„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”
- „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”
მუხლი1. კანონის მიზანი
1. ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს
სახელმწიფოს დემოკრატიული
მმართველობის საფუძვლების, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთოებისა და საქართველოს
კონსტიტუციით
აღიარებულ
ხელისუფლების
დანაწილებისა
და
დაბალანსების
პრინციპების და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებების რეალიზაციის მთავარ საფრთხეს;
ხელყოფს მოქალაქეთა თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ პოლიტიკურ და
ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
2. სახელმწიფოში საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკურ და პოლიტიკურ
სფეროებში გადაჭარბებული, არაფორმალური ზეგავლენის მქონე პირის, ან პირთა ჯგუფის
მიერ სახელმწიფოს მიტაცების, სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან
აცილების ანდა შეზღუდვის მიზნით, ეს კანონი ადგენს ოლიგარქის და ოლიგარქიული
მმართველობის შეკავებისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის ამოცანა
ამ კანონის ამოცანა საქართველოს კონსტიუტუციის მე-3 და მე-4 მუხლების
შესრულების და უზრუნველყოფისათვის საფრთხის შემცვლელი გარემოებებისა და
პირებისათვის, შემაკავებელი და აღმკვეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის ამ მუხლში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) დაკავშირებული პირი - პირი, რომელსაც ოლიგარქის, ან მისი ოჯახის წევრის,
ნათესავის სამეწარმეო და არასამეწარმეო საზოგადოებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ
წილი (ხმის უფლება) აქვს; აგრეთვე ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავშირებულია
ოლიგარქთან
კომერციული,
პოლიტიკური,
სამსახურებრივი
თუ
სხვა
საქმიანი
ინტერესით.
ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება - მომსახურების ბაზრის შესაბამის
სეგმენტზე პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა
პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი
კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა
მოახდინოს ბაზარზე ანდა შეზღუდოს კონკურენცია;
გ) სახელმწიფოს მიტაცება - პირადი უპირატესობებისათვის, ეკონომიკური,
პოლიტიკური
ძალაუფლების
მოპოვებისა
და
შენარჩუნებისათვის,
სისტემური
პოლიტიკური კორუფციის სახეობა, სადაც პირადი (კერძო) ინტერესები მნიშვნელოვან
ზეგავლებნას ახდენენ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
დ) ბენეფიციარი მესაკუთრე - განიმარტება “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
ე) ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი - სუბიექტი, რომელიც ისეთ საქონელს
აწარმოებს, რომელიც შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც
მოთხოვნილება ბუნებრივი
მონოპოლიის პროდუქციაზე,
სხვა სახის საქონელზე
მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის
ცვლილებაზე.
ვ) დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე - შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური
აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას
აძლევს,
იმოქმედოს/იმოქმედონ
კონკურენტი
ეკონომიკური
აგენტებისგან,
მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად,
არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის
საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუკი სხვა მტკიცებულებები
არ
არსებობს,
ეკონომიკური
აგენტი/ეკონომიკური
აგენტები
არ
ჩაითვლება/არ
ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე
მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან ორზე მეტი ეკონომიკური აგენტიდან
თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან
მნიშვნელოვან კონკურენციას განსახილველი ჯგუფის შიგნით და მის მიღმა შესაბამის
ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტებისგან, ნედლეულის წყაროს და გასაღების
ბაზრის შეზღუდული ხელმისაწვდომობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და
საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით,
ამასთანავე: არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს
აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია და
არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი
წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15
პროცენტია;
ზ) მედია მომსახურების საშუალება - განიმარტება “მაუწყებლობის შესახებ კანონის”
შესაბამისად.
თ)
ოჯახის
წევრი
-
განიმარტება
“საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად;
ი) სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები
- ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტში მითითებული პირები.
კ) ნათესავი - იგულისხმება პირის ანდა მისი მეუღლის ოჯახის წევრი, პირდაპირი
აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, მშობლის და შვილის გერები,
აგრეთვე რელიგიური რიტუალებით დანათესავებული პირები.
მუხლი 4. ოლიგარქი
1. ოლიგარქი - პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და
ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის
პირებზე:
ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ
იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ,
პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის
მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის
სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი
მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა
ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
ე)
პირის
ანდა
სამეწარმეო
საქმიანობის
სუბიექტის
მფლობელი
პირის
დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა
მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს
მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.
ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და
ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;
მუხლი 5. ოლიგარქიული მმართველობა
1.
ოლიგარქიული
მმართველობა
წარმოადგენს
სახელმწიფო
მმართველობის
სისტემას, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
ა) ერთპარტიულობა; რაც გულისხმობს, იმ კონსტიტუციური უფლემაბამოსილებების
განხორციელებას სხვა პარტიების მონაწილეობის გარეშე, რომლისთვისაც საჭიროა
პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობა;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თუ სახელმწიფო თანამდებობებზე, რომელთა
სამართლებრივი ბუნება სახელმწიფო ხელისუფლების შეკავების კონტროლისა და
ბალანისის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნვეყოფაა (ცენტრლური საარჩევნო
კომისია, სახალხო დამცველი, მთავარი პროკურორი, გენერალური აუდიტორი, უზენაესი
და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის საბჭო, დამოუკიდებელი
მარეგულირებელი ორგანოები), საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება ერთპარტიული
უმრავლესობის მიერ, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესებზე სხვა სუბიექტების
(საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები) მხრიდან რეაგირების,
მონაწილეობის, კონტროლისა და კანონის ფარგლებში ზემოქმედების შესაძლებლობებს;
გ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია:
გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებისკენ;
გ.ბ) მმართველი ძალის მიერ, ხელისუფლების შენარჩუნების, გახანგრძლივების,
პოლიტიკურ
სისტემაში
უპირატესი
მდგომარეობის
შენარჩუნებას
ანდა
შექმნას,
კანონმდებლობის კერძო პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის მორგებას;
გ.გ) მმართველი ძალის
სასარგებლოდ პირადი, ანდა დაკავშირებული
პირებისთვის, სარგებლის და პრივილეგიების დაწესებას;
დ)
სახელმწიფო-პოლიტიკური
და
სახელმწიფო
თანამდებობის
პირების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირთა მხრიდან
ლოიალობა ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის მიმართ;
ე) საჯარო ფინანსების მიმართვა კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ,
რომელსაც აქვს პოლიტიკური გავლენა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ კოლეგიურ
ორგანოზე ანდა თანამდებობის პირზე;
ვ) ოლიგარქიული მმართველობის სისტემისთვის მისაღები ადამიანების (ოჯახის
წევრები, დაკავშირებული პირები, ოლიგარქის მფლობელობაში არსებული იურიდიულ
პირებში დასაქმებული პირები) გამწესება სახელმწიფო პოლიტიკურ და სახელმწიფო
თანამდებობებზე;
2.
პოლიტიკური
სუბიექტების
მიერ
ისეთი
გადაწყვეტილებების
მიღება,
საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელიც კონსტიტუციით
გათვალისწინებული
ოპოზიციის
თანამდებობის
მონაწილეობის
პირების
გარეშე
დანიშვნას,
ჩაითვლება
გათავისუფლებას
ოლიგარქიული
ეხება,
მმართველობის
ხელშემწყობ გადაწყვეტილებად და მიიჩნევა ანტიკონსტიტუციურად.
მუხლი 6. მმართველობის ანტიოლიგარქიული პრინციპები
1. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებთან შესაბამისობა.
2. სახელმწიფო მმართველობის ერთპარტიული სისტემის დაუშვებლობა მათ
შორის ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტების) დონეზე;
3.
საჯარო
მმართველობის
ნებისმიერ
ორგანოზე,
თანამდებობის
პირზე
კერძო/პირადი ინტერესების გატარების მიზნით ზეგავლენის დაუშვებლობა;
4. სახელმწიფო/ადმინისრტაციული რესურსების საჯარო ინტერესების საზიანოდ
პირადი ინტერესებისთვის გამოყენების დაუშვებლობა.
5. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ორგანოების პოლიტიკურ,
ადმინისტრაციულ და ფისკალურ უფლებამოსილებებში ჩარევისა და შეზღუდვის
დაუშვებლობა.
6. ოლიგარქთან დაკავშირებული ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია
არის საჯარო და საქვეყნოობის პრინციპის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს მას.
მუხლი 7. პოლიტიკური საქმიანობა
პირი ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას თუ:
ა) არის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “თ’
ც4და
“ი”
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
თანამდებობის
პირი;
აგრეთვე:
აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს ის ხელმძღვანელი რომელიც არ
შედის
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობაში,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილეები,
გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილეები, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტები, საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი
ორგანოების წევრები, ან საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ბ)
არის
პოლიტიკური
გაერთიანების
დამფუძნებელი,
ან/და
იკავებს
ხელმძღვანელ თანამდებობას;
გ) პირადად ან/და დაკავშირებული პირების მეშვეობით აფინანსებს პოლიტიკური
გაერთიანების საქმიანობას;
დ) პირადად, ასევე, მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით მონაწილეობს
პოლიტიკური გაერთიანების ან ცალკეული სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში;
ე) გააჩნია სააჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი,საზოგადოებრივი
აზრის ფორმირებისთვის ღებულობს მონაწილეობას საჯარო გამოსვლებში, მიმართვებში;
მუხლი 8. ეკონომიკური ზეგავლენა
1. პირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონეა:
ა) თუ გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება,
ბ) სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული
აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35%-ს, ან/და
გ) მას, მისი ოჯახის წევრებსა და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ
საქართველოს მიწის რესურსის 7 % -ზე მეტი.
მუხლი
9.
ზეგავლენა
საჯარო
უფლებამოსილების
ორგანოებზე
ან
მათ
ნებისმიერი
ფორმით
ზეგავლენის
პირის,
პოლიტიკური
თანამდებობის პირებზე
1.
დაუშვებელია
განხორციელება
ფარული
სახელმწიფო
ან
პოლიტიკური
სხვა
თანამდებობის
თანამდებობის პირის, სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ საკუთარი ან სხვა პირის
სასარგებლოდ პოლიტიკური ან ეკომონიკური ინტერესის, ფულის, ფასიანი ქაღალდის,
სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის მიღების მიზნით.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება იწვევს სისხლის
სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10. მნიშვნელოვანი გავლენა მედია მომსახურების საშუალებებზე
1. ამ კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიზნებისთვის პირი ახორციელებს
მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე, თუ იგი:
ა) არის საქართველოს კანონებით „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი პირის, ან
ავტორიზებული პირის, აგრეთვე ბეჭდური მედია საშუალების, საინფორმაციო სააგენტოს
ბენეფიციარი მესაკუთრე.
ბ) არის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან
დაკავშირებული პირი.
მუხლი
11. ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონებისა და
ნორმატიული აქტების გასაჩივრების წესი.
1. ნებისმიერი ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს საკონსტიტუციო
სასამართლოში გაასაჩივროს ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონების და
სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4
მუხლებთან მიმართებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელი
განიხილება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს
ორგანული კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 12. ოლიგარქად ცნობა
1. პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო
სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე.
2. პირის ოლიგარქად ცნოს გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმი.
3.
საკონსტიტუციო
სასამართლო
პირის
ოლიგარქად
ცნობის
შესახებ
კონსტიტუციურ ცარდგინებას იხილავს რიგგარეშედ.
4.
საკონსტიტუციო
სასამრთლოს
მიერ
ამ
მუხლით
დადგენილი
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 13 . პირის ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობა
1. პირი ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ითვლება თუ იგი:
ა)
დაკავშირებულია
ოლიგარქთან
კომერციული,
პოლიტიკური,
სამსახურებრივი თუ სხვა საქმიანი ინტერესით;
ბ) თუ მას აქვს ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის მფლობელობაში
არსებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო საზოგადოებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ წილი
(ხმის უფლება);
2. საკონსტიტუციო სასამართლო პირის ოლიგარქად ცნობის განხილვის ეტაპზე
ადგენს ასევე ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
აღინიშნება ოლიგარქთან დაკავშირებული პირების მონაცემები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
პირის ოლიგარქთან დაკავშირებული პირად მითითება, ამ კანონის მე-14 მუხლით
განსაზღვრულ ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრში შეყვანის საფუძველია.
მუხლი 14. ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრი
1. პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება
არის ამ პირის
ოლიგარქთა რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) შეყვანის საფუძველი.
2.
რეესტრის
მეშვეობით
ხორციელდება
ოლიგარქებისა
და
მათთან
რეესტრში შეყვანილი პირების
შესახებ
დაკავშირებული პირების აღრიცხვა.
3. რეესტრის წარმოების მიზანია
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის, მისი შექმნისა და წარმოების
წესებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
5. რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობის შესახებ
გადაწყვეტილება;
ბ) ოლიგარქად , დაკავშირებულ პირად ცნობილი პირის გვარი, სახელი ;
გ) პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება და იმ
გარემოებათა დასაბუთება, რომელთა საფუძველზედაც ეს გადაწყვეტილება იქნა
მიღებული;
დ) იმ იურიდიულ პირთა ჩამონათვალი, სადაც ოლიგარქი საბოლოო
ბენეფიციარია;
ე) იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა ჩამონათვალი,
სადაც ოლიგარქი
ახორიცელებდა პოლიტიკურ საქმიანობას ამ კანონით განსაზღვრული მე-6 მუხლის
შესაბამისად.
ვ) იმ საწარმოს, მედია საშუალების ან/და პოლიტიკური გაერთიანების
ჩამონათვალი, რომლის მეშვეობითაც მიიჩნევა პირი ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია რეესტრში
შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 კალენდარული
დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა გაეგზავნოს იმ პირს, რომლის მიმართაც ეს
გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მუხლი 15. ოლიგარქად და დაკავშირებულ პირად ცნობის სამართლებრივი
შედეგები
1. პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და
შესაბამის
რეესტრში
შეყვანის
შემდეგ,
დაუშვებელია
ოლიგარქის,
მისი
წარმომადგენლების, ოჯახის წევრების და დაკავშირებული პირების მიერ პოლიტიკური
პარტიების დაფუძნება ან/და პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი
მონაწილეობა.
2. პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და
შესაბამის რეესტრში შეყვანის შემდეგ, ოლიგარქს, მის წარმომადგენლებს, ოჯახის წევრებსა
და დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებსა
და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზაციაში.
3. პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ
პირად და ამავდროულად მასზე ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“, ვალდებულია, რეესტრში შეყვანისთანავე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
4. პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად
ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო
და ქონების გადასახადები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
მიუხედავად ამ შემოსავლის მიღების წარმომავლობის და ტერიტორიისა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აკმაყოფილებს
ოლიგარქის, დაკაშირებული პირის კრიტერიუმებს, შესაბამისი სტატუსის დადგენიდან
ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, პირი ითვლება არაუფლებამოსილად და მის მიერ გამოცემულ ყველა
სამართლებრივ აქტზე გავრცელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 16. კონტაქტების დეკლარაცია
1. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს, თანამდებობაზე განმწესებამდე ანდა
საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების დაწყებამდე
აქვთ წინასწარი და უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში შემდგომი
დეკლარირების ვალდებულება ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრში
შეყვანილ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან შესაძლო კონტაქტის შესახებ.
