„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”
- „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს
შემდეგი შინაარსის 228(4) მუხლი:
,,მუხლი 228 (4). პირის ოლიგარქად, ოლიგარქიულ მმართველობად და დაკავშირებულ
პირად ცნობის დროებითი წესი
1.საქართველოს
გათვალისწინებული
ოლიგარქად,
კანონით
“ოლიგარქიული
საკონსტიტუციო
დაკავშირებულ
პირად
ცვლილებების
ცნობის
მმართველობის
წინააღმდეგ”
განხორციელებამდე
შესახებ
გადაწყვეტილებას
პირის
იღებს
საქართველოს პარლამენტი.
2. საკითხის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ
მეხუთედს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე პარლამენტი
გადაწყვეტილებას იღებს ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით, კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს ორმაგი ⅔-ის პრინციპით, რაც გულისხმობს
უმრავლესობის დეპუტატთა ხმათა ⅔-ს
და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი
დეპუტატთა ხმათა ⅔-ს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ქვეყნდება
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება
იუსტიციის სამინისტროს, ოლიგარქად ცნობილი პირის ოლიგარქთა რეესტრში შეყვანის
მიზნით.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
შემოთავაზებული რეგლამენტის პროექტი წარმოადგენს „ოლიგარქიული მმართველობის
წინააღმდეგ“ კანონის პროექტის თანმდევ პროექტს. „ოლიგარქიული მმართველობის
წინააღმდეგ“
კანონის
პროექტი
გულისხმობს
საკანონმდებლო
დონეზე
განსახორციელებელ ცვლილებებს, რომლებიც ასევე მოითხოვს “საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში”
ცვლილებების
შეტანას.
ძირითადი
პროექტით
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, საჭიროა “საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში” დამატებით მუხლად გაიწეროს პირის ოლიგარქად, ოლიგარქიულ
მმართველობად და დაკავშირებულ პირად ცნობის დროებითი წესი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანოპროექტის მიღების შედეგად საქართველოს
განისაზღვრება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
პარლამენტის
რეგლამენტით
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
გამომდინარე იქიდან, რომ „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონის
პროექტის მიხედვით, პირის ოლიგარქად აღიარება დაკავშირებულია კონკრეტული
ადამიანის უფლებრივ შეზღუდვებთან, ინდივიდუალური და საჯარო ინტერესებს შორის
სამართლიანი ბალსანსის უზრუნვეყოფის მიზნით, პირის ოლიგარქად აღიარების
უფლებამოსილება ენიჭება საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, წარმოადგენილი
პროექტით, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, გარდამავალი
დებულებების თანახმად, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება მინიჭბული
აქვს საქართველოს პარლამენტს, რამაც განაპირობა “საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში” ცვლილებების პროექტის შემუშავება.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობისმიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის
პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტი
ძალაში
შედის
გამოქვეყნებისთანავე.
რეგლამენტის
პროექტის
ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების დროულ
შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია” არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის
ევროინტეგრაციის გზაზე, სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ
ვადებში.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ იმ პირებზე,
რომლებიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე ,,ოლიგარქად” და
„დაკავშირებულ პირად“ იქნება ცნობილი.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტისშემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
ლევან ბეჟაშვილი
ვ ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ერთიანი
ერთობაშია“
ნაციონალური
მოძრაობა“
გაერთიანებული
ოპოზიცია
„ძალა