„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2021
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/45/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1.1961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოუცხადებლობა მთავრობის თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. 1966 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1966. სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის მერიისთვის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 3. 197-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის/აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის/ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“. 4. 239-ე მუხლის 66-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირს.“. 5. 239 -ე მუხლის 67-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს, ასევე ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირს.“. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქ.თბილისი 2021 წლის ... მაისი № სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და მისი თანმხლები საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ: 2014 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიცირებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერის შედეგად, ცვლილება შევიდა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების უფლებამისილება (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა) მიენიჭა აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს (წარმომადგენლობებს), ხოლო 2020 წლიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს (შემდგომში-ტერიტორიული ორგანოები). ამავე კანონით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს. მუნიციპალიტეტისათვის ამასთან საგულისხმოა, რომ 2007 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ახორციელებდა გათვალისწინებული აფხაზეთის წარმომადგენლობების, თანმდევი ავტონომიური ხოლო შემდგომ პროცესების რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებას მთავრობა ორგანოები თავისი (აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო; სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით. წარმომადგენლობების უფლებამოსილება გააჩნდა შექმნამდე აფხაზეთის (2007 წლის ავტონომიური 17 იანვარი), რესპუბლიკის ხსენებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს (მერიები და გამგეობები), რომლებიც, 2006 წლის დასასრულს, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის საფუძველზე იქნენ ლიკვიდირებულნი. დევნილი მოსახლეობის შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, 2007 წლის იანვარში, ლიკვიდირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ბაზაზე შეიქმნა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემდგომ ტერიტორიული ორგანოები, რომლებმაც განაგრძეს მერიებისა და გამგეობების უფლებამოსილებების (მათ შორის წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა/გაწვევის მიმართულებით) შესრულება. თუმცა, ისინი (წარმომადგენლობები) ვერ გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსის მატარებელნი, რამაც წარმოშვა გარკვეული სამართლებრივი სახის პრობლემები დევნილ წვევამდელთა/რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ იყო ასახული ზემოაღნიშნული გარემოებები და სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ მხოლოდ მუნიციპალიტეტებს, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურები (ამჟამად, ტერიტორიული ორგანოები) დარჩნენ საკანონმდებლო სივრცის მიღმა.p მიუხედავად განხორციელებული ცვლილებისა, საკანონმდებლო რეგულირების გარეშე დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს ჩართულობა საქმიანობის რიგ მიმართულებებში: 1. წვევამდელთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (ოქმის შედგენა); 2. დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საურავის გადახდის ადმინისტრირება; 3. რეზერვისტის დროებითი მოწმობის (წვევამდელის მიწერის მოწმობის) გაცემა; 4. რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის მიმართულება და სხვა საქმიანობები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სწორედ საქართველოს რიგ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და მათი ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით წარმოდგენა. აღნიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო სივრცეში მოქცევას და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პროცედურების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებას. შესაბამისად ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად გამოიკვეთა ცვლილებების შეტანის აუცილებლობა შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: 1. ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; 2. ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; 3. ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; 4. ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; 5. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტების მიღების საფუძველზე შესაძლებელი გახდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს შესაბამისი სამსახურების საქმიანობის საკანონმდებლო სივრცეში მოქცევა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პროცედურების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელება. შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით ადმინისტრაციული სახდელის გაფრთხილების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებისას მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა. ასევე 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოსთვის სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა. ხოლო, 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის კანონმდებლობით შეცვლის, გათვალისწინებული განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა. გარდა აღნიშნულისა, ცვლილებით კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ექნება ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამსახურეს, ხოლო კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება სხვა უფლებამოსილ მოსამსახურებთან ერთად ასევე აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამსახურეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით ცვლილება შედის 1961-ე ,1966-ე, 197-ე მუხლებსა და 239-ე მუხლის 66-ე და 67-ე პუნქტებში, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელს - გაფრთხილებას. ხოლო სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოსთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, ცვლილებით კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამსახურეს, ხოლო კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება სხვა უფლებამოსილ მოსამსახურებთან ერთად ასევე აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამსახურეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით წარმოდგენილი მიზნის კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); არ არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, რომელიც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. ცვლილება ითვალისწინებს სანქციებს შემდეგ სამართალდარღვევებზე: - სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ორგანოსთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს საქმეების განხილვისთვის, სახდელის დადებისა და ოქმების შედგენისთვის დამატებითი ხარჯი არ დასჭირდება, რადგანაც აფხაზეთის მთავრობაში არსებულ შესაბამის ორგანოში წლებია შექმნილია შესაბამისი სამსახური (წვევადელთა აღრიცხვისა გაწვევის სამსახური), ასევე, გამწვევი კომისია. შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოს, არც ადამიანური რესურსის და არც მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ დამატებითი რესურსი არ დასჭირდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე დევნილად რეგისტრირებულ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ: - სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ორგანოსთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთ-ერთის 1 წლის განმეორებით განმავლობაში – ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით დგინდება გადასახადი აფხაზეთიდან დევნილ წვევამდელი ასაკის პირთა გარკვეულ წრეზე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) აღინიშნება: კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.