საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისათვის 2025 წლის პირველ აპრილს №1-2574/25 სარეგისტრაციო ნომრით წარდგენილი 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შესწორებული ვერსია
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-02
ბიუროს ნომერი 35 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
4/1/2025
საქართველოს სახალხო დამცველი
ირაკლი ფაღავას N6
0144 თბილისი, საქართველო
ცხელი ხაზი:1481(24/7)
www.ombudsman.ge
ელ-ფოსტა: info@ombudsman.ge
PUBLIC DEFENDER OMBUDSMAN
OF GEORGIA
01 აპრილი 2025 წ.
KA000054497648525
№ 25/2634
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, 2025 წლის 31 მარტს წარმოგიდგინეთ, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ დანართის სახით ატვირთული დოკუმენტი შეიცავდა ტექნიკურ ხარვეზებს, შესაბამისად,
წინამდებარე წერილის დანართით წარმოგიდგენთ შესწორებულ ვერსიას და გთხოვთ, იხელმძღვანელოთ
თანდართული ფაილით.
დანართი: 412 გვერდი
პატივისცემით,
საქართველოს სახალხო დამცველი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/1276b65d-e6b2-4dc1-a9d6-250ba364cbea.html
ლევან იოსელიანი
1/1
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2024 წელი
საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში
სარჩევი
შესავალი .................................................................................................................................................................. 8
1.კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა .......................19
1.1.უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა .............................................................................. 20
1.2.
გადაადგილების
თავისუფლების
საკითხი
და
დოკუმენტაციასთან
დაკავშირებული პრობლემები ............................................................................................................................. 22
1.3.განათლების უფლება........................................................................................................................................... 24
1.4.ჯანმრთელობის დაცვის უფლება................................................................................................................. 26
1.5.საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
.................................................................................................................................................................................................. 27
2. სიცოცხლის უფლება ..................................................................................................................................... 29
2.1.შესავალი ...................................................................................................................................................................... 29
2.2.სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა ოკუპაციის
კონტექსტში ...................................................................................................................................................................... 29
2.3.შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ........................................................................... 30
2.4.ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების
შემთხვევები .................................................................................................................................................................... 35
3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის აკრძალვა და გამოძიება...................................................................................................................41
3.1. შესავალი...................................................................................................................................................................... 41
3.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას ....................................................... 43
3.3.არასათანადო
მოპყრობისგან
დაცვის
გარანტიები/არასათანადო
მოპყრობის
გამომწვევი ფაქტორები ............................................................................................................................................ 57
3.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება ........................................... 73
3.5. გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციები - არასათანადო მოპყრობა და სხვა
უფლებადარღვევები....................................................................................................................................................77
4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ................................................................................ 119
4.1. შესავალი.................................................................................................................................................................... 119
4.2. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა ...................................120
4.3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის თაობაზე განჩინების გასაჩივრების
პრაქტიკა ............................................................................................................................................................................ 121
4.4. ადმინისტრაციული დაკავებები ................................................................................................................122
4.5. პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა .........................................................................................123
1|
4.6. ამნისტიის შედეგები ......................................................................................................................................... 127
5.სამართლიანი სასამართლოს უფლება ................................................................................................. 130
5.1.შესავალი .....................................................................................................................................................................130
5.2.სასამართლოში არსებული ინსტიტუციური პრობლემები .......................................................... 131
5.3.საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება................................................................................ 137
5.4.სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმართა სასჯელისგან გათავისუფლების
მექანიზმების ფარგლებში..................................................................................................................................... 141
5.5.ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება............ 145
5.6.დაცვის უფლების ხელყოფა და დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების
დაკისრება........................................................................................................................................................................ 146
5.7.მოსამართლეთა უცვლელობის პრინციპი .............................................................................................. 148
5.8.ნასამართლობის ვადის ათვლა .................................................................................................................... 149
5.9.ექსტრადიციის დასაშვებობა......................................................................................................................... 149
6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.................................................................................................. 153
6.1. შესავალი....................................................................................................................................................................153
6.2. პენიტენციურ კოდექსში 2024 წლის 17 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები .............. 154
6.3. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში .......................................... 157
6.4. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ალტერნატიულ
საცხოვრისებში ..............................................................................................................................................................163
6.5.გარე სამყაროსთან კონტაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ............................................................................ 164
7.გამოხატვის თავისუფლება ....................................................................................................................... 168
7.1. შესავალი ....................................................................................................................................................................168
7.2.მედიის წარმომადგენელთა დაცულობა .................................................................................................168
7.3.საკანონმდებლო ცვლილებები ...................................................................................................................... 173
7.4.კანონმდებლობის
არასათანადო
გამოყენება
გამოხატვის
თავისუფლებაში
ჩარევისთვის ...................................................................................................................................................................174
8.ინფორმაციის თავისუფლება ................................................................................................................... 177
9. შეკრების თავისუფლება............................................................................................................................ 181
9.1.შესავალი ..................................................................................................................................................................... 181
9.2.მშვიდობიანი შეკრების შეწყვეტის შემთხვევები ........................................................................... 181
9.3.საკანონმდებლო ცვლილებები......................................................................................................................183
10.
2|
საარჩევნო უფლება ............................................................................................................................. 187
10.1.წინაასაარჩევნო პერიოდი ...............................................................................................................................188
10.1.1.სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები .................................................................... 188
10.1.2.სხვა სავარაუდო დარღვევები ....................................................................................... 194
10.2.კენჭისყრის დღე ...................................................................................................................................................196
10.3.არჩევნების შემდგომი პერიოდი ............................................................................................................... 203
11. უფლებადამცველები ................................................................................................................................. 207
12.საკუთრების უფლება................................................................................................................................. 209
12.1.შესავალი .................................................................................................................................................................. 209
12.2.კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა საკუთრების უფლება
................................................................................................................................................................................................ 209
12.3.უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის
საქმეებზე აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების პრობლემა ................................................ 211
12.4.საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში .............................................................213
13.რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ............................................................................................. 217
13.2.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ...........................................................218
13.3.თავდაცვის კოდექსი ..........................................................................................................................................219
13.4.სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ............................................................................... 220
13.5.სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა.......................................................................... 220
13.6.რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ......................... 220
14. თანასწორობის უფლება .......................................................................................................................... 223
14.1.შესავალი .................................................................................................................................................................. 223
14.2.სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეები არჩევნებისა და საპროტესტო აქციების
კონტექსტში .................................................................................................................................................................... 223
14.3.ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევები საქართველოს პარლამენტში .................... 225
14.4. ქალთა თანასწორუფლებიანობა ............................................................................................................. 227
14.5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ................................................................................. 228
14.6.ლგბტქი+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა .................................................................. 229
14.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ......................................................................................231
14.8. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება ....................................................231
14.9. დისკრიმინაციის წახალისება ................................................................................................................... 232
15. გენდერული თანასწორობა ..................................................................................................................... 235
15.1. შესავალი ................................................................................................................................................................. 235
15.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება ................................ 235
3|
15.3.ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ................................................................................................... 240
15.4.ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები .................. 242
15.5.ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა .................................................................................................. 244
15.6. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ........................................................................................... 249
16.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ........................................................................... 253
17. გარემოს დაცვის უფლება ........................................................................................................................ 257
17.1. წყალზე უფლება ................................................................................................................................................ 257
17.2. კატასტროფის რისკები და გამოწვევები............................................................................................. 260
17.3.საზოგადოების მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღებაში .......................................................................................................................................................................... 263
17.4. გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ................................................................. 265
17.5. ინფრასტრუქტურული პროექტების ზეგავლენა ............................................................................ 266
17.6. ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები ................................................................................ 267
17.8. აკუსტიკური ხმაურის კონტროლი.......................................................................................................... 268
17.9.ხე-ტყის მოპოვების გამოწვევები .............................................................................................................. 269
18. ჯანმრთელობის უფლება ........................................................................................................................ 274
18.1. შესავალი ................................................................................................................................................................. 274
18.2.პაციენტის უსაფრთხოება ............................................................................................................................. 274
18.3. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ............................................................................................................ 276
18.4.დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება ..................................................................... 278
18.5.ონკოლოგიური პაციენტების უფლებები ............................................................................................ 280
18.6.აღკვეთის სინდრომის მართვა.....................................................................................................................281
19. შრომის უფლება .........................................................................................................................................284
19.1 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ........... 284
19.2.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჩივრების განხილვის შედეგად
გამოვლენილი შრომის უფლების დარღვევის ფაქტები ..................................................................... 287
20. სოციალური უზრუნველყოფის უფლება ......................................................................................... 290
20.1.მიზნობრივი სოციალური დახმარება .....................................................................................................291
20.2.სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოების პროგრამაზე ხელმისაწვდომობა
................................................................................................................................................................................................ 292
21. სათანადო საცხოვრებლის უფლება ....................................................................................................294
21.2.საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები და სოციალურ საცხოვრისებში
არსებული მდგომარეობა ........................................................................................................................................ 295
4|
22.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ......................................................... 300
22.1.შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.......................301
22.2.2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.................................................................................................... 303
22.3.ფსიქიკური ჯანმრთელობა.......................................................................................................................... 305
22.4.2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგია და 2022-2024
წლების სამოქმედო გეგმა ...................................................................................................................................... 306
22.5.საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების მდგომარეობა .................................................................................................................................. 308
22.6.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა .......................................................................310
22.7.სათემო სერვისებში არსებული მდგომარეობა .................................................................................312
23.ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................... 320
23.1.შესავალი ................................................................................................................................................................. 320
23.2.განათლების უფლება ......................................................................................................................................321
23.2.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება ................................................................. 321
23.2.2. ზოგადი განათლება ....................................................................................................... 322
23.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ................................................................................................................ 325
23.3.1. ოჯახში ძალადობა .......................................................................................................... 326
23.3.2. სექსუალური ძალადობა............................................................................................... 327
23.4. ბავშვთა სიღარიბე ........................................................................................................................................... 330
23.5. სახელმწიფო და ალტერნატიულ ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების
უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................... 332
23.5.1. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა
უფლებრივი მდგომარეობა...................................................................................................... 333
23.5.2. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრებ
არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა ............................................................. 334
23.5.3. დედათა და ბავშვთა სახელმწიფო თავშესაფრების ბენეფიციართა
უფლებრივი მდგომარეობა...................................................................................................... 335
23.5.4. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა
.......................................................................................................................................................... 335
23.6 კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ............... 336
წინადადებები ............................................................................................................................. 337
რეკომენდაციები ......................................................................................................................... 338
24. ხანდაზმულ პირთა უფლებები ...........................................................................................................340
5|
24.1.ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებების მონიტორინგის გამოწვევები ...... 341
24.2.ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ........................................................................................................ 343
25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია...........................................346
25.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 346
25.2. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა .......................... 347
25.3. წვდომა საჯარო სერვისებზე .......................................................................................................................351
25.4. განათლების უფლება .................................................................................................................................... 353
25.5. მედიის ხელმისაწვდომობა ........................................................................................................................ 360
25.6. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი
მდგომარეობა ..................................................................................................................................................................361
26. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა ............. 368
26.1. დევნილთა განსახლება ................................................................................................................................. 368
26.2.სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტებიდან დევნილთა განსახლება ........................................................................................................ 370
27.ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა ..................................................................................... 372
27.1.ეკომიგრანტთა განსახლება.......................................................................................................................... 372
27.2.ეკომიგრაციის პრევენცია .............................................................................................................................. 373
28.თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა
უფლებრივი მდგომარეობა ........................................................................................................................... 376
28.1.შესავალი ................................................................................................................................................................. 376
28.2.უცხოელთა საქართველოში შემოსვლა და მათი ქვეყნიდან გაძევება ............................. 377
28.3.ინტეგრაცია ............................................................................................................................................................ 379
29.ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში .................................................................................. 382
29.1.შესავალი ................................................................................................................................ 382
29.2.არასათანადო მოპყრობისგან დაცვა ....................................................................................................... 382
29.3.საცხოვრებელი და სამუშაო პირობები ................................................................................................. 383
29.4.კვება და სასმელი წყალი .............................................................................................................................. 384
29.5.სახანძრო უსაფრთხოება ............................................................................................................................... 384
29.6.სამედიცინო მომსახურება ........................................................................................................................... 385
29.7.ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ......................... 385
29.8.თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი .................................................... 386
30. ადამიანის უფლებათა სწავლება ........................................................................................................ 389
30.1.შესავალი ................................................................................................................................................................. 389
6|
30.2.ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკა ................................................. 389
30.3.სკოლამდელი განათლება............................................................................................................................. 390
30.4. ზოგადი განათლება ........................................................................................................................................ 392
30.5. პროფესიული განათლება ........................................................................................................................... 394
30.6. უმაღლესი განათლება................................................................................................................................... 395
31.სახალხო დამცველის რეკომენდაციების და მათ საფუძველზე პარლამენტის მიერ
გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა ......................................................................400
31.1. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარება ..................................................................................................... 400
31.2.პარლამენტის 2024 წლის დადგენილების მიღმა დარჩენილი რეკომენდაციების
შესრულების მდგომარეობა .................................................................................................................................. 406
დანართი - სახალხო დამცველის და აპარატის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული
ვიზიტები .............................................................................................................................................................408
7|
შესავალი
საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს
კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე
მუხლის შესაბამისად.
ანგარიშში წარმოდგენილია 2024 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის
უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. საანგარიშო
პერიოდი მოიცავს 2024 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის
პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის
უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 3780 განცხადება შემოვიდა. მათ შორის, 2390
შემთხვევაში განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და აპარატმა დაიწყო საქმეების
არსებითად განხილვა, ხოლო 1120 განცხადება დაუშვებლად/ნაწილობრივ დაუშვებლად
იქნა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის
მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია, ან
განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2024 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 14295
ზარი შემოვიდა.
წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო
დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა.
2024 წლის განმავლობაში მომზადდა 16 სპეციალური ანგარიში და 1 ალტერნატიული
ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 2 კონსტიტუციური სარჩელი, 11
სასამართლო მეგობრის მოსაზრება, და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ
შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი
ვიზიტი განახორციელა, რაც დეტალურად არის ანგარიშში მიმოხილული.
სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესავალში მოკლედ
წარმოგიდგენთ ანგარიშის ძირითად მიგნებებს იმის თაობაზე, თუ რა საყურადღებო
ტენდენციები გამოიკვეთა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, და
რაც, საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას.
საანგარიშო პერიოდში ერთი წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ
გინტურის მკვლელობიდან.
ამ დრომდე დაუსჯელები არიან 2014 წელს - დავით
ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს - არჩილ ტატუნაშვილის და 2019
წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების
წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გახშირებული უკანონო
პატიმრობის შემთხვევები, ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება კვლავ გამოწვევად
რჩება. ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების
მიღების შესაძლებლობა. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ.
ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად
რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
8|
ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების
დაცვა კი უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. საანგარიშო წელს
მცირედით შემცირდა გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რაოდენობა,
საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წელს არცერთი ე.წ. ნგრევადი ობიექტი არ დახურულა.
ამასთანავე, 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილმა დევნილთა მასშტაბური განსახლების
ვადამ, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში 2026 წლამდე გადაიწია. ასევე, არ
შეცვლილა დევნილი ოჯახებისათვის გათვალისწინებული ქირის ოდენობა - 300 ლარი.
კვლავაც გამოწვევად რჩება ე.წ. სოფლად სახლის განსახლების პროგრამაში ჩასართავად
გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.
2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე
და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, კონსტიტუციითა და საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გარანტირებული ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და
სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ
განაპირობა. მძიმე უფლებადარღვევათა წყობა, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის
საპროტესტო აქციებზე დაიწყო. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების
მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი
პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების
დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა
სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.
2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა
წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624
პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო
კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე
დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო
მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე
მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა.
გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე,
ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების
ამოსაცნობი
ნიშნებით
აღუჭურველობამ),
ზამთრის
საპროტესტო
აქციებზე
არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების
წინაპირობა შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციებზე არასათანადო
მოპყრობის ჩადენისათვის დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში
მიცემული.
2024 წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქოპოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2024 წელი
სხვადასხვა მასშტაბის და ფორმის პოლიტიკური შეკრებების სიმრავლით გამოირჩეოდა.
მათი სახეობების, ადგილმდებარეობების, სიხშირის, ხანგრძლივობისა და მონაწილეთა
რაოდენობის ცვალებადობასთან ერთად, განსხვავებული იყო საპოლიციო ძალების
მხრიდან გამოყენებული რეაგირებების მეთოდები და, შესაბამისად, უფლებაში ჩარევის
9|
ინტენსივობაც. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური
რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრებების დაშლაზე
მიღებული გადაწყვეტილებები იყო, როდესაც ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მსგავს
შემთხვევებში, საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის
არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა. ამავე დროს,
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ შეკრების შეწყვეტის და სპეციალური საშუალებების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები საპოლიციო მართვის ფარგლებში მიიღება,
რომელთა მართლზომიერებას - როგორც მმართველობით გადაწყვეტილებას - სახალხო
დამცველი აფასებს დამოუკიდებლად იმისგან, სახეზეა თუ არა ამგვარი ღონისძიებების
ფარგლებში, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების
ჩადენა.
საყურადღებოა ისიც, რომ ხარვეზიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
საფუძველზე, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და
უფლებაში თვითნებურ ჩარევას იწვევს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად დარჩა შეკრების
მონაწილეთა დაკავების მავნე პრაქტიკა. გარდა ამისა, შეკრების თავისუფლების დაცვის
მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა 2024 წელს მიღებულმა საკანონმდებლო
ცვლილებებმაც.2024 წელს, ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები
სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, ასევე, მასშტაბურად დაინერგა საარჩევნო
უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები. საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და
მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის
დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების მიმართ განსაკუთრებით მაღალი იყო საზოგადოებრივი
ინტერესი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 200-ზე მეტი1 სავარაუდო დარღვევის ფაქტი
გამოავლინა როგორც წინაასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღესა და შემდეგ
დღეებში.
მონაცემების
მოგროვება/დამუშავება,
უფლებადარღვევათა
საკუთარი
ინიციატივის შესწავლის საფუძველზე, ეყრდნობოდა მედიასაშუალებებითა და საჯარო
წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას. შედეგად, აპარატი, შესაბამისი უწყებებისთვის
მიმართვის, ინფორმაციის გამოთხოვის, სამართლებრივი საკითხების დამუშავებისა და,
რიგ შემთხვევებში, საჯარო განცხადებებით გამოხმაურების გზით ახდენდა რეაგირებას.
ანგარიშში ასახულია აპარატის მიერ გამოვლენილი ის ძირითადი გამოწვევები და
ტენდენციები, რომლებიც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, მათ
შორისაა, ძალადობრივ
დანაშაულებთან, პოლიციის
მხრიდან
ძალადობასთან,
ამომრჩეველთა მიმართ სავარაუდო მუქარასთან/ზეწოლასთან, ამომრჩევლის შესაძლო
მოსყიდვასთან, შესაძლო გაყალბებასთან, ინვენტარის დაზიანებასთან, კამპანიის
შეხვედრების ხელშეშლასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა საარჩევნო
უფლებასთან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრასთან, ნების
1 139 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი/საქმე; 72 სხვა სახის სავარაუდო დარღვევის ფაქტი.
10 |
თავისუფალ გამოვლენასა და ფარულ კენჭისყრასთან, კენჭისყრის პროცედურებთან,
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე,
შესაძლო
დანაშაულებრივ
ფაქტებზე
დეტალური
ინფორმაცია/შეფასებები
წარმოდგენილია სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში.
2024 წელს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად
იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ასევე პრობლემური იყო მედიის
წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც
განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა.
2024
წლის
შემოდგომა-ზამთრის
აქციების
დროს
სამართალდამცველების
განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ
ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო
მოპყრობას, ისე მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა,
რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.
დამატებით, ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და
ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ
პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ. ამავე დროს,
ევროკომისიამ
ქართული მედიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად პოლარიზაცია
დაასახელა.
ამ
თვალსაზრისით,
აღსანიშნავია
საქართველოს
პარლამენტში
ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის რეგულირება, რაც ნაწილობრივ პრობლემურად
მიიჩნია სახალხო დამცველმა.
ასევე საგულისხმოა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული
საკითხები. კერძოდ, აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან
დაკავშირებული წესების ხარვეზიანობა. აუცილებელია დაიწყოს ფარული საგამოძიებო
მოქმედებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების რეფორმების გამჭვირვალე და
ინკლუზიური პროცესი, რომლის შედეგადაც გადაიხედება: იმ დანაშაულთა ჩამონათვალი,
რომელთა გამოსაძიებლადაც დაუშვებელია ფარული საგამოძიებო ღონისძიებების
გატარება; ფარულ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების ვადები და ამ ვადების
გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი; ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ
შეტყობინების ვადები და ამ ვადების გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი.
ასევე საგულისხმოა წინა საანგარიშო პერიოდში შოვში მომხდარ ტრაგედიასთან
დაკავშირებული დეტალები, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ტრაგედიამ ადამიანის
უფლებების დაცვის ჭრილში კატასტროფების მართვის სხვადასხვა მიმართულებით
არსებული გამოწვევები გამოავლინა, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის
თვალსაზრისით. სამწუხაროდ, არც 2024 წელს განახლებულა საქართველოს კატასტროფის
რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-2020
წლებისთვის იყო დამტკიცებული.
11 |
სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ,
ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო
ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.
სახალხო დამცველი, წლებია, ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ
ყველაზე მთავარ პრობლემაზე - ბავშვთა სიღარიბეზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი,
2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ „სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის
ბავშვების რაოდენობა 369,924-ს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობას იღებს 270,712.
სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც.
საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში,
გასულ წელთან შედარებით, 2024 წლის მონაცემებით, 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა.
რაოდენობის ზრდასთან ერთად, საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა
სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო,
ქვეყანაში
ხანდაზმულები
მოსახლეობის
განსაკუთრებით
მოწყვლად
ჯგუფს
განეკუთვნებიან.
ხანდაზმულთა უფლებების ჭრილში ასევე საგულისხმოა, რომ ხანდაზმულთა ზრუნვის
დაწესებულებების უმეტეს ნაწილში არ იყო უზრუნველყოფილი ,,სადღეღამისო
სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და
ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების’’, მათ შორის, ძალადობის
სტანდარტის აღსრულება. სერვისის მიმწოდებლები ვერ ასრულებენ ბენეფიციარების
ძალადობისაგან დაცვის ვალდებულებას. სათანადოდ არ ხორციელდება ძალადობის
გამოვლენის, შეფასებისა და საჭირო რეაგირების ღონისძიებები. აქედან გამომდინარე,
შესაძლოა, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ფარული იყოს, რაც შეუძლებელს ხდის მის
გამოვლენას.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული მიმართულებით მცირედი გაუმჯობესების
მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის თავიდან
ასაცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, შეუსწავლელია უსახლკარობის გამომწვევი
მიზეზები და მისი მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა.
წლების განმავლობაში გაცემული წინადადებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად,
ჯერაც არ არის შემუშავებული სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის
ხელშემწყობი ჩარჩო კანონმდებლობა და უსახლკარო პირის საკანონმდებლო განმარტება.
ვითარება კრიტიკული რჩება სოციალურ საცხოვრისებში, სადაც მკვეთრად არასათანადო
გარემოა და მათ ნაწილში ცხოვრება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელებისთვის
საფრთხის შემცველია. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ისიც, რომ კანონმდებლობა
უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის
მინიმალურ სტანდარტებს კვლავ არ ითვალისწინებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი
სამუშაოა გასაწევი. დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. არ
12 |
არსებობს სტანდარტი ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე შშმ პირთა წვდომის
უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უშლის მათი სხვა უფლებების სათანადო რეალიზებას.
შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს შორისაა პერსონალის
მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, პაციენტთა
მართლმსაჯულებაზე წვდომა, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა
რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა და ხარისხი. კვლავ იკვეთება ფსიქიკური
ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა. დღემდე
არ დამტკიცებულა ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების სტანდარტები და
სათანადოდ არ კონტროლდება მიწოდებული სერვისების მოცულობა და ხარისხი. ისევ
იკვეთება ხარვეზები ინკლუზიური განათლების მიწოდებაში. კვლავ გამოწვევაა
განათლების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების
სრულყოფილად გამოვლენა და სათანადო სერვისებში გადამისამართება.
სამწუხაროდ, ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები ის უმთავრესი საკითხებია,
რომლებიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, წლებია, აბრკოლებთ არაერთი
მიმართულებით. 2023 წლისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა იმ
სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებების რიცხვი, სადაც
ბილინგვური განათლების პროგრამა მოქმედებს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2024
წელსაც გაგრძელდა სახელმწიფო ენის სწავლების გასაუმჯობესებლად რიგი სასწავლო
რესურსების განახლება და ბილინგვური განათლების სპეციალისტების გადამზადება.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სრული სამოქალაქო ინტეგრაციის
მისაღწევად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენის სწავლება გაძლიერდეს როგორც
სკოლამდელი განათლების, ისე ზოგადი განათლების ეტაპზე. ასევე, აუცილებელია
გაიზარდოს ბილინგვური განათლების დანერგვის გეოგრაფიული არეალი, შემუშავდეს
საჭირო ორენოვანი სახელმძღვანელოები და სხვ. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია
მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს სახელმწიფო ენის სწავლების იმ პროგრამას, რომელიც
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და რომელსაც სსიპ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება ასევე განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებთან და სხვა საჯარო
სერვისებთან, ისე ხელმისაწვდომ მედიაპროდუქტებთან დაკავშირებით. ეროვნული
უმცირესობების
სრულყოფილი
სამოქალაქო
ინტეგრაციის
მისაღწევად,
ასევე
მნიშვნელოვანია მათი კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია. თუმცა, სამწუხაროდ,
სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით
განხორციელებული ღონისძიებების რიცხვი კვლავ დაბალია.
სამწუხაროდ, უკვე არაერთი წელია, რაც არ გადადგმულა სათანადო ნაბიჯები უსახლკარო
ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, რაც, როგორც დედაქალაქისთვის, ისე
რეგიონებისთვის, სერიოზული გამოწვევაა. ასევე საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანია
ახალი სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების მიღება ცხოველთა პოპულაციის
ეფექტიანად და ჰუმანურად სამართავად, რომლითაც განისაზღვრება ცხოველთა
სამართლებრივი სტატუსი, მოვლა-პატრონობის ერთიანი წესები, ვალდებულებების
13 |
დარღვევისთვის
დადგინდება
მკაცრი
პასუხისმგებლობა,
ზედამხედველობის და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები.
შემუშავდება
წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში
არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება
დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის
ცალკეული შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში კვლავ პრობლემური
იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი,
არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით,
სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. საანგარიშო
პერიოდში ასევე გამოწვევა იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და
დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და
პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.
სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების
მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც
სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო
ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის
საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს
ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს
მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო
გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება.
ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის
წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიერ პირობით
ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე
წლით შემცირებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა უფლებრივ
მდგომარეობას, 2024 წელს დაკავებული პირების ნაწილი კვლავ საუბრობდა
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და
ფიზიკური
და
ფსიქოლოგიური
ძალადობის
შემთხვევებზე.
პრობლემურია
დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა,
ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების
არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები,
სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ
არის დაფარული.
არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც
პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი
სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ
განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი
14 |
ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულებების
გადატვირთულობა და სიმჭიდროვე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი
ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
წლებია,
გადაუჭრელ
პრობლემად
რჩება
დიდი
ზომის
დაწესებულებების
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ეს აქტუალური საკითხია როგორც ფსიქიატრიული
დაწესებულებების, ისე შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში. კერძოდ, კვლავ
გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ
საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ,
დაწესებულებას ვერ ტოვებენ. აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რიცხვი და
გეოგრაფიული დაფარვის არეალი. სამწუხაროდ, კვლავ არ შემუშავებულა ფსიქიკური
ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.
სახელმწიფოს
მიერ
დეკლარირებული
დეინსტიტუციონალიზაციის
პოლიტიკის
მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარკვეული ნაწილი კვლავ
დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. ამ პირთათვის განკუთვნილი
საცხოვრისი სერვისები კი, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს ოჯახური გარემოს შექმნასა
და მათი პირადი ავტონომიის პატივისცემას. არასაკმარისია შშმ პირთა მცირე საოჯახო
ტიპის მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა. სისტემურ დონეზე არ გაიწევა სათანადო
ძალისხმევა სერვისით მოსარგებლეთა მხარდამჭერი სოციალური წრის ჩართულობის
გასაზრდელად.
რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის
მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში თანასწორობის
უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები
განპირობებული იყო რიგი საკანონმდებლო ცვლილებებითა და მძიმე პოლიტიკური
პროცესებით. საგულისხმოა, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდი საარჩევნო წელს
დაემთხვა, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით
დისკრიმინაციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. წინა წლების მსგავსად არსებით
გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შშმ
პირების, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების, თანასწორობის დაცვის საკითხები. ამასთან
შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავაც იმ დავების
კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა შესახებაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად
მიმართავენ სახალხო დამცველს.
2024 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ არაერთი
გამოწვევა გამოვლინდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში განგრძობითად
გამოკვეთილმა სწავლის მიტოვების მზარდმა მაჩვენებელმა იკლო. მიუხედავად ამისა,
სწავლის მიტოვებისა და სტატუსის შეჩერების სტატისტიკა მაინც მაღალია. კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა,
კოორდინირებული, ინტერდისციპლინური მიდგომა და შესაბამისი ღონისძიებების
გატარება, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სისტემური გაუმჯობესების
აუცილებლობას. ძალადობის პრევენციის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და
15 |
საჭიროებს, ერთი მხრივ, ბავშვებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას,
ხოლო, მეორე მხრივ, პასუხისმგებელი უწყებებისადმი ნდობის ჩამოყალიბებასა და
ბავშვზე მორგებულ მიდგომას, რაც ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი
რეაგირების აუცილებელი წინაპირობაა.
სამწუხაროდ, ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა კვლავ ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების გამო,
სტატისტიკის და სათანადო რეაგირების მიღმა რჩება მშობლების ინიციატივით ბავშვთა
ნიშნობის შემთხვევები, რაც ბავშვის მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.
გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლების ეფექტიანი განხორციელება
და სერვისებზე წვდომა. ასევე საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა
მსხვერპლთა კომპენსაციის გაცემის წესი, პრაქტიკაში პრობლემად გამოიკვეთა
კომპენსაციის
გაცემის
სპეციალური
რეგულაციების
არარსებობა
მოძალადის
გარდაცვალების ან შეურაცხადობის შემთხვევაში. ამ პროცედურების არარსებობა
ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფოს მხრიდან
კომპენსაციის მიღებას. გასათვალისწინებელია, რომ სახალხო დამცველის მიერ წლების
განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ამ წესში კონკრეტული
ცვლილებები არ შესულა.
გენდერული თანასწორობის ჭრილში ასევე საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, ქალთა
გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფიმიციდის პრევენცია და ამგვარ
საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი
აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2024 წელს გამოვლენილი 25 ქალის მკვლელობის
ფაქტიდან , 16 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 9 კი - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით
არის ჩადენილი. ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 17 შემთხვევიდან - 12
ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, 4 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით,
ხოლო 1 ოჯახური და არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. საერთო სტატისტიკური
მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 16 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის
მცდელობა - 13 შემთხვევაში. მიმდინარე საანგარიშო წელს, შემზარავი იყო ტრანსგენდერი
ქალის, კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში ბრალდების შესახებ დადგენილებაში პროკურატურამ
მიუთითა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივზე.
თუმცა, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის
ფარგლებში გაანალიზებული საქმეებიდან კვლავ პრობლემად იკვეთება გენდერული
ნიშნის იდენტიფიცირება, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე.
რაც შეეხება რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ კვლავ
გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე არ
გადადგმულა ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და
ჩამორთმეული ქონების ოდენობა აღიწერებოდა და შეფასდებოდა.
16 |
როგორც წესი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა დიდწილად დამოკიდებულია
ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების
ეფექტიან ფუნქციონირებაზე. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს გამოძიებისა და
სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის მნიშვნელობაზე. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი
იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური
გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები.
რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად,
საქართველოში სასამართლოს სისტემაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ
დონეზე, კვლავ შენარჩუნებულია ხარვეზები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო
ანგარიშში მსჯელობა, მათ შორის, განვითარებულია ჯანმრთელობის უფლების ჭრილში
არსებული გამოწვევების შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პაციენტის
განცხადების/საჩივრების ეფექტიანად, სამართლიანად და საკმარისად სწრაფად განხილვა
ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხარისხიანად და უსაფრთხოდ დასაცავად.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო
დამცველის რეკომენდაცია და შესაბამის უწყებას დაევალა საქმისწარმოების პროცედურის
განმსაზღვრელი ახალი ნორმების/სტანდარტის შემუშავება, რომლითაც დადგინდება
სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად მომზადებული სარეცენზიო
დოკუმენტაციის პროფესიული განვითარების საბჭოსთვის განსახილველად დროულად და
სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის
სრულყოფილად მოწესრიგებული, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტთა უფლებების
ეფექტიანად დაცვას.
საპარლამენტო ანგარიშში ასევე განვითარებულია მსჯელობა შრომის უფლებასთან
დაკავშირებით. 2024 წელს, შრომის უფლების დაცვაზე განსაკუთებით უარყოფითი
ზეგავლენა მოახდინა საქართველოს პარლამენტის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც
ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზეც.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება
ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს და, გარდა ამისა,
არც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პროცესი დაჩქარებული წესით, დაინტერესებული
საზოგადოების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე წარიმართა.
ასევე საგულისხმოა, რომ ქვეყანაში შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების
სათანადოდ უზრუნველსაყოფად ამ დრომდე არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი
გარანტიები. ასევე, მოქმედი შრომის კანონმდებლობით კერძო დამსაქმებელს დღემდე არ
აქვს მშობლისთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების
ანაზღაურების ვალდებულება. გასული წლების მსგავსად, გამოწვევად რჩება შშმ პირთა
17 |
შრომის უფლების რეალიზება, მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის
ბაზარზე დასაქმება.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ამ
მხრივ, საგულისხმოა, რომ 2024 წელს განათლების მიმართულებით მთავარ გამოწვევად
პოლიტიკის დოკუმენტებში ადამიანის უფლებათა საკითხების ფრაგმენტული
ინტეგრირება რჩება. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო
გეგმაში ადამიანის უფლებათა სწავლების გაფართოებისკენ მიმართული აქტივობები
მხოლოდ ზოგადი განათლების სისტემას მიემართება.
საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
უფლებასაც. სახალხო დამცველი უკვე წლებია მიუთითებს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სფეროში სათანო საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება-მიღების
საჭიროებაზე. საერთაშორისო
შეთანხმებების გათვალისწინებით, კულტურული
მემკვიდრეობის დარგში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ყველა
შესაბამისი თემის ადეკვატურად ასახვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის
კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე ასევე მიუთითებს კულტურის სტრატეგია 2025.
თუმცა, სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, ხსენებული პროექტი პარლამენტში არც
საანგარიშო წელს წარდგენილა.
ცალკე თავი ეთმობა საკუთრების უფლებასაც. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კვლავ
გამოიკვეთა სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობის და
უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების
უკიდურესად გაჭიანურების საკითხი.
ასევე საგულისხმოა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა. ამ ჭრილში
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ცალკეული განმცხადებლები თავშესაფრის
პროცედურებზე წვდომის შეზღუდვაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ
მიუხედავად საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისა, უარი ეთქვათ თავშესაფრის მაძიებლად
რეგისტრაციასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე. ასევე საგულისხმოა, რომ
2023 წელს შემუშავებული იმიგრანტთა ინტეგრაციის „ერთიანი მიდგომების დოკუმენტის“
სამუშაო ვერსია კვლავაც არ არის დამტკიცებული. მდგომარეობა არც ინტეგრაციის
პროგრამების შესახებ ბენეფიციარების ინფორმირების თვალსაზრისით გაუმჯობესებულა.
სოციალურ ქსელში ისევ არ ახლდება ინფორმაცია საინტეგრაციო პროგრამებსა თუ
აქტივობებზე. ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა
ხელმისაწვდომი, რაც ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას.
საპარლამენტო ანგარიშში მსჯელობა ასევე განვითარებულია ეკომიგრანტთა უფლებრივ
მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
სამწუხაროდ,
ადგილობრივ
დონეზე
მუნიციპალიტეტების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარებას კვლავაც
არათანმიმდევრული ხასიათი აქვს, რაც, საბოლოო ჯამში ზრდის ოჯახების განსახლების
გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროებას. სამწუხაროდ, არც 2024 წელს გაზრდილა
თითოეული
დაზარალებული
ოჯახისათვის
საცხოვრებლის
შესასყიდად
გათვალისწინებული ფინანსების ლიმიტი, ასევე არ დასრულებულა 2004-2012 წლებში
18 |
განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში
გადაცემის პროცესი.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი აფასებს საქართველოს პარლამენტის
მიერ 2023 წლის 1 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სახალხო დამცველის 2022 წლის
საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე უწყებების მიმართ გაცემული დავალებების
შესრულების მდგომარეობას. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის
საფუძველზე პარლამენტმა 2023 წლის დადგენილებაში სხვადასხვა ცენტრალური,
ავტონომიური თუ მუნიციპალური უწყებების მიმართ 277 დავალება გასცა (მათ შორის, 19
დავალება მუნიციპალიტეტის ორგანოებს, ხოლო 1 დავალება საჯარო უწყებათა ყველა
თანამდებობის პირს მიემართებოდა). საქართველოს პარლამენტმა სრულად გაიზიარა
სახალხო დამცველის 208 რეკომენდაცია, ნაწილობრივ გაიზიარა 30 რეკომენდაცია, არ
გაიზიარა 22, ხოლო არსებითი ცვლილებების გამო გაზიარებულად არ მიიჩნევა 20. იმ 258
დავალებიდან, რომლის შესრულებაც სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, შესრულდა
49 დავალება (19%), ნაწილობრივ შესრულდა 61 დავალება (24%), არ შესრულებულა 89 (34%),
უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია შეფასდეს 12 (5%),
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას (8%),
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა 24 (9%), ხოლო
არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის არცერთი რეკომენდაციიდან/დუბლირებული
დავალებაა/დაკარგა რელევანტურობა - 3 დავალება (1%).
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე აფასებს 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში მის
მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული იმ რეკომენდაციების შესრულების
მდგომარეობას, რომლებიც პარლამენტის დადგენილების მიღმა დარჩა ან არსებითად
სახეცვლილი ფორმულირებით აისახა დადგენილებაში. ჯამში 44 ისეთი რეკომენდაცია
იყო, რომლებიც პარლამენტმა დადგენილებაში არ ასახა. მათგან შესრულდა 1, არ
შესრულებულა 32, ნაწილობრივ შესრულდა 3, ობიექტური გარემოების გამო არ
ექვემდებარება შეფასებას 8. გარდა ამისა, იყო ისეთი 32 რეკომენდაცია, რომლებიც
პარლამენტის დადგენილებაში არსებითად სახეცვლილი ფორმულირებით მოხვდა.
მათგან არ შესრულებულა 31 რეკომენდაცია, ხოლო ობიექტური გარემოების გამო არ
ექვემდებარება შეფასებას 1 რეკომენდაცია.
1.კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი
მდგომარეობა
2024 წელი კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო კონფლიქტებით დაზარალებული
მოსახლეობისთვის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი
19 |
ტრაგიკული შემთხვევა,2 რომელსაც 5 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა,
კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე
ყოველდღიურობას.3
საანგარიშო პერიოდში ერთი წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ
გინტურის მკვლელობიდან.4 ამ დრომდე დაუსჯელები არიან 2014 წელს დავით ბაშარულის,
2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი
კვარაცხელიას
მკვლელობაში
უშუალოდ
მონაწილე
საოკუპაციო
რეჟიმების
5
წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გახშირებული უკანონო პატიმრობის
შემთხვევები, ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება კვლავ გამოწვევად რჩება. დე
ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების მიერ დადგენილი
ფორმალური რეჟიმი, ხელოვნური მიზეზების დასახელებით ზღუდავს ადგილობრივ
მკვიდრთა გადაადგილებას და პერიოდულად სრულად იკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები.
ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების
შესაძლებლობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა
რაოდენობა. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის
პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო
ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, აღნიშნული უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის
მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად
დაამკვიდროს.
1.1.უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის
მიმართულებით - 36 პირი (აქედან, 34 კაცი, 1 ქალი და 1 არასრულწლოვანი), ხოლო
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 34 პირი დააკავეს (აქედან, 29 კაცი, 1 ქალი და
1 არასრულწლოვანი).6 აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო
რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების
უკანონო პრაქტიკას.
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/csRnN [15/02/2025].
3 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 5 იანვრის განცხადება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://shorturl.at/BfWZl [15/02/2025].
4 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 6 ნოემბრის განცხადება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://rb.gy/u1ivza [20/02/2024]/
5 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება,
რომელმაც ცალსახად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტიანი კონტროლი საქართველოს
არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო
პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/tCVZ6
[20/02/2024].
6 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2024 წლის 30 დეკემბრის №SSG12400313128 წერილი.
2
20 |
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას, როგორც წესი, თან სდევს ამ პირთა უკანონო პატიმრობა.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უკანონო პატიმრობაში რჩებოდა 14 მოქალაქე. მათგან 11 - ოკუპირებულ ცხინვალში და 3 ოკუპირებულ აფხაზეთში.7
საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, კახა
მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს „სახელმწიფო
ღალატში“ და სამხედრო საიდუმლოს საქართველოსთვის გადაცემაში.8 ოკუპირებული
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა, თუმცა
მისი დაკავების დროს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას
საქართველოს პასპორტიც აქვს.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის მსგავსი უკანონო
ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის
უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების
აუცილებლობას.9
წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო ოკუპირებული რეგიონების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრებისა და მსჯავრდებულების
მოთავსების პირობები, რაზეც სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობდა
საპარლამენტო ანგარიშებში.10 ამ საკითხზე საგულისხმოა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
ომბუდსმენის ანგარიში, რომლის თანახმად,11 ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
არსებული
პირობები
პატიმრებისა
და
მსჯავრდებულებისთვის წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უთანაბრდება.
ანგარიშის
თანახმად,
ძირითად
პრობლემებს
განეკუთვნება:
სრულფასოვანი
სამედიცინო მომსახურების არარსებობა, სანიტარიული ნორმების დაუცველობა, საკნებში
საწოლების სიმცირე, არასათანადო საკვები; პატიმრებს ეზღუდებათ ოჯახის წევრებთან
კომუნიკაცია,
ექვემდებარებიან
ფსიქოლოგიურ
ზეწოლას
და
ძალადობას.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულთა
უფლებრივი მდგომარეობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ოკუპირებულ
აფხაზეთში არ არსებობს ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის სპეციალური
დაწესებულება, რის გამოც ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს დე ფაქტო შინაგან
7 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2024
წლის 30 დეკემბრის №SSG12400313128 წერილი.
8 აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ
კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://rb.gy/ncvylm [10/02/2025].
9 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 22 აპრილის განცხადება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://rb.gy/p7my3e [10/02/2025].
10 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [22/02/2025].
11 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველის ანგარიში „ადამიანის უფლებების მდგომარეობის
მონიტორინგი, აფხაზეთის
იძულებითი დაკავების ადგილებში”. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://rb.gy/6zut41 [11/02/2025].
21 |
საქმეთა სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ სოხუმის წინასწარი დაკავების
იზოლატორებში ათავსებენ. ქალების საკნები იმავე სართულზეა განთავსებული,
რომელზეც მამაკაცების.
იმ პირობებში, როცა საქართველოს სახალხო დამცველს არ აქვს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე წვდომა, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპირებულ
რეგიონებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობაზე,
ადგილზე არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შესასწავლად და უფლებრივი
დარღვევების აღსარიცხად.
უკანონო დაკავებებთან და პატიმრობასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია ევროპის
ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც
სასამართლომ კიდევ ერთხელ დააკისრა რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.12
კერძოდ,
სასამართლოს
განმარტებით,
ევროპული
კონვენციის
მე-5
მუხლის
(თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის
გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა.
1.2. გადაადგილების თავისუფლების საკითხი და
დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები
წინა წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი პირადად იმყოფებოდა
ორივე მიმართულებით13 არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე და ადგილზე ეცნობოდა
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
გადმოსული
მოსახლეობის
საჭიროებებს.14
ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა კვლავ დე ფაქტო ხელისუფლების
მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების გაუფრთხილებლად და ხელოვნური მიზეზებით ჩაკეტვაა.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, წინა წლის მსგავსად, თვეში მხოლოდ 10
დღით, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იხსნება. თუმცა, საყურადღებოა, რომ
საპარლამენტო არჩევნების დროს, 26 ოქტომბერს, დე ფაქტო ხელისუფლების
გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტი სრულად ჩაიკეტა.15
2024 წელს, გამონაკლისის სახით, ე.წ. გამშვები პუნქტი აღდგომის დღეებში, 3 დღით
გაიხსნა.16
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლის
მიერ
განხორციელებული
მონიტორინგის დროს, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათ არც
12 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველო რუსეთის
წინააღმდეგ IV. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://hudoc.echr.coe.int/#{%22itemid%22:[%22001232000%22]}.
13 ოკუპირებული ცხინვალის და ოკუპირებული აფხაზეთის.
14 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/einA4
[20/02/2024].
15ოკუპირებული ცხინვალი, საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. საზღვარს არ გახსნის. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://rb.gy/a9giuk
16ოკუპირებული ახალგორის გზა სააღდგომოდ გახსნეს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/rh1ac4 [11/02/2025].
22 |
უსარგებლიათ ამ სამდღიანი გახსნით, რადგან მუდმივად აქვთ შიში, რომ დე ფაქტო
ადმინისტრაცია გაუფრთხილებლად ჩაკეტავს ე.წ. გამშვებ პუნქტს და ისინი ვეღარ
მოახერხებენ უკან დაბრუნებას.
ოკუპირებული ახალგორის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების დროს, ოკუპირებული
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკეტილი იყო ენგურის
ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტიც.17
საყურადღებოა, რომ წინა წლების მსგავსად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,
გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად დღესასწაულებს
ემთხვევა. ამის თაობაზე სახალხო დამცველი საუბრობს როგორც წლიურ ანგარიშებში,18
ასევე საჯარო განცხადებებში.19
რაც შეეხება დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხს, წინა წლის მსგავსად, ამ ეტაპზე,
ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დაიშვება შემდეგი
დოკუმენტაციით: 1) დე ფაქტო (ახალი) პასპორტი;20 2) ე.წ. ბინადრობის მოწმობა; 3) 14
წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობა; 4) ქართული პასპორტით იმ პირებისათვის,
რომელთაც აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე.წ. ვიზა).
ოკუპირებული ახალგორის შემთხვევაში, გადაადგილებისათვის აუცილებელია ე.წ.
„საშვი“, რომელსაც დე ფაქტო უშიშროების სამსახური გასცემს. დოკუმენტაციასთან
დაკავშირებულ საკითხებზე, სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში
საუბრობდა. 21
2024 წელს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული დე ფაქტო დოკუმენტების ზუსტი
რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა, საანგარიშო წლის თებერვლიდან,
ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე გაცემული ხუთწლიანი ე.წ. ბინადრობის მოწმობის
მოქმედების ვადა ათ წლამდე გახანგრძლივდა.22 მიუხედავად ვადის გახანგრძლივებისა,
ე.წ. ბინადრობის მოწმობა, არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირებს უძრავ ქონებაზე
საკუთრების უფლებას, ამ მოწმობით ადამიანებს ასევე არ შეუძლიათ ე.წ. ადგილობრივ
არჩევნებში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, გალელთა დიდი ნაწილი კვლავ
ეწინააღმდეგება ე.წ. ბინადრობის მოწმობის აღებას, რომელიც მათ უცხოელის სტატუსს
17 საქართველოში
არჩევნების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ენგურის ხიდს ჩაკეტავს.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://rb.gy/3bhjqb [11/02/2025].
18 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [11/02/2025].
19 სახალხო დამცველის განცხადება ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის
ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/wKQW4
[11/02/2025].
20 ძველი დე ფაქტო პასპორტები 2014 წელს ჩამოერთვათ.
21 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [11/02/2025].
22 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატის 2024 წლის 27 დეკემბრის წერილი NGOV2147.
23 |
ანიჭებს საკუთარ მიწაზე. ამ საკითხზე სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო
ანგარიშში დეტალურად საუბრობს.23
სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად განაგრძობენ გადაადგილების
თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას და მონიტორინგს
ახორციელებენ ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით არსებულ ე.წ. გამშვებ
პუნქტებზე.24
1.3.განათლების უფლება
წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში.
მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით
კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა
და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა
ფუნქციონირებს.25 სკოლებში, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე11 კლასის ჩათვლით, 3348 მოსწავლე ირიცხება.26 მათი რიცხვი 2023-2024 სასწავლო წლის
მონაცემებით 3443 იყო.27 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 948 მასწავლებელი.28 საბავშვო
ბაღებში ირიცხება 410-მდე აღსაზრდელი.29
2023-2024 წლებში ეს რიცხვი 500-ს
30
აღემატებოდა.
23საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [11/02/2025].
24
27
სექტემბერი
სოხუმის
დაცემის
დღე.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
https://shorturl.at/einA4 [20/02/2024].
25აფხაზეთის
ა/რ განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
შეიარაღებულ კონფლიქტებამდე, ოკუპირებული გალის
რაიონში ფუნქციონირებდა 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 52 სკოლაში სწავლება
მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სკოლებში ირიცხებოდა 13 180 მოსწავლე.
26 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის №MES 2 25 0000007427 წერილი.
27 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [14/02/2025].
28 2023 წელს მათი რიცხვი 970-ს შეადგენდა.
29 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის №MES 2 25 0000007427 წერილი.
30 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://rb.gy/f2piy2 [11/02/2025].
24 |
მოსწავლეთა რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში
3828
3770
2020-2021
2022-2023
3443
3348
2023-2024
2024-2025
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა
აღსაზრდელთა რაოდენობა ოკუპირებული გალის სკოლამდელ
დაწესებულებებში
557
533
500
410
2020-2021
2022-2023
2023-2024
2024-2025
აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა
მშობლიურ ენას, ოკუპირებული გალის სკოლებში რიგითი საგნის სტატუსი აქვს.
სკოლებში, წინა წლების მსგავსად, ყველა საგანი რუსულ ენაზე და რუსეთის ფედერაციის
სკოლებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება. რუსულ ენას, კვირაში,
პირველიდან - მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, 79 საათი ეთმობა. კლასგარეშე
ღონისძიებებიც რუსულ ენაზე ტარდება. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ
ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან. იძულებითი რუსულენოვანი
აღზრდა - განათლება მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც.31
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის
კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საანგარიშო წელს მოსწავლეების
არარსებობის გამო ბოლო ქართული სკოლაც დაიხურა.32 აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ეტაპობრივად დაიხურა: ჯერ გაუქმდა დაწყებითი კლასები, შემდეგ ყოველწლიურად
თითო კლასი. 2024 წელს სკოლა ბოლო კურსდამთავრებულებმა დაამთავრეს.
ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4
სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2024-2025
აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია 12/01/2025.
32 ოკუპირებულ ახალგორში უკანასკნელი ქართული სკოლა დაიხურა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://shorturl.at/3fhCj [14/02/2025].
31
25 |
სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 50 მოსწავლე ირიცხება და
79 პედაგოგია დასაქმებული.33
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2024 წლის ერთიანი
ეროვნული გამოცდების გაუვლელად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლის უფლება მიენიჭა 192 აბიტურიენტს (179 სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან, 13 სტუდენტი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან).
ასევე, 2024 წელს განათლების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა ერთიანი ეროვნული
გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული 6 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე სწავლობდნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში და მიიღეს სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.34
კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცემული
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება ოკუპირებულ
ტერიტორიებზე. დე ფაქტო ხელისუფლებები არ აღიარებენ ამ დიპლომებს. შესაბამისად,
ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის
გათვალისწინებით, ისინი დამკვიდრებას თბილისში ან სხვა ქალაქებში ცდილობენ, რაც
ხელს უწყობს ოჯახების ხელოვნურად გაყოფას.
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული ახალგორის
სკოლებში
63
2020-2021
58
2021-2022
53
2022-2023
36
2023-2024
50
2024-2025
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა
1.4.ჯანმრთელობის დაცვის უფლება
კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების
გადმოყვანის საკითხი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ოკუპირებული
ახალგორის რეგიონში. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის
გადმოსაყვანად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა: 1.ოკუპირებული ცხინვალის ექიმების
ჯგუფის შეკრება და მათი თანხმობა; 2. ახალგორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და
33 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის
წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი 2025 წელი.
34 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 27 იანვრის MES
2 25 0000062417 წერილი.
26 |
ექიმების თანხმობა, რომ პაციენტი გადაიყვანონ ცხინვალში; 3. ცხინვალში გადაყვანის
შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის შეფასება ცხინვალის ექიმების მიერ; 4. ექიმების
ნებართვის მერე, ოჯახს აქვს უფლება, პაციენტის საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე გადმოსაყვანად „საშვის“ მისაღებად მიმართოს დე ფაქტო უწყებებს; 5.
ბოლო ეტაპზე ერთვება წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც მოჰყავს
ავადმყოფი ერგნეთამდე.
ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული
ხელოვნური ბარიერები, ძალიან მძიმედ აისახება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობაზე. ამის ნათელი მაგალითია,
2019-2020
წლის
განმავლობაში,
სამედიცინო
სერვისებზე
არასათანადო
ხელმისაწვდომობის გამო, არაერთი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა. ამ ფაქტებთან
დაკავშირებით, სახალხო დამცველი, ჯერ კიდევ 2020 წელს, დეტალურად საუბრობდა
თავის სპეციალურ ანგარიშში.35
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამა ჯანმრთელობის
დაცვისათვის. 2024 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული
ტერიტორიებიდან 1417 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, 1133 პირი ოკუპირებული
აფხაზეთიდან და 284 ოკუპირებული ცხინვალიდან.36
1.5.საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა
წინა წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი მუდმივად
ახორციელებდა ვიზიტებს როგორც შიდა ქართლის, ისე სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის
მიმდებარე სოფლებში და პირადად ეცნობოდა ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროებებს.37
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელზე
მეტი გავიდა და ქვეყანაში აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს,
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დღემდე მწვავედ
განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. სახალხო დამცველთან საუბრისას, მოსახლეობამ
ძირითად გამოწვევად დაასახელა - უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით საკუთრების უფლების
დარღვევა; სოფლებიდან მიგრაცია; სამუშაო ადგილების სიმცირე; ზოგიერთ სოფელში
35 სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა,
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. ანგარიში
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/VqqEs [22/02/2025].
36 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე გამოყოფილი თანხა 3.343.892.00 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2024 წლის 30 დეკემბრის №100040302401384561 წერილი.
37 2024 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან სოფელ დიცში,
ქორდში, ფლავში, ფლავისმანში, მერეთში, ჯარიაშენში, ქვეშში, გორაკაში, საკორინთლოში, კარბში,
რიყესა და რუხში.
27 |
სარწყავი წყლის არარსებობა; ამბულატორიების გახსნა; აფთიაქებსა და სამედიცინო
სერვისებზე ხელმისაწვდომობა; საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული
პირობების არარსებობა, მათ შორის, კულტურის სახლისა და სხვადასხვა სერვისცენტრის
გახსნა. მოსახლეობის ნაწილი ასევე შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების და
საზოგადოებრივი ცენტრების აშენება-რეაბილიტაციის მნიშვნელობას, რაც, მათი აზრით,
ნაკლებად გამოიწვევს სოფლებიდან ახალგაზრდების გადინებას.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის უდიდესი გამოწვევაა
ფიზიკური უსაფრთხოება. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მოსახლეობის ნაწილმა არ
იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი და ხშირია შემთხვევები, როცა საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლები, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ
ადამიანებს.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:
▪
აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა
საოკუპაციო
რეჟიმებმა,
საოკუპაციო
ხაზის
მთელ
პერიმეტრზე
უკანონო
შეზღუდვების მოხსნით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით,
დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;
▪
აწარმოოს
მოლაპარაკებები,
ყველა
შესაძლო
საერთაშორისო
ფორმატის
გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო
მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
28 |
გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ
ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო
სკოლებში
ოკუპირებულ
ტერიტორიიდან
მონაწილე
ბავშვებისა
და
ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები.
2. სიცოცხლის უფლება
2.1.შესავალი
2024 წელს, კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება.
სიცოცხლის უფლების თავში ყურადღება გამახვილდება ასევე 2023 წელს შოვის
ტრაგედიის შედეგად პირთა გარდაცვალების გამოძიების ეფექტიანობის შეფასებაზე.
ამავე თავში განხილული იქნება ფემიციდის შემთხვევები, სომატური (ფიზიკური)
ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და სხვ.
2.2.სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა
ოკუპაციის კონტექსტში
თამაზ გინტურის საქმე
2023
წლის
6
ნოემბერს,
გორის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
კირბალთან,
რუსმა
სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე - თამაზ
გინტური, ხოლო ერთი პირი გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი
პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება.38
2023 წლის მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდშიც გამოითხოვა
საგამოძიებო ორგანოდან ინფორმაცია, რათა დაედგინა გამოძიების პროგრესი მოცემულ
ეტაპზე.39 სამწუხაროდ, გამოძიება, 1 წლის შემდეგაც უშედეგოდ გრძელდება.40
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აპარატს აცნობა, რომ
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობდა სხვადასხვა საერთაშორისო
ფორმატში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების
პრევენციისა
და
მათზე
რეაგირების
მექანიზმის
ფარგლებში,
თამაზ
გინტურის
მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების მიმართ სამართლის აღსრულების საკითხის
მოთხოვნას.41 თუმცა საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ
დამნაშავე პირების დასჯასა და მათ მიმართ სამართლის აღსრულებაზე.42
სახალხო დამცველი კვლავ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ
მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალება გამოიყენოს დამნაშავეთა დასასჯელად.
38 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლის მე-3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
39 სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 6 ნოემბრის №2024/6135 და 2025 წლის 6 იანვრის №25/432
წერილები.
40 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 12 ნოემბრის MIA 0 24 03446354 და 2025 წლის 27 იანვრის MIA 3
25 00212916 წერილები.
41 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის SSG 8 24 00040100 წერილი.
42 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის 19 მარტის SSG 2 25 00059707 წერილი.
29 |
2.3.შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიება43
2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო
1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. გამოძიება
მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვია. 2024 წლის ივლის-აგვისტოსა და სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ,
აპარატს, საგამონაკლისო წესით,44 უფლება მისცა გასცნობოდა ხსენებულ საქმეს.45
საქმის გაცნობის შედეგად, სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა.
სიცოცხლის უფლების დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული სტანდარტები
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე, „სახელმწიფოს
აკისრია პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, რაც პირველ რიგში
გულისხმობს
სახელმწიფოს მოვალეობას შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და
ადმინისტრაციული ჩარჩო, საკონტროლო მექანიზმები და გაატაროს პრევენციული
ოპერატიული ღონისძიებები.46 იმ პირობებში, როდესაც ადამიანების დაღუპვა ან მათი
სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა განპირობებულია ბუნებრივი კატასტროფებით,
სახიფათო აქტივობების კონტექსტში და სხვ., როდესაც ადგილი არ აქვს სახელმწიფოს
წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევის განზრახ ქმედებებს,
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად გამოიყენება შემდეგი ტესტი: მიიღო თუ
არა სახელმწიფომ ყველა ზომა, რაც შეეძლო, რათა თავიდან აეცილებინა ადამიანის
სიცოცხლის რისკი47 და ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სასიკვდილო
საფრთხის შესახებ.48 კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა შეიძლება იყოს სიცოცხლის
საფრთხის გამო პასუხისმგებელი პირებისთვის ბრალის წაუყენებლობა ან დაუსჯელობა.49
43 წინამდებარე თავში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია და სიცოცხლის უფლების დაცვის
კონტექსტში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საფუძვლების
დეტალური მიმოხილვა ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
44 სახალხო დამცველის აპარატს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ აქვს მიმდინარე გამოძიების მასალებზე
წვდომის უფლებამოსილება.
45 სისხლის სამართლის საქმე №059030823001.
46 Öneryıldız v. Turkey [GC], 2004, §101; Brincat and others v. Malta, საჩივარი №60908/11, 62110/11, 62129/11, 62312/11 and
62338/11, 24.07.2014 წ. პარა. 105-106.
47 L.C.B. v. the UK განაცხადი №14/1997/798/1001, 09.06.1998 წ. პარა. 36.
48 Öneryıldız v. Turkey [GC], 2004, პარა. 101; Brincat and others v. Malta, საჩივარი №60908/11, 62110/11, 62129/11, 62312/11
and 62338/11, 24.07.2014 წ. პარა. 105-106.
49 Öneryıldız v. Turkey [GC], განაცხადი №48939/99, 30.11.2004 წ. პარა. 93; Budayeva and others v. Russia, განაცხადი
№15339/02, 21166/02, 20058/02, 11673/02, 15343/02, 20.03.2008 წ. პარა. 140; Kolyadenko and others v. Russia,
30 |
ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებით და გადაუდებელი დახმარების სფეროში, სადაც
სახელმწიფო უშუალოდ არის ჩართული ბუნებრივი საფრთხის შერბილების გზით
სიცოცხლის უფლების დაცვაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ვრცელდება
იმდენად, რამდენადაც კონკრეტული შემთხვევის გარემოებები მიუთითებს ბუნებრივი
საფრთხის გარდაუვალობაზე, რომელიც აშკარად გამოკვეთილი იყო და განსაკუთრებით
მაშინ, თუ საქმე ეხებოდა განმეორებით მოვლენას, რომელიც განვითარდა სხვადასხვა
საცხოვრებელ
ზონაში.
ევროპული
სასამართლო,
როგორც
წესი,
განიხილავს
კატასტროფების პრევენციისა და მოსახლეობის ასეთი მოვლენების ზემოქმედებისგან
დაცვის ვალდებულების საკითხებს.50
ე.წ. შოვის საქმის გამოძიების პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხები
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობის დადგენა
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ საქმის გამოძიებისას სახელმწიფომ უპირველეს
ყოვლისა უნდა დაადგინოს, გახდა თუ არა შოვში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად
ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს
უმოქმედობა. ამ თვალსაზრისით,
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს სახელმწიფოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი
რეგულაციების არსებობის საკითხი და გამოკვეთოს, გატარდა თუ არა პრევენციული
ღონისძიებები. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ადრეული გაფრთხილებისა
და განგაშის სისტემების არსებობა-არარსებობის საკითხი და მიზეზები.
სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ დაუდგენია, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ
არა
სახელმწიფოს
მოსალოდნელი
სტიქიის
შესახებ,
რათა
სავალდებულო
და
შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანების სიცოცხლის უფლების
დარღვევა. გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია დეტალური ინფორმაცია ბუნებრივი
კატასტროფების საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადრეული გაფრთხილებისა და
განგაშის სისტემების დამონტაჟების კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებისა და მათი
შესრულების თაობაზე.
ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიამდე, 2019-2022 წლებში, გარემოს
ეროვნული
სააგენტო
საინფორმაციო
ბიულეტენებში
ყურადღებას
ამახვილებდა
კატასტროფების რისკის წინასწარი გამოვლენის და შემცირების მნიშვნელობაზე,
აუცილებლობასა და ადრეული შეტყობინების სისტემების გაზრდის მიზნობრიობაზე.51
საქმის მასალების თანახმად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სამომავლოდ
იგეგმება ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემების დამონტაჟება.
განაცხადი №17423/05, 20534/05, 20678/05, 23263/05, 24283/05, 35673/05, 28.02.2012 წ. პარა. 190; M. Özel and others
v. Turkey, განაცხადი №14350/05, 15245/05,16051/05, 17.11.2015 წ. პარა. 188.
50 M. Özel and others v. Turkey, განაცხადი №14350/05, 15245/05,16051/05, 17.11.2015 წ. პარა. 172.
51 ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენები მოიცავს საქართველოში კონკრეტულ წელს სტიქიური
გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და პროგნოზს მომდევნო წლისთვის.
31 |
ასევე აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ადრეული გაფრთხილების სისტემის
შესაქმნელად შესაბამისი ფინანსური რესურსიც იყო გათვალისწინებული. ამასთანავე,
ჯერ კიდევ 2018 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავდა,
რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა
2-3 წელიწადში დამონტაჟდებოდა.52 მიუხედავად ამისა, გამოძიებას არ დაუდგენია/არ
გაურკვევია, რატომ არ დამონტაჟდა ეს სისტემა.
გამოძიებამ უკრიტიკოდ გაიზიარა გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ
ბიულეტენებში მითითებული ინფორმაცია შოვში ღვარცოფის და მეწყრის მაღალი
საშიშროების რისკის შესახებ ეხებოდა მდ. ჭანჭახის ხეობას და მდ. ბუბას ხეობა და
მყინვარი ბუბა შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ბუბას ხეობაში მანამდე მსგავსი
მოვლენები არ შემჩნეულა და მოსალოდნელიც არ ყოფილა. თუმცა გამოძიების
მოპოვებული და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია საპირისპიროზე მეტყველებს.
საგულისხმო
გარემოებაა,
რომ
გარემოს
ეროვნული
სააგენტო
2019-2022
წლების
ბიულეტენებში რაჭა-ლეჩხუმის მხარეში პერიოდული „გლაციალური“ ღვარცოფების
შესახებაც მიუთითებდა. ამავე მონაცემების თანახმად, უშუალოდ შოვი უხვი ნალექით
ხასიათდებოდა და მიეკუთვნებოდა მაღალი რისკის ზონას ღვარცოფისა და მეწყერის
განვითარებისთვის.
ამდენად, სახალხო დამცველის შეფასებით, შესწავლილი საქმის მასალებით იკვეთება
რამდენიმე ფაქტორი, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სიცოცხლისთვის
სახიფათო მდგომარეობის შესაძლო ცოდნაზე ან/და იმ გარემოებაზე, რომ ასეთი
ინფორმაცია სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია გამოძიებამ
გამოკვეთოს, სტიქიის რისკების შესამცირებლად ახდენდა თუ არა სახელმწიფო რაიმე
სახის რეაგირებას ამ მონაცემებზე დაყრდნობით, და თუ არა - რატომ.
საგულისხმოა, რომ სწორედ სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უცხოურ
კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება 22 მყინვარის, მათ შორის, მყინვარ ბუბას
შესასწავლად. ამავე დროს, უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ დაიწყო
ადრეული გაფრთხილების სისტემების კონცეფციის შექმნაზე მუშაობა. ეს გარემოებები
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, შეესწავლა
მყინვარებიდან მომდინარე საფრთხეები.
პროცედურული მხარე
მოცემულ ეტაპზე, გამოძიებას არ აქვს მოპოვებული ინფორმაცია, არსებობდა თუ არა
საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
შეიმუშავებენ და ამტკიცებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის
სუბიექტები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
52 https://shorturl.at/RqX7W [ბოლოს ნანახია 27/03/2025].
32 |
მართალია, საგანგებო შტაბს დაევალა სიტუაციისთვის ოპერატიულ და ტაქტიკურ
დონეებზე ორგანიზების და კოორდინაციის გაწევა, თუმცა კონკრეტული მოქმედების
გეგმა, ტაქტიკა და ქმედებები შს მინისტრის მ/შ-ის ბრძანებაში ან გამოძიების მიერ
მოპოვებულ სხვა დოკუმენტაციაში განსაზღვრული არ არის. გამოძიებას ეს ინფორმაცია
არც
შტაბის
წევრების
გადაწყვეტილებას
გამოკითხვის
იღებდნენ
დროს
მყისიერად,
დაუზუსტებია.
ერთობლივად,
შტაბის
ზეპირად
და
წევრები
არანაირი
დოკუმენტი არ შედგენილა. ამასთანავე, გამოძიებას არ დაუსვამს კონკრეტული კითხვები,
თუ რა საშუალებით გადაეცემოდა დავალებები მორეაგირე ჯგუფებს, რათა შემდეგ ეს
მონაცემი მოეპოვებინათ.
რაც შეეხება მაშველების მონაწილეობას, მოცემულ ეტაპზე, გამოძიებას არ გამოუკვლევია
რატომ არ მონაწილეობდა 3-4 აგვისტოს ღამეს სამაშველო პროცესში მაშველთა სრული
შემადგენლობა.53
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, 15:07 საათზე, 112-ზე პირველი შეტყობინება
შევიდა და დადასტურდა ვერტმფრენის მოთხოვნაც. თუმცა ვერტმფრენი სტიქიის ზონაში
თითქმის 3 საათის შემდეგ, 18 საათზე ჩავიდა თბილისიდან, ხოლო მე-2 – 19 საათზე. ცხადია,
საგანგებო სიტუაციის დროს, შემთხვევის ადგილზე, მეწყერში მოყოლილი ადამიანების
სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვერტმფრენის ჩაფრენის 3-საათიანი
დრო, საქართველოს ტერიტორიის ფართობის გათვალისწინებით, არაგონივრულია.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ ღონისძიებაში საგანგებო
სიტუაციების 5 დრონი მონაწილეობდა, თუმცა არცერთი დრონის ოპერატორს არ ჩაუწერია
დათვალიერების პროცესში ფოტო ან ვიდეომასალა, გარდა ამბროლაურის განყოფილებისა,
რომელმაც 18-19 საათამდე გადაიღო რამდენიმე ფოტო და ვიდეო და შტაბში გადააგზავნა.
შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები და მხოლოდ
დრონის ოპერატორების ჩვენებით დასტურდება,
რომ მთელი ღამით „live” რეჟიმში
მიმდინარეობდა დათვალიერება და არ აღმოუჩენიათ ან დაუნახავთ ადამიანი.
ცხედრების აღმოჩენისას, გამომძიებლებს არ დაუთვალიერებიათ შემთხვევის ადგილი,
ხოლო სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობისას, მაშველებს, ცხედრის აღმოჩენის
შემდეგ,
არ
(როგორიცაა:
შეუდგენიათ
დოკუმენტი
მეწყრის/ღვარცოფის
მათი
ზედაპირი,
აღმოჩენის
სიღრმე,
გარემოებების
მანძილი
და
აღწერით
სხვ.),
რაც
მნიშვნელოვანია გარდაცვალების გარემოებების დასადგენად. მაშველები აღმოჩენილ
ცხედრებს უღებდნენ ფოტოებს (თუმცა არა ყველა შემთხვევაში) და ნიშნავდნენ ლოკაციას
(კოორდინატები), რასაც შტაბში აგზავნიდნენ. თუმცა არანაირ მაიდენტიფიცირებელ
ნიშანს (მაგ., ნომერი და სხვა) არ ურთავდნენ, რის გამოც კონკრეტულ თარიღში ნაპოვნი
რამდენიმე ცხედრის აღმოჩენის ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენა გამოძიებისთვის
ჩვენებების მიხედვით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მაშველთა ძირითადი ნაწილი სამაშველო
ოპერაციაში ჩაერთო 4 აგვისტოს გამთენიიდან, ხოლო 3 აგვისტოს დღისა და 3-4 აგვისტოს ღამის
განმავლობაში ოპერაციას ატარებდა მხოლოდ ადგილზე ჩასული მაშველების ნაწილი.
53
33 |
შეუძლებელი აღმოჩნდა. ცხედრების დათვალიერება მიმდინარეობდა სასამართლო
ექსპერტიზის ბიუროში.
სტიქიის დროს გარდაცვლილი და აღმოჩენილი 32 პირიდან (დამატებით, 1 ბავშვი დღემდე
დაკარგულად მიიჩნევა) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია 11 ცხედარს.
რამდენადაც გამოძიება გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს დამატებით განუმარტავდა, რომ
თუ სიცოცხლე ჰქონდათ დაზღვეული, კომპენსაციის მისაღებად საჭირო იყო ექსპერტიზის
ჩატარება, რასაც ოჯახის მხრიდან უარი მოსდევდა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, გარდაცვლილის ახლო ნათესავების პოზიციას
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილების შესრულება
სავალდებულოა, სამწუხაროდ, გამოძიების ამგვარი ქმედებით, 11 პირის სიკვდილის
უშუალო მიზეზი ვერ დადგინდა.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, გამოძიებამ ყველა ზემოხსენებულ კითხვას
გასცეს ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი და დაადგინოს სტიქიის და სამაშველო
ღონისძიების
დროს
სახელმწიფოს
მიერ
სიცოცხლის
უფლების
პოზიტიური
ვალდებულების შესრულების ან შეუსრულებლობის საკითხი. შესაბამისად, საჭიროა,
დადგინდეს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი
ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა).
ამასთანავე, ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის, საჭიროა კვალიფიკაციის დაზუსტება
და გამოძიების წარმართვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის
მე-2 ნაწილით - სამსახურებრივი გულგრილობა, ე. ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული
პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად
შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
საგულისხმოა, რომ ხსენებული დანაშაულის გამოძიება მიეკუთვნება პროკურატურის
უწყებრივ
საგამოძიებო
ქვემდებარეობას,
რაზეც
სახალხო
დამცველი
გამოძიების
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის ნაწილში 2023 წელსვე
მიუთითებდა.54 გარდა ამისა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო
უწყების, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების ქმედებების შეფასება.
ამ კუთხით აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოს მიერ გამოძიების წარმოება ისეთ საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი ამავე
სამინისტროს სხვა საქვეუწყებო დაწესებულების ქმედებების დადგენა და შეფასება უნდა
იყოს, ხელყოფს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს. ამასთანავე,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ. 19-20 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში:
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ,
2023 წელი“, გვ. 32-33.
54
34 |
სტიქიურ
უბედურებაზე
რეაგირებისთვის
საგანგებო
შტაბი
შს
მინისტრის
მ/შ-ს
ბრძანებით შეიქმნა.
ამის გათვალისწინებით, საქმის სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
გამოძიების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება
უნდა წარმართოს საქართველოს პროკურატურამ.
2.4.ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების
შემთხვევები
ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფემიციდის თავიდან აცილება და
ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი
აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით55, 2024 წელს გამოვლენილი
ქალის მკვლელობის 25 ფაქტიდან56, 16 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 9 კი - არაოჯახური
დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი. ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 17
შემთხვევიდან57 - 12 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, 4 - არაოჯახური
დანაშაულის ნიშნით, ხოლო 1 ოჯახური და არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. საერთო
სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 16 შემთხვევაში,
ხოლო ფემიციდის მცდელობა - 13 შემთხვევაში. მისასალმებელია, რომ 2024 წლის
მონაცემებით, ქალთა მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის
ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეებიდან, მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორები ჩაერთნენ 22 სისხლის სამართლის საქმეში.
მიმდინარე საანგარიშო წელს, შემზარავი იყო ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში
ბრალდების შესახებ დადგენილებაში პროკურატურამ გენდერისა და გენდერული
იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივზე მიუთითა.58
სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში გაანალიზებული
საქმეებიდან59 კვლავ პრობლემად იკვეთება გენდერული ნიშნის დადგენა, როგორც
გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე60. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში, პრობლემად
55 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 4 თებერვლის წერილი №13/6033.
მათ შორის, ოჯახური დანაშაულის ნიშნით 1 ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და არა
ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 1 ქალის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
57 მათ შორის, ოჯახური დანაშაულის ნიშნით 3 ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და 1 ქალის
არაოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი.
58 საქმე №2024-1300.
59 სახალხო დამცველის აპარატმა გააანალიზა 2023 წელს მომხდარი ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის
საქმეთა სრული სისხლის სამართლის საქმის მასალები.
60 მცხეთის რაიონული სასამართლოს საქმე №1/15-23; თელავის რაიონული სასამართლოს საქმე №1/292-23;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საქმე №1/118-2023; თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე
№1/527-24; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საქმე №1/23-23; თბილისის საქალაქო სასამართლოს
საქმე №1/7452-23.
56
35 |
იკვეთება საპროცესო შეთანხმების გაფორმება61 და წინარე ძალადობის შემთხვევაზე
სასამართლოს მიერ რისკების არასათანადოდ შეფასება.62
სამწუხაროდ, 2024 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის
შესახებ
სახელმწიფოს
ინფორმირებულობის
მიუხედავად,
ქალის
მკვლელობის/მკვლელობის
მცდელობის
თავიდან
არიდება
ვერ
მოხერხდა.63
განსაკუთრებით პრობლემური იყო ამნისტიის შედეგად პენიტენციური დაწესებულების
დატოვების შემდგომ, დამცავი ორდერის პირობებში, ყოფილი მეუღლის მკვლელობა, რაც
კიდევ ერთხელ მიანიშნებს მოძალადეთა რეაბილიტაციის და რისკების სწორად
შეფასების სასიცოცხლო აუცილებლობაზე64.
ფემიციდის შემთხვევებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ
ფემიციდს საფუძვლად უდევს საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ დისკრიმინაციული
და სტერეოტიპული შეხედულებები, თუმცა, ამავე დროს, საგულისხმოა, რომ წლების
განმავლობაში
განხორციელებული
დაკვირვებით,
ფემიციდის
დანაშაული,
დაკავშირებულია განათლების და დასაქმების პრობლემასთანაც, რაც ადასტურებს
პრობლემის კომპლექსურ ხასიათს და, შესაბამისად, ეს საკითხი გათვალისწინებული უნდა
იყოს ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
პროცესში65.
სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
სომატური
ჯანმრთელობის
პრობლემების
მკურნალობის კუთხით, სამწუხაროდ, შენარჩუნებულია არაერთი პრობლემა. კერძოდ,
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების
გვერდითი ეფექტების მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე გაწერილია
61 თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №1/527-24; მცხეთის რაიონული სასამართლოს საქმე №1/15-23;
62 თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №1/2208-23 - ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის ხელყოფით
მუქარის (რასაც დაზარალებული რეალურად აღიქვამდა) საქმეზე, პროკურატურის მიერ პატიმრობის
შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო გამოიყენა, რის
შემდგომაც ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა დაზარალებული თვითმკვლელობის ცდამდე მიეყვანა.
მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც სამართალდამცავ უწყებას გამოუყენებია ყველა ზომა
მსხვერპლის დასაცავად. საქმეზე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა არ ყოფილა
გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის შესაძლებლობა.
63 საქმე №75/24, №2024-1679, საქმე №2024-1865, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 9 25 00708291,
10/03/2025.
64 აღნიშნულ საქმეზე დეტალები იხ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ქვეთავში.
65 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ფემიციდის მიმართულებით არსებულ
პრობლემებზე რეკომენდაციები დამატებით იხილეთ გენდერული თანასწორობის თავში.
36 |
მისი მნიშვნელობა და მოცემულია პაციენტთა ფიზიკური და ბიოქიმიური პარამეტრების
კვლევის სავარაუდო სიხშირის ცხრილი.66
2024
წლის
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო
პროგრამის
ფსიქიატრიული
სტაციონარული მომსახურების კომპონენტი მოიცავს იმ პაციენტების გადაუდებელი
ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური, ასევე სამედიცინო მომსახურებით და
წამლის გვერდითი ეფექტების კონტროლის უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან
სტაციონარულ
მომსახურებას.
განსაზღვრულია
საყოველთაო
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამით
სამედიცინო
მომსახურება,
გეგმური
სამედიცინო
გადაუდებელი
მომსახურება კი თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რაც ისედაც ფინანსური რესურსის
არმქონე პაციენტებისთვის დამატებითი ხარჯია.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამ საკითხებს დროულად შეისწავლიან და
გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული იმ
პაციენტებისთვის დროული და სათანადო სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად,
რომლებსაც ჯანმრთელობის სომატური (ფიზიკური) პრობლემები აღმოაჩნდათ.
წინა
წლების
მსგავსად,
ფსიქიატრიულ
სტაციონარში
მოთავსებულ
პაციენტებს
უტარდებათ ცალკეული ანალიზები, თუმცა მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს გვერდითი
ეფექტების მართვას. საანგარიშო პერიოდში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
მიმდინარეობს პროტოკოლების გადახედვა გვერდითი მოვლენების გამოსავლენად და მათ
სამართავად საჭირო კვლევების გამოსაკვეთად. ამის შემდეგ, სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული
საქმიანობის
რეგულირების
სააგენტო
შეძლებს
შესაბამისი
67
ღონისძიებების განხორციელებას.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დაწესებულებაში, სადაც პრევენციული
ვიზიტები განხორციელდა, უზრუნველყოფილი იყო ექიმი თერაპევტის მომსახურება,
რომელიც
კონსულტაციითა
დამატებითი
და
გამოკვლევებისა
სიმპტომური
და
მკურნალობით
მკურნალობისთვის
კი,
შემოიფარგლებოდა.
სხვა
სამედიცინო
დაწესებულებას უნდა მიმართონ, რაც პაციენტისთვის დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული დანიშნული მედიკამენტების შეძენაც, რადგან
ადგილზე მხოლოდ გადაუდებელი თერაპიული მედიკამენტები მოიპოვება.68
რაც შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო
პროგრამით გათვალისწინებულია მხოლოდ გადაუდებელი თერაპიული და ქირურგიული
66შიზოფრენიის
მკურნალობა და მართვა მოზრდილებში, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული
რეკომენდაცია (გაიდლაინი), თავი 4.2; იქვე, შიზოფრენიის მკურნალობა და მართვა მოზრდილებში კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაცია (გაიდლაინი), თავი 4.7.
67 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2025 წლის 17 იანვრის წერილი MOH 1 25 00043043.
68 აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადგილზე არსებულ აფთიაქში
შეუძლიათ პაციენტებს მედიკამენტების შეძენა.
37 |
სტომატოლოგიური მომსახურება, სხვა შემთხვევაში კი თავად პაციენტი ანაზღაურებს
მომსახურების საფასურს.69
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება. ამისთვის კი აუცილებელია,
რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის
პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და
სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება.70
სომატური
ჯანდაცვის
სერვისების
ხელმიუწვდომლობა
ან
შეზღუდული
ხელმისაწვდომობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს,
რაც, შესაძლოა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.
აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემურია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი
სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. ფსიქიატრიული დაწესებულებები არ აღრიცხავენ
იმ პაციენტთა გარდაცვალებას, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების
გამო გადაყვანილები იყვნენ სხვა საავადმყოფოში. ამის მიზეზად კვლავ სახელდება ის,
რომ პაციენტის გაწერის შემდეგ, დაწესებულებას აღარ აქვს პაციენტის მდგომარეობის
მონიტორინგის ვალდებულება.
სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას,71 რომ ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია პაციენტთა გარდაცვალების
ზუსტი მიზეზების
დადგენა, რადგან არ ტარდება ექსპერტიზა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დაცული
ჩანაწერები,
ამ
თვალსაზრისით,
კვლავ
არაინფორმატიულია
და
მითითებულია
სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები.72
აღსანიშნავია,
რომ
სამინისტრო
გეგმავს
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
გარდაცვალების ცნობაში მიზეზების სწორად შევსების მიზნით ტრენინგის ჩატარებას.
ასევე იგეგმება აუდიტის ჯგუფის შექმნა, რომელიც განიხილავს საეჭვო შემთხვევებს,
რეგულირების
სააგენტო
კი
შეისწავლის
პაციენტთათვის
გაწეული
სამედიცინო
დახმარების ხარისხს. ამის შედეგად კი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული
კლინიკიდან სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად პაციენტი ოჯახის წევრს/ახლობელს მიჰყავს,
სხვა
დაწესებულებები
თავად
უზრუნველყოფენ
სტომატოლოგიურ
კლინიკაში
პაციენტის
ტრანსპორტირებას. შპს „თერჯოლამედის“ ფსიქიატრიულ განყოფილებაში კი სტომატოლოგი ადგილზე
ჰყავთ, თუმცა მისი მომსახურება პაციენტისთვის როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ შემთხვევებში
ფასიანია.
70 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, დანართი 1 - დაავადებათა ადრეული
გამოვლენა და სკრინინგი (პროგრამული კოდი 27 03 02 01). პროგრამა გულისხმობს შესაბამისი ასაკობრივი
ჯგუფებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს
სკრინინგს.
71 2024 წელს თერჯოლამედში გარდაიცვალა 1 პაციენტი, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში - 2
პაციენტი, სენაკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - 1 პაციენტი.
72 ICD10 კლასიფიკატორი არის R99. იხ. ბმული
<https://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx> [ბოლოს ნანახია:28.01.2025].
69
38 |
ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ამას გარდა, რეგულირების
სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს სტატისტიკის არასწორად წარმოების
შემთხვევაში.73
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას:
▪
უზრუნველყონ თამაზ გინტურის მკვლელობისა და საქართველოს მოქალაქის
თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პასუხისმგებელ პირთა მიმართ
ეფექტიანი გამოძიების წარმოება, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვისა
და საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:
▪
გაგრძელდეს სამართლის აღსრულების საკითხის მუდმივი დაყენება ყველა
საერთაშორისო
ფორმატსა
და
ინციდენტებზე
რეაგირების
ჯგუფის
შეხვედრების ფორმატში.
საქართველოს პროკურატურას:
▪
დაზუსტდეს შოვის ტრაგედიის საქმის კვალიფიკაცია და გამოძიება დამატებით
წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2
ნაწილითაც;
▪
უზრუნველყოს შოვის ტრაგედიის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის
დაქვემდებარება და ეფექტიანი გამოძიების წარმოება.
საქართველოს მთავრობას:
▪
კრიტიკულად გააანალიზოს პრევენციის არსებული სისტემა ქალთა
გენდერულად მოტივირებული მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის
საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროების
მონაწილეობით იმუშაოს პრევენციის სისტემის დახვეწაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
73 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
39 |
▪
ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად
უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით, მკაფიოდ განისაზღვროს
გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების საკითხი;
▪
უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების, მათ შორის
სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების სტანდარტის შემუშავება. მისი
დანერგვის შემდეგ დააკვირდეს, თუ როგორ ასრულებენ მას ფსიქიატრიული
დაწესებულებები;
▪
უზრუნველყოს
დაწესებულებაში
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო
მოთავსებული
პაციენტებისთვის
პროგრამით
გათვალისწინებული
სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;
▪
შეისწავლოს
ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში
და
ფსიქიატრიული
დაწესებულებიდან გადაყვანილი პაციენტის გარდაცვალების ყველა შემთხვევა,
დაადგინოს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და რამდენად დროულად
გადაიყვანეს პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში. მიღებული შედეგების
საფუძველზე
კი,
პაციენტთა
გარდაცვალების
მაქსიმალურად
თავიდან
ასაცილებლად, გაატაროს ღონისძიებები;
▪
დაავალოს
სამედიცინო
და
ფარმაცევტული
საქმიანობის
რეგულირების
სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური
მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის
პრაქტიკა.
40 |
3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება74
3.1. შესავალი
წინამდებარე თავში მიმოხილულია პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა საცხოვრისებში
გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, შესაბამისი რისკფაქტორები და
საკანონმდებლო ხარვეზები.
მოცემული თავი სამი ქვეთავისგან შედგება: 1) პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან
შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას, 2) არასათანადო მოპყრობისგან დაცვის
გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი რისკფაქტორები, და 3) სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება.
საგულისხმოა, რომ 2024 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო არასათანადო მოპყრობის
მასშტაბურობის და მოქალაქეების მიმართ ღირსების ხელშეუვალობის აბსოლუტური
უფლების დარღვევის კუთხით. ამ თვალსაზრისით ყველაზე განგრძობადი დარღვევების
გამო,
2024
წლის
საპროტესტო
აქციების
კონტექსტში,
საკითხს
დეტალურად
მიმოვიხილავთ და შევაფასებთ წინამდებარე ანგარიშის ქვეთავში.
გასულ
წელს
სახალხო
დამცველის
მიერ
გაცემული
რეკომენდაციების
ან/და
წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი, საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, არ
შესრულებულა. პენიტენციური სისტემის ჭრილში, საგულისხმოა, რომ 2023 წლის
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა პენიტენციური
კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც გაიწერა
ექიმის
ვალდებულება,
პატიმრის
მიმართ
შესაძლო
წამებისა
და
სხვა
სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეჭვის შემთხვევაში, აღნუსხოს პატიმრის
დაზიანებები და გადაუგზავნოს საგამოძიებო ორგანოს, მიუხედავად იმისა, თანახმაა თუ
არა სავარაუდო მსხვერპლი დოკუმენტირებასა და შეტყობინებაზე.75 ამ ახალი ნორმის
აღსრულების მიზნით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
იუსტიციის მინისტრს შეეტანა ცვლილებები 2020 წლის 20 ნოემბრის №663 ბრძანებაში
(„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების
აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“) პენიტენციური კოდექსის 139-ე მუხლთან
გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი
წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საქართველოში. წინამდებარე თავში განხილულ
საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი, იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის
ანგარიშში და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
75 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 59.
74
41 |
მისასადაგებლად, რისთვისაც პენიტენციური კოდექსითვე ერთწლიანი მაქსიმალური ვადა
იყო დადგენილი. სამწუხაროდ, შესაბამისი ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა.
ასევე, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის
საერთო საცხოვრებლები და შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა,
ხოლო მსჯავრდებულთა უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი 4 კვ. მ. პირადი
საცხოვრებელი ფართობით.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს განსაკუთრებული რისკისა და დახურული
ტიპის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეც. ამ დაწესებულებებში მყოფი
პატიმრები, მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე, 23 საათის განმავლობაში
იმყოფებიან საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი
ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს პატიმართა განტვირთვას და რეკრეაციას.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადება პატიმრის სუფთა ჰაერზე გასეირნების
მინიმალური დროის გაზრდასთან დაკავშირებით, კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.
გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების
გადატვირთულობა
და
არაფორმალური
მეთოდებით
მმართველობის
ცალკეული
შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში კვლავ პრობლემური იყო
დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი,
არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით,
სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. საანგარიშო
პერიოდში ასევე გართულებული იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და
დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და
პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა უფლებრივ
მდგომარეობას,
2024
წელს
დაკავებული
პირების
ნაწილი
კვლავ
საუბრობდა
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და
ფიზიკური
და
ფსიქოლოგიური
ძალადობის
შემთხვევებზე.
პრობლემურია
დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა,
ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების
არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები,
სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ
არის დაფარული.
არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც
პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი
სამართლებრივი
დაცვის
გარანტიები.
მიუხედავად
კანონმდებლობით
მკაფიოდ
განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი
ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულებების
42 |
გადატვირთულობა და სიმჭიდროვე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი
ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
ზემოაღნიშნულის გარდა, დამატებით საგულისხმოა, რომ არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
ეფექტიანი რეაგირება, თუმცა ამ კუთხით საანგარიშო პერიოდშიც არაერთი ხარვეზი
გამოვლინდა.
დამატებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ
მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლითაც ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ასპექტის დარღვევა დადგინდა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო
აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რეზინის ტყვიების
გამოყენებასა და შეკრების მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე
არაეფექტიანი გამოძიების გამო.
3.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას
წინამდებარე ქვეთავში მიმოვიხილავთ დახურულ დაწესებულებებში გამოვლენილ
არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. ასევე მიმოვიხილავთ ამ სისტემებში არსებულ
გარემო პირობებს და პრაქტიკებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას.
დაწესებულებების
თანამშრომლების/სამართალდამცავების
მხრიდან
ჩადენილი
ძალადობა
2024
წელს
სახალხო
დამცველის
აპარატმა
პენიტენციური
დაწესებულებების
თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის
ცალკეული შემთხვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.76
დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ ჩადენილი ძალადობის
კუთხით, საყურადღებოა მსჯავრდებულ ბ. ლ.-ს შემთხვევა. დეესკალაციის ოთახში მყოფმა
ამ
მსჯავრდებულმა
დაწესებულების
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებს
თანამშრომელმა ფიზიკური
აცნობა,
რომ
ამავე
შეურაცხყოფა მიაყენა. შეხვედრისას
მსჯავრდებულს ხილულად აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის არეში შეშუპებისა და
მოწითალო-მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთის სახით. სახალხო დამცველის აპარატმა
ფაქტის
შესახებ
წარმოდგენილი
ინფორმაცია
ინფორმაციის
სპეციალურ
თანახმად,
სამსახურს
მიაწოდა.77
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
სპეციალური
საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის
თანამშრომლების
მხრიდან
ბ.
ლ.-ს
მიმართ
განხორციელებული
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის
ანგარიშის, „თანამშრომელთა მიერ პატიმრების მიმართ ძალადობის" ქვეთავი.
77 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის 2024 წლის 24 მაისის შეტყობინება;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 27 მაისის №2024/1406 წერილი.
76
43 |
საქართველოს
სახალხო
პრევენციის
ეროვნულმა
მექანიზმმა,
№2
პენიტენციურ
დაწესებულებაში განხორცილებული ვიზიტის დროს, ორის საყურადღებო ფაქტის შესახებ
მიიღო ინფორმაცია.78 ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურმა პრევენციულმა
ჯგუფმა ასევე მიიღო შეტყობინებები ხელის კვრისა და უხეში მოპყრობის შესახებ.
სამწუხაროდ,
პატიმრების
მსგავსად,
რიგ
შემთხვევებში,
არც
ფსიქიატრიული
დაწესებულებების პაციენტები არიან სრულად დაცულნი ძალადობისგან. პრევენციული
ვიზიტების დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაწესებულების პერსონალის
მხრიდან პაციენტზე სავარაუდო ძალადობის შესახებ მხოლოდ ერთი შეტყობინება მიიღო.
კერძოდ, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტის განცხადებით,
დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი,
როდესაც ის კარს ხელებს ურტყამდა და სახლში წასვლას ითხოვდა. პაციენტები კვლავ
საუბრობდნენ პერსონალის მხრიდან უხეშ და ხმამაღალ მიმართვაზე. ასევე, რიგ
შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას.79
რაც შეეხება საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობას, საგულისხმოა, რომ სპეციალურმა
პრევენციულმა ჯგუფმა პერსონალის მხრიდან ბენეფიციარების მიმართ ჩადენილი
ფიზიკური ძალადობის ერთეულ შემთხვევებზე მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, სახალხო
დამცველს წარმოებაში აქვს 2 საქმე ბედიანის შშმ პირთა პანსიონატში პერსონალის მიერ
სავარაუდოდ
ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ. ასევე, შპს
„იმერეთში“
მიღებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა
ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც ბენეფიციარზე სავარაუდოდ იძალადა.
მიღებული ინფორმაციით, პერსონალი, ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისში (გარდა მცირე
საოჯახო ტიპის სახლებისა) უხეშად მიმართავს და უყვირის პაციენტებს.80
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს
დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებსა და
პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული პრევენციული ვიზიტების დროს,
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს გამოკითხული პირებისგან არ მიუღიათ
ინფორმაცია
პოლიციელების
მიერ
განხორციელებული
არასათანადო
მოპყრობის
81
სავარაუდო ფაქტების შესახებ.
მაგ., მიღებული ინფორმაციით, ერთ-ერთ პატიმარს თანამშრომლებმა ზურგს უკან დაადეს
ხელბორკილი, პირქვე დააწვინეს იატაკზე და ზურგზე აჭერდნენ ფეხს. ამავე დაწესებულებაში მიღებული
ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ პატიმარს დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ედო
ხელბორკილი, ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობას, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა არ
მოხსნეს ხელბორკილი და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იქვე, შეზღუდულ
მდგომარეობაში მოუწია.
79 მაგ., ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მიღებული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში შინაგან
საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოიძახეს და ადგილზე გამოცხადდა იმ
მიზნით, რომ პაციენტი შეეშინებინათ და ინექცია პოლიციის თანამშრომლის შიშით გაეკეთებინა.
80 დეტალური ინფორმაცია იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული
მექანიზმის 2024 წლის ანგარიშში.
81
ვიზიტები განხორციელდა 2024 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
78
44 |
ამასთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პოლიციელების
მიერ დაკავებისას არაპროპორციული, ძალის გამოყენების და დაკავების შემდეგ
არასათანადო
მოპყრობის
სავარაუდო
ფაქტების
შესახებ.
2024
წელს
პოლიციის
თანამშრომლების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის მეთოდებიდან, ძირითადად
იკვეთება ხელ-ფეხის დარტყმა, ხელბორკილის მოჭერა, ხელების დაგრეხა, წაქცევა.
საანგარიშო
პერიოდში,
პრევენციული
ვიზიტების
შედეგად
აჭარის
ავტონომიურ
რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 132 საეჭვო
შემთხვევა გამოავლინა.82 ეს შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით
დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. მონაცემების თანახმად, ამ 132-დან 52
(39.4%) შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების განმარტებით,
დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება დინამიკას წლების
მიხედვით, 2023 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის
დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული
ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 31.8%-ში, 2020 წელს - 34.4%, 2021 წელს 26%, 2022 წელს - 27%. დამატებით საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
შესახლებული იყო 14998 პირი, რომელთაგან 9860 (65,7%) შემთხვევაში დაკავებულს
აღენიშნებოდა დაზიანება.83 ეს მონაცემი 2023 წელს 64,3%-ს შეადგენდა.84
ასევე საგულისხმოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დროებითი განთავსების
ცენტრში
არსებული
მდგომარეობა.
სპეციალურმა
პრევენციულმა
განთავსებული 4 პირისგან მიიღო ინფორმაცია მათ მიმართ
სავარაუდო
წამების
და
სხვა
არასათანადო
მოპყრობის
ჯგუფმა
იქ
განხორციელებული
შესახებ.85
გარდა
ამისა,
აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსებული პირების მითითებით, დაწესებულების
ხელმძღვანელი
პირების
მხრიდან, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს უხეშ
პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა
დაკავებულის პირად საქმეს. მითითებული დაკავების გარემოებებმა, დაზიანების ლოკალიზაციამ,
რაოდენობამ და ხასიათმა, მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი გაუჩინა პირების მიმართ სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის თაობაზე. შემოწმება ჩატარდა სამეგრელოს, კახეთის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის, აჭარის, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ
ორგანოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
83 ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://info.police.ge/page?id=233> [ბოლოს ნანახია:
82
27.01.2025].
84
2023 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული იყო 15907 პირი, რომელთაგან
დაზიანება 10238 პირს აღენიშნებოდა.
კერძოდ, ისინი უთითებდნენ, რომ ხელმძღვანელის კაბინეტში სხვადასხვა დროს, ხელბორკილით
შეიყვანეს, ცემეს ხელებით და ფეხებით და შეასხეს წიწაკის სპრეი. მათგან ორი პირი ასევე მიუთითებდა
გაუპატიურების და სხვა სექსუალური ხასიათის, დამამცირებელი ქმედებების მუქარაზე. განთავსებულ
პირთა განმარტებით, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები, სახის და სხეულის არეში, სისხლნაჟღენთების
და ჰემატომების სახით, თუმცა ექიმს მათი დაზიანებები არ აღუწერია. განთავსებული პირები
მიუთითებდნენ, ცენტრის თანამშრომლების მიერ მათთან ერთად განთავსებული კიდევ ერთი პირის
სავარაუდო ცემის შემთხვევაზე, თუმცა ამ პირს ცენტრი უკვე დატოვებული ჰქონდა.
85
45 |
მიმართვას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის აპარატმა, განთავსებული
პირების თანხმობით, რეაგირების მიზნით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.86
პატიმრებს/პაციენტებს შორის ძალადობა
2024 წელს კვლავ პრობლემური იყო პატიმართა და პაციენტთა შორის ძალადობის
შემთხვევებიც.
ვითარების
ერთიანი
ანალიზიდან
ჩანს,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებები, ისევე როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებები, სათანადოდ ვერ
უმკლავდებიან ამ კუთხით გამოვლენილ პრობლემებს.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შორის ძალადობის
გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კვლავ რჩება ცალკეული პენიტენციური
დაწესებულებების
გადატვირთულობა,
ასევე,
იქ
არსებული
არაფორმალური
მმართველობა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ ხერხდება ბრალდებულების და
მსჯავრდებულების ერთმანეთისგან განცალკევებით მოთავსება,87 რაც, ხშირად, მათ შორის
კონფლიქტის მიზეზი ხდება. წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში
კვლავ არ არის შესაბამისი რაოდენობის პერსონალი, რომელიც საკმარისი იქნებოდა
დაწესებულებებში წესრიგის შესანარჩუნებლად და პატიმართა შორის ძალადობის
ფაქტების თავიდან ასაცილებლად. ასე მაგალითად, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში
ვიზიტის დროს88, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ფლიგელში,
სადაც მოთავსებული იყო 40-100 პატიმარი, მორიგეობდა სამართლებრივი რეჟიმის
განყოფილების მხოლოდ 2 თანამშრომელი. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ის
პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.
ძალადობის მსხვერპლი პატიმრები, ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან
არიდების მიზნით, გაურბიან დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო
პერსონალთან დაზიანების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე საუბარს.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, სამწუხაროდ, კვლავ ხშირია პაციენტებს
შორის
კონფლიქტები.
საყოფაცხოვრებო
პაციენტებს
საკითხებია.
არ
შორის
კონფლიქტების
ხდება
ძალადობის
მიზეზი
შემთხვევების
ძირითადად
პრევენცია,
დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, კონფლიქტების დოკუმენტირება და
მათზე სათანადო რეაგირება. სათანადო რეაგირების არარსებობის პირობებში, ფიზიკური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული 2024 წლის 23 ოქტომბრის SIS 0 24 00019401 წერილის
თანახმად, განთავსებულ პირებთან გასაუბრებისას არ გამოკვეთილა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, თუმცა, მათ მიუთითეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე. ამ
საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2025 წლის 12 თებერვლის MIA 0 25
00408989 წერილის თანახმად, ამჟამად, მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება შესაძლო
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით.
87 №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულები და მსჯავრდებულები ისევ ერთად არიან
განთავსებულები.
88 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2024 წლის 4, 5, 6, 11,
12 და 28 ივნისს, ასევე 2, 3 და 4 ივლისს პრევენციული ვიზიტები განახორციელეს №8 პენიტენციურ
დაწესებულებაში.
86
46 |
დაპირისპირებების ან თვითდაზიანების შედეგად პაციენტებმა, შესაძლოა, მძიმე
დაზიანებებიც კი მიიღონ. ასევე საგულისხმოა, რომ ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს არ
სთავაზობენ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ინფორმაცია არ მიეწოდება საგამოძიებო
ორგანოს. პაციენტთა შორის კონფლიქტების და ძალადობის შემთხვევების უყურადღებოდ
დატოვება ზრდის კონფლიქტების განმეორების რისკებს.
ასევე
აღსანიშნავია,
რომ
შშმ
პირთა
საცხოვრისის
სერვისებში
ადგილი
აქვს
საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ბენეფიციარებს შორის კონფლიქტებს და ძალადობას.
დამატებით,
საგულისხმოა,
რომ
როგორც
პენიტენციურ,
ისე
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებსა და საცხოვრისებში არ არის საკმარისი რაოდენობის პერსონალი
დაწესებულებებში
წესრიგის
შესანარჩუნებლად
და
პატიმართა/პაციენტთა
შორის
ძალადობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად.
პენიტენციურ
დაწესებულებებში,
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში,
შშმ
პირთა
საცხოვრისებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა განთავსების ცენტრში
არსებული შეზღუდვები
პენიტენციურ დაწესებულებებში, ისევე როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
მოთავსებულ პირებს, რიგი შეზღუდვები უწესდებათ. მათგან, გარკვეული შეზღუდვების
გამოყენება, ამ უკანასკნელთა შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა, არასათანადო
მოპყრობას
გაუტოლდეს.
კერძოდ,
განსაკუთრებული
რისკის
პენიტენციურ
89
დაწესებულებებში მოქმედი შემზღუდველი რეჟიმი, ინციდენტების მართვის პრაქტიკა,90
საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობა,91 პენიტენციური დაწესებულებების
გადატვირთულობა92
და
პატიმრების
საცხოვრებელი
93
პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება
ადგილიდან
მოშორებულ
უარყოფით გავლენას ახდენს პატიმრების
ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის პატიმრების მიმართ
მითითებული პენიტენციური დაწესებულებების მართვა ძირითადად ეფუძნება სტატიკური
უსაფრთხოების პრინციპებს, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვების, აკრძალვების,
რეჟიმის დაწესებას და არ არის ორიენტირებული მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ.
90
პატიმრების მიმართ აქტიურად გამოიყენება გარე სამყაროსთან კონტაქტის შემზღუდველი
დისციპლინური სახდელები და უსაფრთხოების ღონისძიებები, მათ შორის, სამარტოო საკნებსა და
დეესკალაციის ოთახებში იზოლირება, სადაც პატიმრებს დამატებით ეზღუდებათ საკუთარ ნივთებზე
წვდომა, ასევე შხაპის მიღების და გასეირნების უფლება.
91 პატიმრები მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში და
მხოლოდ 1 საათით გაჰყავთ სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს
პატიმართა განტვირთვას და რეკრეაციას; არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა და
სათანადოდ არ ხორციელდება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები.
92 პატიმრების საკნებში განაწილების დროს, კვლავ ყურადღების მიღმა რჩება პატიმრის პიროვნული
თვისებები, ჩვევები, ქცევა, რისკები. შედეგად, განსხვავებული კატეგორიისა და მსოფლმხედველობის
პატიმრებს ერთ საკანში უწევთ თანაცხოვრება, რაც დახურული სივრცის პირობებში ხშირად ხდება
პატიმართა შორის უთანხმოების მიზეზი.
93 ოჯახის წევრები ძირითადად, პატიმართან კონტაქტს სატელეფონო კავშირით ამყარებენ და მათ მიმართ
დისციპლინური სახდელის სახით, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, პრაქტიკულად, გარე
სამყაროსთან კონტაქტის სრულ შეზღუდვას უტოლდება.
89
47 |
ძალადობის რისკებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს94 და შეიძლება
გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.95
ამ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე, 23
საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო
ეზოებში,
რომელთა
მწირი
ინფრასტრუქტურა
ვერ
უზრუნველყოფს
პატიმართა
განტვირთვას და რეკრეაციას. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის
წინადადება პატიმრის სუფთა ჰაერზე გასეირნების მინიმალური დროის გაზრდასთან
დაკავშირებით, კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.
პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე
აღსანიშნავია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრების
მოთავსების პრაქტიკა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დეესკალაციის ოთახსა და
სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის
მიზნით მოთავსება, უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
საგულისხმოა, რომ, გასული წლების მსგავსად, №6, №8, №18 დაწესებულებებში, პატიმრებს
დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში, უმეტეს შემთხვევაში, კვლავ
მაქსიმალური ვადით ათავსებენ და კვლავ, ადგილი აქვს ერთი და იმავე პირის
ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში,
წუთებისა და საათების ინტერვალებით.
სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა №2 და №8 დაწესებულებებში
არასრულწლოვნების
დეესკალაციის
ოთახსა
და
სამარტოო
საკანში
მოთავსების
ფაქტებსაც. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელია სამარტოო
(უსაფრთხო) საკანსა და დეესკალაციის ოთახში არსებულ არასათანადო პირობებში, და
მით უმეტეს, ხანგრძლივი დროით, არასრულწლოვნის მოთავსება. ამგვარი პრაქტიკა
პირდაპირ
ეწინააღმდეგება
არასრულწლოვანთა
არასრულწლოვნის
მართლმსაჯულების
საუკეთესო
კოდექსის
მიზნებს,
ინტერესების
ბავშვის
დაცვას,
უფლებათა
კონვენციის სულისკვეთებას და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად
მიიჩნევა.96
საგულისხმოა, რომ პენიტენციურ სისტემაში კრიზისული სიტუაციების მართვისთვის
საჭირო რესურსების და ფსიქოსოციალური მხარდამჭერი სერვისების არარსებობის ფონზე,
დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში მოთავსება კვლავაც ხშირად
94 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 21-ე ზოგადი ანგარიში, CPT/info(2011) 28, სტრასბურგი,
ევროპის საბჭო, 2011, პუნქტი 52, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3icl98K>[ბოლოს ნანახია: 06.02.2025].
95
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წელს საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, CPT/info (2019) 16, სტრასბურგი, ევროპის საბჭო, 2019, პუნქტი 72,
ხელმისაწვდომია: <https://rm.coe.int/1680945eca>[ბოლოს ნანახია: 06.02.2025].
96 არასრულწლოვნის განცალკევება, მისი ხანგრძლივობისა და მიზნის (უსაფრთხოება ან დისციპლინური
დასჯა) მიუხედავად, წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. იხ. წამების
საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2015 წლის ანგარიში, პარა. 44. ხელმისაწვდომია:
<https://digitallibrary.un.org/record/793910?ln=en&v=pdf> [ბოლოს ნანახია: 19.03.2024].
48 |
და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
პატიმრების მიმართ.97დეესკალაციის ოთახები და სამარტოო (უსაფრთხო) საკნები არ არის
მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.
პენიტენციურ დაწესებულებებში წარმოებული დოკუმენტაციის თანახმად, ზოგჯერ
ადგილი აქვს დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში მყოფი
პატიმრების, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიერ
თვითდაზიანების მიყენების შემთხვევებს, და ამ დროს მათ მიმართ დამატებით,
ხელბორკილები გამოიყენება. მაგალითად, №2, №6, №8, №18 დაწესებულებებში ადგილი
ჰქონდა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში მოთავსებული
პატიმრების მიერ სხვადასხვა ნივთის გადაყლაპვის, სხეულზე ნაკაწრების მიყენების და
კედლებზე ხელების და თავის დარტყმის შედეგად სხეულის დაზიანების შემთხვევებს.
სახალხო დამცველი, წლებია, მოითხოვს დეესკალაციის ოთახში მოთავსების ვადის 24
საათამდე
შემცირებას.
თუმცა,
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებით,
დეესკალაციის ოთახში პატიმრის ერთჯერადად მოთავსების მაქსიმალური ვადა კვლავ 72
საათით განისაზღვრება. კვლავაც არ არის ნორმატიულად დადგენილი დეესკალაციის
ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსების უკიდურესობის
დასაბუთების და ამ ზომის გამოყენებამდე სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი
საშუალებების გამოყენების ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის
ევროპულმა კომიტეტმა საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში
დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენების პრაქტიკა დე ფაქტო
დასჯად შეაფასა.98
დეესკალაციის
ოთახებსა
და
სამარტოო
(უსაფრთხო)
საკნებთან
დაკავშირებით,
დამატებით აღსანიშნავია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში
გაცემული რეკომენდაცია უსაფრთხო გარემოს შექმნის თაობაზე, რაც, მათ შორის,
გამოიხატება რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებაში.
ამ ნაწილში დამატებით საგულისხმოა ხელბორკილების გამოყენებასთან დაკავშირებული
საკითხი. საანგარიშო პერიოდში, გასული წლებისგან განსხვავებით, რამდენიმე პატიმარი,
მათ შორის, არასრუწლოვანი, მიუთითებდა ბადრაგირების პროცესში, სატრანსპორტო
საშუალებაში ხელბორკილის გამოყენების თაობაზე.
სპეციალური საშუალების -
ხელბორკილების გამოყენების პროცესში ინდივიდუალური გარემოებების შესწავლა,
დადგენა
და
დასაბუთება
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია,
რასაც
პირდაპირ
უკავშირდება ხსენებული ფაქტის დოკუმენტირების საკითხი. პენიტენციური კოდექსი და
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თემატური
ანგარიში - „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სისტემაში: ინსტიტუციური და კლინიკური ასპექტები” (2024 წელი). ხელმისაწვდომია შემდეგ ელ.
მისამართზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2025022114250684847.pdf [ბოლოს ნანახია: 05.03.2025].
98 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16),
პარა. 101, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
<https://rm.coe.int/1680945eca> [ბოლოს ნანახია:24.01.2025].
97
49 |
სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი
ავალდებულებს სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს შესაბამისი დოკუმენტის ოქმის
შედგენას,
მათ
შორის,
საბადრაგო
ჯგუფის/კოლონის
ან
სპეციალური
დანიშნულების ჯგუფის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ოქმს
ადგენს ჯგუფის/კოლონის უფროსი. თუმცა უშუალოდ ბადრაგირების წესი,
ამგვარ
მოთხოვნას.
სწორედ
ხსენებულ
ბრძანებაზე
მითითებით,
არ შეიცავს
პენიტენციური
დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო
პატიმართა
ბადრაგირების
პროცესში
სპეციალური
საშუალების
-
ხელბორკილის
გამოყენების შესახებ ოქმს არ ადგენს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა იუსტიციის
მინისტრს მიმართა წინადადებით99
პატიმართა უფლებების თაობაზე საერთაშორისო
სტანდარტების მიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში მკაფიო რეგულაციების
განსაზღვრის თაობაზე. სამწუხაროდ, წინადადება არ იქნა გაზიარებული.
რაც
შეეხება
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
დაწესებულებებს,
შემცირებულია
ფიზიკური
100
დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა.
მსგავსად,
პრაქტიკაში
შეზღუდვის
წინა
წლებთან
შედარებით,
შეზღუდვის
გამოყენების
თუმცა, სამწუხაროდ, წინა წლების
გამოყენებისას,
ხშირად
უგულებელყოფილია
ეროვნული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული გარანტიები, ასევე წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტის სტანდარტები.101 ასეთ პირობებში, შეზღუდვის მეთოდების
გამოყენება, შესაძლოა, გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობასაც.გასული წლების მსგავსად,
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
სამართავად კვლავ
აქტიურად
აგზნებული
გამოიყენება
ან
პაციენტის
102
რომელიც თავისი არსით ქიმიური შეზღუდვაა.
კომბინირებულად
მექანიკურ
ან/და
აგრესიული
სწრაფი
პაციენტის
ქცევის
ტრანკვილიზაცია,
ქიმიური შეზღუდვა გამოიყენება
მანუალურ
შეზღუდვასთან
ერთად.
ასევე
საგულისხმოა, რომ სამედიცინო ჩანაწერებს არ ერთვის დასაბუთება, იყო თუ არა
პაციენტის მიმართ გამოყენებული ინექცია მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუ რატომ გახდა
მისი გამოყენება აუცილებელი და იყო თუ არა ეს უკიდურესი ზომა. თვითნებობის
რისკების თავიდან ასაცილებლად, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პირის მიმართ
მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის და სწრაფი ტრანკვილიზების
შემთხვევაში,
მნიშნელოვანია
გადაისინჯოს
მკურნალობის
სტატუსი,
როგორც
ეს
სახალხო დამცველის 2024 წლის 26 დეკემბრის N2024/7699 წინადადება.
თუმცა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პაციენტებთან გასაუბრებისას და სხვადასხვა
დოკუმენტაციის გაცნობისას მიიღო ინფორმაცია ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების
ცალკეულ შემთხვევებზე, რომლებიც არ იყო მითითებული შეზღუდვის ე.წ. „ფიქსაციის“ ჟურნალებში. ეს
იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკური შეზღუდვის ყველა შემთხვევა არ აღირიცხება.
101
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
ზრდასრულთა შეზღუდვის მეთოდების თაობაზე“, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/16807001c3 >
[ბოლოს ნანახია: 23.01.2025].
102 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
ზრდასრულთა შეზღუდვის მეთოდების თაობაზე“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3texFLj> [ბოლოს
ნანახია: 19.02.2023].
99
100
50 |
გათვალისწინებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18
მუხლით.
სამწუხაროდ, დაწესებულებების მართვის პოლიტიკა სიტუაციის ესკალაციის რისკების
მინიმუმამდე დაყვანისკენ არ არის მიმართული. პაციენტის მიმართ შეზღუდვის
მეთოდების გამოყენების ინტენსივობა არსებითად არ შეცვლილა და არ შეინიშნება
ძალისხმევა შეზღუდვის მეთოდების გამოყენების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად. კვლავ
არ განახლებულა შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები,103 რაც
მნიშვნელოვნად დაიცავდა პაციენტებს პერსონალის თვითნებობისგან.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ, 2023 წლისგან განსხვავებით, 2024 წლის განმავლობაში
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ მიუღია ინფორმაცია პაციენტთა იზოლირების
შესახებ. თუმცა, 2023 წლის ანგარიშში მითითებული პრობლემა, რომელიც ბათუმის
სამედიცინო ცენტრსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პაციენტების
სხვა პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკას ეხებოდა,104 სამინისტროს ჯერ კიდევ არ
შეუსწავლია და, შესაბამისად, არც ზომები მიუღია მის აღმოსაფხვრელად.105
ამ ნაწილში ასევე საყურადღებოა შშმ პირთა საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა.
ეროვნული
კანონმდებლობით
შეზღუდვის
106
ფსიქიატრიულ სტაციონარშია ნებადართული.
მეთოდების
გამოყენება
მხოლოდ
მიუხედავად ამისა, ბედიანის და ძევრის
შშმ პირთა პანსიონატებში, ცალკეულ შემთხვევებში, მაინც იყენებენ როგორც ფიზიკურ,
ისე ქიმიურ შეზღუდვას. ასევე საგულისხმოა, რომ, გარდა სენაკის ალტერნატიული
საცხოვრისისა, ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისში მოქმედებს თითქმის იდენტური
შინაგანაწესი, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის
გამოყენების შესაძლებლობას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა დაწესებულების
შინაგანაწესი დაუყოვნებლივ უნდა მიესადაგოს ეროვნულ კანონმდებლობას.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა განთავსების
ცენტრში არსებული მდგომარეობაც. აღსანიშნავია, რომ გამოწვევებთან გამკლავებას
დაწესებულების ადმინისტრაცია პენიტენციური დაწესებულებისთვის დამახასიათებელი
ღონისძიებების გატარებით ცდილობს, კერძოდ, განთავსებული პირების განცალკევებით
მკაცრი ზედამხედველობის ოთახში, სადაც საცხოვრებელ ფლიგელთან შედარებით
ბევრად მძიმე პირობებია. დაწესებულებაში ადგილი აქვს არასრულწლოვანი პირების
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №92/ნ ბრძანება
„ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების
წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
104 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლიური ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 113.
105 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2025 წლის 17 იანვრის წერილის MOH 1 25 00043043 თანახმად, „პაციენტთა ხანგრძლივი
დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკის მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების
შემდეგ, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ყველა ფსიქიატრიული
სტაციონარის შემოწმებას, სადაც პაციენტები იმყოფებიან გრძელვადიან მკურნალობაზე“. როგორც
ირკვევა, სამინისტრო, მონიტორინგის მექანიზმის შექმნამდე, არ აპირებს ამ საკითხის შესწავლას.
106 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი. მუხლი 16.
103
51 |
იზოლირების პრაქტიკასაც, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესების
დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის
მიზნებს,
ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და მათ მიმართ არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობაა.107
ადგილი
ჰქონდა
108
გამოყენებას.
ასევე, მიღებული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში
იზოლირებული
სახალხო
დამცველი
არასრულწლოვნის
აღნიშნავს,
რომ
მიმართ
ხელბორკილის
ხელბორკილის
გამოყენებას
მაქსიმალურად უნდა მოერიდონ და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ
ინდივიდუალური
რისკის
შეფასების
საფუძველზე
უნდა
გამოიყენონ
და
არა
პრევენციულად.
პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა
საანგარიშო პერიოდში, №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული
ვიზიტების დროს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ
ამ დაწესებულებებში პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან
გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს, გასული წლების მსგავსად, 2024 წელსაც
შენარჩუნებული იყო მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების დროს, პირს
არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.109 ამ
სტანდარტის საპირისპიროდ, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მთლიანად
გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ბუქნების გაკეთების მოთხოვნის
პრაქტიკას, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მას არ ითვალისწინებს.
ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მიმართ დამამცირებელი
და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
სამედიცინო მომსახურება პენიტენციურ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა
საცხოვრისებში
სამწუხაროდ, 2024 წელს პრობლემური იყო არასათანადო მკურნალობა, გაჭიანურებული
სამედიცინო მომსახურება, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის
დარღვევა,
არასათანადო
მკურნალობის
სასამართლო-ფსიქიატრიული
მონიტორინგის
ექსპერტიზის
არსებითი
მექანიზმის
გაუმართაობა,
გაჭიანურება,
ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.
107 პენიტენციური დაწესებულებების კონტექსტშიც კი, არასრულწლოვნის განცალკევებით მოთავსებას,
როგორც უსაფრთხოების ღონისძიებას, დაუშვებლად მიიჩნევს ევროპის საბჭოს ციხის ევროპული წესები.
ციხის ევროპული წესები 60.6ა. ხელმისაწვდომია:
https://search.coe.int/cm#{%22CoEIdentifier%22:[%2209000016809ee581%22],%22sort%22:[%22CoEValidationDate%20D
escending%22]} [ბოლოს ნანახია: 26.02.2025].
108 მიღებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი პირის მიმართ რამდენიმეჯერ გამოიყენეს ხელბორკილი,
როგორც კრიზისული შემთხვევის დასაწყისში, ასევე ექიმთან ვიზიტებისას, და ამ დროს ხელბორკილის
ერთი მხარე სკამზე იყო მიმაგრებული.
109ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთში ვიზიტის შესახებ (2014
წლის 1-10 აპრილი, პარა. 85), ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/35cCmvq> [ბოლოს ნანახია: 08.03.2023].
52 |
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი საქმე შეისწავლა, სადაც
კონკრეტული პატიმრებისთვის არადროული ან არასათანადო სამედიცინო მომსახურების
მიწოდების ფაქტი დასტურდება, რამაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესება გამოიწვია.110
სამედიცინო
რეფერალის
არადროული
ეროვნული
მექანიზმის
მიერ
განხორციელების
პენიტენციურ
შემთხვევები
დაწესებულებებში
პრევენციის
ჩატარებული
მონიტორინგების დროსაც გამოვლინდა. სამედიცინო რეფერალის ვადების დარღვევა
განსაკუთრებით
პრობლემური
იყო
აღმოსავლეთ
საქართველოში
მდებარე
დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისთვის. დარღვეული იყო როგორც გეგმური
ამბულატორიული,
ასევე,
სტაციონარული
მომსახურების
ვადები.
საყურადღებოა
სასწრაფო დაყოვნებული წესით გადაყვანის შემთხვევები, რასაც, რიგ შემთხვევებში, 1 თვე
ან მეტი სჭირდებოდა.111
პენიტენციური ჯანდაცვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციური
ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრაცია, რაზეც მიუთითებს წამების
პრევენციის
ევროპული
მომსახურების
კომიტეტიც.112
მისაღებად
დროული
ასევე
და
ადეკვატური
მნიშვნელოვანია
სამედიცინო
ექიმ-სპეციალისტებთან
კონსულტაციების დაუყოვნებელი ჩატარება. 2024 წელს კვლავ პრობლემა იყო პაციენტის
კონსულტაციამდე მოცდის დროის დადგენა, რადგან დოკუმენტაციიდან არ ჩანს, პაციენტი
კონსულტაციაზე როდის ჩაეწერა. საყურადღებოა, რომ გასაუბრების დროს პატიმართა
ნაწილი
აღნიშნავდა, რომ
ხშირად
1
თვე
ან
მეტი
უწევთ ექიმ-სპეციალისტთა
კონსულტაციების ჩატარებისთვის ლოდინი.
პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ გამოწვევად რჩება პატიმართა ფსიქიატრთან
დროული გადამისამართებაც. კვლავ არ მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის
პერიოდული
ფსიქიატრიულ
სკრინინგი.
ხშირ
სტაციონარში
შემთხვევაში
მოთავსება,
ექსპერტიზის
ჩატარების
გაჭიანურებასთან.
შესწავლილი
საქმეების
ანალიზის
რაც,
კვლავ
ჭიანურდება
თავის
მხრივ,
სახალხო
საფუძველზე
დაკავშირებულია
დამცველის
ირკვევა,
პატიმართა
რომ
აპარატის
მიერ
ფსიქიატრიული
ექსპერტიზის დანიშვნიდან მის ჩატარებამდე პერიოდი 2-3 თვეს მოიცავს.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
111 მაგ., ერთ-ერთი მსჯავრდებული კუჭის წყლულის სავარაუდო დიაგნოზით 2024 წლის თებერვალში
დარეგისტრირდა გასტროსკოპიის ჩასატარებლად გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე, ასევე, ერთერთი მსჯავრდებული დაძაბვის სტენოკარდიის დიაგნოზით 2024 წლის თებერვალში დარეგისტრირდა
ფუნქციური დატვირთვის ტესტის ჩასატარებლად გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე; ერთ-ერთი
მსჯავრდებული ქვედა ყბის ოსტეომიელიტის დიაგნოზით სასწრაფო დაყოვნებული წესით
დარეგისტრირდა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, თუმცა 2024 წლის ივლისისთვის არცერთი ეს პირი
გაყვანილი არ ყოფილა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
112 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში 2014 და 2018 წელს განხორციელებული
ვიზიტების ანგარიშები.
110
53 |
ზემოაღნიშნულის
გარდა,
საგულისხმოა,
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ფსიქიატრიული დახმარება, წინა წლების მსგავსად, კვლავ არ შეესაბამება თანამედროვე
ბიოფსიქოსოციალურ
მიდგომას
და
მედიკამენტური
მკურნალობით
მხოლოდ
ფსიქიატრის
შემოიფარგლება.
კონსულტაციითა
არ
და
მიმდინარეობს
მულტიდისციპლინური მუშაობა.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ
სტაციონარში მოთავსებისას, პაციენტებს უტარდებათ სისხლის და შარდის საერთო, „C“
ჰეპატიტის, სიფილისის და გლუკოზის ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი ეს
ანალიზები უტარდებათ
განმეორებით. მხოლოდ ამ ანალიზების ჩატარება კი ვერ
უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების მართვას.
ყველა
დაწესებულებაში,
სადაც
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ
პრევენციული
ვიზიტები
განხორციელდა,
უზრუნველყოფილი იყო ექიმი თერაპევტის მომსახურება, რომელიც კონსულტაციითა და
სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლებოდა. დამატებითი გამოკვლევებისა და
მკურნალობისთვის
კი
სხვა
სამედიცინო
დაწესებულებას
უნდა
მიმართონ,
რაც
პაციენტისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. დამატებით ხარჯებთანაა
დაკავშირებული დანიშნული მედიკამენტების შეძენაც, რადგან ადგილზე მხოლოდ
გადაუდებელი თერაპიული მედიკამენტებია.113
ზემოაღნიშნულის
გარდა,
მნიშვნელოვანია
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
მოთავსებული შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი
იყოს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული
სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა შშმ პირთა საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა.
ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისებში მოთავსებული ბენეფიციარები სარგებლობენ
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით. ის ბენეფიციარები, რომელთა პაკეტი
თანადაფინანსებას ითვალისწინებს, სამედიცინო მომსახურებაში იხდიან დამატებით
გადასახადს, რაც ხშირ შემთხვევაში მათთვის დამატებითი ხარჯია. ამასთანავე,
დამატებითი
ხარჯია
დანიშნული
მედიკამენტების
შეძენაც.
დაწესებულებების
უმრავლესობაში ადგილზე აქვთ გადაუდებელი თერაპიული მედიკამენტების მარაგი,114
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისის სერვისის მიმწოდებლისთვის სტანდარტით არ არის
განსაზღვრული
ვალდებულება,
სერვისში
იქონიოს
გადაუდებელი
თერაპიული
მედიკამენტების მარაგი. დაწესებულებების ნაწილის განმარტებით, გადაუდებელი
მედიკამენტების შეძენა დაწესებულების ბიუჯეტიდან ხდება, ნაწილი კი განმარტავს, რომ
დაწესებულების
მენეჯმენტი
მედიკამენტებს
საკუთარი
ფინანსური
სახსრებით
ყიდულობს. მართვის მენეჯერები ბენეფიციარების პენსიიდან ყიდულობენ გადაუდებელ
მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სხვა ბენეფიციარებისთვისაც იყენებენ ამ
აღსანიშნავია, რომ პაციენტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსებულ
აფთიაქში შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა.
114 ანტიჰიპერტენზიული, ტკივილგამაყუჩებელი და სხვ.
113
54 |
მედიკამენტებს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბენეფიციარებს არ აქვთ არანაირი
შემოსავალი.115
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
მოთავსებულ
პაციენტთა
არანებაყოფლობითი
მკურნალობა
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში დანერგოს ნულოვანი
იძულების პოლიტიკა.116 სტაციონირების და მკურნალობის პროცესში პაციენტის ნების
უგულებელყოფა, სამართლებრივი გარანტიების გარეშე პაციენტის სტაციონირება და
მედიკამენტების იძულებით მიცემა, შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟების ჩართულობით პირის
სტაციონარში ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა, პირის თავისუფლების შეზღუდვა და
არანებაყოფლობითი სტაციონირების საწყისი ეტაპია და მას ამ ეტაპიდანვე, მისთვის
გასაგები ფორმით უნდა განემარტოს თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი და
უფლებები.
სამწუხაროდ, ფსიქიატრიული დაწესებულებები არანებაყოფლობითი სტაციონარული
დახმარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების ამოქმედებას თავს
არიდებენ. მათგან თავის არიდების მიზნით, დაწესებულებები პაციენტებს ფორმალურად,
ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე აწერინებენ ხელს ინფორმირებულ თანხმობაზე და
დე ფაქტო უზღუდავენ თავისუფლებას. პრევენციული ვიზიტების დროს, არცერთ
დაწესებულებაში, ერთი პირიც კი არ ყოფილა არანებაყოფლობითი მკურნალობის
სამართლებრივი სტატუსით, მაშინ როდესაც არაერთი პაციენტი ღიად გამოთქვამდა
დაწესებულების დატოვების სურვილს.
ასევე საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები არანაირად არ
მონაწილეობენ საკუთარი მკურნალობის დაგეგმვასა და შეფასებაში. მათი უმეტესი
ნაწილისთვის უცნობია მკურნალობის სქემა, მედიკამენტების სახელწოდებები და მათი
გვერდითი ეფექტები. სტაციონში მოთავსებაზე პაციენტის თანხმობა კვლავ გაიგივებულია
მკურნალობაზე
გამორიცხავს
თანხმობასთან,
იმის
რაც
შესაძლებლობას,
სამართლებრივად
გაუმართლებელია117
რომ
თანხმობა
პაციენტმა
და
განაცხადოს
სტაციონირებაზე, მაგრამ არ ეთანხმებოდეს შეთავაზებულ მკურნალობას ან კონკრეტული
შესაძლოა, ბენეფიციარი არ სარგებლობდეს სოციალური პაკეტით ან, შესაძლოა, სარგებლობდეს
სოციალური პაკეტით, თუმცა ბარათი, რომელზეც თანხა ირიცხება, ჰქონდეს მხარდამჭერს ან ოჯახის
წევრს.
116 გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები
საქართველოს შესახებ. 2023 წლის 18 აპრილი. პარა. 30. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3P7EAAo > [ბოლოს
ნანახია: 23.01.2024]; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
კომისრის ოფისის სახელმძღვანელო Mental health, human rights and legislation: guidance and practice,
ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3vbjWIK> [ბოლოს ნანახია: 12.01.2024].
117 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წელს განხორციელებული ვიზიტის ანგარიში
საქართველოს მთავრობას. პარა. 142. ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/1680945eca > [ბოლოს ნანახია:
24.01.2024].
