება 1. თუ მოვალისათვის გადახდევინებული (მათ შორის, ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კოდექსის 142-ე და 143-ე მუხლებით დადგენილი რიგითობის დაცვით. 2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება მხოლოდ წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 3. ამ კოდექსის 142-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 4. მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში, აღმასრულებელი 3 დღის ვადაში ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და გადასცემს მხარეებს. მუხლი 142. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების რიგითობა 1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ/იპოთეკარად არის შესაბამისი პირი რეგისტრირებული, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები, მათი რიგითობის მიხედვით. თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ ნაწილში აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. 2. თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის დაკმაყოფილდება საგადასახადო რეგისტრაცია, ამ გირავნობის/იპოთეკის პირის მოთხოვნები რეგისტრაციამდე უპირატესად ამ ნაწილით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით. მუხლი 143. მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობა 1. ამ კოდექსის 142-ე მუხლში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან - პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები: ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ; ბ) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე; გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ; დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ; ვ) ჩეკისა და თამასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან - მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა. წიგნი V. ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება თავი XXII. ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა და ქონებაზე ყადაღის დადება მუხლი 144. მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა 1. აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ. 2. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი დაკავშირებული სხვა სამართლებრივი უფლებების შეძენის, ან ქონებასთან ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღმასრულებელს. 3. თუ მოვალე აღმასრულებელს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღმასრულებელს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მოვალის მიერ წარმოდგენილი ქონების ნუსხა დაერთვება სააღსრულებო საქმის მასალებს. მოვალეს არ აქვს უფლება, სადავოდ გახადოს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა. მუხლი 145. ქონების ნუსხის გადამოწმება და ქონების მოძიება 1. აღმასრულებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს მოვალის მიერ ქონების შესახებ წარდგენილი მონაცემების სისწორე და სისრულე. 2. თუ აღმასრულებელი მოვალის მიერ ქონების შესახებ წარდგენილ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს, იგი ვალდებულია თავად განახორციელოს მოვალის ქონების მოძიება. 3. აღმასრულებელი უფლებამოსილია პირს, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას მოვალის ქონების შესახებ, მოსთხოვოს ასეთი ინფორმაციის მისთვის დაუყოვნებლივ წარდგენა, რაც სავალდებულოა შესასრულებლად. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის 7 დღის ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 146. მოვალის ქონების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, აღსასრულებელი დოკუმენტის წარმოებაში მიღებისთანავე აღმასრულებელი იწყებს მოვალის ქონების მოძიებასა და დაყადაღებას ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღმასრულებელი ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ყადაღა დაედო ამ კოდექსის შესაბამისად ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ და შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას, გარდა ამავე წარმოებისას საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღისა. მუხლი 147. ქონებაზე ყადაღის დადება 1. ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერის საფუძველზე ან/და მის გარეშე, მესაკუთრისათვის ისეთი განკარგვისა და გარიგების დადების აკრძალვას, რომლის საფუძველზეც მესამე პირს ყადაღადადებულ ქონებაზე წარმოეშობა უფლება. ყადაღის დადებით მესაკუთრეს/ქონების შემნახველს ეკრძალება აღმასრულებლის ნებართვის გარეშე ყადაღადადებული ნივთის ადგილმდებარეობის შეცვლა. 2. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება ხდება აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო ნივთი ყადაღადადებულად ითვლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ასეთი მიმართვის რეგისტრაციის მომენტიდან. 3. იმ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ყადაღის დადება ხდება აღმასრულებლის მიერ შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე და ასეთი ქონება ყადაღადადებულად ითვლება აღწერადაყადაღების აქტის შედგენისთანავე. 4. ყადაღის რეგისტრაცია ხდება უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის) ან ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის ან/და ყადაღის დადების შესახებ აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ყადაღის დადების ან გაუქმების მიმართვას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. 5. ყადაღის დადება უფლებას აძლევს აღმასრულებელს, ქონებასთან მიმართებაში განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია კრედიტორთა ინტერესების დასაცავად. 6. ბათილია ყადაღადადებულ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადების შემდეგ დადებული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარიგება. მუხლი 148. მესამე პირის მიერ უფლების განცხადება 1. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ მოძრავი ნივთი, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში/მარეგისტრირებელ ორგანოში, მესამე პირს ეკუთვნის, უფლებამოსილია აღმასრულებელს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღმასრულებელი არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, ამ კოდექსის მიზნებისათვის უტყუარად მიჩნეული მტკიცებულებები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 149. გადახდისუუნარობის საქმის წარმობისას ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება 1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდგომ, მოვალის მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მეურვე/გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს აღმასრულებელს მოვალის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, რეგისტრირებული ყადაღის გაუქმების დასაბუთებული მოთხოვნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მოვალის მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობისა და ფუნქციონირებისათვის. აღმასრულებელი ვალდებულია ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველყოს მოვალის ქონებისა და საბანკო ანგარიშების ყადაღისაგან გათავისუფლება. 2. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კრედიტორთა კრება დაამტკიცებს მოვალის რეაბილიტაციის გეგმას, რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია მიმართოს აღმასრულებელს მოვალის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, რეგისტირებული ყადაღის სრულად გაუქმების თაობაზე. აღმასრულებელი ვალდებულია ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველყოს მოვალის ქონებისა და საბანკო ანგარიშების ყადაღისაგან გათავისუფლება. 3. თუ მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმე შეწყდება, მეურვე/მმართველი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღმასრულებელს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გაუქმებულ ყადაღებს ხელახლა არეგისტრირებს. აღნიშნული ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ყადაღების გაუქმებამდე არსებული ყადაღის რეგისტრაციის თარიღების (რეგისტრაციის გაუქმებამდე არსებული რიგითობის) გათვალისწინებით. მუხლი 150. ყადაღათა სიმრავლე 1. ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს რამდენიმე კრედიტორის სასარგებლოდ. 2. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება კიდევ დაედოს ყადაღა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ. მუხლი 151. ყადაღათა სიმრავლის დროს რეალიზაციის უპირატესი უფლება 1. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების რეალიზაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს იმ აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. 2. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღმასრულებლის განაცხადის დაკმაყოფილებამდე მიმართავს ასევე სხვა რიგის ყადაღის დამრეგისტრირებელი აღმასრულებელი, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ქონების გათვალისწინებული აღმასრულებლების მიმართვის საფუძველზე. რეალიზაციას ამ მუხლით 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხის განაწილება ხორციელდება ამ კოდექსის შესაბამისად. მუხლი 152. ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა 1. ყადაღის საგნის რეალიზაციის რიგითობა განისაზღვრება ყადაღის საგანზე ყადაღის რეგისტრაციის ზუსტი დროის მიხედვით. 2. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და შეუსრულებელი ფულად ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან. 3. ქონების რეალიზაციის შეჩერების, ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღსრულების შეჩერების შემთხვევაში, გარდა მოვალის/მესაკუთრის გარდაცვალებისა, ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, აღმოიფხვრება თუ არა შეჩერების საფუძველი ქონების რეალიზაციამდე. აღსრულების შეჩერების გაუქმების შემთხვევაში აღმასრულებელი, რომლის წარმოებაში არსებულ საქმეზეც შეჩერდა ქონების რეალიზაცია, ამ ქონებაზე აღსრულებას ახორციელებს იმ აღმასრულებლის შემდეგ, რომელმაც განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები ქონების რეალიზაციის მიზნით. თავი XXIII. მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების სპეციალური წესები მუხლი 153. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შედეგები 1. აღმასრულებელი ყადაღადადებულ მოძრავ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და უფლებამოსილია აღნიშნული ქონება შესანახად ჩააბაროს სააღსრულებო წარმოების მხარეებს ან მესამე პირს. 2. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე ან რეალიზაციის შემდეგ აღმასრულებელს უფლება აქვს, მოვალის მფლობელობიდან ამოიღოს ყადაღადადებული ნივთები. 3. ყადაღადადებული იარაღის გადატანის/გადაზიდვის, იარაღის შენახვისა და გაცემის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 154. სპეციალურ მოვლას დაქვემდებარებული ნივთების დაყადაღება 1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის საკუთრებაში არსებული: ა) ცხოველები და ფრინველები; ბ) მალფუჭებადი პროდუქტი ან/და ნივთები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ მოვლას. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღადადებული ნივთების რეალიზაციის სპეციალური წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ნივთები შენახვისა და სათანადო მოვლაპატრონობის მიზნით რეალიზაცამდე გადაეცემა მესამე პირს, ხოლო ასეთის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში - თავად მოვალეს. აღნიშნული ნივთები, კრედიტორის მოთხოვნით, შესაძლებელია შესანახად გადაეცეს აგრეთვე კრედიტორს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნივთის შენახვისა და მოვლაპატრონობის ხარჯები პირველ რიგში ანაზღაურდება ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან. მუხლი 155. ფულად სახსრებზე ყადაღის დადება აღმასრულებელს ყადაღადადებული ნაღდი ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 156. ყადაღადადებული ქონების დაცულ სათავსში შენახვა დაცულ სათავსში ინახება: ა) ყადაღადადებულ ფასიანი ქაღალდები და ძვირფასეულობა; ბ) სხვა ყადაღადადებული ნივთები, თუ არ არსებობს შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ან აშკარაა, რომ პასუხისმგებელი პირი ვერ უზრუნველყოფს ქონების ხელყოფისაგან სათანადოდ დაცვას. მუხლი 157. ყადაღის დადება დალუქვით 1. ყადაღადადებული მოძრავი ნივთების მოვალესთან დატოვების ან შესანახად სხვა პირისათვის ჩაბარების შემთხვევაში, ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით. ნივთის დალუქვის შედეგად იკრძალება ამ ნივთით სარგებლობა. 2. აღმასრულებელი დალუქავს ნივთს, თუ არსებობს მისი დაზიანების ან სხვაგვარი ხელყოფის საფრთხე ნივთის ადგილზე დატოვების ან/და ტრანსპორტირების შეუძლებლობის შემთხვევაში. 3. საჭიროების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აღმასრულებელს შეუძლია დალუქოს სათავსო, რომელშიც განთავსებულია ყადაღადადებული ნივთები, რასაც აღნიშნავს შესაბამის დოკუმენტში. 4. მოვალის ან შემნახველის მიერ მისთვის მინდობილი ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 158. აღწერა-დაყადაღების აქტში ქონების შეტანა და ამორიცხვა 1. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, ეს ქონება მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი მესამე პირს განუმარტავს თავის უფლებას – მიმართოს სასამართლოს. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენისას ყადაღის საგანი არ შეიტანოს შესაბამის დოკუმენტში ან ყადაღადადებული ქონება გაათავისუფლოს ყადაღისაგან და ამორიცხოს აღწერა-დაყადაღების აქტიდან: ა) კრედიტორის თანხმობით; ბ) თუ მოვალის ნივთის/ნივთების ღირებულება იმდენად მცირეა, რომ რეალიზაციის შემთხვევაში ვერ დაფარავს იძულებითი აღსრულების შედეგად გაწეულ ხარჯს; გ) თუ ნივთის ნაკლის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო აშკარაა, რომ ვერ მოხდება მისი რეალიზაცია ან რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხა ვერ დაფარავს იძულებითი აღსრულების შედეგად გაწეულ ხარჯს; დ) ამ კოდექსის 148-ე მუხლის გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მუხლი 159. მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება 1. აღმასრულებელი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან: ა) თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორის სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე; ბ) თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის მე-4 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების მიზნით, ამ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე; გ) კრედიტორის თანხმობით, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს გირავნობით უზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. 2. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს განცხადების წარმოდგენამდე არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის ან/და აღმასრულებელი. შემდგომში გადაფასების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს 3. ამ მუხლით პირველი ნაწილით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, მესამე პირების სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობა უცვლელი რჩება, თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე მესამე პირის/პირების სასარგებლოდ რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ამ ქონებაზე ამავე აღსასრულებელი დოკუმენტის ფარგლებში აღსრულება აღარ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების საბაზრო ღირებულება აღსასრულებელი მოთხოვნის შესაბამისი ოდენობით შესრულებად ჩაითვლება. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მოძრავ ქონებაზე, როგორც გირავნობის საგანზე, ყადაღის გაუქმება იწვევს აღნიშნულ ქონებაზე ამ კოდექსის მე-4 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას. 6. აღმასრულებელი ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს რეგისტრირებული გირავნობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 7. თუ მოვალის მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სააღსრულებო წარმოება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, მოვალის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესებით მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დაფარვის შემთხვევაში, აღმასრულებელი უფლებამოსილია მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან გაათავისუფლოს იმ მომენტისათვის აღმასრულებლის წარმოებაში არსებული ყველა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო საქმის ფარგლებში, რის შესახებაც აღმასრულებელი გასცემს შესაბამის ცნობას. 8. ამ მუხლით დადგენილი წესებით მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში აღმასრულებელი მოვალეს ათავისუფლებს ამ ქონებასთან მიმართებით მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან. მუხლი 160. ყადაღის საგანი 1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი. 2. ქონებაზე ყადაღის დადება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ეკუთვნის მოვალეს. მოვალე ქონების მესაკუთრედ ივარაუდება ქონების ფლობის შემთხვევაშიც. საპირისპიროს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც მოიძიებენ მოვალესთან, მათ შორის, მისი რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ეკუთვნის მოვალეს. 3. თუ მოვალე იურიდიული პირია, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ნივთები, რომლებსაც მოიძიებენ მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელში, ეკუთვნის მოვალეს. მუხლი 161. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას 1. ყადაღას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები/ფულადი სახსრები, რომლებიც წარმოადგენს მოვალის არსებობისათვის აუცილებელ საშუალებას, მათ შორის, ყადაღას არ ექვემდებარება: ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ხოლო თუ დროის შესაბამისი მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი - მათ შესაძენად საჭირო თანხა; გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით - ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა; დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის; ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები; ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო დანაგროვი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივები; ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწიებული საფუძვლით ყადაღისაგან გათავისუფლება ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს. 4. მოვალის თანხმობით, ყადაღა შეიძლება დაედოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნივთებს/ფულად სახსრებს. 5. დავა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით. მუხლი 162. ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი 1. ქონების აღწერა-დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) აღმასრულებლის სახელი და გვარი, რომელიც ატარებს შესაბამის სააღსრულებო მოქმედებას, სამუშაო ადგილის მისამართი და იმ პირების ვინაობა, რომლებიც ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ სააღსრულებო მოქმედებაში; გ) აღსასრულებელი დოკუმენტის ნომერი); დოკუმენტის რეკვიზიტები (გამომცემი ორგანოს დასახელება, დ) მონაცემები კრედიტორისა და მოვალის შესახებ; ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა); ვ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები; ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; თ) მითითება იმის შესახებ, რომ მოვალესა და სააღსრულებო მოქმედების ადგილზე მყოფ სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა გადაცემული ქონების მისი მოვალეობა ქონების გაფლანგვისათვის, შენახვასთან გასხვისებისათვის დაკავშირებით, ან აგრეთვე გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი; ი) კრედიტორის, მოვალის და სააღსრულებო მოქმედების ადგილზე მყოფი სხვა პირების შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი; კ) ნივთის ადგილზე შეფასების შემთხვევაში - შეფასების თანხა. 2. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ და მონაწილობდნენ ქონების აღწერა-დაყადაღების პროცესში. თუ აღნიშნული პირები ხელმოწერაზე უარს განაცხადებენ, ამის შესახებ აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი XXIV. მოთხოვნაზე ყადაღის დადება მუხლი 163. ყადაღის დადების პრინციპი 1. მოვალის მოთხოვნას შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მის გადაცემას ან მასზე ყადაღის დადებას. 2. მოთხოვნებს, რომლებიც მომავალში იქნება შესასრულებელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი გამოხატვა ფულადი ფორმით შესაძლებელია. მუხლი 164. განკარგულება ყადაღის დადების შესახებ 1. თუ ყადაღა უნდა დაედოს მოთხოვნას, აღმასრულებელი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, გამოსცემს განკარგულებას მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში უნდა აღინიშნოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად უნდა გამოიცეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. 2. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა. 3. აღსასრულებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების შესახებ განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი. 4. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზე, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ. მუხლი 165. ყადაღის დადების შედეგები 1. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს, მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ. 2. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება ძალაშია, თუნდაც ყადაღა უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის მიმართ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. 3. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია ამ ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით. 4. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ. მუხლი 166. დავალებული პირის განცხადება დავალებულმა პირმა ყადაღის დადების შესახებ განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს: ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს; გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო. მუხლი 167. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე 1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად. 2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით. 3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს აღსასრულებელ დოკუმენტში მოცემული მისი უფლებები. მოთხოვნებზე უარის თქმისას აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს. მუხლი 168. ვინდიკაციების ყადაღის დადება 1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების შესახებ განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღმასრულებელს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღსასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ. 2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი. 3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ დადგენილი აღსრულების წესი. თავი XXV. ყადაღადადებული ნივთის აღწერის ან მისი აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მოვალის სათავსსა და საცხოვრებელ სადგომში შესვლა მუხლი 169. მოვალის სათავსში შესვლა 1. ყადაღადადებული ნივთის აღწერის ან მისი აუქციონზე რეალიზაციის მიზნით გამოტანისას აღმასრულებელს უფლება აქვს აღსრულების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, შევიდეს მოვალის დაკეტილ სათავსში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენება აღმასრულებელს შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი უზრუნველყოფს მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით მის კუთვნილ სათავსში შეღწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოვალის ინფორმირებას ამ კოდექსით დადგენილი წესით. შეტყობინებაში აღინიშნება სათავსის მისამართი (ადგილმდებარეობა), სათავსში შესვლის ზუსტი დრო, ასევე მოვალის გამოუცხადებლობის შედეგები. 3. თუ მოვალეს შეტყობინება ჩაბარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით აღმასრულებელი უფლებამოსილია შეტყობინებაში მითითებულ დროს შევიდეს მოვალის სათავსში. 4. მოვალის სათავსში შესვლისას შედგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ აღმასრულებელი და დამსწრე პირები. მუხლი 170. მოვალის გამოუცხადებლობის შედეგები 1. მოვალის გამოუცხადებლობლობა არ არის სათავსში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოება. 2. თუ მოვალე არ გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ დროსა და ადგილას, ან გამოცხადდა, მაგრამ არ უზრუნველყო აღმასრულების სათავსში შესვლა, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად მოახდინოს სათავსის გახსნა ამისათვის აუცილებელი ყველა საშუალების გამოყენებით. 3. სათავსის გახსნისა და სათავსში შეღწევის დროს აღმასრულებელი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებიდან გამოიყენოს ისეთი ქონებისათვის მინიმალური ზიანის მიყენებას. 4. აღმასრულებელი ვალდებულია საშუალება, იმგვარად დაკეტოს რომელიც უზრუნველყოფს გახსნილი სათავსი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი დაცულობა. 5. სათავსში შესვლისათვის გამოყენებული საშუალებების ხარჯების, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს. 6. თუ სათავსში შესვლისათვის გამოყენებული საშუალებების ხარჯი აღემატება ყადაღადადებული ქონების ღირებულებას, აღმასრულებელი არ განახორციელებს ამ კოდექსის 169ე მუხლით გათვალიწინებულ მოქმედებას. მუხლი 171. მოვალის სათავსში შესვლისას პირთა დასწრება 1. მოვალის სათავსში შესვლა უნდა განხორციელდეს პოლიციის ან ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით. 2. სათავსში შესვლის, სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების, სათავსოს დაკეტვის ან/და დალუქვის ფაქტი დასტურდება სათავსში შესვლის ოქმით. მუხლი 172. მოვალის საცხოვრებელ სადგომში შესვლა 1. აღმასრულებელი უფლებამოსილია შევიდეს მოვალის საცხოვრებელ სადგომში, თუ მოვალეს ჩაბარდა შეტყობინება მის საცხოვრებელ სადგომში შეღწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოვალეს შეტყობინება ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით. 2. მოვალის საცხოვრებელ სადგომში შესვლაზე ვრცელდება ამ თავით დადგენილი წესები. თავი XXVI. ქონების შეფასება/რეალიზაცია მუხლი 173. ყადაღადადებული ქონების შეფასება 1. თუ ყადაღის საგნის აღწერის დროს აღმასრულებელს აქვს ყადაღის საგნის ადგილზე შეფასების შესაძლებლობა, აღწერილი ყადაღის საგნის საბაზრო ღირებულებას აღნიშნავს აღწერადაყადაღების აქტში. 2. თუ აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენისას ყადაღის საგნის შეფასება შეუძლებელია, აღმასრულებელი უფლებამოსილია ყადაღის საგანი შეაფასოს აღწერა-დაღადაღების აქტის შედგენის შემდგომ. ამის თაობაზე აღმასრულებელი აკეთებს შესაბამის შენისვნას ქონების აღწეისა და დაყადაღების აქტში. 3. ყადაღის დადების შემდეგ აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე ყადაღის საგანს შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ: ა) ყადაღის საგნის ფასის დადგენა შეუძლებელია აღმასრულებლის მიერ; ბ) ყადაღის საგნის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ყადაღის საგნის ღირებულება აღემატება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას. 4. თუ სარეალიზაციო ქონების შეფასებიდან გასულია 6 თვე, უნდა მოხდეს ამ ქონების ხელახლა შეფასება. 5. სააღსრულებო წარმოების მხარე უფლებამოსილია წარმოადგინოს ქონების ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის დასკვნა. 6. აღმასრულებელი უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას იმ შემთხვევაში, თუ ის შედგენილია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღმასრულებელი. 7. ყადაღის საგნის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ყადაღის საგნის შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ყადაღის საგნის საწყისი ფასი არ აღემატება ამ საგნის საბაზრო ღირებულებას. მუხლი 174. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია 1. ქონების რეალიზაციის მიზნით განსახორციელებელი სააღსრულებო მოქმედებების დასრულების შემდეგ აღმასრულებელი უზრუნველყოფს ყადაღადებული ქონების რეალიზაციას ამ თავით დადგენილი წესით. 2. აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ქონების რეალიზაციამდე მხედველობაში იღებს მოთხოვნის შესაბამისობას სარეალიზაციო ქონების ღირებულებასთან. მუხლი 175. აუქციონის ჩატარების რიგითობა ყადაღის სიმრავლის შემთხვევაში 1. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ყადაღის საგნის აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა. 2. ამ კოდექსის მე-4 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს პირველი ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ ამ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა. მუხლი 176. აუქციონის შეწყვეტა 1. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის შეწყვეტა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულ აღსასრულებელ დოკუმენტზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას (გარდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდგომ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების გაგრძელებით ზიანი ადგება სახელმწიფოს ან კერძო პირის კანონიერ ინტერესებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, შეწყვიტოს აუქციონი და შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდგომ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების გაგრძელებით ზიანი ადგება სახელმწიფოს ან კერძო პირის კანონიერ ინტერესებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს აუქციონი და შეწყვეტიდან 3 დღის ვადაში აღსრულების შეჩერების შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობით მიმართვიდან 5 დღის ვადაში სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს განჩინება აღსრულების არაუმეტეს 6 თვის ვადით შეჩერების თაობაზე. სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააღსრულებო მოქმედებები არ ხორციელდება. 4. თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აუქციონის შეწყვეტისა და აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს პროკურორი, აუქციონი შეწყდება, ხოლო სააღსრულებო წარმოება შეიძლება შეჩერდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებული პირობებით, ვადითა და წესით. თუ აღსრულების შეჩერების 6 თვიანი ვადა გამოძიების ინტერესებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება იმავე წესით, მორიგი ერთი ან მეტი 6 თვემდე ვადით. სააღსრულებო წარმოების შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. 5. აუქციონი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული შემთხვევებისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეწყდება: ა) თუ მოვალის ან მოვალის სასარგებლოდ მესამე პირის მიერ აუქციონის დასრულებამდე სრულად დაიფარება აღსასრულებელი მოთხოვნა; ბ) ამ კოდექსის 54-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ან/და 57-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში; გ) აუქციონის მიმდინარეობისას ისეთი ფაქტობრივი გარემოების გამოვლენისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუქციონის შედეგზე და რომელიც საჭიროებს საკითხის დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას; დ) აუქციონის გამოცხადების პირობებში ან აუქციონის მიმდინარეობისას ისეთი აშკარა ტექნიკური შეცდომის არსებობისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუქციონის შედეგზე. 6. თუ მეორე განმეორებითი აუქციონის, ან ამ კოდექსის 186-ე მუხლის მე-4 გათვალისწინებული აუქციონის მიმდინარეობისას კრედიტორი მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების უკან დაბრუნებას ან აღსრულების შეჩერებას, აუქციონის შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მოვალის ან/და სარეალიზაციო ქონების მესაკუთრის თანხმობით. მუხლი 177. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მოპოვება 1. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს 10 კალენდარული დღის ვადაში. 2. აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების შესახებ. დაუშვებელია აღნიშნული ქონების იმავე სააღსრულებო წარმოების/აღსასრულებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლებში ხელახალი რეალიზაცია. 3. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. 4. აუქციონზე შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ქონების შემძენს მფლობელობაში გადაეცემა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით ქონების რეგისტრაციისათვის საჭიროა ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში ან/და სხვა უფლებამოსილ პირთან წარდგენა. აუქციონზე სამოქალაქო იარაღის ცეცხლსასროლი შემძენი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 178. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების გადასვლისას ქონებაზე არსებული უფლებები თუ აუქციონის გამოცხადების შემდეგ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და აუქციონის შედეგად მოხდა ქონების რეალიზაცია, საკუთრების გადასვლის შედეგად გირავნობა/იპოთეკა უქმდება. მუხლი 179. მოვალისათვის ქონების დაბრუნება თუ ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის შედეგად ქონება არ გაიყიდა, ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ამავდროულად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს აუქციონის ხელახლა ჩატარება ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. კრედიტორი, აუქციონის ხელახლა ჩატარების ყოველი მოთხოვნისას, დამატებით იხდის აუქციონთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საფასურს, რომლის ოდენობაც მტკიცდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორის მიერ აუქციონის ხელახლა ჩატარების მოთხოვნისათვის გადახდილი ხარჯი და საფასური არ ეკისრება მოვალეს. მუხლი 180. აუქციონის შედეგების გაუქმება თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად. აუქციონზე გარანტიის სახით გადახდილი თანხა მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. მუხლი 181. წინმსწრები აუქციონი 1. მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, წერილობით მიმართოს აღმასრულებელს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის და აღსრულების ხარჯების ჯამზე ნაკლები. მოთხოვნას უნდა დაერთოს სააუქციონო მომსახურების იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნას ასევე უნდა დაერთოს ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია). მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორისა და ნამდვილობისათვის პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის. აღმასრულებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა. 2. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის წინმსწრები შესახებ სააუქციონო აღმასრულებლისათვის წარდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში აღმასრულებელი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით. თუ აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ პირს აცნობოს ნაკლოვანების თაობაზე, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი 3 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა. ამ ვადაში ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი რჩება, რაც იმავე პირს არ ართმევს უფლებას, ხელმეორედ წარადგინოს იგივე მოთხოვნა დადგენილი ვადის გათვალისწინებით. ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კოდექსით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან.ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აისახება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. მოვალეს უფლება აქვს, ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის განმავლობაში მოითხოვოს ამ ვადის არაუმეტეს 2 სამუშაო დღით გაგრძელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წინმსწრები აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით. ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ წინმსწრები სააუქციონო მომსახურების შესახებ მოთხოვნაში მითითებული ფასი. წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას. 4. წინმსწრებ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამ კოდექსით დადგენილი წესით. აუქციონში გამარჯვებულს წარმოეშობა ამავე კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. 5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დღისათვის იმავე ნაწილში აღნიშნული მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის და აღსრულების ხარჯის ჯამზე ნაკლები. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამავე მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია ერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთხელ. ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წერილობითი თანხმობით. 8. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ მოვალემ სხვა სააღსრულებო წარმოებაში გაუშვა ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა და ეს სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის. მუხლი 182. სხვაგვარი რეალიზაცია 1. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კოდექსითაა განსაზღვრული. 2. მოვალე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღმასრულებლის კონტროლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება აღსრულების ხარჯი, საფასური და კრედიტორის მოთხოვნები. თავი XXVII. მოძრავი ქონების შეფასების/რეალიზაციის სპეციალური წესები მუხლი 183. ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაცია 1. აღმასრულებელი მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით განსახორციელებელი სააღსრულებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გადასცემს საქმეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აუქციონის გამოცხადების მიზნით. აუქციონების ჩატარების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. ყადაღადადებული ქონების შემძენის საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე, რაც უნდა დასტურდებოდეს შემძენის საკუთრებაში ქონების გადაცემის განკარგულების გამოცემამდე შემძენის მიერ აღმასრულებლისათვის წარდგენილი განცხადებით. მუხლი 184. გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მოგირავნის ინფორმირება 1. თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ, აღმასრულებელი ამ კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, განუსაზღვრავს მას/მათ მოთხოვნების წარმოდგენის ვადას და აცნობებს დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი მოთხოვნების წარუდგენლობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ. 2. მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ სააღსრულებო მოქმედებების და გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული დრო. 3. სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღმასრულებელთან უნდა გამოხატული მოთხოვნები. 4. წარადგინოს/წარადგინონ მოგირავნე/მოგირავნეები სისწორისთვის. პასუხისმგებელი მოგირავნეს/მოგირავნეებს თავისი/თავიანთი არის/არიან ფულადი წარდგენილი ეკისრება/ეკისრებათ სახით მოთხოვნების პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით. 5. მოგირავნის/მოგირავნეების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული წესით მას/მათ მიერ მოთხოვნის/მოთხოვნების წარუდგენლობის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებისას მოგირავნის/მოგირავნეების მოთხოვნები არ გაითვალისწინება. მუხლი 185. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/ოპოთეკის არსებობის შედეგები 1. