„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.03.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 120260000.05.001.018787) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში/აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ
კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს.’’.
2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული
პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, თუ მუნიციპალიტეტის მერიის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი
სამსახური)/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის ორგანო
აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს.“.
3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს ან/და სამინისტროს
უფლებამოსილი პირის მითითებები.’’.
4. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. მუნიციპალიტეტისათვის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები“
5. მე-18 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი
სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა.’’;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.,,1 სამობილიზაციო რეზერვისტებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით
აღრიცხავს მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
უფლებამოსილი სამსახური.’’.
6. მე-19 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება’’;
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს (სამობილიზაციო რეზერვისტს) გამოიძახებს
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი სამსახური/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი
ორგანო უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას.
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უფლებამოსილი ორგანომ შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების
გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა/სამსახური/აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად
გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის
თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში.’’.
7. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შემოწმება
,,სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება
(გადამოწმება) ხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის/აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგონოს ხელთ არსებულ
მონაცემებზე დაყრდნობით ან/და გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვისტის
სამხედრო-სამედიცინო
შემოწმების დროს, რომელიც ტარდება წვევამდელისათვის
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.“.
8. მე-21 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამობილიზაციო
სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
მუნიციპალიტეტის/ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს სამობილიზაციო კომისია.
2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე − მუნიციპალიტეტის მერი/თბილისის მუნიციპალიტეტის
რაიონის გამგებელი/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი
ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი;
გ) კომისიის წევრი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის/აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურე ან
მოსამსახურეები, რომელთა შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
დ)
კომისიის
მდივანი
−
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი
სამსახურის
მოსამსახურე/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს
მოსამსახურე.’’.
9. 22-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუნიციპალიტეტისათვის/აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
უფლებამოსილი ორგანოსათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები’’
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილი ორგანოსათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის
მუნიციპალიტეტისათვის/აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
უფლებამოსილი ორგანოსათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.’’.
10. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებას, სახელმწიფო
ზედამხედველობას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო.“.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქ.თბილისი
2021 წლის ... მაისი
№
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და მისი თანმხლები საკანონმდებლო პაკეტის
შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ:
2014 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიცირებისა და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მხარდაჭერის შედეგად, ცვლილება შევიდა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში
გაწვევის ორგანიზების უფლებამისილება (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო
აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა) მიენიჭა აფხაზეთის
მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს (წარმომადგენლობებს), ხოლო 2020 წლიდან,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს
(შემდგომში-ტერიტორიული ორგანოები). ამავე კანონით აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა
და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
ამასთან საგულისხმოა, რომ 2007 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამხედრო
სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას და შესაბამისად, საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანმდევი
პროცესების ადმინისტრირებას
ახორციელებდა
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობა
თავისი
წარმომადგენლობების, ხოლო შემდგომ ტერიტორიული ორგანოები (აღმოსავლეთ
საქართველოს ტერიტორიული ორგანო; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით.
წარმომადგენლობების შექმნამდე (2007 წლის 17 იანვარი), ხსენებული
უფლებამოსილება გააჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი
მმართველობის ორგანოებს (მერიები და გამგეობები), რომლებიც, 2006 წლის დასასრულს,
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის
საფუძველზე იქნენ ლიკვიდირებულნი.
დევნილი მოსახლეობის შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, 2007 წლის იანვარში,
ლიკვიდირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ბაზაზე შეიქმნა აფხაზეთის
მთავრობის წარმომადგენლობები, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემდგომ ტერიტორიული ორგანოები, რომლებმაც განაგრძეს მერიებისა და გამგეობების
უფლებამოსილებების (მათ შორის წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა/გაწვევის
მიმართულებით) შესრულება. თუმცა, ისინი (წარმომადგენლობები) ვერ გახდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსის მატარებელნი, რამაც წარმოშვა გარკვეული
სამართლებრივი სახის პრობლემები დევნილ წვევამდელთა/რეზერვისტთა აღრიცხვისა და
გაწვევის მიმართულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ იყო ასახული
ზემოაღნიშნული გარემოებები და სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო
სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ მხოლოდ
მუნიციპალიტეტებს, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში აღნიშნული ფუნქციის
განმახორციელებელი სტრუქტურები (ამჟამად, ტერიტორიული ორგანოები) დარჩნენ
საკანონმდებლო სივრცის მიღმა.
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებისა, საკანონმდებლო რეგულირების
გარეშე დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით
განსაზღვრული ორგანოს ჩართულობა საქმიანობის რიგ მიმართულებებში:
1. წვევამდელთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (ოქმის შედგენა);
2. დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საურავის გადახდის
ადმინისტრირება;
3. რეზერვისტის დროებითი მოწმობის (წვევამდელის მიწერის მოწმობის) გაცემა;
4. რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის მიმართულება და სხვა საქმიანობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს
სწორედ საქართველოს რიგ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში
შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და მათი ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით
წარმოდგენა. აღნიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამსახურების საქმიანობის საკანონმდებლო სივრცეში
მოქცევას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს
იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვასა და
სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პროცედურების
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი
ორგანოს მიერ
კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებას. შესაბამისად ზემოაღნიშნული პრობლემის
გადასაჭრელად გამოიკვეთა ცვლილებების შეტანის აუცილებლობა შემდეგ საკანონმდებლო
აქტებში:
1. ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი;
2. ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
3. ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი;
4. ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონი;
5. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს
კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტების მიღების საფუძველზე შესაძლებელი გახდება აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამსახურების საქმიანობის
საკანონმდებლო სივრცეში მოქცევა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (გარდა აჟარის (ზემო
აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისა) მოქალაქეების
სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი
სხვა პროცედურების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის
ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელება. შესაბამისად,
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის
საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით
სამობილიზაციო რეზერვისტების
აღრიცხვასთან და კანონით გათვალისწინებული
რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში, რეზერვისტების
მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებაში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ორგანოს
ფართო ჩართულობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
„თავდაცვის ძალების რეზერვისა და
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლის მე-3
პუნქტში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-5
თავის სათაურში, მე-18 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის სათაურსა და
პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-20 მუხლში, მე-21 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში.
აღნიშნულის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი წესით სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, სამობილიზაციო
რეზერვში ჩარიცხული პირის (სამობილიზაციო რეზერვისტის) გამოძახება და შემკრები
პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან
გათავისუფლების ან სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება, სამობილიზაციო კომისიის შექმნა და სხვა სახელმწიფოს მიერ
დელეგირებული უფლებამოსილებები.
ამასთან, კანონის 22-ე მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში შეტანილი
ცვლილებით განისზღვრა, რომ ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოსათვის დადგენილი
უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოსათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილებები. ხოლო, კანონის 22-ე მუხლზე მე-3 პუნქტის დამატებით დგინდება,
რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ორგანოს
მიერ განხორციელებას, სახელმწიფო
ზედამხედველობას
უწევს
საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
რეგიონული
განვითარებისა
და
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით წარმოდგენილი მიზნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია
კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
არ არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგანაც აღნიშნულ უფლებამოსილებებს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი ორგანო ამჯამადაც ახორციელებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ)
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.