„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/266/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, No41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 339 პრიმა მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3392 მუხლი : “მუხლი 3392. ზეგავლენა საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე. 1. ოლიგარქის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიმართ ნებისმიერი ფორმით არამათლზომიერი ზეგავლენის განხორციელება მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის მიღების მიზნით, მიუხედავად სასურველი შედეგის დადგომისა ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩადენილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: შემოთავაზებული კანონის პროექტი წარმოადგენს „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონის პროექტის თანმდევ პროექტს და მიზნად ისახავს იმ რისკების დაზღვევის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ,,დეოლიგარქიზაციის” პირობა კომპლექსურად უნდა შეფასდეს და ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან ერთად უნდა გადაიხედოს და ცვლილებები განხორციელდეს თანმდევ კანონებშიც. ერთ-ერთი სწორედ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსია”, შემოთავაზებული ცვლილების თანახმად უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედების კრიმინალიზება, როგორიცაა ოლიგარქისა და მასთან დაკავშირებული პირის მიერ კერძო ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიმართ ნებისმიერი ფორმით არამათლზომიერი ზეგავლენის განხორციელება. შესაბსამისად, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია ასეთი ქმედების კრიმინალიზების გზით კონსტიტუციური პრინციპების, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხელისუფლების დანაწილებისა და ბალანსის პრინციპების აღსრულება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მმართველობის ფორმა, რომელიც გვევლინება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ხელშემშლელ ფაქტორად, შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციას, მოითხოვს დამატებით საკანომდებლო მოწესრიგებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რაც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3392 მუხლი, რომლის თანახმადაც :  ოლიგარქის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიმართ ნებისმიერი ფორმით არამათლზომიერი ზეგავლენის განხორციელება მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის მიღების მიზნით, მიუხედავად სასურველი შედეგის დადგომისა ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.  ზემოხსენებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების დროულ შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია” არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ ვადებში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთო სასამართლოები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ამ უწყებების არსებული ასიგნებების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროებას. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხარჯებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 იანვრის N1260 წერილის მიხედვით, 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშუალო თვიური ხარჯი შეადგენს 1 357,5 ლარს. (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებები. სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ ახდენს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ლევან ბეჟაშვილი ვ ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ერთობაშია“ ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა