„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი
ნომერი
#07-3/34/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აღსრულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საკანონმდებლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ მაცნე (www.matsne.gov.ge), საქართველოს კანონის (საქართველოს 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) აღმასრულებელსა და აღმასრულებლის თანაშემწეზე;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ და „რ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღსრულების პოლიციელზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტი მიზნად ისახავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციასა და აღსრულების კოდექსის პროექტს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრას, ვინაიდან აღსრულების კოდექსის პროექტი ახლებურად არეგულირებს აღსრულების სისტემას და სააღსრულებო წარმოების ცალკეულ საკითხებს. აღსრულების კოდექსის პროექტის თანახმად, აღმასრულებელი აღარ იქნება სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი; ამასთან, იგი არ იქნება სახელმწიფო მოსამსახურე და საჯარო მოსამსახურე. აღმასრულებელი, აგრეთვე მისი თანაშემწე, იქნებიან სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შექმნილი წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღმასრულებელთა პალატის წევრები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა აღმასრულებლისა და მისი თანაშემწის სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი თვისობრივად განსხვავდება სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეებისაგან, ამიტომ საჭიროა მათზე არ გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი საქმიანობა მთლიანად სპეციალური საკანონმდებლო აქტით - აღსრულების კოდექსით მოწესრიგდეს. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსრულების კოდექსის პროექტით სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროში, აღსრულების პოლიციის სამმართველოს ნაცვლად, იქმნება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი, რის გამოც ცვლილებას საჭიროებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოდექსთან შესაბამისობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელსა და მის თანაშემწეზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. აღმასრულებელსა და აღმასრულებლის თანაშემწეზე ასევე არ ვრცელდება იმ ცალკეული ნორმების (მივლინება, შვებულება და სხვ.) მოქმედება, რომლებიც, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, როგორც წესი, ვრცელდება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ იმ პირებზე, რომლებზედაც, ზოგადად, არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონის მოქმედება გავრცელდება აღსრულების პოლიციელზე. აქედან გამომდინარე, აღსრულების პოლიციელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ აღსრულების კოდექსი განსხვავებულად არ მოაწესრიგებს შესაბამის საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, რაც აღსრულების კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი