„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.04.2022
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/141/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.209) 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135. ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა, ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტების იმპორტი ან ექსპორტი 1. გაღებული სისხლის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. დონორისთვის სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 3. ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 4. ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტების იმპორტი ან ექსპორტი, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი ახლებურად აწესრიგებს სისხლის და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტი სისხლის დონორობის ერთ-ერთ პრინციპად მიიჩნევს უანგარობის პრინციპს. კერძოდ, კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაღებული სისხლის სანაცვლოდ დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღება, აგრეთვე, მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის შეთავაზება/მიცემა. უანგარობის პრინციპი სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემისა და სისხლის დონორობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნა. ამიტომ, იმავე კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირის მიერ გაღებული სისხლის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღებისთვის და დონორისათვის სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის შეთავაზებისთვის/მიცემისთვის. გარდა ამისა, კანონპროექტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამ უკანასკნელი ნორმის რეალიზება უანგარობის პრინციპთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა განხორციელდეს, რომლის 135-ე მუხლი, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობისთვის, საჭიროებს შესაბამის ცვლილებას „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ქმედების დანაშაულებრიობას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. ამდენად, სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის უანგარობის პრინციპის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღებისთვის ან შეთავაზებისთვის/მიცემისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის გაღების სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღებისთვის ან შეთავაზებისთვის/მიცემისთვის. კერძოდ, გაღებული სისხლის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღება „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამავე დროს, დონორისათვის სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის შეთავაზება/მიცემა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღს - 2025 წლის 1 იანვარს. სწორედ აღნიშნული თარიღი იქნა მიჩნეული ოპტიმალურად აღნიშნული კანონპროექტის ასამოქმედებლად, ვინაიდან ამოქმედებამდე საჭიროა მოქმედი სისხლის დაწესებულებებისთვის გარდამავალი რეგულირების დაწესება და რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტმა შესაძლოა, იქონიოს გავლენას ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისა და გადახდილი ჯარიმების პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ გამოიწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა, მათ შორის, იურიდიულ პირთა მიმართ, ვისაც შეეხება კანონის მოქმედება, კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც დაეკისრებათ სისხლის სამართლებივი პასუხისმგებლობა სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სასყიდლის მიღება ან შეთავაზება/მიცემის მუხლით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) და მისი ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისაკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. აგრეთვე, არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.