2. რეესტრში შეყვანილ პირთან კონტაქტი გულისხმობს, ოლიგარქთან და მასთან
დაკავშირებულ პირთან ნებისმიერი ოჯახური, ნათესაური, საქმიანი კავშირის შესახებ
დეკლარირების ვალდებულებას. აგრეთვე, შეხვედრას, საუბარს კომუნიკაციის ყველა
ფორმითა და საუბრის ნებისმიერი შინაარსით, გარდა ოფიციალურ ღონისძიებებისა და
შეხვედრებისა, რომლებიც მიმდინარეობს საჯარო ფორმატში.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომი დეკლარირების ვალდებულება
გულისხმობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების ვალდებულებას
რეესტრში შეყვანილ პირთან, ან მის წარმომადგენელთან კონტაქტის შემთხვევაში,
არაუგვიანეს მეორე დღისა შესაბამის ორგანოში წარადგინონ კონტაქტების დეკლარაცია.
4. წინასწარი დეკლარირების წარდგენის ვალდებულება აქვთ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს,
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს;
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; საქართველოს პარლამენტის
წევრს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს;
მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს; საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს; აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს და
მათ მოადგილეებს; სახელმწიფო რწმუნებულს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებს, მუნიციპალიტეტის მერს, მერის
მოადგილეს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
გ) სახელმწიფო კოლეგიურ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და წევრეს;
დ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს;
ე) საჯარო სამართლის იურიდული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს თავმდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
ხელმძღვანელებს;
საქართველოს
სამსახურის
სტრუქტურული
ქვედანაყოფების
გენერალური
პროკურატურის
სტრუქტურული
ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;
ვ) საქართველოს სახალხო დამცველს;
ზ) უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალების
თანამშრომლებს; სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელებსა და სხვა ორგანოების
თანამშრომლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უმაღლესი სპეციალური წოდება.
4. კონტაქტების დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) კონტაქტების დეკლარაციის წარმდეგინი პირის ვინაობას;
ბ) ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრში შეყვანილი იმ პირის, ან მისი
წარმომადგენლის
კომუნიკაცია.
ვინაობას
რომელთანაც
დეკლარაციის
წარმდგენ
პირს
ჰქონდა
გ) შეხვედრის/კომუნიკაციის თარიღსა და ადგილს, კომუნიკაციის ფორმას,
საკითხს რომელიც კომუნიკაციის ფარგლებში იქნა განხილული.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს
დამრღვევი პირის მიმართ პოლიტიკურ ან/და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
6. მონაცემები ქვეყნდება პროაქტიულად.
მუხლი 17. ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება
1. ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პირი ერთდროულად არ
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სულ მცირე
2 სავალდებულო კრიტერიუმს.
2. ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, რეესტრში შეყვანილი პირის დასაბუთებული
განცხადების საფუძველზე.
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე ამ კანონით
განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს ახორციელებს
საქართველოს
პარლამენტი.
პარლამენტი
გადაწყვეტილებას
იღებს
ორმაგი
⅔-ის
პრინციპით (უმრავლესობის ⅔ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატთა ხმათა
⅔).
2. შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის
ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების
გამოცემა.
მუხლი 19 . დასკვნითი დებულებები
1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-11, მე-12, მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4
პუნქტებისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-11, მე-12, მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-17
მუხლის
მე-2
პუნქტი
ამოქმედდეს
საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილებების განხორციელების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
შესაბამისი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ოფიციალური განცხადებით მიმართა ევროკავშირს
ბლოკში გაწევრიანების მოთხოვნით. 7 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ელჩების შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს, უკრაინისა და
მოლდოვას განცხადებები ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, შეხვედრის შემდგომ კი
აღნიშნული განცხადებები ევროპულ კომისიას გაეგზავნა განსახილველად. ევროკომისიამ
საქართველოს გადასცა კითხვარი 2 ნაწილად, პირველი ნაწილის ძირითად ამოცანას
წარმოადგენდა საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება ევროინტეგრაციის
ფარგლებში და იმის განსაზღვრა თუ რამდენად მზად არის ქვეყანა ევროკავშირის
წევრობის კანდიდატობისთვის, მეორე კითხვარი კი ადგენს რამდენად მორგებულია
საქართველოს კანონმდებლობა ევროპულთან და რამდენად მზადაა საქართველო
შეასრულოს ევროკავშირის წევრობით დაკისრებული ვალდებულებები. 2022 წლის 17
ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით
დასკვნა, ამავდროულად საქართველოს განესაზღვრა 12 პირობა რომელთა შესრულების
შედეგადაც საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის მიერ გაცემული
რეკომენდაციებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ,,დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, რაც
გულისხმობს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფის მიერ გადაჭარბებული
ზეგავლენების აღმოფხვრას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საჯარო ცხოვრებაზე, რაც
თავის მხრივ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური პრინციპების მოქმედებას, ასუსტებს ან
საერთოდ შლის ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ ბალანსს.
აღნიშნული კანონის მიღების მიზანს, სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციების
შესრულება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრული პრინციპების აღსრულების მექანიზმი გახდება და ამავდროულად
უპასუხებს საქართველოს მოსახელეობის უმრავლესობის სურვილს, რომ საქართველო
გახდეს ევროკავშირის წევრი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტიური ორგანოები თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპის
კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს
სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი,
როგორც საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია საქართველოში არსებული ფაქტობრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც
იქნება ქმედითი, აღსრულებადი და სრულად უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც
,,ოლიგარქიული მმართველობას” უკავშირდება.
შესაბამისად კანონის პროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას
ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა და
შემუშავებული პროექტი მორგებული უნდა იყოს სწორედ ამ გარემოებებზე, პასუხობდეს
არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით აღიარებულია, რომ საქართველო არის
დემოკრატიული რესპუბლიკა. ხოლო, მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპი.
თანამედროვე სამყაროში დემოკრატიას, როგორც მმართველობის ერთ-ერთ ფორმას, ყველა
სხვა დანარჩენთან შედარებით უპირატესობა გააჩნია. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ
გულისხმობს დემოკრატიული მოდელის სრულყოფილებასა და უნაკლოებას, თუმცა
საზოგადოება თანხმდება, რომ უკეთესი მმართველობის ფორმა არ არსებობს. ჯერ კიდევ
1990-იანი წლებისთვის, მსოფლიოს დაახლოებით 120 ქვეყანა,დამოუკიდებელი ქვეყნების
60 პროცენტზე მეტი-საარჩევნო დემოკრატიას წარმოადგენდა.
„ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ გარანტიას,
კონსტიტუციის სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად, წარმოადგენს დემოკრატიული და
სამართლებრივი სახელმწიფოს უზრუნველმყოფელი ნორმა-პრინციპები, რომლებიც
განაპირობებენ მთლიანად კონსტიტუციის შინაარსს. სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპი გულისხმობს რა, რომ ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას,
კანონს და მთლიანად სამართალს. (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და
საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,
№1/3/407, 26 დეკემბერი, 2007).
შემოთავაზებული კანონი მიზნად ისახავს ის რისკები, რომელიც არათავსებადია
კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. შესაბსამისად,
ოლიგარქის ცნებაში მოიაზრება პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური
ძალაუაფლება და ამ ძალაუფლების გამოყენების გზით არღვევს სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპს; ზემოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე,
რომელიც იწვევს ხელისუფლების დანაწილების და ბალანსის პრინციპის მოშლას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მმართველობის ფორმა, რომელიც გვევლინება საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების შტოებს შორის
ბალანსის ხელშემშლელ ფაქტორად, შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროპული
ინტეგრაციას, მოითხოვს დამატებით საკანომდებლო მოწესრიგებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12
პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რაც საქართველოს დააახლოებს
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შეიქმნას ოლიგარქის და ოლიგარქიული მმართველობის შეკავებისა და
აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლები;
განიმარტოს ოლიგარქის ტერმინი და დადაგინდეს შესაბამისი კრიტერიუმები,
რომელთა არსებობის შემთხვევაში მოხდება პირის ოლიგარქად იდენტიფიცირება
და ცნობა;
შეიქმნას სამართლებრივი გარანტიები ოლიგარქიული მმართველობისათვის
დამახასიათებელი თავისებურებების საკანონმდებლო დონეზე აღმოსაფხვრელად,
რომელბიც უზრუნველყოფენ საჯარო მმართველობის ნებისმიერ ორგანოზე,
თანამდებობის პირზე კერძო/პირადი ინტერესების გატარების მიზნით ზეგავლენის
დაუშვებლობას, ხოლო ასეთი ფაქტიდს დადგენის შემთხვევაში შეიქმნას სათნადო
რეაგირების სამართლებრივი მექანიზმები.
გამომდინარე იქიდან, რომ პირის ოლიგარქად აღიარება დაკავშირებულია
კონკრეტული ადამიანის უფლებრივ შეზღუდვებთან, ინდივიდუალური და
საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალსანსის უზრუნვეყოფის მიზნით,
პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება ენიჭება საკონსტიტუციო
სასამართლოს. თუმცა, წარმოადგენილი პროექტით, შესაბამისი საკონსტიტუციო
ცვლილებების მიღებამდე, გარდამავალი დებულებების თანახმად, პირის
ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება მინიჭბული აქვს საქართველოს
პარლამენტს.
კანონპროექტით შემოთავაზებული ოლიგარქთა რეესტრის არსებობა, რომელსაც
აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო. პირი მოხვდება ოლიგარქთა რეესტრში
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. რეესტრიდან
ამორიცხვის შესახებ ოლიგარქად ცნობილ პირს შეუძლია მიმართოს ასევე
იუსტიციის მინისტრს, თუ ის თვლის, რომ უკვე აღარ არსებობს ის კრიტერიუმები
კუმულატიურად, რაც გახდა მისი ოლიგარქთა რეესტრში შეყვანის საფუძველი.
იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული აქტი წარმოადგენს ინვიდიუალურადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართაც მოქმედებს
კანონმდებლობით უკვე არსებული გასაჩივრების წესი. შესაბამისად, პირის
უფლებრივი დაცვის კუთხით, თუ ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ
განმცხადებელი პირი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა არ იმსჯელა
კანონიერად და გამოსცა უკანონო აქტი, შეუძლია იდავოს საერთო სასამართლოში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის
განსაზღვრული ვალდებულებების დროულ შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია”
არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე,
სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ ვადებში.
კანონპროექტის რიგი მუხლების ამოქმედება დაკავშირებულია საკონსტიტუციო
ცვლილებებთან და მათი ამოქმედება მოხდება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების
შემდეგ.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება პირის
ოლიგარქად ცნობის ან ოლიგარქიული მმართველობის დადგენის უფლებამოსილება, ამ
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
საქმიანობისთვის
განკუთვნილი
საბიუჯეტო
ასიგნებებიდან.
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება ,,ოლიგარქთა და
დაკავშირებულ პირთა” რეესტრის ფორმირება, წარმოება, შესაბამის პირთა რეესტრში
შეყვანა და ამორიცხვა, ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები
დაიფარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობისთვის განკუთვნილი
საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებიც ცნობილი იქნებიან ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებად.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობილ
პირს, ეზღუდება გარკვეული ფინანსური აქტივობები. აქედან გამომდინარე,
კანონპროექტი სათანადო გავლენას იქონიებს აღნიშნული პირების ფინანსურ აქტივობებსა
და ამ აქტივობებით მოსარგებლე პირთა შემოსავლებზე.
პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოლიგარქის, დაკაშირებული პირის კრიტერიუმებს,
შესაბამისი სტატუსის დადგენიდან ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან ან
შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა, აღნიშნული კი ფინანსურ გავლენას იქონიებს ამ
პირებზე, ვინაიდან ვეღარ მიიღებენ ამ თანამდებობისთვის განკუთვნილ შრომის
ანაზღაურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ლევან ბეჟაშვილი
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი
ერთობაშია“
ნაციონალური
მოძრაობა“
გაერთიანებული
ოპოზიცია
„ძალა