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კოდექსის 184-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შეტყობინებას საგადასახადო ორგანოს არ უგზავნის, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა განისაზღვრება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოთხოვნის დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს. თავი XXVIII. უძრავი ქონების შეფასების/რეალიზაციის სპეციალური წესები მუხლი 186. ყადაღადადებული უძრავი ქონების რეალიზაცია 1. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით განსახორციელებელი სააღსრულებო მოქმედებების დასრულების შემდეგ აღმასრულებელი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქონების რეალიზაციის მიზნით. აუქციონების ჩატარების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღმასრულებელი საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. 3. თუ ტექნიკური დადასტურდება, რომ ინვენტარიზაციის მოვალის სახელზე არქივიდან მოძიებული ირიცხება უძრავი შესაბამისი ქონება, ცნობით აღმასრულებელი უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს მისი რეალიზაცია. 4. თუ ქონების საბაზრო ღირებულება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ღირებულებაზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი. ქონების საწყისი ფასი დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ ამ წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდება გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესი. მუხლი 187. დაუზუსტებელი/გაუმიჯნავი და წილობრივი სახით რეგისტრირებული უძრავი ქონების შეფასება თუ სარეალიზაციო ობიექტს დაუზუსტებელია/გაუმიჯნავია და წარმოადგენს უძრავი აღმასრულებლის მიერ ქონება, რომლის ფართიც შეუძლებელია ფართის დაზუსტება/გამიჯვნა, უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, შეფასება და რეალიზაცია ხდება რეგისტრირებული მონაცემის შესაბამისად. თუ სარეალიზაციო ობიექტს წარმოადგენს უძრავი ქონება, რომელზეც რეგისტრირებულია წილობრივი საკუთრების უფლება, ხდება უძრავი ქონების წილის აღწერა-დაყადაღება, შეფასება და რეალიზაცია. მუხლი 188. აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების გადასვლისას ქონებაზე არსებული უფლებები 1. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, აღსრულების შედეგად საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება. 2. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. 3. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომელიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. 4. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) უცვლელი რჩება. თავი XXIX. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა მუხლი 189. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა 1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კოდექსის მე-4 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში - მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2. აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება და საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 190. სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების დადგენილ ვადაში გამოუცემლობის შედეგები 1. თუ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება არ გამოიცა დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს: ა) მომდევნო აუქციონის ჩატარებას, თუ წინა აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი; ბ) ხელახალი აუქციონის ჩატარებას, თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი. 2. თუ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება არ გამოიცა დადგენილ ვადაში ბოლო აუქციონის, ან ამ კოდექსის 186-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუქციონის დასრულების შემდეგ, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან და უბრუნდება მოვალეს. მუხლი 191. სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება 1. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარულების რეკვიზიტები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ასლი ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში. მუხლი 192. სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას ქონებასთან დაკავშირებული უფლებები 1. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება. 2. უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები, ხოლო მოძრავი ქონების ნატურით გადაცემისას - ამ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო და ვალდებულებითი უფლებები. 3. ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკა/მუნიციპალიტეტი იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი XXX. სეიფში მოთავსებულ ქონებაზე ყადაღის დადება მუხლი 193. სეიფში მოთავსებულ ქონებაზე ყადაღის დადება 1. აღმასრულებელი უფლებამოსილია მოვალის სარგებლობაში არსებული სეიფი გახსნას, დაათვალიეროს, მოახდინოს მასში მოთავსებული ნივთების აღწერა-დაყადაღება. 2. აღმასრულებელი უფლებამოსილია სეიფის გახსნამდე დალუქოს სეიფი და აუკრძალოს მოვალეს მისი გახსნა, ხოლო თუ სეიფი მდებარეობს ბანკში, აღმასრულებელი აცნობებს ბანკს მის გახსნამდე მოვალისათვის სეიფის გახსნის აკრძალვის შესახებ. მუხლი 194. ყადაღადადებული სეიფის დათვალიერება 1. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე, მოვალე ვალდებულია გასხნას მის სარგებლობაში არსებული სეიფი აღმასრულებლის მიერ დათვალიერების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ ასრულებს აღმასრულებლის მოთხოვნას და სეიფის სხვაგვარად გახსნა შეუძლებელია, აღმასრულებელი უფლებამოსილია გატეხოს სეიფის საკეტი, რაზეც შედგება შესაბამისი ოქმი. 2. ბანკში დაცული მოვალის სარგებლობაში არსებული სეიფის დათვალიერებისა და აღწერისას შედგება შესაბამისი ოქმი. 3. ბანკში დაცული მოვალის სარგებლობაში არსებული სეიფის დათვალიერების შედეგად ბანკისთვის გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს. 4. აღმასრულებელს სეიფის დათვალიერების შედეგად მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღვანებისათვის ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თავი XXXI. ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადება და მათი რეალიზაცია მუხლი 195. ფასიან ქაღალდებზე იძულებითი აღსრულება იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალიზებულ და არამატერიალიზებულ, მათ შორის, საჯარო ფასიან ქაღალდებზე, მათი ფორმისა და სახეობის მიუხედავად. მუხლი 196. არამატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადება არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაყადაღებას აღმასრულებელი ახორციელებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს თავად ემიტენტი - იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რომლის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრესაც წარმოადგენს მოვალე. მუხლი 197. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომლის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრესაც წარმოადგენს მოვალე, ვალდებული არიან აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე მიაწოდონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მოვალის სახელზე რიცხული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, სახეობის/კლასის, პროცენტული მაჩვენებლის, სამართლებრივი სტატუსის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა მონაცემები. 2. თუ მოვალის სახელზე რიცხულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აღმასრულებელს აცნობებს, რომ მოვალეს მასთან რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები გადაცემული აქვს ნომინალურ მფლობელობაში საბროკერო კომპანიისათვის ან სხვა ნომინალური მფლობელისათვის, იგი ვალდებულია მიუთითოს გადაცემის თარიღი და ნომინალური მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი აცნობებს მოვალის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელს ყადაღის თაობაზე და აყადაღებს ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრირებულ მოვალის ფასიან ქაღალდებს. მუხლი 198. უფლებამოსილი პირის ვალდებულებები 1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომლის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრესაც წარმოადგენს მოვალე, ხოლო ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ნომინალური მფლობელი, ვალდებული არიან აღმასრულებლისაგან ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადებისთანავე უზრუნველყონ შესაბამისი ჩანაწერის შეტანა ფასიანი ქაღალდების რეესტრში და მათზე ყადაღის ამონაწერის გაცემა. 2. მოვალის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელი ვალდებულია რეალიზაციის შედეგად მოვალეზე გასაცემი თანხები გადარიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე. მუხლი 199. ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების შედეგები ბათილია ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მესაკუთრის ან/და ნომინალური მფლობელის მიერ ყადაღის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტიდან დადებული ყველა გარიგება, მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები. მუხლი 200. ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადების შედეგები 1. ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადებით მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი ფინანსური სარგებლის, მათ შორის, განაწილებული დივიდენდის განკარგვა ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე. 2. ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადების მომენტიდან იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომლის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრესაც წარმოადგენს მოვალე ან ნომინალური მფლობელი (თუ მას ერიცხება მოვალეზე გასაცემი დივიდენდის თანხა), რომლის ნომინალურ მფლობელობაშიც არის მოვალის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები, ვალდებული არიან დაუკავონ მას ასეთი ფულადი თანხები და მოვალის კუთვნილი დივიდენდი ან/და ნებისმიერი სხვა სახის ფინანსური სარგებელი ჩარიცხონ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე. მუხლი 201. ყადაღდადებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია 1. მოვალის ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია წარმოებს ამ კოდექსით დადგენილი მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესის შესაბამისად. 2. ყადაღადადებული საჯარო ფასიანი ქაღალდების, ასევე საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ასევე მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიის მქონე საბროკერო კომპანიას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საბროკერო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია ხდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის წესების შესაბამისად. საჯარო ვაჭრობაზე ფასიანი ქაღალდების სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრის წესი დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 202. ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის შედეგები 1. ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის მიერ რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა, საბროკერო მომსახურების საფასურის გამოკლებით, გადაირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე. 2. საბროკერო კომპანიის მიერ მოვალის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისა და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის აღმასრულებლისათვის გადაცემის შემდეგ აღსრულება ფასიან ქაღალდებზე წყდება, ხოლო საბროკერო კომპანია ფასიანი ქაღალდების შემძენის შესახებ ახორციელებს შესაბამის ჩანაწერებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ახორციელებს აღმასრულებელი ამ კოდექსით დადგენილი წესით, შემძენზე საკუთრების უფლების ფასიანი ქაღალდების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს აღმასრულებლის განკარგულება. 4. მატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით ვრცელდება მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლის ამ კოდექსით დადგენილი წესი. მუხლი 203. წილებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესი 1. საწარმოში მოვალის კუთვნილ წილებზე ყადაღის დადება ხდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში ყადაღის რეგისტრაციის გზით, რის თაობაზეც აღმასრულებელი ასევე ინფორმაციას აწვდის საწარმოს ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. 2. წილებზე ყადაღის დადებით მოვალეს ეკრძალება განაწილებული დივიდენდის ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის განკარგვა ყადაღადადებული წილიდან გამომდინარე. იმ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომელშიც მოვალე ფლობს წილს, ვალდებულია აღმასრულებლისგან წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან დაუკავოს მოვალეს ყველა სახის ფულადი თანხები, მათ შორის, დივიდენდი და ჩარიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე. 3. მოვალის ყადაღადადებული წილის რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესის შესაბამისად. თავი XXXII. ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე ყადაღის დადება მუხლი 204. ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე ყადაღის დადების ფარგლები 1. ყადაღა შეიძლება დაედოს პატენტზე, სასარგებლო მოდელზე, დიზაინზე, სასაქონლო ნიშანზე უფლებებს ან/და საავტორო ქონებრივ უფლებებს. 2. ინტელექტუალური საკუთრებაზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 205. ინფორმაციის მოთხოვნა აღმასრულებელი უფლებამოსილია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მოთხოვნა მოვალის სახელზე რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ან/და ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი ქონებრივი უფლებების მდგომარეობის შესახებ. შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის აღმასრულებლისთვის მიწოდების ვალდებულება. მუხლი 206. ინტელექტუალურ საკუთრებაზე ყადაღის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, პატენტზე, სასარგებლო მოდელზე, დიზაინსა და სასაქონლო ნიშანზე ყადაღას არეგისტრირებს შესაბამისი უფლების მარეგისტრირებელი კომპეტენტურ ორგანო, ხოლო საავტორო ქონებრივ უფლებებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ყადაღას არეგისტრირებს/არეგისტრირებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია/ორგანიზაციები. მუხლი 207. ინტელექტუალურ საკუთრებაზე ყადაღის რეგისტრაცია 1. ინტელექტუალურ საკუთრებაზე ყადაღის დადებისას ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, რის საფუძველზეც ყადაღის მოქმედების ვადაში მოვალეს ეზღუდება ყადაღადადებული უფლებით სარგებლობა და ამ უფლების განკარგვა აღმასრულებლის თანხმობის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშვნასთან ერთად კომპეტენტური ორგანო აქვეყნებს ინფორმაციას დიზაინზე ყადაღის დადების შესახებ სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, ხოლო პატენტზე ყადაღის დადების შესახებ - პატენტის ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ – ბიულეტენი) კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ყადაღის რეგისტრაციამდე ინტელექტუალური საკუთრებაზე უფლების მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება. 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე თანაზიარი უფლებების არსებობის შემთხვევაში ყადაღის დადება ხდება ობიექტზე მოვალის უფლებების პროპორციულად. მუხლი 208. ყადაღადადებული უფლების რეალიზაცია 1. ყადაღადადებული ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების რეალიზაცია ხდება მოძრავი ნივთების რეალიზაციის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სპეციფიკის გათვალისწინებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეალიზაციის ნაცვლად, გარკვეული პერიოდულობით, აუქციონის წესით, გამართოს ღია ლიცენზირების რეჟიმი ინტელექტუალურ საკუთრებაზე ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით, თუ აშკარაა, რომ ამ ფორმით შესაძლებელია კრედიტორის დაკმაყოფილება. ღია ლიცენზირების შემთხვევაში უფლების გაცემა უნდა მოხდეს კონკრეტული ვადით. 3. ღია ლიცენზირების რეჟიმისას ლიცენზიის სახესა და აუქციონის ჩატარების ინტენსივობას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიურო. 4. ღია ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია, ან აშკარაა, რომ ამ რეჟიმით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. 5. ღია ლიცენზირების რეჟიმის განმავლობაში გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება ამ რეჟიმის გაუქმების შემდეგაც. 6. ყადაღადადებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე განსაკუთრებული ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს აქვს ყადაღადებული ობიექტის აუქციონის გამოცხადებამდე გამოსყიდვის უპირატესი უფლება. მუხლი 209. საავტორო ქონებრივ უფლებაზე ყადაღის დადება 1. საავტორო ქონებრივ უფლებაზე ყადაღის დადებისას ინფორმაცია ეგზავნება საქართველოში მოქმედ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ყველა ორგანიზაციას. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები ვალდებული არიან ჰონორარის განაწილებისას მოვალის სახელზე დასარიცხი ყველა სახის შემოსავალი ყადაღის ფარგლებში გადარიცხონ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. თავი XXXIII. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ყადაღის დადება მუხლი 210. საზღვაო ხომალდი ამ კოდექსის მიზნებისათვის, საზღვაო ხომალდი წარმოადგენს მოვალის საკუთრებაში არსებულ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მყოფ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ საშუალებას. მუხლი 211. საზღვაო ხომალდებზე ყადაღის დადების წესი ამ კოდექსის მიზნებისათვის, საზღვაო ხომალდებზე ვრცელდება უძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები. თუ საზღვაო ხომალდი დატვირთულია გირავნობის უფლებით, გამოიყენება ამ კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული სანივთო უფლების გადასვლის წესი. მუხლი 212. საზღვაო ხომალდებზე ყადაღის რეგისტრაცია 1. საზღვაო ხომალდების დაყადაღებას აღმასრულებელი ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო მარეგისტრირებელ ორგანოში ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნით, რომელიც გასცემს ყადაღის დადების შესახებ ამონაწერს. 2. საზღვაო ხომალდზე ყადაღის დადების შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს ნავსადგურის ადმინისტაციას ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს საზღვაო ხომალდის ნავსადგურის ან/და ტერიტორიული წყლების დაუტოვებლობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. მუხლი 213. საზღვაო ხომალდებზე ყადაღის დადების გირაოთი შეცვლა 1. საზღვაო ხომალდებზე ყადაღა შეიძლება მოიხსნას, თუ მოთხოვნის ფარგლებში მოვალე წამოადგენს საბანკო გარანტიას, რომელიც ფარავს მოთხოვნას, აღსრულების ხარჯებსა და საფასურს. 2. თუ მოთხოვნის ოდენობა აღემატება საზღვაო ხომალდის ღირებულებას, მოვალეს უფლება აქვს საბანკო გარანტია წარმოადგინოს იმ თანხაზე, რა ღირებულებისაც არის ხომალდი, რომლითაც განხორციელდება კრედიტორის დაკმაყოფილება. მუხლი 214. საზღვაო ხომალდებზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ბარდება საზღვაო ხომალდის კაპიტანს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ხომალდის ეკიპაჟს. თუ სააზღვაო ხომალდზე ყადაღის დადება ხდება ნავსადგურში, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ნავსადგურის ადმინისტრაციასაც ეგზავნება. მუხლი 215. საზღვაო ხომალდების რეალიზაციის წესი საზღვაო ხომალდებზე აღსრულების შედეგად რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდეგ საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით ვრცელდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის ამ კოდექსით დადგენილი წესი. მუხლი 216. საზღვაო ხომალდების რეალიზაციის შედეგად მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა საზღვაო ხომალდების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში იფარება ნავსადგურის მიერ გაწეული ყადაღადადებული ხომალდის შენახვის ხარჯები, რის შემდეგაც იფარება აღსრულების ხარჯი და საფასური, ხოლო შემდეგ - აღსასრულებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნა. მუხლი 217. საჰაერო ხომალებდზე ყადაღის დადება 1. მოვალის საკუთრებაში არსებულ საჰაერო ხომალდებზე ყადაღის დადება ხდება აღმასრულებლის მიერ შესაბამის სახელმწიფო მარეგისტრირებელ ორგანოში ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის რეგისტრაციით. 2. საჰაერო ხომალდზე ყადაღის დადების შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აეროპორტის ადმინისტაციას საჰაეროო ხომალდის მიერ აეროპორტის ან/და საჰაერო სივრცის დაუტოვებლობის სავალდებულოა. უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება მუხლი 218. საჰაერო ხომალდის რეალიზაცია მოვალის ყადაღადადებული საჰაერო ხომალდის რეალიზაცია ხდება ამ კოდექსით დადგენილი უძრავ ნივთებზე რეალიზაციის წესის შესაბამისად. თუ საჰაერო ხომალდი დატვირთულია გირავნობის/იპოთეკის უფლებით, გამოიყენება ამ კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული სანივთო უფლების გადასვლის წესი. წიგნი VI. არაფულადი მოთხოვნების აღსრულება თავი XXXIV. უძრავი ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვა მუხლი 219. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი დოკუმენტი ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღმასრულებელი უზრუნველყოფს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. კრედიტორისათვის უძრავი ქონების 2. სააღსრულებო ფურცელში ან ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში უძრავი ქონებიდან ხდება ამ ქონებაში მცხოვრები (მყოფი) პირების გამოსახლება მათ კუთვნილ მოძრავ ნივთებთან ერთად. მუხლი 220. წერილობითი გაფრთხილება და გამოსახლების თაობაზე შეტყობინება 1. აღმასრულებელი მოვალეს, ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, ხოლო უძრავი ქონების მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში - ამ ქონებაში მცხოვრებ (მყოფ) ნებისმიერ პირს ამ კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ხანგრძლივობით; ნებაყოფლობით შესრულების ვადა 10 კალენდარული დღის ბ) აღმასრულებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის პირთა იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ან მისი წარმომადგენლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, აღმასრულებლის უფლებამოსილება მოვალის ქონება გამოიტანოს გამოსათავისუფლებელი ფართიდან და განათავსოს შენობა-ნაგებობის მიმდებარედ. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მოვალისათვის გაფრთხილების ჩაბარება ხდება საჯარო გამოქვეყნების გზით. 2. ამ მუხლის პირველი აღმასრულებელი პასუხს განადგურებისათვის. არ ნაწილის აგებს „დ“ ქონების ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაკარგვისათვის, შემთხვევაში დაზიანებისათვის ან 3. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, აღმასრულებელი მოვალეს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. 4. უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილია სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვამდე აღმასრულებელს წარუდგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღმასრულებლის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. 6. უძრავი ქონების მფლობელის მიერ მისი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღმასრულებელი განახორციელებს სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედებას ამ მუხლით დადგენილი წესით. 7. სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა დადასტურებაც ვერ ხერხდება ამ მუხლით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით, უძრავი ქონების მფლობელს შეუძლია დაადასტუროს სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ შემთხვევაში მფლობელისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია უძრავი ქონების შემძენი, რომლის განცხადების საფუძველზედაც წარმოებდა აღსრულება. მუხლი 221. კრედიტორის ინფორმირება და მისი გამოუცხადებლობის შედეგები 1. აღმასრულებელი კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს, ასევე გამოუცხადებლობის შედეგებს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). 2. კრედიტორის გამოუცხადებლობა არის შესაბამისი სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. 3. კრედიტორის გამოუცხადებლობის მიზეზით სააღსრულებო მოქმედების გადადების შემთხვევაში აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების მხარეებს განმეორებით ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. 4. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას აღსასრულებელი დოკუმენტის კრედიტორისათვის დაბრუნების გზით. მუხლი 222. აღმასრულებლის უფლებამოსილება გამოსახლების (გამოყვანის) პროცესში თუ უძრავი ქონების მფლობელი, ხოლო უძრავი ქონების მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში - ამ ქონებაში მცხოვრები (მყოფი) ნებისმიერ პირი ან მათი წარმომდადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ქონების გატანა გამოსათავისუფლებელი უძრავი ქონებიდან. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი პასუხს არ აგებს ქონების დაკარგვისთვის, დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის. მუხლი 223. უძრავ ქონებაში შეღწევა 1. თუ გაფრთხილების მიუხედავად, უძრავი ქონების მფლობელი, ხოლო უძრავი ქონების მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში - ამ ქონებაში მცხოვრები (მყოფი) ნებისმიერი პირი ან მათი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) ან სხვა გარემოებათა გამო შეუძლებელია უძრავ ქონებაში შეღწევა, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. 2. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე გამოიყენოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს და ადგენს ქონების აღწერის აქტს. 3. აღმასრულებელი პასუხს არ აგებს უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება. მუხლი 224. კრედიტორის ვალდებულება მოვალის ქონებასთან მიმართებაში 1. თუ უძრავი ქონების მფლობელს, ხოლო უძრავი ქონების მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში - ამ ქონებაში მცხოვრებ (მყოფი) ნებისმიერ პირს სააღსრულებო მოქმედების თაობაზე გაფრთხილება ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით და ის ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება გამოსახლების (გამოყვანის) პროცესს, აღმასრულებელი ქონების აღწერის აქტის ასლს გადასცემს კრედიტორს. 2. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აქტში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. 3. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა და მოვალისათვის ან მისი უფლებამონაცვლისათვის მათი გადაცემა. 4. მოვალეს ან მის უფლებამონაცვლეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 225. გამოსახლების (გამოყვანის) ოქმი 1. აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ აღმასრულებელი და სააღსრულებო მოქმედების დამსწრე პირები. 2. სააღსრულებო მოქმედების დამსწრე პირების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ოქმში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. მუხლი 226. აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება. თავი XXXV. აღსრულება ნივთების გადაცემის და მოქმედების შესრულების მიზნით მუხლი 227. მოძრავი ნივთის გადაცემა 1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, აღმასრულებელი ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს კრედიტორს. 2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მოვალემ უნდა აცნობოს აღმასრულებელს ნივთის ადგილსამყოფელი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას არ შეუძლია ნივთის ადგილსამყოფლის მითითება, იგი ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს და ნივთის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია. მუხლი 228. გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა 1. მოგირავნის მიერ აღმასრულებელთან გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაგირავებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება მას მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. გირავნობის მოწმობის აღმასრულებელთან წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე. 3. გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად წარდგენისას აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის შეტყობინებას სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და დაუყოვნებლივ იწყებს დაგირავებული ნივთის მოძიებას კრედიტორისათვის მისი გადაცემის მიზნით. მუხლი 229. ნივთის შენახვა მესამე პირის მიერ 1. თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღმასრულებელი ნივთს დაადებს ყადაღას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღმასრულებელი კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას მესამე პირის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის მიზნით. თავი XXXVI. განსხვავებული კატეგორიის საქმეებზე აღსრულების სპეციალური წესები მუხლი 230. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება 1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის იძულებით აღსრულებას აღმასრულებელი იწყებს მოვალის მიერ აღსასრულებელი დოკუმენტის დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ. 2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის იძულებით აღსრულებას აღმასრულებელი იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოვალემ ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება. 3. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის იძულებითი აღსრულება დამატებით არ საჭიროებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დემონტაჟის პროექტს. 4. თუ მოვალე არ ემორჩილება აღმასრულებლის მოთხოვნას, აღმასრულებელი დახმარებისათვის მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 5. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის იძულებით აღსრულებასთან (იძულებითი დემონტაჟი) დაკავშირებული დემონტაჟის ხარჯების გაღება და დემონტაჟის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს კრედიტორმა. აღნიშნული ხარჯების, აგრეთვე მშენებლობის და დემონტაჟის შეჩერების ხარჯების კრედიტორისათვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს. 6. იძულებითი დემონტაჟის განხორციელებისას მოვალის ან მისი წარმომადგენლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში აღმასრულებლი უფლებამოსილია, მოვალის ქონება გამოიტანოს დემონტაჟს დაქვემდებარებული ფართიდან და განათავსოს მის მიმდებარედ. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მოვალის ინფორმირება დემონტაჟის შესახებ ხდება საჯარო გამოქვეყნების გზით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელი პასუხს არ აგებს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის. 8. თუ მოვალის ინფორმირება დემონტაჟის შესახებ განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით და ის ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება დემონტაჟის პროცესს, აღმასრულებელი დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტში განთავსებული მოვალის ქონების აღწერის აქტის ასლს გადასცემს კრედიტორს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა და მოვალისათვის მათი გადაცემა. ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოვალეს. 9. აღსასრულებელი დოკუმენტი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსრულდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 10. აღმასრულებელი კრედიტორს აცნობებს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობანაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის იძულებითი აღსრულების (იძულებითი დემონტაჟი) თარიღსა და დროს, ასევე გამოუცხადებლობის შედეგებს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს იძულებით დემონტაჟს. 11. კრედიტორის გამოუცხადებლობა არის შესაბამისი სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. 12. კრედიტორის გამოუცხადებლობის მიზეზით სააღსრულებო მოქმედების გადადების შემთხვევაში აღმასრულებელი კრედიტორს განმეორებით ატყობინებს იძულებითი დემონტაჟის თაობაზე. 13. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა ან/და კრედიტორის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას და აღსასრულებელი დოკუმენტის კრედიტორისათვის დაბრუნებას. მუხლი 231. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულება 1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების პროცესში კრედიტორი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება წინსწრებით, ერთჯერადი კომპენსაციის სახით. ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაც იძულებითი აღსრულების საფუძველია. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის წესს, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, ადგენს საქართველოს მთავრობა. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემ თანხაზე კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების შემდეგ აღსრულება წყდება ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. პერიოდულად შესასრულებელი თანხის გადახდევინების თაობაზე აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების პროცესში დავალიანების არსებობისას ქონების რეალიზაცია ხორციელდება კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 232. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება აღსასრულებელი დოკუმენტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღმასრულებლის მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა. მუხლი 233. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება აღსასრულებელი დოკუმენტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღმასრულებლის მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 234. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი 1. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე აღსასრულებელი დოკუმენტი აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით. 2. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე აღსასრულებელი დოკუმენტის დამოუკიდებლად აღსრულდება. არსებობისას თითოეული აღსასრულებელი დოკუმენტი 3. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულებას წყვეტს, თუ: ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი; ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა აღსასრულებელი დოკუმენტი; გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი აღსასრულებელი დოკუმენტი. 4. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსასრულებელი დოკუმენტის მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამო აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსასრულებელი დოკუმენტის გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე. 5. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღსასრულებელი დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება. 6. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე აღმასრულებელი მოვალეს აწვდის ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთანავე, აღწერს დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას, მას ადებს ყადაღას, საჭიროების შემთხვევაში ლუქავს და შესანახად გადასცემს კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ პირს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, − მესამე პირს. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი. 8. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მოვალე. 9. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ დადგენილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღმასრულებელი დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს და მფლობელობაში გადასცემს მოვალეს. 10. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 11. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასურის მოვალისთვის დაკისრებას უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული დადგენილება. 12. თუ დადგენილების გაუქმების ან სხვა საფუძვლის გამო დადგენილების აღსრულება შეწყდება, დადგენილების აღსრულების საფასურის ნახევარი გადაიხდება და იმავე სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მუხლი 235. სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის იძულებითი აღსრულება 1. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება იგზავნება დამრღვევის სამუშაო ადგილზე მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად. 2. თუ მსჯავრდებული არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ჯარიმა გადაიხდევინება აღმასრულებლის მიერ მსჯავრდებულის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით. 3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღსასრულებელი დოკუმენტებით გადახდევინებას არ ექვემდებარება. 4. თუ ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება, აღმასრულებელი ვალდებულია სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლოს მიმართოს სასჯელის შეცვლის თხოვნით. სასამართლოსათვის მიმართვამდე აღმასრულებელი დამატებით ახდენს მოვალის ინფორმირებას სასჯელის შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. მუხლი 236. სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის აღუსრულებლობის შემთხვევაში საქმის სასამართლოში დაბრუნება 1. ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელი წარდგინებით მიმართავს სასამართლოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი აღმასრულებლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით. 3. წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო მისთვის მიმართვიდან 10 დღის განმავლობაში განჩინებით წყვეტს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის სხვა სასჯელით შეცვლის საკითხს. მუხლი 237. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება 1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 238. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში/გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ აღსრულდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. ქონებრივი ზიანი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში – ამავე აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს), ხოლო დადგენილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტები იძულებითი აღსრულების საფუძველია. მუხლი 239. უცხო ქვეყანაში გაცემული აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების ფარგლები 1. უცხო ქვეყანაში გაცემული აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულება უნდა მოხდეს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად, თუ აღსასრულებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. აღსრულებას ექვემდებარება უცხო ქვეყნის სასამართლოს და არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებადია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღმასრულებელთა პალატას. 4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 240. სხვა სახელმწიფოს/ადამიანის გადაწყვეტილებების აღსრულების წესი 1. საერთაშორისო ურთიერთდახმარების კერძო შესახებ სამართლის და უფლებათა ევროპული სასამართლოს სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღმასრულებელთა პალატას. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 3. არ დაიშვება აღსრულების მიქცევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია თანახმაა ასეთ აღსრულებაზე. 