„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/266/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვს პირს რომელიც ცნეს ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად და შეყვანილია შესაბამის რეესტრში. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: შემოთავაზებული კანონის პროექტი წარმოადგენს „ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონის პროექტის თანმდევ პროექტს და მიზნად ისახავს იმ რისკების დაზღვევის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ,,დეოლიგარქიზაციის” პირობა კომპლექსურად უნდა შეფასდეს და ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან ერთად უნდა გადაიხედოს და ცვლილებები განხორციელდეს თანმდევ კანონებშიც. ერთ-ერთი სწორედ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებები. პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის შემდეგ, ოლიგარქს, მის წარმომადგენლებს, ოჯახის წევრებსა და დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზაციაში. შესაბამისად “ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონში აღნიშნული ჩანაწერილი მოითხოვს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს, რათა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით განხორციელებული ცვლილებებით არ დაირღვეს შესაბამისობა საქართველოს კანონებს შორის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მმართველობის ფორმა, რომელიც გვევლინება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ხელშემშლელ ფაქტორად, შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციას, მოითხოვს დამატებით საკანომდებლო მოწესრიგებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რაც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, “სახელმწიფო შესყიდვების” 24-ე მუხლს ემატება მე-16 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვს პირს, რომელიც შეყვანილია “ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა” რეესტრში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების დროულ შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია” არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ ვადებში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებები. სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევეს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, პირები რომლებიც ცნობილი იქნებიან ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებად და რომელებიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში, შეუმცირდებათ მისაღები შემოსავლები ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ლევან ბეჟაშვილი ვ ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ერთობაშია“ ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა