„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
- „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ.195) მე-6 მუხლის მე-4
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსს „ხ6“ ქვეპუნქტი:
„ხ6) სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს
სამედიცინო პროდუქტის საწარმოებლად) საქართველოდან ექსპორტის ლიცენზია - 112
ლარი;“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ კანონპროექტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს კანონით განსაზღვრული საჭიროებების გეგმით
გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით წარმოებული პლაზმის ექსპორტი,
რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო პროდუქტის საწარმოებლად. ამავე
მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სისხლის დაწესებულებამ აღნიშნული საქმიანობა უნდა
განახორციელოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის
საფუძველზე სათანადო სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. ამასთანავე,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი
განსაზღვრავს საქმიანობის ლიცენზიის სახეების ჩამონათვალს. წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტით შედის ცვლილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონშიც და ლიცენზიის ერთ-ერთ სახედ ემატება სისხლის კომპონენტის
საქართველოდან ექსპორტის ლიცენზია, თუმცა „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს სალიცენზიო
მოსაკრებლების ოდენობებს, არ არის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა
საქართველოდან სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება გამოყენებული
იქნეს სამედიცინო პროდუქტის საწარმოებლად) საქართველოდან ექსპორტის ლიცენზიის
მისაღებად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ კანონპროექტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს კანონით განსაზღვრული საჭიროებების გეგმით
გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით წარმოებული პლაზმის საქართველოდან
ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო პროდუქტის
საწარმოებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სისხლის დაწესებულებამ
აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული
შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამიტომ წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს კანონპროექტს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც საქმიანობის
ლიცენზიის სახეების ჩამონათვალს ემატება აღნიშნული ლიცენზია. თუმცა ასევე საჭიროა
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებაც, რომლითაც განისაზღვრება სალიცენზიო მოსაკრებლების ოდენობა
საქართველოდან სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება გამოყენებული
იქნეს სამედიცინო პროდუქტის საწარმოებლად) საქართველოდან ექსპორტის ლიცენზიის
მისაღებად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების
ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან და განისაზღვრება სალიცენზიო
მოსაკრებლის ოდენობა საქართველოდან სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც
შეიძლება
გამოყენებული
იქნეს
სამედიცინო
პროდუქტის
საწარმოებლად)
საქართველოდან ექსპორტის ლიცენზიის მისაღებად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს ემატება „ხ6“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, სისხლის ან/და მისი კომპონენტების საქართველოდან ექსპორტის ლიცენზიის
ოდენობად განისაზღვრება 112 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების თარიღს - 2025 წლის 1 იანვარს. სწორედ აღნიშნული თარიღი იქნა მიჩნეული
ოპტიმალურად აღნიშნული კანონპროექტის ასამოქმედებლად, ვინაიდან ამოქმედებამდე
საჭიროა მოქმედი სისხლის დაწესებულებებისთვის გარდამავალი რეგულირების დაწესება
და რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან იგი ითვალისწინებს სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც
შეიძლება
გამოყენებული
იქნეს
სამედიცინო
პროდუქტის
საწარმოებლად)
საქართველოდან ექსპორტის ლიცენზიის მისაღებად სალიცენზიო მოსაკრებლის
განსაზღვრას 112 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გავლენის ოდენობა საშემოსავლო
ნაწილზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სუბიექტი მიმართავს ლიცენზიის
გამცემ კომპეტენტურ ორგანოს ლიცენზიის მისაღებად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე (შესაბამის სისხლის
დაწესებულებებზე, როგორც ლიცენზიის მაძიებლებზე), რომლებიც მიმართავენ
ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ ორგანოს სათანადო ლიცენზიის მისაღებად. მათ
მოუწევთ კანონპროექტით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა,
რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის თანახმად, სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება
გამოყენებული იქნეს სამედიცინო პროდუქტის საწარმოებლად) საქართველოდან
ექსპორტის ლიცენზიის მისაღებად სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება
112 ლარით. აღნიშნული ოდენობის განსაზღვრის პრინციპია „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო
საქმიანობების ლიცენზიის ოდენობები, რომლებიც ასევე 112 ლარით განისაზღვრება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისაკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შთანხმებეთან. აგრეთვე, არ უკავშირდება სხვა
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
მონაწილეობით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი
დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,