4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 241. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან ყადაღის გაუქმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება 1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. 2. აღმასრულებელი ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა უქმდება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. მთლიან ქონებაზე ყადაღის გაუქმების შემთხვევაში მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ეს პირი ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან. მუხლი 242. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი 1. აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის შემდეგ, 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე), მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით გირაოს სახით ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულებულად ითვლება აღმასრულებლის მიერ აღნიშნული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან. მუხლი 243. სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) უფლებამოსილია შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შემთხვევაში უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 244. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება 1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. 2. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ათავსებს აღმასრულებელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღმასრულებლის მოთხოვნას, აღმასრულებელი დახმარებისათვის მიმართავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს. 4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. წიგნი VII. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებები თავი XXXVII. გამარტივებული წარმოება მუხლი 245. გამარტივებული წარმოების მოქმედების სფერო 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, გარდა იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა. 2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. 3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აპლიკანტის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს რესპონდენტის ქონების მოძიების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 5. დასრულებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. ამ დოკუმენტაციის შენახვის წესი, პირობები და მისი ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 246. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში 1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. 2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. 3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა. 4. მხარეს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული, საგადასახადო, საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა და მათი ასლებისა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ იმ მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული, საგადასახადო, საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა. მუხლი 247. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ინფორმაციასა და რეკვიზიტებს. მუხლი 248. აპლიკანტის ფინანსური ვალდებულებები 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისგან თავისუფლდება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. აპლიკანტს უფლება აქვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე წინასწარ მოითხოვოს მისი გამოცემის შემდგომ აღსრულება. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, მან საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კოდექსით განსაზღვრული აღსრულების წინასწარი საფასური, გარდა ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა გადაიხადოს ასეთი ღონისძიების გამოყენებისათვის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საფასური. 4. სააპლიკაციო საფასური არ ექვემდებარება აპლიკანტისათვის დაბრუნებას, მიუხედავად საქმის წარმოების დასრულების საფუძვლისა თუ ეტაპისა. მუხლი 249. ხარვეზის დადგენა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. შეტყობინება ხარვეზის თაობაზე აპლიკანტს ეგზავნება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაგზავნის ვადის დინება ჩერდება. ეს ვადა განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. 4. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციის დღიდან ჩერდება მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა. აპლიკანტი უფლებამოსილია რესპედენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნა. მუხლი 250. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე უარი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოებაში არ მიიღებს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას და უბრუნებს აპლიკანტს, თუ: ა) მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა; ბ) სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, მათ შორის, სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; დ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე, ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; ე) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი; ვ) პირი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით განცხადების მიღებაზე უარის თქმისას აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. 3. განცხადების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი დადებისათვის გადახდილი საფასური. აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის 4. თუ განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, უარის თქმის საფუძვლის შინაარსიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო წყვეტს გამარტივებულ წარმოებას ან განცხადებას ტოვებს განუხილველად. მუხლი 251. გამარტივებული წარმოების შეწყვეტა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს გამარტივებულ წარმოებას, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, მათ შორის,, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე, ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; გ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; დ) აპლიკანტმა უარი თქვა მოთხოვნაზე; ე) აპლიკანტმა არ გამოიყენა ამ კოდექსის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება. 2. გამარტივებული წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ნახევარი, ხოლო ყადაღის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში გაგზავნილი არ არის მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის მიზნით. 3. გამარტივებული წარმოების შეწყვეტისას აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია. მუხლი 252. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება 1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით განუხილველად დატოვებს განცხადებას, თუ: ა) სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ბ) აპლიკანტმა გაიხმო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება; გ) განცხადების რეგისტრაციიდან გასულია 1 წელი და ვერ განხორციელდა რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში გაგზავნილი არ არის მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის მიზნით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით. 5. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაშვებია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ხელახლა მიმართვა იმავე მხარის მიმართ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მუხლი 253. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 1. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შეტყობინებას რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მონაცემებსა და რეკვიზიტებს. 3. გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. მუხლი 254. რესპოდენტის უფლება-მოვალეობები რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში: ა) სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; ბ) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; ე) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; ვ) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. მუხლი 255. ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ 1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ კოდექსის 254-ე მუხლით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – მოთხოვნის სრული ოდენობით დაკმაყოფილების შესახებ; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – მოთხოვნის სრული ოდენობით დაკმაყოფილების შესახებ; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – მოთხოვნის აღიარებული ნაწილის დაკმაყოფილების შესახებ; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობის დაკისრების თაობაზე. 2. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების რეკვიზიტები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის ოდენობა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში მიეთითება და ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. მუხლი 256. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლა 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაში შედის მისი გამოცემის დღიდან. 2. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. 3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 4. თუ აპლიკანტი არ ითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, მოთხოვნის შემთხვევაში, მას გადაეცემა. მუხლი 257. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის ვადა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. მუხლი 258. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 2. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება საჩივრდება სასამართლოში. მუხლი 259. გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე 1. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, თუ: ა) რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე; გ) რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა სრულად, ხოლო ყადაღის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში გაგზავნილი არ არის მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის მიზნით. 3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ საერთო წესით აღძრას სარჩელი სასამართლოში. მუხლი 260. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ 1. რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. 2. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განწილვადებას. 3. მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მონაცემებს და რეკვიზიტებს. მუხლი 261. მორიგების ვადა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და მისი დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება იდება წერილობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 262. მორიგების შეთავაზების შედეგები 1. მხარის მიერ მისთვის შეთავაზებული მორიგების პირობების თაობაზე დადგენილ ვადაში პასუხის წარმოუდგენლობა, ასევე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. 2. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. 3. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ბრძანებით ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს, რომელიც მხარეებს ეგზავნებათ ამ კოდექსით დადგენილი წესით. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას. მუხლი 263. მორიგების პირობების დარღვევა 1. რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. 2. აპლიკანტი უფლებამოსილია მორიგების პირობების დარღვევიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. 3. მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური. მუხლი 264. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება 1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას; ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას; გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური. 2. ყადაღა გაუქმდება: ა) დავალინების გადახდევინების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში; ბ) გამარტივებული წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას; დ) თუ რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით. 3. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს 4. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა. 5. მოძრავი ან უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია რესპონდენტის რეგისტრირებული ქონების შესახებ. 6. საბანკო დაწესებულება ვალდებულია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია რესპონდენტის საბანკო ანგარიშების და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ. 7. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების ფარგლებში, აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, ყადაღა დაადოს რესპონდენტის საბანკო ანგარიშს. ყადაღის დადება ხორციელდება იმ თანხის ფარგლებში, რომელზეც აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10 დღის გასვ;ისთანავე აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ ყადაღის გაუქმებას. 8. რესპონდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც უნდა განხორციელდეს ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს აპლიკანტი. 9. თუ აპლიკანტი ითხოვს რესპონდენტის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებას და იგი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვერ წარუდგენს რესპონდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია რესპონდენტის საბანკო ანგარიშების და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ და მოახდინოს საბანკო ანგარიშის დაყადაღება. თუკი საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით, რესპონდენტს გააჩნია რამდენიმე საბანკო ანგარიში, რომლებზეც შესაძლებელია ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ხდება აპლიკანტის მითითების საფუძველზე. მუხლი 265. გამარტივებული წარმოების საფასური 1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს. 3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება. 5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების დღედ. თავი XXXVIII. გამარტივებული წარმოება ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ფულად ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით მუხლი 266. გამარტივებული წარმოების მოქმედების სფერო 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით არეგისტრირებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ სასყიდლიან ხელშეკრულებას და გამოსცემს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანებას რეგისტრირებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ შეუსრულებელ ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების რეგისტრაციისა და შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გამოცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აპლიკანტის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს რესპონდენტის ქონების მოძიების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. დასრულებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. ამ დოკუმენტაციის შენახვის წესი, პირობები და მისი ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 267. ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. აღსრულების ეროვნული ბიურო დაარეგისტრირებს ხელშეკრულებას, თუ: ა) იგი შეიცავს ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებს, მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/დასახელებას, (თუ ხელშეკრულება პირად/საიდენტიფიკაციო იდება ნომერს, წარმომადგენლის მისამართს, მეშვეობით) მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს, რომელზეც უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხის ჩარიცხვა; ბ) იგი შეიცავს მითითებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხელშეკრულების რეგისტრაციისა და რეგისტრირებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გამოცემის შესახებ; გ) ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 1000 ლარს; დ) იგი შეიცავს მითითებას, რომ მხარეები თანახმა არიან, გამარტივებული წარმოების განხორციელებისას მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს ყადაღა მოვალის რეგისტრირებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე. 2. თუ ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 268. გამარტივებული წარმოების მხარეები 1. გამარტივებული წარმოების მხარეები არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. 2 აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე. 3. რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. მუხლი 269. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენა მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გამოცემას. 2. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ინფორმაციასა და რეკვიზიტებს. 3. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აპლიკანტის მოთხოვნის გაზრდა ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვის შედეგად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარმოდგენის დღიდან შეწყდება მოთხოვნის ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა. 4. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის შესაბამისი ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიების გამოყენებისათვის განსაზღვრული საფასური. მუხლი 270. ხარვეზის დადგენა 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. 2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე ბრძანების გამოცემისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დინება ჩერდება. ეს ვადა განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. 4. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. 5. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო განცხადების დაბრუნებას, აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მუხლი 271 . შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების ფორმალური და შინაარსობრივი გამართულობის შემოწმების შემდეგ ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გამოცემის პროცედურის დაწყების შესახებ,განუმარტავს მას უფლებებსა და მოვალეობებს, უწევს სათანადო დახმარებას მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მუხლი 272. ბრძანება შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე 1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანებას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) რეგისტრირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან გასულია არანაკლებ 15 დღე ან ამოიწურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რომელსაც მხარეებმა დაუკავშირეს ბრძანების გამოცემა. 2. შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანება უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. 3. შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანება მოქმედებს მისი გამოცემის დღიდან. ეს ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა, თუ აპლიკანტი ითხოვს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური, გარდა იმ შემთვევისა, თუ აპლიკანტი ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. 4. ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. ბრძანების ასლები ეგზავნება კრედიტორსა და მოვალეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 5. შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გასაჩივრება დაიშვება,თუ არსებითად დარღვეულია ამ თავით დადგენილი პროცედურა. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუვძლების არარსებობისას გამოიცემა გადაწყვეტილება შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ. მუხლი 273. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება 1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას; ბ) აპლიკანტი ითხოვს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის განსაზღვრულ ოდენობას; გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის განსაზღვრული საფასური. 2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ყადაღა გაუქმდება, თუ: ა) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას; ბ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით. 4. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა. მუხლი 274 . ქონების მოძიების მომსახურება გამარტივებული წარმოების ფარგლებში 1. მოძრავი ან უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია რესპონდენტის რეგისტრირებული ქონების შესახებ. 2. წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას რესპონდენტის საბანკო ანგარიშების და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ. ინფორმაცია 3. საბანკო დაწესებულება აღსრულების ვალდებულია ეროვნული ბიურო გამარტივებული უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების ფარგლებში აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში ყადაღა დაადოს რესპონდენტის საბანკო ანგარიშს. ყადაღის დადება ხორციელდება იმ თანხის ფარგლებში, რომელზეც აპლიკანტი ითხოვს ბრძანების გამოცემას. 4. რესპონდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც უნდა განხორციელდეს ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს აპლიკანტი. 5. თუ აპლიკანტი ითხოვს რესპონდენტის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებას და იგი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვერ წარუდგენს რესპონდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია რესპონდენტის საბანკო ანგარიშების და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ და მოახდინოს საბანკო ანგარიშის დაყადადება. 6. თუ საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით, რესპონდენტს გააჩნია რამდენიმე საბანკო ანგარიში, რომელზეც შესაძლებელია ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ხდება აპლიკანტის მითითების საფუძველზე. თავი XXXIX. ფაქტების კონსტატაცია მუხლი 275. ზოგადი დებულებანი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების დაინტერესებული პირის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. 2. ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს აღსრულების ეროვნული კონსტატაციას ბიუროს ფასიან მომსახურებას. საფასურის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული ქმედება არ საჩივრდება. 4. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით. 5. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას. 6. დასრულებულ ფაქტების კონსტატაციის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. ამ დოკუმენტაციის შენახვის წესი, პირობები და ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 276. ფაქტების კონსტატაციის მიზანი ფაქტების კონსტატაციის მიზანია ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა და პირთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებში შესაბამისი გარანტიების შექმნა. მუხლი 277. ფაქტების კონსტატაციის არსი 1. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია. 2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 278. ფაქტების კონსტატაციის პროცესი 1. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. 2. ფაქტების კონსტატაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო. 3. დაინტერესებული პირის მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ფაქტების კონსტატაციის განხორციელების მისამართსა და ადგილმდებარეობას; გ) ინფორმაციას დასადგენი გარემოების შესახებ; დ) ინფორმაციას ქონების მფლობელის შესახებ, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაშიც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია. 5. უძრავ ქონებასთან მიმართებით ფაქტების კონსტატაცია გარე დათვალიერებითაც დასაშვებია, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. 6. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული პირის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას. შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 279. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი 1. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს; ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს; გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში − პირის ვინაობას/დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია; ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი; ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას; ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას. 2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას. მუხლი 280. კონფიდენციალობა ფაქტების კონსტატაციის ოქმი კონფიდენციალურია. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ განმცხადებლისა და სასამართლოსათვის. მუხლი 281. ფაქტების კონსტატაციის ხელისშემშლელი გარემოებები 1. ფაქტების კონსტატაციის ხელისშემშლელი რომლებიც შეუძლებელს ხდის ფაქტის ასახვას. 2. ფაქტების კონსტატაციის ხელისშემშლელ გარემოებებია გარემოებად ისეთი მიიჩნევა გარემოებები, და ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის შესახებ შედგება ოქმი, თუ: ა) ფაქტების კონსტატაცია მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომელიც არ აქვს შესაბამის უფლებამოსილ პირს; ბ) ფაქტების კონსტატაციისათვის აუცილებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, რომელსაც არ ფლობს აღსრულების ეროვნული ბიურო; გ) ფაქტების კონსტატაცია მოითხოვს დიდ დროს ან/და რესურსს; დ) ვერ მოხერხდა ფაქტის იდენტიფიცირება; ე) განმცხადებელმა წერილობით განაცხადა უარი ფაქტების კონსტატაციაზე; ვ) ვერ მოხერხდა განმცხადებელთან დაკავშირება; ზ) ფაქტების კონსტატაციის განმახორციელებელი პირის ქმედებას შეიძლება მოჰყვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სხვისი უფლებების შელახვა; თ) ფაქტის დადგენა საფრთხეს უქმნის ფაქტების კონსტატაციის განმახორციელებლი პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ი) არსებობს სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ფაქტის დადგენას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფაქტების კონსტატაცია დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე იმ პირის წერილობითი თანხმობით ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით, ვისი უფლებებიც შეიძლება შეილახოს. მუხლი 282. ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე ისეთ კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო მოხმარების ობიექტია. თავი XL. დეპონირება მუხლი 283. დეპონირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში 1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისას უცნობია კრედიტორის ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია ვალდებულება შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროში ნივთის ან ფულადი თანხის (შემდგომ - დეპონირების საგანი) დეპონირებით. 2. დეპონირება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ფასიანი მომსახურება. დეპონირების საფასური განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. დეპონირების საგანი შეინახება დაცულ სათავსში. დეპონირების საგნის შენახვის ადგილს დავალების მიღების შემდგომ არჩევს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც საგნის შენახვის ადგილის შერჩევაში თავისუფალია. 4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დეპონირების საგნის დეპონირებას აქვს იგივე იურიდიული შედეგი, რაც სასამართლოსთვის მის გადაცემას. მუხლი 284. დეპონირების ოქმი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო დეპონირებისას ვალდებულია შეადგინოს დეპონირების ოქმი. 2. ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) ოქმის შედგენის თარიღი, ადგილი და დრო; ბ) დაპონირების თარიღი და დრო; გ) დეპონენტისა და კრედიტორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; დ) დეპონირების საგნის მახასიათებლები, რაოდენობა და მდგომარეობა; ე) დეპონირების საგნის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემის მიზეზი, გადაცემის დავალების შინაარსი და ვალდებულების უშუალოდ კრედიტორის წინაშე შეუსრულებლობის მიზეზი. 3. ოქმს ხელს აწერებ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირი და დეპონენტი. უფლებამოსილი ბრძანებით. პირი განისაზრვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 4. ოქმს შეიძლება დაერთოს ნივთის ან მისი ნაწილების ამსახველი, ტექნიკური საშუალების გამოყენებით შექმნილი მასალა. 5. დეპონირების ოქმი ინახება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ხოლო დეპონენტს გადაეცემა ოქმის ასლი. მუხლი 285. დეპონირების ზოგადი წესი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო დეპონირების ოქმების საფუძველზე აწარმოებს დეპონირების რეესტრს, რომლის წარმოების წესიც განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო დავალების მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და გადასცემს მას დეპონირების საგანს. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს დეპონირების საგნის სათანადო შენახვა. მუხლი 286. დაპონირების საგნის უკან გამოთხოვა 1. დეპონენტს უფლება აქვს დეპონირების საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე გამოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ დეპონენტი უკან გამოითხოვს საგანს, ითვლება, რომ დეპონირება არ შემდგარა. 2. დეპონენტს შეუძლია დეპონირების საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მის მიღებაზე, ან თუ გავიდა ამ კოდექსის 287-ე მუხლით განსაზღვრული ვადა. 3. თუ დეპონენტი დეპონირების საგანს უკან დაიბრუნებს, დეპინირები საგნის შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება. მუხლი 287. დეპონირების შესახებ კრედიტორის შეტყობინება. დეპონირების საგნის მიღებაზე კრედიტორის მიერ უარის თქმის შედეგები 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კოდექსით დადგენილი წესით დეპონირების განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა კრედიტორს უგზავნის შეტყობინებას დეპონირების საგნის მიღების შესახებ და მოითხოვს მისგან საგნის მიღებას. თუ კრედიტორის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ გადასცეს კრედიტორს დეპონირების საგანი და მიაქციოს იძულებითი აღსრულების მიზნებისთვის. 2. თუ კრედიტორი უარს აცხადებს დეპონირების საგნის მიღებაზე, დეპონენტს უკან დაუბრუნდება დეპონირების საგანი. კრედიტორის მიერ დეპონირების საგნის მიღებაზე უარის თქმად ასევე ჩაითვლება კრედიტორის მიერ დეპონირების საგნის მიუღებლობა დეპონირებიდან სამი წლის განმავლობაში. მუხლი 288. დეპონირების საგნის დეპონენტისათვის დაბრუნება 1. ამ კოდექსის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დეპონირების საგნის დაბრუნებისის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დეპონენტს განესაზღრება დეპონირების საგნის დაბრუნების ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის განმავლობაში დეპონენტი არ დაიბრუნებს დეპონირების საგანს ან თუ იგი უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე, დეპონირების საგანი სახელმწიფო საკუთრებად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპონენტის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ან/და დეპონირების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დეპონირების საგნის რეალიზაციის გზით. მუხლი 289. დეპონირებაუნარიანი ნივთები 1. დეპონირების საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ნივთი. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია უარი თქვას ნივთის დეპონირებაზე, თუ: ა) ნივთი მალფუჭებადია; ბ) ნივთი განსაკუთრებულად დიდი მოცულობისაა; გ) ნივთის მოვლა-პატრონობა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და პირობებს; დ) ნივთის შენახვა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ფინანსურ სახსრებს მოითხოვს; ე) არსებობს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დეპონირებას. მუხლი 290. დეპონირებისას სპეციალისტის მოწვევა 1. დეპონირებული ნივთის ოდენობის, ღირებულების და ვარგისიანობის დასადგენად აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მის შეფასებაზე. უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტი, რომელიც 2. სპეციალისტს ეკისრება არასწორი შეფასებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მუხლი 291. დეპონირების საგნის შენახვის საფასურის ანაზღაურება 1. დეპონირები საგნის შენახვისათვის მიუღებელი საფასურის ანაზღაურების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია განახორციელოს დეპონირების საგანის რეალიზაცია ამ კოდექსით ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი წესით, როდესაც კრედიტორი თანახმაა მიიღოს დეპონირების საგანი, მაგრამ არ იხდის მისი შენახვის საფასურს. დეპონირების საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით იფარება მისი შენახვის საფასური, ხოლო ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაეცემა კრედიტორს. 2. დეპონირების საგნის შენახვის მიუღებელი საფასურის ანაზღაურების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია განახორციელოს დეპონირების საგანის რეალიზაცია ამ კოდექსით ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი წესით, როდესაც დეპონენტი უარს ამბობს დეპონირების საგნის უკან დაბრუნებაზე, ან თანახმაა დაიბრუნოს დეპონირების საგანი, მაგრამ არ იხდის დეპონირების საგანის შენახვის საფასურს. დეპონირების საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით იფარება მისი შენახვის საფასური, ხოლო ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაეცემა დეპონენტს. 3. დეპონირების საგნის შენახვის მიუღებელი საფასურის ანაზღაურების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია განახორციელოს დეპონირების საგანის რეალიზაცია ამ კოდექსით ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი წესით, როდესაც დეპონირების საგნის შენახვის ხარჯები უტოლდება ან აღემატება მის საბაზრო ღირებულებას. 4. დეპონირების საგნის შენახვის მიუღებელი საფასურის ანაზღაურების მიზნით, ამ კოდექსის 288-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია განახორციელოს დეპონირების საგნის რეალიზაცია ამ კოდექსით ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი წესით. 5. დეპონირების საგნის შენახვის მიუღებელი საფასურის ანაზღაურების მიზნით გამართული/აუქციონების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, დეპონირების საგანი: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაეცემა კრედიტორს; ბ) ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაეცემა დეპონენტს; გ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაეცემა სახელმწიფოს. 6. თუ კრედიტორი თანახმაა მიიღოს, ან დეპონენტმა დაიბრუნოს დეპონირების საგანი, კრედიტორი და დეპონენტი ვალდებული არიან დეპონირების საფასური გადაიხადონ თანხმობის გაცხადებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თავი XLI. აღსრულების საპროცესო მომსახურება მუხლი 292. აღსრულების საპროცესო მომსახურების ზოგადი პრინციპები 1. აღსრულების საპროცესო მომსახურება წარმოადგენს აღსრულების ეორვნული ბიუროს ფასიან მომსახურებას, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. 2. აღსრულების საპროცესო მომსახურება გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებას ამ თავით დადგენილი წესით. 3. აღსრულების საპროცესო მოქმედების შესრულების მიზნით განცხადების წარდგენა დასაშვებია 24 საათამდე. მუხლი 293. აღსრულების საპროცესო მომსახურების საფუძველი 1. აღსრულების საპროცესო მომსახურების საფუძველია დაინტერესებული პირის მიმართვა. 2. დაინტერესებული პირი, რომლის მიმართვის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს აღსრულების საპროცესო მომსახურებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება. 3. დაინტერესებული პირის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისას აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს გზავნილის მიღების ბარათს, რომელიც უნდა შეიცავდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. 4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების საპროცესო მომსახურება არ გაიწევა, 5. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ადრესატისთვის ჩაბარებაზე, ხოლო დაინტერესებული პირი - სწორი რეკვიზიტების მითითებაზე. 6. აღსრულების საპროცესო მომსახურების საფასური დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. წიგნი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XLII. გარდამავალი დებულებანი მუხლი 294. კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაგრძელების წესი 1. სააღსრულებო წარმოებები, რომლებიც დაწყებულია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, გაგრძელდეს და დასრულდეს ამ გათვალისწინებული შემთხვევებისა. კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლით 2. ამ კოდექსის ამოქმედების დროისათვის მიმდინარე სააღსრულებო საქმეზე გამოცხადებული აუქციონი გაგრძელდეს და დასრულდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებული წესით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე კერძო აღმასრულებლის მიერ სააუქციონო მომსახურების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განაცხადზე, რომელზეც გადახდილია სააუქციონო მომსახურების საფასური, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან არ გადაიხდევინება ამ კოდექსით განსაზღვრული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური. 3. იმ სააღსრულებო საქმეებზე, რომლებზეც გამოყენებულია იძულებითი იპოთეკა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების მიხედვით, საქმის წარმოება დასრულდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებული წესით. 4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო საქმეების, მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეების აღსრულება გაგრძელდეს და დასრულდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 5. ამ კოდექსის ამოქმედების დროისათვის კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო საქმეები გადაეცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს და აღსრულდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამ ნაწილით განსაზღვრულ საქმეებზე კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური გადახდილად ჩაითვლება. 6. ამ კოდექსის ამოქმედების დროისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები და იმ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომელიც არ დაინიშნა აღმასრულებლად, აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებელთა პალატის მეშვეობით, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, სააღსრულებო საქმეების კატეგორიის, საქმეთა რეგისტრაციის პერიოდის, ამ კოდექსით დადგენილი ტერიტორიული პრინციპისა და სააღსრულებო საქმის სტატუსის გათვალისწინებით, თანაბრად ნაწილდება ამ კოდექსით დადგენილი წესით დანიშნულ აღმასრულებლებზე, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემდებარე საქმეებისა. 7. თუ ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი კერძო აღმასრულებელი ამ კოდექსით დადგენილი წესით დაინიშნება აღმასრულებლად, მის მიერ მისივე წარმოებაში არსებულ საქმეებზე აღსრულება გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის პრინციპი. 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ამ კოდექსით დადგენილი წესით აღმასრულებლად დანიშვნისას მხედველობაში მიიღება აღმასრულებლის მოქმედი სამუშაო ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მოითხოვს სხვა სამოქმედო ტერიტორიაზე დანიშვნას. 9. ამ კოდექსით დადგენილი წესით პირის აღმასრულებლად დანიშვნისას არ მოითხოვება უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა, თუკი პირს ამ კოდექსის ამოქმედებამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა აღმასრულებლის/სააღსრულებო ბიუროს უფროსის/სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა ან შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა კერძო აღმასრულებლის საქმიანობას. მუხლი 295. საქართველოს აღმასრულებელთა პალატის დაფუძნება 1. ამ კოდექსის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება. 2. ის პირები, რომელთაც ამ კოდექსის გამოქვეყნების მომენტისათვის აქვთ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის/სააღსრულებო ბიუროს უფროსის/სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ან კერძო აღმასრულებლის სტატუსი აღმასრულებლად/სააღსრულებო ბიუროს უფროსად/სააღსრულებო და ამავდროულად ბიუროს უფროსის მოადგილედ/კერძო აღმასრულებლად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება, გათავისუფლდნენ შესაბამისი სწავლებისაგან. ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების განსხვავებული წესი და პირობები. 3. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კოდექსის ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირებისათვის აღმასრულებელთა კონკურსის ჩატარება. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება დადგინდეს აღმასრულებელთაკონკურსის ჩატარების განსხვავებული წესი და პირობები. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირები, რომელებიც ამ კოდექსით დადგენილი წესით დაინიშნენ აღმასრულებელად, ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ითვლებიან თანამდებობიდან გათავისუფლებულად, ხოლო კერძო აღმასრულებლების სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ითვლება გაუქმებულად. 5. იმ პირთა ვინაობას, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საწინააღმეგოდ წარმოებული საქმეების აღსრულების მიზნით, ინსპექტორის სტატუსით გააგრძელებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმიანობას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედ აღმასრულებლებთან გასაუბრების საფუძველზე, წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 6. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს საქართველოს აღმასრულებელთა პალატის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული მოძრავი და უძრავი ქონების საქართველოს აღმასრულებელთა პალატის სარგებლობაში გადაცემა. მუხლი 296. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. ამ კოდექსის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით და 295-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა, ასევე განსაზღვროს შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა მაქსიმალური რაოდენობა. 2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების საფასურების, სააღსრულებო პროცედურებისათვის დადგენილი ვადების, სააღსრულებო წარმოებათა ინსტრუქციისა და ამ კოდექსით განსაზღვრული სხვა საკითხების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების გამოცემა. თავი XLIII. დასკვნითი დებულებანი მუხლი 297. ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 298. კოდექსის ძალაში შესვლა 1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, 96-ე მუხლის მე-7 ნაწილისა, 235-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 236-ე მუხლისა, 294-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებისა, 295-ე და 296-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. 2. ამ კოდექსის 96-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. 3. ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები, 235-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 236-ე მუხლი, 294-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები, 295-ე და 296-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „აღსრულების კოდექსი“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 1999 წლის 16 აპრილს მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. აღსრულების სფეროში არ არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. კანონში არასრულყოფილად არის ასახული სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა, აღსრულების ცალკეული სპეციფიური წესები, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების წესები. გარდა ამისა, არსებობს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული მრავალი პრაქტიკული სახიათის პრობლემა, ხოლო კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო გართულებულია კანონის და მისი შინაარსის აღქმადობა; კანონმა დაკარგა ფორმა და სტრუქტურა, რაც ართულებს მის გამოყენებას როგორც აღმასრულებლების, ისე სააღსრულებო წარმოების მხარეთა მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს აღსრულების დღეს მოქმედი შერეული სისტემის (ორგანიზაციული მოწყობის) არაეფექტიანობა წარმოადგენს. არსებული სისტემის მიხედვით, აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების კომპეტენცია, როგორც სახელმწიფო ორგანოს - იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლებს გააჩნიათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების სახელმწიფო ორგანო, ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები განახორციელოს ყველა ტიპისა თუ კატეგორიის საქმეებზე, განსხვავებით კერძო აღმასრულებლისაგან, რომელიც არ არის ამგვარი ვალდებულებით შებოჭილი, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კერძო აღმასრულებელი, ისევე როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო საქმიანობის სახით საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, იძლევა კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებლო საქმიანობის საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელების შესაძლებლობას. კერძო აღმასრულებლის მიერ შერჩევითი პრინციპის გამოყენებით სააღსრულებო წარმოების განხორციელება შეუთავსებელია საჯარო უფლებამოსილების - სააღსრულებო საქმიანობის არსთან. ამდენად, აღსრულების კოდექსის პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი გახდა აღსრულების სფეროში ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის კოდექსის არარსებობა და ე.წ. შერეული სისტემის გამთლიანების აუცილებლობა. აღსრულების სისტემის მოწყობის საკითხზე საზღვარგარეთის ქვეყნების მიდგომებისა და გამოცდილების გაცნობაც მნიშვნელოვანია.  ლიეტუვაში კერძო აღსრულების სისტემა მოქმედებს. აღმასრულებლები ინიშნებიან და თავისუფლდებიან იუსტიციის მინისტრის მიერ. ისინი მოქმედებენ ტერიტორიულ პრინციპზე დაყრდნობით. კერძო აღმასრულებლებს აქვთ საქმეთა მიღების ვალდებულება. სულ არსებობს 17 ტერიტორიული ერთეული, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელთა უფლებამოსილებები ვრცელდება. ლიეტუვაში 116 აღმასრულებელია. აღმასრულებელთა ოფისები (97) და მათი ფილიალები (32) მოქმედებენ სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეების აღსრულების ვალდებულებაც კერძო აღმასრულებლებს აქვთ. ლიეტუვაში მოქმედებს აღმასრულებელთა პალატა, რომელიც კერძო აღმასრულებლებს შორის საქმეთა პროპორციულ განაწილებას უზრუნველყოფს.  ლატვიაში 2003 წლიდან მოქმედებს კერძო აღსრულების სისტემა. კერძო აღმასრულებლები ინიშნებიან იუსტიციის მინისტრის მიერ და საქმიანობას ახორციელებენ მკაცრად გაწერილ დისციპლინური და პროფესიული სტანდარტების დაცვით. იმისთვის, რომ პირი დაინიშნოს კერძო აღმასრულებლად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას გავლილი უნდა ჰქონდეს აღმასრულებლის ორწლიანი ტრენინგი, ან ჰქონდეს იურისტად მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი. ტერიტორიულობის პრინციპი მოქმედებს ლატვიაშიც. აღმასრულებლები მიმაგრებული არიან ხუთიდან ერთ-ერთ რეგიონალურ სასამართლოს და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება იმ იურისდიქციით, სადაც ისინი მოღვაწეობენ. ლატვიაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებს კერძო აღმასრულებლებთან თავად ადმინისტრაციული ორგანოები აგზავნიან.  ბელგიაში კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია ასევე მკაცრად არის გაწერილი იმ რეგიონული იურისდიქციით, სადაც ის საქმიანობას ახორციელებს. ყველა კერძო აღმასრულებელი გაწევრიანებულია კერძო აღმასრულებელთა პალატაში, რომელიც აკონტროლებს კერძო აღმასრულებელთა საქმიანობას. იმისთვის, რომ პირი დაინიშნოს კერძო აღმასრულებლად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას გავლილი უნდა ჰქონდეს აღმასრულებლის ორწლიანი ტრენინგი და ჩაბარებული ჰქონდეს პროფესიული გამოცდა. ამასთან, აღმასრულებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას რომელიმე საქმის აღსრულებაზე ნაკლებად მომგებიანობის ან რაიმე სხვა მიზეზით.  საფრანგეთში კერძო აღმასრულებლები იუსტიციის მინისტრის მიერ ინიშნებიან და საქმიანობას ახორციელებენ მკაცრად გაწერილი დისციპლინური და პროფესიული სტანდარტების დაცვით. კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილება მკაცრად არის გაწერილი იმ რეგიონული იურისდიქციით, სადაც ისინი ახორციელებენ საქმიანობას. იმისთვის, რომ პირი დაინიშნოს კერძო აღმასრულებლად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას გავლილი უნდა ჰქონდეს აღმასრულებლის ორწლიანი ტრენინგი და ჩაბარებული ჰქონდეს პროფესიული გამოცდა.  ბულგარეთში ორი პარალელური სააღსრულებო სისტემა მოქმედებს: კერძო და სახელმწიფო. კერძო აღმასრულებლების უფლებამოსილება განისაზღვრება იმ რეგიონული სასამართლოს იურისდიქციით, სადაც ისინი საქმიანობენ. იმისათვის, რომ პირი დაინიშნოს კერძო აღმასრულებლად, ის უნდა იყოს ბულგარეთის მოქალაქე, ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს სამართლის დარგში, ჰქონდეს იურისტად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, არ უნდა იყოს ნასამართლევი, შეჩერებული არ უნდა ჰქონდეს კერძო აღმასრულებლის სტატუსი, არ უნდა ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს აღმასრულებლის აღმასრულებლის ფინანსდებიან გამოცდა. ინსტიტუტიც და როგორც არსებობს, აქტიურობით არ აღინიშნა მაგრამ ისინი გამოირჩევიან, ბულგარეთში სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუმცა, კერძო აღსრულების ალტერნატივად რჩებიან. ორივეს აქვს თანაბარი უფლებები, მცირე განსხვავებებით, თუმცა, ტარიფები აქვთ აბსოლუტურად იდენტური. რაც შეეხება სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას, ამისთვის მოქმედებს აღმასრულებლის სპეციალური სახე - საჯარო აღსრულების ოფიცრები.  ჰოლანდიაში კერძო აღმასრულებლები ინიშნებიან იუსტიციის მინისტრის მიერ. ისინი დამოუკიდებელი არიან და საქმიანობას ახორციელებენ მკაცრად გაწერილი დისციპლინური და პროფესიული სტანდარტების დაცვით. ჰოლანდიაში სულ 300 კერძო აღმასრულებლის პოზიციაა. კერძო აღმასრულებლის მონოპოლია მკაცრად დაცულია იმ რეგიონული იურისდიქციით, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ყველა კერძო აღმასრულებელი გაწევრიანებულია ნიდერლანდების სამეფოს კერძო აღმასრულებლის პროფესიონალთა პროფესიონალთა გაერთიანებაში, რომელიც ქალაქ ჰააგაში მდებარეობს. სამეფოს გაერთიანება მკაცრად აკონტროლებს კერძო აღმასრულებელთა საქმიანობას. იმისთვის, რომ პირი დაინიშნოს კერძო აღმასრულებლად, ის უნდა იყოს ჰოლანდიის მოქალაქე, ჰქონდეს გამორჩეული მორალური თვისებები, ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს სამართლის დარგში, გავლილი ჰქონდეს აღმასრულებლის ოთხწლიანი ტრენინგი და იყოს კერძო აღმასრულებლის კანდიდატი მინიმუმ 2 წელი. როგორც აღინიშნა, ნიდერლანდების სამეფოში ყველა ტიპის საქმეთა აღსრულებაზე მონოპოლია კერძო აღმასრულებელს აქვს, მათ შორის, იმ საქმეებზე, სადაც მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. სახელმწიფო, როგორც წესი, აღსასრულებელ საქმეებზე არ იხდის წინასწარ საფასურს. კერძო კრედიტორების მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე დადგენილია წინასწარი საფასური, თუმცა, განსაკუთრებით შეჭირვებული კრედიტორებისთვის მოქმედებს შეღავათების სისტემა. აღმასრულებელთა საქმიანობის მონიტორინგი ხორციელდება როგორც აღმასრულებელთა პალატის მიერ, ისე სპეციალური სააგენტოს - ფინანსური ზედამხედველობის ბიუროს საშუალებით. ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და იუსტიციის სამინისტროს მიერ ფინანსდება. აღნიშნული სააგენტო ნოტარიუსების საქმიანობის ზედამხედველობასაც ახორციელებს. თითოეული აღმასრულებლის ოფისის ფინანსური აუდიტი და მათი საქმიანობის პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება ხდება ორ წელიწადში ერთხელ. ფინანსური აუდიტი ხორციელდება გარე აუდიტორების მიერ, რასაც ორგანიზებას უწევს აღმასრულებელთა პალატა. კერძო აღმასრულებლებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს დისციპლინური საბჭო. როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, კერძო აღმასრულებლის მიერ საქმეთა მიღების ვალდებულება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოში არსებობს. ამასთან, კერძო აღმასრულებლები უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ გარკვეული ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში და არა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემომითითებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია აღსრულების სფეროში შეიქმნას ახალი, ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გაიზიარებს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას და შექმნის აღსრულების მოქნილ და ეფექტიან სისტემას, რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კოდექსის მიღებით აღსრულების სფეროში შეიქმნება სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიზანიც იქნება აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების გამიჯვნა და მკაფიოდ ფორმულირება, სააღსრულებო პროცესის გამარტივება, აგრეთვე როგორც აღსრულების პროცესში, ისე მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზება. კოდექსის მიღების შედეგად, აღსრულების პროცესში დაინერგება პროპორციულობის პრინციპი, რაც აღსასრულებელ მოთხოვნასთან მიმართებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი მოცულობის პროპორციულობას გულისხმობს. გარდა ამისა, დაინერგება აღმასრულებელთა საქმიანობის ახალი სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების დაცვას და შეამცირებს მოვალის უფლებათა ხელყოფის შესაძლებლობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლობა მაქსიმალურად კოდექსის მიღებით საქართველოს სააღსრულებო ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების, დაცვას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი, განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები. უქმდება „აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და „კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და ყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა. ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია აღმასრულებელთა პალატა, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა აღმასრულებელი. რაც შეეხება ცალკეულ აღმასრულებლებს, მათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად განესაზღვრებათ სამოქმედო ტერიტორია. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. აღსრულების ეროვნული ბიურო შეინარჩინებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს. მისი ძირითადი უფლებამსილება იქნება აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს მუდმივი დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზედამხედველობა, აღმასრულებელთა პალატისთვის/აღმასრულებლისთვის შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად.  განახორციელოს სააუქციონო მომსახურება;  პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს კოდექსის პროექტით დადგენილი შესაბამისი მომსახურება;  გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას შეასრულოს მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქცია. ინსპექტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას უზრუნველყოფს, ინსპექტორი ეწოდება. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღმასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა. აღსრულების პოლიცია აღსრულების სტუქტურული პოლიციის ერთეულია. დეპარტამენტი სამსახურებრივი აღსრულების ეროვნული უფლებამოსილების ბიუროს განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 2011 წლიდან აღსრულების პოლიცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ახორციელებს სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის, ასევე მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეების აღსრულებას. კოდექსის პროექტით ზემომითითებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება აღსრულების პოლიცია. მოცემული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას აღსრულების პოლიციელი ისარგებლებს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე დაეკისრება აღამასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღსრულების პოლიციელის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა. სხვა საკითხები კოდექსის პროექტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ განცხადება რეგისტრირდება კრედიტორის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღმასრულებელთა პალატაში, ან ავტორიზებულ მომხმარებელთან (არსებობის შემთხვევაში), აღმასრულებელთან განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენის, ასევე წინასწარი საფასურის/საფასურის აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას, კოდექსის პროექტით შესაძლებელია სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმება მოვალის ფუნქციონირებისა და რეაბილიტაციის მიზნებისათვის. რაც შეეხება აუქციონის შეწყვეტას, ამგვარი რამ შესაძლებელი იქნება მისი გამოცხადების და შემდგომ ეტაპებზეც. კერძოდ, აუქციონი შეწყდება: - თუ მოვალე ვალდებულებას; აუქციონის დასრულებამდე სრულად დაფარავს არსებულ - თუ აუქციონის მიმდინარეობისას გამოვლინდება ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუქციონის შედეგზე და რომელიც საჭიროებს საკითხის დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას; - აუქციონის გამოცხადების პირობებში ან აუქციონის მიმდინარეობისას ისეთი აშკარა ტექნიკური შეცდომის არსებობისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუქციონის შედეგზე; ასევე, საქმის აღსრულების, აღსრულების შეწყვეტის, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების ან/და აღსრულების შეჩერების შემთხვევაში. კოდექსის პროექტის მიხედვით, მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე შესაძლებელი გახდება განსაზღვრული პერიოდისათვის დავალიანების არარსებობის შემთხვევაში. აღსრულების ეროვნული ბიურო პროექტით დადგენილი წესით დაარეგისტრირებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ სასყიდლიან ხელშეკრულებას და გამოსცემს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე ბრძანებას რეგისტრირებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ შეუსრულებელ ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იქნება, გამარტივებული წარმოების ფარგლებში აპლიკანტის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს რესპოდენტის ქონების მოძიების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იცლება სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესებიც. თუ დაკისრებული ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება, აღმასრულებელი მიმართავს სასამართლოს სასჯელის შეცვლის თხოვნით. სასამართლოსათვის მიმართვამდე აღმასრულებელი დამატებით უზრუნველყოფს მოვალის ინფორმირებას სასჯელის შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. ამასთან, აღსრულება შეწყდება, თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წესებიც - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე. ამდენად, თუ დგას სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან საკუთარი ინიციატივით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების შეჩერების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით. პროკურორის მომართვის შემთხვევაში 6 თვიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მორიგი 1 ან მეტი 6 თვით. თუმცა, შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. რაც შეეხება სხვა აღსასრულებელი აქტების აღსრულების შეჩერებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს აუქციონი ან შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით. კოდექსის პროექტით ასევე განისაზღვრება ისეთი მნიშვნელოვანი დროს სიმრავლის საკითხები, როგორიცაა:  სააღსრულებო წარმოების პირთა შემთხვევაში საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი;  სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირების ინფორმირების წესი და პროცედურები (ამჟამად პირთა შეტყობინებისათვის გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, რაც პრაქტიკაში პრობლემებს წარმოშობს);  წარმომადგენლობის ინსტიტუტი სააღსრულებო წარმოებისას, რაც ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ანალოგიით გამოიყენება დღეს მოქმედ კანონთან მიმართებით;  სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ორმხრივი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები, ასევე მოვალის მიერ ალტერნატიული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის შემთხვევები;  ნოვაციის სახით - სააღსრულებო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ფულად მოთხოვნებთან დაკავშირებით მხარეთა უფლებამოსილებას, სასამართლოს გარეშე, გააფორმონ სააღსრულებო შეთანხმება; აღსრულების ეტაპზე,  სააღსრულებო მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების პროცესში;  აღმასრულებლის შემცვლელი პირის სტატუსი და უფლება-მოვალეობები;  მოვალის სათავსში შესვლის პროცედურა ყადაღადადებული მოძრავი ქონების გამოტანის მიზნით, რაც მოქმედი კანონით ფაქტიურად რეგულირების გარეშეა დატოვებული;  მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღებისა და შეფასების მარეგულირებელი სპეციალური წესები;  აღსრულების სპეციალური წესები ფასიან ქაღალდებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, საჰაერო და საზღვაო ხომალდებზე ყადაღის დადებასთან, ასევე სეიფში მოთავსებულ ნივთებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი - ვალდებულების შესრულება დეპონირებით, ამასთან, პროექტით იმიჯნება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნოტარიუსის კომპეტენცია დეპონირებასთან დაკავშირებით. ნოტარიუსს რჩება ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპონირების უფლება, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს ნივთების დეპონირებას; ახალი სერვისები - გამარტივებული წარმოება ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ფულად ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით, ასევე საპროცესო მოქმედების შესრულება 24 საათიან რეჟიმში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი პერიოდი კოდექსის მიღებიდან მის ამოქმედებამდე გამოყენებული იქნება აღსრულების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურული და ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად, აღმასრულებელთა ეტაპობრივი გადამზადების ჩათვლით, აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის წინამდებარე კოდექსთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების დამატებით გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან; კოდექსის მიღებით განპირობებული საჭირო თანხების მობილიზება მოხდება სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი სახსრების ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ორგანოები ამ კანონპროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილების მიუხედავად) განახორციელებენ საკუთარი ასიგნებების ფარგლებში და არ საჭიროებენ დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ანალოგიურად, დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს ზემოაღნიშნულ ორგანოებში დასაქმებულ პირთა უფლებამოსილებებში განხორციელებული ცვლილებები. კანონპროექტით გათვალისწინებულია აღმასრულებელთა პალატის შექმნა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება საწევრო შენატანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. აღნიშნული არ საჭიროებ დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო გამოცდა/სწავლებას უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. დაფინანსების წყაროა სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბიუჯეტი/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის მიღებული საფასური. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. დაფინანსების წყაროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონნპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 5 წლიდან მცირდება 2 წლამდე. აღნიშნულს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან აღარ მოხდება ჯარიმების ჩარიცხვა აღსრულების წარმოების შეწყვეტის გამო. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება შეწყვეტილ საქმეთა რაოდენობასა ად ამ საქმეებით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობაზე. მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე და მერყეობს 2-დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის განისაზღვრა 5 წლით. აღნიშნულს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოქმედი კანონმდებლობითა და კანონპროექტით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებს შორის სხვაობასა მოსამართლის მიერ სასჯელის სახით დანიშვნის სიხშირესა და მის ოდენობაზე. და რაც შეეხება ცვლილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ადამიანურ რესურსს, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად აღსრულების პოლიციის სამმართველოში არის 75 საშტატო ერთეული, აქედან ვაკანტურია 37 პოზიცია. რეფორმის შემდგომ იგეგმება 25 საშტატო ერთეულით გაზრდა, ჯამში იქნება აღმასრულებელ პოლიციელთა 100 საშტატო ერთეული. აღსრულების პოლიციელთა სახელფასო სარგოს გაცემის წყარო კვლავაც იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება აღსრულების პოლიციელთა რაოდენობის ცვლილების პროპორციულად, მათი ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული თანხების ოდენობაზე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სსიპ - საქართველოს აღმასრულებელთა პალატის შექმნას. აღნიშნულ პალატას კანონპროექტის მიხედვით ხელმძღვანელობს 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომელთა შრომის ანაზღაურება მოხდება პალატის ბიუჯეტიდან. აღნიშნულს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული თანხების ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, აღმასრულებლის უფლებამოსილებას აიყვანოს თანაშემწე. აღნიშნულს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული თანხების ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების დამატებით გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან; კოდექსის მიღებით განპირობებული საჭირო თანხების მობილიზება მოხდება სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი სახსრების ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ორგანოები ამ კანონპროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილების მიუხედავად) განახორციელებენ საკუთარი ასიგნებების ფარგლებში და არ საჭიროებენ დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ანალოგიურად, დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს ზემოაღნიშნულ ორგანოებში დასაქმებულ პირთა უფლებამოსილებებში განხორციელებული ცვლილებები. კანონპროექტით გათვალისწინებულია აღმასრულებელთა პალატის შექმნა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება საწევრო შენატანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. აღნიშნული არ საჭიროებ დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო გამოცდა/სწავლებას უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. დაფინანსების წყაროა სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბიუჯეტი/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის მიღებული საფასური. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. დაფინანსების წყაროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტი. კანონპროექტით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 10 000 ლარისა. აგრეთვე, ახლებურად არის დარეგულირებული ფულადი დახმარების საკითხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანების მიღების შემთხვევაში. ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის აღნიშნული ცვლილებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და შესაბამის ფინანსურ გავლენას იქონიებს კომპენსაციის მიმღებ პირებზე. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიიღებს კომპენსაციას და რა საფუძვლით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტით უქმდება „აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და „კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და ყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან იქმნება აღმასრულებელთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღმასრულებელთა პალატა, რომლის შემადგენლობაში შევა ყველა აღმასრულებელი. აღმასრულებელი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ნებისმიერი კატეგორიის საქმის აღსრულებას, გარდა ინსპექტორის და აღსრულების პოლიციელის მიერ აღსასრულებელი საქმეებისა. ამდენად, აღსრულების სისტემის ახალი წესით ორგანიზებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აღმასრულებელთა ფინანსურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ სსიპ - აღმასრულებელთა პალატას/აღმასრულებელს მიაწვდის ყველა იმ სერვისს, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რასაც გავლენა ექნება ბიუროს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აღმასრულებლის მიერ აღმასრულებელთა პალატაში საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასური, რომელთა ოდენობას და გადახდის წესს დაადგენს იუსტიციის მინისტრი. რაც შეეხება აღსრულების საფასურს, მისი ოდენობა, გადახდის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, თუ აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს, სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას და მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება განწილვადების შემთხვევაში, აღმასრულებელი უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება განწილვადების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულს გავლენა ექნება მოვალისა და კრედიტორის ფინანსურ მდგომარეობაზე, რისი ოდენობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება განწილვადებული მოთხოვნის ოდენობასა და განწილვადების ვადაზე. კანონნპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 5 წლიდან მცირდება 2 წლამდე. აღნიშულს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ 2 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. აგრეთვე, აღმასრულებლებს შეუმცირდებათ ხარჯები, ვინაიდან მოაკლდებათ აღსასრულებელი საქმეების რაოდენობა. მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე და მერყეობს 2-დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის განისაზღვრა 5 წლით. აღნიშნულს გავლენა ექნება მსჯავრდებულ პირებზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოქმედი კანონმდებლობითა კანონპროექტით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებს შორის სხვაობასა და და მოსამართლის მიერ სასჯელის სახით დანიშვნის სიხშირესა და მის ოდენობაზე. აღნიშნულს ასევე გავლენა ექნება აღმასრულებლებზე, რომლებსაც შეეცვლებათ ხარჯები, ვინაიდან შეიცვლება აღსასრულებელი საქმეების რაოდენობა. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოქმედი კანონმდებლობითა და კანონპროექტით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებს შორის სხვაობასა და მოსამართლის მიერ სასჯელის სახით დანიშვნის სიხშირესა და მის ოდენობაზე. მოქმედი კანონით, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, შესაძლებელია სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება. კანონის მოქმედი რედაქციით აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს, კანონპროექტით კი საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება იუსტიციის მინისტრს. იუსტიციის მინისტრის მიერ არსებულისგან განსხვავებული საფასურის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულს გავლენა ექნება კრედიტორზე. აღნიშნულს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს გავლენა აღმასრულებელზეც. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მოთხოვნების რაოდენობაზე. ცვილება ახლებურად არეგულირებს სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლების საკითხს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს კრედიტორსა და მოვალეზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ საქმეების რაოდენობაზე, რომლებზეც ახალი რეგულაციის მიხედვით გადაწყდება აღსრულების შეჩერების საკითხი. აღნიშნულ ცვლილებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ასევე აღმასრულებლებზეც, რომლებსაც შეეცვლებათ ხარჯები. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება შეჩერებული სააღსრულებო საქმეების რაოდენობასა და შეჩერების ვადაზე. კანონპროექტის თანახმად, აღსრულების შეჩერების პერიოდში კრედიტორის თანხმობით დასაშვები იქნება ისეთი სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, რომელიც ამსუბუქებს მოვალის მდგომარეობას. აღნიშნულს დადებითი გავლენა ექნება მოვალის მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება განხორციელებული მოქმედებების სახესა და ინტენსიობაზე. კანონპროექტით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 10 000 ლარისა. აგრეთვე, ახლებურად არის დარეგულირებული ფულადი დახმარების საკითხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მიღების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებები შესაბამის ფინანსურ გავლენას იქონიებს კომპენსაციის მიმღებ პირებზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია აღმასრულებელთა პალატის შექმნა. პალატას შეიძლება სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული მოძრავი და უძრავი ქონება. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსურ გავლენას იქონიებს აღსრულების ეროვნულ ბიუროზე. აღმასრულებელთა პალატის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საწევრო შენატანებით, რასაც მოჰყვება შესაბამისი ფინანსური გავლენა პალატაში გაწევრიანებული აღმასრულებლების მიმართ. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება საწევროს ოდენობაზე, რომელიც განისაზღვრება თავად პალატის მიერ. საწევროების შეტანას თავის მხრივ გავლენა ექნება პალატის ფინანსურ მდგომარეობაზე. პალატის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული პროცენტი ეკუთვნის პალატას. კანონპროექტით, მაღალმთიან დასახლებაში დანიშნულ აღმასრულებელს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს აღმასრულებელთა პალატა. აღნიშნულს დადებითი გავლენა ექნება ასეთ დასახლებებში დასაქმებულ აღმასრულებელთა ფინანსურ მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება პალატის მიერ დამტკიცებული ფინანსური დახმარების ოდენობაზე. კანონპროექტით, აღმასრულებელთა პალატას ხელმძღვანელობს 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა. გამგეობის წევრთა საზღაურის გადახდის პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. მათი შრომის ანაზღაურება მოხდება პალატის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება როგორც გამგეობის წევრების, ისე აღსრულების პალატის ფინანსურ მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული თანხის რაოდენობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებლის უფლებამოსილებას აიყვანოს თანაშემწე, რასაც ექნება ფინანსური გავლენა ამ უკანასკნელზე მისი ანაზღაურების ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებლის შემცვლელი პირი შრომის ანაზღაურებას იღებს იმ აღმასრულებლისგან, რომელსაც იგი ცვლის. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს აღმასრულებელი. აღნიშნულს გავლენა ექნება როგორც ჩამნაცვლებელ, ისე ჩანაცვლებული აღმასრულებლის ფინანსურ მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება ჩანაცვლების ხანგრძლივობის შესაბამისად ანაზღაურების ოდენობაზე. კანონპროექტის თანახმად, სააღსრულებო მიზნებისთვის, აღმასრულებელი, აგრეთვე აღმასრულებელთა პალატა, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, სარგებლობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებებით. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულს გავლენა ექნება როგორც აღმასრულებლის, ისე სააღსრულებო ბიუროს ფინანსურ მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მომსახურების სახესა და ღირებულებაზე. კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიურო აღიჭურვება დამატებითი სერვისების გაწევის უფლებამოსილებით. აღნიშნული სერვისების საფასურის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დასახელებული სერვისებიდან მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის საფუძველზე სავარაუდოა, რომ მათი დამატება გამოიწვევს აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლების ზრდას და შესაბამისად, დადებითად აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან და სხვა სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. კანონპროექტის თანახმად, აღსრულების საფასურის, მათ შორის, დოკუმენტის აღსასრულებლად წარდგენისას გადასახდელი წინასწარი საფასურის, ასევე მოვალის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით ვადაში და ვადის გასვლის შემდეგ შესრულებისას და ცალკეული კატეგორების სააღსრულებო საქმეების აღსრულების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. გარდა ამისა, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ სსიპ - აღმასრულებელთა პალატას/აღმასრულებელს მიაწვდის ყველა იმ სერვისს, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აღმასრულებლის მიერ აღმასრულებელთა პალატაში საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასური, რომელთა ოდენობას და გადახდის წესს დაადგენს იუსტიციის მინისტრი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. კანონპროექტის შემუშავებიდან მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე კოდექსის პროექტი რამდენჯერმე იქნა განხილული კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რის შედეგად მიღებული შენიშვნებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილიც წინამდებარე ვერსიაში გათვალისწინებულია. გარდა ამისა, კანონპროექტის სრულყოფის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა GIZ-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, ბატონი იოს უიტდეჰააგის მიერ მოწოდებულმა რეკომენდაციებმა, რომელმაც კანონპროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა და ევროპულ ნორმებთან შესაბამისობის ანალიზი განახორციელა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა ერთიანი დოკუმენტის სახით არ მომზადებულა. თუმცა, კანონპროექტის შემუშავების პროცესში გაანალიზდა ევროპული ქვეყნების - ბელგიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნების კანონმდებლობა, რის შესახებ ინფორმაციაც მოცემულია განმარტებითი ბარათის „ა.ა“ ქვეპუნქტში. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი