„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”
- „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(წწწ.მატსნე.გოვ.გე),
პარლამენტის
უწყებანი, 001, 27/02/1996, სარეგისტრაციო კოდი: 110.030.000.05.001.000.123) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ” და “ო”ქვეპუნქტები:
,,ნ) პირის ოლიგარქად ცნობის საკითხები.
ო) ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონების და სხვა ნორმატიული
აქტების
შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის
მე-3 და მე-4 მუხლებთან
მიმართებით.”
2. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-191 მუხლი:
,,მუხლი 191.
საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების
საფუძველზე უფლებამოსილია
განიხილოს და გადაწყვიტოს პირის ოლიგარქთა
რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი.“
3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“, „მ“ და ,,ნ”
ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული
კანონის ნორმის კონსტიტუციურობის
სასამართლოს პლენუმი.
საკითხებს
განიხილავს
საკონსტიტუციო
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“, „ლ“ და ,,ო”
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგია.”
4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
,,42. პირის ოლიგარქად ცნობისა ან/და ოლიგარქიული მმართველობის ფაქტის
დადგენის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3
თვეს.”
5. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ლ“ და “ო” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე
იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის
დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი
ნაწილის
ძალადაკარგულად
ცნობას
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
6. 23-ე მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 პუნქტი:
,,71. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლო პირს ცნობს ოლიგარქად. საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილება “ოლიგარქიული
მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოლიგარქთა
რეესტრში პირის შეყვანის საფუძველია.“
7. 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-91 პუნქტი:
,,91. ამ კანონის მე-191 მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ დაინტერესებული პირის განცხადების დაკმაყოფილება პირის
ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია.“
8. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“,
„დ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ და “ო” ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას ამოწმებს მისი
შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
9. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი:
,,41.
ამ
კანონის
გათვალისწინებულ
მე-19
შემთხვევაში
მუხლის
პირველი
საკონსტიტუციო
პუნქტის
სასამართლო
„ნ“
ქვეპუნქტით
აფასებს
პირის
ოლიგარქად ცნობის საკითხს.”
10. 312-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა
კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო
რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“,
„მ“ და ,,ნ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (ამავე კანონის
38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.”
11. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პრიმა პუნქტი :
11.
საკონსტიტუციო
სასამართლოში
ოლიგარქიული
ხელშემწყობი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების
მმართველობის
საქართველოს კონსტიტუციის
მე-3 და მე-4 მუხლებთან შესაბამისობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ
და იურიდიულ პირს.
12. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
ამ მუხლის პირველი და პირველი პრიმა პუნქტებით გათვალისწინებულ
საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი
კონსტიტუციური სარჩელი. თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს
კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ
აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობისას კი,
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხენი არიან საქართველოს
პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი
ორგანოები.“
13. 414. მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 415 და 416 მუხლები:
,, მუხლი 415
1.
ამ
კანონის
მე-19
მუხლის
პირველი
პუნქტის
,,ნ”
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის
უფლება აქვს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე მოპასუხეა ის
პირი, ან პირთა წრე, რომელთა ქმედებებშიც მოსარჩელის აზრით იკვეთება საქართველოს
კონსტიტუციისა და “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს კანონის
დარღვევის ანდა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.
მუხლი 416.
1. ამ კანონის მე-191 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო
სასამართლოში
განცხადების
შეტანის
საკონსტიტუციო
სასამართლოს
უფლების
გადაწყვეტილების
მქონე
დაინტერესებული
საფუძველზე
პირია
,,ოლიგარქთა
და
დაკავშირებულ პირთა რეესტრში“ შეყვანილი სუბიექტი.“
15. 43-ე მუხლს მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-151 .პუნქტი:
,, 151 . მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ საქმეებზე
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებსა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ” საქართველოს
კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული რეესტრის წარმოების მიზნით. “
მუხლი 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ კანონის
ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში განსაზღვრის პირის ოლიგარქთა რეესტრიდან
ამორიცხვის განხილვის წესი და უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისი განცხადების
სააპლიკაციო ფორმის შემუშავება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
შემოთავაზებული კანონის პროექტი წარმოადგენს ,,ოლიგარქიული მმართველობის
წინააღმდეგ“ კანონის პროექტის თანმდევ პროექტს და მიზნად ისახავს იმ რისკების
დაზღვევის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციით
აღიარებულ
დემოკრატიულ
სახელმწიფოსთან.
,,დეოლიგარქიზაციის”
პირობა
კომპლექსურად უნდა შეფასდეს და ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან ერთად უნდა
გადაიხედოს და ცვლილებები განხორციელდეს თანმდევ კანონებშიც. ერთ-ერთი სწორედ
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული
კანონია. ძირითადი პროექტით შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, პირის
ოლიგარქად და მასთან დაკავშირებული პირების ცნობის ფაქტს ადგენს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო. ვინაიდან აღნიშნული საქართველოს საკანონმდებლო
სივრცეში წარმოადგენს სიახლეს, აუცილებელია ,,საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არაერთ მუხლში ცვლილების
განხორციელება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტიური ორგანოები თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპის
კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს
სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი,
როგორც საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია საქართველოში არსებული ფაქტობრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც
იქნება ქმედითი, აღსრულებადი და სრულად უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც
,,ოლიგარქიული მმართველობას” უკავშირდება. კანონის პროექტის შემუშავების პროცესში
გათვალისწინებული უნდა იქნას ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური და
სამართლებრივი მდგომარეობა და შემუშავებული პროექტი მორგებული უნდა იყოს
სწორედ ამ გარემოებებზე, პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს.
შემოთავაზებული კანონი მიზნად ისახავს იმ რისკების დაზღვევას, რომელიც
არათავსებადია კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მმართველობის ფორმა, რომელიც გვევლინება საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების შტოებს შორის
ბალანსის ხელშემშლელ ფაქტორად, შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროპული
ინტეგრაციას, მოითხოვს დამატებით საკანომდებლო მოწესრიგებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12
პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რაც საქართველოს დააახლოებს
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილება კონსტიტუციური
სარჩელის საფუძველზე განიხილოს და გადაწყვიტოს პირის ოლიგარქად ცნობის
საკითხი და ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონების და სხვა
ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4
მუხლებთან მიმართებით;
პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმი, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონების და სხვა
ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4
მუხლებთან მიმართებით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია;
პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობი კანონების და სხვა ნორმატიული
აქტების
ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად
ცნობას
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილება
“ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს
კანონით განსაზღვრულ ოლიგარქთა რეესტრში პირის შეყვანის საფუძველია;
საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებული პირის დასაბუთებული
განცხადების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს პირის
ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილება
პირის ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია;
საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს პირის ოლიგარქად ცნობის
საკითხს;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის
განსაზღვრული ვალდებულებების დროულ შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია”
არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე,
სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ ვადებში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება პირის
ოლიგარქად ცნობის ან ოლიგარქიული მმართველობის დადგენის უფლებამოსილება, ამ
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
საქმიანობისთვის
განკუთვნილი
საბიუჯეტო
ასიგნებებიდან.
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება ,,ოლიგარქთა და
დაკავშირებულ პირთა” რეესტრის ფორმირება, წარმოება, შესაბამის პირთა რეესტრში
შეყვანა და ამორიცხვა, ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები
დაიფარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობისთვის განკუთვნილი
საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ იმ პირებზე, რომლებიც
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე
,,ოლიგარქად” იქნება ცნობილი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ლევან ბეჟაშვილი
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი
ერთობაშია“
ნაციონალური
მოძრაობა“
გაერთიანებული
ოპოზიცია
„ძალა