115
55 |
მკურნალობის მეთოდებს. მნიშვნელოვანია სტაციონირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ,
სტაციონარმა პაციენტს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ფსიქიატრიული
დახმარების ბიოფსიქოსოციალურ კომპონენტებზე და თითოეულ კომპონენტზე მიიღოს
პაციენტის გაცნობიერებული თანხმობა. ამისათვის ასევე მნიშვნელოვანია ფსიქიატრიულ
დახმარებაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა იყოს სპეციფიკური, სადაც
ასევე იქნება გათვალისწინებული ფსიქოსოციალური კომპონენტები.
ზემოაღნიშნული გამოწვევების ფონზე, პრაქტიკაში ვლინდება ისეთი შემთხვევები, როცა,
პაციენტის
მიერ
კონკრეტული
მედიკამენტების
მიღებაზე
უარის
შემთხვევაში,
მედიკამენტი მას დაფხვნილი სახით, იძულებით მიეწოდება ან ნების საწინააღმდეგოდ
უკეთდება ინექცია, მათ შორის, სხვა პაციენტების თვალთახედვის არეში. საგულისხმოა,
რომ თანხმობის გარეშე პაციენტის მკურნალობამ, შესაძლოა, წამებისა და არასათანადო
მოპყრობის ზღვარსაც კი მიაღწიოს.118
მნიშვნელოვანია,
ყველა
პაციენტს,
მუხედავად
მათი
ნებაყოფლობითი
თუ
არანებაყოფლობითი სტატუსისა, მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას მკურნალობაზე ან
სხვა სამედიცინო ჩარევაზე. ამ პრინციპიდან ნებისმიერი გამონაკლისი კანონით
განსაზღვრული და ნათელი უნდა იყოს.119 ამ ნაწილში დამატებით საგულისხმოა
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლის120 ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას, უკიდურესი
აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით პაციენტს შეუზღუდოს უფლება - უარი თქვას
მკურნალობაზე. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ნებაყოფლობითი მკურნალობის არსს.121
ზემოაღნიშნულის გარდა, გასული წლების მსგავსად, კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა
პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად
მცირდება იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც წასასვლელის არქონის გამო ვერ ტოვებენ
დაწესებულებას. საყურადღებოა, რომ შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური
ჯანმრთელობის ცენტრში“ მყოფი პაციენტების დაახლოებით 30 პროცენტი არ საჭიროებს
აქტიურ სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ
ტოვებენ წასასვლელის არქონისა და თემში სათანადო სერვისების ნაკლებობის გამო.
118 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური
მომხსენებლის შუალედური ანგარიში გენერალური ასამბლეის წინაშე, A/63/175, 2008 წლის 28 ივლისი,
პარა. 63, ხელმისაწვდომია, < https://digitallibrary.un.org/record/635981?ln=en >, [ბოლოს ნანახია: 03.02.2025].
119
ამონარიდი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-8 ზოგადი ანგარიშიდან „არანებაყოფლობით მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“ პარა. 41. ხელმისაწვდომია:
<https://rm.coe.int/16806cd43e > [ბოლოს ნანახია: 12.01.2024].
120 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი.
121 სახალხო დამცველმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3
ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა: სარჩელი
ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3TNQdxw > [ბოლოს ნანახია: 15.01.2024]. საგულისხმოა, რომ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 19 აპრილს საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური ჩანაწერი ამ
ნაწილში
არსებითად
განსახილველად
მიიღო
(საოქმო
ჩანაწერი
ხელმისაწვდომია:
<
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16455 > [ბოლოს ნანახია 18.03.2025].
56 |
3.3.არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის
გამომწვევი ფაქტორები
არასათანადო
მოპყრობის
თავიდან
ასაცილებლად,
მნიშვნელოვანია,
რომ
თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები, კანონმდებლობის დონეზეც და
პრაქტიკაშიც, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური
გარანტიებით. ამ გარანტიების ნორმატიულ დონეზე არსებობა და მათი ეფექტიანი
აღსრულება ამცირებს არასათანადო მოპყრობის რისკებს, რადგან შესაძლებელი ხდება
უკანონო ქმედების გამოვლენა და მასზე რეაგირება. დამატებით, წინამდებარე თავში
წარმოგიდგენთ არსებულ გარემო პირობებს, რომლებიც ქმნიან არასათანადო მოპყრობის
საფრთხეს ან, რიგ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას.
არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზები
არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების
გარეშე მიმდინარეობდეს როგორც ამგვარი მოპყრობის გამოვლენის, ისე დოკუმენტირების
პროცესი. სამწუხაროდ, 2024 წელს, გასული წლების მსგავსად, ეს საკითხი პრობლემური
იყო როგორც პენიტენციური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემების, ისე
ფსიქიატრიული დაწესებულებების, ასევე, შშმ პირთა საცხოვრისების შემთხვევაშიც.
პენიტენციური დაწესებულებების კონტექსტში, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ
გასული წლის საანგარიშო პერიოდში პენიტენციური კოდექსით განისაზღვრა, რომ თუკი
ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის
სამედიცინო
მომსახურების
გაწევისას
სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ
გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს ამ პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა
სასტიკი,
არაადამიანური
ან
დამამცირებელი
მოპყრობის
ეჭვს
აღუძრავს,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო შემოწმება უტარდება მისი თანხმობის
გარეშეც. ამ ახალი ნორმის აღსრულების მიზნით, აუცილებელი იყო კანონქვემდებარე
ნორმატიულ აქტებში შესულიყო შესაბამისი ცვლილებები, და ამისთვის ერთწლიანი
მაქსიმალური ვადა იყო დადგენილი. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილებები
წინამდებარე
ანგარიშის მომზადების დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო შეტანილი.
სავარაუდო
ძალადობის
პრაქტიკას,
წინა
ფაქტების
წლების
გამოვლენის
მსგავსად,
ასევე
და
დოკუმენტირების
განაპირობებს
ექიმების
ხარვეზიან
პატიმართან
კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის პრინციპის დარღვევა. კერძოდ, პენიტენციურ
დაწესებულებებში დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაწესებულების თანამშრომელი,
როგორც
წესი,
ესწრება
ექიმისა
და
პაციენტის
შეხვედრას,
მიუხედავად
იმისა,
მომდინარეობს თუ არა, ან შესაძლოა თუ არა, რომ მომდინარეობდეს საფრთხე
კონკრეტული პატიმრისგან.
სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზიანი
პრაქტიკის გამომწვევ მიზეზებს შორის ასევე საგულისხმოა ექიმების მიერ ძალადობის
შემთხვევების
57 |
არასათანადო
დოკუმენტირება,
სამედიცინო
პერსონალის
დამოუკიდებლობის (იგულისხმება ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არარსებობა,
რადგან
სამედიცინო
სამინისტროს
და
პერსონალი
არა
დასაქმებულია
ოკუპირებული
და
ექვემდებარება
ტერიტორიებიდან
იუსტიციის
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს) და მათ მიმართ პატიმრების
ნდობის დაბალი ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების კონტექსტში კვლავ პრობლემური
იყო დაზიანების დოკუმენტირების დროს შესაბამისი ფორმის შევსების ხარვეზები.
კერძოდ, ფორმაში არ იყო მითითებული დაზიანების ლოკალიზაცია დიაგრამაზე, არ იყო
მითითებული დაზიანების ფერი და ფორმა, არც დაზიანების მიღების მეთოდი. გარდა
ამისა, არ იყო დადგენილი შესაბამისობა დაზიანებასა და ამ დაზიანების მიღების მეთოდს
შორის.
ამასთან ერთად, ასევე საგულისხმოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,122 2024 წელს
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არცერთ
შემთხვევაში არ მომხდარა დაზიანებების დოკუმენტირება დაზიანების აღრიცხვის წესის
შესაბამისად.123 ასევე აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან
მიღებული
ინფორმაციის
თანახმად,124
სპეციალურმა
საგამოძიებო
სამსახურმა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ, პატიმრების მიმართ
ჩადენილი სავარაუდო ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის 175 ფაქტზე მიიღო
შეტყობინება და გამოძიება დაიწყო 16 სისხლის სამართლის საქმეზე.125
ამ
175
შეტყობინებიდან მხოლოდ 7 შეტყობინება გაიგზავნა პენიტენციური დაწესებულების
ექიმის მიერ.126 აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაწესებულების ექიმები ამ
მექანიზმს სრულყოფილად არ იყენებენ.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი
მსჯავრდებულ ბ. ლ.-ს საქმე, რომლის ფარგლებშიც ვლინდება, რომ საგამოძიებო ორგანოში
შეტყობინება გაიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა
გამოავლინეს ფაქტი და მორიგე ექიმის ყურადღება მიაპყრეს ბ. ლ.-ს სხეულის დაზიანებასა
და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. მანამდე კი, სამედიცინო მუშაკები და სხვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული 2025 წლის 11
თებერვლის №38987/01 პასუხი.
123 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული
„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“.
124 2025 წლის 17 იანვრის SIS 2 25 00001429 პასუხი.
125 ზემოხსენებული 16 სისხლის სამართლის საქმიდან, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების
მიერ პატიმრების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე
სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, 2 სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება შეწყდა.
126 92 შეტყობინება გაიგზავნა პატიმრის მიერ, 35 შეტყობინება - პენიტენციური დაწესებულებიდან, 33 სახალხო დამცველის აპარატიდან, 7 - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, 6 - ადვოკატის
მიერ და 21 განცხადება სხვა წყაროებიდან.
122
58 |
პერსონალი, მსჯავრდებულის სხეულის დაზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ხილული
იყო, უგულებელყოფდნენ.127
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გასულ
წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია პოლიციის დაწესებულებებში დოკუმენტაციის
წარმოება, თუმცა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური პრევენციული ჯგუფის
მიერ მონახულებული 14 დაწესებულებიდან 2 დაწესებულებაში მაინც გამოვლინდა
დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ შესწავლილი და დამუშავებული 132
შემთხვევიდან 12%-ში (16 შემთხვევა) დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება,
რომელიც აღწერილია იზოლატორებში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებში. ცხადია, ამ
შემთხვევებში ჩნდება პრეზუმფცია, რომ დაკავებული პირი, შესაძლოა, პოლიციის
კონტროლქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას.
ზემოაღნიშნულთან
ერთად,
ასევე
საგულისხმოა,
რომ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების ექიმების მიერ დაზიანებების მიღების გარემოებების სრულყოფილად
აღწერის
კუთხით
ბოლო
წლებში
მცირედი
გაუმჯობესება
შეინიშნება.
თუმცა,
სამწუხაროდ, 2024 წელსაც კვლავ მაღალია იმ შემთხვევების ხვედრითი წილი, სადაც
დაზიანების მიღების გარემოებები არასრულყოფილად ან საერთოდ არ აღიწერება. 2024
წელს შესწავლილი 132 საქმიდან, რომელიც პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა საეჭვოდ
მიიჩნია, დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებს დაზიანებები სრულყოფილად
ჰქონდათ აღწერილი საქმეების 60%-ში, ხოლო 40%-ში არასრულყოფილად ან საერთოდ არ
ჰქონდათ.
ზემოთქმულის
გარდა,
მნიშვნელოვანია
დაზიანებების
ფოტოგრაფირებასთან
დაკავშირებული ხარვეზებიც. სამწუხაროდ, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმები
იშვიათად იყენებენ ამ შესაძლებლობას და ფოტოების გადაუღებლობის პრაქტიკას
დაკავებული პირის უარით ხსნიან. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრების
მიერ
ნანახი
ფოტოების
ხარისხი
არ
იყო
დამაკმაყოფილებელი, კერძოდ, ფოტოები იყო ბუნდოვანი, არასაკმარისი ან ზედმეტი
განათების პირობებში გადაღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებს არ ჰქონდათ
მიღებული ფოტომასალის შენახვის ინსტრუქცია, ხშირად კომპიუტერში არ ჰქონდათ
გამოყოფილი კონკრეტული საქაღალდე, სადაც ყველა ექიმი მოათავსებდა გადაღებულ
ფოტომასალას სახელების, გვარებისა და თარიღების მითითებით. ამის გამო რთულია
გადაღებული ფოტოების მოძიება.
ასევე საგულისხმოა, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც,
მიუხედავად
იმისა,
რომ
დაკავებულს
აღენიშნებოდა
დაზიანებები,
სპეციალურ
საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის
ანგარიშში.
127
59 |
საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება არ გაგზავნილა. 2024 წელს დამუშავებული 132
შემთხვევიდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება გაგზავნილია 114 (86%)
შემთხვევაში, 18 (14%) შემთხვევაში კი არ არის გაგზავნილი. მათ შორის არის შემთხვევები,
როდესაც დაკავებულს დაზიანება აღენიშნება სახესა და თვალბუდის არეში და
დაზიანებების ხარისხი და ფერი მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ძალადობის შედეგად,
ახლად მიღებული დაზიანებებია.
დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაციის წარმოების თვალსაზრისით, საგულისხმოა,
რომ როგორც ბრალდებულის დაკავების, ისე ადმინისტრაციული დაკავების ოქმები
საჭიროებს
განახლებას,
სადაც
მნიშვნელოვანია
გამოიყოს
გრაფები
შემდეგი
ინფორმაციისთვის: ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავების დროს დაკავებულის მხრიდან
წინააღმდეგობის გაწევას; მიმართეს თუ არა იძულების ზომას და რა ფორმით.
2024 წელს კვლავ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც იზოლატორის თანამშრომლები
შეღებული კარის მიღმა დგანან და შეუძლიათ დაკავებულისა და ექიმის საუბრის მოსმენა.
იშვიათ
შემთხვევაში,
მესამე
პირის
დასწრება
დოკუმენტირებულია
სამედიცინო
შემოწმების ფორმაში, თუმცა დასაბუთებული არ არის. ამასთანავე, სახალხო დამცველი
ბოლო წლებია ანგარიშებში უთითებს, რომ იზოლატორის სამედიცინო ოთახებში
ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟება შეხვედრის კონფიდენციალურობის
კუთხით პრობლემურია. მართალია, ექიმის კაბინეტები აღიჭურვა შირმით, რათა
დათვალიერების დროს ვიდეოკამერის ხედვის არეალში არ მოექცეს დაკავებულის
სხეული, თუმცა ოთახში კამერის არსებობამ და ხმის მოსმენის შესაძლებლობაზე ეჭვმა,
შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს დაკავებული პირის გახსნილობაზე, რაც
შეაფერხებს
არასათანადო
მოპყრობის
სავარაუდო
შემთხვევების
გამოვლენას
და
დოკუმენტირებას.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დროებითი
განთავსების ცენტრში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტთა
დროებითი განთავსების ცენტრმა შეასრულა სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაცია,
კერძოდ, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაამტკიცა დაზიანების აღწერის
ფორმები, შეიძინა ფოტოაპარატი და დაამტკიცა ფოტოგადაღების წესი, ექიმებს არასოდეს
გასჩენიათ ეჭვი, რომ განთავსებული პირის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების მხრიდან შესაძლოა განხორციელებულიყო რაიმე სახის ძალადობა ან
ძალის გადამეტება დაკავებისას, დაკავების შემდეგ ან ცენტრში განთავსების შემდგომ.128
დაზიანების ჟურნალში აღწერილი ზოგიერთი დაზიანება, რომლის წარმოშობის წყაროდაც
მითითებულია
საყოფაცხოვრებო
ტრავმა,
ზოგიერთ
შემთხვევაში
დაზიანების
დაზიანების აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით, 2024 წლის 10 ოქტომბრისთვის აღნუსხულია 73
დაზიანება, მათგან საყურადღებო იყო განთავსებული პირების სხეულზე არსებული დაზიანებები
ჰემატომის, სისხლნაჟღენთების სახით, მათ შორის, თვალბუდის არეში, რომელიც ექიმის მითითებით,
უკავშირდებოდა განთავსებულებს შორის კონფლიქტებს, თვითდაზიანებებს ან საყოფაცხოვრებო
ტრავმებს.
128
60 |
ლოკალიზაციის კუთხით აჩენს ეჭვს, რომ დაზიანება შესაძლებელია სხვა პირის მიერ
ყოფილიყო მიყენებული.129
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ,
სამწუხაროდ, არცერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ არის მიღებული საკმარისი
ზომები პაციენტთა არასათანადო მოპყრობისგან დასაცავად. სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ
დაწესებულებებსა
და
საცხოვრისებში
კვლავ
არ
არის
დანერგილი
პაციენტის/ბენეფიციარის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის დოკუმენტირებისა და
საგამოძიებო
უწყებაში
შეტყობინების
გაგზავნის
სამართლებრივი
მექანიზმი.
დაზიანებების შესახებ დოკუმენტაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქაოსურად ან
საერთოდ არ იწარმოება. ასევე საგულისხმოა, რომ პაციენტების მიმართ შეზღუდვის
მეთოდების
აქტიურად
დოკუმენტირდება.
ყველა
გამოყენების
მიუხედავად,
დაწესებულებაში
ასევე
ყველა
ეს
პრობლემურია
შემთხვევა
არ
გამოყენებული
შეზღუდვის მეთოდების დასაბუთება, რაც ზრდის თვითნებობის რისკს. არც 2024 წელს და
არც გასულ წლებში, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პრევენციული ვიზიტების დროს,
არასდროს უნახავს სამედიცინო ბარათში განთავსებული დოკუმენტირებული და
დასაბუთებული გადაწყვეტილება პაციენტის უფლების შეზღუდვის შესახებ.
ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს
სათანადო ზედამხედველობა,130 პროაქტიულად გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის
მხრიდან პაციენტებზე ძალადობის და უფლებების დარღვევის ფაქტები, რადგან ეს მის
პოზიტიურ ვალდებულებას განეკუთვნება.131 ჯერ კიდევ არ არის მიღებული მინისტრის
ბრძანება, რომელსაც მონიტორინგის/შეფასების წესი, პირობები და მონიტორინგის
ჯგუფის შემადგელობა უნდა დაემტკიცებინა.132
სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია და რაოდენობა
2024 წელს, წინა წლების მსგავსად, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში,
გამოწვევა
იყო
პერსონალის
არასაკმარისი
კვალიფიკაცია
და
რაოდენობა, რაც ამ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის რისკებს წარმოშობს.
129 ასე მაგალითად: დაზიანება მარჯვენა თვალის უპეში - თავბრუ დაეხვა და წაიქცა; დაზიანება მარცხენა
ქუთუთოს არეში - შემთხვევით მოხვდა იატაკის ჯოხი; დაზიანება (ნაკაწრი) მარცხენა თვალბუდეზე შემთხვევით, თამაშისას.
130 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, „ვ.
ს. იტალიის წინააღმდეგ“ (V.C. v. Italy) no. 54227/14, პარა. 89-95, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/2Lq2skO >,
[ბოლოს ნანახია: 03.02.2025]. იხ. ასევე საქმე, „ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Osman v. the
UnitedKingdom).
131 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენცია,
მუხლი 14.2.
132 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261-ე მუხლის, მე-5 პუნქტი.
61 |
სამწუხაროდ,
საანგარიშო
პერიოდში
პენიტენციურ
დაწესებულებებში
133
პრობლემური იყო სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა.
კვლავ
სამედიცინო პერსონალი
არსებული დიდი მოთხოვნის გამო ძლიერ დატვირთულია, განსაკუთრებული დატვირთვა
კი
მორიგე
პერსონალზე
მოდის.
სახალხო
134
რაოდენობის გაზრდისა და ვაკანტური
დამცველის
რეკომენდაცია
ექთნების
ადგილების უმოკლეს ვადებში შევსების თაობაზე
სამწუხაროდ არ შესრულებულა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა უარყოფითად
აისახება გაწეული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხსა და პაციენტებს შორის
კონფლიქტის შემთხვევაში რეაგირების ეფექტიანობაზეც. ასევე, გამოწვევაა პერსონალის
კვალიფიკაცია, უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება, მოტივაციის ნაკლებობა,
დაბალი
ანაზღაურება
და
არახელსაყრელი
სამუშაო
პირობები.
პერსონალის
არაკვალიფიციურობა (ასევე, შესაბამისი სპეციალური გადამზადების არარსებობა), მათ
შორის, პრობლემურია შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც
იზრდება პაციენტის დაზიანების რისკები. 2024 წელს პენიტენციური დაწესებულებების
სამედიცინო პერსონალს კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხებში გადამზადება არ
ჩატარებიათ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, სამედიცინო პუნქტი, 2024 წლის
მდგომარეობით, ფუნქციონირებდა დროებითი მოთავსების 23 იზოლატორში, თუმცა
სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 16 იზოლატორში მორიგეობდა.
7 დროებითი მოთავსების იზოლატორში კვლავ არ არის სამედიცინო პუნქტი და
დაზიანებების
დოკუმენტირებას
ახდენენ
სასწრაფო
დახმარების
ექიმები.
მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს
სამედიცინო პუნქტი და დასაქმებულია ექიმი.
მოთხოვნა/საჩივარი - გასაჩივრების მექანიზმის ხარვეზები
არასათანადო
მოპყრობისგან
დაცვის
უმნიშვნელოვანესი
გარანტიაა
გასაჩივრების
მექანიზმის ეფექტიანობა. სამწუხაროდ, 2024 წელს კვლავ გამოწვევა იყო პენიტენციურ
დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა საცხოვრისებში
არსებული გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) 2007 წელს საბერძნეთში განხორციელებული ვიზიტის
შესახებ ანგარიშში უთითებს, რომ ერთ ექიმზე - 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი არ უნდა
მოდიოდეს. საქართველოში, დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისა და ექთნების
რაოდენობის თანაფარდობა მაღალია და შესაბამისად, საჭიროა საშუალო სამედიცინო პერსონალის
დამატება.
134 №1 დაწესებულებაში იყო ექთნის 2, სტომატოლოგის 1, მორიგე ექიმის 1 ვაკანსია; №2 დაწესებულებაში
ექთნის 3 და სტომატოლოგის 1 ვაკანსია; №5 დაწესებულებაში მორიგე ექიმის 1 და ექთნის 1 ვაკანსია; №6
დაწესებულებაში ექთნის 1 ვაკანსია; №8 დაწესებულებაში ექიმის 1, მორიგე ექიმის 1 და ექთნის 4
ვაკანსია; №10 დაწესებულებაში ექთნის 1 ვაკანსია; №12 დაწესებულებაში ექთნის 1 ვაკანსია, №14
დაწესებულებაში მორიგე ექიმის 1 ვაკანსია; №16 დაწესებულებაში მორიგე ექიმის 2, ექიმის 1 და ექთნის
2 ვაკანსია; №17 დაწესებულებაში ექთნის 1 ვაკანსია; №18 დაწესებულების სხვადასხვა განყოფილებებში
ექთნის 6 ვაკანსია.
133
62 |
2024 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგისას კვლავ
გამოვლინდა, რომ პატიმრებისთვის გასაჩივრების უფლების რეალიზებას აბრკოლებს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
მოქმედი
პატიმართა
არაფორმალური
იერარქია.
არაფორმალური მმართველობის გავლენის გამო, წინა წლების მსგავსად, პატიმრები კვლავ
თავს იკავებენ საჩივრების გაგზავნისგან. პატიმართა 42% სასჯელს სწორედ ნახევრად ღია
ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში135 იხდის, თუმცა, 2024 წელს სახალხო დამცველის
აპარატში პატიმრებისგან შემოსული ზარებიდან არცერთი არ განხორციელებულა
ნახევრად ღია ტიპის ისეთი დაწესებულებებიდან, როგორიცაა №14, №15 და №17
დაწესებულებები.
გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში, პატიმრის
მიერ საჩივრის ყუთებით სარგებლობა კვლავ იძლევა მისი ვინაობის დადგენის
შესაძლებლობას, რადგან კონფიდენციალური საჩივრების კონვერტების მიღება კვლავ
დაწესებულების
პერსონალზეა
დამოკიდებული.
ამ
ნაწილში
საგულისხმოა,
რომ,
მართალია, საჩივრის შინაარსი დაწესებულებებისთვის უცნობი რჩება, თუმცა თავად
საჩივრის დაწერის ფაქტმაც კი, შეიძლება პრობლემა შეუქმნას პატიმარს და ამის გამო
თავი შეიკავოს კონფიდენციალური საჩივრის კონვერტის მოთხოვნისა და გაგზავნისგან.
დამატებით,
საგულისხმოა,
რომ
გასაჩივრების
მექანიზმების
ეფექტიანად
გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია პატიმრების სათანადო ინფორმირება. მათ შორის,
მნიშვნელოვანია,
რომ
უცხოენოვანი
პატიმრები,
საჭიროების
შემთხვევაში,
უზრუნველყოფილნი იყვნენ თარჯიმნის მომსახურებით, ასევე, მათთვის გასაგებ ენაზე
მიეწოდებოდეთ ინფორმაცია, ზოგადად, დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და
რეგულაციების შესახებ.
პენიტენციური
დაწესებულებების
მსგავსად,
ხარვეზიანი
იყო
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში არსებული გასაჩივრების მექანიზმიც. წინა წლების მსგავსად, ამ მხრივ
არსებული მდგომარეობა 2024 წელსაც სამწუხარო იყო. დაწესებულებებში საჩივრის
ყუთები ან საერთოდ არ არის, ან სრულიად უფუნქციოდ არის დატოვებული. პაციენტებს
ასევე არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან დაკავშირების
შესაძლებლობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, პაციენტებს ხელი არ
მიუწვდებათ იურიდიულ კონსულტაციაზე.
რაც შეეხება საცხოვრისებში არსებულ ვითარებას, სპეციალური პრევენციული ჯგუფის
ვიზიტებიდან
გამოვლინდა,
განთავსებული
საჩივრის
რომ
ყუთი.
დაწესებულებების
ყუთის
განთავსების
უმრავლესობაში
არ
შემთხვევაში,
მხოლოდ
კი,
იყო
დეკორაციული ხასიათი ჰქონდა და ბენეფიციარებს ინფორმაციაც არ ჰქონდათ, თუ
რისთვის გამოიყენებოდა.
ე.წ. უკუკავშირის ჟურნალი კი დაწესებულებების მიერ
აღიქმება მადლიერების ჟურნალად, რომელსაც ბენეფიციარს ან მის ახლობელს მხოლოდ
2024 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში თვის განმავლობაში საშუალოდ 10 045 პატიმარი იყო,
აქედან №14 დაწესებულებაში თვის განმავლობაში საშუალოდ 840, №15 დაწესებულებაში 1 786, ხოლო
№17 დაწესებულებაში 1 564.
135
63 |
იმ შემთხვევაში გადასცემენ შესავსებად, თუ მას დადებითი შეფასების ჩაწერა სურს.
მონიტორინგიდან ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაცია არც საკუთარი
უფლებების და არც უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. შედარებით უკეთესი
მდგომარეობაა საოჯახო ტიპის სახლებში და შშმ პირთა სათემო სახლებში, სადაც
ბენეფიციარები მეტნაკლებად ფლობენ ინფორმაციას სერვისის შესახებ და გამოკრულია
სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნომრები, თუმცა
დარღვეული უფლების გასაჩივრების გზები მათთვისაც უცნობია.
პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მმართველობა
პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევად რჩება ცალკეულ
დაწესებულებებში
პენიტენციური
პრივილეგირებული
დაწესებულებების
პატიმრების
მართვაში
(ე.წ.
მაყურებლების)
არაფორმალური
მონაწილეობა,
მიერ
რაც
არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად, პატიმრებს შორის
ძალადობასა და ჩაგვრასაც იწვევს. პრივილეგირებული პატიმრების მიერ პენიტენციური
დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა ხშირად პატიმართა შორის
ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.
საგულისხმოა, რომ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებს მუდმივად თან დაჰყვებოდნენ კონკრეტული პატიმრები,
რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, მოესმინათ ჯგუფის წევრების მიერ სხვა
პატიმრებისთვის დასმული კითხვების შინაარსი და გაცემული პასუხები, მეორე მხრივ კი,
თავიანთი იქ ყოფნით, პატიმრებზე გავლენა მოეხდინათ, რათა მათ თავი შეეკავებინათ
დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან. აღსანიშნავია, რომ №15 და №17
პენიტენციურ დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების მიერ დაწესებულების
მართვაში არაფორმალური მონაწილეობა დაადასტურეს სხვადასხვა დაწესებულებებში
მყოფმა იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2024 წლის განმავლობაში მოუწიათ ზემოაღნიშნულ
პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნა.
ამ ნაწილში ასევე ნიშანდობლივია, რომ №17 და №14 პენიტენციურ დაწესებულებებში
პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნების არსებობაზე 2023 წლის
ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში საუბრობს წამების და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის
ქვეკომიტეტიც.136
საგულისხმოა,
რომ
არაფორმალური
ლიდერებისთვის
უფლებამოსილების დელეგირების ფაქტზე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2019
წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც უთითებდა.137 ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის
მაისში, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს
136ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. მისამართზე:
<https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CAT%2FOP%2FGEO%2FROSP%
2F1&Lang=en > პარა. 42 [ბოლოს ნანახია: 05.03.2025].
137 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის
შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 53, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
<https://rm.coe.int/1680945eca> [ბოლოს ნანახია: 05.02.2025].
64 |
სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის
შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების
პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საგანგებოდ მიუთითა იერარქიის მაღალ და საბალ
საფეხურზე მდგომი პატიმრებისათვის განსხვავებული საცხოვრებელი პირობების, ე.წ.
„საერთოს“ შეგროვებისა და პატიმართა გაჩუმების პრაქტიკაზე, ასევე, მოჩვენებით
წესრიგზე.138 ამავე ანგარიშში კომიტეტმა აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულებების
მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის არსებობდა ერთგვარი
შეთანხმება,
რომ
არაფორმალურად,
პატიმრებს
შორის
ადმინისტრაციის
ნებისმიერი
ფორმალურად
კონფლიქტი
თავდაპირველად
გაუფრთხილებლად
უნდა
მოგვარებულიყო.139
პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო პენიტენციური დაწესებულებების
გადატვირთულობა, რაც საქართველოს პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
გამოწვევაა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, 14 პენიტენციური დაწესებულებიდან 5
დაწესებულებაში140 მოთავსებული იყო პატიმრების საერთო (9098 პატიმარი) რაოდენობის
77%. №2,141 №8142 და №15143 პენიტენციურ დაწესებულებებში კი დარღვეული იყო
პატიმართა განთავსების დადგენილი რაოდენობრივი ლიმიტი. აღსანიშნავია, რომ
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით №15 დაწესებულებაში გამოვლინდა,144 სადაც
138 წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტის 2021 წლის 17-21 მაისის საქართველოში ad hoc ვიზიტის
შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2022) 11), პარა. 12, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: <
>[ბოლოს ნანახია: 01.02.2023].
139 იქვე, პარა. 20.
140 №8 დაწესებულებაში - 2 266, №17 დაწესებულებაში - 1 499, №15 დაწესებულებაში - 1 600, №2
დაწესებულებაში - 938, №14 დაწესებულებაში - 741 პატიმარი.
141 №2 დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტია 1 068. პატიმართა რაოდენობა დადგენილ
ლიმიტს 2024 წლის 8 თვის განმავლობაში აღემატებოდა: თებერვალი +3.0% (+32), მარტი +4.9% (+52),
აპრილი +6.8% (+73), მაისი +4.7% (+50), ივნისი +7.0% (+75), ივლისი +8.7% (+93), აგვისტო +9.7% (+104),
სექტემბერი +2.6% (+28).
142 №8 დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტია 2 426 (2325 ბრალდებული/მსჯავრდებული
(თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ); 101 ბრალდებული/მსჯავრდებული (თბილისი, აბუსერიძე-ტბელის
ქ. №11) პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს 2024 წლის 10 თვის განმავლობაში აღემატებოდა:
იანვარი +5.3% (+129), თებერვალი +10.1% (+244), მარტი +9.7% (+235), აპრილი +8.5% (+205), მაისი +9.0% (+218),
ივნისი +11.0% (+266), ივლისი +3.8% (+91), აგვისტო +5.3% (+129), სექტემბერი +5.3% (+128), ოქტომბერი +3.3%
(+81).
143 №15 დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტია 1 388. პატიმართა რაოდენობა დადგენილ
ლიმიტს 2024 წლის ყველა თვის განმავლობაში აღემატებოდა: იანვარი +31.0% (+430), თებერვალი +32.1%
(+446), მარტი +34.0% (+472), აპრილი +32.1% (+446), მაისი +30.8% (+427), ივნისი +31.8% (+441), ივლისი +36.7%
(+509), აგვისტო +36.0% (+499), სექტემბერი +34.2% (+475), ოქტომბერი +14.0% (+194), ნოემბერი +15.9% (+221),
დეკემბერი +15.3% (+212).
144 2023 წლის 8-14 ოქტომბერს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა საქართველოში განხორციელებული
ვიზიტის შესახებ ანგარიშში აღნიშნა, რომ ქსნის №15 დაწესებულება გადატვირთული იყო და იქ მყოფ
პატიმართა რაოდენობა განთავსების ლიმიტს 143%-ით აღემატებოდა. ანგარიში ხელმისაწვდომია
ინგლისურ
ენაზე,
შემდეგ
ელ.
მისამართზე:
<https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CAT%2FOP%2FGEO%2FROSP%
2F1&Lang=en > პარა. 71 [ბოლოს ნანახია: 13.02.2025].
65 |
საანგარიშო პერიოდის პირველი 9 თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა რაოდენობა
დადგენილ ლიმიტს დაახლოებით ერთი მესამედით აღემატებოდა.
სახალხო დამცველი, წლებია, გასცემს რეკომენდაციას იუსტიციის მინისტრის მიმართ,
შეიმუშაოს პენიტენციურ დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის
გეგმა და გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში
მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე
მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი
თანამშრომელი. ევროპის საბჭოს მონაცემებით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში
თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის თანაფარდობა 2.9-დან 12.9-მდე მერყეობს და 1:15
თანაფარდობის უზრუნველყოფის რეკომენდაცია სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება.145
ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა უფლებების თვითნებური შეზღუდვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,146 ექიმი უფლებამოსილია უკიდურესი
აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით პაციენტის რიგი უფლებები საკუთარი
გადაწყვეტილებით შეზღუდოს.147 ბუნდოვანია, რას გულისხმობს უსაფრთხოების მიზნით
უფლების შეზღუდვა, ასევე გაურკვეველია, რა სახის უსაფრთხოების საფუძვლით აქვს
ექიმს პაციენტის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. თვითნებობის თავიდან
ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს თითოეული უფლების შეზღუდვის
მაქსიმალური დრო, კრიტერიუმი და გასაჩივრების პროცედურები.148
ფიზიკური გარემო
2023 წელს, ფიზიკური გარემო პრობლემური იყო როგორც დროებითი მოთავსების
იზოლატორებში, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა
და შშმ პირთა საცხოვრისებში.
სამწუხაროდ, კვლავ პრობლემურია დროებითი მოთავსების იზოლატორების ორ ან მეტ
ადგილიან საკნებში ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძები.
საანგარიშო წელსაც, ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის საკანში მიმდინარეობს
მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულ
შემთხვევებში,
როდესაც
მაღალია
თვითდაზიანების
ან
სუიციდის
რისკი,
ვიდემეთვალყურეობა, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ რეალური და იმწუთიერი
145 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში.
146 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი.
147 ექიმს შეუძლია შეუზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა: მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და
გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ;
გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე;
მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე;
სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო
საშუალებებით და სხვა უფლებებით.
148 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 166-170; საქართველოს სახალხო დამცველის
2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 53.
66 |
რისკის
არსებობის
შემთხვევაში.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია
საკნის
ინფრასტრუქტურაც. როგორც აღინიშნა, იზოლატორების უმრავლესობაში ნახევრად ღია
საპირფარეშოებია, რომლებიც, შესაძლოა, ვიდეომეთვალყურეობის არეალში მოექცეს, რაც
დაკავებული პირის პირადი სივრცის უხეში ხელყოფაა და, შესაძლოა, დაკვალიფიცირდეს
დამამცირებელ მოპყრობად.149
სამწუხაროდ, ფიზიკური გარემო პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც. 2024
წელს, წინა წლების მსგავსად, პრობლემური იყო გადატვირთულობა და სიმჭიდროვე.
პაციენტები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი სტანდარტით დადგენილი 8კვ. მ.
ფართობით. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია შპს „ნარკომანიის პრევენციის და
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ და შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრში“, სადაც პაციენტთა რაოდენობა თითქმის მუდმივად აჭარბებს დადგენილ
ლიმიტებს. ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და დახუთული, მძიმე სუნი
შეუძლებელს ხდის პაციენტთათვის ღირსების დაცვის პირობებში ფსიქიატრიული
დახმარების გაწევას.
რაც
შეეხება
საცხოვრისებში
არსებულ
მდგომარეობას,
საგულისხმოა,
რომ
იმ
საცხოვრისების უმეტეს ნაწილში, სადაც პრევენციული ვიზიტები განხორციელდა,
საყოფაცხოვრებო
პირობები
და
ზოგადი
სანიტარიულ-ჰიგიენური
მდგომარეობა
მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ზოგიერთ საცხოვრისში არსებული პირობები
ვერ
უზრუნველყოფს
ბენეფიციართათვის
კეთილმოწყობილ,
სუფთა
და,
რიგ
შემთხვევებში, უსაფრთხო გარემოს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით აღსანიშნავია ძევრის და
ბედიანის შშმ პირთა პანსიონატებში, სადაც დაწესებულებების ზომის, ბენეფიციართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის150 და პერსონალის სიმცირის გამო, სრულყოფილად ვერ
ხერხდება სანიტარიული პირობების დაცვა.151
პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკურ გარემოზე საუბრისას, პირველ რიგში,
საგულისხმოა №17 პენიტენციური დაწესებულება, სადაც დღემდე არ გაუქმებულა ე.წ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, CASE OF GORLOV AND
OTHERS v. RUSSIA Applications nos. 27057/06 and 2 others. ასევე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი
მოუწოდებს
იტალიის
მთავრობას
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ვიდეომეთვალყურეობა
განახორციელოს ისე, რომ გარანტირებული იყოს პრივატული გარემო პატიმრის მიერ საპირფარეშოთი
სარგებლობის დროს. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2016 წლის 8-12 აპრილის იტალიაში
ვიზიტის
შემდგომი
ანგარიში.
CPT/Inf
(2017)
23,
პარა.
62,
ხელმისაწვდომია:
<https://www.ecoi.net/en/file/local/1406598/1226_1505200729_16807412c2-rep.pdf>, [ბოლოს ნანახია: 28.02.2024].
150 ამ ინსტიტუციებში იმყოფებიან მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე
ბენეფიციარები და საჭიროებენ დამხმარეს თვითმოვლის პროცესში.
151
ბედიანის შშმ პირთა პანსიონატის საძინებელ ოთახებსა და სველ წერტილებში ინფრასტრუქტურა
დაზიანებულია სიძველისგან და ნესტისგან. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან საკმარისი
რაოდენობის სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ბედიანის და ძევრის შშმ პირთა
საცხოვრისებში პრობლემურია ტანსაცმლის, თეთრეულის და საცვლების ერთად გარეცხვის პრაქტიკა.
გარდა ამისა, ბედიანის საცხოვრისში ვიზიტის დროს რამდენიმე ბენეფიციარს სხეულზე აღენიშნებოდა
მწერების ნაკბენები, რაც გამოწვეული იყო პედიკულოზით. ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა
განყოფილებებში დეზინფექციის და დეზინსექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
149
67 |
„ბარაკული“ ტიპის საერთო საცხორებლები და შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობების დაცვა, ხოლო მსჯავრდებულთა უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი 4 კვ.
მ. პირადი საცხოვრებელი ფართობით. პატიმრების 4 კვ. მ. საცხოვრებელი ფართობით
უზრუნველყოფა პრობლემაა №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებშიც.
დროებითი განთავსების ცენტრში არასრულწლოვნების განთავსების პირობები
საგულისხმოა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საიმიგრაციო
ცენტრში ბავშვის, მათ შორის, ზრდასრულთან მყოფი ბავშვის, განთავსება მხოლოდ
უკიდურესი ზომა უნდა იყოს და ისიც, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით. ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო ხშირად ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის (წამების
აკრძალვა)
დარღვევას
არასრულწლოვნის
საიმიგრაციო
დაკავების
ადგილებში
განთავსების შემთხვევებში, მაშინაც კი, როდესაც განთავსების იგივე პირობები და
დაკავების ხანგრძლივობა სრულწლოვანთან მიმართებით, შესაძლოა, არ შეფასდეს მე-3
მუხლის დარღვევად.152
საანგარიშო პერიოდში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული
მონიტორინგის ვიზიტების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებული პირებიდან 11 იყო
არასრულწლოვანი. სამწუხაროდ, მათ არ შეეთავაზებათ არანაირი აქტივობები და მხოლოდ
ტელევიზორის ყურება შეუძლიათ. დროებითი განთავსების ცენტრში ადგილზე არ არის
სოციალური მუშაკი, ხოლო ფსიქოლოგი კვირაში რამდენიმე დღე დადის. ამ ნაწილში
დამატებით საგულისხმოა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მითითება, რომ
დაწესებულებაში,
სადაც
იმყოფება
თავისუფლებააღკვეთილი
არასრულწლოვანი,
მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომლებიც პირადად
ეკონტაქტებიან არასრულწლოვანს.153
დაკავებული პირის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები
დაკავებულის ინფორმირება - პოლიციის მიერ პირის ინფორმირება მისი უფლებების
შესახებ,
წინა
წლების
მსგავსად,
პრობლემური
იყო
2024
წელსაც.
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მე-3 მუხლის დარღვევის შეფასებისას მხედველობაში
იღებს სამ კრიტერიუმს - ბავშვის ასაკი და მოწყვლადობა, მატერიალური პირობები განთავსების ცენტრში
და ხანგრძლივობა. მატერიალურ პირობებში შეფასდა ხმაურიანი გარემო და ის ფაქტი, რომ ოჯახების
განთავსების ფლიგელი გამჭვირვალე მინით იყო გამოყოფილი სრულწლოვანების საერთო სივრცისგან,
ასევე ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ზომების ხასიათი დაკავების/საპატიმრო დაწესებულებების მსგავსი
იყო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, N.B. and Others v. France, 31
მარტი 2022, application no. 49775/20 და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
საქმეზე, M.D. et A.D. c. France 22 July 2021, application no 57035/18, para: 41-50 ხელმისაწვდომია:
https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-211122
153 ევროპის საბჭო, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის
საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), დაცვის გარანტიები თავისუფლებააღკვეთილი არალეგალი
მიგრანტებისათვის, ამონაწერი მე-19 საერთო ანგარიშიდან, გამოქვეყნდა 2009 წელს, პარა. 99.
152
68 |
დაკავებულ პირებს, უმეტეს შემთხვევებში, არც დაკავებისას და არც გამოკითხვის წინ, ან
საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას.
ადვოკატის ხელმისაწვდომობა154 - სამწუხაროდ, ადვოკატთან დაკავშირების მოთხოვნა
არც
პოლიციის
დაწესებულებებში
იზოლატორებში.
ადვოკატებს
უკავშირდებიან.
პრობლემურია
კონფიდენციალური
აღირიცხება
ძირითადად
გასაუბრების
და
არც
დროებითი
დაკავებულების
პოლიციის
მოთავსების
ოჯახის
დაწესებულებებში
შესაძლებლობაც,
ვინაიდან
წევრები
ადვოკატთან
დაწესებულებების
აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს გამოყოფილი ოთახი ადვოკატთან შესახვედრად.
დაკავებულები ადვოკატს ძირითადად ღია, სამუშაო სივრცეში ხვდებიან, სადაც პოლიციის
თანამშრომლები იმყოფებიან და ამდენად, კონფიდენციალური საუბარი პრაქტიკულად
შეუძლებელია.
ოჯახის ინფორმირება - დაკავებულ პირებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ერთეული
შემთხვევების გარდა, სისხლის სამართლის წესით დაკავების შემთხვევაში, ოჯახი
ინფორმირებულია მათი დაკავების თაობაზე. თუმცა, საგულისხმოა, რომ გასულ წლებში
პირის
დაკავების
შესახებ
მესამე
მხარის
დროული
ინფორმირების
ტენდენციის
მიუხედავად, 2024 წლის 29 ნოემბრის შემდეგ პერიოდში, საპროტესტო აქციებთან
დაკავშირებით დაკავებული პირების უმრავლესობის განმარტებით, მათი დაკავების
ფაქტის და ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციელები არ ატყობინებდნენ ოჯახის
წევრებს ან ახლობლებს. რაც შეეხება 2024 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდს, ადვოკატებთან
გასაუბრებით
ირკვევა,
რომ
ხშირ
შემთხვევაში
ოჯახის
წევრებს
დაკავებულის
ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ და ცდილობდნენ ადვოკატის
საშუალებით დაედგინათ, სად იმყოფებოდა დაკავებული. ასევე საგულისხმოა, რომ 2024
წლის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადგილსამყოფელის
დადგენის თხოვნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 233 შეტყობინება
შემოვიდა.
აუდიო-ვიდეო
ჩანაწერების
წარმოება
დაკავშირებით,
წლებია
გასცემს
-
სახალხო
დამცველი
რეკომენდაციებს
ვიდეოჩანაწერებთან
ნორმატიული
აქტით
დასარეგულირებელ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მოქალაქეებთან ურთიერთობისას
სამხრე
კამერებით
და
პოლიციის
ავტომანქანაში
დაკავებულის
ყოფნისას
ვიდეოგადაღების ვალდებულება და გონივრული ვადით მასალის შენახვა. ასევე, გასცემს
რეკომენდაციებს
პოლიციის
დაწესებულებების
ვიდეოინფრასტრუქტურით
სრული
აღჭურვის და დაკავებული პირის გადაადგილების არეალის სრული დაფარვის შესახებ.
სამწუხაროდ, 2024 წელს, ნორმატიულ დონეზე, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. კერძოდ,
პატრულ ინსპექტორებს/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და
ტერიტორიული
ორგანოების
თანამშრომლებს,
მოქალაქეებთან
ურთიერთობისას
154 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის
ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიშსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
69 |
ვიდეოგადაღების ვალდებულება არ აქვთ. პატრულ ინსპექტორების გარდა, არცერთ
შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები.155 პრაქტიკაში
პატრულ ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
ტერიტორიული
ორგანოების
თანამშრომლები
მოქალაქეებთან
ურთიერთობისას
ვიდეოგადაღებას იშვიათად იყენებენ.
სამწუხაროდ, პოლიციის დაწესებულებებში კვლავ არ მიმდინარეობს დაკავებულ პირთა
გამოკითხვის პროცესის აუდი-ვიდეო ჩაწერა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის
მითითებით,
მნიშვნელოვანია,
პოლიციის
თანამშრომლების
მიერ
ჩატარებული
ნებისმიერი გამოკითხვა/გასაუბრება ვიდეო და აუდიო ტექნიკური საშუალებებით
იწერებოდეს, იქვე უნდა მიეთითოს გამოკითხვის/გასაუბრების დაწყების და დასრულების
დრო
და
მიეთითოს
ჩანაწერში
მონაწილე
ყველა
პირის
სახელი
და
გვარი.156
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინა წლებთან შედარებით, არსებითად არ გაზრდილა
პოლიციის
სამმართველოებსა
და
დეპარტამენტებში
შიდა
და
გარე
პერიმეტრზე
განთავსებული კამერების რაოდენობა. თერჯოლის რაიონულ სამმართველოში გარე
პერიმეტრზე არცერთი კამერა არ არის განთავსებული, ხოლო ქუთაისის საქალაქო
სამმართველოში კამერა არ არის არც შიდა და არც გარე პერიმეტრებზე. 2023 წელთან
შედარებით, 2024 წელს ვიდეოკამერების რაოდენობა გაიზარდა აჭარის პოლიციის
დეპარტამენტში,
ჭიათურის
(გარე
პერიმეტრი)
და
ზესტაფონის
რაიონულ
სამმართველოებში, ხოლო მათი რაოდენობა შემცირდა ქობულეთის, ჭიათურის (შიდა
პერიმეტრი) და საჩხერის რაიონულ სამმართველოებში. შემოწმებულ დანარჩენ პოლიციის
დაწესებულებებში განთავსებული ვიდეოკამერების რაოდენობა არ შეცვლილა.
ვიდეოსამეთვალყურეო
ვიდეოჩანაწერების
პენიტენციური
კამერებთან
დაკავშირებული
დაარქივებასთან
დაკავშირებული
დაწესებულებების
შემთხვევაშიც
და
პრობლემა,
კერძოდ
კი,
პრობლემა,
ასევე
„ფსიქიკური
ჯანმრთელობის
157
არაერთია წელია
ეროვნულ ცენტრში“. სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში
იკვეთება
მიუთითებს, რომ დახურულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა ინტერესების დაცვის
მიზნით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ვიდეოჩანაწერების შენახვისა და დაარქივების
ვადა, რომელიც თავდაპირველად 24 საათს შეადგენდა, შემდეგ 5 დღემდე, ხოლო
მოგვიანებით 30 დღემდე გაიზარდა, რაც დადებითად შეაფასა როგორც სახალხო
155 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების
განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15
დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხლი 121.
156 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 28-ე საერთო ანგარიში, 2019 წ, პარა. 81, ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე: <https://rm.coe.int/16809420e3 >, [ბოლოს ნანახია: 27.02.2024].
157 საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, გვ. 43-44;
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2016, გვ. 9;
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2017, გვ. 20;
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, გვ. 44;
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, გვ. 43;
საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, გვ. 29.
70 |
დამცველმა, ისე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა.158 ამის ფონზე განსაკუთრებით
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის, რომ, წინა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული
ცვლილების
შედეგად,
მიმდინარედ
პენიტენციურ
უწყებაში
ვიდეოჩანაწერების
დაარქივების ვადა 10 დღემდეა შემცირებული. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად აუარესებს
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
უფლებრივ
მდგომარეობას
მათ
მიმართ
არასათანადო მოპყრობისა ან/და მათი უფლებების სხვაგვარი დარღვევის პრევენციის
მიმართულებით.159
ასევე საგულისხმოა, რომ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა
უარყოფითად შეაფასა ისიც, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3, №11 და №8
დაწესებულების ნაწილში,160 ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების განახლებამდე, მათ
სამოქმედო
ტერიტორიაზე
გადაღებული
ვიდეომასალის
161
შენახვის
ვადად,
კვლავ
განსაზღვრული იყო არანაკლებ 120 საათი.
დღეის მდგომარეობით, დასახელებულ
დაწესებულებებში
სისტემის
ვიდეოსამეთვალყურეო
განახლებითი
სამუშაოები
დაწყებული არც არის.
162
საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა 3 საქმე
შეისწავლა, რომლებშიც განმცხადებლების გადმოცემით, ადგილი ჰქონდა შპს „ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პაციენტების მიმართ თანამშრომლების მხრიდან
განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტს. არცერთ ზემოაღნიშნულ ფაქტზე,
თანამშრომლის/თანამშრომლების
მიმართ
სისხლისსამართლებრივი
დევნა
არ
დაწყებულა, რაც, მეტწილად შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დაარქივება/შენახვის ფუნქციის არქონასთან არის
დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემაზე სახალხო დამცველმა ყურადღება 2023
წლის
საპარლამენტო
ანგარიშშიც
რეკომენდაცია
საანგარიშო
შეფასებით,
აუცილებელია
გაამახვილა
პერიოდში
არ
„ფსიქიკური
და
რეკომენდაციაც
შესრულებულა.
ჯანმრთელობის
გასცა,
თუმცა
სახალხო
დამცველის
ეროვნულმა
ცენტრმა“
158 იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2019 წლის 4-6 ივნისს გამართულ 1348-ე შეხვედრაზე
მიღებული გადაწყვეტილება, აბზაცი 5, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3TgsMgx > [ბოლოს ნანახია:
15.03.2024].
159 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის №941 ბრძანება „ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების
შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
160 №8 პენიტენციური დაწესებულების ნაწილი, რომელიც განთავსებულია თბილისში, აბუსერიძეტბელის ქ. №11.
161
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ელექტრონული
საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს 2023 წლის 30 იანვრის №23854/01 წერილი.
162
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის
სამმართველოს 2025 წლის 27 იანვრის №21931/01 წერილი.
71 |
უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერების დაარქივება და გონივრული ვადით შენახვა, რაც
ნორმატიულად უნდა დარეგულირდეს.163
მოსამართლის როლი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებულია, რომ, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, როცა კი
მოსამართლეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ჩადენილია
წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა
განუცხადა
სასამართლოს,
164
რეაგირებისთვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს.
მოსამართლე
ამ სახის ვალდებულება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლესაც აქვს
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთან მიმართებით.165 საგულისხმოა, რომ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკით, 2024 წელს
საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებმა შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის ეს შესაძლებლობა 148 შემთხვევაში გამოიყენეს.166
დაკავებულთა სამართლებრივი გარანტიების ჭრილში, სახალხო დამცველი, წლებია,
უარყოფითად აფასებს მოწმის სტატუსით პოლიციაში მყოფი პირების დაკავების
პრაქტიკას.
2023
წელსაც,
დაკავებულ
პირთა
აღრიცხვის
წიგნის
შემოწმებით,
დაკავებულებთან და ადვოკატებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ იკვეთება ცალკეული
შემთხვევები, როდესაც პირი დაწესებულებაში შესვლის დროს არ იყო დაკავებული და ის
მოგვიანებით
დააკავეს,
თუმცა
წინასწარვე
განსაზღვრული
იყო,
რომ
პოლიციის
დაწესებულებაში მიყვანის და გასაუბრების შემდეგ მას დააკავებდნენ. როგორც წესი,
პოლიციის დაწესებულებაში მისვლისთანავე პირს ჩამორთმეული აქვს მობილური
ტელეფონი, შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და არ შეუძლია სურვილისამებრ
დატოვოს პოლიციის დაწესებულება. ამ პერიოდში, პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ
მოიპოვონ მოწმედ დაბარებული პირისგან ის ინფორმაცია, რომელსაც მისსავე წინააღმდეგ
გამოიყენებენ. ამ პერიოდს, რიგ შემთხვევებში, თან სდევს მუქარა და დაშინებაც. მსგავსი
შემთხვევები
არასათანადო
მოპყრობისაგან
დაცვის
კუთხით, სარისკო
პრაქტიკაა,
ვინაიდან ოფიციალურად დაკავებამდე, დასაკავებელ პირს არ აქვს შესაძლებლობა
ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის გარანტიებით, მაშინ როდესაც დაკავებამდეც დე
ფაქტო და უკანონოდ შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება და პოლიციის კონტროლის ქვეშ
იმყოფებოდა.167
დაკავებული პირის გარანტიების ჭრილში, ასევე საგულისხმოა სტანდარტიზებული და
გამართული დოკუმენტაციის წარმოების მნიშვნელობა. ეს მნიშვნელოვანია, რათა
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
164 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი.
165 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2381 მუხლი.
166 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის წერილი №პ-61-25.
167 I.I. v. Bulgaria (Application №44082/98) ხელმისაწვდომია < https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-69313> [ბოლოს
ნანახია: 28.02.2024].
163
72 |
დეტალურად და დროში სინქრონულად აღირიცხოს დაკავებულ პირთან დაკავშირებული
ყველა მოქმედება. ფაილური სახით დოკუმენტაციის წარმოება შექმნის არასათანადო
მოპყრობისაგან
დაცვის
მეტ
გარანტიას,
ვინაიდან
პოლიციის
თანამშრომლები
ვალდებულები იქნებიან დროში სინქრონულად, სისტემაში შეიყვანონ დაკავებულ
პირთან დაკავშირებული ყველა მოქმედება და ვერ შეძლებენ მის თვითნებურად შეცვლას
და
გადაკეთებას.
სტანდარტიზებული
ფაილური
დოკუმენტაციის/ჩანაწერების
ელექტრონული წარმოების დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაკავებულ პირთა
აღრიცხვის ჟურნალების და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვან პირთა
აღრიცხვის
ჟურნალების
სამინისტროს
ყველა
გამართული
წარმოება, ისევე
როგორც შინაგან
პოლიციის
დეპარტამენტისთვის,
საქმეთა
სამმართველოსა
და
განყოფილებისთვის ერთიანი ჟურნალის ფორმის შემუშავება, სადაც აღინუსხება
მოქალაქეთა შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების თარიღი და დრო, ასევე შესვლის
მიზანი;
პოლიციის
დაწესებულებების
შიდა
და
გარე
პერიმეტრების
აღჭურვა
ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს ზემოთ
ნახსენებ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ვიდეოკამერების საშუალებით
გადამოწმება.
არასათანადო მოპყრობისგან დაცვის სამართლებრივი გარანტიების კონტექსტში ასევე
საგულისხმოა
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საქმიანობაც.
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული 132 საეჭვო შემთხვევიდან 114 შემთხვევაში
გაგზავნილი
შეტყობინების
საფუძველზე,
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში პირს ადგილზე მისვლით ან
დისტანციურად შეხვდა 35 (30.7%) შემთხვევაში, რაც, წინა წლებთან შედარებით,
შემცირებული მაჩვენებელია.168
3.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება
არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა ამ
დანაშაულის თავიდან ასარიდებლად. სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში, ამ
მიმართულებით არაერთი გამოწვევა გამოვლინდა.
პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს გამოძიებისა
და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის მნიშვნელობაზე. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი
იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური
გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები. აუცილებელია გადაიხედოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ნუსხა და სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს დარჩეს მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი
დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. მისასალმებელია, რომ 2024 წლის მაისში
მიღებული ცვლილებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი
გავრცელდა პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ
168 2023 წელს ეს მაჩვენებელი იყო 37.7%, 2022 წელს - 47,4%, 2021 წელს - 70%.
73 |
ასევე მოიცვას
გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრისა
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილი დანაშაულებიც.
და
დანაშაულების კვალიფიკაციის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოს
კანონმდებლობით,
არასათანადო
მოპყრობის
სპეციალური
მუხლებით169
გათვალისწინებული დანაშაულები - წამება, წამების მუქარა, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობა სრულად და ამომწურავად მოიცავს ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ ქმედებებს. სამოხელეო დანაშაულის
ზოგადი ნორმები კი ქმედებათა ფართო სპექტრს გულისხმობს, ხოლო მისი
მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ, უფლებამოსილების გადამეტება და
ბოროტად გამოყენება იარაღით, ძალადობით, ღირსების შეურაცხყოფით, მოპყრობის
ხარისხის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის და მიყენებული ტანჯვის შესაბამისად,
შესაძლებელია გვაძლევდეს როგორც წამების, ისე, მინიმუმ არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების
კონტექსტში მნიშვნელოვანია არასათანადო მოპყრობის პრევენციული ეფექტის
უზრუნველსაყოფად კანონმდებლობა ნათლად, არაორაზროვნად, ამომწურავად ახდენდეს
არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და
პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის
შესაძლებლობას.
არასათანადო
მოპყრობის
სპეციალური
მუხლებით
კვალიფიკაციის
საკითხი
მნიშვნელოვანია
პროპორციული
სასჯელის
დაკისრების
და
აღსრულების
თვალსაზრისითაც. სამოხელეო დანაშაულის ფაქტებისგან განსხვავებით, არასათანადო
მოპყრობის სპეციალურ მუხლებზე არ გამოიყენება: ხანდაზმულობის ვადები
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლებისათვის,170
ასევე,
171
განრიდება; დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება განსაკუთრებული
თანამშრომლობის შესახებ172 საპროცესო შეთანხმების დადებისას.
ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების
გასაძლიერებლად ასევე უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს თავად საქართველოს სახალხო
დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი წლებია მიმართავს საქართველოს პარლამენტს
არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე გამოძიების მასალების
გამოძიების დასრულებამდე გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით,
რათა ძირითადი უფლებების დაცვის საკითხს ეფექტიანი ზედამხედველობა გაეწიოს.
ამ ნაწილში დამატებით ცალკე გამოვყოფთ საქართველოს გენერალური პროკურატურისა
და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის
კონკრეტულ მაჩვენებლებს. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
169 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლები.
170 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 71, ნაწ. 51.
171 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 1681 , ნაწ. 2.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 218, ნაწ. 8; საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი, მუხ. 731 .
172
74 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი
სავარაუდო
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტებზე,
2024
წელს
საქართველოს
პროკურატურაში გამოძიება არ დაწყებულა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2024
წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 პირის მიმართ. 4 პირი ცნობილია
დაზარალებულად.173 რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სამსახურმა 2024
წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ფიზიკური ან/და
ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 140 სისხლის სამართლის
საქმეზე.174
ამ
საქმეებიდან
საქართველოს
გენერალურმა
პროკურატურამ
სისხლისსამართლებრივი
დევნა
დაიწყო
2
სისხლის
სამართლის
საქმეზე,
დაზარალებულად ცნობილია 98 პირი 8 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხოლო
გამოძიება შეწყდა 17 სისხლის სამართლის საქმეზე.175
დამატებით, საგულისხმოა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ ჩადენილი
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2024 წელს საქართველოს პროკურატურაში გამოძიება
არ დაწყებულა, ხოლო პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ
პატიმრების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2024 წელს
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, ხოლო 6 პირი ცნობილია
დაზარალებულად.176 რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, 2024 წლის 1
იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მოსამსახურეების მიერ, პატიმრების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ფიზიკური ან/და
ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 16 სისხლის სამართლის საქმეზე.
აღნიშნულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ
დაწყებულა, დაზარალებულად ცნობილი არავინ არის, ხოლო გამოძიება შეწყდა 2 სისხლის
სამართლის საქმეზე.177
ტენდენციის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციისა და პენიტენციური
დაწესებულებების თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას, როგორც
პროკურატურა, ისე სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, ძირითადად საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტების
საფუძვლით იწყებენ. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმეებიდან 1441 მუხლის
(წამება) საფუძველზე გამოძიება როგორც პროკურატურას, ისე სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურს, არცერთ შემთხვევაში არ დაუწყია. რაც შეეხება 1443 მუხლის (არასათანადო
მოპყრობა)
საფუძველზე
დაწყებულ
გამოძიებას,
განსახილველი
საქმეებიდან
173 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 19 თებერვლის წერილი №13/10019.
საქათველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის წერილი №SIS 0 25
00002804.
175 იქვე.
176 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 19 თებერვლის წერილი №13/10019.
177 საქათველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის წერილი №SIS 0 25
00002804.
174
75 |
პროკურატურას ამ მუხლის საფუძველზე გამოძიება არ დაუწყია, ხოლო სპეციალურმა
საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ 14 შემთხვევაში დაიწყო.
ამ ნაწილში დამატებით საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში, აპარატის მიერ
შესწავლილ რამდენიმე საქმეში გამოიკვეთა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო
დანაშაულის ნიშნების შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ
გამოძიების
დაწყების
ან
დაწყებაზე
უარის
გადაწყვეტილების
მიღებამდე
არაგონივრულად ხანგრძლივი დროით საკითხის შესწავლის შემთხვევები. კანონით,
დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი
ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება.178 შესაბამისად, პროკურატურის ამგვარი
პრაქტიკა, როცა რამდენიმე თვიდან - 1 წელზე მეტი ვადით აჭიანურებს განცხადებაში
მოყვანილი ფაქტების შესწავლას, შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს,
გამოძიების დაწყების შემდეგ, მის ეფექტიანად წარსამართავად.179
გენერალური ინსპექციები/შიდა მონიტორინგის მექანიზმები
სამართალდამცავი სტრუქტურების ფარგლებში ისეთი სამსახურის არსებობა, რომლის
კომპეტენციასაც განეკუთვნება თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილებათა
ჯეროვანი შესრულების მონიტორინგი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამავე უწყებებს
პროაქტიული მონიტორინგის გარდა, ასევე ევალებათ საკუთარი თანამშრომლების მიერ
ჩადენილი შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ მოქალაქეთა საჩივრებზე ეფექტიანი
რეაგირება.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა სპეციალური
ანგარიში,180 რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციების, ასევე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის
ძირითადი
საკანონმდებლო
ხარვეზების
ანალიზი,
კერძოდ,
სამართალდამცავ
სტრუქტურებში დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი საკანონმდებლო
და პრაქტიკული კუთხით მოქალაქეთა საჩივრებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემაზე
მიუთითებს; სამართალდამცავ უწყებებში სამსახურებრივი გადაცდომების შიდა
კონტროლის მოქმედი ინსტიტუციური მოწყობა, გარე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის
არარსებობის
გამო,
საჭიროებს
სიღრმისეულ
ცვლილებებს;
აუცილებელია,
სამართალდამცავ სტრუქტურებში შიდა კონტროლის მექანიზმის გარდაქმნა იმგვარად,
რომ ის პასუხობდეს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის
კრიტერიუმებს; მკაფიოდ უნდა გაიწეროს დისციპლინური წარმოების ნათელი წესები,
რომელიც საჩივრის განხილვაში ჩართულ პირებს თუ საზოგადოებას გაუჩენს
პროცესისადმი ნდობის და სამართლიანობის განცდას და სხვ. რაც შეეხება უშუალოდ
პრაქტიკის კვლევისას გამოვლენილ ხარვეზებს, ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ხარვეზების
178 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100.
დეტალური ინფორმაცია იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
180 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, გენერალური ინსპექციების საქმიანობის
საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი, 2024. ანგარიში ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/vPH4m
[ბოლოს ნანახია: 23.01.2025].
179
76 |
მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ეფექტიან და დროულ ღონისძიებებს შესწავლის
ფარგლებში. ზემოხსენებული ტიპის სამართალწარმოების ფარგლებში ნეიტრალური
მტკიცებულების მოპოვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რათა გადაცდომის
დადასტურება ცალმხრივად არ იყოს დამოკიდებული თავად დისციპლინური გადაცდომის
შესაძლო ჩამდენი პირის აღიარებაზე. ამის მიუხედავად, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა,
სადაც არ ჩანდა უწყების მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების მცდელობა.
აგრეთვე, პრობლემურ საკითხად გამოვლინდა მომჩივნის ინფორმირებულობის საკითხიც.
3.5. გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციები - არასათანადო მოპყრობა და
სხვა უფლებადარღვევები181
2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით
მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, ღირსების ხელშეუვალობის
უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის
დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა.
მძიმე უფლებადარღვევათა წყება, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო
აქციებზე დაიწყო (გაზაფხულის აქციები). გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი
ძალადობის
ფაქტებზე
სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლებისთვის
პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების
გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ),
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე საპროტესტო აქციებზე (ზამთრის
აქციები) არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური
გამოყენების წინაპირობა შექმნა.
შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო
მოპყრობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო
აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო
მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება: მაგალითად, სახალხო დამცველის
რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე
დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ; 2023 წლის
7-9 მარტის აქციებზე - 20.8%; 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე - 51.1%; 2024 წლის 28
ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ
მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე,
ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში - 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის
პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო
2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ
არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.182
181 ამ თავთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
182 სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებულ პირთა რაოდენობების შესახებ დეტალური
ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024
წლის საქმიანობის ანგარიშში.
77 |
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და
ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან
სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას,
ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ
შეუწყნარებლობას. სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების
კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ
დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა
ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები
იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე
დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია.183 დამატებით,
დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების
კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება.
სახალხო დამცველის აპარატი, საგამონაკლისო წესით, გაეცნო გაზაფხულის აქციებთან
დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე ორი სისხლის
სამართლის საქმის184 გამოძიების მასალებს. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე
გამოვლინდა, რომ მიმდინარე გამოძიება არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების
სტანდარტების შესაბამისად. სახალხო დამცველმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა
და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების
ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე, წინადადებით მიმართა.
როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებთან კავშირში სახალხო
დამცველის აპარატმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
•
სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების
მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური
•
რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო
მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე
•
•
•
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
(გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც
არსებითად
უშლის
ხელს
პასუხისმგებელი
პირების
გამოვლენას
და
მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს
დაუსჯელობას
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს
ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების
ამოცნობაში. ამით, გამოძიებას, ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე
პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში
არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის
დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა
183 სტატისტიკა საპროტესტო აქციების მიხედვით შესაბამის ქვეთავებშია ჩაშლილი.
184 ერთ-ერთი საქმე (ე.წ. ლეონიძის ქუჩის საქმე) არ ეხებოდა უშუალოდ აქციაზე მომხდარ დანაშაულს,
თუმცა, ეხებოდა აქციების პარალელურად და შეკრების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ არასათანადო
მოპყრობას.
78 |
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
79 |
შესაძლებელი იყო (მაგალითად, ორ შემთხვევაში, დეპუტატ ალექსანდრე
ელისაშვილის მიმართ, და ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის ფაქტების
დროს, როდესაც პოლიციელებს არ ეკეთათ ნიღბები და შესაძლებელი იყო მათი
სახეზე ამოცნობა)
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი
გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების
შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს
სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა
თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად
გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე
ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით
გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს
გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს
გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა
სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე
ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის,
დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით
სახელმწიფო კვლავ არათანმიმდევრულად და თვითნებურად იყენებს სისხლის
სამართლის კოდექსის (სსკ) 156-ე მუხლს (დევნა შეუწყნარებლობის მოტივით) და
პოლიტიკური ან/და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის მსგავს
შემთხვევებს სხვადასხვა მუხლით აკვალიფიცირებს
გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად
მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის
არავინ არის. ასევე დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი
ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის,
ჟურნალისტებს
არ არის გამოვლენილი გაზაფხულის აქციებისას მოქალაქეებზე მიმდინარე
სატელეფონო მუქარების, შეურაცხყოფების სავარაუდო ორგანიზატორები და
ამსრულებლები
დაკავებულებს თვითნებურად და შაბლონურად უხანგრძლივდებათ დაკავების 24
საათი 48 საათამდე, რაც განზრახ უკანონო დაკავებაზე შეიძლება მიანიშნებდეს
პროტესტის მონაწილეთა ოფიციალური დამკავებელი პირები არ არიან
ფაქტობრივად დამკავებელი პირები, რაც პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულების
ფალსიფიკაციაზე შეიძლება მიანიშნებდეს
გამოკითხული დამკავებლად გაფორმებული პოლიციელები, როგორც წესი,
მიუთითებენ, რომ დაინახეს კონკრეტული პირის მხრიდან სამართალდარღვევა,
თუმცა, ამავე დროს, ხალხმრავლობასა და ხმაურზე მითითებით, ვერ ხედავდნენ
ამავე მოქალაქეების მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობას
აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან არაერთი ჟურნალისტი გახდა
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათ ხელს უშლიდნენ პროფესიულ
საქმიანობაში
•
•
•
•
•
•
•
გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა
ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების
დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და
პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის
შემოწმების შესახებ
ზამთრის საპროტესტო აქციების დროს გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც
მიუთითებდნენ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის და
სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ
გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნებისა და შშმ
პირის მიმართ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია
რომელიმე
პოლიციელის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
საკითხი,
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა
სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე
აქციების
მონაწილეთა
მიმართ
ადმინისტრაციული
სამართალწარმოება
მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც
სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის
გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა
არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები
ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და
მათ
უკანონო
დაკავებაზე
მიუთითებენ,
პოლიციას
ჩხრეკა-ამოღების
განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები
მოეპოვებინა
სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების
მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში
შესახლებამდე
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოვლენილი
უფლებადარღვევები,
სპეციფიკისა
და,
განსაკუთრებით,
მასშტაბურობის
გათვალისწინებით, მრავალ ასპექტს მოიცავს. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი
ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი
განხილვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებს, რასაც
წინამდებარე ქვეთავში, ქვემოთ, მოკლედ მიმოვიხილავთ.
3.5.1. არასათანადო მოპყრობა საპროტესტო აქციებზე
3.5.1.1. არასათანადო მოპყრობა გაზაფხულის აქციებზე
ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო მოპყრობის ფორმები
სახალხო დამცველმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან (სსს), 2024 წლის აპრილისა
და მაისის საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო
80 |
მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიების მასალებზე საგამონაკლისო წესით დაშვება
მოითხოვა,185 რაც დაკმაყოფილდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი შესაძლო
დანაშაულის გამოვლენის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას
გულისხმობს.
სახალხო დამცველის შეფასებით მომხდარი სისტემური არასათანადო მოპყრობის
„უფლებამოსილების
ძალადობით
გადამეტებით“
კვალიფიცირება
არ
ასახავს
მომიტინგეთა მიმართ გამოყენებული ძალადობის ხასიათს, ინტენსივობასა და
მასშტაბურობას. ძალადობის მეთოდები და ინტენსივობა, ძალადობის აშკარა მიზანი,
თითქმის ყველა შემთხვევაში მიანიშნებს არაადამიანურ, დამამცირებელ და ღირსების
შემლახავ მოპყრობაზე და მეტიც, რიგ ეპიზოდებში წამების ხარისხსაც აღწევს.
საქმის გაცნობის შედეგად, სახალხო დამცველმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს კონკრეტული საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების, მოქალაქის დაზარალებულად ცნობის და კვალიფიკაციის
შეცვლის შესახებ დეტალური წინადადებით მიმართა.186
გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული
ძალადობის ფორმები, მეთოდები მათი გამოვლენის ხერხები, მსხვერპლებში იწვევდა
ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა თუ მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა
შემთხვევაში, წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო
რამდენიმე პირის მიმართ, აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზნით ჩადენილი
ძალადობა
თავისი
ინტენსივობის,
ხასიათის,
ხანგრძლივობის
გათვალისწინებით,
სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებოდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ შემთხვევაში,
მსხვერპლის მიმართ ხანგრძლივი სასტიკი ძალადობის გარდა, მისივე გადმოცემით,
ადგილი ჰქონდა გდდ-ს წევრების მხრიდან მოხრჩობის გზით მკვლელობის მცდელობის
იმიტაციას. აუტანელ ტკივილს თან ახლდა უმწეობის შეგრძნება, დამცირების განცდა და
მძიმე სულიერი ტანჯვა. მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით, აპარატისთვის
შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა.
მომიტინგეთა
გამოკითხვების
ოქმების
მიხედვით,
მათ
მიმართ
შავნიღბიანი
სპეცრაზმელების მიერ არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დაკავების
დროს, არამედ დაკავების შემდეგაც - ე.წ. ცოცხალ დერეფანსა და მანქანებში. ისინი
დაკავებულებს ურტყამდნენ ხელებს, ფეხებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელკეტებს. არის
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“
ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი უფლებამოსილია მხოლოდ იმ საქმის
მასალებს გაეცნოს, რომელზეც დამდგარი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
186 სახალხო დამცველის 2025 წლის 7 მარტის №25/1903 წინადადება.
185
81 |
ჩვენება აირწინაღისა და ფარის განზრახ დარტყმის თაობაზე. ურტყამდნენ ხელებაწეულ
და ძირს დაცემულ/დაგდებულ ადამიანებსაც, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ
უწევდნენ პოლიციას. ძალადობა გრძელდებოდა რამდენიმე წამიდან - რამდენიმე
წუთამდე დროის პერიოდში. დარტყმები იყო რამდენიმედან რამდენიმე ათეულამდე (4050
დარტყმა),
ძალადობდნენ
ძირითადად
ჯგუფურად,
რამდენიმე
სპეცრაზმელი
ერთდროულად. დაკავებულებს თავის არეში ურტყამდნენ იმდენად ძლიერად, რომ
რამდენიმემ გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო, რამდენიმე პირს ჰქონდა
სისხლდენაც. დაკავებულთა ჩვენებების მიხედვით, გარდა ფიზიკური ძალადობისა,
პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას უკიდურესად დამამცირებელი და
დისკრიმინაციული ლექსიკით, რაც დაკავებულებისთვის მორალურად და ემოციურად
მძიმე იყო.
დაკავებულებზე ძალადობა გამოძიების მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებშიც187
იკვეთება. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ძალადობა
ათამდე სპეცრაზმელის მხრიდან. კადრების თანახმად, ერთ-ერთ სპეცრაზმელს დაჭერილი
აქვს მისი მარჯვენა ხელი, ხოლო მეორე სპეცრაზმელი მარცხენა ხელს უჭერს და უწევს
მაღლა, რათა ვერ შეძლოს თავის დაცვა. შემდეგ ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამენ
სახეში და სხეულის სხვა ნაწილებზე. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ
პოლიტიკოსს, სხვა დაზიანებებთან ერთად, აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერისა და
ცხვირის ძვლების მოტეხილობა.
დაკავებული არასრუწლოვნებიც მიუთითებენ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის
შესახებ. არის ქალების ჩვენებები მათ მიმართ ძალადობის თაობაზე. საპროტესტო აქციაზე
მყოფი სასულიერო პირები ასევე მიუთითებენ წიწაკის სპრეის სახეში შესხმასა (ასახულია
ტელევიზიით გასულ კადრებშიც) და 3-4-ჯერ ფეხის დარტყმაზე.
ამასთანავე,
იკვეთება
პოლიციელების
მხრიდან
დაკავებული
კაცის
მიმართ
გაუპატიურების მუქარაზე მითითება.
რაც შეეხება აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს, ისინიც დაექვემდებარნენ ზემოაღნიშნული
ფორმების
გამოყენებით
იდენტიფიცირებადნი
მსგავს
იყვნენ
ფიზიკურ
როგორც
ძალადობას,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ჟურნალისტები,
რომლებიც
პროფესიულ
საქმიანობას ახორციელებდნენ. ჟურნალისტების ჩვენებით, შავნიღბიანი პოლიციელები
ხელიდან
ართმევდნენ
ტექნიკას,
რომლითაც
იღებდნენ
მიმდინარე
მოვლენებს,
დამიზნებით ასხურებდნენ წიწაკის სპრეის ყოველგვარი გაფრთხილების, მითითების და
საჭიროების გარეშე.
დაკავებული პირების სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დაკავებულ პირებს
დაზიანებები
აღენიშნებოდათ
სისხლნაჟღენთების,
187 ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები.
82 |
ჰიპერემიების
სახით
სხეულის
სხვადასხვა არეში, მათ შორის, იკვეთება ცხვირის ძვლების, თვალბუდის ფსკერის,
ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის
ტრავმა, ქალა-სარქველის ოსტეომა და სხვ.
სრული სურათის აღდგენის საჭიროება და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა
როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიება არ არის ორიენტირებული აქციების დაშლის
საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში არასათანადო მოპყრობის ათეულობით და დროში
განგრძობადი ფაქტების სრული სურათის დადგენაზე, არამედ ინდივიდუალურ და
კონკრეტულ ფაქტებზე კონცენტრირდება.
სახალხო დამცველის პოზიციით, გამოძიება უნდა წარიმართოს ზედმიწევნით და
სრულყოფილად: საჭიროა დადგინდეს შეკრების უსაფრთხოების სამოქმედო გეგმით188
გაწერილი გარემოებები, ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები, შეკრების დაშლის,
სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და
აღსრულების,
აქციის
დაშლისას
სამინისტროს
თითოეული
თანამშრომლის
(ხელმძღვანელი პირებიდან რიგითამდე) მოქმედების სრული სურათი (დროისა და
ადგილის განსაზღვრით), არასათანადო მოპყრობის შესაძლო ორგანიზების, წაქეზების,
ბრძანების/მითითების
გაცემის,
მდუმარე
თანამონაწილეობის
დახმარების
ფორმით
და
თანხმობის,
ჩამდენი
ამსრულებლობის,
პირების
გამოვლენის
და
შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი
პროცედურული ვალდებულების შესასრულებლად აუცილებლად მიიჩნევს: შემოწმდეს,
იყო
თუ არა საპოლიციო
ღონისძიება/ოპერაცია
სათანადოდ
რეგულირებული
და
ორგანიზებული ისე, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანისთვის სერიოზული ზიანის
მიყენების რისკი;189 აქციის დაშლის მთლიანი სურათის დადგენისა და მოვლენების
სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა ევროპულმა სასამართლომ
საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის
დაშლის საქმეზეც.190
188 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა
ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1002, მუხ. 5. და 8. ხსენებული დანაწესის თანახმად,
შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის დროს სპეციალური ღონისძიებების ჩატარების უსაფრთხოების
სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს გდდ, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით და
ამტკიცებს მინისტრი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი), განისაზღვრება ღონისძიების ხელმძღვანელი,
ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი; განსაზღვრულია შეკრების დაშლისას,
სპეციალური საშუალებების (წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვია და ცრემლსადენი გაზი) გადაწყვეტილების
მიმღები უფლებამოსილი პირი. ხოლო სპეციალური საშუალების გამოყენების მართლზომიერებაზე
პასუხისმგებლობა ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
189 Muradova v. Azerbaijan, საჩივარი №22684/05 02.04.2009 წ. პარა. 113-114.
190 Tsaava v. Georgia, საჩივარი №13186/20, 07.05.2024 წ. პარა. 221.
83 |
ზემდგომი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ბრძანება არ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასათანადო მოპყრობის გასამართლებლად.191 უკანონო
ბრძანების შესრულებაზე ანალოგიურ დებულებებს იცნობს ქართული კანონმდებლობაც.192
ამასთანავე, სახელმწიფო თანამდებობის პირის უმოქმედობა იწვევს პასუხიმგებლობას
მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის
ქმედებების ხშირი შემთხვევების აღსაკვეთად სათანადო ზომების გამოუყენებლობის
გამო. თანამდებობის პირების მიერ გატარებული ღონისძიება უნდა იყოს იმ მასშტაბის, რაც
საკმარისია
ამ
ქმედებების
გამეორების
დასასრულებლად
ან
ამგვარი
სისტემის
193
შესაწყვეტად.
გამოძიებამ
ყურადღება
უნდა
მიაქციოს
იმას,
რომ
გდდ-ს
თანამშრომლებს
არ
ჰქონდათ/აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარების ვალდებულება. საგულისხმოა,
რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარების ვალდებულების დაწესება და შემდეგ მისი
პრაქტიკაში აღსრულება არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ რესურსს და ნების
შემთხვევაში მისი პრაქტიკაში გატარებაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება.
ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა ისეთ შემთხვევებში, როცა ვერ მოხერხდა
სპეციალიზებული ნიღბიანი პოლიციელების იდენტიფიცირება მასობრივი პროტესტის
კონტექსტში. განმასხვავებელი ნიშნები უზრუნველყოფდა შემდგომში მათ ამოცნობასა და
დაკითხვას ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.194 მსგავსი პრობლემა აღნიშნა
ევროპულმა სასამართლომ საქართველოში, 2019 წლის 20-21 ივნისს შეკრების დაშლისას
მოქმედი შსს-ს გდდ-ს წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობის გამოც.195
აქციის
დაშლისას
დასადგენად
შინაგან
საჭიროა
საქმეთა
სამინისტროს
გამოიკითხოს
თანამშრომლების
სამინისტროს
მოქმედების
ხელმძღვანელი
პირები,
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და გდდ-ს წევრები; დაესვათ
კონკრეტული და დეტალური შეკითხვები, როდის, რომელ ლოკაციაზე და რა ამოცანით
იყვნენ
განთავსებულები;
დაქვემდებარებაში
რა
ქმედებები
არსებულმა
განახორციელეს
დანაყოფებმა
და
უშუალოდ
საპოლიციო
მათ,
ღონისძიებისას
მათ
რა
კონკრეტული მობილური ტელეფონის ნომრით და მობილური აპლიკაციით სარგებლობდა
თითოეული
მათგანი,
რათა
შემდგომში
შემხვედრი
საგამოძიებო
და
საპროცესო
მოქმედებების ჩატარების შედეგად შესაძლებელი იყოს ხსენებული მოწყობილობებიდან
საქმისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება.
191 გაეროს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის
წინააღმდეგ კონვენცია“, მუხლი 2, პუნქტი 3.
192 „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 48.
193 Georgia v. Russia, საჩივარი №13255/07, 03.07.2014 წ. პარა. 124.
194 Hentschel and Stark v. Germany, საჩივარი №47274/15, 09.11.2017 წ. პარა. 91; İzci v. Turkey, საჩივარი №42606/05,
23.07.2013 წ. პარა. 68-69.
195 Tsaava v. Georgia, საჩივარი №13186/20, 07.05.2024 წ. პარა. 223.
84 |
საქმის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ზემოხსენებული ხარვეზების გამო გამოძიება
ვერ პასუხობს კონვენციის მე-3 მუხლით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების
პროცედურულ ასპექტს და ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს.
ვიდეოჩანაწერების პრობლემა
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ
ვერ მოიპოვა გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდის ამსახველი უმეტესი ვიდეო-აუდიო
ჩანაწერი (მათ შორის, ხელის რადიოსადგურების ჩამწერები/ე.წ. რაციები), ვერც
სახელმწიფო უწყებებიდან და ვერც პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
განთავსებული
კერძო
ობიექტებიდან,
სხვადასხვა
მიზეზზე,
მათ
შორის
ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებზე მითითებით.
მაგალითად, ერთ-ერთმა საჯარო დაწესებულებამ სამი ურთიერთგამომრიცხავი
ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. კერძოდ, თავდაპირველად განმარტეს, რომ
გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეომასალა ინახებოდა 30 დღის ვადით, მოგვიანებით
აცნობეს, რომ ვიდეოკამერები არ აქვთ და, შესაბამისად, არც ვიდეოჩანაწერები ინახება,
ხოლო მესამედ განმარტეს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციაზე ვიდეოკამერები
აქვთ დამონტაჟებული, თუმცა ხარვეზის გამო ჩაწერა არ მიმდინარეობდა.
სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წერილის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს
მიერ
მოთხოვნილი
ხელის
რადიოსადგურების
გამოყენებით
გადაცემული
შეტყობინებების ჩანაწერები (2024 წლის 15 აპრილიდან - 15 მაისამდე ჩანაწერები)
სააგენტოში არ ინახება, რადგან ამღ პერიოდში სისტემა ხარვეზებით ფუნქციონირებდა და
არ იწერდა ხელის რადიოსადგურების გამოყენებით გადაცემულ კომუნიკაციას.
ანალოგიური პრობლემა გამოიკვეთა პოლიციელების სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერების
მოპოვების
დროსაც.
კერძოდ,
გამოკითხული
პოლიციელები
მიუთითებენ
ვიდეოჩანაწერების არარსებობის სხვადასხვა მიზეზზე (ტექნიკური ხარვეზი, თან არქონა,
დაუჯდა, გაუფუჭდა და სხვ.).196
იმ ფონზე, როდესაც ვიდეოჩანაწერების მოპოვება სისტემატურად ვერ ხდება
ობიექტებისგან სხვადასხვა მიზეზზე მითითებით და იმ პირობებში, როდესაც
ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს მაღალი სანდოობისა და სარწმუნოობის მქონე
ნეიტრალურ მტკიცებულებას, გამოძიება არ უნდა დასჯერდეს შაბლონურ პასუხებს, მით
უმეტეს, საჯარო უწყებების მხრიდან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, თუნდაც იმის
სახალხო დამცველის მრავალწლიანი რეკომენდაციაა პოლიციელებისთვის სავალდებულო იყოს
საპოლიციო ღონისძიებისას სამხრე ვიდეოკამერის გამოყენება. ასევე, 2022 წელს სახალხო დამცველმა
კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც მიუთითებს, რომ პატრულპოლიციელის დისკრეცია, რომლის მიხედვითაც, შეუძლია, არ გამოიყენოს სამხრე კამერა, როდესაც შედის
მოქალაქესთან ურთიერთობაში, არღვევს ადამიანის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით
გარანტირებულ უფლებას, დაცული იყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან, და, ამგვარად,
ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. < https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14806 >
196
85 |
გამოსავლენად, ხომ არ ხდება ვიდეოჩანაწერების გამიზნულად განადგურება, დამალვა ან
სხვა არაკეთილსინდისიერი ხერხებით ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.
სპეციალური საშუალებების გამოყენება (წიწაკი სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი
და რეზინის ტყვიები)
საგულისხმოა, რომ რამდენიმე მოქალაქე მიუთითებდა (ცრემლსადენი გაზის გარდა)
რეზინის ტყვიების სროლის თაობაზე. ერთ-ერთი მათგანის თქმით, კლინიკაში გაუკეთეს
ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტს ჰქონდა ლოყისა და
საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა, რბილ ქსოვილებში დარჩენილი იყო უცხო სხეული,
რომლის მოსაცილებლად ჩატარდა ოპერაცია. საგამოძიებო ორგანომ კლინიკიდან რეზინის
ტყვია ამოიღო.197 სხვა მოქალაქე კი აცხადებდა, რომ რეზინის ტყვიამ გაიარა აირწინაღში
და მოხვდა წარბის არეში. გარდა ამისა, რეზინის ტყვიების მოხვედრაზე მიუთითებდა
კიდევ ორი მოქალაქე. ერთ-ერთი - ჩაფხუტსა და ფეხის თითზე (ფეხსაცმელიც გაუხვრიტა);
ხოლო მეორე - ჩანთაზე (ჩანთა დაზიანდა), ასევე, ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა და
სასწრაფომ დაუმუშავა.
საგულისხმოა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წერილობით მიმართა198
შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია 1-2 მაისს გამოყენებული
სპეციალური საშუალებების შესახებ. კერძოდ, რომელი სპეციალური საშუალებები
გამოიყენეს და რომელმა დანაყოფებმა. იყო თუ არა რეზინის ტყვიები გამოყენებული, ვინ
მიიღო გადაწყვეტილება, ვის დაევალა და რა გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების
ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით ეცნობა,199
რომ 1-2 მაისს გამოყენებული იყო წყალსატყორცნი, ცრემლსადენი გაზი და ხელის სპრეი
(წიწაკის შემცველობით). ხოლო შეკითხვა რეზინის ტყვიებისა და დანაყოფების შესახებ
უპასუხოდ დატოვა.
დეპუტატის დაკავება და არასათანადო მოპყრობა
2024 წლის 17 აპრილს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით
დააკავეს პარლამენტის იმჟამად მოქმედი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი.200 დაკავებისას
ალექსანდრე
ელისაშვილზე
ფიზიკურად
იძალადეს
და
ამ
ფაქტის
ამსახველი
ვიდეოკადრები მედიასაშუალებებით საჯაროდაც გავრცელდა.
197 2024 წლის 12 ივნისის ამოღების ოქმი.
198 9 მაისის წერილი.
199 18 ივნისის წერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
აცნობა,200 რომ ალექსანდრე ელისაშვილი 2024 წლის 17 აპრილს დააკავეს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
200
86 |
ალექსანდრე
ელისაშვილზე
ძალადობის
კადრებში
გამოკვეთილი
პირების
ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი ფოტოსურათებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თანამშრომლების ამოცნობის მიზნით მიმართა.201 თუმცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კითხვაზე არ უპასუხია. 202
ალექსანდრე ელისაშვილი დაკავების მომენტისათვის იყო საქართველოს პარლამენტის
მოქმედი წევრი, ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით და, შესაბამისად, ადგილი არ
ჰქონია
პარლამენტის
თანხმობის
გარეშე
დეპუტატის
დაკავების
ერთადერთ
საგამონაკლისო შემთხვევას (დანაშაულზე წასწრებას).
გარდა ამისა, განსახილველ საქმეში, დამკავებელ პირებად გაფორმებული პოლიციელები
გამოკითხვის დროს აღიარებდნენ, რომ ისინი უშუალო დამკავებლები არ იყვნენ და
მიუთითებენ, რომ ადგილზე არსებული აურზაურისა და ჩოჩქოლის გამო, ზუსტად ვერ
დაინახეს, უშუალოდ ვინ დააკავა ალექსანდრე ელისაშვილი. მათი თქმით, წინ მდგომ
პოლიციელებს სთხოვეს მისი დაკავება, თუმცა ეს ოქმში არ მიუთითებიათ. ასევე, საეჭვო
გარემოებას ქმნის ის ფაქტი, რომ ეს ორი პოლიციელი მიუთითებს ალექსანდრე
ელისაშვილის მხრიდან უწმაწურ ჟესტიკულაციაზე, რომელიც ხალხის სიმრავლისა და
არეულობის მიუხედავად შეამჩნიეს, თუმცა არცერთს არ დაუნახავს მის მიმართ ჩადენილი
ძალადობა, როგორც თავად ამბობენ, აგრეთვე ხალხის სიმრავლისა და არეულობის გამო.
სახალხო
დამცველის
აპარატმა
წინადადებით
მიმართა
სპეციალურ
საგამოძიებო
სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან, შესაძლოა, ადგილი
ჰქონდეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ისევე, როგორც განზრახ უკანონო დაკავებას.
ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობა
2024 წლის 10 მაისს მასობრივი მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ი. წ.-ს
მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ძალადობის თაობაზე. ეს
ეპიზოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში
ასახულ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი სახით ჩანდა და მისი ამოცნობა
შესაძლებელი იყო.203 სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული ძალადობის
შემთხვევაზე განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ხოლო
მოგვიანებით სახალხო დამცველმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე
საგამონაკლისო წვდომა ითხოვა, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ
შემთხვევაშიც დააკმაყოფილა.
201 2024 წლის 15 მაისის წერილი.
202 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით.
203 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება
დაიწყო, რადიო თავისუფლება, 11,05,2024, < https://www.radiotavisupleba.ge/a/32942057.html > [27.03.2025].
87 |
გამოძიების ფარგლებში, სსს-მა შსს-ს ვიდეოკადრებში ასახული პოლიციის
თანამშრომლის ვინაობისა და ზუსტი სამუშაო ადგილის, პოზიციისა და თანამდებობის
დადგენის მიზნით მიმართა, სამინისტროს ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსათვის არ
მიუწოდებია. ამასთანავე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და გენერალურ
პროკურატურას არც სხვა გზებისთვის მიუმართავს პოლიციელის ვინაობის დასადგენად.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღინიშნა, ი. წ.-ზე ძალადობა ცალსახად
დასტურდებოდა, ი. წ. საქმის ფარგლებში დაზარალებულად არ იყო ცნობილი, ხოლო
გამოძიება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით მიმდინარეობდა.
ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში აშკარა იყო, რომ ი. წ.-ს მიმართ არ ყოფილა
გამოყენებული რაიმე ლეგიტიმური ძალა, რომელსაც შემდგომ „გადამეტება“ მოჰყვა. ი. წ.-ს
მიმართ არ ხორციელდებოდა რაიმე იძულების ღონისძიება, არ ხდებოდა მისი დაკავება ან
განრიდება. ამდენად, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია უფლებამოსილების ძალადობით
გადამეტებას, არამედ, ადგილი ჰქონდა თვითნებურ ძალადობას, რაც სისხლის სამართლის
კანონმდებლობაში არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას ქმნის.
ამგვარად, სახალხო დამცველმა, საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიმართ
გაცემულ წინადადებაში204 მიუთითა, რომ ხსენებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდის
სწორად კვალიფიკაციისათვის, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს სისხლის სამართლის
კოდექსის მუხლი და კვალიფიკაცია მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე
მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და შეესაბამება
კონვენციის მე-3 მუხლის ირგვლივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
დამკვიდრებულ პრაქტიკას. წინადადების შედეგად, პროკურატურამ ი. წ. საქმეზე
დაზარალებულად ცნო, მაგრამ საქმის კვალიფიკაცია არ შეცვალა, და მიუთითა, რომ „ამ
ეტაპზე არ არსებობს კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროება“.205
ზოგადად, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო
მოპყრობის
შემთხვევები,
აგრეთვე
გამოძიების
არსებით
სირთულებთანაა
დაკავშირებული, პირველ რიგში, იმის გამო, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი
პირები, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად არაიდენტიფიცირებადნი არიან სამსახურებრივი
ფორმის (მათ შორის, ნიღბის), აგრეთვე, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობის
პირობებში. თუმცა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც
არასათანადო მოპყრობა არაერთ ვიდეოკადრშია აღბეჭდილი, სავარაუდო დამნაშავე კი
ფიზიკურად
იდენტიფიცირებადია,
გამოძიებას
ეკისრება
განსაკუთრებული
ვალდებულება, მიიღოს ყველა გონივრული ზომა პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად,
მსხვერპლის უფლებების აღსადგენად, საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და
ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ თანამშრომლებში სავარაუდოდ არსებული ან
პოტენციურად გავრცელებადი დაუსჯელობის გარანტიის აღმოსაფხვრელად.
204 სახალხო დამცველის 2025 წლის 7 მარტის №25/1903 წინადადება.
205 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 5 იანვრის №13/18 წერილი.
88 |
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ვითარებაშიც კი, როდესაც ხალხმრავალ ადგილას,
მრავალი მოწმისა და ვიდეოკამერების თანდასწრებით ჩადენილ შესაძლო არასათანადო
მოპყრობის ფაქტს არ ახლავს შემხვედრი მყისიერი ზომები და საგამოძიებო მოქმედებები,
ხოლო გამოძიებას შედეგად არ მოჰყვება პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, არა
მხოლოდ განსაკუთრებულად საზიანო გავლენას ახდენს საგამოძიებო ორგანოს მიმართ
საზოგადოებრივ
ნდობაზე,
არამედ,
დამატებით
აძლიერებს
კიდეც
ძალოვანი
სტრუქტურების რიგებში დაუსჯელობის რწმენას და თვითნებობისა და მომავალი
უკანონო ქმედებებისათვის მეტ შესაძლებლობას იძლევა.
3.5.1.2. არასათანადო მოპყრობა ზამთრის აქციებზე
ფაქტობრივი გაემოებები და არასათანადო მოპყრობის ფორმები
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის
ღამის ჩათვლით და 6-7 დეკემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო
დაშლისას, ასევე, 2025 წლის 2 თებერვალს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას
დაექვემდებარა თითქმის ყველა დაკავებული.
არასათანადო მოპყრობის სტატისტიკა
90
80
70
60
50
40
30
20
10
0
85
65
40
46
32
31 27
24
41
22
41
28 29 29
17 13 21 14 13 21 6 4
9 0 0
31
19 25 22 12
2-3
29
30
1
2
3
4
5
6
7
თებერვ
ნოემბე ნოემბე დეკემბე დეკემბე დეკემბე დეკემბე დეკემბე დეკემბე დეკემბე
ალი,
რი
რი
რი
რი
რი
რი
რი
რი
რი
2025
მონახულებული
40
85
31
41
29
21
21
9
41
25
არასათანადო
32
65
27
28
17
14
6
0
31
22
დაზიანება
24
46
22
29
13
13
4
0
19
12
მონახულებული
არასათანადო
დაზიანება
საგულისხმოა, რომ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე დაკავებულთა მიმართ მოპყრობის
მეთოდები და ხერხები შემოდგომა-ზამთრის აქციების დროსაც განმეორდა, თუმცა
ამჯერად გდდ-ს მხრიდან არასათანადო მოპყრობას ჰქონდა უფრო სისტემური და
მასშტაბური ხასიათი. მათ შორის, აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ.
89 |
სპეცრაზმი არასათანადო მოპყრობის განხორციელებას არ ერიდებოდა საჯაროდ და მეტიც
- მასმედიის და ვიდეოკამერების წინაშე არაერთი სასტიკი მოპყრობის ფაქტი იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 4 და 5 დეკემბერს და ასევე, 7 დეკემბრის შემდეგ პერიოდში,
როცა აქციები არ დაუშლიათ, მოქალაქეებს აკავებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა
დანაყოფების წარმომადგენლები და, შესაბამისად, 5 და 6 დეკემბერს, ასევე, 7 დეკემბრის
შემდეგ
პერიოდში
აპარატის
წარმომადგენლების
მიერ
მონახულებული
პირები
არასათანადო მოპყრობაზეც შედარებით იშვიათად მიუთითებდნენ.
სახალხო დამცველი აქციების მიმდინარეობისას საჯარო განცხადებებით არაერთხელ
გამოეხმაურა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, შეშფოთება გამოთქვა პოლიციის
მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი ქმედებების მეთოდებსა და ფორმებზე,
გავრცელებულ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიაზე, საგანგებოდ მიუთითა
მაიდენტიფიცირებელი ნიშნების აუცილებლობაზე, გამოძიების სწორი კვალიფიკაციით
წარმართვის საჭიროებაზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას
ეფექტიანი გამოძიების ჩატარების და ყველა დამნაშავის გამოვლენისა და დასჯისკენ
მოუწოდა.
არასათანადო მოპყრობის, რომელიც მოიცავს წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობას, სისტემურობაზე მეტყველებს რამდენიმე გარემოება:
რამდენიმე ათეული მსხვერპლი, რომელიც მათ მიმართ ჩადენილი არასათანადო
მოპყრობის მსგავს მეთოდებზე, ხერხებსა და ფორმებზე მიუთითებს. მათი
მონათხრობიდან იკვეთება გდდ-ს ქმედებებისთვის დამახასიათებელი ერთგვაროვანი
ხელწერა. კერძოდ, დაკავებულები აღნიშნავდნენ დაკავებისას ძირს დაგდებას (მათ შორის,
დარტყმით), დაგდებულის/წაქცეულის წრეში მოქცევა და დერეფნებში გატარება, რა
დროსაც ჯგუფურად, ხელებით და ფეხებით მრავალჯერად დარტყმებს აყენებდნენ და
მიკროავტობუსები, სადაც გრძელდებოდა სასტიკი ძალადობა, მიზანმიმართული
დაზიანებების მიყენება სახისა და თავის არეში, რაც, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლებს
ვიზუალურადაც ემჩნეოდათ. ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასათანადო
მოპყრობის ერთნაირი მეთოდები წინასწარ იყო შემუშავებული.
სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია
დაკავებულების გადმოცემით, არასათანადო მოპყრობას ჩადიოდნენ განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის წევრები (მათ მოიხსენიებდნენ სპეცრაზმელებად,
რობოკოპებად, შავნიღბიანებად და ა.შ.), თუმცა, საჩივრები შემოსულია არასათანადო
მოპყრობაზე სამინისტროს სხვა დანაყოფების მხრიდანაც.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული დაკავებულებისგან მიღებული
ინფორმაციის თანახმად: გდდ-ს წევრები მათ ურტყამდნენ ჯგუფურად, მათ შორის, 3-15
პირის ჩათვლით და ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ურტყამდნენ წიხლებს, ხელებს,
ფეხებს, მუშტებს, ხელკეტებს, ფარს, ჩაფხუტს სხეულის სხვადასხვა არეში; დაკავებულებს
დაზიანებები თვალხილულად ძირითადად თავისა და სახის არეში აღენიშნებოდათ.
დაკავებულები აღნიშნავდნენ დამცირების მიზნით ფეხის საჯდომის არეში ამორტყმის
90 |
შესახებ. რამდენიმე დაკავებულმა კაცმა
გაუპატიურების მუქარის შესახებ მიუთითა.
გდდ-ს
წევრების
მხრიდან
ხელკეტით
დაკავებულების განმარტების მიხედვით, გდდ-ს მწკრივებად განლაგებული წევრებისგან
მოწყობილი იყო ერთგვარი „დერეფანი“, სადაც ატარებდნენ დაკავებულებს და
სპეცრაზმელები ჯგუფურად ძალადობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ;
გდდ-ს წევრები დაკავებულებს ფიზიკურად ჯგუფურად და სასტიკად უსწორდებოდნენ
მიკროავტობუსებშიც: ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მიკროავტობუსში ყოველი ახალი
დაკავებულის შეყვანისას ყველას ცემდნენ და ეს რამდენჯერმე მეორდებოდა; რამდენიმე
დაკავებული აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსში შეასხეს წიწაკის სპრეი და კარი დაუხურეს.
გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მომიტინგეები მიუთითებდნენ ახლო ნათესავების
ერთმანეთის წინ ცემის შესახებ; ძალადობის სასტიკი ფორმების გამოყენებაზე
მიუთითებენ პოლიტიკური მოტივითაც; რამდენიმე პირი მიუთითებდა საყურის ყურიდან
ჩამოგლეჯის შესახებ.
2025 წლის 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ გდდ-ს
ხელმძღვანელმა დაიწყო მოქალაქეთა გინება, ხოლო სპეცრაზმმა - დაკავებები. ერთ-ერთი
პირი აცხადებდა, რომ ხსენებული პირი სპეცრაზმელებს აძლევდა მითითებებს ეცემათ
დაკავებულები; არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა შშმ პირი, რომელსაც
ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანებები.
რაც შეეხება შსს სხვა დანაყოფების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტებს: სისხლის სამართლის წესით დაკავებულებიდან ერთი ბრალდებული
მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური ძალადობის შესახებ;
ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მიუთითებდა პოლიციის განყოფილების
შენობაში, შესასვლელ სივრცეში, 10-მდე ადამიანის თანდასწრებით სრულად
გაშიშვლებაზე და ბუქნების გაკეთებაზე, რაც დამამცირებელი იყო; ერთი პირი
მიუთითებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში
გინებაზე, სთხოვდნენ ტელეფონის კოდის მოხსნას, თავში ურტყამდნენ ტელეფონს და
ლაზერს.
ბათუმში დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სიტყვიერ და
ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით
დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე. არასრულწლოვანი
გოგონა მიუთითებდა, რომ პოლიციელმა თმებით მოქაჩა და უხეში ფორმით დააკავეს.
თბილისში დაკავებული ქალები ასევე საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობის
თაობაზე; ქალები ასევე მიუთითებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, დამცინავ და ცინიკურ
მოპყრობაზე. სხვა დაკავებული ქალის თქმით, თმაში ჩაავლეს ხელი და ისე შეათრიეს.
საგულისხმოა, რომ აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე ადმინისტრაციული წესით
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ასევე, წვრილმანი
ხულიგნობის) საბაბით დააკავეს. შესაბამისად, მათი მხრიდან პოლიციისთვის ფიზიკური
91 |
წინააღმდეგობა206 თეორიულადაც გამოირიცხება და სწორედ ამიტომ მათ მიმართ
ფიზიკური ძალის გამოყენების საფუძველი ჰიპოთეტურადაც კი არ არსებობდა.
ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანებები და სპეციალური საშუალებები
დროებითი მოთავსების იზოლატორში (დმი) განთავსებულ დაკავებულებს და კლინიკაში
მონახულებულ
მომიტინგეებს
აღენიშნებოდათ
მრავლობითი
დაზიანებები,
განსაკუთრებით, სახის და თავის არეში. არაერთი დაკავებულის ტანსაცმელი ძალადობის
შედეგად სისხლიანი იყო. ერთ-ერთ პირს სახის ძვლის მოტეხილობის გამო ჩაუტარდა
ოპერაცია. გამოითქვა თხოვნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე,
თუმცა მოქალაქის მტკიცებით, არ გამოუძახებიათ.
სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკაში ვერ გაესაუბრა 2 პირს, რადგან ექიმის
განმარტებით, მათივე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იყო
რეკომენდებული პაციენტებთან გასაუბრება, ხოლო ერთი პირი ისეთ სტრესში იყო,
გამართულად ვერ საუბრობდა. სხვადასხვა დროს, კლინიკაში მონახულებული პირებიდან,
ერთ-ერთი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, თავი და სახე ჰქონდა შეხვეული და
ეტლში იჯდა, ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებდა. ასევე, 21 წლის ბიჭს ჩაუტარდა ოპერაცია
მრავლობითი დაზიანებით, პაციენტი არ იყო კონტაქტური და რამდენიმე დღე ხელოვნურ
კომაში იმყოფებოდა. ფიზიკური ძალადობის გარდა, აქციების დაშლისას შინაგან საქმეთა
სამინისტრო იყენებდა აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, წიწაკის სპრეის,
არალეტალურ იარაღს - ცრემლსადენ გაზის კაფსულებს, წყლის ჭავლს.
სახალხო დამცველის აპარატმა,207 შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური
საშუალებების გამოყენების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით
მიმართა. მათ შორის, აპარატი დაინტერესდა, რა სახისა და რა ოდენობის სპეციალური
საშუალებების (ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, არალეტალური იარაღი, ე.წ.
რეზინის ტყვიები და სხვ.) გამოყენებას ითვალისწინებდა უსაფრთხოების სამოქმედო
გეგმა; რამდენმა თანამშრომელმა, რა დროს, რა ლოკაციაზე, რა სახეობის და რაოდენობის
სპეციალური საშუალება გამოიყენა; გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა
სპეციალურმა საშუალებამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე; რა სახის და
ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და რა პროპორციით და სხვ. აპარატს ეს
ინფორმაცია დღემდე არ მიუღია.
საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა
საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს არაერთი არასათანადო მოპყრობის ფაქტი, ასევე,
არაერთმა პირმა, მათ შორის ქალებმა, მიუთითა სპეცრაზმის მხრიდან ძალადობის შესახებ
მაგალითად:
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულია.
207 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 6 დეკემბრის №2024/6973 და 2025 წლის 26
თებერვლის №25/1616 წერილები.
206
92 |
-
ვიდეოჩანაწერში ასახულია სისასტიკე, სადაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა
ბიჭს ჯერ ერთმა სპეცრაზმელმა ამოარტყა სახეში ქუსლი, ხოლო შემდეგ მეორემ
დაარტყა ფეხი სახის არეში;208
-
ვიდეო
ჩანაწერში
ასევე
ასახულია
ფაქტი,
თუ
როგორ
დაუნდობლად
უსწორდებიან სამართალდამცველების ცოცხალ დერეფანში პოეტ ზვიად
რატიანს, რომელსაც ჯგუფურად აყენებენ მრავალჯერად დარტყმებს, მათ
შორის, თავის არეში და მთელ პერიმეტრზე გადაადგილებისას მის მიმართ
ძალადობა გრძელდება;209
-
არაერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ აგდებენ ძირს მომიტინგეებს და
ჯგუფურად ძალადობენ მათზე;210 ასევე, არაერთი მოქალაქე მიუთითებს მის
მიმართ არასათანადო მოპყრობაზე;211
-
ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე პირს ხელმძღვანელთან
მიჰყავს დაკავებული, რომლის მიმართულებით გდდ-ს ხელმძღვანელი იქნევს
ფეხს და მისი მოძრაობის ტრაექტორიიდან და დაკავებულამდე მცირე მანძილის
გათვალისწინებით, რჩება მკაფიო შთაბეჭდილება, რომ დაკავებულს ურტყამს
ფეხს სახის ან სხეულის არეში.212
გამოძიება
კანონმდებლობის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი არასათანადო მოპყრობის
თაობაზე საგამოძიებო ორგანოს ატყობინებს მხოლოდ პირის თანხმობის213 საფუძველზე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას არაერთმა პირმა მიუთითა
არასათანადო მოპყრობის შესახებ, თუმცა არ ისურვა სამართლებრივი რეაგირება. მათ
საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინებაზე უარის მიზეზად დაასახელეს გამოძიებისადმი
უნდობლობა; ასევე, აცხადებდნენ, რომ ნიღბიანი დამნაშავეების ამოცნობას ვერ
იხ.
შესაბამისი
ვიდეო
ჩანაწერები
განთავსებული
ონლაინ
პლატფორმაზე:
<https://www.youtube.com/shorts/8wEwR4rR3rQ> <https://www.facebook.com/share/v/19oSsMTXks/> [31.03.2025]
209
დაკავებისას ნაცემ ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ, რადიო თავისუფლება, 02.12.2024 <https://www.radiotavisupleba.ge/a/33224078.html> [31.03.2024].
იხ.
შესაბამისი
ვიდეო
ჩანაწერი
განთავსებული
ონლაინ
პლატფორმაზე:
<https://www.youtube.com/shorts/4O6gU2wnr6E> [31.03.2025]
210
მაგალითისთვის იხ. შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე:
<https://www.facebook.com/share/v/1AwE7GpKmk/> <https://www.instagram.com/reel/DDINxIXIS2C/?>
<https://www.instagram.com/reel/DDIfQGQCerH/?> <https://www.facebook.com/share/v/19cditNStT/>
<https://www.facebook.com/share/v/1EJscp8mpH/> <https://www.facebook.com/share/v/14TaPubAMu/>
<https://www.facebook.com/share/v/15SDBHEsgk/> <https://www.facebook.com/share/v/15jAJ4s6M5/> [31.03.2025]
211 „კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი, რადიო
თავისუფლება, 02.12.2024. < https://www.radiotavisupleba.ge/a/33223836.html> მაგალითისთვის იხ. შესაბამისი
ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე: <https://www.facebook.com/share/p/14dk5nGaMz/>
<
https://www.youtube.com/watch?v=HPTs2wPl7Lg>
<https://www.facebook.com/share/p/19p3w3EAPQ/
>
<https://www.facebook.com/share/p/1AkdW9eKM5/> < https://www.facebook.com/watch/?v=495065682900768 >
[31.03.2025]
212
მაგალითისთვის იხ. შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე:
<https://www.youtube.com/watch?v=cqAC8781qoM> <https://www.youtube.com/shorts/AyVswzXGbto> [12.03.2025].
213 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 20, პუნქტი 2.
208
93 |
შეძლებდნენ და, შესაბამისად, აზრს ვერ ხედავდნენ. რამდენიმე პირმა შურისძიების
შიშიც ახსენა.
გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როცა დაკავებულები პრეტენზიას არ აცხადებდნენ და
აღნიშნავდნენ, რომ არ ახსოვდათ სად და როდის მიიღეს დაზიანება. ცალკე გამოვყოფთ
ერთ-ერთ დაკავებულს, რომელსაც სახეზე ფაქტობრივად არ ჰქონია დაუზიანებელი ,
ცხვირიც გახეთქილი ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად
მიიღო.
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლების ყველა
ზემოაღნიშნული განცხადება ცალსახად ადასტურებს, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის
მიმართვის სურვილის არქონას უმეტესწილად განაპირობებს წინარე პერიოდში
განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება და
სამართალდამცავების დაუსჯელობის დამკვიდრებული პრაქტიკა.
სამწუხაროდ, ზამთრის აქციების დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზეც,
გაზაფხულის აქციების მსგავსად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას
აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”
ქვეპუნქტით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული ძალადობით
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით, მიუხედავად იმისა,
რომ სამართალდამცველების მხრიდან ათეულობით ადამიანის - აქციის მონაწილეებისა
და დაკავებულების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები თავისი ძალადობის
ხასიათით, ხარისხით და ინტენსივობით არ არის მხოლოდ სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და აშკარად მიუთითებს, რომ მსხვერპლების
მიმართ ადგილი ჰქონდა სავარაუდო წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის ქმედებებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას
გამორიცხავს და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს მსხვერპლების ჩვენებებსა და
არაერთ შემთხვევაში - ადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში
ასახული
დანაშაულებრივი
ფაქტები,
როგორიცაა
დაკავებულების
შეთრევა
სპეცრაზმელების დერეფანში, სადაც მათ ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი
დარტყმებით, ჯგუფურად ფიზიკურად უსწორდებოდნენ რამდენიმე წამიდან რამდენიმე
წუთამდე პერიოდში; ასევე, ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩვენებების თანახმად
გრძელდებოდა პოლიციის მინივენებშიც, იმავე მეთოდებით. საგულისხმოა, რომ
არასათანადო
მოპყრობის
უშუალო
განზრახვაზე
ცალსახად
მიუთითებს
მსხვერპლებისთვის თავის და სახის არეში გამიზნულად მიყენებული დაზიანებებიც.
ხსენებულ ფაქტებზე სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმით გამოძიების დაწყება და
წარმოება ვერ შეფასდება ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ვალდებულების შესრულებად.214 უშუალოდ შეკრება-მანიფესტაციების კონტექსტში,
წამებასა და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას შორის არსებულ განსხვავებაზე
დეტალური მსჯელობა იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში; ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის
სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის
პრაქტიკული ანალიზი“.
214
94 |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად
აფასებს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტებისთვის ხელკეტების დარტყმებს,
ასევე, მათ მიმართ ცრემლსადენი გაზის გამოყენებას;215 პოლიციის მხრიდან
მომიტინგეების მიმართ არააუცილებელი ძალის მიზანმიმართული გამოყენება
დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, მათ შორის, დარტყმები რეზინის და/ან
პლასტმასის ხელკეტებით საჯაროდ, წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, ხოლო
რამდენიმე მომჩივნის შემთხვევაში უთანაბრდებოდა წამებას.216
ამდენად, იკვეთება, რომ 2024 გაზაფხულსა და ზამთარში, მშვიდობიანი შეკრების
მონაწილეთა,
დაკავებულთა
და
ჟურნალისტების
მიმართ
სამართალდამცველების
მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო
რამდენიმე ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის სისასტიკის ხარისხი მათი დასჯის
მიზნით
ჩადენილ
სავარაუდო
წამებას
უთანაბრდება.
შესაბამისად,
1
2
საჭირო
და
3
აუცილებელია გამოძიების სწორი კვალიფიკაციით - სსკ-ის 144 , 144 და 144 მუხლებით
წარმართვა.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია სხვა პოლიციელების უმოქმედობით
ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაც. პოლიციელები
აქციებზე განლაგებულები იყვნენ გდდ-ს მწკრივის უკან, ხედავდნენ და ესმოდათ
რამდენიმე მეტრის დაშორებით მყოფი პირის მხრიდან სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო
ქმედების გამოვლინება, მათი დავალებით/თხოვნით და მათ თვალწინ აკავებდნენ
მოქალაქეებს, დერეფანში ატარებდნენ, მანქანაში სვამდნენ, თუმცა ვერცერთი მათგანი
ვერ ხედავდა დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ამის
საპირისპიროდ, მსხვერპლების ჩვენებებით, მათ ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ.
დაკავებულების ჩვენებებს ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული
დაზიანებების კვალი და მასმედიით გავრცელებულ კადრებში ასახული მოქალაქეებზე
სპეცრაზმის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაერთი ფაქტი. ამდენად,
ხსენებული პოლიციელები უმოქმედობით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში
და არ აღკვეთდნენ დანაშაულს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ და შეეძლოთ კიდეც
აღეკვეთათ.
პოლიციელთა უმოქმედობა იკვეთებოდა ასევე რიგ შემთხვევებში სოციალურ ქსელებში
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებს კონკრეტულ ნიღბიან პირებზე უთითებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს
პირები მოქალაქეებს ცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა ამას
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
ისევე, როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების გამოძიების პროცესში, შემოდგომაზამთრის აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესშიც,
აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს საპროტესტო აქციის დაშლის მთლიანი სურათი,
გადაწყვეტილების მიმღები და ამსრულებელი პირები, სამინისტროს ხელმძღვანელებიდან
215 İzci v. Turkey, საჩივარი №42606/05 23.07.2013 წ. პარა. 7-8, 75.
216 Shmorgunov and others v. Ukraine, საჩივარი №15367/14, 21.01.2021, პარა. 364-374, 392-396, 418-422, 429-433.
95 |
- რიგით თანამშრომლებამდე, თითოეული მათგანის როლი და ფუნქცია დანაშაულში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება ეფექტიანად ვერ ჩაითვლება.
ჟურნალისტები
2024
წლის
შემოდგომა-ზამთრის
აქციების
დროს
სამართალდამცველების
განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ
ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო
მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს
მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და
ოპერატორების
მიმართ
ფიზიკური
ძალადობის
განხორციელების,
სიტყვიერი
შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე;
ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი
დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება
დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე.
აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ს წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის
მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის
დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტა, რომ მოულოდნელად, სრულიად უსაფუძვლოდ
დააკავეს ნიღბიანმა პოლიციის თანამშრომლებმა. მისი თქმით, დაკავების დროს, ძირს
დააგდო დაახლოებით, ათზე მეტმა სამართალდამცველმა, რომლებიც ურტყამდნენ ხელებს
და ფეხებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას აღენიშნებოდა დაზიანებები
სხვადასხვა არეში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი ძალადობის შედეგად, მას
ცხვირი ოპერაცია დასჭირდა. გარდა ამისა, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, დაშავდა
ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რის გამოც საჭირო გახდა მისი კლინიკაში
გადაყვანა.217
საჭიროა ყველა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების
პასუხისგებაში
მიცემა.
სახელმწიფომ
უნდა
უზრუნველყოს
ჟურნალისტების
218
საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
სახალხო დამცველის აპარატის
ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე
გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე.
მაგალითისთვის იხ. შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე:
<https://www.facebook.com/share/v/1GXc4gYThr/> < https://www.facebook.com/share/v/1GXc4gYThr/ > [12.03.2025].
218 იხ. სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 10.12.2024.
<
https://shorturl.at/HemKc > [12.03.2025]
217
96 |
3.5.2. 2024 წლის გაზაფხულის აქციების პარალელურად გამოვლენილი ინდივიდუალური
და განმეორებადი დანაშაულებრივი ქმედებები
პოლიტიკური და მოსაზრების ნიშნით დევნა
2024 წლის გაზაფხულის აქციების პარალელურად მასობრივი მედიის საშუალებებით
რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია უცნობი პირების მიერ პოლიტიკურად
აქტიური პირებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ჯგუფური თავდასხმების
თაობაზე.
მათ შორის, იყო ცნობილი პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელსაც, გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლანჩხუთში რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და მიაყენა
ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე ინფორმაციით, თავდასხმა უკავშირდებოდა მის მიერ
საჯაროდ გამოთქმულ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან
დაკავშირებით და მის მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. ამ ფაქტზე გამოძიება შსს-მ
სისხლის
სამართლის
კოდექსის
126-ე
მუხლის
11
ნაწილის
„გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ
ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ორი პირი დაზარალებულად არის
ცნობილი, ერთი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.219 სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს არ დაუწყია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე
მუხლით, რაც შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით დევნას გულისხმობს.
საპირწონედ, გასათვალისწინებელია, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალი სწორედ სსკის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენაში წარედგინა, რაც ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის
ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან
მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობის ან ძალადობის მუქარით დევნას
გულისხმობს.
გაუგებარია,
ერთ
შემთხვევაში
მსხვერპლის
ჩვენებით
აღწერილი
სიტყვიერი
შეურაცხყოფა, რომელიც მის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან არის
დაკავშირებული, რა მიზეზით აღმოჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნიშნით დევნად
კვალიფიკაციისათვის მაშინ, როდესაც მეორე შემთხვევაში ქმედება მხოლოდ ძალადობით
დაკვალიფიცირდა და შეუწყნარებლობის ნიშანი, ამგვარად, გამოირიცხა.
სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შესწავლის შედეგად, სადაც
განმცხადებლები
მიუთითებდნენ
მათ
მიმართ
განხორციელებულ
დევნასა
და
შეურაცხყოფებზე, რომელიც უკავშირდებოდა მათ პროფესიულ, საზოგადოებრივ თუ
პოლიტიკურ მოღვაწეობას, სახალხო დამცველმა გამოავლინა სახელმწიფოს ბუნდოვანი
და, შეიძლება ითქვას, თვითნებური მიდგომა.
219 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 16 მაისის №13/32005 წერილი.
97 |
სავარაუდო
შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილ
დანაშაულთან
მიმართებით,220
მნიშვნელოვანია, სახელმწიფო არ ტოვებდეს ლეგიტიმურ პასუხგაუცემელ კითხვებს
სპეციალური მუხლის - სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
სატელეფონო მუქარები
2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, საპროტესტო აქციების
მონაწილეებსა და აქტივისტებს უცნობი ნომრებიდან მასობრივად ურეკავდნენ, რასაც თან
ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.
ამ
ფაქტებთან
221
განცხადებით,
დაკავშირებით
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
მოქალაქეების მიმართ უცხო ნომრებიდან ხშირი დარეკვის, სიტყვიერი
შეურაცხყოფის მიყენებისა და შესაძლო მუქარის შემთხვევები ატარებდა წინასწარ
განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს. განცხადების თანახმად, სამსახურმა ამ
საკითხთან დაკავშირებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება რეაგირებისა
და გამოძიების დაწყების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს პროკურატურას
გადაუგზავნა.
სახალხო დამცველის აპარატს პროკურატურის წერილით ეცნობა, რომ პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართვა, საქართველოს პროკურატურიდან შემდგომი
რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქმეზე
დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობილი კი არავინ იყო.222
3.5.3. 2024 წლი ზამთრის აქციების პარალელურად გამოვლენილი ინდივიდუალური და
განმეორებადი დანაშაულებრივი ქმედებები
მოძალადე ჯგუფების თავდასხმები
მასმედიით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა კერძო პირების მიმართ მოძალადე
ჯგუფების მხრიდან ჩადენილი ძალადობის თაობაზე. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა
იყო ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორ გიორგი შეწირულზე სასტიკი
თავდასხმა.223 გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს,
დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
221 განცხადება მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახური, 24.05.2024 < https://shorturl.at/meLPv > [31.03.2025]
222 2025 წლის 25 თებერვლის №13/11484 წერილი.
223 "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნენ - მძიმედ დაშავდა
ოპერატორი, TV პირველი, 07.12.2024 < https://shorturl.at/4lfMC > იხილეთ შესაბამისი ვიდეო ჩანაწერები
ონლაინ
პლატფორმაზე:
<https://www.facebook.com/share/v/15bpnD88ne/>
<https://www.facebook.com/share/v/17oabroN8Q/> [31.03.2025 წ.].
220
98 |
რომ, შესაძლოა, ნიღბებიან და ე.წ. შაოსან დაჯგუფებასთან მიმდებარე ლოკაციაზე იყვნენ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,224 თუმცა მაკა ჩიხლაძის განცხადებით, მათ
შემთხვევის ადგილი რეაგირების გარეშე დატოვეს.225
სხვა შემთხვევაში, პოლიცია შეესწრო ნიღბიანი პირის მხრიდან მუქარის ფაქტს, დაინახა,
რომ ერთ-ერთს ხელში ეჭირა ხელკეტი, თუმცა ნაცვლად დაკავებისა ან შეჩერებისა,
კადრში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომელი ნელი სვლით გაჰყვა მითითებულ პირებს და
შემდეგ უკან დაბრუნდა.226 სხვა ვიდეოჩანაწერის აღწერაშიც მითითებულია, რომ ცისფერ
გალერეასთან აქციის გაშუქებისას, „პუბლიკას“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ,
პოლიციამ კი მოძალადე არ დააკავა.227
სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვა უფლებადარღვევები
ფიზიკური ძალადობის გარდა, დაკავებულები მიუთითებდნენ სამართალდამცველების
მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. მომიტინგეების მიმართ გინებით,
უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატული ვერბალური აგრესია
დასტურდება სატელევიზიო პირდაპირი ეთერით გავრცელებულ ვიდეო/აუდიო
მასალაშიც.228
დამატებით, საჯაროდ გავრცელდა ქალების განცხადებები და ვიდეოჩანაწერები, სადაც
სამართალდამცველები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, დამამცირებელ
მიმართვებს და სიტყვებს იყენებენ მათი მისამართით.229 1 ქალი ასევე საუბრობდა
პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.230 საჯაროდ ისაუბრა
დაკავებულმა ქალმა პოლიციის მხრიდან სექსუალური შინაარსის სიტყვიერი
შეურაცხყოფის თაობაზე.231
ტელეფონები შემოწმება და პირადი ნივთების წართმევა
დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს,
გდდ-ს წევრები მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებისა და სხვა პირადი ნივთების
ჩამორთმევა/წართმევას
და
პირადი
ინფორმაციის
დათვალიერება/შემოწმებას
ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და პროცედურის გარეშე ახორციელებდნენ.
224 იხ. შესაბამისი ვიდეო ონლაინ პლატფორმაზე: < https://shorturl.at/0BwNo
> [12.03.2025].
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნენ - მძიმედ დაშავდა
ოპერატორი, TV პირველი, 07.12.2024 < https://shorturl.at/4lfMC > [31.03.2025]
226 იხ. შესაბამისი ვიდეო ონლაინ პლატფორმაზე: < https://www.facebook.com/share/v/1B85E8kzAH/ > [9.12.2024].
227 იხ. შესაბამისი ვიდეო ონლაინ პლატფორმებზე: < https://www.facebook.com/share/v/1APKPeoo3B/ >
[9.12.2024].
228 იხ. შესაბამისი ვიდეო ონლაინ პლატფორმებზე: < https://www.facebook.com/watch/?v=27589165020731888 >
<https://www.youtube.com/watch?v=o0C11ZfiZqs>
229 "ტინდერის ასლარიანო ბოზებო", - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე,
რადიო თავისუფლება, [07.02.2025] <https://www.radiotavisupleba.ge/a/33306780.html>
230 იხ. შესაბამისი ვიდეო ონლაინ პლატფორმებზე: <https://www.youtube.com/watch?v=uTRn9myonLU>
[31.03.2025]
231 ბეა გაზდელიანი: განყოფილებაში მეუბნებოდნენ, შენზე ვიცით, სტრიპტიზს რომ ცეკვავ ჩახდილიო,
პუბლიკა, 10.12.2024. < https://shorturl.at/0rQv7 > [31.03.2025]
225
99 |
საგულისხმოა, რომ ამგვარ პრაქტიკაზე გაზაფხულის აქციების დროს რამდენიმე ადამიანი
მიუთითებდა, ხოლო ზამთრის აქციების დროს დაკავებულთა მხრიდან ნივთების
ჩამორთმევის თაობაზე პრეტენზიამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
სახალხო დამცველის აპარატმა,232 ყველა შემთხვევაში, სადაც დაკავებულები რეაგირების
სურვილს გამოთქვამდნენ, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამორთმეული
ნივთების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად. თუმცა სამინისტროს აპარატისთვის პასუხი,
ერთი შეთხვევის გარდა, ჯერაც არ მოუწოდებია.233
უნდა აღინიშნოს, რომ გდდ-ს თანამშრომლებს არ აქვთ უფლებამოსილება ჩაატარონ
საგამოძიებო მოქმედებები,234 მათ შორის, არც ნივთების ამოღება და არც ინფორმაციის
გამოთხოვა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით,235 ნივთების ამოღება
დასაშვებია
სასამართლოს
განჩინებით
ან,
გადაუდებელი
აუცილებლობისას,
გამომძიებლის დადგენილებით (შემდგომი სასამართლო კონტროლით).
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფების პოლიციელების მხრიდან
ტელეფონების იძულებით გახსნის, ასევე, პაროლის მოთხოვნის და ინფორმაციის
დათვალიერებისა და ხმოვანი შეტყობინებების მოსმენის თაობაზე მიუთითებდნენ
ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულებიც. სამწუხაროდ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატისთვის დღემდე არ მოუწოდებია ინფორმაცია
დაკავებულებისთვის ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონების ჩამორთმევის
საფუძვლების თაობაზე. ამასთანავე, სამართალდამცველების მიერ დაკავებულებისთვის
ტელეფონებისა და პირადი ნივთების წართმევა/ჩამორთმევისა და ტელეფონებსა და
კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ინფორმაციის შემოწმება/დათვალიერების
თაობაზე დაკავებულთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს როგორც
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (ძარცვა/ყაჩაღობა), ისე, პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სსკ-ის
157-1571 მუხლები) დანაშაულის ნიშნებს, თუკი დადგინდება, რომ ხსენებული ქმედებები
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა.
232 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 9 დეკემბრის №2024/7028 და №2024/7070, 2024
წლის 10 დეკემბრის №7090 და №2024/7118, 2024 წლის 11 დეკემბრის №2024/7157, №2024/7158 და №2024/7162,
2024 წლის 12 დეკემბრის №7207, 2024 წლის 17 დეკემბრის №2024/7322 და №2024/7323, 2024 წლის 19
დეკემბრის №2024/7411, 2024 წლის 20 დეკემბრის №2024/7455, 2025 წლის 17 იანვრის №25/388 წერილები.
233 მოცემულ საქმეში, ადვოკატი განმარტავდა, რომ დაკავებულს ჩამოართვეს პირადი ნივთები: ნიღაბი,
ხელთათმანი, ტყავის საფულე, ფულადი თანხა, ცალი პლასტიკური ბარათები, მართვის მოწმობა,
პირადობის მოწმობა, მაჯის საათი, მიკროფონი, სამაჯურები, ჯვრები, მობილური ტელეფონები, ხოლო
დმი-დან გათავისუფლების შემდეგ არ დაუბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს
ნივთები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს,
რომლის გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის სავარაუდო ფაქტზე
მიმდინარეობს.
234 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანება.
235 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლ. 111-112, 119-120, 136.
100 |
3.5.4. თავისუფლების უფლება
უკანონო დაკავება გაზაფხულის აქციებზე
2024 წლის
აპრილსა და მაისში
ადმინისტრაციული
წესით დაკავებულ
პირებს,
დაუსაბუთებლად, 48 საათამდე გაუგრძელეს ადმინისტრაციული დაკავების ვადა.236 24
საათის
გასვლამდე პოლიციამ
დმი-ის გაუგზავნა
შაბლობური
წერილები, სადაც
მითითებული იყო, რომ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და
მიზანშეწონილია დაკავების ვადის კიდევ 24 საათით გაგრძელება. ბევრ წერილში
დაკავებულთა სახელი და გვარიც კი არ ეწერა და მხოლოდ პირადი ნომრები იყო
მითითებული.
მოცემულ
შემთხვევებში,
როდესაც
პირი
დაკავებული,
იდენტიფიცირებული
და
შემთხვევის ადგილს ფიზიკურად განრიდებულია, ადმინისტრაციულად დაკავებულის
სახით იზოლატორში გატარებული აქვს 24 საათი, გაუგებარია, რას ემსახურება დამატებით
24 საათის განმავლობაში დაკავების ვადის გახანგრძლივება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების
ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნები (განზრახ უკანონო დაკავება), რისი გამოძიების საჭიროებაზეც
სახალხო
დამცველმა
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურისა
და
გენერალური
პროკურატურისთვის გაგზავნილ წინადადებაში მიუთითა.
უსაფუძვლო დაკავებები ზამთრის აქციებზე
სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა დაკავებულთა გადმოცემულ
ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მათ აკავებდნენ გდდ-ს თანამშრომლები, შემდეგ
დაკავებულებს გადასცემდნენ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე არ ჰქონიათ
სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, რის შემდეგაც მათ გადასცემდნენ საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებს. საპატრულო პოლიციას ისინი გადაჰყავდა პოლიციის
ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იწყებოდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების
შესახებ დოკუმენტაციის შედგენა. დაკავებულთა ნაწილის განცხადებით, დამკავებლები
უთითებდნენ მცდარ მონაცემებს, კერძოდ კი, იმ პოლიციელებს, რომელთაც ისინი
უშუალოდ არ დაუკავებიათ. სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს
საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავებისას ამ სახის მავნე პრაქტიკაზე, რაც
ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა და სასამართლოების
შეცდომაში შეყვანის საფუძველს ქმნის.237
236 დაკავების ვადა 48 საათამდე, საქმის მასალების მიხედვით, მინიმუმ, 70 პირს გაუხანგრძლივდა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციაზე
https://shorturl.at/q8xU4 > [ბოლოს ნანახია: 12.03.2025 წ.].
237
101 |
დაკავებულები
მოინახულეს,
29.11.2024
<
ასევე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ათეულობით მოქალაქის დაკავების
კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.238
გამოკითხვაზე „გადაყვანა“ და დაცვის უფლება
მასმედიით
და
სოციალური
239
ვიდეოჩანაწერები,
ქსელებით
ვრცელდებოდა
ინფორმაცია
და
საიდანაც ირკვევა, რომ პოლიციელებს მოქალაქეები „გადაყავდათ
გამოკითხვაზე“. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელებისა თუ
მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადვოკატებს არ ეძლეოდათ
შესაძლებლობა დასწრებოდნენ ჩხრეკის პროცედურებს და მათ არ უშვებენ პოლიციის
განყოფილებებში გადაყვანილ მოქალაქეებთან/დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან.
საპროცესო კანონმდებლობით, გამოკითხვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მოწმეს
ეკისრება
მხოლოდ
სასამართლოში
დასაკითხად
გამოცხადების
ვალდებულება.
კანონმდებლობა პირის „გამოსაკითხად გადაყვანის“ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ამგვარი
ქმედება
მოქალაქეებს
წარმოადგენს
ეზღუდებათ
უკანონო
მიმოსვლის
დაკავებას,
თავისუფლება
რადგან
და
ასეთ
ვითარებაში
იმყოფებიან
პოლიციის
ექსკლუზიური უფლებამოსილების ქვეშ. დაკავება კი - დასაშვებია სასამართლოს
განჩინებით ან კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში.
ამასთანავე, აუცილებელია, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური გარანტიის დაცვის უფლების შესაბამისად, მოქალაქეებს მიეცეთ ადვოკატთან დაუყოვნებლივი და
კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. დაუშვებელია დაცვის უფლების
სათანადოდ განხორციელებისთვის ხელის შემშლელი შეზღუდვების დაწესება.
3.5.5. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და გამკაცრებული სახდელები
მრავალი წელია, სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის მიმართ გასცემს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის,
როგორც
არასრულყოფილი ნორმატიული აქტის შეცვლის, ახალი კოდექსის შემუშავებისა და
მიღების აუცილებლობის თაობაზე რეკომენდაციას.240 სამწუხაროდ, სახალხო დამცველის
რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელია. პირიქით, საკანონმდელო ორგანომ 2024 წლის
დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში, გაამკაცრა სახდელები: ჯარიმა 5000-6000, ხოლო
რიგ შემთხვევებში 10 000 ლარამდე გაიზარდა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60
დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
239 მაგალითად, იხ. შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი ონლაინ პლატფორმაზე:
<https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=866571169017747 > [31.03.2025]
240 იხ. 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 281; 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 404; 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 469; 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 117; 2018 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 109; 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 161; 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 147;
2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 118; 2022 წლის ანგარიში, გვ. 131; 2023 წლის ანგარიში, გვ. 130.
238
102 |
დღემდე გახანგრძლივდა იმ ფონზე, როცა კანონი სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს
სრულად არ ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა ამ
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა და
მიუთითა მათ შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტთან. დასკვნის თანახმად, არაპროპორციული სანქციები, შესაძლოა,
თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების
უფლების დარღვევა. მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები
უნდა იყოს გაუქმებული ან არსებითად შეცვლილი.241
მტკიცებულებათა სავარაუდო ფალსიფიკაცია ადმინიტრაციულ საქმეზე
როგორც უკვე აღინიშნა, დამკავებელი პირი, თითქმის ყველა შემთხვევაში, არის
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო დაკავების ოქმების
შემდგენი
პირები,
როგორც
წესი,
არიან
საპატრულო
პოლიციის
ტურისტული
უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველოს
ტურისტული უსაფრთხოების სამმართველო ინსპექტორები. შესაბამისად, რეალურად
დამკავებელი პირები და ოქმში დამკავებლად გაფორმებული პირები სხვადასხვა
პოლიციელები არიან. საგულისხმოა, რომ ჩვენებებში არც პოლიციელები უარყოფენ ამ
გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო
ან ადმინისტრაციული საქმის მონაწილის ან მისი წარმომადგენლის მიერ მტკიცებულების
ფალსიფიკაციას მოცემულ შემთხვევებში, იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან
მტკიცებულების, ანუ დაკავების ოქმის, შესაძლო ფალსიფიკაციის ნიშნები ოქმებში მათ
მიერ არასწორი ინფორმაციის და მონაცემების შეტანის გამო. ამგვარად, სახალხო
დამცველმა წინადადებაში მიუთითა, რომ გამოძიება ამ მუხლით უნდა დაიწყოს.242
ნეიტრალური მტკიცებულებების პრობლემა სისხლის სამართლის წესით დაკავებული
პირების საქმეებში
ორი
სისხლის
სამართლის
საქმის
მასალების
შესწავლამ
გამოკვეთა
პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. კერძოდ, პირადი ჩხრეკა
ჩატარდა ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნისა და მისი მოპოვების მცდელობის
გარეშე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მიცემისათვის.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეებზე პირებს ბრალი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
241 იხ. ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით
დასკვნა გამოაქვეყნა, 17.03.2024. < https://shorturl.at/yjbul > [31.03.2025]
242 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 მარტის № 25/1903 წინადადება.
103 |
გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის აქვთ წაყენებული. გამოძიების მიერ
წარდგენილი ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ დამკავებელი პოლიციელების ჩვენებასა და
პოლიციელების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმს.
განხილული საქმეების
შედეგების
საფუძველზე სახალხო
დამცველმა
თბილისის
საქალაქო სასამართლოს ორი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)
მიმართა.243
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
გადაიხედოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების
ნუსხა და მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი დანაშაულები
დარჩეთ ქვემდებარეობაში (სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა ნუსხიდან
ამოღებულ იქნას სსკ-ის 153-159, 162-163 და 164 4-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულები)
▪
2024 წელს შევიდეს ცვლილება პენიტენციური კოდექსის 94-ე მუხლის მესამე
ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტში და განისაზღვროს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება აქვს ყოველდღიურად არანაკლებ 2 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე
▪
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება
და
სტაციონარში
მოთავსების
თაობაზე
ინფორმირებული
თანხმობა
და
მკურნალობის თაობაზე ინფორმირებული თანხმობა მკაფიოდ გაიმიჯნოს
▪
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით
უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით ექიმის მიერ პაციენტის უფლებების
შეზღუდვის მკაფიო პროცედურა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის
პირობებში (განისაზღვროს, თითოეული უფლების შეზღუდვა რა კრიტერიუმების
არსებობის შემთხვევაში დაიშვება, რა ვადით დაიშვება თითოეული უფლების
შეზღუდვა და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება)
▪
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის გზით განისაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ იძულებითი სწრაფი
ტრანკვილიზებისას, უნდა გავრცელდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-16 მუხლში (პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება)
მოცემული მოთხოვნები და გარანტიები
▪
„ფსიქიკური
ჯანმრთელობის
განისაზღვროს
შეზღუდვის
ნებაყოფლობით
მეთოდის
შესახებ“
საქართველოს
მკურნალობაზე
გამოყენების
მყოფი
შემთხვევაში
კანონით
მკაფიოდ
პაციენტის
მიმართ
დაწესებულებების
მიერ
სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები და პაციენტის მკურნალობის
243 2025 წლის 24 თებერვლის №25/1549 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
104 |
სამართლებრივი საფუძვლის გადასინჯვის პროცედურები და, მათი დაუცველობის
შემთხვევაში, შესაბამისი სანქცია
▪
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ, ფსიქიატრიული
დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა
და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების და დამტკიცების
ვალდებულება, რათა დაწესებულებებმა მინიმუმადე დაიყვანონ სიტუაციის
ესკალაციის რისკები
▪
სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად,
მოქალაქეთა საჩივრების გამჭვირვალედ და სამართლიანად განსახილველად,
დაიწყოს
მსჯელობა
რომელიც
უზრუნველყოფს
სამსახურებრივი
გენერალური
ინსპექციების
სამსახურებრივ
შემოწმების
სიღრმისეულ
გადაცდომებზე
შედეგების
გადამოწმებას
რეფორმაზე,
სისტემის
გარე
შიდა
ეფექტიანი
მექანიზმით, სასამართლოს კონტროლის მეშვეობით.
▪
მიიღოს
ახალი,
ადამიანის
უფლებების
სტანდარტების
შესაბამისი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
▪
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა
გავრცელდეს
გენერალური
პროკურორის,
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილი სავარაუდო
დანაშაულების გამოძიებაზე.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს
პატიმრების რაოდენობის შემცირებას და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის N R (99) 22 რეკომენდაციები ციხის
გადატვირთულობისა და ციხის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, გენერალური
დირექტორის მიერ მომზადებული PC-CP (2015) 6 rev 7 დოკუმენტი ციხის
გადატვირთულობის შესახებ
▪
გაკეთდეს
სისტემური
ანალიზი
სისხლის
სამართლის
მართლმსაჯულების
სფეროში მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ფსიქიატრიულ სტაციონარულ
საწოლებზე სავარაუდო მოთხოვნის თაობაზე და შემუშავდეს კონკრეტული გეგმა,
რომელიც
ორიენტირებული
ფსიქიატრიული
დახმარების
იქნება
სხვადასხვა
მიწოდებაზე,
მათ
ლოკაციაზე
შორის,
ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე.
105 |
სათანადო
ამბულატორიული
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
2025 წელს, უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა
მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ
საკნებში
▪
პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის
გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში
მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15
პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი
მინიმუმ 1 თანამშრომელი
▪
დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას
უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და
დაწესებულების
სხვა
სამსახურების
თანამშრომლების
ერთობლივი,
მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად
▪
2025 წელს, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება
და დეესკალაციის ოთახში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების
მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი
▪
2025 წელს, №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს
ცვლილება და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო)
საკანში არასრულწლოვნის მოთავსება დაუშვებელია
▪
2025 წელს, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვნები
იმყოფებიან, მოეწყოს სპეციალური სივრცე, რომელშიც იქნება ბავშვზე მორგებული
გარემო და უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობა
კრიზისის დაძლევის მიზნით. ამ სივრცეში ყოფნის ხანგრძლივობა, რომელიც არ
უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს და ამ სივრცის გამოყენების პროცედურა
განისაზღვროს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით
▪
2025 წელს, დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შეიქმნას
უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის
მოპირკეთებით
▪
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსების პერიოდში
პატიმარს მიეცეს სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა
▪
2025 წელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა
სისტემური შემოწმების ჩატარების გზით:
o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების
მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო)
საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და
ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის პრაქტიკის შესწავლა და
თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის პრევენციის
მიზნით
o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა
და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე,
106 |
დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი
რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით
▪
2025 წელს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების
შეტანით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე,
განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების
გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით
▪
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით აიკრძალოს
სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად
გაშიშვლების მოთხოვნა
▪
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მონიტორინგის
დეპარტამენტმა
სისტემური შემოწმების ჩატარების გზით, გამოავლინოს და აღმოფხვრას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე.წ. „ბუქნების გაკეთების“
მოთხოვნის პრაქტიკა და განახორციელოს თანმდევი რეაგირება
▪
არსებული მდგომარეობისა და რესურსის გათვალისწინებით, შეიმუშაოს სისტემის
შედარებით
მცირე
დაწესებულებებად
დაყოფისა
და
დაბალანსებული
ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია და მომზადებული დოკუმენტი გაუზიაროს
სახალხო დამცველის აპარატს
▪
▪
№17 დაწესებულებაში გაუქმდეს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები
▪
პენიტენციურ
დაწესებულებებში,
დასაქმებული
ექთნების
კალენდარული წლის ბოლომდე გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ
▪
უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების სიხშირე იმგვარად, რომ
პაციენტთა მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას
▪
უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის განხორციელება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით განსაზღვრულ
ვადებში
▪
უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო
პროგრამით
განსაზღვრული
ასაკობრივი
ჯგუფებისთვის
სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში და
განისაზღვროს, რომ სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე
პირის დასწრება დასაშვები იყოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში,
როდესაც ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების რეალური და იმწუთიერი
რისკებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის
დასწრებას, რაც აუცილებლად უნდა დასაბუთდეს წერილობით (მოსალოდნელი
საფრთხეები
დეტალურად
უნდა
აღიწეროს
დოკუმენტაციაში);
ასეთ
საგამონაკლისო შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება უნდა ჩატარდეს
არასამედიცინო პირების მიერ საუბრის მოსმენის გარეშე, მათ მიერ გონივრული
დისტანციის დაცვით
107 |
პენიტენციურ დაწესებულებებში, თითოეული პატიმარი უზრუნველყოფილი იყოს,
სულ მცირე, 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობით
რაოდენობა
▪
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ჯანმრთელობის
შესახებ
ინფორმაციის
სისტემატიზებისთვის პენიტენციურ სისტემაში დაინერგოს ელექტრონული
ჩანაწერების (EHR) სისტემა
▪
პენიტენციურ დაწესებულებებში შემუშავდეს და დაინერგოს
ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტი
▪
პენიტენციური
დაწესებულებების
თავისებურებებიდან
გამომდინარე,
კანონქვემდებარე
ნორმატიულ
დონეზე
გაიწეროს
ფსიქიატრიული
მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის
ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების
პროცედურა;
ნორმატიულ
დონეზე
განისაზღვროს
ფსიქიატრიული
მუდტიდისციპლინური გუნდის ვალდებულება:
o შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა
საჭიროებები, რომელთაც არ ესაჭიროებათ სტაციონარული მკურნალობა
o შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაონ
ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ
შესაბამისი დახმარება
▪
დეესკალაციის ოთახში მოთავსების გახანგრძლივების საჭიროებისას, პატიმარი
დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
პირების საჭიროებებზე მორგებულ გარემოში
▪
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვვის,
რომელთაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტები, რეგულარული
ფიზიკური ჯანმრთელობის შემოწმება, მათ შორის შესაბამისი კლინიკური და
ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება დაავადებათა მართვის კლინიკური
გზამკვლევის შესაბამისად;244
▪
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 ნოემბრის №663 ბრძანება
(„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი,
არაადამიანური
ან
დამამცირებელი
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების
შესახებ“) პრიორიტეტულად, უმოკლეს ვადაში, მიუსადაგოს პენიტენციური
კოდექსის 139-ე მუხლს
▪
სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტით, პენიტენციურ დაწესებულებებში,
ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადად განისაზღვროს სულ მცირე 30 დღე
▪
2025 წელს ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს
თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ
ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ
▪
2025 წელს, პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების საშუალებით
გადამზადდეს დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის არანაკლებ 20%
▪
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალოს
სისტემური შემოწმების ჩატარება №8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების
244
პატიმართა
“ფსიქოზი და შიზოფრენიის მართვა“, დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევი, იხ. ბმული <
https://shorturl.at/U0uE5 > [ბოლოს ნანახია:29.03.2025].
108 |
გასეირნების უფლებით სარგებლობის საკითხის შესასწავლად და შემოწმების
შედეგების და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს სახალხო დამცველს
▪
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განისაზღვროს, რომ ახლად
მოთავსებული ბრალდებულებისთვის სატელეფონო ბარათების გადაცემამდე, მათი
მოთხოვნის შემთხვევაში, ცხელ ხაზთან ბრალდებულის დაკავშირებას,
კონფიდენციალურობის დაცვით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების
ადმინისტრაცია
▪
2025 წელს, არანაკლებ ორჯერ
ფსიქოლოგების რაოდენობა
▪
დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში უზრუნველყოს
სასეირნო ეზოების მოწყობა მიწის დონეზე,245 სადაც შესაძლებელი იქნება
განტვირთვა და რეკრეაცია
▪
„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი,
არაადამიანური
ან
დამამცირებელი
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633
ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამედიცინო შემოწმებაზე
პასუხისმგებელ ყველა ექიმს ჩაუტარდეს ტრენინგი პატიმრის დაზიანებათა
სრულყოფილად აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების შესახებ,
ამასთანავე, შესაბამისმა სამსახურმა ზედამხედველობა გაუწიოს ამ ტრენინგების
საფუძველზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებასლობა
▪
2025 წელს, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განისაზღვროს, რომ
დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსებისა და სატელეფონო
საუბრის უფლების შეზღუდვის, ასევე უსაფრთხოების ღონისძიების სახით
დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და სამარტოო საკანში არაუმეტეს 24 საათით
მოთავსების პერიოდში პატიმრებს უნდა მიეცეთ ტელეფონით ადვოკატთან და
ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობა
▪
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებში
განისაზღვროს,
რომ
გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის
უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, თუკი ბრალდებული მოითხოვს, მის
ადვოკატთან დაკავშირებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების
ადმინისტრაცია
▪
2025 წელს, ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის, ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების იდენტიფიცირების, შეფასებისა
და მკურნალობის, მათ შორის, კომუნიკაციისა და რისკის საკითხებში
გადამზადდეს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის არანაკლებ 50%,
რომელსაც პატიმართან აქვს შეხება
▪
2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად
გაგზავნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, კონფიდენციალური საჩივრების
გაიზარდოს
სოციალური
მუშაკებისა
და
245 სასეირნო ეზოების დიზაინსა და მიწის დონეზე მოწყობაზე საუბრობდა წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი 2014 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს.
ხელმისაწვდომია: <https://rm.coe.int/09000016806961f8>[ბოლოს ნანახია: 05.01.2025].
109 |
პარა.
75, ანგარიში
კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს
დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ გამჟღავნდეს კონვერტის
მიმღები პატიმარი. ამასთანავე, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი
იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და
მიეცეთ შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი
▪
2025 წელს, პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების საშუალებით
გადამზადდეს დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის არანაკლებ 20%
▪
2025 წელს, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება
და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში
პატიმრის მოთავსება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც უკიდურესი
ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენებისას დასაბუთდეს, თუ რატომ ჩაითვალა,
რომ დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება
წარმოადგენს უალტერნატივო ღონისძიებას. ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ
დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის გამოყენებამდე,
დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედაებით ნაკლებად
შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო
მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
▪
უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ბრალდებული და მსჯავრდებული
არასრულწლოვნისთვის
სრულწლოვანებისგან
განცალკევებული,
მათზე
მორგებული გარემო, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს
პოლიციელთა მიერ დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების და
დოკუმენტური ფორმით უფლებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის პროცესის
ტექნიკური (აუდიო-ვიდეო) საშუალებებით ჩაწერა და გონივრული ვადით შენახვა
▪
პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში
განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების
მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრების წარმოების გზით
▪
უზრუნველყოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებული პირისა და ადვოკატის
კონფიდენციალური შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სივრცის
მოწყობით
▪
2025
წელს,
გაიზარდოს
იმ
იზოლატორების
ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი
▪
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ
ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების
სტამბოლის პროტოკოლით დოკუმენტირების, ფოტოგადაღებისა და გადაღებული
ფოტომასალის შენახვის შესახებ
▪
2025 წელს, ტერიტორიული ორგანოების და კრიმინალური პოლიციის
თანამშრომლები ეტაპობრივად აღიჭურვონ სამხრე კამერებით და კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
განისაზღვროს
მოქალაქეებთან
ურთიერთობის
110 |
რაოდენობა,
რომლებშიც
ვიდეოგადაღების ვალდებულება, ასევე, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის
წესი და ვადები
111 |
▪
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის
მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის
დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით
განისაზღვროს
პატრულ-ინსპექტორების
მოქალაქეებთან
ურთიერთობის
ვიდეოგადაღების ვალდებულება. ვიდეოგადაღების ვალდებულება დაწესდეს
შემდეგ შემთხვევებში: პირის იდენტიფიკაცია; ზედაპირული შემოწმება და
დათვალიერება; სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, პირის ან
სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის
შეზღუდვა, პირის დაკავება
▪
პოლიციის ავტომანქანები ეტაპობრივად აღიჭურვოს ავტომანქანის შიდა და გარე
პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით
▪
ნორმატიული აქტით განისაზღვროს დაკავებული პირის პოლიციის ავტომანქანაში
ყოფნის დროს უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულება ავტომანქანის გარე და
შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერით ანб მისი არარსებობის შემთხვევაში, სამხრე
კამერით
▪
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში გაიზარდოს
ვიდეოკამერების რაოდენობა და დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც
დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა
▪
პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს
დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება
▪
შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის
№625-ე
ბრძანებაში
და
№9
დანართით
დამტკიცებული
ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი
ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; რა ვითარებაში მოხდა დაკავება;
ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოიყენეს თუ არა იძულების
ზომა და რა ფორმით
▪
პოლიციის დაწესებულებებში დაინერგოს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის
შემცველი
სტანდარტიზებული
ფაილური
დოკუმენტაციის/ჩანაწერების
ელექტრონული წარმოება, სადაც დეტალურად და დროში სინქრონულად
აღირიცხება დაკავებულ პირთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის,
დაკავება, დაწესებულებაში შემოყვანა და გაყვანა, სხეულის დათვალიერება,
დაკავებულის მიერ ადვოკატთან/ექიმთან/ოჯახთან დაკავშირების მოთხოვნა და
მისი უზრუნველყოფა, დაკავებულის გათავისუფლების ან სხვაგან გადაყვანის
ზუსტი დრო და მიზეზები, ზუსტი ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა პირი იმ
პერიოდში, როდესაც დაკავებული იყო
▪
გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნების
გამართული წარმოების საკითხი
▪
რეესტრის წარმოების გზით, უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტებში,
სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა, მათი
სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით
▪
გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს მოწმედ დაბარებული პირებისთვის დე
ფაქტო თავისუფლების შეზღუდვის და შემდგომ დაკავების პრაქტიკა და მიიღოს
შესაბამისი ზომები ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად
▪
უზრუნველყოს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
რეგულარული
სწავლება
ადამიანის
უფლებებსა
და
უფლებამოსილების
ეფექტიანად
განხორციელებასთან
საკითხებზე
▪
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებული
არასრულწლოვნებისთვის:
o უზრუნველყოს
არასრულწლოვანთა
და
მცირეწლოვან
ბავშვთა
საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა
o ცენტრში არასრულწლოვნის ყოფნის შემთხვევაში, უზრუნველყოს
სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დაწესებულებაში მუდმივად ყოფნა
და არასრულწლოვნებთან პირდაპირი და ხშირი კონტაქტის შესაძლებლობა
o გაიზარდოს არასრულწლოვანთა სუფთა ჰაერზე გასეირნების დრო და
შეეთავაზოთ მათ არასრულწლოვნებზე მორგებული აქტივობები, მათ შორის,
საგანმანათლებლო აქტივობები
o უზრუნველყოს მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე უფლებებისა და
გასაჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის,
ბუკლეტებისა და სხვა საშუალებებით)
▪
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრისთვის შემუშავდეს
კონფლიქტების პრევენციის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი
▪
აღმოფხვრას მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №231
ბრძანების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მკაცრი ზედამხედველობის ოთახში
პირის ხანგრძლივი განთავსება და აწარმოოს რეესტრი, სადაც აღირიცხება მკაცრი
ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსების და გამოყვანის ზუსტი დრო
▪
აკრძალოს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №231
ბრძანების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მკაცრი ზედამხედველობის ოთახში
არასრულწლოვნების მოთავსება;
▪
შემუშავდეს და დამტკიცდეს დაზიანების დოკუმენტირების ფორმა, რომელსაც
შეავსებს საქართველოს ესკორტის ექიმი, თუ წამებისა და არასათანადო მოპყრობის
შესახებ თავად დასაბრუნებელი პირი განაცხადებს ან ექიმს წარმოეშობა ეჭვი
ასეთი მოპყრობის შესახებ; ასევე, განისაზღვროს ექიმის მიერ შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების წესი;
112 |
თანამშრომლების
სამსახურებრივი
დაკავშირებულ
▪
უზრუნველყოს გდდ-ს თანამშრომლების ამოსაცნობი ნიშნებით აღჭურვა და
განახორციელოს
ნიშნების
გამოყენების
სავალდებულოობის
ნორმატიული
მოწესრიგება;
▪
ითანამშრომლოს
სპეციალურ
საგამოძიებო
სამსახურთან
მოძალადე
პოლიციელებისა თუ მოწმე პოლიციელების იდენტიფიცირების პროცესში. ასევე,
მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სპეციალური საშუალებების
შესახებ;
▪
სავალდებულო
გახდეს
სამხრე
ვიდეოკამერების
გამოყენება
საპოლიციო
ღონისძიებების განხორციელებისას ;
▪
ჩატარდეს
ჯეროვანი
და
სრულფასოვანი
სამსახურებრივი
შემოწმებები
პოლიციელების მხრიდან არაეთიკური ქმედებების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და
სხვა უფლებადარღვევის ფაქტებზე;
▪
ჩატარდეს
ეფექტიანი
განხორციელებული
გამოძიება
ე.წ.
გაზაფხულის
სატელეფონო
აქციების
მუქარების
პარალელურად
საქმეზე,
მათ
შორის,
ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით;
▪
ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ
მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
სამინისტრომ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით,
გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის
ფაქტები;
▪
სამინისტრომ
შეიმუშაოს
და
დანერგოს
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც
უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული
დახმარების გაწევის სტანდარტებს;
▪
სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების
პრევენციისა
და
გათვალისწინებული
მათზე
რეაგირების
ძალადობის
სტრატეგია,
მსხვერპლი
სადაც
ასევე
პაციენტებისთვის
იქნება
შესაბამისი
ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;
▪
შემუშავდეს
და
დაინერგოს
ფსიქიატრიული
დაწესებულებებისთვის
სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა
სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმადე
დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები;
▪
სახალხო დამცველის აპარატთან კონსულტაციის გზით, განახლდეს ფიზიკური
შეზღუდვის
ინსტრუქცია;
113 |
მეთოდების
გამოყენების
წესისა
და
პროცედურების
შესახებ
▪
შეისწავლოს და აღმოფხვრას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და
შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა
პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკა;
▪
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეიქმნას დასამშვიდებელი ოთახები, სადაც
უზრუნველყოფილი
იქნება
თერაპიული
გარემო
და
პაციენტს
ექნება
ნებაყოფლობით განმარტოების შესაძლებლობა და დასამშვიდებელი სენსორული
სტიმულაციების შესაძლებლობები246;
▪
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრიდან
(112)
შეტყობინებებზე
დახმარების
შემოსული
ფსიქიატრიული
რეაგირებისთვის
გაგზავნილი
ეკიპაჟებისთვის
ფსიქიატრიულ
შეიმუშაოს
დახმარებაზე
არანებაყოფლობით
მოთავსების
შემთხვევების
გადაუდებელი
დარწმუნების
სამედიცინო
გზით
დაყოლიების,
ფსიქიატრიულ
საჭიროების
განსაზღვრისა
თაობაზე
პაციენტის
სტაციონარში
და
პაციენტის
უფლებების განმარტების შესახებ დეტალური ინსტრუქცია;
▪
შეისწავლოს
მიმღები
ფორმალურად
ნებაყოფლობითი
ფსიქიატრიული
დახმარების
პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის
შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ გაწერონ
სტაციონარიდან
ის
პაციენტები,
რომელთა
მიმართაც
არ
არსებობს
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების
სამართლებრივი საფუძველი;
▪
ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში,247 რათა პაციენტის მკურნალობის
დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე
სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის
შევსება;
▪
შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში
მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა;
▪
შემუშავდეს
ბიოფსიქოსოციალური
მიდგომის
ფსიქიატრიულ
დახმარებაზე
პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა;
▪
ბრძანებით
განისაზღვროს
ფსიქიატრიული
დაწესებულების
ვალდებულება,
სტაციონირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ, პაციენტს მიაწოდოს ზუსტი და
ამომწურავი
ინფორმაცია
ფსიქიატრიული
დახმარების
ბიოფსიქოსოციალურ
კომფორტის ოთახის მნიშვნელობის, დანიშნულების და მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია
მოცემულია მითითებულ ბმულზე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, Quality Rights: Freedom from coercion,
violence and abuse. WHO Quality Rights Core training: mental health and social services. Topic 8: Supportive environments
and the use of comfort rooms. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
<https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/329582/9789241516730-eng.pdf> [ბოლოს ნანახია: 03.02.2025].
247 ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ, 2007 წლის 20 მარტი, თბილისი.
246
114 |
კომპონენტებზე და თითოეულ კომპონენტზე მიიღოს პაციენტის გაცნობიერებული
თანხმობა;
▪
სამინისტრომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით
გამოავლინოს და აღკვეთოს ნების საწინააღმდეგოდ ან/და ძალის გამოყენებით
ინექციების გაკეთებისა და მედიკამენტების მიცემის ფაქტები;
▪
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების
შესაძლებლობა,
სტაციონარიდან
გაწერის
გარეშე,
პაციენტის
ფსიქიკური
მდგომარეობის გათვალისწინებით;
▪
უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების
საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე
გადამისამართების მიზნით;
▪
შემუშავდეს
და
მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცდეს
ფსიქიატრიული
დაწესებულების ვალდებულება სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ
რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით, ზეპირი და წერილობითი
ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის და პაციენტის უფლებების თაობაზე;
▪
შემუშავდეს
და
მინისტრის
დაწესებულებებისთვის
ბრძანებით
სავალდებულო,
დამტკიცდეს
ფსიქიატრიული
განცხადების/საჩივრის
გაგზავნის
მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე
პროცედურები;
▪
სამინისტრომ მონიტორინგის გზით შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობით
მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების
შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში;
▪
სამინისტრომ
მონიტორინგის
გზით
შეისწავლოს
შეზღუდვის
მეთოდების
დოკუმენტაციის
წარმოების
გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა;
▪
შემუშავდეს
ფსიქიატრიულ
სპეციფიკური წესები, სადაც
არსებული
დაზიანებების
დაწესებულებებში
გათვალისწინებული იქნება პაციენტთა სხეულზე
დოკუმენტირების
და
საგამოძიებო
ორგანოსთვის
შეტყობინების წესები;
▪
შეიქმნას
ფსიქიატრიული
დახმარების
უზრუნველყოფის
ჰოსპიტალგარე
სახელმწიფო ზედამხედველობის და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და
უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის კომპეტენციაც იქნება
ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებისგან, მათი წარმომადგენლებისა და
სხვა დაინტერესებული პირებისგან კონფიდენციალური/ღია საჩივრების მიღება
ფსიქიატრიული სერვისების ხარისხისა და უფლებების კუთხით გამოვლენილ
დარღვევებზე და ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებლების რეგულარული,
სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი;
115 |
▪
უზრუნველყოს დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ,
ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომლებმაც, შესაძლოა, ლეტალური
შედეგი გამოიწვიონ;
▪
სამინისტრომ უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის
სწავლების ჩატარება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური
მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები,
აღდგენაზე
დაფუძნებული
განსაკუთრებული
დახმარების
მიდგომა
ყურადღება დაეთმოს
ბიოფსიქოსოციალური
და
თანამედროვე
პერსონალის
მოდელის
ფსიქიატრია,
მიერ ფსიქიატრიული
მნიშვნელობის
გააზრებას
და
პრაქტიკაში განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
▪
შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის შემუშავდეს ბენეფიციარებს შორის
კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია;
▪
დაიხუროს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის თავშესაფარი, ასევე
ბედიანის და ძევრის შშმ პირთა პანსიონატები და ბენეფიციარები გადაიყვანონ
ალტერნატიული ზრუნვის ისეთ მომსახურებებში, სადაც ისინი თემში, ოჯახურ
გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იქნებიან;
▪
შეისწავლოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებში ბენეფიციარების ნების
საწინააღმდეგოდ საცხოვრისებში მოთავსების შემთხვევები და მოახდინოს
თანმდევი რეაგირება;
▪
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრებსა და
საცხოვრისებში ბენეფიციარების უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმის
შესაქმნელად,
შემუშავდეს
და
მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცდეს
თავშესაფრებისა და შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის სავალდებულო,
განცხადების/საჩივრის გაგზავნის მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური
პროცედურა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ამ უფლების რეალიზების ყველა
საკითხი;
▪
სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი
შეიცვალოს ისე, რომ ნებისმიერი ტიპის საცხოვრისის სერვისში მოთავსებულ
ბენეფიციარებს სრულად და დროულად მიუწვდებოდეთ ხელი უფასო სამედიცინო
მომსახურებაზე;
▪
უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამით
განსაზღვრული
ასაკობრივი
ჯგუფებისთვის
სკრინინგული
გამოკვლევების ჩატარება;
▪
საცხოვრისის სერვისებში უზრუნველყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების
მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით;
▪
ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისის მიმწოდებლისთვის განისაზღვროს
ვალდებულება ადგილზე იქონიოს გადაუდებელი მედიკამენტების მარაგი;
▪
დაავალდებულოს სერვისის მიმწოდებლები მოახდინონ შშმ პირთა საცხოვრისის
სერვისებში მყოფ ბენეფიციართა ინფორმირება მათი უფლებების და უფლებების
დაცვის მექანიზმების შესახებ;
116 |
▪
გაუწიოს ზედამხედველობა შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების მიმწოდებლების
მიერ ბენეფიციართა უფლებების და უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ
ინფორმირებას;
▪
მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს
ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის
შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
ურთიერთთანამშრომლობის
გზით
შეიმუშაონ
პენიტენციური
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა
და
დაცვის
სოციალური
ჯანდაცვის
დევნილთა,
სამინისტროს
შრომის,
სისტემაში
სრული
ინტეგრაციის კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა.
სპეციალურ საგამოძიებო სამახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
▪
სრულყოფილად შესრულდეს სახალხო დამცველის 2024 წლის 17 დეკემბრის
№2024/7325 წინადადება ი. წ.-ს საქმეზე (ლეონიძის ქუჩის ეპიზოდი) და 2025 წლის
7 მარტის №25/1903 წინადადება გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით;
▪
ზამთრის აქციებზე გამოძიება ჩატარდეს ეფექტიანად. შეიცვალოს კვალიფიკაცია
და გამოძიება ასევე წარიმართოს არასათანადო მოპყრობის სპეციალური
მუხლებით. გამოძიებამ სრულად გააანალიზოს მოვლენები და გამოკვეთოს ყველა
პირის (ხელმძღვანელიდან რიგითამდე) პასუხისმგებლობა, როლი და ფუნქციები;
▪
ჩატარდეს გამოძიება ზამთრის აქციებზე მოქალაქეების პირადი ნივთების შესაძლო
უკანონო დაუფლების ფაქტებზე, ასევე პირად ელექტრონულ მოწყობილობებში
კანონშეუსაბამოდ შეღწევისა და ინფორმაციის გაცნობის/მოპოვების სავარაუდო
ფაქტებზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
▪
ჩამოაყალიბოს ერთიანი მიდგომა სსკ-ის 156-ე მუხლით (დევნა) კვალიფიკაციის
მიმართულებით
და,
საჭიროების
შემთხვევაში,
ამ
მიზნით,
შეიმუშაოს
სახელმძღვანელო დოკუმენტი;
▪
ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ მაკა
ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტზე.
საქართველოს პროკურატურას:
▪
საქმეები, სადაც ვლინდება/გამოვლინდება დევნის ნიშნევი, დაკვალიფიცირდეს
სსკ-ის
156-ე
მუხლით
და
უწყებრივი
ქვემდებარეობის
შესაბამისად,
დაექვემდებაროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ან პროკურატურას.
117 |
საერთო მოსამართლეებს
▪
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე არ
დააფუძნოს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს, ნეიტრალური
მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“:
▪
სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტით, ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადად
განისაზღვროს სულ მცირე 10 დღე; შეისწავლოს და შესწავლის შედეგების
საფუძველზე დაგეგმოს დაარქივების ვადის 30 დღით განსაზღვრის საკითხი;
▪
მიიღოს ყველა ზომა, რათა მძიმე სედაციური ფსიქოტროპული მედიკამენტების
დიდი დოზებით მიწოდება არ განხორციელდეს რუტინულად, ყველა ახლად
მიღებული პაციენტის შემთხვევაში. ასეთი ფარმაკოთერაპიული ჩარევა
განხორციელდეს მხოლოდ ფრთხილი ინდივიდუალური შეფასების შემდეგ,
პერორალურად მიღებულ მედიკამენტებთან ერთად, ისეთი დოზებით, რაც არ
იწვევს გადამეტებულ სედაციას ან სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკს.
118 |
4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
4.1. შესავალი
წინამდებარე თავში მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა
თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვები, აღკვეთის
ღონისძიებების გამოყენება და გასაჩივრებასთან დაკავშირებული პრობლემები; უკანონო
ადმინისტრაციული დაკავებები; პატიმრების, მათ შორის, უვადო თავისუფლების
აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა, გათავისუფლების მექანიზმების გამოყენებისას
გამოვლენილი ხარვეზები და სხვ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები მიმოხილულია სახალხო დამცველის
2023 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც, თუმცა, საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს
გამოვლენილი ხარვეზები არ აღმოფხვრილა. მეტიც, ადმინისტრაციულ დაკავებებთან
მიმართებით, კიდევ უფრო გაიზარდა ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის
თვითნებობის რისკები.
დასანანია, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის
არაერთი რეკომენდაცია. მათ შორის, ნორმატიულად არ განსაზღვრულა სპეციალურ
ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების
ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი. ასევე
საგულისხმოა, რომ კვლავ არ შესულა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში და არ განსაზღვრულა ადმინისტრაციული საქმის
განმხილველი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების
შემოწმების ვალდებულება და სხვ.
სახალხო დამცველი, წლებია, საპარლამენტო ანგარიშში გასცემს წინადადებას
პარლამენტის მიმართ, რომლის გაზიარების შემთხვევაში, დაუშვებლად იქნება ცნობილი
საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება, თუ პირის მიმართ
საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას
პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის,
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში.248
სამწუხაროდ,
სახალხო
დამცველის
ეს
წინადადება
დღემდე
შეუსრულებელია, ხოლო პრობლემის აღმოფხვრის დამატებითი ადვოკატირების მიზნით,
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი249 საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე არსებითად არ განხილულა.
248 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 107; საქართველოს სახალხო
დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 96; საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 91; დამატებით, სახალხო დამცველმა 2021 წლის 7 დეკემბერს საკანონმდებლო
წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს - საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7
დეკემბრის №15-2/11520 წინადადება.
249 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 12 იანვრის №1808 კონსტიტუციური სარჩელი
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
119 |
4.2. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა
საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა სამართალდამცავი ორგანოების უკანონო
პრაქტიკა, როდესაც პირებს, რომელთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, გამომძიებლის სიტყვიერი მითითებით,
უსაფუძვლოდ ეზღუდებათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა 2 ასეთი საქმე შეისწავლა.250
სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ერთ საქმეში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს.-ს და მისი ოჯახის წევრებს 2024 წლის 18 ივლისს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ
მისცეს შესაძლებლობა გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის
აეროპორტში, თურქეთის რესპუბლიკის გავლით, ბოსნია და ჰერცოგოვინაში გამგზავრების
მიზნით. ხოლო, მეორე საქმეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ს. 2023 წლის 28
სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, გეგმავდა გამგზავრებას
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს. ორივე ამ შემთხვევაში
სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურორს
მიმართა.251 ორივე შემთხვევაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
152-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის252 ნიშნებით დაიწყო.253
რაც შეეხება წინა წლებში გამოვლენილ პრაქტიკას,254 2021-2023 წლებში სახალხო
დამცველის აპარატმა 5 ფაქტი შეისწავლა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის მითითების საფუძველზე, კონკრეტულ პირებს საქართველოს საზღვრის
გადაკვეთის შესაძლებლობა არ მიეცათ. საქმის შესწავლის შედეგების საფუძველზე,
სახალხო დამცველმა შესაბამისი წინადადებებით მიმართა საქართველოს გენერალურ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
251 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 9 ოქტომბრის № 2024/5317 და 2024 წლის 6 ივნისის №
2024/1671 წინადადებები.
252 საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების,
საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების,
აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების
განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი
ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2
ნაწილი).
253 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 17 იანვრის №13/1892 და 2024 წლის 26 ივნისის
№13/41420 წერილები.
254 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 82; საქართველოს სახალხო
დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 90; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 96.
250
120 |
პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა.255 მითითებული 5 ფაქტიდან გამოძიება
დაიწყო 3-ზე, თუმცა დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს და მოცემული დროისთვის,
შესაბამისი გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად და ბრალდებულად, კონკრეტული
პირი ცნობილი არ არის.256 ხოლო 2 ფაქტზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა.257
4.3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის თაობაზე განჩინების
გასაჩივრების პრაქტიკა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში,
სააპელაციო სასამართლოს უნდა ეკისრებოდეს ვალდებულება დაუყოვნებლივ იმსჯელოს
აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე და არა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ,
განაჩენთან ერთად. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა აზრს უკარგავს
აღკვეთის ღონისძიების განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, ვინაიდან საქმის
განხილვის დასრულების შემდეგ საქმეზე განაჩენის მიღების დროს პირის მიმართ
გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება თავისთავად წყვეტს მოქმედებას. ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით
მიმართა. სამწუხაროდ, პარლამენტს სახალხო დამცველის ეს წინადადება არც საანგარიშო
პერიოდში გაუთვალისწინებია.258
საგულისხმოა, რომ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა საანგარიშო
პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა. სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული
აღკვეთის ღონისძიებების ძირითადი სახე კვლავ პატიმრობა ან გირაოა. აღკვეთის სხვა
ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024
წელს, აღკვეთის ღონისძიება, ჯამში 10658 პირს შეეფარდა.259 მათგან პატიმრობის
პროცენტული მაჩვენებელი 41%-ს შეადგენს - 4379 შემთხვევა. 2024 წელს, 2023 წელთან
შედარებით, გაიზარდა პატიმრობის პროცენტული წილი აღკვეთის ღონისძიებებთან
255 საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 16 მაისის № 15-2/2829, 2022 წლის 30 მაისის № 15-12/5499,
2022 წლის 7 დეკემბრის № 15-12/12194, 2022 წლის 21 ნოემბრის № 15-4/11654 და 2024 წლის 20 მაისის №
2024/1178 წინადადებები.
256 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 3 თებერვლის №13/5579, 2025 წლის 3 თებერვლის
№13/5451, 2025 წლის 3 თებერვლის №13/5452 წერილები.
257 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2023 წლის 26 სექტემბრის №13/65124 და 2024 წლის 22
იანვრის №13/3590 წერილები. გენერალური პროკურატურის პოზიციით, მასალების შესწავლის შედეგად
არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების
ჩადენის ფაქტები.
258 შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც,
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების
გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მკაფიო ვალდებულებად განისაზღვრება
აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე დაუყოვნებლივ მსჯელობის ვალდებულება.
259 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის წერილი № პ-61-25.
121 |
მიმართებით. კერძოდ, 2023 წელს, აღკვეთის ღონისძიება ჯამში გამოიყენეს 11830 პირის
მიმართ, აქედან პატიმრობა შეეფარდა 4479 პირს - 37.86 %.260
რაც შეეხება არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, საგულისხმოა, რომ 2024
წელს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენეს 6279 პირის მიმართ, მათ შორის,
არასაპატიმრო ღონისძიების სახით გირაო/გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით
განესაზღვრა 6189 პირს. შესაბამისად, გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 2024
წელს გამოყენებულ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებთან მიმართებით 98.6%-ს
შეადგენდა. ტენდენცია წლების განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელია. 2023 წელს,
გირაოს ხვედრითმა წილმა ასევე შეადგინა არასაპატიმრო ღონისძიებების 98.6%, 202 წელს
- 98%, 2021 წელს - 97.2%, 2020 წელს - 96.7%, ხოლო 2019 წელს - 96.3%.261
4.4. ადმინისტრაციული დაკავებები
ადმინისტრაციული დაკავებების ჭრილში, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ კვლავ
პრობლემურია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რომლებზეც საქართველოს
სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს.262 კერძოდ, პრობლემურია ადმინისტრაციული
დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი. როდესაც პირი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე
სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ დაკავებას, მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების
კანონიერებას და ამას ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. სამწუხაროდ,
ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში
გაცემული წინადადება დღემდე შეუსრულებელია. საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა
საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავების, დაკავების
ვადის 48 საათამდე უსაფუძვლო გახანგრძლივებისა და ამ ფორმით გამოხატვის
თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის არასწორი პრაქტიკა.263
ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ადამიანის უფლებების
სტანდარტებთან შეუსაბამო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება. მათ შორის,
განსაკუთრებით
საყურადღებოა
პოლიციელისთვის,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
განმეორებით
ჩადენის
პრევენციის
მიზნით,
პირის
ადმინისტრაციული დაკავების, პირადი და ნივთების გასინჯვისა და ნივთებისა და
დოკუმენტების ჩამორთმევის უფლებამოსილების მინიჭება.264
ცვლილებით არ არის განსაზღვრული პრევენციული დაკავების კონკრეტული საფუძველი
და არც მისი გამოყენებისთვის რაიმე მტკიცებულებითი სტანდარტის (კონკრეტული ფაქტი
260 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის წერილი №პ-19-24.
261 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 98.
262 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 98; საქართველოს სახალხო
დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 88; საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის
ანგარიში, გვ. 81; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 103-104.
263
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
264 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი, 13/12/2024, 169-Iმს-XIმპ.
122 |
ან ინფორმაცია) მოთხოვნაა დაწესებული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
ადმინისტრაციული დაკავების 48-საათიანი ვადის და დაკავების კანონიერებაზე
სასამართლო კონტროლის არარსებობის პირობებში, პრევენციული ადმინისტრაციული
დაკავების შემოღება ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კოდექსის მოქმედების
პირობებში, კიდევ უფრო ზრდის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის
თვითნებობის რისკებს. ანალოგიურად, საკანონმდებლო ცვლილებები ბუნდოვანი და
არაგანჭვრეტადია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის
პრევენციის მიზნით პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვისა და ნივთებისა და
დოკუმენტების ჩამორთმევის თვალსაზრისითაც.265
4.5. პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა266
2024 წლის განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა და ამ საკითხის
მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ბაზა ვერ
ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის
საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. პირველ რიგში, საგულისხმოა,
რომ პრობლემურია მსჯავრდებულის შეფასების კრიტერიუმების არასრულყოფილი
ჩამონათვალი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული
ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ
შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს,
შესაძლებლობებსა
და
სხვა
საკითხებს
მიემართება.
საკანონმდებლო
ბაზის
ხარვეზიანობასთან დაკავშირებით, დამატებით, აღსანიშნავია, რომ, თუ საბჭო საჭიროდ
მიიჩნევს მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის
მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს
ზეპირ მოსმენას. თუმცა, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, თუ როდის
და რა შემთხვევებშია მიზანშეწონილი პატიმრისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება,
რაც საბჭოს სუბიექტური ან თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას
უქმნის. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არც ახალი პენიტენციური კოდექსის ამოქმედების
შემდეგ აღმოფხვრილა.
სახალხო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდში გამოითხოვა ექვსივე ადგილობრივი
საბჭოს, ასევე, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიერ
2024 წლის აპრილში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს,
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოსა და არასრულწლოვანთა საქმეების
265 საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი იხილეთ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის
ანგარიშში.
266 დეტალები ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
123 |
განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2024 წლის ოქტომბერში მიღებული ყველა
გადაწყვეტილების ასლი.267
გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა როგორც დადებითი, ისე
უარყოფითი ტენდენციები. შენარჩუნებულია გასული წლის დადებითი ტენდენცია და
შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,
ძირითადად, დასაბუთებულია და ამ მიმართულებით სისტემური ხარვეზები არ იკვეთება.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდში
გამოავლინა არა ერთეული საქმეები, სადაც დასაბუთების პრობლემა კვლავ იკვეთება.
კერძოდ, ზოგიერთ უარყოფით და ასევე დადებით გადაწყვეტილებაში საბჭოს მიერ
შემოთავაზებული
დასაბუთება
პრობლემურია
და
განსხვავდება
არსებული
268
პრაქტიკისგან.
რაც შეეხება საქმეთა შესწავლის შედეგად გამოვლენილ უარყოფით ტენდენციებს, ამ
მხრივ,
პირველ
არაერთგვაროვან
რიგში,
პრაქტიკას.
გამოვყოფთ
ძირითადი
ადგილობრივი
საბჭოები
კრიტერიუმების
შეფასების
მსჯავრდებულის
სასჯელის
მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისას შეფასების ხუთი
ძირითადი კრიტერიუმით269 ხელმძღვანელობენ.
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
შესწავლილ
ადგილობრივი
საბჭოს
გადაწყვეტილებებში
იკვეთება
ისეთი
დადებითი
გადაწყვეტილებები,
სადაც
მსჯავრდებულის პირადი საქმე არ განსხვავდება სხვა პატიმრების პირადი საქმეებისგან,
ვის მიმართაც უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა, საბჭოები ამ
შემთხვევაში,
იმავე
კრიტერიუმებს
განსხვავებულად
აფასებენ.
საბჭოს
გადაწყვეტილებებიდან არ ჩანს, ამ კრიტერიუმის შეფასებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი
რა განმასხვავებელი ფაქტორები იკვეთებოდა მოცემულ საქმეებში, რომ განსხვავებული
შეფასება განაპირობა.
დამატებით, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა საბჭოების მიერ ცალკეული
კრიტერიუმების შეფასების პრობლემურობა. მაგალითად, მსჯავრდებულის მიერ
ჩადენილი დანაშაულის ხასიათი არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ადგილობრივი
საბჭოები აფასებენ მსჯავრდებულთან მიმართებით. ადგილობრივი საბჭოს მიერ
დანაშაულის ხასიათზე მსჯელობისას არ იკვეთება რაიმე სახის გრადაცია/განსხვავება
იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის დანაშაულია სახეზე, არის თუ არა ის ძალადობრივი,
არის თუ არა ის განზრახი/გაუფრთხილებელი დანაშაული. საბჭო, ხშირად ერთ სიბრტყეზე
აქცევს ყველა დანაშაულებრივ ქმედებას და არ იკვეთება ამ კრიტერიუმის მიხედვით
ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური შეფასება. იგივე შეიძლება ითქვას შეფასების
267 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 28 ნოემბრის № 2024/6735 წერილი.
დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
269 დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მსჯავრდებულის მიერ
წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; მსჯავრდებულის
პიროვნება.
268
124 |
ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა
ოჯახური
პირობები. კერძოდ,
უარყოფითი
გადაწყვეტილებების უმეტესობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსჯავრდებული
ოჯახურ მდგომარეობას დადებით კონტექსტში აღწერს და აღნიშნული დაწესებულების
მიერ წარმოდგენილი დახასიათებიდანაც დასტურდება, საბჭოები ამ კრიტერიუმს
უარყოფითად აფასებენ იმ მიზეზით, რომ კონკრეტული „მოცემულობა პენიტენციურ
დაწესებულებაში მოხვედრამდე უკვე არსებობდა და ფაქტია, ოჯახი ვერ გახდა
შემაკავებელი და მსჯავრდებულის ქცევის განმსაზღვრელი“ და ა.შ. ასევე საგულისხმოა,
რომ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა
მსჯავრდებულის სოციალურ აქტივობებში ჩართულობას, როგორც ერთ-ერთ გადამწყვეტ
ფაქტორს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ, რიგ
შემთხვევებში, მსჯავრდებულის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ
ან/და სხვა ტიპის აქტივობაში მონაწილეობის მიუხედავად, საბჭო ამას ამა თუ იმ მიზეზის
გამო დადებითად არ აფასებს, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ არის
დასაბუთებული და სამართლიანი.270 ამასთანავე, საბჭო არ ითვალისწინებს ისეთ
შემთხვევებს, როდესაც მსჯავრდებული, სურვილის მიუხედავად, აქტივობებში
კონკრეტული ხელშემშლელი გარემოებების გამო არ იყო ჩართული.
ასევე ნიშანდობლივია საბჭოების მსჯელობის ბუნდოვანება მსჯავრდებულის მიმართ
გამოყენებულ წახალისებასთან მიმართებით. კერძოდ, გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ
ერთ შემთხვევაში, საბჭომ შეიძლება თეორიულად განმარტოს, რომ მოკლებულია
შესაძლებლობას, მხოლოდ რამდენიმე წახალისების ღონისძიებით (ფორმის მიუხედავად)
დადებითად შეაფასოს კონკრეტული კრიტერიუმი. მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, ის
დადებითად არ შეაფასოს მხოლოდ წახალისების კონკრეტული ფორმის გამო. დამატებით,
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან
ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, საჭიროებს თუ არა მსჯავრდებული
განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან,
თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ კომპონენტზე საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ
საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებულების საქმეების განხილვისას,
ხოლო საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ
გადაწყვეტილებებში, ეს კომპონენტი დადებით კონტექსტში არ აღიწერება.
საბჭო მსჯავრდებულის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენების თაობაზე
დაზარალებულის თანხმობის საკითხსაც არაერთგვაროვნად აფასებს. რიგ შემთხვევაში,
როდესაც მსჯავრდებულს დაზარალებულის თანხმობა წარმოდგენილი არ აქვს, საბჭო
უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის შერიგება მნიშვნელოვანია
ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნებიდან
გამომდინარე. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული მსჯავრდებულის
მიმართ შეღავათის გავრცელებაზე თანახმაა, საბჭო მიუთითებს, რომ დაზარალებულის
სუბიექტური დამოკიდებულება ვერ გახდება მსჯავრდებულისაგან მომდინარე საფრთხის
დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
270
125 |
აღმოფხვრისა და გათავისუფლების შემდგომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების
გარანტი.
ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ
გადაწყვეტილებების დასაბუთებისას, თითოეულ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭოები
შაბლონურ ტექსტებს იყენებენ. არაერთი გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში ისეთ
უარყოფით გარემოებაზე მიეთითება, რომელიც მსჯავრდებულის პირად საქმეს არ
შეესაბამება და ამდენად, აცდენილია რეალობას. ასევე იკვეთება, რომ ზოგიერთ
გადაწყვეტილებაში, საბჭოების სამომავლო მოლოდინები ამა თუ იმ მსჯავრდებულთან
მიმართებით განჭვრეტადი არ არის. როდესაც საბჭოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ
გამოვლენილი პოზიტიური კონტექსტის ქცევა და მის მიერ განხორციელებული
აქტივობები არ არის საკმარისი მისი რესოციალიზაციისთვის, აპარატის მოსაზრებით,
აუცილებელია ამ მოსაზრების სიღრმისეული დასაბუთება, რათა მსჯავრდებულისთვის
განჭვრეტადი იყოს, რა შეიძლება გააკეთოს მომავალში.
დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად,
მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდშიც გაუარესებულია. კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1279
მსჯავრდებული გათავისუფლდა, 2020 წელს - 830, 2021 წელს - 829,271 2022 წელს - 635272,
ხოლო 2023 წელს - 434. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდშიც გაუარესდა
- 2024 წელს სასჯელის მოხდისგან 342 მსჯავრდებული გათავისუფლდა.273
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაუარესების ტენდენცია შეინიშნება სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკაშიც. კერძოდ, 2019 წელს
სასჯელი 236 მსჯავრდებულს შეეცვალა, 2020 წელს - 545-ს, 2021 წელს 440,274 ხოლო 2022
წელს 388-ს.275 2023 წელსაც შენარჩუნდა გაუარესების ტენდენცია და ამ შეღავათით
მხოლოდ 274 მსჯავრდებულმა ისარგებლა. რეგრესი გამოიკვეთა 2024 წელსაც და სასჯელი
მხოლოდ 202 მსჯავრდებულს შეეცვალა.276
სასჯელის მოხდის ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმებისა და არასაპატიმრო
სასჯელების აქტიურად გამოყენების პარალელურად, საუკეთესო მოტივატორი
მსჯავრდებულებისთვის იქნება ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომლებიც უშუალოდ
აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მექანიზმი აქტიურად გამოიყენებოდეს სამეურნეო
სამსახურში ჩარიცხული მსჯავრდებულების მიმართ, რათა, ერთი მხრივ, დაფასდეს მათი
ძალისხმევა/შრომა და, მეორე მხრივ, ასეთმა მიდგომამ შექმნას მყარი მოტივაცია იმ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, 56.
272 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის
დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №381189/01 და 2023 წლის 16 თებერვლის №43214/01 წერილები.
273 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 24 იანვრის №20774/01 წერილი.
274
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 56.
275 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის
დეპარტამენტი 2022 წლის 30 დეკემბრის №381189/01 და 2023 წლის 16 თებერვლის №43214/01 წერილები.
276 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 24 იანვრის №20774/01 წერილი.
271
126 |
მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ციხეში არსებული
არაფორმალური იერარქიის გავლენით, უჭირთ სამეურნეო სამსახურში ჩართვის
გადაწყვეტილების მიღება. მსჯავრდებულებისთვის, საზოგადოებაში დაბრუნების
იმედთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე
მორგებული რეჟიმის არსებობა. 2023 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი მიესალმა №16
დაწესებულებაში ციფრული სწავლების277 დანერგვას.278 დადებითად უნდა აღინიშნოს,
რომ 2024 წელს ციფრული სწავლება დაინერგა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე,
ციფრული სწავლებისთვის სრულად აღიჭურვა №1, №2 და №8 პენიტენციური
დაწესებულებები,279 რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სახალხო დამცველი
იმედოვნებს, რომ 2025 წლიდან №1, №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს უკვე
ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სწავლის ამ მეთოდით და გაგრძელდება მუშაობა
სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ციფრული სწავლების დასანერგად.
4.6. ამნისტიის შედეგები
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო
საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“.280 დადებითად უნდა შეფასდეს, რომ
ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სახალხო დამცველის აპარატიც
მონაწილეობდა.281
სამწუხაროდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი კვლავ არ შეხებია უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ პირებს. კანონით რაიმე შეღავათი ასევე არ ყოფილა გაწეული იმ
პირების მიმართ, რომელთაც ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ.
სახალხო დამცველის აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი სამომავლოდ
იმსჯელებს ამ მიმართულებით. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტში
პირველ
მოსმენაზე
განსახილველად
წარდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელებისთვის აუცილებელი იყო, რომ თითოეულ
დაზარალებულს კანონის აღსრულებისას, გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე
თანხმობა განეცხადებინა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.282
ამავე დროს, კანონპროექტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო ოჯახურ
277 ციფრული სწავლება მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ
საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, დაესწრონ ონლაინ ლექციებს და ინტერაქტიული კომუნიკაცია
ჰქონდეთ ლექტორებთან.
278
„ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ
(Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების
37 პროექტი იყო წარდგენილი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://sps.gov.ge/news/4458?type= >
279 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში.
280 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“.
281
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
282 კანონპროექტის თანახმად, დაზარალებულის თანხმობასთან ერთად, პირს თანხმობა უნდა გამოეხატა,
რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის განმეორების
რისკის შეუფასებლად, გამოცემული ყოფილიყო დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის
შედეგად შეუმცირდა სასჯელი, თუმცა არაუმეტეს 9 თვისა.
127 |
დანაშაულში მსჯავრდებული პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხი ზეპირი
მოსმენის გარეშე განეხილა.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კანონპროექტის ზემოაღნიშნული ვერსიის
ფარგლებში არ გამოირიცხებოდა საფრთხე, რომ პირის მიმართ ამნისტიის
გავრცელებისთვის აუცილებელი თანხმობის მოპოვების მიზნით, დაზარალებული,
მსჯავრდებული პირის ან მხარის მხრიდან, შესაძლოა, გარკვეულ ზეწოლას
დაქვემდებარებოდა და ამდენად, მის მიერ გამოთქმული თანხმობა, შესაძლოა, არ
ყოფილიყო მისი ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგი. სახალხო დამცველის პოზიციით,
ყველა ამ ჩამოთვლილი რისკის თავიდან ასაცილებლად, დაზარალებულს თანხმობა
უშუალოდ სასამართლოს წინაშე უნდა დაედასტურებინა და სასამართლო თავად უნდა
დარწმუნებულიყო დაზარალებულის ნების ნამდვილობაში. მისასალმებელია, რომ
საქართველოს პარლამენტმა ეს პოზიცია გაითვალისწინა და მეორე მოსმენაზე წარდგენილ
კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოჯახური დანაშაულისთვის
მსჯავრდებული პირის მიმართ ამინისტიის გავრცელების საკითხის გადაწყვეტისას,
მოსამართლე დაზარალებულის პოზიციას არკვევს ზეპირი მოსმენით გამართულ
სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის, მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის
დაუსწრებლად. ეს დებულება აისახა კანონის საბოლოო რედაქციაშიც.
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
შევიდეს ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების
შემოწმება
ადმინისტრაციული
საქმის
განმხილველი
სასამართლოს
ვალდებულებად განისაზღვრება;
▪
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის 30-ე მუხლს დაემატოს 121 პუნქტი, რომლითაც დაუშვებლად
იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება იმ
შემთხვევაში, თუ პირის მიმართ საექსტრადიციო საქმის წარმოებისთვის საკმარისი
საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს
9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი
ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში
▪
შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში,
რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო
სასამართლოს მკაფიო ვალდებულებად განისაზღვრება აღკვეთის ღონისძიების
კანონიერებაზე დაუყოვნებლივ მსჯელობის ვალდებულება
▪
პენიტენციური კოდექსით განისაზღვროს ადგილობრივი საბჭოს მიერ ზეპირი
მოსმენების ჩატარების სავალდებულო კრიტერიუმები. ამავე დროს, ადგილობრივ
საბჭოს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით
ჩაატაროს ზეპირი განხილვა.
128 |
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
2025 წელს ნორმატიულ დონეზე განისაზღვროს სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე
სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და
სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი
▪
სამხრე კამერებით
სამართალდამცავი.
აღიჭურვოს
სპეციალურ
ოპერაციებში
მონაწილე
ყველა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის
დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს
№320 ბრძანებით დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს ისეთი
კრიტერიუმები, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს,
შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება
▪
უზრუნველყოს ციფრული უნივერსიტეტის დანერგვა №3, №6, №10, №12, №14, №15,
№17 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში
▪
მსჯავრდებულების სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობაში ჩართვის მოტივაციის
შესაქმნელად, შეიქმნას და დაინერგოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უშუალო
გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის
შეცვლაზე
▪
2025 წელს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგოს ახალი და
მრავალფეროვანი
სარეაბილიტაციო
აქტივობები,
ასევე
გაიზარდოს
რესოციალიზაციის ღონისძიებებისა და მათში ჩართული მსჯავრდებულების
რაოდენობა არანაკლებ 50%-ით
▪
უცხოენოვანი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის
მიზნით, უზრუნველყოს 2025 წელს ყველა იმ პატიმრის აღრიცხვა, რომელიც არ
ფლობს ქართულ ენას და ყველა მათგანს შეეთავაზოს ქართული ენის შესწავლა.
ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნას მათი ჩართვა ისეთ აქტივობებში, სადაც
ქართული ენის არცოდნა არ ქმნის არსებით ბარიერს მონაწილეობისთვის. გარდა
ამისა, მიზანშეწონილია განიხილონ შესაბამისი ჯგუფებისთვის უცხო ენაზე
აქტივობის ჩატარების ან თარგმანის უზრუნველყოფის საკითხიც. ასევე,
შესაძლებელია დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების გადამზადება, რათა
მათვე შეძლონ ქართული ენის არმცოდნე პატიმრებთან ქართული ენის
შემსწავლელი კურსის ჩატარება.
129 |
5.სამართლიანი სასამართლოს უფლება
5.1.შესავალი
სასამართლო ხელისუფლების გამართული ფუნქციონირება წინამდებარე ანგარიშში
განხილული ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა.
სამწუხაროდ, საქართველოში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასამართლო
ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური გამართულობა, კვლავ
გამოწვევად რჩება.
საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, კვლავ შენარჩუნდა სამართლიანი
სასამართლოს უფლების დარღვევის ისეთი ფორმები, როგორიცაა: გამამტყუნებელი
განაჩენის გამოტანა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელთა
ჩვენებების საფუძველზე; ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის
არდაშვება; დაცვის მხარისთვის კონკრეტული დასაბუთებისა და ფარგლების გარეშე
საქმის მასალების გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება; ექსპერტიზის გაჭიანურება,
რაც ხელს უშლის დაცვის მხარეს სასურველი მტკიცებულებები წარადგინოს
სასამართლოში და სხვ.; კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა საქმის სამართლიანი
განხილვის უფლების სტანდარტების დარღვევა მასობრივი აქციების დროს დაკავებულ
პირთა სასამართლო პროცესებზე.
2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიმართ 6
საქმეზე დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ისინი ძირითადად
შეეხებოდა საქმეთა გაჭიანურებას,283 ხოლო ორ შემთხვევაში მოსამართლეთა აცილების
საკითხს.284 დამატებით, უნდა აღინიშნოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
საქმეზე, „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც მომჩივანი - ყოფილი
მოსამართლე, დავობდა, რომ მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ
მოსამართლედ ხელახალ გამწესებაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით უთხრა,
სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული შეხედულებებისა და მისი როლის გამო
მოსამართლეთა გაერთიანებაში, „მოსამართლეთა ერთობა“. ამ საქმეზე საქართველოს
სახალხო დამცველმა მესამე მხარის ინტერვენცია (სასამართლოს მეგობარი) წარადგინა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მოსამართლის, ბაქრაძის ხელახლა
არჩევის პროცესში, სხვა გარემოებებთან ერთად, მისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრების მიერ დასმული კითხვები ქმნიდა prima facie დისკრიმინაციული მოპყრობის
საფუძველს, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს.285
სასამართლომ დაადგინა მომჩივანის მიმართ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის
(დისკრიმინაციის აკრძალვის) დარღვევა მე-10 (გამოხატვის თავისუფლებისა) და მე-11
(შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან) მუხლებთან ერთობლიობაში. ამ საქმემ,
მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების სამართლიანობის და გამჭვირვალობის
ეს საქმეებია: „ქაძანია საქართველოს წინააღმდეგ“; „მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „ი.ბ.
საქართველოს წინააღმდეგ“; „ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ“.
284 ეს საქმეებია: „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „წულუკიძე და რუსულაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ“.
285 „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, №20592/21, პარა.
84-85.
283
130 |
გაზრდის კუთხით, შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ევროპული საბჭოს
ყველა წევრ ქვეყანაზე იქონიოს ზეგავლენა.286
საყურადღებოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ჭრილში, საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაცემული წინადადებების
მნიშვნელოვანი ნაწილი, კვლავ შეუსრულებელია,287 მათ შორის, აღსანიშნავია,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის
უფლებათა სტანდარტებს. დანანებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2024 წელს სასამართლო
სისტემაში დისტანციური სხდომების გამართვის პროგრამაში (Cisco Meeting Server (CMS))
ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის ფუნქციონალი
კვლავ არ დანერგილა, კვლავ არ ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ
მიღებული
დასკვნები,
შეუსრულებელია
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლითაც მსჯავრდებულთა რისკების შეფასების
გუნდის ოქმში ასახულ საიდუმლო ოპერატიულ ინფორმაციაზე პატიმრის წვდომის
ბლანკეტური
შეზღუდვა
გაუქმდება
და
სასამართლოს
დაეკისრება
ყოველ
ინდივიდუალურ
საქმეში
ინფორმაციის
მსჯავრდებულისთვის
გაცნობის
შესაძლებლობაზე მსჯელობის ვალდებულება. ასევე შეუსრულებელია პატიმართა
ადმინისტრაციული სარჩელების განხილვის ხანგრძლივი ვადით გაჭიანურების
სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციებიც, კერძოდ,
საკანონმდებლო ან პრაქტიკული ღონისძიებები არ გატარებულა მოსამართლეთა
რაოდენობის გაზრდის ან ვიწრო სპეციალიზაციის შემოღების სახით.
5.2.სასამართლოში არსებული ინსტიტუციური პრობლემები
წინამდებარე ქვეთავში განვიხილავთ 2024 წლის იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც
სასამართლო სისტემაში ინსტიტუციურ და მოსამართლეთა ინდივიდუალური
დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს.
5.2.1.მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია
თანამდებობის პირთა, მათ შორის, მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციების
მონიტორინგის პროცედურა. მისი მიზანია წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციების
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.288 2024 წლის 3 აპრილს საზოგადოებისთვის
ცნობილი გახდა, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარეობს ცალკეული
მოსამართლეების289 საქმის განხილვა, რომლითაც ისინი ანტიკორუფციული ბიუროს
უფროსის 2023 წლის 8 დეკემბრის №72 ბრძანების და ამ ბრძანებით განსაზღვრული, 2024
წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისთვის შექმნილი
დამოუკიდებელი კომისიის 2024 წლის 12 იანვრის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობას
ითხოვენ.
286 Volkan Aslan, Bakradze v. Georgia: A Landmark Shift in the Burden of Proof for Judicial Appointments, Strasburg
Observers, 21.02.2025. < https://bit.ly/3Qw0Rbx > [25.02.2025].
287 სახალხო დამცველის 2023 საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 130-131.
288 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი.
289 მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, სერგო მეთოფიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის.
131 |
სასამართლოში
საქმისწარმოების
დაწყების
პარალელურად,
უზრუნველყოფის
290
საშუალებად გამოყენებულია აქტის მოქმედების შეჩერება.
შედეგად, დღეის
მდგომარეობით, ამ მოსამართლეთა ქონების დეკლარაციის გადამოწმების პროცესი
შეჩერებულია, ხოლო მოსამართლეთა შემოწმების თაობაზე საქმეების განხილვის
მიმდინარეობისას დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადები.291
სახალხო დამცველი სასამართლო ხელისუფლებას ზემოხსენებული მაღალი საჯარო
ინტერესის მქონე საქმეების პრიორიტეტულად განხილვისკენ მოუწოდებს.
სასამართლო
ხელისუფლების
სისტემაში
კორუფციის
რისკების
შემცირების
ხელშესაწყობად, გასულ წელს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა,
კანონმდებლობაში შეეტანა ცვლილებები და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის
სავალდებულო გაეხადა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება.292 სამწუხაროდ, ეს
წინადადება საანგარიშო პერიოდში არ შესრულებულა.
5.2.2.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა
პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში არამოსამართლე წევრი დანიშნა293 და პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
წევრად ამავე საქმეზე მოსარჩელის დანიშვნა დაევალა.294
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნა საქართველოს
პრეზიდენტის უფლებამოსილებაა,.295 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული
კანონის 47-ე მუხლის 111 ნაწილის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნიშნავს კონკურსის საფუძველზე. კონკურსის
შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით.
ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ე”
ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „საქართველოს
პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ
თანამდებობებზე
დანიშვნისა
და
თანამდებობებიდან
გათავისუფლების
290 საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსის 2024 წლის 3 აპრილის წერილი
№00005414.
291 ანტიკორუციული ბიუროს 2025 წლის 7 თებერვლის წერილი №0002029, რომლის თანახმადაც 2025 წლის
7 თებერვლის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიაში, მოსამზადებელი სხდომა სერგო მეთოფიშვილის საქმეზე გაიმართა 2025 წლის 22 იანვარს,
ლევან მურუსიძის საქმეზე კი - 2025 წლის 24 იანვარს. რაც შეეხება მოსარჩელეების - მიხეილ ჩინჩალაძისა
და ვასილ მშვენიერაძის საქმეებს, სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა.
292სახალხო დამცველის 2023 საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 111.
293 ინტერპრესნიუსი, პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა
წიქარიშვილი დანიშნა, 15.07.2024 https://shorturl.at/6UuLX > [26.02.2025].
294 სასამართლომ იუსტიციის საბჭოში წიქარიშვილის დანიშვნა ბათილად ცნო და ადმინისტრაციას
კაკოჩაშვილის დანიშვნა დაავალა, პუბლიკა, 12,03,2025 < https://shorturl.at/VJT5t > 13.03.2025.
295 საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
132 |
უფლებამოსილებებთან, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“−„დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით ... “ განსაზღვრულ უფლებამოსილებათა
განხორციელებასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის ეს
გადაწყვეტილება
განსხვავდება
მსგავს
საკითხებზე
საქართველოს
საერთო
296
სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისგან.
მაგალითად, თბილისის
სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის განჩინებით, ისევე როგორც თბილისის საქალაქო
სასამართლომ 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, გაიზიარა მოსაზრება, რომ
საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევასთან
დაკავშირებული განკარგულების კანონიერების შემოწმება სასამართლო კონტროლს
მხოლოდ პროცედურული ნორმების დაცვის თვალსაზრისით ექვემდებარება. ამ
შემოწმების ფარგლებში, სასამართლომ შემდეგი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
აპელანტის არგუმენტზე - პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატის შერჩევის პროცესში
შერჩევის ისეთი კრიტერიუმის დარღვევასთან დაკავშირებით, როგორიცაა შერჩეული
კანდიდატის პროფესიული კვალიფიკაცია: „კანდიდატის შერჩევის თავისუფლების
ფარგლები გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, კანდიდატის შერჩევა
მიეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციას, რის გამოც გამორიცხულია
სასამართლოს მხრიდან მასში რაიმე სახით ჩარევა... კანდიდატის შეფასება სცდება
სასამართლოს კომპეტენციას“.297
თუმცა განსხვავებით ზემოაღნიშნული 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებისგან,
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში დაასკვნა, რომ
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს მისთვის კონსტიტუციით
მინიჭებული
უფლებამოსილების
ფარგლებში,
ის
ამ
შემთხვევაში
რჩება
ადმინისტრაციული მოწესრიგების სფეროს მიღმა და სარგებლობს განსაკუთრებული
დისკრეციით, რაშიც სასამართლოს ჩარევა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან
გამომდინარე, დაუშვებელია.298 ამის საფუძველზე სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია
მოსარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის განხილვა-გადაწყვეტა, რომელიც უკავშირდებოდა
საქართველოს პრეზიდენტის დავალდებულებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად
დაენიშნა კონკურსის მონაწილე, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილ
მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
საგულისხმოა, რომ სააპელაციო
სასამართლომ ძალაში დატოვა.299
სასამართლოს
ეს
გადაწყვეტილება
უზენაესმა
296 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის
გადაწყვეტილება საქმეზე, №3ბ/-14.
297 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის
გადაწყვეტილება საქმეზე, №3ბ/-14, გვ. 21.
298 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის
გადაწყვეტილება საქმეზე, №3ბ/-14, გვ. 16.
299 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის №ბს-779-765(კ-14) განჩინება.
133 |
ზემოთ განხილული სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის განჩინებისგან განსხვავებით, ამ
საქმეზე, 2025 წლის სამართალწარმოებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი.300 ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის
მე-3
მუხლის
მეორე
ნაწილის
მიხედვით,
„ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე
მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“ გამომდინარე
აქედან, სარჩელის ცნობა ავტომატურად არ იწვევს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს მოთხოვნათა იურიდიული გამართულობა და
მხოლოდ
ამის
შემდგომ
მიიღოს
გადაწყვეტილება.301
შეზღუდვის
მიზანია
განსაკუთრებულ სიტუაციაში გამოირიცხოს მხარის ინიციატივით ადმინისტრაციული
პროცესის დამთავრება საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული
წინაპირობა კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციული პროცესის წარმართვაზე და
ქმნის დავის საფუძვლიანად გამოკვლევის გარანტიას.302
დამატებით, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების
სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ
„კონსტიტუცია იცნობს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, რომლებიც მოქალაქეობის
საკითხებზე
მიღებული
გადაწყვეტილებებისაგან
განსხვავებით,
კანონისმიერი
რეგულირების დათქმით შემოფარგლული არ არის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსგავსი
უფლებამოსილების
განხორციელებისას
პრეზიდენტის
დისკრეციის
ფარგლები
303
განსაკუთრებით ფართოა“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან დაკავშირებით,
კონსტიტუცია, განსხვავებით სხვა ზოგიერთი უფლებამოსილებისგან, მაგალითად,
მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, არ მიუთითებს, სხვა კანონმდებლობით
დადგენილ პროცედურაზე. რაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, აქცევს იმ
უფლებამოსილებათა ნუსხაში, რომლის სარგებლობისას პრეზიდენტს განსაკუთრებულად
ფართო დისკრეცია აქვს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წინამდებარე ქვეთავში განხილული საქმე სასამართლომ
სამართალწარმოებაში 2024 წლის 22 ივლისს მიიღო. შესაბამისად, გადაწყვეტილების
გამოტანის მომენტისთვის 7 თვეზე მეტი იყო გასული, რითაც დაირღვა კანონმდებლობით
დადგენილი საპროცესო ვადები.304 შედეგად, ამ ხნის განმავლობაში, საბჭოს პრეზიდენტის
მიერ დანიშნული წევრის გარეშე უწევდა საქმიანობა.
300 სასამართლომ იუსტიციის საბჭოში წიქარიშვილის დანიშვნა ბათილად ცნო და ადმინისტრაციას
კაკოჩაშვილის დანიშვნა დაავალა, ტაბულა, 12.03.2025. < https://shorturl.at/6Iuzf > [21.03.2025].
301 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, ვაჩაძე, თორდია, ტურავა,
წკეპლაძე, 2005, გვ. 27.
302 ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, კოპალეიშვილი, სხირტლაძე, ქარდავა,
ტურავა, 2008, გვ. 22.
303 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე,
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35.
304 ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს,
რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა, გაგრძელდეს 5 თვემდე.
134 |
5.2.3.
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა
სახალხო დამცველი მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში
2023 წლის 13 ივნისს შეტანილ ცვლილებებს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის
ნაწილში. ახალი რეგულაციით, აქტების ხელმისაწვდომობის სრულიად ახალი, ბევრად
გამარტივებული მოდელი დადგინდა, რომლის ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარი
განისაზღვრა. ამავე დროს, კანონმდებლობის დონეზე გამარტივდა სასამართლოს
გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მიღება.305
სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ არის ამოქმედებული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო
რეგულაციები
აქტების
პროაქტიულად
გამოქვეყნების
ნაწილში.
მიუხედავად
საკანონმდებლო რეგულაციისა, საანგარიშო პერიოდში, სასამართლო აქტები სასამართლოს
მიერ გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე:
http://ecd.court.ge/ არ გამოქვეყნებულა.
დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია,
რომლის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეზღუდათ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრება.306 სახალხო დამცველმა მიმართა
საბჭოს ამ შეზღუდვის დასაბუთების თაობაზე,307 თუმცა საბჭოს ამ საკითხზე ინფორმაცია
არ წარმოუდგენია.308
5.2.4.მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და იძულებითი მივლინება
სახალხო დამცველი მიესალმება 2024 წლის 29 მაისს „საერთო სასამართლოების შესახებ“
ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ. ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ ცვლილებებს,
რომლითაც
დისციპლინური
პასუხისმგებლობისგან
გამონაკლისად
დადგინდა
„სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების
გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის
მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა“. ამ ნაბიჯით, საქართველოს პარლამენტმა
გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.309 ამასთანავე, საგულისხმოა, რომ არსებული
დისციპლინური პასუხისმგებლობების ჩამონათვალი ისედაც ზღუდავს მოსამართლეს
პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისგან, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებების
საჯაროდ გამოხატვისგან.310 გამომდინარე აქედან, სახალხო დამცველი პრაქტიკაში
დააკვირდება, დისციპლინური სამართალწარმოების განმავლობაში, თუ რამდენად
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები, ინფორმაციის
თავისუფლების
განვითარების
ინსტიტუტი
(IDFI),
2024,
გვ.
16.
https://idfi.ge/public/upload/Analysis/Accessibility%20of%20Geo.pdf
306 ინტერპრესნიუსი, საია-ს და „სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სხდომაზე არ შეუშვეს. < https://shorturl.at/puWgE > [04.03.2025].
307 სახალხო დამცველის 2025 წლის 31 იანვრის №25/1028 წერილი.
308 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 თებერვლის №130/244-03-ო წერილი.
309 EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), FOLLOW-UP OPINION TO
PREVIOUS OPINIONS CONCERNING THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS, CDL-AD(2023)033, 2023, პარა. 31-33 <
https://shorturl.at/jzHIZ > [05.02.2025].
310 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ე.“
ქვეპუნქტი.
305
135 |
სათანადოდ იქნება დაცული მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო
სტანდარტები.
დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული რეფორმის ეფექტიანობის
შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად, ამ მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მუშაობის ტემპიც უნდა განიხილებოდეს. ამ მხრივ, საბჭოს მუშაობა, გასული წლებისგან
განსხვავებით,311 2024 წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა. საბჭომ 2024 წელს 391
დისციპლინური საქმე განიხილა,312 რითაც ჯამურად გადააჭარბა წინა სამ წელიწადში
განხილული საქმეების რაოდენობას.313
სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში უარყოფითად აფასებდა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2021 წლის დეკემბრის ბოლოს
შეტანილ ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც, მათ შორის, მოსამართლის თანხმობის
გარეშე მივლინების მაქსიმალური ვადა 1-დან 4 წლამდე გაიზარდა.314 2024 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თანხმობის გარეშე მივლინების
საერთო ვადა 4 წლიდან შემცირდა 3 წლამდე, რაც პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არა
საკმარისი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, 2023 წლის მსგავსად, საბჭოს არ გამოუყენებია მოსამართლის
თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების უფლებამოსილება.315 რაც შეეხება
თანხმობით მივლინებებს, საერთო ჯამში საბჭომ, 2024 წელს, მათივე თანხმობით, 6
მოსამართლის მივლინების თაობაზე იმსჯელა და გამოსცა განკარგულება. ყველა
მივლინება დასაბუთებული იყო მოსამართლეთა ნაკლებობით. თუმცა ორი მივლინება
ურთიერთგამომრიცხავი დასაბუთებით განხორციელდა: საბჭომ 30 იანვარს 2
განკარგულება გამოსცა - ერთი განკარგულებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ელიაძე მიავლინა მცხეთის
რაიონულ სასამართლოში, რადგან მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეთა
ნაკლებობისა და მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებიდან
გამომდინარე, საბჭომ საჭიროდ მიიჩნია სხვა მოსამართლის მივლინება.316 ამავე დროს კი,
იმავე დღეს, საბჭომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომან კუპატაძე
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიავლინა.317
311 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 114.
312 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 თებერვლის №130/244-03-0-ო წერილი.
313 შედარებისთვის იხ. სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 114.
314 სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 100-102; სახალხო დამცველის 2022 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 111-112; სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 115.
315 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 თებერვლის №130/244-03-0-ო წერილი.
316 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის განკარგულება №1/6.
317 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის განკარგულება №1/5.
136 |
5.3.საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება
5.3.1.საქმეთა განხილვა საერთო სასამართლოების სისტემაში
საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვა, გასული წლების მსგავსად, სასამართლოში
დაუძლეველ პრობლემად რჩება. ამასთანავე, კანონმდებლობის მოთხოვნის318 მიუხედავად,
სააპელაციო სასამართლოები არ აგროვებენ თავიანთ სასამართლოში არსებული
საქმისწარმოების ვადების დაცვასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს.
შესაბამისად, არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი საქმე დასრულდა
კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით და რამდენი დარღვევით.319
სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე, 2024 წლის
სტატისტიკური მონაცემები სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით შემდეგნაირად
გამოიყურება:
სულ
კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით
განხილული
განხილული საქმეების პროცენტული რაოდენობა
საქმეების
(სისხლის სამართლის საქმეები)
რაოდენობა
(2024 წ.)
თბილისის
2024 წ.
2023 წ.320
2022 წ.321
2021 წ.322
1429
17,28 %
20.4%
17,6%
31%
921
23,12%
20,9%
16,8%
18,7%
სააპელაციო
სასამართლო
ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი:
1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის
და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და
დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების
შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს
საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად.
319 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის №49/2025 წერილი. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის №83 - 2/10.
320 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 117.
321 სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 115.
322 სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 104.
318
137 |
უზენაესი
1502
0,13%
0,52%
1,04%
22,7%
სასამართლო323
სისხლის სამართლის საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის
განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ექსპერტიზის გაუმართლებელი გაჭიანურება.
ერთ-ერთი საქმის324 შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ექსპერტიზა ნაცვლად
კანონმდებლობით გათვალისწინებული 365 დღისა, დასრულდა და დასკვნა მომზადდა
მისი დანიშვნიდან 3 წლის შემდეგ.325 სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
ინფორმაციით, გაჭიანურება საექსპერტო დაკვეთის მოცულობისა და ადამიანური
რესურსის ფაქტორებით იყო გამოწვეული.326
სახალხო დამცველს, გასულ წლებშიც არაერთი საქმე აქვს შესწავლილი ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს მიერ სამედიცინო ექსპერტიზის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.327
სამწუხაროა, რომ სისხლის სამართლის ექსპერტიზის დასრულებისა და დამკვეთისთვის
გადაცემის გაჭიანურების პრობლემა შენარჩუნებულია.
სულ
კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით
განხილული
განხილული საქმეების პროცენტული რაოდენობა
საქმეების
რაოდენობა
(ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის
საქმეები)
(2024 წ.)
2024 წ.
323
2023 წ.328
2022 წ.329
2021 წ.330
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის წერილი №პ-61-25.
324 სისხლის სამართლის №170300820001 საქმე.
325 ამ საქმეზე დეტალური მონაცემები იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024
წლის საქმიანობის ანგარიშში.
326 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 9 ივნისის №2024/1723 წერილი.
327
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, 2024, 195-201. საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის
ანგარიში, 2024, 39-40.
328 სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, გვ. 118.
329 სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ. 115-116.
330 სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში, თბილისი, 2022, 105.
138 |
თბილისის
1409
32,4%
16,39%
15,5%
56%
703
36,4%
33,1%
51,6%
35%
1471
94,54%
93,4%
95,6%
99,9%
1151
64.03%
54,08%
54,6%
77%
სააპელაციო
სასამართლო
ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლო
უზენაესი
331
სასამართლო
უზენაესი
სასამართლო
(დასაშვებობის
ეტაპი)
სამწუხაროდ, საქმეთა განხილვის ვადების მხრივ, არათუ გაუმჯობესდა სიტუაცია, არამედ,
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კუთხით, გაუარესდა კიდეც. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოში მცირედით, ხოლო თბილისის სააპელაციოში არსებითად
გაიზარდა კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით განხილულ საქმეთა
პროცენტული რაოდენობა.
ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებასთან
დაკავშირებით
აღსანიშნავია,
რომ
საანგარიშო პერიოდშიც, გასული წლების მსგავსად, კვლავ გამოვლინდა პატიმართა
სარჩელების სასამართლოში განხილვის გაჭიანურების შემთხვევები. 332 ერთ-ერთ საქმეზე,
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა სარჩელის წარმოებაში
მიღებიდან 9 თვეზე მეტი პერიოდის შემდეგ დაინიშნა.333
5.3.2.საერთო სასამართლოებში თავმჯდომარეთა არჩევის წესი
თბილისის საქალაქო სასამართლო, გასული წლის მსგავსად, კანონმდებლობის მოთხოვნის
მიუხედავად, არ ამუშავებს სტატისტიკურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი საქმე
აქვს თითოეულ მოსამართლეს წარმოებაში, წლის განმავლობაში რამდენი ახალი საქმე
ეწერებათ მათ და რამდენი საქმის განხილვის დასრულებას ახერხებენ.
დამატებით, სახალხო დამცველი, წლებია, ითხოვს სასამართლოს თავმჯდომარის
დანიშვნის დემოკრატიული წესის შემოღებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები
331 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის წერილი №პ-61-25.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები: „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” 2020 წლის ანგარიში, გვ. 136-137; 2021 წლის ანგარიში,
გვ. 104-106; 2022 წლის ანგარიში, გვ. 115-116; 2023 წლის ანგარიში, გვ. 118-119.
333 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება (საქმე №3/1075-24).
332
139 |
თავად აირჩევენ თავმჯდომარეებს, ნაცვლად საბჭოს მიერ პირის თანამდებობაზე
გამწესებისა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში არც ეს რეკომენდაცია შესრულებულა.
5.3.3.საქმეთა განხილვის ვადები საკონსტიტუციო სასამართლოში
2024 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში 42 კონსტიტუციური სარჩელი
და 2 კონსტიტუციური წარდგინება დარეგისტრირდა. მათგან, სასამართლომ მხოლოდ 12
საოქმო ჩანაწერი და 10 განჩინება მიიღო.334 საანგარიშო პერიოდში სასამართლომ
არსებითად განიხილა 17 კონსტიტუციური სარჩელი, რომელთაგანაც ყველა 2018-2023
წლებში იყო წარდგენილი. საერთო ჯამში, 2024 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 32
საოქმო ჩანაწერი და 56 განჩინება მიიღო.
გასული წლის სტატისტიკური მონაცემი საანგარიშო პერიოდში მცირედით შემცირდა და
სასამართლომ საერთო ჯამში 18 გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წლებია, კვლავ
არაერთი საქმე ელოდება გადაწყვეტილების გამოტანას, მიუხედავად იმისა, რომ მათი
არსებითი განხილვა დამთავრებულია. ამ ეტაპზე ასეთი საქმეების რაოდენობა
შემდეგნაირად გამოიყურება:
სარჩელის
წელი
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023335
2024
რეგისტრაციის
საქმეთა
რაოდენობა,
რომელთა
განხილვა
დასრულებულია და ელოდებიან გადაწყვეტილების
გამოტანას
3
10
6
6
6
7
9
4
0
დღეის მდგომარეობით არსებითი განხილვა დასრულებულია და გადაწყვეტილების
გამოცხადებას
ელოდება
61
კონსტიტუციური
სარჩელი,
ასევე
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია და განმწესრიგებელი სხდომის
ჩანიშვნას ელოდება 70, ხოლო არსებითი სხდომის განხილვას 31 კონსტიტუციური სარჩელი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით არ არის
მკაცრად დარეგულირებული საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა განხილვასთან
334 საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის №01/60 წერილი.
2023 წლის მონაცემები არ წარმოუდგენია სასამართლოს. დანარჩენი მონაცემები აღებულია გასულ
წლებში მიღებული წერილებიდან და სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდიდან: https://constcourt.ge/
335
140 |
დაკავშირებული ვადები.336 სახალხო დამცველის წინადადება,337 განესაზღვრა
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საპროცესო ვადები ეფექტიანი მართლმსაჯულების
განსახორციელებლად, საანგარიშო პერიოდში არ შესრულებულა.
5.4.სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმართა სასჯელისგან გათავისუფლების
მექანიზმების ფარგლებში338
5.4.1.სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის, ან განაჩენის
აღსრულების გადავადება ავადმყოფობის ან ორსულობის საფუძვლით.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულთა
ჯანმრთელობის მდგომარეობის/ხანდაზმულობის/ორსულობის გამო სასჯელის მოხდის
გადავადების ან/და გათავისუფლების საკითხების განხილვისას 2015-2023 წლების
სასამართლო პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები და ამ საკითხზე სპეციალური
ანგარიში
გამოსცა.339
პრაქტიკის
გათავისუფლების/გადავადების
რომელთა
ერთიანი
შესწავლამ
აჩვენა,
საქმისწარმოება
სტანდარტით
რომ
ხასიათდება
გადასაწყვეტად
საჭიროა
სასჯელის
მოხდისაგან
არაერთი
ხარვეზით,
ცვლილებების
შეტანა
კანონმდებლობაში.
კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
•
•
პენიტენციური სამსახური, როგორც წესი, არ მიმართავს სასამართლოს პროცედურის
დაწყების მოთხოვნით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს უწევთ
სასამართლოსთვის მიმართვა, იმ ფონზე, როდესაც ექსპერტიზას ნიშნავს და ატარებს
პენიტენციური სამსახური და არსებობს შესაბამისი მძიმე დასკვნა340
არაერთგვაროვანი პრაქტიკა გვხვდება იმ მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან
გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც მძიმე
ავადმყოფობის გამო გამოყენებულია სასჯელის მოხდის გადავადება და ვინც ითხოვს
სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას. უმეტეს შემთხვევაში, მსჯავრდებული არ
თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან. დადასტურდა მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც
სასამართლომ ის მსჯავრდებული გაათავისუფლა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან,
336 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 120.
337 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 130.
338 წინამდებარე ქვეთავში მოხმობილი ინფორმაცია დეტალურად ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში. ასევე,
შესაბამის სპეციალურ ანგარიშებში.
339 „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში, საქართველოს
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2024.
340 კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც სამსახურმა სასამართლოს
მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით
მიმართა.
141 |
•
•
•
რომლის მიმართაც, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გამოყენებული იყო
სასჯელის მოხდის გადავადება
საპროცესო კანონმდებლობა არ აძლევს მხარეს შესაძლებლობას სააპელაციო
სასამართლოში ზეპირი მოსმენით განიხილოს ის მტკიცებულება, რომელიც პირველი
ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იყო კანონის დარღვევით
კანონმდებლობით
არ
არის
რეგულირებული,
სასჯელის
გადავადების
ან
განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართვამდე რა პერიოდით ადრე უნდა იყოს
ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ეს საკითხი არც პრაქტიკით არის
დადგენილი
არ გამოვლენილა არსებითი ხარვეზები ორსულობის ან ბავშვის ერთი წლის ასაკის
მიღწევამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის
შესწავლის შედეგად.
5.4.2.პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის შეცვლის მექანიზმის მუშაობის
ეფექტიანობა, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის და მათი
ბრალდების სისხლის სამართლის საქმეები341
პენიტენციურ სისტემაში, 2024 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, განთავსებული იყო
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული 89 პირი, მათ შორის 86 მამაკაცი და 3 ქალი. მათგან საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით, 4
მსჯავრდებულს (მამაკაცს) განსაზღვრული აქვს გათავისუფლების თარიღი.
სახალხო დამცველმა შეისწავლა უვადო მსჯავრდებულების სისხლის სამართლის საქმეები
და მათი ისტორია პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის პერიოდში. შესწავლამ
მოიცვა იმ პატიმართა საქმეები, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში
ფაქტობრივად მოხდილი აქვთ 12 წელი.342 დამატებით გაანალიზდა უვადო თავისუფლების
აღკვეთის ირგვლივ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და გათავისუფლების
შესაძლებლობის საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოსა და უცხო ქვეყნებში.
341 წინამდებარე ქვეთავში წარმოდგენილი საკითხების დეტალური ანალიზი ხელმისაწვდომია სახალხო
დამცველის სპეციალურ ანგარიშში, „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ
განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და
პრაქტიკული ანალიზი”, 2025.
342 მოცემული ვადის განსაზღვრა განაპირობა იმან, რომ 2021 წლის 9 თებერვალს საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა დაამტკიცა „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის
მომზადების პროგრამა“, რაც სავალდებულოა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის,
რომელსაც სურს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება ან დარჩენილი სასჯელის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. პროგრამის დაწყების შესაძლებლობა კი აქვს ისეთ
მსჯავრდებულს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა 12 წელი. ამ დროისთვის პენიტენციურ სისტემაში
ასეთი 59 უვადოდ მსჯავრდებული პირი იმყოფება, რომელთაგან ერთმა უარი განაცხადა მის შესახებ
არსებული ინფორმაციის აპარატისთვის გადაცემაზე. კვლევის ფარგლებში საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი სრულად გაეცნო 47
სისხლის სამართლის საქმის მასალებს 58 უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
მიმართ.
142 |
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორც
სისხლის სამართლის საქმისწარმოებასთან, ისე მსჯავრდებულების მიერ სასჯელის
მოხდასთან დაკავშირებით:
•
უვადო თავისუფლების აღკვეთისა და საშეღავათო მექანიზმების თაობაზე
საქართველოში არსებული მარეგულირებელი ნორმები შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს
•
შესწავლილ საქმეთა დიდი ნაწილი პროცედურულად და შინაარსობრივად
მიესადაგება
მათი
განხილვის
დროს
არსებულ
კანონმდებლობას.
თუმცა
მტკიცებულებების მოპოვების ხარისხი და ტექნოლოგიები არ შეესაბამება თანამედროვე
შესაძლებლობებს
•
გამოიკვეთა
დაუსაბუთებლობის პრობლემა
რამდენიმე საქმეში, სადაც
მტკიცებულებების ერთობლიობა არ ფანტავს გონივრულ ეჭვს პირის მიერ დანაშაულის
ჩადენასთან დაკავშირებით, რაც არსებითად პრობლემურია, რადგან ამგვარი განაჩენებით
პირები უვადო თავისუფლების აღკვეთით არიან მსჯავრდებულები
•
ერთ-ერთ საქმეში გამოიკვეთა
სასჯელის განსაზღვრისთვის სათანადო
დასაბუთების არარსებობა. ასევე, ერთ-ერთ საქმეში სამ მსჯავრდებულს არ მიეცა საქმის
სააპელაციო განხილვაში პირადად მონაწილეობის შესაძლებლობა
•
20 საქმეში გამოიკვეთა ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელთა თაობაზეც
მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ინფორმაცია და, შესაბამისად, არ ჰქონდათ მიმართული
სასამართლოსთვის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. აქედან, 3 მსჯავრდებულის
შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ არსებობს პატიმრების
გათავისუფლების საფუძველი. მათგან 1 მსჯავრდებული, სახალხო დამცველის აპარატის
ჩართულობით უკვე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. კერძოდ, პირი,
რომელიც 2004 წლიდან იხდიდა სასჯელს და რომელიც კანონმდებლობაში შესული
ცვლილებების შედეგად ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, შეიძლებოდა
პენიტენციურ სისტემაში, კანონშეუსაბამოდ, უვადოდ ყოფილიყო სიცოცხლის ბოლომდე,
რომ არა მოცემული ანგარიშის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის მიერ
გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებები. უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს
დაუყოვნებლივ ეცნობა აპარატის მიერ გამოვლენილი საკითხების შესახებ, რის
საფუძველზეც მან მიმართა სასამართლოს, ხოლო სახალხო დამცველი სასამართლოს
მეგობრის მოსაზრებით ჩაერთო საქმის წარმოებაში, შედეგად, მსჯავრდებული სხდომათა
დარბაზიდან გათავისუფლდა
•
ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბრალდების საქმე, მისი მსჯავრდების შემდეგ აღარ
იძებნება პროკურატურასა და სასამართლოებში. საქმის სრული მასალების არარსებობის
პირობებში,
მსჯავრდებული
მოკლებულია
შესაძლებლობას
იდავოს
ახლად
გამოვლენილი გარემოებების გამო, ასეთის გამოვლენისა და სურვილის შემთხვევაში
•
საქმის განხილვის დროისთვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამისად, 4 მსჯავრდებულს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა საქმის ორი
ინსტანციის მიერ განხილვის უფლებით
•
უვადოდ მსჯავრდებულ 9 პირს, ქმედება, რამაც მისი უვადოდ მსჯავრდება
გამოიწვია, 21 წლის ასაკის მიღწევამდე აქვს ჩადენილი.
143 |
მიუხედავად იმისა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს,
კანონმდებლობით
დადგენილი
პირობების
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
შესაძლებლობა აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი
შეეცვალოთ შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან/და
გათავისუფლდნენ სასჯელის შემდგომი მოხდისგან, 2024 წლის მდგომარეობით, ასეთი
საშეღავათო მექანიზმის გამოყენებით არცერთ უვადო თავისუფლებააღკვეთილ
მსჯავრდებულს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება, მათ შორის, არც იმ 37
მსჯავრდებულს, რომელთაც დასრულებული აქვთ „უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა“, რომლის ხანგრძლივობა
2 წელია.343
სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,344 ირკვევა,
რომ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ,
შუამდგომლობის/საჩივრების განხილვის დროს მსჯავრდებულის შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე
და
შესაბამისად,
მისი
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი არის მსჯავრდებულის მიერ
მოხდილი სასჯელის ვადის არასაკმარისად მიჩნევა. განსაკუთრებულად მძიმე
დანაშაულის ჩადენისთვის პროპორციული სასჯელის მოხდის მოთხოვნა სასამართლოს
მხრიდან, ცხადია, შეიძლება სამართლიანი მოთხოვნა იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია
სასამართლომ
ასევე
საფუძვლიანი
ყურადღება
დაუთმოს
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულების
ქცევის
ცვლილების
დინამიკას,
გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი პროგრამის ანგარიშს, პატიმრის დადებით
დახასიათებას და ყველა კომპონენტის ერთობლივად მხედველობაში მიღებით
გამოიტანოს გადაწყვეტილება, რათა უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს არ დარჩეთ
განცდა, რომ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები მათი გათავისუფლების
პერსპექტივას მხოლოდ აბსტრაქტულ ხასიათს ანიჭებს.
2024 წლის განმავლობაში, სასამართლოებმა ერთ-ერთ საქმეზე შუამდგომლობის
განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნებისა და სხვა გარემოებების არსებითად
განხილვასა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კვლავ უარი თქვეს იმ საფუძვლით,
რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტული მსჯავრდებული შეწყალებულია და
დადგენილი აქვს გათავისუფლების ვადა, რის გამოც ასეთი მსჯავრდებულები აღარ არიან
უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და, შესაბამისად, მათზე აღარ ვრცელდება
2024 წლის განმავლობაში განხილული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლების/შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის
თაობაზე განხილული შუამდგომლობების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო
დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის
ანგარიშში.
344 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 24 იანვრის №2070/01 წერილი. თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის №164 წერილი. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22
იანვრის №08 წერილი. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის №22 წერილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის №1571 წერილი. ბათუმის საქალაქო
სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის №26 გ/კ წერილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის
24 იანვრის №14/2025 წერილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის №41-2/10
წერილი.
343
144 |
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულების მიმართ კანონმდებლობით
გათვალისწინებული საშეღავათო მექანიზმები.345 აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებით სასამართლოებში არ არის ერთგვაროვანი მიდგომა იმ უვადო
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა საკითხის შეფასებისას, რომელთაც
პრეზიდენტის აქტით დადგენილი აქვთ გათავისუფლების თარიღი.346 საქართველოს
პარლამენტს, დღეის მდგომარეობით, არ განუხორციელებია საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და პირობით
ვადამდე გათავისუფლების/შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო
შრომით შეცვლის საკითხი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
მიმართ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით განსაზღვრული აქვს
გათავისუფლების ვადა, უნდა განიხილოს საერთო სასამართლოებმა თუ სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
შესაბამისმა
ადგილობრივმა
საბჭოებმა,
კვლავ
შუამდგომლობის განმხილველი ორგანოს (სასამართლო, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივი საბჭო) ინდივიდუალური განმარტების შესაბამისად წყდება. ეს
კი, კვლავ ქმნის არაერთგვაროვანი პრაქტიკისა და არაერთგვაროვანი მიდგომის საფრთხეს,
რამდენადაც ერთი ორგანოს მიერ შუამდგომლობის განხილვის შემთხვევაში, შესაძლოა,
კონკრეტული მსჯავრდებულის მდგომარეობა გაუარესდეს, მაშინ, როდესაც მეორე
ორგანოს მიერ შუამდგომლობის განხილვის შემთხვევაში მსჯავრდებულმა, შესაძლოა,
ისარგებლოს საშეღავათო მექანიზმით.
5.5.ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება347
სახალხო დამცველი არაერთი წელია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს აღასრულონ
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის პრეცედენტული გადაწყვეტილება,348 რომელმაც
გააუქმა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების
შესაძლებლობა მაშინ, როდესაც ჩხრეკის ჩამტარებელ გამომძიებლებს შეეძლოთ, მაგრამ
არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური
მტკიცებულებების მოსაპოვებლად.349
მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს არ უცდიათ, მოეპოვებინათ პირადი
ჩხრეკის ამსახველი იმგვარი ნეიტრალური მტკიცებულება, რაც ობიექტურ დამკვირვებელს,
სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის
345 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება №439/19025 საქმეზე; თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინება №419/22384 საქმეზე.
346 იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ.
260.
347
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
348 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება
საქმეზე, გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104.
349 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტოს ანგარიში, გვ. 123. სახალხო დამცველის 2022 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 123-125. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის
საქმიანობის 2022 წლის ანგარიში, გვ. 151-153.
145 |
ჩადენაში. ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებდა
მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები.350 ეს ხარვეზი
არც სააპელაციო და არც უზენაესი სასამართლოს დონეზე არ გამოსწორებულა.351
5.6.დაცვის უფლების ხელყოფა და დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის
ვალდებულების დაკისრება352
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა უ. ა.-ს მიმართ დაცვის
უფლების ხელყოფის გარემოებები მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.353 აღსანიშნავია,
რომ იმ მომენტიდან, როდესაც უ. ა.-ს შეეზღუდა გადაადგილების თავისუფლება და
პოლიციელების ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ის უკვე იყო
დაკავებული/ბრალდებული და მას ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება ჰქონდა.
მართალია,
კანონით,
ადვოკატის
დაუსწრებლობა
არ
აბრკოლებს
გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარებას, თუმცა საგულისხმოა, რომ ბინას
მთლიანად
პოლიციელები
მტკიცებულებების
აკონტროლებდნენ,
განადგურების
საფრთხეს
რაც
ბინაში
გამორიცხავდა.
არსებული
სავარაუდო
საყურადღებოა,
რომ
ადვოკატები კორპუსის სადარბაზოს შესასვლელ კართან იყვნენ, მაგრამ პოლიციელებმა
ისინი
დააყოვნეს
და
არ
მისცეს
ჩხრეკის
პროცესზე
დასწრების
შესაძლებლობა.
საგამოძიებო ორგანოს მოეთხოვებოდა არა ჩხრეკის გადადება, არამედ უკვე დაწყებულ
ჩხრეკაზე ადგილზე მყოფი ადვოკატების დასწრების უზრუნველყოფა, რათა მათ
დაუბრკოლებლად შეძლებოდათ დაცვის განხორციელება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, იმ ფონზე, როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული
ნივთები სავარაუდოდ იყო უ. ა.-ს ბრალდების დამაფუძნებელი სავარაუდო
მტკიცებულებები, რომელთა მოსაპოვებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკისას ბრალდებულის ადვოკატებისთვის დასწრების შეზღუდვა, შესაძლოა, სწორედ
უ. ა.-ს დაცვის განხორციელების ხელშეშლის მიზანს ემსახურებოდა. მით უმეტეს,
გაურკვეველია, დაცული იქნა თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
დადგენილი სტანდარტი.354
სახალხო დამცველის შეფასებით, დაცვის მხარის დაკავებულ ბრალდებულთან - უ. ა.-სთან
55 წუთის განმავლობაში (ჩხრეკის დასრულებამდე) ადვოკატების შესვლის აკრძალვა
350 სისხლის სამართლის საქმე №070130821002.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენი. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინება.
352 დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.
353 ტელევიზიების პირდაპირი ეთერის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩხრეკის მიმდინარეობისას,
საცხოვრებელი ბინის კართან მდგომი პოლიციელები ადვოკატებს ბინაში არ უშვებდნენ დაახლოებით 55
წუთის განმავლობაში. ამასთანავე, ადვოკატების შენობაში შესვლიდან 7 წუთში, დაკავებული უ. ა.
პოლიციელებმა შენობიდან ჩამოიყვანეს და მანქანაში ჩასვეს.
354 იხ. წინამდებარე თავის ქვეთავი „ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის
კანონიერება“.
351
146 |
ადვოკატების საქმიანობაში უკანონო ჩარევაა, რითაც ბრალდებულის დაცვის
განხორციელებას ხელი შეეშალა. შესაბამისად, იკვეთებოდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - დაცვის
განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევის
ნიშნები.
ამასთანავე, უ. ა.-ს სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარეს დაეკისრა გაუთქმელობის
ვალდებულება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსი არ ადგენს გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლებს და, როგორც წესი, ამ
საქმეშიც, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა
სისხლის სამართლის საქმის სრულ ინფორმაციაზე.355
უწყებების მიერ გავრცელებული საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, სავარაუდოა,
რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით გათვალისწინებული ბრალდების საქმის
მასალები
შეიცავდა
სხვა
პირების
პირადი
ცხოვრების
თაობაზე
ინფორმაციას.
შესაბამისად, ამ ინფორმაციის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გამოსადეგი
საშუალება
შეიძლება
იყოს
დაცვის
მხარისთვის
გაუთქმელობის
ვალდებულების
დაკისრება. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ
გაავრცელეს ინფორმაცია უ. ა.-ს ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და აგრეთვე,
გამოაქვეყნეს
მტკიცებულებების
ნაწილი,
აუცილებელი
გახდა
ბრალდებულის
უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, რათა საზოგადოებას სასამართლოს მიერ განაჩენის
გამოტანამდე არ შექმნოდა შთაბეჭდილება ბრალდებულის დამნაშავეობის თაობაზე.
შესაბამისად, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანი იყო ბრალდების მხარის საჯარო განცხადებებსა და გამოქვეყნებული
მტკიცებულებების ნაწილთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მისცემოდა საწინააღმდეგო
პოზიციის და არგუმენტების გამოთქმის შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ სასამართლოში
სხდომათა უდიდესი ნაწილი დახურული იყო. ამასთანავე, უცნობია, უ. ა.-სთვის
წარდგენილი ბრალდების საბრძოლო მასალის - მასრების უკანონოდ შენახვის ნაწილში
დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრების დასაბუთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
მიზანშეწონილი იყო, ბრალდების მხარეს ემსჯელა უ. ა.-ს საქმეში დაცვის მხარისთვის
დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლების შესახებ და ვალდებულება
გაევრცელებინა სხვა პირების პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციაზე, მათი
იდენტიფიცირების
ნებისმიერი
ფორმით
გამჟღავნებაზე
აკრძალვის
დაწესებით.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა 2024 წლის 6 ივნისს პროკურატურას მიმართა
ბრალდებულ უ. ა.-ს დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე
გამოძიების
355უ.
დაწყებისა
და
დაცვის
მხარისთვის
დაკისრებული
გაუთქმელობის
ა.-სთვის წარდგენილი ბრალი მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვასა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) და პირადი ცხოვრების
საიდუმლოს ხელყოფას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლი).
147 |
ვალდებულების ფარგლების განსაზღვრის თაობაზე წინადადებით.356 2024 წლის 20
დეკემბრის მდგომარეობით, პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობდა წინადადებაში
მითითებული გარემოებების შესწავლა.357
5.7.მოსამართლეთა უცვლელობის პრინციპი358
წლების განმავლობაში, სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში359
მიუთითებდა, რომ სათადარიგო მოსამართლეები საქმის არსებითი განხილვის
დაწყებისთანავე არ ინიშნებოდნენ და უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო
შემადგენლობის ცვლილებისას საქმის არსებითი განხილვა თავიდან არ იწყებოდა.
განაჩენები კი ეყრდნობოდა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ
მოსამართლეს უშუალოდ არ ჰქონდა გამოკვლეული.
საგულისხმოა,
რომ
ამ
საკითხზე
საქართველოს
საკონსტიტუციო
2024
წელს
სასამართლომ
მიღებული
გაიზიარა
გადაწყვეტილებით360,
სახალხო
დამცველის
361
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება , და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე
მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს,
რომელიც არ დაუნიშნავთ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის
ეტაპზე, ართმევს საქმის/ცალკეული მტკიცებულებების თავიდან განხილვის/გამოკვლევის
შესაძლებლობას მაშინ, როდესაც: მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული ისეთი
მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის შეფასებაც მოითხოვს მოსამართლის უშუალო,
პირად მონაწილეობას; არსებობს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტების
საჭიროება და სათადარიგო მოსამართლე სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების
გაცნობის გზით, მის მიერ საქმეში ჩართვამდე გამოკვლეული მტკიცებულებების
შეფასებას.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესრულება
აღმოფხვრის საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს, რაც, თავის
მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების
მნიშვნელოვანი ასპექტის დაცვას.
356 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 6 ივნისის №2024/1670 წინადადება.
357 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 21 ივნისის №13/40467, 5 აგვისტოს №13/51012 და
20 დეკემბრის №13/82423 წერილები.
358 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
359 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები: „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის ანგარიში, გვ. 105-106, 117; 2018 წლის ანგარიში,
გვ. 99, 109; 2019 წლის ანგარიში, გვ. 153, 161; 2020 წლის ანგარიში, გვ. 147.
360 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/4/1300 გადაწყვეტილება
საქმეზე, „გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
361 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 29 ნოემბრის №15-5/14782 სასამართლოს მეგობრის
მოსაზრება.
148 |
5.8.ნასამართლობის ვადის ათვლა362
საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში, იკვეთება ნასამართლობის ვადის
ათვლის სისტემური პრობლემა. ეს საკითხი გავლენას ახდენს როგორც პირისთვის
წარდგენილი ახალი ბრალდების კვალიფიკაციაზე და შესაბამისად, სასჯელზე, ასევე,
მნიშვნელოვანია საშეღავათო მექანიზმების, მათ შორის, ამნისტიის გამოყენების
თვალსაზრისითაც.
სისხლის
სამართლის
კოდექსის
შესაბამისად,
ნასამართლობის
გაქარწყლების
განსხვავებული ვადებია დადგენილი პირობით მსჯავრდების შემთხვევაში და მძიმე
დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ. კოდექსის
79-ე
მუხლის
მიხედვით,
პირობითი
მსჯავრის
შემთხვევაში
ნასამართლობა
363
გაქარწყლებულად მიიჩნევა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ,
ხოლო მძიმე
დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის შემთხვევაში – სასჯელის
მოხდიდან 6 წლის შემდეგ.364 თუმცა, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული
პრაქტიკით,365 დანაშაულის არაერთგზის კვალიფიკაციით მსჯავრდებისას, როცა პირს
წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელის ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით დაენიშნა და ნაწილი ჩაეთვალა პირობითად გამოსაცდელი ვადით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა
(აპარატის მიერ შესწავლილ საქმეში - 6 წელი) აითვლება არა თავისუფლების აღკვეთის
სახით დანიშნული რეალური სასჯელის მოხდიდან, არამედ გამოსაცდელი ვადის
დასრულებიდან.
სამწუხაროდ, ამგვარი პრაქტიკით, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც მსჯავრდებულს,
რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი პირობითად
ჩაეთვალა, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა უფრო გვიან ეწყება და
შესაბამისად, გაქარწყლებისთვის უფრო მეტი დრო უნდა გავიდეს, ვიდრე იმ შემთხვევაში
მოუწევდა, თუ მთლიან სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიდა.
5.9.ექსტრადიციის დასაშვებობა366
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2024 წლის აგვისტოში
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ა. ს.-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საერთო სასამართლოების განჩინებები. შედეგად,
სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა
საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
362 ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის
2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
363 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 79, ნაწ. 3, ქვეპუნქტ. ა.
364 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 79. ნაწ. 3, ქვეპუნქტ. დ.
365 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება საქმეზე №113-21.
366 ამ საქმეზე დეტალური ინფორმაცია იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024
წლის საქმიანობის ანგარიშში.
149 |
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჟურნალისტთა უფლებების
დარღვევისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი
დევნის
თაობაზე
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
საჯარო
წყაროებში
და
ასევე
მითითებული იყო სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიც, საერთო
სასამართლოებმა
დასაშვებად
მიიჩნიეს
აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში
ა.
ს.-ს
ექსტრადირება ისე, რომ არ უმსჯელიათ იმაზე, რამდენად შესაძლებელი იყო, მის მიმართ
ადგილი ჰქონოდა სისხლისსამართლებრივ დევნას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო
და ხომ არ იყო, ამ მხრივ, სახეზე ექსტრადიციის გამომრიცხველი გარემოება.367
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ საქმეთა კოლეგიური
განხილვისას, კოლეგიის შემადგენლობა სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად,
საქმეთა განაწილების ელექტრონულმა პროგრამამ განსაზღვროს;
▪
დადგინდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების ვადა;
▪
მიიღოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების
შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
▪
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განისაზღვროს საგამოძიებო
მოქმედების
განმახორციელებელი
უწყების
ვალდებულება,
ობიექტური
შეუძლებლობის შემთხვევების გარდა, სასამართლოს წარუდგინოს ნეიტრალური
მტკიცებულებები, მათ შორის, ჩხრეკა-ამოღების პროცესის უწყვეტი ვიდეოკადრი
ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, რაც დაადასტურებს საგამოძიებო მოქმედების
კანონიერებას;
▪
შეიცვალოს სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევის წესი და
კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეებს მიენიჭოთ თავმჯდომარეთა არჩევის
უფლებამოსილება;
▪
შევიდეს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 371 მუხლში და მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი
მივლინების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს ერთი წელი;
▪
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში თანამდებობის
პირთა ჩამონათვალს დაემატოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი
ინსპექტორი;
▪
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულის
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა შემცირდეს
რამდენიმე წლით;
367 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის №115 განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
2024 წლის 9 დეკემბრის №2111-24 განჩინება.
150 |
▪
პრეზიდენტის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
გათავისუფლების თარიღის დადგენის შემთხვევაში, განისაზღვროს მის მიმართ
საშეღავათო მექანიზმის გამოყენების და განხილვის ისეთი წესი, რომლითაც,
დაზუსტდება, ეს საკითხი საერთო სასამართლოებმა უნდა განიხილონ უვადო
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის დადგენილი ზოგადი წესისა
და პირობების შესაბამისად, თუ ადგილობრივმა საბჭოებმა პირობით ვადამდე
გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ხოლო, მეორე
მხრივ, არ გაუარესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. ასევე, შესწავლის
შედეგების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები;
▪
განისაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც დაადგენს მაქსიმალურ ზღვარს,
რომელზე უფრო ადრე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც არ იქნება
რელევანტური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდის
გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვის პროცესში და რაც
გამორიცხავს
მსჯავრდებულების
მიმართ
განსხვავებულ
მიდგომას/არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას;
▪
სააპელაციო სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, ავადმყოფობის ან
ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან ავადმყოფობის ან
ორსულობის საფუძველზე განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხთან
დაკავშირებით, საქმეთა განხილვის დროს, მხარის მოთხოვნით საჩივარი ზეპირი
მოსმენით განიხილოს და გამოიკვლიოს ის მტკიცებულება, რომელიც პირველი
ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იყო კანონის დარღვევით;
▪
საერთო სასამართლოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება განიხილონ ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან იმ მსჯავრდებულის
გათავისუფლების საკითხი, რომლის მიმართაც უკვე გამოყენებულია სასჯელის
მოხდის გადავადება;
▪
კანონმდებლობაში მკაფიოდ განისაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულ პირთა მიერ საშეღავათო მექანიზმის გამოყენების საკითხის
განსახილველად მოსახდელი სავალდებულო პერიოდის ათვლის დაწყების თარიღი,
განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში;
▪
შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და საერთო
სასამართლოებს მიეცეთ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
მიმართ გათავისუფლების კონკრეტული ვადის დადგენის უფლებამოსილება,
ასევე, განიხილოს ე. წ. დამზღვევი მექანიზმის368 შემუშავების საჭიროება;
▪
შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის თანახმად, მსჯავრდებულთა
რისკების შეფასების გუნდში ასახულ საიდუმლო ოპერაციულ ინფორმაციაზე
პატიმრის წვდომის ბლანკეტური შეზღუდვა გაუქმდება და სასამართლოს
ე.წ. დამზღვევი მექანიზმის ფარგლებში, თუ სასამართლო უვადო თავისუფლების აღკვეთას
მსჯავრდებულს შეუცვლის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, და მსჯავრდებული მოსახდელ ვადაში
მკვეთრად გააუარესებს ქცევას, პენიტენციურ სამსახურს ჰქონდეს სასამართლოსთვის დასაბუთებული
შუამდგომლობით მიმართვის უფლებამოსილება, საშეღავათო მექანიზმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
368
151 |
დაეკისრება ყოველ ინდივიდუალურ საქმეში ინფორმაციის მსჯავრდებულისთვის
გაცნობის შესაძლებლობაზე მსჯელობის ვალდებულება.
რეკომენდაციები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
▪
უზრუნველყოს სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება კანონმდებლობის
დაცვით;
▪
პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით გამოაქვეყნოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნები;
▪
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56
გადაწყვეტილება შეცვალოს იმგვარად, რომ სააპელაციო და უზენაეს
სასამართლოებში კოლეგიური შემადგენლობის პირობებში საქმის განხილვისას,
კოლეგიის სამივე წევრი შეირჩეს შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე;
▪
გააუმჯობესოს ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა დისტანციური
სასამართლო პროცესებისთვის იმგვარად, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის
შესაძლებელი იყოს კომუნიკაციის კონფიდენციალურობა;
▪
გადახედოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად,
ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56
გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებს;
▪
უზრუნველყოს საკანონმდებლო ან/და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება,
მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით ან ვიწრო სპეციალიზაციის შემოღებით,
მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული სარჩელების გონივრულ ვადაში განხილვის
და საქმისწარმოების გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს:
▪
ყოველწლიურად
დაამუშაონ
სტატისტიკური
ინფორმაცია
თითოეული
მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობის, ყოველწლიურად
მათთვის დაწერილი საქმეების რაოდენობისა და ყოველწლიურად მათ მიერ
დასრულებული საქმეების რაოდენობის შესახებ;
▪
ყოველწლიურად
დაამუშაონ
სტატისტიკური
მონაცემები
საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ვადების დაცვის თაობაზე, რათა
ფლობდნენ ინფორმაციას, სასამართლოებში რამდენი საქმე განიხილება
კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით და რამდენი დარღვევით.
152 |
6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
6.1. შესავალი
2024 წელს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით, არსებითი პროგრესი არ
გამოკვეთილა. მეტიც, ზოგიერთ ასპექტში უკუსვლა შეინიშნებოდა, რაც ძირითადად
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად კი,
შესაძლებელი გახდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების
საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში
ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს შეეზღუდოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
1652 მუხლით გათვალისწინებული უფლება (უფლებები), რომელ(ებ)იც დაკავშირებულია
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან.369 გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მიმართვის
საფუძველზე.
საყურადღებოა,
რომ
დაწესებულების დირექტორს არ აქვს უფლებამოსილება გადაამოწმოს უსაფრთხოების
სამსახურის მიმართვის საფუძვლიანობა. გამომდინარე აქედან, კანონმდებელმა შექმნა
წინაპირობა, რომლის მიხედვითაც, პირს შეიძლება დაუსაბუთებლად შეეზღუდოს პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.370
სამწუხაროა, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს პენიტენციურ კოდექსში შეტანილი ცვლილების
თანახმად,
ხანმოკლე
პაემნის
ვიდეოპაემნით
ჩანაცვლების
შესაძლებლობა
მსჯავრდებულებს 2026 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ, ვინაიდან იუსტიციის
სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ყველა პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი
ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მზადყოფნა.371 კერძოდ, 2023 წლის
ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია,372 №2, №3, №6, №12 და №18
პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღეჭურვათ ვიდეოპაემნისათვის
აუცილებელი
ინფრასტუქტურით.
აღსანიშნავია,
რომ
№12
დაწესებულებაში
მიმდინარეობს ვიდეოპაემნის სივრცის დაპროექტება,373 ასევე, მისასალმებელია, რომ №2
და №18 დაწესებულებებში ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო და
ამავე დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ
ვიდეოპაემნის უფლებით. ვიდეოპაემნის ინფრასტრუქტურა ასევე მოეწყო №3 და №6
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებშიც.
369 ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე
პაემნის, ხანგრძლივი პაემნისა და პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების
დატოვების უფლებები. გარდა ამისა, მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს ვიდეოპაემნისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებები.
370 დეტალური ინფორმაცია იხ. წინამდებარე თავის შემდეგ ქვეთავში - „პენიტენციურ კოდექსში 2024
წლის 17 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები“.
371
საქართველოს კანონის პროექტზე, „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
განმარტებითი ბარათი, < https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/374853? > [ბოლოს ნანახია 19.02.2025].
372 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 144.
373
იუსტიციის სამინისტროს პოზიცია 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში
სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე. ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე:
< https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/zedamxedveloba/adamianisuflebebi/2024/pozicia-iusticia-2.pdf >
[ბოლოს ნანახია 18.02.2025].
153 |
სახალხო დამცველი მიესალმება გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას,
რომლითაც სრულად გასაჯაროვდა „ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
შეტყობინების თაობაზე“ 2022 წლის 4 ნოემბრის ბრძანება.374 ამ ნაბიჯით, გენერალურმა
პროკურორმა სრულად შეასრულა სახალხო დამცველის გასული წლის საპარლამენტო
ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია.375 2024 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ,
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ წერილობით ეცნობა 1 800 (ათას
რვაას) პირს,376 რაც აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. კერძოდ, 2023 წელს 1 358 პირს
ეცნობა.377 სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუ რამდენ შემთხვევაში გასაჩივრდა 2023
და 2024 წლებში განხორციელებული შეტყობინების ფაქტები, თუმცა გაირკვა, რომ
საქართველოს გენერალური პროკურატურა და საერთო სასამართლოები, ამგვარ
სტატისტიკას არ აწარმოებენ.378
დამატებით, დადებითად არის შესაფასებელი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მიერ,
საანგარიშო
პერიოდში,
არასრულწლოვანი
ბრალდებულებისა
და
მსჯავრდებულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებისთვის სასაუბრო დროის
დაფინანსება თვის განმავლობაში 60 წუთის ხანგრძლივობით.379
წინამდებარე თავში მიმოხილული იქნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლების
შემდეგი
საკითხები:
გარე
სამყაროსთან
კონტაქტი
პენიტენციურ
დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პირთა საცხოვრისებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
6.2. პენიტენციურ კოდექსში 2024 წლის 17 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები380
2024 წელს პენიტენციურ კოდექსს დაემატა 1261 მუხლი, რომლის შედეგადაც საქართველოს
კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის
ჩადენაში
ან
ტერორიზმში
ბრალდებულ/მსჯავრდებულ
პირს381
შესაძლებელია შეეზღუდოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1652 მუხლით
გათვალისწინებული მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი
საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №211-გ „ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინების თაობაზე“. < https://shorturl.at/nHN8E >[ბოლოს
ნანახია 07.03.2025].
375 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 146.
376 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 18 მარტის №13/17058 წერილი.
377 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 142.
378 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 18 მარტის №13/17058 წერილი. თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის №65/2025 წერილი. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ მოგვაწოდა მონაცემები 2025 წლის 20 თებერვლის №99-2/10
წერილით.
379 არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით
ისარგებლებენ,
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
განცხადება,
18.04.2024.
<https://sps.gov.ge/news/4441?type= > [ბოლოს ნანახია 25.02.2025].
380
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
381 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული/მსჯავრდებული პირი.
374
154 |
პაემნისა და პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების
დატოვების უფლებები. გარდა ამისა, მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს
ვიდეოპაემნისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უფლებები. გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მიმართვის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება (უფლებები) შეიძლება
შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. შეზღუდვა ასევე შესაძლებელია გახანგრძლივდეს, ან
ხელახლა შეიზღუდოს იმდენჯერ, რამდენჯერაც პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი. თითოეულ ჯერზე
შეზღუდვის ხანგრძლივობა 3 თვეა. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში, რაც არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გარე
სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გამართლდეს
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით,
კონკრეტული ინფორმაციის არსებობისას. თუმცა, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის
ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც მონაწილეობდა საკომიტეტო მოსმენაში,
განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა, ერთი მხრივ, უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ
ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, გადაწყვეტილების მიმღებ პირს უნდა ჰქონდეს ამ
ინფორმაციის სრულფასოვნად განხილვისა და აუცილებელი და პროპორციული
გადაწყვეტილების
მიღების
შესაძლებლობა.
კანონპროექტით
და
საბოლოოდ
დამტკიცებული კანონის რედაქციით, ეს რთულად წარმოსადგენია, რამდენადაც
გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად განსაზღვრულია პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი, რომელსაც შეუძლია პატიმარი უფლებებში შეზღუდოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა, იქვე,
კანონმდებლობა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა „ისეთი
ფორმით“ უნდა მიაწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებასა და
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ამ ნაწილში აპარატს მიაჩნია, რომ
კანონმდებლობის ჩანაწერი ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ დაწესებულების
დირექტორს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიეწოდოს მხოლოდ
ზოგადი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია კონკრეტული
ბრალდებული/მსჯავრდებული პირი შეიზღუდოს უფლებებში და ამ ინფორმაციის
შინაარსობრივად შემოწმების შესაძლებლობა გადაწყვეტილების ფორმალურად მიმღებ
პირს - ციხის დირექტორს - ვერ ექნება. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით,
აპარატმა საქართველოს პარლამენტს შესთავაზა, რომ უფლების შემზღუდავ სუბიექტად
განესაზღვრა სასამართლო, რომელსაც სრული წვდომა ექნებოდა როგორც ოპერატიულსამძებრო, ისე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. სასამართლოსადმი
მიმართვის უფლება კი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს მინიჭებოდათ. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ
გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია.
155 |
შესაბამისად, პრობლემურია, რომ უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება
პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა შეიძლება მიიღოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, თუმცა ამ მიმართვის უკან რა
კონკრეტული ინფორმაცია და საფრთხე დგას, ამის გადამოწმების მექანიზმს კანონი არ
ითვალისწინებს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სამსახურის ფუნქცია არ არის სახელმწიფო
უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვა და დაწესებულების გარეთ დანაშაულის ჩადენის
პრევენცია, რაც ამ ცვლილების მიზანია. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი არ უნდა იყოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები, რელევანტური პირი.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების (უფლებების) შეზღუდვის ხარისხისა და
დაცვის ობიექტის გათვალისწინებით, როგორც უკვე აღინიშნა, უმჯობესი იქნებოდა,
გადაწყვეტილება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/დაწესებულების დირექტორის
ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი მიმართვისა და წარდგენილი
ინფორმაციის განხილვის საფუძველზე, თავიდანვე სასამართლოს მიეღო.
გარდა ამისა, არც პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლი, და არც სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 1652 მუხლი არ გამორიცხავს გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა
საშუალების ერთდროულად შეზღუდვის შესაძლებლობას. ეს ეწინააღმდეგება
საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც კომუნიკაციის საშუალებები და
პაემნები შეიძლება შეიზღუდოს გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან,
დანაშაულის პრევენციის ან მსხვერპლთა დასაცავად, თუმცა სასამართლოს მიერ
მიღებული შეზღუდვების შემთხვევაშიც კი, შენარჩუნებული უნდა იყოს მინიმალური
კონტაქტის შესაძლებლობა გარე სამყაროსთან.382 მინიმალური კონტაქტის შენარჩუნების
მნიშვნელობაზე მიუთითებს თავად პენიტენციური კოდექსი, რომელიც დისციპლინური
სახდელების დაკისრებისას დაუშვებლად მიიჩნევს სატელეფონო საუბრის, პირადი
ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლებისა და ხანმოკლე პაემნის
უფლების ერთდროულად შეზღუდვას.383 აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია
კანონმდებლობამ არც სხვა შემთხვევებში დაუშვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სრული იზოლაცია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა ხსენებული რისკები
წარმოშვა, მისასალმებელია, რომ პრაქტიკაში ამ ცვლილებებს არსებითი ნეგატიური
გავლენა პატიმრების უფლებებზე ჯერჯერობით არ მოუხდენია. კერძოდ, ამ დროისთვის
მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის მიმართ, ერთჯერადად, 3 თვის ვადით, იქნა
გამოყენებული წინამდებარე ქვეთავში განხილული შეზღუდვა, რაც ანგარიშის შედგენის
დროისთვის უკვე გაუქმებული იყო.384
382 ციხის ევროპული წესები. წესი 24.2.
383 პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი.
384 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 28 იანვრის №25/854, 2025 წლის 29 იანვრის
№25/910, 2025 წლის 29 იანვრის №25/911, 2025 წლის 29 იანვრის №25/908 და 2025 წლის 29 იანვრის №25/909
წერილები. №1 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 31 იანვრის №27879/01 წერილი, №3
პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 31 იანვრის №27502/21 წერილი, №6 პენიტენციური
დაწესებულების 2025 წლის 3 თებერვლის №29426/23 წერილი, №8 პენიტენციური დაწესებულების 2025
156 |
სახალხო დამცველის აპარატი ამ ცვლილების პრაქტიკაში გამოყენებას მომავალშიც
აქტიურად დააკვირდება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული პატიმრების უფლებები, მათ
შორის, გარესამყაროსთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება.
6.3. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში
6.3.1. საკანონმდებლო მდგომარეობა
ზემოთ მიმოხილული 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილების გარდა, საკანონმდებლო
დონეზე გარე სამყაროსთან პატიმრების კონტაქტის უფლების რეალიზების კუთხით კვლავ
არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება. კერძოდ:
▪
არ გაუქმებულა დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის
შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი კონტაქტი დანაშაულს
უკავშირდება;
▪
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებებსა
და
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულებისთვის არ გაზრდილა
პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა;
▪
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს
ეზღუდება ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში დაწესებულების
დროებით დატოვების უფლება;
▪
არ გაუქმებულა დისციპლინური სახდელის სახით პირადი ტელევიზორით ან
რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
▪
არ არის განსაზღვრული პატიმრების დისციპლინური დარღვევის სახეები
(ნაკლებად მძიმე დარღვევა, მძიმე დარღვევა და განსაკუთრებით მძიმე დარღვევა)
და დარღვევის თითოეული სახის მიმართ შესაბამისი სახდელები (სახდელის
სიმკაცრის გრადაცია);
▪
პროკურორებს/გამომძიებლებს კვლავ რჩებათ შესაძლებლობა, რომ ბრალდებულებს
შეუზღუდონ სატელეფონო საუბრის უფლება, რაც, მათ შორის, ადვოკატთან
კომუნიკაციის შემთხვევებზეც ვრცელდება;
▪
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის
ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა;
▪
▪
ბრალდებულებს კვლავ არ აქვთ ვიდეოპაემნის უფლება;
არ
გაზრდილა
კვლავ შესაძლებელია, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს 9 თვეზე მეტი ხნით
შეეზღუდოთ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით,
სახალხო დამცველმა გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცლად მიმოიხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მის საფუძველზე
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.385 სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში
საქართველოს პარლამენტს ეს ხარვეზი არ აღმოუფხვრავს.
წლის 3 თებერვლის №29074/01 წერილი და №10 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 30 იანვრის
№25930/25 წერილი.
385 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტოს ანგარიში, გვ. 135-136.
157 |
6.3.2.
პრაქტიკაში არსებული გამოწვევები
პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგისა და პატიმრების განცხადებების
შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ კანონმდებლობაში არსებული პრობლემური
ჩანაწერების მიღმა, საანგარიშო პერიოდში გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით,
მნიშვნელოვანი ხელშემშლელი გარემოებები პრაქტიკაშიც შენარჩუნდა:
▪
პატიმრების მიმოწერის უფლების დარღვევა;
საანგარიშო პერიოდში პატიმრების მხრიდან უფლების დარღვევის ფაქტებზე
მომართვიანობა შემცირებულია. თუმცა, აპარატმა, ორი მსჯავრდებულის მომართვის
საფუძველზე,
კორესპონდენციის
შესაძლო
შეზღუდვის
ფაქტები
შეისწავლა.
შედეგებიდან გამომდინარე, აპარატმა ორივე შემთხვევაში მიმართა იუსტიციის მინისტრს
პატიმართა
მიმოწერის
უფლების
დარღვევის
ფაქტებზე
დისციპლინური
სამართალწარმოების დაწყების წინადადებით. თუმცა, სამინისტროს ცნობით, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის
ჩადენა არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა.386
▪
მსჯავრდებულების
ოჯახის
წევრებისგან
დაწესებულებებში განთავსება;387
შორს
მდებარე
პენიტენციურ
საანგარიშო პერიოდში, გასული წლის მსგავსად,388 2024 წელსაც არაერთი პატიმარი
ითხოვდა ოჯახთან ახლოს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, რათა
შეძლებოდათ ოჯახის წევრებთან შეხვედრა და მათგან ამანათების მიღების უფლებით
სარგებლობა. პრობლემა უფრო მწვავეა ქალი პატიმრების შემთხვევაში, ვინაიდან,
ერთადერთი, შესაბამისი პენიტენციური (№5) დაწესებულება აღმოსავლეთ საქართველოში
(გარდაბნის მუნიციპალიტეტში) მდებარეობს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
შესწავლილი
საქმეები
ცხადყოფს,
რომ
რიგ
შემთხვევებში
მსჯავრდებულების
განთავსებას მათი ან მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილებიდან შორს მდებარე
დაწესებულებაში დასაბუთებული საფუძველი არ აქვს და მათ ოჯახთან კომუნიკაცია
გაუმართლებლად ეზღუდებათ.
აპარატის წარმოებაში არსებული საქმეების თანახმად, უმეტესად №1 ან №2 პენიტენციურ
დაწესებულებებში (ლაითური, ქუთაისი) განთავსებული მსჯავრდებულები აცხადებდნენ,
რომ მათი და მათი ოჯახის წევრების (ახლო ნათესავების) საცხოვრებელი ადგილია
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ესა თუ ის მუნიციპალიტეტი და ამის გამო
ითხოვდნენ შესაბამისი ტიპის (რისკის) აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ
პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, რასთან დაკავშირებითაც სახალხო
დამცველის აპარატმა არაერთი საქმე შეისწავლა. ამავე პერიოდში აპარატმა შეისწავლა
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
387 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
388 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 138-139.
386
158 |
№10 პენიტენციურ დაწესებულებაში (ქსანი) მოთავსებული მსჯავრდებულის საქმე,
რომელიც დასავლეთ საქართველოში, №1 ან №2 პენიტენციურ დაწესებულებაში
გადაყვანას ითხოვდა.389
შესწავლილი საქმეების თანახმად, მსჯავრდებულების ან მათი ოჯახის წევრების
საცხოვრებელ
ადგილთან
კანონმდებლობით
უსაფრთხოების
ახლოს
მდებარე
გარანტირებული
უფლების
ან
გადატვირთულობის
დაწესებულებაში
შეზღუდვა
თავიდან
განთავსების
განპირობებული
არიდების
მოტივით,
იყო
თუმცა,
საგულისხმოა, რომ №1 და №2 პენიტენციური დაწესებულებების მსგავსად, №10 და №8
პენიტენციურ დაწესებულებებშიც უზრუნველყოფილია მომეტებული რისკის მქონე
მსჯავრდებულთათვის განთავსების და გადაადგილების პირობები. გადატვირთულობის
თავიდან
არიდების
მოტივი
№8
პენიტენციურ
დაწესებულებასთან
მიმართებით
უმეტესწილად რეალურია, თუმცა №10 დაწესებულების გადატვირთულობის რისკი დღის
წესრიგში არ დგას.
პენიტენციური სამსახურისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის
ივლისის მდგომარეობით, №10 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიზარდა საშტატო
ერთეულების რაოდენობა და მიმდინარეობს ვაკანტური ადგილების შევსების პროცესი.
გარდა ამისა, გრძელდება დაწესებულების ადმინისტრაციული ნაწილის სამშენებლო
სამუშაოები,
სადაც
მოეწყობა
ხანმოკლე/ხანგრძლივი/ვიდეოპაემნებისთვის
და
დისტანციური ჩართვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ პროცესების დასრულების
შემდგომ
შესაძლებელი
გახდება
№10
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ლიმიტით
390
განსაზღვრულ პატიმართა რაოდენობის მიღება.
ის პატიმრები, რომელთა შესახებაც ოჯახის წევრების საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე
ახლოს მდებარე დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინიტრს ან სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, კვლავ იმავე პენიტენციურ დაწესებულებებში
რჩებიან, საიდან გადაყვანასაც ითხოვდნენ.391
▪
ფოსტის მეშვეობით ამანათის მიღების უფლების შეზღუდვა392
გასული
წლის
საპარლამენტო393
დეპარტამენტის
საქმიანობის
სპეციალური
პენიტენციური
და
სისხლის
ანგარიშებში
394
სამსახურის
სამართლის
კრიტიკულად
მართლმსაჯულების
შეფასდა
პენიტენციური
2023
წელს
დაწესებულებების
389 მაგ., შ. ჩ.-ს საქმე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის
№180010/01 წერილი, 2024 წლის 19 ივლისის №212484/01 წერილი.
391 ინფორმაცია გადამოწმებულია 2025 წლის 23 იანვარს, ამასთანავე, მსჯავრდებულთა ნაწილი
გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
392 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
393 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 139.
394 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, 186-189.
390
159 |
დებულებებში ამანათის მიღების წესთან დაკავშირებით შესული ცვლილებები (დაწესდა
ამანათის მიღების ლიმიტი, აიკრძალა საფოსტო ამანათები (გარდა ფოტოსურათებისა),
აგრეთვე, აიკრძალა ამანათით საკვები პროდუქტების შეგზავნა).395 საანგარიშო პერიოდში
ამ ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგებიც გამოვლინდა. კერძოდ, ოჯახის
წევრების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში,
პატიმარს მათგან ამანათის მიღების შესაძლებლობაც წაერთვა, მაშინ როდესაც ოჯახზე
არიან დამოკიდებულნი ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის
კუთხით. მაგალითად, ერთ-ერთმა პატიმარმა, იმ ფონზე, რომ აღარ აქვს ფოსტის
მეშვეობით
ამანათის
მიღების
შესაძლებლობა,
ხოლო
ოჯახი,
პენიტენციური
დაწესებულებიდან შორს ცხოვრების გამო, ვერ ახერხებდა დაწესებულებაში მისვლას
ამანათის შესაგზავნად, მაღაზიის მეშვეობით სცადა საჭირო ნივთების შეძენა. გაირკვა,
რომ მაღაზიაში 2024 წლის ივლისში შეკვეთილი ტანსაცმელი მან 2024 წლის ოქტომბერში
მიიღო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხების თანახმად, შპს „ექსპრეს
ქსელი“
ვერ
396
მოძიებას,
ახერხებს
მსჯავრდებულის
მიერ
შეკვეთილი
ტანსაცმლის
ბაზარზე
რის გამოც მსჯავრდებულს უწევს თვეობით ლოდინი ან ნაკლებად ხარისხიანი
და მისი შეკვეთისგან განსხვავებული ტანსაცმლის მიღებაზე დათანხმება.
როგორც აღინიშნა, აიკრძალა ამანათით საკვები პროდუქტების შეგზავნა, თუმცა
სადღესასწაულო დღეებში, გამონაკლისის სახით, პატიმრებს შეუძლიათ ცალკეული
პროდუქტების ამანათით მიღება, რის შესახებაც, დადგენილი პრაქტიკით, პატიმრებს
წინასწარ ეცნობებათ და მიეწოდებათ დასაშვები პროდუქტების სია. აღსანიშნავია, რომ
საგამონაკლისო წესით ამანათის დაშვებისას პატიმრის წინასწარ გაფრთხილების წესი
დაწესებულების დებულებით არ რეგულირდება. შესაბამისად, დღესასწაულამდე ერთი
დღით ადრე პატიმრების ინფორმირება ამ გამონაკლისის შესახებ, კანონდარღვევად ვერ
შეფასდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, მსგავსი
საშეღავათო გამონაკლისი არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მისით სარგებლობის
შესაძლებლობა მიეცეს როგორც ადგილობრივ, ისე საცხოვრებელი ადგილიდან შორს
მდებარე
პენიტენციურ
დაწესებულებებში
განთავსებულ
პატიმრებს,
მათთვის
უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
▪
სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დაკავშირება397
2021 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ398 დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი
და არაკონსტიტუციურად ცნო დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს და სამარტოო
395 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის №947, №948, №949, №950, №951, №952,
№953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960 ბრძანებები.
396 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის
№319335/01 და 2024 წლის 21 ნოემბრის №350106/01 წერილები.
397 სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში.
398 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/3/1441 გადაწყვეტილება
საქმეზე, „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
160 |
საკანში ყოფნისას სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის ბლანკეტური
შეზღუდვა. მოგვიანებით კანონმდებლობით დარეგულირდა ცხელ ხაზზე შეუფერხებლად
დასაკავშირებლად საჭირო გარანტიები და პროცედურები. შედეგად, სახალხო დამცველის
აპარატის ცხელ ხაზზე პატიმრების სატელეფონო ზარები დაწესებულების ხარჯით
ხორციელდება.399 მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში გაირკვა, რომ სახალხო
დამცველის აპარატის სატელეფონო ცხელ ხაზზე - 14 81 დაკავშირებას ტექნიკური ხასიათის
პრობლემის გამო ვერ ახერხებენ პატიმრები, რომლებსაც სატელეფონო ბარათი
დამზადებული არ აქვთ (ახალშესახლებულები) და რომლებსაც ბარათზე თანხა არ აქვთ.
პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებს სატელეფონო ზარების
განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ მას შემდეგ, რაც დამზადდება მათი საბანკო
პლასტიკური ბარათები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის სატელეფონო ცხელ ხაზზე - 14 81 დარეკვა უფასოა, სატელეფონო
ბალანსზე თანხის არარსებობის შემთხვევაში ზარის განხორციელება ტექნიკურად
შეუძლებელია.
სახალხო დამცველის შეფასებით, თანხის სატელეფონო ბარათის ანგარიშზე არარსებობა
არ უნდა იწვევდეს პატიმრის შეფერხებას, რათა საკუთარი უფლებების დასაცავად ცხელი
ხაზის საშუალებით დაუკავშირდეს ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობაზე
უფლებამოსილ კონსტიტუციურ ორგანოს - საქართველოს სახალხო დამცველს.
▪
ხანმოკლე პაემანი ფიზიკური კონტაქტის გარეშე; 400
გასული
წლების
მსგავსად,
პენიტენციურ
დაწესებულებებში,
გარდა
№11
(არასრულწლოვანთა) და №16 (დაბალი რისკის) დაწესებულებებისა, ხანმოკლე პაემნები
მინის ბარიერის მიღმა, ტელეფონების მეშვეობით ხორციელდებოდა და პატიმრებს არ
ჰქონდათ ახლობლებთან ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობა.
▪
სატელეფონო საუბარი არაკონფიდენციალურ გარემოში
№6 დაწესებულებაში ვიზიტის დროს დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ
სატელეფონო
საუბრის
უფლების
კონფიდენციალურად
განსახორციელებლად
დაწესებულებაში მოწყობილია იზოლირებული ოთახი, სახალხო დამცველის ან სხვა
უწყების ცხელ ხაზზე დასარეკად პატიმრები გაჰყავთ დერეფანში მოთავსებულ
ტელეფონებთან, სადაც საუბარს ესწრება დაწესებულების თანამშრომელი და პატიმრებს
არ
აქვთ
კონფიდენციალური
საუბრის
შესაძლებლობა.401
რიგ
პენიტენციურ
დაწესებულებებში,
ინფრასტრუქტურა კვლავ იმგვარად არის მოწყობილი, რომ
ტელეფონის აპარატები განთავსებულია ან სამორიგეოში ან კაბინაში, რომელსაც არ აქვს
ხმის იზოლაცია და პატიმრების საუბარი კაბინის გარეთაც ისმის.
399 საქართველოს პენიტენციური კოდექსი, მუხლი 116, ნაწ. 9.
400 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში.
401 №6 პენიტენციური დაწესებულების ვიზიტის შემდგომი ანგარიში, სახალხო დამცველის სპეციალური
ანგარიში, 2024, გვ. 18.
161 |
▪
საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირების სირთულე
კვლავ პრობლემად რჩება საზღვარგარეთ მყოფ ოჯახებთან დაკავშირების სირთულე.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, არ გაუქმებულა საერთაშორისო
ზარისთვის ლიმიტირებული კვირაში 2 დღე. ასევე, საერთაშორისო ზარების და
კორესპონდენციის საფასური შეუსაბამოდ მაღალია.
▪
ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების არქონა ბრალდებულებისთვის
ბრალდებულებისთვის
ვიდეოპაემნის
პენიტენციური
უფლებას.
გაუგებარია,
კოდექსი
რატომ
საერთოდ
უზღუდავს
არ
ითვალისწინებს
კანონი
ბრალდებულს
ვიდეოპაემნის უფლებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ის რისკების გამომრიცხავი
სპეციალური წესით ხორციელდება. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ, საკონსტიტუციო
სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება და ამ მოთხოვნაში გამოძიების ინტერესებისა
და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაინახა;402
▪
ვიდეოპაემნის
მხოლოდ
საქართველოს
ფარგლებში
განხორციელების
შესაძლებლობა;
წინა წლების მსგავსად, უცხოელი პატიმრები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე
საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულები, ოჯახის წევრების საზღვარგარეთ ყოფნის
გამო ვერც ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობენ, და ვერც
ვიდეოპაემნით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს ვიდეოპაემნების
იმგვარად რეგულირების აუცილებლობაზე, რომ ვიდეოზარის განსახორციელებლად
საჭირო აღარ იყოს პატიმრის ოჯახის წევრის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ
ერთეულში გამოცხადება.403
▪
დისციპლინური სახდელის სახით კონტაქტის შეზღუდვა
გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება დისციპლინური სახდელის სახით
პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა. საერთაშორისო სტანდარტები
დაუშვებლად
მიიჩნევს
დისციპლინური
სახდელის
სახით
პატიმრისთვის
გარე
სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას.404 უნდა აღინიშნოს, რომ №2 დაწესებულებაში 2024
წელს
პატიმართა
მიმართ
გამოყენებული
დისციპლინური
დასჯის
საერთო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №1/1/1602,1603 გადაწყვეტილება
საქმეზე, „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50.
403
წამების პრევენციის ქვეკომიტეტი მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს თანამედროვე
ტექნოლოგიები გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ანგარიში
ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. მისამართზე:
<https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CAT%2FOP%2FGEO%2FROSP%
2F1&Lang=en > პარა. 92
404 ნელსონ მანდელას წესები 43.3.
402
162 |
შემთხვევების405 58% სამარტოო საკანში მოთავსება იყო. სამარტოო საკანში მოთავსებულ
პატიმარს კი კანონით406 ეკრძალება გარე სამყაროსთან კონტაქტის ისეთი საშუალებები,
როგორიცაა ხანმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი და სატელეფონო საუბარი. რაც
შეეხება №8 დაწესებულებას, 2024 წელს გამოყენებული დისციპლინური დასჯის საერთო
შემთხვევებიდან 36% იყო სამარტოო საკანში მოთავსება, ხოლო 40% გარე სამყაროსთან
კონტაქტის შეზღუდვა (სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და ხანმოკლე პაემნის უფლების
შეზღუდვა).407
6.4. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და
ალტერნატიულ საცხოვრისებში408
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში სრულად შენარჩუნდა
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით არსებული
ყველა ის გამოწვევა, რაზეც გასულ წელს სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში
მიუთითებდა.409 ეს თანაბრად ეხება, როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ამასთანავე,
პრაქტიკულ გამოწვევებს. შედეგად, კვლავ იმავე სახით მოქმედებს „ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის საფუძველზეც
ექიმი უფლებამოსილია უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით
შეზღუდოს პაციენტის რიგი უფლებები საკუთარი გადაწყვეტილებით, რომლებიც, მათ
შორის, უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვან ასპექტებს.410
ამასთანავე, მონიტორინგის შედეგად კვლავაც გამოიკვეთა, რომ:
▪
პაციენტებისთვის ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობა ექიმისა და დამხმარე
პერსონალის ნებართვასა და კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული;
▪
პაციენტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულებიდან გაწერის
გარეშე დატოვონ სტაციონარი;
▪
შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი).
პრობლემები გამოიკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით,
ალტერნატიულ საცხოვრისებშიც. კონკრეტულად, ტელეფონთან წვდომა შედარებით
შეზღუდულია დიდი ზომის ინსტიტუციებში, როგორიცაა შშმპ პანსიონატები და სენაკის
ალტერნატიული საცხოვრისები, სადაც მხოლოდ ერთეულ ბენეფიციარებს აქვთ კუთვნილი
405 2024 წელს, №2 დაწესებულებაში, სულ 297-ჯერ მიმართეს დისციპლინურ დასჯას.
406 პენიტენციური კოდექსის 78-ე მუხლი, მეორე ნაწილი.
407 2024 წელს, №8 დაწესებულებაში, სულ 894-ჯერ მიმართეს დისციპლინურ დასჯას.
408 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
409 სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, გვ. 140-141.
410 ექიმს შეუძლია შეუზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა: მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და
გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ;
გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე;
მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე;
სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო
საშუალებებით და სხვა უფლებები.
163 |
მობილური ტელეფონები. საერთო ჯამში, დაწესებულებების კუთვნილ ტელეფონთან
წვდომის და მნახველის მიღების კუთხით არცერთი ტიპის საცხოვრისის სერვისში არ
გამოვლენილა
პრობლემები,
თუმცა
ბენეფიციარებს,
ვისაც
პერსონალის
ან
დაწესებულებების კუთვნილი ტელეფონით უწევთ დარეკვა, კონფიდენციალურ გარემოში
საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
6.5.გარე სამყაროსთან კონტაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში 411
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი
სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №231 ბრძანების 25-ე მუხლის
მიხედვით, ცენტრში დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, უცხოელის
განთავსება მკაცრი ზედამხედველობის ოთახში არა უმეტეს 10 დღის ვადით არის
შესაძლებელი. ბრძანება ითვალისწინებს შესაძლებლობას მკაცრი ზედამხედველობის
ოთახში მოთავსების შემდგომ პირს შეეზღუდოს უფლება შეხვდეს სასურველ პირს,
ისარგებლოს ტელეფონით, რეკრეაციული ზონით, მიიღოს და გააგზავნოს ამანათი.
შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, შესაძლოა,
ერთბაშად შეეზღუდოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება.412 სახალხო
დამცველი მიიჩნევს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვა
დისციპლინური სახდელის სახით დაუშვებელია.413
ამასთანავე, გასული წლის მსგავსად,414 დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთათვის გამოყოფილ დროებითი განთავსების
ცენტრში მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომია ტელეფონი და ინტერნეტი, ასევე
შეუძლიათ მიიღონ მნახველი და ამანათი. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მათ
გარკვეული შეზღუდვები აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. კერძოდ,
ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერით სარგებლობა კვლავ დღეში ორჯერ, თითო
საათით არის შესაძლებელი. სახალხო დამცველი, წლებია, გასცემს რეკომენდაციას, რომ იმ
ფონზე, როდესაც ცენტრში მოთავსებულ პირებს არ შეეთავაზებათ ორგანიზებული
აქტივობები და ისინი მოკლებულნი არიან ოჯახთან ხშირი კონტაქტის შესაძლებლობას,
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ცენტრში დღის განმავლობაში კომპიუტერით
სარგებლობის დრო. ამასთანავე, ცენტრში ვიზიტორის მიღება შეიძლება სამშაბათს და
პარასკევს - 10:00 – 13:00 საათამდე და მხოლოდ 20 წუთით, რაც შორი მანძილიდან და
იშვიათად მოსულ მნახველთან შეხვედრისთვის გაუმართლებელი შეზღუდვაა.
წინადადებები
411 ვრცლად იხ. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიშში.
412 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული
ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს №231 ბრძანების 25-ე მუხლი.
413 ვრცლად იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის შსს დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის
ანგარიში. 2023 წელი. გვ. 11.
414 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარალამენტო ანგარიში, გვ. 141.
164 |
საქართველოს პარლამენტს:
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლში და ამ ნორმით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლების
შეზღუდვის
თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ;
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლში და გაუქმდეს
მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის,
საოჯახო პაემნის, ვიდეოპაემნის უფლებების ერთდროულად შეზღუდვის
შესაძლებლობა;
▪
შევიდეს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლში და
გაუქმდეს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის და ხანგრძლივი
პაემნის უფლებების ერთდროულად შეზღუდვის შესაძლებლობა;
▪
შევიდეს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და განისაზღვროს
ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის
ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ დადგენილების
გახანგრძლივების მაქსიმალური 9-თვიანი ზედა ზღვარი;
▪
დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო
ნორმების რეფორმის გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომლის შედეგადაც
გადაიხედება: o იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა გამოსაძიებლადაც
დაშვებულია ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება; o ფარულ
საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების ვადები და ამ ვადების გაგრძელების
მაქსიმალური ზედა ზღვარი; o ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ
შეტყობინების ვადები და ამ ვადების გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი;
▪
შევიდეს ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში და განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ
პატიმრებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს,
გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა;
▪
შევიდეს ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში და გაუქმდეს დისციპლინური
სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც ასეთი კონტაქტი დანაშაულს უკავშირდება;
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციურ კოდექსში და მსჯავრდებულებს, რომელთა
ოჯახის წევრებიც საზღვარგარეთ ცხოვრების გამო ვერ სარგებლობენ ხანმოკლე და
ხანგრძლივი პაემნებით, მიეცეთ ვიდეოპაემნით სარგებლობის საშუალება;
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციურ კოდექსში
ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება;
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციურ კოდექსში და გაუქმდეს დისციპლინური
სახდელის სახით პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის
უფლების შეზღუდვა;
▪
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს
მიეცეთ ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში დაწესებულების დროებით
დატოვების უფლება;
165 |
და
ბრალდებულებს
მიეცეთ
▪
შევიდეს ცვლილება პენიტენციურ კოდექსში და გაუქმდეს დისციპლინური
ღონისძიების სახით სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრისთვის ხანმოკლე და
ხანგრძლივი პაემნების, სატელეფონო საუბრის, კვების პროდუქტების შეძენის
აკრძალვა.
რეკომენდაციები
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელმა პატიმრებმა, მოქალაქეობის არმქონე პირებმა,
ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და
მეტად ხელმისაწვდომ ფასად;
▪
გაუქმდეს საერთაშორისო ზარისთვის გამოყოფილი დღეები და საერთაშორისო
ზარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს ყოველდღე, კანონმდებლობით
დადგენილი სიხშირით და ხანგრძლივობით;
▪
გადაიხედოს ვიდეოპაემნის განხორციელების მოქმედი წესი იმგვარად, რომ იმ
პატიმრებმა, რომლებსაც ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ჰყავთ, შეძლონ ამ
უფლებით სარგებლობა; ასევე დაიწყოს მუშაობა ისეთი უსაფრთხო აპლიკაციის
შექმნაზე, რომლითაც გამარტივდება ვიდეოპაემნების განხორციელება;
▪
№3, №6 და №12 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ
შესაძლებლობა ისარგებლონ ვიდეოპაემნის უფლებით;
▪
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა: ა)
სისტემური შემოწმების გზით გამოავლინოს პენიტენციურ დაწესებულებებში
პატიმრების მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები; ბ) გამოვლენილი
დარღვევების შესახებ აწარმოოს სტატისტიკა; გ) დაეკისროთ პასუხისმგებლობა
პატიმრების მიმოწერის უფლების შელახვაში დამნაშავე პირებს;
▪
დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში
მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრების
სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას;
▪
ნორმატიულ დონეზე განისაზღვროს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ
სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღება/ჩაბარების დროს ორ ეგზემპლარად
შედგეს დოკუმენტი, რომელიც: ა) დადასტურებული იქნება ბეჭდით; და რომელშიც
პატიმრის თანდასწრებით შევა შემდეგი ინფორმაცია: ბ) წერილის ავტორის სახელი
და გვარი; გ) წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; დ) წერილის
ჩაბარების თარიღი; ე) წერილის ადრესატი; ვ) ფურცლების რაოდენობა. ორივე
ფურცელზე ხელი უნდა მოაწერონ პატიმარმა და სოციალურმა მუშაკმა, შევსებული
ერთი ფურცელი გადაეცეს პატიმარს, ხოლო მეორე დარჩეს სოციალურ მუშაკს;
▪
▪
უზრუნველყოს ხანმოკლე პაემნების განხორციელება მინის ბარიერის გარეშე;
▪
უზრუნველყოს დასავლეთ საქართველოში ქალთა მცირე დაწესებულების მოწყობა
166 |
უზრუნველყოს პატიმართა განთავსება
მდებარე დაწესებულებებში;
ოჯახებთან
ტერიტორიულად
ახლოს
▪
პენიტენციურ დაწესებულებებს განესაზღვროთ ვალდებულება გონივრული ვადით
ადრე შეატყობინონ პატიმრებს ამანათების შეგზავნის შეზღუდვების დროებით
მოხსნასთან დაკავშირებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
მიიღოს ზომები, რათა ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეწყოს პაციენტის
და მასთან მისული პირის შეხვედრისთვის კონფიდენციალური სივრცე;
▪
გარე სამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობის მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრებსა და ალტერნატიულ საცხოვრისებში,
ასევე,
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში,
უზრუნველყოს
პაციენტების/ბენეფიციარების მხრიდან ტელეფონებით და სხვა საკომუნიკაციო
საშუალებებით სარგებლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
შევიდეს ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო
პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
№231 ბრძანების 25-ე მუხლში და გაუქმდეს დასჯის მიზნით გარე სამყაროსთან
კონტაქტის შეზღუდვა;
▪
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში კომპიუტერების
რაოდენობის გაზრდით უზრუნველყოს დღის განმავლობაში ინტერნეტის ქსელში
ჩართული კომპიუტერით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა;
▪
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირებისთვის
უზრუნველყოს სამუშაო საათებში მნახველების შეუზღუდავად მიღების
შესაძლებლობა და გაზარდოს შეხვედრის დრო მინიმუმ ერთ საათამდე.
167 |
7.გამოხატვის თავისუფლება
7.1. შესავალი
2024 წელს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად
იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა.415 ასევე პრობლემური იყო მედიის
წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც
განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა.
დამატებით, ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და
ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ
პოლიტიკოსების
417
ევროკომისიამ
დაასახელა.
მხრიდან
წარმოებულმა
რიტორიკამ.416
ნეგატიურმა
ამავე
დროს,
ქართული მედიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად პოლარიზაცია
ამ
თვალსაზრისით,
აღსანიშნავია
საქართველოს
პარლამენტში
ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის რეგულირება, რაც ნაწილობრივ პრობლემურად
მიიჩნია სახალხო დამცველმა. მისი განმაპირობებელი ცალკეული ნორმები 2023 წელს
სასამართლოში გასაჩივრდა, სახალხო დამცველმა კი, საქმეში სასამართლოს მეგობრის
მოსაზრება
წარადგინა.418
მოცემული
ეტაპისთვის,
მითითებული
საქმე
კვლავ
419
სასამართლოს განხილვაშია.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პრაქტიკაში კვლავ ჰქონდა ადგილი გამოხატვის
თავისუფლების
ადმინისტრაციულ
გაუმართლებელი
შეზღუდვის
სამართალდარღვევათა
შემთხვევებს
კოდექსის
საქართველოს
საფუძველზე,
რომელიც
მოძველებულია და ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება.
7.2.მედიის წარმომადგენელთა დაცულობა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წელს, მედიის წარმომადგენელთა
მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც
მოიცავდა, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას
და
სამართალდამცავი
ორგანოების
წარმომადგენლების
420
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
მხრიდან
სამსახურებრივი
მათგან გამოძიება 1 საქმეზე შეწყდა
დამატებით, იხ. - მითითება წინამდებარე ანგარიშის შეკრების თავისუფლებისა და
უფლებადამცველების თავებზე.
416 ევროკომისიის 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს
შესახებ ნაბიჯების/პრიორიტეტების განხორციელების შეფასება, გვ. 8, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
bit.ly/4joVpnP > [20.01.2025].
417
იქვე, გვ. 7, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4joVpnP> [20.01.2025].
418 იხ. სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, 152-53.
419 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 თებერვლის №3/1626-23 წერილი.
420 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №SIS 9 25 00001633 წერილი. 1. 2024 წლის
6 იანვარს, გამოძიება დაიწყო „TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე; 2. 2024 წლის 23 იანვარს, გამოძიება დაიწყო თბილისში, კეკელიძის ქუჩის №1-ში
მდებარე
საცხოვრებელი
ბინის
გამოთავისუფლებისას,
სამართალდამცავი
ორგანოების
წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე; 3.
415
168 |
დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო,421 ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 5
საქმეში წარიმართა.422 საგულისხმოა, რომ დევნა არ დაწყებულა სამართალდამცავი
2024 წლის 9 თებერვალს, გამოძიება დაიწყო „TV პირველის“ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 4. 2024 წლის 4 აპრილს, გამოძიება დაიწყო „მედიამონიტორინგის“
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 5. 2024 წლის 16 აპრილს,
გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან,
პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე; 6. 2024 წლის 18 აპრილს,
გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „იმედის“, ტელეკომპანია „Postv“-ს და ონლაინ მედია „ინდიგო“-ს
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 7. 2024 წლის 7 მაისს,
პროკურორის დადგენილების საფუძველზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკესაბურთალოს მთავარი სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ქვემდებარეობით
გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის ფაქტზე; 8. 2024 წლის 10 მაისს, გამოძიება დაიწყო „TV პირველის“ ჟურნალისტების პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 9. 2024 წლის 13 მაისს, გამოძიება დაიწყო ჟურნალისტის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 10. 2024 წლის 31 მაისს, გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია „Postv“-ს ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის და ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე; 11. 2024 წლის 25 ივლისს, გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის ფაქტზე; 12. 2024 წლის 26 ივლისს, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „მედია მონიტორინგის“
ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 13. 2024
წლის 23 ოქტომბერს, შსს-მ გამოძიება დაიწყო ონლაინ მედია პლატფორმა „ჯემ ნიუსი“-ს ჟურნალისტის
მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 2024 წლის 24 ოქტომბერს, საქმეზე შეიცვალა
კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე, რის შედეგადაც საქმე გადაიგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში; 14. 2024
წლის 31 ოქტომბერს, გამოძიება დაიწყო სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 15. 2024 წლის 19 ნოემბერს, გამოძიება დაიწყო შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე; 16. 2024 წლის 29 ნოემბერს,
გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით
გადამეტების ფაქტზე; 17. 2024 წლის 7 დეკემბერს, გამოძიება დაიწყო „TV პირველის“ ჟურნალისტების და
ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. არაერთ ხსენებულ სისხლის
სამართლის საქმეზე მოგვიანებით კვალიფიკაცია შეიცვალა.
421 2024 წლის ნოემბერში, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით, შეწყდა 2024 წლის 6 იანვარს
„TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე
დაწყებული გამოძიება.
422 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1. 1 პირის მიმართ ტელეკომპანია „TV პირველის“
ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული
გამოძიების ფარგლებში, სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით; 2. 1 პირის მიმართ ჟურნალისტის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სსკის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა); 3. 1 პირის მიმართ ტელეკომპანია „Postv“-ს ჟურნალისტის
და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ოპერატორის მიმართ
ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და
154-ე მუხლის პირველი ნაწილით; 4. 2 პირის მიმართ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტისათვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში,
მათგან 1 პირის მიმართ დევნა დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), ხოლო მეორე
პირის მიმართ - 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება
ან განადგურება) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 5. და 2 პირის მიმართ ტელეკომპანია
„მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
169 |
ორგანოების
წარმომადგენლების
მხრიდან
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 2023
წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. კერძოდ, გასულ
საანგარიშო წელს 9 სისხლის სამართლის საქმეზე423 დაწყებული გამოძიების შედეგად,
დამნაშავის
პასუხისმგებლობის
საკითხის
დაყენება
2
საქმეში
მოხერხდა.424
ამ
შემთხვევაშიც არ მომხდარა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 7-8
მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის
მიმდინარეობისას,
უფლებამოსილების
ძალადობით
გადამეტების
ფაქტთან
დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
საგულისხმოა, რომ სტატისტიკური მონაცემები, შესაძლოა, არ იყოს ყოვლისმომცველი და
არ ასახავდეს იმ გამოძიებათა მიმდინარეობას, რომლებიც არა ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე მუხლი) ან სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობას
425
მიკუთვნებული
სხვა
დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს,
არამედ მხოლოდ შინაგან საქმეთა
სამინისტროს
მიკუთვნებულ
საგამოძიებო
ქვემდებარეობას
დანაშაულებთან
დაკავშირებით წარიმართა (მაგალითად, ეს მუხლებია სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 151-ე
(მუქარა)
მუხლები,
თუ
ის
ჩადენილი
არ
არის
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლის მიერ და 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება). სახალხო
დამცველმა
წარსულში
არაერთხელ
ისაუბრა
ხსენებულ
პრობლემაზე,
რაც
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამინისტრო მონაცემებს ამუშავებს სისხლის
სამართლის კოდექსის მუხლების და არა დანაშაულის გარემოებათა (მათ შორის,
დაზარალებულის პროფესიული საქმიანობის) მიხედვით.426
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს როგორც მედიის წარმომადგენლების
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი აღრიცხვის, ისე მათი დროული
გამოძიების აუცილებლობაზე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სრული სურათის
შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით.
423 იხ. სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 152. სისხლის სამართლის
№199250323001,
№199080323001,
№199010523001,
№199250523001,
№199240823001,
№199201223002,
№199200923002, №199290923002 და №199061023001 საქმეები.
424 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №SIS 9 25 00001633 და 13 თებერვლის №SIS
2 25 00002806 წერილები.
425 „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 19.
426 იხ. მაგ., საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 149; საქართველოს
სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 172; საქართველოს სახალხო დამცველის 2020
წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 226.
170 |
დასანახად,
საგამოძიებო
ორგანოების
რეაგირების
ეფექტიანობის
სათანადოდ
შესაფასებლად და დაუსჯელობის გარემოს აღმოსაფხვრელად.
მსგავსი გამოწვევების დასაძლევად, კარგი შესაძლებლობაა ევროპის საბჭოს ექსპერტის
მიერ, სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე, მომზადებულ 2023 წლის ტექნიკურ
დოკუმენტში - „საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ჟურნალისტთა დაცვისა და
უსაფრთხოების კუთხით“ ასახული მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება.427 მათ
შორის, კვლევაში საგანგებოდ არის მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლა) ახლებურად ჩამოყალიბების საჭიროებაზე. ეს მუხლი, რომელსაც სპეციალური
საგამოძიებო სამსახური იძიებს,428 მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების
გამოძიებისა
და
სისხლისსამართლებრივი
დევნის
მთავარი
სამართლებრივი ინსტრუმენტია, თუმცა იგი სრულად არ ასახავს ყველა იმ დანაშაულს,
რომლის ადრესატებიც ჟურნალისტები საკუთარი საქმიანობის გამო ხდებიან (მაგ., მუქარა
და ძალადობა). ამავე დროს, კვლევის თანახმად, საჭიროა, გამკაცრდეს მაქსიმალური
სასჯელი ხსენებული დანაშაულისთვის, რაც მკაფიოდ მიანიშნებს საზოგადოებას, რომ
ჟურნალისტზე თავდასხმა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სტანდარტებს. მითითებული
ხარვეზი რეალურ პრობლემას ქმნის პრაქტიკაში, მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ
ჩადენილი
დანაშაულებრივი
ქმედებების
სათანადო
კვალიფიკაციის
კუთხითაც.
მაგალითად, არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების
ან/და მათი აპარატურის დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
154-ე
მუხლის
საფუძველზე
დაიწყო,
თუმცა
ფიზიკური
შეურაცხყოფის ან ნივთის დაზიანების დადასტურების შემთხვევაში, ორივე საქმეში
საჭირო იქნება კვალიფიკაციის დაზუსტება.429
აღსანიშნავია,
რომ
საანგარიშო
პერიოდში
ჟურნალისტების
უსაფრთხოება
430
განსაკუთრებით
განსაკუთრებული პრობლემა იყო შეკრებების მიმდინარეობისას.
ევროპის საბჭოს ექსპერტის, პიტერ ნორლანდერის მიერ მომზადებული ტექნიკური დოკუმენტი „საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ჟურნალისტთა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით“, 2023,
გვ. 36-42, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4eS1VAX > [20.01.2024]; კვლევის შესახებ მოკლე
ინფორმაციისთვის, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 148-50.
428
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 19, ნაწილი 1, „დ“
ქვეპუნქტი.
429 დეტალები იხილეთ წინამდებარე ანგარიშის საარჩევნო უფლების თავში.
430 იხ. სახალხო დამცველის 2024 წლის 17 აპრილის განცხადება 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის
პირველადი შედეგების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3zSxHi0 > [20.01.2025]; სახალხო
დამცველის 2024 წლის 1 მაისის განცხადება 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3Wu3EVZ > [20.01.2025]; საქართველოს სახალხო
დამცველის 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადება 28-29 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3Ddwtz5 > [20.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 29 ნოემბრის
განცხადება მიმდინარე აქციის თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/49JB3Bh > [20.01.2025];
სახალხო დამცველის 2024 წლის 30 ნოემბრის განცხადება 29-30 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/49F7pgw > [20.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 10 დეკემბრის
427
171 |
შემაშფოთებელი იყო სამართალდამცავების მხრიდან ნაწილი ჟურნალისტების მიმართ
გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათ საქმიანობაში ხელშეშლა და
ცალკეულ შემთხვევაში ტექნიკის მიზანმიმართული დაზიანება 2024 წლის 28 ნოემბერს
დაწყებული უწყვეტი პროტესტის საპოლიციო მართვის დროს. გამოვლინდა ადგილზე
მოვლენების გასაშუქებლად მყოფ მედიის წარმომადგენლებზე სასტიკი თავდასხმა
ძალადობრივი ჯგუფის მხრიდანაც. ერთი მხრივ, სამართალდამცავების მიერ გამოხატული
აშკარა და განმეორებითი აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ,
სათანადო
ეფექტიანი
ზომების
გაუტარებლობა
უცნობი
პირების
ძალადობრივი
ქმედებებისგან მედიის წარმომადგენლების დასაცავად, ქმნის დაუსჯელობის გარემოს,
რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის
თავისუფლების ხარისხს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, შეიცავს საშიშ გზავნილს,
რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას
დაექვემდებარონ.
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ შეკრებების მიმდინარეობის დროს
კანონმდებლობა ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს,431
რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების
შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია.432
მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნისა, მათი დაცვის მექანიზმები
კვლავ ხარვეზიანი რჩება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის
სპეციალურ ანგარიშში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული
სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“ აღინიშნა, კანონი შეკრების ორგანიზატორებსა
და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უდგენს ვალდებულებას, ხელი არ
შეუშალონ
პროფესიულ
საქმიანობაში
მაიდენტიფიცირებელი
433
ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას.
ნიშნის
მქონე
თუმცა კანონი არ განმარტავს, რას
ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3OXGCmn >
[20.01.2025].
431 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 4.
432 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ვენეციის
კომისია, შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 206-08;
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს წევრ
შერჩეულ ქვეყნებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის ანგარიში (მაისი 2017 ივნისი 2018), 19 სექტემბერი 2019, პარა. 334, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2ucM3Ih >
[16.10.2024]; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში
საქმეზე, Najafli v. Azerbaijan, განმარტა, რომ მედიის როლი გულისხმობს საზოგადოებრივ ინტერესს
მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებას; ხოლო, თავის მხრივ, საზოგადოებას გააჩნია
ამგვარი მონაცემების და მათ შორის, შეკრების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (პარა. 66);
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე,
Pentikäinen v. Finland, მიუთითა მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე ხელისუფლების მხრიდან შეკრების
მართვის და არეულობის შეკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ამგვარად, მათი
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით (პარა. 89).
433
საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში „მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“ (შემდგომში, „2020 წლის
სპეციალური ანგარიში“), გვ. 32-34, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/42OiNlw > [20.01.2025].
172 |
ნიშნავს „მაიდენტიფიცირებელი ნიშანი“, რაც საკმაოდ პრობლემური საკითხია როგორც
პოლიციისთვის, გაარჩიოს შეკრების რიგითი მონაწილე ჟურნალისტისგან იძულებითი
ღონისძიებების გამოყენების დროს, აგრეთვე პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის
დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში,
შესაბამისი
პასუხისმგებლობის
საკითხის
გადაწყვეტისას. ამდენად, ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საჭიროება
კვლავ აქტუალურია, რაც აგრეთვე დადასტურდა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ
მომზადებული ზემოხსენებული ტექნიკური დოკუმენტით.434
7.3.საკანონმდებლო ცვლილებები
გასულ წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა
ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის
შესაძლებლობა.435 კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის,
სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის
ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე
შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან
ან
საქმიანობასთან
დაკავშირებით.436
ამგვარივე
შინაარსით
გაფართოვდა სამართალდამცავთა შეურაცხყოფის მარეგულირებელი ნორმაც, რომელიც,
წლების
განმავლობაში,
აქტიურად
გამოიყენებოდა
შეკრების
მონაწილეთა
437
ადმინისტრაციული
წესით
დაკავების
მიზნით.
ამასთანავე,
მსგავსი
სამართალდარღვევებისთვის
მაღალი
ფულადი
ჯარიმები
ან
ხანგრძლივი
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები განისაზღვრა. ასეთი უპირობო აკრძალვები
ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებაში მართლზომიერი ჩარევის სტანდარტს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,
მომეტებულად არის დაცული გზავნილები, რომლებიც პოლიტიკური შინაარსისაა,
პოლიტიკოსებს მიემართება ან საჯარო ინტერესის სფეროში შემავალ საკითხს
უკავშირდება; შესაბამისად, კერძო პირებისგან განსხვავებით, ფართოა თანამდებობის
პირების და საჯარო მოხელეების დასაშვები კრიტიკის ფარგლები.438 ამის მიზეზია ის
გარემოება, რომ დემოკრატიულ სისტემაში ხელისუფლების ქმედებები უნდა
ევროპის საბჭოს ექსპერტის, პიტერ ნორლანდერის მიერ მომზადებული ტექნიკური დოკუმენტი „საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ჟურნალისტთა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით“, 2023,
გვ. 42.
435 ცვლილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3CZJ5ud > [28.02.2025].
436 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლი.
437 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
438 იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეზე, გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ, პარა. 51; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, Dickinson v. Turkey, პარა. 55; ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე, Mladina D.D. Ljubljana v. Slovenia,
პარა. 40; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმეზე, Tusalp v. Turkey, პარა. 45; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის
გადაწყვეტილება საქმეზე, Romanenko and Others v. Russia, პარა. 47; ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Mamère v. France, პარა. 27.
434
173 |
დაექვემდებაროს არა მხოლოდ საკანონმდებლო და სასამართლო, არამედ საზოგადოებრივი
აზრის მხრიდან განსჯას.439 თანამდებობის პირებთან მიმართებით, აღსანიშნავია ისიც,
რომ დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენლები გარდაუვლად აყენებენ თითოეულ
მათ სიტყვასა თუ ქმედებას საზოგადოების სამსჯავროს წინაშე,440 რის გამოც,
ვალდებულნი
არიან,
აჩვენონ
შემწყნარებლობის
მაღალი
ხარისხი
თუნდაც
441
პროვოკაციულად ან შეურაცხმყოფლად აღქმული კრიტიკის მიმართ,
როდესაც ეს არ
წარმოადგენს
კონტექსტისგან
დაცლილ
გადამეტებულ
პირად
თავდასხმას.442
საყურადღებოა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის (OSCE/ODIHR) მსჯელობაც იმის თაობაზე, რომ შეკრების დროს გავრცელებულ
ვიზუალურ თუ ხმოვან შეტყობინებებზე შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ძალადობის მყისიერი საფრთხე.443
7.4.კანონმდებლობის
ჩარევისთვის
არასათანადო
გამოყენება
გამოხატვის
თავისუფლებაში
გასულ წლებში არაერთხელ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები
პირების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდნენ ბანერებისა და გამოხატვის სხვადასხვა
საშუალების გამოყენების გამო, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური შინაარსის
გამოხატვითა თუ ამისთვის შერჩეული სტილით.444 ამ შემთხვევებში, პოლიცია მზღუდავ
ღონისძიებად იყენებდა ადმინისტრაციულ დაკავებას, რომელიც ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
(სამართალდამცავი
კოდექსის
ორგანოს
166-ე
(წვრილმანი
თანამშრომლის
ხულიგნობა)
კანონიერი
ან/და
173-ე
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა) მუხლებს ეფუძნებოდა. რამდენადაც გამოხატვის თავისუფლება
მომეტებულად
იცავს
პოლიტიკური
შინაარსის
გზავნილებს,
რომლებიც
ძალადობის/დაპირისპირების რეალურ და მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, მსგავს საქმეებში,
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად წარადგენდა სასამართლოს მეგობრის
მოსაზრებებს. ამ ინტერვენციების მიზანი იყო სასამართლოს დახმარება უფლებაში
დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილებაში და იმ სისტემური ხარვეზების პრაქტიკულ
439 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, Ceylan
v. Turkey, პარა. 34.
440 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1986 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე,
Lingens v. Austria, პარა. 42.
441 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, Özgür
Gündem v. Turkey, პარა. 60.
442 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე,
Oberschlick v. Austria, პარა. 33.
443 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული
კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია), შეკრების თავისუფლების
სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 3.3, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
bit.ly/3NGvrgT > [19.02.2025].
444 საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 155; იხ. საქართველოს
სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები 2023 წლის 2 ივნისს დაკავებული აქციის
მონაწილეების საქმეებზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4h3PHX4 > [20.01.2025].
174 |
დონეზე
გამოსწორებაში,
რომელიც
დღესდღეისობით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მოძველებული დებულებებით არის განპირობებული.
საანგარიშო
წელს
მსგავსი
გაუმართლებელი
პრაქტიკა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული განსხვავებული საფუძვლით
გაგრძელდა. კერძოდ, 2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის
მუნიციპალურმა
ინსპექციამ
არასამთავრობო
ორგანიზაცია
„სამოქალაქო
მოძრაობა
თავისუფლებისთვის“ ორჯერ დააჯარიმა შენობაზე პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო
ბანერის განთავსების გამო.445 ამჯერად, ხსენებული ბანერის განთავსება არასათანადო
რეკლამის
განთავსებად
(გავრცელება)
შეფასდა
და
სამართალდარღვევის
ოქმები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1591-ე მუხლის საფუძველზე შედგა.
სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის პოლიტიკური
გზავნილი,
რომელიც
მიზნად
ისახავდა
ქვეყანაში
ჩატარებულ
არჩევნებთან
დაკავშირებით ორგანიზაციის პოზიციის ჩვენებას, სრულად არის დაცული გამოხატვის
თავისუფლებით და არ ჯდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სახის
„რეკლამის“446 დეფინიციაში. საყურადღებოა ისიც, რომ სადავო ბანერი განთავსებული იყო
ორგანიზაციის აივანზე, ხოლო საპროტესტო ბანერების სპონტანური და ხანმოკლე ვადით
განთავსება კერძო საკუთრების ფასადზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
უკვე მიჩნეული აქვს დაცულ გამოხატვის ფორმად.447 ამის გათვალისწინებით, ცალსახად
მისასალმებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, ბათილად ეცნო
ზემოხსენებული სამართალდარღვევის ოქმები არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების
საფუძველზე.448
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს,
განსაკუთრებული
სიფრთხილე
გამოიჩინონ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით პირთა გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვისას და თითოეულ ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინონ უფლებაში ჩარევის
მკაცრი სტანდარტი.
445 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3EhVSIk > [20.01.2025].
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „რეკლამა“ არის
საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე
ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა
განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და
წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების
რეალიზაციის ხელშეწყობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „არასათანადო რეკლამა“ არის
არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც
დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
447 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილება
საქმეზე, ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
448 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 21 თებერვლის №ბ36.36250522 ბრძანება.
446
175 |
საქართველოს პარლამენტს:
▪
ახლებურად ჩამოყალიბდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე
მუხლი, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენილი ყველა
დანაშაულებრივი
ქმედება,
რომელიც
მათ
ჟურნალისტურ
საქმიანობას
უკავშირდება; და გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი;
▪
176 |
გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასახული ფართო
და უპირობო აკრძალვები საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების
შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
8.ინფორმაციის თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულია ყველას პირის უფლება
მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო
დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებს.449 საქართველოს სახალხო დამცველი წლებია
მიუთითებს,
რომ
საზოგადოების
წინაშე
საჯარო
დაწესებულებების
ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი
საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთი მთავარი
დაბრკოლება
საჯარო
450
კანონმდებლობა
არარსებობაა.
ინფორმაციის
გაცემის
წესთან
დაკავშირებული
მოქმედი
და უფლების დაცვაზე ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის
,,საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული
გამოწვევების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალურ
ანგარიშში451 დეტალურად არის განხილული ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შედეგად
გამოავლინა.452 ისევე როგორც გასულ წლებში, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის მიერ 2024 წელს შესწავლილი საჩივრების ანალიზი მიუთითებს, რომ
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები და საჯარო დაწესებულების ცნების უფრო
მეტი სიცხადით ჩამოყალიბება, განსაკუთრებით, საჯარო სამართლებრივი ფუნქციების
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი კერძო სუბიექტების მიმართ.
ასევე, დასაკონკრეტებელია, თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაციის დამუშავების
ფარგლები და გაცემისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის საკითხი. უფლებათა
შეპირისპირებისას
აუცილებელია
კანონმდებლობით
გაიწეროს
ის
გადამწყვეტი
კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
უკიდურესად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების
დამოუკიდებელი და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არსებობა, რომელიც
შესაბამისი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს უფლების დროულ და ეფექტიან
დაცვას.
,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18
ივნისის
კონვენციის
მე-8
მუხლი
ითვალისწინებს,
რომ
განმცხადებელს
საჯარო
ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა
ჰქონდეს ან სასამართლოში, ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს
პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,
449 საქართველოს კონსტიტუცია (786-რს, 24/08/1995), მუხლი 17, მუხლი 18.
450 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III.
451 იხ. სპეციალური ანგარიში <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025020717121421147.pdf> [11.03.2025].
452 იქვე. გვ. 5.
177 |
სასამართლო ის ერთადერთი საზედამხედველო ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია საჯარო
დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალოს. უფლების დაცვის არსებული
საზედამხედველო ინსტიტუტის დროში ეფექტიანობის შესაფასებლად, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა ყველა საქალაქო და რაიონული სასამართლოდან
გამოითხოვა საკითხის შესწავლისთვის აუცილებელი ინფორმაცია.453 სასამართლოებიდან
მიღებული მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოები
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ 50 სარჩელს მინიმუმ 1 წლის
განმავლობაში განიხილავდნენ. 2022 წელს მიღებულ მინიმუმ 11 სარჩელზე 2024 წლამდე
გაგრძელდა სასამართლო განხილვა. აქედან 4 სარჩელზე 2022 წლიდან 2024 წლის 27
აგვისტომდე პერიოდში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა. პირველი
ინსტანციის სასამართლოებიდან მოწოდებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული
სასარჩელო
წარმოება
ხანგრძლივია და ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ ხელმისაწვდომობას.
ინფორმაციის დროულობა უშუალოდ არის დაკავშირებული მის ღირებულებასთან, რაც,
შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით, თუ საჯარო
ინფორმაციას მედიასაშუალება/ჟურნალისტი ან უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს
,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18
ივნისის
კონვენციის
ინფორმაციის
საქართველოსთვის
ხელმისაწვდომობასთან
სავალდებულოდ
დაკავშირებით
აღიარება
არსებული
და
საჯარო
კანონმდებლობის
საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.
2024 წლის ბოლოს შეიზღუდა წვდომა სსიპ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე.
საზოგადოების
წინაშე
ანგარიშვალდებულების
უზრუნველსაყოფად,
მნიშვნელოვანია,
აღმოიფხვრას
უზრუნველყოფილი
და
რომ
მიზნებისა
მსგავსი
იყოს
და
გამჭვირვალობის
შეფერხებები
თანამდებობის
პირთა
დროულად
ქონებრივი
დეკლარაციების საჯაროობა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
საანგარიშო პერიოდში განხილული საჩივრები:
2024 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით,
საქართველოს
სახალხო
განცხადების/საჩივრის
დამცველის
ავტორები
აპარატმა
იყვნენ
როგორც
60
საჩივარი
ფიზიკური
განიხილა.
პირები,
ისე
მედიასაშუალების და უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უფლების
454
დაკავშირებით 2024 წელს გაიცა 5 რეკომენდაცია
სამინისტროს
გაეგზავნა
წინადადება
დაუსაბუთებელ
შეზღუდვასთან
, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა
ადმინისტრაციული
დაკავების
გამოყენების
453 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 27 აგვისტოს №2024/4092 წერილი.
454საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები: 10.10.2024 წ. №2024/5375, 30.12.2024 წ. 2024/7782,
30.12.2024 წ. №2024/7783, 05.12.2024 წ. №2024/6935, 09.10.2024 წ. №2024/5326.
178 |
სრულყოფილი
სტატისტიკური
მონაცემების
კვარტალურად
დამუშავებასა
და
სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით (მათ შორის,
166-ე და 173-ე მუხლის დამრღვევ პირთა დაკავების ფაქტების ამსახველი სრულყოფილი
სტატისტიკური
მონაცემების
დამუშავება/გამოქვეყნებაზე,
ისე,
რომ
ირკვეოდეს
ინფორმაცია იმ დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც არ მოუთავსებიათ
დროებითი მოთავსების იზოლატორებში).455 შპს ,,საინფორმაციო ცენტრების ქსელის“
სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა სასამართლო
მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) რათა სასამართლოს გარემოს მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მიზნებისთვის,
ემსჯელა ორჰუსის კონვენციით ქვეყნისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების
და გარემოს მდგომარეობის შესახებ საგამოძიებო უწყებებში დაცული ინფორმაციის
გამოცალკევების და დაინტერესებული პირისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე.456
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებების/საჩივრების
საქმისწარმოების ეტაპზე, დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო საჯარო
ინფორმაცია მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო
დაწესებულებიდან
ინფორმაციის
გაცემაზე
უარის
თქმის
საფუძვლების
შესახებ
ადრესატი უწყებებიდან შესაბამისი განმარტებების წარმოდგენა ითხოვა. აღნიშნული
გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საჯარო დაწესებულებების უარი საჯარო
ინფორმაციის
გაცემაზე
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესრულებაზე,
ამ
შემთხვევებში უსაფუძვლო იყო. საჯარო ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობა
განსაკუთრებით აქტუალურია უფლებადამცველების, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის,
რადგან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს
თავდაპირველი
სახალხო
ღირებულება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს
დამცველმა
გამოავლინა
მედიასაშუალების/ჟურნალისტების
(“TOK
TV”-ის
ჟურნალისტების, შპს ,,გაზეთი ბათუმელების” და შპს ,,საინფორმაციო ცენტრების ქსელის”
და
შპს
,,საქართველოს
ამბების”)
და
უფლებადამცველი
ორგანიზაციების
(ა(ა)იპ
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ა(ა)იპ ,,სამოქალაქო
ადვოკატირების ცენტრის”, ა(ა)იპ ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ და ა(ა)იპ
,,საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის”)
საჯარო
ინფორმაციის
457
ხელმისაწვდომობის უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ფაქტები.
საჯარო
დაწესებულებებმა
მედიასაშუალების
და
გარკვეულ
უფლებადამცველი
შემთხვევებში
ორგანიზაციების
გაირკვა, რომ
უპასუხოდ
მოთხოვნა
დატოვეს
საჯარო
455 იხ. 18.11.2024 წ. №2024/6483 წინადადება <https://www.ombudsman.ge/res/docs/2024112012085718551.pdf >
[11.03.2025].
456 იხ. 07.10.2024 წ. №2024/5216 სასამართლო მეგობრის მოსაზრება
<https://www.ombudsman.ge/res/docs/2024112812220164355.pdf> [11.03.2025].
457 04.07.2024 წ. №3097/2024, 01.04.2024 წ. №21/2024, 25.06.2024 წ. №2829/2024, 21.02.2024 წ. №2244/24,
23.01.2024 წ. №662/24, 05.04.2024 წ. №343/2024, 09.02.2024 წ. №1811/24, 21.11.2024 წ. №7879/2024, 23.02.2024 წ.
№2342/24, 22.03.2024 წ. №3216/24 საჩივრები.
179 |
ინფორმაციის
მიღებასთან
დაკავშირებით.
ორგანიზაციებს/ჟურნალისტებს
ინფორმაციის
რიგ
დაუსაბუთებლად
დამუშავება/გაცემაზე,
ან
შემთხვევებში
ეთქვათ
უფლებადამცველ
უარი
მოთხოვნილი
არასრულყოფილად/თვეების
დაგვიანებით
მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველს სურს კიდევ
ერთხელ
საგანგებოდ
წარმომადგენლებისთვის,
აღნიშნოს,
რომ
უფლებადამცველების
როგორც
საზოგადოებრივი
და
მეთვალყურის
მედიის
ფუნქციის
განმახორციელებელი პირებისთვის, ინფორმაციის შეგროვება საქმიანობის განუყოფელი
ნაწილია. არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
უფლების შეზღუდვა მათი „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციის შესრულების
ხელშეშლაა,
ვინაიდან
მათი
მუშაობა
ხელს
უწყობს
ცალკეულ
საკითხებზე
ინფორმირებული საჯარო დებატების გამართვას. ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის
მედიასაქმიანობის ეფექტიანობასაც. 458
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2024 წელს შესწავლილი საჩივრების
შედეგად გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქვეყანაში ინფორმაციის
თავისუფლების
მარეგულირებელი
კანონმდებლობის
რეფორმის
დაწყებისა
და
ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას.
წინადადება
საქართველოს პარლამენტს:
▪
იმსჯელოს
საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსა და წინამდებარე თავში
წარმოდგენილ
საკითხებზე
და
უფლების
დაცვის
სათანადო
გარანტიების
შესაქმნელად, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
რეკომენდაცია
საჯარო დაწესებულებებს:
▪
უზრუნველყონ
ყველა
დაინტერესებული
პირისთვის,
განსაკუთრებით
კი
მედიასაშუალების/ჟურნალისტის და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის,
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი და დროული მიწოდება.
458 იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; გუსევა ბულგარეთის
წინააღმდეგ, § 37; შაპოვალოვი უკრაინის წინააღმდეგ, § 68. Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v.
Bosnia and Herzegovina, § 86, TÁRSASÁG A SZABADSÁGJOGOKÉRT v. HUNGARY.
180 |
9. შეკრების თავისუფლება
9.1.შესავალი
2024 წელი სხვადასხვა მასშტაბის და ფორმის პოლიტიკური შეკრებების სიმრავლით
გამოირჩეოდა. მათი სახეობების, ადგილმდებარეობების, სიხშირის, ხანგრძლივობისა და
მონაწილეთა რაოდენობის ცვალებადობასთან ერთად, განსხვავებული იყო საპოლიციო
ძალების მხრიდან გამოყენებული რეაგირებების მეთოდები და, შესაბამისად, უფლებაში
ჩარევის ინტენსივობაც. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური
რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრებების დაშლაზე
მიღებული გადაწყვეტილებები იყო, როდესაც ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მსგავს
შემთხვევებში, საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის
არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა. ამავე დროს,
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ შეკრების შეწყვეტის და სპეციალური საშუალებების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები საპოლიციო მართვის ფარგლებში მიიღება,
რომელთა მართლზომიერებას - როგორც მმართველობით გადაწყვეტილებას - სახალხო
დამცველი აფასებს დამოუკიდებლად იმისგან, სახეზეა თუ არა ამგვარი ღონისძიებების
ფარგლებში, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების
ჩადენა. ამ მეორე მიმართულებით გასულ საანგარიშო პერიოდში მშვიდობიანი
დემონსტრანტების, ჟურნალისტების და დაკავებულების მიმართ სავარაუდო სისტემური
არასათანადო მოპყრობა, შეფასებულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამის ქვეთავში.459
საყურადღებოა ისიც, რომ ხარვეზიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
საფუძველზე, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და
უფლებაში თვითნებურ ჩარევას იწვევს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად დარჩა შეკრების
მონაწილეთა დაკავების მავნე პრაქტიკა. გარდა ამისა, შეკრების თავისუფლების დაცვის
მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა 2024 წელს მიღებულმა საკანონმდებლო
ცვლილებებმაც.
9.2.მშვიდობიანი შეკრების შეწყვეტის შემთხვევები
საანგარიშო წელი გამორჩეული იყო შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო
ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული ინტენსივობით.
სახალხო
დამცველი
დემონსტრანტების
წინააღმდეგ
არალეგიტიმური
ან/და
არაპროპორციული ძალის გამოყენების პრობლემას 2024 წლის აპრილში, ნოემბერსა და
დეკემბერში საქართველოს პარლამენტთან გამართულ შეკრებებზე გამოეხმაურა.460
459 წინამდებარე ანგარიშის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსები შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის აკრძალვისა და გამოძიების გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციების არასათანადო მოპყრობისა და სხვა უფლებადარღვევების ქვეთავში.
460 სახალხო დამცველის 2024 წლის 17 აპრილის განცხადება 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის
პირველადი შედეგების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3TqkdRb > [23.01.2025]; სახალხო
დამცველის 2024 წლის 1 მაისის განცხადება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3XHwAeg > [23.01.2025]; იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024
181 |
წინა პერიოდის მსგავსად,461 ამ შემთხვევებშიც სისტემური გამოწვევა იყო
სამართალდამცავების მხრიდან მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევა მაშინ,
როდესაც უკანონო ქმედებებში მხოლოდ მონაწილეთა ნაწილი ერთვებოდა. ამგვარი
პრაქტიკა ეწინააღმდეგება უფლებრივ სტანდარტს, რაც გულისხმობს, რომ შეკრება
მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში უნდა შეწყდეს.462
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რამდენადაც უფლების რეალიზაციას ყველა
ადამიანი ინდივიდუალურად ახდენს, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფების
სიტყვიერი ან ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები ან სხვა სახის უკანონო
ქმედებები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც
მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ.463 წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი
შეკრების შეწყვეტის და ათასობით მშვიდობიანი მანიფესტანტის პროტესტის ჩახშობის
საფუძველს გახდიდა ნებისმიერი იმ რაოდენობის ინდივიდის ნებისმიერი ისეთი
აგრესიული ქცევა, რომლის აღკვეთაც ინდივიდუალური საპოლიციო ღონისძიებების
გატარებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის
ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე
პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას,464 ხოლო თუ მშვიდობიანი შეკრების
მონაწილეთა ქმედებები მომეტებულად ზემოქმედებს სხვათა უფლებებზე, საპასუხო
რეაგირება უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს.465 ამას
პრინციპული მნიშვნელობა აქვს შეკრების წარმატებული მართვისთვისაც, რამდენადაც
შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის ყოველ გამოყენებას, შესაძლოა, მონაწილეთა
წლის 29 ნოემბრის განცხადება 28-29 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
bit.ly/3Ddwtz5 > [23.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადება მიმდინარე აქციის
თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/49JB3Bh > [23.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 30
ნოემბრის განცხადება 29-30 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
bit.ly/49F7pgw > [23.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 2 დეკემბრის მოწოდება შსს-ს მიმართ, არ
გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4iBIyyh > [23.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 7 დეკემბრის
განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < bit.ly/4gvrUP8 > [23.01.2025]; სახალხო დამცველის 2024 წლის 10 დეკემბრის ბრიფინგი
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3OXGCmn > [23.01.2025].
461 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 160-62; სახალხო დამცველის 2023 წლის 13
მარტის განცხადება რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3zjmS8w > [23.01.2025].
462 ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №37 მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ,
2020, CCPR/C/GC/37, პარა. 79 და პარა. 85., ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3F5SVZe > [16.10.2024].
463 იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება
საქმეზე, Frumkin v. Russia, პარა. 99; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის
გადაწყვეტილება საქმეზე, Primov and Others v. Russia, პარა. 155.
464 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ვენეციის
კომისია, შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 164,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3NGvrgT > [23.01.2025].
465 ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №37 მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ,
2020, CCPR/C/GC/37, პარა. 79 და პარა. 85, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3F5SVZe > [23.01.2025].
182 |
აგრესიული რეაქცია მოჰყვეს, რაც ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას466 და ამდენად,
დამატებით
სირთულეებს
უქმნის
ადგილზე
წესრიგის
უზრუნველსაყოფად
მობილიზებულ სამართალდამცავებს.
9.3.საკანონმდებლო ცვლილებები
საანგარიშო
პერიოდში
მიღებულმა
არაერთმა
საკანონმდებლო
ცვლილებამ
მნიშვნელოვნად შეასუსტა უფლების დაცვის ეროვნული სტანდარტი. ამ თვალსაზრისით,
აღსანიშნავია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ასახული ცვლილება, რომლითაც დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი
საშუალებით დაფარვის უპირობო აკრძალვა დაწესდა,467 და რამაც მომეტებულად
შეზღუდა შეკრების ფორმის არჩევის უფლება. საგულისხმოა, რომ შეკრების
მონაწილეების მხრიდან ნიღბის გამოყენებას, შესაძლოა, ჰქონდეს გამომხატველობითი
ფუნქცია, ან სრულიად მშვიდობიან მომიტინგეს სურდეს პროტესტის ანონიმურად
გამოხატვა. ასეთი შესაძლებლობის უპირობოდ ჩამორთმევა დაუშვებელია, თუ ნიღბის
ტარება მიზნად არ ისახავს იმ ადამიანის ვინაობის დაფარვას, რომლის ქმედებებიც
უკანონოა და ქმნის დაკავების შესაძლო საფუძველს.468 საყურადღებოა, რომ მოქმედი
მოწესრიგება აგრეთვე გამორიცხავს ნიღბის ტარებას სამედიცინო მიზნებით, რაც
დამატებით მოწმობს შეზღუდვის არაპროპორციულ ხასიათს. ასეთი ბლანკეტური
აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსაც
ეწინააღმდეგება.469
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული აკრძალვის მასობრივი დარღვევა შეკრების შეწყვეტის
ფორმალურ საფუძველს ქმნის470 იმის მიუხედავად, თუ რამდენად არის დაკავშირებული
სახის დაფარვა ძალადობრივი ქმედებების ჩადენასთან. ეს ეწინააღმდეგება უფლების
დაცვის მყარ გარანტიებს, რომელთა თანახმადაც შეკრება მხოლოდ საგამონაკლისო
შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, როდესაც ის სრულად ძალადობრივად471 იქცევა ან
466 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის
უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 21,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3tCagS7 > [23.01.2025].
467 ცვლილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3Wv2Lwo > [23.01.2025].
468
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული
კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების
სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 98.
469 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე,
Ibragimova v. Russia, პარა. 36.
470 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 13.
471 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს მონაწილეთა
მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება,
ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. იხ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის
№37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17
სექტემბერი 2020, პარა. 15; იხ. აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21
იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე, Shmorgunov and Others v. Ukraine, პარა. 491.
183 |
უკანონო ქმედებებით, ერთიანობაში, არათანაბრად და განგრძობითად აზიანებს რაიმე
შემხვედრ ლეგიტიმურს ინტერესს.472
მოგვიანებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატებითი ცვლილებები შევიდა, რომლითაც უფლებაში ჩარევის კიდევ უფრო მეტი
საფუძველი დაწესდა. მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში
გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, გაუქმებულიყო შეკრების გამართვის ადგილთან
დაკავშირებული
ბლანკეტური
აკრძალვები,473
გაიზარდა
ამგვარ
აკრძალვას
474
დაქვემდებარებული ლოკაციების სია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური
ცვლილება იყო შეკრების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის,
კარვის) აღმართვის შესაძლებლობის მკვეთრი შეზღუდვაც.475 მსგავსი შინაარსის
ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს პირველად 2023 წელს წარედგინა, რასაც სახალხო
დამცველი გამოეხმაურა და განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ პასუხობდა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და
ეწინააღმდეგებოდა შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტს.476 ამ საკითხის
თაობაზე, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, უარყოფითი დასკვნა მოამზადა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც
(OSCE/ODIHR), რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა მიღებულიყო.477
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ
ზემოხსენებულ
ცვლილებებს
თან
სდევდა
ცვლილებები
ადმინისტრაციულ
478
სამართალდარღვევათა კოდექსშიც,
რომლითაც, მათ შორის, არსებითად და
არაპროპორციულად
გაიზარდა
შეკრების
თავისუფლებით
სარგებლობასთან
დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სახდელები და
დაწესდა
არაგონივრულად
მკაცრი
პასუხისმგებლობის
ზომები
ახალი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების
უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17 სექტემბერი 2020, პარა. 85.
473 იხ. მაგ., საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 190 და სახალხო
დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით
დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, გვ. 64.
474
ცვლილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4397BTY > [19.02.2025]. იხ. ცვლილებები მე-9
მუხლში.
475 ცვლილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4397BTY > [19.02.2025]. იხ. ცვლილებები მე-11
მუხლში.
476 იხ. სახალხო დამცველის 2023 წლის 4 ოქტომბრის განცხადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < bit.ly/3EnQjs6 > [19.02.2025].
477 იხ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2023
წლის 6 ნოემბრის სასწრაფო დასკვნა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4jJvrLY > [19.02.2025].
478 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის გამოხატვის თავისუფლების თავი.
472
184 |
სამართალდარღვევებისთვისაც (როგორებიცაა, მაგალითად, შეკრების მონაწილეების მიერ
სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა).479
გარდა ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთისა, ზემოხსენებული საკანონმდებლო
ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია ვერ აკმაყოფილებს ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტს.480 ამ
ფონზე, მიღებულ ცვლილებებს სერიოზული მსუსხავი ეფექტი აქვს მშვიდობიანი
შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვან სარგებლობაზე და ქმნის
უფლებებში მომეტებული ჩარევის საფრთხეს.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შეტანილი ცვლილებები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შეაფასა.481 გამოქვეყნებული სასწრაფო დასკვნა
საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს ზემოაღნიშნული ცვლილებების შეუსაბამობაზე
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. დასკვნის თანახმად, ზოგიერთი
ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით
დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ
სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის
ზოგადი აკრძალვა, შეკრების შინაარსობრივი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების
აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის
ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი სანქციები, უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად
გადახედილი.
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
გაუქმდეს შეკრების შინაარსთან დაკავშირებული ბლანკეტური
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში;
აკრძალვა
ცვლილებები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: < bit.ly/4hv6MZW > და < bit.ly/3D6IzdB > [1923.021.2025]. იხ.
ცვლილებები 125-ე, 150-ე, 1502-ე, 166-ე, 173-ე და 1741-ე მუხლებში.
480 იხ. სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 103-06; სახალხო დამცველის 2019 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 157-59; სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 240;
სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 188-90; სახალხო დამცველის 2022 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 162-64; სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 98-99,
162-63.
481 იხ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2025 წლის
6 მარტის სასწრაფო დასკვნა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
და
სისხლის
სამართლის
კოდექსში
განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bJeLkl >
[21.03.2025].
479
185 |
▪
გაუქმდეს დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი საშუალებით
დაფარვის უპირობო აკრძალვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონში;
▪
გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური
აკრძალვები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და
უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის
შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და
კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად;
▪
გაუქმდეს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებული შეზღუდვა
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.
186 |
10. საარჩევნო უფლება
საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი
უფლებაა,482
რომლის
რეალიზაციაზე
ზედამხედველობა
საქართველოს
სახალხო
დამცველმა 2024 წელს მინიჭებული მანდატის ფარგლებში განახორციელა.
2024
წელს,
ქვეყანაში
პირველად
ჩატარდა
საპარლამენტო
არჩევნები
სრულად
პროპორციული საარჩევნო სისტემით, ასევე, მასშტაბურად დაინერგა საარჩევნო უბნებზე
ელექტრონული ტექნოლოგიები. საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და მშვიდობიან
გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიული
განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების მიმართ განსაკუთრებით მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 200-ზე მეტი483 სავარაუდო დარღვევის ფაქტი
გამოავლინა როგორც წინაასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღესა და შემდეგ
დღეებში.
მონაცემების
მოგროვება/დამუშავება,
უფლებადარღვევათა
საკუთარი
ინიციატივის შესწავლის საფუძველზე, ეყრდნობოდა მედიასაშუალებებითა და საჯარო
წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას. შედეგად, აპარატი, შესაბამისი უწყებებისთვის
მიმართვის, ინფორმაციის გამოთხოვის, სამართლებრივი საკითხების დამუშავებისა და,
რიგ შემთხვევებში, საჯარო განცხადებებით გამოხმაურების გზით ახდენდა რეაგირებას.
შემდეგ თავებში ასახულია აპარატის მიერ გამოვლენილი ის ძირითადი გამოწვევები და
ტენდეციები, რომლებიც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, მათ
შორისაა, ძალადობრივ
დანაშაულებთან, პოლიციის
მხრიდან
ძალადობასთან,
ამომრჩეველთა მიმართ სავარაუდო მუქარასთან/ზეწოლასთან, ამომრჩევლის შესაძლო
მოსყიდვასთან, შესაძლო გაყალბებასთან, ინვენტარის დაზიანებასთან, კამპანიის
შეხვედრების ხელშეშლასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა საარჩევნო
უფლებასთან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრასთან, ნების
თავისუფალ გამოვლენასა და ფარულ კენჭისყრასთან, კენჭისყრის პროცედურებთან,
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე,
შესაძლო
დანაშაულებრივ
ფაქტებზე
დეტალური
ინფორმაცია/შეფასებები
წარმოდგენილია სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში.
482 საქართველოს კონსტიტუცია, 24-ე მუხლი.
483 139 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი/საქმე; 72 სხვა სახის სავარაუდო დარღვევის ფაქტი.
187 |
10.1.წინაასაარჩევნო პერიოდი
10.1.1.სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები
სახალხო დამცველის აპარატმა ჯამში 139 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი/საქმე484
გამოავლინა, რომელთაგან, 76 შემთხვევას ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს
76 სავარაუდო დანაშაულებრივი შემთხვევა, მათ შორის, მოიცავდა: ძალადობრივი
დანაშაულების 12 ფაქტს; პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის 2 ფაქტს;
ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიის წევრებზე სავარაუდოდ განხორციელებული
მუქარისა და ზეწოლის 20 ფაქტს; ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთათვის
პირადობის მოწმობების ჩამორთმევის 19 ფაქტს; ამომრჩეველთა მოსყიდვის 9 ფაქტს;
ინვენტარის დაზიანების 14 ფაქტს.
ქვემდებარეობის მიხედვით, ამ ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველმა შეისწავლა
საქართველოს გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებები და მიღებული ინფორმაციის
ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ გამოძიება დაიწყო ჯამში 52 ფაქტზე; გამოძიება
შეწყდა 1 საქმეზე; დაზარალებულად ცნობილია 4 პირი; ბრალდებულად ცნობილია 1 პირი;
სასამართლოში არსებითად განსახილველად გადაგზავნილია 1 საქმე.
საგულისხმოა, რომ შესწავლის შედეგად, ასევე სახალხო დამცველის შეფასებით, იმ 16
შემთხვევიდან, რომლებზეც არ დაიწყო გამოძიება, 3 შემთხვევაში, სახალხო დამცველის
აპარატის პოზიციით, იყო დანაშაულის ნიშნები, თუმცა, სამწუხაროდ, საგამოძიებო
უწყებებმა, 1 შემთხვევაში - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,485 ხოლო ორ
შემთხვევაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ,486 უარი განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე.
ასევე, სახალხო დამცველის შეფასებით, 8 შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს პრობლემური
კვალიფიკაცია, კერძოდ, 4 შემთხვევაში, გამოძიება მიმდინარეობს უფრო მსუბუქი ძალადობის კვალიფიკაციით (126 მუხლი); 1 შემთხვევაში - მხოლოდ 1443-ე მუხლით
(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), დამატებით, 1644-ე მუხლის (ამომრჩევლის
ნებაზე ზეგავლენა) გარეშე;
გაყალბება),
როცა
3 შემთხვევაში - მხოლოდ 1643-ე მუხლით (არჩევნების
იკვეთება
1641-ე
მუხლით
(ამომრჩევლის
მოსყიდვის)
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც.
ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთ საჯარო განცხადებასა თუ სიუჟეტში, საუბარი იყოს რამდენიმე
შესაძლო დანაშაულის ფაქტზე, ამიტომაც, სახალხო დამცველის აპარატი იყენებს აღნიშვნას „ფაქტი/საქმე“. გამოძიება დაიწყო 75ფაქტზე; გამოძიება არ დაწყებულა 28 ფაქტზე; გამოძიება შეწყდა 1
საქმეზე; ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 20
ფაქტზე; ბრალდებულად ცნობილია 5 პირი;
დაზარალებულად ცნობილია
11 პირი (მათ შორის, 1 ჟურნალისტი); სასამართლოში არსებითად
განსახილველად გადაგზავნილია 2 საქმე. ანგარიშის წინამდებარე თავში ვისაუბრებთ იმ ინფორმაციაზე,
რაც აპარატს ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებებიდან უკვე მიღებული აქვს. დანარჩენ ფაქტებზე,
კომუნიკაცია ჯერ ისევ გრძელდება და აპარატი ელოდება საპასუხო პოზიციებს.
485 პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ზურაბ აბაევის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის
ფაქტი.
486 სტუდენტური მოძრაობის მანქანის დაზიანების ფაქტი.
484
188 |
სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს მიეკუთვნებოდა:
ძალადობრივი დანაშაულები
დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია
თითოეულ საარჩევნო სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან
თანაბარ პირობებში, მშვიდ გარემოში აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, შეხვდეს თავის
ამომრჩევლებს, ეწეოდეს აგიტაციას და ახორციელებდეს სხვა მოქმედებებს, რაც არ
იკრძალება
კანონით
და
კონკრეტულ
პოლიტიკურ
პარტიას
მნიშვნელოვნად
და
აუცილებლად მიაჩნია არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან კონკურენციისთვის.
მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, სამწუხაროდ, არაერთი ინფორმაცია
გავრცელდა
სხვადასხვა
ოპოზიციური
პარტიის
წარმომადგენლების
მიმართ
განხორციელებული ძალადობისა და წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის შესახებ.487
სავარაუდო ძალადობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისა და
აგიტაციის
მიმდინარეობისას,
არამედ,
ჩვეულებრივ,
კონკრეტული
პირის
მიმართ
მელიას
მიმართ
488
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ქუჩაში გადაადგილების დროს.
მაგალითად,
ასეთი
იყო
2024
წლის
11
489
განხორციელებული ძალადობის შემთხვევა,
აგვისტოს,
ნიკანორ
როდესაც ვიდეოჩანაწერით თავდამსხმელი
პირის ვინაობის ამოცნობის შესაძლებლობის მიუხედავად, ამ კონკრეტული პირის მიმართ
დღემდე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ნიკანორ მელია კი არ არის
ცნობილი დაზარალებულად.490
ასევე,
2024 წლის 6 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ კარდენახში,
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტიკური პარტიის, „ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“, წევრებს დაესხნენ თავს, და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს პარტიის წევრს,
ლევან
მეტრეველს.491
ამ
საქმეში
დანაშაულის
ჩამდენი
პირის
მიმართ
492
სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული.
ინფორმაცია გავრცელდა ასევე პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“,
წევრის, ლია ყოჩიშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით493, ასევე
პოლიტიკური ნიშნით, სავარაუდოდ დევნის მსხვერპლი გახდა პოლიტიკური პარტიის,
„გახარია
საქართველოსთვის“
წევრი,
ლევან
გოგიჩაიშვილი.494
ლია
ყოჩიაშვილის
იხ.
ბმულები:
https://www.youtube.com/watch?v=CllxHb2HXgY>;<https://www.facebook.com/share/v/pCZ2X8a6SKn5Hqpo>;
<https://www.facebook.com/tvpirveli.ge/videos/1697156967523138/?rdid=ShXg90pBvcooFnyz>.[07.03.2025].
488 იხ. ბმულები: <https://www.facebook.com/watch/?v=831639135616961>; <https://shorturl.at/9sz1k>, [7.03.2025].
489 იხ. ბმულები: <https://www.facebook.com/imedinewsge/videos/7904774546242879/>[07.03.2025].
490 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 23 იანვრის NMIA 2 25 00188616 წერილი.
491იხ.ბმულები:<https://formulanews.ge/News/118055>;<https://fb.watch/v3mObikONd/>
<https://www.facebook.com/share/v/19vQpi1i2x/> [07.03.2025].
492 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 12 თებერვლის №13/7996 წერილი.
493 იხ. ბმული: https://shorturl.at/zD90Y [07.03.2025].
494იხ.ბმულები:<https://formulanews.ge/News/118880>;<https://formulanews.ge/News/118875>;<https://bit.ly/3Dlz3nb
>; <https://bit.ly/4iqOrNW>, [07.03.2025].
487
189 |
საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,495 გამოძიება
მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის მუხლით. ხოლო იმის მიუხედავად,
რომ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებიდან იკვეთებოდა პოლიტიკური საქმიანობის გამო
დევნის496 ნიშნები, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო ჯგუფური
ძალადობის
და
არა
დევნის
მუხლით.
წარმოდგენილი
ინფორმაციით,
საქმეზე
497
შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობა
სახალხო დამცველის აპარატისთვის მედიისსაშუალებით
გახდა
ცნობილი,
რომ
პოლიტიკური პარტიის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზურაბ აბაევს
ფიზიკურად
გაუსწორდნენ
498
თანამშრომლები.
სამოქალაქო
ტანსაცმელში
გამოწყობილი
პოლიციის
სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის რეაგირების შესახებ,499 თუმცა, მიღებული პასუხით ირკვევა, რომ
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება არ დაუწყია, რადგან არ მიუღია
შეტყობინება ზურაბ აბაევის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.500
სახალხო
დამცველი
არ
იზიარებს
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ
სამსახურს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, მინიმუმ, დანაშაულის ფაქტის არსებობის
შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო მოქმედებებისთვის.
ამომრჩეველთა მიმართ სავარაუდო მუქარა და ზეწოლა
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების
შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მმართველი პარტია არამართლზომიერი
მეთოდებით ცდილობდა ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას, და ამ დროს იყენებდა
ადმინისტრაციულ რესურსს.501
ხსენებულ
ფაქტებზე
გამოძიება
მიმდინარეობს
გენერალური
პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილში. გენერალური პროკურატურის განმარტებით, საპარლამენტო
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,
ჩატარებულია
800-ზე
მეტი
საგამოძიებო
და
საპროცესო
მოქმედება.
ამ
ეტაპზე,
495 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 1 ნოემბრის NMIA 7 24 03338720 და 2025 წლის
14 თებერვლის NMIA 5 25 00429945 წერილები.
496 ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის
პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით,
ჩადენილი ძალადობით.
497 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 28 იანვრის NMIA 7 25 00234484 წერილი.
498 იხ. ბმული: <https://www.youtube.com/watch?v=1dIFho0eOW8>, [7.03.2025].
499 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 24 სექტემბრის №2024/4823 წერილი.
500 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №SIS 3 24 040018423 წერილი.
501იხ. ბმულები: <https://www.facebook.com/watch/?v=416540608156446>,<https://bit.ly/3F6Ddjc>, <
https://bit.ly/4ktwRKW>, https://shorturl.at/DqdAz [7.03.2025].
190 |
დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. საქმეზე
გამოძიება გრძელდება.502
მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული არაერთი
ინფორმაცია ეხებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტიის მიერ ე.წ.
კრიმინალური ავტორიტეტების და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების გამოყენებას,
ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.503
მედიასაშუალებებით
გავრცელებული
ინფორმაციით,
წინასაარჩევნო
პერიოდში,
დაშინება და ზეწოლა მიემართებოდა არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არამედ ცალკეული
ოპოზიციური პარტიების წევრებსაც.504
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, ზემოხსენებულ ფაქტებზე
რეაგირებას
ახორციელებს
მიმართვისა,
შინაგან
კონკრეტულად
ამ
შინაგან
საქმეთა
ფაქტებთან
სამინისტრო,505
საქმეთა
სამინისტროს
დაკავშირებით
არ
თუმცა
მიუხედავად
წარმოუდგენია
ინფორმაცია
განხორციელებული
ღონისძიებების
შესახებ.
პირადობის მოწმობების ჩამორთმევა
არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა
ამომრჩევლებისთვის,
სოციალურად
ინფორმაცია
ოპოზიციურად
დაუცველებისთვის,
საჯარო
განწყობილი
მოხელეებისთვის
პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევებში,
ამომრჩევლებს ფულადი თანხის სანაცვლოდ სთხოვდნენ პირადობის დამადასტურებელ
მოწმობებს.506
დასახელებულ
ფაქტებზე
გამოძიება
მიმდინარეობს
გენერალური
პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით,
რაც
გულისხმობს
არჩევნების
გაყალბებას.
საქმეზე
შემაჯამებელი
507
გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
502 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 იანვრის №13/4664 წერილი.
503იხ.ბმულები:https://shorturl.at/XYiny>:<https://www.facebook.com/watch/?v=878795911009437>;<https://www.face
book.com/watch/?v=744790924482448&rdid=4kngiSlmvRypneVG>;<https://www.facebook.com/watch/?v=8554192934
55180&rdid=u9l893Lk8t2oFldx>, [19.02.2025].
504 იხ. ბმული: <https://bit.ly/4hhyDfo> [7.03.2025].
505 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 7 ნოემბრის №13/72272 წერილი.
506იხ.
ბმულები:
<https://www.facebook.com/watch/?v=1297221405060308><https://shorturl.at/MRlLj>
<https://bit.ly/4ipUPVE>, < https://shorturl.at/Q3V6m
<https://www.youtube.com/watch?v=WV1wLcMaZy8>,
[07.03.2025].
507 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 6 ნოემბრის №N13/71913, №13/72023, №13/71990,
№13/72025, 7 ნოემბრის №N13/72272 და 6 დეკემბრის №13/79247 წერილები.
191 |
ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში,
ადგილი
ჰქონდა
მმართველი
პარტიის
სასარგებლოდ
ამომრჩეველთა
მოსყიდვის
508
ფაქტებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები მიუთითებდნენ
ამომრჩეველთა
მოსყიდვის
შესახებ,
საქართველოს
509
საგამოძიებო ნაწილში, ცალკეულ შემთხვევებში,
გენერალური
პროკურატურის
გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ
არჩევნების გაყალბების მუხლით, დამატებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის მუხლის
მიუთითებლად.510 მართალია, ამომრჩევლის მოსყიდვა ემსახურება არჩევნების შედეგებზე
ზეგავლენის მოხდენის მიზანს, თუმცა დამოუკიდებელი დანაშაულია. ამიტომ, საჭიროა
გამოძიება წარიმართოს ზუსტი და სწორი კვალიფიკაციით, რათა დანაშაულის ნიშნების
შემცველი არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოკვლევისა და სამართლებრივი
შეფასების გარეშე.
ინვენტარის დაზიანება
გარდა ზემოაღნიშნულისა, წინასაარჩევნო პერიოდში, სისტემატური ხასიათი ჰქონდა
პოლიტიკური პარტიების კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტებს. მედიამ არაერთი
ინფორმაცია გაავრცელა ცალკეული პოლიტიკური პარტიების ინვენტარის (ბანერები,
მანქანები, ვიდეო კამერები და სხვ.) დაზიანების შესახებ. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური
პარტიების ოფისების დარბევის ორ შემთხვევასაც.511
წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მანქანების
დაზიანების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.512 შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მანქანების დაზიანების
ფაქტზე, მიმდინარეობს გამოძიება ნივთის დაზიანების513 მუხლით. ერთ-ერთ საქმეზე
გამოტანილია
დადგენილება
დაზარალებულად
ცნობის
შესახებ,514
თუმცა
სხვა
შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და გამოძიება გრძელდება. ხოლო
მმართველი
პარტიის
წევრის
მანქანის
დაზიანების
საქმეზე
დაწყებულია
იხ.ბმულები:<https://t.ly/5my4x>;<https://www.facebook.com/watch/?v=1297221405060308>;<https://www.facebo
ok.com/100079152755185/videos/840800658269298/>;<https://www.youtube.com/watch?v=OMIQyUTEWmU>;<https://
www.facebook.com/share/v/19fzCNWGEc/?mibextid=WC7FNe>; <https://www.youtube.com/watch?v=WV1wLcMaZy8>,
[19.02.2025].
509იხ.ბმულები:<https://t.ly/5my4x>;<https://www.facebook.com/100079152755185/videos/840800658269298/>;<https
://www.facebook.com/watch/?v=1297221405060308>, [07.03.2025].
510 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 6 ნოემბრის №13/71990 წერილი.
511 იხ. ბმული: < https://bit.ly/3F7stRL >; <https://formulanews.ge/News/118364>[07.03.2025].
512 იხ. ბმულები: <https://bit.ly/3DnHazx>;<https://mtavari.tv/news/164478-rachashi-ertianoba-natsionalurimodzraobis-cevrs>; < [19.02.2025].
513 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი.
514 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 10 ნოემბრის №N13/65553 წერილი.
508
192 |
სისხლისსამართლებრივი დევნა ნივთის დაზიანების ბრალდებით და საქმე არსებითი
განხილვისთვის გადაგზავნილია სასამართლოში.515
ასევე, 2024 წლის 15 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია
მმართველი პარტიის
ბანერის სავარაუდო დაზიანების ფაქტი.516 შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, მითითებულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სხვისი
ნივთის განზრახ ჯგუფურად დაზიანების ფაქტზე.517
ფაქტების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს
ქმედების
სწორი
კვალიფიკაციისთვის.
როდესაც
ძალადობა
ჩადენილია
პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური
კამპანიისა თუ სხვა აქტივობებისას, კონტექსტი წარმოშობს იმის ეჭვს, რომ ძალადობა
მოტივირებულია
მსხვერპლის
პოლიტიკური
შეხედულებებისა
და
საქმიანობის
კონკრეტული პირებისთვის მიუღებლობისა თუ ზიზღის მოტივით, რაც სცდება მხოლოდ
ძალადობის518 დისპოზიციას და წარმოადგენს ძალადობით ჩადენილ დევნას, პირის
პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.519 ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავს
დანაშაულებრივ ქმედებას არ აქვს ე.წ. ზიზღის მოტივი და ძალადობა ან ძალადობის
მუქარა ჩადენილია, მაგალითად, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის
ღონისძიების დროს, მაშინ იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1621-ე მუხლით.520
აქვე, ნიშანდობლივია, რომ 126-ე და 1621-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო 156-ე მუხლით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.521
2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე
ანგარიშის
მომზადების
შეფასებით,
სახალხო
დროისთვის
დამცველი
მიმდინარე
მიიჩნევს,
რომ
გამოძიებისა
გადამწყვეტი
და
რეაგირებების
მნიშვნელობისაა,
სახელმწიფომ არ დატოვოს მოტივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სამწუხაროა, რომ
აპარატში განხილულ ფაქტებს, სადაც დევნის ნიშნები იკვეთება, ამ დრომდე, იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ჭრილში, აუცილებელია, პროკურატურამ მჭიდრო
ზედამხედველობა გაუწიოს იმ გამოძიებების მიმდინარეობას, რომლებიც შინაგან საქმეთა
515 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 28 იანვრის NMIA 7 25 00233179 და NMIA 7 25
00234484 წერილები.
516 იხ. ბმულები: <https://www.facebook.com/reel/1067361321661975>; [19.02.2025].
517 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 28 იანვრის NMIA 7 25 00234484 წერილი.
518 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი.
519 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
520 კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან
წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის
მუქარა.
521 „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 1 ნოემბრის №3 ბრძანება.
193 |
სამინისტროს
დაწყებული
აქვს
ძალადობის
კვალიფიკაციით,
რათა
დევნის
მაკვალიფიცირებელი მოტივისა და მიზნის გამოკვეთისთანავე, საქმეს შეუცვალოს
კვალიფიკაცია და დაუქვემდებაროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
ამავე დროს, საყურადღებოა, რომ არაერთი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი
ჯერ კიდევ ელოდება საგამოძიებო უწყებებიდან ინფორმაციას, თუ რა კვალიფიკაციით
არის
დაწყებული
გამოძიება.
შესაბამისად,
კვალიფიკაციასთან
დაკავშირებული
შეფასების გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, გარკვეულ
ფაქტებთან დაკავშირებით, აპარატს, ამ ეტაპზე, მედიაში გავრცელებული მწირი
ინფორმაციის გამო და იმის გამოც, რომ აპარატში არ შემოსულა ამ ფაქტებთან
დაკავშირებით დამატებითი
განცხადება/მომართვა,
არ
შეუძლია
გადაჭრით იმის
მტკიცება, რომ ჩადენილი იყო დევნა, თუმცა, ამ ქმედებების კვალიფიკაცია უნდა
განისაზღვროს გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რომლებიც გამოკვეთს
დანაშაულებრივი ქმედების რეალურ მოტივს.
10.1.2.სხვა სავარაუდო დარღვევები
საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო უფლება
არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების
მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, და ამდენად, სახელმწიფომ ქმედითი
ნაბიჯები უნდა გადადგას მის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეებისთვის არჩევნებში
მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვასთან და რეგისტრაციის
დროულად გავლასთან ერთად.
წინასაარჩევნო
პერიოდში
აქტუალური
გახდა
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეთა საარჩევნო უფლების რეალიზაციის
საკითხი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ
აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. მოქალაქეებს არ
ეძლეოდათ ერთიან საარჩევნო სიაში თავიანთი მონაცემების ასახვის და, შესაბამისად,
არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ
არჩევნებში
მონაწილეობის
მოქალაქეებს სთხოვდნენ
მისაღებად
რეგისტრაციის
აფხაზეთიდან
ადგილის
დევნილ
საქართველოს
შეცვლას, რაც ნიშნავდა, რომ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნებოდა
მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.
სახალხო
დამცველის
გადაადგილებული
ტერიტორიაზე
შეფასებით522,
პირისთვის
შენარჩუნებას
ოკუპირებული
მუდმივი
აქვს
ტერიტორიებიდან
საცხოვრებელი
როგორც
უფლებრივი,
ადგილის
იძულებით
ოკუპირებულ
სამართლებრივი,
ისე
პოლიტიკური დატვირთვაც, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი
მისამართის შეცვლა. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი კი არ უნდა გამხდარიყო
522 იხ. ბმული: <https://bit.ly/3Dwl65N>, [7.03.2025].
194 |
მათთვის
კონსტიტუციით
გარანტირებული
არჩევნებში
მონაწილეობის
უფლების
შეზღუდვის საფუძველი, მით უმეტეს, როცა ეს არჩევნები იყო საერთო სახელმწიფოებრივი
და
არა
ადგილობრივი
საქართველოს
თვითმმართველობის.
ცენტრალურ
საარჩევნო
შესაბამისად,
კომისიას
სახალხო
მოუწოდა
მისი
დამცველმა
დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და
ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული
ყველა შესაძლებლობა და შეეყვანა ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში.
მისასალმებელია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხზე დადებითი
გადაწყვეტილება მიიღო.523
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი
წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს კომუნიკაციების
ტელეკომპანიის,
„ფორმულა“,
მიერ
პარტიისთვის,
ეროვნულმა
„გახარია
კომისიამ
საქართველოსთვის“,
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისთვის, სამართალდარღვევათა
ოქმი შეადგინა.524
საარჩევნო სუბიექტების კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების შემთხვევაში,
მაუწყებელი
ვალდებულია
სუბიექტად
აღიარების
ამასთანავე,
კვალიფიციური
საზოგადოებრივი
526
მოთხოვნებს.
აზრის
კომისიას
თაობაზე
წარმოუდგინოს
შესაბამისი
საარჩევნო
კვალიფიციურ
ინფორმაცია
სუბიექტის
და
სტატუსის
კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს
საარჩევნო
დოკუმენტაცია.525
განსაზღვრისათვის
კანონით განსაზღვრულ
ტელეკომპანიის, „ფორმულა“, საქმეში, კომისიის პოზიციით, მაუწყებელს
არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილი კვლევის
შედეგებისა და მეთოდოლოგიის გადამოწმებას. ამდენად, როგორც ამ საქმიდან ირკვევა,
მაუწყებლის მხრიდან მხოლოდ კვლევის შედეგებისა და მეთოდოლოგიის შესახებ
ინფორმაციის წარდგენა, კომისიის მიერ საკმარისად არ მიიჩნევა, იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც კვლევის ავტორი მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.
მაშინ როდესაც კომისია მაუწყებელს კვლევის შესაბამისობის გადამოწმების ტვირთს
აკისრებს, კომისიას არ აქვს შემუშავებული რაიმე ტიპის სახელმძღვანელო სტანდარტები,
გზამკვლევი ან მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარებოდა მაუწყებლებს ეხელმძღვანელათ
იმ საკითხის შეფასება-შემოწმებისას, თუ რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოებრივი
აზრის კვლევა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ეს კი ბუნდოვანების, არაერთგვაროვანი
პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და ინდივიდუალურ შემთხვევებში მაუწყებლის მიმართ
523 მოგვიანებით, ცესკოს დადგენილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრა, იხ. ბმული: <https://bit.ly/3QN3xRY>,
[7.03.2025].
524 იხ. ბმული: <https://bit.ly/3Dq84H3>; [7.03.2025]. სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 17 ოქტომბრის
№2024/5491 წერილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №გ-24-04/2432 საპასუხო წერილი.
525 კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის
მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.
526 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტები.
195 |
პასუხისმგებლობის გაუმართლებლად დაკისრების რისკებს ქმნის. ამდენად, სახალხო
დამცველის შეფასებით, საჭიროა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელს
ცხადი და გამჭვირვალე სტანდარტი დაუდგინოს.
საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად მიჩნევა
წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების და
შესწავლის
საგნად
იქცა
სსიპ
„ანტიკორუფციული
ბიუროს“
გადაწყვეტილება
სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მისი
ხელმძღვანელის საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიჩნევის თაობაზე, რის გამოც
შეიზღუდა
ორგანიზაციის
ოქტომბერს
სადამკვირვებლო
ანტიკორუფციულმა
527
ბიურომ
საქმიანობა.
გააუქმა
მნიშვნელოვანია,
ეს
რომ
გადაწყვეტილება
2
და
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაგრძო თავისი საქმიანობა, თუმცა ხსენებულმა
პრეცედენტმა საფრთხე შეუქმნა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ფუნქციონირებას.
პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის ბათილობა
საანგარიშო წელს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით,
ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “კონსერვატიული
მოძრაობა/ალტ
ინფო”-ს
რეგისტრაცია.
სახალხო
დამცველის
აპარატმა,
საკითხის
შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ეს გადაწყვეტილება
არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლებასა
და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ
პოლიტიკური
პარტიის
წარმოებაში
ჩართვისა
და
ხარვეზის
გამოსწორების
შესაძლებლობის მიცემის გარეშე, მიიღო ისეთი ხისტი გადაწყვეტილება, როგორიც
პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებაა. ამით უწყება გაერთიანების უფლების დაცულ
სფეროში გაუმართლებლად
ჩაერია იმგვარად, რომ
დასაბუთება
ვერ
პასუხობდა
გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვისთვის საჭირო მაღალ უფლებრივ სტანდარტებს.
ასევე, უწყებამ არ იხელმძღვანელა კარგი მმართველობის პრინციპით და დაარღვია
სამართლიანი
ადმინისტრაციული
წარმოების
პროცედურული
გარანტიები.
ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ გამოუკვლევია და მხედველობაში არ მიუღია სადავო
აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა, მიადგებოდა თუ არა პარტიას ზიანი
რეგისტრაციის გაუქმებით, მით უფრო საარჩევნო წელს.528
10.2.კენჭისყრის დღე
10.2.1.სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები
აპარატმა, 2024 წლის 26 ოქტომბერს, კენჭისყრის
დღეს,
ჯამში 37 სავარაუდო
დანაშაულებრივი შემთხვევა გამოავლინა, და მათთან დაკავშირებით, რეაგირებისთვის
საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.
ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის 4 ნოემბრის №00013267 პასუხის შესაბამისად, უწყებამ
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გააუქმა მიღებული გადაწყვეტილებები.
527
196 |
სახალხო დამცველის აპარატში გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციით: 23 ფაქტზე529 დაწყებულია გამოძიება; არ დაწყებულა გამოძიება 3 ფაქტზე;
ბრალდებულად არის ცნობილი 4 პირი530; დაზარალებულად არის ცნობილი 2 პირი;
სასამართლოში არსებითად განსახილველად გადაგზავნილია - 1 საქმეზე; სახალხო
დამცველმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კვალიფიკაცია პრობლემურად
მიიჩნია 5 საქმეზე.
ცალკეული დარღვევების მოკლე მიმოხილვა
2024 წლის 26 ოქტომბერს, მედიასაშუალებებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა
საარჩევნო
უბნების
ტერიტორიაზე
და
მის
გარეთ,
მოქალაქეთა
ფიზიკური
დაპირისპირებისა და ძალადობის შესახებ, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა
რეგიონებში.
გავრცელდა
ვიდეოჩანაწერებიც,
რომლებზეც
ასახულია
უშუალოდ
ძალადობის კადრები და მათზე შესაძლებელია დანაშაულის ჩამდენი პირების ამოცნობა.
მაგალითად, მედიით გავრცელდა ვიდეო, თბილისში, გლდანის მე-60 საარჩევნო უბანზე
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,531 ვიდეოკადრების მიუხედავად, დღემდე, საქმეზე
არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ და არც სხვა
შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღიათ.532 მარნეულის №74 საარჩევნო უბანზე,
ყიზილაჯლოში ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენელს,533 განსხვავებით თბილისში, გლდანის საარჩევნო უბნის საქმისგან,
გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება
მიმდინარეობს ძალადობის მუხლით,534 დაზარალებულად არის ცნობილი ერთი პირი,
თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.535
გავრცელებული
ინფორმაციით,
ქუთაისში,
№2
დაარჩევნო
უბანზე,
ფიზიკური
ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა სიები
აღმოაჩინა.536
სპეციალური
საგამოძიებო
ჟურნალისტებისთვის
სამსახურის
საქმიანობაში
ინფორმაციით,
ხელშეშლის
მიმდინარეობს
ფაქტზე,
საქართველოს
გამოძიება
სისხლის
სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი არ მოიცავს ძალადობას. შესაბამისად,
529იხ. ბმული: <https://bit.ly/4hf3IAk>, [07.03.2025].
530 იხ. ბმულები: <https://bit.ly/4hhAmBo>; https://shorturl.at/oUrCI
[7.03.2025].
https://shorturl.at/42Mns [07.03.2025].
532 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 29 იანვრის NMIA 1 25 00249013 წერილი.
533იხ.ბმულები:<https://www.facebook.com/watch/?v=909021247332309>;
<https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=887163826890194> (8:26 წუთიდან)
<https://publika.ge/marneulshi-saarchevno-enm-is-regionuli-organizaciis-tavmjdomares-scemes/>;
<https://www.facebook.com/watch/?v=1288265529193851&rdid=lYd0TEhPvMTHAFAY>, [07.03.2025].
534 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 11 ნოემბრის №13/72948 წერილი.
535 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 25 თებერვლის №13/11485 წერილი.
536 იხ. ბმული: <https://www.facebook.com/share/v/vxT5LmqRMoRi8VPL/>; <https://bit.ly/4iwGdnl>, [07.03.2025].
531იხ. ბმულები: <https://www.facebook.com/share/v/1DnsKJeYjB/>;
197 |
ჟურნალისტის
მიმართ
ფიზიკური
შეურაცხყოფის
მიყენების
დადასტურების
შემთხვევაში, საჭირო იქნება კვალიფიკაციის დაზუსტება.
მაგალითად, ტელეკომპანიის, „ტვ პირველი“, მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად,
ჟურნალისტი მიუთითებს, რომ თელავში, ქვემო ხოდაშენის №16 საარჩევნო უბანთან მას
და ოპერატორს თავს დაესხნენ, ცემეს ოპერატორი და დაუზიანეს კამერა.537 სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის წერილის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა
მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ შემთხვევაშიც, ძალადობის და ვიდეოკამერის დაზიანების ფაქტები შესაბამისი
სამართლებრივი შეფასების გარეშე რჩება.538
მედიით გავრცელდა ასევე მარნეულში, სადახლოს №69 საარჩევნო უბანზე არჩევნების
გაყალბების ამსახველი ვიდეო. კადრში ჩანს, თუ როგორ ყრის ორი პირი ყუთში
ბიულეტენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა „ჩემი ხმას“
დამკვირვებელმა, რის შემდეგაც, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გააძევეს.
წარმოდგენილი ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის
მიმართ და ორივე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით, არჩევნების
გაყალბების ფაქტზე.539 ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ჩემი
ხმას“ წარმომადგენლის, ი. ჭ.-ს მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, ქვემო ქართლის
პოლიციის
დეპარტამენტის
მარნეულის
რაიონულ
სამმართველოში
მიმდინარეობს
1
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 -ე მუხლის პირველი
ნაწილით.540
არჩევნების შემდგომ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გაავრცელა
ინფორმაცია, რომ
ხელთ აქვს 102 დადასტურებული ფაქტი ოპოზიციური პარტიების
მხრიდან ამომრჩევლების ნების განხორციელებაში ხელშეშლის თაობაზე. ასევე, მიუთითა,
რომ ხსენებული ინფორმაცია სრული მოცულობით მიაწოდეს საგამოძიებო უწყებას.
გენერალური
პროკურატურის
ინფორმაციით,
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში
მიმდინარეობს გამოძიება ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის
სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით.541 სახალხო დამცველის აპარატმა
მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოითხოვა იმ 102 საქმის შესახებ დეტალური
537 იხ. ბმული: <https://bit.ly/3DmCZnE>, [07.03.2025].
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ხარვეზებთან დაკავშირებით, იხ.
წინამდებარე ანგარიშის თავი „გამოხატვის თავისუფლება“.
539იხ.ბმული:<https://www.facebook.com/Airutnach/videos/907534694648843>;https://shorturl.at/fV3v4
https://shorturl.at/GE24o;<https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=887163826890194>;
<https://formulanews.ge/News/119414>, [07.03.2025].
540 არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, კენჭისყრის შენობაში,
საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო
აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ
მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა,
541 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 12 ნოემბრის №13/73363 წერილი.
538
198 |
ინფორმაცია,542
კონკრეტული
დანაშაულებრივი
ფაქტების
მითითებით,
თუმცა,
სამინისტროს ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია.
ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,543 რომელიც ეხებოდა მმართველი პარტიის მიერ
არჩევნების გაყალბების, ორჯერ ხმის მიცემის, ფულადი თანხის სანაცვლოდ პასპორტის
ჩამორთმევის
ფაქტებს.
გენერალური
პროკურატურის
ინფორმაციით,
გამოძიებას
აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არჩევნებში ნების განხორციელების ხელის
შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით.544
დეტალების დაზუსტების მიზნით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა შინაგან საქმეთა
სამინისტროსგან, თუმცა ინფორმაცია ჯერაც არ მოუწოდებიათ.545
10.2.2.სხვა სავარაუდო დარღვევები
პროცედურული საკითხები
კენჭისყრის დღეს, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით,
აპარატმა
63
შესაძლო
დარღვევის
შესახებ
მოიკვლია
ინფორმაცია
და მიმართა
პასუხისმგებელ უწყებებს.
მათ შორის, იყო ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12
ნაწილით546 დადგენილი აკრძალვების 25 შესაძლო დარღვევის შესახებ, კენჭისყრის
ოთახების მოწყობის გამო ან/და სხვა მიზეზებით დამკვირვებლებისთვის თავიანთი
უფლებამოსილებების
განხორციელებაში
ხელშეშლის
19
შესაძლო
დარღვევასთან,
მარკირების წესის 18 შესაძლო დარღვევასთან და ეგზიტპოლის ჩატარებაში ხელშეშლასთან
დაკავშირებით.547
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე
მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი აკრძალვების 25 შესაძლო დარღვევის ფაქტთან
542 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 18 ნოემბრის №2024/6471 წერილი.
543იხ. ბმული:
<https://www.youtube.com/watch?v=QaddSzFqTm8>, [7.03.2025].
544 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 12 ნოემბრის №13/73363 წერილი.
545 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 18 ნოემბრის №2024/6471 და 2025 წლის 24
იანვრის №25/683 წერილები.
546
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის
შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა
ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის
შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად
შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე
ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 93
მუხლის 11 ნაწილების ერთობლიობით, აღნიშნულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის
შესახებ
პოლიციის
მითითების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის 5.11.2024, №2024/6112 წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
547 იხ. ბმული: <https://www.facebook.com/watch/?v=531031683044833&rdid=Z2oZO919WW9K6S39>, [7.03.2025].
199 |
დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გამოთხოვის
მიზნით მიმართა.548
საარჩევნო
უბნებთან
გადაადგილების
სხვადასხვა
ჯგუფების
დაკვირვება/აღრიცხვა,
მობილიზება,
არაერთი
წელია,
ამომრჩევლების
ამომრჩევლის
ნებაზე
ზემოქმედების ერთ-ერთი მანკიერი პრაქტიკაა. ასეთი მობილიზება უბნებთან არეულობის,
დაძაბულობისა და ხშირად დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც ხდება ხოლმე. სწორედ
ამ გამოწვევას ეხმიანებოდა საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებების
აკრძალვის
საკანონმდებლო
დანაწესის
შემოღებაც.
ამდენად,
კანონის
მიზნების
გათვალისწინებით, მის პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 100-მეტრიანი პარამეტრის დაცვის შემთხვევაშიც,
მსგავსი შეკრებები არაჯანსაღ და დაძაბულ გარემოს ქმნის კენჭისყრის დღეს, მიუხედავად
იმისა, რომ ეს პირდაპირ არ არღვევს კანონის მოთხოვნებს.
კენჭისყრის ოთახების მოწყობის გამო ან/და სხვა მიზეზებით დამკვირვებლებისთვის
თავიანთი
უფლებამოსილებების
განხორციელებაში
ხელშეშლის
საკითხთან
დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აპარატს აცნობა,549 რომ,
შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი ყოფილიყო რეგისტრატორების უკან
დგომა კენჭისყრის ოთახის მოწყობიდან და ოთახის სივრციდან გამომდინარე, ასევე
ელექტრომოწყობილობების სადენების დაზიანების თავიდან
აცილების გამო, რაც
ართულებდა
წესების
რეგისტრატორების
უკან
დგომას.
მარკირების
დარღვევის
შემთხვევებთან დაკავშირებით კი, რიგ შემთხვევებში საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი,
ხოლო წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილებულა.
ეგზიტპოლის ჩატარებაში ხელშეშლასთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურმა
კომისიამ აპარატს აცნობა, რომ ცესკომ მოახდინა საოლქო საარჩევნო კომისიების
წერილობითი
ინფორმირება,
რომ
ტელეკომპანია
„ფორმულა“-ს
დაკვეთით,
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას (ეგზიტპოლი) ატარებდა ამერიკული კომპანია
„Edison
Research”
და
კომისიებს
550
განხორციელებისთვის.
ეთხოვათ
ხელი
შეეწყოთ
მათი
საქმიანობის
თუმცა, როგორც ირკვევა, კენჭისყრის დღეს, არაერთ საარჩევნო
უბანში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ ეგზიტპოლის
ჩატარებას.551
საარჩევნო
ადმინისტრაციის
მხრიდან
პროცედურების
დაცვა
მნიშვნელოვან
გაუმჯობესებასა და დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო
მისიის
შეფასებით,
ამომრჩეველთა
სერიოზული
მარკირების
პროცედურული
პრაქტიკის
შეუსაბამობები
არათანმიმდევრულ
უკავშირდებოდა
გამოყენებას
(ყველა
დაკვირვების 7 პროცენტში, მათ შორის, ტრადიციული ხმის მიცემის უბნებზე – 10
548 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №2024/6112, 5/11/2024 და №25/1249, 12.02.2025 წერილები.
549 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №02/2139, 15/11/2024 წერილი.
550 ცესკოს №01-01/1608 28/09/2024 წერილი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს.
551 იხ. ბმული: <https://www.facebook.com/watch/?v=531031683044833&rdid=Z2oZO919WW9K6S39>, [7.03.2025].
200 |
პროცენტში), ან ამომრჩეველთა მარკირების
წესის დარღვევას ხმის მიცემამდე (ყველა
საარჩევნო უბნის 4 პროცენტში). ასევე, ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მოწყობილობებმა
ზოგ შემთხვევაში ვერ წაიკითხეს ამომრჩევლის პირადობის მოწმობები, რის გამოც
მონაცემების ხელით შეყვანა გახდა საჭირო; ეს პროცესი ასევე აუცილებელი იყო იმ
ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პასპორტს იყენებდნენ, რაც ამ პროცესს ადამიანური
შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენებისადმი მოწყვლადს ხდიდა.552
ნების თავისუფალი გამოვლენა და ხმის მიცემის ფარულობა
საქართველოს კონსტიტუცია საარჩევნო უფლების განმტკიცებით ადგენს ამ უფლების
კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებსაც და მოითხოვს, რომ შეიქმნას საარჩევნო
უფლების
რეალიზებისთვის
საჭირო
გარანტიები.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ თავისუფალი ნების
გამოვლინების საწყისებზე უნდა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
არჩევნებში.553
მართალია,
საარჩევნო
სისტემის/მოდელის შერჩევისას კანონმდებელი მაღალი დისკრეციით სარგებლობს, თუმცა
შერჩეულმა მოდელმა (მათ შორის, არჩევნების ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების
მეშვეობით) უნდა უზრუნველყოს მოქალაქის როგორც თავისუფალი ნების გამოვლენა,
აგრეთვე, იმ ძირითადი კონსტიტუციური პრინციპების/სტანდარტების დაცვა, რაც
საარჩევნო უფლებასთან მიმართებით თავად კონსტიტუციითაა დადგენილი.554
საქართველოს საარჩევნო კოდექსი, არჩევნების ფარული კენჭისყრით ჩატარებას ერთ-ერთ
ძირითად პრინციპად ადგენს და მას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებასთან
ერთობლიობაში განიხილავს.555 ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლინება და ხმის
მიცემის ფარულობა საარჩევნო უფლების რეალიზაციის ფუნდამენტური პრინციპებია. 26
ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევა იყო როგორც ნების თავისუფალი გამოვლინების ხელშემშლელი
გარემოებები, ასევე, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფის პრობლემები.
დემოკრატიული
ინსტიტუტებისა
და
ადამიანის
უფლებების
ოფისის
საარჩევნო
სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, კენჭისყრის დღის პროცედურები,
ზოგადად, მოწესრიგებულად ჩატარდა, თუმცა იგი ხასიათდებოდა დაძაბული გარემოთი,
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 70, იხ. ბმული: <https://www.osce.org/files/f/documents/b/8/585577.pdf>
[7.03.2025].
553 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე,
„საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ", II,4/.
554 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება
საქმეზე,
„საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ
ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,33.
555 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 27/12/2011, მუხ. 3, ქპ. დ, დ.ა,დ. ბ;
საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 37, პუნ. 2.
552
201 |
რასაც ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდ გავრცელებული ნიშნები და ამომრჩეველთა
მონიტორინგი, რომელიც ძირითადად მმართველი პარტიის სტრუქტურებისა და მათთან
დაკავშირებული პირების მიერ ხორციელდებოდა, განაპირობებდა.556 მისიის თანახმად,
1,924 დაკვირვებიდან 6 პროცენტში, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა, ხმის მიცემის
პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების
ნიშნების გამო, რომლებიც ზოგჯერ დაძაბულობას, არეულობასა და საარჩევნო უბნებზე
გადატვირთულობასთან ერთად ვლინდებოდა. პარტიის წარმომადგენლების მიერ უმეტეს
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის ვიდეოჩაწერა (კამერები ხშირად მიმართული
იყო
ამომრჩეველთა
იდენტიფიკაციის
მოწყობილობებისა
(VIDs)
ან
კენჭისყრის
კაბინებისკენ, რაც ხმის საიდუმლოების შესაძლო დარღვევას იწვევდა), უცნობი პირების
მიერ საარჩევნო უბნების გარეთ ამომრჩევლების გადაადგილებაზე დაკვირვება, საარჩევნო
უბნებში
პარტიის
წარმომადგენლების
მიერ
ამომრჩევლების
მონიტორინგი,
ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებულ აღქმას იწვევდა, რაც ეწინააღმდეგება
ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.557
ამასთანავე, მისიის შეფასებით, ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად დაირღვა მათ
მიერ დაკვირვებული უბნების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების
საარჩევნო
ყუთში
შეცურების
წესით, საარჩევნო
უბნის
დარბაზის
არასათანადო
დაგეგმარებით და ბიულეტენების უკანა მხარეს გამოჟონილი ნიშნების გამო.558 ანგარიშის
თანახმად, ტექნოლოგიური სატესტო დემონსტრაციების შედეგად გამოიკვეთა ხმის
მიცემის
ფარულობის
შესაძლო
დარღვევები,
რომლებიც
არჩევნების
დღემდე
არ
559
აღმოფხვრილა.
ფარულობის
სავარაუდო
დარღვევის
ფაქტებთან
დაკავშირებით
საარჩევნო
ადმინისტრაციაში წარდგენილი იყო 105 საჩივარი და მოთხოვნილი იყო 2263 საარჩევნო
უბნის
შედეგების/შემაჯამებელი
ოქმების
ბათილობა,
ფარულობის
560
საფუძვლით საარჩევნო უბნის შედეგები არ გაბათილებულა.
დარღვევის
არჩევნების ფარულობის
დარღვევის გამო ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა, სადაც არჩევნები
ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, სასამართლო დავის საგანი გახდა.561
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 67, იხ. ბმული: <https://www.osce.org/files/f/documents/b/8/585577.pdf>,
[11.03.2025].
557 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 68.
558 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 8-9.
559 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო
მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 26.
560 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №02/2103, 11/11/2024 წერილი საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს.
561ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი 12.11.2024, №10402619, ასევე, იხ.
ბმული: <https://gyla.ge/post/GYLA-gancxadeba-30octomberi>, [11.03.2025], თეთრიწყაროს რაიონულმა
556
202 |
ქვეყანაში
კენჭისყრის
პროცესში
მასშტაბურად
ელექტრონული
ტექნოლოგიების
დანერგვის გათვალისწინებით, საარჩევნო უფლების რეალიზაციის მნიშვნელობიდან და
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ამ საქმეზე სასამართლო
მეგობრის მოსაზრება წარადგინა.562 დოკუმენტში განხილულია ფარული კენჭისყრის
პრინციპისა და მნიშვნელობის საკითხი, ფარულობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი
აუცილებელი ღონისძიებები და ფარულობის პრინციპის დარღვევის სამართლებრივი
შედეგები, ასევე, ელექტრონული კენჭისყრის შემთხვევაში ხმის მიცემის ფარულობასთან
დაკავშირებული სტანდარტები. გარდა ზემოთ მითითებული ეროვნული სტანდარტებისა,
სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა
საერთაშორისო სტანდარტებზეც.
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა და
შექმნას
გარანტია
ხმის
მიცემის
ფარულობის
უზრუნველსაყოფად
და
სხვა
კონსტიტუციური პრინციპების/სტანდარტების დასაცავად, მათ შორის, ელექტრონული
კენჭისყრის სისტემის ფარგლებში და არჩევნების მთლიანი პროცესის განმავლობაში.
სხვადასხვა
საშუალებით
მცდელობასთან
ერთად,
ამომრჩევლის
კენჭისყრის
დაკავშირებით გამოვლენილმა
ნებაზე
დღეს
პრობლემებმა
ზეგავლენასა
ფარულობის
და
ზეგავლენის
უზრუნველყოფასთან
კი, საერთო ჯამში
ხელი შეუშალა
თავისუფალ საარჩევნო პროცესს, ასევე, დააზიანა საზოგადოებრივი ნდობა არჩევნების
მიმდინარეობისა და საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ.
10.3.არჩევნების შემდგომი პერიოდი
არჩევნების შემდგომ პერიოდში სახალხო დამცველი გამოყოფს შემდეგ სავარაუდო
დანაშაულებრივ ქმედებებს:
•
2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ჩადენილ
სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ
ინფორმაციას
•
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებულ
საპროტესტო აქციებზე, აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევისა და
პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტებს.
არჩევნების შემდგომ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირება მოახდინა
დანაშაულის შესახებ მედიით გავრცელებულ 1 ინფორმაციასა და არჩევნების შედეგებთან
დაკავშირებით
გამართულ
3
საპროტესტო
აქციაზე
გამოვლენილ
სავარაუდო
უფლებადარღვევებზე. მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატში
წარმოდგენილი
ინფორმაციის
შესწავლის
შედეგად,
გამოვლინდა:
ძალადობრივი
სასამართლომ ტექნოლოგიით აღჭურვილ 30 საარჩევნო უბანში შედეგები ბათილად ცნო №3/62-24 (3/6324), 4.11.2024 გადაწყვეტილებით, რომელიც მოგვიანებით სააპელაციო წესით გაუქმდა.
562 იხ. ბმული: <https://bit.ly/3QQ1WLg>, [7.03.2025].
203 |
დანაშაულის - 1 ფაქტი; ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის - 1
ფაქტი.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა
სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ორი ან მეტი პირის
მიმართ ძალადობის563 და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის564
მუხლებით.565
საქმეზე
დაზარალებულად
ცნობილია
2
პირი,
ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 1 პირის მიმართ.
სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირება მოახდინა არჩევნებთან დაკავშირებულ 3
საპროტესტო აქციაზე566 გამოკვეთილ უფლებადარღვევებზე. კერძოდ, ესენია: 2024 წლის 16
ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო
აქცია; 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
აქცია; 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა.
ამ აქციების მიმდინარეობისას გამოვლენილ სავარაუდო დანაშაულებრივ შემთხვევებზე
სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით, სახალხო დამცველმა სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს მიმართა.567 მოწოდებული ინფორმაციის568 შესწავლის შედეგად
დგინდება, რომ გამოძიება დაწყებულია 16 ფაქტზე; გამოძიება არ დაწყებულა 1 ფაქტზე;
დაზარალებულად ცნობილია 5 პირი, მათ შორის, 1 ჟურნალისტი. ბრალდებულად ცნობილი
არავინაა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ სპეციალური საგამოძიებო
სამსახური, ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე, ჩაატარებს ყოველმხრივ,
სრულ და ობიექტურ გამოძიებას, სამართალდამცავი ორგანოს იმ წარმომადგენლების
გამოსავლენად, რომელთა მხრიდანაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საპროტესტო
აქციებზე დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. ამასთანავე, სახალხო
დამცველი მოუწოდებს სამსახურს, საქმის ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით, გამოძიება წარმართოს სწორი კვალიფიკაციით.
სახალხო დამცველის აპარატი, გამოძიების მიმდინარეობის შეფასების მიზნით, კვლავაც
განაგრძობს მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს.
არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით აპარატში
წარმოდგენილი განცხადებები
2024 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო ჯამში
9
განცხადება
არჩევნებთან
დაკავშირებული
უფლებადარღვევების/შესაძლო
563 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126, ნაწილი 11, ქვეპუნქტი „გ“.
564 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 160, ნაწილი 1.
565 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 5 ნოემბრის №13/71666 წერილი.
566 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე დეტალური მსჯელობა იხ. შესაბამის თავში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 19 ნოემბრის №2024/6495, №2024/6510,
№2024/6516, №2024/6525 და 26 ნოემბრის №2024/6679 წერილები.
568 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის 29 ნოემბრის NSIS 3 24 00021528, NSIS 6 24 00021521, 6
დეკემბრის NSIS 7 24 00022431 და 2025 წლის 20 მარტის NSIS 4 25 00005175 წერილები.
567
204 |
დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. მათ შორის, 3 მიმართვა შემოვიდა პენიტენციურ
დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მხრიდან, 3 განცხადება წარმოადგინეს
არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, 2 განცხადება - მოქალაქემ, ხოლო 1
განცხადება - პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“.
ერთ-ერთი
მომართვის
ავტორმა,
ს.
შ.-მ,
განცხადებასთან
ერთად
წარმოადგინა
დოკუმენტაცია და მიუთითა, რომ ეს დოკუმენტაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის
საპარლამენტო
არჩევნების
გაყალბების
დამადასტურებელი
მასალაა.
GSRT-ის
წარმომადგენელმა წარმოადგინა „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის
ცენტრისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნა, იმავე
საკითხთან დაკავშირებით, თანდართულ მასალებთან ერთად. ხოლო „სამართლიანი
არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მოგვაწოდა მასალები 2024
წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი სავარაუდო
დარღვევების შესახებ, რომელშიც მითითებულია სხვადასხვა, მათ შორის, ამომრჩევლის
სავარაუდო მოსყიდვის და სხვა ფაქტები. ხსენებული ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების
მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.569
გენერალური პროკურატურის განმარტებით, ამ ეტაპზე, შეისწავლიან სახალხო დამცველის
აპარატის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას.570
რეკომენდაციები
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
▪
გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
ხმის ფარულად მიცემის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ნდობის
განსამტკიცებლად, მათ შორის, საარჩევნო უბნების სათანადო მოწყობის, საარჩევნო
მასალების გაუმჯობესების, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის გზით;
▪
უზრუნველყოს კენჭისყრის ოთახების იმგვარი მოწყობა, რომ დამკვირვებლებმა
შეძლონ თავიანთი უფლებამოსილებების სრულფასოვნად და დაუბრკოლებლად
განხორციელება;
▪
უზრუნველყოს მარკირების წესების დაცვის განუხრელი დაცვისთვის საჭირო
ღონისძიებები, საარჩევნო კომისიების წევრების სათანადო მომზადებით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას:
▪
შეიმუშაოს
მაუწყებლების
მხრიდან
კვალიფიციური
საარჩევნო
სუბიექტის
სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო დოკუმენტი,
საზოგადოებრივი კვლევის შეფასებისას მაქსიმალურად ცხადი და გამჭვირვალე
კრიტერიუმების დადგენის მიზნით.
569 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 30 იანვრის №25/967 წერილი.
570 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 6 თებერვლის №13/6532 წერილი.
205 |
საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს:
▪
აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება წინამდებარე თავში ასახულ თითოეულ სისხლის
სამართლის საქმეზე, მათ შორის, დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის
პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით;
▪
ყველა მსხვერპლს შემჭიდროებულ ვადებში მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი
და მიეცეთ მათ გამოძიების მასალებზე წვდომა.
206 |
11. უფლებადამცველები
2024 წლის მაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით,
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული ნაწილი
უცხოეთიდანაა მიღებული, ახალი, მასტიგმატიზებელი სტატუსი მიენიჭათ და ფინანსური
ანგარიშგების ვალდებულება დაეკისრათ, ხოლო შესაბამისი მონაცემები გასაჯაროებას
დაექვემდებარა. ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, უფლებამოსილ პირს
მიანიჭა მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა მსგავსი სუბიექტების გამოსავლენად
და მათი მხრიდან კანონის მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად.
სახალხო დამცველმა ამგვარი მოწესრიგება ჯერ კიდევ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველად ინიცირების დროს
გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის შეუთავსებელი იყო თანამედროვე დემოკრატიული
სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.571 დამატებით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
კანონი არ წარმოადგენდა დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას,
აჩენდა მასში ასახული მოწესრიგების ფართოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, არ
აკმაყოფილებდა „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს და სახელმწიფოს მხრიდან
თვითნებობის მაღალ რისკს ქმნიდა.572 სახალხო დამცველის შეფასებით, თუკი კანონის
მიღების მიზანი საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების
გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა იყო, ამის
მიღწევა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებებითა და
საგარეო დახმარების შესახებ არსებული მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებითაც
შესაძლებელი იქნებოდა.573
მოგვიანებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველმა
მიმდინარე დავის ფარგლებში, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.574
საყურადღებოა, რომ კანონის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების,
საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“,
2024 წლის 1 აგვისტოს №1019 ბრძანება გამოსცა. ამ კანონქვემდებარე აქტის თანახმად,
რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ საფინანსო დეკლარაციაში
ასასახი, როგორც დასაქმებულთა, ისე მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობის
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის 17 თებერვლის განცხადება „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თაობაზე, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < bit.ly/40uKNv9 > [25.01.2025].
572 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/40xfKyD > [25.01.2025].
573 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 11 აპრილის განცხადება „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < bit.ly/40NebhG > [25.01.2025].
574 საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/40xfKyD > [25.01.2025].
571
207 |
ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების, ბენეფიციარების და სხვა პირთა პერსონალური
მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვ.) საჯაროდ
გამოქვეყნებას დაექვემდებარა. სახალხო დამცველმა ამგვარი გადაწყვეტილება
გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნია, რადგან ინდივიდების პერსონალური
მონაცემების დიდი მოცულობით გასაჯაროება კანონის შემბოჭველ და მასტიგმატიზებელ
ეფექტს ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა მიმართ კიდევ უფრო აძლიერებდა.
შედეგად, სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს 2024 წლის 30
აგვისტოს №2024/4184 წინადადებით მიმართა, დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ
პირთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაქვემდებარებოდა.575
იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და
შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც, არ საჯაროვდება საფინანსო
დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის
ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციართა და სხვა პირთა პირადი ნომრები, საბანკო
ანგარიშის ნომრები და საფინანსო ინსტიტუტები.576 მიუხედავად იმისა, რომ ამ პირთა
სახელები და გვარები კვლავ ხელმისაწვდომია, სახალხო დამცველის რეკომენდაციის
შედეგად, ცალკეული ინდივიდების პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართ ახალი
რეგულაციების ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
რეკომენდაციები:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, უფლებადამცველების შესახებ გაეროს
1998
წლის
დეკლარაციისა
და
უფლებადამცველების
შესახებ
ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის
(OSCE/ODIHR)
სახელმძღვანელო
პრინციპების
თანახმად,
განსაზღვროს
უფლებადამცველების ცნება და აწარმოოს სტატისტიკა მათ მიმართ ჩადენილი
ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, რომელიც მათ საქმიანობას
უკავშირდება.
თანამდებობის პირებს:
▪
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს,
დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. მათ
შორის, არ მოხდეს უფლებადამცველთა დისკრედიტაცია და ხელი შეეწყოს მათ
საქმიანობას.
575 საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის
წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4aucSHD > [25.01.2025].
576 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4hxVcgF > [25.01.2025].
208 |
12.საკუთრების უფლება
12.1.შესავალი
საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით577 და
ეროვნული კანონმდებლობით. ამასთანავე, მისი დაცვა ნებისმიერ დემოკრატიულ
სახელმწიფოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.578 2024 წლის საანგარიშო პერიოდში
კვლავ გამოიკვეთა სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობის
და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების
უკიდურესად გაჭიანურების საკითხი.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო სისხლის სამართლის საქმეების
გამოძიებისას
საკუთრების
უფლების
დაუსაბუთებელი
ადმინისტრაციული წესით დაკავებულისთვის
შეზღუდვისა
საკუთრების დროული
და
დაბრუნების
საკითხები.
12.2.კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა საკუთრების
უფლება
უკვე მრავალი წელია საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო
ანგარიშებში579 საუბრობს სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შესრულების
აუცილებლობაზე. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია
ცხადყოფს, რომ საქართველოს რეგიონებში ვალდებულების შესრულების მიზნით, ბოლო 9
წლის განმავლობაში ქმედითი ღონისძიება არ განხორციელებულა. საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს
სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში საქართველოს მთავრობას მიეცა
რეკომენდაცია580 საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების წესის
შემუშავების, მათ შორის, პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობის
განსაზღვრის და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების
შესრულების ეფექტიანი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. ამასთანავე,
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის თაობაზე საქართველოს
577 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19.
578 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე,
„შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარა. 1.
579 „საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’, გვ. 557.
„საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’, გვ. 821-823.
„საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’, გვ. 178.
„საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’, გვ. 168.
580 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
2023
წლის
ანგარიში.
გვ.
173
ხელმისაწვდომია:
<https://shorturl.at/hNQZp>[11.03.2025].
209 |
პარლამენტის მიერ 2024 წლის 27 ივნისს მიღებული (4332-XIVმს-Xმპ) დადგენილების მე-13
პუნქტით,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
დაევალა
მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული
საშინაო ვალის ანაზღაურების საკითხის განხილვა. თუმცა, ამავე სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით,581 „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე
მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა
განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს
მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შექმნილ საქართველოს
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას, იმ პირთა
მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის
48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, ყოფილ კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება)
აღიარებულ
სავალო
კატეგორიებს,
სახელმწიფო
საშინაო
ვალის
ანაზღაურების
მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე არ
მიუღია. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,582 წინა წლის
მაჩვენებელთან
შედარებით
საქართველოს
მუნიციპალიტეტებში
კოოპერატიული
ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 2801-ს
უტოლდება.
თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,583 წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში
აღინიშნა, რომ მუნიციპელიტეტის საზღვრებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით
დაზარალებულთა რიცხვი 1192 შეადგენდა. თუმცა, წელს ამავე სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით,584 ამჟამინდელი მონაცემებით დაზარალებულთა რიცხვი
1783-ს უტოლდება. წინა მცდარი მაჩვენებლის მოწოდება საქართველოს ფინანსთა
სამინისტრომ ტექნიკური ხარვეზით ახსნა. შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს
ინფორმაციის მიუხედავად,585 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 390
დაზარალებულის
უძრავი
ქონებით
უზრუნველყოფის
შესახებ,
თბილისის
მუნიციპალიტეტის საზღვრებში დაზარალებულთა რიცხვი კვლავ მაღალია. პრობლემის
ხანდაზმულობიდან გამომდინარე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული
პირების
მიმართ
აღებული
ვალდებულების
დროულად
შესასრულებლად,
მნიშვნელოვანია ეფექტიანი, კონკრეტულ დროში გაწერილი ზომების მიღება და ყველა
ასეთი პირის დროული დაკმაყოფილება.
581 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 5 თებერვლის №08-02/6912 წერილი.
582 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 5 თებერვლის №08-02/6912 წერილი.
583 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2024 წლის 12 თებერვლის №08-02/10484 წერილი.
584 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 5 თებერვლის №08-02/6912 წერილი.
585 სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2025 წლის 29 იანვრის №61-01250293562 წერილი.
210 |
12.3.უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის
საქმეებზე აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების პრობლემა
გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა უკანონო
მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების
გაჭიანურების საკითხი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით,586 2024 წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციის სამმართველოს
წარმოებაში იყო სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის
2160 სააღსრულებო საქმე. ამავე პერიოდში ბიუროში დარეგისტრიდა 626 ახალი საქმე,
ხოლო დასრულდა 329 სააღსრულებო საქმე. დასრულებულ საქმეებსა და წარმოებაში
მიღებულ ახალ საქმეებს შორის სხვაობა მოწმობს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული
ბიურო ეფექტიანად არ იყენებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს
კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულებისთვის შეუსაბამოდ დიდ დროს ხარჯავს. მართალია, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის მოთხოვნის მიუხედავად სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ
მოუწოდებია ინფორმაცია სააღსრულებო საქმეებზე წარმოების დაწყების თარიღების
შესახებ, მაგრამ წარმოდგენილი განცხადებები ადასტურებს აღსრულების პროცესის
წლობით გაჭიანურების ფაქტს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა არაერთი
განცხადების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე საქმესთან
დაკავშირებით რეკომენდაციებით587 მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და
მოითხოვა წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შემჭიდროებულ ვადებში
აღსრულება
და
მესაკუთრეთათვის
უძრავი
ქონების
გამოთავისუფლებულ
588
მდგომარეობაში გადაცემა. ერთ-ერთი საქმის
გარემოებების მიხედვით, კრედიტორი
მხარე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ
ბინაში და მის სახელზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ
ირიცხება სხვა საცხოვრებელი უძრავი ქონება, მასთან ერთად ცხოვრობენ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ოჯახის წევრები, მათ შორის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, და, ამასთანავე, საქმეში არსებობს სააღსრულებო
ფურცელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რაც
ადასტურებს განმცხადებლისთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების
ინტერესს და ამავე გადაწყვეტილების აღსრულების პრიორიტეტულობას. მოქალაქეთა სხვა
განცხადებით589 ასევე დადგინდა, რომ მათ საქმეებზე სააღსრულებო საქმის წარმეობა
დაიწყო 2022-2023 წლებში, თუმცა, მოწოდებული ინფორმაციით,590 არცერთ
ზემოაღნიშნულ საქმეზე აღსრულების პროცესი 2025 წლის თებერვლის მონაცემებით
586 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 იანვრის №5113 წერილი.
587 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 23 მაისის №2024/1308 რეკომენდაცია;
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 17 ივნისის №2024/1979 რეკომენდაცია.
588 მ. ხ.-ს 2024 წლის 5 აპრილის №212/2024 განცხადება.
589 რ. ხ.-ს 2024 წლის 5 აპრილის №140/2024 განცხადება; ვ. კ.-ს 2024 წლის 27 მაისის №1775/2024 განცხადება;
თ. ხ.-ს 2024 წლის 4 ივნისის №2058/2024 განცხადება; თ. მ.-ს 2023 წლის 12 დეკემბრის №14872/23
განცხადება.
590 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 7 თებერვლის №7635 წერილი.
211 |
დასრულებული არ არის. ამ მხრივ, საგანგაშო სტატისტიკა გამოიკვეთა სსიპ აღსრულების
ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებულ მონაცემებში,591 რომელთა თანახმად, ამავე უწყებას
ჯერ კიდევ წარმოებაში აქვს და არ აღუსრულებია 2018 წელს დაწყებული 120, 2019 წელს
დაწყებული 207, 2020 წელს დაწყებული 176 და 2021 წელს დაწყებული 211 სააღსრულებო
საქმე.
ამის გამო, უძრავი ქონების მესაკუთრეები გაუმართლებლად ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში
მოკლებულნი
არიან
საკუთრებით
სრულყოფილად
სარგებლობის
შესაძლებლობას, რაც მათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მომტანია. ამდენად,
სააღსრულებო წარმოების არაგონივრული ვადით გაჭიანურების აღმოსაფხვრელად
აუცილებელია განხორციელდეს აღსასრულებელ საქმეთა პრიორიტეტიზაცია, მათ შორის,
ისეთ საქმეთა პრიორიტეტული აღსრულება, რომლებშიც წარმოდგენილია სასამართლოს
შესაბამისი განჩინებები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის
შესახებ, ან სადაც სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული უძრავი ქონება კრედიტორის
ერთადერთი საცხოვრებელია.
სსიპ
აღსრულების
592
ეროვნული
ინფორმაციით,
2023
წლის
საქართველოს
პარლამენტს
ბიუროს
17
ოფიციალურ
ნოემბერს
ახალი
ვებგვერდზე
საქართველოს
სერვისის
-
გავრცელებული
იუსტიციის
,,სასყიდლიანი
მინისტრმა
ხელშეკრულების
რეგისტრაციის’’ პროექტი გააცნო, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის,
ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რომლის
ფარგლებშიც
მხარეები
გათვალისწინებული
აცხადებენ
ვალდებულებების
თანხმობას,
დარღვევის
რომ
ხელშეკრულებით
შემთხვევაში,
აღსრულების
ეროვნულმა ბიურომ გასცეს სააღსრულებო ფურცელი. პროექტი მოქალაქეებს საშუალებას
მისცემს
ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრირონ საჯარო
რეესტრში, სადაც
მითითებული იქნება, რომ, თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას,
აღსრულების ეროვნული ბიურო მას გამოასახლებს და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან
შეთანხმებულები.
ეს
განხორციელების
შემთხვევაში,
გვერდის
შეძლებს
ავლით
სრულფასოვნად
ინიციატივა
აღდგენას.
მესაკუთრე
უნდა
შეფასდეს,
ხანგრძლივი
ვინაიდან
სასამართლო
მისი
პროცესების
დარღვეული
საკუთრების
უფლების
დროულად
და
თუმცა,
აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
მიერ
593
მოწოდებული ინფორმაციით,
დადებითად
სსიპ
ხსენებული პროექტის დაანონსებიდან ერთი წლის
გასვლის შემდეგაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ
მიმდინარეობს მუშაობა ცალკეული დებულებების საბოლოოდ დასახვეწად და შემდგომი
მოქმედებების განსახორციელებლად.
591 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 10 თებერვლის №7725 წერილი.
592 ხელმისაწვდომია: <https://nbe.gov.ge/news/665?locale=ka>[11.03.2025].
593 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 7 თებერვლის №7635 წერილი.
212 |
12.4.საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში594
გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა
კანონმდებლობის ხარვეზზე, რომლის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების
მიერ მოპოვებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების
ავტოსადგომზე შენახვის ხარჯების გადახდა, საქმეში მათი სტატუსის მიუხედავად,
სატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრეს/კანონიერ
მფლობელს
ეკისრებათ.595
ამ
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტს,
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებით მიმართა. სამწუხაროდ, სახალხო
დამცველის ეს წინადადება ამ დრომდე შეუსრულებელია.596
საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის საფუძველზე, სახალხო
დამცველმა
გამოავლინა
სისხლის
სამართლის
საქმისწარმოების
პროცესში
სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკუთრების უფლების დარღვევისა და უსაფუძვლო
შეზღუდვის შემდეგი შემთხვევები:
საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა გამოძიებისას
სისხლის სამართლის საქმის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებელმა მოწმეს
სატელეფონო გასაუბრებით აუკრძალა საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონების
განკარგვა, გასხვისება, მიწაზე არსებული შენობის დემონტაჟი, რომლის თაობაზეც
შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან განმცხადებელს მოპოვებული ჰქონდა
სათანადო ნებართვა597, ან/და მისი სურვილისამებრ, საკუთრებით სარგებლობა, რის გამოც
ვერ განახორციელა საკუთრებაზე მისთვის სასურველი სამეწარმეო საქმიანობით შემდგომი
შემოსავლის მიღება.598
საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკუთრების
უფლების
შეზღუდვის
599
ითვალისწინებს.
შესაძლებლობას
მხოლოდ
ყადაღის
დადების
გზით
გადაუდებელი აუცილებლობისას ყადაღა დაიდება პროკურორის
დადგენილებით, რომლის კანონიერებაც შემდგომ სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხოლო
ეს საკითხი დეტალურად იხ. სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
595
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წელს”, გვ 171. https://shorturl.at/MCO9l
596 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 11 მარტის №15-2/2465 წინადადება; საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ 2023 წელს” https://shorturl.at/MCO9l გვ 173); სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, < https://shorturl.at/jplCk > გვ. 278 –
282.
597 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 17 აპრილის №ბ124.1242410811 ბრძანება.
598 №6819/2024, №7212/2024 და №8023/2024 განცხადებები.
599 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 151.
594
213 |
ჩვეულებრივ
შემთხვევებში
-
მხარის
შუამდგომლობის
საფუძველზე,
უშუალოდ
600
სასამართლო იღებს განჩინებას ყადაღის დადების საკითხზე.
მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელმა სატელეფონო გასაუბრების ოქმით შეუზღუდა
მოწმეს მისი უძრავი ქონების განკარგვა და სარგებლობა, რაც დე ფაქტო ყადაღაა.
გამომძიებლის
მიერ
საკუთრების
უფლების
კანონდარღვევით
შეზღუდვასთან
დაკავშირებით მოქალაქემ საჩივრით მიმართა პროკურატურას. მარნეულის რაიონულმა
პროკურატურამ არ გააუქმა სატელეფონო გასაუბრების ოქმი და მიუთითა, რომ ის
გამოძიების ინტერესებიდან მომდინარე რეკომენდაციული მნიშვნელობის განმარტება
იყო.601 პროკურატურის მითითებით, ამგვარი განმარტების გაკეთებას გამომძიებელს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ უკრძალავს და,
შესაბამისად, არც კანონდარღვევას წარმოადგენს.602
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობა, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, კანონითვე დადგენილი წესით,
მხოლოდ იმ მოქმედებების განხორციელების ვალდებულებას უწესებს, რაც უშუალოდ არის
გათვალისწინებული კოდექსით. შესაბამისად, კანონმდებლობა გამოძიების მწარმოებელ
ორგანოს გამოძიების მიმდინარეობისას არ ანიჭებს იმ ქმედებათა განხორციელების
უფლებამოსილებას, რაც პირდაპირ არ არის აკრძალული საპროცესო კანონმდებლობით.
ამდენად, ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილება გამომძიებელს არ ჰქონია,
პროკურორისა და სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე.
რაც შეეხება პროკურატურის რეაგირებას, მან საკუთრების უფლების შემზღუდველი ოქმი
სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვა და არ გააუქმა გამომძიებლის მიერ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით
მოქალაქისთვის საკუთრების უფლების შემზღუდველი სატელეფონო გასაუბრების ოქმი.
მოცემულ
ეტაპზე,
მარნეულის
რაიონული
პროკურატურის
პოზიციით,
მოქალაქეს
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების მხრიდან არ აქვს აკრძალული
შეუზღუდავად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.603
ადმინისტრაციული დაკავებისას ჩამორთმეული ნივთების დაბრუნების პრობლემა
საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული წესით 5 დღით
დაკავებული პირისთვის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ არ დაუბრუნებიათ
პოლიციის განყოფილებაში ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი და ქამარი.
საგულისხმოა, რომ ეს ნივთები პოლიციის განყოფილებაში ინახებოდა და შინაგან საქმეთა
600 იქვე,
მუხ. 155; იქვე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილი.
601 მარნეულის რაიონული პროკურატურის 2024 წლის 15 ივლისის №13/14-46243 წერილი.
602 იქვე.
603 მარნეულის რაიონული პროკურატურის 2025 წლის 5 მარტის N13/14-13544 წერილი.
214 |
სამინისტროს
სახალხო
დამცველისთვის
არ
წარმოუდგენია
მათი
ჩამორთმევის
604
კანონიერების სამართლებრივი დასაბუთება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ ნივთი არ არის სამართალდარღვევის
ობიექტი
ან
საგანი,
იგი
იზოლატორში
უნდა
ინახებოდეს
და
დაკავებულს
გათავისუფლებისთანავე უნდა უბრუნდებოდეს. ვინაიდან ზემოხსენებული ნივთები
სამართალდარღვევის უშუალო ობიექტი ან საგანი არ ყოფილა, სამართალდამცველები
ვალდებულები იყვნენ, ისინი იზოლატორში გადაეტანათ, სადაც დაკავებული მათ
გათავისუფლებისთანავე მიიღებდა. ამის საპირისპიროდ, პირს, გათავისუფლების შემდეგ,
ნივთების მისაღებად პოლიციის განყოფილებაში მისვლა დასჭირდა.
ზემოაღნიშნულის გამო, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქის
უფლებების
დარღვევისთვის,
პოლიციის
შესაბამის
თანამშრომელთა
მიმართ
605
დისციპლინური წარმოების დაწყების წინადადებით მიმართა.
წინადადება
საქართველოს პარლამენტს:
▪
შევიდეს
ცვლილება
„საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრის, „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებში და სისხლისსამართლებრივი პროცესის მონაწილეებს არ დაეკისროთ
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების
ხარჯების ანაზღაურება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან
დაკავშირებით
აღიარებული
საშინაო
ვალის
ანაზღაურების წესი, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ
პირთა
რიგითობა
და
დაზარალებული
მოსახლეობის
წინაშე
აღიარებული
ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
2025
წლის
განმავლობაში
უზრუნველყოს
,,სასყიდლიანი
ხელშეკრულების
პროექტის’’ საბოლოო ვერსიის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა.
სსიპ აღსრულების ეროვნულ სააგენტოს:
604 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 12 თებერვლის №32400421870 წერილი.
605
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 15 ივლისის №2024/2833 წინადადება.
215 |
▪
უკანონო
მფლობელობიდან/სარგებლობიდან
უძრავი
ნივთის
გამოთხოვის
(გამოსახლების) საქმეებთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად,
მესაკუთრეთა საკუთრების უფლების რეალიზებისა და წარმოებაში არსებულ
მიმდინარე
საქმეთა
რაოდენობის
რიგითობის
განმსაზღვრელი
წესი
შესამცირებლად,
და
შეიმუშაოს
პრიორიტეტულად
წარმოების
აღასრულოს
ის
სააღსრულებო საქმეები, რომლებშიც წარმოდგენილია სასამართლოს განჩინება
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, ასევე,
სადაც,
გამოსათავისუფლებელი
საცხოვრებელს წარმოადგენს.
216 |
უძრავი
ნივთი
კრედიტორის
ერთადერთ
13.რწმენისა და რელიგიის თავისუფლება
13.1.შესავალი
წინამდებარე თავი ეთმობა 2024 წლის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის
თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების მიმოხილვას, მათ შორის,
2024 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რელიგიური ნიშნით
ჩადენილ
სავარაუდო
სიძულვილით
მოტივირებულ
დანაშაულებს,
სალოცავი
დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ
საკითხს და უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების ძეგლებს.
სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს გაცემული რეკომენდაციების ან/და
წინადადებების შესრულების მხრივ, პროგრესი არ გამოკვეთილა. საქართველოში მოქმედი
სამედიცინო დაწესებულებებისათვის არ შემუშავებულა სახელმძღვანელო მითითებები
იმ მეთოდების/პრეპარატების გამოყენების დაშვებისა და ინსტრუქციის თაობაზე,
რომლებითაც შესაძლებელია ჰემოტრანსფუზიის პროცედურის ჩანაცვლება; გამოწვევად
რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული
მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. სამწუხაროდ, დღემდე არ გადადგმულა
ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული
ქონების ოდენობა აღიწერებოდა და შეფასდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
პარლამენტი იზიარებს სახალხო დამცველის წინადადებას და გასცა დაპირება
აღნიშნულის აღსრულების თაობაზე,606 დღემდე არ შემუშავებულა საკანონმდებლო
რეგულაცია, რომელიც არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, მათი რელიგიური
დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენებით
სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.
საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით, 2024 წელს მიღებული კანონი „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უარყოფით გავლენას ახდენს რწმენისა და რელიგიის
თავისუფლებაზე.
2024 წლის 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული ძალადობრივი
მოვლენების შედეგად ადგილობრივი მუსლიმი თემის ნაწილს შეეზღუდა ლოცვის
შესაძლებლობა.607 აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის
აკრძალული კერძო საკუთრების გამოყენება სალოცავი ან/და საგანმანათლებლო
მიზნებისთვის. კერძოდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასწავლებლის გახსნისთვის
რაიმე ნებართვას სახელმწიფოს მხრიდან. აკრედიტაცია მხოლოდ საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ სურვილის შემთხვევაში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის
გზით გაიცემა.608 ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ადგილზე არ მიმდინარეობდა
606 იხილეთ ვრცლად, სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 174-175.
607 სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სახალხო დამცველის განცხადება,
9 მარტი, 2024. < http://bit.ly/3Q6P1nT > [05.02.2025].
608 „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1-ლი ოქტომბრის №99/ნ
ბრძანების 1-ლი დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ადამიანის უფლებათა
217 |
სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შესაბამისად, მათ არ სჭირდებოდათ
სპეციალური ნებართვა სახელმწიფოსგან.609
ადიგენის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ ღვთისმსახურების უკანონოდ ხელშეშლის
ზემოაღნიშულ ფაქტზე, რასაც თან ახლდა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ძალის
გამოყენებით შესვლა და შეურაცხმყოფელი/დამაშინებელი შეძახილები, სახელმწიფო
ვალდებულია აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება. ამაში იგულისხმება ძალადობრივი
ინციდენტების განმაპირობებელი შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოვლენა და
პასუხისმგებელი პირების ადეკვატურად დასჯა.610 გამოძიების მიმდინარეობის შესახებ
ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ მიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის წერილები ამ
დრომდე პასუხგაუცემელი რჩება. 611
13.2.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი
საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, მხარი
დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. კანონის მიხედვით,
ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის სტატუსი ენიჭებათ, რაც უარყოფითი
შინაარსის მატარებელია და ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება. ამგვარი
სტატუსის მინიჭებით, ეს ორგანიზაციები ასოცირდებიან უცხოეთის კონტროლქვეშ მყოფ
ორგანიზაციებთან,
რაც
უნდობლობას
აჩენს
ქართულ
საზოგადოებაში
და
მასტიგმატიზებელ ეფექტს შეიცავს.
ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
მსგავსად, ასევე ვრცელდება რელიგიური ორგანიზაციების ნაწილზეც. უნდა აღინიშნოს,
რომ საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის კუთხით მოქმედი
კანონმდებლობა მკვეთრად ლიბერალურია. მათ სრული თავისუფლება აქვთ გადაწყვიტონ
გაიარონ თუ არა სახელმწიფო რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევენ საქმიანობის
რეგისტრირებულ ფორმას, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად (ა(ა)იპ).612 აღნიშნულ
საკანონმდებლო შესაძლებლობას, არაერთი რელიგიური ორგანიზაცია იყენებს და ა(ა)იპის
ფორმით
ეწევა
საქმიანობას.613
ამასთანავე,
რელიგიური
ორგანიზაციები
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №24225/19), პარა. 87.
609
საქმიანობის ის სახეები, რომლებიც კვალიფიცირდება მშენებლობად და მისი წარმოებისთვის
სავალდებულოა შესაბამისი ნებართვა, ამომწურავად ჩამოთვლილია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა
და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
№255 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით.
610 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, „ქართველ მუსლიმთა
ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, პარა. 93.
611 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 18 აპრილის №2024/433 და 4 აგვისტოს №2024/3481
წერილები.
612 სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლის მეორე ნაწილი.
613 მაგ., სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, ა(ა)იპ
„თბილისის საენტოლოგიური ეკლესია“ და ა(ა)იპ „ასურელთა წმინდა სამოციქულო კათოლიკე
აღმოსავლეთის ეკლესია საქართველოში“.
218 |
დასახელებული ფორმის იურიდიულ პირებს საკუთარი საქველმოქმედო მიზნებისთვისაც
ქმნიან.614 შესაბამისად, მარგინალიზაციის ის რისკები, რაც „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ შეიქმნა, ყველა სხვა არასამთავრობო
ორგანიზაციის მსგავსად, თანაბრად გავრცელდა რელიგიურ ორგანიზაციებზეც.615
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერა იწვევს იმ
რელიგიური ორგანიზაციების სტიგმატიზებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას,
რომლებმაც საქმიანობის ა(ა)იპ ფორმა აირჩიეს.616
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა
კომიტეტმა617 ზემოაღნიშნული კანონის პროექტი შეაფასა და მიუთითა, რომ ის
შეშფოთებას იწვევდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის
თვალსაზრისით.
13.3.თავდაცვის კოდექსი
2025 წლის პირველ იანვარს სრულად ამოქმედდა ახალი თავდაცვის კოდექსი. სახალხო
დამცველმა გასული წლის ანგარიშში ვრცლად მიმოიხილა კოდექსის მიერ
შემოთავაზებული ის საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ბადებს კითხვებს ადამიანის
უფლებათა სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.618 მათ შორის,
ერთ-ერთი სიახლეა სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში მობილიზაციას
დაქვემდებარებული ყველა პირის შესახებ ისეთი პერსონალური მონაცემის წარმოება,
როგორიცაა პირის აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერი.619 საანგარიშო პერიოდში თავდაცვის
სამინისტროს
ვთხოვეთ
დაეზუსტებინა
ლეგიტიმური
მიზნები,
რომლითაც
620
ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნული ცვლილებების შემუშავებისას.
სამინისტროს
621
პასუხები ბუნდოვანია და არ იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს, რამდენად საკმარისი
და პროპორციულია სახელმწიფოს მიერ მოხმობილი არგუმენტები პირთა რწმენისა და
რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წინადადება თავდაცვის კოდექსის
97-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერის გაუქმების
თაობაზე, კვლავ შეუსრულებელია.
მაგ., კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“.
615„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტი.
616 იხ. სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, < https://shorturl.at/znSZH > [4.02.2024].
617 ADVISORY COMMITTEE ON THE FRAMEWORK CONVENTION FOR THE PROTECTION OF NATIONAL MINORITIES,
Fourth opinion of Georgia, ,ACFC/OP/IV(2023)2, 26 ივნისი, 2024, პარა. 8. < https://rm.coe.int/4th-op-georgiaen/1680b08a31 > 07.02.2025.
618 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 175-179.
619 თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის მე-5 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი.
620 სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 31 ივლისის №2024/3369 წერილი.
621 თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის 13 აგვისტოს №MOD 7 24 01022840 წერილი.
614
219 |
13.4.სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები
მისასალმებელია, რომ საქართველოს პროკურატურა განაგრძობს შეუწყნარებლობის
მოტივით და, მათ შორის, რელიგიური ნიშნით მოტივირებული დანაშაულებების თაობაზე
მონაცემების გამოქვეყნებას.622 პროკურატურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს
არსებითად გაიზარდა რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან
მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. კერძოდ, 2022 და 2023 წელს 2-2 პირს, ხოლო 2024 წელს 6 პირს წაეყენა ბრალი დასახელებული საფუძვლით. 2024 წელს
დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 14 პირს. პროკურატურის მონაცემებით, 2022-2024
წლების განმავლობაში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ჯამში 33 პირს, მათგან
დაზარალებულთა ძირითადი ნაწილი იეჰოვას მოწმეა (23 პირი), 5 პირი
მართლმადიდებელი ქრისტიანია, 4 - მუსლიმი და ერთი დაზარალებული - იურიდიული
პირია.
2024 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატში, რელიგიური ნიშნით
სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით 7 განცხადება დარეგისტრირდა,
რომელთაგან 2 შეეხება შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულს (1 იეჰოვას
მოწმეების,
ხოლო
მეორე
მუსლიმი
თემის
მიმართ).
დანარჩენი
5
განცხადებიდან დისკრიმინაცია არ დადგინდა 4 შემთხვევაში, ხოლო ერთ საქმეზე
წარმოება კვლავ გრძელდება.
13.5.სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა
2024 წელს კვლავ არ გადაჭრილა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობასთან
დაკავშირებული საკითხი. 2017 წელს დაწყებულ დავაზე უზენაესმა სასამართლომ 2023
წლის 25 მაისს საქმე ისევ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა
განსახილველად.623 საყურადღებოა, რომ ბათუმის მერის გადაწყვეტილების კანონიერება
სახალხო დამცველმა 2017 წელს შეისწავლა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების
გარეშე იყო მიღებული. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიას
და მშენებლობის ნებართვაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად
ცნობა და, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი
დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.624
13.6.რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
სახალხო დამცველის ინტერესის საგანია, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო
ეროვნულ
და
რელიგიურ
უმცირესობებთან
დაკავშირებული
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის და ამ ძეგლების კონსერვაციის
ან/და რესტავრაციის მიზნით.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე <
https://pog.gov.ge/Crimes-motivated-by-intolerance > [07,02,2025].
623 აღსანიშნავია, რომ ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე 2017 წელს დაწყებული დავა უზენაესმა
სასამართლომ 2023 წლის 25 მაისს ისევ სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა განსახილველად. იხ.
ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), 2023, <
https://shorturl.at/qORV5 > [06.02.2024].
624 სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 150.
622
220 |
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასულ
წელს შეისყიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის, მეჩეთის, სარეაბილიტაციო (დროებითი გამაგრება) სამუშაოები
და 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში
გამარჯვებულ
კომპანიასთან,
რომელმაც
უკვე
დაასრულა
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოები. გარდა ამისა, სააგენტომ გასულ წელს განახორციელა
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ზიკილიაში
მდებარე
კულტურული
625
მემკვიდრეობის ძეგლის, მეჩეთის, დროებითი გადახურვის სამუშაოები.
ამასთანავე,
სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ იგეგმება ახალციხეში გურამიშვილის ქუჩაზე
მდებარე სინაგოგის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება.626
წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატისთვის, მონიტორინგის შედეგად,
დამატებით, ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელ ზვარესა და
სოფელ ძენწმანში მიმდინარეობს მეჩეთების რეაბილიტაცია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ 25
მეჩეთს შორის 15 მეჩეთი ნაწილობრივ ან მძიმედ ავარიულია,627 მათგან კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 5 ჯამეს (ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელი
გულები,
ქედის
მუნიციპალიტეტის
სოფელი
მახუნცეთი,
ქედის
მუნიციპალიტეტის სოფელი ბზუბზუ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭინკაძეები,
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა დაგვა (ღაღაიშვილები)). სსიპ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე არ
ეწევა ამ 5 ძეგლის რეაბილიტაციას და აღნიშნული, არც 2025 წელს არის დაგეგმილი.628
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით მრავალი ეკლესია თუ მეჩეთი, რომელსაც
მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავალალო
მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას.629
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
შევიდეს ცვლილება თავდაცვის კოდექსში და გაუქმდეს თავდაცვის კოდექსის 97-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერი;
625 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2025 წლის 6 თებერვლის წერილი №00004984.
626საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის 9 ივლისის №00024161 წერილი.
627 იხ. ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში (ხის მეჩეთების ვიზუალური და ფიზიკური
მდგომარეობის ფიქსაცია), ქრისტინე მუჯირი, სოლიდარობის თემი, გვ. 13. 2024. < https://shorturl.at/WXHQa
> [24.02.2024].
628 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის 11 ნოემბრის №00039205 წერილი.
629 მაგ., მუღნის „სურბ გევორგი“ (ეკლესია); შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ (ეკლესია); თანდოიან „სურბ
ასტვაწაწინი“ (ბაზილიკა); „სურბ ნშანი“ („სურბ ნიკოღაიოსი“), (ეკლესია); ერევანოც „სურბ მინასი“
(ბაზილიკა).
221 |
▪
საქართველოს შრომის კოდექსში გაიწეროს ალტერნატიული საკანონმდებლო
დათქმა, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური
დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების
შესაძლებლობას მისცემს;
▪
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო
ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდეს რესტიტუციის შესახებ კანონი,
რომელიც საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული
ქონების ისტორიული მესაკუთრისათვის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს,
პასუხისმგებელ უწყებებსა და ვადებს განსაზღვრავს;
▪
შევიდეს ცვლილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში და არ
გავრცელდეს მისი მოქმედება რელიგიურ და მათ მიერ დაარსებულ საქველმოქმედო
ორგანიზაციებზე.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
აღრიცხოს საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული
რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული
ქონების ოდენობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისათვის შეიმუშაოს
სახელმძღვანელო მითითებები იმ მეთოდების/პრეპარატების გამოყენების
დაშვებისა
და
ინსტრუქციის
თაობაზე,
რომლებითაც
შესაძლებელია
ჰემოტრანსფუზიის პროცედურის ჩანაცვლება.
საქართველოს კულტურის მინისტრს:
▪
222 |
დააჩქაროს რელიგიურ უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი.
14. თანასწორობის უფლება
14.1.შესავალი
2024 წელი თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ უარყოფითი ტენდენციებით
ხასიათდებოდა, რაც განპირობებული იყო რიგი საკანონმდებლო ცვლილებებითა და მძიმე
პოლიტიკური პროცესებით. ასევე, საარჩევნო წლის გათვალისწინებით, აქტუალური იყო
ვითარება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იყო სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმება.630
14.2.სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეები არჩევნებისა და საპროტესტო აქციების
კონტექსტში
საანგარიშო წელი დატვირთული იყო ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური
პროცესებით. განსაკუთრებით საყურადღებოა სამი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც
თანასწორობის უფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით, არსებითი
გამოწვევა იყო. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას
უწევდა ამ
პროცესში თანასწორობის დარღვევის სავარაუდო ფაქტებს და მათზე
რეაგირებას პროაქტიულად ახდენდა.
(1) საანგარიშო წელს პარლამენტში კვლავ დაინიცირდა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) პროექტი.
2024 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს,
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში
რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა
პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების
თაობაზე, ზოგადი წინადადებით მიმართა.631 2024 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის
მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ზოგადი
წინადადება. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები,
ვინაიდან მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდების მიმართ რეგულაციების
ნეგატიურ ზეგავლენას, თუმცა სრულად ვერ ასახავს და არ მიიღწევა სახალხო
დამცველის მიერ გაცემული წინადადების მიზანი, ვინაიდან რეგისტრაციის
ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში
კვლავ რჩება მითითებული ფიზიკურ პირთა სახელები და გვარები.632 სახალხო
დამცველი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია, იუსტიციის სამინისტრომ გაცემული
რეკომენდაცია სრულყოფილად შეასრულოს.
(2) მიმდინარე საანგარიშო პერიოდი საარჩევნო წელს დაემთხვა, რაც, თავის მხრივ,
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის რისკებს
630 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
631 სახალხო დამცველის 2024 წლის 30 აგვისტოს ზოგადი წინადადება იუსტიციის მინისტრს,
ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DCBSzQ
632 სახალხო დამცველის 2024 წლის 30 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4iO0B4j
223 |
მნიშვნელოვნად ზრდის.633 ქვეყანაში არსებული მძიმე პოლარიზაციის ფონზე,
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და სამოქალაქო პოზიციის საჯაროდ
გამოხატვა პირებს დისკრიმინაციული მოპყრობის მარტივ სამიზნეებად აქცევდა და
მოქალაქეებიც აქტიურად მიუთითებდნენ, პოლიტიკური შეხედულების ნიშნით,
სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე.
წინა საარჩევნო წლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო,
სამსახურებიდან გათავისუფლების ან/და სამსახურებრივად შევიწროების შესახებ
განცხადებით მოქალაქეებს აპარატისთვის არ მოუმართავთ. თუმცა, აპარატი
საკუთარი ინიციატივით, პროაქტიულად რეაგირებდა, მედიით თუ სხვადასხვა
საჯარო წყაროს მიერ გავრცელებულ ყველა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე.634
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში
პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის პრევენცია და თანასწორი გარემოს
უზრუნველყოფა დემოკრატიული პროცესის სიძლიერისა და ლეგიტიმურობის
ფუნდამენტური
წინაპირობაა.
შესაბამისად,
პოლიტიკური
ნიშნით
დისკრიმინაციის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს
მდგრადობისთვისაც.
(3) მას შემდგომ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის
წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს,635
საჯარო სამსახურში დასაქმებული არაერთი მოხელე მიღებულ გადაწყვეტილებას
საჯაროდ გაემიჯნა და ხელისუფლებას ევროპული კურსის შენარჩუნებისკენ
მოუწოდა.636 ამას მალევე მოჰყვა გამოხმაურება ადგილობრივი და სახელმწიფო
ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,637 რის შემდეგაც დაინიცირდა „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი,
რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ
იგი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შრომითი
უფლებების დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება თავად საჯარო სამსახურის
პრინციპებს.638 საგულისხმოა ისიც, რომ საკანონმდებლო პროცესი დაჩქარებული
633
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების
დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3PaV1eM
დეტალურად იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
635 ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html
634
636ხელმისაწვდომია:
https://tinyurl.com/yb638fut;
https://tinyurl.com/2jp4jx7a;
https://tinyurl.com/43284w2h;
https://tinyurl.com/2sbs3e27; https://tinyurl.com/5n6v3ybx; https://tinyurl.com/3nuz8xu7; https://tinyurl.com/4ddc5df5;
https://tinyurl.com/4msuuxa9;
https://tinyurl.com/52hb7b8p;
https://tinyurl.com/2mkdnw3m;
https://tinyurl.com/5n6b3xeh; https://tinyurl.com/mucaj38x; https://tinyurl.com/5yf94p3s; https://tinyurl.com/mumdvvf8;
https://tinyurl.com/2e3npmfy; https://tinyurl.com/4vr8yz4p; https://tinyurl.com/26jstknk; https://tinyurl.com/2pcb7sra
ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/25nc9ncb , https://bit.ly/4go1Tl2, https://tabula.ge/ge/news/726736kaladzem-tbilisis-multipunktsiuri-bibliotekebis
638 განცხადება ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/5n7rcv58
637
224 |
წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების
ჩართულობის გარეშე წარიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს რეგულაცია, ასევე
გავრცელდა საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ანალოგიურ
საფეხურზე დასაქმებულ პირებზეც. ამგვარი საკანონმდებლო ინტერვენციები
სერიოზულ
საფრთხეს
უქმნის
საჯარო
სამსახურის
ინსტიტუციურ
დამოუკიდებლობას.
საჯარო მოხელეების მხრიდან პოზიციების ღიად დადასტურებისა და „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდგომ,
შრომითი
ურთიერთობის
დასრულების
თაობაზე
არაერთი
ინფორმაცია
გავრცელდა.639 თითოეული მათგანი გათავისუფლებული შრომითი ურთიერთობის
დასრულების საფუძვლად ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის ცვლილებასთან
დაკავშირებით კრიტიკული პოზიციის ღიად გამოხატვას მიუთითებდა.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია საჯარო
განცხადება გაევრცელებინა და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის
თანასწორობის
პრინციპისა
და
640
აუცილებლობაზე მიეთითებინა.
გამოხატვის
თავისუფლების
დაცვის
სახალხო დამცველი ცალსახად აღნიშნავს, რომ
პოლიტიკურ თუ სხვა საკითხზე ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო
პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ
უფლებებს, საფრთხეში აგდებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ
ფუნქციონირებას. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს
ადამიანის
უფლებების
დაცვის
მყარი
მექანიზმები
და
სამართლიანობის
პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რათა თავიდან აიცილოს დისკრიმინაციის
რისკები და ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპების დაცვას.
14.3.ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევები საქართველოს პარლამენტში
საანგარიშო წელს არაერთხელ გამოიკვეთა ჟურნალისტებისთვის პარლამენტის
ტერიტორიაზე მუშაობის შეზღუდვის პრაქტიკა. პარლამენტში რამდენჯერმე ამოქმედდა
ე.წ. „უსაფრთხოების ყვითელი დონე“, რომლის მოქმედების პერიოდშიც, ონლაინ მედიის
წარმომადგენლებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებოდათ.
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს ონლაინ მედიის განსაკუთრებულ როლზე
თანამედროვე სამყაროში. მაშინ, როდესაც ინტერნეტმა, ინფორმაციის მიღების
თვალსაზრისით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურობაში, ფაქტობრივად,
განუყოფელი ადგილი დაიკავა, შეიძლება ითქვას, სწორედ ონლაინ გამოცემებმა
639ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://tinyurl.com/nyncvhda;
https://tinyurl.com/4ktjx94r;
https://tinyurl.com/nha7jtet; https://tinyurl.com/2s36phbs; https://tinyurl.com/bdc35b4w; https://tinyurl.com/mrt87wmc;
https://tinyurl.com/y5u2rmhf; https://tinyurl.com/48vkvkme; https://tinyurl.com/4wk4fpyh; https://tinyurl.com/muefd57f;
https://tinyurl.com/yc6rssvc;
გათავისუფლებულების
შესახებ
ვრცელი
ინფორმაცია
ასახულია:
https://tinyurl.com/msxkf9ea
640 სახალხო დამცველის 2024 წლის 11 დეკემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3P8HLYd
225 |
შეითავსეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გზით მიწოდების
არსებითი როლი. ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც, როგორც შესაფასებელი
პრაქტიკის დანერგვის პერიოდში თავად პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავდა,
საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული 340 ჟურნალისტიდან 290 ტელევიზიის
წარმომადგენელი იყო, ხოლო ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები - „სულ რამდენიმე
ათეული“.641 ამგვარი მცირე რაოდენობა, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის
მათი მხრიდან პარლამენტში მიმდინარე პროცესების ინტერნეტ მომხმარებელზე
მორგებული ფორმით გაშუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოდ წარმოაჩენს
მათი მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების
პერსპექტივას. ამასთანავე, ერთეულ შემთხვევებში, პროტესტის გამოხატვა642 ან/და
რესპონდენტისთვის
დისკომფორტის
შექმნა,643
რაც
ნებისმიერი
მედიის
წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს, ქმედების საქმიანობის პლატფორმის
მიხედვით (მხოლოდ ონლაინ მედიაზე) განზოგადებას ვერ გაამართლებს.
ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაშია
ასევე644
„ფორმულას“,
„მთავარი
არხისა“
და
„ტვ
პირველის“
ცალკეული
წარმომადგენლებისთვის ერთი თვით ან ექვსი თვით საქართველოს პარლამენტში
ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების საქმეები, პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს
ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გაგრძელების
საფუძვლით.645 პარლამენტში აკრედიტაციის წესი, რომელსაც ხსენებულ შემთხვევებში,
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერება დაეფუძნა, სახალხო დამცველის 2023
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
გამოხატვის
თავისუფლებით
სარგებლობის
დამაბრკოლებელ საკითხთა შორის აისახა.646 წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა
2023 წელს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც წარადგინა.647
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიმართ გატარებული
ნებისმიერი ღონისძიება თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს და იმედოვნებს,
რომ მომავალ საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის
შეზღუდვის პრაქტიკა, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების
ვარაუდის საფუძველს იძლევა, სრულად აღმოიფხვრება.
641 იხ. შალვა პაპუაშვილის 2024 წლის 16 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DL7GCS.
642 იხ. შალვა პაპუაშვილის 2024 წლის 16 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DL7GCS.
იხ. პარლამენტის თავმჯდომარის 2024 წლის 25 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/4h3kB1l.
644 №2194/2024, №2196/2024, №2230/2024 და №2376/2024 განცხადებები.
645
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის 2023 წლის 6
თებერვლის №1/31/23 ბრძანება, მუხ. 15.2(„გ“).
646 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, გვ. 152-153.
647 სახალხო დამცველის 2023 წლის 7 ივნისის №04-2/5436 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
643
226 |
14.4. ქალთა თანასწორუფლებიანობა
საანგარიშო წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა კვლავ
არსებით
გამოწვევად რჩება. საარჩევნო წლის გათვალისწინებით, აქტუალური იყო ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული ვითარება, რაც, გენდერული კვოტირების
გაუქმების გათვალისწინებით, ცალსახად, უარყოფითად უნდა შეფასდეს.
სექსუალური შევიწროება
2024 წელს სექსუალური შევიწროების ფაქტები დადგინდა სხვადასხვა სივრცეში საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დასაქმების ადგილზე და მომსახურების მიღების
პროცესში. აგრეთვე აღსანიშნავია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მხრიდან
ჩადენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეები.648
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა
კვლევა „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“,649 რომელშიც შესწავლილი და
გაანალიზებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სივრცეში სექსუალური
შევიწროების თაობაზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
(დადგენილებები), რომლებიც სასამართლოებმა 2019 წლის 3 მაისიდან - 2023 წლის 20
იანვრამდე პერიოდში მიიღეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სივრცეში ჩადენილ სექსუალური შევიწროების
ფაქტებზე რეაგირება, უპირველესად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ვალდებულებაა, განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევები, როდესაც სექსუალური
შევიწროების სავარაუდო ჩამდენები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები
არიან. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის, მათ შორის, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული ქალების მიმართ, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების
მხრიდან
სავარაუდო
სექსუალური
შევიწროებისა
და
შეურაცხმყოფელი
650
დამოკიდებულების გამოვლენის შემთხვევებს.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
ქალთა თანასწორობის მიღწევის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯი იყო საარჩევნო სიებში
სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის გაუქმება. საკითხს
სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით651 გამოეხმაურა და მიუთითა მსგავსი
ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე იმ უხილავი ბარიერების
აღმოსაფხვრელად, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. ასევე, სახალხო
648 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
649 კვლევა
განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური
მხარდაჭერით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4235kt1.
650 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
651
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 2 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/3BXtKtx.
227 |
დამცველის მიმართვის საფუძველზე,652 ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა
მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე,
უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.653
სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის
მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხის
საკანონმდებლო განხილვამაც, რომლებიც ქალი დეპუტატების მისამართით უხამსი და
შეურაცხმყოფელი რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.654 სახალხო დამცველი კიდევ
ერთხელ მიუთითებს, რომ „აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის
წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი
ღონისძიებები.“655
14.5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს მიერ,
ბოლო წლების განმავლობაში გატარებული გარკვეული პოზიტიური ღონისძიებების
მიუხედავად,
კვლავაც
რჩება
მნიშვნელოვანი
გამოწვევები.
საერთაშორისო
ვალდებულებების აღიარებისა და ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის კვალდაკვალ,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინკლუზიისა და
თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ შეინიშნება.
პრობლემები ხელშესახებია შრომის უფლების რეალიზების მიმართულებით, გამოწვევას
წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის
ხელშეწყობა და მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმება.656 შეფერხებით მიმდინარეობს
ბიოფსიქოსოციალური
მოდელის
დანერგვაც
და,
რაც
ყველაზე
მნიშვნელოვანია,
პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ გარემოზე,
ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, სამედიცინო და სხვადასხვა სერვისზე
წვდომა.
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 23 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/4hdbMCr
653 "Opinion on Two Organic Laws of Georgia Amending the Election Code and the Law on Political Unions of Citizens in
Relation to Gender Quotas," Warsaw, 11 June 2024, Opinion-Nr.: ELE-GEND-GEO/501/2024 [ELD/NS]. იხ. ეუთო/ოდირის
სამართლებრივი დასკვნა ინგლისურ ენაზე: https://bit.ly/4jBzPMY
შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და ამა
წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია.
654იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 3 აპრილის საჯარო განცხადება, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/4j1NGw1.
655
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 2 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/3BXtKtx.
656 სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
652
მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი, გვ. 255, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/4petws8x
228 |
შეზღუდული
შესაძლებლობის
რეალიზებისთვის,
პოლიტიკის
მქონე
მნიშვნელოვანია,
ჩამოყალიბება,
პირების
სახელმწიფომ
ინფრასტრუქტურისა
და
უფლებების
სრულფასოვანი
უზრუნველყოს
ინკლუზიური
სერვისების
მისაწვდომობა,
დასაქმების წახალისება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის შემცირება,
რასაც ამ დრომდე სახელმწიფო ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს. ამავე დროს,
აუცილებელია, ამ პროცესში წვლილი კერძო კომპანიებმაც შეიტანონ და ხელმისაწვდომი
სამუშაო გარემო შექმნან. კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაძლებელი გახდება უფლებების სრულფასოვნად
რეალიზება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
14.6.ლგბტქი+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა
ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის და თანასწორობის დაცვის პოლიტიკა კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საანგარიშო წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონი,657 18 ნორმატიულ აქტში შეტანილ თანხმლებ ცვლილებებთან ერთად.
ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების შემდეგ, კანონპროექტზე საკუთარი პოზიცია რომ
გამოეხატა, საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა საქართველოს
პარლამენტში. განხილული საკითხები მოიცავდა, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას, აკადემიურ თავისუფლებაზე გავლენას და
სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს.
კანონპროექტში შესწორებები შევიდა, რაც გულისხმობდა „პოპულარიზაციის“
განსაზღვრების დამატებას და კანონის მე-11 მუხლის დაზუსტებას, რაც პოტენციურ
საფრთხეს უქმნიდა სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას. ასევე, კანონის
მოქმედება არ გავრცელდა იმ შემთხვევებზე, სადაც სამოქალაქო რეესტრში პირის სქესი,
რომელიც განსხვავდებოდა მისი ბიოლოგიური სქესისგან, უკვე იყო მითითებული.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონში მოცემული „პოპულარიზაციის“ ცნების განმარტება ვერ
აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დადგენილ
განჭვრეტადობის მოთხოვნას და თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.
კანონის ლეგიტიმური მიზნის პრობლემურობას დამატებით ადასტურებს ტერმინის,
„პოპულარიზაცია“, ფართო და განუჭვრეტელი ბუნება.658 კანონი შეიცავს ტერმინის „პოპულარიზაციის“ განმარტებას და აღწერს მას, როგორც დადებითად ან მისაბაძად
წარმოჩენას.
მიუხედავად
ამისა,
ხსენებული
ნორმები
ვერ
აკმაყოფილებს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დამწესებელი
კანონისთვის
კონსტიტუციითა და კონვენციით დადგენილ - განჭვრეტადობის მოთხოვნას და ქმნის
თვითნებობის მაღალ რისკს. ნორმის ბუნდოვანების და განუსაზღვრელობის გამო,
657 საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, 17/09/2024:
https://bit.ly/3ZVKedk
658 საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, მუხლი 3.
229 |
დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემადგენლობის სუბსუმფცია შეიძლება
გავრცელდეს აკადემიური, სახელოვნებო, სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებაზე,
წიგნების გამომცემლობის და სხვა კანონით დაშვებულ საქმიანობაზე. დაუშვებელია,
ნორმის შემფარდებლის განმარტებაზე იყოს დამოკიდებული კონკრეტული პირის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით გარანტირებული
უფლებების (შეკრება, გამოხატვა, შემოქმედების თავისუფლება, პირადი ცხოვრება და
თავისუფალი განვითარების უფლება) რეალიზებისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხიმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება
კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის, მით უმეტეს, როდესაც სანქციის
სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. გარდა ამისა,
კრიმინალიზებულია ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების მიზნით მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა
სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ან
სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებისას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა
გათვალისწინებული. კანონმდებელმა დანაშაულად გამოაცხადა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის659 გამო სახდელის დადების შემდეგ, ისეთი ქმედებების
განმეორებით ჩადენა, როგორიცაა: რეკლამის გავრცელება, (უმაღლეს) საგანმანათლებლო
პროგრამაში ინფორმაციის შეტანა ან/და თანამშრომლის მიერ ინფორმაციის გავრცელება
ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური
სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ.
ამდენად, კანონით კრიმინალიზებულია სრულწლოვანი პირებისთვის ინფორმაციის
მიწოდება და გავრცელება, თუ ეს ზემოაღნიშნული ქმედებების პოპულარიზაციისკენ
მიმართულად ჩაითვლება.
გარდა ამისა, კანონი ასევე ეხება აკადემიურ სივრცეებსაც. კანონით იკრძალება „ლგბტ+
პროპაგანდის“ წარმოება საგანმანათლებლო დაწესებულებებში - კერძოდ, ინფორმაციის
გავრცელება, რომელიც „მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის
მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ“. რაც წარმოადგენს ბარიერს გენდერული საკითხების, ადამიანის
უფლებების კვლევისა და სხვა აკადემიური დისციპლინების განვითარებისა და
სწავლებისთვის.
მნიშვნელოვანია მიეთითოს კანონის გავლენაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უფლების მიმართ. კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, იკრძალება ადამიანისთვის მისი
ბიოლოგიური
სქესისგან
განსხვავებული
სქესისთვის
მიკუთვნების
მიზნით
659 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17210 მუხლი.
230 |
ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის
გამოყენება. ეს შეზღუდვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციებით და
ვრცელდება ყველა სახის სამედიცინო ჩარევაზე, რაც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის
სქესის შეცვლის პროცესში მყოფ პირებს, ვინაიდან მათი სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობა, რაც საფრთხის წინაშე დადგება, თუ სამედიცინო პერსონალი უარს
იტყვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, კანონთან შეუსაბამობის
მოტივით. ჯანმრთელობის უფლება კი გულისხმობს აუცილებელი სამედიცინო
დახმარების ხელმისაწვდომობას დისკრიმინაციის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია იდენტობის ჯგუფის საქმეებზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების
მიმდინარეობის შესახებ.660
მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ლგბტიქ+
ადამიანებისთვის თანასწორი გარემოს შექმნას და მათ სრულფასოვან მონაწილეობას
სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
14.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავაც იმ დავების
კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა შესახებაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად
მიმართავენ სახალხო დამცველს. განმცხადებლები მიუთითებენ ქმედებებზე, როგორიცაა
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი ფუნქციებიდან
ჩამოშორება, ვიქტიმიზაცია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და სხვ. წინა წლების
პრაქტიკის შესაბამისად, დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშნებად განმცხადებლები
ძირითადად ასახელებენ განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვასა და პროფკავშირულ
საქმიანობას. ამასთანავე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც განმცხადებლები შრომითი
უფლებების შეზღუდვას უკავშირებდნენ სახალხო დამცველის აპარატისთვის
კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას.
2024 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა
საპროტესტო გამოსვლებსა და გაფიცვებს.661
14.8. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მიმართულებით, გასული
წლის მსგავსად, კვლავ იკვეთება პრობლემები სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
პროცესში. ამას, საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ
მოწყვლადი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის პოზიტიური ვალდებულებების
660 "Communication of the Public Defender of Georgia concerning Identoba group cases, made under Rule 9(2) of the Rules
of the Committee of Ministers for the Supervision of the Execution of Judgments and of the terms of Friendly Settlements",
24 February 2025.
661 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
231 |
არასათანადო შესრულება და, მეორე მხრივ, პრობლემურია სამართალდამცავთა მხრიდან
შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევებიც.
ამ
პრობლემებზე
მიუთითებს
სახალხო
დამცველის
აპარატში
სავარაუდო
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით შემოსული
განცხადებები. ეს საქმეები უკავშირდებოდა რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკურ
შეხედულებებს, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას (სოგი), პროფესიულ
საქმიანობასა და საზოგადოებრივ აქტივობას.662
14.9. დისკრიმინაციის წახალისება
წინა წლების მსგავსად, მიმდინარე საანგარიშო წელსაც გამოვლინდა დისკრიმინაციის
წახალისების სხვადასხვა შემთხვევა, რაც თანასწორი და ინკლუზიური გარემოს
ჩამოყალიბებაზე ნეგატიურად აისახება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების
მიმართ სექსისტური რიტორიკა კვლავაც აქტიურად გამოიყენებოდა, რაც მიზნად ისახავდა
მათი როლის დაკნინებას და საზოგადოებრივ დისკურსში მათი მონაწილეობის
შეზღუდვას. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში თვალსაჩინო იყო ჰომოფობიური
ნარატივების გავრცელება. გარდა ამისა, გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიმართ სტიგმის შემცველი განცხადებებიც.663 ეს შემთხვევები ნათლად
მიუთითებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ უფრო აქტიური და პრინციპული ბრძოლის
საჭიროებაზე.
წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთანავე, სახალხო დამცველმა პოლიტიკური პარტიის
წევრებს ღიად მოუწოდა სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს
უზრუნველყოფისა და საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიის
წარმართვისკენ.664 გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა საგანგებოდ
აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება არათუ
არღვევს თანასწორობისა და დემოკრატიის პრინციპებს, არამედ ძირს უთხრის
სამართლიანი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას. პოლიტიკური მიზნებისთვის,
სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია და მის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა
ეკისრებათ როგორც პოლიტიკურ აქტორებს, ისე მედიას, რომელთაც საერთო ძალისხმევით
თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას უნდა შეუწყონ ხელი.
წინადადება
საქართველოს პარლამენტს/საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:
▪
საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანოს „ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ადამიანის
უფლებათა დაცვის სტანდარტებთან მისასადაგებლად;
სახალხო დამცველის აპარატის სამართალწარმოებაში არსებული კონკრეტული საქმეების თაობაზე
დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის სპეციალური ანგარიში.
663 დისკრიმინაციის წამახალისებელი კონკრეტული შემთხვევები
იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024
წლის სპეციალურ ანგარიშში.
664 სახალხო დამცველის 2024 წლის 2 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/49PHov0
662
232 |
▪
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებრივი ინტერესის
გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, უსაფრთხოების
დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანების შესაბამისად, „უსაფრთხოების
ყვითელი დონის“ მოქმედებისას, მედიის წარმომადგენლებს, საქმიანობის
პლატფორმის მიუხედავად, მიეცეთ პარლამენტის სასახლეში შესვლისა და
საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა;
▪
უზრუნველყოს ეთიკის კოდექსის პრაქტიკაში რეალური შესრულება ქმედითი
მექანიზმის ფარგლებში და პარლამენტის წევრების მხრიდან დისკრიმინაციის
წამახალისებელი ენის გამოყენების შემთხვევაში, გაატაროს ეთიკის კოდექსით
დადგენილი დისციპლინური სანქციები.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს:
▪
საქართველოს პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა
უზრუნველყონ სპეციალური დროებითი ღონისძიებების - გენდერული კვოტების
აღდგენა ან საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ეფექტიანი მექანიზმების
დაწესება, პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის
უზრუნველსაყოფად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
ცვლილებები
შეიტანოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და
მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1
აგვისტოს №1019 ბრძანებაში ისე, რომ რეგისტრაციის ვალდებულების მქონე
ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა,
მათ შორის, დასაქმებულთა სახელი და გვარი საჯაროდ გამოქვეყნებას არ
დაექვემდებაროს.
საქართველოს პროკურატურას:
▪
უზრუნველყოს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების
კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა განგრძობადი
გადამზადება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
233 |
▪
უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური და
განგრძობადი გადამზადება საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების
საკითხებზე;
▪
შეიმუშაოს
შიდა
რეგულაციები/დანერგოს
პრაქტიკა,
რის
შედეგადაც,
უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების
მსხვერპლების
ინფორმირება
შესაბამისი
ადმინისტრაციული
წარმოების
შედეგების თაობაზე.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
გამოიკვლიოს სამედიცინო დაწესებულებებისა და მათ მიერ შეთავაზებული
სერვისების
შეზღუდული
შესაძლებლობის,
მათ
შორის,
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მისაწვდომობის საჭიროებები. ასევე,
უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობაში ჩართული პირების მნიშვნელოვანი
ნაწილის გადამზადება ნებისმიერი შეზღუდვის, განსაკუთრებით, ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებთან სათანადო კომუნიკაციის ასპექტებზე.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს:
▪
234 |
გააძლიეროს მუშაობა დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების, მათ შორის,
გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამუშაო
ადგილებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური
მხარდაჭერის სერვისების/თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგების დანერგვისა და
დროებითი წამახალისებელი მექანიზმების შემუშავების მიმართულებით.
15. გენდერული თანასწორობა
15.1. შესავალი
საქართველოში, გენდერული თანასწორობის მისაღწევად და არსებულ გამოწვევებთან
გასამკლავებლად, წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარებულა. თუმცა
საანგარიშო წელს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი
ნაბიჯები არ გადადგმულა, მეტიც განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სავალდებულო
გენდერული კვოტირების გაუქმება, რომელიც უარყოფითად აისახება პოლიტიკაში ქალთა
მონაწილეობაზე, განსაკუთრებით იმ დადებითი შედეგების გათვალისწინებით, რაც 2020
წელს მის შემოღებას მოჰყვა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით,
პრობლემად გამოიკვეთა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი პირების მიერ ქალების
მიმართ ჩადენილი ძალადობა.665
საანგარიშო პერიოდში გამოწვევა იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების
სრულყოფილი შესწავლა და მისი თავიდან არიდება. გენდერული ნიშნით ჩადენილი
დანაშაულების თავიდან არიდების პრობლემაზე მიუთითებს ქალთა მკვლელობებისა და
მკვლელობის მცდელობების მუდმივად მაღალი მაჩვენებელი. საქართველოს გენერალური
პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წელს 25 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა,
საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო
მკვლელობის მცდელობის 17 ფაქტიდან ოჯახის წევრმა ჩაიდინა 12.666
აღსანიშნავია, რომ გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის თანახმად, 2024
წელს ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით,
საქართველო 68-ე ადგილიდან 54-ე ადგილზე დაწინაურდა.667
ასევე, ქალთა მონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით მშვიდობისა და უსაფრთხოების
პროცესებში, ინსტიტუციურ დონეზე, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. თუმცა კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების სიმცირე
და სოფლად მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობა
ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. საყურადღებოა, რომ
მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში შიდა უწყებრივ დონეზე განხორციელებულ
დადებით ცვლილებებს ხელშესახები ეფექტი არ აქვთ დევნილი და კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
15.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს
განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქვეყანაში, ქალთა მონაწილეობა
როგორც პოლიტიკაში, ისე გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, კვლავ გამოწვევად რჩება.
დეტალური ინფორმაცია იხ. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის აკრძალვისა და გამოძიების გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციების არასათანადო მოპყრობისა და სხვა უფლებადარღვევების ქვეთავში.
666 დეტალური ინფორმაცია იხ. სიცოცხლის უფლების თავში.
667 მისაწვდომია: https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2024.pdf
665
235 |
2024 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველომ,
ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით, მცირე პროგრესი განიცადა და 91-ე
ადგილიდან 88-ე ადგილზე გადაინაცვლა.668 პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების
მიხედვით, საქართველო 34 ქალით პარლამენტში, 128-ე ადგილიდან 106-ე ადგილზე
გადავიდა.669
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესების შედეგად,
ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2017 წელთან
შედარებით, 11%-ით გაიზარდა და 24,5% შეადგინა.670 განსაკუთრებით თვალსაჩინოა
გენდერული კვოტის შედეგები ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ქალები ან საერთოდ
არ იყვნენ წარმოდგენილნი, ან მცირე რაოდენობით. მაგალითად, მარნეულის
მუნიციპალიტეტში 2017 წელს არცერთი ქალი დეპუტატი არ ყოფილა არჩეული, 2021 წელს კი,
ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა 700%-ით გაიზარდა
(აირჩიეს 7 ქალი დეპუტატი). ასევე, აბაშაში ქალთა წარმომადგენლობა 400%-ით გაიზარდა (1დან 5-მდე გაიზარდა), ხოლო ქედაში - 200%-ით (1-დან 3-მდე გაიზარდა).671 ქალთა
წარმომადგენლობა გაიზარდა დიდ ქალაქებშიც - თბილისში, 2021 წელს, ქალთა
წარმომადგენლობა 2017 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა (10-დან 12-მდე), 672ქუთაისში
- 140%-ით (5-დან 12-მდე გაიზარდა), ბათუმში 233%-ით (3-დან 10-მდე), რუსთავში 450%-ით
(2-დან 11-მდე გაიზარდა).673
ზემოხსენებული სტატისტიკა მოწმობს, რომ რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქალები კვლავ
არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი წარმომადგენლობით ორგანოებში. ამ ფონზე
668 მისაწვდომია: https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2024.pdf, გვ. 185
მონაცემები
ასახულია
2024
წლის
1-ლი
დეკემბრის
მდგომარეობით,
მისაწვდომია:
https://data.ipu.org/women-ranking/?date_year=2024&date_month=12 [ბოლოს ნანახია: 12.02.2025]. მისაწვდომია:
https://www.parliament.ge/parliament-members მნიშვნელოვანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში 176
წევრიდან 38 იყო ქალი. https://www.parliament.ge/parliament-members; თუმცა აღსანიშნავია, რომ ცალკეული
პოლიტიკური პარტიების მიერ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, ეს
ციფრი არსებითად შემცირდა და ამჟამად, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 14 ქალი დეპუტატია.
670სახალხო დამცველის აპარატმა მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2017 და 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში არჩეული ქალი და კაცი
დეპუტატების რაოდენობის შესახებ. მოხმობილი სტატისტიკური ინფორმაცია მათგან მოწოდებულ
ინფორმაციას ეფუძნება და წარმოადგენს ჯამურ მაჩვენებელს.
671 ასევე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2017 წელს მხოლოდ 2 ქალი დეპუტატი იყო არჩეული, დინამიკა
ამგვარია - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალების წარმომადგენლობა გაიზარდა 50%-ით, ახალქალაქში,
ნინოწმინდასა და მესტიაში - 250%-ით, რუსთავში - 450%-ით, დედოფლისწყაროსა და ჩხოროწყუში - 150 %ით, შუახევში - 50%-ით, ხულოში - 100%-ით და დმანისში - 200%-ით.
669
672
მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული იყო 10
ქალი და 40 კაცი დეპუტატი. საარჩევნო პერიოდში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდა 3 ქალ და 13 კაც დეპუტატს, ადგილმონაცვლედ შემოვიდა 3 ქალი და 8 კაცი დეპუტატი. 2021 წელს
კი არჩეული იყო 12 ქალი და 38 კაცი დეპუტატი. საარჩევნო პერიოდში საკრებულოს წევრის
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა 7 კაც დეპუტატს. ადგილმონაცვლედ შემოვიდა 3 ქალი და 4 კაცი
დეპუტატი.
673 ასევე, 2021 წელს ქალთა წარმომადგენლობა 2017 წელთან შედარებით თელავში გაიზარდა 200%-ით (3-დან
9-მდე), ზუგდიდში - 86%-ით (7-დან 13-მდე გაიზარდა), გორსა და ახალციხეში - 57%-ით (7-დან 11-მდე
გაიზარდა).
236 |
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტების სისტემის გაუქმებას,
რადგან სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმი ერთი-ერთი ეფექტიანი
საშუალებაა პოლიტიკაში არსებითი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა
სამართლებრივი დასკვნა674 მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ
საკანონმდებლო ცვლილებებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო
ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. დასკვნის თანახმად,
საქართველოში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილებების დასაბუთება არ
ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, მონაცემებსა და ფაქტებს, გენდერული
კვოტირების მექანიზმების მოქმედების სიღრმისეულ ანალიზს, ან შესაძლო ალტერნატიულ,
ქმედით ღონისძიებებს, ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტების გაუქმების
აუცილებლობას და პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების
საჭიროებას.
2024 წლის მონაცემებით, დაბალია მინისტრების პოზიციაზე ქალების მაჩვენებელიც და
მხოლოდ 16.67%-ს შეადგენს.675 2024 წლის მონაცემებით, აღმასრულებელი ხელისუფლების
დონეზე დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე ქალების ჯამური რაოდენობა676 (56.4%)
აღემატება
კაცების
რაოდენობას,
ამის
მიუხედავად
შედარებით
დაბალია
გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე დასაქმებული ქალების პროცენტული წილი
(45.7%). . 677
გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა სიმცირესთან ერთად, კვლავ პრობლემურია
ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ეს, რიგ
შემთხვევაში უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების
შესახებ ცნობიერების, ასევე, ქალთა ჩართულობის გასაზრდელად ინიციატივების ან
პროგრამების ნაკლებობას.678
გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის თანახმად, 2024 წელს ქალთა
ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით, საქართველო 68-ე
674 მისაწვდომია: https://shorturl.at/mIDrO
675 მისაწვდომია: https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2024.pdf
676 აღნიშნული ჯამური რაოდენობა არის სამინისტროები შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე, სადაც
დასაქმებულთა მხოლოდ 19.3 პროცენტი არის ქალი.
677
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ227; 24.03.2025. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუროსთვის
არ მიუწოდებია ინფორმაცია გენდერულ ჭრილში უმაღლესი თანამდებობის პირების რაოდენობის
შესახებ, შესაბამისად, ეს მონაცემი არ არის აღნიშნული.
678 შეხვედრები კარალეთის, სკრის, ვერხვების, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ასევე, შეხვედრები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკასა და თვაურებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცსა და
არბოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანსა და წილკანში, შეხვედრა წყალტუბოში მცხოვრებ
დევნილ ქალებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერსა და ხურჩაში, წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ჭალეში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ასევე,
შეხვედრა თეთრიწყაროში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანსა და ვაზიანის დასახლებაში
მცხოვრებ დევნილ ქალებთან. დადებითად უნდა აღინიშნოს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში
მცხოვრები ქალების გამოცდილება, რომელთაც აღნიშნეს, რომ აქტიურად არიან ჩართულები
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
237 |
ადგილიდან 54-ე ადგილზე დაწინაურდა.679 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით,
სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები ხორციელდება, რაც ცალსახად
მისასალმებელია.680 აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების მიზნით რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის,
პრიორიტეტი ენიჭება ქალი მეწარმეების ცოდნისა და ინფორმირებულობის გაზრდას
სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს რეგიონალური
საკონსულტაციო ცენტრების პროექტის681 ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, ბიზნეს
უნარების გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა 201 ქალი, მათ შორის 140 ქალი
მეწარმე სუბიექტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, 2024 წელს დადასტურებული სესხების რაოდენობის 60% და მოცულობის 59%
ქალ მეწარმეებზე მოდის, ან ისეთ მეწარმე სუბიექტებზე, რომელთა 100% წილის მფლობელი
ქალია..682 ფინანსური მხარდაჭერის მსგავსი ინიციატივების ზრდა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რადგან ქალებისთვის ბიზნესის დაწყების მთავარი გამოწვევა სწორედ
ფინანსურ რესურსზე მიუწვდომლობაა.683
ეკონომიკური მონაწილეობა განსაკუთრებით პრობლემურია სოფლად მცხოვრები, დევნილი
და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის, რასაც სახალხო დამცველის
აპარატის მიერ გამართული შეხვედრებიც მოწმობს.684 ქალები მრავალგზის აღნიშნავდნენ
სოციალური და ეკონომიკური სერვისების ნაკლებობას, რაც უზღუდავთ შესაძლებლობას,
679 მისაწვდომია: https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2024.pdf
, გვ 185.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი №19/635 - 31.01.2025; სოფლის
განვითარების სააგენტოს წერილი №5/224 - 24.01.2025.
681 მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფარგლებში, სააგენტომ შეიმუშავა რეგიონალური საკონსულტაციო
ცენტრების პროექტი, რომლის შესაბამისადაც, 2024 წელს ფუნქციონირებდა 3 საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში. მომავალში კი იგეგმება ცენტრის გახსნა
ყველა რეგიონსა და დედაქალაქში. რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო
კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს 5%-ით გაზრდილ დაფინანსებას იმ მეწარმე
სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მფლობელი ქალი მეწარმეა.
682 მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალ მეწარმეებს შეღავათიანი
საპროცენტო პირობებით შეუძლიათ მიკრო სესხებით სარგებლობა, რომლის 80%-მდე გარანტიის
უზრუნველყოფას და საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებას სააგენტო ახორციელებს. წყარო: ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი - 31.01.2025, № 19/635.
683
ანგარიში
„ქალ
მეწარმეთა
გამოკითხვა
საქართველოში“
https://georgia.unwomen.org/sites/default/files/202305/Survey%20of%20Women%20Entrepreneurs%20in%20Georgia%20ENG.pdf
684 შეხვედრებში ჯამში 194 ქალმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრები ჩატარდა კარალეთის, სკრის,
680
ვერხვების, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკასა და
თვაურებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცსა და არბოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჩორჩანაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანსა და წილკანში. შეხვედრა გაიმართა
წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ქალებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა
ეწერსა და ხურჩაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ
ერთეულში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარძამსა და
პერევში, ასევე, თეთრიწყაროში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში და გარდაბნის
მუნიციპალიტეტის ვაზიანის დასახლებაში.
238 |
დაიკმაყოფილონ საჭიროებები.685 ქალების თქმით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში
ქალებისთვის პროფესიული გადამზადების ტრენინგებს არ აქვს სტაბილური და
გრძელვადიანი ხასიათი. საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის
მიუხედავად, რეგიონში კვლავ პრობლემაა ტრანსპორტი და საბავშვო ბაღები, რაც აფერხებს
ქალების და გოგოების წვდომას განათლებასა და დასაქმებაზე.686 გასული წლების მსგავსად,
ამჯერადაც სახელდება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები687 და
ზრუნვის პასუხისმგებლობები, რაც ასევე აფერხებს ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
დადებითად უნდა აღინიშნოს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების როლი, რომლებიც არაერთ პროექტს ახორციელებდნენ სახელმწიფო
უწყებებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით. 688
კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კაცების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობის შესახებ დაბალი ცნობიერება.689 შესაბამისად, მცირეა კაცების მიერ ამ
უფლებით სარგებლობის მაჩვენებელიც. საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემით, 2024 წელს
სამინისტროში დასაქმებულმა 1-მა კაცმა ისარგებლა ანაზღაურებადი დეკრეტული
685 მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მცხოვრებმა ქალებმა განმარტეს, რომ მიუღიათ
მონაწილეობა აგრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებში, თუმცა დაფინანსება ვერ მოიპოვეს
სხვადასხვა მიზეზის გამო. გულისტკივილით აღნიშნეს, რომ დაფინანსებას ისევ მსხვილი ფერმერები
იღებენ, მათ კი, ვისაც ასევე სჭირდება ხელშეწყობა, უარს ეუბნებიან მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე.
სოფელ არბოში მცხოვრებმა ქალებმა ასევე აღნიშნეს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღეს
ბიზნეს დაფინანსება, ქალებს სურთ მეტი ინფორმაცია და ხელშეწყობა ჰქონდეთ.
686 მაგალითად, სკრის დევნილთა დასახლებაში აღინიშნა, რომ ტრანსპორტი არ არის მორგებული სამუშაო
საათებზე; სოფელ გორაკაში ქალს სურდა ემუშავა, თუმცა ვერ დასაქმდა, რადგან უტრანსპორტობის გამო
ყოველ დღე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევდა; სოფელ წილკანიდან ტრანსპორტი
მხოლოდ თბილისში დადის, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები სხვა ქალაქში მიდის, ჯერ მაინც
თბილისში უწევს წასვლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ტრანსპორტი
ყოველდღიურად არ გადაადგილდება, რაც ქალებს ხელს უშლის დასაქმების მიზნით გადაადგილებაში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში არ არის საბავშვო ბაღი, ბაღი
მდებარეობს ქვემო ჭალაში, ტრანსპორტი არ ემსახურებათ, რის გამოც ბავშვები რეგულარულად ვერ
დაჰყავთ ბაღში. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ასევე არ არის საბავშვო ბაღი, ბავშვები დადიან
მეზობელ სოფელში. ქალებს სურთ, რომ სოფელში იყოს საბავშვო ბაღი. მათი თქმით, ეს ახალ სამუშაო
ადგილებსაც შექმნიდა და დედებიც შეძლებდნენ მუშაობას.
687 მაგალითად, ბერბუკის და სკრის დევნილთა დასახლებაში, ასევე, სოფელ გორაკაში აქვთ სარწყავი წყლის
პრობლემა. ჩორჩანაში, ასევე არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი.
688 შეხვედრები ქალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან..
689 კაცების მეოთხედი და ქალების მესამედი ფლობს ინფორმაციას შრომის კოდექსში შეტანილი
ცვლილების შესახებ, რაც კაცებს აძლებს საშუალებას, ისარგებლონ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.
გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ არ იცის ასეთი კანონი არსებობს, თუ არა, ხოლო მეხუთედი
აფიქსირებს, რომ ასეთი კანონი არ არსებობს. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA)
კვლევა : „IMAGES: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა
და დამოკიდებულება“, გვ, 44. მისაწვდომია: https://shorturl.at/zpIww; ბოლოს ნანახია: 25.03.2025
239 |
შვებულებით, რაც შეეხება სხვა საჯარო სამსახურებს, 11-მა
ანაზღაურებადი, ხოლო 1-მა ანაზღაურების გარეშე შვებულებით.690
კაცმა
ისარგებლა
15.3.ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა“691
მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და მათი როლის
გაძლიერებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში.
საქართველოს სახალხო დამცველმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის
ფარგლებში, ამ გეგმის მონიტორინგი განახორციელა,692 რომლის შედეგებით, ქალთა
მონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში,
ინსტიტუციურ დონეზე, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. პასუხისმგებელმა
უწყებებმა შექმნეს ადამიანური რესურსების მართვის არაერთი შიდა დოკუმენტი, მათ
შორის, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმები.693 უწყებებში ასევე
რეგულარულად მიმდინარეობს სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოება და
შედეგების ანალიზი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობის
გასაზრდელად მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალების პროცენტული წილი 36%-ია,694 ხოლო
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შორის ქალების რაოდენობამ 15%
შეადგინა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესში,
იმართებოდა შეხვედრები ქალთა საინფორმაციო პლატფორმის წევრებთან, რეგულარული
690 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ227; 24.03.2025. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუროსთვის არ
მიუწოდებია შვებულებით სარგებლობის მაჩვენებელი, შესაბამისად, სტატისტიკაში არ არის ასახული
შსს-ს მონაცემი.
691 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების
2022–2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს
მთავრობის დადგენილება №510, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5598617?publication=0
692
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის” მონიტორინგის
ანგარიში.
693
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი №MOD 6 24 00863649 - 10/07/2024, შსს-ს წერილი №MIA
9 24 02419327 - 08/08/2024, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი №01/23275 - 22/07/2024, შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი GOV
№1252 - 16/07/2024, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილი №SSG 0 24 00160145 17/07/2024. მონაცემები 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით.
694 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წერილი №01/23275 - 22/07/2024: 2024 წლის პირველ
ნახევარში ჩატარდა მოლაპარაკებების ორი რაუნდი, მე-60 რაუნდი - მონაწილე დელეგაციის 11 წევრიდან
3 იყო ქალი, რაც პროცენტულად 27%-ს შეადგენს; 61-ე რაუნდი - მონაწილე დელეგაციის 11 წევრიდან 4 იყო
ქალი, რაც პროცენტულად 36%-ს შეადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წერილი №
01/2377 – 24.01.2024: 2023 წელს ჩატარდა 57-ე რაუნდი - დელეგაციის 11 წევრს შორის იყო 3 ქალი რაც
შეადგენს 27%-ს; 58-ე რაუნდი - დელეგაციის 10 წევრს შორის იყო 1 ქალი რაც შეადგენს 10%-ს; ხოლო 59-ე
რაუნდი - დელეგაციის 11 წევრს შორის იყო 3 ქალი რაც შეადგენს 27%-ს.. .
240 |
დიალოგის მექანიზმის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარები და შეხვედრები ქალებთან
და ახალგაზრდებთან.695 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები იმართებოდა
სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამოქალაქო
საზოგადოებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების თქმით, ქალთა
ჩართულობის საკითხები სამშვიდობო პროცესებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
მოწოდებული ინფორმაციით, ქალების მონაწილეობა ხშირად კონკრეტულ საჭიროებებზე
საუბრით შემოიფარგლება, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების
ჩართულობა კვლავ დაბალია.
ამასთანავე, კვლავ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისეთი სისტემის საჭიროება696, რომელიც
უზრუნველყოფს კონფლიქტის, კრიზისის ან ძალადობის რისკების გამოვლენას და მათზე
რეაგირებას, განსაკუთრებით, ქალების უფლებების დაცვის და უფლებადარღვევაზე
ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რაც ყველაზე მეტადმნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის
მიმდებარე დასახლებებში.
ქალებსა და გოგოებზე ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და პრევენციის ხელშეწყობა
ეროვნული სამოქმედო გეგმის მეორე მოქმედების სფეროა. მოწოდებული ინფორმაციით,
რეგულარულად იმართებოდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები დევნილ და
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან,697 თუმცა აქვე, საგულისხმოა ამ
შეხვედრების გეოგრაფიული დაფარვა, რადგან დევნილ და კონფლიქტის შედეგად
დაზარალებულ ქალებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა ცხადყო, რომ ძალადობის მსხვერპლ
ქალებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სახელმწიფო სერვისებზე, რაც ართულებს
მათთვის განკუთვნილი დახმარების მიღებას. კვლავ ვლინდება მოსახლეობაში
სტერეოტიპული შეხედულებები და სამართალდამცავი უწყებისადმი უნდობლობა.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების სოციალურ-ეკონომიკური
გაძლიერების უზრუნველსაყოფად და ლოკალიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად,
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია სახელმწიფო მინისტრის აპარატთან
თანამშრომლობით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მართავდა შეხვედრებს
695 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი
GOV №1252 - 16/07/2024.
696 გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების მექანიზმები.
697 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი
GOV №1252 - 16/07/2024; შიდა ქართლის ადმინისტრაციის წერილი № 07/4792 - 22/10/2024; მონაწილეობა
მიიღო 232 ქალმა და 75 კაცმა. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ასევე გაიმართა 5 შეხვედრა, მათ
შორის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2 გასვლითი სხდომა. იურიდიული დახმარების სამსახურის
წერილი №LA 3 24 00023911 - 11/07/2024, საანგარიშო პერიოდში, სექსუალური ძალადობისა და გენდერული
ნიშნით ძალადობის შესახებ და საკუთრებისა და მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებზე, ჩატარდა 11
შეხვედრა.
241 |
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად.698 საოკუპაციო
ხაზის მიმდებარე სოფლებში ამოქმედებულია „მობილური იუსტიციის სახლი“.699
მნიშვნელოვანია აღინიშნოს დაბრუნებული დევნილი და მიგრანტი ქალების
დაფინანსებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის საკითხები.700 რიგი სამიზნე
მუნიციპალიტეტი, შეღავათიან აგრო და მცირე ბიზნეს გრანტებზე ხელმისაწვდომობის
მიზნით, უზრუნველყოფს საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას
ქალებთან და ახალგაზრდებთან.701
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილ და
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება წვდომა ჯანდაცვის, მათ შორის, ფსიქოლოგის სერვისებზე
და ამ კუთხით ინფორმაციის ნაკლებობა. აღინიშნა, რომ არსებული სერვისები არ არის
საკმარისად ადეკვატური მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით
ისეთ საკითხებში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვთა მოვლა და
განათლება. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფართო მასშტაბის ცნობიერების
ამაღლება და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების გამარტივება.
სამწუხაროდ, კვლავ პრობლემურია წვდომა სასმელ და სარწყავ წყალზე, ასევე, სანიაღვრე
სისტემის გაუმართაობა, წვდომა ტრანსპორტზე, ხანდაზმულების საჭიროებებზე მორგებული
სერვისების არარსებობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობები ძირითადად შიდა უწყებრივ საქმიანობის ფარგლებში შესრულდა და მისი
ზეგავლენა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და
ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად არ ასახულა.
15.4.ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით
არსებული მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში გენდერული
თანასწორობის მიმართულებით მდგომარეობის შესაფასებლად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხებში წერილი №GOV 6 24 00019978 - 16/07/2024.
699 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი №8206 - 19/07/2024. დღეის მდგომარეობით,
საქართველოში 123 იუსტიციის სახლის ფილიალია.
700 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო წერილი №MOH 1 24 01235211 - 21/11/2024, პარტნიორი უწყება: სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წერილი №IDP 2 24 00901120 26/08/2024. შემოსავლის წყაროს გაჩენის და თვითდასაქმების მიზნით, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს
განცხადებით მომართა 1304 ბენეფიციარმა საიდანაც 722 არის ქალი. მიმდინარეობს განცხადებების
დამუშავება, გამარჯვებულების გამოვლინების მიზნით.
701 დამატებით ინფორმაცია იხ. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერების
ქვეთავში.
698
242 |
საქართველოს რეგიონებში ჩატარებულმა საინფორმაციო შეხვედრებმა კვლავ გამოკვეთა
ინფორმირებულობის დაბალი დონე და წვდომა არსებული სახელმწიფო პროგრამების
შესახებ.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული წესის
მიხედვით702,
რომელიც
არ
ითვალისწინებდა
ანტენატალური
მეთვალყურეობის
მომსახურების მისაღებად მე-13 კვირის შემდეგ მიმართვის საგამონაკლისო შესაძლებლობას,
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესასრულებლად, ჯანდაცვის
სამინისტროს
ინფორმაციით,
გამონაკლისი
შემთხვევები
განიხილება
კონფიდენციალურობის
დაცვით,
ინდივიდუალური
მიდგომით
და
დამატებით
შესაძლებელია დაფინანსდეს „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ.703 თუმცა
სახალხო დამცველისთვის უცნობია კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ქალებსა და
გოგოებს მიეცემათ ამ სერვისით გამონაკლისის სახით სარგებლობის შესაძლებლობა. 704
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით
პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასო სერვისს, რომლითაც
სარგებლობენ როგორც ქალები, ისე კაცები. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის უწყება705
მართავდა შეხვედრებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში.
სამოქალაქო სექტორი706 წლის განმავლობაში ასევე მუშაობდა საინფორმაციო კამპანიის
კუთხით, თუმცა ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობა მოსახლეობაში კვლავ დაბალია.
კვლავ იკვეთება ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარი შეხედულებები, როგორც
მოსახლეობაში, მათ შორის, ექიმებშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ
გააფართოოს საინფორმაციო შეხვედრების რაოდენობა გეოგრაფიული დაფარვის გზით.
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი ქალებისთვის კვლავ მიუწვდომელია უფასო აბორტის სერვისი.707
კვლავ პრობლემურია კანონმდებლობაც, რომლის მიხედვითაც, ორსულობის 12 კვირის
შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ
სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი.
კერძოდ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ქვეპროგრამა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წერილი №MOH 5 25 00141606 - 07.02.2025.
704
საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს საქმეს N25-76, 13 წლის ორსული არასრულწლოვნის
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის წერილით N SCA 6 25
00203322, 21.02.2025 გვეცნობა, გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანმა და მისმა ოჯახმა ორსულობის
ამბავი შეიტყვეს გვიან, ორსულობის 6 თვის ვადაზე, არასრულწლოვნის ანტენატალური მეთვალყურეობის
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა,
705 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წერილი №MOH 9 25 00174505 - 17.02.2025.
706
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა“.
707 იუსტიციის სამინისტროს წერილი №893 - 30.01.2025, სამედიცინო ჩვენების გარეშე აბორტის
დაფინანსების საკითხი იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე არ განიხილება.
702
703
243 |
15.5.ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა
საანგარიშო პერიოდში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისა და
პრევენციის გაუმჯობესებისთვის არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა და ამ
მიმართულებით მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება. კვლავ გამოწვევად სახელდება
საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა და
გაუპატიურების დეფინიციაში თავისუფალი თანხმობის კომპონენტის არარსებობა. ასევე,
კანონი კვლავ არ ითვალისწინებს დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარების
ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებების გაზიარების
შემდეგ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში გარკვეული ცვლილებები708 შევიდა,
აღსანიშნავია, რომ რიგი საკითხები კვლავ პრობლემად დარჩა.709 პრაქტიკაში,
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2024 წელს, ამნისტიის შედეგად პენიტენციური
დაწესებულების დატოვების შემდგომ, მოძალადემ ყოფილი მეუღლე დამცავი ორდერის
პირობებში მოკლა.710 ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის პრობლემურობასა და
მისი კომპლექსურად გადაჭრის აუცილებლობაზე.
პრობლემად გამოიკვეთა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი ქალის მიმართ და
ოჯახში ძალადობის საქმეებზე711
სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და
არაეფექტიანი რეაგირება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს გენდერული ნიშნით ჩადენილი
მაგალითისთვის, სახალხო დამცველის პოზიციის წარდგენის შემდგომ დაემატა ქალის მიმართ
გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. ასევე, ქალის მიმართ გენდერის ნიშნით და ოჯახური
დანაშაულების განხილვისას სავალდებულო გახდა მოსამართლის მიერ დაზარალებულის პოზიციის
მოსმენა.
709 სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე ამნისტია
უნდა გავრცელებულიყო იმ პირებზე, რომლებსაც ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსი გავლილი
ჰქონდათ. დამატებით, პრობლემურია ჩანაწერი, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს დამცავი
ორდერი რისკის შეფასების გარეშე გამოსცეს. ეს სიტუაციის სრულყოფილად შეფასების, შესაბამისად,
მოსამართლის მიერ ბრალდებულისთვის შეზღუდვების არაობიექტურად დაწესების საფრთხეს ქმნის.
710 საქმე 32024-1865.
711 სახალხო დამცველის აპარატმა ეს პრობლემა არაერთ შესწავლილ საქმეში აღმოაჩინა. ამ საკითხებზე
ასევე საუბრობდნენ თავშესაფრის მონიტორინგის პროცესში გამოკითხული ბენეფიციარებიც.
მაგალითისთვის, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარი აღნიშნავდა, რომ
პოლიციელი მისი მეუღლის ახლობელი იყო და აშინებდა, რომ პირიქით მას შეექმნებოდა პრობლემები,
ასევე არ უჯერებდა, როდესაც განცდილ ძალადობაზე უყვებოდა. მისი თქმით, პოლიციელები მხოლოდ
მაშინ დაეხმარნენ, როდესაც თავის მოკვლა სცადა და ამ ფაქტზეც მხოლოდ შემაკავებელი ორდერი
გამოსცეს. საქმე №5744/2024 - განმცხადებელი უთითებდა არასრულწლოვნების თანდასწრებით
ჩადენილი სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე, ასევე აღნიშნავდა, რომ
ძალადობის ერთ-ერთი ფაქტის დროს მოძალადემ მუხლებზე დააყენა და მეზობლის თანდასწრებით
დაარტყა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ პოლიციელებს არაერთხელ მიმართა, თუმცა არ
რეაგირებდნენ და ბოლოს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. განმცხადებელი ასევე უთითებდა
მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების გამოკითხვისას გამოვლენილ დარღვევებზე და
პოლიციელების შესაძლო გულგრილობაზე. თუმცა, ხსენებულ ფაქტებზე რეაგირება არ სურდა. საქმე
№53/24 - ქალი გენდერის ნიშნით სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო მეზობლის მხრიდან.
ამბობდა, რომ პოლიცია სათანადოდ არ აღწერდა მის მიმართ განცდილ ძალადობას და ურეაგირებოდ
ტოვებდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქალი დაზარალებულად სახალხო დამცველის
მიმართვის შემდგომ ცნო.
708
244 |
დანაშაულების ყოველმხრივ გამოძიებასა და დაზარალებულების ეფექტიან დაცვას. გარდა
ამისა, კვლავ პრობლემად რჩება კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით
ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის
თქმა.712 შემაშფოთებელია ქალის გაუპატიურების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების გაჭიანურება და არაეფექტიანი, არათანმიმდევრული გამოძიება, რაც შესაძლო
დამნაშავეს დაუსჯელს ტოვებს და ვერ იცავს დაზარალებული ქალის უფლებებს.713
დამატებით, სტატისტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ საანგარიშო წელს შემცირებულია
ოჯახში ძალადობის/ოჯახურ დანაშაულებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების მაჩვენებელი.
ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულების სტატისტიკა714, 715
5325
5286
5003
სისხლისსამართლებრივი დევნა
4677
გამოძიების დაწყება
8748
8734
8744
შემაკავებელი ორდერი
დამცავი ორდერი
8142
7723
94
95
77
2022
2023
2024
დამატებით, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმებზე მონაცემთა
შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის არარსებობა
საქმე №1257/24; №1677/24; №4608/2024. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახალხო
დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა.
713 საქმე №3017/2024. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ქალი მის მიმართ შესაძლო გაუპატიურების
ჩადენისთვის დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, შესაბამისად, არ აქვს წვდომა სისხლის სამართლის
საქმის სრულყოფილ მასალებზე. ასევე, სრულყოფილად არ არის გამოძიებული მის მიმართ სხვა
გენდერული ნიშნით ჩადენილი შესაძლო დანაშაულები.
714 სტატისტიკა მოიცავს როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი პირის მიმართ ჩადენილ
ოჯახურ დანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სტატისტიკური ინფორმაცია
ასაკისა და სქესის მიხედვით სეგრეგირებული სახით არ მოგვეწოდა. საქართველოს გენერალური
პროკურატურა აწარმოებს სეგრეგირებულ სტატისტიკას ბრალდებულებისა და დაზარალებულების ასაკის
მიხედვით. თუმცა, სტატისტიკის გაანალიზება, მაგალითად, იმის დასადგენად, სულ რამდენი პირია
სრულწლოვანი ქალის მიმართ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, რთულდება.
715 დანაშაულის მიხედვით სეგრეგირებული ინფორმაცია ასევე არ მოგვეწოდა იმ საქმეებზე, სადაც
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები იყვნენ ჩართულები.
სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორები 550-მდე სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთნენ. წერილი MIA 5 25
00378807 - 10.02.2025, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორები ჩაერთნენ 1721 საქმეში, სახალხო დამცველის აპარატს ეს ინფორმაცია დანაშაულის
მიხედვით სეგრეგირებული სახით მიეწოდა. წერილი №13/6552 - 06.02.2025.
712
245 |
მნიშვნელოვნად აფერხებს დანაშაულებზე ერთიანი სურათის შექმნას,716 რაც, თავის მხრივ,
ამცირებს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აისახება ქალების მიმართ გენდერის ნიშნით
ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის შეგროვებაზე.717 ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტის (ეროვნული
რეფერალური მექანიზმი) ზოგადი ხასიათი ვერ უზრუნველყოფს გენდერული ნიშნით
ჩადენილი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისათვის სახელმწიფო უწყებების
მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ მოქმედებას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი ცხადყოფს, რომ 3წლიანი სამოქმედო გეგმა სიღრმისეული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელ ქმედით
ნაბიჯებს არ სახავს, რაც არსებულ გამოწვევებს მოუგვარებელს ტოვებს და კიდევ უფრო
ამწვავებს. ამის პარალელურად, სამოქმედო გეგმის აქტივობის ინდიკატორების გარკვეული
ნაწილი ზედმეტად ზოგადია და სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც დამატებით, ახალი ქმედითი
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსაც აფერხებს.718
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმა სათანადოდ არ მოიცავს ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დაზარალებულთა სოციალური რეაბილიტაცია და
ეკონომიკური გაძლიერება. დამატებით, სამოქმედო გეგმა ნაკლებადაა ფოკუსირებული
გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაზე და ამ
მიმართულებით მხოლოდ ერთ აქტივობას719 ითვალისწინებს. მაშინ როდესაც მოსახლეობაში
კვლავ გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები ოჯახურ ცხოვრებასა720 და
716 მონაცემებს აგროვებს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და სხვა
ინსტიტუტები, თუმცა ვერ ხერხდება მათი ცენტრალიზება. ეს საკითხი პრობლემად სახელდება სახალხო
დამცველის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების
მონიტორინგის ანგარიშშიც, რომელშიც, ამ პრობლემის გამო, სექსუალური ძალადობის სტატისტიკის
სრულყოფილი ანალიზი ვერ ხერხდება.
717
მაგალითისთვის, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
არ არის ცალკე მუხლად გამოყოფილი ზემოაღნიშნული ქმედება, სააგენტო შესაბამის სტატისტიკას არ
აწარმოებს. წერილი N 2/22835; 18.03.2025
718
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა
(დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის’’
შესრულების მონიტორინგის ანგარიში.
719 აქტივობა 1.1.2 -ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებული საკითხების მიმართულებით პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება
720 ყოველ მეორე ადამიანს (52%) სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის და ბავშვის ზრუნვასთან
დაკავშირებული პასუხისმგებლობა უფრო დედის პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის უმრავლესობა (56%)
ეთანხმება იმას, რომ თუკი ბავშვი ავად გახდება, მის მოსავლელად სამსახურიდან დასვენების დღე
დედამ უნდა აიღოს და არა მამამ. კვლევაში გამოჩნდა გარკვეული განსხვავება ინდივიდუალურ
დამოკიდებულებებსა და, რესპონდენტების აღქმით, საზოგადოებაში არსებულ ნორმებს შორის.
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში. გვ. 7-8, ანგარიში
მისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/loHTn; ბოლოს ნანახია: 25.03.2025
246 |
დასაქმებაზე,721 რაც თავის მხრივ გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი ძირეული
პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა მსხვერპლთა კომპენსაციის გაცემის წესი, პრაქტიკაში
პრობლემად გამოიკვეთა კომპენსაციის გაცემის სპეციალური რეგულაციების არარსებობა
მოძალადის გარდაცვალების ან შეურაცხადობის შემთხვევაში. ამ პროცედურების
არარსებობა ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფოს
მხრიდან კომპენსაციის მიღებას. გასათვალისწინებელია, რომ სახალხო დამცველის მიერ
წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ამ წესში კონკრეტული
ცვლილებები არ შესულა.722
მისასალმებელია, რომ 2024 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დამატებითი
თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები გაიხსნა. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ
თავშესაფრის
ადგილმდებარეობის
განსაზღვრისას
ყურადღების
მიღმა
დარჩა
თავშესაფრების რეგიონული დაფარვის საკითხი. ასევე, ახლად გახსნილი დაწესებულებები
შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული, რაც მათ სერვისებზე წვდომის დამატებით
ბარიერს უქმნის. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პრობლემად გამოიკვეთა
თავშესაფრებში თავისუფალი ადგილების არარსებობა.723 სისტემატურ პრობლემად რჩება
თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა
დროულად აყვანა და თავშესაფრით მოსარგებლე პირების სათანადო რეაბილიტაცია.724
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის
მხარდაჭერით პირველად შეაფასა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის
ღონისძიებები.725 მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა
721 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ
ანაზღაურებადი სამუშაო საუკეთესო საშუალებაა ქალისთვის, იყოს დამოუკიდებელი, თითქმის ყოველ
მეორე ადამიანს (48%) მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმწირის შემთხვევაში კაცების დასაქმება უფრო
პრიორიტეტულია, ვიდრე ქალების. გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობას (75%) სჯერა, რომ არსებობს
პროფესიები, რომელთა შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ. ასევე, ყოველი მეორე ადამიანი (54%)
ფიქრობს, რომ მომსახურების სფეროში სამუშაო ქალებს უფრო მეტად შეეფერებათ. მოსახლეობის
უმეტესობა საქართველოში ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და მეტ დროს
უთმობდნენ ოჯახზე ზრუნვას (71%). გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა
საქართველოში. გვ. 6-7 ანგარიში მისაწვდომია ბმულზე https://shorturl.at/loHTn; ბოლოს ნანახია 25.03.2025
722 აქვე, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების
წარმომადგენლები ამ წესში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე იმუშავებენ. სახალხო დამცველი
იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი გაითვალისწინებს მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
723 ამ პრობლემაზე მიუთითებენ თავად სააგენტოს თანამშრომლები და აღნიშნავენ, რომ წლის
განმავლობაში იყო პერიოდები, როდესაც ქვეყანაში ყველა თავშესაფარი სავსე იყო და ბენეფიციარებისთვის
სერვისის მიღებაზე უარის თქმა უწევდათ.
724
ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის
ანგარიში 2024
725 სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „საქართველოში 2022-2023 წლებში ქალთა მიმართ
ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების საბაზისო შეფასება“- - მონიტორინგისას
შეფასდა პრევენციის 4 ძირითადი მიმართულება: ინფორმირებულობა, განათლება, სპეციალისტების
პროფესიული მომზადება და პრევენციული ინტერვენცია და სამკურნალო პროგრამები.
247 |
და ქალთა გაძლიერების მიზნებისთვის კამპანიები თითქმის არ იწარმოება.726 ამასთანავე,
სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შეცდომით აიგივებს
საინფორმაციო შეხვედრებს ყოვლისმომცველ კამპანიებთან. მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს
კამპანიური ხასიათი არ აქვს და ხშირად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებით შემოიფარგლება, რაც, თავის მხრივ,
გრძელვადიან ცვლილებებს ვერ უზრუნველყოფს.727
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
თანასწორობისა და ძალადობის საწინააღმდეგო ქცევების გამყარება და პიროვნებათაშორის
ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარების სწავლება. აქედან
გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხსენებული საკითხების განათლების სისტემაში
სრულყოფილი ჩართვა. სამწუხაროდ, სკოლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხები სისტემურად და სტრუქტურირებულად არ არის ინტეგრირებული, რაც
საქართველოს სხვადასხვა სკოლასა და რეგიონში თემის არათანაბარი და შერჩევითი დაფარვის
რისკს ქმნის.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაზე
პასუხისმგებელი საკვანძო უწყებების (მაგალითად, სასამართლო, ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ
სპეციალისტების პროფესიული გადამზადება შეზღუდულად ხორციელდება. თავის მხრივ,
აღსანიშნავია, რომ მცირეა პროფესიული მომზადების პროგრამების რაოდენობა.728 ამის
პარალელურად, მათი განხორციელების ვადების სიმცირიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება მათი
ეფექტიანობის საკითხიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება
ტრენინგების/პროფესიული მომზადების პროგრამის შემდგომი გრძელვადიანი შეფასების
არარსებობა.729 ამასთანავე, პროფესიული გადამზადება ძირითადად სრულად ან ნაწილობრივ
საერთაშორისო დონორული დაფინანსებით ხდება. ყოველივე ეს სახელმწიფოს მხრიდან უფრო
ყოვლისმომცველი და კოორდინირებული მიდგომის დანერგვისა და მეტი პასუხისმგებლობის
აღების აუცილებლობაზე მიუთითებს.
საანგარიშო პერიოდში პრობლემად სახელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
მსჯავრდებულების ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში ჩართვა, ასევე, აღნიშნული
პროგრამების გეოგრაფიული დაფარვაც. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩართულობის
გასაზრდელად წახალისების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვაც. გამოწვევად იკვეთება
სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის პროგრამის არარსებობა. დამატებით, ასევე
არ შემუშავებულა პროგრამა იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია
გამოცემული.
ეს საკითხი განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებული შეხვედრების
ფარგლებში.
727 ამ მხრივ, გამონაკლისია გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა,
რომლებიც სხვა უწყებებთან შედარებით, კამპანიური ხასიათის ღონისძიებებს აწარმოებენ.
728 დამატებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ფოკუსირებულია განხორციელებული ტრენინგების
რაოდენობაზე და ყურადღების მიღმა ტოვებს ხარისხობრივ კომპონენტს, რის გამოც რთულია შეფასდეს
ჩატარებული ტრენინგების გავლენა და ეფექტიანობა.
729 გარკვეულ უწყებებში ფასდება ჩატარებული ტრეინინგები (მაგალითად, პრე/პოსტ ტესტების
მეშვეობით). თუმცა, აღნიშნულს არ აქვს სისტემური ხასიათი და უწყებაში სათანადოდ არაა
ინტეგრირებული.
726
248 |
15.6. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება
სამწუხაროდ, ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა კვლავ ერთ-ერთ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების გამო,
სტატისტიკის და სათანადო რეაგირების მიღმა რჩება მშობლების ინიციატივით ბავშვთა
ნიშნობის შემთხვევები, რაც ბავშვის მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.730
მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელსაც შემცირებულია არასრულწლოვანთა ორსულობის
და მშობიარობის რიცხვი731, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალია. სსიპ ჯანმრთელობის
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული
დარეგისტრირდა732, ხოლო არასრულწლოვან მშობლად კი 365პირი733.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
შესწავლილი
ბავშვთა
ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ იკვეთება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის
კოორდინირებული მუშაობის და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმების
ეფექტიანი გამოყენების პრობლემები.734 მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი
უწყებებიდან მხოლოდ სააგენტოს აქვს დამტკიცებული „სოციალური მუშაკებისთვის
ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“ პრაქტიკული
სახელმძღვანელო დოკუმენტი, შესწავლილი ინდივიდუალური საქმეებიდან კვლავ
იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება, რაც, მათ შორის,
ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული
730 საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელის საპარლამენტო ანგარიშში (გვ. 206) გასცა რეკომენდაცია
- ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, კრიმინალიზებული გახდეს
არასრულწლოვანის ნიშნობა“, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია არ ასახულა „2023 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილენაში. ვიმედოვნებთ, რომ
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა 2025 წელს დაიწყება და რელევანტური უწყებები ქმედით ნაბიჯებს
გადადგამენ არასრულწლოვანთა ნიშნობის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზნების შესაქმნელად.
731
არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი 37%-ით ნაკლებია წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით.
732 შედარებისთვის, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან
მშობლად კი - 409 პირი. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წერილი №HA 7 25 00085299 28/01/2025.
733
მათ შორის, არასრულწლოვანი დედა 347, არასრულწლოვანი დედა და მამა 7, არასრულწლოვანი მამა 11.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი N 51999, 11.03.2025
734 სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეებიდან აღსანიშნავია საქმე №2964/24, სადაც, მიუხედავად
იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა გამოძიება 16 წლის ასაკს
მიუღწეველი გოგოს სხეულში სექსუალური შეღწევის ფაქტზე, ვერ მოხერხდა განმეორებით ამავე
დანაშაულის პრევენცია, რასაც შედეგად მოჰყვა არასრულწლოვანი გოგოს ორსულობა. ასევე, საქმე
№498/ო25, სადაც ვერ მოხერხდა სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანი გოგოს სათანადო მხარდაჭერა,
შედეგად არასრულწლოვანი გოგო ბავშვობის ასაკში მეორედ დაქორწინდა.
249 |
დამოკიდებულებითაა გამოწვეული.735 ასევე, პრობლემურია ბავშვობის ასაკში შესაძლო
ქორწინების ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.736
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით
ჩადენილ 184 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 74 შემაკავებელი ორდერი
გამოიცა737, პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით
ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი
დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო.738
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქორწინების მიზეზით 43 მოსწავლეს (38 გოგო 5 ბიჭი) შეუწყდა
ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.739 თუმცა სტატისტიკური მონაცემი, შესაძლოა, რეალურ
სურათს არ ასახავდეს, რადგან სწავლის მიტოვების საფუძვლები ხარვეზულად მიეთითება.
განსაკუთრებით პრობლემურია „მშობლის განცხადების“ საფუძველზე მოსწავლის სტატუსის
შეწყვეტა, რომლის უკან, რიგ შემთხვევაში, სწორედ ბავშვთა ქორწინების მოტივი დგას.740
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ქალთა პოლიტიკური
მონაწილეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის
რეკომენდაციები სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის ხელახლა
შემოღებასთან და, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისების
მექანიზმთან დაკავშირებით;
▪
დამტკიცდეს საკანონმდებლო პაკეტი სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის
სტამბოლის კონვენციასთან მისასადაგებლად;
მაგალითად, ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთ საქმეზე - №25-182, სოციალური მუშაკის მოხსენებით
ბარათში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით გამოთქმული იყო არაერთი სტერეოტიპული
ფრაზა და მითითება - „გოგონა მხნედ და თამამად გამოიყურებოდა ოჯახში, სადაც იგი ამ ეტაპზე იმყოფება“;
„მიუხედავად იმისა, რომ გოგოს და მისი მეუღლის მშობლები მხარს არ უჭერენ ადრეულ ქორწინებას, გაგებით
ეკიდებიან შვილების გადაწყვეტილებას“; „ოჯახის წევრები თავს ევლებიან”; „ადრეულ ასაკში ქორწინების
შემთხვევის მართვის ფარგლებში, ჩემ მიერ არ გამოკვეთილა ეჭვის საფუძველი მისი უფლებების დარღვევის
შესახებ, რაც შემდგომ რეაგირების საფუძველი გახდებოდა”.
736 საქმეები: №2314/ო2024; №25-182.
737 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 8 25 00356453 - 07/02/2025.
738 საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/6551 - 06/02/2025.
739
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილი - MES 5 25 0000216680, 28.02.2025.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქორწინების მოტივით 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა სკოლა.
740 ეს პრობლემა განხილულია სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც,
ამასთანავე, მიმდინარე საანგარიშო წელს, ბავშვობის ასაკში ქორწინების ერთ-ერთ საქმეზე - №2964/24,
სკოლამ გვაცნობა, რომ არასრულწლოვანს „მშობლის განცხადების“ საფუძველზე შეუწყდა მოსწავლის
სტატუსი და, შესაბამისად, აღარ ირიცხებოდა სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანი
ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა.
735
250 |
▪
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები და შესაძლებელი
გახდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დაზარალებულის
დაკითხვის დისტანციურად ჩატარება ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან
დროებით გაყვანა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას:
▪
შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და
მისი თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად;
▪
განახორციელოს ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის
წესში, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას;
▪
დახვეწოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნული რეფერირების
მექანიზმი, შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში
პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მონაწილეობით, რათა პრაქტიკაში
ქმედით და ეფექტიან ინსტრუმენტად იქცეს;
▪
უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის მიმართულებით ეროვნული სამოქმედო
გეგმების
შემუშავების
პროცესის
ინკლუზიურობა
ყველა
შესაბამისი
დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მათთვის სათანადო დროისა და
რესურსების გამოყოფით და გათვალისწინებით;
უზრუნველყოს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამომავლო სამოქმედო
გეგმა
ითვალისწინებდეს
საზოგადოებრივი
ცნობიერების
ასამაღლებელ
ფართომასშტაბიან კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება გენდერული ძალადობის
შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და სტერეოტიპების შემცირებაზე;
▪
▪
კოორდინაცია გაუწიოს უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
გამოვლენის,
მათი
დაცვის,
დახმარებისა
და
რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული
ოპერაციული პროცედურების (სოპ) შემუშავებისა და განახლების პროცესში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
▪
გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამების
გასაუმჯობესებლად და მოძალადე მსჯავრდებულთა ჩართულობის გასაზრდელად,
მათ შორის, ეფექტიანი წახალისების სისტემის დანერგვით;
▪
შეიმუშაოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისთვის,
რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი;
▪
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მყოფი
ქალებისთვის
სხვა
გინეკოლოგიური/რეპროდუქციული სერვისის მსგავსად, აბორტის სერვისის მიწოდება
გახდეს უფასო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
251 |
▪
უზრუნველყოს ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი ოპერაციული
პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) შემუშავება, რომელიც დამტკიცდება
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
▪
პოლიციელებისთვის ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ქალთა მიმართ
და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების დოკუმენტის შევსების
წესებსა და მისი შევსების აუცილებლობაზე. ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის შემთხვევების სრულყოფილად შესწავლის მიზნით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცდეს
სკოლის
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ)
ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და
გადამისამართების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
▪
აწარმოონ სამშვიდობო პროცესებში ქალების მიერ დასახელებული საკითხების
გადაწყვეტის სტატისტიკა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
▪
▪
გაზარდოს საინფორმაციო კამპანიების გეოგრაფიული დაფარვა დევნილი და
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და რესურსების შესახებ;
შექმნას და გაზარდოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეპროდუქციული
და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები;
აწარმოოს ინტენსიური ცნობიერების ამაღლების კამპანია პაპილომა ვირუსის
ვაქცინაციის
მნიშვნელობაზე,
მათ
შორის,
სამედიცინო
სფეროს
წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:
▪
გაზარდოს სოფლად მცხოვრებ ქალებთან, როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ
მეწარმეებთან, მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების
რაოდენობა, მათ შორის, გეოგრაფიული დაფარვის გზით.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს:
▪
252 |
სისტემატურად გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ბავშვთა ქორწინებისა და მათ
მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
16.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება
საქართველოს კონსტიტუცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვას ადამიანის
ძირითად უფლებად და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ნაწილად აღიარებს.741
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303 დადგენილებით დამტკიცებული
„კულტურის სტრატეგია 2025“ ამ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელი
დოკუმენტია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით
სხვადასხვა
სპეციფიკურ
ამოცანას
განსაზღვრავს742,
მათი
განხორციელების
კოორდინაციაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელ უწყებად კი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადგენს (ამჟამად, საქართველოს
კულტურის სამინისტრო).743
საქართველოს კულტურის სამინისტროს პოზიციით, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“
მონიტორინგი
და
მისი
შესრულების
შეფასება
ვერ
ხორციელდება
744
დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის
პოლიტიკის
შესაბამისად,
რამდენადაც, 2016 წელს დამტკიცებული „კულტურის სტრატეგია 2025“ არ მოიცავს
მიზნებისა და ამოცანების შესრულების საბაზო და სამიზნე ინდიკატორებს.745
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურის სტრატეგია
ათწლიანია, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას და
განახლებას დასახული მიზნების მისაღწევად; ყოველწლიურად უნდა შემუშავდეს
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეფასდეს ყოველი წლის ბოლოს, ხოლო
შემდგომი წლის სამოქმედო გეგმაში განახლდეს აქტივობები. ამავე დოკუმენტის
თანახმად, სტრატეგიის განხორციელების პროცესის შუალედურ (2020 წლისათვის) და
741 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 20, პუნ. 4; მუხ. 5, პუნ. 6.
742 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303 დადგენილებით დამტკიცებული „კულტურის
სტრატეგია 2025“, დანართი 1, გვ. 28-32. ამოცანებს შორისაა მაგ: კულტურული მემკვიდრეობის
კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის სისტემის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
განსაზღვრებების გათვალისწინება; კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება, კატალოგების
შექმნა/განვითარება; თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევებით აღჭურვილი ექსპერტიზის,
სარესტავრაციო-საკონსერვაციო
ლაბორატორიის
ჩამოყალიბება;
მატერიალური
კულტურული
მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვა (რესტავრაცია, კონსერვაცია, რეაბილიტაცია) საერთაშორისო
სტანდარტებსა და შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
ჩასატარებელი სამუშაოებისა და მისი მოვლა-პატრონობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ერთიანი
ინსტრუქციების, გზამკვლევების და პროგრამების შემუშავების და გავრცელების გზით და სხვ.
743
იქვე, გვ. 40.
744 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება „პოლიტიკის დოკუმენტების
შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ დამტკიცების შესახებ.
745 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 06/06/2024, №00019709 წერილი საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. საქართველოს
კულტურის სამინისტროს 5/02/2025, №00004658 წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
უწყების განმარტებით, კულტურის სტრატეგიის პრიორიტეტები და ამოცანები ყოველწლიურად
ინტეგრირებულია სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამებში, დარგობრივი პოლიტიკა ხორციელდება
პროგრამული დაფინანსების პრინციპით, რაშიც ინტეგრირებულია „კულტურის სტრატეგია 2025-ით“
განსაზღვრული პრიორიტეტები და ამოცანები. ხოლო კულტურის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგია
ასახულია 2021 წელს დამტკიცებულ სამთავრობო დოკუმენტში, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების
სტრატეგიაში“.
253 |
დასკვნით ფაზებში (2025 წლისთვის) მიღწეული შედეგების შესაფასებლად, მომზადდება
სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო ანგარიშები.746
სახალხო დამცველის შეფასებით, ვინაიდან, კულტურის სტრატეგია ამ სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ღირებული დოკუმენტია, რომლის შემუშავებას
ხანგრძლივი და მრავალმხრივი სამუშაოები უძღოდა წინ,747 მნიშვნელოვანია „კულტურის
სტრატეგია 2025-ის“ დოკუმენტის იმგვარად განახლება, რაც შესაძლებელს გახდიდა მის
სრულფასოვან აღსრულებასა და შესაბამის მონიტორინგს.
საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველი უკვე წლებია მიუთითებს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სათანო საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებამიღების
საჭიროებაზე.748
საერთაშორისო
შეთანხმებების
გათვალისწინებით,
კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და
ყველა შესაბამისი თემის ადეკვატურად ასახვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის
კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე ასევე მიუთითებს კულტურის სტრატეგია 2025.749
გასული წლების მსგავსად, არც საანგარიშო წელს წარდგენია საქართველოს პარლამენტს
ხსენებული კოდექსის პროექტი. საქართველოს კულტურის სამინისტროს განმარტებით,
უწყება მუშაობს კანონის პროექტებზე კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით.750
ასევე, არაერთი წელია არ შექმნილა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი. სახალხო
დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას კულტურული
მემკვიდრეობის მართვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
მიზნით,
ოფიციალური
ვებგვერდის
შექმნისა
და
ყველა
საჭირო
ინფორმაციის/დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე.751 იმავე მიზნებიდან
გამომდინარე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
ვებგვერდი კვლავ საჭიროებს განახლებას.752 მხოლოდ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის
გამოქვეყნება საკმარის და სათანადო საშუალებად ვერ მიიჩნევა. ამ ფორმით
746 იქვე.
747 მათ შორის, 2015 წელს შემუშავდა და საზოგადოებას წარედგინა „საქართველოს კულტურის სტრატეგის
გზამკვლევი“, ასევე, სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიის შემუშავებასა და მისი განხორციელების
მონიტორინგზე
პასუხისმგებელი
სტრუქტურული
ერთეული,
პროცესის
გამჭვირვალობის,
ინკლუზიურობის, კოორდინაციის მიზნით ჩამოყალიბდა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო
ჯგუფი, უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, გატარდა სხვა ღონისძიებებიც. საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303 დადგენილებით დამტკიცებული კულტურის სტრატეგია 2025,
დანართი 1, გვ. 48-დან.
748 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები, 2020, 330; 2021, 248.
749 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303 დადგენილება „კულტურის სტრატეგია 2025ის დამტკიცების შესახებ“, დანართი 1, გვ. 28.
750 საქართველოს კულტურის სამინისტროს 5/02/2025, №00004658 წერილი.
751 ვებგვერდი კვლავ განახლების რეჟიმშია: <http://culture.gov.ge/> [11.03.2025]..
752 იხ. ბმული: <https://www.heritagesites.ge/ka/files/65> [11.03.2025]. ვებგვერდი არ შეიცავს ისეთ საბაზო
ინფორმაციასაც კი, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და მათი ხელმძღვანელების
შესახებ მონაცემები, 2016-2017 წლების შემდგომ, სააგენტოს არცერთი ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი
და სხვ. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2023, გვ. 210-211.
254 |
გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, სისტემატიზებული და მარტივად
მოსაძიებელი.
უკანასკნელი წლებია, მაღალი საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს მსოფლიო
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლთან
გელათის
სამონასტრო
კომპლექსთან
დაკავშირებული მოვლენები.
2023 წლიდან
გელათის მონასტერში ჩატარებულ
სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს. სახალხო დამცველის აპარატის
ხელთ არსებული ინფორმაციით, 2024-2025 წლებში, სამინისტროს მხრიდან გაცემულია
სანებართვო მოწმობები ძეგლზე სამუშაოების, მათ შორის, კვლევითი სამუშაოების, ასევე,
კულტურულ ფასეულობათა გატანა-შემოტანის თაობაზე.753 უკანასკნელ პერიოდში
მიღებული გადაწყვეტილებებიდან754 ირკვევა, რომ გაცემულია რამდენიმე სანებართვოს
მოწმობა გელათის ღვთისმშობლის ტაძარზე, გუმბათის დროებითი გადახურვის საყრდენი
ლითონის კონსტრუქციის მოსაწყობად და სახურავზე საკონსერვაციო სამუშაოებისთვის.755
ნებართვის მფლობელს (გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი) სამუშაოთა
შუალედური ანგარიშგების ვალდებულებები აქვს. საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატი კვლავ მიადევნებს თვალს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით,
სამინისტროს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესასრულებელი სამუშაოების
ანგარიშგების ვალდებულების შესრულების საკითხს.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის მინისტრს:
▪
უზრუნველყონ
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303
დადგენილებით
დამტკიცებული
კულტურის
სტრატეგია
2025-ის
განახლება
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით
დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და
შეფასების წესის შესაბამისად.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:
▪
უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტის შემუშავების
გამჭვირვალე პროცესი და პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;
753 საქართველოს კულტურის სამინისტროს 07/03/2025, №00010051 წერილით მოწოდებული მასალები.
754 2025 წლის 23 იანვარს, 3 თებერვალსა და 17 თებერვალს გაცემული სანებართვოს მოწმობები.
755 გუმბათის დროებითი გადახურვის საყრდენი ლითონის კონსტრუქციის მოსაწყობად, ტაძრის გუმბათის
დასავლეთ მხარეს არსებული ამოქოლილი სარკმლის მონაკვეთის გახსნისა და ამავე მონაკვეთზე
შემორჩენილი მხატვრობისა და ნალესობის მოხსნის სამუშაოები; გუმბათის დროებითი გადახურვის
საყრდენი ლითონის კონსტრუქციისთვის, გუმბათის გარეთ, ლითონის წრიული სივრცული საყრდენი
პლატფორმის მოწყობის სამუშაოები; სახურავზე საკონსერვაციო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი
დამხმარე ხარაჩოს მოწყობა.
255 |
▪
256 |
უზრუნველყონ ადმინისტრაციული ორგანოების ოფიციალური ვებგვერდების
შექმნა/განახლება და ონლაინ პლატფორმებზე უწყებების საქმიანობასთან
დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა.
17. გარემოს დაცვის უფლება
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს კონსტიტუციით
აღიარებული გარემოს დაცვის უფლების რეალიზაციას.
გასული წლების მსგავსად, ფართოვდება გარემოს სფეროს ის საკითხები, რომელთა
თაობაზეც აპარატი სისტემურ ანალიზსა და უფლებრივ ჭრილში გამოვლენილ გამოწვევებს
სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახავს. აქვე, აღსანიშნავია, რომ გარემოს
დაცვის
საკითხებს
შორის,
აპარატი,
წლებია,
განაგრძობს
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების
ზედამხედველობას და ნამდვილად მისასალმებელია მიღწეული პროგრესი, თუმცა,
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კვლავაც აქტიურად განაგრძოს ამ მიმართულებით
ღონისძიებების გატარება, რათა სუფთა ჰაერზე უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს
რეალიზებული.
17.1. წყალზე უფლება
საანგარიშო წელს, სახალხო დამცველის აპარატმა პრიორიტეტულად იმუშავა წყალზე
ხელმისაწვდომობის უფლებაზე. აპარატმა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული
მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, შეიმუშავა სპეციალური
მეთოდოლოგია,
რის
საფუძველზეც
საქართველოს
რიგ
მუნიციპალიტეტებში
განხორციელდა მონიტორინგი და მომზადდა სპეციალური ანგარიში.756 ანგარიში ასახავს
წყალზე უფლების საერთაშორისო სტანდარტებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს,
უფლების შინაარსობრივ ასპექტებსა და პრინციპებს, ეროვნულ რეგულაციებს, აგრეთვე
საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებს.
წყალზე უფლებაზე უთითებს გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების
კომიტეტის
(CESCR)
№15
ზოგადი
კომენტარი.757
ასევე,
სხვადასხვა
საერთაშორისო რეზოლუციასა და ანგარიშში ვხვდებით მითითებას წყალზე ადამიანის
უფლებასთან დაკავშირებით.758 2010 წელს, პირველად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ,
რეზოლუციით759 აღიარა ადამიანის უფლება უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე, როგორც
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში “წყალზე უფლების რეალიზაცია
საქართველოში”, 2025.
757
კომიტეტის განმარტებით, წყლის უფლება იმპლიციტურად ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ პაქტის ორი უფლების, ცხოვრების სათანადო დონისა (მე-11 მუხლი) და
ჯანმრთელობის უფლებების (მე-12 მუხლი) მუხლებშია ასახული, General Comment №15, E/C.12/2002/11,
ხელმისაწვდომია: <https://www2.ohchr.org/english/issues/water/docs/cescr_gc_15.pdf>, [11.03.2025].
758 UN, Economic and Social Council, Realization of the right to drinking water and sanitation Report of the Special
Rapporteur,
El
Hadji
Guissé,
Draft
guidelines,
E/CN.4/Sub.2/2005/25,
2005.
იხ.
ბმული:
<https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/Issues/Water/SUb_Com_Guisse_guidelines.pdf>, [11.03.2025].
UN High Commissioner for Human Rights, Report of the United Nations High Commissioner for Human Rights on the
scope and content of the relevant human rights obligations related to equitable access to safe drinking water and sanitation
under international human rights instruments, 2007, იხ. ბმული: <https://digitallibrary.un.org/record/606139/?v=pdf>
[11.03.2025].
759 UN, General Assembly, The human right to water and sanitation, Resolution, A/RES/64/292, 2010, ხელმისაწვდომია:
<https://documents.un.org/doc/undoc/gen/n09/479/35/pdf/n0947935.pdf>, [11.03.2025].
756
257 |
არსებითი უფლება ცხოვრებით სრულფასოვანი სარგებლობისა და ადამიანის უფლებების
რეალიზაციისთვის.
შემდეგ
კი,
გაეროს
ადამიანის
უფლებათა
საბჭომ760,
ასევე,
რეზოლუციით დაადასტურა ეს აღიარება და განმარტა, რომ წყალზე უფლება ადეკვატური
ცხოვრების დონის უფლებიდან გამომდინარეობს.
წყალი ფართო სპექტრის მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა ადამიანის უფლება წყალზე
გულისხმობს
ყველას
ეკონომიკურად
უფლებას
საკმარის,
ხელმისაწვდომ
წყალს
უსაფრთხო,
პირადი
და
მისაღებ,
ფიზიკურად
და
საშინაო
(საყოფაცხოვრებო)
გამოყენებისთვის. გაეროს კომიტეტის განმარტების თანახმად, პირადი და საშინაო
მოხმარება გულისხმობს წყალს სასმელად, პირადი სანიტარიისთვის, ტანსაცმლის
გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, პირადი და საყოფაცხოვრებო ჰიგიენისთვის.761
წყალზე უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს პროგრესულად, რაც შეიძლება სწრაფად
და ეფექტიანად მოახდინოს წყალზე უფლების სრული რეალიზაცია, მაქსიმალური
ხელმისაწვდომი
რესურსების
გამოყენებით.
სახელმწიფოს
აქვს
სპეციალური
ვალდებულებები წყალზე უფლებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს: პატივისცემას
(Respect), დაცვასა (Protect) და შესრულებას (Fulfil).762
ამასთანავე,
საერთაშორისო
სტანდარტების
გათვალისწინებით,
წყალზე
უფლების
სრულფასოვანი დაცვის მთავარი პრინციპებია: დისკრიმინაციის დაუშვებლობა და
თანასწორობა,
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობა,
მონაწილეობა
და
სახელმწიფოს
ანგარიშვალდებულება.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში დეტალურად განიხილავს როგორც წყლის
უფლებრივ
კომპონენტებსა
და
ზემოაღნიშნულ
სტანდარტებს,
ასევე,
ადამიანის
უფლებების რელევანტურ პრინციპებს ამ უფლების რეალიზაციისთვის. ასევე, წყლის
უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ შიდა ეროვნულ რეგულაციებს.
მაგალითად,
საქართველოს
ეროვნული
საკანონმდებლო
ჩარჩოს
გაანალიზების
საფუძველზე, სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნული კანონმდებლობა სასმელი
წყლის
საკითხებს
განიხილავს
და
ძირითადად
არა
საზოგადოებრივი
მრავალმხრივი
უფლებრივი
ჯანმრთელობის
კონტექსტში
პერსპექტივიდან.
მართალია,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხები წყლის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი
შემადგენელი ნაწილია, ამას მოწმობს საერთაშორისო მიდგომებიც, თუმცა წყალი არ არის
მხოლოდ ამ სფეროსთან დაკავშირებული რესურსი. წყალი გავლენას ახდენს ადამიანის
ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, მასზე წვდომა ღირსების, სათანადო
ცხოვრების დონის, კვების და სხვა არაერთი უფლების რეალიზაციის საფუძველიცაა. ასეთი
760 UN, General Assembly, Human rights and access to safe drinking water and sanitation, Resolution, A/HRC/RES/15/9,
2010, ხელმისაწვდომია: <https://documents.un.org/doc/undoc/gen/g10/166/33/pdf/g1016633.pdf>, [11.03.2025].
761 გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №15,
2002E/C.12/2002/11, პარა. 12a.
762 სახელმწიფოს ზოგადი და სპეციალური ვალდებულებები ვრცლად იხ. გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ
და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №15, 2002E/C.12/2002/11, თავი 3.
258 |
სისტემური და მრავალმხრივი უფლებრივი მიდგომა კი, სახალხო დამცველის შეფასებით,
მოქმედ რეგულაციებში ასახული არ არის.
ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის
წარმომადგენლებმა
763
რეგიონში
მონიტორინგი
764
/სოფელში,
განახორციელეს
საქართველოს
რამდენიმე
კერძოდ, 5 რეგიონის 15 მუნიციპალიტეტის 35 სოფელში. მათ
შორის, იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული, ასევე, საოკუპაციო ხაზთან
მდებარე სოფლები.
მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მიხედვით მეტნაკლებად განსხვავებული სურათის
მიუხედავად, ბევრი პრობლემა საერთოა. წყალმომარაგების სისტემა არაერთგვაროვანია.
მაგალითად,
ზოგიერთი
სოფლის
მოსახლეობას
წყალი
მიეწოდება
საცხოვრებელ
სახლებში765 (რაც აუცილებლად არ გულისხმობს ცენტრალური მოწესრიგებით წყლის
მიწოდებას, ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ახორციელებს ქსელზე
დაერთების სამუშაოებს), ზოგიერთი სოფლის მცხოვრებლებს კი, მხოლოდ საუბნო
წყაროებიდან/ონკანებიდან/ჭებიდან
მუნიციპალიტეტების/სოფლების
მხოლოდ
უწევთ
მცირე
წყლის
რაოდენობას767
მომარაგება.766
აწვდის
წყალს
ლიცენზიანტი კომპანია და იმ სოფლების უმრავლესობაში, სადაც აპარატმა შემოწმება
763 მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: მისაქციელი, ნავაზი და აღდგომელაანთკარი; დუშეთის
მუნიციპალიტეტის სოფლები: ებნისი, მჭადიჯვარი, მიქელიანი და ციხისუბანი; გორის მუნიციპალიტეტის
სოფლები: ახალუბანი და აძვი; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ღოღეთი (მდებარეობს საოკუპაციო
ხაზთან) და თამარაშენი (მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან); ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი
ჩორჩანა (მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან); თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას დევნილთა
დასახლება და სოფელი ჯორჯიაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლება და
სოფელი ზვარეთი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა არაქალი; ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფლები: სულდა და ოკამი; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები: მუგარეთი,
ბოგა და ჯულღა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლარები, წაღვერი და ყვიბისი; გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფლები: კაჭრეთი, დარჩიეთი, ჯიმითი და ნანიანი დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო ქედი და ქვემო ქედი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები:
ქეშალო და კაზლარი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის დასახლება და სოფელი ახალი კუმისი.
765
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: მისაქციელი, ნავაზი, აღდგომელაანთკარი; გორის
მუნიციპალიტეტის სოფლები: ახალუბანი და აძვი; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოღეთი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი კაზლარი (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული);
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კაჭრეთი, ჯიმითი და ნანიანი; დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო ქედი და ქვემო ქედი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი
პატარა არაქალი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები: სულდა და ოკამი; ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფლები: მუგარეთი, ბოგა და ჯულღა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები:
წაღვერი, ლარები და ყვიბისი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის დევნილთა დასახლება
და სოფელი ჯორჯიაშვილი; მარნეულის ჯანდარის დასახლება; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები:
ებნისი და მჭადიჯვარი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის დასახლება.
766 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა (მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან); ქარელის
მუნიციპალიტეტის
სოფლელი
თამარაშენი
(მდებარეობს
საოკუპაციო
ხაზთან);
საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული). ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სოფელი ზვარეთი; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: მიქელიანი და
ციხისუბანი.
767დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო ქედი და ქვემო ქედი; ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამი.
764
259 |
ჩაატარა, მოსახლეობას არალიცენზიატი მიმწოდებელი ამარაგებს. უნდა აღინიშნოს, რომ
მოსახლეობისათვის წყლის საცხოვრებელ სახლებში მიწოდება არ არის წყალზე უფლების
სრულყოფილად
რეალიზაციის
გარანტი
და
არაერთი
გამოწვევა
გამოიკვეთა
ამ
მიმართულებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლები, სადაც, მართალია, დაქსელვა
განხორციელდა, თუმცა მოსახლეობას წყალი თვეების განმავლობაში, ან საერთოდ არ
მიეწოდება.768
ადგილზე ვიზიტებით პრობლემები გამოვლინდა წყალზე უფლების თითქმის ყველა
კრიტერიუმთან დაკავშირებით. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავეა: არასაკმარისი
ოდენობის წყალზე წვდომა; განსხვავებული ოდენობის წყალზე წვდომა, როგორც
სხვადასხვა, ასევე ერთ დასახლებაში; დიდი მანძილი საცხოვრებელ სახლსა და საუბნო
წყაროს/ონკანს/ჭას
შორის;
მისასვლელად
გაუმართავი
საგზაო
ინფრასტრუქტურა;
დაუცველი ჯგუფების ინტერესთა გაუთვალისწინებლობა; ალტერნატიული მომარაგება
საკუთარი ხარჯებითა და ძალისხმევით; წყლის მიუღებელი ფერი/გემო/სუნი.
წყლის ხარისხის მდგომარეობასთან ერთად, მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობა
გამოვლინდა
სხვა
მიმართულებითაც,
მაგალითად,
თბილისისგან
განსხვავებით,
მოსახლეობას წინასწარ არ ეცნობება წყლის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ,769
ინფორმაცია სამუშაოების ხანგრძლივობასა თუ აღდგენის სავარაუდო დროზე კი, ზეპირად
მიეწოდება. ასევე, პრაქტიკულად უგულებელყოფილია გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი. როგორც წესი, მოქალაქეებს არ აქვთ
ინფორმაცია ამ უფლების შესახებ.
გამოწვევების ერთობლიობაში განხილვა ცხადყოფს, რომ არათანაბარი უფლებრივი
მდგომარეობაა
არათუ სოფლად და ქალაქად მცხოვრებ მოქალაქეებს შორის, არამედ,
თავად სოფლებს, ზოგ შემთხვევაში კი, ერთი სოფლის მცხოვრებთა შორისაც, რაც
სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, რელიეფით, მოქალაქის
საცხოვრებელი
სახლის
მდგომარეობითა
და
გეოგრაფიული
მისგან
მდებარეობით,
გამომდინარე
სოციალურ-ეკონომიკური
განსხვავებული
ინდივიდუალური
შესაძლებლობებით.
17.2. კატასტროფის რისკები და გამოწვევები
2023 წელს, შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივიდან
გამომდინარე კატასტროფების მართვის სხვადასხვა მიმართულებით არსებული
გამოწვევები
გამოავლინა, მათ შორის, სახელმწიფო
პოლიტიკის
დაგეგმვის
თვალსაზრისით.
768
მაგ., საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი კაზლარი და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი
ებნისი.
769 მაგ., გამონაკლისია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო ქედი და ქვემო ქედი.
260 |
საქართველო 2015 წლიდან პარიზის შეთანხმების ხელმომწერია. ქვეყანამ შეიმუშავა
მნიშვნელოვანი ხედვა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)770 დოკუმენტის
სახით, რომელიც საფუძვლად დაედო კლიმატის ცვლილებების სტრატეგიასა (CSAP) და
სამოქმედო გეგმას (CAP).771 ეს დოკუმენტები კლიმატის ცვლილებების შერბილებას
მიემართება. თუმცა საქართველოს ამ დრომდე არ აქვს კლიმატის ადაპტაციის ეროვნული
გეგმა,
რომელმაც
უნდა
განსაზღვროს
კლიმატის
ცვლილებებით
განპირობებული
გამოწვევების დაძლევა შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვით. ადაპტაციის
ეროვნული გეგმის შემუშავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი 2024 წელს
ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში გამართულ
კონფერენციაზე
(COP29).772
ეროვნული
ადაპტაციის
გეგმების
შემუშავების,
განხორციელებისა და რეგულარული განახლების მნიშვნელობაზე მიუთითა ევროპულმა
პარლამენტმაც, COP29-ის საფუძველზე მიღებულ რეზოლუციაში და ქვეყნებს, რომლებსაც
ჯერ არ აქვთ შემუშავებული, 2025 წლისთვის ეროვნული ადაპტაციის გეგმების
შემუშავებისა და 2030 წლისთვის - პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდა.773
გარდა პარიზის შეთანხმებისა, საქართველო 2015 წლიდან ასევე არის კატასტროფების
რისკის
შემცირების
შესახებ
სენდაის
ჩარჩო-პროგრამის
ხელმომწერი.
ქვეყნის
კატასტროფების რისკების შემცირების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შემუშავება
კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის პოლიტიკის ნაწილია.
სამწუხაროდ, არც 2024 წელს განახლებულა საქართველოს კატასტროფის რისკების
შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-2020 წლებისთვის
იყო
დამტკიცებული.774
დასახელებული
პოლიტიკის
დოკუმენტების
შემუშავების
საჭიროება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს,775 და მნიშვნელოვანია იმდენად,
რამდენადაც შესაბამისი სტრატეგია/სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს კატასტროფის
რისკების მიმართულებით არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათი გადაჭრის
გზების განსაზღვრას.
770 ხელმისაწვდომია: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/5147380?publication=0>, [11.03.2025].
771 ხელმისაწვდომია: <https://mepa.gov.ge/en/PublicInformation/32027>, [11.03.2025].
ხელმისაწვდომია:
<https://unfccc.int/news/national-adaptation-plans-key-to-unleashing-the-transformativepower-of-resilience-and-protecting>;
[11.03.2025], COP UNFCCC-ის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი
ორგანოა.
773 European Parliament resolution of 14 November 2024 on the UN Climate Change Conference 2024 in Baku, Azerbaijan
(COP29) (2024/2718(RSP)), p. 31, ხელმისაწვდომია: <https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-10-20240035_EN.html>, [11.03.2025].
774 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება.
775 „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონი, მუხ. 15, ნაწ.4.
772
261 |
გასული წლის მსგავსად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით,776 „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“777 განახლება
კვლავ დასკვნით ფაზაშია. ამ დოკუმენტის განახლებას უკავშირდება საქართველოს
კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
შემუშავებაც.778
ქვეყანაში კატასტროფების რისკების გამოკვლევა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა
უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებრივი პერსპექტივიდან, მით უფრო, რომ კლიმატის
გლობალური
კრიზისების
შედეგები
საქართველოსთვისაც
აქტუალურია
და
ფუნდამენტური უფლებების არაერთ ასპექტზე ახდენს ზეგავლენას.
კლიმატის
ცვლილებებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური
მოვლენების
სიხშირისა
და ინტენსივობის ზრდის
გამო, და შესაძლო
რისკების
ასაცილებლად/შესარბილებლად, მნიშვნელოვანია მყინვარული ხეობების დეტალური
შესწავლაც,
რაც
საქართველოსთვის
ერთ-ერთ
გამოწვევას
წარმოადგენს.
ქვეყანას
მყინვარული ხეობები შესწავლილი არ აქვს. ეს პროცესი მხოლოდ 2024 წელს დაიწყო.
შვეიცარიულმა
საფუძველზე,
კომპანიამ,779
მყინვარულ
ქვეყნის
ხეობებში
მასშტაბით,
არამდგრადი
სატელიტური
ფერდობების
მონაცემების
გამოსავლენად
პირველადი შესწავლა განახორციელა. როგორც გვეცნობა, კვლევის შემდგომ ეტაპზე
დაგეგმილია რისკის შემცველი არეალებისათვის დეტალური კვლევის ჩატარება და
შესაბამისი გასატარებელი საპრევენციო ღონისძიებების შემუშავება.780
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ერთ-ერთ აუცილებელ ამოცანად განიხილება
ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა, რაც, ამავე დროს, ბუნებრივი საფრთხეების
მართვის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა.781
დამონტაჟდა
დამატებით
73
ერთეული
საანგარიშო წელს, ქვეყნის ტერიტორიაზე
მიწისპირა
782
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ-საგუშაგო.
სტანდარტული
ავტომატური
როგორც სახალხო დამცველს ეცნობა,
საერთაშორისო დახმარებით მიმდინარეობს სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მონაცემთა
შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებების გავრცელების
სისტემები.
ასევე,
საერთაშორისო
პროექტის
ფარგლებში
დაგეგმილია
ამინდის
ზემოკლევადიანი პროგნოზირების სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს რამდენიმე
საათის წინსწრებით სტიქიური მოვლენების მაღალი ალბათობით პროგნოზირებას და
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის GOV 1 25 00004004, 17/02/2025 წერილი; ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს აპარატის №344 ,17/02/2025 წერილი.
777 საფრთხეების განახლებულ რეესტრზე დაყრდნობით, უნდა მომზადდეს „საქართველოს კატასტროფის
რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა.
778 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის №7 24 00003615, 12/02/2024 წერილი.
779 კომპანია “GEOTEST AG“, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 13.02.2025, №21/1118 წერილი.
780 იქვე.
781 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებით დამტკიცებული
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა (2022-2026), გვ. 105.
782 06/09/2023-დან 2024 წლის ბოლომდე პერიოდში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 13.02.2025, №21/1118
წერილი.
776
262 |
ადრეული შეტყობინებების გავრცელებას.783 ზუსტი და წერტილოვანი პროგნოზების
მომზადება აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემისთვის.784
სახალხო დამცველის მოსაზრებით, არსებული რისკების გამოვლენაზე, შეფასებასა და
შესწავლაზე დაფუძნებული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება სახელმწიფოს
მხრიდან განგრძობით და ეფექტიან ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ადამიანური
მსხვერპლის, ისე ეკონომიკური ზარალის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად.
მყინვარული ხეობების დეტალური შესწავლისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის, ასევე,
ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და განვითარების პროცესი
შეუფერხებლად და პრიორიტეტულად უნდა წარიმართოს, სათანადო ინსტიტუციური და
ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზებით.
17.3.საზოგადოების მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღებაში
გარემოს საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობისა და
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი მონაწილეობის მხრივ არსებული
გამოწვევები არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის შეფასების საგანი.
საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ბალდის კანიონის საქმე.785
კანიონთან დაკავშირებით, გასულ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს786 ხანგრძლივი
და განგრძობადი პროტესტი787 მოჰყვა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქტივისტებში.
პროტესტი ამ დრომდე, გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში, ინვესტორი
კომპანიის დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის
მიმართ ძალადობრივ დანაშაულში,788 განხილვაშია სხვა მონაწილის მიმართაც კიდევ
ერთი ძალადობრივი დანაშაულის საქმე.789 სამოქალაქო მოძრაობა „ბალდის კანიონის
შესანარჩუნებლად“
განცხადებაშიც
სახალხო
უთითებენ
დამცველისთვის
კომპანიის
აპარატისთვის
წარმომადგენლების
წარმოდგენილ
მხრიდან
პროტესტის
783 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა
Horizon 2020-ის გამარჯვებულ პროექტში „MedEWSa - ხმელთაშუა და პან-ევროპული საპროგნოზო და
ადრეული გაფრთხილების სისტემები ბუნებრივი საფრთხეების წინააღმდეგ“, რომელიც მიზნად ისახავს
სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებას ხმელთაშუა ზღვის
რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 13.02.2025, №21/1118
წერილი.
784
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებით დამტკიცებული
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამა, გვ. 113.
785 სამოქალაქო მოძრაობის, „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”, №1840/2024 განცხადება.
786 2022 წელს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შპს „კანიონი 350”ს შორის, ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ და კომპანიას ტურისტულ მომსახურებასთან
დაკავშირებული ქონება - ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიზე არსებული მიწის ნაკვეთები
გადაეცა იჯარით 40 წლის ვადით. ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 1 მარტის
№ბ58.58230604 ბრძანებით ამ ტერიტორიაზე ატრაქციონების, კიდული და საცალფეხო ბილიკის, როლერის
ატრაქციონის მშენებლობის ნებართვა გაიცა.
787 ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/Umu47>; <https://shorturl.at/nKRaB>, [11.03.2025].
788 ხელმისაწვდომია: <https://www.radiotavisupleba.ge/a/33337086.html>, [11.03.2025].
789 იქვე.
263 |
მონაწილეების
მიმართ
ფიზიკური,
სიტყვიერი
შეურაცხყოფის,
შევიწროვების
პრობლემაზე. გარდა კონკრეტული ქმედებების დანაშაულებრივი ხასიათისა, მსგავსი
ფაქტები აზიანებს მთლიან პროცესს და შექმნილ კრიზისულ ვითარებას კიდევ უფრო
ამძიმებს.
პროტესტში მონაწილე მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი წუხილი უკავშირდება იმას, რომ
ისინი არც ინფორმირებულები ყოფილან დაგეგმილი გადაწყვეტილებების შესახებ, და არც
პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცემიათ. გარდა ამისა, ეჭვქვეშ აყენებენ
დაგეგმილი
საქმიანობის
ზეგავლენის
საკითხებსაც
კანიონის
ეკოსისტემასა
და
ბიომრავალფეროვნებაზე.
ბალდის კანიონი ბუნების ძეგლია, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების კატეგორიას
მიეკუთვნება.790 ბუნების ძეგლის მნიშვნელობიდან და მისი უნიკალური ღირებულებიდან
გამომდინარე, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ მოსახლეობასა და საზოგადოებრივ
გაერთიანებებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ასეთი ძეგლის, როგორც დაცული
კატეგორიის, ამ შემთხვევაში ბალდის კანიონის შემდგომი განვითარების, მოვლაპატრონობისა და მართვის თუ სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.791
კანონი ასევე უთითებს ასეთ დაცულ ტერიტორიებზე აკრძალულ საქმიანობებზე792 და აქვე,
განმარტავს,
რომ
ტერიტორიების
დაცულ
ტერიტორიებზე
კატეგორიების
მიხედვით,
საქმიანობა
განისაზღვრება
საერთაშორისო
დაცული
შეთანხმებებისა
და
კონვენციების შესაბამისად.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის
მოწოდებული
პოზიციის
თანახმად,
ბალდის
კანიონი
ბუნების
ძეგლია
და
ის
სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც გადაიცემა სარგებლობაში ბუნების
ძეგლის ტერიტორია, არ ითვალისწინებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამართვის
აუცილებლობას, ვინაიდან, ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული ღონისძიებით არ
ეზღუდება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა მაქსიმალური ძალისხმევა
უნდა გასწიონ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას
მოქალაქეების მონაწილეობითი პროცესის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან, ასეთი ძეგლები
საზოგადოებრივი
ღირებულებაა
გადაწყვეტილებები
ფართო
და
საჯარო
მათი
განვითარების
ინტერესს
ეხება.
თაობაზე
როგორც
უკვე
მიღებული
აღინიშნა,
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 3, პუნ. 1: დაცული
ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი,
დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
791 იქვე, მუხ. 22: მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ,
მონაწილეობა მიიღონ: ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების
გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების
განხილვისა და შესწორების პროცესში; ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფერული ზონების მოვლაპატრონობისა და მართვის საქმიანობაში.
792 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 20, პუნ. 4.
790
264 |
საზოგადოების მონაწილეობით უფლებაზე მიუთითებს კანონიც. მით უფრო, როდესაც
მოსალოდნელია, რომ საზოგადოებაში, შესაძლოა, გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობა და
კითხვები მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობასთან, მიზანშეწონილობასთან,
ზეგავლენის
მცდელობა
ასპექტებთან
ისეთი
ტიპის
მიმართებით,
საერთო
გადაწყვეტილებების
საზოგადოებრივი
მიღებისას,
შეთანხმების
რომლებიც
დაცული
ტერიტორიების (ბუნების ძეგლის) შემდგომ განვითარებას უკავშირდება, ამასთანავე,
ცვლის ადგილობრივ კულტურულ თუ ტრადიციულ ჩვევებს793 ასეთი ტერიტორიებით
სარგებლობასთან დაკავშირებით, აუცილებელია.
გარდა
ამისა,
აღსანიშნავია,
794
საქართველოს კანონით
რომ
„დაცული
ტერიტორიების
სისტემის
შესახებ“
იკრძალება ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;
ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება
(ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება და სხვ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ბალდის კანიონზე არქიტექტურული
პროექტის მომზადებამდე ჩატარდა ჰიდროლოგიური, გეოლოგიური კვლევები. ის საკითხი,
თუ რამდენად შეესაბამება დაგეგმილი სამუშაოები კანიონის ბუნებრივ ეკოსისტემას და
ხომ არ გამოიწვევს მის რღვევასა და სხვა სახის აკრძალულ ზეგავლენას, ბუნდოვანია. ამ
საკითხების შესწავლის შესახებ შესაბამისი კვლევებისა და შეფასების დოკუმენტის
გარეშე ამის განსაზღვრა შეუძლებელიც არის.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მოქალაქეების ხანგრძლივ პროტესტს მოჰყვა გადაწყვეტილება
ჩატარებულიყო ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება.795 თუმცა როგორც
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვაცნობა, ბალდის
კანიონის ბუნების ძეგლის ბიომრავალფეროვნებაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის
ზემოქმედების შეფასების მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ ვერ შეძლო ასეთი
შეფასების გაკეთება.796 უწყების განმარტებით, მინისტრის ბრძანებით შექმნილმა
კომისიამ ერთხელ განახორციელა ვიზიტი797 სოფელ ბალდაში, მაგრამ ადგილობრივების
გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგობის გამო, ვერ მოახერხეს დაცულ ტერიტორიაზე შესვლა
და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება. ამდენად, ასეთი შეფასება ამ
დრომდე, არ არსებობს და სამინისტროს საპასუხო კორესპონდენციის გათვალისწინებით,
ამ მიმართულებით დამატებითი ძალისხმევაც აღარ გაწეულა.
17.4. გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების
მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის
მოქალაქეები უთითებენ, რომ ბალდის კანიონი სოფლის უშუალო საარსებო გარემოს ნაწილია, ის
განსაზღვრავს ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ იდენტობას, ცხოვრების წესსა და ეკონომიკურ
საქმიანობას.
794 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 20, პუნქ. 4.
795 ხელმისაწვდომია: <https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/21597>, [11.03.2025].
796
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1865/01, 17.03.2025 წერილი.
797 იქვე, კომისია სოფელ ბალდაში 2024 წლის 27 თებერვალს იმყოფებოდა.
793
265 |
შესახებ“ (ორჰუსის)
კონვენციის
შესრულებასთან
მიმართებით, 2021-2024 წლებში
უფლებამოსილების ფარგლებში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ, მეშვიდე ეროვნულ
ანგარიშში გათვალისწინების მიზნით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითა, რომ გარემოს
მდგომარეობის
შესახებ
უზრუნველსაყოფად,
მომზადებული
ინფორმაციის
მნიშვნელოვანი
დოკუმენტები
იყო
სტიქიური
ღიაობისა
სსიპ
და
გარემოს
გეოლოგიური
ხელმისაწვდომობის
ეროვნულ
სააგენტოს
პროცესების
თაობაზე,
ყოველწლიურად საჯაროდ გამოექვეყნებინა ელექტრონულად. მისასალმებელია, რომ
უწყებამ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და 2014 წლიდან მომზადებული ყველა
ბიულეტენი ვებგვერდზე განათავსა.798 სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამგვარი
პრაქტიკა მომავალშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.
17.5. ინფრასტრუქტურული პროექტების ზეგავლენა
სახალხო
დამცველს
არაერთხელ
მიუთითებია
ინფრასტრუქტურული
პროექტების
დაგეგმვა-განხორციელებისას მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
გათვალისწინების აუცილებლობაზე. მათ შორის, 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში
განხილულია აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ფარგლებში საავტომობილო გზების
მშენებლობისას გამოვლენილი გამოწვევები (მაგალითად, მოქალაქეთა საკუთრების
უფლებაზე
ზეგავლენის
შეფასებისთვის
ექსპერტიზის
ეროვნული
ბიუროსთვის
მიმართვის არაერთგვაროვანი პრაქტიკა, არაეფექტიანი კომუნიკაცია საავტომობილო
გზების დეპარტამენტსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ
ბიუროს შორის), რომელთაც გადამწყვეტი გავლენა აქვთ მოქალაქეების ინტერესების
დასაკმაყოფილებლად შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისა და უფლებების აღდგენის
პროცესზე.799
საანგარიშო წელს შესწავლილმა ერთ-ერთმა საქმემ800 კიდევ ერთხელ მიუთითა
საკუთრებაზე ზეგავლენისა და მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ
პრობლემებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოქალაქის საკუთრება არ დაექვემდებარა
გამოსყიდვას იმ არგუმენტით, რომ საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობდა პროექტით
გათვალისწინებული გვირაბის
თავზე. ამავე საქმეში, სხვაობა იყო
ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს მომზადებული დასკვნისა და ინჟინრის მიერ სსდ საავტომობილო
გზების დეპარტამენტისთვის მიწოდებულ მონაცემებშიც, საკუთრებასა და გვირაბამდე
798 ხელმისაწვდომია: <https://nea.gov.ge/c/Departments/Geology>, [11.03.2025].
ვრცლად
იხ.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
საპარლამენტო
ანგარიში,
2023,
<https://ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf>, გვ. 224-225.
800 მოქალაქე შ.მ.-ის №7375/23 განცხადება, საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის შორაპანიარგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. განმცხადებლის საკუთრება არ
დაექვემდებარა გამოსყიდვას, ვინაიდან, საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობდა უშუალოდ გვირაბის
თავზე.
799
266 |
არსებული დაშორების შესახებ. სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციით,
მცირე ცდომილების მიუხედავად, აღნიშნულს ვერ მიიღებდნენ საცხოვრებელი სახლის
გამოსყიდვის წინაპირობად.
წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საავტომობილო გზების პროექტების განხორციელება
ხშირად იკვეთება მოქალაქეების ინტერესებთან და ინდივიდუალური შემთხვევების
სრულფასოვან შესწავლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად, სახალხო
დამცველის შეფასებით, უნდა შეიქმნას ერთიანი წესი შესაბამისი კრიტერიუმებისა და
პროცედურების
თაობაზე,
იხელმძღვანელებს
რომლითაც
სსდ
ინფრასტრუქტურული
საავტომობილო
პროექტის
გზების
დეპარტამენტი
ფარგლებში
საკუთრებაზე
ზეგავლენის შესწავლისა და გამოსყიდვის საკითხის გადაწყვეტისას. ეს მნიშვნელოვანია,
ერთი
მხრივ,
ერთგვაროვანი
გადაწყვეტილებების
მისაღებად,
ინდივიდუალურ
შემთხვევებში მოქალაქეთა ინტერესების უგულებელყოფის მაქსიმალურად თავიდან
ასარიდებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებისთვის წინასწარ განჭვრეტადი და
მკაფიო კრიტერიუმების/პროცედურის ხელმისაწვდომობისთვის.
17.6. ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები
უკვე არაერთი წელია, რაც არ გადადგმულა სათანადო ნაბიჯები უსახლკარო ცხოველების
პრობლემის მოსაგვარებლად, რაც, როგორც დედაქალაქისთვის, ისე რეგიონებისთვის,
სერიოზული გამოწვევაა.801
სსიპ
ცხოველთა
მონიტორინგის
სააგენტოს
მონაცემებით,
რომელიც
თბილისის
მუნიციპალიტეტის ფარგლებში საქმიანობს, 2024 წლის განმავლობაში, სააგენტოში
ცხოველებთან (ძაღლი/კატა) დაკავშირებით 69 600-ზე802 მეტი შეტყობინება შევიდა. ეს
რიცხვი წინა წლების მზარდი ტენდენციის გაგრძელებაა.803 ასევე, კვლავ გაზრდილია
თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების რაოდენობაც,804 რომელთაგან ნახევარზე მეტი
ბუნებრივ არეალში დაბრუნდა.805 თითქმის 2 000-მა ცხოველმა დაასრულა სიცოცხლე
ბუნებრივი
სიკვდილით
(1
759)
/ევთანაზიით
(217).
გაზრდილია
ცხოველების
სტერილიზაციისა და კასტრაციის მაჩვენებელი, რამაც საანგარიშო წელს 8 600-ს
გადააჭარბა.806 სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს
უწყებამ 393 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა.
სახალხო
დამცველი,
გასული
წლების
მსგავსად,
ამ
მიმართულებით
არსებული
მასშტაბური გამოწვევების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ მიუთითებს გრძელვადიან
შედეგზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის საჭიროებაზე. იმისათვის, რათა
დადგინდეს
ცხოველთა
სამართლებრივი
სტატუსი,
მოვლა-პატრონობის
წესები,
801 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2023, გვ. 226-დან.
802 69 685 შეტყობინება, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს №73-0125029399, 29/01/2025 წერილი.
803 2023 - 67 623 შეტყობინება; 2022 წელს - 65 922 შეტყობინება; 2021 წელს - 58 314 შეტყობინება.
804 2023 - 9 425 ძაღლი, 2024 - 10 998.
805 6 824. მცირე რაოდენობა (471) გაჩუქდა, დაუბრუნდა პატრონს (91), მიკედლების სტატუსი (1498), გადაეცა
სხვა თავშესაფარს/გავიდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (676).
806 2024 - 8 619; 2023 - 6 529.
267 |
პასუხისმგებლობის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა მიზანიც
უსაფრთხო
გარემოს
შემქნა
იქნება,
როგორც
ადამიანებისთვის,
ისე
თავად
ცხოველებისთვის, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება.
2024 წელს პარლამენტს კვლავ არ მიუღია ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები.
17.8. აკუსტიკური ხმაურის კონტროლი
ბოლო წლებია807 სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ ზედამხედველობას უწევს
გამოწვევებს აკუსტიკური ხმაურის მიმართულებით, რაც, უმეტესად, არაეფექტიანი
საკანონმდებლო რეგულაციებით იყო გამოწვეული.
2023
წელს
808
გამკაცრდა,
აკუსტიკური
ხმაურის
ნორმების
დარღვევისთვის
პასუხისმგებლობა
გაფრთხილების ნაცვლად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების
გადამეტებისათვის ფიზიკური და კერძო პირებისთვის პასუხისმგებლობის სახედ
ფულადი ჯარიმა დადგინდა; გაიზარდა ფულადი ჯარიმის ოდენობა განმეორებითი
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
2024 წელს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების სავარაუდო გადამეტებაზე ქალაქ
თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 5 570 საჩივარი შევიდა,809 რაც მცირედ განსხვავდება 2023
წლის მონაცემებისგან.810 როგორც ირკვევა, საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა სამშენებლო,
საგზაო და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე, ორბელიანის, ათონელის
ქუჩებსა
და
მიმდებარე
ტერიტორიებზე
არსებული
გასართობი
ობიექტების
ფუნქციონირებას. ზარების უმეტესობა შეეხებოდა ისეთი ტიპის ხმაურს, რომელზეც არ
ვრცელდებოდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი (მაგ., ხმამაღალი საუბარი, ყვირილი,
ჩხუბი და სხვ.), ამდენად, ასეთ შემთხვევებში, მოქალაქეებს სატელეფონო კომუნიკაციით
განემარტებოდათ აღნიშნული გარემოებები. 2024 წელს უწყებამ გამოავლინა 210
სამართალდარღვევა, ხოლო წინა წელს აღნიშნული მონაცემი ორჯერ და უფრო მეტჯერ
დიდი იყო.811 აღსანიშნავია, რომ შედგენილი ოქმების უმეტესობა მიემართება იურიდიულ
პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს.812
ამდენად, როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელთან შედარებით, 2024
წელს
ხმაურთან
დაკავშირებული
საჩივრების
რაოდენობა
მნიშვნელოვნად
არ
შემცირებულა, მაგრამ დიდი სხვაობაა გამოვლენილ სამართალდარღვევების ოდენობებს
807 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2022, გვ. 218-დან.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2023, გვ. 228-დან.
808 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხ. 771.
809 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 31.01.2025, №17–01250313807
წერილი.
810 2023 წელს - 5836 საჩივარი.
811 2023 წელს - 521 სამართალდარღვევა.
812 771 მუხლის 1-ლი ნაწილი: ფიზიკური პირი - 6 ოქმი, იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე - 102
ოქმი, 771 მუხლის მეორე ნაწილი: ფიზიკური პირი - 2 ოქმი, იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე
- 41 ოქმი, 771 მუხლის მესამე ნაწილი: ფიზიკური პირი - 16 ოქმი, იურიდიული პირი/ინდივიდუალური
მეწარმე - 43 ოქმი.
268 |
შორის,
რაც,
გარკვეულწილად,
შესაძლოა,
უკავშირდებოდეს
პასუხისმგებლობის
გამკაცრებასაც.
იურიდიული
პირების/ინდივიდუალური
მეწარმეების
მიმართ
შედგენილი
სამართალდარღვევების ოქმები სოლიდურ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს,813 ამდენად,
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ობიექტები აქტიურად იზრუნებენ დადგენილი
რეგლამენტის
მოთხოვნების
შესრულებაზე.
აპარატი
კი,
მომავალშიც
განაგრძობს
აკუსტიკური ხმაურის სფეროში კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მიმართულებით
შესაბამისი უწყებების საქმიანობაზე ზედამხედველობას.
17.9.ხე-ტყის მოპოვების გამოწვევები
მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყანაში საშეშე ხე-ტყის მზარდმა მოპოვებამ და
უსისტემო ჭრამ შეამცირა ხე-ტყის ხარისხი და ტყის ფართობების დიდი ნაწილის
დეგრადირება გამოიწვია.814 სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში
ვრცლად ისაუბრა ამ პრობლემაზე.815
ვინაიდან, სოციალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საშეშე მერქნის მოპოვებამ
წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევა წარმოშვა, სახალხო დამცველი კვლავ
დაინტერესდა ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებითა და
კონტროლის შედეგებით.
2024 წელს, საქმიანი ეზოების მოწყობის პროცესი გაფართოვდა და ამჟამად, ქვეყნის
მასშტაბით სულ მოწყობილია 69 საქმიანი ეზო,816 რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი
მაჩვენებელია.817
რაც შეეხება სამართალდარღვევებს, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მონაცემებით, 2024 წელს ხე-ტყის უკანონო ჭრის, ტრანსპორტირების,
სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის,
გამოვლენილი არარეგისტრირებული სახერხი საამქროების შედეგად, გარემოსათვის
813 1500 ლარი – 102 ოქმი, 5 000 ლარი – 41 ოქმი, 10 000 ლარი -43 ოქმი.
814საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შესახებ ანგარიში, 2023, გვ. 12, ხელმისაწვდომია:
<https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/53933>, [11.03.2025].
815 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2023, გვ. 221-დან.
816 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 17.02.2025, №1060/01 წერილი.
ამასთანავე, 2024 წელს გაიმართა საქმიანი ეზოების ღია კარის დღეები, რომლის ფარგლებშიც
ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია საქმიანი ეზოებიდან მერქნული რესურსის მიღების
განახლებული
პროცედურებისა და წესების შესახებ; ტყის მერქნული რესურსების სექტორის
განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა სახერხი საამქროების წარმომადგენლებთანაც და
შემუშავდა მათთვის ხე-ტყის პირველადი დამუშავების გზამკვლევი; ფინანსდება 8 ენერგოეფექტიანი
ღუმელის მწარმოებლის პროდუქტი და მიმდინარეობს ახალი მწარმოებლების გამოვლენა და მათი
შესაძლებლობების გაძლიერება.
817 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 22.12.2023, №10207/01 წერილი, ამ
პერიოდისთვის მოწყობილი იყო 42 ეზო.
269 |
მიყენებულმა ზიანმა თითქმის 1 მლნ ლარი შეადგინა,818 ჯამში კი, 1 750-ზე მეტი დარღვევა
გამოვლინდა.819
მონაცემების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი
მაჩვენებელი კახეთის რეგიონშია (595), ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე
ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა (53) სამეგრელო-ზემო სვანეთშია გამოვლენილი.
ამასთანავე,
მიუხედავად
იმისა,
რომ
შიდა
ქართლში
გამოვლენილი
სამართალდარღვევების/დანაშაულების რაოდენობა შედარებით ნაკლებია (41/10, სულ 51),
გარემოსათვის მიყენებული ზიანის ყველაზე დიდი მაჩვენებელი (354,264.58 ლარი) ამ
რეგიონშია, რაც საერთო ზიანის თითქმის მესამედს შეადგენს.
მართალია, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ტყის კოდექსი, რომლითაც
განისაზღვრა ე.წ. სოციალური ჭრის არსებული სისტემის გაუქმება, თუმცა 2022 წელს
მიღებული ცვლილებით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების
გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის
საფუძველზე გაცემის სისტემის გაუქმების ვადამ 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.820
სახალხო დამცველის წინადადების მიუხედავად, გადახედილიყო აღნიშნული ვადა და
მისი შემცირების შესაძლებლობა მსჯელობის საგანი გამხდარიყო, 2024 წელს ამ
მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
ვინაიდან, ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანი განგრძობითია, ე.წ. სოციალური ჭრის
სისტემის ჩასანაცვლებლად საჭირო ღონისძიებები, აქტიურად და შემჭიდროვებულ
ვადებში უნდა წარიმართოს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს კვლავ საჭიროდ მიაჩნია
ახალი სისტემის ამოქმედების ვადის შემცირების განხილვა.
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
▪
უზრუნველყოს
სპეციალური
ანგარიშის
-
„წყალზე
უფლების
რეალიზაცია
საქართველოში“, თემატურ კომიტეტებში განხილვა და საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმების გამოყენება, მასში ასახული გამოწვევების დასაძლევად, მათ შორის,
საჭიროების შემთხვევაში, სრულფასოვანი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის
გზით;
818 948,710.44 ლარი, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 12/02/2025, DES 2 25 00006766
წერილით მოწოდებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ 2020-2023 წლების (4 წელი) განმავლობაში
გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 8,9 მლნ ლარს გადააჭარბა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის 15/01/2024, DES 7 24 00002027 წერილით მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები.
819
სულ 1,752, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების რაოდენობა (სულ 1 556): ხე-ტყის
უკანონო ჭრა - 882; ხე-ტყის უკანონო ტრანსპ./ტრანსპ. წესების დარღვევა - 655; სოციალური ჭრების
შედეგად მოპ. ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება (რეალიზაცია) – 19; სისხლის სამართლის ნიშნების
მქონე ფაქტების რაოდენობა (გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებში) (სულ 196): ხე-ტყის უკანონო ჭრა
- 101; ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება - 2; დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს გამოვლენა
(უკანონო სახერხი) - 93.
820 საქართველოს ტყის კოდექსი, მუხ. 93, ნაწ. 9.
270 |
▪
ცხოველთა პოპულაციის ეფექტიანად და ჰუმანურად სამართავად, 2025 წელს
მიიღოს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი და განისაზღვროს ცხოველთა
სამართლებრივი სტატუსი, მოვლა-პატრონობის ერთიანი წესები, ვალდებულებების
დარღვევისთვის დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა, ზედამხედველობის და
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
საზოგადოების, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით,
შეაფასოს წყალზე უფლების რეალიზაციის პროგრესი, მათ შორის, „ხედვა 2030,
საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული ამოცანის (2025/2030
წლებისთვის საქართველოს ქალაქების/მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-სთვის
სტანდარტთა შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა) შესრულებასთან
დაკავშირებით; ასევე, შეიმუშაოს არსებულ პრობლემათა გადაჭრის დროში
გაწერილი
გეგმა,
სადაც
განისაზღვრება
კონკრეტული
ღონისძიებები
და
რესურსული
შესაძლებლობები,
პასუხისმგებელი უწყებები;
▪
გააძლიეროს
თვითმმართველობათა
მიზანმიმართულად
და
შედეგზე
ორიენტირებულად,
წყალზე
უფლების
რეალიზაციის ეფექტიანად და თანდათანობით გაუმჯობესებისათვის, ასევე,
თანასწორობის უზრუნველსაყოფად ;
▪
გაზარდოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საჭირო ფინანსური რესურსები,
მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლის ხარისხზე მონიტორინგის ჩასატარებლად და
მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებისთვის საჭირო საინფორმაციო სისტემის
შესაქმნელად;
▪
შეისწავლოს
საქართველოს
მთავრობის
2014
წლის
№58
დადგენილებით
დამტკიცებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობა ჯანმოს
უახლეს (2022 წლის) სახელმძღვანელო მითითებებთან სასმელი წყლის ხარისხის
შესახებ; პროგრესული რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, განაახლოს შესაბამისი
მაჩვენებლები და მომავალშიც განაგრძოს ეროვნულ სტანდარტთა პროგრესული
განახლება აღნიშნული სახელმძღვანელოს ცვლილებათა კვალდაკვალ;
▪
2025 წელს შემუშავდეს და დამტკიცდეს საქართველოს კატასტროფის რისკის
შემცირების განახლებული ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის
ეროვნულ სააგენტოს:
271 |
▪
▪
▪
შექმნან ერთიანი პლატფორმა/ბაზა, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის
შედეგებზე საზოგადოების მარტივად, გასაგებად, ხელმისაწვდომად და სათანადოდ
ინფორმირებისათვის;
ონლაინ პლატფორმის გარდა, შექმნან მოქალაქეთა ინფორმირების სხვა
მექანიზმებიც, რათა მოსახლეობას სხვადასხვა ეფექტიანი საშუალებით მიეწოდოს
ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის კონტროლსა და მის შედეგებზე;
გააფართოონ წყლის ხარისხის კონტროლის მასშტაბები სახელმწიფო უწყებებთან
კოორდინაციით/რესურსების მოძიებით და მაქსიმალურად მოკლე ვადებში
უზრუნველყონ წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი მთელ ქვეყანაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს
ეროვნულ სააგენტოს:
▪
2025 წლის განმავლობაში, შეუფერხებლად გაგრძელდეს მყინვარული ხეობების
დეტალური
შესწავლა,
უზრუნველყოს
დეტალური
კვლევებისა
და
რისკის
შესაბამისი
შემცველი
არეალებისათვის
პრევენციული
ღონისძიებების
შემუშავებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა და გატარება;
▪
2025 წლის განმავლობაში, შეუფერხებლად გაგრძელდეს ადრეული გაფრთხილების
სისტემის დანერგვისა და განვითარების პროცესი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტოს:
▪
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის
შესაბამისად,
უზრუნველყონ
გადაწყვეტილებების
დაცულ
მიღებისას
ტერიტორიებთან
მოსახლეობისა
და
დაკავშირებული
საზოგადოებრივი
გაერთიანებების მონაწილეობის უფლების დაცვა.
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
▪
არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებითა და სახელმწიფო უწყებებთან
თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში დაგეგმონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები,
ყველა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ლიცენზირებული მიმწოდებლის
მიერ უზრუნველსაყოფად;
▪
მაქსიმალური
ძალისხმევა
გაწიონ
მოქალაქეების,
მათ
შორის,
ქალების,
ხანდაზმულების, შშმ პირებისა და სხვა ჯგუფების საჭიროებათა გამოსაკვლევად
და დასაკმაყოფილებლად წყალზე წვდომის კუთხით; ალტერნატიული გზებით
უზრუნველყონ იმ მოქალაქეთა წყალმომარაგება, რომელთაც არ აქვთ წვდომა
პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობის
წყალზე.
სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტს:
272 |
▪
შეიმუშაოს ერთიანი წესი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისას მოქალაქეთა
საკუთრებაზე ზეგავლენის შესწავლა-შეფასების, კომპენსირებისა და გამოსყიდვის
თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი და მკაფიო
კრიტერიუმებისა და პროცედურის დასადგენად.
273 |
18. ჯანმრთელობის უფლება
18.1. შესავალი
ჯანმრთელობის უფლება საყოველთაოდ არის აღიარებული ადამიანის ფუნდამენტურ
უფლებად, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური და კოლექტიური მისწრაფებების
რეალიზაციის, გამძლეობისა და ადამიანის ღირსების შენარჩუნებისთვის. ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით,821 ჯანმრთელობა არ შემოიფარგლება
მხოლოდ დაავადების არარსებობით, არამედ მოიცავს სრულ ფიზიკურ, გონებრივ და
სოციალურ კეთილდღეობას. ასეთი ფართო და მრავალგანზომილებიანი გაგება წარმოშობს
მრავალ გამოწვევას, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჯანმრთელობის შედეგებს.
სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები ჯანმრთელობის უფლების
რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი სამედიცინო
საჭიროებების შემთხვევაში.822
პაციენტის
განცხადების/საჩივრების
სწრაფად
განხილვა
ძალიან
ეფექტიანად,
მნიშვნელოვანია
სამართლიანად
ჯანმრთელობის
და
საკმარისად
ხარისხიანად
და
უსაფრთხოდ დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა
გაიზიარა
სახალხო
საქმისწარმოების
შემუშავება,
დამცველის
პროცედურის
რომლითაც
რეკომენდაცია
და
განმსაზღვრელი
დადგინდება
შესაბამის
ახალი
სამედიცინო
უწყებას
დაევალა
ნორმების/სტანდარტის
მომსახურების
ხარისხის
შესაფასებლად მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული განვითარების
საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება,823
ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად მოწესრიგებული, რაც საფრთხეს უქმნის
პაციენტთა უფლებების ეფექტიანად დაცვას.
18.2.პაციენტის უსაფრთხოება
პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება
ფუნდამენტურია ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად და სერვისებზე უნივერსალური
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად.
პაციენტის
უსაფრთხოება
არის
კოორდინირებული ძალისხმევის სტრუქტურირებული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს
კულტურის განვითარებას, პროცესების დამკვიდრებას, პროცედურების განხორციელებას,
უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას, ტექნოლოგიების ინტეგრირებას და ჯანდაცვის გარემოს
ოპტიმიზაციას. მისი მთავარი მიზანია თანმიმდევრულად და მდგრადად შეამციროს
რისკები, შეამსუბუქოს სამედიცინო შეცდომების უარყოფითი შედეგები.824 პაციენტის
821 Constitution of the World Health Organization. In: World Health Organization: Basic documents. 45th ed. Geneva:
World Health Organization; 2005 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <bit.ly/3SbSmT9> [24.01.2025].
822 International Covenant on Economic, Social and Cultural Rights (Article 12) ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://u.to/lNJ9IQ> [24.01.2025].
823 საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის დადგენილება „2022 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიშის თაობაზე“.
824
World Health Organization. Global Patient Safety Action Plan. ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://goo.su/Zs4Ud> [29.01.2025].
274 |
უსაფრთხოების
მდგრადი
სტანდარტიზებული
სისტემა
პროტოკოლების,
აუმჯობესებს
უწყვეტი
ჯანმრთელობის
მონიტორინგის
და
შედეგებს
გამჭვირვალე
ანგარიშგების მექანიზმების ხელშეწყობით, რაც ხელს უწყობს არასასურველი სამედიცინო
მოვლენების თავიდან აცილებას.825
2023 წელს, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 მსოფლიო მინისტრთა კონფერენციაზე მიიღეს
მონტრეს ქარტია პაციენტის უსაფრთხოების შესახებ,826 რომელიც მიუთითებს გლობალურ
ვალდებულებაზე
პაციენტის
უსაფრთხოების
გასაძლიერებლად
და
ჯანდაცვის
სისტემებში ზიანის შესამცირებლად. საქართველომ, როგორც ქარტიის ხელმომწერმა
ქვეყანამ, შეიმუშავა პაციენტის უსაფრთხოების პროგრამა827, ასევე შეიქმნა პაციენტის
უსაფრთხოების საბჭო, რომლის ამოცანაა მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და
ჯანდაცვის
ორგანიზაციების
ჩამოყალიბება,
კლინიკური
პროცესის
უსაფრთხოება,
პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი
ოჯახების ჩართულობის გაძლიერება.828
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროგრამებისა და მექანიზმების შექმნა პაციენტის
უსაფრთხოების გაუმჯობესების სასიცოცხლო ვალდებულებაა, მათი რეალური გავლენა
დამოკიდებულია
ეფექტიან
და
მდგრად
განხორციელებაზე.
მხოლოდ
პროგრამის
დამტკიცება არ იძლევა წარმატების გარანტიას - ჯანდაცვის დაწესებულებებმა ეს
ინიციატივები უნდა გააერთიანონ ყოველდღიურ პრაქტიკაში, ჩამოაყალიბონ მკაფიო
ანგარიშვალდებულების მექანიზმები და განახორციელონ პაციენტის უფლებების დაცვის
მუდმივი მონიტორინგი და შეფასება. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, რომელშიც
პაციენტის უსაფრთხოება სამედიცინო საქმიანობისა და ზოგადად, ინსტიტუციური
პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია,
პრევენციული ზიანის მინიმიზაციისა და მაღალი
სტანდარტის მოვლის უზრუნველყოფის გარანტიებს ქმნის. რეალური ქმედებების გარეშე,
პოლიტიკა რჩება მხოლოდ ფორმალობად და ვერ მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება
პაციენტებისათვის.
სახალხო
დამცველის
შეფასებით,
პაციენტის
უსაფრთხოების
ეფექტიანი
უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ეროვნული მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების
სისტემის
გაძლიერება,
უსაფრთხოების
პროტოკოლების
დაცვა
და
პაციენტთა
კმაყოფილების რეგულარული შეფასება. ასევე აუცილებელია ამ მიმართულებით
სამედიცინო
პერსონალის
უწყვეტი
პროფესიული
განათლება,
ჯანდაცვის
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პაციენტებისა და მათი ოჯახების ჩართულობის
To Err Is Human: Building a Safer Health System. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/J8ogYUR>
[29.01.2025].
826 The Montreux Charter on Patient Safety galvanizes action to address avoidable harm in health care.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://lnnk.in/iJgX> [29.01.2025].
827
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის
2023 წლის 29 სექტემბრის
ბრძანება №69/ნ
„საქართველოს 20242025 წლების პაციენტის უსაფრთხოების პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
828 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ივლისის განკარგულება №1325 „საქართველოში პაციენტთა
უსაფრთხოების საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.
825
275 |
გაძლიერება. დროში განსაზღვრული და გაზომვადი აქტივობების
განხორციელებას
შედეგად მოჰყვება პაციენტის უსაფრთხოება, სამედიცინო რისკების შემცირება და
ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება.
18.3. პირველადი ჯანდაცვის სისტემა
პირველადი ჯანდაცვა სრულიად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული
მიდგომაა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაძლო
საუკეთესო მდგომარეობა და ჯანდაცვის რესურსის სამართლიანი გადანაწილება.829 ის
არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც მოიცავს
დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოზს და მარტივი სამედიცინო მომსახურების
მიწოდებას. ეს სისტემა უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტურ
უფლებებთან, როგორიცაა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ღირსეული ცხოვრების
უფლება.830
ამჟამად, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მომსახურება უზრუნველყოფილია
ოჯახის ექიმების, ექთნებისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით. თუმცა,
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს,
პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხი, ფინანსური მდგრადობა და რეგიონებს შორის
უთანასწორობა კვლავ პრობლემად რჩება.831,832
ზოგადად პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PHC) გაძლიერება მოითხოვს არა მხოლოდ
ქსელის გაფართოებას, არამედ მომსახურების პაკეტის გაუმჯობესებას. ის, როგორც
ჯანმრთელობის
საყოველთაო
დაფარვის
(UHC)
ცენტრალური
საყრდენი,
უნდა
უზრუნველყოფდეს ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებას ყველა ინდივიდისთვის,
მიუხედავად
მათი
გეოგრაფიული
მდებარეობის,
სოციალურ-ეკონომიკური
833
მდგომარეობისა თუ სხვა პოტენციური ბარიერებისა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი გაუმჯობესება
აუცილებელია
ჯანმრთელობის
დაცვის
სერვისებზე
მოსახლეობის
თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალური
სამართლიანობის გაძლიერებას და ადამიანის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.
829 WHO Strategic Communications Framework for Effective Communications, 2017, ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://goo.su/R28Y3Rq> [24.01.2025].
830Primary
health care მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://u.to/UK6KIQ > [24.01.2025].
831 Rethinking primary health care financing in Georgia. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/OsK9>
[24.01.2025].
832
Health and sustainable development: progress in Georgia. ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://goo.su/tpfdyeE> [24.01.2025].
833 HEALTH FINANCING GUIDANCE No 1 Health financing country diagnostic: a foundation for national strategy
development WHO. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/JLNIzAL> [24.01.2025].
276 |
2024 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის
სისტემის რეფორმირებისთვის გატარებული ღონისძიებები მოიცავს სტრუქტურულ
ცვლილებებს, პერსონალისთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესებას, სახელფასო
სარგოს ზრდას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამედიცინო
სერვისების გაფართოებას და მონიტორინგის სისტემების დანერგვას.834 ამ ღონისძიებებმა
მნიშვნელოვანი
წვლილი
შეიტანა
ჯანდაცვის
სისტემის
გაუმჯობესებაში,
განსაკუთრებით, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების ხარისხისა და
ეფექტიანობის ამაღლებაში.
შემოთავაზებული ცვლილებები და ინიციატივები მიუთითებს პირველადი ჯანდაცვის
როლის გაძლიერებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, რომელთა
ნაწილში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა გართულებულია. ამავე დროს, რეფორმებმა ხელი
შეუწყო სისტემის გამჭვირვალობასა და მონაცემებზე დაფუძნებულ მართვას, რაც
ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ, წინა წლებში, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში,
პირველადი
ჯანდაცვის
835
ხელმისაწვდომობაზე ჩატარებულმა მონიტორინგმა,
მომსახურებაზე
მოსახლეობის
სერვისების ხელმისაწვდომობასა
და ხარისხთან დაკავშირებული არაერთი მწვავე პრობლემა გამოკვეთა. 2024 წელს
ჩატარებულმა შემოწმებამ836 კვლავ დაადასტურა, რომ მოძველებული ინფრასტრუქტურა
და შესაბამისი მოთხოვნების მინიმალური სტანდარტების დაცვა ერთ-ერთ მთავარ
გამოწვევად რჩება. ცალკეული სოფლების სამედიცინო დაწესებულებები არასაკმარისად
არის აღჭურვილი, ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის
უზრუნველსაყოფად
საჭირო
მინიმალურ
სტანდარტებს.
ეს
ინფრასტრუქტურული
ხარვეზები არა მხოლოდ აფერხებს მომსახურების მიწოდების ეფექტიანობას და
უსაფრთხოებას, არამედ ამძაფრებს ჯანმრთელობის უთანასწორობას, განსაკუთრებით,
სოფლის მოსახლეობისთვის, რომელიც, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისით, ისედაც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება.
სახალხო დამცველის შეფასებით, რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება და მათი
გრძელვადიანი
შედეგი
დამოკიდებულია
რესურსების
ადეკვატურ
განაწილებაზე,
პერსონალის მოტივაციასა და უწყვეტ მონიტორინგზე. ამიტომ, აუცილებელია ყურადღება
გამახვილდეს
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე,
პერსონალის
კვალიფიკაციის
ამაღლებასა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს
834 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი № MOH 6 25 00213076 26/02/2025.
835ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3k6rfMv> და <https://bit.ly/3Ecx9SY [24.01.2025].
836 მონიტორინგის შედეგები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა აპარატის წერილით №2024/4063
26/08/2024.
277 |
ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის
შემდგომი ამაღლება.
18.4.დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება
დიაბეტი
გლობალურად
ერთ-ერთი
ყველაზე
აქტუალური
დაავადებაა.
დიაბეტის
საერთაშორისო ფედერაციის (IDF) 2021 წლის მონაცემებით, მისი გავრცელება შეადგენს 537
მილიონს, მასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები - 6.7 მილიონს.
საქართველოს
სახელმწიფოს
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო
პროგრამებში
გათვალისწინებულია დიაბეტის მართვის კომპონენტიც, რაც მიზნად ისახავს შაქრიანი და
უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული
მეთვალყურეობის
გაუმჯობესებას,
შესაძლო
გართულებების
პრევენციასა
და
837
სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
2023 წელს, სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერით, საქართველოს არაგადამდებ
დაავადებათა პრევენციის ალიანსმა (NCD Alliance in Georgia) ჩაატარა კვლევა838, რომლის
მიზანიც იყო საქართველოში მცხოვრებ დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება.
კვლევამ ასევე შეისწავლა ბავშვებსა და მოზარდებში ტიპი 1 დიაბეტის (ტ1დ) მართვის
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც გაკეთდა სათანადო
დასკვნები და მომზადდა რეკომენდაციები საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკაზე
გადაწყვეტილებების მიმღებთათვის.
სუსტია ბავშვების და მშობლების ცნობიერების და განათლების კომპონენტი, არ არსებობს
ერთიანი საინფორმაციო და სოციალიზაციის პლატფორმა/პროგრამა. ასევე, ტიპი 1
დიაბეტის შესახებ მშობლების ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით, საჭიროა
უფრო ეფექტიანი ფორმატის შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,
განსაკუთრებით რეგიონებში, მშობლების და ექიმ-სპეციალისტების ტრენინგები და
კონსულტაციების ფორმატის გაფართოება.839 გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გლუკოზის
უწყვეტი
მონიტორინგის
სახელმწიფოს
840
დაკავშირებული ხარვეზების შესწავლა
მიერ
დაფინანსებულ
აპარატებთან
, სასურველია მშობლებისთვის არჩევანის
837 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“.
838 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://u.to/Y9t9IQ> [24.01.2025].
839 დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება, საბაზო კვლევის ანგარიში, გვ. 26. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: <https://goo.su/8Kzvz> [11.02.2025].
840 ამ საკითხთან დაკავშირებით, ბავშვთა ენდოკრინოლოგები ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს
აღნიშნავდნენ, რომ მშობლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ გლუკოზის მონიტორინგის
აპარატებზე (Libre, მედტრონიკი). მათი თქმით, Guardian 3 მსოფლიოში ძალიან გავრცელებული არ არის.
ასევე, ოჯახები, რომლებიც ვერ იყენებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გლუკოზის
მონიტორინგის აპარატებს, საკუთარი ხარჯებით ყიდულობენ, რომლის ღირებულებაც არის - Dexcom CGM
3 ცალი - 216 ევროს ექვივალენტი, ხოლო Freestyle Libre 2 ცალი - 130 ევროს ექვივალენტი ლარში.
რასაკვირველია, ჩამოთვლილი ხარჯების გაწევას ახერხებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც აქვთ
შესაბამისი ფინანსური რესურსები.
278 |
შესაძლებლობის მიცემა, სხვადასხვა მომწოდებლის აპარატებს შორის აირჩიონ მათთვის
შესაფერისი და სასურველი.
პრობლემად იკვეთება ბავშვთა ექიმ-ენდოკრინოლოგის ხელმისაწვდომობა და მათი
კვალიფიკაცია, განსაკუთრებით რეგიონებში.841
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭიროებაა მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა,
რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო სპეციალისტს, მათ შორის, კვლევის შედეგების
ანალიზისას,
ხშირად
ნახსენები
ფსიქოლოგისა
და
ნუტრიციოლოგის
ჩათვლით.
აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ბაზაზე ასეთი გუნდების
არსებობა, სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემური მიდგომების
დანერგვა
-
მაგალითად,
ამ
მიმართულებით
უწყვეტი
სამედიცინო
განათლების
მოდულების შემუშავება. ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერება ამ
კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია.842
სახელმწიფომ, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მართვის პროცესში მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს
გადაჭრას. მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი თანამშრომლობა ჯანდაცვის
პროვაიდერებთან
ძირითადი
ინიციატივაა დიაბეტის
პრიორიტეტია.
ეროვნული
ერთ-ერთი
რეგისტრის შექმნა,
მნიშვნელოვანი
რომელიც
გაამარტივებს
პაციენტების მონაცემების მართვას და თანმხლები დაავადებების კონტროლს. ამ სისტემის
დანერგვა მოითხოვს ჯანდაცვის პროვაიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობის
გასაუმჯობესებლად აუცილებელია სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა და საჭირო
მასალებით
(ინსულინი,
შპრიცები,
მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური
დაავადებასთან
გამკლავებაში
სისტემებთან
დაკავშირებით,
ტესტ-ჩხირები)
სერვისის დამატება
დაეხმარება.
პროგრამაში,
გლუკოზის
მშობლებს
უზრუნველყოფა.
რაც
ასევე,
მშობლებს
უწყვეტი
მონიტორინგის
სურთ ჰქონდეთ
არჩევანის
შესაძლებლობა სხვადასხვა მწარმოებლის აპარატებს შორის. ამ საკითხზე მუშაობა
მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა მწარმოებლებთან დამატებითი კომუნიკაცია. დიაბეტის
სამართავად ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა. ეროვნული
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციისკენ მიმართული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.843
დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება, საბაზო კვლევის ანგარიში. გვ. 6. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: <https://goo.su/8Kzvz> [11.02.2025].
842 დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებების შეფასება, საბაზო კვლევის ანგარიში. გვ. 25. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: <https://goo.su/8Kzvz> [11.02.2025].
843 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წერილი № MOH 8 25 00223897 28/02/2025.
841
279 |
სახალხოს დამცველის შეფასებით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის ხარისხიანი
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის
მნიშვნელოვანი
ასპექტია.
ამის
მისაღწევად,
მშობლებს
აუცილებლად
უნდა
მიუწვდებოდეთ ხელი კვალიფიციურ სპეციალისტებზე, თანამედროვე სამედიცინო
ტექნოლოგიებსა
და
დიაგნოსტიკაზე,
საგანმანათლებლო
მკურნალობასა
რესურსებზე.
და
განათლებაზე
ასევე
აუცილებელია
ხელმისაწვდომობის
გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარება, ასევე, პირველადი ჯანდაცვის როლის
გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ყველა ბავშვის სამართლიან და თანაბარ უფლებას
ჯანსაღ მომავალზე. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს,
არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს დიაბეტის სოციალურ და სამედიცინო ტვირთს
ქვეყანაში.
18.5.ონკოლოგიური პაციენტების უფლებები
ონკოლოგიური
დაავადებები
გლობალური
მნიშვნელობის
გამოწვევაა
ჯანმრთელობისათვის.
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ინტერვენციებისა
და
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესის
მიუხედავად, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან
გამოწვევად რჩება.844
2024 წელს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის
მიერ
ჩატარებული
თემატური
845
ხელმისაწვდომობა საქართველოში“,
მოკვლევა,
„ონკოლოგიურ
სერვისებზე
ნათლად ასახავს ამ საკითხის აქტუალურობას.
კვლევის შედეგები მიუთითებს მიგნებებზე, რომლებიც აღწერენ არსებულ პრობლემებს
ონკოლოგიურ მკურნალობაში და აღწერს იმ ღონისძიებებს, რომელთა გატარებაც
აუცილებელია სერვისების
846
ბარიერების დასაძლევად.
ხელმისაწვდომობის
მიდგომას,
ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
სახალხო დამცველის შეფასებით, ონკოლოგიური სერვისების
გაუმჯობესება
რომელიც
და არსებული
გულისხმობს
მოითხოვს
კომპლექსურ
და
კოორდინირებულ
როგორც
სახელმწიფო
დონეზე
პოლიტიკის
განვითარებას, ისე საზოგადოების ჩართულობას და საერთაშორისო გამოცდილების
გათვალისწინებას.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/ceKRe> [24.01.2025].
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ
ჩატარებული თემატური მოკვლევის, „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“,
ანგარიში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/4Q3dD6> [26.02.2025].
846 არ ფინანსდება ონკოფსიქოთერაპია, რეაბილიტაცია, ნუტრიციოლოგია და რეკონსტრუქციულაღდგენითი ოპერაციები, მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს
პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებასა და შრომის ბაზარზე რეინტეგრაციაში. საქართველოს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებული
თემატური მოკვლევის, „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“, ანგარიში, გვ. 30.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo.su/4Q3dD6> [26.02.2025].
844
845
280 |
დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის
სამედიცინო
სერვისების
847
ძალისხმევა.
მათ
პაციენტისადმი
შორის,
მიწოდების
850
ღონისძიებები,
და
მედიკამენტებით
მნიშვნელოვანია
848
სქემის
და
ფინანსური
უზრუნველყოფის
ონკოლოგიური
მედიკამენტების
რეფერენტული
ფასების849
დანერგვის
ასევე შეიქმნა ონკოლოგიის ეროვნული საბჭო, რომლის მიზანია
ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია, კიბოთი დაავადებულ პაციენტებს თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი
აუცილებელ
მედიკამენტებზე
851
მდგომარეობისა.
განურჩევლად
მათი
სოციალურ-ეკონომიკური
დღეს მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიღმა რჩება გვერდითი
მოვლენების მართვის და ფსიქოლოგიური სერვისების დაფინანსების საკითხიც.852 კიბოს
კვლევების საერთაშორისო სააგენტო (IARC) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ
კიბოს ყოვლისმომცველი მოვლა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ფიზიკურ მკურნალობას,
არამედ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მხარდაჭერასაც პაციენტების ცხოვრების საერთო
ხარისხის
გასაუმჯობესებლად.853
აუცილებელია
უფრო
ინკლუზიური
მიდგომის
შემუშავება, რომელიც გააერთიანებს ამ კრიტიკულ ასპექტებს ონკოლოგიური დახმარების
ერთიან სტრუქტურულ ჩარჩოში.
18.6.აღკვეთის სინდრომის მართვა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი (წამების, არაადამიანური
მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა) სახელმწიფოს, ნარკოტიკული დეტოქსიკაციისას,
დაკავებული/დაპატიმრებული პირებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების
გაწევის
ვალდებულებას
აკისრებს.854ადეკვატური
მკურნალობის
გაუწევლობა
855
არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №136 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე
გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის
21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
848
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შეიცვალა ონკოლოგიური მედიკამენტების
ლოჯისტიკა. კერძოდ, ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები პაციენტებისთვის
ხელმისაწვდომია ამავე სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში და მათ აღარ უწევთ სააფთიაქო
ქსელიდან მედიკამენტების გამოტანა და პროცედურისთვის მისვლა სამედიცინო დაწესებულებებში.
849 მედიკამენტის გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო ადგენს.
850 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2024 წლის 18 მარტის ბრძანება MOH 3 24 00000089.
851 Cancer prevention and control in the context of an integrated approach ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://goo.su/eyPcf >[24.01.2025].
852 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 196.
853
Prevention Strategies for Gastric Cancer: A Global Perspective ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
<https://goo.su/UowsHU> [24.01.2025].
854
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე
დიბეკუ ალბანეთის წინააღმდეგ (Dybeku v. Albania), პარ. 41
855 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე
847
პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ (Poghosyan v. Georgia), პარ. 47-49.
281 |
დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირებს, რომლებიც არ არიან
ჩართული მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში და დაწესებულებაში ყოფნის დროს
უვითარდებათ აღკვეთის სინდრომი, სიმპტომურად მიეწოდებათ დამამშვიდებელი და
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა
დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის856 მართვისთვის ერთიანი
სახელმძღვანელოს შექმნის მნიშვნელობაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება
დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და
იქნება მკაფიო
მითითება, თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკავებულის სტაციონარში გადაყვანა.
მართალია შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტი დროებითი მოთავსების
იზოლატორში
ნარკოტიკულ
ნივთიერებებზე
დამოკიდებულ
დაკავებულ
პირთა
სიმპტომური მკურნალობისა და მართვის შესახებ, თუმცა 2024 წელს მოწოდებული
ინფორმაციით,
განხილვის
იყო.857
ეტაპზე
განხორციელებული
ვიზიტების
დროს
გამოვლინდა, რომ სამედიცინო პერსონალს არ ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი დოკუმენტის
არსებობაზე
და
არც
გადამზადება
ჰქონდათ
გავლილი
აღნიშნულ
საკითხზე.
მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება და
სამედიცინო პერსონალის გადამზადება.
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მკაფიო, დროში
გაწერილი, შესრულების ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმის მქონე
ერთიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონალური
უთანასწორობის აღმოფხვრას ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხში,
ისე სერვისების დაფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, პროფესიული
კადრების მოზიდვასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც საბოლოოდ
გაზრდის სისტემის ეფექტიანობას და პაციენტებზე ორიენტირებულობას;
▪
დიაბეტის
მართვის
სახელმწიფო
პროგრამის
სისტემატური
მონიტორინგის
ფარგლებში, განსაზღვროს მკაფიო შესრულების ინდიკატორები (პაციენტთა
რეგისტრაციის,
გლუკოზის
კონტროლის,
კმაყოფილების
მაჩვენებლები),
გართულებების
უზრუნველყოს
პრევენციისა
შედეგების
და
რეგულარული
გამოქვეყნება და გამჭვირვალობა, ჯანდაცვის პერსონალს ჩაუტაროს ტრენინგები და
856
სხვადასხვა შეხამებისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება იმ ფსიქოაქტიური
ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოიხმარდნენ დიდი ხნის
განმავლობაში და/ან დიდი დოზებით. სინდრომს შესაძლებელია თან სდევდეს ფიზიოლოგიური
დარღვევები. იხ. ბმული <https://bit.ly/3aGshWM> [ბოლოს ნანახია: 27.01.2025].
857 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 1 მარტის წერილი MIA 1 24 00639688.
282 |
გაზარდოს
პაციენტთა
ჩართულობა
ინფორმირებულობის
კამპანიების
საშუალებით;
▪
მკურნალობასა
და
მედიკამენტებზე
უზრუნველსაყოფად
შეიმუშაოს
გათვალისწინებული
იქნება
მხარდაჭერა
(გვერდითი
თანაბარი
პოლიტიკის
ონკოლოგიური
ეფექტების
ხელმისაწვდომობის
დოკუმენტი,
პაციენტების
მკურნალობისა
რომელშიც
ყოვლისმომცველი
და
ფსიქოლოგიური
დახმარების ჩათვლით), ასევე, გაზარდოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების
დაფინასება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალისთვის დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
სახელმძღვანელოს
აღკვეთის
დამტკიცება,
სინდრომის
რომელშიც
სამართავად
გათვალისწინებული
ერთიანი
იქნება
დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ
გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სამედიცინო
დაწესებულებაში;
აღნიშნული
დოკუმენტის
საფუძველზე
უზრუნველყოს
დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადება.
283 |
19. შრომის უფლება
2024 წელს, შრომის უფლების დაცვაზე განსაკუთებით ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა
საქართველოს პარლამენტის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც ასევე ვრცელდება საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზეც. საქართველოს სახალხო
დამცველი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის
კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს და, გარდა ამისა, არც ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს პასუხობს.858 აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო
პროცესი დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების და შესაბამისი დარგის
სპეციალისტების ჩართულობის გარეშე წარიმართა.
წლის
განმავლობაში
რეალიზაციასთან
სახალხო
დამცველის
აპარატში
შრომითი
უფლების
საქმეები
ძირითადად
ეხებოდა
შრომითი
დაკავშირებული
ურთიერთობის დაუსაბუთებელი შეწყვეტის, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის უფლების
შეზღუდვის და შრომით კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხელშეკრულების დადების
ფაქტებს,
მათ
ურთიერთობებთან
შორის,
აპარატი
დაკავშირებული
ასევე
განიხილავდა
დისკრიმინაციის
განაცხადებს
შრომით
დადგენის
შესახებ.
დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშნებად განმცხადებლები ძირითადად ასახელებდნენ
განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას და პროფკავშირულ საქმიანობას.859 სახალხო
დამცველმა, საქმეთა განხილვის შედეგად, უფლებაში ჩარევა 30 შემთხვევაში დაადგინა.
ქვეყანაში შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველსაყოფად
ამ დრომდე არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. ასევე, მოქმედი შრომის
კანონმდებლობით კერძო დამსაქმებელს დღემდე არ აქვს მშობლისთვის ორსულობის,
მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.860
გასული წლების მსგავსად გამოწვევად რჩება შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება,
მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმება.861
19.1 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები
2024 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა
კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებების შესახებ862, რომლის შედეგადაც:
858 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება < https://shorturl.at/rsCbS > [11.03.2025].
859 2024 წლის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა
და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.“
860 საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 6 მაისის №1698 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ < https://shorturl.at/rvTW1 > [11.03.2025].
861 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,შშმ შრომისა და დასაქმების უფლება“
< https://ombudsman.ge/res/docs/2022091620441847336.pdf > [11.03.2025] . ასევე, 2024 წლის სპეციალური
ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ.“
862 ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2024 წლის 13
დეკემბრის კანონი, 165-Iმს-XIმპ.
284 |
•
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
და მისი მოადგილე, რომლებიც ამ ცვლილებებამდე პროფესიული საჯარო
მოხელეები იყვნენ, როგორც ფუნქციურად, ისე სტატუსით და ამ პოზიციებს
კანონმდებლობით863 განსაზღვრული კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად
უვადოდ იკავებდნენ, დღეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირებად მიიჩნევიან,864 რომლებიც მითითებულ პოზიციებზე, როგორც წესი,
კონკურსის გარეშე მიიღებიან დაწესებულების ხელმძღვანელის ერთპიროვნული
გადაწყვეტილებით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში
შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არც,,საჯარო სამსახურის
შესახებ
მიზნებს
პასუხობს.865
საყურადღებოა,
სასამართლოს
უკვე
აქვს
კანონის“
საკონსტიტუციო
ნამსჯელი
რომ
საჯარო
საქართველოს
დაწესებულების
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ფუნქციებთან დაკავშირებით და მათ
პროფესიული ბუნებით იდენტიფიცირებად თანამდებობად განიხილავს, რომელზეც
პირები მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევიან და მათი
არჩევისას უფლებამოსილი ორგანო არ ხელმძღვანელობს კონკრეტული პირის შერჩევის
პოლიტიკური
მიზანშეწონილობით.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
მერიის/გამგეობის
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
უფლებამოსილების
შეწყვეტასთან
დაკავშირებული
მსგავსი/იდენტური
866
ჩანაწერი
კოდექსში
ხელმძღვანელის
შინაარსის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-
2 პუნქტთან (2018 წლის 23 მარტამდე მოქმედი რედაქცია) შეუსაბამოდ მიიჩნია და
განმარტა, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საქმიანობის
განხორციელების
კონსტიტუციურ
უფლებას
(თანამდებობრივი
უფლებამოსილების
შეუფერხებლად განხორციელების და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების
დაცვის დადგენილ გარანტიებს).867 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2024 წლის 13 დეკემბრიდან მოქმედი
რედაქცია მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებს.
გარდა ამისა, დაწესებულების ძირითადი ფუნქციების შესრულების მიუხედავად, მათი
შრომითი
ურთიერთობის
შეხედულებაზე,
ხოლო
ხანგრძლივობა
ხელშეკრულების
დამოკიდებულია
ვადის
გასვლა
ხელმძღვანელის
საფუძვლად
ედება
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთანავე, ხელშეკრულების ვადა ვერ
იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამ
863 ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21
აპრილის №204 დადგენილება.
864 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3, ქვპ. ,,ზ“, მუხლი 78, ქვპ. ,,ე“.
865 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება < https://shorturl.at/DYzeM > [11.03.2025].
866 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (2015 წლის 6 თებერვალს მოქმედი რედაქცია).
867 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება, II50, 53, II-17.
285 |
ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ამ დაწესებულების ხელმძღვანელის
თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამზე
მეტი.868 გარდა ამისა, შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადამდე
შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, და ამ დროს, დასაქმებულ პირს მხოლოდ
კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს 1 ან 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.869
•
,,საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მოქმედი
რედაქცია
რეორგანიზაციის შედეგად უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, მანამდე მოქმედი
რედაქციისგან განსხვავებით, სამსახურში აღდგენის საშუალებას არ უტოვებს და
სანაცვლოდ
არასაკმარის
გათავისუფლებული
და
სხვა
მოხელეებისგან
საფუძვლით
საჯარო
მნიშვნელოვნად
სამსახურიდან
ნაკლებ
კომპენსაციას
სთავაზობს.870
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ეს ჩანაწერი დამსაქმებელს ერთგვარ
ბერკეტს
უქმნის
მისთვის
არასასურველი
საჯარო
მოსამსახურეებისა
და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების სამსახურიდან რეორგანიზაციით
გასათავისუფლებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა, გარდა იმისა, რომ არ შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, ასევე
შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 158-ე კონვენციის მე-10 მუხლით
აღიარებულ უფლებასთან - უკანონოდ გათავისუფლებული პირი უზრუნველყოფილი
იყოს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის მიღების უფლებით. ILO-ს ექპერტთა
კომიტეტის განმარტებების მიხედვით, უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებების
რესტიტუციის მიზნით საუკეთესო გამოსავალი სამსახურში აღდგენაა და აღდგენის
შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს ადეკვატური და სამართლიანი
კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.871 რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ
გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის და საჯარო სამსახურის იურიდიულ
პირში დასაქმებული პირის უფლებრივი რესტიტუციის სამართლებრივი გარანტიები
უფრო სუსტია, ვიდრე ამას მსგავს შემთხვევებში საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, რეორგანიზაციის საფუძველზე
გათავისუფლებული
პირი,
სასამართლოში
მისი
მოთხოვნის
დაკმაყოფილების
შემთხვევაშიც კი, ვერ აღდგება მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მიეცემა მხოლოდ
განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით გათავისუფლებული პირები არათანაბარ
მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ
სხვა
საფუძვლებით
გათავისუფლებულ
პირებთან
შედარებით, სადაც კანონი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში
აღდგენას, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპენსაციის სახით 6 თვის
868 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 81, პუნ. 2.
869 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 82, პუნ. 2.
870 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ, 118, პუნ. 3 და პუნ. 6.
871 იხ. General Survey, “Protection against Unjustified Dismissal”, ILO, 1995, 218-232,
<https://webapps.ilo.org/public/libdoc/ilo/P/09661/09661(1995-82-4B).pdf> [11.03.2025].
286 |
თანამდებობრივი სარგოს და პროფესიული მოხელისთვის გათვალისწინებულ საკლასო
დანამატის გაცემას ითვალისწინებს.
19.2.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჩივრების განხილვის
შედეგად გამოვლენილი შრომის უფლების დარღვევის ფაქტები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს პირველად იმსჯელა სსდ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ კერძო
საწარმოში
დასაქმებული
მსჯავრდებულების
შრომითი
უფლებების
დაცვის
872
მდგომარეობაზე,
გამოავლინა მსჯავრდებულის შრომითი უფლებების დარღვევის
ფაქტი და დამსაქმებელს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.873 საქართველოს სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში,
ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასაქმების პროცედურის სპეციფიკის და სამუშაოს
შეზღუდული არჩევანის გათვალისწინებით, შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმების
არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით მაღალია მათი შრომის უფლებების დარღვევის
რისკი. საანგარიშო პერიოდში პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ
კერძო
საწარმოებში
დასაქმებულ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შრომითი
უფლებების დასაცავად, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის
მინისტრს წარუდგინა წინადადება, შეიმუშაონ სათანადო მონიტორინგის მექანიზმი,
რომელიც
უზრუნველყოფს
ამ
საწარმოებში
დასაქმებულ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი უფლებების ეფექტიან დაცვას, რათა
დასაქმებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის უფლების დარღვევის ფაქტის
გამოვლენა დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ დასაქმებული პირის საჩივარზე.874
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საჩივრებიდან ასევე
იკვეთება
სპეციალური
სამუშაოებზე
პენიტენციური
დასაქმებულ
სამსახურის
ტერიტორიაზე
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სამეურნეო
სამუშაო
875
აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. მსჯავრდებულის საჩივრის
დროის
განხილვის
შედეგად, გაირკვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სამეურნეო სამუშაოებზე
დასაქმებული პირების სამუშაო დრო კანონმდებლობის შესაბამისად არ აღირიცხებოდა.876
ეს
საკითხი
კიდევ
დასაქმებულებისგან
უფრო
მნიშვნელოვანია
განსხვავებით,
იმის
გათვალისწინებით,
ბრალდებულები/მსჯავრდებულები
რომ
სხვა
არასამუშაო
დროსაც დამსაქმებლის მუდმივი ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და
მიეკუთვნებიან
უზრუნველყოფს
მოწყვლად
ჯგუფს.
სამეურნეო
სამუშაო
დროის
სათანადოდ
სამუშაოებზე
აღრიცხვა
კი
დასაქმებული
872 „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“, 2023, გვ. 242-244.
873 საქართველოს სახალხო დამცველის 09.09.2024 წ. №2024/4355 რეკომენდაცია. ხელმისაწვდომია:
<https://www.ombudsman.ge/res/docs/2024112812220194501.pdf >[11.03.2025].
874 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება №2024/7698 26.12.2024 წ. ხელმისაწვდომია:
<https://www.ombudsman.ge/res/docs/2025021914544516289.pdf> [11.03.2025].
875 №5518/2024 საჩივარი.
876 აღნიშნულ პრობლემაზე საუბარია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიშშიც,
ხელმისაწვდომია: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2019040513214458561.pdf> გვ. 116-118 [11.03.2025].
287 |
ბრალდებულების/მსჯავრდებულების
შრომითი
უფლებების
დაცვას.
ყველა
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული
ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამუშაო დროის კანონმდებლობით დადგენილი
წესით
აღრიცხვის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით,
საქართველოს
სახალხო
დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს შესაბამისი წინადადებით მიმართა.877
2023
წელს,
საქართველოს
მუნიციპალიტეტის
მერიის
სახალხო
დამცველმა
გამოავლინა
მიერ
დაფუძნებულ
ქალაქ
კულტურის
თბილისის
და
სპორტის
დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების/მწვრთნელების შრომითი უფლების
დარღვევის
ფაქტები,
დაკავშირებული
დასაქმებულებთან
კანონშეუსაბამოდ
ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმებასა და საქართველოს შრომის
კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების შეზღუდვასთან. ამ საკითხთან
დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა
საკუთარი ინიციატივით 59 ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და 4 თვითმმართველი
ქალაქის
მერიის
პრაქტიკა
შეისწავლა
და
გაირკვა,
რომ
13
მუნიციპალიტეტში
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებულ
ზოგიერთ კულტურის და სპორტის დაწესებულებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში
პედაგოგები/მწვრთნელები ვერ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან
მათთან
შრომითი
ხელშეკრულება
ყოველწლიურად
10
თვის
ვადით
იდებოდა.
დაწესებულებათა უმრავლესობაში, ერთსა და იმავე პედაგოგებთან/მწვრთნელებთან
ყოველწლიურად ხელახლა ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები (საუბარია ერთ
წელზე ნაკლები ვადით გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებზე). გამოვლენილი
დარღვევის აღმოსაფხვრელად და დასაქმებული პედაგოგების/მწვრთნელების შრომითი
უფლებების აღსადგენად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
შესაბამის საჯარო დაწესებულებებს - შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისობაში
მოეყვანათ საქართველოს ორგანულ კანონთან - „საქართველოს შრომის კოდექსთან“.878
მისასალმებელია, რომ ყველა ადრესატმა დაწესებულებამ გაიზიარა სახალხო დამცველის
რეკომენდაცია.
2024 წლის დასაწყისში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთი საჩივრის
შესწავლისას, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის მარეგულირებელ
წესთან დაკავშირებული მმართველობის ხარვეზიანი პრაქტიკა გამოავლინა.879 კერძოდ,
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველი კანდიდატის სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის
წარდგენის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან
გასაუბრებისას,
კონკურსანტების
შეფასების
ქულების
დაწერის
პროცესში
877 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება №2024/7767 28.12.2024 წ. ხელმისაწვდომია
<https://www.ombudsman.ge/res/docs/2025021914544841830.pdf> [11.03.2025].
878 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია №2024/4096 27.08.2024 წ.
879 საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის
№36/ნ ბრძანება.
288 |
უგულებელყოფილი იყო მინიჭებული ქულის დასაბუთების ვალდებულება. კომისიის
წინაშე კანდიდატთა გასაუბრების ოქმი არ შეიცავდა ინფორმაციას კანდიდატისთვის
დასმული
კითხვების,
გაცემული
პასუხებისა
და
ამ
პასუხებიდან
გამომდინარე
მინიჭებული ქულების დასაბუთების შესახებ. ამგვარი გარემოება კანდიდატებისთვის
ბუნდოვანს
ხდის
მათ მიმართ მიღებული
გადაწყვეტილების კანონიერებისა
და
გამჭვირვალობის საკითხს, იწვევს ადმინისტრაციული ორგანოსადმი უნდობლობას და
აზიანებს სრულ პროცესს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს წინადადებით მიმართა კომისიის
მიერ
შეემუშავებინათ
მიღებული
გადაწყვეტილების
გასაუბრებისას
საჯარო
დასაბუთების
სკოლის
უზრუნველსაყოფად
დირექტორობის
მსურველი
კანდიდატებისთვის კონკრეტული ქულების მინიჭების კრიტერიუმები და ინდიკატორები.
აგრეთვე,
უზრუნველყოთ
აღნიშნული
880
კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომობა.
კრიტერიუმების
შესახებ
ინფორმაციის
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადება.881
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადებების/საჩივრების განხილვის
შედეგად, ასევე გამოავლინა აფხაზეთის ა/რ-ს განათლებისა და კულტურის სამინისტროს,
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სს
,,საქართველოს რკინიგზის“, შპს ,,ილი ჯგუფის“ და ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან დასაქმებულთა (მათ
შორის დასაქმებული მსჯავრდებულის) შრომითი უფლებების დაუსაბუთებელი
შეზღუდვის ფაქტები, და განმცხადებელთა კონსტიტუციური უფლებების აღდგენის
მიზნით, ადრესატ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.882 სამწუხაროდ,
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ გაუზიარებიათ.
რეკომენდაციები:
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს:
▪
სსდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების
ტერიტორიებზე როგორც სამეურნეო სამუშაოებზე, ისე იმავე ტერიტორიებზე კერძო
საწარმოებში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების
მიზნით, ყოველწლიურად ჩატარდეს გეგმიური ინსპექტირება.
880 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება №04-3/2696 18.03.2024 წ.
881 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 03.04.2024 წ. NMES 9 24
0000390051 წერილი.
882 საქართველოს სახალხო დამცველის 24.01.2024 წ. N04-5/966, 21.08.2024 წ. N2024/3953, 20.12.2024წ.
N2024/7462, 21.08.2024 წ. N2024/3954 09.09.2024 წ. N2024/4355 და 05.07.2024 წ. N2024/2544 რეკომენდაციები.
289 |
20. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
სოციალური უზრუნველყოფის უფლება უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის
ღირსების დაცვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ეკონომიკური, სოციალური
და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული
უფლებებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობის უფლება ერთმევათ.883
სოციალური უზრუნველყოფის უფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის
შემცირებასა და შემსუბუქებაში, და ხელს უწყობს სოციალური გარიყულობის თავიდან
არიდებას.884 „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო
პაქტის“ მე-9 მუხლი ადგენს, რომ „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყველას
უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით“.885
სოციალური უზრუნველყოფის უფლება პაქტით გათვალისწინებული არაერთი უფლების
წინაპირობაა. თუმცა, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, უფლების სრულფასოვნად
რეალიზებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ზომის მიღება, მათ შორისაა სახელმწიფოს
ვალდებულება, მიიღოს ზომები სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის წინააღმდეგ
საბრძოლველად და უზრუნველყოს დამხმარე სოციალური სერვისები.886
საქართველოში სოციალური დაცვის ძირითადი ინსტრუმენტია სოციალური დახმარების
სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და
ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფას.887 ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში არსებობს
„მიზნობრივი სოციალური დახმარების“ - საარსებო შემწეობის პროგრამა.
ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობას და „მიზნობრივი
სოციალური დახმარების“ გამოწვევებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
წლების განმავლობაში უფლებების პერსპექტივიდან აფასებს და განიხილავს პროგრამის
მნიშვნელოვან გამოწვევებს. მათ შორის, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსახლეობის
სამართლიანი,
მიზნობრივი
და
ეფექტიანი
დახმარებით უზრუნველსაყოფად,
შინამეურნეობების კვლევაზე დაყრდნობით, აუცილებელია „მიზნობრივი სოციალური
პროგრამის“ ეფექტიანობის პერიოდული შეფასება და შედეგების მიხედვით შესაბამისი
ზომების მიღება.888 გამოწვევად რჩება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრაცია განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.
გაეროს ზოგადი კომენტარი სოციალური უზრუნველყოფის უფლების მუხლის თაობაზე, პარა. 1,
ხელმისაწვდომია: <https://digitallibrary.un.o rg/record/618890?ln=en&v=pdf> [26.01.2025წ.].
884 იქვე, პარა. 3.
885
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, 16/12/1966.
886 ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მე-11 მუხლი.
887 საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 29/12/2006, მუხლი 1.
888 სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ 2023 წელი“, გვ. 245; სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წელი“, გვ. 300; სახალხო დამცველის
ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
2019 წელი“, გვ. 288.
883
290 |
გარდა ამისა, სახალხო დამცველი, ბოლო წლებია, სოციალური უზრუნველყოფის უფლების
ჭრილში მიმოიხილავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში შეჭირვებული
მოსახლეობისათვის სათანადო კვების უფლებაზე ხელმისაწვდომობის გამოწვევებს.
20.1.მიზნობრივი სოციალური დახმარება
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც
ემსახურება სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას ქვეყანაში. სახალხო დამცველის
აპარატი, შესწავლილი განცხადებების შედეგებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად
აანალიზებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში პრაქტიკაში გამოვლენილ
ხარვეზებს. მიმდინარე წელს შესწავლილი განცხადებების მიხედვით, ახალი სისტემური
პრობლემა აპარატს არ გამოუვლენია. თუმცა, სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ისეთ ხარვეზებზე889, როგორიცაა
ადმინისტრირების ეფექტიანი პროცედურები. კერძოდ, საუბარია საარსებო შემწეობის
დანიშვნის პროცესის დროში გაჭიანურებაზე. ოჯახის სისტემაში მოხვედრას და შემწეობის
თანხის ჩარიცხვას 3 თვემდე სჭირდება.890 ეს საკითხი კიდევ უფრო ამძიმებს
ბენეფიციართა მდგომარეობას, რადგან გარდა უშუალოდ შემწეობისა, მიზნობრივი
სოციალური დახმარების ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებულია დამატებითი
შეღავათები (მაგალითად, უფასო სასადილოებით სარგებლობა, მედიკამენტები,
სტუდენტური გრანტები, შეშა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება) და სერვისები
(მაგალითად, სუბსიდიები ტრანსპორტით გადაადგილებისთვის), რომლებიც ებმის
საარსებო შემწეობის მიღებას.
2022 წელს დამტკიცდა შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების
ახალი
სატესტო
მეთოდოლოგია.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით,
მიმდინარეობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის პროექტზე მუშაობა. 2023 წელს კი,
მუშაობდნენ არსებული ფორმულის კრიტერიუმების გადახედვასა და მოდელირებაზე
სხვადასხვა პარამეტრით, რათა სისტემას უკეთ დაენახა საჭიროებები და თავიდან
აერიდებინა არასაჭირო შემთხვევების ჩართვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით891 დგინდება, რომ
განახლდა ცვლადების მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს მეთოდოლოგიის მეტ
შესატყვისობას თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან. ამასთანავე,
უწყების განმარტებით, განახლებული მეთოდოლოგია, მეტად უზრუნველყოფს
მოწყვლადი ოჯახების გამოვლენას და ჩართვას პროგრამაში. თუმცა, ამ ეტაპზე, ახალი
მეთოდოლოგიით ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას კვლავ
სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ 2020 წელი“, გვ. 301.
890
„ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან
მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ)“.
„სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის №145 დადგენილების მე-5 მუხლი,
28/07/2006 წ.
891
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი №SSA 3 25 00128831 25.02.2025 წ.
889
291 |
სატესტო სახე აქვს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს, არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,
დროულად განაახლოს მოქმედი მეთოდოლოგიის დოკუმენტი იმგვარად, რომ
მაქსიმალურად გამოირიცხოს შეცდომები და შესაძლებელი გახდეს საჭიროების მქონე,
მოწყვლადი ოჯახების გამოვლენა.
20.2.სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოების პროგრამაზე
ხელმისაწვდომობა
„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებით,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს
დაევალა
„შეიმუშაოს
რეკომენდაციები
უფასო
სასადილოებით
მომსახურების მინიმალური სტანდარტის დასადგენად, რომლითაც გათვალისწინებული
იქნება ამ მომსახურების მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან,
უსაფრთხოებასთან,
სანიტარიულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებთან,
კვების
ბლოკების
კეთილმოწყობა-აღჭურვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა
საკითხები”.892 სამინისტროს განმარტებით893, უფასო სასადილოების მინიმალურ
სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, იძიებს მუნიციპალიტეტებში
არსებულ მარეგულირებელ აქტებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყება
მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ჩართულობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია ითვალისწინებდა უფასო სასადილოთი
მომსახურების ერთიანი მინიმალური სტანდარტების დოკუმენტის შემუშავებას, სადაც
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ერთ-ერთი კომპონენტია. შესაბამისად, სახალხო
დამცველის ეს რეკომენდაცია, უცვლელია ამ საპარლამენტო ანგარიშშიც.
2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა სათანადო
კვების
უფლებასთან
დაკავშირებით
გაიზიარა
მუნიციპალიტეტების
მიმართ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია,
„შეისწავლონ
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა საჭიროებები, შეაგროვონ სათანადო
სტატისტიკური მონაცემები და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, საჭიროების
შესაბამისად,
საკვების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
იზრუნონ
მუნიციპალიტეტში სახსრების მობილიზებისთვის“. სახალხო დამცველმა შეაფასა, თუ
რამდენად შესრულდა ეს რეკომენდაცია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. სამწუხაროდ, აპარატს სრულყოფილად არ მიეწოდა
ინფორმაცია. თუმცა, მიღებული დოკუმენტაციების მიხედვით, უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე“, 01/11/2023 წ.
893
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3CAHOJP> [11.02.2025] ჰ4 რეკომენდაცია.
892
292 |
თბილისის, ბათუმის და თელავის მუნიციპალიტეტებში 2024 და 2025 წლების მენიუები
ერთი და იგივეა, შესაბამისად, არ ანახლებენ უფასო სასადილოების მენიუებს.. სახალხო
დამცველის აპარატის მიერ 60-მდე უფასო სასადილოში 2022 წელს ჩატარებული
მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ასევე შეეხებოდა მენიუებს, კერძოდ,
სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ბენეფიციართა კვებითი
საჭიროებები. რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზე იყო
დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ ყოფილა სადილის
ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და
რელიგიური მრწამსი.894
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
2025 წლის ბოლომდე, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით და მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოს
შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი
მეთოდოლოგიის დამტკიცება და ამოქმედება;
▪
უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტის დასადგენად
შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ
მომსახურების
მართვასთან,
მენიუს
კალორაჟთან,
კვების
ხარისხთან,
უსაფრთხოებასთან, სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების
კეთილმოწყობა-აღჭურვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული
და სხვა საკითხები.
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
▪
კალორიების აუცილებელი დღიური ოდენობის და სადილის ენერგეტიკული
ღირებულების გათვალისწინებით, უზრუნველყოს მენიუს შედგენა და სეზონის
მიხედვით შეცვლა;
▪
შემუშავდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უფასო სასადილოების
მონიტორინგის დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებული იქნება მონიტორინგისას
საკვების ხარისხის და კალორაჟის კონტროლი.
894 უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში, 2022 წ. ხელმისაწვდომია: <
https://bit.ly/4hXt72C> [28.02.2025].
293 |
21. სათანადო საცხოვრებლის უფლება
21.1.
საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან
დაკავშირებული სისტემური ხასიათის პრობლემები.895 გარკვეული მიმართულებით
მცირედი
გაუმჯობესების
მიუხედავად,
ქვეყანაში
არ
არსებობს
ერთიანი
ხედვა
უსახლკარობის თავიდან ასაცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, შეუსწავლელია
უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები და მისი მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო
პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. წლების განმავლობაში გაცემული წინადადებებისა და
რეკომენდაციების მიუხედავად, ჯერაც არ არის შემუშავებული სათანადო საცხოვრებლის
უფლების რეალიზაციის ხელშემწყობი ჩარჩო კანონმდებლობა და უსახლკარო პირის
საკანონმდებლო
განმარტება.
მუნიციპალიტეტების
უმრავლესობას
პირის
ცნება
არაერთგვაროვანია.
აქვს
ხოლო, სადაც აქვთ,
საკითხთან
დაკავშირებული
დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი,
უსახლკარო
არ
896
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მისაღებობაზე კი, საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილება
ისევ
არ
მიუღია.897
ზოგიერთ
მუნიციპალიტეტში
უსახლკაროდ
რეგისტრაცია დიდ დროს საჭიროებს, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი მკვეთრად
დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 ეროვნული
სტრატეგიის დოკუმენტი არ ითვალისწინებს
სათანადო საცხოვრებლის უფლების
რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვითარება კრიტიკული რჩება სოციალურ საცხოვრისებში, სადაც მკვეთრად არასათანადო
გარემოა და მათ ნაწილში ცხოვრება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელებისთვის
საფრთხის შემცველია. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ისიც, რომ
უსახლკარო
პირებისთვის
განკუთვნილი
სოციალური
კანონმდებლობა
საცხოვრებლის
მოწყობის
მინიმალურ სტანდარტებს კვლავ არ ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტთა ბიუჯეტის
ნაწილში გათვალისწინებულია სათანადო საცხოვრებლის საჭიროების მქონე პირთათვის
პროგრამები, რომლებიც ძირითადად ქირით უზრუნველყოფაში, დაზიანებული სახლების
რეაბილიტაციაში,
ერთჯერად
დახმარებაში
ან
ზოგიერთ
შემთხვევაში,
სახლის
შეძენა/აშენებაში გამოიხატება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამებში მონაწილეობის
კრიტერიუმები არ არის ერთიანი და მუნიციპალიტეტების მიხედვით, მკვეთრად
განსხვავდება ერთმანეთისგან.
იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2019, 2020, 2021, 2022 და 2023 წლის ანგარიშები, თავი: სათანადო
საცხოვრებლის უფლება. ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/YmU5p > [12.03.2025].
896 არსებული მონაცემებით, ამგვარი წესი 27 მუნიციპალიტეტს აქვს დამტკიცებული.
897 იხ. სახალხო დამცველის 2021 წლის 29 ივლისის კონსტიტუციური სარჩელი, „საქართველოს სახალხო
დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვათა
წინააღმდეგ“. ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/cb5mq> [12.03.2025], სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა
2023 წლის 29 მაისს გაიმართა.
895
294 |
ამ გამოწვევების ფონზე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის
ინიციატივა
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ
პირობებში
მყოფი
მრავალშვილიანი
ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს ეხება და ამ
თვალსაზრისით, ფრაგმენტულია, მსგავსი ინიციატივები სათანადო საცხოვრებლის
საჭიროებების მქონე პირთა დაკმაყოფილების რთულ გზაზე მეტად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხების
შემსწავლელი კომისიის საქმიანობაშიც.898 სახალხო დამცველის აპარატი კვლავაც
მიადევნებს თვალს ამ პროცესს და 2025 წელსაც გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს კომისიის
საქმიანობაში.
სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით,
აღსანიშნავია ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლი („უფლება საცხოვრებელ
ადგილზე“), რომლის დაცვისა და შესრულების ვალდებულების აღება საქართველოს
მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ 2008 წლის ფაკულტატიური ოქმის
რატიფიცირება, რათა გაეროს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა
კომიტეტში გაჩნდეს საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.899
21.2.საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები და სოციალურ საცხოვრისებში
არსებული მდგომარეობა
სათანადო
საცხოვრებლის
მუნიციპალიტეტებში
არსებული
უფლების
სურათი
რეალიზებასთან
წინასაანგარიშო
დაკავშირებით
წელთან
შედარებით
მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ძირითად
შემთხვევაში, სათანადო საცხოვრებლის საჭიროების დაკმაყოფილების ოპტიმალურ გზად
კვლავ ქირის პროგრამით უზრუნველყოფა განიხილება. პროგრამაში მონაწილეობის
კრიტერიუმები უკავშირდება საცხოვრებელი სახლის დაზიანებას (სტიქიის ან უბედური
შემთხვევის შედეგად), ავარიულობას, სოციალური შემწეობის მიღების ან საკუთრების
დაკარგვის ფაქტს, კრიტერიუმები ზოგჯერ პირდაპირ არ არის გაწერილი, ღიაა და
მოწოდებული ინფორმაციით, 2025 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, „უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხების შემსწავლელმა
კომისიამ“ განიხილა 824 ოჯახის განსახლების საკითხი, საიდანაც დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა
570, ხოლო უარყოფითი - 254 ოჯახის მიმართ. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლი წარმოდგენილი აქვს 205
ოჯახს, საიდანაც უკვე შესყიდულია 106 სახლი. დანარჩენი ოჯახების მიერ წარმოდგენილ სახლებთან
დაკავშირებით, მიმდინარეობს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან
დაკავშირებული,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
(სსიპ
დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 21 თებერვლის IDP 3 25
00200362 წერილი).
899 სათანადო საცხოვრებლის საერთაშორისო მექანიზმებზე დეტალურად მითითებულია „საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის 2022 წლის ანგარიშში, გვ. 242, ხელმისაწვდომია < https://shorturl.at/FF7Q6 > [12.03.2025].
898
295 |
უსახლკარო პირების ზოგად საჭიროებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამასთანავე,
ზოგიერთ შემთხვევაში არსებული კრიტერიუმები არაერთგვაროვანია და სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში განსხვავებულია.900 არის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც ამგვარი
პროგრამა ბიუჯეტით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.901 სახალხო დამცველის
შეფასებით,
სათანადო
საცხოვრებლით
დაკმაყოფილების
აუცილებლობა
მხოლოდ
სტიქიის ან/და უბედური შემთხვევის შედეგად არ შეიძლება დადგეს. ამასთან ერთად,
ამგვარი პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს საცხოვრებლის საჭიროების მქონე პირთა
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც. რაც შეეხება ქირის თანხის ოდენობას, იგი,
მუნიციპალიტეტების მიხედვით, 150 დან 500 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, თბილისის
მუნიციპალიტეტში 500 ლარი არ არის საკმარისი, რაც კიდევ უფრო ართულებს
საცხოვრებლით ბენეფიციართა დაკმაყოფილების შესაძლებლობას.902 აღსანიშნავია, რომ
ცალკეულ
მუნიციპალიტეტებში
გათვალისწინებულია
საცხოვრებელი
სახლების
ნაწილობრივი რეაბილიტაციის (ძირითადად, სახურავის რეაბილიტაცია), ან ახალი
სახლების
მშენებლობის
ყოველწლიურად
იზრდება
პროგრამებიც.903
იმ
როგორც
პირთა/ოჯახთა
წესი,
რაოდენობა,
მუნიციპალიტეტებში
რომლებმაც
მერიას
უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართეს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ მუნიციპალიტეტთა უმრავლესობას კვლავ არ აქვს
დამტკიცებული უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი,904 ხოლო, მუნიციპალიტეტთა ნაწილში,
სადაც
ამგვარი
წესი
შემუშავებულია,
უსახლკაროდ
რეგისტრაცია/საცხოვრისით
დაკმაყოფილება დიდ დროს საჭიროებს და არსებობს ე. წ. მომლოდინეთა სიები.905
900 მაგ., ლენტეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ქირის პროგრამაში ჩართვა სტიქიით დაზარალების
ფაქტს უკავშირდება, სიღნაღში უსახლკარობასა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას თან უნდა ახლდეს
ძალადობის მსხვერპლის, შშმ პირის, ან/და მარჩენალდაკარგულობის სტატუსი, ან არასრულწლოვანთან
ერთად ცხოვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქირის პროგრამაში ჩართვა დაკავშირებულია
ამორტიზებული ფართის ფლობასთან/საკუთრებაში ქონასთან.
901 მაგ., ქირის პროგრამა არ არის გათვალისწინებული ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის , ქ. ქუთაისისა და ხულოს
მუნიციპალიტეტებში.
902 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული
სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის თანახმად, გამგეობის
მიერ გაცემული კომპენსაციის ოდენობა 500 (ხუთასი) ლარია.
903 დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან ახალი სახლების მშენებლობის/შეძენის პროგრამას
ითვალისწინებს სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ეს ღონისძიებები ხორციელდება სარეზერვო ფონდიდან, მესტიისა და
გორის მუნიციპალიტეტები უსახლკაროდ რეგისტრირებულ ოჯახებს/სოციალურად დაუცველ
უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს კოტეჯის ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
904 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი შემუშავებული აქვს 27
მუნიციპალიტეტს. ესენია: ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, ბაღდათის,
სამტრედიის, ხარაგაულის, ვანის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, მესტიის, ამბროლაურის, გორის,
ბოლნისის, დმანისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ადიგენის, ბორჯომის, გურჯაანის,
სიღნაღის, საგარეჯოს და თბილისის მუნიციპალიტეტები.
905 ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, სადაც მომლოდინეთა სიაში
არიან 2023 წელს რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახები. ქუთაისში დროებითი საცხოვრებელი ფართით
დაკმაყოფილებას ელოდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 132 ოჯახი, რუსთავში
რეგისტრირებული 375 ოჯახიდან მუნიციპალური სერვისით სარგებლობს 64 ოჯახი, ხოლო, ახალი
ოჯახების დაკმაყოფილება დამოკიდებულია სოციალურ საცხოვრისებში არსებული ფართების
296 |
თბილისის
მუნიციპალიტეტის
გადაწყვეტილებით,
შემთხვევაში,
უნდა
ითქვას,
რომ
სტატუსის
მქონე
ოჯახების
საცხოვრისით
უსახლკაროს
მერიის
უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად, დამატებით
გამოიყოფა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომლებიც მერიას
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დეველოპერული კომპანიებისგან გადმოეცა. ამ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, აპარატმა გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია,906 საიდანაც
ვიგებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 125 უსახლკარო ოჯახს უკვე გადაეცა
საცხოვრებელი ბინა სარგებლობის უფლებით.907
კვლავ რთულია ვითარება ქვეყანაში არსებულ სოციალურ საცხოვრისებში. გაცემული
რეკომენდაციების მიუხედავად, გორის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების
სოციალურ
საცხოვრისებში
უზრუნველსაყოფად
კვლავ
მყოფი
არ
პირების
გადადგმულა
ალტერნატიული
მნიშვნელოვანი
საცხოვრებლით
ნაბიჯები
და
ამ
მიმართულებით, არსებითი პროგრესი კვლავ არ შეინიშნება. სახალხო დამცველი
რამდენიმე წელია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ამ საცხოვრისებში არსებული გარემო
მკვეთრად არადამაკმაყოფილებელია, იქ ცხოვრება კი სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის
საფრთხის შემცველია.908 დამატებით, აღსანიშნავია, რომ თბილისის, გორის, ოზურგეთისა
და ქუთაისში არსებული სოციალური საცხოვრისების გარდა, სოციალური საცხოვრისები
ფუნქციონირებს მარტვილის (1 სოციალური საცხოვრისი),ზუგდიდის (1 სოციალური
საცხოვრისი), ტყიბულის (1 სოციალური საცხოვრისი) ბოლნისის (3 სოციალური საცხოვრისი),
რუსთავის (2 სოციალური საცხოვრისი), ადიგენის (1 სოციალური საცხოვრისი), საგარეჯოს (1
სოციალური საცხოვრისი) მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, მუნიციპალიტეტთა ნაწილში
(მაგალითად, თბილისის, ბათუმის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) ფუნქციონირებს
ღამის თავშესაფრები. გარდა ამისა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში909, არსებობს შენობანაგებობები, რომლებიც სოციალურად მოწყვლად პირებს უკანონოდ აქვთ დაკავებული,
გამოიყენება საცხოვრებლად და ფაქტობრივად სოციალური საცხოვრისის დატვირთვა
აქვთ.
ასევე, საფრთხის შემცველია თბილისში, ორხევში, მუხაძის ქ. №12-ში მდებარე სოციალური
საცხოვრისის მდგომარეობა. როგორც 2023 წლის ანგარიშში აღინიშნა, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
ოჯახების
ბინის
მთავრობამ
ქირით
მიიღო
გადაწყვეტილება
უზრუნველყოფის,
და
საცხოვრისში
შემდგომში,
მცხოვრები
ბენეფიციარებისთვის
გამოთავისუფლებაზე. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, 2023 წელს მერიას უსახლკაროდ
რეგისტრაციისთვის 2341 ოჯახმა, ხოლო 2024 წელს 1151 ოჯახმა მიმართა. ამჟამად მიმდინარეობს 929
ოჯახის განაცხადის განხილვა (მათ შორის, 2023 წლის განაცხადებისაც).
906 სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 22 ნოემბრის № 2024/6603 წერილი.
907 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 5 დეკემბრის 15-01243402538 წერილი.
908 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2021, 2022 და 2023 წლის ანგარიშები, ხელმისაწვდომია: <
https://shorturl.at/1WGaL > [12.03.2025].
909 მაგ., ქალაქ ქობულეთის, ქალაქ ქუთაისისა და ფოთის მუნიციპალიტეტები.
297 |
საცხოვრებელი ფართების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. ეს
ინიციატივა სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა. ამჟამად, ჩვენ ხელთ არსებული
ინფორმაციით, საცხოვრისში რეგისტრირებული 73 ოჯახიდან წარმოდგენილი საჭირო
დოკუმენტების საფუძველზე 2025 იანვრისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფილია 53
ოჯახი, ხოლო დარჩენილია 21 ოჯახი. როგორც განიმარტა, საცხოვრისში დარჩენილ ოჯახებს
შეეთავაზათ
ქირის
პროგრამაში
ჩართვა
და
მიეწოდათ
ინფორმაცია
შენობის
ავარიულობის შესახებ, მიუხედავად ამისა, ისინი საცხოვრისს მაინც არ ტოვებენ.910
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობა
ავარიულია და მისი ფუნქციონირება დაუშვებელია,911 შესაბამისად, კრიტიკულად
მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრისი დატოვოს იქ მცხოვრებმა ყველა პირმა. საამისოდ კი,
აუცილებელია
დამატებითი
ძალისხმევის
გაწევა,
ბენეფიციარებთან
ინტენსიური
მოლაპარაკებების წარმოება, რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის მათთვის გასაგები
ფორმით მიწოდება, და ქირის პროგრამაში ჩართვის მიზნით, ქმედითი და პრაქტიკული
ნაბიჯების გადადგმა.
▪
სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად, მიიღოს საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი ჩარჩო კანონმდებლობა, მათ შორის, საერთაშორისო
სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონმდებლობით
განისაზღვროს უსახლკარო პირის ცნება.
შემუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური
საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები.
▪
სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ადამიანები უზრუნველყონ ადამიანის
ღირსეული ცხოვრების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებლით.
▪
გამოიჩინოს შესაბამისი ძალისხმევა, მათ შორის, სპეციალისტების დახმარებით
წარმართოს ინტენსიური მოლაპარაკებები ორხევში, მუხაძის ქ. №12-ში მდებარე
910 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2025 წლის 31 იანვრის 37-
0125031623 წერილი.
911 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2023 წლის 9 ნოემბრის 3701233132970 წერილი და ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები.
298 |
სოციალურ საცხოვრისში ამ დრომდე მყოფ პირებთან შენობის დატოვებასთან და
ქირის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
299 |
22.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
2024 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ცალკეული მიმართულებით კი შეინიშნება
გაუარესება.
გამოწვევად რჩება ფიზიკური გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის
მისაწვდომობა, ვებგვერდებსა თუ აპლიკაციებზე წვდომა, ინდივიდუალური მხარდაჭერის
სიმწირე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამხმარე მოწყობილობებისა და
ციფრული ტექნოლოგიების ჭრილში. დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის
ეროვნული გეგმა. არ არსებობს სტანდარტი ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე შშმ პირთა
წვდომის უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უშლის მათი სხვა უფლებების სათანადო
რეალიზებას.
განხორციელებული აქტივობების მიუხედავად, სისტემურ პრობლემად რჩება შშმ პირთა
კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. ისევ
იკვეთება ხარვეზები ინკლუზიური განათლების მიწოდებაში. კვლავ გამოწვევაა
განათლების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების
სრულყოფილად გამოვლენა და სათანადო სერვისებში გადამისამართება.
შეფერხებულია
შესაძლებლობის
შეზღუდვის
სტატუსის
განსაზღვრის
ბიოფსიქოსოციალური მოდელის დროულად დანერგვის პროცესი. არსებული შეფასების
სისტემა, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო მოდელზე, ვერ ხედავს პირთა
ინდივიდუალურ საჭიროებებს და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა ტოვებს მათ.
გამოწვევაა შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების
სიმწირე, მათთვის აუცილებელი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების მისაწვდომობა,
რაც განპირობებულია მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვის, არასაკმარისი
დაფინანსების ან/და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის კუთხით
არსებული პრობლემებით. კვლავ არ არსებობს საჭირო რეაბილიტაციის პროგრამები
ზრდასრული შშმ პირებისათვის, მათ შორის, აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის.
გარდა იმისა, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება დაგვიანებით დაიწყო,912
მუნიციპალიტეტებს, ამ მომსახურების პროგრამის გაწერის დროს არ გაუთვალისწინებიათ
შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობა.913
შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანები კვლავ არ ფლობენ ინფორმაციას პროგრამის
ამოქმედებისა და მასში ჩართვის პროცედურების შესახებ. საყურადღებოა, რომ 18 წლამდე
ასაკის შშმ პირები კვლავ არ მოიაზრებიან ამ სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფად.
912 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს სერვისი 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა
ამოქმედებულიყო.
913 ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული
ინფორმაციით, ბუნდოვანია, რა ფორმით იყვნენ ჩართულები შშმ პირები და მათი ორგანიზაციები
პროგრამის შემუშავების პროცესში.
300 |
საანგარიშო პერიოდში გაუარესებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
არსებული მდგომარეობა. კლინიკების ინფრასტრუქტურული, თერაპიული და
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები არ შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო
სტანდარტებს, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის პაციენტების მკურნალობას,
მათი ღირსების დაცვის პირობებში.
ხარვეზებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის
სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი.
საანგარიშო პერიოდში რიგი გამოწვევები იკვეთება შშმ პირთა საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების მიმართულებით.
შეფერხებულია, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, შშმ პირთა საკითხებზე შექმნილი
სათათბირო მექანიზმების ეფექტიანი საქმიანობა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი, გამოვლინდა ხარვეზები შშმ პირთა მიერ
ხმის მიცემის პროცესში.
22.1.შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა
შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი
ვალდებულებაა,914 რომლის ჯეროვანი შესრულება უშუალოდ არის დაკავშირებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სათანადოდ
განხორციელებასთან.
საანგარიშო პერიოდში რიგი გამოწვევები915 გამოიკვეთა შშმ პირთა საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით, რაც
სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. სახალხო დამცველი ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის
მთავარი გზავნილია „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“, რაც იმთავითვე გულისხმობს
პროცესებში შშმ პირთა მონაწილეობის აუცილებლობას. ეს პრინციპი სახელმწიფოს
ზოგად ვალდებულებებშიც აისახა და მონაწილე ქვეყნები დაავალდებულა,
გადაწყვეტილებები შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობით მიიღონ.916 სახალხო დამცველი სახელმწიფოს პასუხისმგებელ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხლი 4(3); მუხლი 33(3)
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2USRwB9 .
915 მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ,
შშმ პირთა ორგანიზაციების ნაწილმა ვეღარ შეძლო საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება, რამაც
უარყოფითი გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართულობაზე.
ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა კანონის შესაბამისად რეგისტრაციაზე, რაც აბრკოლებს
მათ შემდგომ მუშაობას, ამავე კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების რისკის გამო.
916 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, მუხლი 4(3):
კანონმდებლობისა და კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში,
ასევე შშმ პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე
სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და აქტიურად ჩართავენ შშმ პირებს მათი
წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების
საშუალებით.
შშმ
პირთა
უფლებების
კომიტეტი,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობას შშმ პირთა ორგანიზაციებით მოიაზრებს
და №7 ზოგად კომენტარში მიუთითებს, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა განსაკუთრებული
მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ შშმ პირთა მოსაზრებებს, რომლებსაც ისინი წარმომადგენელი
914
301 |
სტრუქტურებს მოუწოდებს, იზრუნონ, რათა არასამთავრობო
ორგანიზაციების
გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო ჩართვის გაუქმების ინიციატივამ არ
დააზარალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების
მონაწილეობა,
რადგან
ამ
ვალდებულების
უგულებელყოფა,
ფაქტობრივად გამორიცხავს კონვენციის ჯეროვანი აღსრულების შესაძლებლობას.
მათ შორის, შეფერხებულია კონვენციის განხორციელების პროცესში შშმ პირთა
მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული
მექანიზმების
საქმიანობა.
საკითხთან
დაკავშირებით,
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, 2024 წელს შშმ პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოს არცერთი სხდომა არ გაუმართავს.917 2025 წლის თებერვლის
მდგომარეობით,
სათათბირო
ორგანოს
წევრებისთვის
არ
გაუგრძელებიათ
უფლებამოსილების ვადა, ასევე არ აურჩევიათ ახალი წევრები. თბილისის მერიის
ინფორმაციით, საბჭოს რეორგანიზაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.918
2024 წელს არ გამართულა საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომა.919
არსებული ინფორმაციით, შშმ პირებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების ნაწილმა დატოვა
სათათბირო ორგანოს საკონსულტაციო საბჭო.920
საანგარიშო პერიოდში გამოწვევად იკვეთება უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობაში
შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აღრიცხვის/დიფერენცირების
საკითხიც.921 როგორც ცნობილია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
გაეროს კომიტეტი, შშმ პირთა ორგანიზაციებისაგან განასხვავებს ორგანიზაციებს შშმ
პირთათვის, რომლებიც ამ პირებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ და/ან მათი
სახელით ადვოკატირებენ. კომიტეტი მიუთითებს, რომ შშმ პირებთან დაკავშირებული
საკითხების განხილვისას, მონაწილე სახელმწიფოებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მათი
წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მოსაზრებებს.922 ამის გათვალისწინებით,
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო კომიტეტის დებულების თანახმად
ორგანიზაციების მეშვეობით გამოხატავენ და უზრუნველყონ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
პრიორიტეტული სწორედ მათი მოსაზრებები იყოს.
917 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპასუხო კორესპონდენცია №15-0125028418 - 28/01/2025.
918 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპასუხო კორესპონდენცია №15-01250361789 – 05.02.2025.
919
ჩატარდა მხოლოდ უწყებათაშორის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში
შექმნილი ინკლუზიური განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის წევრების 1 შეხვედრა (წყარო:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 7 25 00003344 - 10/02/2025).
920 კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი შშმ აქტივისტებისა და ორგანიზაციების განცხადება იხ.
ბმულზე: https://bit.ly/3EKZH9m 2024 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს
საკონსულტაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების ნაწილმა სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
წყარო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 7 25 00003344 – (10/02/2025).
921 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე №457/2024.
922 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ზოგადი კომენტარი №7 (2018),
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის
იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით, გვ. 5-6, პუნქტი 1314. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3XvEWVV .
302 |
განისაზღვრა,923 რომ კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრების 51%-ს შშმ პირთა
წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და შშმ პირები უნდა შეადგენდნენ,924 ხოლო 49%-ს
უნდა იკავებდნენ სხვა ორგანიზაციები.925 მიუხედავად ამისა, უწყებათაშორისი კომიტეტი
არ აღრიცხავს ინფორმაციას იმის შესახებ, საკონსულტაციო საბჭოს წევრი ორგანიზაცია
შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა თუ სხვა სუბიექტი.926 ამის გამო, ვერ
ხერხდება შეფასება, საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში დაცულია თუ არა
დებულებით განსაზღვრული პროპორცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ
პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობის კუთხით. ამ ინფორმაციის
დამუშავება ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ, გაეროს შშმ პირთა უფლებების
კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვისაც.927
22.2.2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობა და აქტიური/პასიური საარჩევნო უფლების
რეალიზება, ამ პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ის
გარემოება, რომ ქვეყანაში არ იწარმოება არჩევნებში მონაწილე შშმ პირთა შესახებ
სტატისტიკა, ართულებს ამ მიმართულებით არსებული სიტუაციის შეფასებას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, გამოჩნდა, რომ შშმ პირთა ნაწილისთვის
არჩევნებში მონაწილეობის პროცესი კვლავ დაბრკოლებული ან მიუწვდომელია. კერძოდ,
უსინათლო პირებისთვის პრობლემაა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული
საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დამოუკიდებლად გამოყენება, რაც ერთერთ საარჩევნო უბანზე, უსინათლო პირის მიერ ხმის მიცემის პროცესზე უშუალოდ
სახალხო დამცველის დაკვირვების დროსაც გამოვლინდა. ასევე ირკვევა, რომ საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრებს არ აქვთ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესების შესახებ
სათანადო ცოდნა. მათ ამომრჩეველს ვერ განუმარტეს ხმის მიცემის პროცედურა და ვერ
უპასუხეს მის კითხვებს.928 უსინათლო პირისთვის ასევე პრობლემური იყო ამომრჩევლის
სარეგისტრაციო ქვითარზე დამოუკიდებლად ხელის მოწერა. მათთვის განკუთვნილ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის №552 (2021 წელი) დადგენილება, მუხლი 4. ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/4jXqRKe .
924 ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა
ნახევარზე მეტი შშმ პირია.
925 სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე
ორგანიზაცია, შშმ პირთათვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია და საქართველოში მოქმედი შშმ
პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია.
926 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპასუხო კორესპონდენცია: GOV 5 24 00013045 - 02/05/2024;
წერილი GOV 6 24 00017240 - 19/06/2024.
927 შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კომიტეტი საქართველოს მიმართავს რეკომენდაციით,
პრიორიტეტი მიენიჭოს შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართვას და კონსულტაციებს
საკონსულტაციო ორგანოებსა და მექანიზმებში, ასევე, მათი მოსაზრებებისთვის სათანადო მნიშვნელობის
მინიჭებას. Committee on the Rights of Persons with Disabilities Concluding observations on the initial report of Georgia,
2023, გვ. 3, პუნქტი 10.
928 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/433cXjU .
923
303 |
ხელმოსაწერ ჩარჩოსა და ქვითარზე ხელმოსაწერ სივრცეს შორის ზომებში არსებულმა
დიდმა სხვაობამ აუცილებელი გახადა პროცესში მესამე პირის ჩართვა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პრობლემური იყო ფსიქოსოციალური
საჭიროების მქონე პირებისთვისაც. ცესკოს მიერ შემუშავებული929 ტრენინგ-მოდულის
მიხედვით გამართული სასწავლო საინფორმაციო შეხვედრების მიუხედავად,930
სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების უმრავლესობამ ვერ შეძლო
პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება. შშმ პირთა და ხანდაზმულთა „სათემო
ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული
მომსახურების მიმღები 769 პირიდან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ
76 შშმ პირმა და ხანდაზმულმა. საყურადღებოა, რომ იმ პირთაგან, რომელთაც ვერ მიიღეს
მონაწილეობა არჩევნებში, 172 პირი საერთოდ არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში,931 რაც
მათი პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაა. სხვა ხელისშემშლელ გარემოებად
იკვეთება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირების რეგისტრაციის მისამართი, რომელიც
მათ
ფაქტობრივ
საცხოვრებელ
ადგილს
არ
შეესაბამება.
დაწესებულებების
ადმინისტრაციასა და მხარდამჭერ პირებს, შესაბამისი ზომები პირის ფაქტობრივ
მისამართზე რეგისტრაციის მიზნით, უმეტეს შემთხვევაში, არ მიუღიათ.
სახელმწიფო ზრუნვის იმ დაწესებულებებიდან, სადაც ძირითადად მხარდაჭერის მიმღები
პირები ირიცხებიან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ერთეულებმა, რაც კიდევ ერთხელ
მიუთითებს მათ მიმართ არსებულ მომეტებულ სტიგმაზე და მხარდამჭერის
ვალდებულებების არასათანადო განხორციელებაზე. სახალხო დამცველის მონიტორინგმა
ასევე გამოავლინა, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბენეფიციარების დიდ ნაწილს არ
აქვს ინფორმაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ.932
არჩევნების მისაწვდომობის მიზნით ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ
ინფორმაცია იხ. ანგარიშის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების სამოქმედო
გეგმის შესრულების მდგომარეობის ქვეთავში.
930 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილი №07/25 - 20/01/2025. „2024 წელს ცესკოსა და
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული
საინფორმაციო-სასწავლო მოდულის სწავლების ცენტრის ტრენერებმა საინფორმაციო სასწავლო
შეხვედრის ფარგლებში გადაამზადეს მხარდაჭერის მიმღებ პირთა საკითხებზე მომუშავე 8
არასამთავრობო ორგანიზაციის 14 წარმომადგენელი/თანამშრომელი, რომლებმაც, თავის მხრივ, ამ
მოდულის მეშვეობით 170-მდე ბენეფიციარს მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. ასევე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ცესკომ გამართა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა
დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები პირებისა და
თანამშრომლებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობდა 110 პირი“.
931 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
წერილი SCA 8 24 01370455 (25 დეკემბერი 2024).
932 პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტი სენაკის თავშესაფარში, ბედიანში, კლინიკაში „ლაიფი“.
929
304 |
არსებული გამოწვევების ფონზე, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები კვლევ ვერ
ახერხებენ საკუთარი ქმედუნარიანობის განხორციელებას და პოლიტიკური ცხოვრების
მიღმა რჩებიან.933
შშმ პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის მიმართულებით საყურადღებოა ის ფაქტიც,
რომ ცესკოს 2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო
კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის
საქმიანობის ფარგლებში ხდებოდა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
ჯგუფის
კოორდინაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ორგანიზაციების
წარმომადგენლები. ცესკოს ინფორმაციით,934 ჯგუფი არ გაუქმებულა და მის
ხელმძღვანელად განისაზღვრა ცესკოს აპარატის უფროსი/იურიდიული დეპარტამენტის
უფროსი, ხოლო ჯგუფის წევრებად დამატებით განისაზღვრნენ ცესკოს აპარატის
სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები.
შშმ პირებისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტია გამოხატვის თავისუფლების რეალიზება. თუმცა რიგი
ფაქტორები (ფიზიკურ გარემოზე, ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე წვდომის კუთხით
არსებული სისტემური პრობლემები) მათ ამ უფლების რეალიზებისას სერიოზულ ბარიერს
უქმნის. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აქციის მონაწილეთა მიმართ დაგეგმილ თუ
განხორციელებულ ყველა საპასუხო ზომაში გაითვალისწინოს
ყველა ტიპის
შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები და შეუქმნას
მათ აზრის მშვიდობიანი გამოხატვის თანასწორი პირობები. საანგარიშო პერიოდში,
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი შეკრების დროს ყრუ პირის
ცემის თაობაზე, რასაც სახალხო დამცველი თავის განცხადებაში გამოეხმაურა.935
22.3.ფსიქიკური ჯანმრთელობა
ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის
მიუხედავად, სფეროში არსებული სისტემური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება,
რიგ შემთხვევებში კი მდგომარეობა გაუარესებულია.
ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში კვლავ მწვავედ დგას საწოლფონდის
დეფიციტის პრობლემა.936 დაწესებულებების უმრავლესობაში არსებული თერაპიული,
ინფრასტრუქტურული და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამება
ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის
933 არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ძევრის შშმ პირთა პანსიონატის არცერთ ბენეფიციარს, სენაკის
თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, ბედიანის შშმ პირთა თავშესაფრის 35 ბენეფიციარიდან, არჩევნებში
მონაწილეობა მიიღო 2-მა პირმა. გამონაკლისია ქედელის სათემო მომსახურება, რომლის ყველა
ბენეფიციარმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
934 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპასუხო კორესპონდენცია №08/75 - 28/01/2025 და
N08/189 – 20.03.2025.
935 სახალხო დამცველის განცხადება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/4b6tDZA .
936 2024 წლის ბოლოს ფსიქიატრიულ საწოლფონდს დაემატა 20 საწოლი. წყარო: საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინსიტროს საპასუხო კორესპონდენცია MOH 2 25 00181988 - 18 თებერვალი, 2025.
305 |
პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. უკიდურესად
გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას,
ინფრასტრუქტურა
ძირითადად
სარემონტოა,
სველი
წერტილები
მეტწილად
ამორტიზებული, გაუმართავი და ხშირად არასაკმარისი. გამოწვევებს შორის რჩება
ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის სრულფასოვანი მკურნალობის პრობლემები,
ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მყოფ პირთა სათანადო კვებით
უზრუნველყოფის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, ასევე, კონფიდენციალობისა და
პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის საკითხები.937 გამოწვევას წარმოადგენს პერსონალის
მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, პაციენტთა
მართლმსაჯულებაზე წვდომა,938 ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე
პირთა რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა და ხარისხი.939 კვლავ იკვეთება ფსიქიკური
ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა. დღემდე
არ დამტკიცებულა ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების სტანდარტები და
სათანადოდ არ კონტროლდება მიწოდებული სერვისების მოცულობა და ხარისხი.
22.4.2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგია და 2022-2024
წლების სამოქმედო გეგმა
გასული წლების ანალოგიურად,940 მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა 2022-2030
წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების პროცესი.
სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შუალედური შეფასება 2024
წლის მდგომარეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ინდიკატორებით
გათვალისწინებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევებში არ გროვდება. ინფორმაციის
ნაწილის აღრიცხვა 2025-2026 წლებიდან იგეგმება.941 სტრატეგიის 2022-2024 წლების
სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი942 კი ცხადყოფს, რომ საანგარიშო პერიოდში
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარება გეგმის გვერდის ავლით წარიმართა.
მათ შორის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მხარდაჭერისა
და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არ განხორციელებულა
სამოქმედო დოკუმენტით გათვალისწინებული არცერთი აქტივობა.943 მათ შორის, არ
საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტები სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
დეტალური
ინფორმაცია
იხ.
https://bit.ly/4b6tDZA
https://bit.ly/4hzVDax
https://bit.ly/4bdToav
https://bit.ly/4b9F82I https://bit.ly/4b2YR3T
938კვლავ
არ
დამტკიცებულა
ფსიქიატრიული
დაწესებულებებისთვის
სავალდებულო,
განცხადების/საჩივრის გაგზავნის მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და
ჰოსპიტალგარე პროცედურები.
939
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია MOH 1 25 00043043 – 17 იანვარი, 2025.
940 საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 254-255; საქართველოს
სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 265-266.
941 ინფორმაცია მისაწვდომია მხოლოდ 1 ინდიკატორის შესახებ: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე
სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტში: 2024 წ. –
2.8%.
942 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინსიტროს საპასუხო კორესპონდენცია MOH 2 25 00181988 - 18 თებერვალი, 2025.
943 გადაიხედა და დაიხვეწა საქართველოს მთავრობის 2010 წლის №385 დადგენილებით დამტკიცებული
ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო მოთხოვნები. იგეგმება ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების სტანდარტის გადახედვა.
937
306 |
შექმნილა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები და
საკონსულტაციო სამსახურები, არ შეფასებულა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა
საჭიროებები და არც ზრუნვის სისტემა გაფართოებულა, არ განხორციელებულა ბავშვთა
და მოზარდთა ადიქციის პრევენციული პროგრამები, ზოგადი პროფილის საავადმყოფოში
არ შექმნილა ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი 3-4 საწოლიანი კრიზისული
განყოფილებები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სტიგმის
შემცირების მიზნით 2024 წელს განხორციელებული აქტივობები მინიმალურადაც ვერ
უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანის შესრულებას.944 მათ
შორის, საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში
თანასწორთა მხარდაჭერის კომპონენტის ინტეგრირება, არ შემუშავებულა სტიგმის
საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე
პირთა მიმართ საზოგადოების სტიგმის გაზომვის ინსტრუმენტი.
საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს ხარისხიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის
სერვისის (თემში) მიწოდების და ტელეფსიქიატრიის სისტემის დანერგვის მიზნით 2024
წელს განსახორციელებელი აქტივობების მხოლოდ ნაწილია დაწყებული, გაწეული
ძალისხმევა კი, არასაკმარისია ამ მიზნის მისაღწევად.945 ამ ეტაპზე, ტელეფსიქიატრიისა
და ტელეკონსულტაციების სისტემა დანერგილი არ არის. კვლავ არ შემუშავებულა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.
ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში
ნარკოლოგიური პრობლემების მქონე პირთა ინტეგრირების მიზნით და ამოცანა 2024
წლისთვის შეუსრულებელი რჩება.946 აქტივობები პრაქტიკულად არ განხორციელებულა
არც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარების
მიმართულებით.947 მათ შორის, არ შემუშავებულა ფსიქიატრიული სფეროს ექთნებისა და
მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგის სტანდარტული კურსი, არ მომხდარა კლინიკური
ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიის რეგულირება და მათ მიერ
სტანდარტიზებული სწავლების გავლა.948
944 უფლებების საკითხებთან დაკავშირებით გადამზადებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში
დასაქმებული 24 პირი.
945
დაწყებულია კრიზისული ინტერვენციის
და ფსიქოსოციალური ინტერვენციების სერვისების
სტანდარტის გადახედვა და დახვეწის პროცედურები. დღის ცენტრის - კლუბის მოდელზე მუშაობა არ
დაწყებულა დონორული დახმარების მოძიების პრობლემების გამო.
946 2024 წლის ნოემბერში გაიმართა ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების შეხვედრა. პარლამენტის
ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჩართულობით იგეგმება სამუშაო ჯგუფის
შექმნა.
947 ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის №385 დადგენილებაში და ფსიქიატრიული
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა ყველა ექიმისა და ექთნის
მონაწილეობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ფსიქიატრიული მდგომარეობების მართვის
მიმართულებით, ასევე, ყოველწლიურად 20 უპგ ქულის მოგროვება.
948 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია MOH 2 25 00181988 - 18 თებერვალი, 2025.
307 |
ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეგულირების, მართვისა და კონტროლის მიზნით
გარკვეული აქტივობები განხორციელდა მხოლოდ სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული მონიტორინგის
მიზნებისთვის.949 გარდა ამისა, არ შექმნილა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა
უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის ჯგუფი;
მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი არ გაუმჯობესებულა.
22.5.საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო
გეგმის შესრულების მდგომარეობა
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმა,950
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყებების მხრიდან გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას
ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებული დოკუმენტის შესრულება 2024 წლის
მდგომარეობით შეაფასა.951 მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების ნაწილი შესრულებულია, თუმცა რიგი ღონისძიებების
დროულად შესრულება ვერ მოხერხდა.
ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ინკლუზიური განათლების
გაძლიერების, მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების კომპონენტის
ტრანზიციის,
სკოლამდელი
და
ზოგადი
განათლების
დაწესებულებების
თანამშრომლებისთვის შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების ჩატარების
მიუხედავად, გამოწვევები რჩება პროფესიული განათლების საფეხურზე დამატებითი
საჭიროებების მქონე პირების საჭიროებების გამოსავლენი მექანიზმების შემუშავებისა და
ამ პირების შეფასების მექანიზმების ყველა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში დანერგვის მიმართულებით.
949 2024 წლის 1 აპრილიდან, ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგისა და შეფასების სამმართველო გარდაიქმნა
მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტად. გაიზარდა საშტატო რიცხოვნობა და მონიტორინგის
ჯგუფს დაემატა 10 შტატგარეშე თანამშრომელი. წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია
MOH 2 25 00181988 - 18 თებერვალი, 2025.
950 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №528 დადგენილება. დოკუმენტი მისაწვდომია:
<https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6053557?publication=0> [ბოლოს ნანახია 19.02.2025].
951ინფორმაცია გამოვითხოვეთ შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“; სს „საქართველოს რკინიგზა“;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ
„იუსტიციის სახლი“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი“; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების
ეროვნული ბიურო“; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; სსიპ
„იურიდიული დახმარების სამსახური“; ა(ა)იპ „პროფესიული უნარების სააგენტო“; საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია.
308 |
შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით952, საანგარიშო პერიოდში მუშაობა
მიმდინარეობდა ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების გარდაცვალების
შემთხვევების შესახებ სტატისტიკის წარმოების გასაუმჯობესებლად. გარკვეული
ნაბიჯები გადაიდგა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მრავალპროფილური
კლინიკების
მოდელის
დანერგვის,
სტაციონარგარე
ფსიქიატრიული
სერვისების/ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტების გაძლიერებისა და
პანსიონური მომსახურების სტანდარტის შემუშავების მიმართულებით, თუმცა
აქტივობების დადგენილ ვადაში დასრულება ვერ მოხერხდა. გეგმით 2024 წლისთვის
გათვალისწინებული სხვა აქტივობების შესრულების თაობაზე სამინისტროს მხრიდან
სრულყოფილი პასუხი არ მიგვიღია.953
შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისა და მათთვის თანაბარი
საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით,954 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26
ოქტომბრის საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მისაწვდომი იყო სხვადასხვა
ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირისთვის.955 ამავე დროს, მხარდაჭერის
მიმღები პირების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშესაწყობად, 2024
წელს, პირველად, ამ პირებისთვის მომზადდა გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში.
სიახლე იყო მხარდაჭერის მიმღები პირების საჭიროებების შესახებ საინფორმაციოსასწავლო მოდულის შემუშავებაც.956 გარდა ამისა, ცესკოს ცნობით, შშმ ამომრჩეველთა
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, გადამზადება
გაიარეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა. მიუხედავად განხორციელებული
აქტივობებისა, პრაქტიკაში შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არაერთი
ხარვეზი გამოვლინდა.957
გეგმის შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გარკვეული ღონისძიებები
გატარდა შშმ პირთა უფლებების/ღირსების პატივისცემის საკითხებზე ცნობიერების
952 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2025 წლის 19 თებერვლის წერილი - MOH 8 25 00188202.
953კერძოდ,
სამედიცინო
დაწესებულებების
შშმ
პირთათვის
ადაპტირებისა
და
სამშობიარო/ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების ექიმებისა და ექთნების
გადამზადების საკითხებზე.
954 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 20 იანვრის №07/25 წერილი.
955 ინფორმაცია მისაწვდომი იყო უსინათლო/მცირემხედველი, ყრუ/სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის
მიმღები პირებისთვის. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და
ცესკოს მიერ გამართული ყველა საინფორმაციო ბრიფინგი მისაწვდომი იყო ყრუ პირებისთვის ქართულ
ჟესტურ ენაზე. უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის ცესკოს ადაპტირებულ ვებგვერდზე
მათთვის მისაწვდომ ფორმატში ასევე განთავსდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ. ცესკოს
მიერ მომზადებულ ყველა საინფორმაციო ფლაერსა და პოსტერზე დატანილ იქნა QR კოდი, რომლის
საშუალებითაც ინფორმაცია ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო ჟესტურ
ენასა და აუდიო ფორმატში.
956ამ
მოდულის მიხედვით გადამზადდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
რომლებმაც, თავის მხრივ, 170-მდე ბენეფიციარს მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის
შესაძლებლობაზე.
სასწავლო
შეხვედრა
ასევე
გაიმართა
დუშეთის
შშმ
პანსიონატის 110 ბენეფიციართან.
957 იხ. თავი შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ.
309 |
პირთა
ასამაღლებლად და შესაბამისი პირების გადასამზადებლად958, რთული ქცევის მქონე 10დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამებში ჩასართავად და შშმ
პირთა საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტის შესამუშავებლად.
22.6.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად,
სოციალური მოდელის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
სტატუსის განსაზღვრა, ამ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების
აუცილებელი წინაპირობაა. ამის საპირისპიროდ, ქვეყანაში მოქმედი შეფასების
სამედიცინო მოდელი ვერ ხედავს და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა ტოვებს
სხვადასხვა საჭიროების მქონე ბევრ ადამიანს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ქვეყანაში ხორციელდება შშმ პირის სტატუსის დადგენის
ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებები,959
თუმცა, ამ მიზნით შექმნილი სამოქმედო გეგმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს პროცესი
დროში ჭიანურდება. სამოქმედო დოკუმენტით გათვალისწინებული აქტივობების დიდი
ნაწილის შესრულება დაგვიანებით დაიწყო და მათი დასრულება გეგმით განსაზღვრულ
ვადებში ვერ ხერხდება.960 რიგი აქტივობები, რომლებიც 2023-2024 წლებში უნდა
დასრულებულიყო, ჯერ კიდევ არ დაწყებულა.961
958 სსიპ „საქართველოს
იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ შეიქმნა თანასწორობისა და ინკლუზიის
შესახებ საბაზო ტრენინგ-მოდული და ჩატარდა 50-ზე მეტი ტრენინგი საქართველოს მასშტაბით,
რომლებშიც ასევე მიიღო მონაწილეობა 500-ზე მეტმა პირმა; სსიპ „იუსტიციის სახლისა“ და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ჟესტური
ენის სასწავლო კურსი გაიარა „იუსტიციის სახლის“ წინა ხაზის 80-მა თანამშრომელმა; სსიპ „იურიდიული
დახმარების სამსახურმა“ შეასრულა გეგმით გათვალისწინებული აქტივობა შშმ პირებთან/შშმ თემთან
შეხვედრების ჩატარებისა და ხშირად დასმული კითხვების შესახებ დოკუმენტის აპლიკაციაში
განთავსების თაობაზე.
959 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2023 წლის 9 მარტის №94/ო ბრძანება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
960 შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის შემუშავება და დანერგვა
მეტწილად დამოკიდებულია დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე. 2024 წელს
პარტნიორი ორგანიზაციის პროექტის განხორციელება წლის მეორე ნახევარში დაიწყო, რამაც, თავის
მხრივ, განაპირობა სხვა ღონისძიებების გადანაცვლება. წყარო: საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილები:
MOH 3 24 01068255 – 8 ოქტომბერი, 2024; MOH 7 25 0009427829 -იანვარი, 2025.
961
მათ შორის, არ დასრულებულა მუშაობა ბიოფსიქოსოციალურ მოდელთან დაკავშირებით
საინფორმაციო კამპანიის გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაზე; არ გაანალიზებულა სტატუსის
დამდგენი სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებები და რესურსები, ასევე, კრიტერიუმები, რომელთაც
ეფუძნება პირის შეფასების დაწყება და სტატუსის გადამოწმების პერიოდულობა; სტატუსის დამდგენი
დაწესებულებებისთვის არ განსაზღვრულა მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების
მინიმალური რაოდენობა და შემადგენლობა, გუნდის თითოეული სპეციალისტის დატვირთვა, გუნდის
სპეციალისტების ოპტიმიზაციის გეგმა; არ შემუშავებულა მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის
გაიდლაინი, მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების სამუშაო აღწერილობები და აუცილებელი
კვალიფიკაცია; არ შემუშავებულა მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მოსამზადებელი
სასერტიფიკატო კურსის პროგრამა და არ განხორციელებულა მისი აკრედიტაცია. ღონისძიებები არ
310 |
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს შეფასების სოციალურ მოდელზე დროულად
გადასვლის აუცილებლობაზე. ამასთანავე, მიუთითებს იმ სირთულეების აღმოფხვრის
საჭიროებაზე, რომლებიც მოქმედი წესის მიხედვით სტატუსის მინიჭების პროცესს
უკავშირდება.
გარდა იმისა, რომ მოქალაქეთა ნაწილს გარკვეული ბარიერები ექმნება სტატუსის
დადგენისას,962 საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომა პირის
შესაძლებლობის შეზღუდვის არსებული სტატუსის აღიარებასთან დაკავშირებითაც, რაც
მოქალაქეთა ნაწილს აბრკოლებს სხვა უფლების რეალიზების პროცესში.963 კერძოდ, საქმე
ეხება სსიპ საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვისას წარმოქმნილ პრობლემას, რომელიც
შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო,
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის964 მოთხოვნისას წარმოიქმნება. ამ მიზნით
პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული
სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი,965 მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს სტატუსი
უვადოდ აქვთ განსაზღვრული 2007 წლამდე მოქმედი ბიუროების მიერ. მსგავსი
პრობლემების მქონე მოქალაქეები, სქემიდან გასვლის მიზნებისთვის, იძულებულნი
ხდებიან შემოწმება თავიდან გაიარონ, რისთვისაც დამატებითი რესურსი (დრო,
ფინანსური ხარჯი) უნდა გასწიონ, ან უარი თქვან კანონით გარანტირებული უფლების
რეალიზებაზე. აქვე, აღსანიშნავია, რომ ბიუროების მიერ გაცემული დოკუმენტი მათთვის
სოციალური პაკეტის დანიშვნის საკმარისი საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში ადგილი
აქვს ქვეყანაში პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დამადასტურებელი
დოკუმენტის აღიარებასთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომას.
საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებების
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს, შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების სისტემის
ჩამოყალიბების პროცესში უზრუნველყოს, რომ მრავალჯერადი შეფასება არ ქმნიდეს
ზედმეტ ტვირთს შშმ პირებისათვის.966 შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შშმ პირებს,
გატარებულა სტატუსის დადგენის პროცესის გეოგრაფიული მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. არ
მომხდარა ბავშვის მონაწილეობის პროცედურის, გაიდლაინის და კითხვარის
პილოტირება და
დამტკიცება, ასევე, სრულწლოვანი პირებისთვის თვითშეფასების ინსტრუმენტის შერჩევა. არ მიღებულა
ზომები სახელმწიფო სისტემაში პროფესიული ზედამხედველობის (სუპერვიზიის) სამსახურის
შესაქმნელად. წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს წერილები: MOH 3 24 01068255 – 8 ოქტომბერი, 2024;
MOH 7 25 0009427829 -იანვარი 2025.
962
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, 2023. გვ. 264.
963 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე №2159/2024 (05.06.2024) და საქმე №2777/24
(15.03.2024).
964 „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 33. დოკუმენტი ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/41wxjAD .
965 „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტის თანახმად,
შესაძლებლობის შეზღუდვა არის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის
უფლების მქონე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური
ექსპერტიზის აქტის ამონაწერით.
966 Committee on the Rights of Persons with Disabilities Concluding observations on the initial report of Georgia, 2023. გვ.
2. პუნქტი 8 (ბ). ხელმისაწვდომია https://docs.un.org/en/CRPD/C/GEO/CO/1
311 |
რომლებსაც სტატუსი 2007 წლამდე ბიუროების მიერ განესაზღვრათ და სურთ
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა, არ მოეთხოვებოდეთ სტატუსის მინიჭების
პროცედურის თავიდან გავლა და ჰქონდეთ უფლება, სტატუსის არსებობა სხვა კანონიერი
საშუალებით დაადასტურონ. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო967 შესაძლებლად მიიჩნევს სოციალური პაკეტით სარგებლობის შესახებ
ინფორმაციის წარდგენას.968
22.7.სათემო სერვისებში არსებული მდგომარეობა
სახელმწიფოს
მიერ
დეკლარირებული
დეინსტიტუციონალიზაციის
პოლიტიკის
მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარკვეული ნაწილი კვლავ
დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს.969 ამ პირთათვის განკუთვნილი
საცხოვრისი სერვისები კი, თავის მხრივ, ვერ უზრუნვლყოფს ოჯახური გარემოს შექმნასა
და მათი პირადი ავტონომიის პატივისცემას. არასაკმარისია შშმ პირთა მცირე საოჯახო
ტიპის მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა. სისტემურ დონეზე არ გაიწევა სათანადო
ძალისხმევა სერვისით მოსარგებლეთა მხარდამჭერი სოციალური წრის ჩართულობის
გასაზრდელად.970
2024 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებში
მომსახურებით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის
ფარგლებში971
მოქმედ
19
972
დაწესებულებაში განხორციელებულმა ვიზიტებმა ცხადყო, რომ მათ მიერ მიწოდებული
967 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის წერილი
MOH 02400376981.
968 ასეთი დოკუმენტის გაცემა შეუძლია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ქვეყანაში
აღნიშნული ფულადი გასაცემლის ადმინისტრირების ორგანოა.
969საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემულია რეკომენდაცია
2023-2030 წლების შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა
და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ვადაში შესრულების
თაობაზე, გვ. 276, დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/4hmgUnc> ბოლოს ნანახია [20.03.2025].
რეკომენდაცია აისახა პარლამენტის დადგენილებაში, „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე. მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციის შესრულება და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის
დროულად და ეფექტიანად წარმართვა.
970ამ კუთხით დადებითი პრაქტიკა გამოვლინდა დაწესებულებაში, ა(ა)იპ „მარიკა - ღირსეული
სიცოცხლისათვის“, სადაც ცალკეა გაწერილი ნათესავებთან ურთიერთობის სტრატეგია. სტრატეგია
ასისტენტებისთვის მკაფიოდ განსაზღვრავს როგორ და რა სახით უნდა აწარმოონ კომუნიკაცია
ბენეფიციარების ახლობლებთან. ასევე, დადებითი პრაქტიკა იყო ამ კუთხით ა(ა)იპ „ხელი ხელს“ (დუშეთი)
სერვისში.
971ქვეპროგრამა მოიცავს ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფისა და შშმ
პირთა
დამოუკიდებელი
ცხოვრების
ხელშეწყობისთვის
მცირე
საოჯახო
ტიპის
მომსახურების
უზრუნველყოფის კომპონენტებს.
972მონიტორინგი ჩატარდა შემდეგ დაწესებულებებში: ა(ა)იპ „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა
თერაპიის კავშირი“; კლინიკა „ლაიფი”; ა(ა)იპ „ხელი ხელს” (დუშეთი); ა(ა)იპ „მარიკა - ღირსეული
სიცოცხლისათვის’’ (დუშეთი); თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი; ა(ა)იპ „ხელი ხელს”
(თბილისის მე-2 ფილიალი); სათემო ორგანიზაცია „თეას სახლი” (წყალტუბო); ა(ა)იპ „იმერეთი”
312 |
სერვისი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ ინკლუზიას,
ინდივიდუალურ განვითარებას და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მომზადებას. რიგ შემთხვევებში დაწესებულებების მდებარეობა არ იძლევა თემში
სათანადოდ ინტეგრაციის საშუალებას. შემოწმებული დაწესებულებების უმეტესობაში
ინსტიტუციური ბუნებისთვის დამახასიათებელი დღის რეჟიმის არსებობა ვერ
უზრუნველყოფს ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემას და მცხოვრებთა
დიფერენცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებას.973 ზოგიერთ ფსიქიატრიულ
საცხოვრისში იგრძნობა სამედიცინო მიდგომა.974
აღსანიშნავია,
რომ
საცხოვრისებში
ძირითადად
ადგილზეა
სტანდარტით
გათვალისწინებული დოკუმენტები, თუმცა ჟურნალები რიგ შემთხვევებში ცარიელია975 ან
ფრაგმენტულად
იწარმოება.
კერძოდ,
ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაზე
განხორციელებული ინტერვენციის, აქტივობებისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია
სრულყოფილად არ არის დოკუმენტირებული.976 ზოგან ჟურნალები ფუნქციურად სწორად
არ არის გამიჯნული. პრობლემურია ბენეფიციარების პირადი საქმეების წარმოების
პრაქტიკა.977 მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაში მცხოვრებლები
სათანადოდ არ არიან ჩართულნი და მათი წარმოების პროცესი ფორმალურია.978 სერვისით
(წყალტუბო, სოფ. მაღლაკი); ა(ა)იპ „ჩვენი დიდი ოჯახი” (წყალტუბო, ბანოჯა); ა(ა)იპ „იცხოვრე ჩვენთან
(წყალტუბო, ქვიტირი); ა(ა) იპ „საქველმოქმედო კავშირი თემი“; ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლი“;
ა(ა)იპ
„თაობათა
კერა“;
ა(ა)იპ
„უზრუნველი
სიბერე“;
ა(ა)იპ
„ქარე“;
ა(ა)იპ
„მარიკა-ღირსეული
სიცოცხლისთვის’’ (ზუგდიდი); ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „ბარბარე“ (ურეკი); ა(ა)იპ „ადაპტი თანასწორობისა და განვითარების ცენტრი“ (ოზურგეთი).
973 ამ მხრივ, დადებითი პრაქტიკის მაგალითია
ა(ა)იპ „ხელი ხელს“ (დუშეთი, მწითურის ქუჩა №45) და
ა(ა)იპ „მარიკა-ღირსეული სიცოცხლისთვის“ მიერ მიწოდებული სერვისი, სადაც ბენეფიციარებს აქვთ
თავისუფალი რეჟიმი და დღის აქტივობების საკუთარი სურვილისამებრ დაგეგმვის შესაძლებლობა.
974 მაგ., თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სათემო საცხოვრისში ოთახებს მოიხსენიებდნენ
პალატებად, ხოლო მცხოვრებლებს - პაციენტებად. დასახელებული ტიპის საცხოვრისებთან დაკავშირებით
ბოლო პერიოდში ნაკლებად იკვეთება გართულებული/კრიზისული შემთხვევები და სტაციონირების,
ფიზიკური ან ქიმიური შეზღუდვის გამოყენების საჭიროება. ეს მიუთითებს სტაციონარგარე, სათემო
ფსიქიატრიული სერვისების განვითარებისა და სტაციონარების განტვირთვის აუცილებლობაზე,
განსაკუთრებით იმ პაციენტებისგან, რომლებიც ხანგრძლივად, სოციალური მიზეზების გამო არიან
დაწესებულებებში დაყოვნებულები.
975 იგულისხმება აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების, ძალადობის ფაქტების
პასუხად გატარებული ღონისძიებებისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალები. რიგ
შემთხვევებში ჟურნალში ჩანაწერი არ მოიძებნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებით შესაბამისი
ფაქტები იკვეთებოდა.
976 უმეტეს შემთხვევებზე მითითებულია, რომ ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრება, თუმცა, ვისი
ჩართულობით ან რა შედეგი დადგა, არ ირკვევა.
ზოგიერთ საქმეებში არ არის მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ დოკუმენტი და
ნათესავის/საკონტაქტო პირის მონაცემები.
978 ინდივიდუალური განვითარების გეგმები შაბლონურია და ყველა მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ
977
მონიშნულია შესრულებულად, გადატანილია მომდევნო 6-თვიან გეგმაში.
313 |
მოსარგებლეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები საკუთარი უფლებების
თაობაზე979 და თითქმის არ სარგებლობენ ანონიმური უკუკავშირის საშუალებებით.
აღსანიშნავია რომ შშმ პირთა დაწესებულებებში სათანადოდ არ არის დაცული
კონფიდენციალობის სტანდარტი.980 მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებისთვის
კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძირითადად გაწერილია ხელშეკრულებებში,
ისინი არ ფლობენ ამ საკითხზე სრულყოფილ ინფორმაციას.981
შემოწმებულ დაწესებულებებში შეინიშნება კადრების ნაკლებობა და ფუნქციური
გადატვირთვა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იქ, სადაც თავად პერსონალია
დანიშნული მცხოვრებლების მხარდამჭერად.982 რეგიონებში შეინიშნება კვალიფიციური
კადრების მოძიების პრობლემა და ისეთი საკვანძო კადრების დეფიციტი, როგორებიცაა
მომვლელი,983 ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.984 კვლავ პრობლემად რჩება კაცი
მომვლელების დასაქმება. არასაკმარისია მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით,
979 გამონაკლისია ა(ა)იპ „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი“, რომელსაც დიდი
ძალისხმევა აქვს გაწეული როგორც პერსონალის, ისე მცხოვრებთა გასაძლიერებლად. მიმწოდებელი
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებთან და საელჩოებთან, რაც დადებითად
აისახებოდა
ბენეფიციარების
კეთილდღეობაზე.
სათემო
ორგანიზაციის
წარმომადგენლების
განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონით გაწერილი
ვალდებულებები საფრთხეს უქმნის, როგორც ამ მხარდაჭერის გაგრძელებას, ისე, ზოგადად სერვისის
ფუნქციონირების უწყვეტობას.
980რიგ
დაწესებულებებში არ არის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
წერილობითი
ფორმები
პერსონალისა
და
ბენეფიციარებისთვის.
არის
შემთხვევები,
როდესაც
ბენეფიციარების სამედიცინო საჭიროებებსა და მდგომარეობაზე საუბრობენ ყველას თანდასწრებით. იმ
დაწესებულებებშიც კი, სადაც ადგილზეა თანხმობის გამოხატვის ფურცელი, ფორმა არის ზოგადი,
კონკრეტულ მასალაზე (რაზეც ვრცელდება თანხმობა), შევსების თარიღზე, მოქმედების პერიოდსა და სხვა
მნიშვნელოვან დეტალებზე მიუთითებლად. ბუნდოვანია ასევე, თანხმობა გაცემულია სერვისში ყოფნის
ვადით, თუ მიემართება კონკრეტულ ღონისძიებას.
981 რიგ შემთხვევებში, ცალკეული ღონისძიების ფოტო-ვიდეომასალის განთავსების შემთხვევაში ზეპირი
თანხმობა მიიღება ბენეფიციარებისგან, თუმცა ამის დოკუმენტირება არ ხდება.
982მხარდამჭერისთვის
ხელშეკრულებით
დაკისრებული
განსაზღვრული
ვალდებულების
პირველადი
გამო
მათ
ვალდებულებების
რიგ
შემთხვევებში
შესრულება
და
უჭირთ
უწევთ
ზეგანაკვეთურად მუშაობა, რაც, საბოლოო ჯამში იწვევს პროფესიულ გადაწვას და უარყოფითად
აისახება სერვისის ხარისხზე.
983
მაგ., ეს ტენდენცია გამოიკვეთა დაწესებულებაში ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლი“, სადაც
მომვლელების თანაფარდობა, მცხოვრებთა რაოდენობისა და მათი საჭიროებების (დაწესებულებაში
ცხოვრობენ ეტლით მოსარგებლე, ასევე, ინტელექტუალური ნიშნით შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე
პირები, რომლებიც შედარებით ინტენსიურ ზრუნვას საჭიროებენ) გათვალისწინებით არასაკმარისია.
984
ხშირად ეს დაკავშირებულია რეგიონებში კადრების დეფიციტთან და არასაკმარის ფინანსურ
რესურსთან. მაგ., თემში, „ქედელი” ადრე დასაქმებული იყო ფსიქოლოგი, თუმცა, ვიზიტის დროისთვის ეს
კადრი უკვე აღარ ემსახურებოდა სერვისს. სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის საჭიროება გამოვლინდა
ასევე ა(ა)იპ საქველმოქმედო კავშირში, „თემი“.
314 |
ფსიქოსოციალური,985 პროფესიული ორიენტაციის, დასაქმების მხარდამჭერ სერვისებში
ჩართვისა986 და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებისკენ
მიმართული ძალისხმევა.987 გასაძლიერებელია მუშაობა სერვისში განთავსებულ შშმ
პირთა პოლიტიკურ,988 სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად.989 ზოგიერთ
სერვისში ბენეფიციარები დასაქმებულნი არიან დაწესებულების ფარგლებში მოქმედ
სოციალურ საწარმოში990 ან ასრულებენ საყოფაცხოვრებო საქმიანობას ანაზღაურების
გარეშე. ზოგჯერ იკვეთება შრომის არათანაბრად გადანაწილების ტენდენცია, შედარებით
მაღალფუნქციური მცხოვრებლები უფრო მეტად იტვირთებიან როგორც საერთო
სარგებლობის სივრცეების დალაგების, საკვების მომზადების, ისე სხვა ბენეფიციარებზე
ზრუნვის კუთხით.991 ძალაში შესული რეგულაციებისა და დაფინანსების არსებული
მოდელის პირობებში მწვავედ დგას პერსონალის გადამზადებისთვის საჭირო რესურსის
მობილიზების საკითხი.992 იკვეთება პერსონალის გადამზადების საჭიროება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების,993 ქცევის პოზიტიური მართვის, ვერბალური
დეესკალაციის ტექნიკების, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ალკოჰოლური
985
მაგ., სერვისში, ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლი“, არ იყო რეაბილიტაციისთვის ან/და
ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საჭირო სივრცე და რესურსი. ვიზიტის
დროს, საერთო ოთახში, ტელევიზორი იყო გაფუჭებული.
986 დადებითად უნდა შეფასდეს, რომ სერვისში, „ხელი ხელს” (თბილისი, ავჭალა, 1 მუხიანის სამხედრო
დასახლება), მცხოვრები დადის პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ და სწავლობს თექაზე მუშაობას. იგი
ყოველდღე დამოუკიდებლად მიდის კოლეჯში, ერთი მცხოვრები გეგმავს პროფესიულ განათლებაში
ჩართვას. ასევე, დუშეთში მდებარე სერვისის, ა(ა)იპ „მარიკა ღირსეული სიცოცხლისთვის", მცხოვრები
დასაქმებული იყო საავადმყოფოში.
987 მცხოვრებლები გამოთქვამენ მუსიკით, მხატვრობით ან სხვა აქტივობებით დაკავების სურვილს.
988მეტი ინფორმაციისთვის იხ. ქვეთავი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ და
პოლიტიკური ცხოვრებაში ჩართულობა.
989მონიტორინგის
პროცესში
პრობლემად
გამოიკვეთა
სრულყოფილად
გარე
ჩართვა
დაწესებულების
ეტლით
აქტივობებში.
მოსარგებლე
ზოგან
ბენეფიციართა
მიზეზად
სახელდება
არაადაპტირებული ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა.
990
მაგ., ორგანიზაციაში, ა(ა)იპ „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი“, არის
ფერმა, საცხობი და ხის სახელოსნო.
991ამგვარი პრაქტიკა გამოვლინდა, მაგალითად, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სათემო
საცხოვრისში.
992 სათემო სერვისების წარმომადგენელთა განცხადებით, გადამზადება, ძირითადად, ხდებოდა დონორი
ორგანიზაციების მხარდაჭერით, ხოლო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს
კანონის ძალაში შესვლა, არსებული მცირე რესურსის პირობებში, საფრთხეს ქმნის.
993 ვინაიდან შშმ პირთა ჯგუფი არ არის ჰომოგენური, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისა და
მიმართულებების (მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
საკითხებზე) დაფარვა. საჭიროა სწავლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა
საკითხებზეც.
315 |
საშუალებების ჭარბად
მოხმარების
პრევენციის,994
მხარდაჭერის
995
მოცულობისა და მისი პრაქტიკული რეალიზების საკითხებზე.
ინსტიტუტის
პრობლემაა არსებულ საცხოვრებელ სერვისებში შშმ მცხოვრებთა სომატურ სამედიცინო
საჭიროებებზე ზრუნვა. ვინაიდან ქვეპროგრამა ვერ ფარავს ყველა ხარჯს, ბენეფიციარებს,
ქრონიკული დაავადებებისა და სტომატოლოგიური პრობლემების შემთხვევაში თავად
უწევთ სოციალური პაკეტიდან მედიკამენტებისა თუ საჭირო მანიპულაციებისთვის
თანხების მობილიზება.
პრობლემურია
ზრუნვის
სააგენტოს
მხრიდან
პოზიტიურ
თანამშრომლობაზე
ორიენტირებული დამოკიდებულებით სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერის გაწევა
სერვისის მიმწოდებლებისთვის (მათ შორის, დოკუმენტაციის სწორად წარმოების
ნაწილში), გარე მონიტორინგის ხშირად განხორციელება და დეტალური უკუკავშირის
მიწოდება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის
საკონსულტაციო
საბჭოში
შემავალი
შშმ
პირთა
წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
▪
უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომების გამართვა
დებულებით გათვალისწინებული პერიოდულობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
უზრუნველყოს შშმ პირთა აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლების რეალიზება;
აქციის მონაწილეთა მიმართ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ყველა საპასუხო
ღონისძიებაში გაითვალისწინოს ყველა ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე
პირთა ინდივიდუალური საჭიროებები, დაიცვას მათი ფიზიკური უსაფრთხოება.
მათ შორის:
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სიტუაციის მართვა ხდება არაპროპორციულად შემზღუდავი
საშუალებებით. მაგ., ერთ-ერთ საცხოვრისში ბენეფიციარი გარეთ გასვლის დროს იღებდა ალკოჰოლურ
საშუალებას, რის გამოც, მას 1 თვით შეეზღუდა გასვლის შესაძლებლობა. შემზღუდავი მექანიზმის
ალტერნატივა დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო.
995 განსაკუთრებით აქტუალურია იმ დაწესებულებებში, სადაც მხარდამჭერად დანიშნულ პერსონალს
სხვა საკითხებთან ერთად უწევს ბენეფიციართა საბანკო ბარათზე დარიცხული სოციალური პაკეტის
განკარგვაში დახმარება. მხარდამჭერ პირებს სჭირდებათ ინფორმაციული გაძლიერება იმის თაობაზე, თუ
რა მოცულობითა და ინტენსივობით უნდა ერეოდნენ სენსიტიურ სფეროებში გადაწყვეტილების
მიღებაში. ასევე, როგორია მხარდამჭერის როლი იმ შემთხვევებში, როდესაც გარკვეულწილად ადგილი
აქვს კოლიზიას ბენეფიციარის სურვილებსა და ინტერესებს შორის. მხარდამჭერებისთვის ასევე
ბუნდოვანია მათი მხარდამჭერი ფუნქცია რეპროდუქციულ სფეროებში გადაწყვეტილების მიღებისა და
ოჯახური ცხოვრების დაგეგმვის პროცესში.
994
316 |
o
o
პროტესტის დაშლის გამაფრთხილებელი შეტყობინება გავრცელდეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომი ფორმით;
შეკრების და დემონსტრაციების დაშლის თუ მონაწილეთა დაკავების დროს,
პასუხისმგებელმა პირებმა უზრუნველყონ, რომ დაკავებულთათვის
ნივთების ჩამორთმევის დროს არ ხელყონ შშმ პირთა ისეთი დამხმარე
საშუალებები, რაც მათი დამოუკიდებელი გადაადგილებისა ან/და
კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისები
შეცვალოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს როგორც ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის ცენტრების, ისე მომსახურებაში ჩართული ბენეფიციარების
რიცხვის მნიშვნელოვანი გაზრდა;
▪
ფსიქიატრიული სტაციონარული საწოლების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესში
უზრუნველყოს
მულტიპროფილურ
საავადმყოფოებში
ფსიქიატრიული
განყოფილებების ამოქმედება;
▪
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგიის
განხორციელების შემდეგი წლების სამოქმედო გეგმის დროული შემუშავება; ახალ
გეგმაში აისახოს 2022-2024 წლების სამოქმედო დოკუმენტით გათვალისწინებული
და შეუსრულებელი აქტივობები;
▪
უზრუნველყოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში
მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების ადაპტირება შშპ პირებისთვის;
▪
უზრუნველყოს
სამშობიარო/ანტენატალური
სერვისების
მიმწოდებელი
დაწესებულებების ექიმებისა და ექთნების 100%-ის გადამზადება შშმ პირთა
სპეციფიკის გათვალისწინებით;
▪
უზრუნველყოს „ბავშვზე ზრუნვის ერთიანი ტექნიკური რეგლამენტის“ განახლება
და სკოლა-პანსიონის ზრუნვის სტანდარტის ინტეგრირების პროცედურების
ბოლომდე დასრულება;
▪
შშმ პირთა აქტიური ჩართულობით, უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან
დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო
გეგმის დადგენილ ვადებში შესრულება;
▪
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებისთვის, რომელთაც სტატუსი 2007
წლამდე მოქმედი ბიუროების მიერ უვადოდ აქვთ დადგენილი, უზრუნველყოს
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მოქნილი პროცედურების შექმნა.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა
დახმარების სააგენტოს:
317 |
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
▪
მიიღოს საჭირო ზომები 2025 წლის არჩევნებში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
მათ შორის:
o ზედამხედველობა გაუწიოს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელთა გამოც
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ შშმ პირებს დაერღვათ 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება;
o
მხარდაჭერის მიმღებ პირთა პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების
ხელშეწყობის
მიზნით,
უზრუნველყოს
მხარდამჭერი
პირების
მიერ
ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მონიტორინგი.
▪
უზრუნველყოს
თანამშრომლობაზე
ორიენტირებული
დამოკიდებულებით
სათანადო
საინფორმაციო
მხარდაჭერის
გაწევა
სათემო
სერვისების
მიმწოდებლებისთვის;
▪
უზრუნველყოს გარე მონიტორინგის მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩატარება და
დეტალური უკუკავშირის მიწოდება სათემო სერვისების მიმწოდებლებისთვის.
გარდა ამისა, ზედამხედველობა გაუწიოს სერვისების მიმწოდებელთა მხრიდან
მოქმედი სტანდარტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დეტალურად წარმოების
წესის დაცვას (განსაკუთრებით ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული
ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვის
ჟურნალების წარმოებას) და ანონიმური უკუკავშირის მექანიზმის გამართულად
ფუნქციონირებას;
▪
ხელი შეუწყოს შშმ პირთა საცხოვრებელ სერვისებში მცხოვრებ პირთა სოციალურ
ინკლუზიას, ინდივიდუალურ განვითარებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მომზადებას, ასევე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, პროფესიული/უმაღლესი
განათლების პროგრამებში ჩართვისა და შრომით ბაზარზე დასაქმების
ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას;
▪
უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ პერსონალთა
და ბენეფიციართა თანხმობის დეტალური ფორმების შემუშავება. სერვისის
მიმწოდებლებისთვის ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა და სუპერვიზია;
▪
ხელი შეუწყოს შშმ პირთა საცხოვრებელ სერვისებში მცხოვრებლებთან
ინდივიდუალური
მიდგომით
მუშაობას,
მათ
შორის,
მომსახურების
ინდივიდუალური
გეგმების
წარმოებასთან
დაკავშირებით
შესაბამისი
კონსულტაციის გაწევით;
▪
ხელი შეუწყოს შშმ პირთა საცხოვრებელ სერვისებში შესაბამისი სპეციალისტების
ჩართვას (განსაკუთრებით, მომვლელის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და
თერაპევტების) და დასაქმებული კადრების პროფესიული გადაწვის პრევენციას,
მომსახურების ეფექტიანობის გასაზრდელად;
▪
უზრუნველყოს შშმ პირთა საცხოვრის სერვისებში დასაქმებული პერსონალის
გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ქცევის
პოზიტიური მართვის, დეესკალაციის ვერბალური ტექნიკების, პირველადი
სამედიცინო დახმარების გაწევის, ალკოჰოლური საშუალებების ჭარბად
მოხმარების პრევენციის, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის, მხარდაჭერის
ინსტიტუტის მოცულობისა და მისი პრაქტიკული რეალიზების საკითხებზე;
318 |
▪
უზრუნველყოს სერვისებით მოსარგებლეთა ცნობიერების ამაღლება
უფლებებთან და უფლებების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
მათ
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
▪
უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უწყვეტი გადამზადება შშმ
პირებისთვის მისაწვდომი სერვისების შესახებ;
▪
2025 წლის არჩევნებისთვის უზრუნველყოს უსინათლო პირთა მიერ პასიური
საარჩევნო ხმის უფლების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა;
▪
უზრუნველყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოქმედი შშმ პირთა საკითხებზე
მომუშავე საბჭოს საქმიანობისთვის კონკრეტული გარანტიების შექმნა და იმგვარი
კოორდინაცია, რაც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ეფექტიანი მუშაობის
გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრს,
ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების (5 ტრენინგი)
ჩატარება საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის
(არანაკლებ 50 პირის მონაწილეობით).
ა(ა)იპ „პროფესიული უნარების სააგენტოს“:
▪
უზრუნველყოს დამატებითი საჭიროებების მქონე ჯგუფების საჭიროებების
შეფასების სისტემის დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
▪
o
უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე
მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირება. მათ შორის:
უმოკლეს ვადებში განაახლოს საბჭოს შემადგენლობა;
o
უზრუნველყოს
საბჭოს
უპირატესად
შშმ
პირთა
წარმომადგენლობითი
ორგანიზაციებით და შშმ პირებით დაკომპლექტება;
o
უზრუნველყოს საბჭოს სხდომების გამართვა დებულებით გათვალისწინებული
პერიოდულობით.
319 |
23.ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
23.1.შესავალი
2024 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ არაერთი
გამოწვევა გამოვლინდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში განგრძობითად
გამოკვეთილმა სწავლის მიტოვების მზარდმა მაჩვენებელმა იკლო. მიუხედავად ამისა,
სწავლის მიტოვებისა და სტატუსის შეჩერების სტატისტიკა მაინც მაღალია და
წლების
მსგავსად,
ძირითადად,
ოჯახთან
ერთად
საზღვარგარეთ
წინა
გამგზავრებას
უკავშირდება.
ბავშვთა ძალადობისგან დაცვა მიმდინარე საანგარიშო წელსაც ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევაა. ძალადობის
პრევენციის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და
საჭიროებს, ერთი მხრივ, ბავშვებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას,
ხოლო, მეორე მხრივ, პასუხისმგებელი უწყებებისადმი ნდობის ჩამოყალიბებასა და
ბავშვზე მორგებულ მიდგომას, რაც ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი
რეაგირების აუცილებელი წინაპირობაა. ამას გარდა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება
ძალადობის
ფაქტების
დროული
გამოვლენა,
კოორდინირებული,
ინტერდისციპლინური მიდგომა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც კიდევ
უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობას.
2024 წელსაც პრობლემა იყო ბავშვთა სარეაბილიტაციო სერვისებისა და სპეციალისტთა
რაოდენობის
სიმცირე.
აღსანიშნავია,
რომ
2024
წელს
მეურვეობა-მზრუნველობის
ორგანოში დასაქმებული იყო 278 სოციალური მუშაკი და 30 ფსიქოლოგი.996 მიუხედავად
იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, სოციალური მუშაკების
საშტატო ვაკანსიები სრულად კვლავ არ არის შევსებული997 და, შესაბამისად, არსებულ
საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
კორესპონდენცია №SCA 1 25 00228023 - 28/02/2025.
996
997
იქვე, 2024 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში სოციალური მუშაკის 299 საშტატო
ერთეულია. ფაქტობრივად დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობა 278 შეადგენს, რომელთაგან
10 შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული. სააგენტოში ფსიქოლოგების 28 საშტატო ერთეულია,
ფაქტობრივად კი დასაქმებულია 30 ფსიქოლოგი, მათგან 7 - შრომითი ხელშეკრულებით. აქვე,
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მდგომარეობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში
გათვალისწინებული იყო სოციალური მუშაკის 283 საშტატო ერთეული, ფაქტობრივად დასაქმებულთა
რიცხვი 255 შეადგენდა, რომელთაგან 15 სოციალური მუშაკი დასაქმებული იყო შრომითი
ხელშეკრულებით. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, გასულ საანგარიშო წელს, გათვალისწინებული
იყო ფსიქოლოგის 20 საშტატო ერთეული. ფაქტობრივად დასაქმებული იყო 19 ფსიქოლოგი, მათგან 5
შრომითი ხელშეკრულებით. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 278, 279. ანგარიში
მისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
320 |
2024 წელს ბავშვთა აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების
რეალიზებასთან, ამ პროცესში
უზრუნველყოფასთან
მათი
დაკავშირებით
ძალადობისგან
დაცვასა და უსაფრთხოების
მნიშვნელოვანი
გამოწვევები
გამოიკვეთა.
აღნიშნული უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ
ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას.998
23.2.განათლების უფლება
23.2.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება
2024 წელს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის 1713 დაწესებულებაში 137 474
აღსაზრდელი ირიცხებოდა.999 საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2023 წელს 330
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 555 ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ინიცირების
მიუხედავად,
რაც
სახალხო
დამცველმა
დადებითად
შეაფასა1000,
ოფიციალური
სტატისტიკის თანახმად, 2024/2025 წელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა
რაოდენობა მხოლოდ ხუთით გაიზარდა1001. შესაბამისად, სკოლამდელ განათლებაზე
როგორც გეოგრაფიულ, ისე ინფრასტრუქტურულ და ფიზიკურ მისაწვდომობასთან
დაკავშირებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია. როგორც წინა წლებში, გამოწვევას
წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების სკოლამდელ
განათლებაზე სრულფასოვანი მისაწვდომობა.1002
დმანისისა
და
ონის
მუნიციპალიტეტებში,
ადგილობრივი
საჭიროებების
გათვალისწინებით, მისასალმებელია, მოცემულ ეტაპზე, ალტერნატიული სკოლამდელი
განათლების მოდელის
საპილოტე რეჟიმში დანერგვა. თუმცა, ამის პარალელურად,
აუცილებელია სათანადო ღონისძიებების განხორციელება ყველა მუნიციპალიტეტში
998 ამ
საკითხთან მიმართებით, ასევე, იხ. სახალხო დამცველის განცხადებები: 2024 წლის 11 მაისის
განცხადება: < https://bit.ly/4bK4N2g > [ბოლოს ნანახია: 20/02/2025] და 2024 წლის 3 დეკემბრის განცხადება:
< https://bit.ly/4kCIY8J > [ბოლოს ნანახია: 20/02/2025]. აღსანიშნავია, რომ, მნიშვნელოვანია ბავშვები აღქმულ
იყვნენ უფლებების მატარებელ სრულფასოვან სუბიექტებად და არ შეეზღუდოთ, ერთი მხრივ გამოხატვის
თავისუფლებით სარგებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაცული იყოს
სწავლების პროცესში მესამე პირების მხრიდან ხელის შეშლისგან.
999
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ინფორმაცია მისაწვდომია ბმულზე: <
https://shorturl.at/7o3De >[ბოლოს ნანახია: 28/02/2025].
1000 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022 წელი“, გვ. 263, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე:
https://shorturl.at/OF9xa> [ბოლოს ნანახია: 28/02/2025]; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“,
გვ. 279, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
1001 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რაოდენობა წლების მიხედვით: 2021/2022 – 1 648;
2022/2023 – 1 668; 2023/2024 – 1 708; 2024/2025 – 1 713;
1002 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე
მისაწვდომობის შესახებ იხ. წინამდებარე ანგარიშის ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის თავის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ქვეთავი.
321 |
ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და
სტანდარტების შესაბამისი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.1003
23.2.2. ზოგადი განათლება
ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 2086 საჯარო და 206 კერძო სკოლა, რომელთაგან 9
პანსიონური
მომსახურებისაა,
ხოლო
მოსწავლეთა
ჯამური
რაოდენობა,
2024-2025
1004
სასწავლო წლის მონაცემებით, 640 499-ს შეადგენს .
2024 წელს ჯამურად 10800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა1005 მოსწავლის სტატუსი, რაც
2601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. აქედან 7 599 მოსწავლეს შეუჩერდა,
ხოლო 3201 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.1006 1976 (10800 მოსწავლიდან)
უცხოეთის მოქალაქეა, 2 კი მოქალაქეობის არმქონე.1007 სტატისტიკის თანახმად, სტატუსის
შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან
ერთად
საზღვარგარეთ
გამგზავრება“,
„მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის
განცხადება“, „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება“ და „ზედიზედ გაცდენების
ზღვრული რაოდენობა“. ამასთანავე, ტერიტორიული განფენილობის მიხედვით, 2024 წელს
სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (4170),
ასევე, ქვემო ქართლისა (1979) და აჭარის (1273) რეგიონებში დაფიქსირდა .1008
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი, წლებია, უთითებს მოსწავლის სტატუსის
შეჩერების/შეწყვეტის
აუცილებლობაზე,
ერთიანი
განათლების,
სტატისტიკის
მეცნიერების
სრულყოფისა
და
და
ახალგაზრდობის
დახვეწის
სამინისტროს
1003 ინფორმაცია მისაწვდომია ბმულზე: < https://shorturl.at/sVyGn> [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
1004 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია MES 8
25 0000141479, 12/02/2025.
1005 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის
შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017
წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანების მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაწყებით, საბაზო და
საშუალო საფეხურზე მოსწავლის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: 1) ზედიზედ 45 სასწავლო დღის
გაცდენა; 2) მოსწავლის საზღვარგარეთ გამგზავრება, რის თაობაზეც მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას; 3) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ ეროვნული სასწავლო
გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შეუძლებლობა და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი
თანხის გადაუხდელობა; 4) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, ან
სრულწლოვანი მოსწავლის წერილობითი განცხადება სტატუსის შეჩერების შესახებ. მოსწავლის
სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა იყოს კერძო სკოლაში არსებული ფინანსური დავალიანება,
როგორც განსაზღვრულია ზოგადი განათლების შესახებ კანონით. აქვე, აღსანიშნავია, რომ განათლების
სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, რიგ შემთხვევებში, ავადმყოფობა, გარდაცვალება, დაოჯახება,
მუშაობის დაწყება, მშობლის განცხადება და პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება, შესაძლოა
იყოს როგორც სტატუსის შეჩერების, ისე შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, სტატუსის შეწყვეტის
საფუძვლებს შორის ასევე სახელდება დონის დაძლევით ამორიცხვა და სკოლიდან გარიცხვა.
1006 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია MES 5
25 0000216680, 28/02/2025.
1007 იქვე. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად, უცნობია 3
მოსწავლის მოქალაქეობა, ხოლო 13 მოსწავლის შემთხვევაში აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი არ
არის მითითებული.
1008იქვე.
322 |
ინფორმაციით, კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა სტატუსის შეჩერების მიმართვების
სტატისტიკის დახვეწაზე, მათ შორის, შიდაუწყებრივ რეგულირებაში ცვლილებების
კუთხით და პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე.1009
ცხრილი № 1. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა1010
13401
12792
10800
10235
6436
4364
7584 7692
5817
5191 5609
7281
5709
5511
2557
2024 წელი
სულ
2023 წელი
გოგო
ბიჭი
მე-9 კლასამდე
2022 წელი
9 კლასის დასრულების შემდგომ
1009 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია MES 8
25 0000141479, 12/02/2025.
1010 იქვე. ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 281, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე:
< https://bit.ly/3EXdB8x [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
323 |
ცხრილი № 2. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები1011
საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება
ფინანსური დავალიანება
ჩარჩენილი ვაუჩერის გადაუხდელობა
3900
33
6
სკოლიდან გარიცხვა
30
სწავლის გაგრძელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე…
23
ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობა
1427
დაოჯახება
43
გარდაცვალება
62
2024
მშობლის/მოსწავლის განცხადება
2595
ჯანმრთელობის მდგომარეობა
122
დონის დაძლევით ამორიცხვა
218
მუშაობის დაწყება
300
პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება
2041
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში,
საგანმანათლებლო და
სამეცნიერო
სხვადასხვა
ინფრასტრუქტურის
განვითარების
სააგენტომ,
პროექტის
ფარგლებში, 2024 წელს განახორციელა 94 სკოლის სრული და 200-მდე სკოლის
ნაწილობრივი რეაბილიტაცია, დაასრულა 3 სკოლის სამშენებლო სამუშაოები და ასევე,
დაიწყო 11 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროექტირება/მშენებლობა.1012
2023 წელს, „სასკოლო კვების პროგრამის“ დამტკიცების მიუხედავად,1013 სამწუხაროდ, ამ
მიმართულებით, 2024 წელს ხელშესახები შედეგები არ დამდგარა.1014
1011 იქვე.
1012 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია MES 8
25 0000141479, 12/02/2025.
1013
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 283, ანგარიში ხელმისაწვდომია
ბმულზე: < https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
1014 ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველს გაცემული აქვს რეკომენდაცია, იხ. საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 295, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3EXdB8x >
[ბოლოს ნანახია: 26/02/2025]. აღნიშნული ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში – „2023
წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
324 |
23.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან
წლიდან-წლამდე უცვლელ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის
სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ მხრივ
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი მონაცემების მტკიცებულებებზე
დაყრდნობით შეფასებას.1015 სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების განმავლობაში
გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ეს საკითხი არათუ არ გამოსწორებულა, არამედ
სტატისტიკა კიდევ უფრო ზოგადი გახდა და ამჟამად დადგენაც კი შეუძლებელია,
ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და სხვა
რამდენ შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ.1016
ცხრილი № 31017
680
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის
შესახებ მიმართვების 2024 წლის მონაცემები
281
162
156
49
ფსიქოლოგიური
ძალადობა
უგულებელყოფა
სექსუალური
ძალადობა
ოჯახში ძალადობა
სხვა
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, გვ. 35, ხელმისაწვდომია ბმულზე: <
https://shorturl.at/R8w8i > [ბოლოს ნანახია: 20/03/2025].
1015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული საპასუხო კორესპონდენცია: MIA 5 25
00326273, 05/02/2025.
1016 რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, 2024 წელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფორმაცია
მისაწვდომია: < https://bit.ly/4iDk2w0 > [ბოლოს ნანახია 20.03.25]; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა (2024
წელი), შინაგან საქმეთა სამინისტრო: ინფორმაცია მისაწვდომია: < https://bit.ly/4iGRCBm >[ბოლოს ნანახია
20.03.25]; ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 295, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე:
< https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია: 26/02/2025]; ასევე, იხ. სპეციალური ანგარიში „ბავშვზე
სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების
განხორციელება“, 2021 წელი, გვ. 94, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/4bhqKoZ > [ბოლოს
ნანახია: 26/02/2025].
1017
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 1 25 00228023, 28/02/2025.
325 |
აღსანიშნავია ასევე, ბავშვთა მიმართ სკოლაში სხვადასხვა ფორმით ძალადობის,
ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დასჯის გამოვლენილი შემთხვევები.
სამწუხაროდ, ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმისწარმოების შედეგები ცხადყოფს
დროში თვეობით, გარკვეულ შემთხვევებში კი, წელიწადზე მეტხანს გაჭიანურებულ
რეაგირებას,1018 ეს არა მხოლოდ დაცვის მექანიზმის არაეფექტიანობაზე, არამედ, ბავშვის
მიერ
დაცვის
უფლების
ამასთანავე,
სათანადო
დისციპლინური
რეალიზების
წარმოების
შეუძლებლობაზეც
პროცესში
ბავშვთა
მიუთითებს.
ინფორმირებული
მონაწილეობა, კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, გაკიცხვისგან დაცვა, ემოციურად
უსაფრთხო გარემოს შექმნა და არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტიანი რეალიზება
მწვავე პრობლემად რჩება.
23.3.1. ოჯახში ძალადობა
ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში
კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, როგორც მათი გამოვლენის, ისე დროული, და ეფექტიანი
რეაგირების თვალსაზრისით. ამასთანავე, განგრძობითად პრობლემურია ბავშვებისა და
ზრდასრულების
რეკომენდაციის
დაბალი
ინფორმირებულობა.
1019
მიუხედავად,
ყოველივე
სახალხო
დამცველის
ზემოჩამოთვლილზე
არაერთი
კიდევ
უფრო
უარყოფითად აისახება ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერაზე, რეაბილიტაციაზე
ორიენტირებული სერვისების სიმწირე და პოზიტიური მშობლობის, ქცევის კორექციის
პროგრამების არარსებობა.
2024 წელს 2172 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და 608 ბავშვი იქნა
დაზარალებულად ცნობილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე.1020 თუმცა, ეს მონაცემი
მხოლოდ იმ საქმეთა რაოდენობას აღწერს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სტატისტიკის წარმოების ხარვეზების გამო,
ამ ეტაპზე, შეუძლებელია დადგენა, ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის რამდენი
შემთხვევა გადამისამართდა სამართალდამცავ უწყებაში და რამდენზე დაიწყო გამოძიება.
ასევე, ვერ დგინდება, რამდენი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ოჯახში ძალადობის
შემთხვევაში ბავშვის დაცვის მიზნით. ამჟამადაც, მხოლოდ იმ საქმეების რაოდენობა არის
მისაწვდომი,
რომელზეც
საქართველოს
გენერალური
პროკურატურა
აწარმოებს
სტატისტიკას.
საქმისწარმოებაში არსებული საქმეები: №2443/2024, №2612/2024, №6095/ო2024, №7619/2024,
№8683/2024, №6510/2024, №2230/24,
№2881/2024, №3777/24. მითითებული საქმეები წარმოადგენს
მაგალითებს, რომლებიც არ მოიცავს დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ ყველა საქმეს, თუმცა
ცხადყოფს რეაგირების პროცესში არსებულ დროულობის სისტემურ პრობლემას.
1019
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022 წელი, გვ. 276, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე:
<https://shorturl.at/OF9xa > [ბოლოს ნანახია: 28/02/2025], ასევე, იხ. სახალხო დამცველის სპეციალური
ანგარიში „ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება“.
2023 წელი, გვ. 37-40. ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/vIfft > [ბოლოს ნანახია: 28/02/2025].
1020
საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული საპასუხო კორესპონდენცია: №13/6671,
06/02/2025.
1018
326 |
ცხრილი № 4
ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი ბავშვები
248
220
82
58
5 წლამდე
5-10 წლამდე
10-15 წლამდე
16-17 წლამდე
2024
2024 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობის 155 საქმეზე მიღებულ იქნა
გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ბავშვთა მიმართ ძალადობის საფუძვლით გამოიცა 19
დამცავი
ორდერი.1021
აქვე,
აღსანიშნავია,
რომ
სახელმწიფო
ზრუნვის
სააგენტოს
ინფორმაციით, 2024 წელს
ოჯახში ძალადობის, უგულებელყოფის, ფსიქოლოგიური
ძალადობის
ბიოლოგიური
საფუძვლით
ოჯახიდან
297
ბავშვი
განცალკევდა.1022
საქმისწარმოების შედეგები კვლავ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვზე ორიენტირებული,
მყისიერი რეაგირებისა და გრძელვადიანი გაძლიერების მექანიზმების სიმწირეზე ან
არარსებობაზე.
მათ
შორის,
ურთიერთობის
საქმეებზე
განსაკუთრებით
მშობლების
მხრიდან
პრობლემურია
ორივე
ფსიქოლოგიური
მშობელთან
ძალადობა და
მანიპულირება ბავშვებზე, რაც სახელმწიფო უწყებათა არაეფექტიანი, დაგვიანებული
ინტერვენციის
შედეგად,
ძირითადად,
გადაწყვეტილებათა
აღსრულების
წლობით
გაჭიანურებას იწვევს და ბავშვებისადმი განგრძობით ძალადობის რეალურ რისკს ქმნის.1023
23.3.2. სექსუალური ძალადობა
ბავშვთა სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით
მისასალმებელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები,
არსებული პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა
და ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით.1024 მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კორესპონდენცია № პ-51-25, 27/02/2025.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 1 25 00228023, 28/02/2025.
1023
საქმისწარმოებაში არსებული საქმეები: №7075/2024, №7510/2024, №1654/2024, №1395/2024, №2324/24.
1023
შეფასება ეფუძნება კონკრეტული საქმეების შესწავლის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს,
რომლებიც ხაზგასმით მიუთითებს რეაგირების პროცესში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე. მიუხედავად
იმისა, რომ აღნიშნული საქმეები არ წარმოადგენს სრულ ჩამონათვალს, ისინი საკმარისად ასახავს იმ
ტენდენციას, რომელიც ბავშვზე ორიენტირებული, მყისიერი და ეფექტიანი ინტერვენციების ნაკლებობას
უკავშირდება განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებში.
1024 ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სპეციალური დეპარტამენტის შექმნის,
მსჯავრდებულთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმების ინიცირების, საკანონმდებლო
ცვლილებების პროცესის დაწყებისა და პრევენციული შეხვედრების შესახებ, იხ. შემდეგ ბმულებზე: <
1021
1022
327 |
ინიციატივები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს, რათა
მდგრადი ცვლილებები გამოიწვიოს ბავშვთა დაცვის მიმართულებით.
პრაქტიკული და
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წინა წლების მსგავსად, ქვეყანაში არ არსებობს
სექსუალურ ძალადობაგანცდილი ბავშვების გრძელვადიან რეაბილიტაციასა და მათი
ოჯახების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. სახალხო დამცველის მიერ წლების
განმავლობაში გაცემული არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად,1025 დაწესებულებათა
აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს ბავშვზე მორგებული სივრცეები, ხოლო,
ძალადობაგანცდილ
შეესაბამება
ბავშვთან
რეალურ
მომუშავე
1026
საჭიროებას.
სპეციალისტების
ამასთანავე,
რაოდენობა
ბავშვების
კვლავ
არ
რეაბილიტაციისა
და
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის მხრივ,
ქვეყანაში მოცემულ ეტაპამდე მხოლოდ ერთი - „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი“ ფუნქციონირებს, თბილისში, სადაც 2024 წელს
114 არასრულწლოვანი გადამისამართდა.1027 ეს, ცხადია, ვერ პასუხობს სარეაბილიტაციო
სერვისის გეოგრაფიული მისაწვდომობისა და მართლმსაჯულების განხორციელების
პროცესში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნის აუცილებლობას. ასევე, სექსუალურ
ძალადობაგანცდილ ბავშვს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემთხვევაში, ამ
სერვისის მიღება კვლავ, მხოლოდ თბილისში შეუძლია, რაც არათუ ეწინააღმდეგება
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვზე მორგებულ მიდგომას, არამედ,
ცალსახად ქმნის ამ პროცესში ბავშვების დამატებითი ტრავმირების ძალზე დიდ რისკს.
ცხრილი № 51028
https://rb.gy/b2hdus > ; < https://rb.gy/nnwo3u >; < https://rb.gy/s8pa8s >; < https://rb.gy/1oe2yi >, [ბოლოს ნანახია:
27/03/2025].
1025
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 293, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <
https://bit.ly/3EXdB8x [ბოლოს ნანახია: 26/02/2025]; ასევე, იხ. სპეციალური ანგარიში „ბავშვზე სექსუალური
ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“, 2021
წელი, გვ. 97, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/yQegO [ბოლოს ნანახია: 28/02/2025], ასევე,
იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე
მართლმსაჯულების განხორციელება“. 2023 წელი, გვ. 45, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <
https://shorturl.at/vIfft > [ბოლოს ნანახია: 28/02/2025].
1026
აღსანიშნავია, რომ
დაწესებულებაში - „სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა
ინტეგრირებული მომსახურების ცენტრი", დასაქმებულია მხოლოდ 3 ფსიქოლოგი და 2 სოციალური
მუშაკი. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 1 25 00228023, 28/02/2025.
1027 იქვე.
1028 საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული საპასუხო კორესპონდენცია: №13/6671,
06/02/2025.
328 |
2024 წელს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დაზარალებულად
ცნობილი ბავშვების რაოდენობა სქესისა და ასაკის მიხედვით
16-17 წლის
11-15 წლის
6-10 წლის
5 წლის ჩათვლით
3
9
11
95
4
1
35
5
5 წლის ჩათვლით
6-10 წლის
11-15 წლის
16-17 წლის
ბიჭი
1
4
11
3
გოგო
5
35
95
9
ბიჭი
სახალხო
დამცველის
არაერთი
გოგო
წინადადების1029
მიუხედავად,
ბავშვთა
მიმართ
სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა ამ დრომდე არსებითად
შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის
სხვაგვარი ქმედების დანაშაულების კვალიფიკაციისას წინაპირობად კვლავ რჩება
ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობის გამოყენება. კვლავ არ არსებობს
ქვედა
ასაკობრივი
ზღვარი,
როდესაც
ავტომატურად
გაუპატიურებად
სამართლებრივი
რეგულირების
ბავშვთან
სექსუალური
ხასიათის
შეღწევა
დაკვალიფიცირდება.
ამასთანავე,
სწორედ
ბუნდოვანებისა
არსებული
პრაქტიკის
და
გათვალისწინებით, ბავშვის პროტოკოლით გამოკითხვის ვიდეო-აუდიოჩანაწერი კვლავ არ
დაიშვება მტკიცებულებად და სავალდებულოა გამოკითხვის ბეჭდური ოქმის შედგენა.
შესაბამისად, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების
ცენტრში“ ბავშვის გამოკითხვის პროცესს ისევ არაერთი პირი ესწრება და დამატებით,
ბავშვს უწევს დაყოვნება ბეჭდური ოქმის შედგენისთვის საჭირო დროით.
ცხრილი № 61030
1029 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022 წელი“, თბილისი, 2023, გვ. 276; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/43qTwBO > [ბოლოს ნანახია: 28/02/2025], ასევე, იხ. სპეციალური ანგარიში
„ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების
განხორციელება“, 2021 წელი, გვ. 94, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/4bhqKoZ > [ბოლოს
ნანახია: 26/02/2025].
1030 საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული საპასუხო კორესპონდენციები: №13/6671 06/02/2025, №13/5033 – 26/01/2024; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კორესპონდენცია №პ-51-25
- 27/02/2025.
329 |
ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე
მართლმსაჯულების განხორციელების სტატისტიკა წლების მიხედვით
197
191
161
144
სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყება
114
დაზარალებულად ცნობა
2023
94
გამამტყუნებელი განაჩენი
2024
23.4. ბავშვთა სიღარიბე
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი
საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი
ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“
რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369,924-ს შეადგენს, აქედან
საარსებო შემწეობას იღებს 270,712.1031
ცხრილი № 71032
1031 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენციები №SSA 2 25 00096025 - 30/01/2025 და
№SSA 2 25 00137902 - 06/02/2025.
1032 იქვე, ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 279, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე:
< https://bit.ly/3EXdB8x [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
330 |
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა
დეკემბერი 2024
დეკემბერი 2022
დეკემბერი 2020
დეკემბერი 2023
დეკემბერი 2021
დეკემბერი 2019
369924
347295
330148
235252
186131
150213
აღსანიშნავია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში"
რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა,
გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34,758
18 წლამდე ასაკის ბავშვი. ასევე, პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა,
სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს.1033
ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო
ქვეპროგრამაში ჩაერთო 4161 ოჯახი.1034
აქვე, შესწავლილი საქმეები კვლავაც ცხადყოფს, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა,
უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც ჩართულნი არიან სხვადასხვა
სოციალურ პროგრამაში. მიუხედავად ამ დახმარებებისა, სახალხო დამცველის აპარატის
შეფასებით
კიდევ
ერთხელ
დასტურდება, რომ
ქვეყანაში
მოქმედი
მიზნობრივი
სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ
პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი
ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას,
ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის
რეკომენდაციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება მშობლებისა და მათზე მზრუნველი
პირების
უნარ-ჩვევების
განვითარება,
ოჯახების
დამოუკიდებელი
ცხოვრების
1033 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენციები №SSA 2 25 00096025 - 30/01/2025 და
№SSA 2 25 00137902 - 06/02/2025.
1034 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
კორესპონდენცია, NSCA 6 25 00240529 - 05/03/2025.
331 |
ხელშეწყობის
მექანიზმების
დანერგვა
და
ეფექტიანი
სოციალური
მუშაობის
1035
წარმართვა.
23.5. სახელმწიფო და ალტერნატიულ ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების
უფლებრივი მდგომარეობა
2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 33 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მათ შორის,
4 სპეციალიზებული დაწესებულება.1036 ასევე, მოქმედებს თბილისის ბავშვთა სახლი,
თვითმმართველ ქალაქს დაქვემდებარებული ცენტრი1037 და საქართველოს საპატრიარქოს
დაქვემდებარებული სააღმზრდელო დაწესებულება.
2024 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა 1558 ბავშვი,1038 მათ შორის,
მინდობით აღზრდის პროგრამაში – 1272 არასრულწლოვანი. გასული წლის განმავლობაში
სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში განთავსდა 222 არასრულწლოვანი, აქედან მინდობით
აღზრდაში - 151 ბავშვი,
ხოლო ბიოლოგიურ ოჯახში სრულწლოვნების მიღწევის
საფუძვლით დაბრუნდა: მინდობით აღზრდის ქვეპროგრამიდან – 62, მცირე საოჯახო ტიპის
სახლიდან – 40, ხოლო 18-21 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერის სერვისებში ჩაერთო 17
ბენეფიციარი. ამასთანავე, ჯამში, რეინტეგრაციის ქვეპროგრამით სარგებლობდა 514
ბავშვი, ხოლო რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამიდან 9 კვლავ განთავსდა
სახელმწიფო
ზრუნვაში.1039
საყურადღებოა,
რომ
54
არასრულწლოვანს
მიენიჭა
გასაშვილებელი სტატუსი.
სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის ოჯახიდან განცალკევების
ძირითადი საფუძველია ბავშვის მიმართ ძალადობა და უგულებელყოფა (97,31%), და სხვა
სახალხო დამცველს გაცემული აქვს რეკომენდაცია, რომლის თანახმად, მუნიციპალურ დონეზე
აუცილებელია ერთგვაროვანი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები
ბავშვიანი ოჯახების დროულ გამოვლენას, მათი საჭიროებების შეფასებას და შესაბამისი ადგილობრივი
პროგრამების შეთავაზებას. ამასთანავე, უნდა განისაზღვროს მუშაობის ეფექტიანობის შეფასების
მკაფიო კრიტერიუმები. ეს საკითხები ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, „2023
წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ,
2023 წელი“, გვ. 295, გვ. 296, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია:
26/02/2025]. ეს საკითხი ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, „2023 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, გვ. 40, ხელმისაწვდომია ბმულზე: <
https://shorturl.at/R8w8i > [ბოლოს ნანახია: 20/03/2025].
1036 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
კორესპონდენცია №SCA 6 25 00240529 - 05/03/2025.
1037 აღნიშნული წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლს, რომელიც ექვემდებარება თვითმმართველი
ქალაქის მერიას.
1038
მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში ჩაირიცხა 30 არასრულწლოვანი. სსიპ სახელმწიფო
ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია
№SCA 6 25 00240529 - 05/03/2025.
1039
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 6 25 00240529 - 05/03/2025.
1035
332 |
გარემოება (2,69%).1040 სახალხო დამცველის შეფასებით, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისგან
განცალკევების თავიდან ასარიდებლად, კვლავ აშკარაა ოჯახის გაძლიერებასა და
მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების გაფართოების აუცილებლობა. მიუხედავად
იმისა, რომ სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს ამ გამოწვევაზე და გასცემს შესაბამის
რეკომენდაციებს,1041 არსებული სერვისები და სპეციალისტების ჩართულობა ვერ უქმნის
მშობლებს იმგვარ პირობებს, რაც სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელს
გახდიდა, დაძლევადი საფუძვლით, არ მომხდარიყო ბავშვების ოჯახიდან განცალკევება..
23.5.1. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი
მდგომარეობა
2024 წელს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვა
კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა. პრობლემები გამოიკვეთა ბავშვებისთვის
უსაფრთხო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნის კუთხით,
სადაც მათთვის მისაწვდომი იქნებოდა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ხარისხიანი
სერვისები.
სახალხო
დამცველის მონიტორინგისა
განსაკუთრებით
პრობლემურია
და შეფასების
რთული
ქცევისა
და
შედეგებმა
ცხადყო,1042
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
რომ
სირთულეების მქონე ბავშვებისთვის სათანადო, ინტეგრირებული და მეცნიერულად
გამყარებულ
მიდგომებზე
დაფუძნებული
სერვისების
ნაკლებობა
ან
არარსებობა,
გეოგრაფიული მიუწვდომლობის გათვალისწინებით.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, განსაკუთრებული გამოწვევაა ადიქციის თავიდან
არიდება, მართვა და დაძლევა. ამ კუთხით კი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი
პროგრამების
არარსებობის
გათვალისწინებით,
სახელმწიფო
ვერ
უზრუნველყოფს
ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას.
სისტემური პრობლემაა აღმზრდელთა პროფესიული გადაწვა, შედეგად კი, კადრების
გადინება.
ასევე,
სერვისის
მიმწოდებელი
ორგანიზაციებისთვის
რთულია
ახალი,
კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს კვლავაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი
უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ. შესაბამისად, ამ დაწესებულებებში
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
კორესპონდენცია, №SCA 1 25 00228023 - 28/02/2025.
1041
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022 წელი“, გვ. 276, გვ. 278, ანგარიში მისაწვდომია
1040
ბმულზე: <https://shorturl.at/OF9xa > [ბოლოს ნანახია: 28/02/2025]. ასევე, იხ. სახალხო დამცველის
სპეციალური ანგარიში „ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების
განხორციელება“. 2023 წელი, გვ. 45, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: < https://shorturl.at/vIfft > [ბოლოს
ნანახია: 28/02/2025].
1042 სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა 24
მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 8 დაწესებულებაში მონიტორინგი ჩატარდა პრევენციის ეროვნულ
მექანიზმთან ერთად.
333 |
უსაფრთხო, ბავშვების მხარდამჭერი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს
შესაქმნელად, აუცილებელია ჰოლისტური და განგრძობითი ღონისძიებების გატარება.
23.5.2.
ნინოწმინდის
მზრუნველობამოკლებულ
ბავშვთა
პანსიონში
მცხოვრებ
არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა
2024 წელს, პანსიონში ცხოვრობდა 8 არასრულწლოვანი,1043 რომელთაგან 7 საჯარო სკოლაში
სწავლობდა,
ხოლო
ერთი
ემზადებოდა
სწავლის
უმაღლეს
საფეხურზე
1044
გასაგრძელებლად.
ბავშვების შეფასებით, ისინი დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მიუხედავად
ამისა, იკვეთება მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც არ არის
განგრძობითი. ბავშვების გადმოცემით, ბოლო წლებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან
საბაზო საჭიროებებით, აქვთ დასვენების მეტი შესაძლებლობა, პირადი სივრცე,1045
დამოუკიდებელი
ცხოვრებისათვის
მომზადების
პროცესიც
გაძლიერდა.
თუმცა,
ხაზგასასმელია, რომ დაწესებულების ფიზიკური გარემო კვლავ ვერ ქმნის ოჯახური
გარემოს მსგავს პირობებს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა,
57 ბავშვის სახელით
შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით
არაერთი
სერიოზული
დარღვევა
დაადგინა
და
საქართველოს
ხელისუფლებას
ბენეფიციარებისთვის ბოდიშის მოხდა, კომპენსაციის გაცემა, რეაბილიტაცია, ხელახალი
შეფასება და ძალადობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება დაევალა.1046
ბავშვებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცედურებში ჩაერთო დევნილთა შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო,
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და სერვისის
მიმწოდებლი.
აღნიშნულ
პროცესში,
მეურვეობა
მზრუნველობის
ორგანოს
პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, რომ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები
წინასწარ შეხვედროდნენ ბავშვებს, შეეფასებინათ მათი ემოციური მდგომარეობა,
განემარტათ
მიმდინარე
პროცესების
შესახებ,
რის
შემდგომაც
არასამთავრობო
ორგანიზაციის ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებოდათ გასაუბრებოდნენ ბავშვებს,
კომპენსაციასთან
დაკავშირებული
პროცედურების
თაობაზე,
წარმომადგენლობის
განსასაზღვრად და შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების წარსამართად.
სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წელსაც განახორციელა დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების
უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი.
1044ბავშვებს დამატებით უტარდებათ მეცადინეობა ელექტრონული ფორმატით, თუმცა ინდივიდუალური
საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ბავშვს დამატებითი ჩართულობა სჭირდება.
1045 მიუხედავად ამისა, კვლავ იკვეთება პირადი სივრცის დაცვისა და უზრუნველყოფის საჭიროება.
1046 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ბავშვის უფლებათა კომიტეტი. (2024). ბავშვის უფლებათა
კონვენციის დამატებით ოქმის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეტყობინების
პროცედურების შესახებ,
კომუნიკაცია № 144/2021. CRC/C/96/D/144/2021. ხელმისაწვდომია: <
https://bit.ly/4blkZ9R > [ბოლოს ნანახია: 27/02/25].
1043
334 |
აღნიშნულ
პროცესში,
მეურვეობა
მზრუნველობის
ორგანოს
გეგმის
შესაბამისად,
ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები წინასწარ უნდა შეხვედროდნენ ბავშვებს,
შეეფასებინათ მათი ემოციური მდგომარეობა, განემარტათ მიმდინარე პროცესების
შესახებ, რის შემდგომაც არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატებს შესაძლებლობა
ექნებოდათ
პროცედურების
გასაუბრებოდნენ
თაობაზე,
ბავშვებს,
კომპენსაციასთან
წარმომადგენლობის
განსასაზღვრად
დაკავშირებული
და
შემდგომი
1047
სამართლებრივი ღონისძიებების წარსამართად.
23.5.3. დედათა და ბავშვთა სახელმწიფო თავშესაფრების ბენეფიციართა უფლებრივი
მდგომარეობა
2024 წლის მდგომარეობით, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ქვეყანაში ფუნქციონირებდა 7 თავშესაფარი, რომლითაც
ისარგებლა 71 დედამ და 118 ბავშვმა, ხოლო საანგარიშო პერიოდში ჩარიცხულ პირთა
რაოდენობამ 66 შეადგინა.1048
ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ გამოწვევათაგან საყურადღებოა ბენეფიციართა პირადი
მოხმარების ნივთებით ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სერვისი სათანადოდ კვლავ ვერ უზრუნველყოფს ბიოლოგიური
ოჯახის გრძელვადიან მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სათანადო
მომზადებას. უცვლელად რჩება დამატებითი ადამიანური რესურსის, ძიძის კადრის
საჭიროება, რაც დედებს განათლების მიღებისა და დასაქმების უფრო მოქნილ და მეტ
შესაძლებლობას მისცემდა. საყურადღებო გამოწვევაა სერვისით მოსარგებლე დედების
მშობლის უნარ-ჩვევების გაძლიერება.
23.5.4. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა
გასული წლების მსგავსად, არაერთ მწვავე პრობლემასთანაა დაკავშირებული ქუჩაში
მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.
2024 წელს,
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“
ფარგლებში ჯამში ირიცხებოდა 163 არასრულწლოვანი, რომელთაგან 126-მა ისარგებლა
დღის ცენტრის, ხოლო 37-მა - სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით. საანგარიშო
წელს აღნიშნულ სერვისში ჩაირიცხა 54 ბავშვი, ხოლო პროგრამით მოსარგებლე 2
არასრულწლოვანი განთავსდა სახელმწიფო ზრუნვაში. ამასთანავე, ბავშვთა დახმარების
ცხელ ხაზზე - „111“ ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების შესახებ, 76 შეტყობინება
შევიდა, ხოლო მობილურმა ჯგუფებმა კონტაქტი დაამყარეს 412 ბავშვთან.1049
მოცემულ ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს იმის შეფასებას თუ რამდენად
ეფექტიანად, სრულყოფილად და ბავშვზე მორგებული ფორმით დაიწყო და მიმდინარეობს სრული
პროცესი.
1048 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
კორესპონდენცია №SCA 6 25 00240529 - 05/03/2025.
1049
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 5 25 00224111 - 05/03/2025.
1047
335 |
ცხრილი № 81050
ქვეპროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა
163
სულ
126
დღის ცენტრი
37
თავშესაფარი
0
„მიუსაფარ
ბავშვთა
261
168
314
229
93
85
50
100
150
2024 წელი
2023 წელი
თავშესაფრით
200
250
300
350
2022 წელი
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“
ფარგლებში,
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ჯამში ფუნქციონირებს 5 დღის ცენტრი და 4
თავშესაფარი. აქვე, დღის ცენტრებისა და თავშესაფრების რაოდენობის შემცირების
სამწუხარო ტენდენციის პარალელურად, აღსანიშნავია 2024 წელს ქუთაისში მეორე
მობილური ჯგუფის დამატება. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ აჭარის რეგიონში მწვავე
საჭიროების მიუხედავად, მიუსაფარი ბავშვებისთვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული
სადღეღამისო თავშესაფარი ჯერაც არ გახსნილა, აღარც დღის ცენტრი ფუნქციონირებს.
სახალხო დამცველის მოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კვლავ მწირია ქვეპროგრამის
რესურსები,
მნიშვნელოვანი
გამოწვევაა
ბავშვების
არასრულწლოვნებისა
თანამშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის საკითხი. იკვეთება
და
ფსიქიკური
ჯანმრთელობის, ადიქციის მართვისა და პრევენციის სერვისების დანერგვისა და
ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვების საჭიროებებზე მორგების აუცილებლობაც.
სადღეღამისო თავშესაფრით მოსარგებლე ბავშვების ნაწილი, თვეობით ან წლობით
ირიცხება აღნიშნულ სერვისში. შესაბამისად, ქვეპროგრამა იძენს ინსტიტუციურ ხასიათს
და ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, მაშინ, როდესაც მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამა
უნდა
უზრუნველყოფდეს
ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრანზიტული სერვისის მიწოდებას.
23.6 კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
გამოწვევად რჩება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში კანონთან
კონფლიქტში მყოფი ბავშვების ინფორმირებული მონაწილეობა და მათი დაცვის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 275, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <
https://bit.ly/3EXdB8x [ბოლოს ნანახია: 26/02/2025]; ასევე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 5 25 00224111 - 05/03/2025.
1050
336 |
გარანტიების ეფექტიანი დანერგვა. სახალხო დამცველის წინადადების1051 მიუხედავად,
ბავშვების მოწმის სტატუსით გამოკითხვისას ადვოკატის მონაწილეობა ამჟამადაც არ არის
სავალდებულო ხასიათის. ამით წარმოიშობა ისეთი შემთხვევების რისკები, როდესაც
ბავშვთან ადვოკატის ჩართვა, მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც ბავშვი უკვე
პირველადი, მოწმის სახით გამოკითხვისას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას
აღიარებს და ბრალი წარედგინება.1052
პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებში ბავშვის უფლებების, დაცვის მექანიზმებისა
და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შესახებ ბავშვზე მორგებული
მასალების სიმწირე და გარკვეულ შემთხვევებში, არარსებობა.
ცხრილი №9
ბავშვებისადმი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტისა
და განრიდებისა მონაცემები წლების მიხედვით
673
664
490
544
6
სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყება
განრიდება
2023
9
სისხლისსამართლებრივი დევნის
შეწყვეტა
2024
ქვეყანაში არ არსებობს ბავშვთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის პრევენციის ეფექტიანი
მექანიზმი, რომელიც მულტიდისციპლინური მიდგომით, განგრძობითად იმუშავებდა არა
მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ოჯახებთან და არასრულწლოვნის უახლოეს გარემოცვასთან.
ამ საკითხზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ოჯახების გაძლიერებაზე, მშობელთა
მხარდაჭერაზე, სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების
სიმწირე. ასევე, გამოწვევად რჩება ქვეყანაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კუთხით ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა, მონაცემთა შეგროვება
და ანალიზი, შემდგომ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პოლიტიკის განსაზღვრა და
კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება.
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 295, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <
https://bit.ly/3EXdB8x > [ბოლოს ნანახია: 26/02/2025].
1052 სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებრივი
მდგომარეობა“.
1051
337 |
▪
განიხილოს
საკანონმდებლო
ცვლილებები,
ბავშვის
მიმართ
სექსუალური
ძალადობის შესახებ არსებული სამართლებრივი რეგულირების საერთაშორისო
სტანდარტებთან მისასადაგებლად.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
შეიქმნას
დანაშაულის
პრევენციაზე
ორიენტირებული
უწყებათაშორისი
მექანიზმი, რომელიც შეიმუშავებს 14 წლამდე და სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ბავშვებისთვის დანაშაულის პრევენციის
სამოქმედო გეგმას;
▪
დაინერგოს ბავშვებთან ინტერდისციპლინური, განგრძობითი და ინდივიდუალურ
საჭიროებებზე ორიენტირებული ინტერვენციის სერვისი, რომელიც მიმართული
იქნება როგორც ბავშვებზე, ისე მათ ოჯახებსა და უახლოეს გარემოცვაზე, როგორც 14
წლამდე, ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული
ბავშვებისთვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
დაინერგოს და გაძლიერდეს ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის
დაძლევის და სარეაბილიტაციო მომსახურებები – შეიქმნას ბავშვზე მორგებული,
რეგიონული და თემზე დაფუძნებული სერვისები, მათ შორის, კრიზისული
ინტერვენციის, ადიქციის მართვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამები,
რაც იქნება მისაწვდომი, კონფიდენციალური და კულტურულად მგრძნობიარე,
ბავშვთა საჭიროებებზე სათანადოდ გადამზადებული სპეციალისტებით;
▪
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში,
აჭარის რეგიონში ამოქმედდეს 24-საათიანი თავშესაფარი და დღის ცენტრი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
გადამზადდნენ
საჯარო
სკოლების
ადმინისტრაციის
წარმომადგენლები
მასწავლებლები ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებისა და
და
მისი რეალიზების
თაობაზე, ასევე, ამ პროცესში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ
საგანმანათლებლო დაწესებულებათა როლის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
აწარმოოს
ბავშვთა
მიმართ
ძალადობის
შემთხვევების
შეტყობინებისა
და
გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკა, სისხლის სამართლის კოდექსის
მუხლების,
მიხედვით.
338 |
სავარაუდო
ძალადობაგანცდილი
ბავშვების
ასაკისა
და
სქესის
სსიპ
სახელმწიფო
ზრუნვისა
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს:
▪
გაიზარდოს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში დასაქმებული სოციალური
მუშაკებისა
და
ფსიქოლოგების
რაოდენობა.
ამასთან
ერთად,
დაინერგოს
პროფესიონალთა გადინების პრევენციის მექანიზმი;
▪
ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვებისთვის უზრუნველყოფილ იქნას
ოჯახურ გარემოსთან მიმსგავსებული საცხოვრებელი პირობები.
339 |
24. ხანდაზმულ პირთა უფლებები
მსოფლიოში დაბერების სწრაფი ტემპით მიმდინარეობის პარალელურად1053, სულ უფრო
იზრდება ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მნიშვნელობა,
შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატისთვის, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა,
წლებია, პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხია.
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
დაბერებასთან
დაკავშირებული
გამოწვევები
საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგში, ასევე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გაერო აქტიურად ეწევა ხანდაზმულთა
ღირსეული და ჯანსაღი დაბერების წინაშე არსებული საკითხების აქტუალიზაციას.
გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის (OEWG) სესიებზე1054 წლების
განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ხანდაზმულთა უფლებების ხელშეწყობის
მიზნით სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო მექანიზმის შექმნის თაობაზე. ამ
კუთხით, სამუშაო ჯგუფის საბოლოო, მე-14 სესია, გარდამტეხი მნიშვნელობის იყო.
სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების აქტიური
ადვოკატირების და დისკუსიების შედეგად, დაარსების შემდეგ პირველად, 2010 წელს,
OEWG-მ კონსენსუსის საფუძველზე მიიღო რეკომენდაციები, რითაც გაეროს წევრ
სახელმწიფოებს მოუწოდა განიხილონ - სხვა შესაძლებლობებთან ერთად - კონვენციის
მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს ხანდაზმულთათვის უფლებების აღიარებას და
რეალიზაციას.1055
ევროპის საბჭოს სოციალური ქარტიის, საქართველოს მიერ არარატიფიცირებულ მუხლებს
შორის კვლავ რჩება ხანდაზმულ პირთა სოციალური უზრუნველყოფის უფლება.1056
საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში,
გასულ წელთან შედარებით, 2024 წლის მონაცემებით, 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა.1057
რაოდენობის ზრდასთან ერთად, საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა
სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.1058 ამის
გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს
განეკუთვნებიან.
1053
გაეროს მოსახლეობის ფონდი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია:< http://bit.ly/3CqIKjT > [28.01.2025].
1054 გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსებული OEWG-ის მანდატია: შეაფასოს ხანდაზმულთათვის
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო, გამოავლინოს ხარვეზები და შეიმუშაოს ზომები ამ
ხარვეზების შესავსებად, ახალი ინსტრუმენტების მიზანშეწონილობის ჩათვლით.
1055 გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის (OEWG) მე-14 სესიის ანგარიში. ხელმისაწვდომია:
<https://bit.ly/40ZTizF> [28.01.2025].
1056 ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 23.
1057ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე:
<https://bit.ly/40I8yQs>[29.01.2025].
1058 სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრაცია ასაკის ნიშნით 2024 წლის მონაცემებით, 60+ მოსახლეობა - 28 434 ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/4aKKmBw>[03.02.2025].
340 |
24.1.ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებების მონიტორინგის გამოწვევები
სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში1059 მიუთითებდა, რომ
ხანდაზმულთა სადღეღამისო კერძო დაწესებულებებში არ ხორციელდებოდა სახელმწიფო
ზედამხედველობა, რის შედეგადაც, მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, მაღალია
უფლებების დარღვევის რისკი. ასევე, არ არსებობდა მათი საქმიანობის მარეგულირებელი
სამართლებრივი აქტი და არც სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური
სტანდარტების შესრულება იყო მათთვის სავალდებულო, რაც განაპირობებს ასეთ
დაწესებულებებში ხანდაზმულთა ზრუნვის თვითნებურად და არსებული რესურსების
ფარგლებში წარმართვას. საანგარიშო პერიოდში, ზემოაღნიშნული გამოწვევის მხრივ,
მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დრომდე არ შესრულებულა სახალხო დამცველის
რეკომენდაცია1060 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დახმარების
სააგენტოსთან
კოორდინაციით,
იმ
დაწესებულებების
პერიოდული
მონიტორინგისა
და
ზედამხედველობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომლებიც ფუნქციონირებენ
ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებით/თანადაფინანსებით.
სახალხო
დამცველის აპარატისთვის გასულ
წელს
ცნობილი გახდა კერძო
დაწესებულებებში ხანდაზმულთა სავარაუდო უფლებების დარღვევის ორი ფაქტის
შესახებ. თუმცა, სახალხო დამცველის მიმართვაზე, როგორც, სსიპ ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან,1061 ისე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსგან1062 გვეცნობა, რომ მოკლებულნი
არიან
შესაძლებლობას განახორციელონ მონიტორინგი, შეაფასონ ორგანიზაციის საქმიანობის
სტანდარტებთან შესაბამისობა და ხანდაზმულებისათვის მიწოდებული მომსახურების
ხარისხი ხანდაზმულთა იმ კერძო დაწესებულებებში, რომელიც „სოციალური
რეაბილიტაციისა
და
ბავშვზე
ზრუნვის
სახელმწიფო
პროგრამის“
„სათემო
ორგანიზაციებში
მომსახურებით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“
ფარგლებში
დარეგისტრირებული არ არის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციად და
ხანდაზმული პირები სერვისს პირადი/კერძო დაფინანსებით იღებენ. ეს ფაქტი კიდევ
ერთხელ ადასტურებს ხანდაზმულთა კერძო დაწესებულებების რეგულირების და
ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის საჭიროებას.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატისთვის საანგარიშო პერიოდში ცნობილი გახდა,
რომ ქვეყანაში არსებობს ე. წ. პალიატიური ჰოსპისები (სადაც ძირითადად თვითმოვლის
უნარის არმქონე პირები, მათ შორის, ხანდაზმულები იმყოფებიან). აპარატს ეცნობა ერთერთ ასეთ ადგილას შესაძლო უფლებადარღვევების თაობაზე. საკითხის მოკვლევის
შედეგად დადგინდა, რომ ამ ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს სახელმწიფო არ
1059 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3WMoe4d> [31.02.2025].
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
2022
წლის
ანგარიში.
გვ.
282
ხელმისაწვდომია:
<http://bit.ly/40Kktxb>[03.01.2025].
1061 წერილი №SCA 0 25 00069308, 23.01.2025წ.
1062 წერილი MOH 52500118107, 03.02.2025წ.
1060
341 |
ატარებს, კერძოდ, ვინაიდან პალიატიური ჰოსპისი არ წარმოადგენს სამედიცინო ან/და
ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას, სსიპ სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას,
კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ზემოაღნიშნული დაწესებულება.1063 შესაბამისად,
ხანდაზმულთა კერძო დაწესებულებების მსგავსად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის
დაწესებულებების
სათანადო
რეგულირება/ზედამხედველობა
შესაძლო
უფლებადარღვევების თავიდან ასარიდებლად, გამოსავლენად და მათზე რეაგირების
მიზნით.
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული პანსიონატებისა
და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები1064 ასევე ავლენს მრავალ
მნიშვნელოვან ხარვეზს მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის კუთხით, კერძო
დაწესებულებებში ასეთი მონიტორინგის ჩატარება კიდევ უფრო საჭიროა, რადგან
ზემოაღნიშნული დაწესებულებებისგან განსხვავებით, კერძო დაწესებულებებში
დადგენილი სტანდარტების დაუცველად ხდება ზრუნვის სერვისის მიწოდება და
მინდობილია
პერსონალისა
და
დაწესებულების
ხელმძღვანელობის
კეთილსინდისიერებაზე, რაც ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის დამატებით რისკებს
წარმოშობს. გარდა ამისა, რადგან საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების გარეშე
მოქმედ კერძო თუ სხვა სახის ხანდაზმულთა დაწესებულებებში მაღალი მოწყვლადობის
ხანდაზმულები ხვდებიან, შესაბამისად, რეზიდენტულ დაწესებულებებში მათი
უფლებების დარღვევის პოტენციურად მაღალი რისკების გამო, საკითხის მიმართ ჩნდება
საჯარო ინტერესის საფუძველი და ამ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებზე
ზედამხედველობის სახელმწიფო მექანიზმების გავრცელების საჭიროებაც.1065
სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია, როგორც რეგულირების და
მონიტორინგის სისტემის არქონა, ასევე, ისიც, რომ სახელმწიფო არ აგროვებს ამ
დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას, ვინაიდან სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს დაწესებულებები
დარეგისტრირებულები არ არიან სერვის-პროვაიდერ ორგანიზაციებად.1066 შესაბამისად, არ
არსებობს დოკუმენტური მონაცემები რეგულირების გარეშე მოქმედი დაწესებულებების,
მათი ტიპების, მომსახურებების და იქ განთავსებულ ბენეფიციართა რაოდენობის
შესახებ.1067
1063 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 18. 07.2024 წ. წერილი REG
4 24 00772846.
1064 ხანდაზმულთა დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომი ანგარიში, 2022, თბილისი,
ხელმისაწვდომია: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2022112212420949871.pdf > [13.02.2025]; აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის და იმერეთის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის
დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომი ანგარიში, 2021, თბილისი, ხელმისაწვდომია:
<https://www.ombudsman.ge/res/docs/2022042015574993801.pdf> [13.02.2025].
1065 “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულთა რეზიდენტული
დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია”. ა. დათეშიძე.
1066 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს წერილი №SCA 5 25 00147531, 10.02.2025 წ.
1067 “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულთა რეზიდენტული
დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია”. ა. დათეშიძე.
342 |
24.2.ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა
• ძალადობა სადღეღამისო დაწესებულებებში
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებებში
ჩატარებული შემოწმებებისა და გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად,
გამოვლინდა ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებებში ხანდაზმულთა მიმართ
შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რამაც გამოკვეთა
სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან საკითხის შეფასების საჭიროება. ეს საკითხი
აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, კერძოდ, 2023 წელს ხანდაზმულ პირთა
უფლებების საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა „ხანდაზმულ ადამიანებზე
ძალადობისა და მათი უგულებელყოფის შესახებ” ანგარიში მოამზადა.1068 ანგარიშში
გამოკვლეულია ძალადობის სხვადასხვა გამოვლინება ხანდაზმულ ასაკში და
განხილულია პრევენციისა და დაცვის ზომები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხანდაზმულთა მიმართ ძალადობას და
შეურაცხყოფას განმარტავს „სათანადო ქმედების განუხორციელებლობის ერთჯერად ან
განმეორებით შემთხვევებად, რომლებიც ხანდაზმულ პირს აყენებს ზიანს და რასაც
ადგილი აქვს იმგვარ ურთიერთობებში, სადაც არის ნდობის მოლოდინი“.1069 ხანდაზმულთა
მიმართ ძალადობა შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმით - ფიზიკური,
სიტყვიერი, ფსიქოლოგიური/ემოციური, სექსუალური და ფინანსური. ძალადობა ასევე
შეიძლება გამოიხატებოდეს უგულებელყოფაში.
ძალადობა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმებით.1070 აქვე, უნდა
აღინიშნოს, რომ ძალადობის გავრცელებული ფორმაა ხანდაზმულთა უგულებელყოფა, რაც
გულისხმობს ხანდაზმულის ძირითადი საჭიროებების, როგორიცაა საკვების, წყლის,
თავშესაფრის, ტანსაცმლის, ჰიგიენის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების
გაუთვალისწინებლობას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობაში ხანდაზმულ პირთა
უგულებელყოფის შესაბამისი რეგულირება არ არსებობს.
ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში ხანდაზმულთა მომსახურების ერთ-ერთი
მინიმალური სტანდარტია ხანდაზმულთა ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა.
კერძოდ,
„სადღეღამისო
სპეციალიზებულ
დაწესებულებებში
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური
1068 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3WIg3FS> [30.01.2025].
იხ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გლობალური პასუხი ხანდაზმულთა ძალადობასა და
უგულებელყოფაზე: პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარება პრობლემასთან
გასამკლავებლად მსოფლიოში: მთავარი ანგარიში (ჟენევა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2008)
<https://bit.ly/4aNcELF>[31.01.2025].
1070 მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 126-ე მუხლი, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც
დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი; 1261 მუხლი, ოჯახში ძალადობა, 1443-ე მუხლი პირის დამცირება ან იძულება,
არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ,
ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
1069
343 |
სტანდარტების“1071 მე-10 სტანდარტის მიხედვით, ყველა ბენეფიციარი დაცული უნდა იყოს
ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური,
ეკონომიკური) და იძულებისაგან. ამასთანავე, მათ უნდა ჰქონდეთ მომსახურებით
სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა.
ადმინისტრაცია უნდა აწარმოებდეს სპეციალურ ჟურნალს, სადაც აღნუსხული იქნება
ძალადობის ყველა ფაქტი, განცხადება და მათ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები.
ბენეფიციარებს
უნდა
მიეწოდებოდეთ
ინდივიდუალურ
საჭიროებებსა
და
შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის დროსაც მომსახურების
მიმღები დაცულია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა
მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის,
ჯანმრთელობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციისგან, ასევე, მიკერძოებული ან
უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება თავი იჩინოს
მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან
სხვა პირისგან. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი სრულად იყოს
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან ინფორმირებული ბენეფიციარის
ძალადობასთან დაკავშირებული წარსული გამოცდილების (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2021, 2022, 2023 წლებში ჩატარებული
მონიტორინგების შედეგების გაანალიზების და განზოგადების შედეგად, გამოვლინდა,
რომ
•
•
•
ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებების უმეტეს ნაწილში არ იყო
უზრუნველყოფილი
,,სადღეღამისო
სპეციალიზებულ
დაწესებულებებში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების
მინიმალური სტანდარტების’’, მათ შორის, ძალადობის სტანდარტის აღსრულება
სერვისის მიმწოდებლები ვერ ასრულებენ ბენეფიციარების ძალადობისაგან
დაცვის ვალდებულებას. სათანადოდ არ ხორციელდება ძალადობის გამოვლენის,
შეფასებისა და საჭირო რეაგირების ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა,
ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ფარული იყოს, რაც შეუძლებელს ხდის მის
გამოვლენას
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემას წარმოადგენს ხანდაზმულთა ზრუნვის
პროცესში ჩართული პირების გადამზადება ძალადობის ფაქტის აღმოჩენისა თუ
მართვის თაობაზე. დაწესებულებების მომვლელებს და პერსონალს, ძირითად
შემთხვევაში, არ აქვთ გავლილი მომზადება ხანდაზმულთა ზრუნვის, სტრესის,
რთული ქცევისა და ძალადობის მართვის საკითხებში. შედეგად, ვერ
უმკლავდებიან ბენეფიციარების რთულ და ძალადობრივ ქცევას, ვერ ახდენენ
ფაქტების სამედიცინო და სამართლებრივ შეფასებას და შემთხვევის სათანადოდ
პროტოკოლირებას. ისინი უმეტესად „გამშველებლის“ პოზიციაში იმყოფებიან,
ზოგჯერ, კი თავადვე ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.
1071 სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და
ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანება.
344 |
•
ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობა
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის
ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გვხვდება და საზოგადოების ყველა ფენას
მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობითი ხასიათი და
სპეციფიკური ბუნება, რადგან ჩადენილია ოჯახის წევრის ან წევრების მიერ ოჯახის სხვა
წევრის/ების მიმართ.1072 როგორც ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაეროს
დამოუკიდებელი ექსპერტი მიუთითებს, ზოგადად ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში
ძალადობის შემთხვევები ხშირია და ოჯახის ინსტიტუტის განუზომლად მაღალი
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
ძალადობის
შემთხვევების
უმეტესი
ნაწილი
1073
გამოუვლენელია.
სწორედ ამიტომ, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ფაქტების
დროული გამოვლენა, ოჯახში ძალადობის თავიდან არიდება და ძალადობის მსხვერპლ
ხანდაზმულ პირთა რეაბილიტაცია ხანდაზმულთა დაცვისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისას, საჭიროების
შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად და ძალადობის განმეორების
თავიდან ასაცილებლად, გამოიცემა შემაკავებელი ორდერი, რომლით განსაზღვრული
პირობების დარღვევის შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოჯახში ძალადობის
ფაქტებზე
გამოცემული
შემაკავებელი
ორდერების,
როგორც
გამოყენებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების, სტატისტიკის მიხედვით,1074 2024 წლის
განმავლობაში, 61+ ასაკის 298 მამრობითი და 860 მდედრობითი მსხვერპლია
გამოვლენილი, ამასთანავე, 21 მდედრობითი 61+ ასაკის მსხვერპლია გამოვლენილი სქესის
ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკით.
რეკომენდაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
ხანდაზმულთა 24-საათიანი მომსახურების განმახორციელებელი ყველა ტიპის
დაწესებულებითვის
(მიუხედავად
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
და
საკუთრების ფორმისა) მომსახურების მინიმალური სტანდარტების დადგენის და
აღნიშნული სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი
მექანიზმის შექმნის მიზნით მოამზადოს საკანონმდებლო წინადადება და
წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
1072 შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი: <https://bit.ly/3Q4yoZY>[04.02.2025].
1073 ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში
„ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის შესახებ”, 2018 წ. <https://bit.ly/4hJR3Ge>
[04.02.2025].
1074 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/42G3D51>[04.02.2025].
345 |
25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია
25.1. შესავალი
წინამდებარე თავში მიმოხილულია 2024 წელს ეროვნული უმცირესობების დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული რიგი გამოწვევები, რომლებიც,
სამწუხაროდ, წლებია, არ კარგავს აქტუალობას. მიგნებები, რომლებსაც წარმოგიდგენთ,
ეყრდნობა,
ერთი
მხრივ,
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
შესაბამისი
დაწესებულებებისგან მიღებული, 2024 წლის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის
ანალიზს, მეორე მხრივ კი, სამი რეგიონის 15 მუნიციპალიტეტში1075 სკოლამდელი აღზრდის,
ზოგადი განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ორ პენიტენციურ1076
დაწესებულებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარებულ
შეხვედრებს.
ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები
კვლავ ის უმთავრესი საკითხებია, რომლებიც არაერთი მიმართულებით აბრკოლებთ
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს.
სამწუხაროდ, 2023 წლისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა იმ
სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებების რიცხვი, სადაც
ბილინგვური განათლების პროგრამა მოქმედებს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2024
წელსაც გაგრძელდა სახელმწიფო ენის სწავლების გასაუმჯობესებლად რიგი სასწავლო
რესურსების განახლება და ბილინგვური განათლების სპეციალისტების გადამზადება.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სრული სამოქალაქო ინტეგრაციის
მისაღწევად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენის სწავლება გაძლიერდეს როგორც
სკოლამდელი განათლების, ისე ზოგადი განათლების ეტაპზე. ასევე, აუცილებელია
გაიზარდოს ბილინგვური განათლების დანერგვის გეოგრაფიული არეალი, შემუშავდეს
საჭირო ორენოვანი სახელმძღვანელოები და სხვ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს სახელმწიფო ენის
სწავლების იმ პროგრამას, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის
ხელმისაწვდომი და რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების
სკოლა
უზრუნველყოფს.
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენელთა ინფორმირება ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებთან და სხვა საჯარო სერვისებთან, ისე
ხელმისაწვდომ მედიაპროდუქტებთან დაკავშირებით.
1075 მარნეულის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის
მუნიციპალიტეტი,
წალკის
მუნიციპალიტეტი,
თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტი,
რუსთავის
მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ახალციხის
მუნიციპალიტეტი,
ასპინძის
მუნიციპალიტეტი,
თელავის
მუნიციპალიტეტი,
საგარეჯოს
მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.
1076 №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; №8
პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
346 |
ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად, ასევე
მნიშვნელოვანია მათი კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია.1077 თუმცა, სამწუხაროდ,
სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით
განხორციელებული ღონისძიებების რიცხვი კვლავ დაბალია. კვლავ პრობლემურია
ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მნიშვნელობის შენობანაგებობების მდგომარეობა, რომლებიც მრავალი წელია საჭიროებენ გამაგრებით და
სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მათ შორის, საგულისხმოა აზერბაიჯანული დრამატული
თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, არც 2024 წელს განხორციელებულა. თუმცა,
ამ ნაწილში დადებითად უნდა აღინიშნოს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის
სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამშენებლო სამუშაოების
დასრულება.1078 ასევე საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო
დამცველის რეკომენდაცია კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და თემთა შორის
დიალოგის გასაძლიერებლად გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
25.2. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა
25.2.1. საკონსულტაციო მექანიზმები
საგულისხმოა, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია, რომლის
წევრი, სხვა არაერთ ქვეყანასთან ერთად, საქართველოცაა, წევრ სახელმწიფოებს ქვეყნის
პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლების ეფექტიანი მონაწილეობისათვის სათანადო
პირობების შექმნას ავალდებულებს. ეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და
უმრავლესობას შორის რეალური თანასწორობის წახალისებას გულისხმობს.1079 ამ მიზნით
ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი პლატფორმა, რომელთანაც ხელისუფლება
ვალდებული იქნება გაიაროს კონსულტაცია ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ
პირთათვის საჭირბოროტო საკითხებზე. აუცილებელია ასეთ საკონსულტაციო მექანიზმს
ნათლად განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსი და მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა
ჰქონდეს. საკონსულტაციო ორგანოსთან თანამშრომლობის, კონსულტაციის ვალდებულება
კანონმდებლობაში უნდა იყოს გაწერილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი
ჩართულობა კი, რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს.1080 საკონსულტაციო ორგანოები
„მრჩეველთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სტაბილური, მდგრადი,
გრძელვადიანი საბაზო დაფინანსება, რაც აუცილებელია ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა
კულტურისა და იდენტობის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის, მათ შორის, მოსახერხებელი შენობის
გამოყოფის გზით და განსაკუთრებული აქცენტით რიცხობრივად პატარა უმცირესობებზე“ (ეროვნულ
უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ,
მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს), ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summaryge/1680b08a33 >, გვ. 12.
1078 მიმდინარეობს თეატრის დიდი და მცირე სცენების და დარბაზების აღჭურვის პროცესი (საქართველოს
კულტურის სამინისტროს 2025 წლის 6 თებერვლის წერილი N00004984).
1079 ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) განმარტებითი
ბარათი, სტრასბურგი, 1995, პარა. 80.
1080 ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა
კომიტეტი, საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში, 2019, პარა. 133.
1077
347 |
სამთავრობო ორგანოებსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის
დიალოგის მთავარ არხად უნდა ჩამოყალიბდეს.1081
პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო
მექანიზმების ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის არის
სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი წუხილი და ინტერესები.
მაგალითისათვის, მისასალმებელია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ
ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობა. რეგიონულ დონეზე ასევე
მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციებთან ჩამოყალიბებული საკონსულტაციო (სათათბირო) საბჭოების
საქმიანობა, რომლებიც შეხვედრების ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა საკითხს
ეთნიკურ
უმცირესობათა
თემების
ინსტიტუციურად
გასაძლიერებლად,
მათი
პოლიტიკური
ჩართულობის
გასაზრდელად
და
სამოქალაქო
მონაწილეობის
გასაუმჯობესებლად, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან სდევს შესაბამისი ადვოკატირება.
მართალია, ზემოაღნიშნული დადებითი გამოცდილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ
საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, მოქმედი საკონსულტაციო მექანიზმები ეროვნული
უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის
მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საკონსულტაციო ორგანოებთან
თანამშრომლობის, კონსულტაციის ვალდებულება კანონმდებლობაში გაწერილი არ არის.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკონსულტაციო ორგანოების ჩართულობა
რეგულარულ ხასიათს არ ატარებს და სხვ. შესაბამისად, საკონსულტაციო მექანიზმების
საქმიანობას საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
უმაღლეს ორგანოსთან ინსტიტუციონალიზებული დიალოგის ფორმა არ აქვს, და,
შესაბამისად, მექანიზმების გასაძლიერებლად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკონსულტაციო
მექანიზმების
გაძლიერებისკენ
მოუწოდებს
საქართველოს
ხელისუფლებას გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტიც,
საქართველოს მეცხრე და მეათე გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების შეფასების
საფუძველზე გამოცემულ დასკვნაში.1082 საგულისხმოა, რომ 2024 წლის 7 თებერვალს
საქართველოს შესახებ მიღებულ მოსაზრებაში ეროვნულ უმცირეობათა დაცვის ჩარჩო
კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, მკაფიოდ განსაზღვროს
სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, ასევე ადგილობრივი
საკონსულტაციო საბჭოების როლი და უფლებამოსილებანი, და სავალდებულო გახადოს ამ
საბჭოებთან კონსულტაცია.1083
ლუნდის რეკომენდაციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების
ქმედით მონაწილეობასთან დაკავშირებით და განმარტებითი ბარათი, 1999, პარა. 12.
1082 UN Human Rights Committee, Concluding observations on the combined ninth and tenth periodic reports of Georgia,
13 December 2022, para. 12.
1083 ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს
შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summaryge/1680b08a33 >, გვ. 13.
1081
348 |
25.2.2. ეროვნული უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა
გასული წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა არ აწარმოებს სტატისტიკას საჯარო
სამსახურში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის
შესახებ.1084
მართალია,
ეროვნული
უმცირესობებით
მჭიდროდ
დასახლებულ
მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეების ეთნიკური მიკუთვნებულობის შესახებ
ინფორმაციის შეგროვების გარკვეული პრაქტიკა არსებობს, თუმცა ცენტრალურ დონეზე
ამგვარი მონაცემები არ გროვდება. ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეთა ეთნიკური
წარმომავლობის შესახებ მონაცემების შეგროვების ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და
სანდო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია ეროვნული
უმცირესობების ჩართულობის ხარისხის შესასწავლად.1085 საგულისხმოა, რომ ეროვნულ
უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა 2024 წლის 7 თებერვალს
საქართველოს შესახებ გამოცემულ მოსაზრებაში ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდა,
მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტის შესაბამისად შეაგროვონ დისეგრეგირებული
მონაცემები ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით დასაქმების კუთხით.1086
სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში
(სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა)
ეროვნული უმცირესობები კვლავ ძალიან იშვიათად, ან/და ძირითადად არ არიან
წარმოდგენილნი. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოს
მეხუთე პერიოდული ანგარიშის შეფასების საფუძველზე გაცემულ დასკვნაშიც არის
მითითებული.1087
გასული წლების მსგავსად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
თვითმმართველობებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის მაჩვენებელი
კვლავ დაბალია. ეროვნული უმცირესობების პროპორციული წარმომადგენლობის
დაცულობის თვალსაზრისით გამონაკლისია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.1088
სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები კვლავ ვლინდება ეროვნული უმცირესობებით
1084 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2025 წლის 14 თებერვლის წერილი № GOV 8 25 00003813.
1085 „ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შეფასება საჯარო სამსახურში“, პი ემ სი კვლევითი ცენტრი,
2022, 5, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/z7syu8 > [ბოლოს ნანახია 02.03.2025].
1086
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს
შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summaryge/1680b08a33 >, გვ. 13.
1087 UN Human Rights Committee, Concluding observations on the fifth periodic report of Georgia, 13 September 2022,
para. 51.
1088 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების 93% ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენელია (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 30 იანვრის წერილი №1221222503022).
349 |
დასახლებულ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ახალციხის,1089 ბოლნისისა1090 და
დმანისის1091 მუნიციპალიტეტებში.
რაც შეეხება ეროვნული უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკას, 2024 წელს
ეროვნული უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის კონკრეტული პროგრამები არ
განხორციელებულა. ქვეყანაში მოქმედებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამა,1092 რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ქვეპროგრამა, რომელიც
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ამ
ქვეპროგრამის ბენეფიციარებად, მათ შორის, განსაზღვრულნი არიან ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში
სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების საჭიროებებზე აქცენტი არ კეთდება. ამ
საჭიროებებში, მათ შორის, მოიაზრება ენობრივი ბარიერის კუთხით არსებული
გამოწვევების აღმოფხვრა, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შრომით
ბაზარზე კონკურენტუნარიანობაზე ახდენს გავლენას.
მართალია, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა,
ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აძლევს ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობას,
თუმცა, ეს პროგრამა ვერ უზრუნველყოფს პროფესიის სახელმწიფო ენაზე დაუფლების
შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შრომით
ბაზარზე კონკურენტუნარიანობაზე ახდენს გავლენას. ეროვნული უმცირესობების
დასაქმების ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გადაიდგას ნაბიჯები
სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, და მეორე მხრივ,
დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ ინფორმაციის უკეთ მისაწოდებლად. 2024
წელს, ამ სერვისების შესახებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების
ინფორმირების მიზნით გარკვეული აქტივობები განხორციელდა, თუმცა არასაკმარისი
რაოდენობით, და აქვე, აღსანიშნავია აქტივობების განხორციელების შეზღუდული
გეოგრაფიული არეალი. მისასალმებელია, რომ რუსთავისა და ახალციხის რეგიონულ
სერვისცენტრებში დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებები სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზეა
ხელმისაწვდომი.
სახალხო
დამცველის
აპარატისთვის
მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, დასახელებულ სერვისცენტრებში დასაქმებულნი არიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 13%-ია ეროვნული
უმცირესობის წარმომადგენელი (ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 14 თებერვლის წერილი №121225045154), მაშინ, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 35.2% ეროვნული უმცირესობის
წარმომადგენელია.
1090 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 14%-ია ეროვნული
უმცირესობის წარმომადგენელი (ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 თებერვლის წერილი
№106-10625051108), მაშინ, როცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 69.1% ეროვნული
უმცირესობის წარმომადგენელია.
1091
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 24%-ია ეროვნული
უმცირესობის წარმომადგენელი (დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 31 იანვრის წერილი
№108-1082503167), მაშინ, როცა დმანისის მუნიციპალიტეტის 66.9% ეროვნული უმცირესობის
წარმომადგენელია.
1092 „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილება №46.
1089
350 |
კონსულტანტები ეროვნული უმცირესობების თემიდან, რომლებიც საჭიროების
შემთხვევაში მშობლიურ ენაზე უწევენ მოსახლეობას კონსულტირებას. მათ მშობლიურ
ენაზე მიეწოდებათ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა ვებპორტალზე - worknet.gov.ge
რეგისტრაციაში დახმარება და პროფილირება, ინდივიდუალური კონსულტაცია, კარიერის
დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო კურსის
შერჩევა.1093
ამასთანავე, ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის (ე.წ. 1+4 პროგრამის) ბენეფიციარებისთვის საჯარო სამსახურებში
გათვალისწინებულია სტაჟირება. მისასალმებელია, რომ 2024 წლიდან საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა.1094 თუმცა, სამწუხაროდ,
1+4 სტაჟირების პროგრამის ეფექტიანობა შეზღუდულია, ვინაიდან სტაჟირების
მოთხოვნები მიმღები დაწესებულებების მიმართ მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული.
მონაწილეებისთვის ასევე არ არის განსაზღვრული სტაჟირების მოსალოდნელი შედეგები.
დანერგილი არ არის შეფასების ინსტრუმენტები. საგულისხმოა ისიც, რომ სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიის 2023-2024 წლების
სამოქმედო გეგმით აქტივობის სახით განსაზღვრული იყო ე.წ. 1+4 საგანმანათლებლო
პროგრამის შედეგების კვლევა და კვლევის ანგარიშის მომზადება, რომლის შესრულების
ვადად 2023 წლის მეოთხე კვარტალი იყო განსაზღვრული. მართალია, სამოქმედო გეგმის
ფარგლებში დაიწყო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების
წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საშეღავათო პოლიტიკის (ე.წ. „1+4 ქართული ენის
საგანმანათლებლო პროგრამისა“ და „1+4 სტაჟირების პროგრამის“) შედეგებისა და
ზეგავლენის შესწავლა პროგრამების ბენეფიციართა დასაქმებისა და შესაძლებლობების
განვითარების თვალსაზრისით,1095 თუმცა, კვლევა ჯერაც არ დასრულებულა.
მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს დაწყებული კვლევა დროულად და ეფექტიანად
დასრულდეს და მომზადდეს კვლევის ანგარიში.
25.3. წვდომა საჯარო სერვისებზე
სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, საჯარო სერვისებზე ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენელთა წვდომა კვლავ დაკავშირებულია ისეთ დაბრკოლებებთან,
როგორებიცაა ენობრივი ბარიერი, მომსახურების გამწევ დაწესებულებებში მათი
მშობლიური ენის მცოდნე პირების არასაკმარისი რაოდენობა და ფინანსური ბარიერი.
კვლავ უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ეროვნული ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე
სახელმწიფო პროგრამებისა და საჯარო სერვისების შესახებ სათანადო ინფორმირება.
ასევე პრობლემურია ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალური პროგრამების თაობაზეც,
თუმცა კი, ეს პროგრამები სწორედ ბენეფიციართა ჯანმრთელობისა და ცხოვრების
ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე პრობლემურია სოფლის მეურნეობის
მხარდამჭერ პროგრამებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომის
საკითხიც. კერძოდ, ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე, ეროვნული უმცირესობების
1093 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2025 წლის 14 თებერვლის წერილი № GOV 8 25 00003813.
1094 იქვე.
1095
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2025 წლის 14 თებერვლის წერილი № GOV 8 25 00003813.
351 |
წარმომადგენლები ვერ ახერხებენ განაცხადის ქართულ ენაზე მომზადებას, რაც აფერხებს
მათ სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობას.
ეროვნული
უმცირესობებით
ყველაზე
კომპაქტურად
დასახლებული
6
1096
1097
მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ დმანისისა
და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტების
ვებგვერდები ითარგმნება ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე. რაც შეეხება
სოციალურ ქსელებს, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაცია მხოლოდ
ახალქალაქის,1098 ნინოწმინდის1099 მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ ქსელში
თავსდება.
დადებითი სიახლეა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ 2024 წელს ეროვნული
უმცირესობების ენებზე 35 საკანონმდებლო აქტის თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება.
მათგან 26 ითარგმნა აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ხოლო 9 აფხაზურ, ოსურ და სომხურ ენებზე.1100
ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების ნაწილში
მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი ფლობს
ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენას (აზერბაიჯანულ ან სომხურ ენას), თუმცა
ზოგადი ტენდენციის სახით ვლინდება, რომ ენის ბარიერი ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენლებთან
კომუნიკაციისას
მნიშვნელოვან
წინაღობებს
ჰქმნის.
მაგალითისათვის, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ პაციენტებთან კომუნიკაციის მიზნით ხშირად
უსაფრთხოების
დაცვის
თანამშრომლის
რესურსსაც
კი
იყენებენ.
თელავის
მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში კი, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ სამედიცინო დაწესებულებების
თანამშრომლებმა არ იციან აზერბაიჯანული ენა, შესაბამისად, უჭირთ ეროვნულ
უმცირესობებთან
კომუნიკაცია.
შედარებით
უკეთესი
ვითარებაა
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში. ამ მუნიციპალიტეტში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების
თანამშრომლების განმარტებით, მათთან დასაქმებულნი არიან აზერბაიჯანულენოვანი
თანამშრომლები, მათ შორის, პრაქტიკანტები და ექიმები და, რადგან, ყოველდღიურ
ცვლაში, სულ მცირე, 3-4 აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე პირი იმყოფება, მათთვის
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლებთან
კომუნიკაციაც
ნაკლებად
პრობლემურია.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე
მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ენის ბარიერის აღმოფხვრასთან ერთად,
1096 ვებგვერდი ითარგმნება აზერბაიჯანულ ენაზე.
1097 ვებგვერდი ითარგმნება სომხურ ენაზე.
სომხურ ენაზე (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 12 თებერვლის წერილი №1161162504370).
1099
სომხურ ენაზე (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 30 იანვრის წერილი №1221222503022).
1100 სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2025 წლის 18 თებერვლის წერილი №15/გ-63.
1098
352 |
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების აღმოფხვრა, რომლებიც უკავშირდება
ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ინფორმირებას. თავის მხრივ, ინფორმაციული
ბარიერები უშუალოდ არის დაკავშირებული ენის ბარიერთან, ვინაიდან, ჯანმრთელობის
დაცვის სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაცია, სამედიცინო პერსონალისა თუ
მოსახლეობისთვის მიწოდებული საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, ჩატარებული
საინფორმაციო შეხვედრები თუ ტრენინგები, ძირითადად მხოლოდ ქართულ ენაზეა
ხელმისაწვდომი.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ არაერთი მუნიციპალიტეტის მერიისგან
გამოთხოვილი ინფორმაციით ვლინდება, რომ იმ მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც კი,
რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებთან დაკავშირებული გარკვეული
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარების გამოცდილება, პრობლემურია მათი
არარეგულარული ხასიათი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის მოცვა და ასევე ვიწრო
გეოგრაფიული არეალი. ინფორმირების ნაკლებობა, მათ შორის, ვლინდება, ერთი მხრივ,
ზოგადად მისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ ინფორმაციის
არქონაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმაზე ინფორმირების ნაკლებობაშიც, თუ ჯანმრთელობის
დაცვის რომელი სერვისი ფინანსდება სახელმწიფო ან მუნიციპალურ დონეზე და სხვ.
25.4. განათლების უფლება
25.4.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება
სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ ბილინგვური განათლება ეროვნულ
უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია.
სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიესალმა იმ ფაქტს, რომ, 2022
წელთან შედარებით, 14-ით გაიზარდა იმ სკოლამდელი დაწესებულებების რიცხვი, სადაც
ბილინგვური სწავლების მოდელია დანერგილი. თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი
დინამიკა საანგარიშო პერიოდში არ გაგრძელებულა. კერძოდ, არ გაზრდილა იმ
სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ამგვარი მოდელია დანერგილი. 2024
წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში არის 65 არაქართულენოვანი
ჯგუფებით დაკომპლექტებული საჯარო სკოლამდელი დაწესებულება, რომელთაგან
ბილინგვური პროგრამა მხოლოდ 34 ბაღში ხორციელდება.1101
2024 წელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულმა
შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა
გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა, რაც, მათ
შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტითაც არის გამოწვეული.
ადრეული და სკოლამდელი განათლების კონტექსტში ასევე პრობლემურია შესაბამისი
დაწესებულებების ტერიტორიული მისაწვდომობა. ამაზე მიანიშნებს ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ნაწილში ბაღების არარსებობა.
მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობით
1101 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
353 |
დასახლებულ 39 სოფელსა და დაბაში მხოლოდ 1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
ფუნქციონირებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ სოფლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ არის. წალკის
მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ ერთი
საბავშვო ბაღი და ორი შერეული ბაღი ფუნქციონირებს.1102 რაც შეეხება კახეთის რეგიონს,
საანგარიშო პერიოდში ეთნიკურად დასახლებულ პუნქტებში ჯამში მხოლოდ 18 საბავშვო
ბაღი ფუნქციონირებდა,1103 რაც კახეთის რეგიონში ეროვნული უმცირესობებით
დასახლებული ტერიტორიული ერთეულების რაოდენობას არ შეესაბამება.
25.4.2. ზოგადი განათლება
სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2023
წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სასწავლო დაწესებულებების რიცხვი, სადაც
დანერგილია ბილინგვური სწავლება.1104 კერძოდ, 2023-2024 სასწავლო წლისთვის
პროგრამაში ჩართული იყო 184 საჯარო სკოლა,1105 მაშინ, როცა 2022-2023 სასწავლო წელს ამ
პროგრამაში ჩართული სკოლების რიცხვი 41-ს შეადგენდა.1106 მაგრამ, საგულისხმოა, რომ
2024-2025 სასწავლო წელს დადებითი დინამიკა არ შენარჩუნებულა. კერძოდ, 2024-2025
სასწავლო წელს ბილინგვური განათლების მოდელში ჩართულია 169 საჯარო სკოლა.1107 ამ
ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით,
საქართველოში ჯამში 290 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია.1108
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა
და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში
ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი
გამოწვევა გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლების პრაქტიკა, რაც, მათ შორის,
შესაბამისი კადრების დეფიციტით არის გამოწვეული. სკოლების მიხედვით
განსხვავებულია კონსულტანტი მასწავლებლებისა და ბილინგვური განათლების
სპეციალისტების დასაქმების პრაქტიკა. გამოწვევად რჩება წვდომა მასწავლებლის და
მოსწავლის ორენოვან სახელმძღვანელოებზე, ორენოვანი დამხმარე რესურსების
შემუშავება და სხვ.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან გასაუბრებისას, როგორც ბილინგვური
განათლების სპეციალისტები, ისე იმ საგნის პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ისინი
ორენოვან გაკვეთილს ატარებენ, აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბილინგვური
ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2025 წლის 14 თებერვლის
წერილი №01/146.
1103 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2025 წლის 13 თებერვლის წერილი
№01/101.
1104 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, 311.
1105 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 26 თებერვლის
წერილი № MED 1 24 0000210043.
1106 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის 3 თებერვლის წერილი
№1230000119028).
1107 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1108 იქვე.
1102
354 |
განათლების არსი, მიღწევის გზა და სხვა თავისებურებები არა მხოლოდ ბილინგვური
განათლების სპეციალისტებისთვის იყოს ამომწურავად ხელმისაწვდომი, არამედ სხვა
პედაგოგებისთვისაც. მასწავლებლების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ, მართალია,
ბილინგვური განათლების სპეციალისტები ყოველკვირეულად იღებენ შესაბამის
ინსტრუქციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და უტარდებათ ყოველკვირეული
ქოუჩინგი, თუმცა, საგნის პედაგოგებს, რომლებთან ერთადაც ბილინგვური განათლების
სპეციალისტები ატარებენ გაკვეთილებს, არ აქვთ არანაირი პლატფორმა სასწავლო
პროცესთან დაკავშირებით უკუკავშირისთვის ან კითხვებზე პასუხის მისაღებად.
ბილინგვური სწავლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია უმეტეს
შემთხვევებში მხოლოდ ერთჯერადად, სკოლის დირექტორის მხრიდან მიეწოდათ.
მართალია,
ბილინგვური
განათლების
სპეციალისტები
საგნის
პედაგოგებთან
თანამშრომლობენ და მათ საჭირო ინფორმაციასაც აწვდიან, თუმცა, სასწავლო პროცესის
მოქნილობისა და უფრო მეტი ეფექტიანობისათვის, მნიშვნელოვანია საგნის პედაგოგებს
ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც ბილინგვური განათლების სპეციალისტის, ისე
თავიანთი როლის შესახებ და ა.შ. ამის საჭიროება კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ
მასწავლებლების შემთხვევაში, რომლებიც ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას, ან
უჭირთ კომუნიკაცია და, ამავე დროს, ბილინგვური განათლების სპეციალისტი არ ფლობს
ეთნიკური უმცირესობის ენას.
როგორც აღინიშნა, სკოლებში სხვადასხვა რაოდენობის ბლინგვური განათლების
სპეციალისტია1109 დასაქმებული. კერძოდ, საანგარიშო პერიოდისთვის 169 სკოლაში,
რომელიც ბილინგვური განათლების პროგრამაშია ჩართული, ჯამში 323 ბილინგვური
განათლების სპეციალისტია დასაქმებული.1110 არის ისეთი სკოლები, რომლებიც, მართალია,
ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში, თუმცა, საანგარიშო პერიოდში
ბილინგვური განათლების სპეციალისტი დასაქმებული არ ყოფილა და ეს შტატი
ვაკანტური იყო. ჯამში იმ 169 სკოლიდან, რომელიც საანგარიშო პერიოდში ბილინგვური
განათლების პროგრამაში იყო ჩართული, ბილინგვური განათლების სპეციალისტის შტატი
ვაკანტური იყო 14 სკოლაში.1111
ბილინგვური განათლების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები მოიაზრებს: შესაბამისი საგნის
სტანდარტის რევიზიის პროცესში მონაწილეობა (ბილინგვური პერსპექტივიდან); სტანდარტების
მოთხოვნების შესაბამისი საგნობრივი რესურსების შექმნა; თითოეული სასწავლო ერთეულისთვის
საგნობრივი ცნებების, საკითხების, დავალებების, აქტივობების, სავარჯიშოების, დამხმარე რესურსების
(ტექსტები, ვიდეოები, ილუსტრაციები და სხვ.) და შეფასების ინსტრუმენტების განსაზღვრა (სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 29 იანვრის წერილი № MES
1 24 0000081209).
1110 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1111 მაგ., ასეთია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №2 (აზერბაიჯანულენოვანი სკოლა),
ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლა (აზერბაიჯანულენოვანი), დმანისის
მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლა (აზერბაიჯანულენოვანი), წალკის
მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლა (აზერბაიჯანულენოვანი), ქალაქ მარნეულის №4
საჯარო სკოლა (რუსულენოვანი), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლა
(სომხურენოვანი), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლა (სომხურენოვანი)
და სხვ. (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13
თებერვლის წერილი № MES 2 25 0000149).
1109
355 |
არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში ქართული ენის სწავლების ხელშესაწყობად,
ბილინგვური განათლების სპეციალისტების საქმიანობასთან ერთად, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
კონსულტანტი
მასწავლებლების1112
როლიც.
კონსულტანტი
მასწავლებლის
ფუნქცია,
აგრეთვე
მოიცავს
ქართულენოვანი
არაფორმალური
აქტივობების განხორციელებას. 2024 წელს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და
კახეთის რეგიონებში მივლენილი იყო1113 ჯამში 144 კონსულტანტი მასწავლებელი.1114 წინა
წლების მსგავსად, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში
მივლენილი მასწავლებლების რაოდენობრივ მაჩვენებელთა დინამიკა თანაფარდობაში არ
არის ამ რეგიონების არაქართულენოვან სკოლებთან/სექტორებთან. მაგალითად,
საგულისხმოა, რომ 2024 წელს, კახეთის რეგიონის მხოლოდ 3 სკოლაში იყვნენ
მივლენილნი1115 კონსულტანტი მასწავლებლები, თუმცა რეგიონში 14 არაქართულენოვანი
სკოლა/სექტორია.1116 რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, ამ რეგიონში კონსულტანტი
მასწავლებლები მხოლოდ 33 სკოლაში იყვნენ მივლენილნი,1117 მაშინ, როცა რეგიონში 108
არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია.1118 ქვემო ქართლში კონსულტანტი მასწავლებლები
89 სკოლაში იყვნენ მივლენილნი,1119 მაშინ როცა რეგიონში 138 არაქართულენოვანი
სკოლა/სექტორია.1120 უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ბილინგვური განათლების
სპეციალისტების დეფიციტის ფონზე (მაგალითად, არის სკოლები, სადაც მუშაობს
მხოლოდ 1 ბილინგვური განათლების სპეციალისტი), კონსულტანტი მასწავლებლების
კონსულტანტ-მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები მოიაზრებს შემდეგს: ასწავლოს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი; ხელი შეუწყოს არაფორმალურ სწავლებას (სკოლაში
საგნობრივი წრის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო
პროექტების განხორციელება, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება),
დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მასწავლებლებს და იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე და სხვ.
(სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 29 იანვრის წერილი
№ MES 1 24 0000081209).
1113
კონსულტანტ-მასწავლებლების მივლენა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება.
ქვეპროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების
პროცესის ხელშეწყობა; ასევე, არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა
პროფესიული განვითარება და სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერების
გზით და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება (სსიპ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 29 იანვრის წერილი № MES 1 24 0000081209).
1114 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1115
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 9 25 0000145610.
1116 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1117 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 9 25 0000145610.
1118 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1119 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 9 25 0000145610.
1120 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1112
356 |
საქმიანობა
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
გამოწვევაა
მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო რესურსების სიმწირე.
კონსულტანტი
საგულისხმოა, რომ ამჯერად ბილინგვური განათლების მიდგომა დაწყებით საფეხურზე
ხუთ საგანში ინერგება (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება, სახვითი
ხელოვნება და ჩვენი საქართველო). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2024 წელს ამ საგნებში სასწავლო რესურსები განახლდა, ასევე შემუშავდა
მეთოდიკური გზამკვლევი, შეფასების რუბრიკები.1121 თუმცა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა,
რომ ბილინგვური სახელმძღვანელოები, მათ შორის, მასწავლებელთა ორენოვანი დამხმარე
სახელმძღვანელოები, ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლებისთვის
ხუთივე საგანში ხელმისაწვდომი არ არის.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლისა
და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში
ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში, ბილინგვური განათლების კონტექსტში
მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისით. ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა კრიტიკული მოსაზრებები
გამოთქვეს შემუშავებულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. მასწავლებლები
სახელმძღვანელოების გამარტივების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. დამატებით, ასევე
აღნიშნავდნენ, რომ ორენოვანი საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, რადგანაც
საგაკვეთილო დროის გაყოფა უწევთ ბილინგვური განათლების სპეციალისტებთან,
ზოგიერთ შემთხვევაში, სასწავლო რესურსის სირთულის გამოც, ხშირად ეროვნული
სასწავლო პროგრამის გავლას ვერ ასწრებენ წლის განმავლობაში, რაც, მათი შეფასებით,
მოსწავლეებში ამცირებს საგნის ცოდნის ხარისხს.
ზოგადი განათლების კონტექსტში, დამატებით აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, გასული
წლების მსგავსად, კვლავ პრობლემურია საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და
რუსულენოვანი
სკოლებისთვის
მშობლიური
ენისა
და
ლიტერატურის
სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის
საქართველოში
გამოცემული
სახელმძღვანელოებით
წარმართვის
საკითხი.
აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები საქართველოს
აზერბაიჯანისგან გადმოეცემა საჩუქრად, ხოლო სომხური ენისა და ლიტერატურის
სახელმძღვანელოები - სომხეთისგან.
სკოლების საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის
მნიშვნელობასთან ერთად, ასევე საგულისხმოა, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის
სახელმძღვანელოები ზოგიერთ შემთხვევაში მოძველებულია, რამდენიმე წლის წინ არის
გამოშვებული. აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მართალია,
მოძველებული არ არის, თუმცა, როგორც ამ საგნის პედაგოგები აღნიშნავენ, სწავლებისას
პრობლემები წარმოიქმნება აზერბაიჯანის განსხვავებული განათლების სისტემის
ჭრილში. კერძოდ, პირველი კლასის სახელმძღვანელო ანბანით არ იწყება, რადგან,
1121 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
357 |
საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში მოსწავლეები პირველ კლასამდე წინარე
მოსამზადებელ პერიოდს გადიან. რაც შეეხება რუსული ენისა და ლიტერატურის წიგნებს,
ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია ამ საგნის წლების წინ მოსკოვში გამოშვებული
წიგნებით სწავლების პრაქტიკა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ამავე საგნის პედაგოგების
მითითებით, ისინი იყენებენ რუსული ენის, როგორც მეორე უცხო ენის შემსწავლელ
სახელმძღვანელოს.
25.4.3. მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება
მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირსობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება.
მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული,
უდიური,
ასურული
და
ქურთული/ყურმანჯი)
სასკოლო
გრიფირებული
სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება, გასული
წლების მსგავსად, კვლავ სისტემური პრობლემაა.
25.4.4. სახელმწიფო ენის სწავლება
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მეხუთე პერიოდული
ანგარიშის შეფასების საფუძველზე გამოცემულ დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად,
მითითებულია
ქართული
ენის
სწავლების
გაძლიერების
მნიშვნელობაზე,
განსაკუთრებით უმცირესობათა იმ ჯგუფებში, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ენის
შესწავლაზე ან ცხოვრობენ მოშორებულ სოფლებში.1122
საგულისხმოა, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების
სკოლა ახორციელებს ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას. ენის
შესწავლა ხელმისაწვდომია როგორც ოთხ რეგიონში მდებარე 12 რეგიონულ ცენტრში,1123
ისე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მობილური ჯგუფების საშუალებით1124 ან
ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში.1125
მისასალმებელია, რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ჯგუფი 36 ახალ
ლოკაციაზე დაემატა.1126 მიუხედავად ამისა, მობილური ჯგუფების გეოგრაფიული არეალი
1122 UN Human Rights Committee, Concluding observations on the fifth periodic report of Georgia, 13 September 2022,
para. 51.
1123 რეგიონული ცენტრები მდებარეობს: ახალქალაქში, ბოლნისში, გარდაბანში, ლამბალოში, დმანისში,
წალკაში, მარნეულში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხში, ახმეტაში, ახალციხესა და ქუთაისში (სსიპ ზურაბ
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2025 წლის 11 თებერვლის წერილი № MES 8
25 0000131614).
1124 მობილური ჯგუფები იქმნება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ბენეფიციართა მომართვიანობის
საფუძველზე. მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის ბენეფიციართა აუცილებელი მინიმალური
რაოდენობაა 5 მსმენელი. ბენეფიციართა უფრო მცირე რაოდენობის შემთხვევაში, სკოლა ითვალისწინებს
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხს თუ რამდენად შესაძლებელია მათთვის მომსახურების
გაწევა უახლოესი რეგიონული სასწავლო ცენტრის ან მობილური ჯგუფის მეშვეობით. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მობილური ჯგუფი ფორმირდება მინიმუმ 3 მსმენელის პირობებში. (სსიპ ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2025 წლის 11 თებერვლის წერილი N MES 8 25
0000131614).
1125 (სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2025 წლის 11 თებერვლის
წერილი N MES 8 25 0000131614).
1126 იქვე.
358 |
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებს
სრულად კვლავ არ მოიცავს. 2024 წელს, 2023 წლის მსგავსად, მობილური ჯგუფების
საშუალებით სახელმწიფო ენა არ ისწავლებოდა თელავისა1127 და თეთრიწყაროს1128
მუნიციპალიტეტებში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მობილური
ჯგუფები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მხოლოდ რამდენიმე
სოფელში იყო მივლენილი.
მართალია, მობილური ჯგუფები ბენეფიციართა მოთხოვნით იქმნება, მაგრამ საამისოდ,
მათი
მოქმედების
გეოგრაფიული
არეალის
გასაზრდელად,
მნიშვნელოვანია
საზოგადოებას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აქტიურად და ინტენსიურად მიეწოდებოდეს. ის, რომ
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტებისა და
სოფლების ნაწილში მოსახლეობას მობილური ჯგუფების საშუალებით სახელმწიფო ენის
შესწავლის
სურვილი
არ
გამოუთქვამს,
შესაძლოა,
სწორედ
არასაკმარისი
ინფორმირებულობით აიხსნებოდეს. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის
მიზნით, მართალია, გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, თუმცა, 2024 წლის მონაცემების
საფუძველზე იკვეთება,1129 რომ მწირია როგორც ამ აქტივობების რიცხვი, ისე მათი
განხორციელების გეოგრაფიული არეალი.
ამასთანავე, 2024 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვემო ქართლის, სამცხეჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში განხორციელებული ვიზიტებიდანაც ირკვევა, რომ,
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებული მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მოსახლეობის ნაწილი სსიპ ზურაბ
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობისა და
შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო იმ
შემთხვევებში, სადაც მოსახლეობის ნაწილმა იცოდა სკოლის რეგიონული ცენტრების
შესახებ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ენის მობილური ჯგუფების საშუალებით სწავლის
შესაძლებლობაზე ინფორმაცია არ ჰქონია.
25.4.5. უმაღლესი განათლება
2024 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი
და ოსური ენის ტესტის საფუძველზე ჯამში 1483 აბიტურიენტი ჩაირიცხა.1130 მათგან
თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 721 ადამიანია, მათი 12.8% აზერბაიჯანელია.
(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო
აღწერის ძირითადი შედეგები, გვ. 149-150).
1128 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 21 127 ადამიანია, მათი 7.3% აზერბაიჯანელია, ხოლო
ასევე 7.3% - სომეხი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, გვ. 333 – 334).
1129 სსიპ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2025 წლის 11 თებერვლის
წერილი № MES 8 25 0000131614).
1130 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის
წერილი № MES 2 25 0000149.
1127
359 |
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სომხურენოვანი ტესტით ჩაირიცხა 423
აბიტურიენტი, აზერბაიჯანულენოვანი ტესტით - 1055, ხოლო ოსური ენის ტესტით - 5. 1483
აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი 26%-მა მოიპოვა. ეს მაჩვენებელი 2023
წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.1131 მისასალმებელია, რომ 2024 წელს
გაორმაგდა
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე
ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველი
წლების განმავლობაში გასცემდა რეკომენდაციას. ამ დადებითი სიახლის შედეგად
დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია, სტუდენტების
დასაფინანსებლად თანხის გამოყოფისა და გაზრდის პრაქტიკა მომდევნო სასწავლო
წლებშიც შენარჩუნდეს.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით,
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ, 2023 წლის მსგავსად, 2024 წელს სახალხო დამცველის
აპარატის თანამშრომლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში
ჩატარებულმა შეხვედრებმა ამჯერადაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს პროგრამაზე
ჩარიცხვის გზებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელი და სავალდებულო არ
არის
აბიტურიენტებს
დამთავრებული
ჰქონდეთ
აზერბაიჯანულენოვანი
ან
სომხურენოვანი სკოლა/სექტორი, საზოგადოების ნაწილს ამ საკითხთან დაკავშირებით
მცდარი ინფორმაცია აქვს. მათი აზრით, ქართულენოვან სკოლაში/სექტორში სწავლის
შემთხვევაში, აბიტურიენტები ამ პროგრამაზე ჩარიცხვას ვერ შეძლებენ.1132 ეს, როგორც
აზერბაიჯანულენოვან, ისე სომხურენოვან თემში, ამ პროგრამის შესახებ ცნობიერების
ამაღლებისკენ მიმართული მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს.
25.5. მედიის ხელმისაწვდომობა
2024 წელს, წინა წლების მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს
პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბე 21:00 საათზე“, სინქრონულ
თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, რომლის ნახვა ტელევიზორის მეშვეობით
არის შესაძლებელი.1133 გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანულ და
სომხურ ენებზე ყოველდღიურად ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამზადებს, რომლებიც
პირველი არხის ვებვერდზეა ხელმისაწვდომი. ამასთანავე, ეს საინფორმაციო გამოშვებები
ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს უსასყიდლოდ
გადაეცემა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის წარმოებული
პროდუქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადადგმული ნაბიჯების
2023 წელს 1628 აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი მხოლოდ 12%-მა მოიპოვა
(საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, 317).
1132 ამაზე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში, „ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე
ხელმისაწვდომობის შესწავლა“, 2022, გვ. 55.
1133 21:00 საათიანი „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სინქრონული თარგმანი და, შესაბამისად,
ამ საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ყურება სეტ-ტოპ ბოქსების, ასევე, ენის შეცვლის
ფუნქციის მქონე ტელევიზორების მეშვეობით არის შესაძლებელი.
1131
360 |
მიუხედავად, მისი პოპულარიზაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მედიის
ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის,
მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისათვის, რადგან მედია
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის
გავრცელებაში. შესაბამისად, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ზუსტი
მედიაპროდუქტის ხელმისაწვდომობა და ამ პროდუქტის თაობაზე ცნობადობის
მაქსიმალურად უზრუნველყოფა ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ პროცესებში
აქტიური
და
ეფექტიანი
ჩართულობისთვის
კრიტიკულად
აუცილებელია.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით გაწეული საქმიანობა იყოს განგრძობადი და სისტემური.
აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ
ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების
ფარგლებში გამოვლინდა, მოსახლეობის ნაწილისთვის ინფორმაცია საზოგადოებრივი
მაუწყებლის შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ან მთლიანად უცნობია ან
მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ,
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაუწიოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარ
საინფორმაციო და ანალიტიკურ გამოშვებებს პოპულარიზაცია, რაც, მათ შორის,
გულისხმობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ როგორ
შეძლონ 21:00-იანი მოამბის სინქრონული თარგმანის ნახვა, ასევე, რა ტიპის საინფორმაციო
თუ ანალიტიკური გამოშვებებია ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის
ვებგვერდზე და ა.შ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა
განაგრძოს
რეგიონულ
ტელევიზიებთან
თანამშრომლობა,
რაც
მომზადებული პროდუქტის მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ამის
პარალელურად, აუცილებელია, სხვა საქმიანობებთან ერთად, რეგიონულ ტელევიზიებთან
თანამშრომლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობების პოპულარიზაციის
მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამომწურავი
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ტიპის სატელევიზიო
პროდუქტი გადაეცემათ რეგიონულ მაუწყებლებს უსასყიდლოდ.
25.6. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი
მდგომარეობა
ის პატიმრები, რომლებიც საკმარისად არ ფლობენ ქართულ ენას, პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებისას განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში არიან.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოთხოვილი
ინფორმაციიდან ვლინდება, რომ დაწესებულებებში არაერთი პატიმარია, რომელთა
მშობლიური ენა არ არის ქართული და რომლებიც საკომუნიკაციო დონეზეც კი არ ფლობენ
სახელმწიფო ენას.1134 ენობრივი ბარიერი მათ ხელს უშლით სრულყოფილად ისარგებლონ
1134 მაგ., 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო
171 ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული, აქედან მხოლოდ 48
ბრალდებული/მსჯავრდებული ფლობდა ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე (№2 პენიტენციური
დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36570/01). №14 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ
განთავსებული იყო 89 მსჯავრდებული, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული. მათგან ქართული
ენა საკომუნიკაციო დონეზე იცის მხოლოდ 26-მა მსჯავრდებულმა (№14 პენიტენციური დაწესებულების
361 |
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებით. კერძოდ, ენობრივი ბარიერი
პატიმრებს, მათ შორის, აფერხებთ ინფორმაცია მიიღონ საკუთარი უფლებამოვალეობების, გასაჩივრების მექანიზმის, დისციპლინური სამართალწარმოების წესების,
სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზების, სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ
და ა.შ.
საგულისხმოა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შტატით არ არის დასაქმებული
თარჯიმანი. თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამის
კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში
პენიტენციურ დაწესებულებას ემსახურება სხვადასხვა ენის თარჯიმანი.1135 პენიტენციური
კოდექსი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში შეუძლია პატიმარს სათარჯიმნო
მომსახურების
მოთხოვნა
მაგალითისათვის,
საჩივრის
შეტანისას
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, არ
ესმის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებით1136 და სხვ.1137 დამატებით თარჯიმნის მომსახურების მოთხოვნის
შესაძლებლობის შესახებ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებშია გაწერილი.1138
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში
განხორციელებული ვიზიტებიდან ვლინდება, რომ პატიმრებისთვის თარჯიმნის
მომსახურების სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უცნობია.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში (კორპუსების სართულებზე,
სატელეფონო საუბრების ოთახებში და ა.შ.) რამდენიმე ენაზე, მათ შორის, სომხურად და
აზერბაიჯანულად არის გამოკრული ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და
მოვალეობების შესახებ, ასევე ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების1139 ცხელი
ხაზის ნომრები. მართალია, პატიმრებისთვის ამ ინფორმაციის ამ სახით მიწოდება
მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე აუცილებელია იგი მათ ბუკლეტების სახითაც გადაეცეთ.
2025 წლის 6 თებერვლის წერილი №33706/01). №15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ მსჯავრდებულთა
რაოდენობა, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული შეადგენდა 140-ს, მათგან საკომუნიკაციო
დონეზე ქართული ენა იცოდა 30 მსჯავრდებულმა (№15 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10
თებერვლის წერილი №36874/01). №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო 428
მსჯავრდებული, რომელთა მშობლიური ენაც არ იყო ქართული და მათგან, მინიმუმ, საკომუნიკაციო
დონეზე ქართულ ენას ფლობდა 305 მსჯავრდებული (№17 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 6
თებერვლის წერილი №33810/01) და ა.შ.
1135 №2 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36570/01.
1136 საქართველოს პენიტენციური კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
1137
დაწესებულებაში მიღების დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით,
მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა
მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური
პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის
მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები (საქართველოს პენიტენციური კოდექსის 47-ე მუხლის მე-5
ნაწილი, ასევე 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებულ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ არ
ესმის სამართალწარმოების ენა (საქართველოს პენიტენციური კოდექსის 73-ე მუხლი) და სხვ.
1138 მაგ., №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების 34.1 ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ
საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
1139 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის.
362 |
სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია პატიმრებისთვის ბუკლეტების სახით ყველა პენიტენციურ
დაწესებულებაში ხელმისაწვდომი არ არის. №8 პენიტენციურ დაწესებულებაშიც კი,
სადაც, მართალია, დაწესებულების შემთხვევის ადმინისტრატორებმა, ბუკლეტი
პატიმართა უფლება-მოვალეოებების შესახებ, 10 სხვადასხვა ენაზე წარმოადგინეს, იგი არ
მოიპოვებოდა არც დაწესებულების ბიბლიოთეკაში და არც გამოკითხულ პატიმრებს
ჰქონდათ.1140
პატიმრების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიღმა, ზოგიერთ
პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე ენაზე თარგმნილი სხვა დოკუმენტებიც არის
ხელმისაწვდომი. მაგალითად, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში აზერბაიჯანულ ენაზე
ხელმისაწვდომია მაღაზიის მენიუ, პატიმრის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები,
დისციპლინური
სამართალწარმოების
წესები
და
სხვ.1141
№8
პენიტენციურ
დაწესებულებაში შემუშავებული და დაბეჭდილია რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და
სამედიცინო მომსახურების შესახებ ბროშურები „მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და
რესოციალიზაცია, მომსახურებები“, რომლებიც ქართულის გარდა ხუთ ენაზე, მათ შორის,
აზერბაიჯანულად და სომხურად არის ხელმისაწვდომი.1142 ანალოგიური ბროშურა
ხელმისაწვდომია №15 პენიტენციურ დაწესებულებაშიც.1143 მაგრამ ამგვარი მაგალითები,
სამწუხაროდ, გამონაკლისია და პენიტენციური დაწესებულებების უმეტესობაში
ზემოხსენებული ინფორმაცია პატიმრებისთვის ამ ფორმით ხელმისაწვდომი არ არის. ამ
ნაწილში დამატებით აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების განმარტებით,
ბრალდებულებს/მსჯავდებულებს, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, სარეაბილიტაციო
აქტივობების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოციალური მუშაკის მიერ, თარჯიმნის
მეშვეობით ზეპირსიტყვიერად მიეწოდებათ.1144 თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის
მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პატიმრების ნაწილი ან საერთოდ არ ფლობს
ინფორმაციას შესაძლო სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ, ან სრულყოფილად არ აქვს
ამ საკითხზე ინფორმაცია.
პატიმრებისთვის ენობრივი და თანმდევი ინფორმაციული ბარიერების აღმოფხვრის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზა ქართული ენის შემსწავლელი კურსების პოპულარიზაციაა.
2024 წლის განმავლობაში №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ქართული ენის
შემსწავლელი კურსი 6-მა მსჯავრდებულმა გაიარა.1145 ასევე საგულისხმოა, რომ 2025 წლის
თებერვლის მონაცემებით, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ქართული ენის
შემსწავლელი კურსი ამჟამადაც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 13 მსჯავრდებული.1146
სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში საანგარიშო პერიოდში ქართული ენის
შემსწავლელი კურსი არ მიმდინარეობდა. მართალია, სასწავლო პროგრამაში ჩართვა
1140 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის №8 პენიტენციურ
დაწესებულებაში ვიზიტის შემდგომი ანგარიში, 2024, გვ. 23.
1141 №2 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36570/01.
1142 №8 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36660/01.
1143 №15 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36874/01.
1144 №5 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36548/01; №3 პენიტენციური
დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №37053/01; 8)5)
№14
პენიტენციური
დაწესებულების 2025 წლის 6 თებერვლის წერილი №33706/01.
1145 №2 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 10 თებერვლის წერილი №36570/01.
1146 №16 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 13 თებერვლის წერილი №40811/30.
363 |
მსჯავრდებულის საჭიროების განსაზღვრის და მისი სურვილის გათვალისწინებით
ხდება,1147 თუმცა ქართული ენის ცოდნის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია პატიმრებს
ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე
პერიოდულად მიეწოდებოდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ინფორმირების სხვა
ისეთი ზოგადი ფორმებით, როგორებიცაა ინფორმაციის საცხოვრებელი კორპუსების
კედლებზე გამოკვრა, ბუკლეტების დამზადება და გავრცელება და სხვ.
ზემოაღნიშნულის გარდა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების
უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია თითოეულ პენიტენციურ
დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს ინტერეთნიკური კონფლიქტების თავიდან
აცილების გეგმა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
▪
2025-2026 სასწავლო წლისთვის გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების,
ასევე ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა;
▪
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენელი
სამუშაოს
მაძიებლების
კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად განახორციელოს მათ სპეციფიკურ
საჭიროებებზე მორგებული აქტივობები;
▪
ეროვნული უმცირესობებისთვის, აღმასრულებელი ხელისულების დონეზე შექმნას
ეფექტიანი ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი, რომელსაც
ექნება ნათლად განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსი, მდგრადი ფინანსური
მხარდაჭერა და რომელთან კონსულტაციის ვალდებულებაც კანონმდებლობაში
იქნება გაწერილი;
▪
მიიღოს სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ
უმცირესობათა
საბჭოსთან
კონსულტაციის
ვალდებულება
ისეთი
გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც, შესაძლოა, ეროვნული უმცირესობების
უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ახდენდეს გავლენას;
▪
შემუშავდეს გრძელვადიანი გეგმა კონფლიქტის გამოცდილების მქონე
მუნიციპალიტეტებში ინტერეთნიკური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და
თემთა შორის დიალოგის გასაძლიერებლად;
▪
აწარმოოს
სტატისტიკა
საჯარო
სამსახურში
დასაქმებული
ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ, სტატისტიკის წარმოების
მეთოდოლოგიაში გაითვალისწინოს თვითიდენტიფიკაციის, ნებაყოფლობითობის
და ანონიმურობის პრინციპები.
1147 №12 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 12 თებერვლის წერილი №39770/27.
364 |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების დაფარვის
არეალი;
▪
იმ სკოლებში, სადაც სწავლა მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების ენაზე,
დაინერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი; შემუშავდეს ბილინგვური
სწავლებისთვის
საჭირო
სასკოლო
სახელმძღვანელოები;
მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები;
▪
საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა
და
ამ
საგნებში
სასწავლო
პროცესის
საქართველოში
გამოცემული
სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების
გატარება;
▪
უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური,
ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი)
სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, პედაგოგთა
გადამზადება;
▪
ბილინგვური
პროგრამების
პოპულარიზაციის
მიზნით,
განახორციელოს
სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით;
საქართველოს კულტურის მინისტრს:
▪
ადგილობრივ
თვითმმართველობებთან
თანამშრომლობით,
ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა
და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების
საქმიანობას, აღდგენასა და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას;
▪
უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეუდგეს ამ ძეგლების
კონსერვაციას ან/და რესტავრაციას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო
შეხვედრების ჩატარების გზით, რეგულარულად, სამედიცინო პერსონალის
მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს მათი ინფორმირება სახელმწიფოში
მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის თითოეული სერვისის შესახებ;
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო
შეხვედრების ჩატარების გზით, რეგულარულად, ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს საყოველთაო
365 |
ჯანდაცვის პროგრამის შესახებ, ასევე, ვაქცინაციასთან (მათ შორის, გეგმურ და
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან) და „დაავადებათა
ადრეული
გამოვლენისა
და
სკრინინგის“
სახელმწიფო
პროგრამასთან
დაკავშირებული ინფორმაციის პოპულარიზაცია.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას:
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში
უზრუნველყოს
სახელმწიფო
ენის
სწავლების
პროგრამის
პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის,
მობილური ჯგუფების საქმიანობის გეოგრაფიული არეალი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს:
▪
ცენტრის
საქმიანობის
გეოგრაფიული
არეალისა
და
ცენტრის
მიერ
უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლების
რაოდენობა გაიზარდოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
ყველა ტერიტორიულ ერთეულში.
საზოგადოებრივ მაუწყებელს:
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში
გააძლიეროს
ეროვნული
უმცირესობების
ენებზე
მთავარი
საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების პოპულარიზაცია აუდიტორიის
გასაზრდელად;
▪
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ
ერთეულში ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული
მედიაპროდუქტების
(მათ
შორის,
ეთნიკური
უმცირესობების
ენებზე
მომზადებული მედიაპროდუქტების) ხელმისაწვდომობას ტრანსლაციის ყველა
არსებული საშუალებით, აგრეთვე უზრუნველყოს ამ საქმიანობის პოპულარიზაცია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს:
▪
მკაფიოდ განსაზღვროს მიმღები დაწესებულებების მიმართ 1+4 სტაჟირების
პროგრამის მოთხოვნები, ასევე, პროგრამის მონაწილეებისათვის სტაჟირების
მოსალოდნელი
შედეგები,
დანერგოს
შეფასების
ინსტრუმენტები
და
ახალგაზრდების უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს:
▪
366 |
უზუნველყონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრებისთვის
ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ
ენაზე (სომხურად, აზერბაიჯანულად) მიწოდება ინდივიდუალურად - სომხურ ან
აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული ბუკლეტების გადაცემით, ასევე ამგვარი
შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
გამოიკრას პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე;
▪
სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმოს პატიმრის მიმართ მოსამსახურეთა
მოპყრობის წესები, პატიმრის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის
წესები,
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
საფუძვლები
და
სახეები,
დისციპლინური
სამართალწარმოების
წესები,
ასევე
რეაბილიტაციარესოციალიზაციისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია;
თარგმნილი
ინფორმაცია
განთავსდეს
პენიტენციური
დაწესებულებების
ბიბლიოთეკაში, გამოიკრას დაწესებულების კორპუსის სართულებზე, გასეირნების
სივრცეებთან, შეხვედრის ადგილას, სატელეფონო საუბრების ოთახებში;
▪
პატიმრის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, პატიმრის მიერ ინფორმაციის
მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის
საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, პატიმრის
უფლება-მოვალეობები, ასევე რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და სამედიცინო
მომსახურების შესახებ ინფორმაცია მომზადდეს ბუკლეტების სახით სომხურ და
აზერბაიჯანულ ენაზე და გადაეცეს ყველა იმ პატიმარს, რომლისთვისაც სომხური
და აზერბაიჯანული არის საკომუნიკაციო ენა და რომელიც არ ფლობს/სათანადოდ
არ ფლობს ქართულ ენას;
▪
შემუშავდეს
გრძელვადიანი
გეგმა
პატიმრებს
კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
შორის
ინტერეთნიკური
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, საგარეჯოს,
ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის,
თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს:
▪
უზრუნველყონ სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების
ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა
ტერიტორიულ ერთეულში.
საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის,
თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს:
▪
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხის და საქმიანობის
ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის,
არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და
მიწოდება;
▪
უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების
გვერდებზე
განთავსებული
ინფორმაციის
მისაწვდომობა
ეროვნული
უმცირესობების მშობლიურ ენაზე;
▪
უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული საზოგადოებრივი ინტერესის
შემცველი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის
მუნიციპალური პროგრამების) მისაწვდომობა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები
ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენაზე.
367 |
26. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი
მდგომარეობა
2024 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 299 172 იძულებით გადაადგილებული
პირი და
96 130 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 48 640
ოჯახი
1148
გრძელვადიანად არის განსახლებული,
43 792 ოჯახს კი გრძელვადიანი განსახლების
1149
სხვადასხვა პროგრამის
ფარგლებში შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით
უზრუნველყოფის მოთხოვნით. ხოლო, 385 ოჯახზე გაცემულია ადმინისტრაციული
დაპირება, პირველივე შესაძლებლობისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფის
თაობაზე.1150 საანგარიშო წელს მცირედით შემცირდა გრძელვადიანად განსახლებული
ოჯახების რაოდენობა,1151 საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წელს არცერთი ე.წ. ნგრევადი
ობიექტი არ დახურულა. ამასთანავე, 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილმა დევნილთა
მასშტაბური განსახლების ვადამ, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში 2026
წლამდე გადაიწია. ასევე, არ შეცვლილა დევნილი ოჯახებისათვის გათვალისწინებული
ქირის ოდენობა - 300 ლარი. კვლავაც გამოწვევად რჩება ე.წ. სოფლად სახლის განსახლების
პროგრამაში ჩასართავად გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.
26.1. დევნილთა განსახლება
საანგარიშო პერიოდში გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში
სულ 2022 ოჯახი განსახლდა,1152 ხოლო ქირით უზრუნველყოფილი იყო 1 176 ოჯახი.1153
ქირისათვის გამოყოფილი 300 ლარიანი თანხის სიმცირეზე საქართველოს სახალხო
1148სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 24
იანვრის № IDP 2 25 00076289 წერილი.
1149 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 21
იანვრის № IDP 7 25 00057311 წერილის მიხედვით, 35 347 ოჯახს მიმართული აქვს ახალაშენებულ ან/და
რეაბილიტირებულ შენობებში განსახლების მოთხოვნით, ხოლო, 8 445 ოჯახს ე.წ. სოფლად სახლის
შესყიდვის პროგრამით სარგებლობის მოთხოვნით.
1150 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის № IDP 2 25 00033457 წერილი.
1151 2024 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 2 022 ოჯახი, მაშინ როდესაც, 2023 წელს გრძელვადიანად
განსახლდა 2 278 ოჯახი. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.
324.
1152 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 4
თებერვლის № IDP 7 25 00120400 წერილის მიხედვით, ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ შენობებში
ადმინისტრაციული დაპირების მქონე 262 ოჯახი განსახლდა; 1358 ოჯახს კერძო საცხოვრებლის შესყიდვის
პროგრამის ფარგლებში ეთქვა თანხმობა საცხოვრებლის შესყიდვაზე; 49 ოჯახს ადმინისტრაციული
დაპირების ფარგლებში შეუსყიდეს საცხოვრებელი ფართი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში
მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, გერმანიის რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ
განხორციელებული პროექტის - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და
სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“,
ფარგლებში აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში განსახლდა 2 დევნილი ოჯახი და
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდა (საკუთრებაში გადაეცა) 351 დევნილ
ოჯახს (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები).
1153 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის № IDP 7 25 00029934 წერილი.
368 |
დამცველი გასულ საპარალამენტო ანგარიშშიც მიუთითებდა,1154 თუმცა მდგომარეობა 1
წლის შემდეგაც უცვლელია. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოსა1155 და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს1156
ინფორმაციით, საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და მომზადებულია შესაბამის
ნორმატიულ აქტში შესატანი ცვლილებების პროექტიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ
კიდევ მაღალია გრძელვადიანი განსახლების მსურველი ოჯახების რაოდენობა და კვლავაც
დიდია ამ 300 ლარიანი ლიმიტის გაზრდის საჭიროება, მნიშვნელოვანია, შემჭიდროებულ
ვადებში დამტკიცდეს შესაბამისი ცვლილებები და გაიზარდოს დადგენილი ლიმიტი.
ჯერ კიდევ 2023 წელს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტომ განაცხადა, რომ 2025 წლისათვის საქართველოს რამდენიმე
ქალაქში (თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში) ახალაშენებულ
ან/და რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიან განსახლებას გეგმავდა.1157
ამ მიზნით 2023 წლის ბოლოს განაცხადების მიღებაც კი დაიწყო და ჯამში 35 347-მა ოჯახმა
წარადგინა მოთხოვნა.1158 თუმცა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის
მოწოდებული ინფორმაციით,1159 2025 წელს მხოლოდ ქუთაისში იქნება შესაძლებელი
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ
შენობებში.1160 დანარჩენ ქალაქებში კი, გრძელვადიანი განსახლების პროცესი 2026 წელს
განხორციელდება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განსხვავებულ ინფორმაციას
ვხვდებით. ამ ინფორმაციის მიხედვით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და
ბორჯომში დევნილთა გრძელვადიანი განსახლება 2025 წელს განხორციელდება.1161 თავის
მხრივ, ოჯახებს, რომლებმაც ჯერ კიდევ 2023 წელს შეავსეს განაცხადები საცხოვრებლით
უზრუნველყოფის მოთხოვნით, შეექმნათ მოლოდინი, რომ მათი საცხოვრებლით
უზრუნველყოფის საკითხი 2025 წელს განიხილებოდა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ
1154 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 324.
1155 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის №IDP 4 25 00035484 წერილი.
1156 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2025 წლის 17 იანვრის № MOH 1 25 00043043 წერილი.
1157 ხელმისაწვდომია: <https://moh.gov.ge/viewnews.php?lang=1&uid=202312250904554743980745> [11.03.2025].
1158 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 28
იანვრის №IDP 0 25 00084530 წერილი.
1159 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის №IDP 4 25 00035484 წერილის თანახმად, 2025 წელს დაგეგმილია, შევსებული განაცხადებისა და
მინიჭებული ქულების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება
ქუთაისში მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში; თბილისში, თვალჭრელიძის ქ. №2-6-ში
მშენებლობის დასრულების ვადა - 15.04.2026 წ.; ზუგდიდში მშენებლობის დასრულების ვადა - 12.02.2026
წ.; რუსთავში მშენებლობის დასრულების ვადა - 11.02.2026 წ.; ბორჯომში მშენებლობის დასრულების ვადა
- 03.10.2025 წ.
1160 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის №IDP 4 25 00035484 წერილი.
1161ხელმისაწვდომია:<https://idp.moh.gov.ge/news.php?lang=1&id=202410221317077313090091>
და
<https://idp.moh.gov.ge/news.php?lang=1&id=202408291412168835082501> [11.03.2025].
369 |
ისედაც გაჭიანურებული გრძელვადიანი განსახლების პირობებში სააგენტომ ყველა
შესაძლებლობა გამოიყენოს მშენებლობის დროულად დასასრულებლად, ამავე დროს,
მოახდინოს დევნილი ოჯახების ინფორმირება მიმდინარე მშენებლობებთან და მისი
დასრულების დამაბრკოლებელ მიზეზებსა თუ დასრულების სავარაუდო თარიღებთან
დაკავშირებით.
გრძელვადიანი განსახლების ეტაპზე, წლებია, გამოწვევად რჩება ე. წ. სოფლად სახლის
პროგრამაში განსახლების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.
როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს ინფორმაციიდან1162 ირკვევა, 2024 წელს, განსახლების პროგრამის ფარგლებში,
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2022-2024 წლებში განსახლების
მოთხოვნით რეგისტრირებული განაცხადები განიხილა (სულ შეიძინეს 1 358
საცხოვრებელი), რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით
მიმართვიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ზოგჯერ 2 წელი სჭირდება. პროცესის
გაჭიანურება დამატებით პრობლემებს წარმოშობს მაშინ, როდესაც დევნილ ოჯახს
მოძიებული აქვს შესასყიდი საცხოვრებელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
მესაკუთრემ, ის, შესაძლოა, გაასხვისოს.
26.2.სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტებიდან დევნილთა განსახლება
გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში საქართველოს სახალხო დამცველი
უარყოფითად აფასებდა ნგრევადი ობიექტების დახურვის ნელ ტემპს და მცირე
ოდენობას,1163 თუმცა განსაკუთრებით პრობლემურია საანგარიშო წლის მონაცემები,
რომლის მიხედვითაც არცერთი ე. წ. ნგრევადი ობიექტი არ დახურულა და ამასთანავე,
არცერთი ე. წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახი არ განსახლებულა.1164 ამდენად, 2024
წლის ბოლოს მონაცემებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული
საფრთხის შემცველი შენობების რაოდენობა უცვლელია. კერძოდ, 2024 წელსაც 29 ე. წ.
ნგრევადი ობიექტი იყო და ასეთ ობიექტებში ჯამში 491 ოჯახი ცხოვრობდა. მდგომარეობას
კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, რომ 2024 წლის განმავლობაში ე. წ. ნგრევად ობიექტში
ცხოვრების გამო, არცერთი დევნილი ოჯახი არ ყოფილა ქირით უზრუნველყოფილი.1165
მართალია, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს ყველა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის
შემცველი ობიექტის დახურვა 2025 წლის ბოლომდე ჰქონდა გადაწყვეტილი1166, თუმცა იმ
1162 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 21
თებერვლის №IDP 9 25 00202537 წერილი.
1163 2022 წელს 8 ე.წ. ნგრევადი ობიექტი დაიხურა. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 300. 2023 წელს 4 ე.წ. ნგრევადი ობიექტი დაიხურა. იხ. საქართველოს სახალხო
დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 325.
1164 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის
იანვრის 4 თებერვლის № IDP 7 25 00120400 წერილი.
1165 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16
იანვრის № IDP 7 25 00029934 წერილი.
1166 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 30
იანვრის IDP 4 24 00108961 წერილი.
370 |
პირობებში, როდესაც საანგარიშო წელს არცერთი ასეთი ობიექტი არ დახურულა, და თან,
2025 წელს ვერც დაგეგმილი მშენებლობების უმრავლესობა დასრულდება, ეჭვქვეშ დგება
სააგენტოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულება.
რეკომენდაციები
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:
▪
კვარტალში ერთხელ უზრუნველყოს დევნილი ოჯახების ინფორმირება შესაბამის
ვებგვერდზე ინფორმაციის განახლებით ან სხვა ფორმით, თბილისში, ზუგდიდში,
ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში მიმდინარე მშენებლობისა და მშენებლობის
პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
▪
გამოიყენოს ყველა ბერკეტი თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში
სამშენებლო სამუშაოების დროულად დასასრულებლად და შემდგომში დევნილთა
გრძელვადიანად განსასახლებლად;
▪
გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. ნგრევად ობიექტებში მცხოვრები
დევნილები უზრუნველყოს უსაფრთხო საცხოვრებლით.
371 |
27.ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა
2024 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, საგრძნობლად არის გაზრდილი სსიპ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა - მათი რიცხვი
12 058-ს უტოლდება.1167 რეგისტრირებული ოჯახებიდან სულ 4 489 ოჯახია საცხოვრებლით
უზრუნველყოფილი.1168
მისასალმებელია, რომ საანგარიშო წელს უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფილი
ოჯახების ჯამური რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ
გეოლოგიური პროცესები დინამიკურია, როგორც განსახლების, ისე პრევენციული
ღონისძიებების გატარების საჭიროების მქონე ოჯახების რიცხვიც, წლიდან წლამდე
იზრდება. ამასთანავე, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მხრიდან პრევენციული
ღონისძიებების გატარებას კვლავაც არათანმიმდევრული ხასიათი აქვს, რაც, საბოლოო
ჯამში ზრდის ოჯახების განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროებასაც.
სამწუხაროდ, არც 2024 წელს გაზრდილა თითოეული დაზარალებული ოჯახისათვის
საცხოვრებლის შესასყიდად გათვალისწინებული ფინანსების ლიმიტი, ასევე არ
დასრულებულა 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი
სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი.1169
27.1.ეკომიგრანტთა განსახლება
2024 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ეკომიგრანტი ოჯახების
რაოდენობა, რომლებსაც სტიქიით დაზარალების გამო სახელმწიფომ საცხოვრებელი
შეუსყიდა. კერძოდ, საანგარიშო წელს 5311170 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდეს საცხოვრებელი
სახლი.1171 თუმცა, საანგარიშო წელს, განსახლებულთა შორის არიან ისეთი ოჯახებიც,
რომლებმაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა 2014-2024 წლებში მოითხოვეს. შესაბამისად,
ცალკეულ შემთხვევებში, განაცხადის რეგისტრაციიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ
მიღებამდე 10 წელი გავიდა. მაშინ როდესაც, საქმე ეხება ოჯახებს, რომლებიც სტიქიის
შედეგად დაზარალების გამო აღმოჩნდნენ განსახლების საჭიროების წინაშე,
მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვეტილება
დროულად მიიღებოდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს მნიშვნელოვნად
გაიზარდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
1167 2022 წელს 8 731, ხოლო, 2023 წელს 9 326 ოჯახი იყო რეგისტრირებული. იხ. საქართველოს სახალხო
დამცველის 2022 – 2023 წლების საპარლამენტო ანგარიშები. გვ. 303 და გვ. 327.
1168
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 17
იანვრის № IDP 1 25 00000001 წერილი.
1169 საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან უძრავი ქონება საკუთრებაში
გადაცემული აქვს 675 ოჯახს.
1170 2023 წელს 376 ოჯახს შეუსყიდეს. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო
ანგარიში. გვ. 327.
1171 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 17
იანვრის № IDP 1 25 00000001 და აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025
წლის 29 იანვრის № 05/407 წერილების მიხედვით, 392 საცხოვრებელი სახლი შეიძინა სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ხოლო 139 საცხოვრებელი სახლი
აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
372 |
სააგენტოს მხრიდან ქირით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა და
მაშინ როცა მათი რიცხვი 2023 წელს 14-ს შეადგენდა, 2024 წელს ქირით უზრუნველყოფილი
ოჯახების რიცხვმა 98-ს მიაღწია, რაც დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს.1172
სააგენტოსთან ერთად, ქირით უზრუნველყოფა გათვალისწინებულია ზოგიერთი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტშიც,1173 რაც გრძელვადიანი
განსახლების პროცესის გაჭიანურების პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ოჯახებისათვის, უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.
2024 წელს, განსხვავებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან, საქართველოს
დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებლების შესასყიდი
მაქსიმალური ლიმიტი არ გაზრდილა. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს საცხოვრებლის შესაძენად 50 000 ლარი
გამოეყოფათ, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამ მიზნით კვლავ 30 000 ლარია
გათვალისწინებული. ლიმიტის გადახედვის საჭიროებაზე საქართველოს სახალხო
დამცველი გასული წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა,1174 თუმცა, ამ
მიმართულებით, 1 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა
და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ საკითხზე
მიმდინარეობს მსჯელობა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის
ირგვლივ გადაწყვეტილების დროულად მიღება მნიშვნელოვანია.
27.2.ეკომიგრაციის პრევენცია
2024 წელს, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გეოლოგიური პროცესების პრევენციული
ღონისძიებების გატარების თაობაზე სულ 2 896 ოჯახზე გასცა რეკომენდაცია,1175 რაც მაღალ
მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. თავის მხრივ, პრევენციული ღონისძიებების
გატარება, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებში შედის.1176 თუმცა 2024 წელსაც,
გასული წლების მსგავსად, დაბალი იყო მუნიციპალიტეტების მხრიდან პრევენციულ
ღონისძიებებზე ზრუნვა და ამ დრომდე მცირეა იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი,
რომლებსაც გეოლოგიური პროცესების თავიდან არიდება პრიორიტეტულ ამოცანად აქვთ
დასახული.1177 შესაბამისად, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ვერ ასრულებს გაცემულ
რეკომენდაციებს პრევენციული ღონისძიებების გატარების თაობაზე, რასაც სხვადასხვა
გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა, თავად მუნიციპალიტეტები, უმეტესად ბიუჯეტის
სიმცირეზე ან/და თანხების არარსებობაზე მიუთითებენ.1178 ამასთანავე, ზოგიერთ
2023 წელს მხოლოდ 14-მა ოჯახმა ისარგებლა ქირით. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის
საპარლამენტო ანგარიში. გვ. 327.
1173 წყალტუბოს, ადიგენის, ცაგერის, ჭიათურის, ხაშურის, ლენტეხის, ზუგდიდის, ხულოს, საგარეჯოსა და
ხობის მუნიციპალიტეტები.
1174 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, გვ. 328.
1175 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 31 იანვრის №21/679 წერილი.
1176 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი.
1177 მესტიის, ხელვაჩაურის, ხულოს, ვანის მუნიციპალიტეტები.
1178 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 იანვრის №28-282502039;
ლენტეხის
მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 27 იანვრის №96-96250271, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2025
წლის 21 თებერვლის №60-602505210 და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 13 თებერვლის
№70-7025044001 წერილები.
1172
373 |
შემთხვევაში, სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებით შემოიფარგლებიან, რაც
ასევე უდავოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ გეოლოგიური პროცესების გახშირების ფონზე,
რასაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების გაზრდილი რაოდენობაც მოწმობს,
ოჯახების იძულებით გადაადგილების, უარეს შემთხვევაში კი, სიცოცხლის ან
ჯანმრთელობის ხელყოფის თავიდან ასარიდებლად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
როგორც ინდივიდუალურად (ოჯახებთან მიმართებით) სხვადასხვა პრევენციული
ღონისძიების გატარებას, ისე სისტემურად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და
განხორციელებას. აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრევენციული ღონისძიებების
გაუტარებლობის შემთხვევაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მხოლოდ დაზიანებული
საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად დაფინანსების გამოყოფის პრაქტიკა,1179 ხშირ
შემთხვევაში გრძელვადიან პერიოდში არაეფექტიანია. ვინაიდან, დაზიანების
გამომწვევი პრობლემა გადაუჭრელია, რის გამოც რჩება სტიქიური მოვლენებიდან
მომდინარე საფრთხე და საცხოვრებლის განმეორებით დაზიანების რისკიც.
საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ ბიულეტენებსა თუ ინდივიდუალურ დასკვნებში გაცემული
რეკომენდაციების აღსრულების საკითხის მეთვალყურეობა. საზედამხედველო ან/და
უკუკავშირის შეტყობინების მექანიზმის/ვალდებულების არარსებობის პირობებში,
რეკომენდაციები უმეტესწილად შეუსრულებელი რჩება. საბოლოო ჯამში, ეს, შესაძლოა,
იწვევდეს მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას. ამდენად, გეოლოგიური პროცესების
გაურესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, დაიწყოს სისტემური
მუშაობა
გეოლოგიური
პროცესების
სამართავად/პრევენციისათვის
ეფექტიანი
ღონისძიებების გრძელვადიანად დასაგეგმად და გასატარებლად. მათ შორის,
განისაზღვროს უწყება/ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოს მიერ ბიულეტენებსა თუ ინდივიდუალურ დასკვნებში გაცემული
რეკომენდაციების აღსრულების საკითხს. გარდა ამისა, შესაძლოა სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, შესაბამისი ღონისძიებების გატარების
შემთხვევაში, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო, როდესაც რამდენიმე
მუნიციპალიტეტმა თავად გამოთქვა ინფორმაციის მიწოდების მზაობა, სააგენტოს
მხრიდან ამგვარი მოთხოვნის შემთხვევაში.1180 თავის მხრივ, სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტოც მიუთითებს მათი ინფორმირების საჭიროებაზე.1181 კომუნიკაციის ეს ფორმა
გაზრდიდა უწყებების მუშაობის ეფექტიანობას ამ მიმართულებით.
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2025 წლის 20 იანვრის № 110-1102502027, სამტრედიის
მუნიციპალიტეტის 2025 წლის 13 თებერვლის № 62-622504464 წერილები.
1180 ბაღდათის მუნიციპალიტეტის 20 იანვრის № 66-662502062; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის
2025 წლის 6 თებერვლის № 128-1282503782; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 10
თებერვლის №12-122504189 წერილები.
1181 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 31 იანვრის №21/679 წერილი.
1179
374 |
▪
არსებული საბაზრო ფასების მხედველობაში მიღების საფუძველზე, გაიზარდოს
ეკომიგრანტთა
საცხოვრებლის
სახლის
შესასყიდად
დაწესებული
ინდივიდუალური ლიმიტი.
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს:
▪
გეოლოგიური დასკვნის ადრესატებს მიეთითოთ პრევენციული ღონისძიებების
გატარების შემთხვევაში მათთვის ინფორმაციის მიწოდების საჭიროებაზე;
▪
2025 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებს:
▪
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
გარემოს
დაცვისა
და
ბუნებრივი
რესურსების
სამმართველოს
ინფორმაცია გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
375 |
მიეწოდოთ
28.თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და
მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა
28.1.შესავალი
იძულებით ადგილნაცვალ პირთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. 2024
წლის მონაცემებით, 122 მილიონზე მეტი ასეთი პირია. მათგან, 46 მილიონამდე
საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელია.1182 2024 წლის ბოლოს
მდგომარეობით, საქართველოში 1253 საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ცხოვრობს,
რომელთაგან 437-ს მინიჭებული აქვს ლტოლვილის, ხოლო 816-ს - ჰუმანიტარული
სტატუსი.1183 საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა
უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.1184 2024 წელს, გასულ საანგარიშო წელთან
შედარებით, გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი და 1 641 პირმა მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა,1185
მათგან 17-მა სახელმწიფო საზღვარზე.1186 თავშესაფრის
მაძიებელთა უმრავლესობა თურქეთის, ირანის, პაკისტანის, უკრაინის, ინდოეთისა და
რუსეთის მოქალაქეები არიან.1187
2024 წელს, გასულ საანგარიშო წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი
საერთაშორისო დაცვის თაობაზე განხილული საქმეების რაოდენობა.1188 კერძოდ, შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის 1 533 საქმე განიხილა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებელი საკმაოდ
დაბალია. კერძოდ, განხილული საქმეებიდან, საერთაშორისო დაცვაზე უარი 1 418 პირს
ეთქვა. მხოლოდ 104-ს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი (6.78 %), ხოლო, 11-ს - ლტოლვილის
სტატუსი (0.72 %).1189 უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველი ძირითადად იყო
შესაბამისი მიზეზების არქონა - 1338 პირის შემთხვევაში, უსაფრთხოება - 75 პირის
შემთხვევაში, ხოლო 3 შემთხვევაში - პირის სხვა ქვეყნის მიერ ლტოლვილად აღიარება. იმ
პირთა შორის, რომლებსაც საერთაშორისო დაცვაზე უარი უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული არგუმენტით ეთქვათ, სირიის, უკრაინის, იემენის, რუსეთისა და სხვა
ქვეყნების1190 მოქალაქეები არიან.
კვლავაც არ დამტკიცებულა იმიგრანტთა ინტეგრაციის „ერთიანი მიდგომების
დოკუმენტი“. მდგომარეობა არც ინტეგრაციის პროგრამების შესახებ ბენეფიციარების
ინფორმირების თვალსაზრისით გაუმჯობესებულა. სოციალურ ქსელში ისევ არ ახლდება
1182 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://www.unhcr.org/refugee-statistics/ > [21.01.2025].
1183
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 27 იანვრის № MIA . 9 25 00214910 წერილი.
1184უკრაინის რესპუბლიკის 465 მოქალაქეს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარული სტატუსი, ხოლო რუსეთის
ფედერაციის 147 მოქალაქეს - ლტოლვილის სტატუსი.
1185 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://info.police.ge/page?id=863 > [21.01.2025].
1186 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 27 იანვრის № MIA . 9 25 00214910 წერილი.
1187 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://www.unhcr.org/refugee-statistics/ > [21.01.2025].
1188 2023 წელს 654 საქმე განიხილეს, საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 331.
1189 მაგ., European Union Agency for Asylum-ის მონაცემებით, EU+ ქვეყნებში 2024 წლის პირველ ნახევარში
დადებითი
გადაწყვეტილების
მაჩვენებელი
იყო
46%.
ხელმისაწვდომია:
<https://euaa.europa.eu/publications/latest-asylum-trends-mid-year-review-2024 > [31.01.2025].
1190 ავღანეთი, ბელარუსი, ერითრეა, იემენი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი.
376 |
ინფორმაცია საინტეგრაციო პროგრამებსა თუ აქტივობებზე.1191 ასევე, სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე
განთავსებული ინფორმაცია (ინტეგრაციის პროგრამების თაობაზე) ხელმისაწვდომია
მხოლოდ ქართულ ენაზე,1192 რაც ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა
ინფორმირებას.
28.2.უცხოელთა საქართველოში შემოსვლა და მათი ქვეყნიდან გაძევება
საქართველოს სახალხო დამცველი, წლებია, თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა
უფლებებს სახელმწიფო საზღვრის კვეთის კონტექსტშიც შეისწავლის. ამ მიმართულებით
ჯერ კიდევ არის გამოწვევები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2024 წელსაც
იღებდა განცხადება/საჩივრებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას წარმოქმნილ
პრობლემებს უკავშირდებოდა.
გასული წლების მსგავსად, პრობლემურია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“
ქვეპუნქტის გამოყენების პრაქტიკა. ხსენებული რეგულაციით, უცხოელს უარი
საქართველოში
შემოსვლაზე,
შესაძლოა,
„საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით ეთქვას. ჩანაწერი არ მიუთითებს
რომელიმე სხვა საკანონმდებლო ნორმაზე, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი
გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში პრობლემურად აფასებდა1193 და აღნიშნავდა,
რომ ვინაიდან ნორმა მითითებითია და ცალკე არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს,
მისი გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს კანონით განსაზღვრული კონკრეტული
შემთხვევა,
როდესაც
უცხოელი
პირი
საზღვრის
გადმოკვეთის
შეზღუდვას
დაექვემდებარება. ასევე, მნიშვნელოვანია, უცხოელს, სახელმწიფო ინტერესის
დაუზიანებლად, განემარტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის
საფუძველი. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა
არაერთი განცხადება/საჩივარი მიიღო, სადაც განმცხადებლებს სწორედ ზემოხსენებული
საფუძვლით ეთქვათ უარი საქართველოში შემოსვლაზე. საანგარიშო წელს საქართველოს
სახალხო დამცველმა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა და
შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
როდესაც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენებით ეთქვათ.1194 საქართველოს სახალხო
დამცველის შეფასებით, ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოში შემოსვლის
საკითხის
გადაწყვეტისას,
მნიშვნელოვანია,
სრულყოფილად
გამოიკვლიონ
1191 ინფორმაცია ხელმისაწვდომია:< https://www.facebook.com/IntegrationCenterGeorgia/ >[27.01.2025].
1192ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://idp.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202301081804126835922998>
[27.01.2025].
1193 მაგ., საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 331; საქართველოს
სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 422-423.
1194 ზ.ს.-ს; ა.ქ.- ს; ა.ქ.-ს; ა.ქ.-ს საქმე.
377 |
საქართველოში შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე
გადაწყვეტილება, რათა არ დაირღვეს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
მიიღონ
საანგარიშო პერიოდში ცალკეული განმცხადებლები1195 თავშესაფრის პროცედურებზე
წვდომის შეზღუდვაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ მიუხედავად
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისა, უარი ეთქვათ თავშესაფრის მაძიებლად
რეგისტრაციასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე. ამასთანავე, საანგარიშო
წელს გავრცელდა ინფორმაცია,1196 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ასევე
მიიღო განცხადებები1197, სადაც უცხოელები შეყოვნების პერიოდში (უკან გაბრუნებამდე)
პირადი საკომუნიკაციო საშუალებების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი) ჩამორთმევაზე
მიუთითებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს შეყოვნების
პერიოდში საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის აკრძალვას. საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში, წარმოდგენილ საჩივრების ფარგლებში ვერ მოხერხდა
მითითებული ინფორმაციების (როგორც თავშესაფრის პროცედურებზე წვდომის
შეზღუდვა, ასევე პირადი საკომუნიკაციო საშუალებების შეყოვნების პერიოდში
ჩამორთმევა)
ობიექტურად
გადამოწმება
ვიდეო-ჩანაწერების
სრულყოფილად
არარსებობის გამო. თუმცა ის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატშიც
შემოვიდა მსგავსი შინაარსის საჩივარები, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
არ
წარმოუდგენია
საწინააღმდეგო
დასაბუთებული
პოზიცია/მტკიცებულება,
გარდა
ფაქტის
უარყოფისა,
შესაძლოა,
საკითხის
პრობლემურობაზე მიუთითებდეს.
გამოწვევაა სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების არარსებობაც. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 4 884 346 უცხო ქვეყნის
მოქალაქე შემოვიდა (24 საათი და მეტი).1198 სამწუხაროდ, სამინისტრო არ ამუშავებს
მონაცემებს უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ,1199 მათ
შორის, არ არსებობს მონაცემები, რამდენ უცხოელს შეეზღუდა საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის
საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ არ აწარმოებს იმ
უცხოელების სტატისტიკას, რომლებსაც, უკან გაბრუნებამდე, თბილისის, ქუთაისისა და
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სპეციალური შეჩერების ოთახებში ერთ დღეზე
მეტი ვადით უწევთ მოთავსება. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ სახის
სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვანია პრაქტიკაში მისი გამოყენების ინტენსივობის
შესაფასებლად.
2024 წელს, ასევე არ შემუშავებულა სახელმძღვანელო ან მეთოდოლოგიური დოკუმენტი,
რომელიც სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს ინსპექტირებისას უცხოელთან ინტერვიუს
1195 ი. მ.; ა. მ.; ს. შ.-სა და სხვ.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
<https://www.amerikiskhma.com/a/czech-journalist-denied-entry-togeorgia/7835633.html> [27.01.2025].
1197 ი. ა. ხ.- სა და დ. ს- საქმე;
1198 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://info.police.ge/page?id=862&parent_id=94> [13.03.2025].
1199 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 10 მარტის № MIA 8 25 00698986 წერილი.
1196
378 |
წარმართვას დაარეგულირებდა.1200 საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად
მიიჩნევს ამგვარი დოკუმენტის არსებობას, რომელიც ერთიანი სტანდარტების დაცვით
გაითვალისწინებს ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და მხედველობაში მიიღებს ასაკობრივ,
გენდერულ, შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს.
საანგარიშო წელს თითქმის გაორმაგდა საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა რიცხვი.
2024 წელს საქართველოდან 363 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს,1201 მაშინ როდესაც 2023
წელს მათი რიცხვი 190 იყო.1202
28.3.ინტეგრაცია
2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელმაც სხვა
მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ხედვა, უცხოელთა
ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2021 წელს იყო გათვალისწინებული
იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტის“ შემუშავება. თუმცა
სამუშაო ვერსია მხოლოდ 2023 წელს შეიქმნა და ამ დრომდე არ არის დამტკიცებული.
საანგარიშო წელს ინტეგრაციის კონცეფციის დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებთან
ერთად განიხილეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე
განათავსეს. ამ დროისათვის, დაგეგმილია შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსიის
მთავრობისთვის წარდგენა, შემდგომში მის დასამტკიცებლად.1203
2024 წელს, ინტეგრაციის პროგრამებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ,
აქამდე მოქმედ სერვისებს დაემატა სხვადასხვა საინტეგრაციო აქტივობის, ასევე სპორტის,
შემოქმედებითი და შემეცნებითი კურსების დაფინანსება 18 წლამდე საერთაშორისო
დაცვის მქონე პირებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირებისთვის. ინტეგრაციის ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ კურსებში (ქართული ენის
კურსი, სამოქალაქო განათლების კურსი და სოციალურ-კულტურული ცნობიერების
ამაღლების კურსი) ჩართულ ბენეფიციარებს კვლავ უნაზღაურდებათ ინტერნეტის
საფასური.
ხოლო,
პირისპირ
სწავლების
შემთხვევაში,
მათ
უფინანსდებათ
1204
ტრანსპორტირების ხარჯები.
ისევ მოქმედებს სამედიცინო საჭიროების დაფინანსების
პროგრამაც.1205 საინტეგრაციო პროგრამების გაფართოება უდავოდ წინგადადგმული
ნაბიჯია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდება
სხვადასხვა პლატფორმიდან, მათ შორის, სოციალურ ქსელში ინფორმაციის განახლებით
თუ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
1200 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 3 თებერვლის № MIA
2 25 00294429 წერილი.
1201 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://info.police.ge/page?id=863&parent_id=258> [21.01.2025].
1202 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://info.police.ge/page?id=768&parent_id=258> [21.01.2025].
1203 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2025 წლის 18 იანვრის № MOH 8 25 00043112 წერილი.
1204 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის
იანვრის 23 № IDP 4 25 00068749 წერილის მიხედვით, საანგარიშო წელს 120 მსმენელი ჰყავდა ქართული
ენის კურსებს, სამოქალაქო განათლების კურსებს - 11, სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლების
კურსს - 20.
1205 2024 წელს სამედიცინო საჭიროების დაფინანსებით 27-მა პირმა ისარგებლა.
379 |
მიერ, ვებგვერდზე ინფორმაციის ბენეფიციართათვის გასაგებ ენაზე თარგმნით. გასული
საანგარიშო წლის მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ
დონორული მხარდაჭერით შემუშავებულია საკომუნიკაციო პლატფორმა და იგეგმება მისი
ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისათვის სრულყოფილი და ამასთანავე
განახლებული ინფორმაციის მიწოდებას.1206 საქართველოს სახალხო დამცველი
მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკომუნიკაციო პლატფორმის დროულად ამუშავებას, რათა
ხელი შეეწყოს ინტეგრაციის პროცესს.
ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმება. შრომის ბაზრის
მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია მხოლოდ საქართველოს
მოქალაქეებისათვის
არის
შესაძლებელი.1207
საქართველოში
სტატუსის
მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირები და საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი,
როგორც სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარები, მხოლოდ სსიპ დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში რეგისტრირდებიან
სისტემაში.1208 მსგავსი მოწესრიგების პირობებში, მნიშვნელოვანია საინფორმაციო
კამპანიის წარმოება და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდება, დასაქმების
პორტალისა და, მიმართვის შემთხვევაში, რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ,
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა
- worknet.gov.ge მხოლოდ ქართულ ენაზეა და სპეციალურად მიმართვის გარეშე
დარეგისტრირება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. გარდა ამისა, სსიპ
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო არ აწარმოებს სტატისტიკას იმის შესახებ, თუ
სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირებული პირებიდან რამდენია ლტოლვილის ან
ჰუმანიტარულის სტატუსის, თავშესაფრის მაძიებელი ან საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირი. სააგენტოს არც ამ პროგრამის მეშვეობით დასაქმებულ
უცხოელ პირთა შესახებ აქვს სტატისტიკური მონაცემები.1209 ამდენად, უცნობია, როგორია
დაინტერესება და რამდენად მაღალია დასაქმების მაჩვენებელი ამ პირებში. ინტეგრაციის,
კერძოდ კი დასაქმების მაჩვენებლის შესაფასებლად, საქართველოს სახალხო დამცველს
მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.
გარდა ცენტრალურ დონეზე ინტეგრაციისა, მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
ხელი მიუწვდებოდეთ ადგილობრივ დონეზე მუნიციპალურ სერვისებზე. საანგარიშო
წელს
მხოლოდ
ახმეტის
მუნიციპალიტეტის
მერია
გასცემდა
დაფინანსებას
მუნიციპალიტეტში
ფაქტობრივად
მცხოვრები
ბინადრობის
ნებართვის
მქონე
1210
პირებისათვის, მწვავე გადაუდებელი შემთხვევების მკურნალობისათვის.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის
იანვრის 23 № IDP 4 25 00068749 წერილი.
1207„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის „ე“
ქვეპუნქტი.
1208 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება „დასაქმების ხელშეწყობის
2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
1209 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2024 წლის 29 იანვრის № SESA 7 24 00100602
წერილი.
1210 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 22 იანვრის № 86-862502293 წერილი.
1206
380 |
ინტეგრაციის პროგრამებზე ხელმისაწვდომობისათვის, მნიშვნელოვანი ასპექტია
შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არსებობა. ამ პრობლემის წინაშე ის
არგაძევებას დაქვემდებარებული პირები დგანან, რომელთა გაძევებაც ოჯახის
ერთიანობის პრინციპის დაცვის საფუძველზე ვერ ხორციელდება (ხსენებული პირები არ
ფლობენ რაიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტს საქართველოში). საკითხი ამ დრომდე არ
მოწესრიგებულა,1211 რაც ამ კატეგორიის პირებზე უარყოფითად აისახება.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
▪
პროგრამული
უზრუნველყოფის
მეშვეობით,
დაამუშაოს
საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სტატისტიკური მონაცემები და მიუთითოს
ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი;
▪
აწარმოოს სტატისტიკა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტებში, უკან გაბრუნებამდე, სპეციალური შეჩერების/დაკავების ოთახებში
ერთ დღეზე მეტი ვადით მოთავსებული უცხოელების რაოდენობისა და მათი
მოთავსების ხანგრძლივობის შესახებ;
▪
საქართველოში
ბინადრობის
ნებართვის
მქონე
უცხოელების
სახელმწიფო
საზღვარზე შემოსვლის საკითხის გადაწყვეტის დროს, იხელმძღვანელოს პირადი და
ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტების დაცვით.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს:
▪
უზრუნველყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაზე -worknet.gov.ge
ინფორმაციის სხვადასხვა ენაზე გავრცელება;
▪
დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო
სისტემაზე
-
worknet.gov.ge
რეგისტრირებული/დასაქმებული/დასაქმების
შეთავაზების მქონე პირების მოქალაქეობისა და საქართველოში მათი სტატუსის
(ჰუმანიტარული
სტატუსის/ლტოლვილის
მაძიებლის/საქართველოში
სტატუსის მქონე
სტატუსის/თავშესაფრის
მოქალაქეობის
არმქონე
პირის)
მიხედვით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:
▪
ინფორმაცია
ინტეგრაციის
პროგრამების თაობაზე,
გაავრცელოს
სოციალური
ქსელისა და ვებგვერდის საშუალებით, რამდენიმე ენაზე;
▪
ამუშავდეს ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმა.
1211 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 27 იანვრის № MIA
381 |
9 25 00219690 წერილი.
29.ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში
29.1.შესავალი
2024
წელს
პრევენციული
ვიზიტები
განხორციელდა
საქართველოს
1212
სამინისტროს თავდაცვის ძალების 8 სამხედრო ნაწილში
დეპარტამენტის
2
1213
ობიექტზე.
ვიზიტების
მიზანი
თავდაცვის
და სამხედრო პოლიციის
იყო
ვადიანი
სამხედრო
მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის წინასწარ შემუშავებული ინსტრუმენტის
გამოყენებით შესწავლა.
29.2.არასათანადო მოპყრობისგან დაცვა
სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ მიუღია
ინფორმაცია ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამხედრო
მოსამსახურის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ. თუმცა, გასული
წლების მსგავსად, რიგ სამხედრო ნაწილებში კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება
სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური დასჯის პრაქტიკა.1214 რაც შეეხება
კოლექტიურ დასჯას, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები აცხადებდნენ, რომ თავდაცვის
ძალების
საწყისი
საბრძოლო
მომზადების
ცენტრში,
პირველადი
სამხედრო
მოსამზადებელი კურსის, ე.წ. „კარანტინის“ გავლის პერიოდში, გარდა ინდივიდუალური
არაფორმალური დასჯისა, მიმართავდნენ კოლექტიურ დასჯასაც პრინციპით - „ერთი
ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. მათივე განმარტებით, სამხედრო ნაწილებში,
არაფორმალური სასჯელის სახედ გამოიყენება რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა
(აზიდვები, ბუქნები, სირბილი - რაც არ არის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამით
1212 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“; ამავე სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის
სერჟანტთა აკადემია (კოჯორი); თავდაცვის ძალების უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი; თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის
სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (თბილისი); თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა; თავდაცვის ძალების
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; თავდაცვის
ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის პირველი რადიოლოკაციური
ბატალიონი; თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის
ასეული.
1213 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის მთავარი სამმართველო; თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის დასავლეთ ბატალიონი.
1214
ზემოთ მითითებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
რეკომენდაციებს (შემდგომში - კომიტეტი), სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურის მიმართ
დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ დისციპლინური
წარმოების ფარგლებში და გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, მას შეიძლება დაეკისროს მხოლოდ
კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური სახდელი. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეების
კოლექტიური და არაფორმალური დასჯის პრაქტიკა, მათ შორის, არასამუშაო საათებში სამხედრო
ნაწილის დატოვების უფლების არაგონივრული შეზღუდვა და იძულებითი შრომა.
382 |
და არ არის წვრთნის ნაწილი), რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სახალხო
დამცველის შეფასებით, ამგვარი დასჯა ქმნის არასათანადო მოპყრობის რისკებს,
ვინაიდან,
კონკრეტულ
შემთხვევაში,
სამხედრო
მოსამსახურის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის, ფიზიკური შესაძლებლობების, მისი სუბიექტური აღქმის, ფიზიკური
აქტივობის სირთულის და ფორმის გათვალისწინებით, ასეთი სასჯელის გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს იმაზე მეტი სტრესი და ტანჯვა, ვიდრე ეს დაკავშირებულია
სამხედრო სამსახურთან და მიაღწიოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
მინიმალურ ზღვარს.1215
სამხედრო მოსამსახურის ხშირი დაგვიანების გამო, სამხედრო ნაწილში თვითნებურად,
რამდენიმე საათით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაყოვნების პრაქტიკა გამოიკვეთა
თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ
ცენტრში, „კრწანისი“ და თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის
სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე.
რაც შეეხება თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის ინფორმირებას
თავდაცვის ძალების წევრების ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების
მექანიზმების თაობაზე, მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ წინა წლებში გაცემული
რეკომენდაციებისა, ორი სამხედრო ნაწილის გარდა1216 სამხედრო მოსამსახურეები კვლავ
არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარ უფლებებსა და გასაჩივრების პროცედურებზე.
29.3.საცხოვრებელი და სამუშაო პირობები
მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში თავდაცვის ძალებში განხორციელებული
პრევენციული ვიზიტების დროს, არცერთ სამხედრო ნაწილში1217 არ გამოვლენილა მწვავე
ინფრასტრუქტურული
გამოწვევები.
თუმცა
თვალსაჩინო
იყო
ცალკეული
ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ, საცხოვრებელ საკნებში სავენტილაციო
სისტემის გაუმართაობა.1218 გარდა ამისა, საცხოვრებელ ოთახებში ფანჯრები არ იყო
1215 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, CHEMBER v. RUSSIA (7188/03),
პარა. 49. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%2200187354,%22]} > [ბოლოს ნანახია: 26.02.2025]. ასევე იხ.: Lyalyakin v. Russia.
1216 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა
აკადემიისა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო ნაწილის იურისტი მათ
ხშირად ხვდებოდა და უტარებდა მეცადინეობებს საკუთარ უფლებებზე, ასევე გასაჩივრების მექანიზმსა
და პროცედურებზე, რაც დადასტურებული ჰქონდათ შესაბამის უწყისზე ხელის მოწერით.
სამხედრო მოსამსახურეების უფლებების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო მხოლოდ 2 სამხედრო
ნაწილში: სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის საშტაბო
ასეულში და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის
სერჟანტთა აკადემიაში - ბაზის ხელმძღვანელი პირების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.
1217 ეხება იმ კონკრეტულ ბაზებს, სადაც 2024 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პრევენციული
ვიზიტები.
1218 თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა
ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, ამავე სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის,
„კრწანისი“, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მე-2 ასეულის საცხოვრებელი ყაზარმა; თავდაცვის
ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის პირველი რადიოლოკაციური
ბატალიონი; თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა
383 |
აღჭურვილი
მწერებისგან
დამცავი
ბადეებით
და
სამხედრო
მოსამსახურეები
1219
აღნიშნავდნენ, რომ ზაფხულის პერიოდში მწერები აწუხებდათ.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში,
ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ხელით უწევდათ ტანსაცმლის და სამხედრო
უნიფორმის რეცხვა. სარეცხი მანქანების გამოყენება მხოლოდ სამხედრო ნაწილში
დამრჩენი
პირადი
შემადგენლობისთვის
იყო
გათვალისწინებული,
და
არა
წვევამდელებისთვის.
სახალხო დამცველი მიესალმება რიგი ინფრასტრუქტურული გამოწვევების აღმოფხვრას
და
იმედოვნებს,
რომ
თითოეული
სამხედრო
მოსამსახურე
მომავალშიც
უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობებით.
29.4.კვება და სასმელი წყალი
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი
არიან სამჯერადი კვებით. გამოკითხულ სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობა
კმაყოფილი იყო საკვების ხარისხით, ულუფის ოდენობით და საკვების დამატების
შესაძლებლობით. მათი განმარტებით, საკვების მომზადებისას არ არსებობს რელიგიური
და ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინების მოთხოვნა,1220 მაგრამ საკვები საკმაოდ
მრავალფეროვანია და არჩევანი ყოველთვის არის.
რაც შეეხება სასმელ წყალს, თავდაცვის ძალების ყველა ზემოაღნიშნულ სამხედრო ნაწილს
იგი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა.
თუმცა, ზოგიერთ სამხედრო ნაწილში1221 საერთოდ არ იყო წყლის დისპენსერი და
სამხედრო
მოსამსახურეები
სასმელ
წყალს
ერთჯერადი
ბოთლებით
იღებდნენ
ონკანებიდან.
29.5.სახანძრო უსაფრთხოება
მონახულებული სამხედრო ნაწილების უმეტესობაში,1222 გამოკითხული სამხედრო
მოსამსახურეები არ იყვნენ ინფორმირებულები სახანძრო უსაფრთხოების წესების
და ტექნიკის სარემონტო ბაზა; თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი
ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სველი წერტილები.
1219
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი
ბატალიონი; თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი
ცენტრის, „კრწანისი“, მე-2 ასეული.
1220
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში
წვევამდელებმა აღნიშნეს, რომ კვირაში ერთი დღე მხოლოდ ღორის ხორცია და სხვა სახის ხორცის
ალტერნატივა არ აქვთ, მაგრამ მთლიანობაში საკვები მრავალფეროვანია და კმაყოფილები არიან.
1221 უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი; აღმოსავლეთის
სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; სამხედრო წვრთნებისა და
სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის, „კრწანისი“, ვადიანი სამხედრო
მოსამსახურეების მე-2 ასეული.
1222 სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ შესაბამისი სწავლება გავლილი ჰქონდათ: თავდაცვის
ძალების სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის,
384 |
შესახებ,
არ ჰქონდათ გავლილი როგორც შესაბამისი, თეორიული, ასევე პრაქტიკული
სწავლება არც პირველადი სამხედრო მომზადების კურსის გავლის პერიოდში და არც
კონკრეტულ
ქვედანაყოფებში
ჩარიცხვის
შემდეგ.
ასევე,
არ
იცნობდნენ
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმას და უმეტეს მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია ამგვარი
გეგმის არსებობაზე.1223
29.6.სამედიცინო მომსახურება
საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხულ პირად შემადგენლობას პირველადი
სამედიცინო დახმარების მისაღებად შეუძლია მიმართოს სამხედრო ნაწილის სამედიცინო
პუნქტს/ლაზარეთს.1224 ადგილზე შესაბამისი მომსახურების გაწევის შესაძლებლობის
არქონის ან გადაუდებელ შემთხვევებში, ისინი სამედიცინო პუნქტის/ლაზარეთის
სამედიცინო დახმარების მანქანით, ე.წ. „ამბულანსით“ გადაჰყავთ სამხედრო ჰოსპიტალში
ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. გეგმური სამედიცინო მომსახურების
მისაღებად კი, პროვაიდერ კლინიკებში, დაზღვევით შეუძლიათ სამედიცინო
მომსახურების მიღება.
წინა წლების მგავსად, 2024 წელსაც პრობლემური იყო სამედიცინო პუნქტებსა და
ლაზარეთებში არსებული ვაკანსიების შევსების საკითხი, რაც კიდევ უფრო ზრდის
სამედიცინო
პერსონალის
დატვირთულობას.
პერსონალის
გადამზადება
და
მათთვის
აქვე,
საყურადღებოა
პროფესიული
ტრენინგების
სამედიცინო
ორგანიზება.
მართალია, სამედიცინო პერსონალი მუდმივად დადის სამხედრო სწავლებებზე, მაგრამ
მათ პროფესიული ტრენინგები 2024 წელს არ ჩატარებიათ.
29.7.ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ არ უნაზღაურდებათ 50 პროცენტით ტრანსპორტირების
და
კომუნალური
ხარჯები,
როგორც ეს
გათვალისწინებულია
საქართველოს
1225
კანონმდებლობით.
ვადიანი
სამხედრო
მოსამსახურეებისთვის,
ზოგადად
1226
საინფორმაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.
უზრუნველყოფილი
იყო
განსხვავებული მდგომარეობა იყო
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში,
სადაც
წვევამდელები
აღნიშნავდნენ,
რომ
სრულ
ინფორმაციულ
ვაკუუმში
„კრწანისი“, და ამავე სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო
მოსამსახურეებს. მათი გადმოცემით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებიც დადიოდნენ პერიოდულად
და ყოველთვის გადიოდნენ შესაბამის ინსტრუქტაჟს.
1223 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №519 დადგენილება „საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 113.
1224 სამედიცინო ნაწილები/ლაზარეთი უზრუნველყოფილია პირველადი დახმარების მედიკამენტებით,
ასევე არის ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების მარაგი.
1225 საქართველოს თადაცვის კოდექსი, მუხლი 32 - სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია.
1226
საცხოვრებელ საცხოვრებელ/საკლასო ოთახებში განთავსებული იყო ტელევიზორები. ასევე
სარგებლობდნენ პირადი მობილური ტელეფონებით, ამისთვის განკუთვნილ დროს - 19:00 საათიდან 21:00
საათამდე.
385 |
იმყოფებოდნენ, რადგან მათთვის ხელმიუწვდომელი იყო ნებისმიერი საინფორმაციო
საშუალება,1227 მათ შორის, პირადი მობილური ტელეფონებიც. ტელეფონით სარგებლობა
შეეძლოთ კვირაში მხოლოდ 1 დღე, 1 საათით, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, ვერ
უზრუნველყოფს წვევამდელების სათანადო კონტაქტს გარე სამყაროსთან.
29.8.თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი
სამხედრო
პოლიცია
არის
საქართველოს
თავდაცვის
ძალების
სპეციალური
სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შემავალი სტრუქტურული
ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ქვედანაყოფისთვის
დადგენილ ფუნქციებს და ამოცანებს.
სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი
სამმართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, განახორციელოს ოპერატიულსამძებრო
საქმიანობა
სისხლის
სამართლის
დანაშაულის,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოსავლენად, თავიდან
ასაცილებლად და აღსაკვეთად; ასევე, სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის
დანაშაულის,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისა
და
დისციპლინური
გადაცდომის გამოსავლენად, თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, ინფორმაციის
მოპოვება, ანალიზი, პროგნოზირება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება.1228
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალების რიგ ქვედანაყოფებში
კვლავ გამოწვევად რჩება არაფორმალური და კოლექტიური სასჯელები. სახალხო
დამცველი მრავალი წელია რეკომენდაციით მიმართავს თავდაცვის სამინისტროს და
მოუწოდებს, რომ თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გაატაროს
შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას
სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო და
კოლექტიური სასჯელების გამოყენების პრაქტიკა.
საანგარიშო პერიოდში სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებში1229 განხორციელებული
პრევენციული ვიზიტების ფარგლებში, გავესაუბრეთ ქვედანაყოფების თანამშრომლებს და
ხელმძღვანელ პირებს, გავეცანით დოკუმენტაციას. ასევე, დავინტერესდით, აქვთ თუ არა
შემუშავებული რაიმე სახის სახელმძღვანელო ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც
ავლენენ
სამხედრო
ნაწილებში
სამხედრო
მოსამსახურეთა
მიმართ
შესაძლო
1227 არ ჰქონდათ ტელევიზია/რადიო/ინტერნეტი.
თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანება. მუხლი 6.
1229 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის მთავარი სამმართველო; თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის დასავლეთ ბატალიონი. ასევე, ვესაუბრეთ სამხედრო ნაწილებში მივლინებით მყოფ
სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მორიგეობას და
ზედამხედველობას კონკრეტულ სამხედრო ნაწილებში.
1228
386 |
არასაწესდებო და კოლექტიური დასჯის ფაქტებს და მიმართავენ შესაბამის პრევენციულ
ზომებს. ასევე, აქვთ თუ არა სწავლება/ტრეინინგი გავლილი ამ მიმართულებით.
ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისთვის არ არის
შემუშავებული არანაირი სახელმძღვანელო ინსტრუმენტი. მათი განმარტებით, პრევენცია
მხოლოდ გასაუბრებაში გამოიხატება; არ ხდება სამხედრო ნაწილების სისტემური
შემოწმება,
რადგან
კონკრეტული
ამ
დირექტივა
საკითხთან
არ
დაკავშირებით
მიუღიათ;
ასევე,
არ
ხელმძღვანელი
გაუვლიათ
პირებისგან
სწავლება
ამ
1230
მიმართულებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ასეთი სახით
საქმიანობა
არ
არის
ეფექტიანი
და
საკმარისი
სამხედრო
ნაწილებში
შესაძლო
არასაწესდებო და კოლექტიური დასჯის ფაქტების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.
რეკომენდაციები
თავდაცვის მინისტრს:
▪
თავდაცვის
სამინისტროს
თავდაცვის
ძალების
სამხედრო
პოლიციის
დეპარტამენტმა
შეიმუშაოს შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუმენტი,
უზრუნველყოს შესაბამისი სწავლება თანამშრომლებისთვის და სისტემური
კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ,
პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება, ასევე
კოლექტიური დასჯის პრაქტიკა;
▪
უზრუნველყოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის
ინფორმირება შეიარაღებული ძალების წევრების ადამიანის უფლებების,
მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე; ამ მიზნით, სამხედრო
ნაწილის იურისტის უფლება-მოვალეობებში მკაფიოდ გაიწეროს და დაევალოს,
არანაკლებ თვეში ერთხელ ჩაატაროს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები
სამხედრო მოსამსახურეებთან; ასევე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მარტივად
გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირების გარეშე)
შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს სამხედრო მოსამსახურეებს და გამოეკრას
მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში;
▪
თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში დროულად გამოასწორონ არსებული
ინფრასტრუქტურული გამოწვევები და გააუმჯობესონ სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობები; თითოეული სამხედრო ნაწილი უზრუნველყონ ყველა საჭირო
ინვენტარით;
1230 სამხედრო ნაწილში მივლენილი სამხედრო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, მათ არ აქვთ
სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ე.წ. „ჩასაფრებული“ პოზიცია და ცდილობენ შეინარჩუნონ ისეთი
მეგობრული და „ოჯახური“ ურთიერთობა, როგორიც ახლა აქვთ ჯართან; სამხედრო მოსამსახურეებთან
კომუნიკაცია კი შემოიფარგლება მათთან მოსაწევ ადგილას გასაუბრებით იმის შესახებ, არღვევს თუ არა
ვინმე მათ უფლებებს.
387 |
▪
თავდაცვის ძალების შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს სამხედრო
ნაწილებისთვის საკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერებით მომარაგება;
▪
თავდაცვის ძალების სტრუქტურაში შემავალი სამხედრო ნაწილების მეთაურებს
(შესაბამისი
თანამდებობის
პირებს)
დაევალოთ,
უზრუნველყონ
მათ
დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოების
კურსის გავლა არსებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად;
▪
2025 წელს თავდაცვის ძალებში გაგრძელდეს მუშაობა სამედიცინო პერსონალის
დასაინტერესებლად და მოსაზიდად;
▪
2025 წელს, კალენდარული წლის ბოლომდე, პროფესიული ტრენინგებისა და
სწავლებების საშუალებით გადამზადდეს სამხედრო ნაწილებში დასაქმებული
სამედიცინო პერსონალის არანაკლებ 50%;
▪
თავდაცვის ძალებში ჩარიცხულ პირად შემადგენლობაზე გავრცელდეს
კანონმდებლობით1231 დადგენილი შეღავათები ტრანსპორტირების და კომუნალური
ხარჯების გადახდისას;
▪
ყველა
სამხედრო
ნაწილში
თანაბრად
უზრუნველყონ
სამხედრო
მოსამსახურეებისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტი და საინფორმაციო
საშუალებებზე წვდომა.
1231 თავდაცვის კოდექსი, მუხლი 32 - სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია.
388 |
30. ადამიანის უფლებათა სწავლება
30.1.შესავალი
სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიით დამტკიცებულ სამოქმედო
გეგმაში უფლებრივი საკითხების სწავლების გაფართოებისკენ მიმართული აქტივობები
მხოლოდ ზოგად განათლებას მიემართება.1232 შესაბამისად, გამოწვევად რჩება პოლიტიკის
დოკუმენტებში ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხების ფრაგმენტული
ინტეგრირება.1233 სახალხო დამცველი კვლავ მიუთითებს, რომ ეს მიდგომა გაურკვეველს
ტოვებს სახელმწიფოს ხედვას ფორმალური განათლების სხვა სფეროებში ადამიანის
უფლებათა სწავლების თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს არ გამოცხადებულა გრიფირების კონკურსი და საგნის,
„მე და საზოგადოება“, სწავლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო კვლავ
მოძველებულია.
დადებითად უნდა შეფასდეს სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმებისას, მასალის
შეფასების პროცესში, სახალხო დამცველის მიერ ნომინირებული ექსპერტების ჩართვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად,
ასევე შეცვალა სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი.
პროფესიულ და სკოლამდელ საფეხურზე ადამიანის უფლებათა სწავლების სათანადო
ინტეგრირება კვლავ მზარდი გამოწვევაა, რადგან ადამიანის უფლებათა სწავლების
ხარისხი, ამ მიმართულებით, არსებითად ჯერაც არ გაუმჯობესებულა.
2024 წელს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სხვადასხვა სამიზნე
ჯგუფისთვის 773 საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. სახალხო დამცველის ადამიანის
უფლებათა შესახებ საგანმანათლებლო მანდატის ფარგლებში, ბავშვის უფლებებს
დაეთმო 173, გენდერს და ქალთა უფლებებს - 85, ხოლო თანასწორობის უფლებას - 57
შეხვედრა. განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობდა რეგიონებში მოსახლეობასა
და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების
შეხვედრები, სადაც 669 საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრა შედგა, მათ
შორის, მოწყვლად ჯგუფებთან.
30.2.ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკა
2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი,
რომელიც
ქმნის
სათანადო
ნორმატიულ
საფუძველს
ადამიანის
უფლებათა
1234
სწავლებისთვის.
თუმცა, კვლავ აქტუალურია განათლებისა და მეცნიერების ერთიან
სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში სახალხო
დამცველის მიერ წლების განმავლობაში გამოვლენილი პრობლემები, დოკუმენტში
1232 „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №528 დადგენილებით დამტკიცებული
დანართის მიზანი 13, პრიორიტეტები 13.1.1.-13.1.6.
1233 შეად. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 344-345 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025].
1234 „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2024 წლის 12 ივნისის №4261-XIVმს-Xმპ დადგენილების პრეამბულა, „ე“ ქვეპუნქტი.
389 |
სტრატეგიულ პრიორიტეტად არ არის გამოყოფილი ადამიანის უფლებათა სწავლება.1235
სამოქმედო გეგმა კი არ მიუთითებს, რომ ზოგადი განათლების სისტემის გარდა,
ფორმალური განათლების სხვა საფეხურებზე ადამიანის უფლებათა სწავლების
ინტეგრირება სახელმწიფოს ამოცანაა.1236
ამავე დროს, განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიაში, ადამიანის უფლებათა სწავლება
მინიმალურადაა ნახსენები, ხოლო სამოქმედო გეგმა, ფორმალური განათლების არცერთ
ეტაპზე არ მოიცავს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტებს.1237
სახალხო დამცველი კვლავ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართ
არასისტემური სახელმწიფო პოლიტიკა და მიდგომები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის
უფლებათა სწავლების ჭრილში საგანმანათლებლო სისტემის ჰომოგენურ განვითარებას.
ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს კვლავ არ
დაუმტკიცებიათ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტები.1238
30.3.სკოლამდელი განათლება
30.3.1.ადამიანის უფლებები აღმზრდელის საგანმანათლებლო პროგრამაში
საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს დაადგინა, რომ სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულების აღმზრდელთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
ჩარჩო დოკუმენტი არ მოიცავს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებების შესახებ
მოდულს.1239 აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ თემების შესახებ დოკუმენტში
დამოუკიდებელი მოდულის ინტეგრირების წინადადებით მიმართა.1240
1235 შეად. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 344-345 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025];
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2022, გვ. 336-337 https://shorturl.at/lOrYh
[20/01/2025].
1236 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 344-345 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025];
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №528 დადგენილებით დამტკიცებული
დანართის მიზანი 13, პრიორიტეტები 13.1.1.-13.1.6.
1237 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022 − 2030 და მისი
2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31
აგვისტოს №446 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
1238 ნორმატიული აქტები არ შეუმუშავებიათ დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ჭიათურის
მუნიციპალიტეტებს.
1239 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 345-346 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025].
1240
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღმზრდელის პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა შესახებ ცოდნის ინტეგრირების თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 5 სექტემბრის 17-1/8855 წინადადება. https://shorturl.at/uPHeD
[20/01/2025].
390 |
სამწუხაროდ, სამინისტროს მზაობის მიუხედავად, 2024 წელს დოკუმენტში არ შესულა
ცვლილებები.1241 ამდენად, პროფესიულ სტუდენტებს, პროგრამის ფარგლებში, კვლავ არ
ეძლევათ ბავშვის უფლებების/ადამიანის უფლებათა შესახებ შინაარსობრივი ცოდნის
მიღების შესაძლებლობა.1242 გარდა ამისა, პროგრამის განმახორციელებელი საჯარო
საგანმანათლებლო
დაწესებულებებიდან
მიღებული
ინფორმაციით,
უმრავლეს
შემთხვევაში, პროგრამის მონაწილე პროფესიულ მასწავლებლებს არ გაუვლიათ
ტრენინგები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.1243
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ მიუთითებს, რომ, მართალია, სკოლამდელ
განათლებაში აღმზრდელს დამხმარე როლი აკისრია, თუმცა, ამის მიუხედავად,
კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი განათლება პასუხობდეს ბავშვთა საგანმანათლებლო
პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს.1244
30.3.2.ადამიანის უფლებათა განგრძობადი ტრენინგები საგანმანათლებლო პერსონალისთვის
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე ტრენინგების სისტემური ჩატარება
კრიტიკულად აუცილებელია.1245
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი სწორედ მუნიციპალიტეტებს აკისრებს
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა და ისეთი სისტემის
შექმნის ვალდებულებას, სადაც ბავშვის განათლების უფლება უზრუნველყოფილია.1246 ამ
ვალდებულებათა შესასრულებლად მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ საჭიროებათა
განსაზღვრისა და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვის უფლებამოსილებაც.1247
„აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის 192/ნ
ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2, მოდული 22.
1242 შეად. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 345-346 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025].
1243
ადამიანის უფლებათა თემატიკაზე ტრენინგები გაიარეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის, „აღმზრდელი“, სტუდენტებმა, სსიპ.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ამავე პროგრამის სტუდენტებმა, იხ. 2025 წლის 27
თებერვლის 2038/25 წერილი, 2025 წლის 24 თებერვლის 1950/25 წერილი.
1244სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულების
აღმზრდელის
პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა შესახებ ცოდნის ინტეგრირების თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 5 სექტემბრის 17-1/8855 წინადადება. 4
https://shorturl.at/uPHeD [20/01/2025].
1245 UN Committee on the Rights of the Child (CRC), General Comment No. 7 (2005): Implementing Child Rights in Early
Childhood, 20 September 2006, CRC/C/GC/7/Rev.1, პარა. 33, 41.
1246 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
1247 იქვე, მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
1241
391 |
საგანმანათლებლო რესურსების შექმნის ნაწილში საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება მხოლოდ კანონში
კონკრეტულად ჩამოთვლილი რესურსების შექმნით ამოიწურება.1248
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, საანგარიშო
პერიოდში,
საქართველოს
კონტროლირებად
ტერიტორიაზე
არსებულ
ყველა
მუნიციპალიტეტში შეისწავლა ხსენებული პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა
ტრენინგების ჩატარების პრაქტიკა.
აღმოჩნდა, რომ 2024 წლის განმავლობაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის
უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების, რეფერირების პროცედურებისა და სხვა
უფლებრივ თემატიკაზე, ტრენინგები მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტში დასაქმებულ
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალს ჩაუტარდა.1249 ამავე დროს, მხოლოდ
11 მუნიციპალიტეტში შეიქმნა შინაარსობრივი ან მეთოდოლოგიური რესურსი ადამიანის
უფლებათა სწავლებისთვის.1250 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების დირექტორთა კვალიფიკაციის 5 წელიწადში ერთხელ გადამოწმების
ვალდებულების მიუხედავად, 2024 წელს ეს ვალდებულება მხოლოდ ერთ
მუნიციპალიტეტში შესრულდა.1251
30.4. ზოგადი განათლება
30.4.1. სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესი
2024 წელს არ გამოცხადებულა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და
შესაბამისად, არ შემდგარა რეცენზირების პროცესი.1252 საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ
მოძველებული, 2018 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც არ
1248 იქვე, მუხლი 8.
1249 2025 წლის 31 იანვრის 1072/25 წერილი, 2025 წლის 31 იანვრის 1061/25 წერილი, 2025 წლის 29 იანვრის
943/25 წერილი, 2025 წლის 5 თებერვლის 1246/25 წერილი, 2025 წლის 4 თებერვლის 1241/25 წერილი, 2025
წლის 4 თებერვლის 1235/25 წერილი. 2025 წლის 3 თებერვლის 1182/25 წერილი, 2025 წლის 6 თებერვლის
1323/25 წერილი, 2025 წლის 6 თებერვლის 1311/25 წერილი, 2025 წლის 6 თებერვლის 1305/25 წერილი, 2025
წლის 11 თებერვლის 1515/25 წერილი, 2025 წლის 10 თებერვლის 1492/25 წერილი. 2025 წლის 10 თებერვლის
1438/25 წერილი. 2025 წლის 7 თებერვლის 1424/25 წერილი, 2025 წლის 17 თებერვლის 1712/25 წერილი, 2025
წლის 17 თებერვლის 1690/25 წერილი. 2025 წლის 14 თებერვლის 1645/25 წერილი, 2025 წლის 13 თებერვლის
1621/25 წერილი, 2025 წლის 13 თებერვლის 1599/25 წერილი, 2025 წლის 13 თებერვლის 1596/25 წერილი, 2025
წლის 18 თებერვლის 1733/25 წერილი, 2025 წლის 19 თებერვლის 1807/25 წერილი, 2025 წლის 24 თებერვლის
1958/25 წერილი, 2025 წლის 24 თებერვლის 1924/25 წერილი.
1250 2025 წლის 7 თებერვლის 1379/25 წერილი; 2025 წლის 31 იანვრის 1072/25 წერილი, 2025 წლის 6
თებერვლის 1311/25 წერილი, 2025 წლის 11 თებერვლის 1515/25 წერილი, 2025 წლის 10 თებერვლის 1438/25
წერილი, 2025 წლის 17 თებერვლის 1712/25 წერილი, 2025 წლის 14 თებერვლის 1645/25 წერილი; 2025 წლის
13 თებერვლის 1597/25 წერილი.
1251 2025 წლის 7 თებერვლის 1379/25 წერილი.
1252 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 12 დეკემბრის
MES 8 24 0001602099 წერილი.
392 |
შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს და აფერხებს ზოგადი
განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.1253
მართალია, მასწავლებლებს უფლება აქვთ ზემოხსენებული საგნის თემების სწავლებისას
გამოიყენონ ნებისმიერი დამხმარე რესურსი, მათ შორის, გზამკვლევები თუმცა
გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების
როლი
სასწავლო
პროცესში
კვლავ
1254
უმნიშვნელოვანესია.
სამინისტროს განმარტებით, გრიფირების კონკურსის გამოუცხადებლობა, სხვა მიზეზებს
შორის, გამოწვეული იყო საგნის სტანდარტების ცვლილებითაც.1255 სახალხო დამცველი
მიუთითებს,
რომ
ადამიანის
უფლებათა
სწავლების
პროცესის
სათანადოდ
განსახორციელებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ იგი წარიმართოს განახლებული და
გრიფმინიჭებული, ან სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით, რადგან ამ
შემთხვევაში,
სახელმძღვანელოების
ადამიანის
უფლებათა
სტანდარტებთან
1256
თავსებადობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ ფასდება.
30.4.2. სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმების პროცესის ხარვეზები
გრიფირებული მასალების პარალელურად, ან მათ ნაცვლად, სკოლა ვალდებულია
სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით ასწავლოს.1257 მისასალმებელია,
რომ სახელმძღვანელოს შეთანხმების წესში სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს
გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრა.1258 კერძოდ, სახელმძღვანელოს შეფასების
კრიტერიუმებში, შინაარსობრივი რეცენზირების მსგავსად გაიწერა უფლებრივი
კომპონენტები და ისინი „სხვა სპეციალისტის“ ფუნქციური დატვირთვის ნაწილად
განისაზღვრა.1259
თუმცა, გამოწვევად რჩება, რომ შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის წევრებისთვის
შემუშავებული არ არის განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგ-პროგრამა ადამიანის
უფლებებში. ამავე დროს, შესაფასებელ მასალაზე ჯგუფის წევრთა კომენტარები
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ზიარდებოდა და არა ერთიანი სხდომის
1253 UN Committee on the Rights of the Child (CRC), General comment No. 1 (2001), Article 29 (1),The aims of education,
CRC/GC/2001/1, 17 April 2001, პარა. 18 https://shorturl.at/r1rzb [20/01/2025]; „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტი.
1254 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 12 დეკემბრის
MES 8 24 0001602099 წერილი; „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის „დ“
ქვეპუნქტი.
1255
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 12 დეკემბრის
MES 8 24 0001602099 წერილი.
1256„ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
სახელმძღვანელოების/სერიების
მაკეტების
რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 1
ნოემბრის №17-1/10739 წინადადება, 1.
1257 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
1258„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 349-350 https://shorturl.at/fJfVF [20/01/2025].
1259 „სახელმძღვანელოს შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრის
თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16
აპრილის MES 7 24 0000436094 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული კრიტერიუმები, კრიტერიუმი
8-10, 12, 13.
393 |
ფარგლებში.1260 შესაბამისად, არც შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის სხდომის აუდიოვიდეო ოქმი იწარმოებოდა.1261
ვინაიდან ზემოხსენებული პროცესი, ამ თვალსაზრისით, სასკოლო სახელმძღვანელოების
შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის მსგავსია, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ
საგნობრივი ჯგუფის წევრთა ღირებულებების ადამიანის უფლებათა პრინციპებთან
თავსებადობის შესაფასებლად, ასევე, შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის დასკვნების
სათანადოდ გასაჩივრებისთვის, სხდომების აუდიო-ვიდეო ოქმის წარმოება აუცილებელია.
ეს ასპექტი წარმოაჩენს შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის წევრთა შერჩევის სისტემის
თავსებადობასაც ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
30.5. პროფესიული განათლება
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადამიანის უფლებებისადმი
პატივისცემის უნარის გამომუშავებას განათლების მიზნად არ ადგენს, თუმცა,
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა სწავლება ამ სფეროში
მნიშვნელოვანია1262 და ეს სახელმწიფოს მიერ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი
სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია განმტკიცებული.1263 კერძოდ, ადამიანის უფლებათა
სწავლების საკითხებს დამოუკიდებელი მოდული „მოქალაქეობა“ აერთიანებს, რომელიც
ხსენებული გეგმის თანახმად, ყველა პროფესიულ პროგრამაზე უნდა დაინერგოს.1264
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტი საშუალო პროფესიულ
პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების
ინტეგრირების ფარგლებშიც არის გათვალისწინებული.1265 თუმცა, ამ მიზნით შექმნილი
მოდულის ანალიზი მიუთითებს, რომ კურსის განმავლობაში დასამუშავებელ სამიზნე
1260 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 12 დეკემბრის
MES 8 24 0001602099 წერილი.
1261 იქვე.
1262 „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი; 6 Recommendation
CM/Rec(2010)7 of the Committee of Ministers to Member States on the Council of Europe Charter on Education for
Democratic Citizenship and Human Rights Education Adopted on 11 May 2010, პარა. 6 იხ. https://rb.gy/ox19l [20/01/2025];
Appendix to Recommendation CM/Rec(2012)13 of the Committee of Ministers to member States on ensuring quality
education Adopted on 12 December 2012, პარა. 3, 6(d) https://rb.gy/tuj8l [20/01/2025]; Recommendation on High-Quality
Early Childhood Education and Care Systems adopted by Council of the EU on 22 May 2019, 2019/C 189/02,
რეკომენდაციის სარეზოლუციო ნაწილი, პარა. 3 (b), რეკომენდაციის დანართი, პარა. 3. https://rb.gy/3i67u
[20/01/2020]; Recommendation on vocational education and training (VET) for sustainable competitiveness, social fairness
and resilience adopted by Council of the EU on 24 November 2020, 2020/C 417/01, რეკომენდაციის დანართი, პარა.
1. https://rb.gy/ayqz2 [23/08/2023]; United Nations Declaration on Human Rights Education and Training adopted on 02
November 2011, A/C.3/66/L.65 მეორე მუხლის მესამე პუნქტი. https://rb.gy/v6j2m [20/01/2025]
1263 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022 − 2030 და მისი
2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31
აგვისტოს 446-ე დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, 13.1.7.
1264 იქვე.
1265 „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის შედეგების ინტეგრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს 170/ნ პირველი
მუხლით დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
394 |
ცნებაში არ არის ადამიანის უფლებები, ხოლო თემატიკა არ გამოყოფს ბავშვის უფლებებს/
ადამიანის უფლებებს ან რომელიმე კონკრეტულ უფლებრივ მიმართულებას.1266
სახალხო დამცველის შეფასებით, ეს ხელს არ უწყობს
ფორმალური განათლების
სისტემაში ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობას და
დემოკრატიული
საზოგადოების განვითარებას.
30.6. უმაღლესი განათლება
2024 წელს დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით მიიღეს დაწყებითი მასწავლებლის
განათლების, მასწავლებლის მომზადების პროგრამისა და საბაზო-საშუალო საფეხურის
მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებელი.1267 მნიშვნელოვანია, საბაზო-საშუალო
საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებლის მაგალითზე
შეფასდეს დოკუმენტებში ადამიანის უფლებათა ინტეგრირების დონე.
30.6.1. პედაგოგიურ ფაკულტეტებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის
კვლევა
სახალხო დამცველმა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე,
მასწავლებლის
განათლების
300
კრედიტიან
პროგრამასა
და
განათლების
მეცნიერებების/ადმინისტრირების პროგრამებში ადამიანის უფლებათა ინტეგრირების
შესაფასებლად კვლევა დაიწყო.
კვლევის ფარგლებში, ფოკუს-ჯგუფებსა და
ინტერვიუებში მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში
ჩართულმა 73-მა პერსონალმა და 312-მა კურსდამთავრებულმა.
ადამიანის
უფლებათა
სწავლების
საერთაშორისო
სტანდარტების
თანახმად,
მასწავლებელთათვის ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის მიწოდება არა მხოლოდ
განათლების უფლების რეალიზების კრიტიკული ნაწილია, არამედ აუცილებელია, რომ ამ
კუთხით გამოყენებული სასწავლო ლიტერატურა მუდმივად გადაიხედებოდეს და
ახლდებოდეს.1268
1266 იქვე, მოდული 22.
1267„ზოგადი
განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების
დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის №1646651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის
MES 7 24 0001477052 ბრძანების დანართი.
„მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების
შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 30
მაისის №597510 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 8 24 0001477053 ბრძანებით დამტკიცებული
დანართი; „ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი
განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების
დირექტორის 2024 წლის 19 დეკემბრის MES 5 24 0001633146 ბრძანებით დამტკიცებული დარგობრივი
მახასიათებელი.
1268 Draft plan of action for the second phase (2010-2014) of the World Programme for Human Rights Education adopted
on July 27th 2010, para. 28. https://shorturl.at/fXIuG [05/03/2025]; Guide on Human Rights Curriculum
in Teacher Education, p. 41 https://shorturl.at/lX3Q2 [05/03/2025].
395 |
კვლევის
ფარგლებში
მასწავლებლის
მომზადების
60
კრედიტიანი
პროგრამების
მიმოხილვამ აჩვენა, რომ უფლებრივი კომპონენტი ინტეგრირებულია პროგრამაზე
არსებულ ისეთ საგნებში, როგორიცაა: „ინკლუზიური განათლება“, „მულტიკულტურული
განათლება“, „განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლები“.1269 ყველა ეს საგანი
სავალდებულოა. თუმცა, მათი სწავლებისთვის გათვალისწინებული ლიტერატურა ყველა
შემთხვევაში მოძველებულია. მეტიც, მინიმალურია ისეთი დისციპლინის არსებობაც,
რომელიც
სასწავლო
პროცესში
თანამედროვე
ტექნოლოგიების
გამოყენების
თავისებურებებს ასახავს და ციფრული მოქალაქეობის კომპონენტს აერთიანებს.
მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების
მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მათში უფრო მეტია ისეთი სავალდებულო საგნის რაოდენობა,
სადაც უფლებრივი ნაწილია ინტეგრირებული, თუმცა, მასწავლებლის მომზადების
პროგრამების
მსგავსად,
ლიტერატურა
მოძველებულია.1270
იდენტური
პრობლემა
განათლების მეცნიერებების/ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების შეფასების
დროსაც გამოიკვეთა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი მასშტაბი გაცილებით მცირეა,
უფლებრივი კომპონენტის ინტეგრირების დონე კი - მეტად მრავალფეროვანი.
პროგრამების
განხორციელებაში
ჩართულ
პირებთან
და
კურსდამთავრებულებთან
ინტერვიუებმა აჩვენა, რომ კურსდამთავრებულთა 25%-ს არ შეუძლია ამოიცნოს ადამიანის
უფლებათა დარღვევები და ჰქონდეს მათზე სათანადო რეაგირება. ხოლო, პროგრამების
განხორციელებისას ადამიანის უფლებათა კომპონენტი მოაზრებულია საგაკვეთილო
პროცესის
მართვისას
კონფლიქტების
თავიდან
აცილების
საშუალებად
და
არა
მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გადასაცემად. ამავე დროს,
კურსდამთავრებულთა 30% მიუთითებს, რომ პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის
ფარგლებში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დავალებების შესრულება არ
დასჭირვებია. კვლევა მიმდინარეა და მის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი,
ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განაგრძობს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
30.6.2. მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებლები
საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებლის
ცოდნისა და გაცნობიერების კომპონენტში ადამიანის უფლებათა ნაწილი ისეა
ინტეგრირებული, რომ პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას არ დაეკისროს
სტუდენტის მიერ, მაგალითად, ბავშვის უფლებათა ცოდნის ფაქტობრივი ასპექტის
შემოწმების ვალდებულება.
სასწავლო პროცესის შეფასების ნაწილში საერთოდ არ არის ინტეგრირებული
კურსდამთავრებულში ადამიანის უფლებათა ჭრილით სწავლის შედეგის შეფასების
1269 მაგ., იხ. 2024 წლის 16 დეკემბრის 8793/2024 წერილის დანართი; 2024 წლის 20 დეკემბრის
წერილის დანართი.
1270 მაგ., იხ. იქვე.
396 |
8997/2024
ცოდნა.1271
მეტიც, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში არ არის
მითითებული, რომ იგი აღიარებს ადამიანის უფლებათა პატივისცემის მნიშვნელობას
პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებაში.1272
მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას მასწავლებლის მომზადების პროგრამისა და
დაწყებითი
საფეხურის
მასწავლებლის
განათლების
პროგრამის
დარგობრივი
1273
მახასიათებლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
დოკუმენტის ცოდნისა და გაცნობიერების კომპონენტში აუცილებელია დაემატოს
მითითება,
რომ
კურსდამთავრებული
აღწერს
და
მსჯელობს
ადამიანის
უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებზე. ამავე დროს, სასწავლო პროცესის
დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების ნაწილში დაემატოს ადამიანის უფლებათა
კომპონენტი იმგვარად, რომ კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებათა პრინციპების
გამოყენება შეძლოს როგორც დაგეგმვის, ისე წარმართვისა და შეფასების ნაწილში.
ამასთანავე, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში, პოზიტიური სასწავლო
გარემოს ფორმირების ასპექტში, დაემატოს, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის
უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების
პროცესში.
რეკომენდაციები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
▪
შევიდეს ცვლილება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების
წესისა
და
პირობების
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ
ბრძანებით დამტკიცებულ მოდულში „მოქალაქეობა“ და განისაზღვროს შემდეგი:
o
სწავლის შედეგად დადგინდეს, რომ სტუდენტი აცნობიერებს
ადამიანის
უფლებათა არსს და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში;
o
სამიზნე ცნებების, „ძალაუფლების“ კომპონენტსა და მოდულის თემებს
შორის დაემატოს ადამიანის უფლებები
1271 იქვე, გვ. 8-9, 10, 12.
იქვე, გვ. 12.
„მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების
შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 30
მაისის №597510 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 8 24 0001477053 ბრძანებით დამტკიცებული
დარგობრივი მახასიათებელი, გვ. 7. პარა. 1.1; 1.2; გვ. 8, პარა. 4.1; გვ. 9-10.
1272
1273
„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების
დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის №1646651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის
MES 7 24 0001477052 ბრძანებით დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებელი, გვ. 9, გვ. 11, გვ. 13.
397 |
▪
უზრუნველყოს გრიფირების გამოცხადება საგნისთვის, „მე და საზოგადოება“,
სახელმძღვანელოს შესარჩევად, ან უზრუნველყოს მისი შეთანხმება დადგენილი
წესით;
▪
სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს:
o
ადამიანის უფლებათა საკითხებზე განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგპროგრამების შემუშავება და ჩატარება შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის
ყველა წევრისთვის;
o
აწარმოოს შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის სხდომების აუდიო-ვიდეო
ოქმი.
სსიპ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს:
▪
შევიდეს ცვლილებები:
o
„ზოგადი
განათლების
განათლების
უმაღლესი
საბაზო-საშუალო
განათლების
საფეხურის
მასწავლებლის
დარგობრივი
მახასიათებლის
დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის 2024 წლის 19 დეკემბრის MES 5 24 0001633146
ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში;
o
„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების
უმაღლესი
განათლების
დარგობრივი
მახასიათებლის
დამტკიცების
შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის №1646651 ბრძანებაში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
განათლების
ხარისხის განვითარების
ეროვნული
ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 7 24 0001477052
ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში; და
o
„მასწავლებლის
მომზადების
უმაღლესი
განათლების
დარგობრივი
მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 30 მაისის
№597510 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის
MES 8 24 0001477053 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში.
ცვლილებათა შედეგად განისაზღვროს შემდეგი:
o
ცოდნისა
გაცნობიერების
კომპონენტში
დაემატოს
მითითება,
რომ
კურსდამთავრებული აღწერს და მსჯელობს ადამიანის უფლებათა/ბავშვის
უფლებათა ძირითად პრინციპებზე;
o
სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების ნაწილს
დაემატოს
ადამიანის
უფლებათა
კომპონენტი
იმგვარად,
რომ
კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებათა პრინციპების გამოყენება
შეძლოს როგორც დაგეგმვის, ისე წარმართვისა და შეფასების ნაწილში;
398 |
o
პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში, პოზიტიური სასწავლო
გარემოს ფორმირების ასპექტში, დაემატოს, რომ კურსდამთავრებული
აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას პოზიტიური
სასწავლო გარემოს ფორმირების პროცესში.
399 |
31.სახალხო დამცველის რეკომენდაციების და მათ საფუძველზე
პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა
შესავალი
წინამდებარე თავი, გასული წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, შეცვლილი
სტრუქტურით არის წარმოდგენილი. იგი ორი ქვეთავისგან შედგება: პირველი ქვეთავი
ეთმობა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 1 ნოემბერს მიღებული
დადგენილებით სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე
უწყებების მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობას, ხოლო მეორე
ქვეთავში ასახულია იმ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, რომლებიც
პარლამენტის
დადგენილების1274
მიღმა
დარჩა
ან
არსებითად
სახეცვლილი
ფორმულირებით აისახა დადგენილებაში.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის განხილვის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას და დადგენილებით დავალებებს აძლევს
სახელმწიფო
უწყებებს
სახალხო
დამცველის
ანგარიშში
წარმოდგენილი
რეკომენდაციების შესასრულებლად. საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის
საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ყველაზე ძლიერი
მექანიზმი მათი პარლამენტის დადგენილებაში ასახვაა. შესაბამისად, ამ გზით
პარლამენტი ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საპარლამენტო
ზედამხედველობას იმ საჯარო უწყებებისა და თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებზეც
გასცემს დავალებებს. ეს პროცესი, ამავე დროს, ზრდის სახალხო დამცველის საქმიანობის
ეფექტიანობას. ამ პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი
პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულებას ყოველწლიურად
აფასებს სპეციალურ ანგარიშში. შესაბამისად, პირველი ქვეთავის შესახებ დეტალური
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
სახალხო
დამცველის
სპეციალურ
ანგარიშში,
„საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის დადგენილებაში ასახული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“.1275
31.1. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარება
31.1.1.რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი
დადგენილებით
სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე პარლამენტმა
2023 წლის დადგენილებაში სხვადასხვა ცენტრალური, ავტონომიური თუ მუნიციპალური
უწყების მიმართ 277 დავალება გასცა (მათ შორის, 19 დავალება მუნიციპალიტეტის
ორგანოებს, ხოლო 1 დავალება საჯარო უწყებათა ყველა თანამდებობის პირს
იგულისხმება პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება, რომელიც ეფუძნება სახალხო
დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშს. დავალებების შესასრულებლად დადგენილების ადრესატ
უწყებებს განსაზღვრული ჰქონდათ 2025 წლის 1 მარტი.
1275სპეციალური ანგარიში „საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბერის №3600-XIIმს-Xმპ
დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“, ხელმისაწვდომია:
https://www.ombudsman.ge/res/docs/2024112817320540383.pdf [06.02.2025].
1274
400 |
მიემართებოდა). უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების
რაოდენობა, პირდაპირპროპორციულად არ ეფუძნება სახალხო დამცველის ანგარიშის
ამავე რაოდენობის რეკომენდაციებს და, შესაბამისად, არ ასახავს პარლამენტის მიერ
რეკომენდაციების გაზიარების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებლის სრული სურათი
შემდეგნაირად გამოიყურება:
სრულად გაიზიარა
208
74,29%
ნაწილობრივ გაიზიარა
30
10,71%
არ გაიზიარა
22
7,86%
არსებითი ცვლილებების გამო არ ითვლება გაზიარებულად
20
7,14%
საგულისხმოა, რომ პარლამენტმა სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ
მუნიციპალური ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციები, ხოლო არსებითი ან
ნაწილობრივი ცვლილება შეეხო ავტონომიური რესპუბლიკის და ცენტრალური
სახელისუფლებლო ორგანოების მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს.
როგორც ზემოთ ცხრილშია ნაჩვენები პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის 2022
წლის საპარლამენტო ანგარიშის 22 რეკომენდაცია, ხოლო არსებითად შეცვალა 20.
არგაზიარებულ და არსებითად შეცვლილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
კი შემდეგნაირია: 2 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 ნაწილობრივ, 35 რეკომენდაცია
არ შესრულებულა, ხოლო 3 რეკომენდაციის შესრულება ვერ შეფასდა, რადგან უწყებას არ
წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია.
შედარებისთვის, 2020-2023 წლების პარლამენტის დადგენილებებში პარლამენტის მიერ
სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის რეკომენდაციების სრულად და ნაწილობრივ
გაზიარების პროცენტული მაჩვენებლის ჯამი შემდეგნაირად გამოიყურება:
401 |
31.1.2.დავალებების შესრულების ზოგადი მდგომარეობა
სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა პარლამენტის დადგენილებით მხოლოდ
ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების მიმართ გაცემული დავალებების შესრულების
მდგომარეობა. ჯამურად, სახელმწიფო უწყებების მიმართ პარლამენტმა 258 დავალება
გასცა. სახალხო დამცველის შეფასებით, გაცემული დავალებების შესრულების
მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. კერძოდ, სრულად შესრულდა დავალებების
მხოლოდ 19%, ნაწილობრივ შესრულდა 24% და შეუსრულებლად ფასდება 34%.
დავალებების შესრულების მდგომარეობა დეტალურად, რაოდენობრივად შემდეგნაირად
გამოიყურება:
31.1.3.შესრულების მდგომარეობა უწყებების მიხედვით
402 |
წინამდებარე ქვეთავში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული მონაცემები ჩაშლილად,
უწყებების მიხედვით.
საქართველოს მთავრობა
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
ჯამი
იუსტიციის სამინისტრო
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას
დაკარგა რელევანტურობა
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობა
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ შეფასდა
სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არქონის
საფუძვლით დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება
შეფასებას
ჯამი
3
3
6
4
12
23
5
1
9
2
1
57
საქართველოს პროკურატურა
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ შეფასდა
ჯამი
2
3
1
1
1
8
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ შეფასდა
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობა
ჯამი
15
3
6
7
2
3
36
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური
შესრულდა
არ შესრულდა
1
1
403 |
რელევანტური
ინფორმაციის
წარმოუდგენლობის
საფუძვლით
შეუძლებელია შეფასდეს დავალების შესრულების მდგომარეობა
ჯამი
თავდაცვის სამინისტრო
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ შეფასდა
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობა
ჯამი
1
3
2
1
3
1
3
10
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
შესრულდა
7
ნაწილობრივ შესრულდა
21
არ შესრულდა
39
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას
3
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობა
6
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ შეფასდა
1
ჯამი
77
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობა
ობიექტური გარემოების საფუძვლით ვერ ფასდება
დუბლირებული დავალება
ჯამი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შესრულდა
სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო
დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას
დავალება არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან
ჯამი
6
13
11
2
1
2
1
36
1
1
1
3
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
404 |
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
რეკომენდაციის არსებითი
ექვემდებარება შეფასებას
ჯამი
ცვლილების
საფუძვლით
დავალება
არ
1
2
1
4
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
შესრულდა
1
ნაწილობრივ შესრულდა
1
რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა 1
ჯამი
3
სხვა უწყებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საზოგადოებრივი მაუწყებელი
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
თანამდებობის პირები
ფსიქიატრიული დაწესებულებები
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს
საგარეო საქმეთა სამინისტრო
შესრულების მდგომარეობა
ორივე დავალება შესრულდა
გაცემული 1 დავალება შესრულდა
2 დავალებიდან 1 შესრულდა, ხოლო 1
ნაწილობრივ შესრულდა
2 დავალებიდან 1 შესრულდა, ხოლო 1
დავალება
რეკომენდაციის
არსებითი
ცვლილების
საფუძვლით
არ
დაექვემდებარა შეფასებას
გაცემული 1 დავალება არ შესრულებულა
გაცემული
1
დავალება
ობიექტური
გარემოების
საფუძვლით
არ
ექვემდებარება შეფასებას
2 დავალებიდან 1 ნაწილობრივ, ხოლო 1 არ
შესრულებულა
გაცემული 1 დავალება ვერ შეფასდა
რელევანტური
ინფორმაციის
წარმოუდგენლობის საფუძვლით
3 დავალებიდან ყველა შესრულდა
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააცნობიერონ
საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მნიშვნელობა,
ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გააძლიეროს საქართველოს
კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მის ხელთ
არსებული მაკონტროლებელი მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს
პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
405 |
31.2.პარლამენტის 2024 წლის დადგენილების მიღმა დარჩენილი რეკომენდაციების
შესრულების მდგომარეობა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის
საფუძველზე მიიღო 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება, რომელშიც მიხედულებისამებრ
გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშის რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად
სახელმწიფო უწყებებს დავალებები მისცა. მათ შესასრულებლად უწყებებს
დადგენილებითვე განესაზღვრათ ვადად 2025 წლის 1 მარტი. შესაბამისად,
დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობაზე შეფასებას
სახალხო დამცველი 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში
წარმოადგენს. თუმცა
წინამდებარე ქვეთავში მიმოვიხილავთ სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო
ანგარიშის იმ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, რომლებიც პარლამენტმა არ
გაიზიარა 2024 წლის პარლამენტის დადგენილებაში.
სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში საერთო ჯამში 301
რეკომენდაცია გასცა. მათგან 12 რეკომენდაცია მიემართებოდა მხოლოდ მუნიციპალურ
ორგანოებს, 287 მხოლოდ ცენტრალურ სახელისუფლებლო, ხოლო 2 როგორც ცენტრალურ,
ისე ადგილობრივ ორგანოებს. საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით ამ
რეკომენდაციების დაახლოებით 74,42% გაიზიარა (მათგან დაახლოებით 12% კი
ნაწილობრივ არის გაზიარებული)1276 და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 270
დავალება გასცა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის დადგენილებით
გაცემული ცალკეული დავალებები არ ასახავს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის
რეკომენდაციების მიზანს და ფორმულირების კუთხით არსებითად ცვლის მათ შინაარსს,
რის გამოც სახალხო დამცველის აპარატი არ მიიჩნევს მსგავსი სახის დავალებებს სახალხო
დამცველის რეკომენდაციების გაზიარებად.
რაც შეეხება სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც
პარლამენტმა არ გაიზიარა 2024 წლის დადგენილებაში და არ ასახა დავალებების სახით,
ასეთია სახალხო დამცველის მიერ გაცემული 44 რეკომენდაცია.1277 ასევე, დამატებით, 32
რეკომენდაცია ფორმულირების თვალსაზრისით არსებითად შეცვალა პარლამენტმა. ორივე
კატეგორიის რეკომენდაციები, ისინიც, რომლებიც არ აისახა დადგენილებაში და ისინიც,
რომლებიც არსებითად შეიცვალა, სახელმწიფო უწყებებს მიემართებოდა. გამონაკლისია
მხოლოდ 1 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიმართ გაცემული რეკომენდაცია
საერთოდ არ მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ არგაზიარებისა და არსებითი ცვლილებების
მაჩვენებელი 2024 წელს გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ,
2023 წლის დადგენილებით, პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის 2022 წლის
დაზუსტებული მონაცემები აისახება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, პარლამენტის
2024 წლის 27 ივნისის №4332-XIVმს-Xმპ დადგენილების აღსრულების თაობაზე.
1277 აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია მოიცავდა მრავალ ადრესატ უწყებას. ზოგიერთ
შემთხვევაში პარლამენტი ადრესატთაგან მხოლოდ ნაწილ უწყებებს ავალებდა დავალების შესრულებას.
წინამდებარე სტატისტიკაში კი შეყვანილია მხოლოდ ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც
საკანონმდებლო ორგანომ არცერთი ადრესატის მიმართ არ გაიზიარა.
1276
406 |
საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების 15%, ხოლო 2024 წლის პარლამენტის
დადგენილებით ამ მაჩვენებელმა 25%-ს გადააჭარბა.1278
რაც შეეხება პარლამენტის დადგენილებით არ გაზიარებული ზემოაღნიშნული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, მონაცემები ქვემოთ მოცემულ ცხრილშია
წარმოდგენილი:
შესრულდა
რეკომენდაციები,
რომლებიც
პარლამენტმა
დადგენილებაში
არ ასახა
რეკომენდაციები,
რომლებიც
არსებითად
შეიცვალა
1
არ
შესრულდა
32
31
ნაწილობრივ
3
ობიექტური
გარემოება
8
ჯამში
1
32
44
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის №3600-XIIIმს-Xმპ დადგენილებაში ასახული
დავალებების შესრულების მდოგმარეობის შესახებ, გვ. 5.
1278
407 |
დანართი - სახალხო დამცველის და აპარატის წარმომადგენელთა მიერ
განხორციელებული ვიზიტები
სახალხო დამცველი, როგორც პირადად, ასევე აპარატის თანამშრომლების მეშვეობით,
პროაქტიულად სხვადასხვა რეგიონებში, დაწესებულებებსა თუ სამიზნე ჯგუფებთან
ახორციელებდა შეხვედრებს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის განმავლობაში სახალხო დამცველისა და
აპარატის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული შეხვედრების თაობაზე
შესაბამისი აქტივობების ტიპის მიხედვით. აღნიშნული სია არ არის ამომწურავი და
სახალხო დამცველის შეხვედრების კუთხით მხოლოდ საქმიანობის ძირითად ნაწილს
მოიცავს.
სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული შეხვედრები
სამიზნე ჯგუფები
შეხვედრების
რაოდენობა
პენიტენციურ დაწესებულებებში და დროებითი მოთავსების
15
იზოლატორებში განთავსებული პირები
დიპლომატებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
371279
წარმომადგენლებთან შეხვედრები
სამთავრობო უწყებები და მათი წარმომადგენლები
5
პროტესტის მონაწილეები
22
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა
331280
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოები
4
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
პაციენტები
და
6
ადმინისტრაცია
შშმ
პირთა
სათემო
ორგანიზაციების
საცხოვრისების
2
ბენეფიციარები
სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შეხვედრები:
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულება
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
პენიტენციური დაწესებულება
464
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული
21
ცენტრი
დროებითი მოთავსების იზოლატორი
81
შსს პოლიციის სამმართველოები
3
კლინიკა ვივამედი
5
სხვა კლინიკები
8
1279 მათ შორის 5 განხორციელდა ქვეყნის გარეთ.
1280 აღნიშნულიდან 12 შეხვედრა გაიმართა საოკუპაციო ხაზის გარშემო მცხოვრებ მოქალაქეებთან.
408 |
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიმართულება
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
პენიტენციური დაწესებულება
17
პოლიციის სამმართველო/დეპარტამენტი
14
შშმპ პანსიონატი
13
თავდაცვის ძალების ობიექტები
13
ფსიქიატრიული დაწესებულება
11
დროებითი მოთავსების იზოლატორი
11
ბავშვთა სახლი
8
მიგრაციის ცენტრი (თბილისი)
2
ექსპერტიზის ბიურო (მონიტორინგი)
1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულება
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
ფსიქიატრიული დაწესებულებები
17
შშმ პირთა პანსიონატები
4
შშმ პირთა სათემო ორგანიზაციები (მცირე
29
საოჯახო
ტიპის
სახლები
და
თავშესაფრები)
ბავშვთა უფლებრივი მიმართულება
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
სააღმზრდელო დაწესებულება
251281
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
8
გენდერული თანასწორობის მიმართულება
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები
91282
კრიზისული ცენტრი
8
პენიტენციური დაწესებულება
1
სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური სოციალური და კულტურული უფლებების
მიმართულება1283
1281 მათგან, 8 დაწესებულებაში მონიტორინგი განხორციელდა პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად
1282 ამ მონაცემში შედის, როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი მონიტორინგი.
1283 მონიტორინგი/შეხვედრები ჩატარდა 19 მუნიციპალიტეტში
409 |
დაწესებულების
ტიპი/
შეხვედრის
ადრესატი
დაწესებულებებში
ვიზიტების
რაოდენობა / შეხვედრების რაოდენობა
სოფლის ამბულატორიების მონიტორინგი
16
შეხვედრა
35
სოფელში
მცხოვრებ
მოსახლეობასთან
ეროვნული უმცირესობების მიმართულება1284
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
საჯარო სკოლა
15
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
9
სამედიცინო დაწესებულება
16
სოფლის ამბულატორიის ექიმები და
14
ექთნები
პენიტენციური დაწესებულება
21285
რელიგიური უმცირესობების მიმართულება1286
დაწესებულება
დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობა
სახელმწიფო
რწმუნებულის
1
ადმინისტრაცია
მედია ორგანიზაციები
2
სამოქალაქო
საზოგადოებრივი
3
ორგანიზაციები
რელიგიურ ორგანიზაციებთან შეხვედრა
15
2024 წლის განმავლობაში, აპარატის დეპარტამენტები სხვადასხვა აქტივობებს
ახორციელებდნენ ცნობიერების ამაღლების კამპანიების მიმართულებითაც. ქვემოთ
მოცემულ ცხრილებში აღბეჭდილია დეპარტამენტების წარმომადგენლების მიერ
ჩატარებული
საინფორმაციო
შეხვედრების
რაოდენობა
შესაბამისი
სამიზნე
აუდიტორიების მიხედვით.
სამიზნე ჯგუფები
აქტივობათა რაოდენობა
თანასწორობის მიმართულება1287
კერძო დაწესებულებების წარმომადგენლები
6
1284 შეხვედრები გაიმართა 15 მუნიციპალიტეტში.
1285 აღნიშნული 2 ვიზიტი განხორციელდა პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად.
1286 შეხვედრები გაიმართა 17 მუნიციპალიტეტში.
1287 გარდა უცხო ქვეყნების დელეგაციებისა, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო ჯამში 364 პირი
410 |
სტუდენტები
3
სკოლის მოსწავლეები
4
მასწავლებელი
1
ეთნიკური
და
რელიგიური
ორგანიზაციების
1
წარმომადგენლები
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეები
და
1
ადვოკატთა ასოციაციის წევრები
უცხო ქვეყნის დელეგაციები
3
ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულება1288
საჯარო სკოლების ბავშვები
17
კერძო სკოლების ბავშვები
3
შეხვედრა ბავშვებთან ახალგაზრდულ ცენტრებში და
3
კერძო დაწესებულებებში
შეხვედრა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან
1
საზოგადოებრივ ცენტრში
მცირე ტიპის საოჯახო სახლებში მცხოვრები ბავშვები
1
შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულება
შშმ პირები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის
2
წარმომადგენლები
შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის,
3
დაცვისა
და
იმპლემენტაციის
მონიტორინგის
საკონსულტაციო საბჭო
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა
ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები
2
ქალები
რეგიონებში
მცხოვრები
დევნილი
ქალებიდა
10
არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები
სტუდენტები
2
სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციები
1
პროკურატურის,
შსს-სა
და
სასამართლოს
2
წარმომადგენლები
სკოლის მოსწავლეები
1
ეთნიკური უმცირესობის ქალები
1
პროკურატურის თანამშრომლები
1
ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულება1289
საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები
9
პროფესიული კოლეჯების სტუდენტები
2
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებრივი მდგომარეობის მიმართულება
ოკუპირებულ ტერიტორიების მომიჯნავედ მცხოვრები
6
მოსახლეობა
1288 შეხვედრებმა მოიცვა ჯამში 462 ბავშვი და ერთი კერძო დაწესებულების 19 პედაგოგი.
1289 შეხვედრები ჩატარდა 5 მუნიციპალიტეტში
411 |