საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე, 2024 წლის 25 ივნისის მდგომარეობით

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9214/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-26
ბიუროს ნომერი 369 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9214/24 25-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, 2024 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. დანართი: 25 ფურცელი. 1.საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2024 წლის 25 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა (18 ფურცელი); 2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 22 მარტიდან – 2024 წლის 25 ივნისამე დროის მონაკვეთში, ან ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (7 ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2024 წლის 25 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი (ცვლილება N975-VIმს-Xმპ, 2.11.2021) მუხლი 75 33. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს: ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 03.06.2024) ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 03.06.2024) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ N6823-რს, 14.07.2020 მუხლი 37. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;  ნაწილობრივ შესრულებულია. საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 1 ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია) 2.საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6833-რს, 14.07.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  ნაწილობრივ შესრულებულია. საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია) 3. საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361-IVმს-Xმპ; 16.03.2021) მუხლი 64 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე № 2251-IXმს-Xმპ; 02.11.2022 მუხლი 2. 2 4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა/ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 30.05.2024) 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №3822-XIIIმს-Xმპ, 30.11.2023 მუხლი 2 8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი პირველი მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე დანიშვნა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 30.05.2024) 3. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3575-XIIIმს-Xმპ, 19.10.2023 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (06.05.2024-მდე) უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია) 4. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3664-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (05.06.2024-მდე) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია) 5. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3662-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023 მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (05.06.2024-მდე) უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია) 3 6. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3663-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023 მუხლი 2 2. 2024 წლის 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია18.06.2024) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5948-სს, 22.05.2020 მუხლი 67 1. 1. საქართველოს მთავრობამ: ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია) ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.  მიმდინარეობს მუშაობა. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. თბილისის აგლომერაციისათვის და შავი ზღვის ზონისათვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების დამტკიცება დაგეგმიალია 2024 წლისთვის (კომიტეტის ინფორმაცია) 4 2. საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ (ცვლილება N1356-VIIIმს-Xმპ, 1.02.2022) მუხლი 40. გარდამავალი დებულებები 11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.  მიმდინარეობს მუშაობა. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა (მენეჯმენტის გეგმები) შემუშავებული და ატვირთულია საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროებთან შესათანხმებლად. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 3. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (ცვლილება №3308-XIმს-Xმპ, 28.06.2023) მუხლი 58. 3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა. წინასწარ დასაბთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან საბოლოო კონსულტაციისა პოზიციების შეჯერების შემდეგ წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ბ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულია და საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „ საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული 5 ინტეგრირებული გეგმა “ ( № 07-2/352; 25.12.2023). დოკუმენტი განხილულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულმა გეგმამ ჩაანაცვლა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ვ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მიმდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ზ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მიმდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) თ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა;  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მიმდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ი) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) შემუშავებულია წესების სამუშაო ვერსია. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) 6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ე) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცება.  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) შემუშავებულია წესების სამუშაო ვერსია და მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან: 6 ბ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია კანონის პროექტი. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 162. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად;  ნაწილობრივ შესრულებულია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიიდან მიღებული ინფორმაციით (19.07.2023) ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში შესათანხმებლად წარდგენილი არ არის. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად.  ნაწილობრივ შესრულებულია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიიდან მიღებული ინფორმაციით (19.07.2023) ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში შესათანხმებლად წარდგენილი არ არის. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 3. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021 მუხლი 159. (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის 7 ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის.  მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (19.06.2024) სამინისტროში მიმდინარეობს კანონის პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრულ განცალკევების მოთხოვნების უზრუნველყოფის საკითხებს. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024.) მუხლი 160 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: „ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის.“.  მიმდინარეობს მუშაობა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით (17.06.2024) კომისიაში წარმოდგენილი იქნა „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „ თბილისი ენერჯის “ განცალკევების გეგმები. უახლოესს პერიოდში კომისია განიხილავს და დაამტკიცებს აღნიშნულ გეგმებს. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024.) მუხლი 162 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: „გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია.“  მიმდინარეობს მუშაობა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით (17.06.2024) ბუნებრივი გაზის სექტორში გამანაწილებელი კომპანიებში განცალკევების პროცესის დასრულების შემდეგ განხორციელდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 4. საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020 მუხლი 28. 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის ვადაში 28.05.2021-მდე: ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მომზადებულია წესი და უახლოესს პერიოდში წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) 8 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მომზადებულია წესი და უახლოესს პერიოდში წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა და საქართველოს პარლამენტს წარედგენა „ საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა “ და მისი დანართი - „ საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2024). დოკუმენტი განხილულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულმა გეგმამ ჩაანაცვლა ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და დამტკიცებას; აკრედიტაციის წესების  დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) მომზადებულია წესი და უახლოესს პერიოდში წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) 5. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 5.02.2020 მუხლი 1 2. საქართველოს მთავრობამ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. 2021 წლის 14 ივნისამდე N5706-IIს, დაამტკიცოს  მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით (19.06.2024) ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავება. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა ჩაერთოს გეგმის შემუშავების პროცესში. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) 6. საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5900-სს, 21.05.2020 მუხლი 19. 9 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) 2021 წლის 30 ივნისამდე: ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) შემუშავებულია წესის სამუშაო ვერსია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე: ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) შემუშავებულია წესის სამუშაო ვერსია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება; კონდიცირების სისტემების  მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (14.06.2024) შემუშავებულია წესის სამუშაო ვერსია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესების დამტკიცება;  2023 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დავალების შესრულების ვადად შემოთავაზებულია 2025 წლის 2 იანვარი. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება;  2023 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დავალების შესრულების ვადად შემოთავაზებულია 2025 წლის 2 იანვარი. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) გ) 2023 წლის 30 ივნისამდე − თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის ეროვნული გეგმის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით მომზადებულია დოკუმენტის სამუშაო ვერსია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 10 7. საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N1547-VIIIმს-Xმპ 10.05.2022 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 24.06.2022-მდე: ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა.  დასრულების პროცესშია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით მინისტრის შესაბამისი ბრძანება მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2024) 8. საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ №3969-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 მუხლი 50. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ: ვ) 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება;  2024 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ვასილ ჩიგოგიძის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ეკა სეფაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/445), რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დავალების შესასრულებლად ახალი ვადის დაწესებას - 2026 წლის 1 იანვარმდე. მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით. კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში (28.02.2024-მდე) დაამტკიცოს „კურორტების შესახებ“ დადგენილება;  მიმდინარეობს მუშაობა. სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით (21.05.2024) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კურორტების სააგენტო „USAID“ ერთად მუშაობს ,,საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამ კანონით უნდა დარეგულირდეს კურორტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი საჯარო და კერძო ინტერესები თანხვედრისთვის. კანონის მიღებამდე უნდა დამტკიცებულიყო ,,კურორტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. სააგენტოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიგზავნა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკან დაბრუნდა უფრო მეტი კონკრეტიზაციის მიზეზით, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიზაცია ვერ ხერხდება. ამჟამად უნდა გადამუშავდეს არსებული პროექტი და გადაეგზავნოს სამინისტროს. (კომიტეტის ინფორმაცია 23.05.2024) 11 9. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდქსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №4017-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90ე დღისა (27.03.2024-მდე) უზრუნველყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 8 მუხლის: ა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და მათი სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიის დამტკიცება; ბ) მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმების დამტკიცება.  დასრულების სტადიაშია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით (22.05.2024) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ინიცირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესაბამისი პროექტები, რომელიც ამჟამად გადიან საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრულ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის მიღებისათვის დადგენილ პროცედურებს. (კომიტეტის ინფორმაცია 23.05.2024) 10. საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2587-XIმს-Xმპ; 09.02.2023 მუხლი 2 1. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტისა და მოსაკრებლის განაკვეთების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიღებულ იქნა: ქალაქ თბილისის, ამბროლაურის, გორის, ქარელის, ნინოწმინდის, ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შესაბამისი დადგენილებები, ხოლო დღეისათვის შემუშავებულია და უახლოესს პერიოდში დამტკიცდება: ახალქალაქის, ბათუმის, გარდაბნის, დმანისის, ლაგოდეხის, ონის, ტყიბულის, ქობულეთის, ქუთაისის, ჭიათურის, წალენჯიხის, ხაშურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებები. რაც შეეხება ბაღდათის, ლენტეხის, ჩოხატაურის, მცხეთის მუნიციპალიტეტებს, მათ კანონქვემდებარე აქტის მიღების ვალდებულება არა აქვთ, ვინაიდან ამ რაიონებში არ ფუნქციონირებს სათამაშო ბიზნესის ობიექტები. (კომიტეტის ინფორმაცია 23.05.2024) 11. საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ №2738-XIმს-Xმპ, 04.04.2023 მუხლი 3. 2. მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე 12 მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.  დასრულების სტადიაშია. დარჩენილია შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები დადგენილებები, რომლებიც უახლოესს პერიოდში იქნება მიღებული. (კომიტეტის ინფორმაცია 23.05.2024) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 2. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N7106- Iს,16.09.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 3. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 632-IVმს-Xმპ, 10.06.2021 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ბ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 13 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) ზ) „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ჩატარების წესისა და პროცედურების დადგენის შესახებ“;  შემოწმების მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 4. საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“ N1484-VIIIმს-Xმპ მუხლი 14 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 20.05.2022-მდე „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისგათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებაში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლის სპეციალური წესის შემუშავება იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 5. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №2484-Xრს-Xმპ, 01.12.2022 წ. მუხლი 2. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2023 წლის 1 აპრილამდე დაადგინონ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, 14 არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესი.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) 6. საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №3100-XIმს-Xმპ, 31.05.2023 2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2023) 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ბრძანების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2024) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: ბ) მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ დადგენილებების მიღება. სათანადო  მიმდინარეობს მუშაობა. (მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესების შემუშავება, შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის სრულფასოვნად დანერგვის შემდგომ იგი უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, ამ ეტაპზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფორმატის სრულად ამოქმედების შემდგომ. (კომიტეტის ინფორმაცია). 15 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283-IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) გ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) გ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ვიბრაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: დ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) დ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) 16 დ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ე) 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ე.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ე.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტებით (ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ე.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ე.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) 2. საქართველოს კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ N6819-რს, 14.07.2020 მუხლი 58. კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 48-ე−53-ე მუხლებით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 17  ნაწილობრივ შესრულებულია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებების ფარგლებში შემუშავებულია განათლების სფეროში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სტრატეგიის პროექტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურების წარმოება. ხოლო სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ამ კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული დავალებები შესრულებულია. კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) 3. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (ცვლილება №4042-XIVმს- Xმპ, 21.02.2024) მუხლი 154 5 1. სამინისტრომ: ა) 2024 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს: ა.ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეანექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) ა.ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 14.06.2024) 18 19
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 22 მარტიდან - 2024 წლის 25 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ №3548-XIIIმს-Xმპ, 04.10.2023 მუხლი 13. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები საქართველოს მთავრობამ: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (24.04.2024-მდე) დადგენილებით დაამტკიცოს: ა.ა) სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება №161, 30.04.2024 ა.ბ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება №149; 24.04.2024 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე № 2251-IXმს-Xმპ; 02.11.2022 მუხლი 2. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით 2024 წლის 1 1 იანვრამდე უზრუნველყოს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პიროებებისა და საფასურის დამტკიცება.  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №86/ნ, 01.04.2024 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ N5949-სს, 22.05.2020 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2021 წლის 1 კანონქვემდებარე აქტები: იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-388, 25.03.2024 ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-452, 19.04.2024 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე.  საქართველოს მთავრობის დადგენილება №135; 10.04.2024 2 საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4016-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 მუხლი 2 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში (27.03.2024-მდე) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 02.04.2024) საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3795-XIIIმს-Xმპ, 30.11.2023 მუხლი 2 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2024 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს: ა) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და სანებართვო პირობების განსაზღვრა, ნებართვების მოქმედების ვადების დადგენა და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციის შესაძლო ფორმების განსაზღვრა; გ) ავტოსადგურის სერტიფიცირების წესის, ვადისა და პირობების განსაზღვრა; დ) ამ პუნქტის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად გადამზიდველებისთვის გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა; დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსადგურის მიერ საქმიანობის განსახორციელებლად სერტიფიკატის მისაღებად ავტოსადგურებისთვის გარდამავალი პერიოდისა და პირობების განსაზღვრა.  საქართველოს მთავრობის დადგენილებები: №169, 21.05.2024, №170, 21.05.2024. №171, 21.05.2024. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ №4037-XIVმს-Xმპ, 20.02.2024 მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 211 1 მუხლის შესაბამისად 2024 წლის 1 მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური 3 საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკოს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის 1 მაისამდე გადის, და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ კანონის თანახმად გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკედემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3703XIIIმს-Xმპ, 16.11.2023 მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3626-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023 მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3625-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023 მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3701-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023 4 მუხლი 2 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ (ცვლილება №3627- XIIIმს-Xმპ, 01.11.2023) მუხლი 2 1. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე ნორმებთან შესაბამისობა, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 20.02.2024) 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 მაისამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე ნორმებთან შესაბამისობა, რომლებიც 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2024) საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2584XIმს-Xმპ; 09.02.2023 მუხლი 2 4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული /გამოცემული კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების გამოცემა .  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 21.06.2024) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 5 საქართველოს კანონი „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ №3926-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 მუხლი 30. გამოსაცემი ნორმატიული აქტები ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის სამართლებრივი აქტების გამოცემა: 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დადგენის თაობაზე; ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამისი პროცედურისა და დამატებითი წესების დადგენის თაობაზე; გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესის დადგენის თაობაზე; დ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელი დამატებითი წესების დადგენის თაობაზე; ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე; ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენის თაობაზე.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება: №74/04, 29.03.2024 საქართველოს კანონი „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ №3768-XIIIმს-Xმპ, 29.11.2023 მუხლი 19. გარდამავალი დებულება საზედამხედველო ორგანოებმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ერთობლივი ბრძანება №134/04-№65 30.05.2024) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 6 საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (ცვლილება №3601- XIIIმს-Xმპ, 01.11.2023) მუხლი 38. 14. საპენსიო სააგენტომ ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებამდე (01.06.2024მდე) უზრუნველყოს ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება.  საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №014, 31.05.2024 7