„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/266/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997, სარეგისტრაციო კოდი: 010.290.000.05.001.000.283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, 392 მუხლის შემდეგ დაემატოს 393 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 393. 1.პირი რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში ეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან/და პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა. 2.პირი რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა და უფლება არ აქვ ეკავოს რაიმე თანანმდებობა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებში. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ოფიციალური განცხადებით მიმართა ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების მოთხოვნით. 7 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განცხადებები ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, შეხვედრის შემდგომ კი აღნიშნული განცხადებები ევროპულ კომისიას გაეგზავნა განსახილველად. ევროკომისიამ საქართველოს გადასცა კითხვარი 2 ნაწილად, პირველი ნაწილის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება ევროინტეგრაციის ფარგლებში და იმის განსაზღვრა თუ რამდენად მზად არის ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის, მეორე კითხვარი კი ადგენს რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულთან და რამდენად მზადაა საქართველო შეასრულოს ევროკავშირის წევრობით დაკისრებული ვალდებულებები. 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დასკვნა, ამავდროულად საქართველოს განესაზღვრა 12 პირობა რომელთა შესრულების შედეგადაც საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ,,დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, რაც გულისხმობს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფის მიერ გადაჭარბებული ზეგავლენების აღმოფხვრას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საჯარო ცხოვრებაზე, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური პრინციპების მოქმედებას, ასუსტებს ან საერთოდ შლის ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ ბალანსს. აღნიშნული კანონის მიღების მიზანს, სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპების აღსრულების მექანიზმი გახდება და ამავდროულად უპასუხებს საქართველოს მოსახელეობის უმრავლესობის სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტიური ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც იქნება ქმედითი, აღსრულებადი და სრულად უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც ,,ოლიგარქიული მმართველობას” უკავშირდება. შემოთავაზებული კანონის პროექტი წარმოადგენს „ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონის პროექტის თანმდევ პროექტს და მიზნად ისახავს იმ რისკების დაზღვევის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ,,დეოლიგარქიზაციის” პირობა კომპლექსურად უნდა შეფასდეს და ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან ერთად უნდა გადაიხედოს და ცვლილებები განხორციელდეს თანმდევ კანონებშიც. ერთ-ერთი სწორედ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონია. ძირითადი პროექტით შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, პირი რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში ეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან/და პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა. ვინაიდან აღნიშნული საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში წარმოადგენს სიახლეს, აუცილებელია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მმართველობის ფორმა, რომელიც გვევლინება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ხელშემშლელ ფაქტორად, შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციას, მოითხოვს დამატებით საკანომდებლო მოწესრიგებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რაც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების თანახმად, გარდამავალ დებულებებში ემატება 39(3) მუხლი, რომელიც განსაზღვრავს შემდეგს:  პირი რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში ეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან/და პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა.  პირი რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა და  პირს, რომელიც შეყვანილია ოლიგარქთა და ოლიგაქთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანანმდებობა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების დროულ შესრულებასთან, ვინაიდან ,,ოლიგარქია” არსებით გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის სავალდებულოა მისი აღმოფხვრა რაც შეიძლება შემცირებულ ვადებში. გზაზე, ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ორგანული კანონის პროექტი ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებები. სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ორგანული კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ორგანული კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ორგანული კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ლევან ბეჟაშვილი ვ ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ერთობაშია“ ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა