„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
- „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, მუხ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 123-ე-126-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 123.
1. სისხლის დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და
ანონიმურობის პრინციპებს.
2. პირს უფლება აქვს, საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს სისხლი.
3. პირმა სისხლი ან სისხლის კომპონენტი უნდა გაიღოს უანგაროდ, ფულადი
ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე. დაუშვებელია
გაღებული სისხლის სანაცვლოდ დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი
ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე, მისთვის ფულადი ანაზღაურების
ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.
4. დონორობა უნდა განხორციელდეს ანონიმურად, რაც ნიშნავს დონორის და
რეციპიენტის შესახებ პერსონალური (მათ შორის გენეტიკური) მონაცემების დაცულობასა
და მესამე პირთა მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 124.
1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ
შესაბამისობის კრიტერიუმებს და გაივლის შესაბამისობის შეფასების პროცედურებს.
2. დონორთა შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი, აგრეთვე დონორის
უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონით „ადამიანის სისხლის
და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 125.
სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვება, ტესტირება ცენტრალური
ტესტირების ლაბორატორიაში, დამუშავება, შენახვა და განაწილება ხორციელდება
შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.
მუხლი 126.
სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
განისაზღვრება საქართველოს კანონით „სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“.“.
2. 127-ე-130-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია
1997 წლის 10 დეკემბერს, აწესრიგებს სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან
დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, აღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი
სამართლებრივი ნორმები (კერძოდ, კანონის XXI თავი) აღარ შეესაბამება არსებულ
რეალობას და ვეღარ ემსახურება კანონის მიზანს. ამასთანავე, კანონპროექტი „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ სისხლის და მისი
კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს და
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები შეუსაბამობაშია „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების
ხარისხისა
და
უსაფრთხოების
შესახებ“
კანონპროექტით
გათვალისწინებულ ნორმებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან კანონპროექტი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა
და უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ევროკავშირის სათანადო დირექტივების
შესაბამისად მომზადდა, სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან
დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს, აუცილებელი გახდა „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რათა „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის
მიღების შემდგომ არ გაჩნდეს შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ ორ კანონს შორის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე-126-ე მუხლები, რომლებიც „ადამიანის სისხლის და
მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მსგავსად
აწესრიგებენ სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
3. კერძოდ, 123-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, სისხლის დონორობა
დაეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს.
ამასთანავე, აღნიშნული მუხლი ადგენს აღნიშნული პრინციპების არსს. 124-ე მუხლის
ახალი რედაქციის თანახმად, სისხლის ჩაბარების უფლება ექნება პირს, რომელიც
დააკმაყოფილებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით,
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით დადგენილ შესაბამისობის კრიტერიუმებს და გაივლის
შესაბამისობის შეფასების პროცედურებს. დონორთა შერჩევისა და შესაბამისობის
შეფასების წესი, აგრეთვე დონორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება
საქართველოს კანონით „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“ და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 125-ე
მუხლი შეიცავს ნორმას, რომლის მიხედვით, სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვება,
ტესტირება ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში, დამუშავება, შენახვა და
განაწილება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო 126-ე მუხლის
თანახმად, სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებული სხვა
საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სისხლის და მისი კომპონენტების
ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“.
ამავე დროს, კანონპროექტი ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონიდან 127-ე-130-ე მუხლების ამოღებას, რადგან აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებული საკითხები მოწესრიგდება „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების თარიღს - 2025 წლის 1 იანვარს. სწორედ აღნიშნული თარიღი იქნა მიჩნეული
ოპტიმალურად აღნიშნული კანონპროექტის ასამოქმედებლად, ვინაიდან ამოქმედებამდე
საჭიროა მოქმედი სისხლის დაწესებულებებისთვის გარდამავალი რეგულირების დაწესება
და რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს ე.წ. ,,კადრის დონორების“ მიმართ,
რამდენადაც, კანონპროექტით ხდება უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლა, შედეგად,
არსებული ე.წ. ,,კადრის დონორები“ ვეღარ შეძლებენ სისხლის გაღების სანაცვლოდ
გასამრჯელოს
მიღებას.
აღსანიშნავია,
რომ
გასამრჯელოს
ოდენობა
არის
დიფერენცირებული, ამდენად, ფინანსური შედეგებიც, იმ პირთათვის, რომლებიც
სარგებლობდნენ აღნიშნული მომსახურების შედეგად, იქნება განსხვავებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი) და მისი ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისაკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებეთან.
აგრეთვე,
არ
უკავშირდება
სხვა
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
მონაწილეობით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი
დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,