„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
- „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 442 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო საქმიანობა (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა)
ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.
2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო საქმიანობის (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა)
სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ
არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
კანონპროექტი ახლებურად აწესრიგებს სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან
დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ადგენს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის,
შენახვისთვის ან/და განაწილებისთვის სათანადო ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე სისხლის
დაწესებულების მიერ სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვის
და განაწილების სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის. აღნიშნული საქმიანობები
სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს, ხოლო ლიცენზიის გარეშე სამედიცინო
საქმიანობისთვის
და
სამედიცინო
საქმიანობის
სალიცენზიო
პირობების
შეუსრულებლობისთვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
დადგენილია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით.
ვინაიდან
წარმოდგენილი
კანონპროექტის თანახმად ლიცენზიის გარეშე სისხლის და მისი კომპონენტების
შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და განაწილებისთვის სათანადო
ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე სისხლის დაწესებულების მიერ სისხლის და მისი
კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და განაწილების სალიცენზიო პირობების
დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი უფრო დიდი ოდენობის
სახდელის სახით, წარმოიშვება შეუსაბამობა კანონპროექტისა და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს შორის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა ცვლილების
განხორციელება
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში,
რომლითაც
დადგინდება გამონაკლისი ლიცენზიის გარეშე საწარმოო ტრანფუზიოლოგიური
საქმიანობისთვის და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“
შესაბამისობაში მოვა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციებით ყალიბდება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე-2 ნაწილი და 445 მუხლის
პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, 442 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობაში აღარ იგულისხმება საწარმოო
ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა, ხოლო 445 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობაში აღარ იგულისხმება
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო პირობები. შესაბამისად,
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისთვის
(სისხლის ან მისი კომპონენტის შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და
განაწილებისთვის) სათანადო ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური
საქმიანობის (სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და
განაწილების) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის განისაზღვრება „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების თარიღს - 2025 წლის 1 იანვარი. სწორედ აღნიშნული თარიღი იქნა მიჩნეული
ოპტიმალურად აღნიშნული კანონპროექტის ასამოქმედებლად, ვინაიდან ამოქმედებამდე
საჭიროა მოქმედი სისხლის დაწესებულებებისთვის გარდამავალი რეგულირების დაწესება და
რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ჯარიმის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის
ოდენობა პირის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისთვის (სისხლის ან მისი
კომპონენტის შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და განაწილებისთვის)
სათანადო ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის
(სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების)
სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის განისაზღვრება „ადამიანის სისხლის და
მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას მოახდენს
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად შესაბამისი სამართალდამრღვევის მიერ გადახდილი
ჯარიმები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირები, რომლებიც ჩაიდენენ „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით განსაზღვრულ ისეთ საქმიანობას (პირის მიერ სისხლის ან მისი
კომპონენტის
შეგროვება,
დამუშავება,
შენახვა
ან/და
განაწილება
(საწარმოო
ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) სათანადო ლიცენზიის გარეშე; სისხლის და მისი
კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების (საწარმოო
ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა),
რომლისთვისაც
ამავე
კანონპროექტით
განისაზღვრება
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა,
დაჯარიმდებიან
არა
საქართველოს
ადმინისტრაციულ
2
5
სამართალდარღვევათა კოდექსის 44 მუხლის მე-2 ნაწილით და 44 მუხლის პირველი
ნაწილით (სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე და სამედიცინო საქმიანობის
სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა) 5 000 ლარის ოდენობით, არამედ „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი) და მისი ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისაკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებეთან.
აგრეთვე,
არ
უკავშირდება
სხვა
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
მონაწილეობით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი
დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,