„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 82) შეტანილ იქნეს ცვლილებები
და:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის/ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს მის
პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში გადახდის წესი
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% – შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში/აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების
საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის
განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
უფლებამოსილი ორგანო ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო
წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.“.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქ.თბილისი
2021 წლის ... მაისი
№
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და მისი თანმხლები საკანონმდებლო პაკეტის
შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ:
2014 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიცირებისა და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მხარდაჭერის შედეგად, ცვლილება შევიდა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში
გაწვევის ორგანიზების უფლებამისილება (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო
აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა) მიენიჭა აფხაზეთის
მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს (წარმომადგენლობებს), ხოლო 2020 წლიდან,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს
(შემდგომში-ტერიტორიული ორგანოები). ამავე კანონით აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა
და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
ამასთან საგულისხმოა, რომ 2007 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამხედრო
სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას და შესაბამისად, საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანმდევი
პროცესების ადმინისტრირებას
ახორციელებდა
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობა
თავისი
წარმომადგენლობების, ხოლო შემდგომ ტერიტორიული ორგანოები
(აღმოსავლეთ
საქართველოს ტერიტორიული ორგანო; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით.
წარმომადგენლობების შექმნამდე (2007 წლის 17 იანვარი), ხსენებული
უფლებამოსილება გააჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი
მმართველობის ორგანოებს (მერიები და გამგეობები), რომლებიც, 2006 წლის დასასრულს,
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის
საფუძველზე იქნენ ლიკვიდირებულნი.
დევნილი მოსახლეობის შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, 2007 წლის იანვარში,
ლიკვიდირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ბაზაზე შეიქმნა აფხაზეთის
მთავრობის წარმომადგენლობები, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემდგომ ტერიტორიული ორგანოები, რომლებმაც განაგრძეს მერიებისა და გამგეობების
უფლებამოსილებების (მათ შორის წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა/გაწვევის
მიმართულებით) შესრულება. თუმცა, ისინი (წარმომადგენლობები) ვერ გახდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსის მატარებელნი, რამაც წარმოშვა გარკვეული
სამართლებრივი სახის პრობლემები დევნილ წვევამდელთა/რეზერვისტთა აღრიცხვისა და
გაწვევის მიმართულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ იყო ასახული
ზემოაღნიშნული გარემოებები და სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო
სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ მხოლოდ
მუნიციპალიტეტებს, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში აღნიშნული ფუნქციის
განმახორციელებელი სტრუქტურები (ამჟამად, ტერიტორიული ორგანოები) დარჩნენ
საკანონმდებლო სივრცის მიღმა.
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებისა, საკანონმდებლო რეგულირების
გარეშე დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს
ჩართულობა საქმიანობის რიგ მიმართულებებში.
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებისა, საკანონმდებლო რეგულირების
გარეშე დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს
ჩართულობა საქმიანობის რიგ მიმართულებებში:
1. წვევამდელთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (ოქმის შედგენა);
2. დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საურავის გადახდის
ადმინისტრირება;
3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისა და სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის
წესის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
4. რეზერვისტის დროებითი მოწმობის (წვევამდელის მიწერის მოწმობის) გაცემა;
5. რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის მიმართულება და სხვა საქმიანობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს
სწორედ საქართველოს რიგ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში
შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და მათი ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით
წარმოდგენა. აღნიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამსახურების საქმიანობის საკანონმდებლო სივრცეში
მოქცევას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს
იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვასა და
სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პროცედურების
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს მიერ
კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებას. შესაბამისად ზემოაღნიშნული პრობლემის
გადასაჭრელად გამოიკვეთა ცვლილებების შეტანის აუცილებლობა შემდეგ საკანონმდებლო
აქტებში:
1. ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი;
2. ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
3. ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი;
4. ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონი.
5. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს
კანონი;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტების მიღების საფუძველზე შესაძლებელი გახდება აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამსახურების
საქმიანობის
საკანონმდებლო სივრცეში მოქცევა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო
აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების
სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი
სხვა პროცედურების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი
ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელება. შესაბამისად,
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით,
წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის
გადახდის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის
ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა უზრუნველყოს სათანადო ჩანაწერისა და ამ მოსაკრებლის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის პირად საქმეში შეტანა.
პროექტით ასევე მოხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების
მოსაკრებლის 90% გადარიცხვა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% – შესაბამის
ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
შესაბამისი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე დევნილად რეგისტრირებული წვევამდელის
მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის
შემთხვევაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით
ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-6 მუხლში, რომლითაც წვევამდელის
მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის
შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს
შესაბამის თანამდებობის პირს მიეცემა შესაძლებლობა უზრუნველყოს სათანადო ჩანაწერისა
და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის პირად საქმეში შეტანა.
ასევე, პროექტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესში შეტანილი ცვლილებით სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% გადაირიცხება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% – შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე
დევნილად რეგისტრირებული წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის
გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში
- აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილი ორგანო ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან
მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით წარმოდგენილი მიზნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია
კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
არ არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რადგანაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით
განსაზღვრული ორგანო ამჟამასდაც ახორციელებს დევნილად რეგისტრირებული
წვევამდელის მიმართ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის
გადახდის პროცედურებს და გადავადების მოსაკრებლის 90% ჩაირიცხება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში,
ხოლო 10% აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რადგანაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანო
ამჟამადაც ახორციელებს
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული
ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე დევნილად რეგისტრირებული წვევამდელის მიერ
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში,
ხოლო 10% აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ)
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.